შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

DEJA VU - დეჟავიუ (სრულად)


29-01-2023, 23:50
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 6 980

[/i]
ახალი წელი ახალი შანსია, დაიწყო რაღაც ახალი და კარგი....
ხშირად გქონია ალბათ დეჟავიუს შეგრძნება, რომ ეს სადღაც ერთხელ უკვე მოხდა, რომ ეს განცდები და გრძნობები ერთხელ უკვე გამოიარე...
უკვე იგრძენი ვენებში მოწოლილი სწრაფი სისხლის ნაკადი.
უკვე აგიჩქარდა გული...
უფრო სწრაფი გახდა შენი პულსაცია....
სუნთქვა შეწყვიტე...
სწრაფად ჩასუნთქული ჰაერის ნაკადისგან ფილტვები გეწვის....
ათრთოლებული სხეულები ეხება ერთმანეთს, ისევ დეჟავიუს შეგრძნება გაქვს და ეს დაუსრულებლად გრძელდება და დაურღვეველ ციკლს ქმნის შენს გონებაში...
/კესანე დევდარიანი/
[i]



არაფრის წერა არ გამომდის, დიდი ხანია ჩემი მუზა სადღაც ჯანდაბაში გაიქცა და დაიმალა, კრიზისი მაქვს, არა და გამომცემელი ჩემგან ახალ რამეს ელოდება თუნდაც პატარას რომ დარწმუნდეს წერა ისევ შემიძლია და ტყუილად არ კარგავს ჩემთან დროს... ლეპტოპის ეკრანზე გახსნილ ფანჯარას მივშტერებივარ სადაც სულ რამოდენიმე ფრაზა წერია და თავში არანაირი აზრი არ მომდის, ჩემი ტელეფონი ისევ გაუჩერებლად რეკავს სადღაც და მაიძულებს ვუპასუხო.
-გისმენ ბაბი.
-ოუუ, რა სერიოზული ხარ.
-ვცდილობ ვწერო.
-გინდა ისეთი გარემო შეგიქმნა რომ წერო?
-ხომ იცი ეგეც არ მშველის.
-კარგი კაფე ვიპოვე, იცი როგორი გარემოა?
-კარგი მისამართი მომწერე და მოვალ.
-მადლობა ღმერთს, უკვე ორი კვირაა თბილისში ჩამოხვედი და სახლიდან პირველად გამოდიხარ.
-სანამ გადავიფიქრე ჯობია რომ მომწერო მისამართი. -ბაბი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ძალიან მხიარულია და სულ ცდილობს მეც ისეთივე გამხადოს როგორიც თვითონ არის მაგრამ ჩვენ მონეტის ორი მხარე ვართ, ერთმანეთს ვაბალანსებთ, ზოგჯერ ვეთანხმები დედაჩემს ჩემი ატანა ადვილი არ არის და ვერ ვიგებ რით დავიმსახურე ასეთი საოცარი გოგო რომ მაჩუქა ცხოვრებამ...
-სად მომიყვანე? -მეხვევა და ლოყაზე ხმაურით მკოცნის.
-ჯერ გამარჯობა, მეც მომენატრე... დეჟავიუ- ში, მოგიყვანე.
-ხო, კარგი მომენატრე.
-იცი რა მაგარია აქაურობა? მყუდრო გარემოა, წითელ ფერში გადაწყვეტილი დარბაზი და საოცარი მუსიკა, ზუსტად ამართლებს სახელს როგორც კი შედიხარ დეჟავიუს შეგრძნება გეუფლება.
-მე თვითონ რომ ვნახო არა? -შიგნით შევედი და მართლაც ზღაპრულ გარემოში აღმოვჩნდი, აქაურობა იდეალური იყო იმისთვის რომ ჭიქა წითელი ღვინის თანხლებით მეწერა, იმედი მომეცა რომ ჩემი მუზა დაბრუნდებოდა. სცენიდან ისეთი სასიამოვნო მუსიკის ბგერები იღვრებოდა, ბაბის ზურგს უკან კი ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე თითქოს ნაცნობი სილუეტი დავინახე მაგრამ, ჩემი გონება ბლოკავდა მის არსებობას.
-გესმის?
-რამე მკითხე?
-რა შევუკვეთოთ?
-არ ვიცი რაც შენ გინდა.
-მოგეწონა?
-ვინ?
-ვინ არა სიმღერაზე გკითხე.
-ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, სასიმოვნო ხმა აქვს, ჟრუანტელის მომგვრელი.
-ყავა და ტირამისუ შევუკვეთე, იმედია მოგეწონება... ძალიან ხარ დაინტერესებული იმ ბიჭით.
-თითქოს სადღაც მინახავს, იმედია მუსიკა რომ დამთავრდება გაენთება შუქი და კარგად დავინახავ.
-არ აინთება, აქ სცენა ყოველთვის იდუმალია.
-არა და ის ბიჭი ძალიან მეცნობა.
-ათი წელია არ ყოფილხარ აქ და როგორ შეიძლება გეცნობოდეს.
-კარგი, ალბათ ვინმეს მივამსგავსე. -ვნებდები არ მინდა ვაღიარო ვისაც მივამსგავსე, არ მინდა ვთქვა რომ რაც ჩამოვედი ყველგან მას ვეძებ.
-ვინმეს თუ?
-არა, მის გარდა ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო ვინც მღეროდა?
-არ მახსენდება მაგრამ, შენი გონება იქნებ ზუსტად ამიტომ ბლოკავს?
-არა, ის არ იქნება. -უფრო ჩემი თავის დარწმუნებას ვცდილობ ვიდრე ბაბის.
-სანდრო ისევ მეგობრობს მასთან?
-არ ვიცი, მასზე არ ვსაუბრობთ, ხომ იცი საერთოდ არ ვსაუბრობთ მე და ჩემი ძმა... რაც მარტო გადავიდა სულ არ გველაპარაკება რომ არა მისი ცოლი ალბათ არც ექნებოდა ჩვენთან ურთიერთობა.
-ვიცი როგორ გიყვარს სანდრო, არ უნდა იყოთ ასე, მე რომ ძმა მყავდეს ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი მასთან ურთიერთობის დასალაგებლად.
-ხო და მიდი და დაალაგე, შენ ყოველთვის უფრო უყვარდი.
-ბაბი, საწყენად არ მითქვამს.
-ვიცი, რთულია მაგრამ ასეც კარგად ვარ.

რამდენიმე დღე დავდიოდი ბარში და უცნობს ვაკვირდებოდი, მისი ხმა და ჩრდილი ისეთი ახლობელი იყო ჩემთვის რომ მთელი ჩემი გონება და გრძნობა მის ნახვას მოითხოვდა... გიტარის აკორდებს იმდენად ნაცნობი ხმა და სიტყვები მოყვა რომ თვალებ დახუჭულმა მაშინვე აღვიდგინე მისი სახე გონებაში და ისიც კი წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ათი წლის შემდეგ, სხვა ვერ იქნებოდა, სხვა ამ სიმღერას ასეთი გრძნობით ვერ იმღერებდა, ეს მხოლოდ ჩემი და მისი იყო, ჩემი გონება გამომეხმაურა ,კარგი რა კესო, მას ალბათ არც ახსოვხარ, იქნებ ცოლი და შვილი ყავს და რატომ გგონია რომ ის არის? რატომ გგონია რომ ამ სიმღერას შენს გარდა არავის უმღეროდა? ის ხომ ასეთი მექალთანე იყო? ის ხომ სხვა გოგონებისთვისაც უკრავდა გიტარაზე და სხვებსაც უღიმოდა? ‘ უფრო მეტად დავსევდიანდით და სახლში წასვლა მომინდა მაგრამ მაინც არ მიმყვებოდა ჩემი სხეული მისი ნახვა უნდოდა, ცოტა ხნის შემდეგ მაინც გადავწყვიტე წასვლა, კარში გამოსვლისას ვიღაცას მთელი ძალით დავეჯახე და რომ არა მისი ხელები უკან გადავვარდებოდი, მის შავ სფეროებში დავიკარგე.
-კესო კარგად ხარ? -ექოსავით ჩამესმოდა მისი ხმა ყურებში, რომელიც ჩემს სახელს უკვე მეათასედ იმეორებდა. -კესო, სცენიდან რომ დაგინახე მეგონა ჩემი წარმოსახვა იყავი. -მის წინ ვიდექი ის იყო, ზუსტად ისეთი როგორც ათი წლის წინ.
-დათა, ეს შენ იყავი, ის სიმღერა... -აზრებს თავსაც ვერ ვუყრიდი, მისი სიახლოვე სულს მიკრავდა, მთელი ძალით მიჭერდა მარწუხები გულზე, სისხლი ეხეთქება ჩემს ვენებს გაგიჟებული და მთელი სხეული ერთიანად მიექანება ტრანსში.
-მიხარია შენი ნახვა, სულ დაბრუნდი? -ისევ ისეთი ხმა აქვს, არა ვტყუი მისი ხმა გაბზარულია როგორც ჩემი.
-არა, ახალ წლამდე ჩამოვედი.
-იმედია ისევ გნახავ, თუ დარჩები ორი სიმღერაღა დამრჩა და მერე ვივახშმოთ ერთად.
-დროებით, ხვალ მოვალ. -როგორც კი დათა მომშორდა და კაფეში შევიდა ტელეფონი მოვძებნე. -ბაბი შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-ახლავე, რა ხდება რა ხმა გაქვს მშვიდობაა?
-მოდი და გეტყვი. -არ ვიცოდი ასე რატომ ვიყავი, ალბათ იმიტომ რომ მეგონა ვერასოდეს ვნახავდი დათას კიდევ ერთხელ, მას შემდეგ ხომ ათი წელი გავიდა, უკვე სახლთან მყოფი ტაქსისტის სიტყვებმა მომიყვანა გონს, კორპუსთან ბაბი მელოდა.
-სად იყავი რა სახე გაქვს? -ჩემი ბოლთის ცემის ყურებისგან რომ დაიღალა კითხვა დამისვა.
-ის მომღერალი, დათა იყო დღეს ცისფერი კესანები იმღერა და მერე კაფესთან შევხვდი, ვახშმობა შემომთავაზა მაგრამ თავი ცუდად ვიგრძენი და გამოვიქეცი, არ ვიცი ეს რატომ დამემართა... სუნთქვა შემეკრა, სხეულში გიჟივით მიბღაოდა რაღაც განცდა და კანს შიგნიდან მიჭამდა.
-შენ რა ისევ გიყვარს?
-არა. -ისე ამოვიკნავლე რომ მეც კი არ მჯეროდა ამ სიტყვების.
-კესო, თვალებში შემომხედე და მითხარი რას გრძნობ დათას მიმართ?
-არ ვიცი, დღეს რომ მღეროდა... ეს გრძნობა, ეს განცდები... თითქოს დრო არც გასულა, თითქოს ისევ მე მიმღეროდა, მაგრამ არა იქნებ მას ცოლი და შვილები ყავს, ჩემს ბავშვურ გრძნობას ვერ მივცემ უფლებას რომ მას ამით ვავნო.
-კესო, რომელ ბავშვურ გრძნობას? ათი წლის შემდეგაც კი ისევ ისე ზიხარ და კანკალებ, როგორც იმ ღამით, იქნებ მაშინ რომ უარი არ გეთქვა...
-არა ბაბი ეს წარსულია, დათა ჩემი წარსულია, დღეს ის როგორც კარგ ნაცნობს ისე მიყურებდა. -წამით ისევ მისი სახე მივლის გონებაში და წელზე სადაც მისი ხელი შემეხო წვას ვგრძნობ.
-ხო და შენც ისე შეხედე როგორც ტკბილ მოგონებას... იქ არ უნდა წამეყვანე.
- ისე მინდოდა მისი დანახვა თავიდანვე გული მიგრძნობდა რომ ის იყო... რატომ არ ვიცი მაგრამ მეგონა რომ ისევ ვერასოდეს ვნახავდი.
-დამშვიდდი, ხვალ ნახავ?
-არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებ.
-რას? წახვალ თუ არა მასთან სავახშმოდ.
-წავალ, იქნებ ხვალ ასეთი განცდა აღარ მქონდეს.
-თან გაიგებ ყავს თუ არა ვინმე, იქნებ მასთან შეხვედრით მეორე შანსი მოგეცა, თან ახლა არც შენ ხარ ის შეშინებული ჩვიდმეტი წლის გოგო.
-და არც ის არის ისევ ოცი წლის, ყურებამდე შეყვარებული ბიჭი.
-ეგ არავინ იცის.
-კარგი რა ბაბი, ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს შეუძლებელია.
-შენ მწერალი ხარ და იცი რომ შეუძლებელი არაფერია.
-ეგ მხოლოდ მაშინ როცა წიგნის გმირი ხარ.
-ხო და შენც გახდი შენი გმირი, გახდი ის ძლიერი და მიზანდასახული გოგო რომელზეც წერ, ერთხელ მაინც გააკეთე ის რაც შეუძლებელი გეჩვენება... ახლა მე წავალ და ხვალ აუცილებლად ნახე დათა თორემ კიდევ ათი წელი დაგტანჯავს ფიქრი იმ შანსზე რომელიც გაუშვი.
-იცი რამდენჯერ მიფიქრია რა იქნებოდა იმ ღამით რომ მასთან ერთად გავპარულიყავი.
-ხო და მოეშვი ფიქრს და იმოქმედე, აბა შენ იცი ხვალ გონება აღარ დაკარგო.
-გონება არ დამიკარგავს. -მაგრამ ბევრიც არ მაკლდა, მერე ფრაზას ჩემი ეგო ამბობს და კუთხეში მიყუჟული კნავის ისიც.
-ხვალამდე და იცოდე მომიყევი რა მოხდება თქვენს შორის.
-მხოლოდ ვივახშმებთ. -დილამდე, თვალი არ მომიხუჭავს პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი თითქოს პირველ პაემანზე მივდიოდით, ათი წლის შემდეგაც ისევ ისე ვცქმუტავდი, მაგრამ ეს სხვა ღელვა იყო, სხვანაირი მტკივნეული განცდებით, ისე რატომ ვიქცეოდი თითქოს წლების წინ დათამ მიღალატა და მიმატოვა, ახლა კი მასთან შეხვედრა მიჭირდა?! არა და მე გავანადგურე ეს ბიჭი, მე ვაქციე ნამსხვრევებად.

მოდი ყველაფერი თანმიმდევრულად მოვყვეთ, მაშინ 14 წლის ვიყავი ის უკვე სკოლას ამთავრებდა, ხომ იცით როგორ უყვართ პატარა გოგონებს როცა მაღალ კლასელ ბიჭებს ეპრანჭებიან თან ის ისეთი, შარმიანი იყო სკოლის ეზოში გიტარაზე დაკვრას რომ დაიწყებდა სკოლის ყველა გოგო თავს ეზოში იყრიდა მასზე ოცნებას იწყებდა, იმ დღესაც როგორც ყოველთვის მისგან შორს ვიდექი და ველოდებოდი ბაბი როდის მოწყდებოდა ამ ჯგუფს რომ სახლში წამოვსულიყავი, სიმღერას მორჩა და როგორც იქნა ბაბი წამოვიდა.
-წავედით? ვერ ვხვდები რატომ ეხვევა მთელი სკოლა ამ ბიჭს, ჩვეულებრივი მაჩოა გიტარით ხელში. -ზურგს უკან ხმამაღალი სიცილის ხმა რომ მომესმა დაფეთებული მოვტრიალდი და ხელში ის მაჩო შემრჩა.
-ესეიგი მაჩო ვარ? -ენა ჩამივარდა და ვერაფერი ვუპასუხე, ჩემზე ერთი თავით მაღალ ბიჭს რომელიც თანდათან უფრო მიახლოვდებოდა. -ზურგს უკან ადამიანზე ჭორაობა არ შეიძლება არ იცი?
-მე არ ვჭორაობდი, სიმართლე ვთქვი.. ზიხარ სკოლის ეზოში მაჩოსავით და გიტარაზე უკრავ გოგონების მოსახიბლად, არ თქვა რომ ასე არ არის?
-ასეა, მაგრამ მე დაკვრა მსიამოვნებს გოგონები თავისით იხიბლებიან კესო. -მან ჩემი სახელი იცოდა, ალბათ მაშინ გაიგო ბაბიმ რომ დამიძახა. -დათა მქვია, მაგრამ შენ ნებას გაძლევ მაჩო დამიძახო. -ხელი გამომიწოდა და გამიღიმა, მის ღიმილში დავიკარგე არ მახსოვდა რომ ხუთი წუთის წინ ცუდ რამეებს ვფიქრობდი მასზე. მთელი დღე მასზე მეფიქრებოდა, მის ღიმილზე, მის შავ თვალებზე და სისხლივით წითელ ტუჩებზე, ვერც მეცადინეობას ვუდებდი გულს.. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ორშაბათი რომ ისევ მენახა...
კვირას ბაბისთან ერთად გავატარე მთელი დღე, პარკიდან მასთან წავედით... მეორე სართულიდან ბიჭების ხმაური ისმოდა.
-აუუ, სანდროს ისევ ბიჭები ყავს.
-არაუშავს, წამო ჩვენ შენს ოთახში მოვუსმინოთ მუსიკებს. -ცეკვით ისე გავერთეთ საერთოდ არ მაინტერესებდა რომ კარი შეღებული იყო, გავშეშდი როცა დავინახე შეღებულ კარში დათა მომღიმარი სახით მიყურებდა, სანდრომ დაკრა მხარზე ხელი და ალბათ გონს მოვიდა კიბეზე ჩაირბინა... იქედან გაქცევა მომინდა რატომღაც და სამეცადინო მოვიმიზეზე, გარეთ რომ გამოვედი მალევე ამომიდგა გვერდით დათა.
-არ გეშინია მარტო რომ მიდიხარ სახლში? -უნდა ვაღიარო რომ ეგოისტურად მესიამოვნა რომ ახლა ჩემს გვერდით იდგა.
-არა, რისი უნდა მეშინოდეს?
-რავი, ყველაფრის ჩემს გარდა. -მეტი არაფერი უთქვამს, სახლამდე ისე მიმაცილა.

იმ დღის მერე თითქმის 6 თვე იყო გაუთავებელი სახლში გაცილებები საიდანაც არ უნდა წავსულიყავი მარტო ან სადაც არ უნდა წავსულიყავი, უბრალოდ ჩემს გვერდით მოდიოდა არაფერს მეუბნებოდა, სკოლა რომ დამთავრდა, სკოლის ბოლო დღეს მოვიდა ჩემთან.
-კესო, შეგიძლია დღეს საღამოს შენს სახლთან რომ სკვერია იქ შემხვდე. -არ ვიცი რატომ მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე, ვიდექი და ვუყურებდი, ის კი ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი ნერვიულად აწვალებდა კედებით მიწას, თან თავდახრილი იდგა თვალებშიც არ მიყურებდა მერე ამომხედა ორი სიტყვა მითხრა და გაუჩინარდა. -მე დაგელოდები. -დღის მანძილზე ბევრჯერ გადავიფიქრე წასვლა, მაგრამ ჩემში მცხოვრებ პატარა რომანტიკოს გოგონას მოსწონდა ის აზრი რომ სკოლის ყველაზე მაგარ ბიჭს ჩემი ნახვა უნდოდა, მაინც წავედი... ვიდექი მის წინ პარკში და ის ისევ ნერვიულად აწვალებდა ფეხით მიწას.
-რა გინდა აღარ იტყვი? ჩუმად ყოფნისთვის მომიყვანე აქ? მაშინ წავალ. -ზურგი შევაქციე მაგრამ ხელში ჩამავლო და თავისკენ შემომატრიალა, თოთხმეტი წლის ასაკში მაჩუქა ჩემი პირველი კოცნა, რა ვიგრძენი?! პეპლები ნამდვილად არა მაგრამ ვიგრძენი, უჰაერობა, წვა მუცელში და ყელში გაჩხერილი ბურთი რომელიც მალე ცრემლებად იქცა როგორც კი მომშორდა უკან მოუხედავად გამოვიქეცი, ისე გავრბოდი თითქოს მომდევდა ვინმე მაგრამ სახლთან მისულმა აღმოვაჩინე რომ არ გამომკიდებია, გული ამოვარდნაზე მქონდა, სუნთქვა გახშირებული და მუცელი ისევ მეწვოდა, ბოღმა მახრჩობდა რომ ისე მაკოცა თითქოს თოჯინა ვიყავი და ჩემგან თანხმობა არ მიუღია... ოთახში ჩავიკეტე და ყელში გაჩხერილი ბოღმისგან რამოდენიმე საათი ვტიროდი, მაშინ მეგონა რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა და ასეთს აღარავინ შემიყვარებდა, მეგონა ყველამ იცოდა კოცნის ამბავი და თვალს ვერავის გავუსწორებდი... რა ადვილია არა პატარა ბავშვის გრძნობები, მაშინ ის მადარდებდა არავის გაეგო ამ კოცნის ამბავი ახლა კი ცამმეტი წლის მერე იმ კოცნის გახსენებაზე, რომელიც რეალურად კოცნაც არ იყო და სულ რაღაც ორი წამი გაგრძელდა, სხეულზე სიამოვნების ბუსუსები მაყრის. სხვა გზას არ მიტოვებდა ყველგან იყო ამიტომ მომიწია მასთან ლაპარაკი.
-არ მომიახლოვდე, შორიდან მითხარი სათქმელი.
-ბოდიში რომ დაუკითხავად გაკოცე, მაგრამ უკვე იმდენი ხანია მომწონხარ და ეს გრძნობა მახრჩობს რომ ჩემი ქცევები ვერ გავაკონტროლე.
-ბოდიში მიღებულია, მეტი თუ არაფერი გაქვს სათქმელი წავალ. -მოახლოება და ჩემი შეჩერება ვერ გაბედა.
-არ წახვიდე, მომწონხარ და მინდა რომ ვცადოთ.
-კი მაგრამ როგორ, ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, საერთო არაფერი გვაქვს, ჩვენი ურთიერთობა მაქსიმუმ ერთი კვირა გაგრძელდეს. -არა და ისე მომწონდა ამ ერთ კვირაზეც თანახმა ვიყავი.
-მე მაინც მინდა ვცადოთ.
-დათა მართლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ მაგრამ, მე ბავშვი ვარ შენ კი მალე სტუდენტი გახდები იქ ჩემზე ლამაზ გოგონებს გაიცნობ და მე არ მინდა გული მეტკინოს, მე ვერ მოგცემ იმას რაც შენი ასაკის ბიჭებს ჭირდებათ. -სულ, სხვა რამეს ვფიქრობდი და სხვა რამეს ვამბობდი.
-და შენ რა იცი რა მჭირდება მე? მე მხოლოდ შენგან შანსი მინდა რომ თავი შეგაყვარო. -არ ნებდებოდა და ეს მისი ენთუზიაზმი მეც უფრო მეტად მომწონდა.
-მხოლოდ ზაფხულის ბოლომდე გაქვს დრო. -მე მას შანსი მივეცი და აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო, მიუხედავად იმისა რომ საერთო არაფერი გვქონდა, ის თავქარიანი ბიჭი იყო მსახიობობაზე ოცნებობდა და არ ფიქრობდა მომავალზე, მე კი პირიქით, ვოცნებობდი რომ ძლიერი შემდგარი ქალი ვიქნებოდი, ფეხზე მყარად მდგომი... ვერაფერზე ვთანხმდებოდით იმის გარდა რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვეძლო, მე მისი გარემოცვა არ მომწონდა ის კი როგორც მისი ასაკის ბიჭებს შეეფერებათ „კაცობდა“... სამი წლის მანძილზე ბევრჯერ დავშორდით და ისევ ვრიგდებოდით, ვეჭვიანობდი ყველაზე და ყველაფერზე, შემეძლო მისი სპექტაკლები ჩამეშალა იმის გამო რომ იმ გოგოს უბრალოდ გაუღიმა ამიტომ მიკრძალავდა სპექტაკლებზე მისვლას, მე მაინც ვიჯექი უკან და ვუყურებდი როგორ ეხებოდა ჩემზე უფრო ქალურ და ლამაზ გოგოს და ეს მაგიჟებდა, არა და არასდროს მოუცია ეჭვიანობის საბაბი... მე კი გიჟს ვგავდი ჰაერზეც კი შემეძლო მეეჭვიანა. განვიცადე ჩემი გრძნობების აღმაფრენა, ვიყავი მეცხრე ცაზე და როცა ცისფერ კესანებს მიმღეროდა მე სხვა სამყაროში მივფრინავდი, იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით მე და ის.
2012 წლის მარტში მამა რომ დაბრუნდა სტამბოლიდან მე და დედას გამოგვიცხადა რომ იქ კლინიკის მთავარი ექიმობა შესთავაზეს, ჩვენთვის აზრი არ უკითხავს გვითხრა რომ ივლისში გადავდიოდით, თვეები ვიტანჯებოდი ღამეებს ტირილში ვატარებდი მაგრამ დათას ვერაფერს ვეუბნებოდი... ივლისის ცხელი დღე იდგა, შებინდებისას დათამ მანქანით გამომიარა და თბილისი ზღვაზე ავედით, ზღვაშიც კი მისი ხელები რომ მეხებოდა ჩემი გრძნობები და ვნებები ერთიანად მებჯინებოდა ყელში, მისი ყოველი შეხება უფრო მიშლიდა ვნებას, წელზე ფეხები შემოვხვიე სხეულზე ავეკარი და ყურში ჩავჩურჩულე.
-მინდა შენი გავხდე. -დავინახე როგორ აემღვრა თვალები და ხელები სწრაფად შემიშვა.
-კესანე, დარწმუნებული ხარ? -უფრო მაგრად ავეკარი და ზედ მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე.
-დარწმუნებული ვარ, მინდა რომ შენ იყო ჩემი პირველი მამაკაცი. -სწრაფად ამოვედით ზღვიდან და მანქანაში ჩავსხედით, სანამ დაქოქავდა კიდევ ერთხელ გადმომხედა. -ხომ გითხარი რომ დარწმუნებული ვარ თუ რათქმაუნდა შენც გინდა.
-ხომ იცი რომ მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. -თბილისს გავცდით და გორში ჩავედით. ჯერ დედას დავურეკე და ვუთხარი რომ ბაბისთან ვრჩებოდი და ბოლო დღეები მაინც მოეცათ თავისუფლება, მერე ბაბი გავაფრთხილე თითქოს მასთან ვიყავი... დათა დივანზე იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა, კალთაში ჩავუჯექი და მოფერება დავუწყე, თვითონაც ამყვა და მალევე ორივე გადავეშვით ვნებებში, მოვწყდით რეალობას და ერთიანობად ვიქეცით... დილით მისმა დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა.
-არ მინდა შენი გაშვება, ცოლად გამომყევი.
-ვერა დათ, ჩვენ ხომ შევთანხმდით.
-გპირდები, ხელს შეგიწყობ სწავლაში... ვიმუშავებ სწავლის პარალელურად რომ არაფერი მოგაკლდეს. -მის სიტყვებზე მთელს სხეულში საშინელი წვა ვიგრძენი და სააბაზანოში შევვარდი, ცოტა დამშვიდება რომ შევძელი გამოვედი და ტანსაცმელი ჩავიცვი... მის წინ ჩამოვჯექი, არ ვიცი საიდან მქონდა ამხელა ძალა.
-დათ, მე არ მინდა ცოლად გუშინდელის გამო მომიყვანო.
-არა, იმიტომ მინდა რომ მიყვარხარ. -გაოცებული და თან ნაწყენი სახე ქონდა.
-დათ, მე ზეგ სტამბოლში მივდივარ.
-რომ ჩამოხვალ მერე ვიქორწინოთ.
-შენ ვერ გაიგე, მე სამუდამოდ მივდივარ მამასთან ერთად, ის სამუშაოდ მიიწვიეს. -უცებ წაეშალა სახიდან ყველა ემოცია და გაქვავდა.
-ვერ წახვალ, ვერ დამტოვებ, ჩვენს სიყვარულს ასე ვერ მოექცევი. -უკვე შეშლილი სახით დადიოდა წინ და უკან და ყვიროდა.
-მე მომავალი უნდა შევიქმნა, ჩვენ ჯერ ბავშვები ვართ. -ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩამიდო.
-გთხოვ, გავიპაროთ აქედან შორს ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერს შევძლებ.
-ვერა დათ, მამაჩემი ამას არ დაუშვებს მე არასრულწლოვანი ვარ შენს თავს დააჭერინებს მომავალი დაგენგრევა. -ისევ ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაიწყო.
-ფეხებზე , შენს გარეშე მომავალი არ მაქვს... რატომ არ გესმის უშენოდ არ ვარსებობ. -მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე.
-შეძლებ დათ, შენ ძალიან კარგი მომავალი გექნება და გაიცნობ ადამიანს ვინც შენს სიყვარულს იმსახურებს. -ხელები გამაშვებინა და სავარძელში ჩაეშვა.
-მართლა შეგიძლია უჩემოდ იცხოვრო? -ვუყურებდი და ცრემლები მახრჩობდა, მე ის დავანგრიე, ნამსხვრევებად ვაქციე, ვიცოდი არასოდეს მაპატიებდა, ამ წამს მერჩია შევზიზღებოდი ოღონდ ამ ძალით არ ვყვარებოდი, მინდოდა ჩემთვის ეყვირა და ყველაფერი დაელეწა ოღონდ ასე ჩუმად არ ყოფილიყო... ტელეფონი ძლივს მოვძებნე აკანკალებული ხელების დამშვიდება ვცადე და ნაცნობ ნომერს დავურეკე.
-სან, თქვენს სახლში ვარ გორში შეგიძლია წამიყვანო?
-მანდ დათასთან ერთად ხარ? თუ რამე დაგიშავა მოვკლავ.
-არა სან, უბრალოდ მოდი და წამიყვანე, გთხოვ. -მესმოდა როგორ თხოვდა ბაბი რომ არ წავეყვანე, რომ შეცდომას უშვებდა და დათას მართლა ვუყვარდი და მიყვარდა, სანდროს მოსვლამდე უბრალოდ იჯდა და მიყურებდა არაფერი უთქვამს პირველად ვხედავდი მის ცრემლებს და ეს მე უფრო მტკიოდა... სანდრო რომ მოვიდა და წასასვლელად მოვემზადე ბოლოჯერ ამომხედა... ის კადრი ახლაც მესიზმრება კოშმარებად, მისი სახე და ჩაწითლებული თვალები მიდგას თვალწინ ათი წელია და არ მშორდება.

ალბათ უკვე შუა დღისას გამეღვიძა და მაშინვე მომზადება დავიწყე, დღეს დათა უნდა მენახა ამდენი წლის შემდეგ ისევ უნდა გამეტარებინა მასთან ერთად დრო, თითქოს დღეს იმდენად რთული არ იყო, ისე არ მეკვროდა სუნთქვა როგორც გუშინ... სახლიდან გასვლას ვაპირებდი ტელეფონზე ვიღაცამ რომ დამირეკა, ისევ ის ნომერი ქონდა და ჩემს ტელეფონშიც ისევ ისე ეწერა მისი ნომერი baby ♡.
-გისმენ დათა. -ცოტახანს დუმილია ყურმილის მეორე მხრიდან.
-ნომერი არ გამოგიცვლია, გამიმართლა.
-რამე გინდოდა?
-დღეს გნახავ? შვიდზე ვრჩები, მუშაობას. -ისევ იმ ბიჭის ხმა ჰქონდა სკოლის ეზოში რომ მთხოვა შემხვდიო, ალბათ ახლაც ცალი ხელი ჯიბეში ედო და თავდახრილი თავის ფეხსაცმელს დაჰყურებდა რომლითაც ისევ მიწას ჩიჩქნიდა.
-კი ექვსისთვის მოვალ კაფეში. - სუნთქვა შემეკრა, იმის წარმოდგენაზეც კი ახლა როგორ გაიღიმებდა.
-ცისფერ კესანებს ვიმღერებ, შენთვის.
-გუშინ ვის უმღერე? -ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
-შენ, გუშინაც და ადრეც მაგ სიმღერას მხოლოდ შენ გიმღეროდი კესანე. -იცოდა რომ ჩემი სრული სახელი მაღიზიანებდა და არავის ვაძლევდი დაძახების უფლებას ის კი ასე ურცხვად მომმართავდა და მეც არ ვბრაზდებოდი. -დროებით კესანე.
-დათაა. -ვერაფრის თქმა მოვასწარი ისე გამითიშა, არ ვიცი რატომ მაგრამ კონტაქტის რედაქტირებაში შესულს თითები არ დამემორჩილა და დათას ნომერი ვერ გადავაკეთე, ისევ ისე დავტოვე როგორც ეწერა.
ზუსტად ექვს საათზე კაფეში ვიყავი და ისევ იმ მაგიდასთან ვიჯექი სადაც ერთი კვირაა ვჯდები, მგონი მომსახურე პერსონალი სპეციალურად არავის სვამს აქ და მე მელოდებიან, როდის მოვალ, სცენაზე ნაცნობი სილუეტის დანახვისას სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის... მისი ნამღერი ყველა ბგერა ჩემს გულს და სხეულს ეხება, ვნება და ტკივილი ერთიანად იღვიძებს ჩემში, მინდა დათას მაგრად ჩავკიდო ხელი და გავიქცე, შორს მასთან ერთად.
-მოგეწონა? -ჩემს პირდაპირ რომ ჯდება მაშინ ვფხიზლდები.
-მაინც ვფიქრობ რომ მაჩო ხარ.
-შენ კი ისევ ის თოთხმეტი წლის გოგო. -ისევ მიღიმის, ღმერთო როგორ მიყვარს სულ შემიძლია ვუყურო მის ღიმილს. -სად წავიდეთ? -მის კითხვაზე აზრზე მოვდივარ და ვხვდები რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის როგორც მეგონა.
-შენ დამპატიჟე და უნდა იცოდე, თუ ისევ ის ჩვიდმეტი წლის მორიდებული ბიჭი ხარ?
-არა, 30 წლის კაცი ვარ და ვიცი რა მინდა... მე მაშინაც ვიცოდი.
-რა გინდოდა დათა? -მისკენ ვიხრები და თვალებში ვუყურებ, ეღიმება მერე თავს აქნევს და დგება, უპასუხოდ მტოვებს, ქურთუკს მაწვდის და მელოდება როდის გავყვები, უხმოდ ვჯდები მის მანქანაში და გზას ვაკვირდები. აღარ შემიძლია ამდენი სიჩუმე და კითხვას ვსვამ. -სად მივდივართ?
-ჩემთან.
-შენთან? -გაოცებისგან მხოლოდ ერთ სიტყვას ვამბობ და ჩემი გულის ფეთქვა მესმის ყურებში.
-ხო არ მოგენატრა ჩემი გაკეთებული სპაგეტი? თუ აღარ გიყვარს. -მაცდურად მიღიმის და სვლას ანელებს.
-შეყვარებული ან ცოლი არ გყავს დათა? -ჩემს კითხვაზე ეცინება.
-ორივე მყავს, ახლა საყვარელს ვეძებ. შენ?
-რა მე?
-შენ რომელი გყავს?
-არც ერთი და არც მეორე.
-ეჰ კესანე, კესანე.
-რა? -ისევ იღიმის მინდა ვუთხრა რომ შეწყვიტოს, მაგრამ არ გამომდის.
-არაფერი, უბრალოდ ისევ ის პატარა გოგო ხარ.
-არ ვარ დათა, ათი წელი გავიდა და არა ათი საათი. -მანქანას აჩერებს და ცოტახანს მიყურებს.
-წამოდი. -მეც დასჯილი ბავშვივით მივყვები, მესამე სართულზე კარს აღებს და მატარებს, სასიამოვნო სურნელი ტრიალებს ბინაში, დათას სუნამოსი.
-ისევ ბევრ სუნამოს ისხამ. -ჯერ ვამბობ და მერე ვხვდები რომ ზედმეტს ვლაპარაკობ, ჩემს ქურთუკს საკიდზე კიდებს და მისაღებისკენ მიბიძგებს.
-რაღაცები არ იცვლება კესანე.
-ეგრე ნუ მეძახი რა.
-რატომ, ადრე ხომ მოგწონდა? -დივანზე ვჯდები და ცოტათი სიცივისგან ვიბუზები. -ბუხარს ჩავრთავ.
-ლამაზი ბინა გაქვს, გემოვნებით არის მოწყობილი.
-ხო, არა და მახსოვს ჩვენი გემოვნება არ ემთხვეოდა.
-თუ ასე გააგრძელებ წავალ.
-როგორ? -ჩემს წინ იხრება და თვალებში მიყურებს, ღმერთო ამ ვნებას ვერაფერს ვუხერხებ და მზერა მის ტუჩებზე მიჩერდება. -როგორ გავაგრძელებ კესო? -თმას მიშლის და ჩემს რეზინს ხელზე იკეთებს.
-სულ, ჩვენს წარსულზე თუ ილაპარაკებ.
-შენ დაიწყე, მაჩო მიწოდე, არა და ის გოგონები საერთოდ ვერ ხედავენ სცენას და არ იციან როგორი ვარ.
-რა აზრი აქვს ხმით ხომ აჯადოვებ დათ. -სამზარეულოში მიდის და მე მისაღების დათვალიერებას ვიწყებ, ჩემს ნაჩუქარ ხმის ჩამწერს ვხედავ სამუშაო მაგიდაზე და მეღიმება, აქვე დევს ასევე ჩემი ნაჩუქარი ჩარჩო ჩვენი ფოტოთი, მისი პირველი სპექტაკლის მერეა გადაღებული... გულში რაღაც მჩხვლეტს და მინდა აქედან გავიქცე მაგრამ ფეხები ისევ არ მემორჩილება.
-ჩემი ყოფილი შეყვარებულია.
-ლამაზია თქო ვერ ვიტყვი. -ჩემთან ძალიან ახლოს დგას ვგრძნობ.
-ყველაზე ლამაზი ქალია ვისაც ვიცნობ.
-აქ ხომ სულ ბავშვები ხართ?
-მე 19-ის ვარ, ის 16-ის...
-ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი?
-ახლაც გვიყვარს, ალბათ იმაზე ძლიერადაც ვიდრე მაშინ. -მის სიტყვებზე ყელში ბურთი მეჩხირება და ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ, ისე რომ თვალს არც ვუსწორებ შემოსასვლელისკენ გავრბივარ, მომყვება და კარებთან მიჭერს.
-სისულელე იყო აქ მოსვლა დათ.
-არა, ამჯერად ვეღარ გაიქცევი. -მის ტუჩებს ვგრძნობ კისერში და ერთიანად მიდუნდება სხეული, ქვედა ტუჩს მაგრად ვაჭერ კბილებს რომ მისი შეხების სიამოვნებისგან არ ამოვიკვნესო, თავს უკან ვაგდებ და ქურთუკი ხელიდან მივარდება, დათა მშორდება და ჩემს ქურთუკს ისევ საკიდზე კიდებს. -შემოდი წყალი უკვე ადუღდა და მალე იქნება ვახშამი მზად, ყველიანი გირჩევნია ისევ თუ პომიდვრის სოუსით? -ისე უდარდელად მისვამს კითხვას თითქოს რამოდენიმე წუთის წინ ჩვენთვის ვნების ქარიშხალს არ გადაევლო, იქნებ მხოლოდ მე გადამიარა?!
-ყველით რათქმაუნდა.
-ასეც ვიცოდი.
-რაღაცები არ იცვლება დათა. -შევდივარ და ბუხრის გვერდით პუფში ვჯდები, მინდა სამზარეულოში მოფუსფუსე დათას ვუყურო ისევ და ეს იდეა იმდენად მიპყრობს რომ როცა აზრზე მოვდივარ ხელში ყველის ნაჭერი მიჭირავს და სამზარეულოს მაგიდაზე ვზივარ, ვხედავ როგორ ეცინება ჩემს ქცევაზე მაგრამ ისევ დიდი მონდომებით აგრძელებს სპაგეტის მომზადებას, მეც ინტერესით ვაკვირდები მისი სხეულის მოძრაობას და ვსწავლობ მის შეცვლილ ფორმებს, უფრო მეტად ნავარჯიშები სხეული აქვს, გამოცვლა როდის მოასწრო?! აშკარად აღარ აცვია ჯინსი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი აცვია და ნაცრისფერი ზედმეტად მოტკეცილი მაისური, რომელიც მისი სხეულის ფორმებს ზედმიწევნით იმეორებს, გამომშრალ ტუჩებს ენით ვისველებ და ვხვდები რომ ზედმეტად მიტევს ვნება მის მიმართ ამიტომ გარეთ გამოვრბივარ და ფანჯარასთან ვდგები. ხელს კისერზე ვისმევ და კაბის რამოდენიმე ღილს ვიხსნი, ღმერთო, როგორ მომეკიდა სხეულზე ცეცხლი მისი ყურებისას, ისე ვიქცევი თითქოს კაცს დახამებული ვიყო.
-სამზარეულოში ვივახშმოთ თუ აქ?
-შენ სადაც გინდა. -ვგრძნობ როგორ მიახლოვდება.
-კარგად ხარ?
-კი, ძალიან კარგად.
-მგონი ძალიან ავუწიე ბუხარს, ცხელა სახლში... -თავს იკატუნებს თითქოს ვერ ხვდება რა მჭირს. -წითელი თუ თეთრი.
-რა?
-ღვინო.
-წითელი, ნახევრად მშრალი, მოტკბო გემოთი.
-ასეც ვიფიქრე.
-დაგეხმარები სუფრის გაწყობაში. -სამზარეულოში შევდივარ და ღვინის ბოკალებს ვიღებ, შემდეგ თეფშები გამომაქვს, დანა-ჩანგლის გამორთმევისას ჩემი ხელები დათასას რომ ეხება ტანში ელექტრონები მივლის, ასეთ რამეს ვერცერთი მამაკაცი ვერ იწვევს ჩემში, მხოლოდ მის დანახვაზე და შეხებაზე ვეხვევი ვნების ქარცეცხლში... ჯობს მალე გავეცალო დათას და დავბრუნდე ისევ სტამბოლში, ხვალიდან აღარ ვნახავ, ჩემს თავს ვარწმუნებ და მის პირდაპირ ვჯდები სუფრასთან... ცოტახანს მიყურებს როგორ ვჭამ, მის წინაშე ჭამის არ მერიდება ადრეც ასე იყო მე ვჭამდი ის მიყურებდა და იღიმოდა. -ჭამე თორემ გაგიცივდება.
-ხომ იცი მომწონს როცა გიყურებ როგორ ჭამ.
-სხვებსაც ასე ეუბნები?
-ვინ სხვებს?
-ცოლს და შეყვარებულს. -ღიმილი ეპარება და მერე უკვე იცინის.
-შენც ხომ იცი რომ არცერთი არ მყავს, ხომ იცი რომ არ ვარ ის კაცი ვისაც ერთი უყვარს და ცოლად მეორე მოყავს, არცერთი ქალი არ იმსახურებს მამაკაცს რომელიც სხვაზე ფიქრობს და სხვაზე ოცნებობს, არც მამაკაცები იმსახურებენ იმ ქალს ვისი გულიც და გონებაც სხვას ეკუთვნის.
-მე აღარ ვიცი გიცნობ თუ არა, ათი წელი გავიდა, ჩვენ შევიცვალეთ.
-დავიჯერო უცნობ მამაკაცებს სახლში მიყვები, პირველივე პაემანზე?
-ეს პაემანია? -გული ისეთი ძალით იწყებს ფეთქვას რომ დათასაც კი ესმის მისი ხმა დარწმუნებული ვარ.
-კაცი თუ 20 წლის ასაკში არაკაცია, 30 წლის ასაკშიც ისეთივე იქნება. -ვბრაზდები როცა ჩემს კითხვას ბანზე მიგდებს.
-იქნებ მე ვინმე მყავს.
-არა კესო, მე შენ გიცნობ შენი პრინციპები არცერთი წამით არ მოგცემს უფლებას სხვასთან იყო და სხვისი შეხება გსიამოვნებდეს, მე კი ჯერ ისევ ვხედავ როგორ გათრთოლებს ჩემი შეხება. -ხმას ვერ ვიღებ და მთელ ჭიქა ღვინოს ერთიანად ვცლი და მეორეს ვისხამ მეორესაც სულ მოუთქმელად ვცლი, ის ისევ ისე მიყურებს ამღვრეული თვალებით და ფართო ღიმილით, თავი ხელში ამყავს და ფეხზე ვდგები. -საით?
-ახლა თუ არ წავალ სისულელეს ჩავიდენ. -ჩემთან ახლოს მოდის, იმდენად ახლოს რომ აჩქარებული სუნთქვისას წინ წამოსული მკერდით მის მკერდს ვეხები, ხელს ნელა მხვევს წელზე და ჩემს ემოციას აკვირდება.
-რას ჩაიდენ? ამას? -მის ბაგეებს ვგრძნობ ბაგეებზე და ხელებს თმაში ვუცურებ, უფრო მომთხოვნად ვკოცნი, რომ მშორდება და შორიდან მაკვირდება მეც თვალებში ვაშტერდები...
-მე უფრო მეტს ვგულისხმობდი, მაგრამ ახლა თუ არ წავალ მერე ჩემი ვნება აღარ მომცემს წასვლის საშუალებას. -ვხედავ როგორ უხშირდება სუნთქვა, გვერდს ვუვლი და გასასვლელისკენ მივდივარ, მთელი სხეული მიცახცახებს ვნებისგან, ზურგიდან მის შეხებას რომ ვგრძნობ, უფრო მეტად ვცახცახებ.
-ასე ვერ წახვალ, ახლა თუ წახვალ ვიცი ხვალ აღარ მნახავ.
-თუ არ წავალ მეორედ შეგაცდენ. -იცინის, როგორ შეუძლია ასეთი მშვიდი იყოს.
-იქნებ მინდა რომ კიდევ არაერთხელ შემაცდინო. -მის ხმაში იმხელა ვნება იგრძნობა, უკვე აღარ მაინტერესებს რა იქნება ხვალ, მე ახლა ის მინდა, მასთან ყოფნა და მისი სითბო მჭირდება, თუნდაც ხვალ ვინანო და აქედან ხვალვე გაქცევა მომინდეს მზად ვარ მასთან გატარებული კიდევ ერთი ღამისთვის დავთმო ყველაფერი, მისკენ ვტრიალდები და პირდაპირ თვალებში ვუყურებ, კარებთან მიმწყვდევს და ხელებს ჩემს გარშემო აწყობს, ქვედა ტუჩს კბილებში ვიქცევ და ველოდები როდის შემეხება.
-ტუჩს თავი დაანებე. -ათრთოლებული ხმით მეუბნება და ხელში მიყვანს მეც ფეხებს წელზე ვხვევ და მორჩილად ველოდები იმას რაზეც ათი წელია ვფიქრობ, რის გამოც არავის შეხება არ მსიამოვნებდა ეს დრო და არაფერი გამომდიოდა, მე დათა მინდოდა ეს დრო, მე მისი შეხება მჭირდებოდა რომელმაც ასტრალში გამისროლა, მისი ყველა შეხება ბედნიერებით მავსებდა, გარეთ წვიმის სასიამოვნო ხმა და ჩემი ვნების ხმები ერთმანეთს სიმღერასავით შეერწყა დათა მთელს სხეულს მიკოცნიდა და თბილად მეჩურჩულებოდა, თუ როგორ ვჭირდებოდი და ვენატრებოდი... ერთმანეთის ფერებისგან გადაღლილები ჭერს ვუყურებთ, დათა ხელს მხვევს და მისკენ მწევს.
-ახლა იცი რა მინდა? -გონებაში დეჟავიუს შეგრძნება მაქვს, ვიწევი და თვალებში ვუყურებ.
-ოღონდ ისევ ცოლობა არ მთხოვო. -სიმწრის ღიმილი ურბენს სახეზე.
-არ თხოვ, შენი გაშვება არ მინდა, მაგრამ ეს ახლაც შენი გადასაწყვეტია.
-დათ, ახალ წლამდე თითქმის ერთი თვეა, არავინ იცის რა მოხდება.
-მე მინდა ახალი წლის ჯადოსნობის დავიჯერო და შენ ჩემთან დარჩე. -მის მკერდზე კომფორტულად ვდებ თავს და თვალებს ვხუჭავ.
-რა იცი იქნებ მოხდეს ჯადოქრობა, ხო და უცნობ მამაკაცებს სახლში არ მივყვები პირველ პაემანზე და მითუმეტეს მათთან სექსი არ მაქვს.
-შენ ჩემს გარდა არავისთან გქონია. -ორივე ხელს მაგრად მხვევს და სხეულზე მიკრავს.
-ნეტა შენ რა იცი? -ისევ ჩუმად არის და არაფერს მეუბნება, როდის მეძინება არ ვიცი რადგან დათას თითები ჩემს თმაში საოცრად მადუნებს.
შუაღამისას მეღვიძება და დათას მაისურს ვიცმევ, მისაღებში გამოვდივარ და ისევ ბუხრის წინ პუფში ვჯდები, ნიკაპს მუხლებზე ვდებ და ფიქრს ვიწყებ, იმაზე რაც მოხდა, ჩემს იმპულსებზე, დათაზე რომელიც არ იმსახურებს ასეთ ტკივილს, რომელსაც ისევ ისე ვუყვარვარ როგორც მე ან უფრო ძლიერადაც, ჩემში მცხოვრები ეშმაკი არ მასვენებს და ჩემს ნაჩუქარ ხმის ჩამწერს ვიღებ, მაინტერესებს რას იწერს, პირველივე ჩანაწერს ვრთავ:
„იცი დღეს გნახე, ისევ ისეთი იყავი, ისევ ისე გითრთოდა სხეული, გაფართოებული თვალებით მიყურებდი, სუნთქვა გიჭირდა ან ჩემი სურნელის ჩასუნთქვის გეშინოდა, ისევ გაიქეცი მე კი ისევ არ შეგაჩერე, ნეტა უჩემოდ როგორ ცხოვრობ?! იმედია ბედნიერი ხარ და დამივიწყე ან ვერ დამივიწყე და ისევ ისე გიჟივით ხარ ჩემზე შეყვარებული, იცი კესო საკუთარი სიმშვიდე მშლის ჭკუიდან. „
ცოტა უფრო გვიან ჩანაწერს ვრთავ და თვალებს ვხუჭავ წარმოვიდგენ როგორ ზის ჩემს პირდაპირ და მელაპარაკება.
„ დღეს ისევ მომეჩვენა რომ იქ იჯექი, ისევ მომეჩვენა რომ წითელ ღვინოს სვამდი და თვალდახუჭული, სიამოვნებაში გადაშვებული მისმენდი, თითქოს ჩემი სხეულს იმდენად უნდიხარ რომ გონებამ შენი გამოგონება დაიწყო, თან ისე რეალურად რომ მართალ დავიჯერე რომ მოვსულიყავი შეგეხებოდი, შენი სხეულიდან მომავალ ბუნებრივ სიცივეს ვიგრძნობდი, შენს სხეულზე მოთავსებულ თითოეულ ვარსკვლავს ისევ შევეხებოდი თითებით... თვალებს ვხუჭავდი და მჯეროდა რომ შენს წარმოსახვაშიც მე ვიყავი იმ ჩაბნელებულ სცენაზე... როგორ მენატრები კესანე. „

„ზუსტად აღარ მახსოვს მერამდენედ დაგინახე ქუჩაში, რატომ არ მავიწყდები, რატომ არ შემიძლია წაგშალო ჩემი გონებიდან და ყველა ქალში შენ არ მოგძებნო?! ალბათ შენი სახელის გამო, შენ ხომ არ დამივიწყო გქვია, მწვანე არა კესანე უძიროდ ლურჯი თვალები უნდა გქონდეს შენ.“

„რა უსინდისოდ, ამოდის მზე შენს გარეშე, როგორ ბედავს დღეები უშენოდ გათენებას?! მინდა რომ აღარ ამოვიდეს მზე უშენოდ, უნდა დაღამდეს და იქამდე იყოს ღამე სანამ შენ არ დაბრუნდები ჩემთან.“
ოთახის კარი იღება და დათა შეშინებული სახით მიყურებს, ჩემს წინ დგება მუხლებზე და სახეს მაწევინებს რომ თვალებში შევხედო.
-შემეშინდა, მეგონა წახვედი.
-ხომ იცი რომ სულ აქ ვერ დავრჩები? -სახე ისევ უემოციო უხდება.
-როგორ შეგიძლია ასე მექცეოდე მას შემდეგ რაც ჩვენს შორის ხდება, ამხელა ვნების და სიყვარულის მიუხედავად როგორ შეგიძლია ჩემი მიტოვება ისევ. -უკვე მე აღარ მიყურებს, სხვა მხარეს იხედება, სიბნელეში გაჰყურებს სივრცეს.
-დათ, ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ დროს მივენდობოდით და ვაცდიდით ერთმანეთს.
-რამდენ ხანს? კიდევ ათი წელი? თუ ამჯერად ოცი გჭირდება?
-წამოდი დავიძინოთ.
-გახსოვს იმ სახლში ბოლოს რა გკითხე? -ჩემს ხელს თავისას აგებებს და დასაძინებლად მოდის ჩემთან ერთად. მე არაფერს ვპასუხობ, არ მინდა მის წინაშე გავტყდე და ისევ ისე დავიმსხვრე როგორც ათი წლის წინ... ისიც აღარაფერს მეკითხება და მუცელზე წვება მე თითებს მის ზურგზე დავათამაშებ, მთვარის შუქი რომ ეცემა ზურგზე ჩემი ფრჩხილების კვალს ვხედავ და მეღიმება. -რატომ იღიმები ასე უღმერთოდ?
-ჩემი კვალი გაქვს ზურგზე.
-მხოლოდ ზურგზე? -უცებ ხელებს ეყრდნობა და ტუჩები ზედმეტად ახლოს მოაქვს ჩემთან.
-ამას ნუ აკეთებ.
-რას?
-ნუ მიწვევ, იცოდე შედეგებზე პასუხს არ ვაგებ.
-რას მიზამ გამაუპატიურებ? -ხელებს ყელზე ვხვევ და ჩემსკენ ვქაჩავ.
-დარწმუნებული ვარ რომ არ დამჭირდება და შენც თანახმა იქნები.
-ჩემი მაისური ძალიან გიხდება, გაჩუქებ მაგრამ ახლა ზედმეტია მის გარეშე უფრო მომწონხარ.

დილით ჩემი ტელეფონი რომ უკვე მეათედ რეკავს ვპასუხობ.
-კესო სად ჯანდაბაში ხარ? და ტელეფონი სად გაქვს?
-დათასთან ვარ ბაბი.
-სად ხარ?
-დათასთან.
-ერთად სასაუზმოდ გახვედით?
-არა აქ დავრჩი, მის საწოლში ვწევარ.
-მხოლოდ მის საწოლში გეძინა თუ?
-კარგი რა დათას გვერდით რა დამაძინებდა?
-ჩემთან მოდი და ყველაფერი მომიყევი, შერიგდით?
-ყველა დეტალი? პიკანტურიც?
-ფუუ, რა ამაზრზენი ხარ... აწიე შენი ლამაზი უკანალი და მოდი ჩემთან. -კარებში ფინჯნით ხელში მდგარ დათას ვხედავ და ტელეფონს გვერდით ვდებ.
-ვეთანხმები ბაბის ლამაზი უკანალი გაქვს.
-მხოლოდ უკანალი? -წარბს ვუწევ და ვცდილობ არ გამეცინოს.
-ყველაფერი სათითაოდ ჩამოგითვალო თუ გაჩვენო? -საწოლისკენ მოდის და ყავას ტუმბოზე დებს, მერე ჩემსკენ იხრება.
-რათქმაუნდა პრაქტიკა, თეორიაზე უკეთესია.
-სულ ასეთი იყავი და მიმალავდი?
-ასეთი როგორი?
-გარყვნილი, ეშმაკი. -იცინის და ჩემს გვერდით წვება, ზემოდან ვექცევი და ხელებს ვუჭერ, დარწმუნებული ვარ მარტივად შეუძლია ხელების გათავისუფლება მაგრამ მორჩილად მელოდება.
-ასეთი მხოლოდ შენთან ვარ, ჩემზე ცუდად მოქმედებ. -ცხვირზე ვკოცნი და სააბაზანოში მივდივარ.

-აბა არ გიყვარდა? -ბაბი ყავას წინ მიდებს და თვითონაც ჯდება
-იმისთვის რომ ადამიანთან სექსი გქონდეს არ არის აუცილებელი გიყვარდეს.
-დათაც ეგრე ფიქრობს?
- მიყვარს ხომ იცი და მასაც ვუყვარვარ.
-ახლა რა იქნება?
-დროს მივენდობით, იქნებ ათი წლის მიერე აღარ მოგვწონს ერთმანეთი და ეს სიყვარულიც წარსულ მესთან ერთად ქრება.
-როგორი იყო?
-რა?
-დათა, ისევ ისე გიყურებდა როგორც ადრე?
-არა, შეცვლილი იყო, უფრო მეტად თამამი იყო წამით გაიღვიძებდა მასში ის ბიჭი მერე ფხიზლდებოდა და ისევ ეშმაკურად მელაპარაკებოდა... მაგრამ თვალები და მზერა ისევ ისეთი ქონდა, წამით მეგონა რომ ისევ ხელი უნდა ეთხოვა და შევაჩერე, ორივეს დრო გვჭირდება, ჯერ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი კარგად, ამ წლების მანძილზე ხომ შევიცვალეთ.
-რა ვიცი, მისით რომ ტკბებოდი მაშინ არ გახსოვდა ეს ყველაფერი?
-სასმელმა იმოქმედა.
-დათამაც დალია?
-არა, ხო კარგი ღვინის დალევამდეც რომ ვუყურებდი ლამის შემოვახიე ტანსაცმელი. -ბაბი სიცილს იწყებს და მეც ვყვები.
-რა ახურებული ქალი ხარ.
-შენ საბა გყავს და მე ათი წელი არ მიგრძვნია კაცის ალერსი, უცნობს კია არ ვაგლეჯდი ტანსაცმელს, დათა იყო, ჩემი დათა.
-შენი დათა? -იმდენად მესიამოვნა იმის გაუაზრებლად თქმაც რომ დათა ჩემი იყო რომ შემეშინდა, ჩემი ზღვარგადასული გრძნობების მეშინია.
-ოოო, ყველა სიტყვაზე ნუ გამომეკიდები ახლა... წადი რა საბასთან არ უნდა შეხვედროდით ერთმანეთს? მეც სახლში წავალ გამოვიცვლი.
-ეს კაბა გეცვა დათასთან? ახლა ვხვდები რატომ ვერ შეიკავა თავი.
-შენ შიგნით უნდა ნახო რა მაცვია... ამ კაბას რას ერჩი? გრძელი მკლავები აქვს და მუხლს ქვემოთ არის.
-რამდენი ღილი გქონდა მკერდზე შეხსნილი?
-სამი მგონი, ეგ რას ცვლის?
-რას და ეს სილამაზეები რომ ამოულაგე წინ და თან ეს კაბა შენს ფორმებს საოცრად იმეორებს... გააგიჟე კაცი.
-არც თვითონ დამაკლო. -ჩემი ტელეფონის ხმა გვაწყვეტინებს ლაპარაკს, ბაბი წვდება ტელეფონს და ნაცნობ წარწერას რომ ამჩნევს წარბ აწეული მიყურებს. -ხო დათ.
-გამოიძინე? -ჩახლეჩილი ხმით მეკითხება.
-ნწ, შენგან ბაბისთან მოვედი და აქ ამან არ დამაძინა. -ბაბის ატრიალებულ თვალებზე სიცილს ძლივს ვიკავებ.
-მეგონა სამსახურში წასვლამდე გნახავდი.
-სახლში წავალ ახლა და შეგიძლია შენ მოხვიდე. -ბაბი მეჩურჩულება და სიცილს ვერ ვიკავებ.
-რატომ ახლა შენი საწოლი რომ დატესტოთ?
-მე გარეთ მირჩევნია, შენთან სხვა დროს მოვალ.
-რატომ? ძალადობის გეშინია? -იცინის და ცოტახანს არაფერს ამბობს.
-არ მეშინია მოვალ, რამე წამოგიღო?
-არა არაფერი, მადლობა და დროებით.
-რა დიალოგი იყო ახლა ეს? წლების შეყვარებულებიც კი არ ლაპარაკობენ ასე, მართლა გგონია რომ დათასგან შორს ყოფნას შეძლებ? მართლა გჯერა რომ ეს ვნება და სიყვარული განელდება?
-კარგი რა ბაბი ყველაფერს ნუ ართულებ, არ განელდება და აღარ გავიქცევი, დავრჩები დათასთან.
-არც მაშინ უნდა წასულიყავი.
-მაშინ ასე იყო სწორი, მისთვის იყო შენ არ იცი მე რისი გადატანა მომიწია, წლები დავდიოდი ფსიქოლოგთან, პირველი ერთი წელი ოთახიდან არ გამოვდიოდი, მირანდა კართან იჯდა ყოველ დღე და მთხოვდა რომ დამესრულებინა ეს ყველაფერი, მეუბნებოდა რომ ხვალვე წამიყვანდა დათასთან და მე ეს უფრო მეტად მტანჯავდა, იცი როგორია როცა 5 წელი ფსიქოლოგი გარწმუნებს რომ ადამიანი მხოლოდ ახირებაა და როგორც კი მასთან ერთად რამოდენიმე თვე იქნები ეს გრძნობა განელდებაო? ხო და თუ ის ქალი მართალია და უნდა განელდეს ამ ურთიერთობიდან მაქსიმალურ ბედნიერ მოგონებებს მოვაგროვებ. ათი წელი ყოველ შენს დარეკვაზე მეგონა მეტყოდი რომ დათამ ცოლი მოიყვანა და ამით დამთავრდებოდა ჩემი ტანჯვა, აქ რომ ჩამოვდიოდი იმედი მქონდა რომ ვერსად შევხვდებოდი სახლიდანაც ამიტომ არ გამოვდიოდი, ახლა როცა შევხვდი, როცა ვნახე არ შემიძლია მის მარწუხებს გავექცე, არც მაშინ შემეძლო ბოლოს მკითხა ‘მართლა შეგიძლია უჩემოდ იცხოვროო’? ვერ ვუპასუხე, ვერც მაშინ და ვერც გუშინ ვუპასუხე, იმიტომ რომ არ შემიძლია. მის გარეშე ჩემს ცხოვრებას ფერები არ აქვს, შავ-თეთრია. დათა მჭირდება და მას მე ვჭირდები, მინდა ყველაფერი ძალიან მარტივად იყოს ისე თითქოს ეს წლები არ არსებულა მაგრამ ასე არ არის, წარსულს ვერ შევცვლი. -ბაბი მეხვევა და ცრემლებს მწმენდს.
-ხო და მომავლით იცხოვრე, თავიდან გაიცანი დათა და ნახავ რომ ისევ ისე ძლიერ შეგიყვარდება. ახლა კი უნდა წახვიდე, დათას ხომ არ ალოდინებ. -ბაბის ვემშვიდობები და სახლში მივდივარ, სადარბაზოსთან დათას მანქანას ვამჩნევ, ისიც მამჩნევს დ გადმოდის.
-არ მითხრა რომ როცა დამირეკე უკვე აქ იყავი. -იცინის და თან მაკვირდება, არაფერს მპასუხობს. -წამოდი.
-შენს სახლში რატომ არ დარჩი?
-ესეც ჩემია, ბაბუამ დამიტოვა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, თან ეს ბინა სულ მიყვარდა.
-იმ სახლის აივანზე მარტივად ვიპარებოდი აქ მაღლა ხარ და ვერ ამოვძვრები, შენს სანახავად.
-ჩემი ნახვა თუ მოგინდება შეგიძლია მოხვიდე ნებისმიერ დროს.
-და თუ ჩუმად მინდა მოგეპარო როგორც ადრე?
-ისევ ის რომანტიკოსი ჩვიდმეტი წლის ბიჭი ხარ? -თმას იჩეჩავს ხელით და ღიმილით მპასუხობს, ამ დროს სურვილი მიჩნდება ვაკოცო, მაგრამ ჩემს თავს ვერევი და ბინის კარს ვაღებ. -მოვიფიქრე, გასაღებს მოგცემ და შემოიპარე.
-ეგრე აღარ არის რომანტიული.
-მაშინ ამწეკრანით მოდი ხოლმე აივანზე.
-ყველა გზა მომიჭერი რომანტიკისკენ მიმავალი.... ამწეკრანით რომ ამოვიდე ხმაური იქნება. -ჟაკეტს საკიდზე კიდებს და მისაღებში შემოდის.
-გამოვიცვლი და მოვალ, ყავის წყალი დაადგი რა.
-გამოცვლისას რომ გიყურო? -უცებ ვშეშდები და მთელი სხეული მეჭიმება... -მაინტერესებს ყველა თეთრეული ესეთი ლამაზი გაქვს?
-უფრო ლამაზები მაგრამ ჯერ ვერ ნახავ. -კარს ცხვირწინ ვუხურავ და მისი სიცილის ხმა მესმის, კარს არ ვკეტავ მაგრამ ის შემოსვლას არც ცდილობს ნაბიჯების ხმა სამზარეულოსკენ მიდის... კაბას ვიხდი და თეთრეულს ვარჩევ, ხელში ვატრიალებ წითელ და ლურჯ მაქმანებიან თეთრეულებს და ვერ ვწყვეტ რომელი ჩავიცვა.
-ლურჯი ჯობია, ხომ იცი ჩემი საყვარელი ფერია. -კარში მდგარ დათას ვამჩნევ და სახეზე სიმხურვალეს ვგრძნობ, დარწმუნებული ვარ სიწითლემ გადამირბინა, ჩემსკენ რომ მოდის, მოსალოდნელი სიამოვნებისგან სხეული მეჭიმება... ცოტათი მოშორებით დგება და კარადას ეყრდნობა.
-რა გინდა, უნდა მიყურო როგორ ვიცვლი?
-სიამოვნებით, ვნახავდი როგორ მოირგებ მაგ ლურჯ საცვალს, როგორც ბაბიმ თქვა შენს ლამაზ უკანალზე... იცი გუშინ კაბაში ეგრე კარგად არ ჩანდა შენი მკერდი როგორ ადიოდა და ჩადიოდა როცა სუნთქვა გაგიხშირდა. -ხელს მკერდზე ვადებ და გასასვლელისკენ ვუბიძგებ. ისევ ხმამაღლა იწყებს სიცილს.
-სასაცილო რა ნახე?
-შენი სახე, ისე გაწითლდი თითქოს არ ვიცოდე რას მალავ მაგ საცვლებში.
-გადი. -ხელებს მაღლა წევს და კარებთან ჩერდება.
-გავალ, სანამ შეგიძლია შენი ვნებები დაიმორჩილო თორემ მეშინია ჩემზე არ იძალადო.
-იდიოტო. -წითელ საცვალს ვესვრი და კარს ვუხურავ, მესმის როგორ მეძახის.
-ამას სუვენირად შევინახავ. -საწოლზე ვჯდები და უაზროდ ვიწყებ სიცილს... მოტკეცილი შავი ჯინსი და ასევე შავი მაისური ჩავიცვი. მისაღებში რომ გამოვედი დათა არსად იყო, მისი ტელეფონის მაგიდაზე შევნიშნე და ცოტა დავმშვიდდი, იქვე ჩამოვჯექი. ‘ღმერთო რატომ შემეშინდა ასე მისი წასვლის, რატომ შემეკუმშა გული როცა აქ არ დამხვდა.’ -მოვედი.
-სად იყავი? -ხელში პარკები შევნიშნე და მივხვდი სადაც იყო.
-მაღაზიაში, სახლში თითქმის არაფერი გქონდა, ყავაც მხოლოდ თურქული გქონდა სხვა ვერ ვიპოვე და ამოვიტანე, მაცივარიც თითქმის ცარიელი იყო. არც ღვინო გქონდა, წერისთვის კი წითელი ღვინო და შავი შოკოლადია საჭირო. -ერთ ადგილზე გაშეშებული ვუყურებ როგორ მელაპარაკება და სამზარეულოში შედის, მსიამოვნებს მისი მზრუნველობა და თან როგორ მსიამოვნებს.
-სამი კვირაა აქ ვარ და თითქმის სულ ბაბის მოაქვს საჭმელი, რაც მაქვს ეგენიც ბაბიმ მომიტანა.
-ასე არ გამოვა, კარგად უნდა იკვებო.
-რატომ, საახალწლოდ უნდა ჩამასუქო. -მაგიდაზე დადებულ პარკებში ჩემს საყვარელ უმარილო მზესუმზირას რომ ვამჩნევ კიდევ ერთხელ მიფრთხიალებს გული რომ ისევ ახსოვს რა მიყვარს.
-რომელ ყავას დალევ?
-რომელი გვაქვს?
-ლატე, კარამელ ლატე, ჩვეულებრივი ხსნადი და ცხელი შოკოლადიც გვაქვს. -თმას ყურს უკან მიწევს და ჩემს წინ ჩერდება. -იცი როგორი გოგო ხარ? გარეგნულად ძალიან შავი მაგრამ შინაგანად ფერადი, ის დრო მენატრება გარეგნულადაც ფერადი რომ იყავი, შენს კარადაში შავი არაფერი რომ არ მოიძებნებოდა. შავი არაფერი გიყვარდა შოკოლადიც კი, ჩემს მუქ ტანსაცმელსაც იწუნებდი, მთხოვდი რომ ყველაფერი ფერადი მეტარებინა, სად წავიდა ის გოგო ასე რომ უყვარდა ყველაფერი ჭრელი და ფერადი? შენი ბოლო ინტერვიუ რომ წავიკითხე გული მეტკინა, შენ ხომ საყვარელი ფერი არ გქონდა? ხომ იძახდი ყველაფერი მიყვარსო, იქ კი თქვი რომ მუქი ლურჯი, შავი და ნაცრისფერი ფერებია შენი ფავორიტი.
-ის გოგო თავისი ფერადი ცხოვრებით აქ დავტოვე შენთან ერთად, შენ დაგიტოვე.
-ახლა ხომ აქ ხარ, ახლა ხომ ჩემთან ხარ, ხო და გამოუშვი ის ფერადი გოგო შენში რომ გყავს ჩაკეტილი.
-ვეცდები, თუ ისურვებს გამოსვლას.
-დამიჯერე მას ძალიან უნდა გამოსვლა, გებრძვის შიგნიდან ასკდება შენს სხეულს, როგორც კი რომელიმე ფერად კაბას ხედავ მაღაზიაში და არ ყიდულობ ის გოგო შენს შიგნით ტირის.
-იმ გოგოს ისევ შენ უყვარხარ, ისევ იქ არის ჩარჩენილი ჩვიდმეტი წლის ასაკში, იმ ღამით პირველად რომ გიგრძნო. -ხელს წელზე მხვევს და სხეულზე მიკრავს.
-მე ამ გოგოსაც ვუყვარვარ და ეს შენც იცი, შენში მცხოვრებ ყველა გოგოს, შენი ცხოვრების ყველა ეტაპზე მე ვუყვარდი და ვუყვარვარ.
-შენში მცხოვრებ ბიჭებს?
-მათ არასოდეს შეუწყვეტიათ შენი სიყვარული, ყველანაირი უყვარხარ, ბავშვურიც, ვნებებს აყოლილიც, ქალურიც, შავი და ბნელი გოგოც უყვარხარ, ჩემში მცხოვრებ ყველა, ბავშვს, ბიჭს თუ კაცს ერთნაირად ძლიერად უყვარხარ და კიდევ ბევრი წელი ეყვარები, სიკვდილის შემდეგაც.

სანდროს პროფილს ვუყურებდი უკვე ოცი წუთია და ვერ ვბედავდი მიწერას, ამ ბიჭს ჩემს გამო ატკინეს... ბოლოს მაინც გავრისკე.

*სან, შენი ნახვა მინდა.
*მერე ჩემთან მოდი, დოლიძეზე ვცხოვრობ იცი შენ სადაც.
*არ მინდა ბაბის ეწყინოს გარეთ მირჩევნია.
*მოდი, ჩემმა შვილებმა მამიდა ხომ უნდა გაიცნონ.
*ათ წუთში მანდ ვარ.

სასწრაფოდ ჩავიცვი პალტო, თითქოს ორი კორპუსით იქეთ კი არა სადღაც შორს მივდიოდი, გზად ბავშვებს ტკბილეული ვუყიდე და სანდროს სახლის კარებთან ვიდექი გაშეშებული... ბოლოს როგორც იქნა ზარი დავრეკე და კარი იანამ გამიღო, მხოლოდ შორიდან ონლაინ ვიცნობდი მაგრამ ისე თბილად ჩამეხუტა გული გამითბა.
-სანდრო, სტუმარი გვყავს.
-შემოიყვანე. -მეორე ოთახიდან მომესმა ნაცნობი ხმა და გულმა საშინელი ძალით დამიწყო ფეთქვა... სანდრო მისაღებში იდგა და მელოდა როდის გავიქცეოდი მისკენ ისევ იმ ჩვიდმეტი წლის გოგოსავით და მაგრად მოვხვევდი ხელებს, როგორ მომნატრებია მისი სითბო, მისი სურნელი, სანდროს ჩემთვის ყოველთვის უფროსი ძმის სურნელი ქონდა, როგორ მენატრებოდა ეს დიდი ხელები. -ბავშვებო გაიცანით ეს თქვენი მამიდაა კესო. -ორივემ ერთდროულად ამომხედა და გამიღიმა.
-როგორ გვანან შენი გოგონები ბაბის.
-ხოო, ბაბი დეიდას გვანან ხასიათითაც.
-დეიდას?
-ხო ასე გადაწყვიტა რომ დეიდაა, რადგან ჩენთან ურთიერთობა არ უნდა.
-მაგ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი.
-მოდი ჯერ, ბავშვები გაიცანი და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე იანა ბავშვებს რომ წაიყვანს დასაძინებლად. - ისე ვერთობი ბავშვებთან რომ სულ აღარ მახსოვს არცერთი პრობლემა. -მიკვირს დედაშენმა აქამდე რომ ვერ მოახერხა შენი უღელში შებმა.
-ხომ იცი არ არის ასე ადვილი, თურქი სიძე მაგას არ უნდოდა ნუ არც მე არავინ მომწონებია... ბოლო ორი წელია უკვე ისე გადაეწურა შვილიშვილის ყოლის იმედი რომ ყველა რჯულის და ეროვნების სიძეზე თანახმა იყო... დაახლოებით სამი წლის წინ ერთი თავისი აქაური მეგობრის ბიჭი ჩამოვიდა სტამბოლში, კაი ნასწავლი, ინჟინერი ხო და დილით მეუბნება ხომ იცი ნუკრი ჩამოვიდაო მეთქი ვინ ნუკრი დედა შვლის თქო?! ხო და ისე გაბრაზდა მეგონა რამეს ჩამცხებდა, ეს ნუკრი კიდე მართლა შვლის იყო, ისე შეშინებული მიყურებდა.
-რა გიჟი გოგო ხარ, საიდან მოგაფიქრდა ეს შვლის, ხო გადარიე მირანდა.
-კი, მაგრამ ხომ იცი...
-ისევ ის გიყვარს?
-სანდრო, მას დათა ქვია და უკვე რამოდენიმე დღეა სულ ერთად დავდივართ, ვსეირნობთ, კინოში ვიყავით, ყოველდღე ვუსმენ მის ნამღერს და მგონი ისევ ისე ძლიერ მიყვარს.
-მგონი კესო? - ჩემს წინ ჯდება სავარძელში და თვალებში მიყურებს.
-არც არასოდეს გადამყვარებია, შენ მაინც ხომ იცი რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, ცხოვრებას ვერ დავუნგრევდი, მამა დააჭერინებდა, მიწასთან გაასწორებდა.
-მაინც დაენგრა, თეატრალური არ დაუმთავრებია, თავიდან ჩააბარა და ახლა არქიტექტორია.
-ჩემთვის ეგ არ უთქვამს, არც ის რატომ აღარ მეგობრობთ ასე მითხრა რომ არ სურდა ამაზე ლაპარაკი.
-რაზე? როგორ არ მცემდა ხმას, როგორ მაბრალებდნენ ეგ და ჩემი ძვირფასი დაიკო შენს წასვლას მე? ყველა მე მაბრალებდა დათას და ბაბის ცუდად ყოფნას, საკუთარი მშობლებიც კი დამიპირისპირდნენ, იმიტომ წამოვედი სახლიდან ბევრჯერ ვცადე ბაბისთანაც და დათასთანაც ლაპარაკი მაგრამ არ მისმენდნენ და მერე დავიღალე.... იცი თიკა ჯერ კიდევ არ მომინათლავს 6 წლის არის უკვე, დათა უნდა ყოფილიყო მისი ნათლია, ჩემი მეჯვარეც მაგრამ...
-ვიცი ჩემი წუხილი არაფერს შეცვლის მაგრამ, ვწუხვარ, ვანანობ რომ ამ საქმეში გაგრიე და შენ დაგირეკე... მერეც როცა დათა შენთან მოვიდა ჩემთან სალაპარაკოდ შენ გთხოვე სახლში წაყვანა, ჩემს გამო დაკარგე ორივე.
-დათას სად შეხვდი?
-კაფეში, ბაბიმ წამიყვანა კარგი გარემოაო და იქ მღეროდა მაგრამ თითქმის ერთი კვირა ყოველდღე დავდიოდი და მერე აღმოვაჩინე რომ ის მომღერალი დათა იყო.
-ბაბიმ რაო არ ვიცოდიო?
-იქ არ უნდა წამეყვანეო.
-აზრზე ხარ რა ეშმაკი დაქალი გყავს?
-რატოა ეშმაკი? -სანდროს გეღიმა, მერე კი ღიმილი სიცილში გადაუვიდა.
-რაც, ჩემმა დაიკომ და დათამ ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტეს, საუკეთესო მეგობრები გახდნენ... ერთმანეთზე ყველაფერი იციან, ისიც იცოდა რომ დათა იქ იმღერებდა იმიტომ წაგიყვანა.
-არაა.
-ისევ ისეთი მეამიტი ხარ, ბაბიმ იცის რომ დათას შენს მეტი არავინ უყვარს და ისიც იცის რომ შენც გიყვარს, იქ თუ არა სხვაგან შეგახვედრებდათ ერთმანეთს.... მე არ ვნანობ, წარსულში რომ დავბრუნდე ისევ მოგაკითხავ, ისევ წაგიყვან სახლში. ეს მხოლოდ შენს გამო არ გამიკეთებია, დათას გამოც გავაკეთე, ვიცოდი როგორ უყვარდი და ისიც ვიცოდი რომ მოგიტაცებდა თუ შენს თვალებში ოდნავ მაინც დაინახავდა დარჩენის სურვილს, მამაშენი გაანადგურებდა არ გაახარებდა და ამიტომ წამოგიყვანე.
-ვიცი სან, მესმის და მადლობა რომ მაშინაც და ახლაც ჩემს გვერდით ხარ.
-ახლა რომ იგივე სიტუაციაში იყო, ახლა არ მოგაკითხავდი.
-ახლა აღარ დაგირეკავდი. -სანდროს ეღიმება და ხელს მაგრად მხვევს.
-შენც ფიქრობდი ეს ათი წელი რა იქნებოდა რომ არ დაგერეკა ჩემთვის?
-ყოველდღე სან, თავიდან ძალიან რთულად იყო ყველაფერი, არ მინდოდა იქ ყოფნა... ვიკეტებოდი ოთახში არ ვურთიერთობდი არავისთან, დედა გაგიჟდა მამას თხოვდა რომ მე და ის მაინც დავბრუნებულიყავით. მამა კიდე გაიძახოდა იმ უბადრუკ მსახიობთან რა მომავალი უნდა ქონდესო, არ გავახარებ იმ ბიჭსო, მეშინოდა, მეშინოდა რომ მართლა გაანადგურებდა დათას ცხოვრებას და მე ვიქნებოდი დამნაშავე, ხო და დავიწყე ფსიქოლოგთან სიარული რომელიც მარწმუნებდა რომ დათა ჩემი აკვიატება იყო, სინამდვილეში ის კი არა სახლი და აქაურობა მენატრებოდა, მერე გამუდმებით მიმეორებდა ფრაზას რომ სახლი იქ არის სადაც შენი ოჯახიაო მეც დავიჯერე, მაგრამ დათა ვერ ამოვიგდე გონებიდან.
-ახლა რას იზამ?
-არ ვიცი, დინებას მივყვები... რაც ვიცი ის არის რომ ჩემი გაფუჭებული უნდა გამოვასწორო, თიკას ნათლია ჭირდება შენ კი დაიკო და მეგობარი უნდა დაგიბრუნო.
-არ მოგისმენენ.
-მოუწევთ, ხომ მიცნობ და იცი რომ მიზანი თუ დავისახე ბოლომდე მივიყვან.
-რათქმაუნდა, ვიცი მაგრამ არცერთი არ აღიარებს შეცდომებს.
-ვაღიარებინებ, ორივეს.

რამოდენიმე დღე ვაგალაგებდი თავში იდეებს როგორ უნდა დავლაპარაკებოდი ბაბის და დათას ერთად და მეთქვა რომ ვიცოდი მათი მეგობრობის ამბავი და ისიც რომ ბაბის გეგმამ გაამართლა.
-დათა სამსახურში ხარ?
-კი რამე ხდება?
-არა, მე მინდოდა ნაძვის ხე მეყიდა და მარტო არ მიყვარს მაღაზიებში სიარული.
-ანუ ახალ წელს აქ იქნები?
-ასე გამოდის და ხომ იცი როგორ მიყვარს სახლის მორთვა საახალწლოდ.
-ადრე გამოვალ, სამისთვის მზად იყავი.
-კარგი. -ახლა ბაბის ჯერი იყო.
-გისმენ ქალბატონო, როგორ მოხდა რომ ჩემთვის მოიცალე.
-საღამოს ჩემთან მოხვალ?
-როდის მითქვამს უარი.
-ხო და საღამომდე პატარავ.
-დათაში ნუ გერევი რა.
ახლა მხოლოდ ის დამრჩენოდა რომ დათა მთელი დღით ჩემთან ყოფილიყო, ნუ ეს ისედაც არ მიჭირდა, მაგრამ ჩემს ნერვებს ვერ ვერეოდი მინდოდა ორივე კარგად გამომელანძღა, კბილებს ძლივს ვაჭერდი ენას... დათასთან ერთად კარგად გავერთე, ოთხი საათი დამატარებდა მაღაზიიდან მაღაზიაში და ყველაფერს ვყიდულობდით, უზარმაზარი ბუნებრივი ნაძვის ხე ვიყიდე, ხელოვნურს ვერასოდეს ვიტანდი...
-ძალიან დაგღალე არა?
-ხომ იცი რომ მსიამოვნებს შენთან ერთად ოჯახური საქმეების კეთება.
-ნაძვის ხის და საახალწლო გაფორმებების ყიდვა ოჯახურია? -მის გვერდით ვეშვები დივანზე.
-ახალი წელი ყველაზე ოჯახური დღესასწაულია, ყველაზე მეგობრული.
-ხო და იქნებ ყველა წყენა ძველ წელს გავატანოთ და ახალი წელი დავიწყოთ შეცდომების გამოსწორებით.
-რომელ შეცდომებზე ამბობ? ჩვენ ხომ გამოვასწორეთ და ერთად ვართ.
-შენი და სანდროს ურთიერთობას ვგულისხმობ, თიკა ექვსი წლის არის და ჯერ ისევ არ მოუნათლავს იმიტომ რომ შენ უნდა იყო მისი ნათლია... დარწმუნებული ვარ ბევრ კითხვას უსვამს სანდროს, მასაც უნდა ნათლია ყავდეს.
-ეს, მე და სანდროს გვეხება.
-და მეც, ხომ ვიცით რომ ჩემი ბრალია. -კარზე ზარია და დათა კარის გასაღებად მიდის.
-ვაა, დავით ცოცხალი ხარ?
-გაგიკვირდება და კი ბარბარე. -მათ ლაპარაკზე მეცინება, რა კარგად თამაშობენ როლს თითქოს დიდად არ ეხატებათ ერთმანეთი გულზე.
-მოდი ბაბი, ყავას ხომ დალევ.
-შენ თუ გამიკეთებ კი ამას არ ვენდობი. - ორივეს მისაღებში ვტოვებ და ვაკვირდები როგორ ჩურჩულებენ რაღაცაზე, ყავა და ტკბილეული გამაქვს და მაგიდასთან ისე ვჯდები რომ ორივეს პირისპირ ვიჯდე... ხან ბაბის ვუყურებ, ხან დათას ბოლოს ვიღლები და ოთახში წინ და უკან ვიწყებ სიარულს.
-აბა, ბარბარე და დავით, ჩემთვის არაფერი გაქვთ მოსაყოლი? -დათას ღიმილი ეპარება და ბაბის უყურებს.
-შენს ძმას კარგად უმუშავია.
-მოდით ჯერ ჩვენზე ვილაპარაკოთ, უფრო სწორად თქვენზე, თქვენს მეგობრობაზე. ყოჩაღ ძალიან კარგი მსახიობები ხართ, წამით დავიჯერე კიდეც რომ ერთმანეთი გულზე არ გეხატებათ. მოდით ახლა ყველამ მოვიხსნათ ნიღბები და ვილაპარაკოთ განვლილ ათ წელზე, რა მარტივია არა ყველაფერი სხვას დავაბრალოთ, მეც სხვას ვაბრალებდი მშობლებს მაგრამ არ არის ასე მარტივი, ათი წლის მანძილზე არცერთს არ გითხოვიათ ჩემთვის დაბრუნება, არც შენ ბაბი.. შენ დათა, რატომ არ ჩამომაკითხე? მე გეტყვი იმიტომ რატომაც მე ვერ ჩამოვდიოდი უარის გვეშინოდა, მაგრამ ბაბი ამ ათი წლის მანძილზე ერთხელ მაინც რომ გეხსენებინა დათა და ის რომ ისევ ვუყვარდი და მელოდა იქნებ მეც მომეკრიბა ძალები და ჩამოვსულიყავი ან ის მეთქვა რომ მეც ისევ მიყვარდა და მახსოვდა, მაგრამ არა თქვენ მარტივი გამოსავალი იპოვეთ და ყველაფერი სანდროს დააბრალეთ, ერთმანეთი იპოვეთ და ყველაზე უდანაშაულო ადამიანს ზედ გადაუარეთ ორივემ, იცით რა წარსულში რომ დავბრუნდე ათასჯერ, ათასივეჯერ წავიდოდი, სანდრო თუ არა სხვა წამიყვანდა სხვა მომაკითხავდა, თუ არავინ მომაკითხავდა შენ წამიყვანდი დათა და ეს იცი.
-მაშინ რატომ სანდრო, რატომ ჩემი ძმა?
-იმიტომ რომ ის ჩემი ძმაც იყო.
-მართალი ხარ კესო, ის ყოველთვის შენი ძმა უფრო იყო ვიდრე ჩემი. -ბაბის სიტყვებზე კიდევ ერთხელ ჩამწყდა სხეულში რაღაც.
-ბაბი, ყოველთვის ეს იყო ჩვენი პრობლემა, შენ ჩვენს ურთიერთობაზე ეჭვიანობდი, იმაზე ეჭვიანობდი რომ შენ ბავშვად აღგიქვამდა მე კი თანატოლივით მექცეოდა და მელაპარაკებოდა. მაგრამ ბაბი მე ყოველთვის შენ უფრო მეტად მიყვარდი ვიდრე სანდრო, შენ ჩემზე ბრაზობდი ყოველთვის და ამ ბრაზს სანდროზე ანთხევდი ყოველთვის ასე იყო.
-მე ის ვერ ვაპატიე რომ არ მომისმინა, შენი გაშვება ვერ ვაპატიე.
-მას ვერ აპატიე თუ შენს თავს? შენ ერთხელ მაინც მთხოვე დარჩენა? ერთხელ მაინც გითქვამს ჩემთვის რომ გჭირდებოდი? მთებს გადავდგამდი ბაბი და შენთან გამოვიქცეოდი, ერთხელ მაინც რომ დაგერეკა თვალცრემლიანს და გეთქვა რომ ჩემი თანადგომა გჭირდებოდა... მაგრამ შენ დათა გყავდა, ის გიმშრალებდა ცრემლებს, დათას კი შენ, სანდროს? არავინ.
-ნუ გამოგყავს სანდრო უდანაშაულო, ყოველთვის იქ იყო სადაც ეძახდი, როცა რამე გიჭირდა შენ სულ მას ურეკავდი და არასოდეს მე ან ბაბის.
-დათა, ბაბიმ რომ დაგირეკოს და გითხრას რომ აქედან წამიყვანეო რას იზამ? გაიქცევი, ისე რომ უკან არ მოიხედავ იმიტომ რომ ის შენთვის ძვირფასია. -ბაბის ტელეფონი რეკავს და ხელიდან ვაცლი, საბას ვპასუხობ. -გისმენ საბუ.
-ბაბის არ სცალია?
-არა დაკითხვაზეა.
-მარტო?
-არა, იმასთან ერთად ვინც დარწმუნებული ვარ უკვე აგტუზა კედელთან და გაგაფრთხილა თუ გულს ატკენდი არ გაპატიებდა.
-ეგეთი გაფრთხილება ორი ადამიანისგან მივიღე.
-მეორეც მოვა მალე.
-დაკითხვას შენ ატარებ, თანაშემწე არ გჭირდება?
-სამწუხაროდ ეს მხოლოდ ჩვენ ოთხს გვეხება ამ ეტაპზე მაგრამ, შენც ვერ გამოძვრები ასე მშრალად.
-მაშინ ჯობია სანამ არ გადაგივლის დავიმალო, ხო და ძალიან ნუ აწამებ, ხომ იცი როგორი ჯიუტია მაინც არ აღიარებს დანაშაულს.
-მგონი აღიარა. -საბას ვუთიშავ და ბაბის ტელეფონიდან სანდროს ვწერ რომ მოვიდეს. მერე დათასკენ ვტრიალდები. -ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია, მაგრამ ორივემ ვიცით შენ რაც ვერ აპატიე სანდროს, ის რომ შენზე იფიქრა, შენს მომავალზე. რომელიმემ იცით რა მოხდა იმ დროს როცა სანდრომ გორიდან წამომიყვანა? -ორივე თავს აქნევს და ერთმანეთს უყურებენ, სანდრო კარზე აკაკუნებს და მეც გავდივარ.
-მშვიდობაა, ბაბიმ მომწერა მოდიო.
-მე მოგწერე, შემოდი სასამართლო გვაქვს და ყველამ ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ. -სანდრო მისაღებში შემოდის და დათას და ბაბის რომ ხედავს სახეზე სიმწრის ღიმილი ურბენს.
-შენ გვაკლდი ძვირფასო ძამიკო, მთავარ ნაწილს გამოაკლდი. კიდევ კარგი არ იყავი გული გეტკინებოდა კესომ თქვა რომ ყოველთვის მე უფრო მეტად ვუყვარდი.
-ისევ ის ბავშვი ხარ ბაბი, ისევ მეჯიბრები ვერ ხვდები რომ არასოდეს მიფიქრია თქვენს შორის ჩადგომა, ჩემთვის ყოველთვის ისეთივე და იყო როგორც შენ... მაგრამ შენ ისე ეგოისტურად გიყვარდით ორივე რომ არც კესოსთვის გინდოდა ჩემი გაყოფა და არც ჩემთვის კესოსი, ის აზრი გაგიჟებდა რომ ვინმე შეიძლება შენსავით მყვარებოდა. თიკაც შენ გგავს არ უნდა რომ ლილეს ჩემი თავი გაუყოს და სულ იმას იძახის მამას მე უფრო ვუყვარვარო.
-აღიარე რომ თიკა უფრო გიყვარს რადგან მე მგავს. -სანდროს ეცინება და სავარძლის საზურგეს ადებს თავს... რადგან სამივე ჩუმდება და დუმილი ისადგურებს.
-ახლა მოდი ზრდასრული ადამიანებივით ვისაუბროთ და ბავშვური გაბუტვები ამ წელში დავტოვოთ... გორიდან წამოსვლის შემდეგ სანდრომ თბილისის შემოსასვლელთან მანქანა გადააყენა და ათჯერ მაინც მკითხა დარწმუნებული ვიყავი თუ არა ჩემს გადაწყვეტილებაში, ბიძათქვენს დაურეკა საქმის ვითარება გააცნო და მან როგორც იურისტმა უთხრა რომ ორი წელი მაინც ჩასვამდნენ დათას თუ როგორც კი სრულწლოვანი გავხდებოდი პოლიციაში მივიდოდი და მამაჩემის სარჩელის გადახედვას მოვითხოვდი და ვიტყოდი რომ დათა მიყვარდა და მშობლებმა იძალადეს ჩემზე ფსიქოლოგიურად, მერე მამას შეექმნებოდა პრობლემები. ასე მარტივად ვერ ჩაივლიდა, მამა ყველგან მიპოვნიდა ერთადერთი გამოსავალი ის იყო რომ სრულწლოვანებამდე გავყოლოდი მამას და მერე ჩამოვსულიყავი... ასეც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მერე იქ... აზრი აღარ აქვს იმას რაც მოხდა ვერ შევცვლით, მე და დათამ დავაგვიანეთ მაგრამ მაინც აქ ვართ ერთად. ერთადერთი რაც მინდა ის არის რომ აღარავინ იყოს გაბუტული, ვიცი ჩვენი გადმოსახედიდან ყველა სწორად მოვიქეცით მაგრამ შეცდომები ოთხივემ დავუშვით. -დათა და სანდრო ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, თითქოს უსიტყვოდ ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს თვალებით ბურღავდნენ. ფეხზე წამოვდექი და ყავის ჭიქების ალაგება დავიწყე. -ესენი გაცივდა ახალს მოვადუღებ, ბაბი დამეხმარები? -ბაბი უსიტყვოდ ხვდება რაც ჩავიფიქრე და უკან მომყვება, სამზარეულოში თავჩაღუნული დგას დასჯილი ბავშვივით და მხრები უცახცახებს ვხვდები რომ ტირის და მაგრად ვეხვევი. -ბოდიში ბაბი, ცუდი მეგობარი ვიყავი, გირეკავდი და ჩემს პრობლემებზე გელაპარაკებოდი არ მიკითხავს შენ როგორ იყავი რამე ხომ არ გიჭირდა.
-მეც დავაშავე, უნდა მეთქვა როგორ უყვარდი დათას, მაგრამ იცი აქაც ეგოიზმმა მძლია წლები მეშინოდა იმის რომ თუ ერთად იქნებოდით არცერთს აღარ დაგჭირდებოდით.
-მესმის ბაბი, მთავარია რომ მიხვდი და სცადე შეცდომის გამოსწორება. -ბაბი ცრემლებს იწმენდს და ყავის ჭიქებს იღებს კარადიდან.
-იცი დათა რატომ ვერ მიდიოდა სანდროსთან?
-არა, არცერთს არ უთქვამთ.
-რომ წახვედი დათა მოვიდა ჩვენთან, მთვრალი იყო სანდროს უყვიროდა, უყვიროდა რომ ახლა ბედნიერი ხარო? სულ ვამჩნევდი როგორ ზრუნავდი მასზეო, იმიტომ ამიკრძალე მასთან ურთიერთობა რომ შენც გიყვარდაო, სულ ჩვენს შორის იდექიო, ახლა არც შენია და არც ჩემიო. სანდრო ყელში წვდა, ერთ რამეს უმეორებდა არასოდეს შემიხედავს მისთვის როგორც ქალისთვისო, მერე გააგდო და წასვლისას მიაძახა თუ ასეთი ნაძირალა გგონივარ ჯობია ჩემთან არც იმეგობროო... დათა თვალს ვეღარ უსწორებდა, თავის თავს ვერ პატიობდა პირველ რიგში თორემ დარწმუნებული ვარ სანდრომ აპატია დიდი ხნის წინ და იცოდა რომ ამ ყველაფრის თქმა ტკივილმა აიძულა.
-არ მჯერა, ეს როგორ გააკეთა დათამ.
-კარგი რა ცხელ გულზე თქვა, დამშვიდდი არ აგრძნობინო რომ იცი, არ უნდა მომეყოლა მაგრამ აღარ მინდა საიდუმლოებები. თან დათას იმის აღიარებას რომ მისი კეთილდღეობისთვის წახვედით ასე ერჩივნა... ჩვენ ყველამ მარტივი გზა მოვძებნეთ, განტევების ვაცს ვეძებდით და სანდრო აღმოჩნდა.
-წამოდი გავიდეთ ისევ არ დასცხონ ერთმანეთს. -მისაღებში გამოსულებს სულ სხვა სურათი დაგვხვდა ისინი ერთად იჯდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. -ანუ ყველაფერი მოვაგვარეთ.
-კი მოვაგვარეთ, ახლა მე და ბაბი წავალთ გვიანია უკვე, მერე ჩვენთან გელოდებით. -სანდროს და ბაბის რომ ვაცილებ დათაც გამოდის, თავის ჟაკეტს წვდება.
-არ დარჩები? -წელზე ხელს მხვევს და მეხუტება, ჩემი თმის სურნელს ხარბად ისუნთქავს.
-მეგონა აღარასოდეს მთხოვდი. -ხელს ვკიდებ და მისაღებში დივანზე ვაჯენ და კალთაში ვუჯდები. -მომწონს ეს ფერადი ზედა, რამოდენიმე დღეა ისე მარიდებ თავს რომ სიგიჟემდე მომენატრე.
-დათა, მსახიობობაზე რატომ თქვი უარი, შენს ოცნებას რატომ არ გაყევი?
-მძულდა თეატრის სცენა როცა შენ უკანა რიგებში ვერ გხედავდი, თეატრალურიც მძულდა იქ რომ აღად მოდიოდი.
-მეგონა მსახიობი გახდებოდი და რომელიმე თურქული ფილმის ან სერიალის ქასთინგში მიიღებდი მონაწილეობას. -ისევ იღიმის და თავს ჩემს ყელში რგავს.
-ამ სურნელის გამო შემიძლია ყველაფერზე ვთქვა უარი. -ვხვდები რომ საუბრის გაგრძელებას თავს არიდებს და მეც ვნებდები.
-დალევ?
-ჩემი დათრობა არ არის საჭირო, მკითხე რაც გინდა. -ვერ ვიტან იმ აზრს რომ ასე კარგად მიცნობს.
-მართლა ეჭვიანობდი სანდროზე? -სახე ეცვლება, თვალები უმუქდება და თავს ხრის, ნიკაპზე ხელს ვკიდებ და ვაწევინებ, ისევ პირდაპირ თვალებში ვუყურებ. -ვიცი სულელურად ვიქცეოდი, როცა სადმე ერთად ვიყავით სახლში წაყვანას სულ სანდროს ვთხოვდი.
-მე, სისულელე ჩავიდინე ჩემს თავს ისევ ვერ ვპატიობ... ისიც არ მესმის სანდრომ ასე მარტივად როგორ მაპატია.
-რა გააკეთე დათ.
-შენი წავლის შემდეგ სანდროს... -ვხვდები როგორ უჭირს ამის თქმა და არც ვაიძულებ ვკოცნი რომ ლაპარაკი არ გააგრძელოს...
-წამოდი დავიძინოთ, დღეს დავიღალეთ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.
-ახლა ალბათ ბაბი და სანდრო ზიან და ამ განვლილ ათ წელზე ლაპარაკობენ.
-შენც ხომ იცი რომ ყველაფრის მიუხედავად მათ ერთმანეთი არ მიუტოვებიათ.
-და ჩვენ? ჩვენ მივატოვეთ?
-არც ჩვენ მიგვიტოვებია დათ, სულ ერთმანეთზე ვფიქრობდით. -თავს მის მკერდზე ვდებ და ამ ქვეყნად ყველაზე ტკბილ ხმას ვუსმენ.


ისევ ტელეფონის გაბმული ზარის შემდეგ ძლივს ვიღებ თავს, ბოლო პერიოდია სულ მეძინება და საშინელ სისუსტეს ვგრძნობ.
-გისმენ მირანდა.
-ცოცხალი ხარ? არცერთ სოციალურ ქსელში არ იყავი და ტელეფონზეც მეათე ზარის შემდეგ მიპასუხე. -დედაჩემის აფორიაქებულ ხმა რომ მესმის, მინდა რომ ახლა ახლოს ვიყო და ისე დავამშვიდო, ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს ბოლო პერიოდია ზედმეტად სენტიმენტალური გავხდი.
-მეძინა მირანდა, არ შეიძლება?
-კარგად ხარ, როდის იყო შენ შუადღემდე გეძინა?
-დავიღალე, რაც აქ ჩამოვედი სულ გვიან ვიძინებ, გუშინაც გვიან დავიძინე.
-ვიდეოთვალით დამირეკე დაგინახო რომ კარგად ხარ. -თვალებს ვიფშვნეტ რომ უკეთესად დანახვა შევძლო და დედაჩემს ვურეკავ. -იმდენი ხანი გეძინა სახე და თვალები შეშუპებული გაქვს, არც შენი თვალის უპეები მომწონს.
-დედა, კარგად ვარ უბრალოდ მეძინა... არ შეიძლება ერთხელ მეც მეძინოს შუადღემდე?
-ყველაფერი წესრიგში გაქვს?
-კი მირანდა, კი ბედნიერი ვარ დათა მყავს გვერდით ყველაფერი კარგად მიგვდის თუ არ გამოგვივა ბავშვით ჩამოგადგებით ხომ მიმიღებთ?
-კესო შენ რა ორსულად ხარ? -მის შეკითხვაზე უეცარი შიში მიპყრობს.
-დედა სიტყვის მასალად ვთქვი, რომ ვიქნები არ დაგიმალავ, დაგირეკავ და გეტყვი. -ამ სიტყვებით დედას კი არა საკუთარ თავს უფრო ვამშვიდებ.
-ისე გაბრუებული დადიხარ ეს ბოლო დღეებია არ არის გამორიცხული. -კარში მდგარ დათას რომ ვამჩნევ სახეზე ფერი მეცვლება.
-დედა, არ ვარ ორსულად უბრალოდ გვიან დავიძინე და ნუ იგონებ რაღაცებს.
-მე გამეხარდებოდა დათასგან შვილები რომ გყავდეს, ძალიან კარგი ბიჭია, თქვენ ლამაზი ბავშვები გეყოლებათ. -დათა დედას ნათქვამზე, იღიმის და თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
-შენი ქმარი მომიკითხე, წავედი ეხლა გამოვფხიზლდე ან ისევ დავიძინო.
-მამაშენია ეგ ჩემი ქმარი და თვითონ დაურეკე... ერთნაირი ჯიუტები ხართ იმედია ბავშვები ხასიათში დათას დაემსგავსებიან და არა შენ. -დედას ტელეფონს ვუთიშავ და თავს ისევ ბალიშზე ვაბრუნებ, დათა საწოლთან მოდის და ზემოდან მაკვირდება.
-მომწონს იდეა რომ ჩვენი შვილები გვყავდეს.
-მირანდას ისე უნდა შვილიშვილები რომ უკვე ელანდება რაღაცები.
-მთავარია რომ უნდა მისი შვილიშვილები ჩემგან გყავდეს. -მაისურზე ვქაჩავ და ჩემსკენ იხრება.
-ხო და იმუშავე, აუსრულე მირანდას სურვილი... -ვხედავ ჩემს სიტყვებზე როგორ ურბენს სიამოვნების ტალღა სხეულში.

-დღეს კაფეში უნდა ვიმღერო მოხვალ? -თან მელაპარაკება და თან ტანსაცმელს არჩევს.
-მოვალ. -კარზე ზარია და დათას მაისურსა და ჩემს შარვალში გამოწყობილი ვაღებ კარს, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი მოუთმენლად ელოდება როდის შემოვატარებ და ღიმილით მაკვირდება. -კესო შენ? -ჩემს გაწვდილ ხელს აკვირდება და იღიმის.
-დევდარიანი არა?
-კი და შენ?
-გუგა ვარ კესო, დათას დეიდაშვილი.
-ის გუგა, პატარა. -გუგა სიცილს იწყებს და დათაც გამოდის ოთახიდან.
-დათ, არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა ნახაზებზე მოვედი.
-არა, კესო სტუმარი არ არის.
-ფაქტიურად აქ ვცხოვრობ... გუგა ყავას დალევ, ხომ შეიძლება შენთვის?
-კარგი რა კესო სულ რაღაც ოთხი წლით ვარ შენზე უმცროსი, მაშინ შენც ბავშვი იყავი და მეც ამიტომ ვიყავი ასეთი პატარა ეხლა კაცი ვარ მალე შვილი მეყოლება.
-გილოცავ, პატარა გუგა.
-გუგა რომელი ნახაზები გჭირდება?
-თებიძის სახლის პროექტი. -დათა და გუგა ერთად არჩევენ საბუთებს ამ დროს კი ყავას ვამზადებ და მისაღებში გამომაქვს. -ისე დათა უნდა ვაღიარო ეს გოგო შენთვის ყოველთვის ზედმეტად ლამაზი იყო.
-გეთანხმები. -დათას ისევ ღიმილი ეპარება და თვალს არ მაშორებს...
-მე წავალ, დათა შეგიძლია არ იჩქარო მე მივხედავ ყველაფერს. კესო იმედია ისევ გნახავ მიხარია დათას გაბრწყინებული თვალების მიზეზი რომ ისევ შენ ხარ. -გუგას წასვლის შემდეგ დათა შემოდის ოთახში და ჩაცმის საშუალებას არ მაძლევს.
-მართლა ფიქრობ რომ შენთვის ზედმეტად ლამაზი ვარ?
-რათქმაუნდა, სულ ასე ვფიქრობდი, ამაღამაც დარჩები?
-დღეს სანდრომ დაგვპატიჟა არ გახსოვს?
-ანუ სანდროსგან მარტო გამომიშვებ.
-მე სანდროს სახლიდან ორი კორპუსი მაშორებს.
-დავიღალე, ასე ხან რომ ჩემთან ვრჩებით, ხან შენთან.
-დათა, ჩვენ ხომ შევთანხმდით ერთმანეთს დროს მივცემთ... მაგრამ თუ ასე გინდა შეგიძლია შენ გადმოხვიდე. -დათა მოწყვეტით მკოცნის და ოთახიდან გადის წამით თითქოს წამით თვალები მებინდება და ტუმბოს ვეჭიდები რომ არ დავეცე, მერე მუცელში მსუბუქ ჩხვლეტას ვგრძნობ და საწოლზე ვჯდები... როგორც კი ამოსუნთქვა შევძელი დათასთან გავედი და არაფერი შევიმჩნიე, დათას ჩემთვის ყავა დაესხა და ტოსტიც გაემზადებინა. -დათ, იმ კაფეში როდიდან მღერი?
-ორ წელზე მეტია, ახალ გახსნილი იყო რომ დავიწყე იქ სიმღერა, იმიტომ შემოვრჩი რომ ოჯახური გარემოა, კაფის მფლობელი ქეთი ისეთი კარგი გოგოა, მისი ქმარი ცოტა უხეში ბიჭია მაგრამ კარგი სიყვარულის ისტორია აქვთ, ძალიან პატარებს შეუყვარდათ ერთმანეთი და წლები გულში იკლავდნენ, პირველ ნაბიჯებს ყოველთვის ქეთი დგამდა. ის ღვინო ასე რომ მოგწონს ჯარჯის კომპანიის არის... თან არავინ მზღუდავს როცა მინდა მივდივარ, როცა მინდა მოვდივარ. ის მაგიდა შენ რომ დაიჩემე ქეთის და ჯარჯის არის, სულ მანდ ზიან თუ დააკვირდი განსხვავებულია სხვებისგან, ეგ ქეთიმ მამამისის რესტორნიდან წამოიღო, სულ იქ იჯდნენ ის და ჯარჯი.
-ყველა ადამიანს თავისებური, ლამაზი სიყვარულის ისტორია აქვს, თავისი ტანჯვით და სიყვარულით აღსავსე.
-ჩვენი სიყვარული როგორია? რას დაარქმევდი ჩვენს ისტორიას წიგნად რომ წერდე?
-ალბათ მეორე შანსს, მაგრამ ზედმეტად მარტივი და ბანალურია.
-ზოგჯერ შენნაირი ფილოსოფოსიც კი უნდა გაბანალურდეს... ახლა წავედი და საღამოს გნახავ სანდროსთან.

ისევ იმ მაგიდასთან ვიჯექი და დათას ხმის სიტკბოთი მოჯადოებული ვუყურებდი ჩამობნელებულ სცენაზე მის ლანდს.. ჩემს ყურადღებას ჩემს გვერდით ჩამომჯდარი გოგონა იპყრობს ყურადღებას, შავი თმა წელამდე აქვს დაშლილი, ისეთი ბავშვური და ლაღია, რონანიდან გადმოსულ გმირს გავს.
-მას ისე უყვარხარ, მეშინია რომ ეს სიყვარული შეშლის. -მისკენ ვტრიალდები და პირდაპირ თვალებში ვუყურებ.
-იქნებ მეც შევიშალო მასთან ერთად ან...
-გული არ ატკინო რა.. -იმხელა სასოწარკვეთა იგრძნობა გოგონას ხმაში რომ საკუთარი თავი წამით მეზიზღება კიდეც, ყველა ამას რატომ მთხოვს, ყველას რატომ გონია რომ ისევ ვატკენ, ასე ძალიან მეტყობა გარეგნული სიბნელე რომ ჩემი ყველა გრძნობა დათას მიმართ, სადღაც იკარგება და უფერულდება ნუთუ საერთოდ არ ჩანს ჩემს თვალებში ეს შეშლილი გრძნობები მის მიმართ?! მინდა რამე ვუთხრა გოგონას მაგრამ თავზე წამომდგარი მაღალი მამაკაცი გვაწყვეტინებს საუბარს, სიბნელეშიც კი ვამჩნევ მის მოელვარე ლურს თვალებს, როგორ სიყვარულით დასცქერის გოგონას.
-ოხ ქეთევან, როგორ გიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა... მომიტევეთ ჩემი მეუღლის გამო. -გოგონას ხელს უწვდის და ჩემგან ზურგით დგებიან მაგრამ მაინც გარკვევით მესმის მათი საუბარი. -ჩვენს მაგიდასთან ზის და ზუსტად ისე უყურებს როგორც შენ მიყურებდი ხოლმე ჩემო ქეთევან.
-ჯარჯ, ამჩნევ რომ ეს მაგიდა მაგიურია? ისე იზიდავს ამ გზააბნეულ წყვილებს.
-ხო, არა და მეგონა მარტო ჩვენი იყო.
-ჩვენ მოვაჯადოვეთ, ჩვენი მაგიური სიყვარულით. -მათკენ ვიხედები და ვხედავ როგორ ხება მამაკაცის ტუჩები მის თითებს, ამ კადრს გონებაში ვიბეჭდავ და ჩემი და დათას დილანდელი დიალოგი მიელვებს გონებაში და ახლა მინდა ვუთხრა რომ ჩვენზე დაწერილ რომანს დეჟავიუს დავარქმევდი...


-ის გახსოვთ, ბაბიმ რომ ქვა ესროლა იმ ბიჭს?
-აღიარე რომ იოანე ღირსი იყო, სულ ნერვებს მაგლიჯავდა.
-მოსწონდი და რა ექნა?
-რა ექნა და ეთქვა ხუთი წლის ბავშვივით კი არ უნდა მოქცეულიყო. -დათა ჩემს ღვინის ჭიქას დასცქერის და ყურში მეჩურჩულება.
-პირველად არ სვამ, რამეს მიმალავ.
-არა დათ, უბრალოდ რაღაცნაირად არ მაქვს დალევის სურვილი. -როგორმე დათას ყურადღება რომ გადავატანინო საბას ვუბრუნდები. -აბა საბა შენ რა გადაგამტვრია თავზე ჩვენმა ამორძალმა?
-მე გადავურჩი, მხოლოდ მსუბუქი კბენით შემოიფარგლება.
-მაგნაირ კბენას ყველა ვიტანთ ჩემო ძმაო. -დათას სიტყვებზე წუხანდელი ღამე მახსენდება და სახეზე ალმური მედება.

*ამაღამ უარესის ატანა მოგიწევს.
*მზად ვარ ჩემო ამორძალების დედოფალო.
*შენც არ მყავდე ახლა ათენის მეფე.
*ათენის ვერა მაგრამ შენი გულის ვარ, აღიარე.
ისე გავერთეთ ერთმანეთთან მიმოწერაში სულ არ გვესმოდა მე და დათას რა ხდებოდა გარშემო, უცებ ვდუნდები და ისევ ძილის გაუსაძლისი სურვილი მიპყრობს.

*მეძინება.
*აბა ამაღამ უარესს გიზამო? თუ ეს ნამიოკი იყო რომ წავიდეთ?
*მართლა ძალიან მეძინება.
-ძალიან მოგვწონს აქ ყოფნა მაგრამ დილით სამსახურში უნდა წავიდე. -სანდრო დათას თვალებით ელაპარაკება და კარებთანაც რაღაცას ეჩურჩულება, რას ნამდვილად არ მესმის რადგან გაბრუებული ვარ, როგორ იქნა სახლამდე რომ მივდივართ დათა ხელში მიყვანს, საწოლში მაწვენს და ვგრძნობ როგორ მხდის ტანსაცმელს მაგრამ იმდენად მოდუნებული მაქვს მთელი სხეული ვერც კი ვეწინააღმდეგები... გვერდით მიწვება და ზურგიდან მეკრობა. -კესო, ისე ცოტა დამძიმდი, ფორმები ძალიან დაგიმრგვალდა, დედაშენიც მართალია სულ მოდუნებული ხარ ახლაც ისე უცებ მოითიშე, მადაც თითქმის არასდროს გაქვს და რამეს ხომ არ მიმალავ?
-მაინც რას? - დათას ნახევრად მძინარე ვეპასუხები და მის სიტყვებზე დენდარტყმულივით ვფხიზლდები.
-ორსულად ხომ არ ხარ კესო?
-არა დათა, ყველაფერი ჩვეულებრივ ნორმებში აქვს ჩემს სხეულს. -დათას სხვა რამეს ვეუბნები მაგრამ გონებაში ვითვლი რომ დეკემბრის თვეში ციკლი საერთოდ არ მქონია, დათას კი ეძინება მაგრამ მე მთელი ღამე ვერ ვიძინებ ვწრიალებ და სულ დედას და დათას ნათქვამზე მეფიქრება.

კარზე უკვე მეშვიდედ აკაკუნებს ვიღაც და მეც, ჭურჭლის რეცხვას ვწყვეტ და კარს ვაღებ.
-დათა გასაღები არ გაქვს?
-ფეხით ვაკაკუნებდი. -ხელებში მოქცეულ პარკებს ვაკვირდები და მეცინება.
-მთელი სუპერმარკეტი გამოზიდე?
-შენ არ გადიხარ და მე ორი კვირის მარაგი მომაქვს. -პარკებს სამზარეულოს მაგიდაზე აწყობს და მისაღებში ბრუნდება. -კესო, შენი ტელეფონი ჯდება და სად გიდევს დამტენი?
-ჩანთაში დევს. -ისევ ჭურჭელს ვუბრუნდები, დათა ისევ იმ სახით შემოდის ათი წლის წინ რომ იჯდა სავარძელში... მაგიდაზე ჯერ თვითმფრინავის ბილეთს დებს.
-თქმას როდის აპირებდი?! ისევ წასვლის წინა ღამით და ამის? -მაგიდაზე ორსულობის ტესტს დებს და თვალებში მაშტერდება...
-მე, წასვლას არ ვაპირებდი ეს ბილეთი...
-ნუ მატყუებ, ისევ გარბიხარ? -ყვირის და ადგილზე ვხტები, ცრემლები ისევ თავისით იკვლევს გზას. -ცოლად მომყვები.
-არა, ბავშვის გამო ცოლად არასოდეს გამოგყვები. -ჩემს წინ დგება და მრისხანე სახით მიყურებს თვალებში.
-საერთოდ არ მიცნობ არა? მაშინაც იმიტომ წახვედი რომ გეგონა რახან სექსი გვქონდა მაგიტომ გთხოვე ხელი? ერთხელაც არ გიფიქრია ამ ათი წლის მანძილზე რომ მიყვარდი? ახლაც მიყვარხარ და მერეც მეყვარები რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს... არასდროს გესმი, არადროს მოვიყვან არავის ცოლად იმიტომ რომ ჩემგან ბავშვს ელოდება ან მასთან სექსი მქონდა, იმიტომ მინდა შენზე დაქორწინება რომ მიყვარხარ, არც კი იფიქრო აბორტის გაკეთება ამას არ დავუშვებ, როცა შენს ეგოიზმს თავს დააღწევ მომძებნე, რადგან მორე შანსს ყველა იმსახურებს... -კარი გაიჯახუნა მე კი ისევ სამზარეულოს შუაში ვიდექი და მთელი სხეული მიცახცახებდა.
-რა გავაკეთე, ღმერთო ეს რა გავაკეთე. -სამზარეულოდან გამოვრბივარ და ჩემოდანს ვიღებ ტანსაცმელს დაუდევრად ვყრი და ტელეფონის ძებნას ვიწყებ, ისევ აკანკალებული ხელით ვკრეფ სანდროს ნომერს და დეჟავიუს შეგრძნება მეუფლება.
-გისმენ კესო.
-სან, გცალია?
-კი სახლში ვარ რა ხდება?
-შეგიძლია მომაკითხო და წამიყვანო? -ცოტახანს არაფერს მპასუხობს. -ჩემგან, დათასთან რომ წამიყვანო.
-ახლავე, მოვალ და წაგიყვან. -ჩანთაში დათას სახლის გასაღებს ვეძებ და ვმშვიდდები ისევ ადგილზე რომ მხვდება... ათ წუთში კარზე გაბმული ზარია და კარს ვაღებ. -რა დააშავე? -სანდრო წარბშეკრული მიყურებს.
-შემოდი, ყავას დალევ?
-დავლევ მაგრამ რა ჩემოდანია ეს და რატომ მიდიხარ დათასთან, თვითონ რატომ არ წაგიყვანა?
-ნელა, ყველა კითხვაზე ერთიანად ვერ გიპასუხებ.
-რიგრიგობით მიპასუხე მაშინ. -იდაყვებს მუხლებზე იწყობს და თითებს ერთმანეთში ხლართავს.
-დათას ისეთი რამ დავუმალე რაც არ უნდა დამემალა.
-რა დაუმალე?
-რა არა, ვინ დავუმალე.
-ვინ, შენ რა ქმარი ან შეყვარებული გყავს და მაგაზე გაგიჟდა?
-არა, უარესი რამ გავაკეთე. ორსულად ვარ და ბავშვის ამბავი დავუმალე, ბილეთი ვიყიდე წასასვლელად ისევ გავრბოდი. -სანდროს გაოცებულ სახეს რომ შევხედე, კიდევ ერთხელ მივხვდი რამხელა შეცდომა დავუშვი.
-ამას ვერ გააკეთებ, დათას უფლება აქვს თავის შვილთან ყოფნის, შენ არ იცი რას ნიშნავს მამისთვის შვილისგან შორს ყოფნა.
-ვიცი რომ ვერ გავაკეთებ, ეს ჩემოდანი გასაფრენად არ არის.
-აბა რას აპირებ.
-დათასთან მივდივარ, მასთან სახლში.
-გონება გაგინათდა?
-კარგი რა სან, ვიცი რომ უკვე ორი თვეა შეცდომას, შეცდომაზე ვუშვებ რომ დათას არც ახლოს ვუშვებ და არც შორს... ისიც ვიცი რომ შემეძლო როგორც კი სრულწლოვანი გავხდი ჩამოვსულიყავი დათასთან მაგრამ მისი უარის მეშინოდა ეს წლები.
-ადექი, არ მინდა ყავა, ეს ყველაფერი დათას უთხარი.
-მადლობა სან.
-სულ მე რატომ მარჩევ დათასგან გასაქცევად ან დათასთან გასაქცევად ?
-იმიტომ რომ შენ ჩემი ძმა და დათას მეგობარი ხარ.
-ანუ ბიძა ვხდები? რამდენის ხარ?
-მეცხრე კვირაში ვარ.
-მეცოდება დათა, შენი ხასიათი რომ ვიცი სიცოცხლეს გაუმწარებ.
-იცის როგორიც ვარ და მაინც ათი წელი მელოდა. -სანდრო მანქანას ნაცნობი კორპუსის წინ რომ აჩერებს, ცოტათი შიშიც მიპყრობს... სანდროს ჩემოდანი კარამდე ააქვს და მელოდება, ნაცნობ თეთრ კარებს რომ ვუყურებ მეღიმება. -არ შემოხვალ?
-არა, სახლში წავალ მერე გნახავთ ორივეს. -თვალს მიკრავს და კიბეზე ეშვება... ჯერ ვაკაკუნებ, კარს რომ არავინ აღებს და ვრწმუნდები დათა სახლში არ არის გასაღებს საკეტში ვარგებ და ნელა შევდივარ მისაღებში, სახლში ისევ დათას სუნამოს სუნი დგას რომელიც როგორც იქნა მომწონს.
-მოგწონს მამას სუნამოს სუნი პატარავ? -მუცელზე ხელს ვიდებ და ისე ვაჩერდები თითქოს მიპასუხებს, ჩემოდანი საძინებელში შემაქვს და ბუხარს ვრთავ, დათას საყვარელ საჭმელს ვამზადებ და ველოდები, ის არ ჩანს მინდა დავურეკო ან მივწერო მაგრამ რაღაც მაკავებს, ბუხრის გვერდზე დივანზე ვწვები და როდის მეძინება არ მახსოვს მაგრამ, კარების გაღების ხმაზე შეშინებული ვხტები და გულზე ხელს ვიჭერ, დათა ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავს სახე უფითრდება.
-კარგად ხარ? -ჩემს წინ იხრება და ხელს მაშორებინებს გულიდან.
-კი, გშია? -ღიმილი ეპარება.
-მშია, ისეთი გემრიელი ჩახოხბილის სუნი იდგა ჯერ კიდევ კორპუსში რომ არ შევჭამო მოვკვდები.
-აქამდე სად იყავი? გვიანია.
-ჯერ გავბრაზდი და ბარში წავედი, ერთი ორი ჭიქა დავლიე მერე შენთან, შენი კორპუსის წინ მანქანაში ვიჯექი. -თან მელაპარაკება და თან მაკვირდება როგორ ვრთავ გაზს რომ საჭმელი შევუთბო, ერთ თეფშს ვიღებ და სამზარეულოს მაგიდაზე ვუდებ. -შენ არ გშია?
-არა, მადა არ მაქვს.
-ხომ იცი რომ მაინც უნდა იკვებო? თუ რამე გინდა მითხარი და მოგიტან.
-მეძინება ისევ.
-საწოლში დაწექი და მოვალ, თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი ხარ მეორე ოთახში დავიძინებ.
-არა, დაგელოდები... არაფერს მკითხავ?
-რა გინდა რომ გკითხო? -პირდაპირ თვალებში მიყურებს.
-მე არაფერი, კითხვები შენ უნდა გქონდეს.
-იმდენი კითხვა მაქვს ახლა რომ დასმა დავიწყო ვეღარ დაიძინებ, ხომ იცი რომ შენგან რამის ახსნას არასოდეს მოვითხოვდი.
-მე, ეს წლები მეშინოდა.
-რისი?
-შენი უარის, ათი წელი დამჭირდა იმისთვის რომ ძალა მომეკრიბა აქ ჩამოსასვლელად.
-რამდენი კვირის ხარ?
-რვა კვირის და ოთხი დღის...
-ექიმთან როდის მივდივართ? -მისმა უემოციო კითხვებმა გული მომიკლა, აბა რას ველოდი?! მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა?! თვალები ცრემლებით ამევსო და ზურგი ვაქციე, წლის გავსება მინდოდა მაგრამ ჭიქა დამივარდა, ვიგრძენი როგორ ამეკრო ზურგიდან და ხელები მუცელზე შემომხვია. -ოღონდ არ იტირო, იცი როგორი ბედნიერი ვარ იმით რომ შვილი გვეყოლება? ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ჯერ ტესტი რომ ამოვიღე ჩანთიდან და ორი ხაზი დავინახე ბედნიერებისგან მინდოდა მეყვირა, მეხტუნა მაგრამ ჩანთიდან ბილეთი რომ გადმოვარდა თან 10 თებერვლის თარიღით გულში ყველაფერი ჩამწყდა, გავბრაზდი რომ დამიმალე, მაგრამ უფრო მეწყინა რომ ისევ მიდიოდი... მესმის შენიც, გავიგე რომ შეგეშინდა ისიც ვიცი აბორტს რომ არასდროს გაიკეთებ, დღეს დაფიქრების საშუალებას გაძლევდი და ხვალ მოვიდოდი მე თვითონ.
-მე სულ მოვედი, ბარგი მოვიტანე.
-ვიცი, დავინახე ჩემოდანი... შენ რატომ აიღე მძიმე? -ხმაში ისევ მზრუნველობა გაუკრთა.
-სანდრომ მომიყვანა.
-როგორც წაგიყვანა ისე ხომ?
-იცი ჩვენს შვილს შენი სუნამო მოწონს, სახლში რომ შემოვედი მესიამოვნა.-ხელში მიყვანს და ოთახში მივყავარ.
-წინაზე რომ გითხარი თითქოს ფორმები დაგიმრგვალდა თქო გაბრაზდი არა და აშკარად მომატებული ხარ.
-მეორე დღეს გავიკეთე ტესტი, ღამე ეგ რომ მითხარი, თან ხუმრობას ისიც მოაყოლე ორსულად ხომ არ ხარო.
-მე რისი სურვილიც მქონდა იმას მივაწერე შენი წონაში მატება.
-ხო და ტვინში ოთხჯერ გადავითვალე რომ გადამიცდა.
-ანუ ორ კვირაზე მეტია იცი?
-თუ რადიოლოგს დავუჯერებთ, იმ ღამით დავრჩი ფეხმძიმედ პირველ პაემანზე სახლში რომ გამოგყევი, რაღაცნაირი დღეები მქონია. -ხელი ჩემს მუცელზე უდევს და თვალები დახუჭული აქვს.
-შენ რა იგრძენი ორსულობის ამბავი რომ გაიგე?
-ყველაფერი, უსაზღვრო ბედნიერება და უდიდესი შიში, შიში იმის რომ შენ რას იგრძნობდი.
-მწყინს რომ არ მიცნობ კარგად.
-გიცნობ, ზუსტად ვიცოდი რომ პასუხისმგებლობას არ გაექცეოდი, მაგრამ იქნებ ეს ბავშვი არ შედიოდა შენს გეგმებში.. მერე იანას ექიმთან წავედი და ექოსკოპიითაც რომ დავადასტურე მინდოდა იმ წამსვე მეთქვა.
-და რამ შეგაჩერა?
-შენმა სიტყვებმა, სანდროს რომ უთხარი მამობის მეშინიაო.
-რათქმაუნდა ბოლომდე არ მოგისმენია ხომ ჩვენი დიალოგი, ვეუბნებოდი რომ მამობის მეშინია, მაგრამ ჩვენი შვილის მამობის არ შემეშინდებოდა, რადგან სწორად შევარჩევდი ჩემი შვილების დედას. დედები ხომ გრძნობენ სქესს შენ ვინ გგონია?
-მე შენნაირი ბიჭი მგონია, შენნაირი შავი თვალებით, სწორი ცხვირით და წითელი ტუჩები ექნება.
-მე გოგო მგონია, ჩემი სუნამო ხომ მოწონს... თან გოგონებს ხომ მამები უფრო უყვართ.
-საიდან მოიტანე ახლა ეგ.
-იანამ უთხრა სანდროს, ბიჭი მინდაო დავიღალე იმით რომ ორივე გოგოს შენ უფრო უყვარხარო... მინდა თეთრ კაბაში გნახო.
-ხვალვე ვიყიდი და ჩავიცმევ.
-ეგეთში არა, შენ რა მართლა არასოდეს ოცნებობდი საპატარძლო კაბაზე?
-არა, თუ ქორწილი გინდა და ქეიფი გადავიხადოთ.
-მე შენი ბედნიერება მინდა.
-და საპატარძლო კაბაში ჩემი ნახვა.
-ეგეც მინდა.
-ექიმმა თორმეტ კვირამდე მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეო და ეცადე უმეტესად დაისვენოო, მერე გვქონდეს ქორწილიც და ჯვარიც დავიწეროთ. ხვალ დედას დავურეკავ და ვეტყვი რომ გავთხოვდი და იმასაც რომ ორსულად ვარ, გაეხარდება შენ სულ მოწონდი.
-მეც მომწონს მირანდა... მიყვარხარ კესო.
-მეც მიყვარხარ დათა. -ჩემს მუცელთან იხრება მკოცნის და რაღაცას ჩურჩულებს.
-შენც ძალიან მიყვარხარ მა, ვინც არ უნდა იყო.
-გახსოვს ბოლოს იმ სახლში რა მკითხე ბოლოს?
-მართლა შეგიძლია უჩემოდ იცხოვრო? -ამჯერად შეცვლილი, მაგრამ ისევ გაბზარული ხმით მეკითხება.
-არა, ვერა უშენო არ შემეძლო, უშენოდ ეს ათი წელი მხოლოდ შავ-თეთრი კადრები იყო, შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ბნელი იყო, ყველაფერი შენთვის დაიტოვე და შენთან შეხვედრამდე მხოლოდ შავ-თეთრი კადრებით მაცხოვრე, იცი როდის გაფერადდა ჩემი ცხოვრება?! კაფის კარებში რომ მაგრად მომხვიე ხელები და მე სუნთქვა შევწყვიტე რამოდენიმე წამით, როცა შენი სურნელით გაივსო ჩემი ფილტვები მაშინ დავიწყე ისევ ცხოვრება, იქამდე ვიდექი და ერთ ადგილს ვტკეპნიდი, იმდენად სუსტი და უფერული ვიყავი უშენოდ რომ იმდენი ძალაც არ მყოფნიდა შენი ფოტო გამეხსნა რომელიმე სოციალურ ქსელში და მენახა რომ უჩემოდ იღიმოდი, რომ ჩემს გარეშე შენ მაინც შესძელი ცხოვრება.



№1  offline წევრი დარინა

ისეთი კარგი იყო ემოციებით და გრძნობებით დახუნძლული, გავთბი, გავბედნიერდი და მთელი კითხვის პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო იმდენი ემოცია დამეუფლა, ისეთი ისტორიაა ჩვენს ირგვლივ ამდენ ნეგატივს რომ მოგწყვეტს და სულ გაგიბედნიერებს, მიხარია ახალი ისტორიით რომ დაბრუნდი.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

დარინა
ისეთი კარგი იყო ემოციებით და გრძნობებით დახუნძლული, გავთბი, გავბედნიერდი და მთელი კითხვის პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო იმდენი ემოცია დამეუფლა, ისეთი ისტორიაა ჩვენს ირგვლივ ამდენ ნეგატივს რომ მოგწყვეტს და სულ გაგიბედნიერებს, მიხარია ახალი ისტორიით რომ დაბრუნდი.

ყველაზე მეტად მომენატრა მკითხველისგან წამოსული ეს ემოციები...
მიხარია რომ ისევ შემიძლია ემოციების თქვენამდე მოტანა ♡♡ მადლობა რომ დრო დამითმეთ ♡♡

 


№3  offline წევრი თ. ა.

ისევ ისეთი ემოციებია როგორც ადრე. როგორც პირველად.
მსუბუქი და დამაფიქრებელი.
ჯარჯის და ქეთის სიყვარულის აქ ნახვა მშვენიერი იყო.
მოუხდა ის ეპიზოდი რომანს. დათა ძალიან კარგი პიროვნებაა თუმცა სანდრო უფრო უკეთესი ჩანს როგორც მეგობარი და როგორც ადამიანი.
საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ძალიან კარგია როცა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
მიხარია შენი გამოჩენა.
კიდევ სიამოვნებით წავიკითხავ ასეთ მსუბქ და სასიამოვნოს შენი სიახლეებიდან.

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო,ნაღდ სიყვარულზე,რომელმაც წლებს გაუძლო და მეგობრობაზე,რომელიც ძალიან მყარი აღმოჩნდა. წარმატებები

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

თ. ა.
ისევ ისეთი ემოციებია როგორც ადრე. როგორც პირველად.
მსუბუქი და დამაფიქრებელი.
ჯარჯის და ქეთის სიყვარულის აქ ნახვა მშვენიერი იყო.
მოუხდა ის ეპიზოდი რომანს. დათა ძალიან კარგი პიროვნებაა თუმცა სანდრო უფრო უკეთესი ჩანს როგორც მეგობარი და როგორც ადამიანი.
საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ძალიან კარგია როცა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
მიხარია შენი გამოჩენა.
კიდევ სიამოვნებით წავიკითხავ ასეთ მსუბქ და სასიამოვნოს შენი სიახლეებიდან.

ყოველი ისტორიის მერე გპირდები რიმ ვეცდები მალე დავბრუნდე მაგრამ საკმაოდ დიდ ხნიანი პაუზები გამომდის ♡♡
მადლობა შენ რომ მომყვები ისტორიიდან ისტორიამდე.
პ.ს ქეთი და ჯარჯი შენთვის იყო ამ ისტორიაში ♡

Ana-maria
ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო,ნაღდ სიყვარულზე,რომელმაც წლებს გაუძლო და მეგობრობაზე,რომელიც ძალიან მყარი აღმოჩნდა. წარმატებები

მადლობა ❤️ რომ დრო დამითმეთ და ყველაზე მეტად მიხარია რომ მოგეწონათ ❤️

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან საყვარელი,მგრძნობიარე ისტორია იყო ♡♡♡

 


№7  offline მოდერი Maiaabuladze

მე♥უცნაურე
ძალიან საყვარელი,მგრძნობიარე ისტორია იყო ♡♡♡

მადლობა, რომ წაიკითხე და მიხარია რომ გრძნობების მოტანა შევძელი ♡

 


№8 სტუმარი თემო

შესანიშნავია.არ გაჩერდეთ ასე გააგრძელეთ პირდაპირ გულიდან სულს წვდება ეს კი მთავარია

 


№9  offline მოდერი Maiaabuladze

თემო
შესანიშნავია.არ გაჩერდეთ ასე გააგრძელეთ პირდაპირ გულიდან სულს წვდება ეს კი მთავარია

უღრმესი მადლობა ამხელა მოტივაცია რომ მომეცით და გამახარეთ ❤️

 


№10  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ისტორიაა, თბილი ემოვიებით...

 


№11  offline მოდერი Maiaabuladze

Daldoni Daldoni
ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ისტორიაა, თბილი ემოვიებით...

მადლობა ????????

 


№12 სტუმარი სტუმარი ქეთი

❤️ მოკლედ საოცარი გოგო ხარ რა .. იცი რაც უნდა დაწერო..უამრავი ესეთი კარგი ისტორიები დაგეწეროს ????

 


№13  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი ქეთი
❤️ მოკლედ საოცარი გოგო ხარ რა .. იცი რაც უნდა დაწერო..უამრავი ესეთი კარგი ისტორიები დაგეწეროს ????

ქეეთ, მადლობა ძაან დიდი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent