შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანეს სათამაშო თავი 17


20-12-2022, 13:21
ავტორი ქ ე თ ა თ ო
ნანახია 2 013

ჰოლში ნერვიულად მიაბიჯებდა და ცდილობდა სანდროს გაქცეოდა, ჩანთაში იქექებოდა და მობილურს ეძებდა, ჯანდაბა, ჯანდაბა სად წავიღე,ხელები უკანკალებდა, თავს ვეღარ თოკავდა,ჩანთა ძირს დაუვარდა, ჩაიკეცა თან ანერვიულებულს მთელი სხეული უცახახებდა.
–სანდრომ ვეღარ მოითმინა, მის ცრემლებს ვეღარ გაუძლო, მის წინ ჩაიმუხლა, სახე ხელებში მოიქცია, მთელი სახე უთრთოდა და გაყინული ქონდა, საკუთარ ტავზე ნერვები მოეშალა, ახლოოს მიიზიდა და გულში ჩაიკრა, ტავზე ეფერებოდა და ამშვიდებდა, – დამშვიდდი ელენე ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ეს შევძელით, ამაღამ ყვველაფერს ბოლო მოეღება, დამთავრდება ეს წამება და გპირდები ყველაფერი დალაგდება. ელენეს ძალა აღარ ყოფინდა, ვეღარც წინააღმდეგობას უწევდა და ტირილი დაიწყო, თავი მკედრზე მიადო და თავს უფლება მისცა ბოლომდე დაცლილიყო.
– სანდრო აღარ შემიძლია, არ ვარ ასეთი ძლიერი არ გამომდის უკვე ყველაფრის იმედი დავკარგე.
– დამშვდდი ჩემო პატარა მე აქ ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ.
– შენ არ მჭირდები, ვერ გიტან არ მინდა შენთან, აღარ შემიძლია, ძალას მაცლი და ვსუსტდები, შენს გვერდით ვერ ვარ ის ვინც აქამდე ვიყავი. ტირილს აგრძელებდა და თან მთელი ძალით ეკვროდა ბიჭს. სანდრომ წამოაყენა, ხელი შეაშველა რომ არ დაცემულიყო, ისეთი ძალაგამოცლილი და გადაქანცული იყო რომ ფეხზე ნორმალურად დგომაც კი არ შეეძლო.
– სახლში წაგიყვან, დაღილ ხარ, დღეს ზედმეტი ემოციებს ქვეშ მოექეცი.
– არსადაც არ წამიყვან თავად წავალ, ხმას აუწია და ჩვეული ელეენეს როლი მოირგო.
– ელენე ისე ნუ იქცევი თითქოს 5 წუთის უკან სხვა ქალიმყავდა ჩავარდნილი ხელებში. არ გინდა ეს თამაში, რომ გეუბნები გააკეთე და ჩაჯექი მანქანაში.
– შენ მე საერთოდ ვინ გგონივარ, დღეს მართალია ემოციებს ვეღარ ვაკონროლებდი, მაგრამ იცოდე პასუხს მოგთხოვ ამისთვის.
– არ ვიცი რისთვისაც გინდა იმისთვის მომთხოვე პასუხი, მაგრამ ახლა დაჯდები მანქანაში, სახლში წავალთ და მშვიდად ვისაუბრებთ.
– ამომივიდა სანდრო ყელში შენი ახსნები, ზღაპრები, არ გინდა საბავშვო მაღში დაიწყო მუშაობა , ჭირდებათ შენნაირი მეზღაპრე ხალხი, ცინიკურად ჩაილაპარაკა და თვალზე მომდგარი სიმწრის ცრემლები მუჭით მოიწმინდა, შენს სათამაშოდ მაქცქიე, შენს სათამაშოდ გესმის?! უკვე ტონს ვეღარ აკონტროლებდა ხელებს უმისამართოდ იქნევდა.
– სანდრომ ვეღაფერის თქმა გაბედა, გაბრაზებული ელენესკენ წავიდა, ელენემ დამფრთხალი უკან–უკან მიდიოდა სანდრომ ხელი ჩაავლო მანქანაში ჩატენა თავადაც დაიკავა ადგილი და მანქანის ძრავი ააამუშავა.

– მათე სად მიდიხარ?

– მათე?! შეგიძლია ორი სიტყვით მითხრა ასე ანერვიულებული სად გარბიხარ?

– თამთა ახლა არა გთხოვ, სახლში იყავი კარი არავის გაუღო ჩემს მოსვლამდე, პოლიცია აქვეა და არ ინერვიულო, გამომძიებელმა დამირეკა სასწრაფოდ უნ და წავიდე.

– კი მაგრამ შენ რა საჭირო ხარ? ყველაფერი ხო რიგზეა?ხო თქვი არაფერი აღარ დაჭირდება, მოგვარებულია, საზღვარზე პოლიცია აიყვანს და ყველაფერი დამთავრდებაო.

– თამთა, ზედმეტ კკითხვებს სვამ, ლბათ ხვდები ხოო?! ყველაზე მეტად ვერ ვიტან სამსახურის საქმეშ ჩარევას, გააკეთე რასაც გეუბბნები და მალე დავბრუნდები. ლოყაზე აკოცა ტავზე ხელი გადაუსვა, იქვე საკიდიდან ქურთუკი მოხსნა არც ჩაუცვამს ისე გავარდა, კიბეეზე მიმავალმა კიდევ ერთხელ ამოსძახა, კარი დაკეტე და არ გაუღო არავის.



სანდრომ ელენე სახლამდე მიაცილა,ელენეს ჯიუტობის მიუხედავად სანდრო არ მოეშვა და სახლამდე შეჰყვა, სალაპარაკო მაქსვ და სანამ არ ვილაპარაკებთ არსად წასვლას არ ვაპირებო.
– ყავას დალევ? ისე კითხა არც შეუხედავს, ტან პარალელურად ყავის ჩაიდანი აიღო და კარადიდად ორი ჭიქა გადმოდო.
– ყავას როდიდად სვამ? მახსოვს მთელი ბავშვობა უბრაზდებოდი მშობლებს, ყავა დიდი რაოდენობით კოფეინს შეცავს, სასარგებლო არ არის მე რომ დიდი გავიზრდები არ დავლევო.
– ელენეს მთელს სხეულში არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ყველაზე მეტად ეს არ უნდოდა, მაგრამ მაინც მოხდა და როგორც ჩანს გაიხსენა, სახეზე აშკარად შეეტყო ნერვიულობა მთელი სახე უხურდა და ჭარხლისფერი ედო.
– არ ვიცი რას ბოდიალობ მაგრამ, იმ ნაწილში გეთანხმები, რომ ყავა დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს და არასასარგებლოა, მაგრამ მე დიდიხანია არასასარგებლო და ჩემთვის საზიანო რაღაცებისკენ და ვიღაცებისკენ მაქვს მიდრეკილება, შენიდან დაწყებული. თითქოს მის გასაღიზიანებლად თქვა, მაგრამ სულ ტყუილად , გაღიზიანებული და ნერვებ მოშლილი ისევ თავად დარჩა.
– საინტერესოა, პირველი ნაწილიც სიმართლე იყო და რატომ არ დამეთახმე, გგონია თუ თავს გამოიდებილებთ, ამით დამარწმუნებ, რომ არ გახსოვს, ის რაც ჩვენ შორის ხდებოდა?
– რამე უნდა მახსოვდეს?
– წესით კი, თუ არ გახსოვს შემიძლია გაგახსენო!
– არაფრის გახსენება არ მჭირდეა, ბატონო სანდრო რაც მინდა ყველაფერი კარგად მახსოვს!
– ხო არა არ მიკვირს შენგან არაფერი, როგორი ბავშვიც იყავი ისევ ისეთი ხარ.
– ჩემს ბავშობას ნუ ეხები, როდესაც არაფერი იცი ჩემს შესახებ.
– მე კი მგონია რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი შენზე იმაზე მეტი ვიდრე უნდა ვიცოდე.
– სანდრო არ ვიცი რის თქმას ცდილობ, შენი თამაშების და ცირკების დრო არ მაქვს ანმითხარი სათქმელიან კიდევ არ ვიცი, გადი ჩემი სახლიდან.
– რაც მქონდა სათქმელი გითხარი, მაგრამ რადგან არ გინდა აღიარება, გაჩვენებ, იქნებ მერეე მაინც დანებდე, ვიცი დანებება შენი სტილი არაა მაგრამ მოგიწევს.
სანდრომ ჯიბიდან ტელეფონი ამაოცურა, ერთი ხელის გადასმით განბლოკა, ფოტოები გახსნა და ფოტო წინ აუფრიალა, ფოტო რომელიც მთელ კადრებს აცოცხლებდა და ბავშვობაში აბრუნებდ, ელენეს ყველა დეტალი თავშ უტრიალებდა, ახსენდებოდა ბავშვობა სანდროსთან და მის მშოვლებთან გატარებული დრო. ფირის კადრებივით ახსენდობოდა მშობლების დიალოგი.
– ელენეს ისე უყვარს სანდრო მემგონი აქეთ შესთავაზებს ცოლად მომიყვანეო რომ გაიზრდება.
– არა, არა მე ელენე არ მიყვარს და არ მოვიყვან ცოლად, უბრალო მომწონს.
– გაჩუმდი ვინ გეკითხება შენ, მე მიყვარხარ. ბიჭი დაიჭირა და მთელი სახე დაუკოცნა. სანდროს კი ერთი სულიქონდა ხელიდან დასლხტოოდა.


– ელენეს თვალწინ ედგა მშობლების ბედნიერი და ღიმილიანი სახე. სანდრომ ჯიბიდან ფოტო ამოიღ და ელენს წინ დაუდო, ამჯერად უკანა მხრიდან ,,ელენე და სანდრო

– 1995 წელის ზაფხული ბაკურიანი, ბავშვებო რომ გაიზრდებით ერთმანეთი არ დაკარგოთ“ ელენემ წარწერა წაიკითხა და ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა, გახევებული იდგა და ხმის ამოღებაც არ შეეძლო, მთელი არსებით წარსულში გადაეშვა ახსენდებოდა როგორი ბედნიერი და ლაღი ბავშვბა ჰქონდა სანამ ყველანი ერთად იყვნენ.
– ელენე შემომხედე გთხოვ, ახლა კარგად მომისმინე, მე შენი გამოყენება არასდროს არ მიცდია, უბრალოდ იმ ღამით შენთან კარაგადაში შემთხვევით ამ ფოტოს ასლი ვნახე,შენც გქონდა წარწერაც იგივეა შენთან, ჩემთანაც იგივეა, გაცნობის დღიდან ვიცოდი რომ რაღაც მაკავშირებდა შენთან, ვიცოდი თვალები ძალიან ნაცნობი და თან ძალიან უცხო იყო არ შემეძლო ასე მოგქცეოდი, არ მეგონა თუ მიცნობდი ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენ გიორგისთან ისევ გქონდა კონტაქტი,მე თიკა მებარა, არ ვიცი რატომ ამკიდა მისმა ოჯახმა ასე და რატომ გადავწყვიტე რომ ცხოვრების დანგრევა ჯობდა პირობის გატეხვას. როდესაც გავიგე ვინ იყავი მივხვდი, შენც გეცოდინებოდა ეს ამბავი. დამალვას აზრი აღარ ქონდა, მახსოვხარ ელენე გთხოვ დამიბრუნდი.
– არ გახსოვარ, ახლაც ვალდებულება გაკავებს აქ , გადი ჩემი სახლიდან, მკაცრად გამოცრა კბილებში და ხელით კარისკენ მიუთითა.
– გთხოვ ელენე არ გინდა.
– ეს შენ არ გინდა, გადი აქედან. ერთი სული ქონდა ელენეს სანდრო გასულიყო და ყელში მომდგარი ბურთი რომელიც ახრჩობდა ბრაზის სახით ენთხია.
– სანდროს აუარს აზრი აღარ ქონდა, თავდახრილი სინანულით გაუყვარ კარისკენ მიმავალ გზას ელენე კი იქვე ჩაიკეცა და თავს საშუალება მისცა მოწოლილი ემოციებისგან დაცლილიყო.



გამოცდიდა გამოსულს მომინდა ახლავე ამეტვირთა ეს თავი, ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთის თქვენი კომენატრებია ველი შეფასება.



№1 სტუმარი Ana-maria

მოუთმენლად ველოდები თქვენს ისტყოველთვისორიებს. მომწონს ძალიან.
ელენე და სანდრო იმედია არ დაშორდებიან,ვფიქრობ სიყვარული გაიმარჯვებს.

 


№2  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

Ana-maria
მოუთმენლად ველოდები თქვენს ისტყოველთვისორიებს. მომწონს ძალიან.
ელენე და სანდრო იმედია არ დაშორდებიან,ვფიქრობ სიყვარული გაიმარჯვებს.

ვნახოთ აბა რა მოხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent