შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო (თავი მესამე)


24-12-2022, 22:05
ავტორი Lizard84
ნანახია 1 050

ის დღე მხიარულად გავატარეთ, ძლივს ვიპოვეთ საღამოს სავახშმო ადგილი. რაღა თქმა უნდა აჭარულ ხაჭაპურ არ ვუღალატეთ და გემრიელად დავნაყრდით.
დილა შესანიშნავად დაიწყო,მე თათა და ბარბარე დილაადრიან გავედით და მშვენიერი რუჯიც მივიღეთ,ბევრიც ვიცურავეთ, ისე ვიმხიარულეთ მგონი მთელი სანაპირო ჩვენ გვიყურებდა, რამდენიმე გზააბნეული ღლაპიც ავიკიდეთ, თუმცა რა თქმა უნდა თათამ ისეთი დიალოგი გაუბა, მიხვდნენ, რომ შანსი არ ჰქონდათ ჩვენი გასულელების, ამიტომ მალე მოგვშორდნენ. გზაზე მაკო შეგვხვდა, ერთი საათით გავჩერდები და ამოვალო, არ ისურვა ვინმე გავყოლოდით. სახლში როგორც კი მივედით ვჭამეთ შემდეგ კი ჩაგვეძინა.
შუადღის ორი საათი იყო რომ გამეღვიძა, გოგოებს ისევ ეძინათ, მაშინათვე მაკოსთან დავრეკე, ნამძინარევი ხმა ჰქონდა და კივილი ატეხა, მაშინათვე გაითიშა ტელეფონი, მიხვდი რაც მოხდა, რა ვქნა ცოტათი ბოროტი ვარ და გამეცინა. გოგოები გავაღვიძე, უცებ ჩავიცვით და სანაპიროსკენ ჩავედით. მაკოც დავინახეთ, სულ მლიანად წითელი იყო, არც გაჩერდა ისე გაიქცა სახლისკენ. გოგოებს ვუთხარი აყევითთქო, მე კი ქვედა ქუჩას გავუყევი,აფთიაქში უნდა შევსულიყავი,წინასწარ ვიხსენებდი რა დამჭირდებოდა. მე რაც მჭირდებოდა ყველაფერი იყო აფთიაქში, ვიყიდე და სახლში ავედი.
ღმერთო, როგორ შეიძლება ასეთი დაუკვირვებელი იყო?! მაკოზე ვბრაზობდი, რანაირად მოახერხა, რომ ვერაფერი იგრძნო და არც გაეღვიძა, არც მიკვირს ხალხმა რომ არ გააღვიძა, ისეთი სიცხე იყო მაგ დროც ვინ იქნებოდა მანდ. მთელი სხეული დავუმუშავეთ, მის კივილ არ ვეპუებოდით, მინიმუმ სამი დღე ვერ გავიდოდა გარეთ, მგონი ამაზე უფრო დარდობდა ვიდრე მის დამწვარ სხეულზე, კიდევ კარგი ბარბარესავით არ დამწვარა და დამწვრობის ცენტრში არ მოგვიწია მისი წაყვანა. იმდენი იწუწუნა სულ სახლში ყოფნაზე, რა თქმა უნდა არც ჩვენ გავსულვართ არსად და მთელი დღე მის მოვლაში გავატარეთ. საღამოს ტკივილდამაყუჩებელი და დამამშვიდებელი დავალევინეთ, რომ წყნარად და მშვიდად ჩასძინებოდა. უსაქმოდ ყოფნას ფილმების ყურება ვარჩიეთ. ვერ დავიძინეთ და სამი ფილმი ვნახეთ ზედიზედ. ღამის 2 საათი იყო კარზე ბრახუნმა რომ გააღვიძა თათა. ჩვენგან განსხვავებით ფხიზელი ძილი აქვს და მალე აუღო ალღო სიტუაციას, არც შუქის ანთება დავიწყებია და არც ჭუჭრუტანაში გახედვა, თათა რომ არ მყავდეს არც კი ვიცი რა მეშველებოდა. დათა იყო კარებზე, თათა არც შემეკითხა რა ვქნაო, თავის თავზე აიღო სიტუაციის გადაჭრის გზა, არც თათა თმობდა და არც დათა, სხვა გზა არ ჰქონდა, პოლიციით დაემუქრა იქნებ შევაშინოო, არც ამან გაჭრა. არ ვიცი უცებ რა დამემართა, კარი გამოგვლიჯე, სახე წაშლილ დათას მკლავზე ხელი მოვკიდე და კიბეებზე ჩავათრიე. ისეთ ზიზღს ვგრძნობდი ვერ აღვწერ. ქვემოთ რომ ჩავედით მაშინათვე გავჩერდი, გული ამოვარდნას მქონდა. სახეშიც ვერ ვუყურებდი, ბოლოს ძალა მოვიკრიბე და თავი ავწიე, იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ამბით, მალე მინდოდა დათასთან ყველაფერი გამერკვია, ის კი ხმას არ იღებდა. უბრალოდ მომჩერებოდა, უკვე ვეღარ ვძლებდი მასთან. კუშტად შევხედე და მიხვდა საბუარი რომ უნდა დაეწყო.
-როდემდე უნდა გამირბოდე, ხომ იცი საუბარი არ დაგვიმთავრებია
-მე კი ზუსტად ვიცი რომ შენთან ყველაფერი გარკვეული მაქვს.
-როდემდე უნდა იჯიუტო, ან საერთოდ ყველაფრის უთქმელად როგორ წამოდი, მაკოს სთორებიდან უნდა გამეგო აქ რომ იყავი და დროსაც კარგად ატარებდი?!
-ღმერთო! როგორი ეგოისტი ხარ, რაც გამიკეთე, მაგის მერე, ნუთუ დასვენება არ მეკუთვნოდა?!
-გინდა იმ დედააფეთქებული დღის გამო ასე დამსაჯო? ცოტა ჭკუას მოუხმე გესმის? აღარ ავიტან შენ ამდენ კაპრიზებს, მოხვალ გონს და დავივიწყებთ იმ დღეს. გასაგებია? გესმისთქო ნია?!
-ნუ მიყვირი და ხელი გაწიე, არასდროს გაბედო მომეკარო გესმის?!
-როცა მინდა მაშინ მოგეკარები იცი მაქვს ამის უფლება!
-ნამდვილად ყრუ ხარ, დავამთავრეთქო შენთან საერთოდ ყველაფერი გესმის? უბრალოდ და ვა მთა ვრე ! მაინც და მაინც უნდა დაგიმარცვლო რომ გაიგო?!
-მაშინ გამააზრებინე რაში დავმთავრდი?
-ღმერთო როგორც იქნა ნორმალური კითხვა დამისვი, ახლავე გეტყვი აღარ მიყვარხარ გესმის? საერთოდ ვერაფერს განვიცდი შენ მიმართ
-მაგასაც განახებ
უხეშად ჩამავლო მხრებში ხელი და ძალით მაკოცა, არც შევწინაღმდეგებივარ, განუძრევლად ვიყავი, მხოლოდ ის მკოცნიდა, მომთხოვნად და უხეშად, დააახლოებით წუთზე მეტი დაჰყო ჩემს კოცნაში და შემდეგ კი ხელი შემიშვა. თვალებში მიყურებდა, სახესაც მითვალიერებდა, მგონი ვერ გაერკვა ახლა რაც მოხდა ჩემს სიტყვებს ადასტურებდა თუ არა, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, ისე ვეღარ იყო თავის თავში დარწმუნებული როგორც კოცნის დაწყების მომენტში. ეტყობოდა თავის სიტყვებში უკვე ეჭვი ეპარებოდა. შემდეგ თავი ჩაქინდრა და დაიწყო
-ნუთუ მოვახერხე და ჩემი თავი შენში ჩავკალი?
-რატომ გიკვირს, ვერ გამიცანი ამ წლებში?
-ამ წლებში რომ გაგიცანი, მაგიტომ ვფიქრობდი რომ ვერასდროს გადამიყვარებდი, შენ კი თურმე ზუსტად იგივე დრო დაგჭირდა ჩემს გადასაყვარებლად რანდენიც შესაყვარებლად
ნუთუ ასეა? მიპასუხე ნია
-არ ცდები დათა, თურმე ასეთი ვყოფილვარ და ჩემი თავი არ მცნობია
-ნუთუ საერთოდ არ გიყვარდი? ასე მარტივად როგორ დამივიწყე
-არ გაბედო და ჩემ გრძნობებში ეჭვი არ შეიტანო, შენ საერთოდ აზრზე არ ხარ როგორ მიყვარდი და ზუსტად ამ სიყვარულის გამო არ გაპატიე, თურმე ამ მხრივ ძლიერი ვყოფილვარ, ვინც მე პატივს არ მცემს ის ჩემთვის აღარ იარსებებს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შენც მათ სიაში შეხვედი
-მოწყვეტითაც რომ გკოცნიდი გაკანკალებდა, ახლა კი სრულიად უგრძნობი იყავი, ნუთუ ასე შეგძულდი? ასეთი უპატიებელი რა ჩავიდინე?
-არ შემძულებიხარ, უბრალოდ ამოგშალე ყველაფრიდან, შენზე ერთ გრძნობასაც არ დავხარჯავ, ზოგისთვის არაფერია შენ რაც გააკეთე, ჩემთვის კი დიდი დარტყმა იყო, მე არ შემიძლია ასეთი რაღაცეების პატიება, მით უმეტეს მაშინ, როცა ამას შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გიკეთებს, რომელთანაც მომავალი გინდა, გინდა შვილები აჩუქო და ყველაფერი რაც გაგაჩნია, შენ კი ეს გათელე გესმის?! ჩემზე არაერთხელ გქონდა ნათქვამი, რომ ჩემთან ოჯახი გინდოდა, ამიტომაც უფრო მძაფრად აღვიქვი ეს ამბავი, აი მე რომ უბრალოდ სიგიჯემდე შეყვარებული ვყოფილიყავი შენზე და შენ კი უბრალოდ დროის სატარებლად გდომებოდი, მაშინ ასეთზე და კიდევ უამრავზე თვალს დავხუჭავდი, მაგრამ ერთი განსხვავებაა დათა, მე არ ვარ და არც ვიყავი ის გოგო, რომელიც კაცის გამო, რომელსაც მხოლოდ გასართობად ენდომებოდა თავის ღირსებას გათელავდა. გააზრებულად დავიწყე შენთან ურთიერთობა, მიუხედავად პატარა ასაკისა მხოლოდ შენ მინდოდი ჩემ მომავალ ოჯახად, მაშინ უკვე გააზრებული მქონდა ეს ყველაფერი შენ კი ამ ყველაფერს აშკარად აგდებულად უყურებდი როგორც გაირკვა.
-ამ სიტყვების მერე, როცა მეუბნები, რომ ჩემგან შვილები გინდოდა და ყველაფერი ჩემთვის მოგეცა , როგორ მეუბნები რომ დამთავრდა?! იაზრებ რას მიკეთებ?, თავზე მანგრევ ყველაფერს, გინდა ჭკუიდან გადამიყვანო ნია? იცი ეს კაცისთვის რას ნიშნავს? გინდა თავი ნაძირალად მაგრძნობინო? არ შეწუხდე, აღარ არის არაფერი დასამატებელი, უკვე გააკეთა შენმა სიტყვებმა ყველაფერი, ნუთუ ახლა უნდა ვხვდებოდე თუ რას ვკარგავ? არ გიმძიმს ჩემი ასე ყურება?
- პირველი შენ დამანგრიე თავზე ყველაფერი, ამიტომ გთხოვ არ შეგშვენის თავის შეცოდება, არ მაინტერესებს, თუ გინდა იფიქრე, რომ სამაგიეროს გიხდი, ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან დავიღალე ამდენი ახსნით,გთხოვ შემეშვი რა, ძალიან ბევრი გაბედე დღეს, არანაირი უფლება გქონდა სხვის კარებზე ასე გებრახუნა, არ გიცნობდი ასეთს, სახეს ნუ დაკარგავ რა, სრულიად ამოვწურე შენთან სასაუბრო თემა, გესმის დათა? მართლად უზომოდ დავიღალე და მინდა დღეს შემდეგ საერთოდ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან თითქოს არც არსებულხარ.
-და რომ გავქრე, დაივიწყებ ჩემთან გატარებულ ყოველ დღეს? ჩემ კოცნებს და ჩახუტებას, არ მოგასვენებს ფიქრები ნია, რაც არ უნდა მიმტკიცო რომ გავქრი შენთვის, მაინც ვერ დამივიწყებ, ყოველთვის გაგახსენდები და დაგტანჯავს, მჯერა რომ ვერ გაქრებოდა ამხელა სიყვარული რომელსაც შენ ჩემ მიმართ განიცდიდი.
-იცი რას გეტყვი დათა? ზუსტად ამხელა რომ იყო და შენთვის ამის ნახევარიც არ ყოფილა ამიტომ დამავიწყდება ყველა კარგი მოგონება გემის? რადგან არ ხარ ღირსი მახსოვდე და ვნანობ ყველა კოცნას და ჩახუტებას რაც შენ გაჩუქე, ნეტავ დაბრუნება შეიძლებოდეს
-არ გაბედო გესმის, არ გაბედო და მსგავსი არ თქვა, ის კოცნა და ჩახუტება ის მოფერება ყველაფერი ჩემია რაც შენ მომეცი გესმის? ამას ვერაფერი წაშლის და მიხარია, დიახ ასე ეგოისტურად მიხარია.
-გრცხვენოდეს ასეთ დროს რომ მეჯიბრები და მაგით რამეს თუ დამაკლებ ცდები,ჭირსაც წაუღია ეგ ყველაფერი, მომავალში კიდევ ბევრი იქნება, ოღონდ არა შენთან
-რეებს იძახი გოგო აზრზე მოდი გესმის? გგონია გამაღიზიანებ? ხომ ვიცი რომ ასეთი არ ხარ
-შევიცვალე დათა, უფრო სწორად შენ შემცვალე, თუ მართლა ვიპოვი ისეთ ადამიანს რომელიც დამაფასებს, შენნაირად არ მომექცევა და რა თქმა უნდა შემიყვარდება უკან არ დავიხევ გესმის? მეც მაქვს უფლება მომავალი მქონდეს, შენ ნამდვილად არ წაგართმევინებ ამის უფლებას.
-გინდა ბოლომდე დამაჭირო ფეხი არა ნია? გილოცავ გამოგივიდა, შენ არასდროს გეცოდინება როგორია შენთვის ყველაზე საყვარელ ქალს ვიღაც შეეხოს, შენ არც კი გესმის კაცისთვის ეს რა სიგიჟეა, ეს არ უნდა გეთქვა, ამას ვერ გამიკეთებ ვერასდროს გესმის?
-ნუ გგონია ქალისთვის და კაცისთვის სხვადასხვა რამეა, არა დათა მე ზუსტად ის განვიცადე, რაც შენ უბრალოდ გაიფიქრე და დამიჯერე ამაზე მტკივნებული მგონი მართლა არაფერია. ჯერ ერთი შენ უკვე აღარ გეკითხება მე ვისთან მექნება ურთიერთობა, მაგრამ ნუ გეშინია შენნაირი არ ვარ, მე პატივს ვცემდი და ვცემ იმ ურთიერთობას რაც გვქონდა, ამით მგონი ყველაფერი ნათქვამია. ახლა კი დამდე პატივი და წადი კარგი? უკვე ზედმეტია ყველაფერი, სიტყვები, ქმედებები, ხომ იცი რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ უფრო ვატკენთ გულს ერთმანეთს. ნუ გამაბოროტებ გთხოვ, მინდა ბედნიერი იყო გესმის? ყველაფრის მიუხედავად, არ ვიყავით ერთმანეთისთვის შექმნილები, ჩვენ სულ სხვანაირი ადამიანები გჭირდება და დარწმუნებული ვარ შენც მიხვდები ამას დროთა განმავლობაში, უბრალოდ ახლა აფექტში ხარ და ბევრ რამეს ვერ აანალიზებ, სიმართლე გითხრა ასეთი არასდროს მინახიხარ და არც გამხარებია, არ მინდა ჩემ გამო ვინმე ცუდად იყოს.
-ნუთუ ამ ყველაფრის მერე ისევ ჩემზე ზრუნავ ნია? იქნებ არის შენ გულში ერთი ნაპერწკალი მაინც რომელსაც გავაღვივებ? იქნებ დავიმსახურო შენი სიყვარული ისევ? დავიჯერო ყველა იმედი გადაწურულია?
-კი დათა, უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია, ვერაფერი მომაბრუნებს შენკენ, გთხოვ გაიგე ეს, ამის ახსნისგან უკვე დავიღალე, მომეცი საშუალება მეც ვიარსებო, ნუ ეგოისტობ გთხოვ.
-რას ფიქრობ ნია, ჯერ კიდევ ვერ გავიგე ხო შენი ფასი?
-არ მინდა რომ გაიგო დათა, რადგან ვიცი გული დაგწყდება. გისურვებ ისეთი ადამიანი იპოვო, რომელიც ყველა შენ ახიარებას გაგებით მოეკიდება, შენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე არ აღმოვჩნდი ასეთი და ამიტომ უნდა გამიშვა
-კარგი ნია, კარგი, შევეცდები მაგრამ არ ვიცი როგორ გამომივა, გაფრთხილებ მაინც მაქვს რაღაც იმედი და ვიბრძოლებ გესმის? მაგრამ არა ისე როგორც დღეს და ამის გამო თავი რომ შევირცხვინე, მადლობა ამას რომ მიმახვედრე, გოგოებს ბოდიში მოუხადე კარგი?
-კარგი დათა
-მაპატიე კოცნისთვის, ვიცი უფრო გატკინე მაგრამ თავი ვერ შევიკავე, როცა ვკარგავთ, შემდეგ ვცდილობთ ბოლომდე ჩავებღაღაოჭოთ და მეც ზუსტად ეს გავაკეთე,ყველაფრისთვის მაპატიე. შევეცდები შენ ცხოვრებაში დავბრუნდე დიდი იმედი მაქვს იგივე სტატუსით, მაგრამ ეს თუ არ მოხდა მაინც ახლოს ვიქნები
-მიხარია რომ გაიაზრე, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მინდა ბედნიერი იყო, მე ჩემ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ და ამას შენც გიჩვენებს დრო, ახლა კი უნდა წავიდე
-კარგი ნია მაპატიე კიდევ ერთხელ.
სახლში როგორ ავედი არ მახსოვს, იმდენად დაცლილი ვიყავი ვერც აღვწერ, თუმცა დადებითად, მართალია ცუდ ვითარებაში გავარკვიეთ ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ვხვდები რომ შეხვედრა საჭირო იყო, არ ვნანობ მასთან დალაპარაკებას, გოგოებმა უხმოდ გამიგეს. არც უკითხავთ არაფერი, მეც საერთოდ არ მქონდა მოყოლის თავი. კიდევ კარგი მაკოს არ გაეღვიძა და მშვიდად ეძინა, ორმაგი დოზის მიცემა კარგი აზრი იყო.მისაღებში დივანზე დავწექი, განმარტოება მჭირდებოდა და დამშვიდება, თათამ პლედი დამაფარა, თვითონ კი ბარბარესთან ერთად ოთახში შევიდა დასაძინებლად.
დილის ცხრაზე მაკოს ყვირილმა გამაღვიძა, მატერია არ სიამოვნებდა რაც ეფარა, ავაყენე, ცივი შხაპი მიიღო, დავუმუშავე სხეული დღესაც საკმაოდ წითელი იყო, თუმცა გუშინდელთან შედარებით აშკარად უკეთ გამოიყურებოდა, ჩემი აბრეშუმის პერანჯი ჩავაცვი და ისევ შეწვა საწოლში, სახეზე შემატყო მოწყენილობა, შევპირდი გოგოები რომ მოვლენ ყველაფერს მოგიყვებითქო საუბრიდან რაც მახსოვსთქო. გუშინდელ დათას სიფიცხეზე მოვუყევი და კიდევ კარგი მეძინა თორემ კაფელის ფილები აწყვია აივანზე და სულ მთლად თავზე დავაფშვნიდიო, ამას კი მართლა იზამდა ვიცოდი, გაგვეცინა, მაინც შეძლო ჩემი ხასიათზე მოყვანა. ვისაუზმეთ და გოგოებიც მალე მოვიდნენ, თათა ნერვებ მოშლილი გამოიყურებოდა, ბარბარე კი რაღაცაზე აწვალებდა, რომ ვკითე რა მოხდათთქო, არა ჯერ შენ უნდა მოყვეო და მერე ჩვენო ბარბარემ მითხრა და მეც დავიწყე.
გოგოებს სახეზე ხან სიბრაზე ხან ზიზღი ხან კი სიბრალული გამოეხატებოდათ, რომ დავასრულე, სამივე აცრემლებული იყო, როგორ შეძელი და დაანახე მისი თავი რეალურადო, საოცრად ვამაყობთო, მეც ვამაყობდი რაღა დაგიმალოთ, უბრალოდ მარტო ჩემი დამსახურება არაა, თვითონ დათა არაა ცუდი ადამიანი, უბრალოდ რაღაცეებმა დააბრმავა, ეგონა ისე იქნებოდა ყოველთვის როგორც მას უნდოდა მე კი მორჩილი ცხვარივით უკან გავყვებოდი და ზუსტად ამ მორჩილმა ცხვარმა რომ შეუტია მაგან გამოაფხიზლა. დილით მომწერა ჩავედი თბილისშიო, არაფერი მიპასუხია თუმცა დავმშვიდდი, მართლა არ მინდა ცხელ გულზე მყოფ ადამიანს რამე დამართნოდა და რაღაც მხრივ ჩემ კისერზე ყოფილიყო მისი ყოდად ყოფნა.ახლა გოგონების ჯერი დადგა, თუმცა თათა არაფრის თქმას აპირებდა, გაბუსხული იჯდა და ბარბარეს ეუბნებოდა სისულელეებს თავი დაანებე არაფერი მოსაყოლი ეგ არ არისო, მაგრამ მე და მაკო არ მოვეშვით და არც აპირებდა გაჩუმებული ბარბარე, ამიტომ სმენად ვიქეცით და გემრიელად მოვკალათდით მაკოს საწოლზე.
-მოკლედ, რომ ჩავედით, ერთ შეზლონგსაც ვერ ჩააკვეხებდი სანაპიროზე, იმდენი ხალხი იყო და თათას შევთავაზე აქვეა სასტუმრო და მის კუთვნილ არეში შევიდეთ, რაც იქნება გადასახდელი გადავიხადოთ და მშვიდად მაინც მივიღებთ რუჯსთქო, თორემ ადგილის ძებნაში კი გახდება 10 საათი და მერე ხომ იცი უნდა წავიდეთთქო და კარგი ჯანდაბასო და წავედით. (ბარბარე)
-მე როგორც ვიცი თუ სასტუმროს ჯავშანი არ გაქვს ვერ ისარგებლებ, ზაფხულში კომფორტი უნდათ რომ შეუქმნან კლიენტებს და გარე პერიმეტრიდან არავის უშვებენ (მაკო)
-ოხ ყოვლის მცოდნევ, მერე მადროვე რომ მომეყოლა? იქნება და რას ვამბობ? (ბარბარე)
-კარგი ხო გისმენ (მაკო)
-ჩემი ბუზღუნა, ცოტა ხანი მაცადე და ნახავ როგორ გასიამოვნებ ჩემი მონაყოლით. მოკლედ არაფერმა გაჭრა ვერ შეგიშვებთქო, მეთქი მენეჯერს დაუძახე, იქნებ რამე გამონაკლისი დაუშვასთქო, არა მენეჯერი ასეთ საკითხე რომ შევაწუხო რაზეც უკვე ასჯერ აქვს ჩვენთან ნასაუბრებიო არ გვაპატიებსო, მე კი პრობლემები არ მინდაო. მოკლედ ვართ ამ თაკარა მზეში ამ ჩვენი შლაპებით და კი გავიდა უკვე ნახევარი საათი, უცებ დავინახე ეს ორი გოგო რომლებიც პერიმეტრის გასაკონტროლებლად დათარეშობნენ სასტუმროში შევიდნენ, მოდითქო სანამ არ არის ვინმე დავძებნოთ მენეჯრი იქნებ დაგვრთოს ნებათქო და სასტუმროში შევიყვანე, გავიკითხე და ვიპოვე მენეჯერი, ავუხსენით სიტუაცია და რაღაცის თქმას აპირებდა, უცებ ვიღაცამ რომ დაუძახა, დამელოდეთო და წავიდა, დაახლოებით 5 წუთში დაბრუნდა, თქვენთვის შეზლონგები გაშლილია, ქოლგაც და წნევებსაც მალე მოგართმევთო, მეთქი მეღადავება და მასხრად მიგდებსთქო და სიტყვაც ვერ ამოვიღე ისე გავყევი სანაპიროსკენ, მართლაც მიგვითითა სადაც უნდა მივსულიყავით, კარგი დასვენება გვისურვა და გაგვეცალა, ორივე გაშტერებულები ვართ, ვერც ვხვდებით რა მოხდა. თუმცა ამაზე ფიქრს შევეშვით და წამოვწექით გადის ნახევარი საათი და იმ ორი გოგოდან, რომლებმაც თავიდან არ შემოგვიშვეს ერთი-ერთი არ მიჩრდილავს მზეს? მეთქი გინდა რამეთქო და რა მიპასუხა იცი? არც მიკვირს თქვენნაირებისგან ყველგან ნაცნობს რომ გაიჩენთო,და ცინიკურად ჩაიცინა, მეთქი რას ნიშნავს შენი სიტყვები ამოღერღე სანამ ენა ამოგცალეთთქო, კი მივხვდი რასაც უზმიზნებდა, მარგამ თავისი პირით მინდოდა ეთქვა და მერე ამომეცალა ენა მაგრამ უცებ მენეჯერი შენიშნა და გაგვეცალა. მე კი ვერ მოვითმინე და პირდაპირ მენეჯერისკენ წავედი და მოვუყევი რაც მომახალეს, ისე გაწილთდა სულ ბოდიშები მიხადა, მაგრამ არ მოვეშვი, მჭირდებოდა პასუხები თუ რაც ნიშნავდა ეს სიტყვები მან კი მითხრა აი იმ კუთხეში ბატონები რომ სხედან, ჩვენი ვიპ კლიენტები არიანო, გაიგეს თქვენი სიტუაცია და მითხრეს როგორც სასტუმროს სტუმრებს ისე მოგქცეოდითო. კარგითქო რა უნდა მეთქვა. თათასთან დავბრუნდი, მოვუყევი რაც მითხრა, ისე გაცეცლხდა მაგათ ვინ ვგონივართო და პირდაპირ მიეჭრა, ვერ შევაკავე, კაცების რა გითხრათ, მაგრამ ძალზედ სიმპათიურები კი იყვნენ, დაახლოებით ოცთაათ წლამდე, მოკლედ რაც უნდა ეთქვა და რაც არ უნდა ეთქვა ყველაფერი თქვა, ერთი სერიოზული სახით იყურებოდა, მართლა ვერ მიხვდა თათა რაში ადანაშაულებდა, აი მეორე კი სიცილს ვერ იკავებდა და მასთან ერთად მეც.
-ხო იცინე სხვას აუბი მხარი, სხვა რა შეგიძლია, ფეხებზე არ გკიდია შენი მეგობარი რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა? (თათა)
-მერე მე ჩაგაგდე მაგ უხერხულ მდგომარეობაში? შენ თვითონ ახტი და ქაჯივით მოიქეცი, მოკლედ შენ თუ ემოციებს ვერ აკონტროლებ, მე ნუ მაბრალებ რა. ახლა კი დამასრულებინებ? თუ ისევ ქაჯივით ახტები? (ბარბარე)
-ვაიმე გეყოთ რა, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ, ის კი არა თუ გინდათ კაფელების თავით მტვრევაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს, არავინ არაფერს გეტყვით, ოღონდ ჯერ დაამთავრეთ და ამოგვასუნთქეთ. (მაკო)
-მოკლედ ის მეორე თათასნაირი უჟმური რომ იჯდა მაგიდასთან, ვამჩნევდი თათას სიტყვებზე ძარღვები ებერებოდა და მივხვდი ამდენ შეურაცხყოფას ვეღარ იტანდა და ცოტაც და აფეთქდებოდა, თუმცა ზუსტად მაგ დროს მეორემ ცოტა ხმამაღლა თქვა, საკმარისი არისო და მეც მომისმინეთო, თათას ვუპწკინე რომ დაშოშმინებულიყო და ძალით დავახეთქე სკამზე, ძლივს ვაჩერებდი რამე რომ არ წამოეყრანტალებინა, თავიდან გაგვეცნო და გვითხრა, რომ ნიკა ჰქვია და სულ არ იყო ისე საქმე როგორც ჩვენ გვეგონა, მე კი ამ დროს შევუსწორე რომ ჩვენ კი არა ჩემ დაქალს გონია ასე და მაპატიეთ მის გამოთქო, ნიკამ აგვიხსნა ყველაფერი, ჩემი იდეა იყოო, მაგრამ ნუ გგონიათ რომ თქვენს გაცნობას ვაპირებდითო, საერთოდ მსგავსი რამ თავშიც არ მოგვსვლიაო უბრალოდ მესმის თქვენი, შემთხვევით თქვენს საუბარს მოვკარი ყურიო და მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და ამჯერად მინდოდა ჩემი პრივილეგია გამომეყენებია და თავი კომფორტულად გეგრძნოთო და კიდევ რაღაცეებზე ისაუბრდა თუმცა აღარ მახსოვს, ბოდიში მოვუხადე და თათასაც ვანიშნე, რომ დრო იყო ბოდიში მოეხადა, ეს ბოთე კი ისე გაწითლდა თავიც არ აუწევია და ისე მოიხადა ბოდიში, მერე მოიმიზეზა რაღაც და შეზლონგისკენ წავიდა, ზუსტად ამ დროს დავინახე იმ მეორემ რომელსაც თურმე გეგა ჰქვია, როგორ გააყოლა თათას თვალი და დიდი ალბათობით მხოლოდ მე არ შემინიშნავს, რადგან ზუსტად მაგ დროს თითქოს ნათურა ანთებულიყოს ნიკას თავში, წამოიყვირა, კი გითხარით თქვენს შეწუხებას არ ვაპირებდიო, მაგრამ რაკი ცოტა ნაწყენი ვართ, რადგან ამდენ ლანძღვას არ ვიმსახურებდითო უნდა გამოისყიდოთო და თვალი ჩამიკრა, მაშინათვე მივხვდი თავის ძმაკაცს უწყობდა ხელს და მეც დავეთანხმე კარგითთქო, ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა იაროს ეულად ამ ჩვენმა გოგომ, ვისზე ნაკლებია? (ბარბარე)
-ახლა მოგხვდება, საერთოდ რაზე ფიქრობდი ვახშამზე რომ თანხმდებოდი, ხო იცი მეზიზღება, როცა მართალი არ ვარ და ასეთ სიტუაციაში ვვარდები, შენ კიდევ ცეცხლს ნავთი დაასხი, რანაირად უნდა ვისხდე მათთან ერთად მაგიდაზე? (თათა)
-კარგი რა, ვერ ხვდები, რომ ბოღმიანი როჟები არ არიან და უკვე დავიწყებული აქვთ ეგ წყენა? უბრალოდ ვივახშმებს წყნარად მშვიდად და დავბრუნდებით სახლში. და ხო სულ დამავიწყდა სხვათაშორის თქვენც დაპატიჟებული ხართ. (ბარბარე)
-მე ვერ წამოვალ, არადა აუ როგორ მინდა იცით? ვიდეო ზარით ვერ დამასწრებთ?
-აუ რა გიჟი ხარ და ჭორიკანა, ნუ გეშინია არამგონია ამ დღით დასრულდეს მაგათთან კავშირი, სხვა დროსაც მოგეცემა მათი გაცნობის საშუალება, მაგრამ მაგას გირჩევნია საბაზე იფიქრო, უთხარი ჩამოვიდეს, აიღოს შვებულება და გნახოს მაინც, ხო იცი შენს გამო რამდენს აკეთებს რომ კარგი მომავალი გქონდეთ? (ბარბარე)
-ხოდა არც მე ვაკლებ გენაცვალე (მაკო)
-მოიცა რას გულისმხობ? ნუთუ იმას რაც მე გავიფიქრე? (თათა)
-არ ვიცი რა გაიფიქრე მაგრამ თუ ჩავთვლით რომ ჭკვიანი გოგო ხარ კი ზუსტად ეგ (მაკო)
-მეღადავები გოგო მერე ახლა უნდა ვიგებდეთ? საერთოდ სინდისი გაქვს? (ბარბარე)
-კარგით რა, ბოლოს და ბოლოს ოთხივე ქალიშვილები ხომ არ ვივლიდით? თან ძაან ბევრია ეს ოთხი, ის კი არა კაი ხანი ორზე უნდა ვიყოთ (მაკო)
-რეებს იძახი, მაგაზე ღმერთს მადლობას ვეუბნები, ნიამ რომ ეგ შეცდომა არ დაუშვა და დამიჯერა ალბათ გული მიგრძნობდა დათაზე, მაგრამ სიმართლე გითხრა, რომ დავფიქრდი შენი და საბას ამბავი მიხარია, რაღაც მჯერა მისი და დარწმუნებული ვარ არ გამიცრუებს იმედებს შენთან მიმართებაში. მოდი ჩაგეხუთო ჩემო ყველაზე გადარეულო დაო (თათა)
-რა ჩამეხუტო მომცილდი თორემ გესვრი რამეს, შენი ჩახუტება ის იქნება დღეს ჩემს უსაყვარლეს კაბას ჩაიცმევ და ის წახვალ საღამოს. (მაკო)
-ჯანდაბა შენ თავს, ჩავიცმევ, მაგაზე გულს არ დაგწყვეტ (თათა)
-ძალიან კარგი ესეიგი მოვგვარდით, მაგრამ მაკო არ მოიწყენ? გინდა დავძებნოთ ფილმები და უყურე სანამ ჩვენ მოვალთ. (ბარბარე)
-რატომ მოიწყენს აგერ არ ვარ?
-მოიცა ნია არ წამოხვალ? (თათა)
-რაღაც არ ვარ ხასიათხე, ხომ ხედავ ზღვაზეც არ გავსულვარ, თქვენ წადით გაერთეთ
-არ მინდა შენს გარეშე (თათა)
-მოიცა მე აქ არ ვარ, რა ჩემზე მეტად გიყვარს ნია? (ბარბარე)
-ზუსტადაც, ნია ამას არ გამიკეთებდა ჩათვალე პაემანი გამიჩალიჩე, რა ვიცი ვინ არიან შეიძლება კაი დარტყმული ტიპები იყვნენ, არა რა თუ ნია არ წამოვა არ წავალ (თათა)
-აუ გეხვეწები რა ახლა ამაზე არ მახვეწნინო, უეჭველი წამოდი გესმის? არ მაინტერესებს რა ხასიათზე ხარ, მართლა კარგი ბიჭები არიან თან ჩვენი ძმაკაცი და მისი ცოლიც მოვაო ამიტომ არ იქნება ცუდი სიტუაცია დამიჯერე (ბარბარე)
-კარგი ჯანდაბას წამოვალ. ოღონდ ჩაცმაზე წუწუნი არ დამიწყოთ შენ და მაკომ. რაც მინდა ზუსტად მაგას ჩავიცმევ გესმით?
-ხმას არ ვიღებთ. ერთად შესძახეს მაკომ და ბარბარემ და ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა, შუადღისას სამივე ჩავედით სანაპიროზე, საბედნიეროდ ვიპოვეთ ადგილები, მე წიგნი მქონდა წაღებული და მის კითხვაში კი გავიდა მალე დრო. საღამოს ექვსისთვის სახლში ავედით ერთი საათით დავისვენეთ და შემდეგ კი მზადებას შევუდექით, საღამოსკენ მეც მოვედი ხასიათზე თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს ვახშამი რაღაცის მომტანი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent