შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ფურცლები


30-01-2023, 17:14
ავტორი lamro siamashvili
ნანახია 995

თავი1.
წვიმის წვეთები მიყვარს.. იცით როგორი საუცხოო ამინდია როცა წვიმს, წვეთები მინაზე ეცემიან თითქოს შემოღწევაც განუზრახავთ, ამ დროს შენ ფანჯრის რაფაზე ხარ შემომჯდარი, თბილი პლედიც შემოხვეული გაქ და გაჰყურე იმ ხალხის ზღვას ერთმანეთს ტალღებივით რომ ეხეთქებიან. შემდეგ იცი რომ ამ ზღვას შენც უნდა შეერიო რადგან სამსახურში ვერ დაიგვიანებ შენ საყვარელ მოსასხამს აიღებ და გაეცლები ამ წყეულ კედლებს რომლებიც ისე შემოგყურებს თითქოს სიბრალულს გიღვიძებენ იმ იმედით რომ მარტო არ დატოვებ. ქოლგაც გასასვლელთან გელოდება შემდგომ ქვემოთ კიბით ჩადიხარ და ერევი ამ ბობოქარ ზღვას რომელიც არასდროს შეგიცოდებს. ფილოსოფოსი არასდროს ვყოფილვარ, ჩემი ცხოვრება არც ისე ფერადია. ხანდახან მგონია რომ დიდ ქაოსში აღმოვჩნდი. ცხოვრება არც ისე სახალისოა როცა მარტო ხარ. ამბობენ რომ თვითმკვლელობა მამაკაცებს შორის 4-ჯერ უფრო ხშირად ფატალურად სრულდება . ქალებში ესეთი დამახასიათებელი ნიშნები აქვთ მოზარდ გოგონებსაც უმეტეს შემთხვევაში ასეთი აზრები მარტოხელებს უჩნდებათ , მაგრამ ჯერჯერობით ესეთი რამ არ მომსვლია უბრალოდ ხანდახან ყველაფერი მოსაბეზრებელია და სხვა ფიქრის ადგილი აღარ გრჩება. ეხლა როდესაც ამ ხალხს ვუყურებ ყველანი სადღაც გარბიან, ეჩქარებათ , ადამიანის ყოველთვის ეჩქარება რადგან არ იციან რამდენი დრო აქვთ და ეყოფათ თუ არა იგი. ჩემი სამსახური არც ისე მოსაწყენია წიგნების რედაქტორი ვარ და ეს საქმე,,,, მაინტერესებს, ბევრი ცნობილი მწერალი დადის ჩვენს ოფისში და ყოველთვის ვცდილობთ რომ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს. ჩვენი დირექტორი 50წელს გადაცდენილი მკაცრი ადამიანია მისი მდივანი მეცოდება რადგან ყოველთვის დაძაბული მიყვება უკან ალბათ ოცნებობს როდის გავა პენსიაზე. ბატონი სერგო მეორე შანსი არასდროს იძლევა ასე რომ თქვენთვისვე ჯობს ყოველი ნაბიჯი თუ სიტყვა კარგად აწონ-დაწონოთ რადგან სადაც ბატონი სერგოა იქ შეუძლებელია მეორე შანსზე საუბარი. როდესაც ოფისში შევედი ჩემი კოლეგა ქეთი შემეჩეხა გაფითრებული სახით.
- კესანო სად ხარ ამდენ ხანს?
-რა მოხდა?
-დირექტორი საშინლად გაბრაზებულია შენზე ახლავე უნდა შეხვიდე
დიახ ახლა კი უბრალოდ უნდა ვუსმინო მის საყვედურებს რომლებიც ვიცი სანამდეც მიიყვანს საქმეს თუმცა მისი კაბინეტისაკენ წავედი. შევაღე მისი მძიმე მუხის კარები თავად ფანჯარასთან იდგა როდესაც დამინახა სახე ეცვალა აშკარად გაცეცხლებული იყო .
-კესანო იმაზე მეტად შეტოპე ვიდრე შეგეძლო!
-გისმენთ ბატონო სერგო იქნებ ამიხსნათ?
-როგორ თუ რა! იცი აქ ვინ იყო ჩემს კაბინეტში შემოსული? გრიგორი მხეიძე ის კაცი შენ რომ უარით გაუშვი თურმე ამ წიგნის არ გავასწორებო.
-მაგრამ ის საშინელი წიგნი იყო არავინ იყიდა .
-შენ ვინ მოგცა უფლება რომ მწერალი აქედან უარით გაისტუმრო? თავხედო ბავშვო ახლავე მოშორდი აქედან აღარასოდეს დავინახო შენი სახე აქ.
-იმედია ისეთ კადრს იპოვით ჩემს ნაცვლად ვინც მაგ სიბინძურეებს გასწორებს.
სასწრაფოდ წამოვდექი და კარი გამოვიხურე შემდეგ ჩემს ნივთებს მივადექი და როდესაც გარეთ გავდიოდი იქვე მდგარ პირველივე ბუნკერში გადავუძახე.
მოკლედ ასე გამოვიდა უმუშევარი დავრჩი ყველაზე მეტად რაც მიჭირს ეს გარემოს ცვლილებაა ასე რომ ნამდვილად შეიძლება გამიჭირდეს ახალი სამსახურის ძიება ეხლა ჩემ დაქალ ნინისთან წავალ სახლში მაინც ვინ დამხვდება რომ მივიდე. ნინი ჩემი ბავშვობის მეგობარია და როდესაც რაიმე მიჭირს მასთან ავდივარ და ვსაუბრობთ. ეხლა ყველაზე მეტად ეს მჭირდებოდა. უსამართლოდ მომექცენ მაგრამ რაც არ მსიამოვნებს იმას არასდროს გავაკეთებდი.

* * * * * *
-ნინიი!-როდესაც ზარს ვრეკავ და არ ესმის სხვა გზა არ მრჩება მაგრამ ვცდილობ ეს ხმა ყვირილში არ გადამეზარდოს. ვხედავ მოპირდაპირე კარიდან ქალბატონი ლელა გამოდის .
-ნინი სახლში არ არის შვილო ქმართან ერთად დასასვენებლად წავიდნენ.
-გამარჯობათ ლელა დეიდა არ ვიცოდი სახლში თუ არ იყო კარგით ნახვამდის.
-ნახვამდის შვილო.-ყოველთვის ასე რატომ ხდება? როდესაც ძალიან მჭირდება დახმარება არავინ არის რომ რჩევა მაინც მომცეს. კიბეებზე დამძიმებული ჩამოვდივარ და ტაქს ვაჩერებ რომ ბინაში დროულად მივიდე. კორპუსთან შეაჩერა შემდეგ იქვე მდებარე მაღაზიას მივადექი და დასალევი და ცოტა სასუსნავიც ვიყიდე. ბინა როგორც ყოველთვის ცარიელი ჯოჯოხეთი ახლა კი თითქოს დამცინავად შემომხედა როდესაც შევედი მე ხომ სხვა არავინ მელოდა არავინ იყო ვინც მეტყოდა რატომ დავაგვიანე? ან ამდენი სასმელი რატომ ვიყიდე? მეც ეხლა ჩავეშვი ჩემს სავარძელში რომელიც ფანჯარასთან ახლოს მივაყენე რათა გარემოსთვის შემეხედა უკვე ბნელოდა და ბინაც წყვდიადს დაემსგავსა, სიშავეში ჩავიძირე, პირველ არყის ბოთლს სულმოუთქმელად დავეწაფე ვგრძნობდი როგორ შედიოდა ძარღვებში, სხეულის ყოველ უჯრედს როგორ იმონებდა თითოეული მოსმა და ამას არ ვწყვეტდი. ვუყურებდი ქუჩას, ვუყურებდი ამ წყეულ ადგილს რომელიც ეხლა სანაგვედ მეჩვენებოდა და ვფიქრობდი იმაზე თუ როგორი საზიზღარია ცხოვრება. რატომ? რა მიზეზით ვცხოვრობ? გამწარებული ამ ფიქრებით შემოსასვლელში მდგარ სარკეს მივადექი, ვუყურებდი მასში მდგარ ჩემს ანარეკლს და მძულდა ის. რატომ ცოცხლობ ამისთვის მიზეზი გაქ? ვეკითხებოდი ის კი ქვასავით იდგა. სარკიდან ყურადღება კარებზე გადავიტანე მას შევეხე და დერეფანში გავედი, სიარული არ შემიწყვეტია ვერცკი შევნიშნე როგორ ავღმოჩნდი კორპუსის სახურავზე. ცივი ქარი გაბრაზებულად მომხვდა სახეზე, ხელში თითქმის დაცლილი ბოთლი მეჭირა . აქ რა მინდა?....

თავი2


-თუ გადახტომას აპირებ შესანიშნავი დროა.-გავიგონე ვიღაცის ხმა რომელიც იქვე გრძელ სკამზე იჯდა. ახლოს როდესაც მივედი მოხუცი ქალი შევნიშნე, მოსასხამი მოეცვა მის სახეს ვერ ვარჩევდი ასე რომ ცნობაც გამიჭირდა ალბათ ეს იმიტომ მოხდა რომ სახურავზე განათება არ იყო და მეორეც მე ძალზედ მთვრალი გახლდით.
-და ვინ თქვა რომ ვაპირებ?
-ახლა შენი გონება ისე დატვირთე ნეგატიური ფიქრებით რომ სხვა არაფერი დაგრჩა გარდა იმისა რომ ამაზე იფიქრო.
-უკაცრავად ჩემს ტვინში ზიხართ?
-ვინ იცის ვერაფერს გამოვრიცხავთ.-ზედმეტად ირონიულად ჩავთვალე მისი ნათქვამი.-იცი აქ რატომ ხარ?
-სასაცილო იქნება ალბათ ამის მოსმენა მაგრამ არ ვიცი.
-გინდა ყველაფერს მოსწყდე პრობლემებს გაექცე და თავს უშველო.
-იცით პრობლემები ბლომად მაქვს ისედაც.
-სანამ სიკვდილის დააპირებდე შეგვიძლია ვისაუბროთ. და როდესაც მოვრჩებით შემდეგ გადავწყვიტე როგორი სიკვდილი გირჩევნია.
-ამას რატომ აკეთებთ?
-იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ .
-თქვენი აზრით ასაკი მნიშვნელოვანია როდესაც სიცოცხლე მობეზრებული გაქ?
-არა ეს არ მიგულისხმია. შეიძლება ჩემზე ადრეც მოიხსნა ვალდებულებები.
-მაშ სასაუბრო არაფერი გვაქვს- ფეხზე დგომა უკვე მიჭირდა და ვერცკი მივხვდი მის წინ დადგომა როდის მოვასწარი. იმაზე მოხუცი ჩანდა ვიდრე შეიძლებოდა მევარაუდა . ნამდვილად დამაინტერესა ამ ქალის დანახვამ მინდოდა გამეგო ვინ იყო. უკან შევტრიალდი წასასვლელად მოვემზადე და უეცრად ყველაფერი დატრიალდა გარშემო და ზუსტად მის ფეხებთან დავეცი. ქალი შეშინებული წამოხტა სანამ გავითიშებოდი საბოლოოდ მესმოდა ვიღაცას აჩქარებული ხმით ესაუბრებოდა. გათენდა თუმცა მოცა.. ეს ოთახი ჩემი არ არის, ნამდვილად არ ვარ ჩემს ბინაში. ამ ოთახს ეტყობა რომ პატრონი კარგად უვლის. წამოვდექი და შემდეგ ოთახში გავედი, ეს ოთახი მისაღები აღმოჩნდა სადაც პატარა მაგიდა და სკამები იდგნენ. თავი საშინლად მისკდებოდა, სამზარეულოდან ვიღაც მოხუცი ქალი გამოვიდა ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა და როდესაც შემნიშნა თბილად გამიღიმა.
-გილოცავ დაბრუნებას. პიტნის ჩაი ძალიან კარგია დალიე.
-მაპატიეთ მაგრამ აქ როგორ ავღმოჩნდი?
-ჩემს გვერდით ცოლ-ქმარი ცხოვრობენ იმ კაცს დავურეკე და აქ წამოგიყვანეთ რადგან არ ვიცი ზუსტად სად ცხოვრობ.
-ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ასე როგორ გავითიშე არაფერი მახსოვს.
-არ იდარდო ეხლა ყველაფერი წესრიგშია. როცა სახლში მიხვალ გამოიძინებ კიდევ ერთხელ და ყველაფერი გაივლის.
-მადლობა ყურადღების არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ მე..
-შეგიძლია შემომიარო ხოლმე, მარტო ვცხოვრობ და დამიჯერე ძალიან გამახარე თუ კიდევ მოხვალ.
-იცით მეც მარტო ვცხოვრობ და ეს საშინლად უაზროდ მეჩვენება.
-ცდები თუკი მხოლოდ ამ მიზეზით ფიქრობდი გუშინ რომ ცხოვრება უაზროა.
-არამგონია ადამიანს რაიმეს ხალისი ქონდეს როდესაც მარტოა და არავინ ყავს.
-იცი შენსავით ბევრჯერ მიფიქრია, როდესაც ძალიან გიჭირს ვიღაც გჭირდება რომ გითხრას ,, ესეც გავლის მე შენთან ვარ'' ამ ყველაფრის მოსმენა სასიამოვნოა და ცხოვრება აზრს იძენს მაგრამ ყოველთვის სხვებისგან კი არუნდა ელოდებოდე ამას ხანდახან სხვებსაც ჭირდება შენგან ამის მოსმენა თუნდაც სრულებით უცხო ადამიანი იყოს. გუშინ შენგან სწორედ ამას ვგრძნობდი შენ გჭირდება რომ ვიღაცას დაეყრდნო და ჩემი სამსახურია სხვებს ცოტათი მაინც დავეხმარო და იცი ვხვდები რომ ჯერკიდევ აქ ჩემს ცხოვრებას აზრი.
-ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მიზეზი მაშინაც შეიძლება ქონდეს ადამიანს როდესაც ოჯახი არ ყავს?
-სიცოცხლისთვის მიზეზი ყოველთვის არსებობს, ეს უნდა დაიმახსოვრო.
-თქვენ ხომ ძალიან ცოტა დრო გრჩებათ სიცოცხლისთვის მეკი საკმარისიდ ბევრი თუკი ასაკით ვიმსჯელებთ.
-მარათალია მე ჩემი ბოლო საქმე უნდა შევასრულო ამის შემდეგ დადგება დრო ჩემი აქედან წასვლის.
-რა საქმეს გულისხმობთ?
-მიხვდები როცა ამის დრო მოვა.
-ცოტას მაბნევთ.
-სად მუშაობ? რითი ხარ დაკავებული?
-წიგების რედაქციაში ვმუშაობდი მაგრამ სამწუხაროდ გამომიშვეს.
-ანუ წიგნებითან ახლო კავშირი გქონდა.
-დიახ. იცი რამოდენიმეჯერ მქონია სურვილი საკუთარი წიგნი შემექმნა.
-სიამოვებით წავიკითხავდი. არ გსურს თავიდან ცადო?
-არ ვიცი ეს დიდი ხნის წინ იყო.
-იცი მოსაყოლი ბევრი მაქვს და თუ დაგაინტერესებს ჩემი ცხოვრება შეგიძლია დამიწერო? ეს იქნება შენი მადლობის გადახდა რასიტყვი?
-იცით ეს შესანიშნავი-ძალიან მინდოდა უარი მეთქვა მაგრამ ისეთი თბილი მოხუცი ჩანდა რომ უარი ვერ ვთქვი.
-მაშ სახლში წადი და რაც საჭიროა დასაერად მოიტანე.-მისი თვალები პატარა ბავშვივით ანათებდა თითქოს მისთვის ლამაზი თოჯინა უნდა მოეტანა გასვლის დროს ვკითხე- მე თქვენი სახელიც არ ვიცი რა გქვიათ?
-ფერა!-სიცილი დაიწყო -ისეთი ბებერი ვარ ეგ არც მე მიკითხავს. შენ რა გქვია?
-კესანო.
-კარგი კესანო გელოდები.-გამიმართლა რომ ლიფტი მუშაობდა თორემ ალბათ დაღლილობისგან გული წამივიდოდა მე-10-ე სართულზე ისევ ფეხით ამოსვლა. სახლში შევედი და ნოუთბუქი ავიღე ყველაზე მოსახერხებელი საწერად ეს მივიჩნიე და ისევ ლიფტიში შევედი. ზარი დავრეკე და ქალბატონმა ფერამც გამიღო ლამაზი სახელი ერქვა ალბათ ჩემს ასაკში ჩემზე ლამაზიც იქნებოდა საინტერესო იყო რას მოყვებოდა.
-მოიტანე? ანუ ამაში უნდა დაწერო ჩემი სიტყვები.
-დიახ აქ უფრო ადვილად იწერება და უფრო სწრაფადაც.
-კარგი მაშინ საქმეს შევუდგეთ-მის თვალებს სინათლე არ შორდებოდა და მეც თითქოსდა ფეხდაფეხ მივსდევდი ამ ყველაფრს.
-ყველფერი მოვამზადე შეგვიძლია დავიწყოთ.
თავი3


ლამაზი შემოდგომა დგას და ყველაფერი გადაყვითლებულია ასე რომ სახლიდან გასვლამდე ჩემს ლამაზ ხორცისფერ პალტოს ჩავიცმევ ყვითელ კაშნეს და ქუდსაც დავხურავ. ძალიან აუჩქარებლად გავაღებ გასასვლელ კარებს და ჩემ თავს დავარწმუნებ რომ დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის. ავტობუსები გაჩერებაზე ვდგები. ავტობუსის მოსვლამდე იქვე მდგარ ჯიხურთან მივალ და გაზეთს ვიყიდი მოსაცდელში ვჯდები ქარი ქრის და წიფლის ხმელ ფოთლებს აშრიალებს, ღრუბლიანი დღეა. შემოდგომა მიყვარს რადგან არც ცხელა და არც ცივა. ერთმა მანქანა წარმოუდგენლად სწრაფად ჩაიქროლა და ჩემი გაზეთიც მიყვა თითქმის მეც წამიღო. მანქანა გაჭირვებით გააჩერა და გაბრაზებული გადმოვიდა ჩემი გაზეთი მანქანის მინაზე აკვროდა, მოსაცდელში მარტო ვიდექი და ისიც ჩემკენ დაიძრა.
-გოგოა ახლახან თქვენს გამო კინაღამ მოვკვდი.
-უკაცრავად მაგრამ თქვენ ჩამოიარეთ ძალიან სწრაფად თუმცა გასაკვირი არ არის ახალგაზრდა მძღოლისგან ალბათ მოწმობა მოგყიდეს თორემ სხვა მხრივ მანქანას ასე არავინ ატარებს.
-თავი ვინ გგონია თავს რომ იმართლებ?-მასთან კამათის დრო ნამდვილად არ მქონდა ჩემი ავტობუსი მოვიდა და ალბათ ეს ყველაზე მეტად გამიხარდა იმ მომენტში, მის სახეს აღარ დავინახავდი .
-უკაცრავად მაგრამ შენთან საჩხუბრად დროს ვერ დავკარგავ ნახვამდის.-მივუგე და ავედი ავტობუსში. გაოცებული მიყურებდა როდესაც ერთმანეთს დავშორდით ალბათ ბევრი გოგო ეპრანჭებოდა და ჩემმა უხეშმა ქცევამ გააკვირვა მაშინ არც კი მეგონა რომ ეს მომენტი სამუდამოდ შეცვლიდა ჩემ ცხოვრებას. ეს ჩვენი პრიველი შეხვედრა იყო მისი მკაცრი და ამავდროულად ინტერესიანი მზერა არასდროს დამავიწყდებოდა. ჩემდა გასაკვირად კოლეჯის შესასვლელთან დამხვდა სავარაუდოდ უკან გამომყვა მაგრამ რატომ? მისთვის არავინ ვიყავი.
-აქ რა გინდა?
-ძალიან ცუდად დავშორდით მინდოდა ბოდიში მოეხადა ჩემი უმსგავსო საქციელისათვის. იქნებ შევძლო გამოსწორება.
-აქედან წადით ამით გადაიხდით მადლობას.
-რატომ უშეხობთ უბრალოდ ბოდიშს მოხდა მინდოდა.
-ჩათვალეთ რომ ეს უკვე გააკეთეთ ახლა კი ნახვამდის.-წასასვლედად მოვემზადე მაგრამ...
-იცით აქედან ვერ წავალ აქ ვსწავლობ.
-უკაცრავად?-ამაზე მეტად ალბათ არაფერი გამაკვირვებდა. ყველაზე მეტად ამას არ მოველოდი მისგან ის ხომ აქ არასოდეს მინახავს.
-დიახ თითქოს ბედის ირონიაა არა?
-სულაც არა ეს შემთხვევით მოხდა.-ჩაიცინა და განაგრძო.
-ალბათ მოდი ეგ დავივიწყოთ ხშირად მომიწევს შენი ნახვა ასერომ ეგრე უხეში ნუ იქნები. მაპატიებ?
-იცი ვერ ვიტან როდესაც უხეშად მესაუბრებიანი.
-გპირდები არღარ განმეორდება თანაც არ ვიცოდი თუ აქ სწავლობდი.
-კარგი დავივიწყოთ მაგრამ არ იფიქრო რომ მეგობრები ვიქნებით.
-არც მიფიქრია მაგაზე.-ამჯერად მშვიდად დავშორდით. როდესაც გაკვეთილები დასრულდა წასვლის დროს ისევ შევხვდით და მან ისევ მხიარულად მკითხა.
-იცი შენი სახელი არ ვიცი როგორ მოგმართო რომ რაიმე დამჭირდეს?
-ფერა! ფერა მქვია.-ნაბიჯს ვუმატებდი მისი ქცევები ძალიან მაღიზიანებდა. ნარცისი იდიოტის შთაბეჭდილებას მიატოვებდა მისი ქცევები.წასვალდე შორიდან მომაძახა.
-თორნიკე!
-რა?
-თორნიკე მქვია.-ისევ გაიცინა, მეკი გზა განვაგრძე იმ საღამოს ვფიქრობდი რომ ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის. როდესაც კოლეჯში დავდიოდი ის ყოველთვის მხიარულად თუმცა ჩემთვის გამაღიზიანებლად იქცეოდა თუმცა მახსოვს როგორ დამიცვა ჩვენი კოლეჯის ეზოში. ჩვენს ეზოში ბევრი გრძელი სკამები იდგა ერთ-ერთზე ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი ჩემგან მოშორებით ბიჭებს მოეყარათ თავი და რაღაცაზე ხმაურობდნენ მე ისინი არ მაინტერესებდა ასე რომ ვერცკი შევამჩნიე ორი მათგანი ჩემს წინ როდის აღმოჩნდა.
-ეი! მისმინე გოგო არ იცი რომ აქ მხოლოდ ჩვენი გოგოები სხდებიან ხოლმე?
-და მეც აქ ვსწავლობ.-წიგნიდან თავს არ ვწევდი მათი სახის დანახვა არცკი მინდოდა. ამაზე გაღიზიადნენ და წიგნს გამოგლიჯეს ხელიდან.
-შენ რა ყრუ ხარ?-შემდეგ მეორემ რაღაც ჩასძახა ჩუმად და ამჯერად მშვიდად მომიბრუნდა. ჩემ წინ ჩაიმუხლა საშინლად ამაზრზენი სახე ქონდა და შიშს ვერ ვმალავდი.
-მისმინე შეგიძლია აქ იყო მაგრამ სანაცვლოდ ჩვენი ბიჭებიდან რომელიმეს გოგო იქნები გასაგებია?
-ვერ მოვითმინე და სახეში გავარტყი მთელი ძალით მან ხელის მობრუნება სცადა მაგრამ ვიღაცამ მისი ხელი გააჩერა. მისი გაშეშებული ხელი კანკალებდა მის გვერდით მკაცრი სახით მდგომი თორნიკე იდგა რომელსაც ეჭირა მისი ხელი.
-როგორ ბედავ გოგოზე ხელის აწევას?
-შენ რატო ერევი პრობლემები გინდა?
-ის ჩემი შეყვარებულია თუ ეს გაინტერესებს და ამიტომ შენთვისვე ჯობს თავის შორს დაიჭირო.-სახე შეეცვალა ამის გაგონებაზე თორნიკემ ხელი გაუშვა და ის საზიზღარი მალევე გაგვეცალა. მე გაფითრებული სახით ვიჯექი შემდეგ თორნიკე გვერდით მომიჯდა ძალიან მეშინოდა იმ ბიჭს სახე ისევ თვალწინ მედგა.
-კარგად ხარ?-პასუხის გაცემა ვერ შევძელი ყელში ბურთი გამჭედა და ცრემლები წამსკდა. მან მხარზე ხელი მოისვა.
-კარგი ყველაფერი დამთავრდა.
-ეს საშინელება იყო.
-ხო მაგრამ ის აღარ მოგეკარება ნუღარ ტირი გთხოვ ვიღაც იდიოტისთვის არ ღირს შენი ცრემლების დაღვრა დამშვიდდი.
-რატომ თქვი რომ შენ შეყვარებული ვარ?
-სხვა გზა არ მქონდა ეხლა აღარავინ შეგაწუხებს. როდესაც გოგო მარტოა ხშირად ხდება მსგავსი რაღაცეები ჯობს ეგონო რომ მარტო არ ხარ.
-მარტო?-სახე გამეყინა მე ხომ აქ არავინ მყავდა არც მეგობრები საერთოდ არავინ.-მადლობა რომ დაეხმარე.
-ანუ ვალი გადახდილია?-ფართოდ გამიღიმა.
-რომელი ვალი?
-ჩემი საქციელი უნდა გამოესწორებინა მემგონი შევძელი მადლობს გადახდა არა?-მის ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა და ვიგრძენი რომ მარტო არ ვიყავი ეს ახლა და ამ მომენტში ხდებოდა და მე არ ვგრძნობდი თავს მარტოდ.
თავი4.

დრო ისე გავიდა რომ მე და თორნიკე ფაქტობრივად აღარ ვკამათობდით და უფრო ხშირადაც ერთად ვიყავით. როდესაც კოლეჯში მივდიოდი ის მუდამ შესასვლელთან მელოდებოდა.
-აი დაკარგულიც გამოჩნდა.
-შენ ყოველთვის როგორ უნდა მასწრებდე მოსვლას.
-რა ვქნა ფერა შენსავით ძილისგუდა არ გახლავარ.
-სულელო.. -მიხარი გავკარი და გზა ერთად გავაგრძელეთ.
-რას ფიქრობ გამოცდებში მაღალ ქულებს დაგვიწერენ?
-არ ვიცი იმედია ძალიან რთული არ იქნება .
-ძალიან ვღელავ იმედია კარგად ჩაივლის.
-ფერა შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ აუცილებლად ჩააბარებ.
-ზამთრის არდადეგები ახლოსაა რა გაქ გადაწყვეტილი.
-სოფელში ჩავალ ბაბუაჩემთან დიდი ხანია არ მინახავს. ახალი წლისთვის ჩამოვალ ალბათ მერე იქნებ სადმე მე და შენც გაგვესეირნა.
-ეგ ახლაც შეგვიძლია.
-ესე იგი წამოხვალ. კარგი დღეს თუ გცალია ლექციის მერე გავისეირნოთ.
-კარგი წასვლის დროს გნახავ.
-კარგი.-შემდეგ ერთმანეთს დავშორდით და როგორც შევთანხმდით ლექციებს შემდეგ ერთად წავედით სახლისკენ.მანქანის კარი გამიღო და დავიძარით ვთხოვე სახლამდე დავეტოვებინე და შემდეგ წავსულიყავით. ასეც მოიქცა შემდეგ კაფეში წავედით ლამაზ კუთხის მაგიდასთან დავსხედით.
-სასიამოვნო გარემოა.
-აქ ყოველთვის მოვდივარ როდესაც კარგ განწყობაზე ვარ მაგრამ დღეს სხვანაირი შეგრძნება მაქ აქ ყოფნის დროს.

-გინდა სხვაგან წავიდეთ?

-არა, რას შეუკვეთავ?-ლამაზად ჩაცმული მიმტანი ჩვენთან მოვიდა და ჩაწერას შეუდგა.

-მე ცხელი შოკოლად და კრუასანი თუ შეძლება.

-მეც ასევე.-მიმტანი წავიდა ჩვენ კი საუბარი გავაგრძელეთ.

-ისე სასაცილოა.

-რა არის სასაცილო?

-ეხლა შენთან ერთად ვარ და შოკოლადს მივირთმევ პატარა ბავშვივით არადა საერთოდ არ ვიფიქრებდი რომ საერთო ენას გამოვნახავდით.

-არ შემიძლია არ დაგეთანხმო მაგრამ ყველაფერი ხომ შემთხვევითობის პრინციპით ხდება ცხოვრებაში, ჩვენი შეხვედრაც ესე მოხდა თუმცა არ ვნანობ შენს გაცნობას. იცი ფერა შენ ძალიანი კეთილი გოგო ხარ და მინდა ბედნიერი იყო.

-მადლობა. შენ ყოველთვის ახერხებ რომ გამამციარულო.

-ამაზე სასიამოვნოს ვერაფერს გავაკეთებ შენი თავი უნდა ნახო როცა იცინი დამიჯერე სულ მინდა ესეთ სახეს ვხედავდე შენს სახეზე.

-უცნაურად საუბრობ.

-რატომ? ვფიქრობ არ ვცდები ჩემს სიტყვებში. შენ ძალიანი უბრალო და ნამდვილი ადამიანი ხარ არ გჭირდება ყოველ დღე ახალი ნიღბით სიარული რაც ძალიან მსიამოვნებს შენთან შემიძლია ნამდვილი ვიყო და არაფერი მოვიტყუო. შენი დაკარგვა ნამდვილად არ მინდა. -არ ვიცი ადგილზე გავიყინე როდესაც მისგან ესეთი სიტყვები მესმოდა ჩემი გული მუსიკალურ ყუთს დაემსგავსა სადღაც სხვაგან ვიყავით მხოლოდ მე და ის . აქ დაიწყო ის რაც სამუდამოდ დარჩა ჩემს გუში . მისი სახელი ჩემს გულში სამუდამოდ დაბინავდა.
თავი5.

ზამთარი ნამდვილად არ მიყვარდა რადგანაც სიცივეებს ვერ ვიტანდი. გამუდმებით სახლში ვიყავი და დიდი დიდი დრო მქონდა ჩემი საყვარელი წიგნები მეკითხა. დედაჩემს ძალიან უყვარდა როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვსხდებოდით ხოლმე. მამა ყოველთვის სამსახურით იყო დაკავებული თუმცა მასაც სურდა ოჯახთან ყოფნა ასე რომ შვებულება აიღო რომ ჩვენთან ყოფილიყო. მახსოვს როგორ ვმხიარულობდით ერთად ოჯახურ თამაშებსაც ვთამაშობდით მამა ნამდვილი კლოუნივით გამოეწყობოდა შემდეგ კი მე და ჩემს ძმას გვართობდა. ეს ყველაფერი ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მაგრამ ეხლა როდესაც ფანჯრის რაფაზე ვიყავი შემომჯდარი და დიკენსს ვკითხულობდი ძველ დროს ვიხსენებდი რომელიც ძალიან მენატრებოდა მაშინ ყველანი ბედნიერები ვიყავით. ახალი წელიც დადგა. მაღაზიებში წავედი რათა ოჯახისთვის საჩუქრები შემერჩია შემდეგ მე და დედამ გულმოდგინედ შევუდექით მათ შეფუთვას ოთახში მარტო ვიყავით და მან ღიმილით საუბარი წამოიწყო.

-ახალი წელი ძალიან კარგი დღესასწაულია არა?

-კი რატომაც არა.

-როცა პატარა იყავი ახალი წლის ღამეს სულმოუთმენლად ელოდებოდი დილით კი კიბეებზე ჩამორბოდი შენი საჩუქრის სანახავად. საოცარი ბავშვი იყავი.

-ახალ წელს მამა გვიმღეროდა თავისი გიტარით ძალიან სასაცილო იყო. -ამ ყველაფრის გახსენებაზე ორივეს გაგვეცინა. შეფუთვა დავასრულეთ ნაძვის ხეც მოვრთეთ და როგორც ყოველ შობას სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. თორნიკეს წერილი მივიღე რომ ქალაქში იყო და ჩემი ნახვა სურდა. მასთან ყოფნა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა ვაპირებდი რომ მშობლებსაც სცოდნოდათ მასზე. როდესაც წერილი მივიღე დედას დააინტერესა თუკი ვისგან იყო.

-ფერა იმედია კოლეჯიდან არ იწერებიან რაიმე ცუდს.

-არა დედა მეგობარმა მომწერა ქალაქშია უნდა რომ ვნახო.

-კარგია. ვისადილოთ და შემდეგ წადი. იმედია კარგი ადამიანია აქაც დაპატიჟე მინდა ვიცნობდე.

- ძალიანი მხიარული ვინმეა

-არ გინდა მასზე ვისაუბროთ?

-სერიოზული არაფერია.

-სიმპატიურია? იმედია ბებერი არ არის?

-დედაა.

-კარგი ხო ვხუმრობ რატო წითლდები? - აი დედაჩემის ერთი ჩვევა, ყოველთვის მარტივად ხდება ჩემს ხასიათს.

-მოკლედ გადაწყდა აქ მოიყვან ხომ?

-კარგი ვკითხავ რადგან შენსას არ იშლი.

-ძალიან კარგი. - ნამდვილად არ ვიცოდი ეს როგორ ჩაივლიდა სიყვარული ხო დანაშაული არაა თუმცა ცოტას ვღელავდი ამაზე. თორნიკეს სადილობის შემდეგ შევხვდი. როდესაც მას ვნახულობდი თითქოს ყოველი შეხვედრისას ახლიდან იწყებოდა ჩვენი ურთიერთობა. ჩვენს საყვარელ კაფეში ვისხედით.

-იცი თოკო მართალი იყავი. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა ყოველთვის ერთად მოვდივართ და მგონია რომ მარტო არასდროს მოვალ აქ .

-რათქმაუნდა, მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის. მარტო ყოფნის უფლება არ გაქვს. -ხელი ჩამკიდა ალბათ შეატყო რომ ვღელავდი. -ფერა რაიმე მოხდა და არ ვიცი?

-დედაჩემს მოვუყევი შენზე და უნდა რომ გაიცნო.

-მერე ეს ხომ კარგი იდეაა . წავიდეთ შენთან, თანაც შენს ოჯახს გავიცნობ უკეთ გავიცნობ.

-კარგი წავიდეთ. - სახლში თორნიკემ მხიარულება შემოიტანა ყველანი ერთად ვისხედით მაგიდასთან და ვხალისობდით ძალიან მიხაროდა რომ ერთად ვიყავით მთელი ოჯახი და თანაც თორნიკეც აქ იყო მან ნამდვილად მოახერხა მათზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება . ბედნიერება ყველაზე კარგი რამაა რაც შეიძლება ადამიანს თავს გადაგხდეს ის ყოველდღიურად შეიძლება არ გვსტუმრობდეს თუმცა სწორ მომენტში მოდის და ისაკუთრებს ჩვენს გულებს ჩვენ კი მაგს სათუთად შევინახავთ და როდესაც ის წუთი მოგვენატრება გავიხსენებთ და ისევ შევიგრძნობთ მის თითქოსდა ნაცნობ სურნელს რომელიც ჩვენს მეხსიერებას ყოველთვის ემახსოვრება მანამ სანამ ამის უფლება გვაქ სანამ სიცოცხლის და სუნთქვის უფლება გვაქვს.
თავი6.


დიდი დრო გავიდა გამოცდებმა იდეალურად ჩაიარა მე მასწავლებელი გავხდი. თორნიკეს ინჟინრობა სურდა და თავის მიზანს მიაღწია. ყველაფერი კარგად მიდიოდა მე და თორნიკე ვერთობოდით ზოგჯერ პატარა ბავშვებივით კარუსელებზე ვსხდებოდით კინოთეატრში დავდიოდით და მოკლე ყველაფერი თითქოსდა იდეალურად იყო ჩვენ ყველაფერი გვქონდა რაც შეყვარებულ წყვილებს გააჩნიათ.
გარკვეული დროის შემდეგ მან ხელი მთხოვა ჩვენს საყვარელ კაფეში და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო თორნიკემ ყველა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი შეიკრიბა და საჩუქარი მომიწყო მე ის ძალიან მიყვარდა და უარის თქმა არც მომსვლია თავში ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო მაგრამ არ ვიფიქრებდი რომ ყველაზე უბედურიც რადგან როდესაც ყველანი ვერთობოდით დავინახე ვიღაც უცნობმა ბიჭმა შემოაღო კაფის კარები მიმტანმა უთხრა რომ დღეს არ მუშაობდნენ მაგრამ მან არ მოუსმინა ვხედავდი როგორ სწრაფად მოემართებოდა ჩვენკენ რაღაც ფურცლით ხელში.
-თორნიკე მარაბდელი რომელია?-თორნიკე მისკენ შეტრიალდა.
-გისმენთ რაშია საქმე?
-სასწრაფოდ კომისარიატში უნდა გამოცხადდეთ ომში წასასვლელად მოგამზადებთ.-თითქოს ყველაფერი ერთიანად გაშავდა როდესაც წინადადება დაასრულა მე ხმა ვეღარ ამოვიღე და იქვე მოწყვეტით დავეცი როდესაც გამოვფხიზლდი თორნიკე ჩემს ფეხებთან იჯდა და ძალიან შეშინებული სახე ქონდა. როდესაც დამინახა ახლოს მოვიდა
-ჩემო ერთადერთო როგორ ხარ?
-ამაზე ცუდად არასდროს ვყოფილვარ
თანაც ყველაფერი ისეთ დრო მოხდა რომ ყველაზე ბედნიერი დღე ყველზე უბედურად მექცა.-ცრემლებს ძვლივს ვიკავებდი.მან ხელები მომხვია და მითხრა.
-გთხოვ ნუ ტირი შენი ცრემლები გულს მისერავს ვიცი რომ ძნელია მაგრამ ამაზე უარს ვერ ვიტყვი ეს ჩემი როგორც მოქალაქის ვალდებულებაა მაპატიე რომ წასვლა მიწევს ეს ნამდვილად არ მინდოდა უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს ეს ისევ შენს და ქვეყნის დასაცავად უნდა გავაკეთო გპირდები რომ ჩვენი სიყვარული მომცემის ძალას რომ უკან დავბრუნდე.
-შენი წასვლა არ მინდა.
-არ მეგონა თუკი ასე მოხდებოდა ომს არავინ ველოდით კარად იცი. ეს რომ მცოდნოდა ..
-ჩვენი სიყვარული ყველაზე დიდი ტკივილისაც გაუძლებს არა?
-რათქმაუნდა, სადაც არ უნდა ვიყო წავიდე ყოველთვის ჩემს გულში იქნები ჩვენს გამო შევძლებ რომ დავბრუნდე გპირდები.-შემდეგ მაგ გულში ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა.- ეხლა უნდა წავიდე რომ ხვალისთვის მოვემზადო.
-ხვალისთვის?
- როცა გაითიშე სახლში წამოგიყვანეთ და შემდეგ იმ ბიჭს გავყევი ყველაფერში გამარკვიეს ომი ახლა დაიწყო ასე რომ სრული მობილიზაცია გახდა საჭირო ხვალ გადის ჩვენი მატარებელი.
-ესეიგი ხვალინდელი დღის შემდეგ ვეღარ გნახავ?
-დროებით ჩემო სიყვარულო ეს ყველაფერი დროებითია ეხლა წავალ ხვალ გნახავ.-კარებამდე მივაცილე და შემდეგ ის მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. იმ ღამით ვერ დავიძინე მოსვენება დავკარგე ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდებოდა მკლავდა იმაზე ფიქრი რომ თორნიკეს ვეღარ ვნახავდი თუმცა იმედს ვიტოვებდი რომ მისგან წერილებს მაინც მივიღებდი. დილით ძალიან ადრე გავიღვიძე ალბათ 7საათი იქნებოდა და მატარებელის სადგურში მივედი თორნიკეს მანქანა შევნიშნე და მისკენ გავექანე. შიგნით იჯდა და მელოდებოდა როდესაც ახლოს მივედი გადმოვიდა და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
-როგორ ხარ?
-არამიშავს.
-მატარებელი რომელზე გადის?
-მალე გავა ალბათ 15წუთში, იცი შენთვის რაღაც მაქვს.-მანქანა გააღო და რაღაც პატარა ყუთი ამოიღო ხელში მომცა გასახსნელად როდესაც გავხსენი ყელსაბამი დავინახე ზედ პატარა ანგელოზი ეკიდა ძალიან ნაზი იყო მან ყელსაბამი ამოიღო და გამიკეთა.
-ყოველთვის თან გქონდეთ და როდესაც შეხედავ გამიხსენებ არ მოიხსნა სანამ არ ჩამოვალ. შემდეგ სიცილით დაამატა.-რომ ჩამოვალ უფრო ლამაზს გიყიდი.
-გააფრინე ის ძალზედ იდიალურია.
-მართლა მოგწონს?
-კი ძალიან ყოველთვის მეკეთება.
ჩემ წინ იდგა და მიკვირდა რომ ასეთ რთულ მომენტშიც კი შეეძლო ჩემი გაღიმება. ვუყურებდი მის ფორმას რომელიც ძალიან უხდებოდა მაგრამ საერთოდაც არ მქონდა სურვილი მას ცმოდა შემდეგ მატარებლის ხმა გავიგეთ უკვე ჩასხდომა დაიწყო ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და აცილებდნენ ჩვენს გმირებს ვაგონთან მივედით როდესაც წასვლა დააპირა ჩემკენ შემობრუნდა და ძლიერად მაკოცა ისე რომ სამუდამოდ დაეტოვებინა ჩემთვის და ბოლოს მითხრა.
-მსოფილოს მეორე კიდეშიც რომ წამიყვანონ მაინც მეყვარები.-მატარებელი დაიძრა და მე თითქოსდა იქვე გავქვავდი თითქოს ჩემი გული მას მისდევდა და მატერბლის რელსებზე იხლიჩებოდა არ ვიცი რამდენი საათი გავატარე იმ ადგილზე მარტოდ დარჩენილმა. შემდეგ კვირებში მისგან წერილები მოდიოდა მიყვებოდა თუ სად დადიოდნენ თანაც მაიმედებდა რომ ომი მალე დასრულდებოდა რამოდენიმე თვის შემდეგ წერილები იშვიათად მოდიოდა და მე ამაზე ძალიან ვღელავდი ერთი წლის შემდეგ კი საერთოდ გაწყდა წერილების მოსვლა ამბობდნენ რომ გზად გერმანელები ფოსტალიონებს ხვრეტდნენ და ამიტომ ვერ ვღებულობდი წერილებს უკანასკნელ წერილში კი რომელიც მივიღე(1943წ. 14 მარტი.) თორნიკე წერდა რომ მალე ჩამოვიდოდა გერმანია დასუსტებული იყო და ვეღარ იბრძოდა. 1945წელს ომი დასრულდა და როდესაც გავიგე რომ ჩვენები უკან ბრუნდებოდნენ მაშინვე გავექანე ჩვენი მატარებელის სადგურისკენ თორნიკეს ხალხში ვეძებდი მაგრამ ის არ ჩანდა უკანასკნელ ჩამომსვლელამდე შემეძლო დაცდა და უეცრად ვიღაცამ უკან მხარზე ხელი დამადო მეგონა ის იყო მაგრამ შევცდი ვიღაც ბიჭი დავინახე ომის მეომარი იყო საკმაოდ დაშავებულიც ჩანდა.
-ფერა თოდუა ბრძანებით ხომ?
-დიახ გისმენთ მე...
-ვიცი თორნიკეს ელოდებით მითხრა რომ აქ იქნებოდით.
-ვერ გავიგე რას ნიშნავს გითხრათ?თავად სად არის?
-იცით თავად ვერ შეძლო ამის მოცემა და მე გამომატანა ჩვენი ერთად ვიბრძოდით თქვენი ფოტო ყოველთვის თან ქონდა და ასე შევძელი მეცანით,ის კარგად მეგობარი იყო ჩემთვის.-მან კონვერტი გამომიწოდა.
-რას ნიშნავს იყო რატომ მოიხენიებთ ასე? რა მოხდა სად არის?
-ჯობს სახლში წახვიდეთ და უბრალოდ ეს კონვერტი გახსნათ აქ ამის სანახავი ადგილი არ არის.
-მაგრამ თორნიკე....
-ის არ მოვა ტყუილად ელოდებით გთხოვთ წადით აქედან.
-თქვენ ვერ მიბრძანებთ რა გავაკეთო თუ საჭირო იქნება დილამდე აქ ვიქნები. თქვენ თავად მომწყდით აქედან.-კონვერტი გამოვართვი და მოსაცდელში დავჯექი ველოდე მანამ სანამ ყველანი სახლში არ წავიდნენ თორნიკე ისევ არ ჩანდა საბოლოოდ გადაწყვიტე კონვერტი გამეხსნა, როდესაც გავხსენი შიგნით წერილი და რაღაც ფოტო ვნახე, ფოტოზე თორნიკე იყო სამხედრო ფორმაში ქვაზე იყო მიწოლილი ძალიან დაღლილი ჩანდა მაგრამ მაინც ქონდა ღიმილი სახეზე. ჩემი სიცოცხლე ის ყოველთვის ასეთი იყო გამეღიმა როდესაც ფოტოს შევხედე შემდეგ წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე:
"ჩემო სიყვარულო ყველაზე ძვირფასი ხარ რაც კი ცხოვრებაში გამაჩნდა მე და შენ ამ საშინელმა დრომ დაგვაშორა როდესაც ამ წერილს წაკითხავ მე ცოცხალი აღარ ვიქნები და ვერ დავინახავ შენს ლამაზ სახეს ვერ შევძელბ უკანასკნელად გულში ჩაგიკრა ტკივილამდე მენატრებოდი ყოველ დღე და იმ იმედით ვიბრძოდი რომ მალე ისევ ერთად ვიქნებოდით იცი როგორ ძალიან მინდოდა შენი თეთრ კაბაში ნახვა ჩვენ შვილებზე ვოცნებობდი ვოცნებობდი იმ დროზე როცა ყველანი ერთად ვიცხოვროებდით და სახიფათო არაფერი იქნებოდა ეს ყველაფერი ვერ ავასრულე მარტო დაგტოვე ამ წყეულ სამყაროში მაპატიე რომ ვეღარასდროს ვეღარ გნახავ მაგრამ მინდა რომ იცოცხლო ჩვენი სიყვარულისათვის და თუნდაც დამივიწყო მინდა შენ სახეზე მუდამ სინათლე და ცხოვრების ხალისი იყოს იცხოვრე ისე როგორც ამაზე მე ვოცნებობდი მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები როდესაც ძალიან გაგიჭირდება შენ პატარა ანგელოზს შეხედე და გჯეროდეს რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ.,,

,, ერთადერთი ხარ ამ სამყაროში რაც მაბედნიერებდა და ერთადერთი იქნები მუდამ "

,, სიყვარულით შენი თოკო.."

1943წელი 25მაისი.
თავი7

უბრალოდ არ შემეძლო იმის გააზრება რაც მოხდა, ვერ ვიჯერებდი რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა მატარებლის სადგურიდან გამოვიქეცი ტაქსის გავაჩერე და თორნიკეს სახლში წავედი .როდესაც სახლს მივუახლოვდი დავინახე შესასვლელთან ოფიცერი იდგა თორნიკეს დედას რაღაც გადასცა მან კი ისტერიკული ტირილი დაიწყო, მანქანაში ვიჯექი და განძრევაც აღარ შემეძლო მივხვდი რომ თორნიკეს გარდაცვალების ცნობა მოვიდოდა იქ მისვლა არ შემეძლო და არც ის შემეძლო რეალობისათვის თვალი გამესწორებინა. ტაქსის მძღოლს ვთხოვე კაფეში წავეყვანე. მთელი გზა უბრალოდ გაუნძრევლად ვიჯექი და ვფიქრობდი რომ ეს სიზმარი იყო ძალიან ცუდი და მომაკვდინებელი სიზმარი რომლისგანაც თავის დაღწევა მინდოდა ვერ ვიაზრებდი თუ რაოდენ მწარე რეალობასთან უნდა გამოესწორებინა თვალი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა ძალიან მინდოდა ეხლა თორნიკე აქ ყოფილიყო ისევ მის მკლავებში ვყოფილიყავი მოქცეული ყოველგვარი შიშის გარეშე. მის თვალებში მინდოდა დავკარგულიყავი ის იყო ადამიანი ვისაც შეეძლო ჩემი გაღიმება თუნდაც ძალიან ცუდად ვყოფილვარ ახლა ის აქ აღარ იყო და არ ვიცოდი როგორ გავაგრძელებდი მის გარეშე ცხოვრებას. ჩემმა მშობლებმა მთხოვეს ფსიქოლოგთან მივსულიყავი რათა ჩემ დარდზე მესაუბრა ერთ დღესაც კი როდესაც ჩემს ოთახში ვიყავი დედა შემოვიდა ჩემ საწოლთან დაჯდა ძალიან დაძაბული ჩანდა.
-გისმენთ დედა რაიმე გაქ სათქმელი?
-ფერა ვიცი რომ თოკო შენთვის ბევრს ნიშნავდა მაგრამ ცხოვრება გრძელდება როცა გიყურებ გული მიკვდება.
-დედა ეს ჩემი გადასაწყვეტია როგორ ვიცხოვრო.
-მისმინე ერთი ბიჭი მინდა გაგაცნო ხალხი რას იტყვის უკვე დროა ოჯახი შექმნა.-გაფითრებული შევხედე დედას მეგონა მომესმა ან რამე მსგავსი მაგრამ მას აშკარად სერიოზული სახე ქონდა.
-არა..
-მისმინე ბავშვი აღარ ხარ ხალხი რას იტყვის შენზე...-ლოგინიდან ავდექი და დედას მივუბრუნდი.
-ფეხებზე გაიგე!?
-ფერა.-ის ჩემკენ წამოიწია თითქოს დასამშვიდებლად მაგრამ მე შევაჩერე.
-არა გადი ჩემი ოთახიდან.
-ვატყობ აზრი არ აქვს შენთან საუბარს.-კარები გავუღე და ისიც გავიდა .დედას ეს აშკარად უჩემოდ გადაეწყვიტა რადგან მეორე დღეს ვიღაცამ ჩვენს კარზე ზარი დარეკა, როდესაც გავაღე ვიღაც ბიჭი იდგა ხელში ყვავილებით. მივხვდი რაშიც იყო საქმე ამიტომ მისთვის აღარ შემიხედავს უბრალოდ ჩემი ოთახისკენ წავედი. გზად დედამ შემაჩერა.
-ფერა ვინ მოვიდა?
-არ ვიცი ალბათ შენთან არიან.- ჩემს ოთახში შევედი და ნივთები ჩავალაგე შემდეგ ჩემი ოთახის ფანჯარა გავაღე და ეზოში გადავხტი შევეცადე მათ არ შევემჩნიე და სირბილით დავტოვე იქაურობა. იმ დღის შემდეგ სახლში აღარ დავბრუნებულვარ. თავს საშინლად ვგრძნობდი უბრალოდ ყველაფერს აზრი ქონდა ჩემთვის დაკარგული შემდეგი თვეები ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი აღარაფრის ხალისი მქონდა და ვიფიქრე რომ ჩემ ცხოვრებას აზრი აღარ ქონდა ამიტომ გადავწყვიტე აქაურობა სამუდამოდ დამეტოვებინა. ვეღარ ვუძლებდი ასეთ ტკივილს შემდეგ ქუჩაზე გავედი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ დღეს ყველაფერი დამთავრდებოდა ჩემს ცხოვრებაში, თვითმკვლელობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა ეხლა მხოლოდ მოქმედებს დრო იყო, ზებრა გადასასვლელთან მივედი რომ შემდეგ სახლში წავსულიყავი მოულოდნელად ვიღაც მოხუცმა ქალბატონმა ხელი მომკიდა და მთხოვა გადასვლაში დავხმარებოდი უარი არ მითქვამს და როდესაც გადავედით მან მითხრა .
-მადლობა გოგონა ძალიან კეთილი ხარ ალბათ რომ დამეხმარე.
-რა სისულელე ყველა ასე მოიქცეოდა.
-შენნაირმა ხალხმა დიდი ხანს უნდა იცოცხლოს დღეგრძელობას გისურვებ ნახვამდის.-როდასაც წავიდა მისმა სიტყვებმა გული გამითბო სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ადამიანში და ვიფიქრე რა მოხდებოდა თუ ადამიანებს დავეხმარები და მათგან სითბოს დავიმსახურებ თითქოს ამ ქალმა გადამარჩინა იმ მომენტში. მივხვდი რომ ჩემი სიკვდილით არაფერი შეიცვლებოდა ჩემში. ადამიანის სახე შეიძლება შეიცვალოს მაგრამ მისი სული ყოველთვის ისეთი იქნება როგორიც ყოველთვის იყო. თავის მოკვლით ვერ გაექცევი შენს გრძნობებს. შემდეგ ჩემს ბინაში დავბრუნდი, სახლში მაინც არ დავბრუნდებოდი რადგანაც მე არ მსურდა სხვა ადამიანზე გათხოვება. დავიწყე თავშესაფარში მუშაობა ვასწავლიდი ისეთ ბავშვებს რომლებიც მშობლებმა გარიყეს და თითქოსდა რაღაც მომენტში მესმოდა კიდეც მათი. როგორც ამბობენ ტკივილს ყველაზე კარგად ბავშვები აშუშებენ როდესაც იქ ვიყავი არ ვფიქრობდი არაფერზე გარდა მათზე ზრუნვისა და თითქოსდა ცხოვრებას რაღაც აზრი დაუბრუნდა მე ეს საქმე მსიამოვნებდა. მასწავლებელი გავხდი და მათი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაც გახდა, ეს იყო ჩემი ახალი ფურცელი ცხოვრებაში.

თავი8.

ყოველთვის ვაკითხავდი ჩემს და თოკოს ადგილს იქ მისვლა არასოდეს მბეზრდებოდა ჩემი მეორე სახლი იყო თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი რომ ისიც ჩემთა იყო ყოველთვის ასე ვაკეთებდი და ასე გავაგრძელებდი სიცოცხლის ბოლომდე მისი ნაჩუქარი ანგელოზი ყოველთვის მეკეთა თოკო იყო ჩემი ანგელოზი ჩემში ჩასახლებული ამბობენ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და საყვარელი ადამიანს დავიწყებაც შეუძლიაო მაგრამ თუკი ეს გააკეთე გამოდის რომ ის არც არასდროს გყვარებია. შეუძლებელი დაივიწყო ის ვინც ცხოვრებას გილამაზებდა ვინც შენთვის ცოცხლობდა და გადავწყვიტე ყოველთვის გამეღიმა ისე როგორც ამას თავად ახერხებდა ჩემთვის . მართალია შევეგუე რომ ის აღარ დაბრუნდებოდა მაგრამ მე მის სულს ვერასდროს ვუღალატებდი. იმ დღიდან როდესაც მის სახლთან ვიყავი ერთი თვე გავიდა. მასთან სახლში გადავწყვიტე მისვლა დედამისის ნახვა მინდოდა ვიცოდი ძალიან ცუდად იქნებოდა და მასთან საუბარი მინდოდა რადგანაც მასზე უკეთ თორნიკეს არავინ იცნობდა. ამჯერად აღარსად ვაპირებდი გაქცევას როდესაც სახლთან მივედი ზარი დავრეკე და ქალბატონმა ელენემ გამიღო სახეზე ძალიან გაფითრებული ჩანდა და ენერგია გამოცლილი .
-გამარჯობა შვილო.-მას თითქოს კიდეც გაუხარდა ჩემი ხილვა.
-გამარჯობათ ქალბატონო ელენე.
-ჩემთან რამ მოგიყვანა მოდი შემოდი ყავას ან ჩაის ხომ მიირთმევ.
-დიახ რათქმაუნდა.-სახლში შევედი ის კი სამზარეულოსკენ წავიდა. მე მისაღებში დავჯექი მის დასალოდებლად აქაურობას ნამდვილად აკლდა ხალისი ყველაფერი თითქოსდა უხილავი იყო. ელენე შემოვიდა ფინჯნებით ხელში და ჩემს წინ დაჯდა.
-მიხარია რომ შემოიარე ასე მგონია თორნიკეც აქ არის, მას შენ მის თავზე მეტად უყვარდი.
-ჩვენ საუცხოო კავშირი გვქონდა მე ის ძალიან მენატრება.
- მართალი ხარ მეც ძალიან მენატრება მაგრამ ვცდილობ შევეგუო რომ ის სადღაც არის უბრალოდ ამის უნდა გჯეროდეს. შენ გათხოვებას არ აპირებ?
-იცით ამაზე ფიქრი საერთოდაც არ მინდა.
-მესმის შენი უბრალოდ ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს. თორნიკე შენზე ძალიან ბევრს ყვებოდა გინდა მის ოთახში შეხვიდე?
-შეგიძილა მაჩვენოთ?
-რათქმაუნდა წამომყევი .-კიბით მეორე სართულზე ავედით და ის თორნიკეს ოთახისაკენ გაემართა შემდეგ კარები გააღო და შემიპატიჟა.
-ქვემოთ ვიქნები თუკი საუბარი ისევ მოგინდება.
-კარგით მადლობა.-იგი უკან შებრუნდა და წავიდა. ოთახში შევედი და ჩემი ტანი ჟრუანტელმა მოიცვა აქ ყველაფერი იყო რაც თოკოს უკავშირდებოდა და ალბათ არასდროს მოვინდომებდი აქედან წასვლას. ლოგინი თავთან პატარა კარადა შევნიშნე, როდესაც გამოვაღე შიგნით დღიური დავინახე ის ალბათ ბევრს წერდა, გადავწყვიტე თან წამეღო როცა გავიდოდი. აქ ძალიან ბევრი პოსტები იყო კედელზე, ძველი ფოტოსურათები, მისი ტანსაცმლის კარადა ცარიელი არ დამხვდა ყველაფერს თორნიკეს სუნი ასდიოდა მძიმე და დამათრობელი როგორიც თავად იყო. შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგე ქალბატონი ელენე დაბრუნდა და თან ხელში რაღაც ეჭირა.
-იმედია ხელს არ გიშლი შენთვის რაღაცის მოცემა დამავიწყდა.-შემდეგ ყუთი გადმომცა და დაამატა.-სახლში როდესაც მიხვალ შემდეგ გახსენი ეს მისი უკანასკნელი ამანათია ფრონტიდან.-გამოვართვი და ოთახიდან გამოვედი.
-იცით მემგონი ჩემი წასვლის დროა.
-კიდევ შემოიარე კარგი?
-დიახ რათქმაუნდა.-მან ეზოს კარამდე მიმაცილა შემდეგ ყუთით ხელში გზაზე გადავედი და ტაქსი გავაჩერე რათა ბინაში მალევე დავბრუნებულიყავი. ძალიან მაინტერესებს ყუთში რა იყო, როდესაც ბინაში ავედი ყუთი მაგიდაზე დავდე და მისი გახსნა დავიწყე და როდესაც გავხსენი შიგნით პატარა ნახატი დამხვდა რომელზეც დედოფალი იდგა საქორწინო კაბით კიდევ ოქროს საქორწინო ბეჭედი და წერილიც ვნახე სადაც ეწერა:

"მხოლოდ ერთ ბეჭედს იპოვი რადგანაც მეორე ჩემთანაა,,

" ვიცი ჯერ შეიძლება ადრეა მაგრამ მინდა ასეთი კაბა გეცვას როდესაც ქორწილი გვექნება,,

ჩემი ყოველი ამოსუნთქვა ხარ....

წერილი როდესაც წავიკითხე ცრემლები ვერ შეიკავა. მისი არყოფნა ყოველ დღე მკლავდა და მანადგურებდა მე ის ტკივილამდე მენატრებოდა და იმ იმედს ვიტოვებდი რომ სადღაც ქვეყნის დასალიერში ცხოვრობდა და ცოცხალი იყო.
თავი9.

ვეღარც კი შევამჩნიეთ ისე გავიდა დრო საუბარში როცა მოულოდნელად კარის ხმა გავიგე. ლეპტოპი დავხურე და შესამოწმებლად გავედი, გაოგნებული დავრჩი როდესაც ოთახში შეშინებული ნინი დავინახე. როგორც კი შემამჩნია შეშინებული მომვარდა და ძლიერად ჩამეხუტა. გაკვირვებულმა შევეკითხე.

-ნინი კარგად ხარ? აქ რას აკეთებ?

ნამდვილად უკმაყოფილო დარჩა ჩემი პასუხით და მომშორდა.

-გოგო შენ ნორმალური ხარ? მეგონა რომ მოკვდი.

-ამას რატომ მეუბნები? თანაც გვერდით ოთახში მოხუცი ქალბატონია სახლში რომ შემოეჭერი რას იფიქრებს.

-კასანო აქ არავინაა. ვერ ხედავ ეს ძველი ბინაა სადაც წლებია არავის უცხოვრია მაგრამ ვერ ვხდები აქ რა გინდა? მთელი კორპუსი შემოვიარეთ მე და პოლიციელებმა რომ გვეპოვნე. წამოდი წავიდეთ შენთან და მომიყევი რა დაგემართა წამოდი. - მან ხელი მომკიდა თუმცა მე გაქვავებული ვიდექი ეს შეუძლებელია სიმართლე ყოფილიყო.

-ხვდები მაინც რას ამბობ ნინი? აქ მოხუცი ქალი ცხოვრობს იმ ოთახშია წამოდი გაჩვენებ.- ხელი მოვკიდე და გავიყვანე იქ სადაც ფერას ვესაუბრებოდი მაგრამ ის სადღაც გამქრალიყო. არა შეუძლებელი, ის.... მე ხომ მან გადამარჩინა აქ იყო როგორ შეიძლებოდა ნინი მართალი ყოფილიყო ფერამ ხომ ყველაფერი მომიყვა მის შესახებ თუმცა ბოლომდე ვერ შევძელით საუბრის დასრულება. ნინი შეშინებული მიყურებდა ალბათ ეგონა რომ გავგიჟდი ჩემმა გონების რაღაც ნაწილმაც კი იეჭვა ეს მე ძალზედ შოკირებული დავრჩი როდესაც ფერა აღარ დამხვდა ოთახში.

-კასანო გთხოვ ნუ მაშინებ წამოდი წავიდეთ აქედან თუ გინდა მერე ფსიქოლოგთანაც შევიაროთ შეიძლება ზედმეტი გადაღლილობის ბრალია ან რაიმე მსგავსი წამოდი.-წინააღმდეგობა აღარ გამიწევია ქვემოთ ლიფტით ჩავედით პოლიციელები გააცილა შემდეგ კი ჩემ ბინაში შევედით. რაც მეტი დრო გადიოდა უფრო აუტანელი მეჩვენებოდა აქ შემოსვლა.

-ყავას აგიდუღებს და ვისაუბროთ კარგი?

-კარგი ნინი მადლობა რომ ჩემთან ხარ. - ამ სიტყვებმა საშინელად საცოდავად მაგრძნობინა თავი ფერაზე ფიქრის შეწყვეტა არ შემეძლო ნუთუ ის ჩემი წარმოსახვა იყო ნუთუ ასე ძლიერად შემაწუხა მარტო ყოფნამ რომ ფერა გამოვიგონე და ყველაფერი რაც მომიყვა ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო. ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო ის ჩეულებრივ ადამიანს გავდა ჩემს წინ იჯდა, როდესაც გონება დავკარგე მის სახლში გამეღვიძა ამდენი რაიმე შეუძლებელი იყო უბრალოდ გამომეგონა. ახსნა არაფერზე მქონდა ვერცკი შევამჩნიე როდის გამოვიდა ნინი ჩემს გვერდით დაჯდა და უფრო მშვიდი სახით დაიწყო საუბარი.

-კესა დეიდა ნაზიმ დამირეკა რომ ჩემთან იყავი მოსული მითხრა ცუდად გამოიყურებოდაო. ვიცი რომ არავინ გყავს ვინც მოგივლის შემეშინდა და შენთან მოვედი კარები როცა შემოვაღე აქ არ იყავი ძალიან შემეშინდა ტელეფონიც გათიშული გქონდა. კესა ხომ იცი ჩემთვის დასავით ხარ ერთად გაიზარდეთ და ვერ დავუშვებ რომ რაიმე დაგემართოს შეგიძლია მომიყვე რა მოხდა ყველაფერს გაგიგებ ხომ იცი.

-მადლობა ნინი. ჩემთვის შენ და შენი ოჯახი ჩემი ოჯახიცაა რომელიც არასდროს მყოლია. რაც შეეხება იმას თუ რა მოხდა, სამსახურიდან გამომიშვეს ერთი მდიდარ ტიპის წიგნის გამოცემაზე უარი ვუთხარი და უფროსი გაგიჟდა კარგად იცი ერთ ადგილზე გაჩერება მიყვარს ახალი სამსახური არ ვიცი როგორი იქნება ჯერჯერობით მოძებნა არ დამიწყია.

-ეგ ცუდია. მაგრამ მუშაობა აუცილებელია თავი ხო უნდა ირჩინო.

-გადავწყვიტე სანა სამსახურს ვიპოვი წიგნის დაწერაზე ვიმუშაო. ერთი საინტერესო ამბავი მოვისმინე და არ მიდა დამავიწყდეს.

-ეს ძალიანი კარგია სტრესის დაძლევაში დაგეხმარება. კარგი რადგანაც კარგად ხარ მე წავალ ბავშვები დედასთან არიან სოფელში უნდა ჩავიდე თუკი რაიმე დაგჭირდება შეგიძლია დამირეკო სანამ ჩამოვალ.

-კარგი ნინი ბოდიში თუკი განერვიულე. შეგიძლია მშვიდად იყო არაფერი მომივა.

-მიყვარხარ დაიკო.

-მეც მიყვარხარ. - ერთმანეთს ჩავეხუტეთ და შემდეგ ნინი წავიდა.

როდესაც მისაღებში შევბრუნდი ფერა დავინახე ის ჩემს სავარძელში იჯდა. მოჩვენებები დამეწყო? ის აქ როგორ ან როდის აღმოჩნდა. ვეცადე ყურადღება არ მიმექცია მაგრამ მან დამიძახა და თავისთან მიმიხმო.

-სასიამოვნო გოგო ჩანს. შენი მეგობარია?

-აქ როგორ აღმოჩნდით?

-ისედაც აქ ვიყავი ნუთუ ვერ შემამჩნიე? - ისე მიყურებდა რომ ნაწყენი დარჩა ჩემს სიტყვებზე. ნუთუ ის მოჩვენება იყო? მაგრამ ჩემგან რა უნდოდა? მოჩვენებების არასოდეს მჯეროდა და ვცდილობდი ბუნებრივად მოვქცეულიყავი.

-არ დამინახავს როდის შემოდით.

-ფერა ამას შენ აკეთებ.

-ვერ მიგიხვდით?

-შენ მიშვებ შენთან როცა გინდა იმიტომ რომ მარტოობის გეშინია, გეშინია რომ სუიციდამდე მიხვალ.

-არაფერი მესმის.

-ჩემი სიცოცხლე დასრულდა დიდი ხნის წინათ მაგრამ ამ სამყაროში დავრჩი რადგან დანაშაული მაქ რომლის გამოსწორებაც მინდა.

-რა დანაშაული.

-ჩემს გამო ერთი გოგონას სიცოცხლე ტრაგიკულად დამთავრდა როდესაც სახურავზე დაგინახე ის გოგო გამახსენდა მინდა შენი ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარო და როდესაც ეს მოხდება აქედან სამუდამოდ გავქრები.

-ნინიმ რატომ ვერ დაგინხათ თუკი აქ იყავით?

-ჩვენ ვარჩევთ ადამიანს ვისაც შეუძლია დაგვინახოს სხვები ვერასდროს დაგვინახავენ.

-გამოდის აქ ჩემი ცხოვრების შესაცვლელად ხართ? რა უნდა შეცვალოთ ?შეგიძლიათ ოჯახი დამიბრუნოთ? მხლოდ ასე შევძლებ ცხოვრების შეცვლას.

-ორივემ ვიცით რომ ეს....

-დიახ არასოდეს მოხდება. ისინი აღარ არიან, თქვენ კი მოდიხართ და თითქოს რაიმეს შეცვლით თანაც იმასაც ამბობთ რომ წახვალთ.

-კესანო უბრალოდ როდესაც მარტოობა აღარ მოგინდება ვინმე უნდა იყოს შენთან არ მინდა ცუდად დაასრულო ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს?

-თვენი ამბის მოყოლა არ დაგირსრულებიათ. როგორ დასრულდა თქვენი ცხოვრება.

-თორნიკეს გარდაცვალების შედეგ არავინ მყავდა, ჩემი ცხოვრება მარტოობაში გავატარე და ერთხელაც საშინელი შეცდომა დავუშვი. ხდეზე მივდიოდი როდესაც გოგონა დავინახე რომელიც მოაჯირზე ასულიყო და გადახტომას აპირებდა. საღამო იყო და ალბათ ამიტომაც გადაწვიტა იქ მისვლა. მასთან ახლოს მივედი ის შეშინებული იყო მეკი ცინიკურად დავუწყე საუბარი:

''-რაშვები ნორმალური ხარ?

-თავი დამანებეთ მარტო ყოფნა მიდა.

-რატომ? თავს იკლავ? მაშინ გირჩევ მალე გააკეთო ეგ გათავისუფლდები ტკივილისგანაც და ამ ჯოჯოხეთსაც მოშორდები. - მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია გზა გავაგრძელე. მეორე დღეს ტელევიზორში აჩვენეს ის გოგო მან მართლაც გააკეთა ეს მეკი შემეძლო შემეჩერებინა თუმცა დამცინავად ჩავუარე გვერდი. შოკირებული ვიყავი იქნებ მე რომ არ მენახა არცკი გაეკეთებინა მსგავსი რამ.,,

-ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლება გულმოკლული ადამიანისათვის. -ნამდვილად არ ველოდი ფერასგან მსგავს სიტყვას მაგრამ მე ხომ მას არცკი ვიცნობდი ოდესმე.

-ვიცი არ მეგონა თუკი სერიოზულად მიიღებდა. ქვეყნიდად გაქცევა გადავწყვიტე თითქოს ეს რაიმეს უშველიდა. თუმცა ვერ შევძელი რადგანაც გონებადაკარგულმა ბინიდან გამოვვარდი მანქანაში ჩავჯექი და დიდი სისწრაფით დავიძარი ძალიან მალე ავარია მომივიდა საკუთარ თავზე უკონტროლობის გამო.

-ესე იგი ავტოკატასტროფაში დაიღუპეთ.

-დია გზაზე პატარა ბავშვები გადმოდიოდნენ დამუხრუჭება არ შემეძლო ამიტომაც გადავუხვიე და დაუმორჩილებლობის გამო ხეს შევეჯახე.

-საშინელებაა.

-ბებერი ეგოისტი გავხდი ყველას ვეუხეშებოდი და არავინ მჭირდებოდა. თითქმის ისეთი გავხდი როგორი თორნიკეს გაცნობამდე ვიყავი ჩემი აზრით უარესიც კი და ესე დასრულდა ჩემი სიცოცხლეც.

-ესე იგი გინდათ შეცდომა გამოასწოროთ?

-ცხოვრებაში ბერი რამ მინახავს მინდა რაღაც ისეთი გავაკეთო რის შედეგადაც ჩემი სული სიმშვიდეს პოვებს. კესანო შენ ძალიან ბევრი შეგიძლია გააკეთო უბრალო ადამიანებს ხელი არ უნდა კრა ის გოგონა აქ რომ იყო აშკარად ეტყობოდა რომ შენზე ღელავდა. სხვა მეგობრებიც უნდა გაიჩინო და რაღაც მიზეზი უნდა გაგაჩნდეს რისთვისაც ღირს სიცოცხლე.

-თქვენ იპოვეთ ცხოვრების მიზანი?

-ჩემი მიზანი იყო ვყოფილიყავი ისეთ როგორიც თორნიკეს სურდა როგორც მოგიყევი ბავშვებმა შეძლეს რაღა დროით მაინც არ მეფიქრა ცუდზე. როგორი დიდი ტკივილიც არ უნდა გამოიაროს ადამიანმა ცხოვრების გაგრძელება მაინც შეუძლია რაღაც მაინც არსებობს რის გამოც ღირს ცხოვრება.

-ალბათ ასეა ცხოვრება ხშირად გბეზრდება როცა მარტო ხარ. გარშემო ის ერთადერთი დასაყრდნობიც არ გყავს. როდესაც ქუჩაში მივდივარ ვუყურებ ბავშვებს რომელთაც სიცოცხლე უხრიათ დედები ცოტათი შეშინებულად უყურებენ რომ რაიმე არ დაიშავონ შემდეგ პარკში შეყვარებულებს შევნიშნავ რომელთაც ჯერაც ვერ გაუაზრებიათ რას ნიშნავს ოჯახი. როგორ სიტუაციასაც არ უნდა შეხედო ყველაფერი ოჯახამდე მიგიყვანს. მე ეს მჭირდება ნინი ჩემი ოჯახია და მინდა მეც მყავდეს მისნაირი ოჯახი მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი მძულს ამქვეყნად.

-ეს ყველაფერი თუ გინდა პირველი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევს. -მის თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა.

-გადავწყვიტე რომ შენს ისტორიას წიგნად დავწერ. არ შეიძლება ის უბრალოდ აორთქლდეს. სამსახურის მოძებნამდე დრო მაქ ამისათვის ვფიქრობ დეპრესიაც გამიქრება.

-ამას მართლა გააკეთებ? ამაზე კარგად არც შეგეძლო დაგეწყო. - ვხედავდი როგორ ბავშვით გაუხარდა ჩემი სიტყვები და რაღაც სითბო მეც ვიგრძენი. ნინი არასოდეს დაიჯერებდა რომ სახლში მოჩვენება მყავდა ასე რომ ვიფიქრე არც ვეტყოდი ფერაზე აღარაფერს.
თავი10.


წიგნის დაწერასთან ერთად ვხდებოდი რომ რაღაცის სტიმული მქონდა თანაც ფერა ბევრს მიყვებოდა მის შესახებ, ბევრი ტკივილის მიუხედავად მას არ დაუგეგმავს თავად გაქცეოდა ცხოვრებას, მართალია მისი სიცოცხლე ისევე ტრაგიკულად დასრულდა როგორც მან მთელი სიცოცხლე გაატარა. როდესაც წიგნი დავასრულე მისი გამოცემის დროც მოვიდა რისთვისაც ჩემს ძველ კოლეგას ელენეს დავურეკე იგი იცნობდა რამოდენიმე გამომცემლობას და როდესაც ჩემი ნაწარმოები წაიკითხა არცკი დაფიქრებულა ისე შეძლო ჩემი დახმარება. მხოლოდ გამომცემლობაში მისვლა იყო საჭირო. როდესაც გზაზე მივდიოდი თითქოს ყველაფერი წყვდიადს ჩაეყლაპა ფეხებში მიწა მეცლებოდა და ყველაფერი მექაჩებოდა რომ იქ არ მივსულიყავი ეს ჩემ ნერვიულობას თან ახლდა. როდესაც მივედი მოკლედ მოვყევი თუ რა მიზნით უნდა დაბეჭდილიყო ეს წიგნი. წიგნი რომელიც ამბობს რომ აფარია ამ სამყაროში სიყვარულზე და რწმენაზე უფრო ძლიერი. ეს ორი რამ ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული როგორც ცა და დედამიწა. მითხრეს რომ პასუხს დავლოდებოდი. ვერცკი ავღწერ მომდევნო ერთი კვირა როგორ ვნერვიულობდი. ფერა გამუდმებით მამშვიდებდა.

-კესანო თუ წიგნს არ გამოაქვეყნებენ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი არ დასრულდა.

-უბრალოდ ასეთი დაიმედებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ არ მინდა ისევ მოკვდეს ჩემში იმედი.

-პოზიტიური კუთხით შეხედე რაც ნაკლებს ინერვიულებ უფრო კარგიც იქნება



ერთი კვირის შემდეგ გამომცემლობიდან დარეკეს.

-დიახ გისმენთ!

-თქვენს წიგნზე ბევრი ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ რომ რადგანაც თქვენი პირველი წიგნია შანსი მოგცეთ. წერის დროს იყო ცოტა ხარვეზები რაც შევასწორეთ წიგნი მარტივად წასაკითხია ვფიქრობთ რომ ყველა დამწყები მწერალი იმსახურებს შანსს. წარმატებებს გისურვებთ. წიგნი 22 დეკემბერს გამოვა, შეგიძლიათ პრეზენტაციისათვის მოემზადოთ.

-ძალიან დიდი მადლობა ვერცკი აგიღწერთ რამდენად მადლიერი ვარ თქვენით.



ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ოთახში შევვარდი და ფერას ვეძახდი.

-დეიდა ფერა! ჩვენ ეს შევძელით! შევძელით გესმით!? - ოთახში არავითარი ხმა ოდნავი შერხევაც არ ისმოდა. ისევ გაქრა იგი როგორც მაშინ როდესაც ნინი მეძებდა. ოღონდაც ეხლა არაა... ვერ მიმატოვებდა მაშინ როდესაც ყველაფერი თითქმის გამოგვივიდა. ზარის ხმა გავიგე. როდესაც კარები გავაღე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.

- ცოტნე მახარაძე?

-როგორც ჩანს სახლი სწორად მომასწავლეს.

-ვერ ვხვდები რას ამბობთ?

-სახლში არ შემომიშვებ? მემგონი კარებში დგომა უზრდელობაა.

-მეე.... ისა... უკაცრავად ცოტათი გამიკვირდა თქვენი სტუმრობა. მობრძანდით, ყავას ან ჩაის მიირთმევ ხომ ასეა?

-ჩაი თუ შეიძლება.

-მისაღებში დაბრძანდით მეც ახლავე მოვალ. - მისი ნათქვამი თავიდან არ ამომდიოდა როგორ თუ მოასწავლეს? აქ რა უნდოდა? მე ხომ ის გავლანძღე. ჩაი გავუტანე და პირისპირ დავსხედით.

-ჩემთან მოსვლა რატომ მოისურვეთ?

-კესანო ნაკლები ფორმალობის გარეშე თუ შეიძლება, ეხლა ხომ არ მუშაობ? - ჩემი სახელი ისე წარმოთქვა თითქოს დიდი ხნის წინათაც ვიცნობდით ერთმანეთს. მაღალი და ახოვანი იყო ეტყობა ვარჯიშსაც ასწრებდა , გემოვნებიანად ეცვა თუმცა ბოლომდე მაინც ვერ იფიქრებდით რომ ბიზნესმენი იყო.

-რატომღაც შენი წვლილიც არის ამ საქმეში.

-ვერ ვხვდები.

-როდესაც წიგნზე უარი გითხარი უფროსმა სამსახურიდან დამითხოვა.

-ძალიან უხერხულია.

-საკუთარ თავს მეტ დროს ვუთმობ რაღაცეების გააზრებაში დამეხმარა.

-ეს კარგია რაღაც მხრივ.

-არმგონია ჩემი გესმოდეთ.

-რატომ ფიქრობ ეგრე?

-მგონია რომ თქვენნაირ ხალხს გრძნობები არ გააჩნია. მხოლოდ იმაზე ფიქრობთ თქვენი ჯიბე რამდენად გაფართოვდება.

-მაინტერესებს რატომ გამისტუმრე მაშინ უარით?

- საუბარია კაპიტალზე ინვესტიციებზე და ზოდად იმ სფეროზე რომელშიც ხარ თუმცა არ ჩანს რომ თქვენ ხალხს ამის შესახებ ვრცელ ინფორმაციას აძლევთ ან როგორ აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. წიგნი უსარგებლო იყო, შეიძლება როგორც ბიზნესმენი ძლიერი ხართ მაგრამ მწერლობა თქვენთვის არ არის განკუთვნილი.

-შესაძლოა ვერ გადმოვეცი ისე როგორც საჭირო იყო.

- ჩემს კითხვას მაინც აარიდე თავი.

-რომელ კითხვას?

-ჩემთან რა მიზნით მოხვედი?

-როდესაც უარით გამიშვი ვიფიქრე კიდევ ერთხელ ვცდი ბედსთქო მაგრამ შენ ეხლა დამარწმუნე და მართალიც ხარ, მწერლობა ჩემი ძლიერი მხარე არ არის.

-მიხარია თუკი რაიმეთი შევძელი დახმარება.

-დიახ... კარგი ჩემი წასვლის დროა მადლობა რომ დრო დამითმე ნახვამდის.

-არაუშავს სასიამოვნოდ ჩაიარა ჩვენმა საუბარმა.

-იქნებ კიდევ შევძლოთ? სხვა დროს, როცა არცერთი ვიქნებით დაკავებულნი.

-არამგონია კარგი იდეა იყოს.

-კარგი მაპატიე ზედმეტი მომივიდა ნახვამდის.

-ნახვამდის. - იმ წამსვე გავიფიქრე ,, ეს იდიოტი გონია რადგან ფული აქვს ყველაფერი შეუძლია'' მოულოდნელად ფერას ხმა გავიგე.

-კარგი ბიჭი ჩანს შენ კი უხეშად მოექეცი.

-სად იყავი როცა გეძახდი?

-იცოდი რომ შენზე ადრე შემიძლია რაღაც ვიგრძნო?

-მე კი მეგონა აღარ დაბრუნდებოდი.

- კეასანო ორივემ კარგად ვიცით რომ ეს დღეც დადგება. შენ ძლიერი ხარ მიზანმიმართული, შენში რწმენა ისევ ცოცხლობს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მეკი ვფიქრობ აქ საქმე აღარ მაქვს.

-არა ნუ ამბობ ამას მე შენ მჭირდები.

-შენ იმედი გჭირდებოდა და მიიღე ისიც, მე ყოველთვის დაგიცავ სადაც არ უნდა წახვიდე. ჩემი ცხოვრების ფურცლები დიდი ხანია დაიწერა და ამბავიც დასრულდა . შენ ჩემს ფურცლებს აზრი შესძინე. ყოველთვის ეცადე რომ შენი ცხოვრების ბოლოს წარსულით იამაყო.

-ძალიან მომენატრები.

- მეც მომენატრები ჩემო გოგონა...



''როცა ვიღაც გვენატრება ესეიგი გვახსოვს,,
თავი11.

ამბობენ თუკი ნამდვილი სიყვარული არსებობს მას წასვლის უფლება უნდა მისცეო თუმცა თუკი ნამდვილად ვიღაც გვიყვარს შეუძლებელია შენი გულიდან ოდესმე წავიდეს. სიყვარული არის ის რაც გვაცოცხლებს და როგორც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში გვხვდება ფრაზა ''სიყვარული არის ყველაზე დიდი ნიჭი რაც კი ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია და უბედურია ის ადამიანი ვინც ან ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან,, მეც ერთ დროს ძალიან უბედური ადამიანი გახლდით სანამ ჩემმა ძვირფასმა ანგელოზმა არ დამანახა რა შეუძლია ნამდვილი სიყვარულს.


ფერას წასვლასთან შეგუება მარტივი არ იყო ჩემთვის, რაღაც იმედს მაინც ვიტოვებდი რომ კიდევ დავინახავდი მას და ისევ მოვუსმენდი მის საინტერესო დიალოგს. ბინაში ავეჯის წყობა შევცვალე ვეცადე უფრო გამენათებინა ბინა თანაც ახალი წელიც მოდიოდა და მალე საყიდლებზე წავიდოდი. ჩემი წიგნის პრეზენტაცია თიბისის გალერეაში ჩატარდა. ხალხის რაოდენობამ გამარკვირვა რადგანაც არ ველოდი თუკი ასე დააინტერესებდათ ჩემი წიგნი. ცოტათი ვღელავდი მაგრამ ვიცოდი რომ ისინი ჩემს მოსასმენად იყვნენ მოსულები და შემეძლო მათთვის ჩემი შეხედულებები გამეზიარებინა.

-და აი ისიც! ჩვენი ახალგაზრდა მწერალი კესანო აბულაძე. - წარმოთქვა წამყვანმა გოგონამ, როდესაც ჩემთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი ვგრძნობდი რომ ყოველი სიტყვა მავიწყდებოდა ყველანი მე მიყურებდნენ ინტერესიანი მზერით.

-ყველას მადლობას გიხდით აქ მოსვლისათვის. - ვცდილობდი უფრო გახსნილად მესაუბრა. ვიღაც გოგომ უკანა რიგიდან შეკითხვით მომართა.

- მე მაინტერესებს რამ გადაგაწვეტიათ ამ წიგნის დაწერა?

-ვფირობ რომ წერა ყველაზე კარგი საშუალება საკუთარი აზრების გადმოსაცემად მანამ სანამ მსმენელს გაიჩენ

-ფიქრობთ რომ თუკი არავის ესმის შენი ჯობს წერა დაიწყო?

-ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ვიღაც გვერდით რომ ჩვენი შეხედულებების შესახებ ვესაუბროთ ამათუიმ საკითხზე. თუკი ვერავინ გვიგებს შეგვიძლია ფანტაზია ჩავრთოთ და სხვების ნაცვლად საკუთარ თავთან დავიწყოთ საუბარი. თუკი შენს თავთან საუბარს ისწავლი სხვებთანაც აღარ გაგიჭირდება.

-რას გვასწავლის თქვენი წიგნი ადამიანებს?

-წიგნი გვასწავლის სიყვარულის მთავარ წესს, მის სიძლიერეს და სანამდის არის შესაძლო მან იცოცხლოს ჩვენს გულში.

-არ ფიქრობთ რომ ბევრმა ადამიანმა შესაძლოა გააკრიტიკოს თქვენი წიგნი?

-თუკი წიგნს არ ყავს კრიტიკოსები მაშინ ის ტყუილუბრალოდ დაწერილა, პირადად ჩემთვის წიგნი იგივე ცხოვრების ფურცლების თავმოყრაა, ისევე როგორც ჩვენს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა რაღაც წინააღმდეგობების გარეშე ასევეა წიგნიც. წიგნი უსარგებლო იქება რაღაცეებზე დაფიქრების სურვილს თუ არ გაგიჩენს, რაღაც საკითხებზე კი შესაძლოა აზრიც შეგაცვლევინოს ეს არის მისი დანიშნულება. ჩემი წიგნი კი გვასწავლის იმას რაც ზოგიერთ ჩვენთაგანს შესაძლოა მივიწყებულიც კი გვქონდეს.

-ეხლა კი გთხოვთ რეალურად გავეცნოთ თქვენი წიგნის გარეკანს. - წამყვანმა ხელით ანიშნა რომ ჩემი წიგნის ეგზემპლარები შემოეტანათ. ყდაზე წითელი ლამაზად მოქარგული ასოებით ეწერა ''მე შენთვის,, ავტორი კესანო აბულაძე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ზედ ეხატა გოგო და ბიჭი კაფის კუთხეში ერთმანეთის პირისპირ, რომ ისხდნენ ბედნიერებით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. ფერა და თოკო ალბათ ეხლა სწორედაც რომ ესე ისხდნენ. ისინი აუცილებლად შეხვდებოდნენ ერთმარეთს სხვა სამყაროში. ყველამ ტაში დაუკრა ჩემს წიგნს მე კი ასეთი გახარებული პირველად ვიყავი. გალერეაში ასევე ფოტოები ეკიდა რომელიც წიგნის რამოდენიმე სიუჟეტს ასახავდა. ერთ-ერთ ნახატთან ვიყავი გაჩერებული როდესაც ჩემს გვერდით ცოტნეს ხმა გავიგე.

-ასეთ კარგი პრეზენტაცია არასოდეს მომისმენია.

-შენ აქ როდის მოხვედი? ვერ შეგნიშნე

-როგორც ჩანს მივაღწიე იმას რომ ფორმალობის გარეშე მასაუბრო.

-როგორც ჩანს კი.

-მემგონი სამსახურიდან წამოსვლამ შენზე იმოქმედა.

- მოულოდნელი იყო თუმცა იმაზე მეტად მოვახერხე ადამიანებთან საუბარი ვიდრე ველოდი.

-ზოგჯერ ცვლილებები კარგია. ისეთი საინტერესო ჩანს შენი წიგნი რომ მინდა წავიკითხო.

-ხვალიდან გაყიდვაში იქნება როგორც მითხრეს.

-დაა... იქნებ ერთი ეგზემპლარი დღესვე შემეძინა.

-როგორც გინდა. ძალიან გამიხარდება შემდეგ შთაბეჭდილებებსაც თუკი გამიზიარებ.- უეცრად ნინი შევნიშნე გალერის შემოსასვლელში რომელიც ბედნიერი სახით მოდიოდა ჩემკენ.

- ეს რა საოცრებაა. - მოვიდა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. - გილოცავ ჩემო ძვირფასო, მაპატიე ცოტათი შემაგვიანდა ძიძას ველოდებოდი რომ წამოვსულიყავი.

-არაუშავს მთავარია რომ მოხვედი ხო მართლა გაიცანი ეს ცოტნე მახარაძეა ჩემ მიერი დაწუნებული ავტორი.

-ის მართალია მწერლობაში ცუდად ვერკვევი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

-ჩემთვისაც, კესანო ყოველთვის იმას ამბობს რასაც რეალურად ფიქრობს.

-ეს დასაფასებელია. - მათ ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ ეს იყო ახალი ცხოვრება, რომელიც ამიერიდან სავსე იქნებოდა სიხალისით, ახალი მოგონებებით და რაც მთავარია მე ვიპოვე ჩემი თავი ჩემსავე ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი რომ მარტოობა ყველაზე კარგად გამომდიოდა, ვცხოვრობდი ისე თითქოს ცოცხალი არცკი ვიყავი ყველასათვის უჩინარი და მომწონდა კიდევაც ეს ყველაფერი თუმცა ჩემი შავთეთრი ცხოვრება ძალზედ მობეზრებული მქონდა. ფერა მართალი იყო ჩვენ ისეთ ადამიანებს რომლებსაც სიხალისე დაკარგული გვაქ ცხოვრებაში გვჭირდება რაღაც ოდნავი იმედის ნაპერწკალი რომ სიცოცხლე შევძლოთ და ცოტათი მაინც დავემსგავსოთ ადამიანებს.

ეს არის ჩემი წიგნის პირველი გვერდი და ჯერაც არ ვიცი როგორი გაგრძელება ექნება.

და შენი ისტორია როგორ იქნება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent