შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ისევ ეს სიზმარი


9-01-2023, 18:22
ავტორი ანნია
ნანახია 1 242

ორი თვის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად კაფეში ვიყავი. ჩვეულებრივი ნაცრისფერი დღე იყო, არაფრით გამორჩეული. სამსახურიდან ყავის დასალევად გამოვედით. უბრალოდ ყავას ვსვამდი და არაფერზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ჩემს ცარიელ,მოსაწყენ ცხოვრებაზე. ქუჩას ვაშტერდებოდი, როდესაც ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი შევნიშნე. ისეთი სექსუალური იყო დავფიქრდი რა სიამოვნებით გადავისვამდი პურზე, კარაქის ნაცვლად, მარწყვის ნაცვლად შოკოლადში მას ამოვავლებდი, ისეთი ნავარჯიშები სხეული და თლილი ლამაზი თითები ჰქონდა, ჩემს ცხოვრებას ისე ,,დააკვდებოდა’’. მგონი პირიც ღია დამრჩა, ალბათ საშინელი დასანახი ვიქნებოდი. ანგარიში მოგვიტანეს და სანამ საფულე ამოვიღე ის უკვე წასული დამხვდა... ჯანდაბა, ნეტა დავენახე, იქნებ მასაც მოვწონებოდი..
სახლში ისეთი დაღლილი მივედი, ის უცნობი ბიჭი აღარც კი გამხსენებია.
..............
სარკეში ვიხედები და ჩემი თავი ძალიან მომწონს. შავი გრძელი კაბა მაცვია, ცალ ფეხზე მთლიანად ჩახსნილია,კორსეტი ისე მიჭერს, მალე სულს გამაფრთხობიებს,თუმცა მკერდი ისე ლამაზად დამიყენა, ჯანდაბას, ავიტან.ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი, სადაც ჩემთვის ყველაზე სიმპათიური,ცეცხლოვანი, ქარიზმატული ბიჭი მელოდა.
-დაგაგვიანდა საყვარელო (ის)
- ლუკ ხომ არ მოიწყინე?
-არა, უბრალოდ მომენატრე
ჩემს საკოცნელად წამოიწია და როგორც ბანძ მელოდრამებში ხდება, მაღვიძარამ დამირეკა და წამოვხტი.
ჯანდაბა! ეს სიზმარი იყო. მაგრამ ის ბიჭი ქუჩიდან.მოიცა მას ლუკა ქვია?? ახლა უფრო ადვილად ვიპოვი. თუმცა სახელი სიზმრით როგორ გავიგე, ალბათ წარმოსახვის ნაწილია. ახლა ამის დრო არ მაქვს, სამსახურში დავაგვიანებ..



№1  offline მოდერი ენქეი

იმედია არ ვცდები და ისტორიაა...
მოკლედ ვიტყვი, კარგად და საინტერესოდ შეიძლება მოვლენების განვითარება, მაგრამ ძალიან პატარა თავია. ფაქტიურად პროლოგია.
პირველი თავი შედარებით დიდი და აზრიანი უნდა იყოს რომ მკითხველი დააინტერესო, წარმატებები! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent