შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


6-12-2021, 14:03
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 411

ამ დილით მივხვდი, დავიღალე და ვეღარ ვუძლებ,
ნაცრისფერ ცის ქვეშ შეფარებულ გულების ფეთქვას,
მინდოდა მეთქვა როგორ ვითვლი წამებს და წუთებს,
მინდოდა მეთქვა...

არ ააქვს აზრი უსარგებლოდ წარსულის დევნას,
ჩაქრობას ცეცხლის, როცა ისევ უღმერთოდ მცივა,
ვივიწყებ დოგმებს, ტრადიციებს, სიკეთის რწმენას,
და მაინც მტკივა...

ეს გული, როგორც გუშინდელი ღია იარა,
მოწვეთავს სისხლი და შიგანი ძვლებამდე მოსჩანს,
გკარგავ ნელ-ნელა და ვხვდები რომ მიწა კი არა,
სიცოცხლე მორჩა...

სიცოცხლე, როგორც თავისუფალ სხეულთა სუნთქვა,
უსიზმროდ ძილი, და უშიშრად დათესვა ხორბლის,
კისკისი ბავშვთა, სამრეკლოდან ზარების რეკვა,
მე როგორც ცოდვილს...

დამამშვიდებდა ძველისძველი ტაძრები ტყეში,
მწვანე ველებზე გაჭიმული ცისფერი ზვრები,
დავხუჭავ თვალებს, დავიწყებულს დავეძებ სურნელს,
უღვინოდ ვთვრები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent