სისხლიანი ძალაუფლება(5)
თავი 5 რთულია გამარჯვება როცა არ იცი რეალურად ვინ არის შენი მტერი. ერთია იბრძოლო ხილული მტრების წინააღმდეგ, ხოლო მეორე იმ მტრებს გაუმკლავდე რომელსაც მეგობრის სახე აქვს. კეტრინის გონება ზედმეტად დაღლილი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად, ამიტომ სახლი დატოვა და ფეხით გასეირნება გადაწყვიტა, თუმცა ადგილის ცვლილება გონების გათავისუფლებას არ ნიშნავდა. გარშემო მიმოიხედა, ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა აქ, ამ ადგილს არ ეკუთვნოდა ეს არ იყო სახლი სადაც მომავლის შენებას შეძლებდა. მოულოდნელად საკუთარი სახელი გაიგონა და შემობრუნდა, მისკენ მიმავალი ადამიანი აი ვინ იყო მისთვის სახლი, ის აგრძნობინებდა სითბოს და დაცულობას. -აქ მარტო რატომ ხარ კეტ? -და შენ რატომ ხარ აქ ნოა? -ბოდიშის მოსახდელად მოვედი, არ უნდა მომეხვია თავზე შენთვის ჩემი წარსული -მართალია. წარსულის ჩრდილქვეშ მომავალს ვერ შექმნი -იქნებ ჩემთვის მომავალი არ არსებობს -ამას რატომ ამბობ -მე საუკუნეებია ცოცხალი ვარ-ნოამ ღრმად ამოისუნთქა-მაგრამ ჩემთვის დრო გაჩერებულია, ის არაფერს ნიშნავს -იქნებ ვინმეს შეუძლია შენს დროს მნიშვნელობა შესძინოს -ჩემთვის ნორმალური ცხოვრება არ არსებობს კეტ, რადგან მე თავად არ ვარ ჩვეულებრივი-კეტრინი ნელა მიუახლოვდა ნოას და ხელი ჩაჰკიდა -ნუ თუ ახლა ეს წამი მნიშვნელოვანი არ გახდა?!-ნოას გაეღიმა და გოგონას თმებზე ნაზად მოეფერა-ხომ ხედავ მე შემიძლია შენს დროს მნიშვნელობა შევძინო მაგრამ -რა მაგრამ? -ხელი არ უნდა გამიშვა იმის შიშით რომ შეიძლება რაიმე დამემართოს -ახლავე შეწყვიტე-ნოამ სწრაფად გაუშვა კეტრინს ხელი-ვიცი საითაც მიგყავს საუბარი -ღმერთო ჭირვეული თინეიჯერივით იქცევი. ნოა მე შეიძლება გრიპის გამო მოვკვდე ან გზაზე მიმავალს მანქანა დამეჯახოს, ან სულაც ღრმად მოხუცი საკუთარ საწოლში გარდავიცვალო. არავინ იცის ხვალ რა იქნება, ბუნდოვანი მომავლის გამო დღევანდელ დღეზე ნუ იტყვი უარს, ხელს მარტო იმიტომ ნუ მკრავ რომ არ იცი ხვალ რა იქნება -დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა, შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ მთელი ცხოვრება წინ გაქვს -არა შევცდი ჭირვეული მოხუცი ხარ, არავითარი მომავალი გესმის მხოლოდ იმაზე იფიქრე ახლა რა გინდა რომ მოხდეს -მინდა რომ ხელი ჩაგკიდო და არასოდეს გაგიშვა -მშვენიერია-გოგონამ ნოას მაგრად ჩაჰკიდა ხელი, ფეხისწვერებზე აიწია და ტუჩის კუთხეში აკოცა. -როგორი რომანტიულია ლამის ვიტირე -კარგი რა ანდერსონს სხვა დრო ვერ მოძებნე გამოსაჩენად -გრძელი ენა მემკვიდრეობით გერგო კუდიანო? -შენს ოჯახში კი უტვინობაა ეტყობა გენეტიკური -ენას ამოგაცლი და ყელზე ჩამოვიკიდებ -სიტყვებს დაუკვირდი ძაღლო-ნოა სწრაფად ჩადგა კეტრინსა და მაიკლს შორის -ერთი შემახსენე სისხლის მსმელო ვამპირები კუდიანებს როდიდან იცავენ -ახლავე წადი და იცოცხლებ ან საუბარი განაგრძე და ქალაქის ცენტრში ამოგგლეჯ ხერხემალს და შენს ოჯახს გავუგზავნი -კარგი დამშვიდდი ჯენტლმენს ეს საუბარი არ შეეფერება. ახლა წავალ მაგრამ ჩვენ კვლავ შევხვდებით გვრიტებო-მაიკლი სწრაფად გაეცალა ნოას და რამდენიმე წუთში ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა. -მოდი განწყობას ნუ გავიფუჭებთ, იქნებ სადმე წავიდეთ? -სად გინდა წასვლა ჩემო ქალბატონო -მინდა რომ აქედან შორს წამიყვანო -შენი სიტყვა ჩემთვის კანონია -იქ სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით -მგონი ვიცი შესაფერისი ადგილი-მათ უკან მოიტოვეს ხმაურიანი ქალაქი, ტყეს გასდნენ და უზარმაზარ ყვავილებიან მდელოზე აღმოჩდნენ. ბუნების ეს ულამაზესი შედევრი ხელოვნების ნიმუშს მოგაგონებდათ. კეტრინი ნელა მიაბიჯებდა ყვავილებს შორის, მზის სხივები დასთამაშებდა სახეზე. ნოა მოშორებით იდგა და მონუსხულივით გასცქეროდა ამ სანახაობას, თვალს არ ახამხამებდა თითქოს ეშინოდა რომ ეს ყველაფერი გაქრებოდა. ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ მდელოს შუა გულში მდებარე ხის ქვეშ ჩამოსხდნენ. იქაურობა ნამდვილად მისტიური სიმშვიდის მატარებელი იყო. -აქ თავს სხვანაირად ვგრძნობ- სიჩუმე კეტრინმა დაარღვია -იმედია შენი მოლოდინი გავამართლე -ნოა დამშვიდდი აქაურობა შეუდარებელია, შენი აქ ყოფნა კი ყველაფერს უკეთესს ხდის -თუმცა შენს სახეზე ვხედავ რომ ბევრი საფიქრალი გაქ -ასეც არის ჩემი ცხოვრება მისტიურ ქარიშალშია გახვეული. ერთ მხარეს ბებიაჩემი მეორე მხარეს სიბილის მემკვიდრეობა. ეს ყველაფერი მაბნევს -და კიდევ ანდერსონები -ხო ეგენი სულ დამავიწყდა. ბევრი ვიფიქრე და არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო ამ ქაოსის დალაგება, უნდა იყოს გზა რომ დასაწყისს დავუბრუნდე, ნეტავ სიბილთან შემეძლოს საუბარი, ის შეძლებდა ყველაფერი აეხსნა თუმცა ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა -და თუ გეტყვი რომ ეს შესაძლებელია -ეს როგორ ნოა -ძვირფასო ეს სალემია აქ მკვდრებთან საუბარი უფრო ადვილია ვიდრე ცოცხლებთან -ეს როგორ უნდა გავაკეთო არა მგონია მეორე მხარეს ტელეფონი ჰქონდეთ -ამის გასაკეთებლად იმ ჯადოქრის დახმარება დაგვჭირდება ვინც ყველაზე უკეთ იცნობდა სიბილს -გამოდის მოხუც კუდიანთან მივდივართ-კეტრინი ფეხზე წამოიჭრა, ის მოუთმენლობამ შეიპყრო -ამის გაკეთება ახლავე გინდა? -რატომ უნდა გადავდოთ მინდა სწრაფად გავერკვიო ყველაფერში, მინდა ვიცოდე ვინ არიან რეალური მტრები -მაშინ წავიდეთ თითქმის ერთი საათი დასჭირდათ მხუცი ჯადოქრის სახლთან მისასვლელად. მანქანა სახლთან გაჩერდა და ჯადოქარი უკვე აივანზე ელოდა სტუმრებს -ამდენი დრო რატომ დაგჭირდა დასაბრუნებლად პატარა ჩიტო -საიდან იცოდით რომ დავბრუნდებოდი? -პირველად რომ მოხვედი მაშინ მივხვდი, შენ მისნაირი ხარ ვერც ერთი წინაღობა ვერ შეგაჩერებს სასურველის მიღებაში -მაშინ უნდა დამეხმაროთ -რა გჭირდება? -მას უნდა დაველაპარაკო, სიბილი მომიყვება იმ სიმართლეს რომელსაც ვეძებ -ეს ადვილი არ იქნება და რაც მთავარია შენმა თანმხლებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს- მოხუცმა სტუმრები მისაღებ ოთახში დატოვა თავად კი რაღაც საკურთხევლის მსგავსის მოწყობას შეუდგა. რამდენიმე წუთში ყველაფერი მზად იყო-მზად ვარ შეგვიძლია დავიწყოთ -ნოა არ ვიცი ამის შემდეგ რა იქნება მაგრამ მინდა დამპირდე რომ თუ ეს ალქაჯი რაიმე გზით ჩემი ძალის დაპატრონებას შეეცდება მაშინვე მოკლავ -სიტყვას გაძლევ -მშვენიერია შენც ზუსტად შენი წინაპარივით იცავ იმას რაც შენ გეკუთვნის-მოხუცმა კეტრინი მცენარეებით შეკრულ წრეში დააყენა და ლათინურად რაღაც სიტყვების წარმოთქმა დაიწყო, კეტრინს ქუთუთოები დაუმძიმდა და ღრმა ძილს მიეცა, მის სხეულს ეძინა თუმცა მისმა სულმა სხვა მხარეს გადაიაცვლა.კეტრინი სალემში იყო თუმცა განსხვავებულად ხედავდა და შეიგრძნობდა გარემს, გრძნობდა რომ მისი ადგილი იქ არ იყო. გარშემო არავინ იყო სრული სიმარტოვე, ერთი წამით ისიც კი იფიქრა რომ კუდიანმა მოატყუა, მაგრამ მოულოდნელად სილუეტი დაინახა რომელიც უახლოვდებდა, თან და თან სილუეტმა ადამიანის ფორმა შეიძინა და კეტრინმა გააცნობიერა რომ მის წინ მდგომი ქალი ზუსტად მასავით გამოიყურებოდა. ეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვას გვადა. -საუკუნეებია გელოდები ეკატერინა ბლეიქ. -შენ ზუსტად ჩემსავით გამოყურებ ეს როგორ არის შესაძლებელი? -ვფიქრობ ამაზე მნიშვნელოვანი შეკითხვები გაქვს -კარგი როგორც მივხვდი იცი აქ რატომაც ვარ ასე რომ მოდი სიმართლის მოყოლით დავიწყოთ -სიმართლე ჩემზე თუ შენზე? -სრული სიმართლე უნდა ვიცოდე სიბილ, ჩემზე შენზე და იმ ძალაზე შენგან რომ მერგო მემკვიდრეობით -კარგი, როგორც ვეხდავ სალემის დაარსების ისტორია უკვე გაიგე, ახლა დროა ჩვენს კავშირზე მოგიყვე. მე დაწყევლილი არ ვიყავი და ძალას ჩემზე ბოროტად არ უმოქმედია, მე ის გამოვიყენე ჩემი ტკივილის შესაბამისად, მე გულში სიძულვილი მქონდა დაგროვილი რომელსაც ვერ გავუმკლავდი ამას ახლა ვხვდები, საუკუნეები დამჭირდა ამის გასაცნობიერებლად. -რატომ მე? ჩემამდე იმდეენი ქალი იყო შენი ოჯახის ხაზში -იმიტომ რომ შენ განსხვავებული ხარ, შენ არ გინდა ეს ძალა, ყველაფრის მიუხედავად არ მიიღე ის. სხვები კლავდნენ ამ ძალისთვის, უყოყმანოდ ართმევდნენ სიცოცხლეს ერთმანეთს -კარგი გავიგე ეს რჩეულის აბდა უბდა, მაგრამ ზუსტად შენსავით რატომ გამოვიყურები? -ბუნება ბალანსს იცავს, მან ამით შანსი მომცა რომ შენი დახმარებით წარსული შეცდომები გამოვისყიდო, მე ამ სახით დავანგრიე სალემი და შენ იგივე სახით უნდა გადაარჩინო ის, ესაა ბალანსი -ვისგან ან რისგან უნდა გადავარჩინო? -საკუნეების წინ ჩვენი ძალების გამოჩენასთან ერთად გაჩნდა შიში, უბრალო ხალხს საშინლად ეშინოდა განსხვავებული სამყაროს არსებობის და მათ შექმნეს იარაღი რომელიც კონტროლს აკარგვინებს ზებუნებრივ არსებას საკუთარ ძალებს. ეს იარაღი ყოველთვის ანდერსონების ოჯახის საკუთრება იყო. მათ ის უამრავი ჩვენიანის მოსაკლავად გამოიყენეს -რა შეუძლია ამ იარაღს როგორ მოქმედებს ის? -ის გონებაში გიძვრება და ყველაფერს შიშის ბურუსში ახვევს, შეშინებულებს კი პირდაპირ თავდაცვის ინსტინქტი გვერთვება, ყველაში მტერს ვხედავთ და ასე ვკარგავთ კონტროლს, ისინი მოდიან ჩვენაირებს კლავენ და გმირები ხდებიან -რა ჯანდაბაა ეს ხომ მასიური ხოცვა ჟლეტაა, აქამდე როგორ არ დააკავეს? -არავის აინტერესებს თუ ასობით ჩვენიანი კვდება, თუმცა ერთი წვეთი უბრალო ადამიანის სისხლი და ჩვენ ურჩხულები ვართ ისინი კი მხსნელები -როგორ უნდა შევაჩერო ეს ყველაფერი სიბილ? -შენი მემკვიდრეობა მიიღე ძალა როელიც შენ გეკუთვნის მას თან ჩემი ცოდნა და გამოცდილებაც მოყვება, შენ შეძლებ ერთხელ და სამუდამოდ შეაჩერო ეს მასიური ხოცვა ჟლეტა -ეს როგორ უნდა გავაკეთო? მე ძალიან მეშინია -ყველაფერში ის დაგეხმარება ვინც აქ მოგიყვანა, ახლა კი უნდა წახვიდე -კიდევ შევძლებ შენს ნახვას? -როცა მემკვიდრეობის რიტუალს დაასრულებ მე გამუდმებით შენთან ვიქნებ მაშინ მოვალ როცა მომიხმობ, ახლა კი წადი და იყავი ის გმირი რომელიც სალემს სჭირდება-კეტრინმა უცნაური სიცივე იგრძნო, გარშემო ყველაფერი გაფერმკრთალდა, თვალები დაახამხამა და კვლავ ჯადოქრის სახლში იყო -აბა რა გითხრა სიბილმა-ნოა აღელვებული მიიჭრა კეტრინთან -მან ინსტრუქცია მომცა როგორ გავიმარჯვო ამ ომში -რა წერია ინსტრუქციაში პატარა ჩიტო? -ის თუ როგორ მივიღო მემკვიდრეობა და ამაში შენ დამეხმარები მოხუცო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.