შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე [თავი მე-8]


29-01-2023, 11:50
ავტორი L.G-25
ნანახია 850

ტომი მარტო დარჩა ბნელ ოთახში, გაყინული სახით იჯდა იატაკზე, თითქოს მისი სხეული აქ იყო, მაგრამ მისი გონება სადღაც შორს წასულიყო,მისი ფიქრები ამ ტანჯვიდან შორს წარსულის ბედნიერ დღეებში გაფრენილიყო, იხსენებდა ყველა ბედნიერ დროს, თავის ბავშვობას და სამწუხაროდ ამ ლამაზ მოგონებებში ემაც იყო, მასთან ამდენი დრო გაატარა, რთული მისი ასე მალე დავიწყება, ამ წუთსაც კი მას ის არ სძულდა, ისევ უყვარდა, მისთვის ემა დასავით იყო, როგორ შეეძლო შეძულებოდა, მან უღალატა, მაგრამ არაუშავს ტომს ის მაინც ეყვარება.
ის ღამე ტომისთვის გრძელი აღმოჩნდა, თუმცა დღის სინათლეს მაიც არ მოსწრებია. დილით უცნობი ცხედარი ჭაობში ტყის მცველებმა იპოვნეს, დასახიჩრებული სახე და სხეული, რთული გასაგები იყო ვისი ცხედარი იყო, კრიმინალისტები და პოლიცია დილიდან ამ ცხედარს დასტრიალებდნენ თავს. სანდრომ, როგორც კი ცხედარზე გაიგო მაშინვე გიჟივით გავარდა შემთხვევის ადგილზე, მთელი ღამე არ ეძინა ემას და ტომს ეძებდა და ახლა ამ ამბის გაგებამ უფრო აანერვიულა, ფიქრებს ვერ იშორებდა -ვაი და რომელიმე მათგანი იყოს, ვაი და შეცდომა დავუშვი და ისინი ცოტნეს არ ეხმარებოდნენ, ან იქნებ თავისი ქმედებებით ისინი თავად ჩააგდო საფრთხეში. შეშინებული მივარდა ცხედართან და თვალიერება დაუწყო, მისი სახის გარჩევა ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ტუჩებით ჰგავდა ტომს, მაგრამ ჰომ შეიძლება ვინმე სხვასაც ჰქონდეს მსგავისი ტუჩები, გიჟივით გარს უვლიდა ცხედარს და ყველა იქ მყოფს ფეხებში ებლანდებოდა, ბოლოს კრიმინალისტებს ყელში ამოუვიდათ და იქიდან გასვლა მოთხოვეს. სანდრო განყოფილებაში წავიდა, გადაწყვიტა პასუხებს იქ დალოდებოდა, კაბინეტიდან მთელი დღე არ გამოსულა, გიჟს გავდა, ემას ურეკავდა, მაგრამ ის არ პასუხობდა, შიშმა შეიპყრო, ვაი და ემაც ახლა საფრთხეშია , რამე სასწრაფოდ უნდა მოიმოქმედოს და ის მაინც გადაარჩინოს. ფიქრებში იყო გართული ზი და ნინი შემოვიდნენ ოთახში.
ზი:- ბატონო სანდრო მგონი დროა ცოტნეს საქმეს სერიოზულად დავუბრუნდეთ, ეს ყველაფერი ამ სიფრთხილის გამო იწელება და ხალხი კვდება.
ნინი:-მართალია, სიფრთხილეს უნდა შევეშვათ, ყელში ამოვიდა განყოფილების უფროსისგან მალული მოქმედებები, დროა ცოტნეს ვანახოთ რომ აქ სულელები არ მუშაობენ.
სანდრო:-ახლა პრიორიტეტული ემას პოვნაა, იქნებ ის ცოტნემ დაიჭირა.
-ბატონო სანდრო ეს სისულელეა, ემა სიკვდილამდე იბრძოლებდა, მე მგონია რომ მოღალატის თემა ასე მარტივად არ უნდა დავხუროთ, ორი ეჭვმიტანელიდან მხოლოდ ემააა ცოცხალი, ეს უცნაურია რადგან ორივე გუშინ ერთად დავინახე, გამოდის ერთად წავიდნენ სადღაც და თუ ტომი მოკლეს ემას ცოცხალს რისთვის ტოვებენ, ეს უაზრობაა, ჩემი აზრით ცოტნემ თავად გაგვიმარტივა საქმე, რადგან აშკარაა რომ ემამ გაგვყიდა.
-არა ზი ასე სწრაფად ნუ გადავწყვეტთ, ტომზე შევცდით ემაზეც რომ შევცდეთ რაღაც საშინელება მოხდება.
-ბატონო სანდრო მორჩით იდიოტის თამაშს, ეს თქვენ არ შეგეფერებათ, მესმის თანაგგუნდელის დაკარგვა გაწუხებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რეალობის აღქმა დაკარგოთ.
-კარგი კარგი მაპატიე, რა ქენი მათზე რამე ნახე.
-კი მათი წარსული გამოვიკვლიე, ტომის წარსლი ჩვეულებრივია, ბავშვთა სახლში გაიზარდა, თუმცა ნორმალური ბავშვობა ჰქონდა, მშობლები 1990წელს დაკარგა, მაგ წელს მაფიებს შორის დაძაბული პერიოდი იყო ერთმანეთში იბრძოდნენ და ბევრი მოქალაქე შეეწირა, ერთ დროს ჰაკერიც იყო და ერთ ბანდას ეხმარებოდა, მაგრამ ამ ბანდას მაფიასთან არაფერი აკავშირებდა, მერე მოულოდნელად ბანდა დატოვა და გადაწყვიტა პოლიციას დახმარებოდა, საკუთარი ბანდაც დააჭერინა. ემას ამბავი კი ცოტათი უცნაურია, მის ბავშვობაზე ყველაფერი ვნახე, უდედოდ გაიზარდა მამასთან, ლოთი ნარკომანი კაცია, ემა ბავშობიდან ქუჩაში იყო და მუშაობა უწევდა გადარჩენისთვის სკოლაშიც კი არასდროს უსწავლია, მისი მოზარდობის პერიოდი გამქრალია, მასზე არაფერია ამ პერიოდში, იქამდე სანამ პოლიციის აკადემიაში არ მოხვდა და უფრო გასაკვირი ისააა რომ გამოცდის ტესტებბი უმაღლეს ქულებზე დახურა, მაგრამ არცერთ სკოლაში არ მოიძებნა მონაცემები, გამოდის არსად უსწავლია და ასეთი ქულები საიდან მიიღო გასაკვირია, თუ კერძო მასწავლებელი ყავდა ეგეც უცნაურია, რადგან ამდენი თანხა სად იშოვა მაგისთვის, მოკლედ რო ვთქვათ მისი ამბავი ჩახლართულია.
ნინიმ უცბათ აღშფოთებისგან წამიყვირა - კარგით რა ეს აშკარააა მოღალატე ისაა და ცოტნე დაეხმარა ყველაფერში.
-კი მაგრამ ტომის მოკვლა რაში დაჭირდა, ისინი ხო მეგობრები იყვნენ?!
-იქნებ რაღაც ისეთს მიაგნო რაც არ უნდა ენახა. აჯობებს დაველოდოთ გავარკვიოთ, რომ ტომის ცხედარია ნაპოვნი და შემდგომ ემა მოვძებნოთ.
ნინიმ უცბათ ჩანთაში ქექვა დაიწყო - სულ დამავიწყდა პასუხები მოვიდა, აი აიღეთ.
სანდრომ კონვერტი გამოართვა და გახსნა, ნინი და ზი თვალებს არ აცილებდნენ, ელოდნენ სანდრო როდის იტყოდა რამეს.
სანდრომ ქაღალდი ისევ გადაკეცა და მშვიდად თქვა. - ის არის, ტომის ცხედარია, მრავალჯერ წამების შემდეგ ვეღარ გაუძლო და მოკვდა.
ნინიმ აღშფოთებულმა წამოიყვირა. - ნაბიჭვრები ეს როგორ გააკეთეს, საწყალი ტომი ალბათ როგორ ეშინოდა, ემა ვერ გადამირჩება.
-წავიდეთ ემა მოვძებნოთ.
-კარგით ბატონო სანდრო, ჯობს სწრაფად ვიმოქმედოთ.
თუმცა ემას მოძებნას დიდი დრო არ დაჭირვებია, როდესაც სანდრო ძებნის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა კართან დახვდა, ხელში ორცხობილები ეჭირა და იღიმოდა, თითქოს და არც არაფერი არ იცოდა და ყველაფერი კარგად იყო.
სანდრომ ცივი ხმით უთხრა. -სწრაფად მოსულხარ, მაგრამ მინდა გითხრა რომ ჩვენი ჯგუფის წევრი აღარ ხარ მინდა აქედან წახვიდე.
-რა? რას ამბობთ ბატონო სანდრო, რატომ მაგდებთ, მე ... მე ორცხობილები გამოგიცხეთ, არ მესმის რა დავაშავე?!
-არ გესმის?! როგორი ამაზრზენი ხარ, საკუთარი მეგობრები გაყიდე და ახლა მეუბნები რომ არ გესმის, ის რაც შენ გაააკეთე საშინელებაა და პატიებასაც არ იმსახურებ.
-არ მესმის რაზე საუბრობთ, ვერ ვიგებ რა დავაშავე?!
-შენ ტომი მოკალი, ახლა გაიგე, ეს როგორ გააკეთე ის შენი მეგობარი იყო და გენდობოდა და მეც.. მეც გენდობოდი, მაგრამ სულელი ვიყავი შენ მე გამომიყენე, არადა მეგონა რომ ჩვენ შრორის რაღაც კავშირი იყო, ჩვენ ისე ვგავდით ერთმანეთს და ისე გვესმოდა ერთმანეთსი, მაგრამ ახლა თავს საშინლად ვგრძნობ, დათოს გარდა ცხოვრებაში არავის ვენდობოდი და როდესაც შენი ნდობა დავიწყე მაშინვე ზურგში დანა ჩამარტყი, მაგრამ ჩემი ტკივილი არაფერია ტომის ტკივილთან შედარებით, ვერც კი წარმოვიდგენ თავს როგორ გრძნობდა როცა ზურგი აქციე.
-ბატონო სანდრო ეს ასე არ ყოფილა, მე თქვენი მეგობარი ვარ, მართლა გეფიცებით.
-და აბა ტომის სიკვდილი რას ნიშნავს ნუთუ ეს ღალატი არაა?!
-არა მე არც ტომისთვის მიღალატია ის... ის ახლა უკეთეს ადგილზეა, მე ამ საშინელებას გავაცილე, მას არ უყვარდა მაფია და მკვლელობები, ყოველთვის ამბობდა რომ ისურვებდა სადმე მშვიდ ადგილზე ეცხოვრა და მე ის აქედან შორს გავუშვი. - ეს თქვა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა, ლამპიონების შუქზე მისი ცრემლი ალმასებივით ანათებდა, არ შეუწმენდია, ცრემლმა ნიკაპამდე იცურა და შემდგომ ძირს შემოდგომის ფოთოლივით დაეცა. ისე ჩანდა ეს ყველაფერი თითქოს ამას გულით ამბობდა და მართლაც ჯეროდა რომ სწორად მოიქცა.
-ტომი მოკლეს ემა, ის აწამეს და ტანჯვით მოკლეს, შენ გგონია რომ ახლა ის ბედნიერია?! აბსურდია .
ემას თვალები გაუფართოვდა და გაოცებულმა თქვა. - არა არ უწვალია ის მარტივად მოკლეს, ცოტნემ მითხრა რომ არ ატკენდა.
-და შენც დაუჯერე, ის აწამეს ტანჯვით მოკლეს, თითებზე ფრჩხილები დააძრეს, კბილებიც ამოაცალეს, თვალები დათხარეს, ყურები დააჭრეს, სხეულზე იმდენი ჭრილობა მიაყენეს რამდენის ადგილიც ჰქონდა და ეს ყველაფერი მაშინ გააკეთეს როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, აი ასეთი მონსტრია შენი ცოტნე.
-არა მატყუებ, ცოტნე დამპირდა. - ეს თქვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თავი ხელებში ჩარგო და ქვითინი დაიწყო.
-შენი მოტყუება არაფერში მჭირდება, აი აიღე, ეს მისი გარდაცვალების დასკვნააა. - სანდრომ ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და ემას გაუწოდა, ემამაც უთქმელად გამოართვა და ჯიბეში ჩაიკუჭა.
-მე არ მინდოდა ეს ყველაფერი.
-შენ არჩევანი გქონდა, მაგრამ არასწორი გზა აირჩიე, თუმცა მაინც არ მესმის რატომ ცოტნე?! რატომ ის და არა ჩვენ?!
-რადგან მე ის მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, ის ჩემზე ზრუნავს და იცით რა თუ მან ტომი ასე მოკლა ესეიგი ასე იყო საჭირო, მე მას ბოლომდე ვენდობი.
-ტომს უყვარდი, ის შენი ერთადერთი მეგობარი იყო და ამას როგორ ამბობ.
-ცოტნე ჩემი ოჯახია, როდესაც დამპალი მამაჩემისგან გავიქეცი მან გადამარჩინა, ბნელი ქუჩიდან წამიყვანა, მომიარა, მაჭამა და ის სიყვარული მაჩუქა რაც არასდროს მქონია, მე მის გარეშე არ ვარსებობ.
-გიყვარს?! ემა შენ საცოდავი ხარ, ის შენით მანიპულირებს და ამას ვერც ხვდები.
-არ მადარდებს, თუნდაც გამომიყენოს მე ის მიყვარს, შენ არ გესმის მე ცხოვრებაში არავინ მყოლია ვინც ჩემზე იზრუნებდა, ის ერთადერთი ვინც ჭუჭყიანი მაწანწალა გოგოს იქით ადამიანი დაინახა.
-ცდები მშვენივრად მესმის, მეც მყავდა მსგავსი ადამიანი და ახლა ვხვდები რომ შენ ჩაუშვი და ისიც შენ გამო მოკვდა.
-არა მე დათოს სიკვდილში ხელი არ მირევია და არც ცოტნეს, რადგან ციტნეს ეგ დებილი ბიჭი მართლა მოწონდა და მასთან მეგობრობა უნდოდა, მე ვეუბნებოდი რომ ეს არ იყო კარგი იდეა, მაგრამ ის არ მისმენდა, მთელ დროს მასთან ატარებდა მეც კი არ მეკონტაქტებოდა, მისი სიკვდილის შემდეგ ჩაიკეტა და არავის ელაპარაკებოდა, მას ის არ მოუკლავს, რადგან სანამ მას რამეს ვეტყოდი მანამდეც იცოდა, რომ დათო შენი მეგობარი იყო.
-ამას აზრი არ აქვს, კარგი ვთქვათ დათო არ მოუკლავს, სხვა ადამიანებზე რას იტყვი არც ისინი მოუკლავს, შენი ცოტნე ბოროტია და ერთ დღეს შენც ისევე მოგიშორებს, როგორც ტომი მოიშორა.
-დაე იყოს ეგრე, მომკლას, მცემოს, მაწამოს მე ეს არ მადარდებს, მე მას ყველაფრის ფასად დავიცავ.
ეს თქვა და გატრიალდა,თავი მაღლა არ აუწევია, სანდრო მიშტერებოდა ამ პატარა გოგოს, რომელშიც გაურკვევლობა მძინვარებდა, როდესაც რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა, ემამ შემობრუნების გარეშე მოაძახა.
-ბატონო სანდრო მეც ვგრძნობ თქვენთან კავშირს, ეს არ ყოფილა ყალბი, მე ვიცი რომ თქვენ ჩემი ყველაზე კარგად გესმით, ცოტნეზე კარგათაც კი, მაგრამ მე ჩემი თავი მას მივუძღვენი.
-გასაგებია, მაშ ერთმანეთის პირისპირ ბრძოლა მოგვიწევს, არ გეგონოს რომ ცოტნეს შენს გამო დავინდობ.
-გასაგებია. ტომს გადაეცით რომ ვწუხვარ, არ მინდა მის გასვენებაში მოსვლა, ვფიქრობ არ გაუხარდებოდა.
-გადავცემ.
-მადლობა.
ეს თქვა და იქიდან წავიდა, სანდრო მარტო დარჩა ქუჩაში, იცოდა რომ არ უნდა გაეშვა და არასწორად მოიქცა, მაგრამ არ შეეძლო მისი გისოსებში ჩასმა, ტკიოდა ემასთან განშორება, დილით ბრაზობდა, მაგრამ ახლა მასთან საუბრის შემდეგ მის მიმართ ოდნავ მოლბა, თითქოს ახლა ესმოდა ემას საქციელი, ემამ იმის მხარე დაიჭირა ვინც უყვარდა ნუთუ ყველა ასე არ იზავდა, სანდროსაც რომ ყოლოდა ვინმე ვინც ეყვარებოდა ისიც იგივეს იზავდა, სიყვარული სულელური გრძნობაა, ის იმდენად გიბინდავს გონებას რომ რეალობის აღქმას კარგავ და სადღაც შორს მიყავხარ იქ სადაც არ არსებობს საღი აზრი. სანდრო სახლში შევიდა, ფიქრობდა ემაზე, ტომზე და მათი მეგობრობის უცნაურ დასასრულზე, ნეტავ ტომი რაზე ფიქრობდა ბოლო წუთბში? ამ კითხვაზე პასუხი ამ ქვეყნად არავის ჰქონდა.
ემა სახლში წავიდა ცოტნესთან, ის მართლაც უყვარდა, მაგრამ ტომის ამბავმა მაინც შეაშფოთა, ცოტნემ ხომ უთხრა რომ ტომ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოკლავდა, მაშინ ეს რა იყო, ეს დასკვნა რატომ ამბობდა საპირისპიროს, თვალები ცრემლით აევსო, მაგრამ ეს სევდის ცრემლები არ ყოფილა, ბრაზს იყო, ახლა ის განრისხებული იყო. სახლში მისვლისთანავე ცოტნეს დაუწყო ძებნა, ახლა მას ბევრი კითხვა ჰქონდა და პასუხები სჭირდებოდა. ცოტნეს კაბინეტში შევიდა და მრისხანე თვალებით მიაშტერდა, ცოტნე სავარძელში იჯდა და საბუთებს ათვალიერებდა, ემას დანახვამ გააკვირვა.
-რა მოხდა ემა, ასეთი სახე რატომ გაქვს?
-რა გაუკეთე ტომს?
-ემა შენ ეს კარგად იცი, ჩვენ ის მოვკალით, უკვე დაგავიწყდა ჩვენ ხომ ამაზე შევთქნხმდით, რომ მისთვის ასე აჯობებდა.
-არა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარტივი სიკვდილი მისთვის კარგი იქნებოდა და არა წამებით სიკვდილი, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ, მას ეს არ დაუმსახურებია.
-რა წამება, მე ის არ მიწამებია, ბიჭებს ვუთხარი რომ მარტივად მოეკლათ.
ემამ დასკვნა ამოიღო ჯიბიდან და ცოტნეს სახეში ესროლა. - მაშინ ეს რა არის, რატომ წერია აქ ასეთი საშინელება.
ცოტნემ თვალი გადაავლო და გაოცებულმა ემას შეხედა. - ემა გეფიცები მათ ვუთხარი რომ სწტრაფად და მარტივად მოეკლათ, ეს მე არ დამივალებია, გპირდები მათ ახლავე აქ მოვიყვან გამოვკითხავ და თუ რამე ასეთი მართლა გააკეთეს დავსჯი, გეფიცები ეს მე არ დამივალებია.
ემამ ცრემლები შეიწმინდა და ცოტნეს მიუახლოვდა. - მართლა არ დაგივალებია და არაფერი იცოდი?
-გეფიცები ემა ამ საქმეში ჩემი ხელები სუფთაა, ამას შენ როგორ გაგიკეთებდი, მე შენ ისე მიყვარხარ რომ შენთვის მოვკვდები კიდეც და გგონია რომ ამ პატარა სურვილს არ აგისრულებდი.
-მეც მიყვარხარ.
ცოტნემ ემას ხელები მოხვია და გულში მაგრად ჩაიხუტა,ცალი ხელით თავზე ეფერებოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-დაწყნარდი ემაა, მე გავარკვევ ეს ვინ გააკეთა და იგივეს დავმართებ რაც ტომს გაუკეთეს, ვიცი შენთვის ტომი რასაც ნიშნავდა და როგორც გიყვარდა, რამ გაფიქრებინა რომ ასეთ სისაძაგლეს ჩავიდენდი.
-ბოდიში გონება ბრაზმა დამიბინდა, მე მართლა ვწუხვარ რომ ასეთი რამ გავიფიქრე შენზე.
-არაუშავს მე უკვე გაპატიე.
-მადლობა.
-და სანდრომ რა თქვა, უკვე გაიგო რომ ჩემთან ხარ?
-კი ყველაფერს მიხვდა და გამომიშვა.
-არაუშავს, ისედაც ვიცოდი რომ ერთ დღეს მიხვდებოდა, ის ძალიან ჭკვიანი და სახიფათოა.
-მას ხომ არ მოკლავ?!
-არა რა სისულელეა, მე ხომ გითხარი ის მომწონს, მე მინდა რომ მასთან ვიმეგობრო.
-მაგრამ არ მგონია მას იგივე უნდოდეს.
-როცა დავანახებ რომ მე მის მხარეს ვარ და მისი გამარჯვება მინდა მიხვდება რომ ჩემთან მეგობრობა უნდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ამიტომ არ იდარდო, ახლა შეგიძლია ჩემთან იყო და მე დამეხმარო, პოლიციაში მუშაობ აღარ გჭირდება.
-მართლა? ანუ მორჩა აწი ყოველთვის ერთად ვიქნებით და აღარ დავშორდებით?
-რა თქმა უნდა, ახლა ჩემთან დარჩები.
იმ დღეს ჩახუტებულებს ჩაეძინათ, ემას მშვიდად ეძინა ცოტნეს მკლავებში, თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობდა, მაგრმ ქარიშხლის წინ ყოველთვის სიმშვიდეა.
მეორე დღეს ცოტნემ ემას წინაშე დახოცა ტომის მკვლელები, ემა კმაყოფილი იყო და ცოტნეს მიმართ ბრაზი სწრაფად გაუქრა. ემამ ცოტნეს ბიჭებთან ერთად დაიწყო მუშაობა, ისე როგორც ადრე იყო, როცა ცოტნე პირველად გაიცნო. ემას და 2 ბიჭს ერთი კაცის მკვლელობა დააავალეს, ცოტნეს თქმით ეს კაცი ხალხს ფულს პარავდა და სასწრაფოდ უნდა მოეშორებინათ. ემა და ბიჭები მის მოსაკლავად წავიდნენ, პატარა აყროლებულ ბინაში იმალებოდა, რთული არ იყო მისი მოკვლა, ბინაში შესულებს კაცი არც შეწინააღმდეგებია, უბრალოდ უყურებდა თითქოს ელოდა კიდეც მათ მისვლას, თითქოს უნდოდა კიდეც რომ მოეკლათ, ემამ ზედმეტი წამების გარეშე მოამთავრა საქმე, ბიჭებმა ცხედარი პარკში გაახვიეს და ქვემოთ მალულად ჩამოიყვანეს, მანქანა უკანა გასასვლელთან ეყენათ, ცხედრის საბარგულში ჩატენვა დაიწყეს, როდესაც ამას აკეთებდნენ, ემამ შეამჩნია რომ კუთხესთან ვიღაც იდგა და იქითკენ წავიდა, იქ მისულს პატარა ბიჭუნდა დახვდა ხელში პატარა მანქანა ეჭირა და გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა ემას, ტუჩი აუკანკალდა, ემამ ვერც მოასწრო ჩუმად იყავის თქმა, ბიჭს მანქანა დაუვარდა და ამ ხმაზე შეხტა, უკვე ემასთან მყოფმა ბიჭებმაც შეამჩნიეს და ემასკენ წამოვიდნენ.
-ემა მანდ რა ნახე?
ემას პასუხი არ გაუცია, გაშეშდა, ცდილობდა თვალებით მიენიშნებინა ბავშვისთვის რომ გაქცეულიყო, თუმცა უკვე გვიანი იყო ბიჭებმა ბავშვი დაინახეს.
-ოჰო შეხედე აქ ვინ გვყავს, რა საყვარელი მოწმეა, რა ვუყოთ ახლა ამას?
-ბიჭებო, ის ხომ ბავშვია რა უნდა ვუყოთ გავუშვათ.
-ემა გაგიჟდი?! ის ხომ მოწმეა, ვინმეს რომ უთხრას ცოტნე საფრთხეში ჩავარდება.
-ბავშვს ვინ დაუჯერებს.
-ემა მესმის რომ ბავშვები გეცოდება და არ დაგაძალებ, უბრალოდ მანქანაში ჩაჯექი აქ ჩვენ მოვამთავრებთ საქმეს.
-რეებს ამბობ, სუ გადაირიე, მართალია მკვლელი ხარ, მაგრამ ადამიანობა ხომ არ უნდა დაკარგო, ბავშვს არავინ დაუჯერებს უბრალოდ გაუშვით.
-ასე ვერ გავრისკავთ, ნუთუ ბატონი ცოტნეს საფრთხეში ჩაგდება გინდა?!
-ცოტნეზე აქ ყველაზე მეტად მე ვდარდობ, მართლა გგონიათ რომ ჩემზე მეტად ის ვინმეს უყვარს? ვიცი ცოტნე კეთილია და ისურვებდა ბავშვი გაგეშვათ.
-ემა გზიდან გამეცალე.
ეს თქვა და ბავშვისკენ წავიდა, თან პერანგის სახელოებს იწევდა, ბავშვის ცემას აპირებდა ან დახრჩობას, ამის საფიქრელად დრო არ იყო, ემას სასწრაფოდ უნდა ემოქმედა, ამ ორ მონსტრს უფლებას ვერ მიცემდა ბავშვი მოეკლათ, ეს სიგიჟე იყო, ბავშვი ის ხომ უცოდველია, განა მისი მოკვლა ასეთი აუცილებელია, ემა შიშმა აიტანა, ამ ბავშვში თავის ბავშვობა დაინახა, ისიც ასთი შეშინებული უყურებდა სამყაროს და ახლა ის მოკვდებოდა. ემა ბავშვისკენ გაუაზრებლად გაიქცა და მთელი სხეულით გადაეფარა, ამ დროს წიხლი მოიქნია ერთ-ერთმა მკვლელმა და ემას ნეკნებში მთელი ძალით დაარტყა, ტკაცუნის ხმა იყო, მგონი ემას ძვალი იყო, მაგრამმ არაუშავს ის მიჩვეულია ცემას, მას ხომ მუდმივად ცემდნენ, ეს ტკივლი მისთვის მოფერებასავითაა, ამასაც გადაიტანს, ამასაც გაუძლებს. ემამ კაცს განრისხებული თვალებით ამოხედა და დაუღრიალა.
-არ მოგცემ მისი მოკვლის უფლებას, უკან დაიხიე.
კაცმა კიდევ რამდენჯერმე დაარტყა ემას ნეკნებში.
-ემა ბავშვს მოშორდი, ნუ მაბრაზებ.
ემას თვალები გაუფართოვდა და ამ კაცის უკან რაღაცას მიშტერდა, შემდეგ კი შეშინებულმა თქვა.
-ეს რა ჯანდაბაა?!
ორივე კაცმა უკან მიიხედა, თუმცა იქ არაფერი იყო, უკან რომ გამოიხედეს ემა უკვე გარბოდა, ბავშვი ხელში აეყვანა და მკერდზე ისე მაგრად მიეხუტებინა, რომ ლამის გაეჭყლიტა, გარბოდა მთელი ძალით, მაგრამ ნეკნები ძალიან ტკიოდა, კაცმა იარაღი ამოიღო და ემასკენ გაისროლა, ემა ინერციით გარბოდა, კიდევ რამდენიმე გასროლა და ემა შენობებს მიეფარა, მკვლელები ემასკენ გაიქცნენ, ემა კი არ ჩერდებოდა ცდილობდა შენობებს ამოფარებოდა დასამალად, გასროლის ხმაზე ყველამ კარები ჩაკეტა და ფარდები ჩამოაფარა, ისინი ამას მიჩვეულები იყვნენ, კანონი მარტივი იყო, თუ ვინმე ისროდა კარები იკეტებოდა და ხალხი იმალებოდა, ახლა აქ ემას არავინ უშველიდა, ემას თავად უნდა ეშველა თავის თავისთვის. გაიარა პირველი, მეორე, მესამე ქუჩა და აი ისიც ერთი მოსახვევიც და სანდროსთან განყოფილებაში მივიდოდა, მოსახვევში შეუხვია და აი ისიც გამოჩნდა, განყოფილება, ახლა ის ღმერთის სახლივით დიდებული მოჩანდა ემასთვის, თუმცა უკნიდან ხმა მოესმა.
-ემა არ გაბედო და მანდ არ წახვიდე, ცოტნე არ გაწირო.
ემა გაჩერდა, დაინახა მკვლელები ახლოს იყვნენ, ცოტნეც გაახსენდა, ვეღარ გაეგო რა იყო სწორი და რა არასწორი, ცოტნე უყვარდა, მაგრამ ეს ბავშვი ჯერ პატარა იყო სიკვდილისთვის, ცოტნე ხომ გაუგებდა, კი ის ნამდვილად გაუგებდა, ბავშვს ისიც ხომ არ გაიმეტებდა სასიკვდილოდ, ხომ ასეა?! ემა სულ აირია, ბოლოს ბავშვი დასვა და მომღიმარი სახით უთხრა.
-პატარა ხედავ იმ დიდ შენობას?! იქ წადი და სანდროს უთხარი რომ ემამ გამოგაგზავნა და დაცვა გჭირდება და თუ უარს გეტყვის უთხარი, რომ ვიღაც კაცებს შენი მოკვლა უნდათ.
ბავშვმა შეშინებული ხმით ჩაიბურტყნა -და თქვენ რას იზავთ?
-მე იმ ბიძიებს შევაჩერებ, თორემ ორივე იქამდე ვერ მივასწრებთ, მიდი წადი, ჩემზე არ იდარდო.
ეს უთხრა შუბლზე აკოცა და უკან მოტრიალდა, მკვლელებისკენ გაიქცა, ისინი ყველაფრის ფასად უნდა შეეჩერებინა იქამდე სანამ ბავშვი სანდროსთან მივიდოდა, ბავშვიც გაიქცა განყოფილებისკენ, როცა ემა მკვლელებს მიუახლოვდა ხელები გაშალა და გზაზე გადაუდგა.
-ამის იქით ვერცერთი ვერ წახვალთ!
-და ვინ აგვიკრძალავს, შენ?!
-კი, მე შეგაჩერებთ და იმ ბავშვს გადავარჩენ.
კაცმა ხელი აუქნია, ემამ აიცილა და პირდაპირ მუცელში დაარტყა, მეორებ ეს რომ დაინახა ემას გაკავება ცადა, თუმცა ემამ მას წიხლი დაარტყა. ემამ იცოდა რომ ეს სიგიჟე იყო და ისინი მოერეოდნენ, თუმცა მთავარი ხომ მაინც ბავშვისთვის დროის მოგებაა და არა გამარჯვება. ერთ-ერთმა ემას ნატკენ ნეკნებში დაარტყა და ემა ჩაიმუხლა, შემდეგ ორივე მკლავში ხელი მოკიდა და დაიჭირა, მეორემ კი ემას ცემა დაიწყო, იქამდე ურტყა მუცელში სანამ ემამ ფეხებში მგრძნობელობა არ დაკარგა და ჩაიმუხლა, ფეხე ვეღარ დგებოდა და მაინც განაგრძობდნენ დარტყმას.
თუმცა აი ისიც მოხდა რისთვისაც იბრძოლა, ბავშვი უკვე სამშვიდობოს იყო, განყოგილებაში შევიდა და თვალების ცეცება დაიწყო, ეძებდა ვინმეს ვინც დაეხმარებოდა, ვიღაც ქალი ბავშვისკენ წამოვიდა და მომღიმარი სახით შეეკითხა.
-შემიძლია რამით დაგეხმარო?
-მე.. მე ბატონ სანდროს ვეძებ, იცით სად არის?
-კი ვიცი, წამოდი მასთან წაგიყვან.
ბავშვი უსიტყვოდ უკან გაყვა.
როდესაც მკვლელებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვი განყოფილებაში უკვე შესულიყო ძალიან გაბრაზდნენ და ჯავრი ემაზე იყარეს.
-სულელო გოგო ვერც კი ხვდები რა გააკეთე, ახლა შენი დასვრილიც ჩვენ უნდა ვწმინდოთ.
-ღირსი ხარ აქვე მოგკლათ.
-არა აქ თუ მოვკლავთ ცოტნე გაგიჟდება, ჯობს ცოტა გავერთოთ, მერე ცოტნეს მივუყვანოთ და იმან გადაწყვიტოს რა ვუქნათ.
-მართალია, ცოტნეს ეს უყვარს და რომ მოვკლათ არ გაბრაზდეს ნუ გავრისკავთ.
-ხო ჯერ ცოტა ჭკუა ვასწავლოთ, ამდენი ხანი ზემოდან გვიყურებდა, რადგან ცოტნესთან გორაობდა თავი პრინცესა ეგონა, ცოტას თუ დავალურჯებთ არაფერი მოხდება.
ბევრი ურტყეს, თუმცა ემა უკვე ვეღარაფერს გრძნობდა, მთელი სხეული დაბუჟებოდა. ბოლოს რომ დაიღალნენ ემა მანქნაში ჩააგდეს, უკანა სავარძელზე და წავიდნენ, თან გზაში ბურტყუნებდნენ, ცოტნეს რეაქციაზე დარდობდნენ, ვაი და გაბრაზდეს მაშინ უსათუოდ მოკლავს ორივეს, თუმცა კმაყოფილები მოკვდებოდნენ, რადგან მათი აზრით, ემამ ის მიიღო რაც დაიმსახურა.
როდესაც ბავშვმა ემას დანაბარები გადასცა, სანდრომ იუარა, ფიქრობდა, რომ კიდევ ვიღაც მოუგზავნეს სათვალთვალოდ, ბავშვს ძალიან შეეშინდა და არ იცოდა რა ექნა, ამიტომ ყველაფერი მოუყვა რაც მოხდა,სანდრო გიჟივით გამოვარდა გარეთ ემას მოსაძებნად, მაგრამ ემა უკვე წაეყვანათ, იქ აღარავინ იყო, სანდრო თავს ძალიან სუსტად და უძლურად გრძნობდა, ემა მასთან მოვიდა დახმარების სათხოვნელად, მან კი ვერაფერი გააკეთა.
ემა ვერ ინძრეოდა, ყველაფერი ტკიოდა,მხოლოდ მანქანის ჭერს მისჩერებოდა, თან ფიქრობდა, აი მივალთ ცოტნესთან და ის მიშველის, ამათ გონიათ ცოტნე გამიბრაზდება, მაგრამ მე ვიცნობ ცოტნეს, ის მე დამიცავს, ის ჩემი გმირია და გადამარჩენს, ისე როგორც იმ ღამით გადამარჩინა, ემას გონებაში ის დღე ამოტივტივდა, როცა ცოტნეს პირველად შეხვდა, მამამისისგან გაქცევის შემდეგ, გაყინულ ქუჩებში მარტო დაეხეტებოდა, ერთ ღამეს ვიღაც ლოთი აეკიდა და ამ დროს მდიდრული მანქანიდან პრინცი გადმოვიდა, იმ ლოთისგან იხსნა და ისე უღიმოდა, რომ ირგვლივ ყველაფერი დათბა, ახსოვდა როგორ მოიქცია ცოტნემ ემას ხელები საკუთარში და მათი გათბობა ცადა, ახსოვს როგორ ნაზად მოეფერა სახეზე, როგორ აიყვანა ხელში და მანქანაში როგორ ჩასვა, მან თბილი სახლი, საჭმელი და ტანსაცმელი მისცა, განა ეს სიყვარული არაა?! თუ ეს არა მაშინ რა არის?! ემამ იცოდა რომ ცოტნეს უყვარდა და ის გადაარჩენდა, ამიტომ უკვე აღარაფრის ეშინოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent