შენთვის (1 თავი)
უაზრო ამინდი , მოწყენილი ღრუბლები და გაბუტული მზეც არსად ჩანდა , პრინციპში ნანოს არც აწუხებდა , ოთახში ჩამოფარებული ფარდებით სიმყუდროვე შეექმნა და ფიქრებში გართული გადაშლილ წიგნს უაზროდ მიშტერებოდა. ტელეფონი განათდა და მისი ყურადღებაც მასზე გადაერთო - ‘’მითხარი , რომ ჯერ არაფერი არ გინახავს’’ - წერდა თინი .. გაეცინა ნეტა ეხლა რა მოხდა , თინის გადაურეკა .. - რა ხდება თინ ? - დაჯექი და მშვიდად გთხოვ .. - ვინერვიულებ თუ მალე არ მომიყვები ! - დუდას ცოლი მოყავს .. - ვინ მოყავს ? - ლელაკო ის ქაჯი, სად მოძებნებს ერთმანეთი პროსტა შოკში ვარ . - დაიკიდე თინ რა - გთხოვ არ ინერვიულო ნანო, რა იდიოტია , არ ღირს, მოყავს და მოიყვანოს მაგის მეტი არ ეღირსოს .. - ნანოს გაეცინა თინის გულუბრყვილობაზე . - არა პროსტა რა იპოვა მაგ ნახევარუჯრედიან მდაბიოში ფუუ - თინ კაი რა , სულაც არაა ცუდი გოგო , კი ძაან შტერია და სწერვა მარა ვიზუალურად ნიჩივო გოგოა .. - კაი რა ნანო არ გადამრიო რანაირი ცხენის სახე აქ, პრინციპში ცხენს რას ვერჩი ბევრად ლამაზია, ეგ კიდე უფრო სხვა ცხოველს გავს , მარტო სიგამხდრე ვის რად უნდა , მარა ამ ლენჩ ბიჭებს რა უნდა ელაპარაკო .. - კაი თინ გაკოცე, წავედი ვკითხულობ და მერე დაგირეკავ - გთხოვ არ ინერვიულო რა , თუ გინდა გამოვალ დღეს შენთან დავრჩები - არა არა კარგად ვარ მართლა , არ მინდა - მიყვარხარ .. თინის გაუთიშა ,მიხვდა რომ ცუდად იყო , თითქოს შიგნიდან დაცარიელდა , სუნთქვა გაუჭირდა , გულის გაუსაძლისი ხმა არღვევდა ოთახში გამეფებულ სიმშვიდეს ... ცრემლებმა დაუსველეს წიგნი , დახურვას აპირებდა ერთ ფრაზას თვალი მოკრა -‘’უცნაურია სიყვარული- გგონია , რომ მის გამო მთებს გადადგავ , მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც კი გიჭირს ‘’ .. სიმწრიდ გეღიმა და დახურა „უმანკოების მუზეუმი“... ყველაფერი მაშინ დაიწყო , როდესაც პირველად დავინახე ჩვენსკენ მომავალი , თინის გავხედე , ძალიან დავიბენი , თითქოს ძლიერად მომიჭირა გულმა , სულიერი სპაზმი მქონდა , ალბათ სიტყვებით ვერც გადმოვცემ რაც მე მის თვალებში დავინახე , ის ჩემიანი იყო , დიახ ძალიან ჩემიანი .. ალბათ სასაცილოა , როგორ უნდა იყოს ადამიანი შენიანი , რომელსაც არ იცნობ და არც კი იცი როგორია სინამდვილეში , თუმცა მე მანდვილად ვიგრძენი ის, რაღაც ამოუცნობი , არ ვიცი გინდა ქიმია დაარქვით და გინდა უხილავი ძაფი , ის უბრალოდ ახალი ემოციების გამომწვევი გახდა , რაც ძალიან სასიამოვნოდ შემოდიოდა ჩემში . ტატომ გაგვაცნო ეს ჩემი ძმაკაცია დუდაო , გაგვიღიმა სასიამოვნოაო, მივდივარო ტატოს შეატყობინა და წავიდა . ჩვენც ტატოსთან გავაგრძელეთ საუბარი თუმცა მე არცერთი სიტყვა აღარ მესმოდა , დუდა რანაირი სახელია ვფიქრობდი , მაგრამ ბიჭმა ძალიან უცნაურად ამაფორიაქა . ღიმილი , ხმის ტემბრი და ის შარმი ნამდვილად გამოარჩევდა . ტატოც მალევე წავიდა გუგი მიდის და უნდა გავაცილოო , წესიერად ვერ გავიგეთ სად მიდიოდა მაგრამ ის მაინც ძლივს ვათქმევინეთ , რომ მხოლოდ რამდენიმე დღით მიდიოდა საზღვარგარეთ . ზოგადად ტატო უთქმელი ბიჭი იყო თუ არ უნდოდა არც არაფერს არ მოგიყვებოდა , თუმცა ზოგჯერ გამონაკლისებიც იყო , გულის გადაშლის სიანსებს აწყობდა ჩემთან )).. - ნანონი რა იყო რანაირად დაინტერესდი დუდათი ,გულში ხო არ ჩაგივარდა ? - თინ რაღაცნაირი ბიჭია , შენ ეგრე არ მოგეჩვენა ? - რაღაცნაირი როგორი? ჩვეულებრივი სიმპატიჩნი ბიჭია რა )))) - არის მასში რაღაც .. - აუფ მაინც რა ნანუშკი ? - იცი რომ შემომხედა ვიგრძენი მასში იყო რაღაც ჩემეული .. - ოპაა ვიღაცა მემგონი გულში დაჭრეს )) - კაი ნუ გაერთე წავედით .. მას მერე მე და თინანოს დუდა აღარც გვინახავს , თუმცა ტატო ხშირად მიყვებოდა მასზე და თითქმის გავიცანი შორიდან .. ძალიან ცხელოდა უკვე თბილისში, მე და თინი ბათუმში მივდიოდით , თან ძალიან გვეზარებოდა გადავსებულ ბათუმში ჩასვლა , მაგრამ სიცხეს რა ვუთხარი რომ გვაიძულა ზღვისკენ წასვლა .. მთელი გზა წუწუნებდა ვინმე მაინც წამოგვყოლოდა, რანაირი ზაფხულია მარტო მე და შენ რა უნდა ვაკეთოთ , აუ ეს მუსიკა არ მინდა , ეს მინდა, არა ეს არ მინდა ... კინაღამ მანქანიდან გადავაგდე ისე შემარყია , ბოლოს ყველას , რომ გვიჭამია და ძაალიან რომ გვიყვარს თბილისელებს იმ ‘’ზესტაფონის’’ ხაჭაპურით და ყავით შედარებით მივაჩუმე და მეც მშვიდად ვაგრძელებდი გზას ბათუმამდე .. ბათუმში ჩასვლისას მივხვდი , რომ ძალიან მომენატრა იქაურობა და პირველად ხდებოდა ამდენი ხანი იქ ჩაუსვლელად რომ გავძელი , სახლში შესულებს ისეთი სიცხე დაგვხვდა ძლივს გააგრილა ორმა კონდიციონერმა იქაურობა , თინიც კმაყოფილი ემზადებოდა ზღვაზე ჩასასვლელად .. არ მოგატყუებთ და ნამგზავრს ძაან მეზარებოდა ამ დაუნდობელ მზეში გასვლა მაგრამ რამეს როგორ ვიტყოდი თინის ისე უნდოდა , მეც მორჩილად გავემზადე და ჩავედით სანაპიროზე , სადაც უამრავი ხალხი და ერთი ჟრიამული დაგვხვდა .. - აუ ნანო ხვალ კვარიათში წავიდეთ რა ნახე რაამბავი ხალხია .. - კი თინ მეც ეგრე მირჩევნია - წამო აი იქ დავწვეთ ნაკლები ხალხია - მოიცა მოიცა თინიიიი აღარც გამოუხედავს ისე მივარდა და დაესვენა შეზლონგზე . მე ძალიან ავნერვიულდი , რამდენადაც შემეძლო მშვიდად მივედი მივუჯექი , მაგრამ ეს ხო ქაჯია ატეხა ერთი ამბავი აქ რას მიჯდები ამ სიცხეში გვერდზე გადაჯექი ვერ ხედავ შენთვისაც არი შეზლონგი .. ვერ გავაჩერე ხან თვალები დავუბრიალე , ხან ვუჩქმიტე შენც არ მომიკვდე ვერაფერსაც ვერ მიხვდა .. ამ დროს უკნიდან დავიჩრდილე და ხმამაც არ დააყოვნა ნანოოო.. ხმა ვიცანი და გულზე მომეშვა , ავდექი და სულ სველ ვახოს გადავეხვიე , მანაც არ შეიმჩნია და ხელში ამიყვანა , თინიც გადაკოცნა და იქვე შეზლონგზე ჩამოგვიჯდა .. - აუუ ვახო როგორ მომენატრეე - ნანუშკები როდის ჩამოხვედით ? - ეხლა ნახევარი საათია )) შენ ? - ჩვენ 3 დღეა უკვე და ერთი კვირა კიდე ვიქნებით - ვისთან ერთად ხარ? ჩაეკვეხა თინი იმწამსვე - მეგობრებთან, მერე შევიკრიბოთ საღამოს და თქვენც გაგაცნობთ - მშვენიერი აუცილებლდად წამოვალთ , არ დამაცადა თინიმ აქაც პასუხი )) - კაი წავედი ავდივართ ჩვენ და დაგირეკავთ რა - მიდი ვახუნია გაკოცეეე - თინიმ შესძახა და მოემზადა ზღვაში ჩასასვლელად . მეც გადავწყვიტე გაგრილება და თინსკენ მივტრიალდი , თუმცა ვახოსკენ მაინც გავიხედე და არ არსებობსსს დაიძახა თინიმ ... აი მანდ მივხვდი რომ საღამო აუცილებლად დაინტერესო გვექნებოდა .. - რა მოხდა თინი რა არ არსებობს ? - ის არის ნანო ,ვახოსთან ერთადააა , ვაუ საიდან სადო , არ მჯერა ღმერთო ტატოს სახე დამანახე საღამოს ჩვენ და დუდა , რომ ერთად ვიქნებით )))))) ნანუნო დღეს ბევრი სთორი უნდა დავდო .. - კაი რა თინ მაგას განიშნებდი წეღან , მაგრამ რათ გინდა შენ ხო საჭირო დროს ვერასდროს ვერ ხვდები ვერაფერს , იქნებ არც არიან ერთად ჩამოსულები და უბრალოდ იცნობს . - რა მნიშვნელობა აქ უკვე კარგია ვახოს და დუდას ნაცნობობა და ძალიანაც კარგად ვხვდები თუ წესიერად მანიშნებ .. - მოკლედ საღამოს გავიგბთ რა , წამო ცოტა გავცუროთ.. საღამოს თინიმ ძალიან მოინდომა ჩემი გალამაზება ხან თმას მიკეთებდა , ხან ტუშით დამსდევდა , ვერ გავაგებინე რომ ამ სიცხეში მაკიაჟი არ მინდოდა , საერთოდ არ მინდოდა გაპრანჭვა და ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა უბრალოდ სადა კაბა და სანდლები ჩავიცვი , რასაც თინი მაგრად მიპროტესტებდა .. რა არი გოგო ცოტა მოკლე მაინც ჩაიცვი ან ამოღებული სიცხეა , სიცხეაო გაიძახი და ეს რა კაბააა არ ჩერდებოდა თინი . მოკლედ ბოლოს მაინც დამიყოლია და შედარებით უფრო , როგორც თვითონ აბობდა ‘’მოხდენილი’’ კაბა ჩამაცვა )) მოკლედ ძლივს გავეტიეთ სახლიდან , გზაში თინის ვუყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი ესეთი კოხტა და ლამაზი გოგო რანაირად ვერ დააფასა იმ კრეტინმა იკომ .. მართალია უკვე დიდი დრო გავიდა , მაგრამ მაინც ნერვები მეშლებოდა .. ბათუმში ბავშვობის არდადეგები ვისაც გაგვიტარებია , ყველამ რომ ვიცით აი იმ “ინტურისტის ჰოდდოგებთან“ დაგვხვდა ვახო შორტებით და ლურჯი ტილოს „საროჩკით“ , მარტო იყო .. თინიმ მიჩურჩულა ეხლა ამან ჭკუიდან არ გადამიყვანოს მარტო რატოა )) თინი ძალიან გთხოვ ყველას ნუ გააგებინებ რომ ელოდი მის აქ ყოფნას .. არ დამამთავრებინა სიტყვა მივარდა და ვახოს ეკითხება მარტო რატომ ხარ ზღვის პრინცო ? უკვე აღარ ვარ ორი ულამაზესი გოგო გამიწევს დღეს კომპანიონობას .. რას ამბობ მე მეგონა შენი მეგობრებიც იქნებოდნენ გაიბუსა თინი .. ვახ ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას დღეს წუწუნის დღე აქ )) . კაი წამოდით ტერასაზე ავიდეთ და ცოტა მოვწრუპოთ . მარტო ჩვენ სამმა ? ისევ დააბრეხვა თინიმ , ამას რა უნდა, ან ვინ უნდა, მე არ გაკმაყოფილებ თინჩო ? ვახუნი როგორ არა თან ისეთ ვიდზე ხარ მაგ ჩახსნილ პერანგში გოგოებს შეშურდებათ ჩვენი ))) სამივეს გაგვეცინა და თან ტერასაზეც ავედით . აუ რა კარგად გრილა ყოჩაღ ვახუ კარგი არჩევანია , შეაქო თინიმ . - აქ ცოცხალი მუსიკაცაა და გაგვისწორდება რა , თან დაღლილები ხართ დღეს ჩამოხვედით და ეს დვიჟენია უფრო კაია მემგონი დღეისთვის . - მე ნამდვილად ძალიან მსიამოვნებს აქაური სიტუაცია- ავღნიშნე მე და მოვსვი ჩემი ცივი კოქტეილი. თინი სურათებს იღებდა , როდესაც ვახოს ტელეფონმა დარეკა და დუდა დაეწერა .. -ტერასაზე ვარ გოგოები ვნახე ხო არ მოხვალთ , ტერასაზე , კი კი , იასნა , კაი მიდი .. ვერაფერი ვერ გავიგეთ , მაგრად თინი, რისი თინი იყოო არ გაერკვია )) ვახუ ვინ იყო ? ვინმე მოვა ? არ ვიცი თინჩი შეიძლება ჩემი მეგობრები მოვიდნენ . ამასობაში სასიამოვნო მელოდია გაისმა და ხმა მეცნო , ნამდვილად საბა იყო და მეც მისი მიმართულებით გავიხედე , გავუღიმე , მანაც დამინახა და ხელი დამიქნია . - ვის უღიმი გოგო , მეცა თინი - საბაა ჯაში , ხო გახსოვს მანოს მეგობარი მომღერალი - აა , ხო ხო ვიცანი - გოგოებო მეც მომაქცევთ ყურადღებას თუ საბაზე უნდა ვილაპარაკოთ არ ესიამოვნა ვახოს .. - დედა შენ როგორი ეჭვიანი ხარ ვახუ - მეგობარია , დიდი ხანია ვიცნობ ავუხსენი ვახოს . ამ დროს სამი ბიჭი მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას , მოგვესალმნენ . იცით როგორი ამბავი იყო ჩემს გულში , დაახლოებით ქარიშხალი კატერინა ან რამე ეგეთი მიახლოვდებოდა , ოღონდ ამ ქარიშხალს დუდა ერქვა )) გაგვაცნო ვახომ : დუდა , ნიკუშა და რამიშა .. მე მხოლოდ დუდას თვალებს ვხედავდი , თუმცა თავი ძალიან მაგრად მეჭირა და ბიჭებსაც ძალიან თბილად მივესალმე . - რა სხვადასხვა კოქტეილებით ხართ წარმოდგენილნი , გაეცინა რამიშას - სხვადასხვა გემოვნების ამბავია რამიშ - კაი გაჩერდი ვახო ეს ფრონცკობა და კოქტეილი არ გვინდა ეხლა , რამე კრეპკიზე გადავიდნენ , არა გოგოებო ? - კიბატონო , როგორც გესიამოვნებათ , ავბლუყუნდი მე თინი საეჭვოდ დადუმებულიყო და თავისთვის ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა , წომნად ფეხი ვკარი , რომ გამეგო უხასიათობის მიზეზი , მაგრამ რათ გინდა გამომაჭენა იმწამსვე , რატომ მირტყავ ფეხებს ნანოოო.. უი მაპატიე მომიხვდა თქო გამოძრომა ვცადე )) , კიდევ კარგი ვახოც შეაწუხა თინის მიჩუმებამ და ტვინი წაუღო რამ დაგგრუზაო და ესეც შედარებით გამოცოცხლდა . რამიშამ ვისკი, ტეკილა და ბევრი ლიმონი შეუკვეთა , ესე უთხრა ტეკილა და რაც შეიძლება ბევრი ლიმონი მოგვიტანეთო .. დუდა არ აქტიურობდა უფრო სიტუაციას ეცნობოდა . - თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ ? დაინტერესდა ნიკუშა - მე და ნანო ? დაიბნა თინი - არა ვახო და თქვენ ? - აა ნანოს ბავშვობის მეგობარია და მეც დიდი ხანია ვიცნობ - და ჩვენ დღეს რატომ გაგიცანით ? ჩაეკითხა ნიკუშა - ეგ უკვე ვახსოთან დასასმელი კითხვაა - რაღაცა არ მოეწონა თინის - რავიცი ესე მოხდა რა გჭირს იძიებ რამეს ? ჩაერთო ვახო - არა ისე გამიკვირდა ტო - სად ხართ ბათუმში ? ეხლა მე გამომხედა - სახლი მაქვს ბათუმში და .. - ვა ჩვენც შენთან დაგვპატიჟე რა, იცი რა კარგი ბიჭები ვართ .. იხუმრასავით რამიშამ - დავფიქრდები მაგაზე . გამეღიმა მე .. ამ დროს საბამ დამიძახა , მეც ავდექი და მასთან მივედი , ცოტა ვისაუბრეთ მოვიკითხეთ ერთმანეთი . უცბად მითხრა აქ დაჯექი შენ რომ გიყვარს იმ სიმღერას გიმღერებო , თან მესიამოვნა ვაღიარებ ვგიჟდები რომ მიმღერიან , თუმცა თან ცოტა დავიძაბე .. საბამაც სიმღერა დაიწყო , ხალხმა ვიდეოების გადაღება , ესეც როლში შევიდა ხან თვალებში მიყურებდა , ხან მუხლზე დადგა , მოკლედ მინი სპექტაკლი ქონდა . ისიც გავიფიქრე ალბათ პერფორმანსში უფრო მეტს უხდიან თქო . მოკლედ , რომ დაამთავრა მადლობა გადავუხადე და ვუთხარი მელოდებიან უნდა დავბრუნდე , წასვლამდე კიდე გნახავ თქო . მაგიდასთან დავბრუნდი და რამიშამ ეს რა იყო მეგონა ხელს გთხოვდაო . შემომახურა არ ველოდი ესეთ განაჩენს .. - ვინ არის ნანო ? ინტერესით მკითხა ნიკუშამ - მეგობარია , მომღერალია - დაბნეულად ვუპასუხე - რაო ნანო ბევრი მეგობარი გყავს ვინც ესე გიმღერის ? პირველად ჩაერთო საუბარში ამ საღამოს დუდა და თან ესეთი გამოხტომით - რამდენიმე და დიახ ყველა ესე მიმღერის , მიყვარს და იმიტომ - ცოტა უხეშად და ბავშვურად გამომივიდა - რა გიყვარს სიმღერა თუ ბიჭი გიტარით ? - ერთიც და მეორეც .. - შენი აზრით ეს ბიჭი როგორ მღერის ? - საბა კარგად მღერის , თუმცა ინტელექტუალური მომღერალი არ არის უფრო მოყვარული . - საინტერესოა ინტელექტუალ მომღერალს რას ეძახი ? - უნდა გრძნობდე და სიღრმისეულად ერკვეოდე იმაში , რასაც აკეთებ არ აქვს მნიშვნელობა ეს სიმღერაა , ხატვა , ცეკვა თუ რამე ნებისმიერი შენი გაკეთებული საქმე. - ეს ბიჭი ვერ გრძნობს ? სპეციალურად მაგდებდა ვხვდებოდი და ვცდილობდი ჩემს იმპულსურ ხასიათს არ მოეგო ჩემთვის . - საბას არ ყვარებია და უჭირს სიყვარულზე გულით მღერა . არც მუსიკალური განათლება აქვს , უბრალოდ უყვარს სიმღერა .. და ესეც დასაფასებელია - საინტერესო თეორიაა, სტრანი .. - თუ გრძნობ მიხვდები .. სასმელი მომეკიდა და გავთამამდი ამ დროს ნიკუშა ჩაგვერია თინის უთხრა წამო ვიცეკვოთ უბრალოდ სიმღერის მოყვარული ბიჭის დაკრულზეო , თინი უცნაურად დაიბნა , უი არა , არ ვიცი , ბოლოს კაიო და წაყვა .. - რატომ მოგინდა ცეკვა ? პირდაპირ კითხა თინიმ - რავიცი ყველა ცეკვავდა და ჩვენი მაგიდიდანაც ვინმეს ხომ უნდა ეცეკვა ? - მარტო მაგიტომ >? - რა იყო თინი რამე სხვა მიზეზს ეძებ ?გაეცინა ნიკუშას - არა არა, რა სისულელეა უბრალოდ გკითხე - უჩვეულოდ არეული იყო თინი - ეს თმები შენია თუ ხელოვნურია ? - რას ქვია ხელოვნური ჩემია რათქმაუნდა - აღშფოთდა თინი - ანუ შეიღებე თუ ბუნებრივად ეგ ფერია თქო, მაგის თმა მინდოდა ,რას მიჭედავ თინიკო - ჯერ ეს ერთი თინათინი და ყველასთვის თინანო ან თინი და მერე არაფერსაც არ გიჭედავ ჩემი ბუნებრივი თმაა, დედაბუნებამ ესეთი გამაჩინა .. - აუ რანაირი საყვარელი ტიპშა ხარ - ვერ ჩერდებოდა ნიკუშა - შენ კიდე საერთოდ არ ხარ საყვარელი - მიაძახა და მაგიდასთან წამოვიდა თინი რა იყო თინი ხო არ გაწყენინა იმ ლენჩმა ? კითხა ვახომ არა არა უბრალოდ , სიტყვა ნიკუშამ გააწყვეტინა უბრალოდ თმაზე ვკითხე ბუნებრივია თქო და გდაფსიხდა როგორ მაკადრეო )) შენ მატყუარაც ყოფილხარ ნიკოლოზ - არ ჩამორჩა თინი ისე საყვარლად უთხრა ყველას გაგვეცინა ... ბევრ სისულელეზე ვილაპარაკეთ , ბევრი ამბავი გაიხსენა ვახომ , თითქოს ესე უკეთ გვაცნობდა ერთმანეთს .. ბოლოს ბიჭებმა სახლამდე მოგვაცილეს და დამშვიდობებისაც დუდამ შემომხედა ჩვენ ერთმანეთს აქამდეც ვიცნობდითო მკითხა .. თინიმ აქაც არ დამაცადა პასუხი და წამოენთო - ეს ბიჭები ყველა ესეთი სულელები ხართ მართლა , თუ ეგ რამე ხერხია ბიჭური ? მე და ნანო ერთად არ გაგვიცანი ტატოსთან ერთად რომ ვიყავით აუზზე ? დუდა აშკარად დააბნია თინის პირდაპირობამ , აა კი, როგორ არა ტატოს სალის მეგობრები ,ხო გამახსენდა .. ხოდა ძალიან კარგი თუ გახსოვს - გაუღიმა თინიმ .. ბიჭებს დავემშვიდობეთ და სახლში შევედით .. ღმერთო რანაირი იდიოტია ეს ნიკუშა არ ჩერდებოდა თინი , თან ადიოდა ზემოთ საძინებელში იცვლიდა, თან ჩამოდიოდა ნახევრად გახდილი უკან , არა მაინც რა დონის კრეტინია ,ის როგორ მითხრა ხელოვნური თმააო .. თინი გამოიცვალე და ისე ჩამოდი რას დაქოთქოთებ ზემოთ ქვემოთ , ოო კაი დამეთანხმე მაინც, როგორ იფიქრა ჩემს თმებზე ეგ , არა უყურე პროსტა .. ძალიან მეცინებოდა თინის ემოციებზე და თან ფიქრებით დუდას სიტყვები მახსენდებოდა რატომ ჩამეძია საბაზე , ვითომ გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ მაინც საბაზე ... როგორც იქნა ჩამოვიდა გამოცვლილი თინი და იმ წამსვე სიმღერები ჩართო და გამოაცხადა ისე ვერ დავიძინებ თუ არ მოვეშვებიო .. - თინ ნიკუშა მოგეწონა ? - ხო არ გადარეულხარ ნანო ეგ როგორ უნდა მომწონებოდა რანაირია . - კაი რა მე მატყუებ ეხლა თუ შენ თავს , ქონდა რაღაც „იზუმინკა“ , შენ რო მოგწონს ეგეთი ტიპაჟია, თან ეს ხოტორა ბიჭები ხო ვიცი შენი სტიქიაა ))))) - ოო ნანო ნუ მოიგონებ ხოლმე რაა , შენ მითხარი დუდიკოზე როგორი აზრის ხარ ? - თინი ისეთი ამბავია ჩემთან გულზე ხელით მივანიშნე , არ ვიცი ღირს კი ეს ბიჭი , რომელსაც არც კი ვიცნობ ნორმალურად და ესე დაუკითხავად რომ ამაყირავა .. - ნანო შეგიყვარდა ? თითქოს შეშფოთებულმა მკითხა - არ ვიცი თინ თუ გურამ ფანჯიკიძეს ვესესხები „- ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება , ყველა დანარჩენი , შეგუებაა , მორიგებაა , ანგარიშია , მომავალი ცხოვრების ანალიზია . ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილია , ყოველგვარი ანალიზის შერჩევისა და დადებითი ან უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის გარეშე.“- ზუსტად ჩემ სათქმელს ამბობს, მგონია რომ სიყვარულის ახსნა , ამოხსნა , გადმოცემა შეუძლებელია . უბრალოდ უნდა გრძნობდე , როგორ გიყვარს , რამხელაზე , რა ზომაზე ან როდემდე გეყვარება ამის გაგება შეუძლებელია , რამდენიც არ უნდა ხსნა რანაირად გიყვარს, რა ზომამდე , ვერც აწონი , ვერც გაზომავ და ვერც რაიმე თეორიით ამოხსნი , მთავარი იცი რა არი ?- რომ შენში გრძნობდე , მასში შენი თავი ირეკლებოდეს , მგონია რომ სადღაც დაწერილია და სიცოცხლეში ან შეხვდები და ან ვერა და თუ შეხვდი რაღაცა იღვიძებს შენში სიგნალი ირთვება , რომ იპოვე შენი მეორე ნახევარი თუ ეს წამი დაიჭირე და გაიაზრე ხვდები რომ უკვე ბედნიერებამ დაგიკაკუნა ,შენ ეს შეძელი და ეზიარე სიყვარულს . - რომ ვერ მიხვდე იმ დროს ? - უნდა უსმინო გულს ,უნდა იგრძნო როგორ იცვლება შენშიი გრძნნობები და რაღაც ახალი იბადება ,ეს ყველას ცხოვრებაში აუცილებლად ხდება , უნდა დაიჭირო წამი , უბრლოდ აბსოლიტური სიგიჟეა , განუზომელია , რომელიც გაცნობიერებინებს იმ რეალობას , რომ სიყვარულის შეგრძნება შენს ყველა ოცნებაზე უკეთესია .. სიყვარული, ის ერთადერთი ჭეშმარიტებაა , რომელსაც ღმერთამდე მიყავხარ , ყველაზე აღმატებული და ხელშეუხებელი შენი თანამგზავი ხდება შენში იბადება .. იცი სიყვარული ბედნიერებასთან ერთად ზოგჯერ გაუსაძლის ტკივილსაც გაყენებს , თუმცა მანდაც თავის გასამართლებლად გიტოვებს პასუხად - შემიყვარდა რა ვქნა .. სიყვარული ზებუნებრივ ძალებით გავსებს , თითქოს გგონია , რომ სიგიჟის ზღვარზე ხარ , წიგნი ხარ , რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი. იცი თინი მგონია , რომ ყველაზე საოცარი და სანატრელი, რაც ცხოვრებაში შეიძლება დაგემართოს არის ის , რომ იყო შეყვარებული .. მთელი ხელოვნებაა , ფილოსოფიაა , ფსიქოლოგიაა , აღტაცებაა , სრული სიგიჯეა , ემოციების ზღვაა , ყველაზე დიდი სიბრძნეა .. გოდერძი ჩოხელის სიტყვებია : „თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებს კითხვას :- დამიმტკიცეთ , რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს : სიყვარული ისეთი ბუნებისაა , დამტკიცებას არ საჭიროებს , იგი თვითონ მტკიცდება იქ , სადაც ფეხს დადგამს ! .. ამიტომ ამას მხოლოდ ის ადამიანი , გაიგებს ვისაც ყვარებია და უგრძვნია ან უბრალოდ სიყვარულზეა შეყვარებული , ესეც ხომ შეიძლება , აი მაგალითად ჩვენ გვესმის მისი ეხლა ხომ ვსაუბრობთ , თუმცა ეს ყველაფერი არ გამოგვიცდია .. თინის მესიჯიმა საუბარი გაგვაწყვეტინა , ნიკუშა წერდა , ვაიმე არ არსებობს ჩემი კრეტინია , გადაირია ემოციისგან თინი .. - რაო თინ რას გწერს „შენი კრეტინი“ ? - მაპატიე თუ გაწყენინეო , ვახომ მითხრა ადვილად შეიძლება გული ეტკინოსო და ნაღდად არ მინდოდაო .. ვაიმეე რანაირი ყურადღებიანიაააა - შენ ის გოგო არ ხარ , არა რა მომწონსო რო გაიძახოდი წეღან ? - ნუ ეხლა შეიცვალა სიტუაცია და აღიარებაც შეიძლება , რაღაცნაირად მიღიტინებს სხეულში, თან სახელი ნიკუშა როგორ მიყვარს ,შენ ხო მაინც იცი .. - რა იდიოტკა ხარ სულ სახელის გამო ჩავარდი შოკში მესიჯზე ხო ))) - ვაიმე მესიჯი, რა ვუპასუხო ნანო მიშველეეე - არ მწყენია ნიკუშ , არ ინერვიულო თქო - უი არა პირიქით ვეტყვი გამოისყიდე შანს გაძლევ თქო - გადარეული გოგო ხარ თინანო .. გამეცინა და ფანჯრისკენ წავედი , მემგონი გაწვიმდა და ავხსნი პირსახოცებს თქო მივაძახე .. სიმღერას აყოლილი გავიხედე და ღიღინით ვხსნიდი სარეცხს , ვიღაც რომ დავლანდე მანქანასთან , სიგარეთს ეწეოდა და სახეს ვერ ვარჩევდი , თუმცა მაინც დავაკვირდი , რატო არ ვიცი , მაგრამ ძალიან დამიანტერესა ვინ იყო , თინის გავხედე ტელეფონში იყო ჩავარდნილი , ისიც კი ვიფიქრე , ხომ არ ჩავიდე თქო , მაგრამ რათქმაუნდა არ ვიზავდი ეგეთ სისულელეს და გავაგრძელე ჩამოხსნა , უცბად თინის პირსახოცი გამივარდა ხელიდან . ეხლა ნამდვილად მიზეზი გაჩნდა , მაგრამ ჩასვლა აღარ მინდოდა , თუმცა უნდა ამომეტანა , ჩავირბინე კიიბები , კარები გავაღე და ჰოპ დუდა თინის პირსახოცით . - მემგონი ამას ეძებ ხო ? - შენ აქ რა გინდა ? - გდარაჯობ - მე ? რატომ ? - კაი ვიხუმრე მართლა კი არ გდარაჯობ )) სიგარეტზე გამოვედი ამოგხედეთ დავინახე , რომ ჩამოგივარდა და მოგაწოდე რა .. - სიგარეტიანი სილუეტი შენ იყავი - მეგონა მაგიტომ ჩამოაგდე რომ მიცანი , ჩამოსასვლელი მიზეზი , რომ გქონოდა - შენ სულ ესეთი ხარ ? - ესეთი როგორი ? - მეზღაპრე ცინიკოსი - წამო რა გავისერნოთ უცბად ძალიან დავიბენი , იმ მომენტში გამახსენდა ისიც , რომ მოკლე შორტებით მამაჩემის დიდი მაისურით და გაბურძგნული თმებით ვიდექი მის წინ .. - ეხლა ? მარტო მე და შენ ? არა თინის ვერ დავტოვებ თან ესეთ ფორმაში . გავახმოვანე ჩემი ფიქრები - რომ გითხრა თინი მარტო არ იქნება, წამოხვალ ? - არ ვიცი, კი ალბათ , მაგრამ რანაირად ? - მოიცა , ტელეფონი აიღო ვიღაცას მიწერა და გამომხედა მიდი აირბინე ‘’კუპალნიკი’’ ჩაიცვი და ჩამოდი .. ძალიან დაბნეული გავტრიალდი, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ,დაპროგრამებულივით ავიარე კიბებიი და თინი გამოცვლილ გაღიმებული დამხვდა . - თინი სად მიდიხარ ? - მე არსად ნანუნი - აბა რატომ გამოიცვალე - შენ მიდიხარ და მე და ნიკუშა ერთად დაგელოდებით მარტო , რომ არ დამტოვო - დუდას ოინებია ? - მემგონი ორივესი , მაგრა, მე ძალიან მომწონს ეს ოინები (კისკისებდა ეშაკურად) ავედი საძინებელში მართლა საცურაო კოსწიუმი ჩავიცვი ,თან ვფიქრობდი იქნებ მეხუმრა , ვაიმე რას ვაკეთებ ღმერთო .. ისევ შორტები , მაგრამ ამჯერად ჩემი მაისურით და სანდლბით ჩავედი , ნიკუშა უკვე მოსულიყო და სიმღერას არჩევდა , გავუღიმე თინის ვაკოცე, ჭკვიანად იყავი მეთქი გავაფრთხილე მშობელივით და გარეთ გავედი. - რა მალე ჩამოხვედი ? - შემოსულიყავი ნიკუშა რომ მოვიდა - არ შემომიპატიჟე და - აუ მაპატიე გთხოვ მართლა ვერ მივხვდი - არაუშავსო გამაჩერა , შენ არაფერ შუაში ხარ მე ვლაპარაკობდი ტელეფონზე და შენ ისე მალე გამოხვედი შემოსვლა ვერ მოვასწარი .. - დუდა სად მივდივართ ? - კუპალნიკი ჩაიცვი ? - აჰამ - რაღაცნაირად დავიმორცხვესავით - ხოდა გავისეირნოთ სანაპიროზე - ცურვა იცი ? - არა - აბა ჩემს იმედზე აპირებ ღამე ცურვას ? - შენ იცი ? - კი ამბობენ კარგადო - ხოდა შენ გადამარჩენ თან წვიმა იწყება , შეიძლება ტალღებიც იყოს - მემგონი ვისეირნოთ სჯობს - ნუ გაურბიხარ მაინც ვიცურავებთ - დუდა ნასვამი ხარ - არაუშავს შენც ნასვამი ხარ - მერე მითუმეტეს არ შეიძლება - ნანო ძალიან განსხვავებული ხარ იცი ? - შენთვის განსხვავებული როგორია ? - არავის არ გავხარ , აქამდე ნანახს - საინტერესო შეფასებაა - გამეღიმა - იცი დაჟე იმასაც ვიაზრებ , რომ თუ ქალი იმიტომ მომეწონა რომ განსხვავებულია და სხვებს არ ჰგავს , მაშინ ისიც უნდა ვიცოდე , რომ მას , როგორც სხვებს ისე ვერ მოვექცევი .. - დუდა ეგ შენი სიტყვები , რომ არ არის? გამეცინა და შევხედე თვალებში , მომღიმარს , ჩემიანს და დავდუმდი.. - ხო დოჩანაშვილს მოვპარე შენზე წერდა )) ეგოისტურად მესიამოვნა დუდას სიტყვები და თვალბში დანახული სიმართლე , იმ წამს მეგონა , ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა და ამ საოცარი თვალებით მიყურებდა .. - ყველაზე ძალიან რისი გჯერა დუდა ? - არ ვიცი, ალბათ დედის .. შენ ? - ღმერთის გამოგზავნილი სასწაულების - მეგონა სიყვარულს იტყოდი - სიყვარული ღემრთისგან არ მოდის დუდა ? - მემგონი შენ უფრო მათრობ ეხლა ვიდრე სასმელმა დამათრო უცბად შემომხვია ხელი და მაგრად ჩამეხუტა , მეც ინსტიქტურად ჩავეხუტე , ესე მივედით ნაპირამდე , თავის თეთრი მარლის პერანგი , საათი და ტელეფონი მომაწოდა , გაიხადა და წყალში ჩავიდა , თან გამომხედა შენც მოდიო .. არ ვიცი რა მემართებოდა , ჩემი მაისური გავიხადე დავაფინე , მისი ნივთები დავაწყვე და ჩავედი . - დუდა მატყუარაც ხარ ? გაოგნებულმა გამომხედა - მე? რატო ? - აბა ცურვა არ ვიციო - და შენც გეგონა ამ წარმოსადეგ , მხარბეჭიან ბიჭს ცურვა არ შემეძლო ? - ეს შეგეძლოა ? მემგონი წყალბურთელი ხარ - კი დავდიოდი )) მომიახლოვდა და სახეზე მომეფერა .. - გყვარებია ნანო ? - სიყვარული მიყვარს უობიექტოდ , პატარა რომ ვიყავი მეგონა , რომ მიყვარდა თუმცა ბავშვური ეიფორია იყო და გაიარა .. სიყვარული კი ერთხელ მოდის და არასდროს მიდის .. - არც მე არ მყვარებია არასდროს და არც ვიცი რანაირი განცდაა , თუმცა , - (რაღაცის თქმა დააპირა , მაგრამ არ თქვა ..) კაი არაფერი წამოდი ვიცურაოთ .. მეც არ ჩავეძიე, თითქოს უსიამოვნო ინფორმაციისთვის მზად არ ვიყავი და ვგრძობდი, რომ არ მომეწონებოდა რის თქმასაც აპირებდა.. დიდხანს არ გვიცურავია მალევე ამოვედით და დავსხედით , დუდამ სიგარეტს მოუკიდა მე თინის მივწერე , ხომ კარგად ხარ, ხომ არ მოვიდე თქო , არაო ხო არ გაგიჟი აქ არ დაგინახოო .. გამეცინა დუდასაც არ გამოპარვია და ვინ მოგწერაო მკითხა ? - თინიმ - რაო დღეს ნუ მოხვალო? - დაახლოებით - ხოდა არ მივიდეთ - კაი რა მცივა, უნდა გამოვიცვალო - დღე თუ ღამე ? გადაუხვია თემას დუდამ - ღამე - რატო ღამე ? - კარგად ვუგებთ ერთმანეთს , ვმეგობრობთ კიდეც , ძალიან ჩემიანია .. - დღესთან ვერ მეგობრობ ? - დღე სხვა განზომილებაა , ნაკლები ფიქრის და ბევრი მოქმედებისთვისაა , არ უყვარს სიმყუდროვე და სიჩუმე , პრინციპში ვუგებ , მაგრამ არა ისე , როგორც ღამეს )) - ყველაფერზე ესეთი პასუხები , შენეული თეორიები და მიდგომები გაქ ? - თითქმის.. შენ რომელთან ხარ ურთიერთობაში ? - გამეცინა ჩემ თავზე ალბათ გიჟი ვგონივარ თქო.. - მუღამს ორივეს ვუჭერ მარა , ღამე მეც უფრო მევასება , იცი რატო ? - ვიცი ალბათ , იმის გაკეთების საშუალებას გაძლევს რასაც დღე ვერ გააკეთებ .. - ზუსტად, ეხლაც მომცა საშუალება შენ რომ აქ ხარ .. - დუდა ოცნებობ ხოლმე ? - არა საშინელი რეალისტი ვარ ..შენ ბევრი ოცნება გაქვს ? - ნწ არა , უფრო რეალისტი მეოცნებე ვარ , იმას წარმოვიდგენ რაც რეალურია და შეიძლება მოხდეს, ჩემი თეორიაც მაქ : - მიზანი , სურვილი და მომდომება .. თუ გაქვს მიზანი და სურვილი , რომ ამ მიზნამდე მიხვიდე , მოინდომებ და აუცილებლად მიხვალ .. არ არსებობს მიუხწეველი და გამოუსვლელი ამ ცხოვრებაში ყველაფერი ახდენადი და მიხწევადია .. - უკვე ვგიჟდები შენს თეორიებზე .. ხელი მომხვია , გათენებამდე ვსეირნობდით , ვილაპარაკეთ უამრავ საინტერესო და უინტერესო თემაზე , გავცვალეთ მოსაზრებები, ვიკამათეთ კიდეც სპორტზე )) , თუმცა ძირითადად ჩვენი აზრები ემთხვეოდა .. სახლამდე მიმაცილა , ამჯერად შევიპატიჟე დავხედოთ იმათაც თქო , შემოვიდა , ავედით და კადრი დაგხვდა შესანახი , ისეთი იყო , აუცილებლად საჭიროებდა გადაღებას და დამახსოვრებას .. თინი და ნიკუშა ისე იყვნენ ერთმანეთთან , თითქოს ვინმე ართმევდათ ერთმანეთს , ორივემ გადავუღეთ და ბევრი ვიცინეთ , ძალიან საყვარლად იყვნენ .. - დუდა დაელოდე ნიკუშას გაიღვიძოს და ერთად წადით - არც ვაპირებდი წასვლას , მეც მინდა ესე ძილი , ეშმაკურად უციმციმებდა სახე - მე უნდა გადავივლო ‘შენ მიუწექი და დაიძინე .. - ბოროტი გოგო ხარ ნანონო მალევე გაიღვიძეს ჩვენ სიცილზე გვრიტებმა , ყავაც დავლიეთ , ცოტა ვისაუბრეთ და მერე გავაცილეთ .. შემობრუნებული არ ვიყავი თინიმ რომ დაიწო : - ნანო მემგონი მიყვარს , ზუსტად ისეთია , აი ზუსტად , მემგონი მძინავს და მესიზმრება ან ზღაპარში ვარ და ჯერ არ ვიცი .. - თინი მემგონი გაბრუებული ხარ რეალობით , მიდი მომიყევი ,ვკვდები ინტერესით - აუუუუ ნანოუუ მე ის ვიპოვე ,ის არის ჩემი მეორე მე , ჩემნაირია , შეხედულებებიც ერთნაირი გვაქვს , დაჟე ჭამითაც ჩემნაირი უაზრო მჭამელია .. რომ წახვედით მეთქი რატომ მოხვედი თქო და არ მინდოდა ჩემზე ნაწყენი ყოფილიყავიო , რომ მომწერე გამოისყიდეო ,ამ დროს დუდამ მომწერა გამოდიო , შანსი მომეცა შენი შემორიგებისო და მეც მოვედიო .. გოგო ორი და ყოლია , ეკონომისტია , ყაზბეგზე ცხოვრობს , მამა ინჟინერია , დედა პედიატრი , ფეხბურთზე დადიოდა მერე აილეწა და ვეღარ გააგრძელა , რავიცი კიდე რა გითხრა , უი მთავარი დამავიწყდა მაკოცა და ჩახუტებულებმა ვუყურეთ ფილმს , მეთვითონ არ მჯერა ნანოოო ..სახეზე ხელები აიფარა თინიმ - ჩემო თინანიკო შენზე მეტად ამ მოზღვავებულ ენდორფინებს არავინ არ იმსახურებს .. უზომოდ ბედნიერი ვიყავი თინანოს , რომ ვუსმენდი , ესეთი აღტაცებული , ეიფორიაში არასდროს არ მყავდა ნანახი , იმის მიუხედავად , რომ მთელი ცხოვრეებაა ვიცნობ .. მის მონაყოლში ისიც გავიაზრე , - რომ მე და დუდას მსგავს რაღაცეებზე საერთოდ არ გვილაპარაკია , ისიც კი არ ვიცოდი რა პროფესიის იყო ან სად ცხოვრობდა , ჩემ თავზე ძალიან მეცინებოდა ... თინის ჩვენი თავგადასავალიც მოვუყევი და მალევე მთელი დღის ძილში დაკარგვის პერსპექტივით მივწექით)))) დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარეთ ზღვაზე , ეს ალბათ ცხოვრების ის ერთერთი მონაკვეთია , რომელიც მეხსიერების ზედაპირზე სამუდამოდ დარჩება .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.