შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(10)


18-01-2023, 00:50
ავტორი sati
ნანახია 10 764

დილით ტოქსიკოზის გამო ადრე გამეღვიძა, 6საათიდან იატაკზე ვიჯექი და ვაღებინებდი. კარი არ მქონდა და ხმაზე ალექსანდრეს გაეღვიძა. ნახევრად შიშველი შემოვიდა აბაზანაში, ხელში თმის რეზინა ეკავა, თმები ამიწია და წყალი მოუშვა. სახეზე წყალი შეისხა, რომ გამოფხიზლებულიყო. მერე აბაზანის ავსება დაიწყო, ოთახში შევიდა ხალათი გამიმზადა, ტანსაცმელი გადმომილაგა, უჯრაც გამოაღო მაგრამ მე გავაჩერე.
-დანარჩენს მე ვიზამ-ჩაიცინა, უჯრა დახურა და ხალათი შემომიტანა.
-ეხლა იბანავე და ნიკას რამეს გავაკეთებინებ.
-აუ ვერ შევჭამ.
-უნდა ჭამო, საშინლად იკვებები.
-აქ ვერ ვიბანავებ, კარი არ მაქ.
-არ შემოვალ ოთახში.
-ვინმე რო შემოვიდეს?
-გავაფრთხილებ რო არ შემოვიდნენ.
-და კარს არ მაღირსებ?
-კარს დამსახურება უნდა.
-ანუ აბა აბაზანაში როგორ შევიდე?
-კარგი დავაყენებინებ ისეთს,რო არ იკეტებოდეს-საძინებელში შევიდა, შავი ზედა გადაიცვა და ქვევით ჩავიდა. აბაზანის მიღებამ ცოტა მიშველა, ხალათი შემოვიცვი , თავზე პირსახოცი დავიმაგრე და მეც სამზარეულოში ჩავედი.
-დილა მშვიდობის-ნიკა შემომეგება თავისი ნაირ-ნაირი კერძებით. სახეზე ყურებამდ ღიმილი ჰქონდა. როგორც ჩანს მასაც გაეგო ჩემი ფეხმძიმობის ამბავი-გილოცავთ. ახლა განსაკუთრებულად უნდა იკვებოთ,თქვენც და თქვენი პატარაც ჯანმრთელად უნდა იყოთ.
-მადლობა ნიკა-მაგიდას მივუჯექი , ისეთი სუფრა ჰქონდა გაშლილი 10 კაცი ისაუზმებდა. ალექსანდრე უცნაურად გვიყურებდა, ნიკა წავიდა თუ არა ჩემკენ გადმოიწია.
-ტანსაცმელი ხო დაგიდე?-ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-ჩემს სახლში ხალათით სიარულის უფლება არ მაქვს?
ვეღარაფერი მითხრა.
-დღეს სავარაუდოდ დედაჩემი მოვარდება ისევ. მე მივხედავ, შენ არ ინერვიულო.
-ექიმთან?
-ჭამე და წავიდეთ.
-შენ ანისთან კიდე გაქვს ურთიერთობა?
-რა იყო, ეჭვიანობ?-ვეჭვიანობ? ცოტა ძაან ამბიციური გახდა ამ ბოლო დროს.
-არა, უბრალოდ ვერ ვხვდები თუ მასთან გინდა ურთიერთობა მე რაში დაგჭირდი.
-რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე? ან რა მნიშვნელობა აქვს რისთვის. ეხლა მაგ მიზეზებს აღარ აქვთ მნიშვნელობა ევა.
-კარგი.
მიხვდა რომ უხეშად გამოუვიდა, მაგრამ ბოდიშის მოხდა არც უფიქრია, ეტყობოდა,რომ აჩის თემაზე გაბრაზებული იყო ჯერ კიდევ.
-ამიერიდან აჩი თუ დაგირეკავს, პირდაპირ მე მალაპარაკებ. აღარ მიმალავ არაფერს. გასაგებია?
-გასაგებია, უფროსო.
-ევა, მე მხოლოდ შენზე ვზრუნავ. არ მინდა იმ სი*მა ნერვები გაგლიჯოს. კინაღამ ჩემი ხელით გადავუხადე მაგ ნა*ირალას ვითომ და შენი აღებული ვალი. არ უნდა მცოდნოდა ვინ იყო?
-და მე რო ვიცი ანი ვინაა რა იცვლება მაგით?
-თუ ესე გაინტერესებს მე და ანის არანაირი ურთიერთობა არ გვაკავშირებდა სექსის გარდა. ვსო. დამშვიდდი?
-პროსტა სექსი გქონდათ ურთიერთობების გარეშე?
-კი.
-და მეტი არ უნდოდა ანის?
-არ ვიცი, როგორც ჩანს უნდოდა. ბევრად განსხვავდება მე და ანის და შენ და აჩის 3 წლიანი ურთიერთობა.
***
ექიმმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა. ნაყოფი ჯერჯერობით სუსტია და მოძლიერება ჭირდებაო. ანალიზებიც საკმაოდ ცუდი მქონდა. რთული ორსულობა მაქვს ერთი სიტყვით. რაც მოსალოდნელი იყო, 21 წლის ვიყავი, საკმაოდ გამხდარი და სუსტი აღნაგობის. გზაშიც კი თავბრუ მესხმოდა, საერთოდ არ მქონდა ნათიას და ვახოს ნერვები, მაგრამ არც ალექსანდრეს დატოვება მინდოდა მათთან. ბოლო-ბოლო რისთვის მომიყვანა ცოლად რო მემსახუროს და ყველაფერი მარტომ აკეთოს? სახლში დავბრუნდით და ნათიას მანქანა უკვე იქ იდგა. შევედით თუ არა წამოხტა და შემომეგება.
-შვილო, ევა, როგორ გრძნობ თავს?-ალბათ ორსულობისას ჰალუცინაციებიც დამეწყო.ნათიამ შვილო დამიძახა, მერე კი მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი. თქვენც მოგესმათ?
-შვილო?-ალექსანდრეს გავხედე გაოცებული თვალებით და მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა.
-ექიმთან იყავით? მომიყევით ყველაფერი. როგორ არის ჩემი შვილიშვილი?-ხელი მომკიდა და დივანზე დამსვა-ნიკოლოზ! მოუმზადე ჩემს რძალს სასწრაფოდ ფორთოხლის წვენი-მერე ისევ მე მომიბრუნდა-ტოქსიკოზი გაწუხებს?
-საშინელი ტოქსიკოზი აქვს-ალექსანდრე გვერდით მომიჯდა-ექიმმა წოლითი რეჟიმი გამოუწერა.
-რას ამბობ? რატომ?-შეიცხადა და ჩემკენ გადმოიხარა.
-სუსტი ორგანიზმი აქვს. დასვენება ჭირდება და ნაკლები სტრესი-ალექსანდრემ ბოლო სიტყვა გარკვევით წარმოთქვა.
-რას ამბობ დედა, რა სტრესი, ცივ ნიავს არ მივაკარებ. შენ წადი იმუშავე მე მივხედავ, მეც და თეკლაც მოვა.
-ვაიმე, არა. არ შეწუხდეთ-ეხლა ამის ატანაღა მაკლდა ორსულობასთან ერთად.
-არა , რა შეწუხებაა. ეს ხომ ჩემი შვილიშვილია. ადი დედა შენ დაისვენე და ამოგიტანთ ყველაფერს-დედაო? მემგონი ავად გახდა ეს ქალი და დავიღუპეთ. ალექსანდრეს შევხედე იმედი მქონდა ეტყოდა დედამისს წასულიყო,მაგრამ პირიქით გაუხარდა.
-მშვენიერი იდეაა. მართლაც ბევრი საქმე მაქვს. წავალ მაშინ მე. დედა იცოდე არ ანერვიულო-თავზე მაკოცა, ძაღლივით ხელი გადამისვა-ჭკვიანად-ო დააყოლა და წავიდა. ეგრევე საძინებელში ავედი და აბაზანაში მინდოდა საბანაოდ შესვლა, მაგრამ გამოიცანით? კარი არ დამხვდა ისევ. ამასობასი ნათიაც დამეწია ფორთოხლის წვენით.
-დედა? აბაზანაში კარი რატო არ გაქვთ?
-თქვენს შვილს არ უყვარს ,როდესაც ჩვენს შორის რაღაც დაბრკოლებები დგას ხოლმე. ვერ იტანდა აბაზანაში რო შევდიოდი და მარტო რჩებოდა, ხოდა კარი ჩამოიღო.
-რანაირი სიყვარული ცოდნია-ჩაილაპარაკა და წვენი დამიდო-შენ რატო დგახარ? დაწექი ყველაფერს ამოვატანინებ ნიკოლოზს.არაფერზე არ დაისტრესო. მიდი დაწექი-ლოგინი გამიშალა და რო არ დავწოლილიყავი ალბათ გვერდით მომიწვვებოდა ისე დამჩხაოდა თავს. არ მომეშვა და მეც დავწექი. ახლა ვხვდები ვის გავს ალექსანდრე. ნიკოლოზი ამოვიდა მოსამსახურე ქალებთან ერთად და მთელი სუფრა ოთახში შემომიგორეს. ამდენი საჭმლის დანახვაზე უკვე გული მერეოდა. ნათია ბროწეულს მტენიდა, ხან რაღაც სუპს, მოკლედ არ მომეშვა. ვეხვწებოდი გული მერევა, ვერ შევჭამ თქო და არ დაიშალა თავისი. მერე თავი მოვიმძინარუნე და როგორც იქნა ჩავიდა ქვევით. თეკლას ურეკავდა და ეჩხუბებოდა რაღაცაზე. საღამომდე მართლა ჩამძინებია და ალექსანდრე,რომ მოვიდა მისი მანქანის ხმაზე გამეღვიძა. უკვე დამახსოვრებული მქონდა. ნათიას ელაპარაკებოდა, სახლში გაუშვა და მერე ზევით ამოვიდა. შუქი ჩამქრალი იყო, საწოლს მოუარა და შეამჩნია რო მეღვიძა.
-როგორ ხარ?-შუქიც აანთო და კარადასთან მივიდა,გამოცვლა დაიწყო.
-დედაშენი სპეციალურად დამიტოვე?
-არ მინდოდა მარტო ყოფილიყავი და ნინას არ ცალია, ბევრს მუშაობს ჩვენთან, მაგრამ თუ გინდა გამოვუშვებ.
-არა. არ მინდა. მომსახურე პერსონალი ხო არის?
-ვინ ევა? დამლაგებელი რამდენიმე საათით არის.
-ნიკა დღის ბოლომდეა.
-და ცუდად რო გახდე ნიკა მოგივლის? თუ ფეხი რო დაგისრიალდეს ბანაობისას ეგ შემოვა? რა თქვა ნათიამ?
-არაფერი სუპები და ბროწეულები მტენა გულის რევამდე.
-ო, ეგ კაია-კმაყოფილი სახე ჰქონდა-ეხლა სანამ ფეხმძიმედ ხარ გადაგყვება ზემოდან.
-და რო აღარ ვიქნები?
-მაგ დროისთვის შეუყვარდები. კარგი ნუ წუწუნებ ამდენს, დაღლილი ხარ შენ ისევ აშკარად.
-არ ვარ.
პერანგი გამოიცვალა და საწოლზე დამიჯდა, ცოტახანი მიყურებდა და არაფერს ამბობდა.
-დიმიტრის როდის ველაპარაკოთ? ბოლო-ბოლო მისი შვილიშვილიც არის ეს ბავშვი.
-ნუ მელაპარაკები დიმიტრიზე თუ არ გინდა რო მუცელი მომეშალოს.
-ეხლა შენ ბავშვით მანიპულაციებს თავი დაანებე და წესიერად მიპასუხე. მამაა ბოლო-ბოლო.
-თუ მასთან მუშაობა გინდა იმუშავე,მე არ დამიშლია.
-შენთან უნდა საუბარი ჯერ.
-მე არ მინდა. მოგვარდით თქვენით.
-ევა... -რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა-კარგი, როგორც გინდა. ბესო და დაჩი მოვლენ ცოტახნით, ქვევით იქნებიან. არ იხმაურებენ.
-შეილება ნინაც რო მოვიდეს?
-ხო რავი, რატო არა. მარა გთხოვ არ ადგე და არ დაიღალო, რამე რო დაგჭირდება მე დამიძახე.
-არა, არ ავდგები.
-ოქეი, ნაჭამი ხარ?
-დედაშენა იმდენი მაჭამა, 3 კილო დღეს მოვიმატე.
-კარგი, ჩავალ მე.
ნინას დავურეკე და გამოსვლა ვთხოვე, მგონი სადღაც ბარში იყო ჩვენ მეგობრებთან ერთად, იქიდან მესმოდა ხმები რაო, უზნაძეს ელაპარაკებიო? პეტრეს ხმას ჰგავდა. ეხვეწა წამოვალთ ჩვენცო და ნინა, ივა,პეტრეს შეყვარებული ლიზა და პეტრე მოვიდნენ.კარი ალექსანდრემ გაუღო, სათითაოდ გაიცნო და მერე ოთახისკენ გამოუშვა. თვითონაც ამოყვა რატომღაც.
-გოოგოო, რო გათხოვდი ასე უნდა დამალო?-პეტრე გამოიქცა ჩემკენ ხელებგაშლილი , ჩამკოცნა და ჩამეხუტა-და მწოლიარე რატომ ხარ?-საწოლზე ჩამომიჯდა
-გვაცდი ნახვას?-ლიზამაც გადამკოცნა და გვერდით მიუჯდა.
-როგორა ხარ რძალო-ივაც მომესალმა და მეორე მხრიდან მომიჯდა.
-სად გრიალებდით უჩემოდ?
-ხო ვიცოდი რო ვერ დალევდი. რაო ექიმმა-ნინამ პირდაპირ წამოაყრანტალა.
-რა ექიმები?-პეტრემ ჯერ ნინას გახედა და მერე მე.
-ფეხმძიმედ ვარ.
-რააა?-ლიზამ, პეტრემ და ივამ ერთიანად წამოიყვირეს და ალექსანდრეს გახედეს,რომელცი კედელს იყო მიყრდნობილი და უცნაური ღიმილით გვაკვირდებოდა.
-შენ აღარ ხუმრობ რძალოო-ივა ჩემზე ბედნიერი ჩანდა.
-გოგო, თვენახევარია არ გვინახიხარ და უკვე გათხოვდი და თან ფეხმძიმედ ხარ-პეტრეს წყენა ეტყობოდა ხმაში.
-ხო გვეწყინებდა თუ რა ? ნათლია მე ვარ ხო?-ლიზა ძაან ენთუზიაზმით იყო.
-ხოდა რაო ექიმმა ეხლა?-ნინა ვერ ითმენდა.
-წოლითი რეჟიმიო რა.
-და არ უნდა გადაიღალოს-ალექსანდრემაც დაამატა-შესაბამისად ეს ძილის რეჟიმსაც ეხება და არ დაღალოთ ძაან. ჩავალ ეხლა მე, ჩემი მეგობრები მოდიან და მერე ჩამოდით თქვენც თუ გინდათ-ალექსანდრე ქვევით ჩავიდა.
-რა სიმპატიურიაა-ლიზამ თვალი ჩამიკრა.
-ოე გოგო-პეტრემ მკვლელი მზერით გადახედა.
-როგორ გექცევა?-ივას ეტყობოდა,რომ ღელავდა ბოლო შემთხვევის გამო.
-როგორც ხედავ კარი კიდევ არ მაქვს აბაზანაში. მაგრამ ისე კარგად. მართლა.
-ცოლი რო ესე ყავს, რა დროს მეგობრებია?-ნინამ წარბები აწია და მკაცრად გამომხედა.
-ვაიმე, თქვენც ხო აქ ხართ.
-აუუ მე კიდე მეთქი წავიყვანთ დასალევად, მომენატრა შენთან ერთად დალევა-პეტრემ დაიწუწუნა.
-არა, მომავალი 18 წელი ალბათ დალევა არ მეღირსება.
-ჯვარი გწერია-ლიზამ ღადაობით პირჯვარი გადამწერა. ათეისტია გაქანებული , პეტრეც-გააჩენ თუ არა თუ ძუძუზე არ გეყოლება დალევ.
-აუ ეხლა ძუძუებზე და პამპერსებზე თუ უნდა ილაპარაკოთ ჩვენ ჩავალთ ქვევით-ივა წამოდგა და საწოლს მოცილდა.
-ჩადით და ამოგვიტანეთ რამე საჭმელი. ქალი ორსულადაა.
-აუ გეხვეწები პეტრე რამე წესიერი ამოიმიტანეთ, სუპებით და უბედურებებით გამჭყიპეს და ყავაც შემოაპარე.
-აბა რას ვიზამ ჩემო ფერია-პეტრემ თავზე მაკოცა და ივასთან ერთად მაღაზიაში გავიდა.
-დედამთილი როგორი გყავს?-ლიზამ დაიწყო გამოკითხვა.
-დღემდე საშინელი იყო და რო გაიგო რო ფეხმძიმედ ვარ მაღმერთებს.
-და ბავშვი რო გაჩნდება მერე რას იზამ?-ნინასაც იგივე კითხვა გაუჩნდა.
-სავარაუდოდ დამიკიდებს. კაი აღარ მინდა რა ბავშვებზე,პამპერსებზე და დედამთილებზე. თავი 40 წლის მგონია. მომიყევი ნინა, რა ქენით ბარში.
-აუ, ისეთი სიმპატიური ბარმენი იყო. ჩვენ რო დავდივართ ხოლმე სულ იქ ვიყავი ხოდა რო დაგეცდია ალბათ ზეგ მეც ცოლად გავყვებოდი-ნინა არასდროს იცვლებოდა, ისეთი რაღაცეები მომიყვა მე და ლიზა ერთმანეთზე ხმამაღლა ვიცინოდით-ევა. გუშინ ვერ გკითხე და... რას ერჩოდა აჩის ალექსანდრე?
-ბართან შემხვდა ამას წინათ და ფლირტი დამიწყო ისევ, იმ დღესაც დამირეკა ღამე და ამან აიღო და გაეჭედა. ძაან ეჭვიანია. ისეთი არაფერი-ტყუილების მოფიქრებაში სპეცი ვიყავი-ხო კარგადაა ეხა?
-ცხვირი გაუტეხია გოგო და ნეკნი ჩაუტეხა რა კარგად-ლიზამაც იცოდა ანუ, მაგარია.
-კაი შენ ის მითხარი, შენი დეგენერატი ყოფილი არ გამოჩენილა?-ნინას ძაან საშინელი ყოფილი ჰყავდა, გეგონება მე მყავდა მეფე, მაგრამ მისი უარესი იყო. ლევანი ერქვა და თბილისში გოგო არ დარჩა ვისთანაც რამე არ უცდია.
-გოგო, გუშინ შემხვდა.
-რაა?-მე და ლიზამ ერთხმად ლამის დავიკივლეთ-და არ უნდა გვითხრაა?
კიბეების ხმა გავიგე, მეგონა ბიჭები იყვნენ და ბესო ამოსულა.
-მეც მითხარით რაა აბა?-ოთახში შემოვიდა, გოგოებს მიესალმა და გადამკოცნა-როგორა ხარ რძალო?
-რავი, ნორმალურად, შენ?
-მეც. რა ხდება რა გაკივლებთ კაცო, რომელიმე შეურიგდით შეყვარებულს? თუ პირიქით დაშორდით.
-არა , ნინამ ნახა თავისი ყოფილი გუშინ-აი ლიზაზე დებილი მართლა არავინ არსებობდა, რაში აინტერესებდა ბესოს ნინას ყოფილი.
-ოხ, რაო მერე ნინა?-ნინას გვერდით ჩამოუჯდა და ძაან ინტერესიანად უყურებდა.
-ვაიმე შენი საქმე არაა, სამსახურში ხო არ ვსაუბრობთ პირად თემებზე-მეჩვენებოდა თუ ამ ორს შორის რაღაც ხდებოდა? კარგი ორსულად ვარ, ჰორმონები მითამაშებს მგონი მეჩვენება.
-სამსახურში არ ვართ მერე-ბესომაც ღიმილით უპასუხა.
-შენ თანამშრომელი ხარ ჩემი და ისე ხო არ ვმეგობრობთ.
-რა გინდა ნინა? რამე გაწყენინე?-ოპაა, აქ რაღაც ხდებოდა.
-არაფერი ვაფშე. ჩადი რა არ გელოდება კაცო ალექსანდრე?
-აბაა როგორაა ჩემი რძალიი-დაჩი სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა , გადამკოცნა და გვერდით ისე დმაიჯდა, ჩაწევა მომიწია , თან ხელი გადამხვია. ამასობაში ბიჭებიც ამოვიდნენ.
-აუუ ოქროები ხაართ-ყავა დავინახე და ბურგერები. ივამ მომიტანა ყავა და ბურგერიც მომაწოდა.
-გოგო ჩვენ ვერ დაგვაბარე ეს ხალხი რო არ შეგეწუხებინა?-დაჩის ეწყინასავით, თუმცა არ ვიყავი მათთან ჯერ ისე ახლოს რო რაღაცეები დამებარებინა.
-თქვენ არ ამოგატანინებდათ ჩემი ბედოვლათი ქმარი-ეგრევე ბურგერის ჭამა დავიწყე , სანამ ალექსა ამვოიდოდა.
-ვაი, რატო?-პეტრემ შეშინებულმა გამომხედა. ამასობაში ალექსას ხმაც გაისმა და რო შემოვიდა მთელი ოთახი ვილუკმებოდით ბურგერებით.
-მე რატო დამტოვეთ ქვევით?-გარიყული ბავშვივით იდგა მარტო.
-რა მოპატიჟება გჭირდება საკუთარ სახლში?-ნინა წამოდგა, ხელი მოკიდა და საწოლზე დასვა. ესე იგი ამ ოთახში 8 კაცი ვეტეოდით საწოლზე, წარმოიდგინეთ რამხელა იყო. მერე შეამჩნია ყავა ჩემ ხელში.
-რომელმა მოიტანეთ ეხლა ეს?-ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. თან ცოტა ხნის წინ მქონდა ნათქვამი რა ეჭვიანია და აჩის მაგალითის მერე ივას და პეტრეს ალბათ არ უნდოდათ მასთან გადაკვეთა.
-არა, ისა, ეს ჩვენთვისაა-ივამ გამოართვა და მოსვა. ყავას ვერ იტანდა ამ დროს.
-ალექსანდრე, წაიკითხე კარგად. დღეში ერთი ჭიქა ყავა, არაფერია.
-ძილის წინ არ ისმევა. ბურგერს კიდე ჯანდაბას.
-კარგი, ბიჭო. ნუ გვიჩაგრავ რძალს ეხლა-დაჩი ძაან მიცავდა.
-რძალო, მოძლიერდი და წამო ბაკურიანში დავგაზოთ-ბესოს სახლი ჰქონდა იქ და ყველას გვეპატიჟებოდა.
-ოღონდ ვერ ისრიალებ-ალექსანდრემაც აიღო ბურგერი და მანაც ჭამა დაიწყო. კარგა ხანი ვსაუბრობდით სუ ყველა. მინდა გითხრათ პირველად იყო,რომ ასე კარგად ვგრძნობდი თავს დიდი ხნის განმავლობაში. თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა, ჩემს მეგობრებთან ისევ კარგი ურთირთობა მქონდა. აჩიმ ის მიიღო რაც დაიმსახურა, ალექსანდრესთვის აღარაფრის ტყუილი არ მიწევდა. იმედი გამიჩნდა. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა. ნინამ გააღო ქვევით და ცოტახანი არ ამოდიოდა. მერე ალექსანდრე ჩავიდა, ისიც რო არ ამოვიდა ყველანი ჩავედით და კართან მამაჩემი იდგა. ნინა, პეტრე და ლიზა იცნობდნენ და ეგრევე მიხვდნენ,რომ მათი წასვლის დრო იყო. სათითაოდ დამემშვიდობნენ და წავიდნენ.
-ევა, ცალკე უნდა დავილაპარაკოთ.
დაჩი, ბესო და ალექსანდრე სამივე წინ გადამეღობა, ალექსანდრეს ხასიათი რომ ვიცოდი,კარგი არაფერი დატრიალდებოდა უარი რომ მეთქვა და მამა არ წასულიყო.
-კარგი. თქვენ ზევით დაგველოდეთ-ალექსანდრეს გვერდი ავუარა, მაგრამ გამაჩერა და თვალებში ჩამხედა-ალექს, ადით და მოვალ მეც-ცოტა ყოყმანობდა, მაგრამ ხელი გამიშვა და სამივე ზევით ავიდა. სამზარეულოში გავედი, უკვე კანკალი მქონდა დაწყებული, რა ჯანდაბა უნდოდა. 21 წელი ფეხზე ვეკიდე და რაღა დღეს გავახსენდი.
-ევა, გუშინ ალექსანდრეს მამას ვესაუბრე. ვახტანგს. მან ყველაფერი მომიყვა. აჩიმაც დამირეკა.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

სულმოუთქმელად წავიკიტხე ზალიან კარგია

როდის დადებთ ნომდევნოს მალე რააა????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე რა იყო ეს რა მაგარი საოცარი სასიამოვნო საინტერესო სულ მოუთმენლად წავიკითხე ყველა თავი ემოციებით სავსე ვარ ველოდები ახალ თავს იქნება და მალე დადოთ მადლობა წარმატებები

 


№3  offline წევრი Xutu

მალე დადებ ახალ თავს

 


№4  offline წევრი sati

დავამატე , ველოდები როდის დაადასტურებს მოდერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent