ერთხელ...(8)
მე და ალექსანდრეს შვილი გვეყოლებოდა. მხოლოდ ეს აზრი ტრიალებდა და არ აძლევდა მოსვენების საშუალებას ჩემს გონებას. ირგლივ ყველაფერი გაჩერდა, მხოლოდ ეს ფრაზა მესმოდა. სახლამდე ისე მივედით ვერც გავაცნობიერე, ალექსანდრეს ხმამ გამომაფხიზლად, კარი ჰქონდა მანქანის გაღებული და ოდნავ აღელვებული გამომეტყველება ჰქონდა, რადგან პასუხს არ ვცემდი. თითქოს მომენტალურად მზრუნველ და თბილ ქმრად გადაიქცა. სასაცილოა. -ევა, სასწრაფო გამოვიძახო?-როგორც იქნა გონს მოვედი. -ა..არა-ხელი ჰქონდა გამოწვდილი, დახმარება უნდოდა გადმოსვლაში, მაგრამ ჩემით გადმოვედი და სახლში შევედი. -ევა, ერთ რაღაცაზე მინდა შევთანხმდეთ-უკან სწრაფი ნაბიჯებით მომსდევდა, რადგან არ ვუსმენდი, ამიტომ მკლავში ჩამჭიდა ხელი და მისკენ მიმაბრუნა-რაზეც არ უნდა ვიჩხუბოთ, მოვაგვარებთ, სახლიდან წასვლა და გაქცევა საჭირო არ არის-მიხვვდა რომ მკლავს მტკენდა და ხელი ეგრევე გამიშვა, ღრმად ამოისუნთქა და ისევი მ უცნაური, აღელვებული მზერით შემომხედა-კარგი?-თითქოს მიმანიშნებდა,რომ მართლა ინერვიულა და ეს კონტრაქტის დარღვევისგან გამოწვეული ბრაზი არ იყო. მაგრამ ამას სიტყვებით ვერ გამოხატავდა. ზოგჯერ ჩვეულებრივი რობოტი იყო. -გავიგე-ცოტა ცივად გამომივიდა, მაგრამ მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი. -და.. აბაზანის კარი.. ოთახის კარი , რაც არ უნდა იყოს არ ჩაკეტო. რამე რო გაგიჭირდება მე მითხარი, ან ნინას, ან ვინმეს უთხარი. -რამდენჯერ უნდა გავიმეორო რო იმ დღეს უბრალოდ ვბანაობდი და არაფერს ვაკეთებდი, საკმაოდ დიდი ხანი შემიძლია წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავება-არ მიჯერებდა, ალბათ მართალიც იყო. ვის ვატყუებდი, დიმიტრის ნახვის შემდეგ ისეთ დღეში ჩავვარდი მიკვირს ალექსანდრემ როოგრ მომისწრო. -ახლა შენს ხელში შენი და ბავშვის სიცოცხლეა-ცდილობდა წაეკითხა ჩემს სახეზე რას ვფიქრობდი, ან ვგრძნობდი. მაგრამ თითქოს ადგილები გავცვალეთ, მე რობოტად ვიქეცი ის კი ადამიანად. -აღარ შემიძლია ბავშვზე, გრძნობებზე და თვითმკვლელობაზე ლაპარაკი, დავიღალე. მაქვს უფლება ოთახში ავიდე და მოვწესრიგდე?-პასუხს არ დაველოდე, ზევით ავედი და აბაზანაში შევედი. კარი არ ჩავკეტე, რადგან აღარ მინდოდა მასთან ამ თემის განხილვა. ჩემს გასაკვირად, ისიც ზევით ამოვიდა და ვერ დაიჯერებთ და კარი ჩაკეტილი იყო თუ არა შეამოწმა, მაგრამ არ შემოსულა. მალევე გამოვედი ხალათით,ტანსაცმელები ავიღე და ოთახში ახალი რამ დავინახე. შირმა. -შეგიძლია აქ გამოიცვალო-კუთხეში დადგა-აბაზანაში რო აღარ შეხვიდე ხოლმე. საყიდლებზე ვიყავი. რაღაცეები ვიყიდე, რო ჩაიცმევ გაჩვენებ-პატარა ბავშვივით უხაროდა, მაგრამ რა ვერ გავიგე. გამოვიცვალე, სპორტულებში გამოვეწყე და ალექსანდრეს გავყევი. ჩვენი ოთახის გვერდით საძინებელი იყო , სტუმრებისთვის, არც მახსოვდა, ამ ოთახის შესახებ. სახლის თვალიერებით არ დავინტერესბულვარ. რომ შევედით თვალები გაუბრყწინდა ხან რას მაჩვენებდა ხან რას. -აი... საწოლი, საუკეთესო ხარისხისაა. უსაფრთხოა, სადღაც 2-3 წლამდე , სანამ ისწავლის აქედან ამოძრომას გამოადგება. შეგვიძლია შევცვალოთ თუ არ მოგწონს, ალბათ ფერი არ მოგწონს ხო?-ჩემს სახეს გიჟივით აკვირდებოდა, არ ვპასუხობდი და ვერ იგებდამომწონდა თუ არა. ოთახი ჯერ შეღებილ არ იყო-სქესს რო გავიგებთ მერე შევღებოთ ოთახი.. მარა მგონი შენთვის საღებავის სუნი არ შეიძლება..-კეფა მოიფხანა და ახლა გარდერობთან მივიდა-საკმაოდ ტევადია, ყველაფერი დაეტევა და აი კიდე-გამოსაცვლელ მაგიდასთან მიმიყვანა-სკამი შევუკვეთე რო ირწევა და იქ რო აჭამო და დააძინო ხოლმე. უფრო სწორად დავაძინოთ ხოლმე, ან თუ გინდა ძიძა ავიყვანოთ..-ისე ჩქარა საუბრობდა თავბრუ დამახვია ისეთი ენთუზიაზმით მიყვებოდა იმის შესახებ თუ რა გააკეთა, რომ აშკარად უნდოდა რომ რაღაცმ აინც მეთქვა. პირველად ამდენი ხნის შემდეგ გულში სითბო ჩამეღვარა, ხელებით ჩემკენ მოვწიე და ჩავეხუტე. -არაფერი ზედმეტი არ იფიქრო, მაგრამ...მადლობა-ხელები წელზე მომხვია და ისიც ჩამეხუტა.ცოტახნით ასე ვიდექით მერე უხერხულად ვიგრძენით თავი და ერთდროულად გავიწიეთ. -ხვალ ექიმთან წავალთ, ჩემ ოჯახსაც მინდა ვუთხრათ. დედას უფრო შეუყვარდები და იქნებ ცოტა უფრო მოლბეს. -არა, ჯერ ესე ადრე არავის უნდა უთხრა. -და.. დიმიტრის?-ყოყმანობდა, არ უნდოდა ამ კითხვის დასმა, მაგრამ მაინც დამისვა. -არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-ოთახიდან გამოვედი და კიბეებზე ჩავედი, ყავის მოდუღეა მინდოდა. ამ დროს აჩიმ დამირეკა. გავუთიშე, მაგრამ გაუჩერებლად რეკავდა. ალექსანდრც ჩამომყვა. -ვინ არის?-უცნაური ტონით მკითხა. -არავინ. -როგორ თუ არავინ?-წარბი ამიწია და ტელეოფნი გამომართვა, ისე რომ ვერც მოვასწარი გათიშვა-რა უნდა ამ ბიჭს შენგან ევა? -აუ არაფერი-უკვე ავნერვიულდი, არ მინდოდა რაიმე გაეგო მასზე. -რა არაფერი, სახე წაგეშალა რო წავიკითხე სახელი. რამე გაქვთ ისევ? -არა-თვალებში ვერ ვუყურებდი, ყავის გაკეთება დავიწყე და ჭიქას ვეძებდი კარადებში. ახლოს მოვიდა კარადა დამიხურა და მისკენ შემატრიალა. -ან მიპასუხებ ან მე ვუპასუხებ ეხლა ტელეფონს. -არა!-დავუყვირე და ტელეფონის წართმევა ვცადე, მაგრამ ხელი გამიკავა. -გისმენ-ალექსანდრემ ტელეფონს უპასუხა. -ევა?? -ვგავარ ევას? რა გინდა?-უკვე აზრი აღარ ჰქონდა ჭიდაობას, ვიმედოვნებდი რომ აჩი ეგრევე გათიშავდა. -ევას ქმარი ხარ? -კი, ეხლა მითხარი რა გინდა ჩემი ცოლისგან? რატო ურეკავ ჯერ ამ დროს და მერე ასჯერ?-ხმაზე ეტყობოდა,რომ ბრაზდებოდა. -ევას ჩემი ვალი აქვს და უნდა ვენახე და მოეცა ამ დღეებში. -რამდენი? -300 დოლარი. -ანგარიშის ნომერი მომეცი და მე გადმოვრიცხავ. არაა საჭირო ნახვა. და მეორედ აღარ დარეკო აქ-ალექსანდრემ გაუთიშა და მე შემომხედა. სირცხვილისგან და სიბრაზისგან ერთდროულად სახეზე სულ წითელი ვიყავი. აჩიმ იცოდა,რომ ვერ ვტყოდი ამს სიმართლეს და ფულის გამოძალვის ახალი ტექნიკა გამონახა-ამის თქმა გიტყდებოდა? გითხარი ასჯერ, როცა ფული დაგჭირდება მითხარი მეთქი. სადაა შენი ბარათი? -დავჭერი. -რა? -გაბრაზებული ვიყავი შენზე და დავჭერი. აღვადგენ.. მე გადავურიცხავ. -არა, მე გადავურიცხავ. შენ კიდე გაწყვეტ ამ ტიპთან ურთიერთობას. კიდევ თუ გაქვს არ ვიცი.. ან ბანკის ვალი ან ვინმესი, ეგ ბარათი ულიმიტოა და თავისუფლად დაფარე. მე გითხარი რო უზრუნვლი ცხოვრება გექნება. -კარგი. გავიგე. -და არანაირი ყავა-ხელიდან გამომაცალა ჩემი სიმწრით გაკეთებული ყავა და გადაასხა-არ შეიძლება შენთვის, მითუმეტეს ღამე. ისედაც არ გძინავს. -შენ რა იცი მე მძინავს თუ არა. -მესმის როგორ დაბოდიალობ აქეთ-იქით ღამღამობით. გვიანია, წამო დავიძინოთ და დანარჩენზე გთხოვ ხვალ ვინერვიულოთ. ან მე ვინრევიულებ ორივეს ნაცვლად. ჰა, წამო ეხლა-პატარა ბავშვივით ჩამავლო ხელი და ზევით ამიყვანა-მე ჩემს შვილთან მინდა ახლოს ყოფნა ხოდა არ მაინტერესებს, არც შენ დაწვები იმ მაგარ საშინელ დივანზე და არც მე. -შენ შვილთან იქნები ახლოს 9 თვის მერე. ახლა შემეშვი. -არა, რა სამართალია შენი ხმა ესმოდეს სულ და სულ შენთან იყოს სანამ დაიბადება. მეც მაქვს უფლებები. დაწექი შენს მხარეზე. დროზე. -შვილო, მამაშენს დღეს ცოტა ზედმეტები მოსდის. -ვახ, ესე იგი ყურადღებას არ გაქცევ ბრაზობ, გაქცევ და ისევ ნერვები გეშლება-ამოიოხრა, საბანი გადაწია და დაწვა-ჰა დროულად ეხა. მართლა არ მინდოდა იმ სავარძლზე დაწოლა, საშინლადმაგარი იყო. ამიტომ დავუწექი გვერდით. -იცოდე აი ეს შუა ხაზი რო გადმოკვეთო -დამაჯარიმებ გავიგე. -დაგაჯარიმებ კი არა ყველა ბალიშს გირტყამ სათითაოდ. -კაი დავმალავ ამაღამ ბალიშებს-დავწექი თუ არა საბანი გადამაფარა. -ალექსანდრე ავად არ ვარ, ფეხმძიმედ ვარ. საერთოდ არაა საჭირო ჰიპერმზრუნველობა. -აქედანვე ვსწავლობ, აგერ ერთი პატარა ბავშვი შენ ხარ. უკვე ნერვებზე მოქმედებდა. -ვითომ რატო? -კაი დაიძინე ვსო, ნახე 1 დაიწყო უკვე. ბალიშს კი არა ლამპასაც ვესროდი ისე მაღიზიანებდა. მაგრამ რაღაცნაირად, შეცვლილი მეჩვენებოდა. თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდი ჩემს თავზე. 21 წლის ასაკში თავს დედად ვერ აღვიქვამდი. ნახევარი ღამე თეთრად გავატარე. სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორი დედა ვიქნებოდი. შევძლებდი თუ არა ჩემი შვილის იმ სითბოთი უზრუნველყოფას რაც მე დამაკლდა, ან როგორ ავუხსნიდი ჩემს და ალექსანდრეს ურთიერთობას, ან საერთოდ როგორ ვაპირებდი მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან თანაცხოვრებას,რომელიც არც მიყვარს, რომელსაც არც ვიცნობ და რომელთანაც არანაირი საერთო გარდა ხელმოწერილი საბუთისა არ მაკავშირებს. 1 თვეში თავი ისეთ შარში გავყავი, რომ ყველა იმ მიზეზს, რის გამოც იმ შენობის სახურავზე ვიდექი დღევანდელ სიტუაციას ვერც შევადარებდი. 4 საათი იქნებოდა,რომ მივხვდი აზრი არ ჰქონდა ჩემს წოლას. ალექსანდრეს ისე ღრმად ეძინა, არც გაუგია როგორ ჩავედი ქვევით. რამდენიმე საათში მომსახურე პერსონალიც უნდა მოსულიყო. არ მინდოდა მათ ვენახე. ყავის მოდუღება დავიწყე, კოფეინი მჭირდებოდა საღად რომ მეაზროვნა. პლედი ავიღე და ტერასაზე დავჯექი. 8ის ნახევარი იქნებოდა სახლის კარის ხმა რომ გავიგე. დაცვას მომსახურე პერსონალი შემოჰყავდა უკანა კარიდან. ამასობაში ჩემთანაც მოვიდა დაცვის უფროსი. -ქალბატონო ევა, ხომ კარგად ხართ? -კი, მადლობა. -უმჯობესი იქნებოდა შიგნთ შესულიყავით, აქ ცივა. თუ რამე გაწუხებთ ექიმს გამოვიძახებთ. ალბათ ეგონა რომ გიჟი ვიყავი დილის 7სთზე ზამთარში ერთი პლედით რომ ვიჯექი ეზოში. -არა, კარგად ვარ. მაინც არ დამანება თავი და შიგნით შევედი. საძინებელში დავბრუნდი, ფარდები გადავწიე რადგან სინათლე შემოდიოდა და დაძინება მინდოდა და საწოლში ჩავწექი. ძალიან მციოდა, მეორე საბანიც გადავიფარე. ის იყო უნდა ჩამძინებოდა,რომ ალექსანდრეს მაღვიძარამ დარეკა და ეგრევე წამოდგა და გათიშა. მე თავი მოვიმძინარე. -რატო არ გეძინა?-საწოლიდან ადგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. იყო რამე რასაც ვერ ამჩნევდა? -ვერ დავიძინე. -მაინც და მაინც უნდა ავდგე და კუდში გსდიო ხოლმე?-ზედა გადაიცვა, შემომიბრუნდა და ჩვეულად წარბი ამიწია და მკაცრი ტონი დაიყენა. -ეხლა დავიძინებ. -და აგერევა დღე და ღამე. მე კიდე ვიფიქრე სანამ ძალიან არ დაეტყობა მუცელი და ენერგია აქვს მუშაობას დავაწყებინებ თქო. -მართლა?-თვალები ამენთო. -კი, მარა რადგან ასეთი გამოუძინებელი ხარ.. რა გაეწყობა-საოცარი მანიპულატორი იყო. -არა, მეძინა ცოტა. -დღეს არა, ხვალ თუ კარგად გამოძინებული დამხვდები დილით, წაგიყვან. ვეღარ მოვითმინე და ბალიში ვესროლე. -ნუ მელაპარაკები პატარა ბავშვივით. -მაშინ ნუ იქცვი ეგრე-პერანგის ღილები შეიკრა ნელი მოძრაობით, თან გამომწვვად მიყურებდა, მოუახლოვდა საწოლს და ჩემს წინ ჩაიმუხლა-გამოიძინე-თმა სახიდან გადამიწია-შუადღეს გამოგივლი ექიმთან წავალთ, მერე სახლში მოვალთ, ჩემი მეგორბი მოვლენ, შენ შენები მოიყვანე და ხვალ სამსახურშიც წახვალ-ისე თბილად მელაპრაკებოდა ცოტაც და დამავიწყდებოდა რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვიყავით. საკმაოდ დამარწმუნბელი ტონი ჰქონდა, თან ძალიან მეძინებოდა. დავწექი თუ არა შვებით ამოისუნთქა და ქვევით ჩავიდა. შუადღის 4 საათი იქნებოდა,რო გამეღვიძა. ოთახი ისევ ჩაბნელებული იყო, თავს საშინლად ვგრძნობდი, აბაზანისკნ გავიქეცი და გული ამერია. კარგახანი ვიჯექი შიგნით სანამ ნინას ხმა არ გავიგე, ზევით ამოდიოდა. -გოგოოო რო გირეკავ არ უნდა აიღო ტელეფონიი-შემოვარდა ოთახში და მერე სააბაზანოში-აქ კარი კიდე არ გაქ? -არა.. -ცუდად ხარ?-ისიც გვერდით მომიჯდა-ტოქსიკოზი გაქ? -ჰო. საშინელებაა. -კაი წამო ქვევით ჩავიდეთ და ჩაი ან რამე დალიე. -არა, ვერსად ჩამოვალ. გთხოვ ჩადი, მზარეულს ნიკა ქვია , იმას თხოვე ყავა გამიკეთოს და რამე ტკბილი კრუასანი გამოგატანოს. -რა კრუასანი გოგო, ისაუზმე წესიერად ფეხმძიმედ ხარ. -აუ მიდი რაა-გაღიზიანებული ვიყავი და დავუყვირე. მერე საწოლში დავწექი ისევ. ამასობაში ალექსანდრეც ამოვიდა. -ეხა გაიღვიძე? გაემზადე, ექიმი გველოდება. -ვერ წამოვალ მე. -რატო?-საწოლზე ჩამოჯდა. -ცუდად ვარ და არ შემილია ბევრი სიარული. -კაი, მე წაგიყვან ხელით. მიდი. -აუ ხვალ წავიდეთ, ცუდად ვარ. -ცუდად რო ხარ მაგიტო უნდა წავიდეთ ეხლა რო ვნახოთ რამე პრობლემა ხო არ გაქვთ ჯანმრთელობის ან შენ ან ბავშვვს. -აუ რა ვერ გაიგე არ შემიძლია მეთქი-მეორე მხარეს გადავბრუნდი და საანი გადავიფარე. ნინა ამოვიდა ყავით და კრუასანით ხელში. -ო, სიძე. როგორა ხარ-გადაკოცნა და გვერდით დამიდო. -მე ხო გითხარი ყავა არ შეიძლება თქო-შუბლზე მიიდო ხლი, მერე თმა გაისწორა და ამოიოხრა-ევა, ეხლა ნინა დაგეხმარება ჩაცმაში და ექიმთან წავალთ. -რო გამოიძახოთ არა? -რა გამოვიძახო ნინა მთელი სონოგრამის აპარატი? -ჰო რა თუნდაც ლაბორანტი და ანალიზები აუღონ ჯერ. ხვალ წადით ექიმთან. თან მშიერია ჯერ. -კარგი, დავრეკავ და გავარკვევ და-ყავა აიღო-არ დალიო ეს. -ალექს, თუ გეჩქარება სამსახურში წადი და მე დავრეკავ ლაბორანტთან. -კარგი, მადლობა ნინა. შეხვედრა მაქ მალე და წავალ მაშინ. აუცილებლად დარეკე,არ უსმინო ამას კარგი? გამაგებინეთ პასუხები. *** ალექსანდრე ევა მართლა ცუდად იყო, სახეზე საშინელი ფერი ედო. იმედი მაქვს ისიც და ბავშვიც კარგად იქნებიან. ოფისში ვიჯექი, შეხვედრის შემდეგ ბვრი საქმე დამიგროვდა. დიმიტრისგან დაფინანსებას რომ ვერ მივიღებდი,ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ფირმა მალე გაკოტრების ზღვარზე იქნებოდა. ან ევასთან უნდა მელაპარაკა ,რომ დიმიტრისგან ბიზნესის წამოწყება მინდოდა, ან დიმიტრისთვის საერთოდ თავი დამენებებინა და უარეს შემთხვევაში ვაჟასთვის ფულის თხოვნა მომიწევდა. ბიუჯეტს 100ჯერ გადავხედე, ბოლოს ტვინი ამიდუღდა. ოთახის კარზე კაკუნი გავიგე და ანი დავინახე. -როგორა ხარ დაკარგულო?-ძალიან ბედნიერი სახით შემოვიდა, გადამკოცნა და მაგიდაზე ჩამოჯდა. მოკლე კაბა ეცვა, თეძომდე ძლივს წვდებოდა. ადრე ასე გამომწვევად არ იცვამდა. -გადაჯექი სკამზე-მკაცრად ვუთხარი,რომ მიმხვდარიყო მისთვის თამაშებისთვის არ მცხელოდა. მან გამომწვევად შემომხედა, მაგრამ იცოდა ჩემი ხასიათის ამბავი და ეგრევე გადაჯდა-რამ შეგაწუხა? -რა იყო არ შეილება მოგიკითხო? -არა, შენ უბრალოდ არ მოხვიდოდი. -გაბრაზებული ხარ. -რა გინდა ანი? -რაღაც გავიგე.. შენს ცოლზე და ვფიქრობ, უნდა იცოდე. ბევრ დროს არ წაგართმევ. უბრალოდ მაინტერესებს რამდნად კარგად იცნობ. იცი თუ არა რო დედა ალკოჰოლიკი ჰყავდა, შეყვარებული ნარკომანი, სუიციდის მცდელობა რომ ჰქონია ეგ იცოდი? ვენები გადაიჭრა რამდენიმე წლის წინ. *** ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ვეცდები ასე აღარ დავაგვიანო და მალ-მალე დავდო თავები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.