შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანეს სათამაშო თავი 18


19-01-2023, 16:37
ავტორი ქ ე თ ა თ ო
ნანახია 2 138

– დედაშენი როდის დაბრუნდა საქათველოში ერეკლე?
– ელენე რომ პირველად წავიდა საქართთველოში მაშინ გაჰყვა მას და მიხვდა ის აღარ იყო საჭირო, ზოგჯერ ჩამოდიოდა, როდესაც ვენატრებოდით, მართალია სულ ვენატრებოდით, მაგრამ მირჩევნია ჩემს ქვეყანაშ ვიყო,აქაურობისთვის უკვე დავბერდიო, თან იქ ელენეს სახლი იყო მისახედი, ჩვენიც, მიუხედავად იმისა რომ ელენეს სულ ყავდა სახლისთის მომვლელი, ვერც კი იფიქრებდი რომ მიტოვებული სახლის ეზოში შედიოდი, ელენე სხვებს არ გავს თიკა, ის მხოლოდ იმის გამო არ იბრძვის, რომ მამამისი ქონება დაიბრუნოს, მას ქონება არ ჭირდება, ქონება იმაზე მეტი აქვს ვიდრე მამამ დაუტოვა, მაგრამ ის აწუხებს რომ მათი მშობლების კვლელი გარეთ დადის და მილიონობით ადამიანს აუბედურებს ელენს და მისი თანამშრომლების სახელით, უამრავ ახაალგაზრდას უწამლავს ცხოვრებას და უნგრევს.
– იცი ზოგჯერ რომ გიყურებ ძალიან მშურს თქვენი მეგობრობის, ასეთ თანადგომა მე არასდროს ინახვას,ის რასაც ელენე აკეთებ დაუჯერებელია, საყვარელი კაცის ყოფილი საცოლე საკუთარ სახლში შემომიშა, არანაირი გარანტია არ ქონდა რომ მეც არ ვთამაშობდი და იმ წამლების გატანის ამბებში მე არ ვიყავი, მაგრამ ბრმად მენდო და ახლა აქ ვარ, ახლა მივხვდი რა არის ბედნიერება და გვერდი დგომა.
– ასე გულუბრყვილოდაც ნუ აღიქვამ თიკა, ელენემ ყველაფერი კარგად იცოდა, წლები ამ საქმეშია, შენ როგორ გგონია მათე რას აკეთებს, როგორ უგვარებს ელენეს ამდენ საქმეს, მან ყველაფერი იცი, შენზე შეიძლება ისეთი დეტალები იცოდე რაც შენც კი არ იცი, ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე გამოკვლეული ყავხარ, სახე ყურთან ახოს მიუტანა და ისე ჩასჩურჩულა.
– თიკამ ხელი მკერდზე მიარტყა და გაიცინა, არა ერეკლე ზოგჯერ მგონია რომ სერიოზული კაცი ხარ, ბოლომდე სერიოზული დარჩები, მაგრამ არა გავიხედები და ისე ცანცარებ.
– შენ ხომ ასეთიც მოგწონვარ? – თვალი ჩაუკრა მაცდურად ჩაუღიმა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. წყვილს საუბარი ტელეფონის გამაბრუებელმა ზუზუნმა შეაწყვეტინა, ჯიბიდან ტელეფონი ამოასრიალა და ნაცნობი ნომერი იმ წამსვე ამოიცნო, თიკას ანიშნა სახლში შესულიყო და თავად ქვაფენილს დაუყვა თან ტელეფონზე საუბრობდა.
– და ამას ახლა მეუბნები? ხო იცი ყველაზე მეტად ატკენდი თუ ბავშვობას გაახსენებდი, რატომ იქცევი ასე? – ელენეს დაბრუნება გინდა თუ საბოლოოდ რომ შეგიძულოს ის.
– როგორ არ გესმის, არ აქვს მისთვის იმას მნიშვნელობა თუ რას ეტყვი, მას უბრალოდ უნდა უნდოდეს შენთან ყოფნა და შენი საქციელით დაანახო, რომ რაღაც ბავშური ილუზიებით არ ხარ შეპყრობილი, უნდა დარწმუნდეს რომ შენთვის ყველაფერია.
– მხოლოდ რომ იცი ეგ არაა სანდრო, როგორ ვერ გაიცანი ამდენიხანი ელენე კარგი რა.
– კარგი მივხედავ მე არ ინერვიულო, შენ როდის ბრუნდები საქართველოში?
– ასე მალე რატომ?

თიკა მემგონი შენთან სანდროზე ლაპარაკი ძალიან არასწორი საქციელი იქნება და საერთოდაც არამგონია ჩვენი მეგობრობა შედგეს!
– ელენე არ ვამბო რომ შენი საუკეთესო მეგობრი შეილება გავხდე მაგრამ, იცოდე რომ მე სანდროს და შენს შორის არასდროს არ ჩავდგები.
– თიკა ჩვენ შორის რომც გინდოდეს, ვერც ჩადგები, იმიტომ რომ ჩვენს შორის არაფერი არ ხდება, შესაბამისად არსად არ გიწევს ჩადომა, გადაჭრით უთხრა. აუღელვებლად წამოდგა სამზარეულოსკენ გზას ნელი ნაბიჯებით გაუყვა და ჩაის მომზადება დაიწყო,უჭირდა ემოციების დამალვა, ბოლომდე ცდილობდა მყარად დამდგარიყო მაგრამ, არ გამოდიოდა, ხვდებოდა ცხოვრებამ რამხელა ლაფში ჩააგდო.
– რა გითხრა? – თვალებით და ტუჩების მოძრაობით ჰკითხა ერეკლემ თიკას, ისე რომ ელენეს არ გაეგო.
– არაფერი, თავით ანიშნა შენი დაელაპარაკე და მე გავალო.

– ელეეე.

– თუ შენც იგივეს თქმას აპირებ, რაც თიკამ თავი არ შეუწუხო, არ ღირს.

– ეგრე რატომ ლაპარაკობ?

– როგორ?

– ხვდები როგორც, თავს ისულელებ, არ ვიცი რატომ იქცევი ეგრე, მესმის რომ ნაწყენი ხარ, მესმის, რომ ნევიულობ, განიცდი და ნერვები არ გაქვს კარგ დღეში, მაგრამ რასაც აკეთებ ეგ უკვე ეგოიზმია, რაც შენი მხრიდან ძალიან არასწორი საქციელია, ყველა ვუშებთ შეცდომებს და როდესაც ჩვენი საქციელის არასწორობაში ვრწმუნდებით მერე ვცდილობთ გამოვასწოროთ, მემგონი მერე იმდენ სუნდა ხვდებოდეთ რომ ცოტა ჰუმანურები იყოთ და თქვენც ეცადოთ გაგვიგოთ და გვაპატიოთ, ის რაც სანდრომ ჩაიდინა ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ახლა შენ თუ გგონია სწორად იქცევი, ძალიან ცდები, ამდენი წელია გიცნობ, მაგრამ რაც ახლა გითხარი არასდროს მითქვამს, ყველას დაკარგავ იცოდე, თიკა ამ საქმეში მხოლოდ მსხვერპლია და ეცადე შენი ბრაზი სხვაზე ანთხიო.

– ერეკლეე ეგრე არაა, როგორც შენ ამბობ, მე...

– არაა ახსნა საჭირო ელენე, ყველაფერი დამთავრდა, დამნაშავე ციხეშია, სიმართლე გარკვეულია, შენს ქონებასაც დაიბრუნებ, მალე ყველაფერი გაირკვევა მე აღარ ვარ საჭირო, ბილეთები ვიყიდე, ხვალ გავფრინდებით მე და თიკა! შენ კი დაფიქრდი და ჩამოყალიბდი რა გინდა. შენმა სიამაყემ არ გძლიოს.

– ერეკლე გთხოვ ვილაპარაკოთ, მჭირდები არ წახვიდე, ელენემ თავი ვეღარ შეიკავა და თალზე მომდგარ ცრემლებს საშუალება მისცა გზა ეკვლიათ.

– არა ელენე, მე არ გჭირდები, ახლა სიმარტოვე და კარგად დაფიქრება გჭირდება. კარგად, ცივად უთხრა და ოთახი დატოვა, სწრაფი ნაბიჯებით აირბინა კიბეები და თიკას ოთახში შევიდა.

– მიდი გაემზადე ამაღამ აქ არ დავრჩებით.

– ერეკლე ცოდოა ელენე ასე როგორ უნდა დატოვო.

– ზუსტადაც ასე უნდა დავტოვო და წავიდე, ძალიან მიეჩვია, რომ ყოველთვის მართალია, ყოველთვის უნდა ეფერონ, ასე არაა, ერთი რაც ზუსტად ვიცი ის არის რომ სანდროს მართლა უყვარს და ელენემ ცოტა სიამაყეს უნდა გადააბიჯოს და თავადაც წავიდეს დათმობაზე.

– ერეკლე ცოდოაა, მოდი დავრჩეთ და იქნებ ხვალ ელენეც დავითანხმოთ და წამოვიდეს საქართველოში, არამგონია კარგი საქციელი იყოს შენი მხრიდან აქ მარტო დატოვება.

– ასე სჯობს, დარწმუნებული ვარ, მის მარტოობაზე არ ინერვიულო, ელენე საქართველოში უფრო მარტო იგრძნობს თავს ვიდრე აქ.

ელენე ხედავდა ეზოში მიმავალ წყვილს და გული ეკუმშებოდა, იცოდა რომ ერეკლეს ყველა სიტყვა სწორი იყო. ალკოჰოლით სავს ჭიქა ბოლომდე ჩაცალა, ესიამოვნა ყელში გაჩენილი სიმხურვალე, თითქოს ცდიობდა მოწოლილი ბრაზი ჩაცხრომას. ჭიშკართან მისული ერეკლე მოტრიალდა და ფანჯრიდან მომზირალ ელენეს თვალი თვალში კიდევ ერთხელ გაუყარა ღრმად ჩაისუნთქა და კარს მიღმა თიკასთან ერთად გაუჩნარდა.
– მისთვის დალევა არ შეიძლება, მაგრამ მაინც არ დავრჩები.
– ერეკლე მგონია მაინც დარჩენა უფრო სწორი იქნება ვიდრე წასვლა.
– არა, უყურადღებოდა არ დარჩება ჩემი და მიხედავს.



– დღეს ერეკლე ჩამოვა და ჩვენთან დარჩება.
– ელენეც?
– არა ელენე არ მოდის, რაღაც ნაწილი მომიყვა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მოუყოლია, როგორც ჩანს ახლა ცოტახანნს ჯობს მარტო დარჩეს, მისთის ბევრად უკეთესია, უნდა დაფიქრდეს, როდესაც მზად იქნება მერე დაბრუნდება.
– კარგი წავალ ოთახებს გავამზადებ, ალბათ თიკაც აქ დარჩება ხო?
– არა, როგორც ერეკლემ მითხრა გიორგის ელაპარაკა და თიკას გიორგისთან მიიყვანს, სახლის ამბებს რომ მოაგვარებენ მერე გადავა ისევ თავის სახლში.
– იქნებ დაგერეკა და გეთქვა ჯერ ჩვენთან მოსულიყვნენ და მერე წაეყვანა სახლში. მაცდურად გაუღიმა და საყვარელი კაცის ტუჩებს დაეწაფა.
– არ გრცხვენია თათია, შენ ქმარს ეგ შეეშლებოდა?
– არა სიყვარულო მაგრამ, ხო უნდა შეგახსენო.
– მიდი, ახლა დატრიალდი, საღამოს აქ ვარ, სამსახურში გავრბივარ პატარა საქმე დამრჩა მოსაგვარებელი.

– მოიცა შენ რა აპირებ მთელი გზა მუსიკებს უსმინი, გაოცებულლმა კითხა თიკას როდესაც დაინახა როგორ მოიმარჯვა ტელეფონი და ყურსასმენები.

– ჰმ რავიცი, ვიფიქრე არ შევაწუებ და ასე აჯობებს მეთქი, მორიდებულმა თქვა და ყურსასმენები ჩანთაში ჩატენა.

– მე კიდევ ვფიქრობდი რა მოვუყვე, რომ გზაში არ მოიწყინოს მეთქი, შენ თურმე თავის დასაძვრენგ გზებს ეძებდი და გინახავს კიდეც, ყურსასმენები, ბოლო სიტყვა გამოკვეთილად გამოთქვა.



