შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატას ღიმილი


20-12-2022, 19:30
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 831

მეტროში პატარა სკამზე ვიჯექი,მუხლებზე ბლოკნოტი მედო, კალამი მქონდა მომარჯვებული, არსაიდან მოფრენილ სიტყვებს დავტრიალებდი. მიყვარდა მეტროში მჯდომს მელანქოლია, რომ გამიტაცებდა ხოლმე, სადღაც შორს გადამისროდა. ხან მეღიმებოდა, ხან მეტირებოდა, ვბრაზდებოდი კიდეც. დღეს მძიმე ფიქრებისგან დაღლილი, სიტყვების მეშვეობით ვცდილობდი, მათგან თავის დაღწევას. უეცრად ჩემს წინ მდგარი პატარა ბიჭი შევნიშე, ხელი ჰქონდა გამოწვდილი, მუდარით სავსე თვალებით მიყურებდა, პატარა ხელებში რკინის ხურდები ჩავუყარე, მადლიერად გამიღიმა, მეც გავუღიმე, გვერდით მომიჯდა. დიდი ხანი მიყურებდა როგორ ვწერდი, ისე თითქოს წაკითხვა შეეძლო, როცა ჩემი თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი დაინახა, თავისი პატარა ხელი ჩემს დიდ ხელს ჩაშჭიდა. მთხოვა წამიკითხე რასაც წერო, მეც დავიწყე:
„ჩემივე სიჩუმეს მივეჩვიე, არმინდოდა... ზოგჯერ მგონია უჩინარი ვარ, ალბათ იმიტომ, რომ ვერავინ მამჩნევს, იქნებ კარგიცაა არვიცი. ქუჩაში მიმავალ ხალხს ვაკვირდები... სიცარიელეა. ხეები წუხან გაცვენილ ფოთლებს... ცივა... ყბა მიკანკალებს. სემინარზე ვაგვიანებ... მეტროში გვერდით სიკეთე მომიჯდა... არ უნდა ამეტიროს...“
როგორც კი კითხვა დავასრულე, თავისი ჩემს მხარზე მოკრობილი თავი ასწია, თვალებში შემომხედა და სიცილით მითხრა ვერაფერი გავიგეო, მეც ღიმილით მივუგე არც მე მესმის მეთქი. მისი თვალები ჩემს თვალებს ძალიან ჰგავდა, ერთი განსხვავებით, პატარა ბიჭის თვალებში შეუმჩნევლად, თუმცა მაინც ჩანდა იმედი, ჩემსას კი დიდი ხანია ეს უკანასკნელი დაკარგული ჰქონდა. მერე მკითხა რატომ ტირი, ვინმემ გაწყენინაო? არვუპასუხე. ვუყურებდი და მეგონა ჩემს წინ პატარა ბავშვი კი არა დიდი, ჩამოყალიბებული ადამიანი იჯდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ცხოვრების სირთულეებთან უწევდა ჭიდილი. სახელი ვკითხე, ვერმიპასუხა, შეიძლება არ ახსოვდა, ან არც ქონდა. თვალები ქვევით მორცხვად დახარა, მითხრა შენი კალამი მაჩუქეო, მეც მაშინვე გავუწოდე, ლოყაზე მაკოცა, ადგილიდან მოწყდა, თვალს მალევე მიეფარა. იმედი დამიტოვა იმის, რომ მას ერთ დღეს ისევ ვნახავდი. ამ ბავშვმა 19 წლის ნატას ხუთი წლის ნატალიკო გაახსენა, ის ნატალიკო, რომელიც საათობით იდგა სარკესთან და საკუთარი ნაღვლიანი თვალების მიღმა ბედნიერებას დაეძებდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ 5 წლის ნატალიკოს უბედურების მიზეზი არჰქონდა, ამ ბავშვს კი პირიქით ბედნიერების მიზეზი. პატარა ბიჭუნა წარსულში დარჩა 5 წლის ნატალიკოსთან ერთად. 19 წლის ნატა კი წერას აგრძელაბდა, იმ სიტყვებს წერდა, რომლებიც წარმოთქმისას უკვალოთ ქრებოდა, წერისას კი ისტორიას ტოვებდა. ამ პატარა ბიჭმა 19 წლის ნატას იმედი ჩაუსახა, სიკეთე დაანახა, ის გზა აჩვენა, რომელსაც დიდი ხანი დაეძებდა, ზუსტად ეს პატარა ბიჭი გახდა 19 წლის ნატას ღიმილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent