შემთხვევით ( სრულად )
იწვა გაუნძრევლად ნესტიან ასფალტზე მთვარის შუქით და მბჟუტავი ლამპიონებით განათბულ ჩიხში, უმეტყველო მზერით შეჰყურებდა ძველისძველი შენობების სახურავებს შორის საცოდავად გამოჩრილ ცის ნაგლეჯს, მარჯვენა ხელი ფერდზე სისხლმდინარ ჭრილობაზე ედო, მარცხენა ხელში ძველისძველი დაბზარულ ეკრანიანი ტელეფონი ეკავა, ვერაფერს გრძნობდა, საერთოდ ვერაფერს, ვერც ზამთრის სულისგამყინავ სიცივეს ვერც ტკივილს, ტელეფონის ზარი კიდევ ერთხელ რომ მოესმა ეკრანისთვის არც დაუხედავს მთელი ძალა მოიკრიბა ხელი აიქნია და კედელს შეახეთქა, საჩვენებელი თითით მოიწმინდა ტუჩიდან ჩამოღვრილი სისხლი, გაეღიმა და თვალები დახუჭა, საერთოდ არ ცდილობდა ასე უნებურად და უცაბედად მოგვრილ ძილს შეწინააღმდეგებოდა, უხაროდა, იცოდა რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი სამუდამოდ დასრულდებოდა, აღარ მოუწევდა, სიცარიელის, სიყალბის, ფარისევლობის, უსიყვარულობის, მარტოობის ატანა... ნახევრად გათიშულს მოესმა ძაღლის ყეფა, მერე ფრთხილი ჩუმი ნაბიჯების ხმა, თვალი არ გაუხელია, იცოდა ვინც არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ გვერდით ჩაუვლიდა და თავის გზას გააგრძელებდა, ბოლოს და ბოლოს ახალი წლის წინა დღე იყო და არავის ეცალა თუნდაც ერთი წუთით შესაჩერებლად და საცოდავი სიცოცხლის გადასარჩენად, უკვე რამდენიმე საათი იყო ამ ჩიხში იწვა და რამდენიმე ადამიანმა ისე ჩაუარა გვერდით მისი არსებობა არც შეუმჩნევიათ, სხვა დროს შეიძლებოდა გაებრაზებინა, გაეცოფებინა, გაეკვირვებინა ადამიანთა ასეთ გულგრილობას მაგრამ ახლა უხაროდა რომ არავინ აქცევდა ყურადღებას, რაც მალე წავიდოდა ამ ქვეყნიდან მით უკეთესი... - რის რას აკეთებ? -დაბალი სასიამოვნო ხმა მოესმა და მერე თბილი სველი ენის შეხება იგრძნო ლოყაზე, გაჭირვებით გაახილა თვალები, თავზე უზარმაზარი როტვეილერი ადგა და მხიარულად კრეჭდა კბილებს, ფრთხილად ააყოლა მზერა ძაღლის პატრონს რომელსაც გამხდარი სუსტი თითებით მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული ტყავის საბელი, საშუალო სიმაღლის გამხდარი ხუჭუჭთმიანი გოგონა იყო, თმა მხრებამდე სწვდებოდა, თეთრი ფუმფულა ქუდი ეხურა, თბილი ქურთული ეცვა, სასაცილოდ აპრეხილი ცხვირის წვერი სიცივისგან ჰქონდა გაწითლებული, უაზროდ იყურებოდა სივრცეში, თითქოს ვერც კი ამჩნევდა მის წინ უმოძრაოდ მწოლ სხეულს... - ისიც მათნაირია, -ძირს მწოლის გონებაში უნებურად გაიელვა ორად ორმა სიტყვამ და რატომღაც გული დასწყდა. - რის რატომ გაჩერდი? -კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა გოგონამ და საბელი მოქაჩა, ძაღლის შესაბრალისი წკმუტუნით და წინააღმდეგობით გაკვირვებული დაიხარა და ხელის ცეცებით მოათვალიერა იქაურობა, ხელში პირველი მისი გაყინული თითები რომ მოხვდა შეცბა თუმცა უკან არ დაუხევია, მაჯამდე აცოცდა, ოდნავ რომ დააჭირა ბიჭი მიხვდა რომ პულსს უსინჯავდა, მერე მხრამდე აუყვა, სახეც მოძებნა და ფრთხილად გადაატარა ნაკვთებზე თითები, დიდი თვალები ჰქონდა, ალბათ მუქი მწვანე, ყოველ შემთხვევაში ამ განათების ფონზე ასე ჩანდა, ხელებით უსინჯავდა სხეულს მაგრამ არ უყურებდა, როგორც იქნა იარასაც მიაგნო, სისხლიანი ხელი ცხვირთან მიიტანა და დაყნოსა, სახეზე შეშფოთება გამოესახა... - კარგად ხარ? რა გჭირს? ღმერთო ჩემო გონზე არ ხარ? -ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა ათრთოლებული თითებით, -სასწრაფო უნდა გამოვიძახო მგონი დაჭრილია, -თავის თავს ელაპარაკებოდა და ნომრის აკრეფას ცდილობდა. - არ დარეკო საჭირო არ არის, -ბოლო ძალები მოიკრიბა რომ დალაპარაკებოდა, ხელი გაჭირვებით ასწია და მისი თხელი მაჯა მოიქცია თითებში, -არსად არ დარეკო... - გონზე ხარ, კარგად ხარ, მადლობა ღმერთს, -სიხარულმა სახე გაუბრწყინა გოგონას. - ვერ მხედავ? -თავისთავად დასცდა მის გალურჯებულ ბაგეებს, ახლაღა გაიაზრა რომ ამ უკაცრიელ ჩიხში არასწორ დროს შემოხეტებული მშველელი რომლის დახმარებაც არაფერში სჭირდებოდა უსინათლო იყო, ვერ ხედავდა, უხერხულად აცეცებდა ხელებს და უაზროდ იყურებოდა სივრცეში. - ვერ ვხედავ მაგრამ შემიძლია დაგეხმარო, -აღელვებული ხმა ჰქონდა, ყინვისგან აწითლებული ლოყები და სიცივის მიუხედავად თბილი თითები, -შემიძლია სასწრაფო გამოვიძახო... - ხომ გითხარი არ არის საჭირო, -საცოდავად ამოიხავლა და უკანასკნელი ენერგია ამოაყოლა ამ სიტყვებს, -ადექი წადი და მარტო დამტოვე. - სად დაგტოვო შუა ქუჩაში? ამ დროს? ასეთ მდგომარეობაში? ამას ვერ გავაკეთებ, -სიმტკიცე შეეპარა ხმაში, -თუ გინდა მითხარი და ვინმეს დავურეკავ, ვინმე შენს ახლობელს ვინც შენს დახმარებას შესძლებს, ასე ვერ დაგტოვებ, მითხარი რა გჭირს, რა დაგემართა? - წადი... - ვერ წავალ, -ხელი ნაზად შეუცურა თავქვეშ და თავი წამოაწევინა, შუბლი შეეჭმუხნა როცა კვნესა მოესმა თუმცა უკან არ დაუხევია, -უნდა წამოდგე, მიდი სცადე მე დაგეხმარები, თუ არ გინდა რომ სასწრაფო გამოვიძახო, მაშინ სახლამდე მაინც მიგიყვან. - რა გინდა რას გადამეკიდე, -სიბრაზე შეპარულმა უძლურებამ გაიჟღერა ბიჭის ხმაში. - შენ ცუდად ხარ, დაჭრილი ხარ, სისხლი გდის, აქ ასე ვერ დაგტოვებ, მოკვდები. - იქნებ მინდა რომ მოვკვდე, -ჩაიჩურჩულა და რატომღაც გაეღიმა როცა მასთან ჭიდილით დაღლილ გოგოს ტუჩები სიბრაზისგან აუთრთოლდა და მოეღრიცა. - შეიძლება გინდოდა კიდეც სიკვდილი სანამ მე გიპოვიდი მაგრამ ახლა აქ ვარ და უფლებას არ მოგცემ რომ მოკვდე. - ხელი გამიშვი და აქ დამტოვე, არავინ მყავს ვისაც დაურეკავ, არც სადმე წასასვლელი მაქვს, სახლი არ მაქვს, არც მეგობრები მყავს, საერთოდ არავინ ვისაც დააინტერესებს მკვდარი ვარ თუ ცოცხალი, შემეშვი და შენს გზაზე წადი შენ უფრო გჭირდება დახმარება ვიდრე მე... - ააჰ ეგ? შეამჩნიე რომ უსინათლო ვარ და ფიქრობ რომ თუ ამას ხაზს გაუსვავ შეურაცხყოფას მომაყენებ? -მოულოდნელად ხმამაღლა გადაიკისკისა და ისეთი ძალით დაქაჩა რომ წამოდგომა აიძულა, მხრის ქვეშ შეუძვრა, დამეყრდენიო უბრძანა და ცალი ხელით მაგრად მოქაჩა საბელს. - რის სახლში წაგვიყვანე, -თბილი ხმით უთხრა აქამდე უხმოდ მჯდარ ენაგადმოგდებულ ძაღლს რომელიც თვალებგაფართოებული უყურებდა მის თვალწინ გათამაშებულ უჩვეულოდ უცხო და საინტერესო სპექტაკლს, ბრძანება მიიღო თუ არა, წამოხტა შებრუნდა და ჩიხის ბოლოსკენ წავიდა. - მიდი გადმოადგი ფეხი, ვიცი რომ გტკივა მაგრამ აქვე ვცხოვრობ და შეძლებ... - გაგიჟდი? -სიტყვა შეაწყვეტინა გაოცებულმა, -შენ რა სახლში მიგყავარ? - აბა ქუჩაში დაგტოვო გასაყინად? - შეგეძლო ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად სასწრაფო გამოგეძახა? -ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს, ცუდად იყო, გაჭირვებით ადგავდა ნაბიჯებს, ჭრილობა ძალიან სტკიოდა, ცდილობდა თვალები არ დაეხუჭა, ცდილობდა მთელი ძალით არ დაყრდნობოდა გამხდარ მხარზე მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, რატომღაც ეშინოდა რომ დაეცემოდა, წაიქცეოდა და მასაც რამეს დაუშავებდა, გაეცინა... - რა გაცინებს? -აქოშინებულმა ჰკითხა გოგონამ და ხელის ზურგით მოიწმინდა ოფლი შუბლზე. - ჩემს თავზე მეცინება, სიკვდილისაც კი არ მეშინია არადა იმის შემეშინდა რომ შეიძლება შენთვის რამე დამეშავებინა, შენ კი რატომღაც არ გეშინია ჩემი, არ მეტყვი სახლში რატომ მიგყავარ? - მითხარი რომ სასწრაფო არ გამომეძახა, ისე მშვიდად იწექი შუაგულ ქუჩაში აშკარაა რომ სიკვდილი გაქვს გადაწყვეტილი. - და ფიქრობ თუ სახლში წამიყვან გადამაფიქრებინებ? - ცდა ბედის მონახევრეა. - რაში გადარდებს მოვკვდები თუ გადავრჩები, გგონია სამოთხეში მოხვდები თუ სიკეთეს გააკეთებ? -ხმაში ირონია შეეპარა, ვერ იტანდა ფარისევლებს, ვერც ფსევდო მორწმუნეებს და რელიგიური დოგმებით ტვინგამოტენილ უსულო არსებებს... - სამოთხე და ჯოჯოხეთი ნაკლებად მაინტერესებს, ჩემს სინდისთან ვერ ვიქნებოდი მართალი თუ უცილობელი სიკვდილისთვის გაგიმეტებდი, -სრულიად აუღელვებლად უპასუხა და ამოიკვნესა როცა უადგილო ადგილზე ამოჩრილ ბასრპირიან ქვას წაკრა ფეხი, ოდნავ დაქაჩა საბელი, ძაღლიც მიუხვდა და ნაბიჯი შეანელა. - იმაზე არ გიფიქრია ვინ მიგყავს სახლში? იქნებ მანიაკი ვარ, მოძალადე ან სულაც ჭკუიდან შემცდარი ადამიანი? იქნებ ახლა რომ გიყურებ მაგ ლამაზ სახეში რა აზრები მიტრიალებს თავში... - შენ რატომ არ ფიქრობ იმაზე რომ შეიძლება მე ვიყო მანიაკი და მოძალადე? -კომპლიმენტი არ შეიმჩნია, შედგა, თავი მისკენ შეაბრუნა და სადღაც მისი სახის მიღმა გაუღიმა სივრცეს, -იქნებ შენ უნდა გეშინოდეს ჩემი... - შენი როგორ უნდა მეშინოდეს, ისეთი პატარა, ნაზი და საყვარელი ხარ... -ყოველგვარი ქვენა გრძნობების და დაფარული ქვეტექსტების გარეშე უთხრა, მართლა ასეთს ხედავდა, პატარას, სუსტს, ისეთს რომელსაც თავად სჭირდებოდა დაცვა... - რაც არ უნდა იყოს ამაზე მეტს ვერაფერს დამიშავებ რაც მჭირს, -სწრაფად დაამატა როცა მისი შეცვლილი გამოხედვა დაინახა. - გგონია საშინელება გჭირს? -გაეღიმა გოგოს, -მერწმუნე იმაზე ბევრად უფრო დიდი საშინელებაც არსებობს ვიდრე შუა ქუჩაში უპატრონოდ სიკვდილია, -საუბარი აღარ გაუგრძელებია, აიძულა კიდევ რამდენიმე მეტრი გაეარა და რამდენიმე სართულიანი ძველი შენობის წინ შეჩერდა რომელსაც გარს პატარა მწვანე ბაღი ერტყა. - მოვედით? -ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა, -აი აქ ვცხოვრობ, -შენობისკენ გაიშვირა თხელი თითები, -ცუდი ამბავი ისაა რომ ჩემი ბინა მესამე სართულზეა და ლიფტი არ მუშაობს... გაჭირვებით აიყვანა მესამე სართულზე, თეთრად შეღებილ კარს გასაღები მოარგო და ფაქტიურად ძალით შეათრია შიგნით, ბინაში შესვლისთანავე ეცა სახეში სასიამოვნო სითბო და ცხვირში ლავანდისა და კიდევ რაღაცის ძალიან ნაცნობი სურნელი დაუკითხავად შეუძვრა, გაბრუებულმა გადადგა ორი ნაბიჯი, მისაღებში შემავალი კარი შეაღო... - მოიცადე დაგეხმარები, -ზურგიდან მისი სიახლოვე და მკლავზე შეხება რომ იგრძნო უხეშად აიქნია ხელი, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე თვალწინ ყველაფერი დატრიალდა, ფერები ერთმანეთში აირია, აიდღაბნა, შებარბაცდა, ჩაიკეცა და გულაღმა უგონოდ გაიშოტა თეთრ ფუმფულა ხალიჩაზე, სახეზე ხელების შეხებას გრძნობდა, ესმოდა მუდარა რომ გამოფხიზლებულიყო თუმცა ვერაფრით ახერხებდა თვალების გახელას, მერე ყველაფერი გაქრა და შავმა ბლანტმა სიბნელემ ბოლომდე შთნთქა მისი არსება... რბილ კომფორტულ საწოლში მწოლი მოვიდა გონს, გაჭირვებით დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს, წამოიწია და ოთახი მოათვალიერა, პატარა, მყუდრო, სადა ავეჯით გაწყობილი საძინებელი იყო, ოთახში თბილოდა, გამჭვირვალე ფარდებიდან დღის სინათლე შემოდიოდა, თავად კი წელსზემოთ შიშველი იწვა ვარდისფერ თეთრეულში, საბანი გადაიხადა და გადახვეულ ჭრილობას დააკვირდა წარბშეკრული, გონებას ძალა დაატანა რომ გაეხსენებინა რა მოხდა, მხოლოდ ის ახსოვდა როგორ გაჭირვებით ამოიყვანა უცნაურმა მფარველმა ანგელოზმა კიბეებზე, როგორ გააღო კარი, მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და... - გღვიძავს? -დაუკაკუნებლად შემოაღეს კარი, მის წინ იდგა ნაცრისფერ სპორტულებში და ფუმფულა ყურებიან ჩუსტებში გამოწყობილი, ხუჭუჭა წაბლისფერი თმა უწესრიგოდ ჰქონდა ჩამოყრილი ლოყებზე და მხრებზე, მას არ უყურებდა თუმცა უღიმოდა. - არ მელაპარაკები? არადა ვიცი რომ გღვიძავს, მაპატიე რომ არ დავაკაკუნე, რა მნიშვნელობა აქვს რასაც არ უნდა აკეთებდე მაინც ვერ დავინახავ, თუმცა რისი გაკეთების თავი გექნება ამ მდგომარეობაში, -საყვარლად ჩაიფხუკუნა, ეტყობოდა რომ შეჩვეული იყო სიბრმავეს და საერთოდ არ უქმნიდა დისკომფორტს, ხუმრობდა კიდეც ამ თემაზე. - დილა მშვიდობის, -როგორც იქნა მოიფიქრა პასუხის გაცემა სტუმარმა. - დილა მშვიდობის, თავს როგორ გრძნობ? - კარგად ვარ, ჭრილობა შენ შემიხვიე? -ეჭვით აათვალიერა გამხდარი სხეული, შეუძლებელია ამ სხეულის და ამ პატარა სუსტი ხელების პატრონს შესძლებოდა მისი საწოლამდე მოყვანა, ტანსაცმლის გახდა და ჭრილობის დამუშავება და შეხვევა. - ვანიკო დამეხმარა, -გაიღიმა გოგომ, -მინდოდა ყველაფერი თვითონ გამეკეთებინა მაგრამ ძალიან დიდი და მძიმე ხარ და ვერ შევძელი, ჰოდა რაკი მარტო ვცხოვრობ იძულებული გავხდი ჩემი კარის მეზობელი ვანიკოსთვის მეთხოვა დახმარება, თანაც სამედიცინოზე სწავლობს, მითხრა რომ საშიში ჭრილობა არ არის და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდები, უბრალოდ კარგად უნდა იკვებო, წამოდი ვჭამოთ საუზმე მოგიმზადე, თუ გირჩევნია რომ აქ მოგიტანო? - მარტო ცხოვრობ? -მხოლოდ ეს კითხა, პასუხად თავის დაქნევა მიიღო. - სულ მარტო? - გიკვირს როგორ ვუმკლავდები ყველაფერს? გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო ხომ გაგიგია? -ღიმილით გაშალა ხელები თუმცა ბოლომდე ვერ შეძლო ამ ღიმილის უკან ამოფარებული ტკივილის დამალვა, -ჯობია თუ არაფერს მკითხავ, თანაც ისეთ ადამიანს არ ჰგავხარ სევდიანი ისტორიების მოსმენა რომ სიამოვნებთ, ჩემი ისტორია კი ისეთია სევდიანი მსუბუქი ნათქვამია, მოდი ადგომაში დაგეხმარები, -კარადიდან ლამაზად დაკეცილი მამაკაცის მაისური გამოიღო, ხელის ცეცებით მივიდა საწოლთან, იქვე დაუდო მერე დაიხარა და მკლავები გაუწოდა, -გადაიცვი, დამეყრდენი და წამოდექი. - ნოე. - რაა? - ნოე მქვია. - სახელი არ მიკითხავს. - ვიცი, უბრალოდ მე არ შემიძლია უსახელო ურთიერთობები. - ჰოო? თუ ასეა მაშინ... -გაიღიმა და სასაცილოდ გაფარჩხა მარჯვენა ხელის თითები, -მე ლოლა ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა ნოე. ფრთხილად მოიქცია ნოემ მისი თითები ხელში და ოდნავ მოუჭირა, ქვემოდან შეჰყურებდა სახეში, დაკვირვებით უთვალიერებდა ყველა ნაკვთს, პატარა სწორ ცხვირს, საყვარლად გამობურცულ ტუჩებს, მუქმწვანე თვალებს... - თუ მორჩი ჩემს შესწავლას წამოდი, ომლეტი და ბლინები გაცივდება, -ისეთი ხმით უთხრა ლოლამ თითქოს პატარა ბავშვს ტუქსავსო, ცივად გაუშვა ნოემ ხელი, საწოლს დაეყრდნო და წამოიწია, არ უნდოდა მაგრამ მაინც გაეპარა კვნესა კბილებს შორის. - ხომ გითხარი დამეყრდენითქო, -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლოლამ და ისევ შეუდგა მხარში, ასე მიაცილა აბაზანამდე. - სამზარეულოში გელოდები, -დაუბარა, ზურგი შეაქცია და ისეთი მტკიცე და გაბედული ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს მისი შემხედვარე ეჭვადაც კი ვერ გაივლებდი გულში რომ უსინათლო იყო. მოღუშული ათვალიერებდა სააბაზანოს სარკიდან მომზირალ საკუთარ გამოსახულებას, გაჩეჩილი თმა, გასაპარსი წვერი, ჩაშავებული უპეები და გამშრალი დახეთქილი ტუჩები, ახლა ისეთი უცხო და უცნობი ეჩვენებოდა ეს სახე როგორც არასდროს, დაბნეული იყო, ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, ჯერ კიდევ გუშინ სიცოცხლე აღარ უნდოდა ახლა კი სრულიად უცნობი ადამიანის სახლში იყო, სხვისი მაისური ეცვა და ერთი სული ჰქონდა როდის დააგემოვნებდა იმ პატარა ხელებით მომზადებულ ომლეტს... - რას აკეთებ ნოე, რაზე ფიქრობ, -გამეტებით შემოირტყა ხელი სახეში, ეტკინა, თვალები აემღვრა, მერე გაეღიმა, არა, ნამდვილად არ იყო კარგად, სიგიჟის ზღვარზე იყო, გზაგასაყარზე იდგა და ვერ გადაეწყვიტა საით წასულიყო, ახლა მისი სამზარეულოში გასვლა და მასთან ერთად საუზმობა თავისთავად ნიშნავდა იმას რომ იმ ერთადერთი ადამიანის ცხოვრებაც უნდა აერია და თავდაყირა დაეყენებინა რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ ისე რომ სახელიც კი არ უკითხავს, მისი უბადრუკი სიცოცხლე გადაარჩინა, სახლში მოიყვანა და საკუთარი ხელით მოუმზადა საუზმე... თავგზაარეული გამოვიდა დერეფანში, კარი შეაღო და პატარა მაგრამ საკმაოდ მყუდრო და გემოვნებით მოწყობილ მისაღებ ოთახში აღმოჩნდა, ნახევრად ღია სამზარეულოდან ხმაური და სასიამოვნო სურნელი გამოდიოდა, გამათბობლის წინ ძაღლი იყო გაშოტილი და გულიანად ხვრინავდა, უნებურად გაეღიმა, სხეულში სითბო ჩაეღვარა და მოდუნდა, ის იყო სამზარეულოსკენ ნაბიჯი გადადგა რომ იქვე პატარა მაგიდაზე მოთავსებულმა დეკორატიულ ჩარჩოებში ჩასმულმა ფოტოებმა მიიქცია ყურადღება, სუნთქვა შეკრული მიუახლოვდა, ყველა ფოტოდან ლოლა შემოსცქეროდა, ბედნიერი და გაღიმებული მაგრამ დაუჯერებელი ის იყო რომ ლოლასთან ერთად თვითონ იყო ფოტოებზე გამოსახული, სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა პოზაში, ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ... - შეუძლებელია, შეუძლებელია ეს მე ვიყო, როგორ? რანაირად? -გაკვირვებულს აღმოხდა. - მოხვედი? უკვე ყველაფერი მზად მაქვს, -ლოლას ხმა რომ მოესმა მისკენ შებრუნდა, ხელში ოხშივარავარდნილი ჩაის ჭიქები ეჭირა და საყვარლად უღიმოდა... ლოლას პირდაპირ იჯდა სასადილო მაგიდასთან და უხმოდ შეექცეოდა მის მომზადებულ ომლეტს, თავში ნამდვილი ქაოსი ჰქონდა, ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ასეთი მსგავსება, ეს არ იყო ნორმალური, ვიღაც სრულიად უცნობი ასე ვერ დაემსგავსებოდა, ან რა უბედური დამთხვევა იყო რომ მაინცდამაინც აქ მოხვდა, ამ სახლში, ვერც ვერაფერს ეკითხებოდა, არ იცოდა როგორ უნდა აეხსნა ეს უცაბედად გაჩენილი ინტერესი. - გთხოვ წყალი მომაწოდე, სურა მანდვე შენს გვერდით დევს, -ლოლას ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, გვერდით მიბრუნდა რომ აეღო და როგორც კი ტელევიზორის თავზე ჩამოკიდებულ უზარმაზარ ფერად ფოტოს მოკრა თვალი ჯერ კიდევ გადაუყლაპავი ლუკმა ყელში ისე მწარედ გაეჩხირა, კინაღამ გაიგუდა, ხველებისგან სიმწრის ცრემლები წამოსცვივდა, ცალი ხელი ჭრილობაზე ჰქონდა მიჭერილი მეორე ხელით კი ჩაწითლებულ თვალებს იწმენდდა, ფოტოდან ისევ ის სახე შემოსცქეროდა, მისი სახე, სასწაული მსგავსება იყო, საკუთარი ფოტო ეგონებოდა რომ არა გამოხედვა, თვითონ არასდროს ჰქონია თვალები ასეთი სითბოთი, სიყვარულით და მხიარული ნაპერწკლებით სავსე... - რა გჭირს კარგად ხარ? რა დაგემართა? -ლოლა ფეხზე წამოიჭრა როგორც კი ნოეს ხველება გაიგონა, ხელის ცეცებით მივიდა მასთან, -კარგად ხარ? -ათრთოლებული ხელებით მოძებნა მისი სახე და ლოყაზე ჩამოუსვა თითები. - რას აკეთებ? კარგად ვარ არაფერი მჭირს, უბრალოდ ლუკმა გადამცდა, -მისი შეხებით მოგვრილი ჟრუანტელი დააიგნორა და უხეშად მოიცილა, ლოლას არაფერი უთქვამს შებრუნდა და უხმოდ დაუბრუნდა თავის ადგილს, თვალი გააყოლა ფრთხილად მიმავალს, მერეც უყურებდა როცა ჭამა გააგრძელა, უყურებდა და ხვდებოდა რომ ეწყინა მისი უხეშობა მაგრამ არ იმჩნევდა, რომ დაფიქრდა თვითონაც ეწყინებოდა მის ადგილზე რომ ყოფილიყო, მარტოხელა გოგომ სრულიად უცნობი ადამიანი სახლში წამოიყვანა, სიკვდილს გადაარჩინა, უმკურნალა, საუზმეც კი მოუმზადა, სულ ცოტა მადლობას მაინც იმსახურებდა, საკუთარი თავით უკმაყოფილომ შუბლი შეჭმუხნა და ხელი მაგრად მოუჭირა მაგიდის ზედაპირს, კიდევ ერთხელ შეხედა ფოტოს საიდანაც ბედნიერებით და სიხარულით გაბრწყინებული საკუთარი ორეული უმზერდა. - ვინ არის? -მაინც ვერ მოითმინა, ფრთხილად ასწია ლოლამ თავი და ფოტოს შეხედა, ისე უყურებდა გეგონებოდა ხედავდა არადა უბრალოდ მიხვდა რა აინტერესებდა ნოეს. - გეგაა, ჩემი გეგა, -ხრინწგარეული ხმით თქვა და ამ სამ სიტყვას თითქოს სულიც თან ამოატანა, თვალები დახუჭა, გაიღიმა და როცა გრძელ წამწამებს ცრემლები მარგალიტის მძივებივით ჩამოეკიდნენ, არც უცდია მოეწმინდა. - სად არის ახლა გეგა? -მაინც იკითხა ნოემ მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იცოდა პასუხი, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ უსვავდა კითხვებს, უბრალოდ გრძნობდა რომ ლოლას საუბარი უნდოდა მას კი პასუხები სჭირდებოდა... - გეგა აღარ არის, ასე უბრალოდ წავიდა და დამტოვა, არ უფიქრია როგორ ვიქნებოდი მის გარეშე, არაფერზე არ უფიქრია, -მოიბუზა, ხელები მხრებზე მოიხვია და თავი ჩაქინდრა. - სად წავიდა? - რა მნიშვნელობა აქვს, უკვე გითხარი რომ ჩემი ისტორია ძალიან სევდიანია, ასე რომ... - მიყვარს სევდიანი ისტორიები, -გაეღიმა როცა ამას ამბობდა, მთელი მისი ცხოვრება ისედაც სევდის, დარდის და აუხდენელი ოცნებების ნაზავი იყო. - ტყუი, არავის უყვარს სევდიანი და ნაღვლიანი ამბები, -თავი გადააქნია, წამოდგა ჩაის ჭიქაც თან გაიყოლა და ფუმფულა სავარძელში ჩაეშვა. - არ ვტყუი, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, მხიარული ხალისიანი და სასიამოვნო რომ შედარების საშუალება მქონოდა, -თვითონაც ლოლას წინ მოკალათდა სავარძელში და ინტერესეთ შეაცქერდა სახეში, ტუჩი კბილებში ჰქონდა მოქცეული ლოლას და პატარა ცხვირს ისე სასაცილოდ მანჭავდა აშკარად იმაზე ფიქრობდა ღირდა თუ არა ამ უცნობისთვის გულის გადაშლა, ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო, ფეხები აიკეცა, კომფორტულად მოთავსდა და მოემზადა. - ხუთი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, -უცაბედად შეეცვალა ხმა, დაუთბა და დაუტკბა, თავი ასწია, გაიღიმა, აშკარად მათი შეხვედრა გაახსენდა, -ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით, მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი განებივრებული, გატუტუცებული, მდიდარი მამიკოს ერთადერთი ქალიშვილი რომელმაც არ იცოდა რა იყო სიტყვა არა, რომელმაც არ იცოდა, ნამდვილი სიყვარულის და მეგობრობის ფასი, რომელიც საახლობლო წრეში შემავალ ადამიანებს ფულისა და წარმომავლობის მიხედვით არჩევდა... გეგამ მთელი ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, დანახვისთანავე მივეჯაჭვე არადა არაფერი გაუკეთებია ჩემი გულის მოსაგებად, უბრალოდ დავინახე, თვალებში ჩავხედე და მივხვდი რომ ის იყო ვინც მჭირდებოდა, ის იყო ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, ჩემი სულის ნაწილი, ჩემი მეორე ნახევარი... - ლამაზი თვალები აქვს არა? -ნოეს გაუღიმა და თითით ანიშნა ფოტოსკენ, მართლაც ულამაზესი თვალები ჰქონდა გეგას, თაფლისფერი, დიდი, წყლიანი... - ლამაზია, -დაუდასტურა და გაეღიმა, არასდროს უფიქრია იმაზე რომ ლამაზი თვალები ჰქონდა. - ღია ყავისფერი თმა ჰქონდა გეგას, ურჩი დაუმორჩილებელი, მუდამ აჩეჩილი და მზეზე საოცრად უბზინავდა, ერთი სული მქონდა როდის დავიმარტოხელებდი ხოლმე, წამოწვებოდა თავს კალთაში მიდებდა, მე თმებზე ვეფერებოდი ის კი კნუტივით ნაბავდა თვალებს... ინსტიქტურად გადაისვა ნოემ ხელი ზუსტად ისეთ თმაზე როგორსაც ლოლა აღწერდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მასზე საუბრობდა და არა გეგაზე, წარმოიდგინა როგორ დასრიალებდნენ ლოლას თლილი თითები მის თმაში, ღრმად ამოისუნთქა ად გამსრალი ტუჩები მოილოკა... - ძალიან ლამაზი იყო არადა ბრაზობდა ხოლმე როცა ვეუბნებოდი ლამაზი ხართქო, -გაეცინა და თავი გადააქნია, -სულ მებუზღუნებოდა ლამაზს ნუ მეძახი გოგო ხომ არ ვარო, არადა ნამდვილი საოცრება იყო. არასდროს უფიქრია ნოეს იმაზე რომ შეიძლებოდა ვინმეს ლამაზად მიეჩნია, არასდროს მიუქცევია ყურადღება საკუთარი გარეგნობისთვის მიუხედავად იმისა რომ საპირისპირო სქესის ყურადღებას არასოდეს უჩიოდა, ახლა კი უსმენდა ამ პატარა ნაზ არსებას და საშინლად ასიამოვნებდა მისი ყოველი სიტყვა რაც მის გარეგნობას ეხებოდა. - თავიდან ბოლომდე შემცვალა, ცხოვრება მასწავლა, დამანახა რომ ფული ყველაფერი არ არის, მასთან ურთიერთობისას მივხვდი რომ თურმე მეგობრები არ მყოლია, -მწარედ ჩაიცინა და ჭერს მიაპყრო აწყლიანებული თვალები, -გეგა არ მოსწონდათ რადგან ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ჩვეულებრივი სამსახურით, ძველისძველი ავტომობილით და მამაპაპისეული სახლით ქალაქის გარეუბანში, ჩემს მეგობრებს თვალში არ მოსდიოდათ მხოლოდ იმიტომ რომ ძვირადღირებული ბრენდების სამოსი არ ეცვა და უაზრო გართობაში ფულს არ ხარჯავდა, ამის გამო ჩემთან კონტაქტსაც უკლეს აი მე კი ძალიან მომწონდა მისი მეგობრები, უბრალო, მხიარული, გულიანი ახალგაზრდები, სამი წელი გავატარეთ ერთად, სამი ფერადი, მხიარული და სიყვარულით სავსე წელი, მასთან დედამისთან და მის მეგობრებთან უფრო მეტ დროს ვატარებდი ვიდრე სახლში, ბოლოს ჩემმა მშობლებმაც გაიგეს მის შესახებ და რა თქმა უნდა არ ეპიტნავათ უფულო სასიძო... - იმ დღეს დაბადების დღე მქონდა, საღამოს წვეულება იყო დაგეგმილი, დილით დამირეკა გეგამ, შევხვდი, ძალიან ღელავდა, ცოლობა მთხოვა, -თითზე გადაისვა ხელი ლოლამ ახლაღა მიაქცია ყურადღება ნოემ ულამაზეს ნიშნობის ბეჭედს. - დავთანხმდი, საღამოს წვეულებაზე დავპატიჟე, გვინდოდა ერთად გვეთქვა ამის შესახებ ჩემი მშობლებისთვის, მათ კი მამას მეგობრის და ბიზნესპარტნიორის შვილის ბაჩოსა და ჩემი დაქორწინება გადაუწყვეტიათ ისე რომ მე არაფერი ვიცოდი, წვეულება ახალი დაწყებული იყო როცა ბაჩომ გამოაცხადა რომ ერთ თვეში ვქორწინდებოდით, მერე კი გაოცებისგან და მოულოდნელობისგან ენაჩავარდნილს მეცა და მაკოცა, ძალით მოვიშორე და მაშინღა შევამჩნიე სახეწაშლილი გეგა, დარბაზის შემოსასვლელში იდგა, სადღესასწაულოდ გამოწყობილი, ხელში ყვავილებით, მამაჩემი მიუახლოვდა, რამდენიმე წამს ესაუბრებოდა, დღესაც არ ვიცი რა უთხრა მაგრამ გეგამ ფერი დაკარგა, თვალებამღვრეულმა მიყარა ყვავილები იქვე და გარეთ გავარდა, უკან მივყევი, ავტომობილში რომ ჩაჯდა გვერდით მივუჯექი, გაცოფებული იყო, არაფრის ახსნის საშუალებას არ მაძლევდა, ვეხვეწებოდი რომ გაჩერებულიყო რომ სიჩქარე შეენელებინა... - არ გინდა ნუღარ გააგრძელებ, -გულმა აღარ მოუთმინა ნოეს, მშვიდად ვერ უყურებდა როგორ იტანჯებოდა ლოლა, როგორ იმტვრევდა თითებს, როგორ ჩამოსდიოდა ცრემლები. - მინდა, მინდა რომ მოგიყვე, -საცოდავად ამოისლუკუნა, -იცი რამდენი ხანია მასზე არ მილაპარაკია? იცი რამდენი ხანია ამ ყველაფერს გულში ვიკლავ? ახლაც რომ არ მოვყვე გავგიჟდები, შეიძლება გიკვირს, შენ ხომ უცნობი ხარ, მაგრამ სწორედ იმიტომ ვბედავ ამ ყველაფერზე საუბარს რომ არ გიცნობ, ცოტა ხანში წახვალ და ვეღარასოდეს გნახავ... - გინდა რომ წავიდე? -ისე დაწყდა გული თითქოს თვითონ არ იცოდა რომ წასვლა მოუწევდა. - მე არა, ეს არ მითქვამს, -დაიბნა ლოლა, -არ იფიქრო რომ შენს გარეთ გაგდებას ვაპირებ, თანაც მითხარი რომ წასასვლელი არ გაქვს, შეგიძლია იმდენ ხანს დარჩე რამდენი ხანიც საჭირო იქნება იმისთვის რომ ფეხზე დადგე. - გააგრძელე, მომიყევი, -სწრაფად გადაიტანა საუბარი. - მომისმენ? - მთელი გულისყურით. - იმ დღეს საშინლად წვიმდა, ხილვადობა თითქმის არ იყო, გადაჭარბებული სიჩქარით მივდიოდით, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა... -აცახცახებული ხელები სახეზე აიფარა და წინ და უკან რწევა დაიწყო, თითქოს თავიდან განიცდიდა ყველაფერს, ყოველ წუთს და წამს რაც იმ ავბედით დღეს გადაიტანა... - ვერ გადაარჩინეს, იქვე დაიღუპა, მე ორი კვირის შემდეგ მოვედი გონს საავადმყოფოში, საშინელი დაჟეჟილობები მქონდა, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, გაბზარული ნეკნი და რაც ყველაზე უფრო მეტად საშინელი იყო ვერაფერს ვხედავდი, პირველად რომ გავიგე გეგას შესახებ ისეთი შეტევა დამემართა იძულებულები გახდნენ დავეძინებინე, ასე ძილბურანში გავატარე კიდევ სამი დღე, მერე ისიც რომ გავიაზრე რაც მჭირდა საბოლოოდ ჩამომექცა თავზე სამყარო თუმცა ოღონდ გეგას არაფერი მოსვლოდა, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო და თანახმა ვიყავი მთელი ცხოვრება სიბნელეში გამეტარებინა, ექიმმა თქვა რომ თვალებზე სერიოზული არაფერი მჭირდა, ყველაფერი ფსიქოლოგიური იყო და უბრალოდ დანახვა არ მინდოდა, სიმშვიდე და სიწყნარე მჭირდებოდა და ერთ დღესაც დავინახავდი, მას მერე ზუსტად ორი წელი გავიდა... - შენი მშობლები სად არიან? მათთან რატომ არ ცხოვრობ? - ამ ავტოავარიამ მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ბაჩომ როგორც კი გაიგო რომ დავბრმავდი მაშინვე გამოუცხადა ჩემს მშობლებს რომ ცოლად აღარ მომიყვანდა, სასაცილო იყო, ისე უარობდა ვითომ მე ვაპირებდი მასზე დაქორწინებას, ყველა დავკარგე, ჩემი ‘’მეგობრები’’ ნელ-ნელა შარშანდელი თოვლივით გაქრნენ, გონს მოსვლიდან ერთი კვირა ისე გავატარე საავადმყოფოში სანახავად არავინ მოსულა, არ მიკვირდა რომ გეგას მეგობრებმა არ მინახულეს რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, არ მიკვირდა იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი მე მადანაშაულებდნენ მის სიკვდილში, მშობლებს არ ველაპარაკებოდი, მიმაჩნდა რომ ყველაფერი მათი ბრალი იყო, ისინი რომ არა, მათი ინტრიგები რომ არა... - კარგად ხარ? დალიე, -წყალი მიაწოდა ნოემ გაფითრებულ გოგოს, ათრთოლებული თითებით ჩამოართვა ლოლამ და მოსვა, მერე კი გააგრძელა. - საავადმყოფოდან რომ გამწერეს ვუთხარი რომ მათთან ერთად ცხოვრება არ მინდოდა, მამაჩემმა უშვერი სიტყვებით გამომლანძღა, დედაჩემს კი სიცილი აუტყდა, -სად უნდა წახვიდე, თავი როგორ უნდა ირჩინო? ბრმა ხარ უმწეო და გამოუსადეგარი, ახლა ჩვენზე ხარ დამოკიდებული და რასაც გეტყვით ის უნდა გააკეთოო მომახალა... - ეზოში რომ ჩამიყვანეს კიდევ ერთხელ გავუძალიანდი, მათთან ერთად წასვლას ქუჩაში სიკვდილი მერჩივნა, გგონია რამე გააკეთეს ჩემს გადასარწმუნებლად? მამაჩემმა იქვე ხის ქვეშ მდგარ მერხთან მიმიყვანა დამსვა და ხელში ტელეფონი მომაჩეჩა, -აქ მანამ იჯდები სანამ არ დაგვირეკავ ბოდიშს არ მოგვიხდი და არ გვთხოვ რომ წაგიყვანოთო. - მოიცადე, მათ რა საავადმყოფოს ეზოში დაგტოვეს? -ნოე ყურებს ვერ უჯერებდა. - ჰო ასე უბრალოდ უპატრონო ლეკვივით მიმატოვეს, რომ წავიდნენ, რამდენიმე წუთი რომ გავიდა და მივხვდი დაბრუნებას არ აპირებდნენ მაშინღა გავაცნობიერე რა შარშიც ვიყავი. - მერე? მერე რა მოხდა? -მისკენ გადაიხარა ნოე, დაძაბული მიაშტერდა სახეში. - გეგას დედამ და მისმა მეგობრებმა მომაკითხეს, თურმე ნუ იტყვი და ყოველ დღე მოდიოდნენ ჩემს სანახავად, თურმე ჩემი მშობლები არ აძლევდნენ ჩემი ნახვის უფლებას, ვერ წარმოიდგენ რა ვიგრძენი როცა ნანა დეიდა ჩამეხუტა და ჩემთან ერთად ატირდა, ბიჭებიც ჩვენთან ერთად იყვნენ, მეხვეოდნენ, მამშვიდებდნენ, წუთითაც კი არ უგრძნობინებიათ ჩემთვის რომ რამეში მადანაშაულებდნენ, აქ მომიყვანეს, ეს ბინა გეგას უყიდია ჩვენთვის, სესხი აუღია, არ ვიცოდი, თურმე სიურპრიზს მიმზადებდა, -იმ დღეს როცა ხელი გთხოვა კრედიტი დაფარა და გახარებული იყო ახლა მე და ლოლას საკუთარი ბუდე გვექნებაო, მიყვებოდა მისი ბავშვობის მეგობარი ვატო, რისიც მისი საჩუქარია, სულ ერთი ციცქნა იყო, დაბადების დღიდან რომ წამოვიდოდით თურმე მაშინ უნდა ეჩუქებინა ჩემთვის, ნანა დეიდამ აქ უნდა იცხოვრო გეგას ასე ენდომებოდაო გამომიცხადა, ორი წელია ერთი დღეც კი არ გავა რომ არ მომიკითხოს, ხშირად მოდის ხოლმე ჩემთან, ბიჭებიც თითქმის ყოველდღე მაკითხავენ, ყველაფერში მეხმარებიან, უბრალოდ ახლა ბაკურიანში არიან დასასვენებლად, რომ ჩამოვლენ აუცილებლად გაგაცნობ... უცბად შეწყვიტა საუბარი და ლოყები აუწითლდა დარცხვენილს, -ძალიან გავერთე არა? მაპატიე, ისინი რომ ჩამოვლენ ალბათ აქ აღარ იქნები, კიდეც რომ იყო რატომ უნდა გინდოდეს მათი გაცნობა... - დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ასეთ კარგ ადამიანებს, -თვითონაც არ იცოდა რატომ თქვა, სიტყვებს უკან ვეღარ დააბრუნებდა, არც უნდოდა, ისე გაუბრწყინდა თვალები ლოლას ღირდა ამად. - ესე იგი არ წახვალ? -დაიმედებული ხმით ჰკითხა. - თუ ნებას მომცემ დავრჩები, თანაც ხომ გითხარი წასასვლელი არ მაქვს... - მატყუებ, საკმარისია ტყუილი ნუღარ გააგრძელებ გთხოვ, -მოკლედ მოუჭრა ლოლამ და ასადგომად წამოიწია, მუხლზე დააწვა ხელით ნოე და დაჯდომა აიძულა. - რას ნიშნავს გატყუებ? ასე რატომ ფიქრობ? - უსახლკაროს არ გავხარ, მართალია ბრმა ვარ მაგრამ სხვა შეგრძნებები მაქვს გამძაფრებული, თანაც ძვირადღირებულ ნივთებს და სამოსს ხელის ერთი შეხებით ვცნობ, შენი სუნამოც ნამდვილად არ არის იაფფასიანი, საათი რომელიც მაჯაზე გიკეთია ალბათ რამდენიმე ათასი ღირს, ვინ ხარ ნოე? უსახლკარო და უთვისტომო რომ არ ხარ ვხვდები, მაგრამ ვინ ხარ? რას აკეთებდი იმ ჩიხში? რატომ ფიქრობდი რომ სიცოცხლე აღარ გინდოდა? - მართლა აღარ მინდოდა, -ხრინწგარეული და ყოყმანშეპარული ხმით ჩაილაპარაკა. - ისევ მატყუებ, ადამიანი რომელსაც სიცოცხლე აღარ უნდა ახლა ჩემს წინ არ იჯდებოდა და ჩემს სევდიან ისტორიას არ მოისმენდა. - უცნაური გოგო ხარ ლოლა, იცოდი რომ წასასვლელი მქონდა, თავიდანვე მიხვდი რომ გატყუებდი მაგრამ მაინც წამომიყვანე. - რა მნიშვნელობა აქვს, იმ წუთას დახმარება გჭირდებოდა და დაგეხმარე, ვის რაში აინტერესებს, როგორი სახლი გაქვს ან რა გაცვია, უბრალოდ არ მომწონს რომ მატყუებ, -უდარდელად აიქნია ხელი და სივრცეს გაუღიმა, -მდიდარი მამიკოს მეამბოხე შვილი ხარ? თუ სიყვარულის გამო ხარ ისეთი გულგატეხილი რომ გეგონა სიცოცხლე აღარ გინდოდა? - შეიძლება მოგიყვე კიდეც რაც მოხდა, მაგრამ ახლა არა, -თვალები დაენისლა ნოეს, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, სწორედ ამ დროს გაჩხაკუნდა შემოსასვლელი კარის საკეტი. - ვინმეს ელოდებოდი, -მშვიდად მჯდარი ლოლასკენ მიბრუნდა. - ალბათ ნანა დეიდაა, მხოლოდ მას აქვს გასაღები. - უხერხული არ იქნება აქ რომ მნახავს? - არა უშავს ყველაფერს ავუხსნი, მაგაზე არ იფიქრო, ლოლაც წამოდგა და უხერხულად აწურულ ნოეს ამოუდგა გვერდით. - ნანა დეიდა სტუმარი გვყავს, მისაღებში შემოსული შავებში ჩაცმული საშუალო სიმაღლის გამხდარი ლამაზი ქალისკენ წავიდა ხელის ცეცებით რომელიც თვალს არ აშორებდა ნოეს და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. - ღმერთო ჩემო ეს შეუძლებელია აღმოხდა ბოლოს და გონწასული დაეცა იატაკზე... ლოლას გვერდით იჯდა საავადმყოფოს მოსაცდელში, მისი მეზობლის ვანიკოს მოსაცმელი ეცვა და მჭიდროდ იხვევდა ტანზე, ცდილობდა მისი სისხლმდინარე ჭრილობა არავის შეემჩნია, ნაკერები გახსნოდა და მაისური ნელ-ნელა ეჟღინთებოდა სისხლით... - არ უნდა წამოსულიყავი, შენთვის სიარული, ფეხზე დგომა და მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება, ჭრილობა რომ გაგიღიზიანდეს? -მისკენ შემობრუნდა და ხელი უაზროდ გაამოძრავა ჰაერში, მას ეძებდა, მიუხვდა ნოე, თითები შეაგება, მწარედ გაეცინა ლოლას... - საცოდავი ვარ, საწყალი არსება რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია, იმიტომ წამოგვყევი რომ მარტო არ ვყოფილიყავი და ახლა შენც რომ ცუდად გახდე მერე რა უნდა ვქნა? ნანა დეიდაზეც ჯერ ვერაფერი გავიგეთ, -სლუკუნით ჩაჭიდა ხელი და თავი ჩაღუნა, კბილი კბილს დააჭირა ნოემ რომ ტკივილისგან კვნესა არ დასცდენოდა. - ყველაფერი კარგად იქნება ლოლა, აი ნახავ სულ მალე გამოვა ექიმი და გვეტყვის რომ ყველაფერი კარგად არის, -მთელი ძალა მოიკრიბა რომ მშვიდად ეთქვა და ხმაში ტკივილი და ცუდად ყოფნა არ შეტყობოდა, -შენ არ ხარ სუსტი, არ მომწონს რომ შენს თავზე ასე საუბრობ, ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი შევხვედრივარ, ყველაზე კარგი ადამიანი. - თუ მართლა ასეთი ვარ, რატომ არავინ არ არის ჩემს გვერდით ახლა, როგორ შეუძლიათ ჩემს მშობლებს რომ ასეთი გულცივები იყვნენ? მათზე ვბრაზობ მაგრამ ხანდახან მენატრებიან კიდეც. - საერთოდ არ ნახულობთ ერთმანეთს? - იმის მერე რაც საავადმყოფოდან გეგას დედამ წამიყვანა მხოლოდ ერთხელ დამირეკეს, მთხოვეს ბოდიში მომეხადა მათთვის და ამ ‘’მათხოვრებთან’’ ყველანაირი ურთიერთობა გამეწყვიტა თორემ ჩემზე საბოლოოდ იტყოდნენ უარს, როგორც ხედავ სიტყვას ასრულებენ. - და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მყარად დგახარ ფეხზე, სწორედ ამიტომ გეუბნები რომ ძალიან ძლიერი ხარ. - უბრალოდ გინდა რომ გამამხნევო, -საცოდავად ამოისლუკუნა. - როგორ დაგაჯერო რომ მართლა ასე ვფიქრობ? - ცოტა ძნელია ამის დაჯერება, მოდი ახლა შენს შესახებ მომიყევი რამე. - ჩემს შესახებ? - ჰო რატომ გიკვირს? ჩემზე ყველაფერი იცი და მეც მინდა რომ შენზე გავიგო რამე, ბოლოს და ბოლოს მეგობრები ვართ. - მეგობრები ვართ და მე არ ვიცი? -ღიმილი ვერ შეიკავა ნოემ. - დღეიდან გეცოდინება, -ლოლასაც გაეღიმა, უყურებდა ნოე საცოდავად მობუზულ თმააბურდულ გოგოს და ახლა როგორც არასდროს უნდოდა ვინმესთვის გული გადაეშალა, ვეღარ იტევდა იმ ყველაფერს რაც მასში ხდებოდა. - გახსოვს რომ მითხარი ჩემი ისტორია სევდიანიაო? - მახსოვს, -ლოლამ მისკენ მოაბრუნა თავი და თვალები ცნობისმოყვარეობით აენთო. - ჰოდა ჩემი ისტორია უარესია წინასწარ მინდა რომ იცოდე, მზად ხარ მოისმინო? - მართლა მომიყვები? -ისე საყვარლად კითხა, ნოემ ძლივს შეიკავა თავი რომ მისი სახე ხელებში არ მოექცია და ტუჩებზე არ დაკვდომოდა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ჩაახველა, ეუცნაურა ეს გრძნობა, უკვე ორი წელი იყო რაც არავის მიმართ ასეთი მიზიდულობა არ ეგრძნო. - მართლა მომისმენ? -ხრინწგარეული ხმით ჰკითხა. - რათქმაუნდა მოგისმენ. - მაშინ მოდი ცოტა ახლოს მოჩოჩდი, ნუ მორცხვობ არ შეგჭამ, -საჩვენებელი თითი ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე და გაეღიმა როცა იგრძნო როგორ აფორიაქდა. - რა აკეთებ? -სახე აუფორაჯდა ლოლას. - უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო, ვხედავ როგორ კანკალებ სიცივისგან, ექიმი კიდევ კარგა ხანს არ გამოვა, ასე რომ ნუ ინაზები მოდი, -ხელი მის ზურგს უკან გაშალა და ფრთხილად შეეხო მხარზე, ერთხანს ჩუმად და გაუნძრევლად იჯდა ლოლა თითქოს ყოყმანობსო, მერე კი ახლოს მიუჩოჩდა და შეცივნული ჩიტივით შეუძვრა მხარქვეშ. - იცოდე მხოლოდ იმიტომ გეხუტები რომ მართლა ძალიან მცივა, -ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა. - სხვანაირად არც მიფიქრია, -მოულოდნელად სიანცემ გაიჟღერა ნოეს ხმაში. - მიდი დაიწყე, მართლა ძალიან მაინტერესებს რატომ ხარ ასეთი? - როგორი ასეთი? - სიცოცხლე მობეზრებული. - ჰმ, ორი სიტყვით დამახასიათე? კარგი, გაინტერესებს რატომ მომბეზრდა სიცოცხლე? სინამდვილეში სიცოცხლე არ მომბეზრებია, უბრალოდ სიცოცხლისთვის მიზეზი აღარ დამრჩა. - ეს ერთი და იგივეა. - სულაც არა, სხვადასხვა რამეა თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ერთი სიტყვით უმდიდრეს ოჯახში დავიბადე, უფრო სწორად თავიდან მეგონა ასე. - რას გულისხმობ? - თუ დამაცდი მოგიყვები? -ნაზად გადაუწია შუბლზე ჩამოყრილი თმა და ღიმილით დახედა ზემოდან, -მამაჩემი ცნობილი პოლიტიკოსი იყო, საკუთარი ბიზნესიც ჰქონდა, უამრავი უძრავ-მოძრავი ქონება, საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა, დედაჩემი... უფრო სწორად თინი ანუ ის ქალი ვინც დედად მიმაჩნდა ყოფილი მოდელი იყო, მამას ვუყვარდი, მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდა, სანამ მამა ცოცხალი იყო დედისგანაც ასე თუ ისე ცოტაოდენ სითბოს მაინც ვგრძნობდი, თორმეტი წლის ვიყავი როცა მამა დაღუპა და თინი იმ დღესვე შეიცვალა ჩემს მიმართ, საერთოდ გაგიჟდა როცა გაიგო რომ მამამ მთელი ქონება მე დამიტოვა, საშინლად მექცეოდა, პირდაპირ მეუბნებოდა რომ არ ვუყვარდი, რომ არ ვჭირდებოდი, რომ ერთი მუქთახორა და უსარგებლო ვიღაც ვიყავი... სახალხოდ მამცირებდა და შეურაცხმყოფდა... - ასე როგორ გექცეოდა? როგორ შეეძლო? -ლოლას ისეთი ხმა ჰქონდა ცოტაც და ატირდებოდა, გაეღიმა ნოეს, პირველად გრძნობდა რომ ვიღაცას მართლა აინტერესებდა რა ხდებოდა მის თავს, ვიღაც მართლა გულწრფელად ღელავდა მასზე. - სხვა ბავშვს ჩემს ადგილზე შეიძლებოდა პროტესტის გრძნობა გასჩენოდა და საერთოდ წასულიყო ხელიდან მე კი პირიქით ვიქცეოდი, სანიმუშო შვილი და მოსწავლე ვიყავი, ყველანაირად ვცდილობდი მისი კეთილგანწყობა და სიყვარული დამემსახურებინა, საკუთარ თავში ჩავიკეტე, არ მყავდა მეგობრები, სრულიად მარტო ვატარებდი დროს, იმაზე ფიქრი დავიწყე რომ მართლა უვარგისი და უსარგებლო ვიყავი... - ასე არ შეიძლება ნოე, სულ პატარა იყავი, რა ჯანდაბა ჭირდა, როგორ შეეძლო... -საცოდავად ამოიტირა ლოლამ, წამოიწია, ხელის ცეცებით მოძებნა ნოეს ლოყა და ფრთხილად ჩამოუსვა თითები, თვალები დახუჭა ბიჭმა და თავი უკან გადაწია. - ასე თუ გააგრძელებ მოყოლას ვეღასოდეს დავასრულებ, -ღიმილი იგრძნობოდა მის ხმაში, შერცხვა ლოლას ლოყები აუწითლდა, თავი ჩაღუნა და მკერდზე მიეკრა. - გააგრძელე გთხოვ. - სკოლა წარჩინებით დავამთავრე, სრულწლოვანი გავხდი თუ არა ქონების განკარგვის უფლება მომეცა და თინიც ცოტახნით შეიცვალა ჩემს მიმართ, დატკბა, ალერსიანი გახდა, გულუბრყვილოდ მჯეროდა რომ ვუყვარდი რომ როგორც იქნა შემამჩნია... - ყველაფრის გადაფორმება რომ მთხოვა და უარი რომ ვუთხარი, მაშინ მოგვივიდა პირველი სერიოზული უსიამოვნება. - უარი რატომ უთხარი? - მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარდა მასზე ვბრაზობდი კიდეც, მამა ორი თვის დაღუპული არც იყო როცა სახლში საყვარელთან ერთად გამომეცხადა, ეს საყვარელი კი არც მეტი, არც ნაკლები, მამას საუკეთესო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი ვახო იყო, დროდადრო სხვა მამაკაცებთანაც ვამჩნევდი თუმცა ვახოს და მას სტაბილურად მყარი ურთიერთობა ჰქონდათ და ზუსტად იმ დღეს დილით თხოვა ხელი როცა ჩემგან ქონების გადაფორმება მოისურვა ქალბატონმა, ეს ვიცოდი და საშინლად ვიყავი გაბრაზებული ამიტომაც ვუთხარი რომ მისთვის არაფრის მიცემას არ ვაპირებდი და თვითონ გავუძღვებოდი მამას დანატოვარ ბიზნესს, მან კი ვეღარ მოითმინა და პირში მომახალა რომ მისი შვილი არ ვიყავი... - ოჰო, დაუჯერებელია, -ლოლამ მაინც ვერ მოითმინა რომ კომენტარი არ გაეკეთებინა. - რა არის დაუჯერებელი? -მწარედ გაეცინა ნოეს, -ის რომ მთელი ცხოვრება მატყუებდნენ? აღმოჩნდა რომ დედას შვილის გაჩენა არ სდომებია იმის გამო რომ ფიგურას უფრთხილდებოდა, ამიტომაც მამას სხვა ქალისთვის თანხა გადაუხდია რომ მისგან ბავშვი გაეჩინა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მითხრეს. - გამოდის რომ მამაშენი შენი ნამდვილი მამა იყო? - ასე გამოდის, წარმოგიდგენია? ჩემმა სათაყვანებელმა მამამ უბრალოდ ფულის სანაცვლოდ მიყიდა, დედა კი დედა არ აღმოჩნდა. - ნამდვილი დედის მოძებნა არ გიცდია? - რატომ? - იმიტომ რომ იქნებ სულაც არ იყო ყველაფერი ისე როგორც შენ იცი. - შემეშინდა ლოლა, შემეშინდა რომ ვიპოვიდი და მის თვალებში დავინახავდი რომ ის ყველაფერი რაც ვიცი თავიდან ბოლომდე სიმართლეა, ამიტომ არ მოვძებნე, ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება, თინი ვახოს გაყვა ცოლად და მასთან გადავიდა, მე კი თავით ფეხამდე ჩავეფალი სწავლასა და საქმეში, თინი და ვახო ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის ხელის შეშლას, სასამართლოშიც კი შეიტანეს საჩივარი, იმ ქონებას ითხოვდნენ რომელიც არ ეკუთვნოდათ, რათქმაუნდა პროცესი წააგეს, დარბაზიდან გასვლისას თინი მომიბრუნდა და დამემუქრა, მითხრა რომ აუცილებლად გამამაწარებდა... რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტიც დავამთავრე და მამაჩემის დანატოვარი ბიზნესიც გავაორმაგე, ნამდვილ რობოტად ვიქეცი, ჩემთვის საქმის გარდა არავინ და არაფერი არ არსებობდა, მერე კი ის გავიცანი... - ხმა დაგითბა, ზუსტად ისე როგორც შეყვარებულ მამაკაცს, -ლოლა უხერხულად შეიშმუშნა ნოეს მკლავებში თუმცა ნოემ ადგომის და მოშორების საშუალება არ მიცა. - ნუ ფართხალებ თორემ თხრობას შევწყვეტ. - შეწყვიტე მერე რას მემუქრები, -გაბუტულმა ჩაიბურტყუნა. - კარგი რა ხომ ვიცი რომ ერთი სული გაქვს როდის გავაგრძელებ ასე რომ ჩუმად იჯექი, ესე იგი იყო და არა იყო რა... - ნუ მასხრობ. - კარგი კარგი, ვაგრძელებ, მე და ნიამ საქმიან შეხვედრაზე გავიცანით ერთმანეთი, ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულებას ვაფორმებდით ის კი კომპანიის ხელმძღვანელის ასისტენტი იყო, მალევე დავახლოვდით, არ ვიცი, ვერ ვხვდები როგორ მოახერხა და ასე მალე შემოიჭრა ჩემს გულსა და გონებაში, პატარა იყო, გამხდარი, მოკლე შავი თმითა და აპრეხილი ცხვირით ზღაპრულ ელფს ჰგავდა, -წამით შეჩერდა ნოე, ამოიოხრა და ამ ამოოხვრას გულიც თან ამოატანა... - მიჭირს მასზე ლაპარაკი. - მაპატიე თუ ისეთი რამის გახსენებას გაიძულებ რაც შენთვის მტკივნეულია ნოე. - მისი გახსენება ჩემთვის ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა რომ არა ჩვენი პატარა... - ბავშვი გყავდათ? - ჩვენი ურთიერთობის ერთი წლის თავზე დაფეხმძიმდა, ჩემს დაბადების დღეზე მახარა ეს ამბავი, იმ დღეს ოცდაექვსი წლის გავხდი. - გაგიხარდა? - რათქმაუნდა გამიხარდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დაიარებოდა ამ ცისქვეშეთში, ბავშვმა მთლიანად შემცვალა, სამუშაოსაც კი ვეღარ ვუდებდი გულს, მთელი დღეები საყიდლებზე დავდიოდით, მერე ერთად შევღებეთ მისი ოთახი, ავეჯი ვიყიდეთ, ვკამათობდით თუ რაფრად უნდა შეგვეღება ოთახი მერე შევთანხმდით და ნახევარი ცისფრად ნახევარი კი ვარდისფრად შევღებეთ... - შენ რა ტირი? -ლოლამ ხელის ზურგზე დაცემული ცრემლი მოიწმინდა და ფრთხილად გააცოცა თითები ნოეს სახისკენ, შეკრთა როცა ნოემ ხელი დაუჭირა. - არ ვტირი, ეს უბრალოდ... შემთხვევით... როცა მათზე ვფიქრობ თავს ვერ ვიკავებ, საოცრად ლამაზი იყო ნია, უკვე შესამჩნევად ჰქონდა წამოზრდილი მუცელი, სამსახურში ვიყავი როცა დამირეკეს და შემატყობინეს რომ გაიტაცეს... - ყველაფერი შევასრულე რაც მოითხოვეს, ფული, ძვირფასეულობა, რაც მთხოვეს ყველაფერი მივეცი, ვერ გადავარჩინე, სადღაც სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი, შიშის და ნერვიულობის გამო მუცელი მოეშალა, საავადმყოფოში რომ წაეყვანათ იქნებ გადარჩენილიყო კიდეც მაგრამ ასე უბრალოდ იდგნენ და უყურებდნენ როგორ იცლებოდა სისხლისგან... - გამტაცებლები? -ლოლას ხმა ძლივს ისმოდა, გაჭირვებით იკავებდა თავს რომ არ აღრიალებულიყო. - ორივე დააკავეს ვახოც და თინიც... - როგორ? ესე იგი ისინი... - ნია მათ გაიტაცეს, ვახო გაკოტრებულა ფული აღარ ჰქონიათ და ამიტომაც დაგეგმეს ნიას გატაცება ეგონათ ფულით და ძვირფასეულობით სავსე ჩემოდნებით უპრობლემოდ გადავიდოდნენ საზღვარზე, ახლა ორივე ციხეში არიან თუმცა თინიმ მაინც მოახერხა დანაპირების შესრულება გამამწარა, ცხოვრება დამინგრია, ნიას სიკვდილის შემდეგ კარგა ხანს ვერ მოვედი გონს, ვერ ავიტანე, ვერ შევძელი, ვერ გავუძელი, სმა დავიწყე იმიტომ რომ ვერ ვიძინებდი, თვალს მოვხუჭავდი თუ არა ჩემი არდაბადებული შვილის ტირილი ჩამესმოდა, თვალხილულს კი ყველგან ნია მელანდებოდა, სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, იმ დღეს როცა შენ მიპოვე მისი გარდაცვალების ორი წლისთავი იყო, ბარში ვიყავი, უზომოდ ბევრი დავლიე, გარეთ გამოვედი ჰაერის ჩასაყლაპად, დავინახე როგორ აედევნა გამვლელ გოგონას უკან ორი მთვრალი და წამლისგან გონებაგათიშული ავაზაკი, იმ ჩიხში მივუსწარი, მის გაუპატიურებას აპირებდნენ, მისი გადარჩენა მოვახერხე მაგრამ დამჭრეს, გოგონა გაიქცა, აზრადაც არ მოსვლია პოლიცია ან სასწრაფო გამოეძახა... - ღმერთო ჩემო, -ამოიხვნეშა ლოლამ, -რისი რომ არა.... - რისი ვინ არის? - ჩემი ძაღლი, აი ის გეგამ რომ მაჩუქა, იმ დღეს სახლში ვბრუნდებოდი ძალით წამომათრია იმ გზით, ალბათ იგრძნო რომ ვიღაცას უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა. - ესე იგი რისს უნდა ვუმადლოდე სიცოცხლეს? - ასე გამოდის... ერთმანეთზე თავმიდებულებს ჩაეძინათ ექიმის ლოდინში, მხარზე ხელის მსუბუქმა შეხებამ გამოაფხიზლა ნოე, გაჭირვებით გაახილა თვალები და ქვემოდან ახედა სამ ბიჭს რომლებიც სულთამხუთავებივით ადგნენ თავზე და გაოცებულები, შეშფოთებულები, პირდაღებულები უყურებდნენ... - რა ჯანდაბაა, რა ხდება? -მაღალმა ქერათმიანმა ბიჭმა ხელები გაშალა და გაფართოებული თვალებით გადახედა დანარჩენებს. - ჩუმად იყავით ვერ ხედავთ რომ ძინავს, - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ნოემ და მის მკლავებში განაბულ ლოლას დახედა. - ხმაც ისეთი აქვს ახლა გავგიჟდები, -თავში ხელი შემოირტყა საშუალო სიმაღლის შავთმიანმა დაკუნთულმა ბიჭმა და კედელს მიეყრდნო რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა, ნოე დაბნეული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. - იქნებ ამიხსნათ ვინ ხართ და რა ხდება? - შენ თვითონ ვინ ხარ და ჩვენს მეგობარს რატომ ეხუტები, -ახლა მესამემ, გამხდარმა ჭროღათვალებიანმა ამოიღო ხმა. - თქვენ ლოლას მეგობრები ხართ? -იკითხა და უცბად დალაგდა მის გონებაში ყველაფერი, ალბათ ესენი იყვნენ გეგას მეგობრები და იმიტომ უყურებდნენ ასე გაოცებულები რომ მისი და გეგას უჩვეულო მსგავსება აკვირვებდათ, -თქვენ ხართ გეგას მეგობრები? - მოიცა ეს საიდანღა იცი? - ლოლამ მომიყვა თქვენს შესახებ და სხვათაშორის ის შეტყობინებაც მე გამოგიგზავნეთ ლოლას ტელეფონიდან, ლოლას არ უნდოდა რომ დასვენება ჩაგშლოდათ. - ვინ ჯანდაბა ხარ და ლოლას საიდან იცნობ? - სულ რაღაც სამი დღე დავტოვეთ მარტო და ასე უცბად სად იპოვეთ ერთმანეთი? - ისე ძალიან გენდობა რომ ჩვენს შესახებ მოგიყვა? - გეგას ასე ძალიან რატომ ჰგავხარ? ერთბაშად დააყარეს კითხვები, არ იცოდა რა პასუხი უნდა გაეცა მათთვის, თვითონაც მათსავით გაურკვევლობაში იყო და აინტერესებდა რა ხდებოდა. - იქნებ მისი ტყუპისცალია, -წამოცდა დაკუნთულს და ნოეც რატომღაც მხოლოდ ახლა დაფიქრდა ამაზე, ნუთუ ეს შესაძლებელი იყო... - ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არა არის, -კბილებში გამოსცრა ნოემ, -ვიცი რომ თქვენს მეგობარს ძალიან ვგავარ და ეს მეც თქვენსავით მაკვირვებს, თუმცა ახლა ამ ყველაფრის გასარკვევათ არც ადგილი და არც მდგომარეობა ხელს არ გვიწყობს. - გავხარ? მსგავსება მსუბუქი ნათქვამია, -ჩაიცინა ქერამ, მისი ზუსტი ასლი ხარ. - რა გჭირს კარგად ხარ? რა ფერი გაქვს? -ჭროღათვალებიანმა მხარზე დაადო ხელი და დაკვირვებით შეათვალიერა, -შენ რა დაჭრილი ხარ? -სისხლით გაჟღენთილ მოსაცმელზე გაუშტერდა მზერა რომლის ხელით დაფარვასაც ცდილობდა ნოე, ხელი ძალით ჩამოაწევინა და გადაუწია, -ჯანდაბა, ცუდ დღეში ხარ ძმაო, ექიმი გჭირდება. - კარგად ვარ, შემეშვი, -უხეშად შეეპასუხა, თუმცა საშინელ თავბრუსხვევის შეგრძნებას რომ ვერაფერი მოუხერხა, თავი უკან გადააგდო, თვალები მაგრად დახუჭა და კბილი კბილს დააჭირა, ცუდად იყო, უკვე ხელის განძრევაც კი უჭირდა, უნდოდა შეწინააღმდეგებოდა ბიჭებს როცა მძინარე ლოლა მკლავებიდან გამოაცალეს თუმცა ვერ მოახერხა, ვერც მაშინ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა, როცა წამოაყენეს მხრებში აქეთ-იქიდან შეუდგნენ და სადღაც წაიყვანეს... ცისფრად შეღებილ, წამლების სუნით გაჟღენთილ პალატაში მოვიდა გონს, საწოლზე იწვა, ვენაში წვეთოვანი ედგა, ტკივილის მიუხედავად მაინც მოახერხა წამოჯდომა, შეცბა, გული გაუთბა და თვალები აუწყლიანდა როცა იქვე ჩამომჯდარი ლოლა დაინახა, ლოყა საწოლზე ედო და ეძინა, თმა აბურდული ჰქონდა, უპეები ჩაშავებული, მშვიდად სუნთქავდა და დროდადრო საყვარლად აცმაცუნებდა ტუჩებს, ფრთხილად შეეხო სახეზე, მერე თმაში შეუცურა თითები... - ნოე? გაიღვიძე? კარგად ხარ? -თავი ასწია და უხერხულად წოლისგან გაშეშებული მხრები აამოძრავა, უაზროდ აცეცებდა ულამაზეს თვალებს, -ნოე? ნოე რატომ არ მელაპარაკები? -ჯერ გაოცება შემდეგ კი შეშფოთება გაუკრთა ხმაში. - აქ ვარ, კარგად ვარ, ნუ გეშინია, -მისი ხელი ხელში მოიქცია ნოემ და მაგრად მოუჭირა, შვების ოხვრა აღმოხდა ლოლას გაფითრებულ ბაგეებს, -ძალიან შემეშინდა, -ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა. - ჩემს გამო შეგეშინდა? -მოლოდინით სავსე მზერით მიაჩერდა ცრემლიან თვალებში. - რათქმაუნდა შენს გამო შემეშინდა სულელო, რომ გავიღვიძე და თემომ რომ მითხრა, პალატაში გადაიყვანესო კინაღამ გავგიჟდი, მიხარია რომ კარგად ხარ, -პატარა ბავშვივით ეტიტინებოდა და ერთი წამითაც არ უშვებდა ხელს, ძლივს გადააგორა მღელვარებისგან ყელში მომდგარი ბურთი ნოემ... - დიდი ხანია მძინავს? -ჰკითხა რომ როგორმე საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. - კი საკმაოდ დიდი ხანია, ვინ იფიქრებდა რომ ახალი წლის პირველი დღის გატარება საავადმყოფოში მოგვიწევდა, თუმცა მთავარია ყველაფერი კარგადაა, ვინ დაეძებს რა დროა და რა დღეა. - ნანა დეიდა როგორ არის? - ლოლას სახე რომ გაუბრწყინდა მაშინვე მიხვდა ნოე რომ ყველაფერი კარგად იყო. - კარგად არის, სერიოზული არაფერია, ვერ გავიგე რატომ წაუვიდა გული თუმცა ექიმმა თქვა რომ საშიში არ არის, ხვალ გაწერენ, აი შენ კი მოგიწევს რამდენიმე დღე აქ ყოფნა, იცოდე შეწინააღმდეგება არ გაბედო, -მუქარით დაუქნია თითი. - ხელს ხომ არ გიშლით, პალატაში ერთდროულად შემოსულმა ბიჭებმა შეაწყვეტინეს საუბარი, მათი დანახვისთანავე მიხვდა ნოე რომ რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, ტუჩზე ხელი მიიდო ქერამ და შენ ჩუმად იყავიო ანიშნა, მერე კი საწოლისკენ გაემართა ად ხელი გაუწოდა. - გუშინ ერთმანეთის გაცნობა ვერ მოვასწარით, მე ვატო ვარ, ეს თემოა, ჭროღათვალებიანზე მიუთითა, ეს კი ჩვენი პატარა დათუნაა, დაბღვერილ, დაკუნთულ შავთმიან ბიჭზე მიუთითა რომლისგანაც წამსვე მიიღო ისეთი მწარე მუჯლუგუნი რომ სიმწრისგან ამოიღმუვლა. - ისევ პატარა ბავშვებივით ჩხუბობთ, -დაიწუწუნა ლოლამ, -ცოტა მაინც მოგერიდოთ, ნოე რას იფიქრებს? - არაფერსაც არ იფიქრებს, შენ კი ადექი სახლში წაგიყვანენ თემო და დათუნა. - არ მინდა სახლში, -ხელები გულთან გადაიჯვარედინა ლოლამ და ფეხები დააბაკუნა, ნოეს გაეღიმა, ეტყობოდათ რომ მართლა კარგი მეგობრები იყვნენ. - ნუ ჯიუტობ, უბრალოდ ცოტას დაისვენებ, წყალს გადაივლებ, გამოიცვლი და ისევ აქ დაბრუნდები, ნუ გეშინია მე აქ დავრჩები და ორივეს მივხედავ, ნანა დეიდასაც და ნოესაც. - წადი ლოლა და ცოტა დაისვენე, ძალიან დაღლილი ხარ, -ნოემ ფრთხილად მოიქცია მისი ხელი ხელში და მოუჭირა, ლოლასაც ბევრი აღარ უყოყმანია, უსიტყვოდ გაყვა ბიჭებს. - აბა დაიწყებ თუ არა, -ბალიში შეისწორა ზურგს უკან და მოღუშულ ვატოს გაუსწორა მზერა, -მოდი ჩამოჯექი და მითხარი რატომ გააზავნე ლოლა, რა თემაზე გაქვს ჩემთან სალაპარაკო. - გუშინაც და დღეს დილითაც ბევრი ვისაუბრეთ მე თემომ და დათუნამ, -ვატო საწოლზე ჩამოჯდა და ისეთი სითბოთი და მონატრებით სავსე თვალებით შეხედა, მიხვდა ნოე, ახლა მის ადგილზე გეგას ხედავდა და თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, ალბათ როგორ უყვარდათ, ალბათ რა ძნელია ასე ახლო და საყვარელი ადამიანის დაკარგვა... - უბრალოდ წარმოუდგენელია ორი ადამიანი ასე უმიზეზოდ ჰგავდეს ერთმანეთს, გეგას ასლი ხარ ნოე, გვინდა გავარკვიოთ რა ხდება. - ლოლა რატომ გაუშვით? - მისმინე, ახლა რასაც გეტყვი ეცადე რომ სწორად გაიგო, სანამ აქ შემოვიდოდით ამ საკითხზეც ბევრი ვისაუბრეთ და ვიკამათეთ მე და ბიჭებმა, როგორც მივხვდი ლოლამ რაღაც-რაღაცები მოგიყვა თავის წარსულზე, მისი და გეგას ურთიერთობაზე... - მითხრა რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მომიყვა როგორ დაიღუპა გეგა და როგორ დაეხმარეთ თქვენ და გეგას დედა, -ნოეს ხმაში სევდა შეეპარა ამ ყველაფრის გახსენებისას, ჯერ კიდევ უჭირდა იმ სიტუაციის გათავისება რა სიტუაციაშიც იყო, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე აღარ უნდოდა, ახლა კი გარს თითქმის უცნობი ადამიანები ეხვივნენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ასე თუ ისე მისი ბედი აღელვებდათ. - საქმე იმაშია რომ იმის ნახევარიც არ იცი რაც სინამდვილეში მოხდა, ლოლა იმას ნამდვილად არ მოგიყვებოდა თუ რა ცუდად იყო როცა გეგა დაიღუპა, ამას დამატებული სიბრმავე, ამ ყველაფერთან შეჩვევა ძალიან გაუჭირდა, არ იმჩნევდა თორემ ცალკე მშობლებზე ნერვიულობდა, ვერ ეგუებოდა იმას რომ ასე უბრალოდ ამოშალეს მათი ცხოვრებიდან, ძალიან ცუდად იყო, მთელი დღეები გაუნძრევლად იწვა, არ ჭამდა, არ გველაპარაკებოდა, საჭმელს ძალით ვაჭმევდით რომ შიმშილით არ მომკვდარიყო... - არადა რატომღაც ვიფიქრე რომ ხალისიანი და მხიარული გოგოა, საუბრითაც მშვენივრად ვსაუბრობდით, იღიმოდა... - ხალისიანი და მხიარული იყო სანამ გეგა დაიღუპებოდა, მერე როგორც უკვე გითხარი ძალიან შეიცვალა, გეგას დაღუპვიდან ერთი წლის თავზე დაიწყო გონს მოსვლა, შეძლებისდაგვარად ცდილობდა ცხოვრებას დაბრუნებოდა, თუმცა პირველად დღეს დავინახე მის სახეზე ღიმილი, კარს უკნიდან ვისმენდი თქვენს საუბარს, დაჯერება მიჭირს... - იმის დაჯერება გიჭირს რომ ვსაუბრობდით? -ნოემ გაკვირვებულმა აზიდა წარბი. - ხომ გითხარი, შენ ბევრი რამ არ იცი, ჩვენსა და მისი მეზობელი ვანიკოს გარდა ლოლა არავისთან ურთიერთობდა, არავის ესაუბრებოდა, ღიმილზე და ხუმრობაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, არ ვიცი რატომ მაგრამ შენ მასზე კარგად მოქმედებ. - ისიც კარგად მოქმედებს ჩემზე, -ჩაეღიმა ნოეს, -საოცარი გოგოა, დიდი სურვილი მაქვს რომ მასთან ურთიერთობა გავაგრძელო. - მართალი ხარ, საოცარი გოგოა მაგრამ თუ აღმოჩნდება რომ შენ და გეგა მაგალითად ძმები ხართ ან თუნდაც ბიძაშვილები, თუ გაიგებს რომ მას ასე ძალიან ჰგავხარ, შენთან ურთიერთობას გაწყვეტს და უარეს დეპრესიაში ჩავარდება ვიდრე იყო, ცუდად გახდება და თუ შენს გამო ცუდად გახდება იცოდე ცოცხალი ვერ გადაგვირჩები, -მუქარა გაისმა ვატოს ხმაში და ნოე მიხვდა ეს არ იყო ტყუილუბრალო მუქარა და ეს ბიჭები ლოლას გულისთვის ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. - უმალ საკუთარ თავს დავუშავებ რამეს ვიდრე მას, ჩემთან ურთიერთობა რატომ უნდა გაწყვიტოს? -ისე გულუბრყვილოდ იკითხა ნოემ ვატომ ღიმილი ვერ შეიკავა. - რა მნიშვნელობა აქვს, შემდეგ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ საკითხზე ახლა კი მთავარია ლოლამ არ გაიგოს თქვენი მსგავსების შესახებ, ამასობაში ჩვენ გავარკვევთ რაშია საქმე. - ფიქრობთ რომ შეიძლება.... - გამორიცხული არაფერია, იქნებ მართლაც არის რაღაც კავშირი შენსა და გეგას შორის, გვინდა რომ ეს ყველაფერი გავარკვიოთ, მინდა ნანა დეიდას დაველაპარაკო ოღონდ არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო. - ამის დედაც, -ხელები სახეზე აიფარა ნოემ და ამოიოხრა, მერე კი ამღვრეული თვალებით შეხედა კოტეს, -შეიძლება რომ მისი შვილი ვიყო? - არ ვიცი, -ხელები გაშალა დაბნეულმა ვატომ, პირიქითაც შეძლება. - როგორ? - შეიძლება გეგა იყო ნაშვილები. - არამგონია, აი მე კი ნამდვილად ნაშვილები ვარ, -მწარედ გაიცინა ნოემ, -დედაჩემი ჩემი ნამდვილი დედა არ ყოფილა მამა კი... მამაჩემი... - მაპატიეთ თუ ხელს გიშლით, -ახალგაზრდა ქერათმიანმა ექთანმა შემოაღო კარი, - ნანა ცერცვაძის ახლობელი თქვენ ხართ არა? -ვატოს მიაპყრო ცისფერი თვალები. - მე ვარ რა ხდება? -ფეხზე წამოდგა ვატო. - უნდა წამოხვიდეთ, ვერაფრით ვაწყნარებთ, გეგას ეძახის, ვინ არის გეგა? აქ არის? იქნებ ისიც წამოვიდეს რომ როგორმე დაამშვიდოს. გაფითრებულ ვატოს შეხედა ნოემ, არაფერი უთქვამს, წვეთოვანი გამოიძრო ვენიდან, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და მხარზე დაეყრდნო. - წამიყვანე მასთან, -მტკიცე ხმით უთხრა. - დარწმუნებული ხარ? -თვალები გაუბრწყინდა ვატოს, სითბოთი და იმედით აევსო. - რას აკეთებთ? თქვენი ადგომა არ შეიძლება, -ნოესთან მიიჭრა ექთანი, -ახლავე უნდა დაწვეთ. - ჯობია სავარძელი მომიტანოთ, -ნოემ ძლივს შეიკავა თავი რომ ტკივილისგან არ დაეღმუვლა, ორ წუთში შემოაგორა ბორბლებიანი სავარძელი ქერათმიანმა. - - არ მჯერა რომ შენ ხარ, ნამდვილად შენ ხარ, -თვალცრემლიანი უყურებდა და თბილი ხელებით ნაზად ეხებოდა სახეზე, ლამაზი იყო, არცთუ ისე ხნიერი და უზომოდ ტკბილი და თბილი, -ჩემო ბიჭო, ჩემო ლამაზო ბიჭო, -წამოიწია და საწოლზე ჩამომჯდარს მოეხვია, სასოწარკვეთილი მზერით შეხედა ნოემ იქვე მდგარ ვატოს, მხრები აიჩეჩა ვატომ და მზერა მოარიდა, წამიერად მისცა თავს უფლება რომ მოდუნებულიყო, მხარზე დაადო ლოყა და მისი სურნელი შეისუნთქა, ეუცნაურა სრულიად უცნობ ქალს რომ ასეთი ნაცნობი და მშობლიური სურნელი ჰქონდა, ფრთხილად მოიცილა მისი მკლავები და დაეხმარა რომ ისევ ბალიშებზე მიწოლილიყო. - მე გიგა არ ვარ, -ძლივს ამოღერღა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო იმიტომ რომ შურდა მისი ვინც უკვე აღარ იყო ამქვეყნად, გიგასი შურდა ასეთი დედა რომ ჰყავდა, ამ ქალმა რომ გაზარდა, მთელი ცხოვრება მის სითბოს და სიყვარულს რომ გრძნობდა, მისი მეგობრების გამოც შურდა, შურდა იმიტომ რომ თვითონ არასდროს ყოლია ასეთი მეგობრები, ლოლას გამოც... - მე გიგა არ ვარ, -გაიმეორა და ასადგომად წამოიწია, ხელი ჩაკიდა ნანამ და აიძულა გაჩერებულიყო. - გიჟი არ ვარ, ვიცი რომ გიგა არ ხარ, დამშვიდდი, -გაუღიმა და მეორე ხელით ცრემლები მოიწმინდა, -შენ ჩემი პატარა ხარ, ჩემი სულის ნაწილი რომელიც დაბადებისთანავე მომგლიჯეს მკერდიდან. - რას ამბობთ, ეს როგორ? -იმის მიუხედავად რომ თვითონაც ფიქრობდა ამაზე მაინც დაუჯერებლად ეჩვენებოდა ნოეს ეს ყველაფერი. - ტყუპები გავაჩინე, მითხრეს რომ დაიღუპე... - ვერ ვხვდები ეს როგორ უნდა მომხდარიყო, ვიცი რომ დედაჩემი ჩემი ნამდვილი დედა არ არის მაგრამ საკუთარი პირით მითხრა რომ მამაჩემი ჩემი ნამდვილი მამა იყო. - რა ერქვა მამაშენს? - ნოდარი, ნოდარ ახვლედიანი. - ნოდარი? ღმერთო ჩემო ესე იგი ნოდარი? მან გააკეთა, იმ არაკაცმა მომპარა შვილი, -შეშლილი სახით ბუტბუტებდა და ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები, -ის არ ეყო რომ ორსული მარტოდმარტო მიმატოვა, იცოდა რომ არავინ მყავდა, მის გამო მშობლები არ მელაპარაკებოდნენ და შუა ქუჩაში დამტოვა, როგორც კი ვუთხარი რომ ფეხმძიმედ ვიყავი, შეეშინდა, შენნაირ ქალს ჩემი ოჯახი არ მიიღებსო გამომიცხადა, თურმე მხოლოდ იმიტომ არ მიმიღებდნენ რომ ღარიბი და უქონელი ვიყავი, დეიდაჩემი რომ არა ალბათ დღეს ცოცხალიც არ ვიქნებოდი, ჩემი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად მიმიღო, მიპატრონა, იმ არაკაცმა კი შენი თავი მომპარა, მის გამო ჩემგან შორს გაიზარდე, საკუთარი ძმისგან, საკუთარი სისხლის და ხორცისგან შორს... ვეღარ გაუძლო ნოემ, მაგრად მოხვია მკლავები და გულში ჩაიკრა ათრთოლებული ქალი, ფრთხილად ეფერებოდა თმაზე და ცდილობდა დაემშვიდებინა. - მითხარი რომ არ წახვალ, შემპირდი რომ შენც გეგასავით არ მიმატოვებ, -ჩურჩულებდა და მხრებზე ებღაუჭებოდა ნოეს. - - ახლა რა უნდა გავაკეთო, -ჩაძინებულ ქალს დაჰყურებდა ნოე და ღიმილით დაატარებდა თითებს მის სახეზე და თმებში. - ახლა უნდა ჩამეხუტო, -ვატომ საწოლიდან წამოაყენა და მთელი ძალით შემოხვია მკლავები. - რას აკეთებ? -ამოიკვნესა და ჭრილობაზე მიიჭირა ხელი. - მაპატიე, მაპატიე, უბრალოდ შენ რომ გიყურებ ასე მგონია გეგა დაგვიბრუნდა, -თავი გვერდზე შეატრიალა და მზერა აარიდა რომ მისთვის ცრემლები არ დაენახვებინა. - მესმის შენი, -მხარზე ხელი დაკრა ნოემ და ისევ ჩამოჯდა, -ჯანდაბა თავის შემაგრებაც კი მიჭირს, როდისღა უნდა გამოვკეთდე? - თუ ასე აქეთ-იქით ივლი ვერ გამოკეთდები. - მართლა? -წარბი ასწია. - მართლა, -ღიმილით მიუჩოჩა ვატომ სავარძელი, -მოდი დაგეხმარები, დაჯექი და პალატაში გაგიყვან, ნანა დეიდა ჯერ კიდევ კარგა ხანს არ მოვა გონს. - დამამაშვიდებელი საჭირო იყო? - საჭირო იყო, ხომ დაინახე რომ ვერ ვაწყნარებდით. - წარმოგიდგენია? მთელი ჩემი ცხოვრება სიყალბე ყოფილა, თავიდან ბოლომდე, მამაჩემი მიყვარდა, პატივს ვცემდი, მას კი თურმე რა გაუკეთებია, დედას შვილი წაართვა, მოპარა, დააჯერა რომ მოკვდა, მე კი მთელი ცხოვრება მეგონა რომ დედაჩემმა გამყიდა. - რას ამბობ, ნანა დეიდა ამას არასდროს გააკეთებდა, -ვატომ სიყვარულით სავსე მზერით გადახედა მშვიდად მძინარ ქალს. - ახლა უკვე ვიცი, -გაეღიმა ნოეს, -შეგიძლია მითხრა ლოლასთან დაკავშირებით რას ვაპირებთ? როგორ აპირებ რომ ეს ყველაფერი დაუმალო? - ნანა დეიდა როგორც კი გამოფხიზლდება დაველაპარაკებით, სიტუაციას ავუხსნით და ვთხოვთ რომ დაგვეხმაროს. - არ მომწონს რომ მისი მოტყუება მოგვიწევს. - მისმინე, რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე, -ლოლა მოგწონს? - ძალიან, -გული თან ამოაყოლა ამ ერთადერთ სიტყვას ნოემ, -შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს რასაც ვამბობ, რადგან სულ რაღაც სამიოდე დღეა რაც ვიცნობ მაგრამ ის რასაც მის მიმართ ვგრძნობ მოწონებაზე მეტია. - ჰოდა დამიჯერე, შენზე კარგად ვიცნობ და ვიცი რომ როცა შენს შესახებ გაიგებს, როცა გაიგებს რომ გეგას ტყუპისცალი ხარ, შენსკენ საერთოდ აღარ გამოიხედავს, ყოველ შემთხვევაში ისე აღარ შენ როგორც გინდა, არასოდეს შემოგხედავს ისე როგორც სასურველ და საყვარელ მამაკაცს უყურებენ. - ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? -გამომცდელად შეხედა რატის, თავი გადააქნია რატიმ, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს კითხვა გაუკვირდა. - ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ლოლა და გვინდა რომ ბედნიერი იყოს ეს არის და ეს, რომ არ შემემჩნია რომ მოსწონხარ, მერწმუნე ასე არ მოვიქცეოდი. - და როდემდე უნდა მოვატყუოთ? - იქამდე სანამ ისე არ დაახლოვდებით რომ რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვა არ გაუჭირდეს, მერე კი ყველაფერი გაადვილდება, მენდე ყველაფერს მივხედავთ, ლოლამ უნდა შეძლოს ცხოვრების გაგრძელება და შენ ამაში დაეხმარები. - ის კი მე დამეხმარება იმაში რომ საკუთარ თავში ცხოვრების გაგრძელების ძალა ვიპოვო, -ღიმილით ჩაილაპარაკა, თუმცა უკვე იცოდა რომ დღეიდან აღარასოდეს იფიქრებდა სიკვდილზე, ახლა უკვე მიზანი ჰქონდა და მიზეზი რის გამოც ნამდვილად ღირდა სიცოცხლე... უკვე მაისის შუა რიცხვები იყო და როგორც წესი და რიგია არაბუნებრივად თბილოდა თბილის ქალაქში, შორტის და მოკლემკლავიანი მაისურის ამარა იჯდა ვერანდაზე ნოე და მშვიდად შეექცეოდა ყავას, ადრიანი დილა იდგა, კვირა დღე იყო და ჩვეულებისამებრ ისვენებდა სამსახურისგან, თავი უკან გადაწია თვალები დახუჭა და იმის წარმოდგენისას რომ ახლა მის საძინებელში ლოლას ეძინა ბედნიერად გაეღიმა, რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ რაც ლოლამ იმ ბინძურ ჩაბნელებულ ჩიხში იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა, სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა და ამ ცხოვრებისკენ მოაბრუნა, ხელახლა გადააფასა ყველაფერი ნოემ, მიხვდა რომ თურმე ჯერ კიდევ ღირს ცხოვრება, სამსახურს დაუბრუნდა, მამის დატოვებულ კომპანიას სათავეში ჩაუდგა, დედა იპოვა, მართალია ჯერჯერობით ჯერ კიდევ უჭირდა მისთვის დედის დაძახება და გრძნობდა როგორ სტკენდა ასეთი სიცივით გულს თუმცა ყველანაირად ცდილობდა მასთან თბილი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა, მეგობრები შეიძინა, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მითუმეტეს რომ ახლა საერთო საზრუნავი და საერთო სიყვარული ლოლა ჰყავდათ, ბიჭები ყველანაირად ხელს უწყობდნენ მათ ურთიერთობას, თუმცა არ მოსწონდათ რომ ნოე ჯერ კიდევ აგრძელებდა მის მოტყუებას, რამდენჯერ უთხრეს, რამდენჯერ გააფრთხილეს ყველაფერს რომ გაიგებს არ გაპატიებსო მაგრამ გაგონებაც კი არ უნდოდა, ჩვეულებრივად აგრძელებდა მასთან ურთიერთობას, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რაც ერთად იყვნენ, ზედმეტად მიეჯაჭვნენ ერთმანეთს... მათ ურთიერთობას სახელი არ ჰქონდა, ლოლასთვის რომ გეკითხათ მეგობრები იყვნენ, ნოესთვის კი მის გვერდით ყოფნაც საკმარისი იყო თუნდაც ლოლას არ ეღიარებინა რომ ისიც ისევე გიჟდებოდა მასზე, მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, სამსახურიდან პირდაპირ ლოლასთან მიდიოდა, ერთად ჭამდნენ, ხანდახან შუაღამემდე სეირნობდნენ და უამრავ სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, საინტერესო მოსაუბრე იყო ლოლა, ნოეს შეეძლო საათობით ესმინა მისი ლაპარაკისთვის, საათობით შეეძლო თვალმოუშორებლად ეყურებინა მისთვის... თითქმის ყოველ ღამე ერთად ეძინათ ჩახუტებულებს, ტრადიციასავით ექცათ, ჯერ ნოე წვებოდა, მერე ლოლა სააბაზანოში შედიოდა გამოსაცვლელად და უცნაური ნახატებით გაფორმებულ სასაცილო საღამურებში გამოწყობილი, თმაგაშლილი შეუწვებოდა ხოლმე, თავს ნოეს მკლავზე ათავსებდა და პატარა გამხდარ ხელს ხვევდა წელზე, თავიდან ძალიან აკვირვებდა ნოეს ლოლას ასეთი უშუალობა, მერე მიეჩვია და ბუნებრიობად იქცა მისთვის, უკვე ვეღარ წარმოედგინა დღე მისი შეხების და სურნელი გარეშე. თითქმის არაფერს ეკითხებოდა ლოლა, არც საკუთარ თავზე ესაუბრებოდა, თითქოს ცდილობდა ზედმეტად არ შეეწუხებინა ნოე, ზედმეტად არ მოეხვია თავზე მისთვის საკუთარი პრობლემები, გრძნობდა ნოე როგორ აწუხებდა და რა უხერხულობას უქმნიდა ლოლას მხედველობის არქონა და ყველანაირად ცდილობდა თავი კარგად ეგრძნობინებინა, უყვებოდა საკუთარ თავზე, წარსულზე, სამსახურზე, ხშირად ეკითხებოდა რჩევებს, ინტერესს იჩენდა მისი სურვილებისადმი, ყოველთვის აკვირდებოდა რა უყვარდა, რა სიამოვნებდა, რა აწუხებდა... მათი გაცნობიდან ორი თვის თავზე შესთავაზა ნოემ ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო, მიზეზად ის დაასახელა რომ ლოლასგან მოშორებით ცხოვრობდა, სამსახურიდან მასთან მისასვლელად საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა მისი სახლი კი სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე იყო ოფისიდან, არ ეგონა რომ დათანხმდებოდა, ის კი არადა იფიქრა გაბრაზდება და შეიძლება სახლიდანაც კი გამაგდოსო, მაგრამ შეცდა, გაეღიმა ლოლას, ერთხანს დუმდა და მერე უბრალოდ კარგი თანახმა ვარო უთხრა, არ გაგიკვირდეს, რისის გამო დაგთანხმდიო დაამატა, ცოდვაა კურპუსის ბინაში გამოკეტილი, ყოველთვის ოცნებობდა სახლზე რომელსაც დიდი ეზო ექნებოდაო დაამატა ღიმილით... ნანას და ბიჭებს დიდად არ გაკვირვებიათ ლოლას გადაწყვეტილება, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი და მომაბეზრებელი ლექცია ჩაუტარეს ნოეს იმასთან დაკავშირებით რომ მისთვის გული არ უნდა ეტკინა, რომ კარგად უნდა მოქცეოდა, მოთმინებით, გმირულად აიტანა ნოემ მათი შეგონებები, თუმცა რას არ აიტანდა გული სიხარულიგან საგულეში აღარ უჩერდებოდა იმის წარმოდგენისას რომ ლოლა მასთან იცხოვრებდა, სტუმრების საძინებელი გაუმზადა თუმცა ერთი ღამეც კი არ გაუტარებია ლოლას იმ საძინებელში, უშენოდ ვერ დავიძინებო გამოუცხადა... თავიდან გაუჭირდა ‘’სტუმარს’’ ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა ნოე ყველანაირად ცდილობდა რომ თავი კარგად ეგრძნობინებინა, ეხმარებოდა რომ ყველაფერს შეჩვეოდა, მასთან ერთად ითვლიდა ნაბიჯებს, საძინებლიდან კიბემდე, კიბიდან სამზარეულომდე ან მისაღებამდე, ვერანდამდე ან აუზამდე, ერთხელ რომ დაინახა ლოლა როგორ იდგა აუზის კიდესთან შეშინდა, წავიდა, დეკორატიული დაბალი ღობე იყიდა და აუზს გარს შემოავლო, ლოლამ რომ გაიგო რას აკეთებდა ნოე ეწყინა, დიდხანს ცდილობდა ნოე მიზეზი გაერკვია... ჩემს გამო თავს იზღუდავ, შემოგისახლდი და ყველაფერში ხელს გიშლიო, სლუკუნ სლუკუნით უხსნიდა და ნერვიულად აჭდობდა თითებს ერთმანეთში, მაშინ პირველად აკოცა ნოემ, თავი ვერ შეიკავა ისეთი საყვარელი იყო ლოლა, ცრემლიანი თვალებით და გაბუტული ტუჩებით, მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო ტუჩებზე, წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო გათამამდა, ლოლაც რომ აყვა სიამოვნებისგან და სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა, თუმცა თავს აიძულა რომ გაჩერებულიყო, -დაივიწყე ეს შეცდომა იყო ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართო რომ უთხრა ლოლამ არ შეწინააღმდეგებია, არ უნდოდა ზედმეტად დაეძაბა და შეეშინებინა თუმცა ის კოცნა ვერაფრით დაივიწყა, იცოდა რომ ლოლაც გამუდმებით ამაზე ფიქრობდა და მოთმინებით ელოდა როდის გატყდებოდა და როდის დანებდებოდა გრძნობებს... - შენი ძილისგუდა პატრონი ალბათ ისევ შუადღემდე იძინებს, -ღიმილით დახედა ნოემ მის ფეხებთან გაწოლილ ძაღლს, -თითქოს მიხვდა რომ მას ელაპარაკებოდნენ ჭკვიანი თვალებით ამოხედა რისმა და კუდი მთელი ძალით დასცხო ფილაქანს. - რა გავაკეთოთ რის მე და შენ? გინდა ვითამაშოთ? -წამოდგა იქვე კუთხეში მიგდებული ბურთი აიღო და გაუგორა, წარბაწეულმა დახედა აწკრიალებულ ტელეფონს, ვატო რეკავდა. - რა ხდება, ამ დილაუთენია რამ გაგახსენათ ჩემი თავი? -ისეთი ხმით უპასუხა თითქოს საერთოდ არ გახარებია რომ დაურეკა არადა ამ მცირე ხანში გეგას მეგობრები ისე შეუყვარდა თითქოს მისი საკუთარი ბავშვობის მეგობრები ყოფილიყვნენ. - ნანა დეიდასთან უნდა მოხვიდე, საქმე გვაქვს, -სერიოზული, კატეგორიული ტონი ჰქონდა ვატოს. - რამე ხდება? - რომ მოხვალ გაიგებ, მიდი რაც შეიძლება მალე წამოდი, ოღონდ ლოლას არ გააგებინო. - ლოლას ძინავს და ჯერ კიდევ სამი საათი მაინც ეძინება ასე რომ მოსვლასაც მოვასწრებ და უკან დაბრუნებასაც. - გელოდებით, -ვატომ ტელეფონი გათიშა. - ნეტავ რა უნდა? -ჩაფიქრებულმა დახედა ძაღლს რომელსაც ბურთი კბილებში მოეგდო და დორბლიანი პირით გულიანად ღეჭავდა, ფეხაკრეფით შევიდა საძინებელში არ უნდოდა ლოლა გაეღვიძებინა, ღიმილი ვერ შეიკავა როცა დაინახა როგორ იყო მის ბალიშზე ჩახუტებული, საწოლის წინ ჩაიმუხლა, ქვემოთ ჩამოცურებული საბანი გაუსწორა, დაიხარა და ფრთხილად, ნაზად მიაკრო ტუჩები ლოყაზე, თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა დამათრობელი სურნელი... - მიყვარხარ ნოე, -ჩურჩული რომ მოესმა ყურებს არ დაუჯერა, სუნთქვა შეეკრა, გულმა ფეთქვა შეწყვიტა და სამყარო გაჩერდა. - მიყვარხარ, -მეორედ რომ დასცდა ლოლას ბაგეებს მაშინღა მოვიდა ნოე გონს და თვალები გაახილა, ჯერ კიდევ ღრმად ეძინა ლოლას ძილში იღიმოდა, საყვარლად აცმაცუნებდა ტუჩებს და ვინ იცის როგორ საოცარ სიზმარს ხედავდა... - - მომენატრე ჩემო ბიჭო, -ნანამ წელზე ხელები მოხვია და გულში ჩაეკრა შვილს, სასიამოვნო სიმსუბუქე იგრძნო ნოემ, მისი სახე ხელებში მოიქცია და ლოყები დაუკოცნა, ჩასცქეროდა აწყლიანებულ თვალებში და უკვირდა როგორ შეიძლებოდა ასეთი იღბლიანი ყოფილიყო... - რაზე ფიქრობ შვილო? -ნანამ შუბლზე ჩამოყრილი თმა შეუსწორა და გაუღიმა. - იმაზე რომ წინა ცხოვრებაში აშკარად რაღაც ძალიან კარგი მაქვს გაკეთებული, -ხელი გადახვია მომღიმარ ქალს და მისაღებში შეიყვანა, ბიჭები უკვე ელოდნენ, სიხარულით შეხვდნენ. - სულ ორი დღეა არ მინახიხართ და რა დღეში ხართ, ერთი თვე რომ ვერ გნახოთ მერე რაღას იზავთ წარმომიდგენია, -ბუზღუნებდა და ისე იქცეოდა თითქოს სულაც არ სიამოვნებდა მათი ჩახუტება და ყურადღება, სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მოემზადა. - აბა დაიწყეთ, რისთვის დამიბარეთ? - ლოლა როგორ არის? - კარგად არის, ძინავს და მალე უნდა დავბრუნდე რომ სანამ გაიღვიძებს მოვასწრო და საუზმე მოვუმზადო, ასე რომ... - ამას უყურე როგორი მეოჯახეა, -ჩაიფხუკუნა თემომ, დათუნამ კი მაშინვე შეუბღვირა ჩუმად იყავიო, ხვდებოდა ნოე რაც უნდა ეთქვათ, იცოდა, უთქმელად იცოდა... - მეტს ვეღარ გააჭიანურებ, იცი არა? -პირდაპირ დაიწყო ვატომ. - ვიცი, -თავი ჩაღუნა ნოემ. - უნდა უთხრა, არ ვიცი როგორ ან რანაირად მაგრამ უნდა უთხრა. - ზუსტად დღეს ვფიქრობდი ყველაფრის მოყოლას, რაღაც გეგმა მაქვს, საღამოს რესტორანში მაგიდა დავჯავშნე, მინდა წყნარ მშვიდ გარემოში ვუთხრა ყველაფერი, არ ვიცი რა რეაქცია ექნება და ცოტა არ იყოს მეშინია, -თავი ჩაღუნა და ამოიხვნეშა. - ლოლა ძალიან მგრძნობიარე გოგოა შვილო, -ნანა გვერდით მიუჯდა და მხარზე ჩამოაყრდნო თავი, -ვიცი რასაც გრძნობ მაგრამ უნდა უთხრა, ყველა ვატყუებთ, ასე არ შეიძლება, რაც მეტი დრო გავა მით მეტად გაგიჭირდება და ლოლაც როცა იქნება გაიგებს, შენგან თუ არა სხვისგან, გაიგებს და აღარ გაპატიებს. - ვიცი დედა, ყველაფერი ვიცი, -ჩაილაპარაკა და იგრძნო როგორ დაიძაბა ნანა, ბიჭების გაკვირვებული სახეც ეუცნაურა, თვალებგაფართოებულები უყურებდნენ. - შენ მე დედა დამიძახე, -ტირილნარევი სიცილი და ათრთოლებული ხმა რომ მოესმა მისკენ შებრუნდა, მთელი სხეული უთრთოდა ნანას და ცრემლები მზერას უბინდავდა... რაღაც უცნაური იგრძნო ნოემ ისეთი რაც აქამდე არასოდეს ეგრძნო, სხეული და სული სითბოთი აევსო, ერთი გრამი მტკივნეული და მტანჯველი სიცარიელეც კი აღარ დარჩა მის არსებაში, ისეთი გრძნობა ჰქონდა რომ მოესურვებინა ალბათ მთებს გადასდგავდა. - დეადაჩემი ხარ და რათქმაუნდა დედას დაგიძახებ ეს სრულიად ბუნებრივია, -შეეცადა მტკიცედ ეთქვა ხელები გაშალა და ატირებული ქალი გულში ჩაიკრა, ბიჭები გულაჩუყებულები შესცქეროდნენ ამ სანახაობას. - უცნაური სანახაობა იყო, მეტად უცნაური და სევდიანი, იდგა ნოე და უყურებდა როგორ ეფერებოდა მიწაზე დაჩოქილი ლოლა საფლავის ქვაზე გამოსახულ მის სახეს, მართლა ძალიან ჰგავდა გეგა, ისე ძალიან რომ ნოეს უჭირდა იმის დაჯერება რომ თვითონ არ იყო ის ვის ფოტოზეც ახლა ნაზად დაასრიალებდა თითებს მისი საყვარელი ქალი, უკვე აღარ ეჭვიანობდა გეგაზე, იცოდა რომ ლოლას გული უკვე მას ეკუთვნოდა, მხოლოდ მისი იყო და ამას ვერაფერი შეცვლიდა... - მომენატრა, ძალიან მომენატრა მაგრამ დროა გავუშვა, ვიცი რომ ეცოცხლა ახლა მეც ისე სიგიჟემდე მეყვარებოდა როგორც მას ვუყვარდი მაგრამ გეგა აღარ არის და ვხვდები რომ არასდროს არ მყვარებია ისე როგორც იმსახურებდა, -ტკივილით სავსე ხმით ჩაილაპარაკა, ქვას ზურგი შეაქცია, წამოდგა და იქით გაიხედა საითაც ნოე ეგულებოდა, შეცბა როცა ჩვეული წყვდიადის მაგივრად ნათელი ფერები აციმციმდა მის თვალწინ, გაოცებულმა მოისრისა თვალები, ნელ-ნელა იწმინდებოდა გამოსახულება და უფორმო ლანდები ფორმებს იღებდნენ... - კარგად ხარ? -ნოეს ხმა მოესმა, შეხება იგრძნო და მერე სულ ახლოდან, რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დაინახა ნაცნობი საყვარელი და მონატრებული სახე, თავი დახარა და ხელები თვალებზე აიფარა. - რა გჭირს? ნუ მაშინებ, -ხმაში აღელვება შეეპარა ნოეს, კიდევ ერთხელ შეხედა სახეში ლოლამ მერე იგრძნო როგორ კარგავდა გონებას. - - როგორ არის? მითხარი რომ კარგადაა თორემ გავგიჟდები, -სასმლით სავსე ჭიქას ისე უჭერდა ხელს ლამის იყო თითებში შემოფშვნოდა, უბრალო თეთრი მაისური ეცვა და მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი, წვერგაუპარსავი იყო და თმააჩეჩილი, ბიჭები დილიდან ცდილობდნენ მის გამოფხიზლებას მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ასეთ ფორმაში გამოცხადდა საკუთარი დაბადების დღისადმი მიძღვნილ საკმაოდ ხალხმრავალ წვეულებაზე. - ლოლა კარგად არის, ნუ ნერვიულობ, -გაუღიმა ვატომ და მხარზე ხელი დაჰკრა, - რა გჭირს? რას ჰგავხარ? ასე შევთანხმდით? წვერიც კი არ გაგიპარსია. - სადაცაა ტარზანს დაემსგავსები, -გულიანად გადაიხარხარა დათუნამ. - ტარზანი წვერს იპარსავდა შტერო, თავში წამოარტყა თემომ. - ხელები გააჩერე თორემ ახლა გაგათრევ გარეთ და მაგრად მიგბეგვავ, -კუნთები აათამაშა დათუნამ. - რატომ არ მოვიდა? -ისევ ტატოს მიუბრუნდა ნოე. - მიზეზი ჰქონდა, -ჩაეღიმა ტატოს. - რა მიზეზი ნუ გამაგიჟეთ, ერთი თვეა თვალით არ მინახავს, იმ დღეს როცა სასაფლაოდან გულწასული წამოვიყვანე ისეთი უცნაური იყო, სხვანაირად იქცეოდა, სახლში მივიყვანე, გამოფხიზლდა თუ არა მომთხოვა ჩემს ბინაში დამაბრუნეო, წასვლა მინდაო მითხრა ოღონდ არ ამიხსნა რატომ, გეფიცები არაფერი გამიკეთებია ან მითქვამს ისეთი რის გამოც ჩემგან წასვლას მოისურვებდა. - ვიცი, ვიცი რომ შენ არაფერ შუაში ხარ, დამშვიდდი. - როგორ უნდა დავმშვიდდე, სათქმელად ადვილია, ჩემი ნახვა აღარ უნდა, ტელეფონზე არ მპასუხობს, რამდენჯერმე მის სანახავად მივედი და კარი არ გამიღო, ვერ ვიძინებ, ვერ ვჭამ, ვეღარ ვმუშაობ... - ყველაფერი კარგად იქნება ძმაო, დამიჯერე, ლოლას უბრალოდ დრო სჭირდებოდა რომ ყველაფერი გადაეხარშა, დრო რომ ყველაფერზე კარგად დაფიქრებულიყო. - იცი რაც ხდება, იცი და არ მეუბნები, -ნოემ მტკივნეულად მოუჭირა ვატოს მხარზე, -უნდა მითხრა რა ჯანდაბა ხდება, ან მეტყვი ან არადა... -სიტყვა გაუწყდა როცა მუსიკა გაჩერდა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, კარი გაიღო და დარბაზში ნამდვილი ქალღმერთი შემოვიდა, მოხდენილი მოძრაობით გამოიარა რამდენიმე ნაბიჯი და შედგა, შავ ტანზე მომდგარ კაბაში გამოწყობილი და თმაგაშლილი ულამაზესი იყო, იდგა და მას შესცქეროდა, პირდაპირ თვალებში უყურებდა და დამატყვევებლად უღიმოდა. - მხედავს, -აღმოხდა გამშრალი ბაგეებიდან. - გხედავს. - დიდი ხანია? თუმცა ვხვდები, იმ დღეს... სასაფლაოზე... დამინახა არა? ამიტომაც მოიქცა ასე. - ხომ გითხარი რომ დრო სჭირდებოდა. - ახლა კი აქ არის. - აქ არის და დროა მიხვდე ეს რას ნიშნავს, ადექი რას გაშეშებულხარ, -ზურგში უბიძგა ვატომ და ფეხზე წამოაგდო, ნელი ნაბიჯებით მიიწევდა დარბაზის შუაგულში მდგარი ლოლასკენ, უახლოვდებოდა და ეშინოდა რომ შეიძლება გამქრალიყო, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო იმ სიზმართაგან ერთ-ერთი რომელთაც თითქმის ყოველ ღამე ხედავდა, იმ სიზმრებში ლოლა ყოველთვის მიდიოდა, სიტყვის უთქმელად მიდიოდა... - ნამდვილად აქ ხარ და არ მეჩვენები, -ხარბად ათვალიერებდა მის ნაკვთებს, ულამაზეს თვალებს, ტუჩებს, დაჯერება უჭირდა... - გხედავ, -ერთადერთი სიტყვა დასცდა ლოლას ბაგეებს. - მერე? თრთოლვა შეპარული ხმით ჰკითხა, ვერ ხვდებოდა, ლოლას მზერაში ვერ კითხულობდა მის ფიქრებს, არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა, კაბის კალთა რომ აიწია, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და პატარა ხავერდის კოლოფით ბეჭედი რომ გაუწოდა გაოცებისგან პირი დააღო. - რას იტყვი? -მილიონობით მოციმციმე ნაპერწკალი დახტოდა და ცეკვავდა ლოლას თვალებში, შვებით ამოისუნთქა ნოემ, როგორც იქნა გულმაც ნორმალურად გააგრძელა ფეთქვა, გაოგნებულ, პირდაღებულ ხალხს მოავლო თვალი და ღიმილით გაუწოდა ხელი ჯერ კიდევ დაჩოქილს და ეშმაკურად მომღიმარს. - თანახმა ვარ. - დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.