– ნი დღეს ჩამოვალ და დავილაპარაკოთ ყველაფერზე, უკვე გზაში ვარ.
– დავით, ხო არ ჯობდა ჯერ სიტუაცია ბოლომდე ჩაწყნარებულიყო და მერე გველაპარაკა მაგ ყველაფერზე.
– ნინა რაც უმთავრესი იყო მოგვარდა, მემგონი აღარ ღირს გადადება, ასე ჯობს.
– კარგი, გათიშე ახლა ხო იცი არ მიყვარს საჭესთან, რომ ტელეფონზე ლაპარაკობ.
– მშობლიური ქვეყანაში დაბრუნება, სულ სხვა ემოციებთან ასოცირდება, რამდენი ხნის წასულიც არ უნდა იყო, თითქოს პატრიოტიზმი უცბად იფეთქებს შენში და ყველა ემოცია ერთდროულად მოგაწვება, ყველაფერი გახსენდება რაც გაკავშირებს, კარგი და ცუდი ემოციების ზღვა იწყებს შენში ბობოქრობას. ერეკლემ იმ წამსვე შეამჩნია თიკას ამღვრეული თვალები, თითქოს მისი გულისტკივილი ამოიკითხა.
თიკა ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება ჩვენი ცხოვრების ნააწილია, რაც ხდება სჭიროა, უნდა მოხდეს, გვეტკინება, გაგვიხარდება, ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, შენი მშობლების ჩადენილ დანაშაულებს საკუთარ თავზე ნუ აიღებ.
– მაგრამ ერეკლე მე მათი ნაწილი ვიყავი, ისე გავები და შევყევი მათ ბინძურ თამაშებს ვერც კი მივხვდი, ამით საკუთარი ცხოვრებაც დავიმახინჯე და სხვებისაც.
– მომისმინე, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა, ვერც კი გაიაზრა რა გააკეთა, დაბნეულ თიკას სახეზე ფერი გადაუვიდა, მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაურაა როდესაც ერეკლეს ხელები იგრძნო სახეზე, იმ წამსვე გააშვებინა ხელი, იმდენად დააბნია მისმა შეხებამ, გონებაში საკუთარ თავს გაუბრაზდა,– შენ იმაზე ფიქრს მოეშვი, რომ შენმა მშობლემა დააშავეს, შენ შენს მომმავალზე უნდა იფიქრო.




სამზადისი, ორი ქორწილი, ოთხი ბედნიერი ადამიანი, მათ გარშემო მათი ბედნიერებით გახარებული უამრავი ადამიანი, ცხოვრება მშვენიერია ყოველთვის, მთავარია შენ ეცადო და დაინახო ამ ქაოსში ის პატარა წერტილი, რაც ბედნიერების საშუალებას მოგცემს.
– ძალიან ვნერვიულობ ნი.
– კარგი რა თიკა რა განერვიულებს.
– არ მეგონა ასე მალე თუ ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა.
– რაღა მალე თიკუნა ერთი წელი გავიდა.
– არც კი მჯერა ერთი წლის წინ როგორ ქაოსში ვცხოვრობდით, ახლა კი როგორი ბედნიერები ვართ, მაგრამ ძალინ ვნერვიულობ ელენე რომ ჩვენს გვერდიტ არაა, ერეკლესთვის ძალიან რთულია ვიცი, ის მის დაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ადამიანია, როგორ არ იყო ეს დრო საკმარისი, რომ ყველაფერი დამშვიდებულიყო არ მესმის, ელენე ასე როგორ იქცევა.
– მე მაინც მგონია რომ ჩამოვა, არამგონია ყველას გვიღალატოს, იცის რომყველანი მის გვერდით ვიყავით მნიშვნელოვან დროს, ახლა კი თავად არ მიგვატოვებს.
– მართლა ასე გგონია?
შემოდი დავით, როდის აქედან აკაკუნებ კარზე! სიცილით უთხრა და თითქოს დარწმუნებული იყო რომ კარში დავითი გამოჩნდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

მიხარია რომ გააგრძელეთ

 


№2 სტუმარი Ana-maria

ნამდვილად გამიხარდა რომ გააგრძელეთ. ვფიქრობ მალე დასრულდება ეს ისტორიაც. მომწონს თქვენი ისტორიები. გთხოვთ,როგორმე "გზაჯვარედინის"ბოლო თავითაც გაგვახაროთ. წარმატებები

 


№3  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

Ana-maria
ნამდვილად გამიხარდა რომ გააგრძელეთ. ვფიქრობ მალე დასრულდება ეს ისტორიაც. მომწონს თქვენი ისტორიები. გთხოვთ,როგორმე "გზაჯვარედინის"ბოლო თავითაც გაგვახაროთ. წარმატებები

მადლობა კომენტარისთვის, გზაჯვარედინი ჩემი ისტორია არ არის სამწუხაროდ

 


№4  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

სტუმარი ანა
მიხარია რომ გააგრძელეთ

დღეს ავტვირთავ შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი Xutu

ქ ე თ ა თ ო
სტუმარი ანა
მიხარია რომ გააგრძელეთ

დღეს ავტვირთავ შემდეგ თავს

როდის დაიდება ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent