ყორანი ( სრულად)
ყორანი 1 მაგისტრატურას რომ ამთავრებდა, ანანოს თავი ძალიან სერიოზულ გოგოდ მიაჩნდა. ისედაც ვერავინ იტყოდა მასზე მხიარულების ცეცხლი და ნაპერწკალიაო. სკოლაში სანიმუშო მოსწავლე და მასწავლებლების რჩეული იყო. რაც თავისთავად განაპირობებდა იმას რომ კლასში , მოსწავლეებს შორის რეიტინგით სადღაც ბოლო ადგილზე იდგა. ამაზე არ ნაღვლობდა , ნაღვლობდა კი არა, მგონი არც იცოდა. ბავშვები ხელს დაავლებდნენ და"შატალოზე" ძალით მიარბენინებდნენ. ანანოს კი გული სწყდებოდა. კარგად ნასწავლ გაკვეთილში მიუღებელი ათიანის გამო. გართობაც უცნაური იცოდა.წიგნების სამყაროში ჩაფლული თითქმის კარგავდა რეალობის გრძნობას. ჭეშმარიტად მეოცნებე და გულში ფარულად მეამბოხე იყო. ხან მისტერ დარსიზე იყო შეყვარებული, ხან მისტერ რედკლიფზე, მისტერ რედთანაც კი ჰქონდა ფლირტი. ტიტულოვნებსაც გადასწვდა ცოტა მოგვიანებით ; გრაფი მონტე -კრისტო, მარკიზი დე'პეირაკი და ალბათ არ გაოცდებით თუ გეტყვით, რომ ხშირად გრაფი დრაკულაც კი ესიზმრებოდა სწავლისგან გადაღლილს. ასეთი ცხოვრება სხვებისთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი, მას სრულიად ჰყოფნიდა . სოფლიდან ქალაქში ჩამოსულს ნაქირავებ ოთახნახევრიან ბინაში სივრცე და ბუნება ენაკლისებოდა და ამ დანაკლისს სახლის ლამაზი მცენარეებით ივსებდა. პატარა აივანზე, სამზარეულოში, საძინებელში, მისაღებში ყველგან სადაც კი ქოთანი დაიდებოდა თუ დაიკიდებოდა მცენარეები ეწყო. ყვავილები მარტოსულობისას ეხმარებოდნენ. ოცნებებშიც ხელს უწყობდნენ. ოცნებით კი არც კარიერაზე ოცნებობდა, არც მყუდრო ოჯახზე, არც სიმდიდრეზე. მაჩუ- პიქჩუზე ოცნებობდა ანანო. მისაღებში დიდი პოსტერი ჰქონდა გაკრული ინკების ამ უძველესი ქალაქის და ელოდა დღეს, როცა ოცნებას აიხდენდა და მისი მწვერვალიდან გადმოხედავდა ქვეყნიერებას. ამისთვის კი ბევრი უნდა ემუშავა. საკმაოდ ბევრი. რეზიუმეს ზედიზედ გზავნიდა სხვადასხვა ფირმებში და პასუხებს ყოველ საღამოს გულმოდგინედ ამოწმებდა. იყო კიდევ ერთი გატაცება ანანოს ცხოვრებაში. ეს იყო უცხო ენების სიყვარული. გატაცებით სწავლობდა ჯერ ინგლისურს და რუსულს. შემდეგ იტალიურს და სასაუბროდ სამყოფი რუმინულიც კი ისწავლა , მაშინ, როცა დრაკულამ დააინტერესა. ერთ დღესაც სწორედ იმ ფირმამ შესთავაზა სამსახური ასე ძალიან რომ მოსწონდა. მიიწვიეს თარჯიმნის პოზიციაზე და საცდელი ვადა დაუნიშნეს. ორშაბათს დაიბარეს რათა კადრების განყოფილებაში მისულიყო და საბუთები მოეწესრიგებინა. დილით უთენია წამოხტა. ეიფორია და სიხარული უვსებდა გულს. სადა ლამაზი ცისფერი კაბა ჩაიცვა. გაგონილი ჰქონდა , ეს ფერი ხალხს შენდამი ნდობით განაწყობსო. თმა ხან კოსად აიწია, ხან ჩამოიწნა, რომ ვერანაირად მოიხდინა უბრალოდ გაიშალა. სარკის წინ დატრიალდა და კმაყოფილება იგრძნო. -ნემუსი!-აბა წარმატებები მისურვე-მიმართა თავის მსუქანა , ზანტ და ნებიერ ფისუნას. ხოო დამავიწყდა მეთქვა, ნემუსი სოფლიდან ჩამოიყვანა. რადგან , როცა ანანო სასწავლებლად ქალაქში წამოვიდა, მისმა მეგობარმა ძლიერ იდარდა . ჭამაც კი შეწყვიტა და სულ ჩამოხმა. დედამ დაურეკა წაიყვანე , თორემ შენზე დარდი მოინელებსო. იმავე დღეს ჩავიდა ანანო და ერთგული არსება თავისთან წამოიყვანა. მას მერე ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთზე ზრუნავენ. ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოხტა. და იქვე მდგარ მაღალსართულიან შენობას შემფასებლურად ახედა. მერე გაიცინა და შენობას მიესალმა; -გამარჯობა!მე მოვედი! -ლამის ცეკვა ცეკვით შევიდა ფოიეში. საშვი აიღო და ლიფტთან შეჩერდა.ორი ლიფტი იყო გვერდიგვერდ. და გააოცა იმან რომ ყველა ვინც ლიფტს ელოდა მარჯვენა ლიფტის წინ იდგა. ათი კაცი მაინც იცდიდა. მხრები აიჩეჩა და მარცხენა ლიფტთან გადადგა. კარი გაიღო და შიგნით შევიდა. ის ის იყო კარი იხურებოდა, რომ ვიღაცამ ხელით გააჩერა და შემოვიდა. ანანომ გაიღიმა და მისალმებას აპირებდა , როცა უცნობმა მკვეთრად შეაქცია ზურგი, თითქოს გოგონა იქ სულ არ მდგარიყო. რასაც ვერ იტანდა და რაზეც მყისიერი რეაქცია ჰქონდა ანანოს უხეშობა და უზრდელობა იყო. ზურგიდან შეათვალიერა სულ შავებში გამოწყობილი უცნობი. მაღალი ,ერთი შეხედვით გამხდარი, მაგრამ ძლიერი აღნაგობის მამაკაცი. შავი თვალებზე ჩამოფხატული თმით. ოდნავ წინ გადაიხარა, რომ სახეზე დაენახა. უცნობმა მისი ინტერესი შეამჩნია და ოდნავ მოხედა. ნაცრისფერი თვალები ჰქონდა მკაცრი და ცივი. ტუჩის კუთხე ოდნავ ზიზღით და დამცინავად აეწია. ალბათ ქალებისგან მსგავს ინტერესს მიჩვეული იყო და თავიც კი ჰქონდა მობეზრებული. -ყორანი!-ჩაიბუტბუტა ანანომ და ერთი სიტყვით შეაფასა უცნობი. მან თითქოს გაიგონა ანანოს ფიქრივით უხმო ჩურჩული. ცალი წარბი ასწია, თავი ოდნავ მარცხნივ დახარა და თვალებში წამიერი ინტერესი გაუკრთა. ანანო პირველი გავიდა ლიფტიდან და შავოსანი უცნობი გასვლისთანავე გადაავიწყდა. ის უკვე ოფისში იყო და აქ ახალი თავგადასავალი იწყებოდა. -მშენიერია!-შეაფასა ანანომ საკუთარი შთაბეჭდილება კარგი წინათგრძნობით ავსილმა და ოფისში შეაბიჯა. ყორანი 2 ოფისი მხიარულ და ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ცნობილია ადამიანის სამუშაო განწყობას სინათლე და ბედნიერების შეგრძნება ერთიორად რომ ზრდის. ანანოს ოფისის მენეჯერი შემოეგება, მხიარული და კეთილმოსურნე ახალგაზრდა. - გამარჯობა. ანანო ხომ? ჩვენი ახალი თარჯიმანი?-როგორც სჩანს მას უკვე ელოდნენ.- მე გიორგი ვარ. თუ რამეში დახმარება დაგჭირდეს ან კითხვები გქონდეს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომმართოთ.- გულთბილმა შეხვედრამ ანანოც დადებითად განაწყო და გიირგის გამოწვდილი ხელი ჩამოართვა. - ეს თქვენი მაგიდა იქნება.შეგიძლიათ სურვილის შესაბამისად გაალამაზოთ!- ანანომ მაგიდას გადახედა . ფანჯარასთან კუთხეში მიდგმული მაგიდა მყუდროდ გამოიყურებოდა. გიორგის მადლობა მოუხადა და მაგიდას მიუჯდა. პირველ დღეს სამუშაო არაფერი ჰქონდა. ოფისის განაწესს გადახედა. თანამშრომლებს გაეცნო. სულ ახალგაზრდა და სასიამოვნო ხალხი შეკრებილიყო ამ ოფისში და მშვიდი განწყობაც იგრძნობოდა. შესვენებაზე ორი გოგონა მიუახლოვდა მის მაგიდას. - გამარჯობა ჩვენ შენს გასაცნობად მოვედით. მე თიაკო ვარ , ეს კი ლიაკოა.- გარითმული სახელების წარმოთქმისას თავადაც გეაცინა და ანანოც გააღიმა . მართლაც მშვენიერი გოგონები სჩანდნენ . მთელი საუბრის მანძილზე ავად არავინ გაუჭორიათ. ამას კი ძალიან აფასებდა ანანო ადამიანში. მიაჩნდა თუ ადამიანი ვინმეს მასთან ბოროტად მოიხსენიებდა , მის არ ყოფნაში მასაც ასევე მოექცეოდა. შესვენებამ მხიარულად გაიარა. გოგონები ლიფტთან მივიდნენ რათა ოფისში დაბრუნებულიყვნენ. ანანო ცარიელი ლიფტისკენ გაემართა. მაგრამ გოგონებმა შეაჩერეს. -რატომ? ამას ტაბუ ადევს? დილითაც შევამჩნიე ამით რომ არავინ იმგზავრა.- გაკვირვებით ჰკითხა ანანომ გოგოებს. - ოოო შენ ახალი ხარ და არ იცი. ეგ პირქუშის ლიფტია-თან სერიოზულად და თან სიცილით ამცნეს გოგოებმა. პირქუში რატოაო - უნდოდა ეკითხა მაგრამ დილანდელი სცენა გაახსენდა და კითხვა შეცვალა.მიხვდა ვისაც გულისხმობდნენ. - და პირქუში ვინაა? - სუუულ მთლააად უფროსი!- გაწელვით აუხსნა თიაკომ და საჩვენებელი თითით ზემოთ მიანიშნა. ალბათ მისი სტატუსის თუ სამუშაო კაბინეტის ხაზგასასმელად. ანანომ მხრები აიჩეჩა და გოგონებთან ერთად შევიდა ხალხმრავალ ლიფტში. სამუშაო დღის დასასრულს. დაღლილმა, მაგრამ მაგრამ სასიამოვნო განწყობით დატოვა ოფისი. მაღალ კიბეებზე კაბის ფრიალით ჩამოირბინა. გვერდით რომ ჩაუქროლა უჩვეულო სუსხი იგრძნო. არ დაუნახავს უფრო იგრძნო დილანდელი აურა. კიბეები გაუჩერებლად ჩაირბინა და ავტობუსის გაჩერებაზე მივიდა. მოიხედა. რადგან არც თუ ისე მაღალი იყო ფეხისწვერებზე აიწია და ხალხის მხრებს მიღმა ოფისის შენობისკენ გაიხედა. დაინახა "ყორანი" შავი სპორტული მანქანის კარებთან იდგა და გაღებას აპირებდა. მასზე დაკვირვებით გართული ანანო თვალს არ აშორებდა, რომ უცებ ყორანმა მოიხედა. ანანოს მოეჩვენა, რომ ამდენ ხალხში სწორედ მას შეხედა და ავად ჩაეცინა. უეცარი ელდისგან შემცბარი გოგონა ადგილზე შეხტა და უკან მდგომს კაცს შეასკდა. -ფრთხილად გოგონა!- გაბრაზებიდ ჩაიბურტყუნა კაცმა. -ბოდიში! შემთხვევით მომივიდა.- მოიბოდიშა ანანომ. მერე ისევ ყორანს გახედა, მაგრამ შავი მანქანა უკვე სწრაფად მიქროდა ქალაქის ქუჩებში. სახლში მივიდა , ნემუსის საჭმელი დაუყარა. წყალი გადაივლო. ჩაი და კარაქიანი პური მოიმზადა . აივანზე გავიდა და ნაჭრის სკამში ფეხებაკეცილი ჩაჯდა. მთელ დღეს აანალიზებდა გონებაში. ახალ ემოციებს გონებაში ადგილს უჩენდა. უცებ " ყორნის" მზერა გაახსენდა .ცოტახანს იფიქრა და დაასკვნა , რომ მოელანდა. ადამიანები ხომ აუხსნელ მოვლენებს ასე სწრაფად აკუთვნებენ შემთხვევითობას და გულს და გონებას ამით იმშვიდებენ. იმ ღამეს პირველად ესიზმრა ყორანი. იცოდა ჩიტი იყო, მაგრამ მაინც ადამიანი, მასთან ერთად მიფრინავდა რაღაც უსაშველო სიმაღლიდან. მაგრამ არ ეშინოდა. უსაზღვრო თავისუფლების და სიმსუბუქის შეგრძნება ჰქონდა ამ უსასრულო ქროლვისას... .... რომ გაიღვიძა საათს შეხედა უკვე აგვიანდებოდა. - ღმერთო ჩემო რა უპასუხისმგებლობაა მეორე დღესვე დაგვიანება?!- ბრაზობდა საკუთარ თავზე. გიჟივით გადაიცვა ყვითელი სარაფანა ხელში პირველი რაც მოხვდა. თმა გადაივარცხნა და ხის თმისსამაგრით აიკოსა. ჩანთა მოიგდო მხარზე და მშიერი გავარდა. უცებ რაღაც გაახსენდა უკან სახლში შემოვარდა, კატას საჭმელი დაუყარა. მერე გაოცებული სახე მოუჭმუჭნა და სახლიდან გაიქცა. ავტობუსს წამით მიასწრო ავიდა ადგილზე დაჯდა და ამოისუნთქა. მერე ყურსასმენები ამოიღო და საყვარელი ფლეილისტი ჩართო. ასეთი ჩვევა ჰქონდა დღეს მუსიკით იწყებდა. თითქოს მთელი დღის განწყობას იქმნიდა ასე. ასე მუსიკის მოსმენით შევიდა შენობაში. დაუფიქრებლად შევიდა ლიფტშიც , ღილაკს დააწვა და კედელს მიეყრდნო. წამით თვალები დახუჭა და იმ ღამინდელი სიზმარი გაახსენდა უსასრულო ქროლვა ... "შორს სადღაც შორს მიფრინავენ წუთები და მიაქვთ წლები, ვერ გიპოვნე გზებს არ მკარნახობენ შენი პლანეტები..." ( მიკი მო- შორს სადღაც შორს) წაიღიღინა სიმღერის ტექსტი და უცებ იგრძნო , რომ მარტო არ იყო. თვალები გაახილა და გაოცებისგან კედელს აეკრო. "ყორანი "ადგა თავს. მასთან სულ ახლოს , მისკენ დახრილიყო თითქოს ცდილობდა ყურსასმენებში აჟღერებული სიმღერა გაეგონა. პირდაპირ თვალებში უყურებდა ანანოს და ყურადღებით აკვირდებოდა. სიცივე ფეხის თითებში შეუძვრა გოგონას და მუხლების გავლით გულისკენ დაიძრა. იყო მის თვალებში რაღაც საშიში და სახიფათო. ანანომ ხელი გულზე დაიდო. მცირე ნაბიჯით მისგან კარისკენ გაიწია. " ყორანიც "თითქოს მის მოძრაობას მიჰყვა. ამ მომენტში ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო. ანანო კი არ გამოვიდა ლიფტიდან ტყვიასავით გამოვარდა. სიცივისა და დაძაბულობის გრძნობა მაშინვე მოეხსნა, როგორც კი ლიფტის კარი დაიხურა. ხელით იქვე მგდარ მაგიდას დაეყრდნო და მიმოიხედა. - აჰაა პირქუში გაგიცვნია!- მხიარული სიცილით მიუახლოვდა ლიაკო. მისმა განწყობამ ანანოც მოადუნა. გაეცინა. - ახლა კი გასაგებია რატომ პირქუში!-თქვა სიცილით. სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა და ჩამოჯდა. დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ მისი ემოცია გადამეტებული და უხეში იყო. საკუთარ თავს დაპირდა შემდეგი შეხვედრისას მისთვის ბოდიში მოეხადა საკუთარი უხეშობისთვის. ყორანი 3 სამუშაო დღის დასასრულს გოგოები ანანოსთან მივიდნენ. -ანოო, დღეს ბარში ვაპირებთ წასვლას. ცოტას დავლევთ, ცოტას ვიჭორავებთ, ვიცეკვებთ.წამოდი რა!-ანანო არ იყო ხალხმრავლობის და ხმაურის მოყვარული. არც ბარი და სასმელი ხიბლავდა, მაგრამ არ სურდა ახალშეძენილი მეგობრების წყენინება და ამიტომ დათანხმდა. თუმცა ის ფრიალა მზესავით ყვითელი სარაფანა, რომელიც ეცვა , სულ არ შეესაბამებოდა ბარს . გოგონები სიცილით გამოვიდნენ ოფისიდან.კიბეები ჩაირბინეს. ტაქსი გააჩერეს და იმ ბარში წავიდნენ, რომელიც ამ ბოლო დროს პოპულარობით სარგებლობდა. შესვლისთანავე არ ესიამოვნა ანანოს ხმაურიანი მუსიკა და სახე შეეჭმუხნა. თუმცა თქმით არაფერი უთქვამს იცოდა იმ ღამეს თავის ტკივილის ატანა მოუწევდა. გოგოები ბარისკენ წავიდნენ და ანანოც მათ მიჰყვა. სასმელი შეუკვეთეს , მხიარულ განწყობაზე იყვნენ. - წამო ვიცეკვოთ!-შესთავაზა გოგოებს თიაკომ რამდენიმე ჭიქის შემდეგ. - არაა ამ გაოფლილ ბრბოში შეძრომას კაციშვილი ვერ მაიძულებს!-თავი უარის ნიშნად გააქნია ანანომ და გაიცინა. -კარგი, როგორც გინდააა!- დასთანხმდნენ გოგოები ადგნენ და მოცეკვავეებს შეუერთდნენ დარბაზში. ანანომ დაინახა, როგორ განათდა თიაკოს მობილურის ეკრანი. დახედა და ვიღაც ლუკა რეკავდა. თიაკოს გახედა. ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა. ფეხზე წამოდგა რომ მეგობრისთვის ეთქვა გირეკავენო . დარბაზის ნისლისა და ფერადი შუქების მიღმა მაღალ იარუსზე "ყორანს" მოკრა თვალი. თითქოს მუსიკა დადუმდა , თითქოს მხოლოდ ის იყო დარბაზში. რაღაც მისტიური და უცნაური გრძნობა დაეუფლა. "ყორანი" წითელ სავარძელში იჯდა , ხელები გულზე დაეკრიფა და მას უყურებდა. არა არ ეჩვენებოდა ანანოს, სწორედ მას უყურებდა და თვალებში ცეცხლის ალი უელავდა. დიდხანს იდგებოდა კიდე ასე გაშეშებული და გაბრუებული, რომ არა თიაკოს ხმა - რას უყურებ ასე ინტერესით?- ანანო გამოფხიზლდა, ბურანიდან გამოერკვა. გაახსენდა რაც უნდა ეთქვა მეგობრისთვის. - ვიღაც ლუკა გირეკავდა იცი?- ლუკას ხსენებაზე თიაკო შეცბა. ტელეფონი აიღო, აუცილებლად უნდა ვიპასუხოო უთხრა ანანოს და დარბაზიდან გავიდა. ანანომ კვლავ ზედა იარუსს ახედა. ის იქ აღარ იყო. დარბაზი ყურადღებით მოათვალიერა და იფიქრა , სასმელის ბრალიაო. - მგონი ზედმეტი მოგივიდა!-შეუძახა თავს. ლიაკო მონახა, რომელიც უცნობ ბიჭთან ბედნიერი სახით ცეკვავდა და უთხრა. - ლია უნდა წავიდე, თავი საშინლად მტკივა!- მეგობარმა უხალისოდ დაუქნია თავი. თავადაც დაემშვიდობა უცნობ ბიჭს და ჩანთა აიღო.მეგობარს გამოყვა. -თიაკო სადღაა?- მოინაკლისა მეგობარი. ანანომ მიმოიხედა. - ვიღაც ლუკამ დაურეკა და გავიდა! გარეთ გავიდეთ იქ იქნება. - ლუკამ? - შეშფოთდა ლიაკო. - ხო რა იყო რო?- არ გამოპარვია მისი შემკრთალი თვალები ანანოს. - ეს ლუკა ერთი ნაძირალა და მოძალადე ბიჭია. ადრე ხვდებოდნენ.მერე კი თიკო მიხვდა მის უაზრო ქცევებს და დაშორდა. მაგრამ ის პერიოდულად მაინც ურეკავს. ხან სად დახვდება, ხან სად. მოსვენებას არ აძლევს გოგოს. - მოკლედ აუხსნა ლიამ შეშფოთების მიზეზი. გოგოები გარეთ გამოვიდნენ, უცნაურად ბნელი შესასვლელი ჰქონდა ბარს. მიმოიხედეს. უცებ მანქანასთან შენიშნეს მოჩხუბარი წყვილი. ბიჭს მხარში ჩაევლო ხელი გოგოსთვის და ანჯღევდა. - თიაკო!- ყვირილით გაიქცნენ გოგოები მეგობრისკენ. - რას აკეთებ ლუკა გაუშვი ხელი თიას! - არ შეუშინდა ლიაკო აშკარად საშიში გარეგნობის დაკუნთულ ბიჭს. -ოხ შენც აქ ბრძანდები? აბა მარტო ხომ არ იქნებოდა ეს კახპა!-ამის თქმა იყო და ისეთი სილა გაარტყა საწყლ თიას , რომ მანქანას მიახალა. ანანოს სასმელი და სიბრაზე ერთად აუვარდა თავში. ყვირილით მივარდა. -რას აკეთებ შე მოძალადე , შე არაკაცო!- და შეეცადა თიაკო გაერიდებინა მისთვის. - ოხ ეს ახალია?- დაცინვით იკითხა ლუკამ. - შენც კარგი რამე ხარ!- დაამატა და ანანოს მაჯაში წაავლო ხელი. - ხელი გაუშვი!- გაისმა მკაცრი და მბრძანებლური ხმა. ოთხივემ უკან მოიხედა. ბარის კარებში " ყორანი" იდგა. თვალები ავად უელავდა. თუმცა ხმა მშვიდი და აუღელვებელი ჰქონდა. ლუკას უნდოდა უხეშად ეპასუხა მისთვის, მაგრამ თვალებში რომ შეხედა მოეჩვენა თითქოს რაღაც დემონი უყურებდა, მონუსხულივით გაუშვა ხელი ანანოს და უკან დაიხია. - წაეთრიე აქიდან!- ისევ მშვიდად თქვა " "ყორანმა". თითქოს მისი ბრძანება კანონი იყო ლუკასთვის მორჩილად ჩაჯდა მანქანაში და იქაურობას გაეცალა. გოგონები გაოცებულები იდგნენ. მხოლოდ ლოყაზე ხელმიფარებული თიაკო სლუკნებდა შიგადაშიგ. - თუ ნებას მომცემთ სახლამდე მიგაცილებთ!- მისი ზრდილობიანი თხოვნა ბრძანებას უფრო ჰგავდა. ხმაც ძველებურად ცივი ჰქონდა. მანქანისკენ წავიდა და გოგოები უსიტყვოდ გაჰყვნენ უკან. უკანა კარი გააღო და თიაკოს და ლიას ანიშნა ჩამსხდარიყვნენ ძალიანაც რომ სდომოდათ ამ საშიშ მბრაძანებლობის მოყვარე უფროსს უარს ვერაფრით ეტოდნენ. ამიტომ მაშინვე უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში. მან კი ანანოს წინა კარები გაუღო და დაელოდა. - იცით მირჩევნია თავად წავიდე.- ჩუმად ჩაილაპარაკა ანანომ და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. უცნაური გრძნობა ეუფლებოდა მის გვერდით. სიცივე და შიში იპყრობდა, თან მაინც სურვილი კლავდა მისი მოთხოვნა შეესრულებინა.ეს უკვირდა და მთელი ნებისყოფის მოკრებით ცდილობდა ამ გრძნობისთვის წინააღმდეგობა გაეწია. " ყორანი" მიუახლოვდა . - დაჯექი, - უთხრა მან და წამის შემდეგ რბილად დაამატა-გთხოვ! მისი თვალებისგან რომ დაეღწია თავი ანანო მანქანაში ჩაჯდა. შეამჩნია, როგორ ჩაეცინა ყორანს, როცა კარებს ხურავდა. პირველი გოგონები მიიყვანეს , ლიამ გადაწყვიტა იმ ღამეს მეგობარი მარტო არ დაეტოვა. ამიტომ თიასთან ერთად ჩამოვიდა და უფროსს გულითადი მადლობა გადაუხადა, მან მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი. მეგობრები ანანოს დაემშვიდობენ და სახლისკენ წავიდნენ. მათი ჩასვლის შემდეგ გაიაზრა ანანომ, რომ ამ ჯერაც უცნობ კაცთან, რომელიც ასე აფრთხობდა მარტო მოუწევდა დარჩენა, თუმდაც სულ ნახევარი საათით, მაგრამ ეს მაინც ძაბავდა და აფრთხობდა მას. როცა რომელიღაც გაჩერებას მიუახლოვდნენ ანანომ უფრო საკუთარ თავს უთხრა; -აქ ჩამოვალ, აქიდან მე თვითონ წავალ.-ყორანი ისე გაცდა გაჩერებას თითქოს არც გაუგონია, ის კი არადა სიჩქარეს მოუმატა. -მე ჩასვლა მინდა!-კიდევ უფრო გარკვევით თქვა ანანომ. -რატომ?-მოუბრუნდა ის და თვალებში შეხედა. თვალის მოშორებას არ აპირებდა . - გზა , გზას უყურეთ!-შეშინდა გოგონა. -ცოტა უცნაური კაბა ხომ არაა ღამის ბარისთვის-სულ სხვა კითხვა დასვა მან. ირონიულად გაიცინა და გზას გახედა. ანანოს თვალი სპიდომეტრისკენ გაექცა 180 - ს უჩვენებდა. სპრტული მანქანა კი არ მიდიოდა მიფრინავდა . თუმცა კაცს აღელვება არ ეტყობოდა მშვიდად მანევრირებდა მანქანებს შორის. ანანოს ხელები გაეყინა. სისწრაფის შიში ბავშვობიდან ჰქონდა . როცა ორგანიზმი ზედმეტ ადრენალინს გამოყოფდა მის სხეულს უკურეაქცია ეეყებოდა და უბრალოდ შიშისგან ითიშებოდა. ახლაც ასე მოხდა. მეტის ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ანანომ და გული შეუღონდა. ყორანს კი არაფერი გაუგია. მისთვის ასეთი ქროლვა ჩვეული ამბავი იყო. ეს იყო რაც ასე თუ ისე თავისი რეალური ბუნების გამოვლენაში ეხმარებოდა. როცა შეხედა მიხვდა ანანო ვეღარაფერს გაიგონებდა და აღსარებასავით თქვა: - ბარში მზესავით შემოანათე! ყველამ დაგინახა და შენი სურვილით აივსო მთელი დარბაზი. აქამდე სად იყავი? სად მემალებოდი? რამდენი საუკუნეა გელოდები. -მანქანა გზის პირას გააჩერა და გულწასულ ანანოს ყურადღებით დააკვირდა. ჩამოშლილი თმა თითით გადაუწია, მერე ყურიდან ყელზე ჩამოუსვა თითი, იგრძნო როგორ დაუარა სხეულში ჟრუანტელმა, გაიღიმა. - შენ თვითონ მიპოვნე! - თქვა კმაყოფილმა და მანქანა დაქოქა. ყორანი 4 იმ ღამესაც უცნაური სიზმარი ესიზმრა ანანოს: ყორანი მის გვერდით იდგა , ხელი ჰქონდა გამოწვდილი თითქოს წაყოლას სთხოვდა. მდინარის გადაღმა ანანოს დედა იყო და სევდიანი თვალებით უყურებდა მათ. ანანო დედისკენ შებრუნდა და მათ შორის ბავშვობაში ნასწავლი ლექსით საუბარი გაიმართა: -სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო, ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი გედი მღეროდაო ვაჰ, შენს დედასო!... შენც სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო, შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი კაბა წყალს მიჰქონდაი ვაჰ, შენს დედასაო შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო! (შ. ნიშნიანიძე) მდინარეზე კი ნისლი წვებოდა და დედაც ნელ- ნელა თვალს მიეფარა... ანანოს დაზაფრულს გამოეღვიძა , ხასიათწამხდარს. ხელი დაავლო ნემუსის და გულში ჩაიკრა. მისი სითბო და სიფაფუკე ეამა. - არ მომწონს ყორანი ნემუსა! მეშინია მისი!- ჩურჩულით უთხრა ფისოს. - მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო!- გადაწყვიტა და ცოტა დამშვიდდა. მერე იმაზე დაფიქრდა წინა საღამოს სახლში როგორ მივიდა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა . ყველაფერი ისევ სასმელს დააბრალა. -არასდროს გესმის ნემუსა , არასდროს დავლევ ამდენს!- დაპირდა კატას. დასვენების დღე ჰქონდა. ჯერ დედას დაურეკა და მთელი საათი ეჭორავა. თუმცა ნანახ სიზმარზე სიტყვაც არ დასცდენია. შემდეგ სახლს მიხედა, ყვავილები მორწყო, დანამა ფოთლები გაუპრიალა. უყვარდა სახლი სიმყუდროვით , მზით და სინათლით რომ იყო სავსე. ის ორი დღე გემრიელად დაისვენა, წიგნები იკითხა, მუსიკას უსმინა და ძალები აღიდგინა. ანანომ საღამოს ტელეფონი აიღო, აივნის კუთხეში დაკიდულ სკამ- საქანელაში ჩაჯდა და სოც. ქსელის ჩაჰყვა. უცებ პოეზიის რომელიღაც გვერდზე ხალხურ ლექსს მოჰკრა თვალი და ჩურჩულით ჩაიკითხა. "მითხარი შავო ყორანო ბედი როგორ მცდის ჩემიო? მითხარი რომ ავს ვერიდო , არსად დამიდოს ფეხიო. შავო ყორანო გაფრინდი უფალთან თხოვნა წაიღე. ვინც მიყვარს ის დაიფაროს, ავმა არ ავნოს რაიმე. შენ ყველა იცი ყორანო! შენი ბუმბული დამითმე. ვინატრო რამე სურვილი. დავწვა ბუმბული ამიხდეს. არ მითხრა შავმა ყორანმა, რაგვარად მცდიდა ბედიო, ომში საგმიროდ მიმავალს კლდეზედ დამიცდა ფეხიო. გადავემთხვიე ბეჩავი, სული ამომდის მშორდება. ტიალი შავი ყორანი ნეტამც ჩემ ცოდვით მოჰკვდება." ( არაა სინამდვილეში ხალხური, სახელდახელოდ მოვიგონე ????) წაიკითხა და დაფიქრდა. რა იყო ეს ყორანი? რატომ სთხოვდა მომავლის განჭვრეტას ლექსის ავტორი. ან რატომ დასწყევლა და სიკვდილი რატომ უსურვა. უცნაურია ხალხური პოეზიაო გაიფიქრა ანანომ და მობილური გადადო. შაბათ - კვირა გავიდა. ემოციები ჩაცხრა და ორშაბათს კი ანანო ისევ ის ანანო იყო, პოზიტიური , მიზანდასახული და კეთილი. გაღვიძებისთანავე ენერგიული მელოდია შეარჩია. ისაუზმა, ყავა ჭიქა-თერმოსში ჩაისხა. ნემუსის მიეფერა და სამსახურში წავიდა. ოფისში შევიდა და ლიფტებს რომ მიუახლოვდა ის დაინახა. შეცბა ნაბიჯი შეანელა. ისევ შავები ეცვა , თავდაჯერებული, მშვიდი და ცივი . მარტო იდგა და ელოდა. და ერთი შეხედვაც საკმარისი იყო მისი უცნაური სილამაზე რომ დაენახა შეცბუნებულ ანანოს. მისი ლიფტი მოვიდა კარი გაიღო , მაგრამ პირქუში მაშინვე არ შესულა. თითქოს რაღაცას ელოდა. ანანოს კარგად ახსოვდა მისთვის თავის არიდებს რომ დაჰპირდა ნემუსას და მიუხედავად იმისა, რომ კატა იყო, მისთვის მიცემული სიტყვის გატეხვას არ აპირებდა. უცებ ყორანმა მოიხედა და გოგოს პირდაპირ თვალებში შეხედა. ისეთი მზერა ჰქონდა , ანანოს სურვილმა მოუარა ისევ ეგრძნო მისი სიახლოვე. კიდეც გადადგა ერთი ნაბიჯი , მაგრამ სიჯიუტეს მოუხმო და აიძულა საკუთარი თავი ადგილზე გაჩერებულიყო. ყორანმა წარბი გაოცებით ასწია. თითქოს სხვა რამეს ელოდა ანანოსგან. შებრუნდა და ლიფტში შევიდა. ანანომ შვებით ამოისუნთქა. რაღაც საბუთები ჰქონდა სასწრაფოდ სათარგმნი და სმუშაოში ცხვირი რომ ჩაყო შესვენებაზე ლიაკომ სამნამ არ შეუძახა: -წამო ვისადილოთო.- იქიდან არ ამოუყვია. გოგონები სასადილოში ჩავიდნენ. -ვაა, დღე სასწულით გრძელდებაა!- ჩაიხითხითაა თიამ და გოგოებს თითით დარბაზის განაპირას მდგარ მაგიდაზე მიუთითა. -თავად პირქუში ბრძანდება აქ. ანანომ მის თითს თვალი გააყოლა და მათგან ოდნავ ზურგშექცევით მჯდარი უფროსი დაინახა. წინ თეფში ედო და ჩანგლით ციცქნიდა საჭმელს. ერთი ორ ლუკმას თუ ჩაიდებდა პირში და უგემურად ღეჭავდა. ეტყობოდა ხასიათზეც ვერ იყო. ან საერთო იყო კი ოდესმე ხასიათზე? - რატომ მეშინია შენი ყორანო!-მას მიმართა ფიქრებში. მან კი თითქოს მის პასუხად თავი ოდნავ მოაბრუნა. გოგონა შეკრთა. მაგრამ ისევ შემთხვევითობა იფარა ფარად. -მართლა რა ძალიან მაგონებს ამ ფრინველს. -თქვა უკვე ხმამაღლა. -რას? ვინ?- დაიტერესდნენ გოგოები. -ჩვენი უფროსი გოგოებო არ ფიქრობთ რომ რაღაცით ყორანს ჰგავს?- ჰკითხა გოგოებს. - რაა? -გაუკვირდათ მათ ერთხმად. -ჩაცმის სტილს თუ გულისხმობ თორემ რა ყორანი? საოცრებაა!სრულყოფილებაა-!თქვა თიაკომ . ყორანი თითქოს დაიძაბა ანანოს მოეჩვენა მათ საუბარს უსმენდა და რამდენადაც ეს მანძილის გამო შეუძლებელი იყო უბრალიდ მხრები აიჩეჩა. - გოგოებო აქამდე არ მიკითხია და რა ჰქვია სინამდვილეში?-თავით უფროსისკენ ანიშნა ანანომ მეგობრებს. -უტა ჰქვია.-უპასუხა ლიამ. - ასეთი პირქუში და უჟმური რომ არ იყოს საოცრება იქნებოდა პირდაპირ არა? აღიარება არ უნდოდა რატომღაც ანანოს , თორემ თავადაც ბევრჯერ გამოიჭირა მისით აღფრთოვანებული საკუთარი თავი . - მადლობა მინდა მოვუხადო.- თქვა მორცხვად თიაკომ-მაგრამ მეშინია მისვლა. -გეშინია?- ჯერ ირონიულად თქვა ანანომ და მერე საკუთარ ნათქვამხე დაფიქრდა. -მოდი ერთად მივიდეთ!- მონახა გამოსავალი. გახარებულმა თიამ თავი დაუქნია და ის ის იყო ფეხზე წამოდგნენ , რომ ყორანი უცებ ადგა და უკან მოუხედავად დასტოვა სასადილო. - უხეში!-თქვა გაწიწმატებით ანანომ.- გეგონება გაიგო არა?- შეეკითხა გოგონებს. - შეუძლებელია , რანაირად?-თავი უარის ნიშნად გააქნია ლიამ.-რატომ მგონია რომ არ მოგწონს ჰა?-დაინტერესდა როცა ანანოს გაბრაზება შეამჩნია. -მომწონს ? არ მომწონს? რა აზრი აქვს? მედიდურია , უხეში, მბრძანებლური. ნამდვილად არაა ოცნების კაცი არა?-ირონიულად ჰკითხა ანანომ გოგოებს. - სამაგიეროდ რა ლამაზია!-დანანებით გააქნია თავი თიამ. თითქოს ამ თვისებების გამო სწუნობდა მხოლოდ. დაღლილობისგან თავი სტკიოდა ანანოს. ერთი სული ჰქონდა სახლში როდის წავიდოდა, როცა მოულოდნელად გიორგიმ ამცნო : უფროსს შეხვედრა აქვს ფრანგ პარტნიორებთან და თარჯიმანს ითხოვსო. - რომელ უფროსს?- დაინტერესდა ანანო. - იმას!- საჩვენებელი თითი მაღლა აღმართა გიორგიმ. - აბა შენ იცი არ შეგეშინდეს!- გაეხუმრა ანანოს- პირველად მიდიხარ ხო მის კაბინეტში?- ანანომ თავი დაუქნია. - ჰოო კარგად იხალისებ მაშინ!-ნახევრად სერიოზულად და ნახევრად დამცინავად უთხრა გიორგიმ. მერე ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა მისტიურ ფილმებში შესაშინებლად რომ აკეთებენ და დაბოხებული ხმით დააყოლა : -უუუუუუუ! ანანოს გაეცინა და დავალების შესასრულებლად გაემართა. ყორნის ანუ უტას კაბინეტი სულ ბოლო სართულზე იყო. " როგორც მბრძანებელს შეეფერება!" გაიფიქრა ანანომ გულში დამცინავად. მდივანს ვინაობა მოახსენა და მოსაცდელში დაჯდა. ორ წამში დაუძახეს"შებრძანდით ბატონი უტა გიხმობთო." ანანომ უხალისოდ შეაღო კაბინეტის კარი , შეაბიჯა და გაოცებული გაჩერდა. კაბინეტი გემოვნებით იყო მოწყობილი მაგრამ უცნაურ საშიშ ელფერს ატარებდა. შავი კედლები და თეთრი ავეჯი ისეთ კონტრასტს ქმნიდა სახელსაც რომ ვერ უძებნიდა ანანო. მხოლოდ უტას სავარძელი იყო წითელი და დიდი, თითქოს მბრძანებლის ტახტის მოგაგონებდა. ანანომ კარი დახურა და ფრთხილი ნაბიჯებით შეაბიჯა ოთახის სიღრმეში. ერთადერთი ნათელი წერტილი სურათი იყო კედელზე დიდი ტოტებგაშლილი ხის ქვეშ გაქანებული საქანელა ეხატა, მასზე თეთრ კაბაში ჩაცმული გოგონა ზურგით იჯდა, ხელები გაეშალა თითქოს გაფრენას აპირებდა თავი უკან გადაეწია და მზის სხივებით განათებულს ქარი უფრიალებდა გაშლილ თმას. დეჟავუს გრძნობამ მოიცვა მთელი მისი არსება. მონუსხულივით მიუახლოვდა სურათს. და ქვემოდან ახედა. თითქოს ასეთი რამ ადრე უკვე ენახა.არა ენახა კი არა ეგრძნო. თითქოს თავად იყო იმ სურათში. უცებ შეცბა ხის ტოტზე, რომელზეც საქანელა ეკიდა დიდი შავი ფრინველი იჯდა და გოგონას უყურებდა. - ლამაზია არა?- თითქოს არსაიდან გაჩნდა უტა მის ზურგს უკან. ანანო მოულოდნელობისგან უცბად მობრუნდა და ზუსტად მის წინ აღმოჩნდა. ძალიან ახლოს ისე ახლოს რომ მის თვალებში საკუთარი ანარეკლი დაინახა. უცებ კიდევ უფრო გაოცდა. ის ცივი ნაცრისფერი თვალები ასე რომ აშინებდა გოგონას ოქროსფერი ცეცხლით უელავდა . " ყორანი!" ისევ გაიფიქრა ანანომ. ყორანი 5 -ლამაზი?-უკან დაიხია ანანომ და ისევ სურათისკენ შებრუნდა. -მშვენიერი!-დააზუსტა უტამ ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია. -მითხრეს ჩემთვის დავალება გაქვთ!-საუბრის თემა სწრაფად შეცვალა გოგონამ და დაბნეულობის დასაფარავად ისევ ოთახის თვალიერება დაიწყო." დრაკულას ბუნაგს გავს!" ტუჩებს ჩურჩულად დასცდა ფიქრი. უტას ჩაეცინა. -არადა მშიშარა გოგოს არ გავხარ! -რა? ბატონო? -გაოცდა მისი ნათქვამით ანანო და უტას გაკვირვებული მიაჩერდა. ვერ მიხვდა მისი ჩურჩული გაიგონა უტამ, თუ უბრალოდ მისი გარეგნობა შეაფასა. -შეხვედრა გადაიდო, მოულოდნელად!- თქვა ყორანმა და ანანოსა და კაბინეტის კარს შორის თითქოს შემთხვევით გაჩერდა. -აჰა , გასაგებია. მაშინ დაგემშვიდობებით. დღას სამუშაო დავასრულეთ!-უთხრა ანანომ და ასე ანიშნა, რომ წასვლა უნდოდა. -დავასრულეთ?- ჰკითხა დამცინავად უტამ და მიუახლოვდა , როგორც ნადირი ეპარება მსხვერპლს , ისე ნელა უახლოვდებოდა დამფრთხალ ანანოს, თითქოს ესმოდა , როგორ უჩქარდებოდა გოგოს შიშით გული და ეს სიამოვნებას ანიჭებდა. ისევ ნაცნობი სიცივის შეგრძნება დაეუფლა ანანოს, სწრაფად აუქცია გვერდი და კარისკენ გაემართა. -გითხარი, რომ წასვლა შეგიძლია!-უხეშად და მბრძალებლურად ნათქვამმა სიტყვამ კართან გააშეშა ანანო. სიბრაზე შემოაწვა, უნდოდა სახეში მიეხალა თავს ზედმეტის უფლებას აძლევო , მაგრამ დაფიქრდა და ვერაფერი იპოვა მთელ მათ უცნაურ საუბარში ისეთი, რაც მასზე გაბრაზების უფლებას აძლევდა. მიხვდა ეს ბრაზი მისი პირადი ანტიპატია იყო მხოლოდ, რასაც ვერაფერს უხერხებდა. ერთდროულად იზიდავდა და აშინებდა უტა და ორივე გრძნობა ნერვებს უშლიდა. ვერაფრით ხვდებოდა რა აკავშირებდა მასთან. ჰაერის დიდი ყლუპი გადაყლაპა, სახეზე ღიმილის ნიღაბი აიფარა და უკან მობრუნდა. -მაპატიეთ ბატონო უტა-მისი სახელი მკვეთრად თქვა, გულში კი გაიფიქრა: "ბატონო, შავო ყორანო!" -მეგონა თავისუფალი ვიყავი! უტა თავის უზარმაზარ სავარძელში დაბრუნდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და სევდიანი თვალებით შეხედა. ამ ემოციის დანახვამ კიდევ მეტად დააფრთხო ანანო. ერთი სული ჰქონდა კაბინეტის დაძაბული და ბნელი აურისთვის თავი დაეღწია. ცოტა ხანს უყურა უტამ. მერე თავი დაუქნია და ხელით კარისკენ მიანიშნა. სწრაფად გააღო კარი ანანომ სწრაფად გამოვიდა და მაგრად მიხურა. თითქოს ეშინოდა მისი გაშვება არ გადაეფიქრებინა ამ პირქუშ, უცნაურ კაცს. ოფისში დაბრუნდა, წყალი დაისხა და სულმოუთქმელად დაცალა. -აბა როგორ მოგეწონა მისი კაბინეტი?-მოცქრიალდენ გოგოები -კაბინეტი თუ დრაკულას აკლდამა?- ღიმილით სცადა მოღებული ემოციის აღწერა ანანომ. როცა სახლში დაბრუნდა დაღლილი იყო და ერთი სული ჰქონდა დაეძინა. თავი მოიწესრიგა , ფისოს საჭმელი აჭამა. აივანი გააღო , ნიავი შემოუშვა დახუთულ საძინებელში. თხელი საღამური გადაიცვა , თმა გაიშალა და დასაძინებლად დაწვა. ღამით ხმაურმა გააღვიძა, უცებ ვერც მიხვდა რა ხდებოდა. ნემუსის გაავებული ხმა ისმოდა აივნიდან. წამოხტა და გარეთ გავარდა. აივანზე მიმოიხედა. ფისოს კუთხეში მიემწყვდია ჩიტი და გაავებით უტევდა. გაფარჩხულ კლანჭიან თათს უღერებდა და ბრაზიანად სისინებდა. -დამშვიდდი ნემუსი . რა ამბავია აქ?-რომ ვერაფრით დაამშვიდა, გაანჩხლებული კატა ოთახში შეაგდო და კარი მოიხურა. ნემუსი კარის შუშას შიგნიდან მოეჭყლიტა და ახლა ოთახიდან აგრძელებდა ჩხუბს. -რამ გადარია ეს ოხერი მტრედი არ უნახია?-გაოცდა ანანო. -მოიცა ნუ გეშინია , არაფერს დაგიშავებ!-ახლა გულგახეთქილ ფრინველს მიუბრუნდა გოგონა. ხელში აიყვანა და ქუჩის განათების სინათლეზე შეათვალიერა. გაოცდა და ჩიტი სასწრაფოდ მაგიდაზე დასვა. -ყვავი?-აღმოხდა გაოცებულს. ფრინველი გაიფხორა და მაგიდაზე გაიარა. ფრთხილად მიუახლოვდა ანანო და მის წინ სკამზე ჩამოჯდა. უყურებდა და აზრებს ალაგებდა თავში. ცხადში ყორანი , სიზმრად ყორანი, ახლა ნამდვილი ყორანიც. რაღაც უცნაური ხდებოდა მაგრამ რა? თავი გააქნია თითქოს სულელური აზრები გამობერტყა თავიდან. -აბა ვნახოთ. -ფრთხილად წაიღო ხელი ჩიტისკენ. გაფხორილი ფრინველი ახლოს მოსკუპდა და ანანოს გასაკვირად მის ხელისგულს ნისკარტი შეახო. -ოჰ, მეგობრულებიც ვართ?-გაეცინა გოგონას. -ეყტობა შენთვის ადამიანი უცხო არაა არა?-უთხრა ჩიტს. მერე იფიქრა იქნებ ვინმესია და დაეკარგაო. იცოდა ყვავები ჭკვიანი და ადვილად გასაწვრთნელი ფრინველები რომ იყვნენ. მართლაც ინტელექტით ყვავი ცხოველთა სამყაროს ერთერთი ლიდერია. დაათვალიერა, ფრთები შეუმოწმა. არაფერი სჭირდა. სახლიდან პურის ნატეხები და პატარა ჯამით წყალი გამოუტანა. -დაისვენე და პატრონთან გაფრინდი, ბოდიში თუ ნემუსამ შეგაშინა.-უთხრა ყვავს და საძინებელში დაბრუნდა. იმ ღამეს სიზმარი აღარ უნახავს. მშვიდად ეძინა. დილით რომ გაიღვიძა დაინახა ნემუსი აივნის კართან იყო ატუზული. წამოდგა უცნაურმა წინათგრძნობამ შეიპყრო. აივნის ფარდა გადაწია და გაოცებულმა დაუსტვინა. ყვავი აივნის მოაჯირზე იჯდა და წასვლას აშკარად არ აპირებდა. ყორანი 6 ანანომ კარი გააღო . აივანზე გავიდა. ნემუსიც ფაცხა-ფუცხით გამოვარდა. ყვანჩალა აფრინდა და აივნის მაღალ რკინზე ჩამოჯდა. -დილამშვიდობისა მეგობარო!-მიმართა ყვავს ანანომ. -გატყობ ჩვენთან მოგწონს. ცხოველებთან და ფრინველებთან საუბარი ანანოსთვის უცნაურობა სულაც არ იყო. ის კი არა და ყვავილებს და ხეებსაც ესაუბრებოდა. ლამაზ და სევდიან სახლებსაც ესალმებოდა გავლისას. ანანო სამყაროსთან მეგობრობდა, სიცოცხლე უყვარდა და აფასებდა მას. ყველასთან პოულობდა საერთო ენას. აი მხოლოდ უტას ვერ მოუძებნა ისეთი თვისება, რის გამოც მასთან ურთიერთობას ისურვებდა. მისი უცნაური მიმზიდველობის და სილამაზის გარდა. უტას სილამაზეს კი ადვილად აღიარებდა, არ უჭირდა სხვაში არსებული კარგის დანახვა. შორიდან რომ შეგეხედა და დაკვირვებოდი ანანო ჭეშმარიტად სინათლის შვილი იყო. ისაუზმა , ერთი ორ ყვავილს გვერდი შეუბრუნა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად საძინებელში შებრუნდა. ყვანჩალა ოთახში შემოფრინდა, ნემოსთან ეტყობა ზავი დაედო. თუმცა დაბლა დაჯდომას მაინც ერიდებოდა. კარადის გაღებულ კარებზე დაჯდა და ანანოს ინტერესით ჩამოხედა. ვერაფერი მოიხდინა გოგონამ. გარეთ გაიხედა წვინიანი დღე იყო. მოქუფრილი და პირქუში. უცებ უტა გაახსენდა. მისი უცნაირი აკვიატება შავი სამოსის მიმართ და გაეცინა. თავადაც შავი კაბა გამოიღო . სტუდენტობის დროს ჰქონდა ნაყიდი. იმ პერიოდში უცნაური ამბოხი რომ ჩაუსახლდა გულში და საკუთარ თავს რომ გაემიჯნა. თუმცა დეპრესიამ მალევე გაუარა, მაგრამ კაბა კი დარჩა, როგორც სახსოვარი იმ სევდიანი დღეებისა. ახლა სწორედ ეს ტანზე მომდგარი კაბა ეჭირა ხელთ, მრგვალი პატარა დეკოლტით. იდაყვამდე მკლავებით. და უცნაურად მოკლე. ჩაიცვა და საკუთარ თავს სარკეში შეხედა. ნიკაპი ხელის გულზე დაიყრდნო და მოხრილი თითები მრგვალ ლამაზ, ბავშვურ ლოყაზე დაიკაკუნა. -ყვაა!-ჩამოსძახა ჩიტმა. -მოგწონს არა?-ჰკითხა ანანომ.-ზუსტად ყორანს შევეფერები ახლა!-იტა წარმოიდგინა თავის გვერდით. მერე თავი გააქნია ეს რა აზრები მომდისო. ჩანთა აიღო და წასვლა დააპირა .მაგრამ მაინც მობრუნდა ჭრელი ბრჭყვიალა მძივი აიღო და გაშლილ თმაში ჩაიმაგრა. რაღაც თუნდაც სულ პატარა, მაგრამ მაინც ანანოსებური დეტალი დაიმატა. როგორც სინათლის პატარა სხივი სიბნელეში. კმაყოფილმა კიდევ შეხედა საკუთარ ანარეკლს და კმაყოფილი სამსახურში წვიდა. სამსახურის კიბეებზე ქვემოდანვე შენიშნა უცნობი ძალიან სიმპატიური ბიჭი. რომელმაც თარჯიმნების ოფისი სადააო ჰკითხა. ანანომ მეგზურობა შესთავაზა სასიამოვნო უცნობს, თანაც თავადაც ხომ იქ მიდიოდა. ოფისში ერთად შევიდნენ. ლიფტთან მივიდნენ უცნობმა ცარიელი ლიფტის წინ არჩია მოცდა. ანანოც რას იზავდა ხომ არ ეტყოდა პირქუშის ლიფტია აქეთ დაველოდოთო და მის გვერდით დადგა. კარი გაიღო ორივენი შიგ შევიდნენ. კარი დახურვას იწყებდა რომ უტაც შემოვიდა. ჯერ ანანოს შეხედა მერე უცნობს და მოურიდებლად მათ შორის ჩადგა. -გამარჯობა ბატონო უტა.- მიესალმა ანანო უფროსს , როგორც წესი და ზრდილობა მოითხოვდა. უტამ კი სალამი არ დაუბრუნა ისე უთხრა. -დღეს მთელი დღე მჭირდები.არაფერი დაგეგმო!-მისი ხმის ტონი ცივი და შეუვალი იყო როგორ ყოველთვის. -კი ბატონო.-დათანხმდა ანანო უხალისოდ. უტამ ეტყობა ხმაზე შეატყო უგუნებობა. მოხედა და მშვიდად დაამატა. -პირდაპირ ჩემთან ავდივართ! რაღას იზავდა ანანო სიმპატიური უცნობი გოგოებისთვის უნდა დაეთმო. -აუ ეს არის თარჯიმნების ოფისი. ბოდიში მე ვეღარ მოგყვებით. ლია იკითხეთ და ის დაგეხმარებათ. -უთხრა მას, როცა კარი ოფისის სართულზე გაიღო. -არაფერია. -უპასუხა უცნობმა, მაგრამ უტას ისეთი ბრაზით შეხედა ანანომ იფიქრა ესენი მგონი ერთმანეთს კარგად იცნობენო. უტა პირდაპირ , ისე რომ მდივნის სალამზეც კი არ უპასუხია შევიდა კაბინეტში და როცა ანანომ შესვლა დააგვიანა შემოდიო დაუძახა . ანანო შევიდა და დაბნეულად მიმოიხედა. უტა დივანზე დაჯდა . -ანანო არის რაღაც, რაც მინდა რომ იცოდე!-უთხრა და ანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო. ანანომ ვითომ ვერ შეამჩნია მისი ჟესტი მის პირდაპირ არჩია დადგომა. უტას გაეცინა. -არ მენდობი ხომ?-ჰკითხა ღიმილით. ანანო გაკვირვებული უყურებდა მის უცნაურ ცვლილებას. -არაუშავს , სხვა დროც მოვა.-არეულად ლაპარაკობდა უტა . - ნახე ეს საბუთებია ,რაც სასწრაფოდ უნდა გამზადდეს!- სამსახურის თემას დაუბრუნდა უფროსი. ანანომ საბუთები აიღო და წასვლა დააპირა. -ანანო- უტასგან საკუთარი სახელის გაგონებამ უცნაურად ააღელვა. -აქ უნდა იმუშაო. არ მინდა ამ საბუთებმა ჩემი ოფისი დატოვოს. -გასაგებია ბატონო უტა. -ბატონო უტა-გამოაჯავრა ანანოს უტამ.-შეგიძლია მხოლოდ სახელით მომმართო??-ახლა კი მართლა დაიბნა ანანო. --შენი ბატონი არასდროს ვყოფილვარ ანანო! -ისევ უცნაურად ლაპარაკობდა უტა -განა შეიძლება ყორანი სინათლეს ებატონოს? -ყორანის ხსენებაზე ანანო შეცბა. იფიქრა გაიგო ასე რომ ვეძახი და ამიტომ ბრაზობსო. -მე ბატონო უტა, ბოდიში იცით არ ...-დაიბნა რა ეთქვა არ იცოდა. -შენ უბრალოდ სიმართლეს ხედავ.-გაეცინა უტას. ანანომ თავი სამუშაოს შეაფარა. ნელ-ნელა მოეხსნა დაძაბულობა და ბოლოს სულაც გადაავიწყდა უტას იქ ყოფნა. შესვენების დრო რომ მოვიდა , სანამ ანანო თქმას მოასწრებდა , უტამ კაბინეტშივე შეუკვეთა სადილი. ვერ ხვდებოდა ანანო რა საჭირო იყო ასეთი სიფრთხილე მსგავს კონტრაქტებს ხომ ხშირად თარგმნიდა, მაგრამ უფროსს ვერაფერი ჰკითხა.. კაბინეტს ვერანდა ჰქონდა. და სადილიც სწორედ ვერანდის მაგიდაზე გააწყო მდივანმა. -ანანო გთხოვ,-უტამ თხოვნაც ისეთი მომთხოვნი იცოდა უარის თქმა შეუძლებელი იყო. -ხვალ ჩვენს სასტუმროში მივდივართ ერთი კვირით. ჩვენს უცხოელ პარტნიორებს სურთ კონტრაქტს ადგილზე გაეცნონ.-ისე სხვათაშორის თქვა უტამ თითქოს ანანო მასთან ერთად მთის სასტუმროებში ხშირად მიდიოდა კვირაობით სამუშაოდ. -ბატონო? -გაოცდა ანანო. -ანუ მეც მოვდივარ? იცით ეს ცოტა შეუძლებელია. მე არავის გავუფრთხილებივარ. მე არ შემიძლია მთელი კვირით წამოსვლა.-მტკიცედ თქვა ანანომ. -რატომ?-ჰკითხა უტამ და ოდნავ გაეღიმა. -მე მარტო არ ვცხოვრობ. და ვისთან ერთადაც ვცხოვრობ არ მგონია თანახმა იყოს რომ ერთი კვირით დავტოვო.- არ სურდა ანანოს ეთქვა კატის გამო ვერ წამოვალ საქმიან შეხვედრაზეო. -კატას თუ გულისხმობ შეგიძლია თან წამოიყვანო!- ისე მშვიდად უთხრა უტამ ანანოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა . -და თქვენ საიდან იცით ჩემი კატის შესახებ?-გაოცება არ დაუმალავს გოგონას. -მქონდა ბედნიერება გამეცნო!-ამის თქმისას ანანოს უტას უცნაური ღიმილი არ გამოპარვია. თითქოს რაღაც სასიამოვნო მოაგონება აბედნიერებდა. -როდის? -დაფიქრდა ანანო- არა , არ არსებობს!-და უცებ ის საღამო გაახსენდა ბარიდან რომ წამოიყვანა უტამ ნასვამი. ანანოს არც უფიქრია თუ სახლშიც უტამ აიყვანა და , ამის გაფიქრებამ გააწითლა გოგონა, ლოგინშიც თუ მან ჩააწვინა. -ვაიმე დედა!-შეიცხადა ანანო.-არც მიფიქრია, რომ... აზრად არ მომსვლია... -აზრი ვერ დაამთავრა გოგომ. უტა უყურებდა მის ნათელ თვალებს და ფიქრობდა. "შენნაირი არავინაა! შენ მზის სხივი ხარ და უნდა დამეხმარო ! მე შენს იქით გზა არ მაქვს!" -ანანო არის რაღაც, რაც მინდა მოგიყვე. მაგრამ შენი უნდობლობა მაიძულებს გავჩუმდე. მეშინია რომ ...მეშინია რომ არ მოინდომებ ჩემს დახმარებას!-ისე სწრაფად უთხრა უტამ. ანანომ ნათქვამის გააზრებაც ვერ მოასწრო. -რა არ ვიცი? კონტრაქტს ეხება საქმე?- სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდა ამ უცნაურ ადამიანს ანანოსთან? აზრადაც კი არ მოუვიდოდა ანანოს რას უმზადებდა მომავალი. გვიან საღამომდე იმუშავეს. ანანო გულში ფიქრობდა, თუ რამე საბუთი ჰქონდა გადასათარგმნი ყველა დღეისთვის შემოუნახიაო. ხანდახან, როცა მისკენ თვალს გააპარებდა, ხედავდა, როგორ თვალმოუშორებლად უყურებდა უტა და უხერხულობის გრძნობა იპყრობდა. ეს გრძნობა რომ აერიდებინა თავიდან , ვერანდაზე ისურვა მუშაობის გაგრძელება. მის თვალს რომ დააღწია თავი შვებით ამოისუნთქა. ვერანდის მოაჯირთან მივიდა ქალაქს გადახედა და წვიმიანი ჰაერი ღრმად ჩაისურთქა. უკვე ბინდდებოდა . მოაჯირს დაეყრდნო და გადაიწია. ფეხის თითები ოდნავ ასცდა იატაკს.თითქოს გასაფრენად იყო მზად. უცებ ყველაფერი თითქოს გაუფერულდა და ნისლში ჩაიძირა. თვალწინ ის ჩვენება წარმოუდგა სიზმარში რომ ნახა. უსასრულო სიმაღლიდან რომ ეშვებოდა ყორანთან ერთად. ისე ცხადად მოუნდა ეგრძნო ეს ქროლვა კიდეც გადაიწია უსასრულობაში. -რას აკეთებ ანანო? -ხელის მოხვევა იგრძნო, მაგრამ ხილვას თუ სიზმრის აჩრდილს თავი ვერ დააღწია. ყორანი მის გვერდით იყო. თუ აქამდე ეჭვი ეპარებოდა ახლა დარწმუნებული იყო სიზმარში ის ნახა. გული ძლიერად უცემდა , სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა. ვერ იაზრებდა სად იყო. მხოლოდ იცოდა, რომ ყორანთან არაფრის არ უნდა შინებოდა. ხელები კისერზე მოხვია. -გავფრინდეთ!?-ერთდროულად კიდეც ჰკითხა და კიდეც უბრძანა . -აქ არ შეიძლება ახლა არა! მაგრამ გპირდები , როდესაც ჩავალთ შენი ბბრძანება ჩემთვის კანონი იქნება!- ჩურჩულით უთხრა უტამ და ქალი ვინც ასე ძალიან სურდა გულში ჩაიკრა. ანანომ თვალები დახუჭა . მისგან მომავალი იმპულსები აიძულებდნენ თვალები დაეხუჭა და სიმშვიდეში ჩაძირულიყო. თვალები რომ გაახილა მანქანით მიჰქროდნენ. უტა კვლავაც საშინელი სისწრაფით მართავდა მანქანას. შიშისგან ხმა ვერ ამოიღო ანანომ.მხოლოდ თვალმოუშორებლად უყურებდა უტას. მისი თავდაჯერებულობა, მისივე სილამაზესთან ჰარმონიაში იყო. უყურებდა მის უნაკლო პროფილს. აჩეჩილი თმის ქვეშ დამალულ მოელვარე თვალევს და კვლავ დაიფიცებდა, რომ ახლაც ცეცხლისფერი ალი უნათებდა უცნაურ, საშიშ , მაგრამ ძალიან ლამაზ თვალებში. უცებ ყორანმა მოხედა მისი მზერა დაიჭირა და მანქანა გააჩერა . უყურებდნენ ერთმანეთს და გრძნობდნენ ეს საღამო ეს წამი რაღაცას შეცვლიდა . მის მიზიდულობას გრძნობდა ანანო და თავს ვერაფერს უხერხებდა გონებას უნდოდა ერთი წამით მაინც დამორჩილებოდა ამ სასიამოვნო მომთენთავ გრძნობას. გულიც გონების მხარეს იყო და ნებისყოფის კედელი თითებს შუა ქვიშასავით ჩაებნა გოგონას. უტა მისკენ დაიხარა. ანანომ ისურვა ამ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ დამორჩილებოდა სურვილს და თვალები დახუჭა. უცნაურად ნაცნობი იყო უტას კოცნა. ისეთივე მბრძანებლური და მომთხოვნი როგორც თავად კოცნის პატრონი. თან ნაზი და გონებისამრევი. ყოვლისმომცველი და უსასრულოდ სასიამოვნო. ასე ხდება მაშინ, როცა ორი სრულიად შესაფერისი ენერგია ემთხვევა ერთმანეთს , როგორიც მაგალითად სიბნელე და სინათლეა. . ყორანი 7 პირველი ანანო მოეგო გონს. -მაპატიეთ ბატონო უტა!არ ვიცი რა დამემართა. მე ასე არასდროს..-სიტყვაც კი ვერ დაამთავრა აწითლებული სახე მოარიდა უტას და ფანჯრიდან გაიხედა. -ასე არასდროს, მაგრამ სხვანაირად გიკოცნია?- იხუმრა უტამ და დაძაბულობის განმუხტვის მაგივრად უარესად მოიფუზა ანანო. ცოტახანს უხმოდ იმგზავრეს. - ხვალ ადრე გამოგივლი!- უცებ თქვა უტამ.- კატაც წამოიყვანე.არაა პრობლემა. -ბატონო უტა იქნებ ლია წაგეყვანათ?-მოულოდნელად სთხოვა ანანომ. -ლია ვინღაა? - უცებ ვერც მიხვდა უტა. -ლია ჩვენი ერთერთი საუკეთესო თარჯიმანია.სიამოვნებით წამოვა. თან არც შინაური ცხოველები და ფრინველები ჰყავს .-სცადა მისთვის ლიას კანდიდატურის შექება გოგომ. -ფრინველები,შინაური ფრინველები..- უცნაურად ჩაილაპარაკა უტამ. -მე შენ მჭირდები ანანო!- ისე ორაზროვნად თქვა უტამ, სულ არია ანანოს აზრები და გრძნობები. სახლთან რომ მივიდნენ ანანო მანქანიდან სწრაფად ჩამოვიდა. -ღამემშვიდობისო .-ჩაილაპარაკა და სწრაფად შევიდა სადარბაზოში. სახლში შესვლისთანავე ფანჯარასთან მიირბინა და მალულად ფარდიდან გაიჭყიტა. რაც დაინახა იმან კიდევ უფრო გააოცა. უტამ ხელი ასწია, ყვავი მის ხელზე დასკუპდა და ხმადაბლა მოჰყვა ყრანტალს. უტამ რაღაც უთხრა, მერე თავით ანანოს სახლისკენ ანიშნა. ჩიტიც სასწრაფოდ აივანზე დაბრუნდა. -რა ჯანდაბა ხდება?-გაოცებულმა იკითხა ანანომ. აივანზე გავიდა და ყვანჩალა მოაჯირზე დახვდა დასკუპული - იცნობ არა?- ისე ჰკითხა თითქოს პასუხს მისგან მიიღებდა. ყვანჩალა ნამდვილად იცნობდა უტას. იცნობდა კი არადა მას ემორჩილებოდა , როგორც ბნელეთის უფლისწულს. მართალია უტა გაიქცა და მამის მემკვიდრეობაზე უარი თქვა, მაგრამ ყვანჩალასთვის ეს სულ ერთი იყო. თანაც იცოდა ბნელეთის მბრძანებელი შვილის დასაბრუნებლად არაფერს მოერიდებოდა. უტას დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხი იყო.დრო კი უამრავი ჰქონდათ. თუმცა ანანოს პოვნა უტას დათანხმებას კიდევ დიდიხნით გაართულებდა. ამას ხვდებოდა ყვანჩალა, მაგრამ მიუხედავად ამისა უტას ბრძანებას დაეცვა და მოფრთხილებოდა გოგონას საკუთარ სიციცხლესაც კი შესწირავდა ერთგული ფრინველი. თანაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს ,მას ანანო მოსწონდა, ადამიანების მხრიდან სიკეთე არ ახსოვდა ყვანჩალას. ზღაპრებშიც და ლეგენდებშიც კი ავი ამბის მომტანად მიიჩნევდნენ ადამიანები." რა ყვავივით დაგვჩხავიო!" ასე ეუბნებოდნენ მას ვინც საფრთხეზე ან მოსალოდნელ ცუდ ამბებზე ხმას ამოიღებდა. იმის ნაცვლად რომ მოესმინათ ყვავებისთვის და გაეთვალისწინებინათ გაფრთხილება, რომ ავის მახეებისთვის თავი დაეღწიათ. დევნიდნენ და იძულებდნენ მათ. ავიც მიხვდა, ყვავებს რომ ხელი ვეღარ შეეშალათ სიავეების ჩადენაში, ადამიანები ყვავებისთვის უნდა გადაეკიდა. და ასეც მოიქცა. ძალიან ადვილად მოახერხა გულუბრყვილო და ადვილად საცდუნებელ ადამიანებს დააჯერა , ყველა ცუდი ამბავი თარსი ყვავების ბრალიაო. ავმა თავისი მსგავსი მახინჯი ფიტულები, საფრთხობელები დაადგმევინა მათ საკუთარ ბოსტნებში და ყანებში , რითაც აფრთხობდა ჩიტებს და სარჩოს ართმევდა მათ. ასე დაირღვა ის უსიტყვო ზავი ყვავებსა და ადამიანთა მოდგმის მიმართ., რომ ფრინველებს სარჩოს სანაცვლოდ ადამიანები გაეფრთხილებინათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. დავიწყებას მიეცა ხალხის ყვავებთან მეგობრობის ამბავი. იშვიათად თუ ვინმე გაიხსენებდა და დახმარებას ითხოვდა , მაგრამ ყვავთა ბატონისგან გაფრთხილებული და უამისოდაც ნაწყენი ყვავები ადამიანების დახმარებაზე უარს ამბობდნენ. ასე მათაც დაჰკარგეს სიკეთის ის მარცვალი, ღმერთმა მათ გულებში რომ დათესა და სიბნელემ მოიცვა მათი გულები. მხოლოდ ძალიან იშვიათად, ისიც ძალიან დიდი გასაჭირისას იხსენებდნემ ყვავები თავიანთ მოვალეობას და ხმამაღალი ყრანტალით იწყებდნენ ფრენას ადამიანთა სამოსახლოს გარშემო. ხალხიც იხსენებდა წარსულ ლეგენდებს და ხვდებოდა, რაღაც ავს უნდა დალოდებოდა. მაგრამ ზუსტად რას ეს კი უკვე თავად მათი გამოსაცნობი იყო , რადგან ყვავებს ადამიანთა ენაზე საუბარი უბრალოდ დავიწყებოდათ. იხსენებდა აივანზე დასკუპული ყვანჩალა წარსულს და ანანოს უყურებდა. და უცებ მიხვდა სწორედ ანანო იყო სინათლიდან სიბნელეში შემოჭრილი ის სხივი, რომელსაც უნდა გაყოლოდნენ ყვავები, რომ საკუთარი რაობა დაებრუნებინათ. როდის მიხვდა უტა ამ ყველაფერს? როდის გაიაზრა ? თუ უბრალოდ გულის ხმას უსმენდა? ეს არ იცოდა ყვანჩალამ, მაგრამ წინათგრძნობა ჰკარნახობდა წინ დიდი ამბები ელოდებოდათ , დიდი და ძალიან რთული. გაუძლებდა კი ეს სიფრიფანა გოგონა ამ ყველაფერს? შეძლებდა მათ დახმარებას? ხომ გაგიგიათ მბჟუტავი იმედის ნაპერწკალს თუ სულს კარგად შეუბერავ რამხელა კოცონად შეუძლია აგიზგიზება?! უტა სახლში რომ დაბრუნდა მაცნე დახვდა . - გისმენ!-ავად შეუღრინა ამბის მომტანს. იცოდა კარგს არაფერს ამცნობდა. - უფლისწულო ბატონი გიხმობთ!-მოწიწებით უთხრა მაცნემ. იცოდა უტას გაბრაზებას რაც მოჰყვებოდა და საცოდავად აიწურა. - ბატონი? ბატონი და არა მამა ხომ?- გასაოცრად მშვიდად იკითხა უტამ.- კარგი დაე იყოს ბატონი! ბევრად ნაკლებად შემაწუხებს მერე სინდისი!-ისე ჩაიცინა მხოლოდ ბნელეთის უფლისწული რომ შეძლებდა ამას. თვალებში ცეცხლის ნაპერწკალი აენთო. - აბა ვეახლოთ ბატონ მამას!- ირონიულად თქვა და ფრთების ერთი მოქნევით აიჭრა ცაში. ეს უსასრულო ქროლვა იყო, რაც ასე ძალიან უყვარდა უტას. თავისუფლების უკიდეგანო შეგრძნება, როცა აღარ გრძნობდა მიზიდულობას დედამიწასთან. როცა მარტო რჩებოდა საკუთარ თავთან და დაუფარავად იყო ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა. შორიდანვე დაინახა უტამ სასახლის უზარმაზარი ქონგურები , ავად აწოწილიყვნენ ნისლსა და სიბნელეში. პირდაპირ სასახლის ეზოში დაეშვა უფლისწული უტა. სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა მოქუფრულ სასახლეში. სასახლე დედის გაუჩინარების შემდეგ გახდა ასეთი მოჟამული. უფრო სწორედ ჯერ მამა გახდა პირქუში, შემდეგ სასახლე და ბოლოს ყველა და ყველაფერი ჩაშავდა, ჩაბნელდა და მოიქუფრა. ამის შემდეგ აღარც ბავშვობა ჰქონია უტას უფლისწულის შესაფერი, უფლისწულისას ვინ ჩივის უბრალო მეჯინიბის შვილებს შენატროდა ოთახში გამოკეტილი უტა. და ნელ- ნელა უძვრებოდა გულში ავის შავბნელი აზრები. უტა ძლივსღა ახერხებდა დედის ხსოვნას მობღაუჭებოდა . როდესაც ძალიან გაუჭირდებოდა მარტოობა სასახლიდან იპარებოდა , იცოდა ყოველი დაბრუნების შემდეგ დიდი სასჯელი ელოდა, მაგრამ არაფრად მიაჩნდა. დასჯა და ტკივილი მის ყოველდღიურ რუტინად ქცეულიყო უკვე. მიფრინავდა უტა და უკან რჩებოდა ყველაფერი ცუდი და მტკივნეული. ადამიანთა სოფლები იპყრობდა უტას ყურადღებას . რამდენჯერ ჩუმად მჯდარა კაკლის ხეებზე მათ ეზოებში და მათ ცხოვრებას აკვირდებოდა. ხედავდა სითბოს , სიყვარულს, ტკივილს, სევდას .. ხედავდა ამ ადამიანურ ემოციებს და უკვირდა, თავად რომ არ ჰქონდა მსგავსი გრძნობები. ერთ დღეს ასე ფიქრებში გართულს კატა მიეპარა, დაავლო პირი და უეჭველად მის კლანჭებში დაასრულებდა სიცოცხლეს რომ არა პატარა გოგოს დახმარება. გოგონამ ფისოს პირიდან გააგდებინა ნადავლი და დაუცაცხანა. მერე შიშისგან ლამის გონდაკარგული ბახალა ხელში აიყვანა. წყლით მოასულიერა და გალიაში ჩასვა. -აქ იყავი ჩიტუნა!აქ ვერაფერს დაგიშავებს ეს სულელი.- უთხრა გოგონამ და კუთხეში გაფხორილ კატას გახედა. - სინამდვილეში ცუდი ბიჭი არაა !- გამართლება სცადა კატის. " ცუდი არაა? აბა მე მკითხე ახლა!" გაიფიქრა უტამ . " ახლა მართლა ტყვე ვარ!" სევდიანად გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ფრთების ფრთხიალს მოჰყვა. - არ მოგწონს გალია არა?- ჰკითხა გოგონამ- მე რომ ჩიტი ვიყო მეც არ მომეწონებოდა!- დაამატა თავისთვის. -მხოლოდ დავრწმუნდები, რომ არაფერი დაგიშავა და გაგიშვებ, გპირდები!- გაოცებული უტა ,დამშვიდდა. ეს იყო პირველი შეხება ადამიანთან, რამაც ესე გააოცა უტა . მან ხომ იცოდა, რომ ხალხის ნდობა არ შეიძლებოდა. პატარაობიდანვე უყვებოდნენ, როგორი ცბიერები, ხარბები და მოღალატეები არიან ადამიანები. და ახლა ეს პატარა გოგონა რატომ ექცეოდა ასე კეთილად ვერ ხვდებოდა უტა. ჯერ სიკვდილს გადაარჩინა, ახლა კი მის კარგად ყოფნაზე დარდობდა. დაფიქრდა უტა. იქნებ ყველაფერი სულაც არ იყო ისე, როგორც მას უყვებოდნენ. დაფიქრდა და გოგონას ინტერესით შეხედა. და ის დაინახა რამაც კიდევ უფრო მეტად გააოცა ბნელეთის უფლისწული. გოგონასგან სინათლე მოდიოდა. მკრთალი და თითქმის უხილავი , მაგრამ მაინც სინათლე. და მიხვდა უტა დედის ზღაპრები მოგონილი არ იყო. მან მზის სხივი იპოვა. იმ საღამოსვე აუსრულა გოგონამ დაპირება და გაუღო ყვავის ბახალას გალიის კარები. თავად კი გორაკზე მდგარი დიდი ხისკენ გაიქცა . საქანელაზე დაჯდა და დიდზე გააქანა. ბახალაც უკან მიჰყვა, ტოტზე ჩამოჯდა და გოგონას ჩამოხედა. თეთრი კაბა უფრიალებდა პატარა გოგოს , თმებს ნიავი უწეწავდა, ის კი ბედნიერებას და სინათლეს ასხივებდა. თითქოს ჩამავალ მზეს ბოლო სხივი დარჩენოდა დედამიწაზე. - გავფრინდეთ ყვანჩალა! გავფრინდეთ!- მხიარულად ყვიროდა პატარა მზის სხივი. ყორანი 8 უტა მალე მიეჩვია თაიას. ასე ერქვა პატარა გოგონას. მიეჩვია კი არადა ერთი დღეც რომ არ ენახა რა მოასვენებდა? ყოველდღე იპარებოდა სასახლიდან. აღარც დასჯას ადარდებდა , აღარც პირქუში მამის ბრაზი და ღრიალი. გარბოდა უტა და ცოტა ხნით მაინც ივიწყებდა სიბნელეს და ტკივილებს. თავიდან მორიგი ამბოხი ეგონათ მისი საქციელი. მაგრამ მთელი სასახლის მოენესა და მოთვალთვალე ავს რას გამოაპარებდა სასახლის ინტრიგებში გამოუცდელი უფლისწული. მალევე შეამჩნია ავმა , რომ უტა მის ბნელ შეგონებებს აღარ ისმენდა. თვალები ოცნებით უელავდა და ყველა გაჭირვებულს და დავრდომილს დამხმარედ ევლინებოდა. თანდათან მისმა მზრუნველობამ მათი სამფლობელოს გაჭირვებული ხალხის საყვარელ უფლისწულად აქცია. აი რომ იტყვიან თვალში რომ ჩავარდნოდათ თითს არ ამოისვავდნენ. ყველას სახლის კარი ღია იყო უტასთვის. ხალხი ამბობდა ხასიათით დედას დაემსგავსაო. დედა ძალიან კარგად ახსოვდა უტას. თბილი კეთილი და ნაზი. საერთოდ არ ჰგავდა სასახლის ამპარტავან ქალბატონებს. ამიტომაც არ მიიღეს და ვერ შეიყვარეს დედოფალი სულისა სასახლეში. მბრძანებლის რომ არ შინებოდათ წუთით არ გაიჩერებდნენ დედოფლად. იმასაც კი ჭორაობდნენ ჩვენი სამყაროდანაც კი არააო. მხოლოდ ავი არ ამბობდა არაფერს. და ეს დუმილი ბევრად საშინელი იყო. თუ სადმე თვალს მოჰკრავდა გაშეშდებოდა, თავის დაკვრაც კი ავიწყდებოდა, ასე თვალგაშტერებული მისჩერებოდა სასახლის დერეფნებში მიმავალ დედოფალს და მისი ლამაზი თვალების ლაბირინთებში იკარგებოდა. დედოფალიც ამჩნევდა ავის თვალებში ანთებულ საშიშ ნაპერწკლებს და თავს შეძლებისდაგვარად არიდებდა , რომ მისდაუნებურად ხანძრად არ ექცია და მისსავე ცეცხლში არ დამწვარიყო თავადაც. სასახლეში ამბობდნენ მეფეს ჯადო გაუკეთა და ასე დაიპყრო მისი გულიო. თუმცა ყველამ იცოდა, რომ სულისას დედოფლობა არასოდეს სდომია. რომ მეფეს ერთი ნახვით შეუყვარდა და დედოფლადაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაისვა. ბევრი ფარული მტერი ჰყავდა სულისას სასახლეში, მაგრამ ლამაზი ქალის მთავარი მტერი სწორედ მისი სილამაზეა ხოლმე. ქალებს ამ სილამაზის გამო სძულდათ. კაცებს კი ამავე სილამაზის გამო ფარულად სურდათ , რაც არანაკლებ საშიში იყო ვიდრე ქალების ცხადი სიძულვილი. ბედნიერი არ იყო სულისა. თავისუფალიც არ იყო. არც მეგობრები ჰყავდა. მისთვის დედოფლობას სიხარული არ მოუტანია. ეს ყველაფერი მანამ, სანამ ერთ დღესაც არ გაიგო , რომ შვილს ელოდებოდა. ამ წამმა ყველაფერი შეცვალა. თვალებში სინათლე ჩაუდგა დედოფალს. მხრებში გაიშალა, მეფემაც შეამჩნია საყვარელი ცოლის ხასიათის ცვლილება და სიხარულით აივსო. მალე უფლისწულიც დაიბადა. ყორანივით შავი თმით. თეთრი კანით და უცნაური ნაცრისფერი თვალებით. როგორც იქნა ოჯახში სიხარულმა დაისადგურა. რაც უფრო ბედნიერი იყო სულისა მით უფრო ღვარძლი უვსებდა გულს ავს. მეფის ერთგულ მრჩევლად რომ ასაღებდა თავს. სინამდვილეში ეს ის არსება იყო , ვისაც ძალას სხვისი ტკივილი აძლევდა. ვინც უბედურის ცრემლით იკვებებოდა. ეს სახედაკარგული არსება საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახელს ამოფარებული თესავდა და მკიდა მისივე საკუთარ ბოროტებას. სიბნელეს და სიავეს ისე ამოეჭამა მისი გული , რომ გულის ნაცვლად მხოლოდ შავი ლაქაღა დარჩენოდა. მხოლოდ სულისას დანახვისას შეიპყრო გაუსაძლისმა სურვილმა, სურვილმა და არა სიყვარულმა , რადგან რა იცოდა მისმა ღვარძლიანმა არსებამ სიყვარულისა? მაგრამ რამდენადაც მიუღწეველი იყო მისთვის დედოფალი , იმდენად საზარელ და წარმოუდგენელ სიავეს იგონებდა მის გასაუბედურებლად. რადგან მიაჩნდა, რომ ყველაზე ტკბილი ცრემლი სწორედ ყველაზე სასურველს, მიუწვდომელს და წმინდას ჰქონდა. იყო სიმართლის მარცვალი იმ ჭორებშიც, რასაც სულისაზე ჰყვებოდნენ. ის მართლა არ ეკუთვნოდა იმ სამყაროს , სადაც ბედმა მოახვედრა. დედოფალი სინათლის შვილი იყო. სწორედ ამიტომ ჰქონდა ასეთი ხიბლი ყველაზე ვისაც სინათლე აკლდა და ყველაზე მეტად ავზე. სწორედ ეს იყო მიზეზი , რატომაც ასე შეიყვარა მეფემ. თითქოს მის ბნელ არსებას სულისას სინათლე ავსებდა და ანათებდა. თუმცა ამ ამბავს მეფე არავის უმხელდა და დედოფალსაც უკრძალავდა ამაზე ხმამაღლა საუბარს. მას კი სურდა შვილისთვის სიმართლე რაიმე სახით მაინც მოეყოლა და ზღაპრები გამოიგონა. უყვებოდა უტას მზის შვილზე . ვისაც შეეძლო სამყარო უკეთესი გაეხადა. ვისაც შეეძლო ტკივილით მოცული გული განეკურნა, დაენახა სიმართლე იქ, სადაც მის კვალსაც კი ვერავინ მიაგნებდა. სინათლის პირმშოს რამდენადაც დიდი ძალა ჰქონდა ბნელზე , იმდენად სახიფათო იყო მისი ძალა ვინც ბოროტად გამოიყენებდა. .ამ ყველაფერს ყოველ ღამ უამბობდა შვილს და სთხოვდა არასოდეს დავიწყებოდა მისი მონაყოლი. პატარა უფლისწულიც ბედნიერი იყო. და შემდეგ უბედურების ჟამს ბევრჯერ ახსენდებოდა თავისი დედა და ეს მოგონებები აძლევდნენ ძალას რომ თავი გადაერჩინა. ყორანი 9 ერთ დღესაც სულისა გაუჩინარდა. ასე უბრალოდ გაქრა. არც ავი , არც კარგი აღარავის სმენია მასზე . ყველგან ეძებეს . ყველა გამოკითხეს , მაგრამ მისი ამბის მცოდნე ვერავინ იპოვეს. დღე და ღამ შეუსვენებლად ეძებდა მბრძანებელი სულისას, მაგრამ პატარა ხელჩასაჭიდსაც კი ვერ მიაგნო. ავსაც მეტი რა უნდოდა. წვეთ- წვეთად, ყოველ დღე აწვეთებდა ეჭვის საშინელ საწამლავს მის გულში. წმლავდა მის გონებას და სულს უბნელებდა. -სხვას რას ელოდი კაცის შვილისგან? არ შეგიყვარა! არც თანასწორად მიგიჩნევდა და არც შენს სიყვარულს აფასებდა. შვილიც კი ვერ შეიყვარა შენი სისხლისა. მიგატოვა და მზისქვეშეთს დაუბრუნდაო. -უჩიჩინებდა დარდით გათანგულ ბატონს. ნელ-ნელა ავის დათესილმა ეჭვის მარცვალმა ფესვი გაიდგა ბატონის გულში. შემდეგ გულის პატრონს მთლად მუმლივით მოედო, შეჰკრა და ავის ცბიერებას დაუმორჩილა მისი შბოჭილი ნება. ყველა და ყველაფერი შეიძულა ყვავთა უბედურმა ბატონმა და ყველაზე უფრო საკუთარი ერთადერთი ვაჟი. რადგან, როცა მას ხედავდა სულისას იგონებდა .მოიძულა შვილი, ოთახში გამოკეტა. წამით არ უფიქრია რას გრძნობდა დაობლებული ბავშვი. დედოფალი მიკვდარად გამოაცხადა და მისი სახელი დავიწყებას მისცა. ის ოდნავი სინათლე კი, რასაც სულისას სიყვარული აძლევდა მასში ჩაქრა და მისი არსება სრულმა წყვდიადმა მოიცვა. ამის საპირისპიროდ კი ავი ძლიერდებოდა , ძალებს იკრეფდა და გამბედაობა ემატებოდა. თითქოს რაღაც უცნობი წყაროდან ყოველ დღე იღებდა ძალებს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სიბნელეში ჩაძირულ ქვეყანას ბატონის ნაცვლად ავი მართავდა. მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა . მთავარი წინაღობა ავსა და მის ნანატრ ძალაუფლებას შორის ,უფლისწული და ტახტის კანონოერი მემკვიდრე უტა იდგა. ამიტომ ახლა უტას შეუჩნდა , ახლა მისი გულის მოწამვლა მოინდომა ავმა. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ეგონა საწადელს მოაღწია. უფლისწულს მფარველ ანგელოზად თაია მოევლინა. მიხვდა ავი წლების ნაწვალები წყალში გადაეყრებოდა თუ სწრაფად არ იმოქმედებდა. გეგმები დააწყო და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. ჯერ ისევ ბავშვები იყვნენ უტა და თაია. წრფელები და პატიოსნები. უფლისწულის გულში დარჩენილ მბჟუტავ ნაპერწკალს მანამ უბერა თაიამ სული სანამ კოცონად არ ააგიზგიზა . ამ კოცონში დასწვა უტა და თავიდან სრულიად ახალი სინათლით აავსო. ერთ დღესაც უტამ თაიას თავისი ნამდვილი სახე აჩვენა. გაოგნებულ გოგონას მანამდე ასეთი არაფერი ენახა.ინტერესით უთვალიერებდა ფრთებს და შიშის ნატამალიც არ ემჩნეოდა. -რა ბედნიერი ხარ!-უთხრა , როცა მისი თვალიერებით გული იჯერა. -ბედნიერი?- გაუკვირად უტას. -ხოო აბა? ფრთას შემოკრავ და თავისუფალი ხარ! - და განა რაა ეს თავისუფლება?- გაიოცა უტამ - მე არ მინდა თავისუფლება , შენთან დარჩენა მირჩევნია. არც სასახლე მინდა , არც გაავებული მამა. -შესჩიოდა ობოლი უფლისწული გოგონას- მხოლოდ ბედნიერება და ცოტა სიმშვიდე მინდა. და გადაწყვიტა უტამ , რომ აღარ დაბრუნდებოდა სასახლეს. სხვა დროს იქნებ მამამისს არც კი გახსენებოდა შვილი, მაგრამ ავმა, რომელიც ზუსტად ამ მომენტს ელოდა, ბატონს მოაახსენა. -ჩვენი უფლისწული სულ გაგვიგარეულდა, კაცისძესთან ცხოვრობს და სასახლეში დაბრუნებას აღარ აპირებსო! თითქოს ის არ კმაროდა დედოფალმა რომ მიგვატოვა , ახლა მისი შვილიც მის გზას მიჰყვება და თქვენს დიდებულებას ვიღაც მოკვდავ გოვონას ამჯობინებსო.- ბრაზმა შეიპყრო მეფე ბატონი. და ბრძანა გაექროთ და ცეცხლისთვის მიეცათ ყველა მიზეზი, რის გამოც უფლისწული მემკვიდრეობაზე უარს ამბობდა. ავმაც ზედმიწევნით შეასრულა ბატონის ბრძანება. მთლიანად გადასწვა თაიას სოფელი, მაშინ როცა უტა იქ არ იყო. ცოცხლად გამოწვა გლეხები საკუთარ სახლებში. მათ შორის თაიაც და მისი ოჯახიც. როდესაც უტა დაბრუნდა სოფლის ადგილას მხოლოდ დანახშირებული სახლები დახვდა. მხოლოდ გორაკზე იდგა უზარმაზარი ხე და ნიავი არწევდა თაიას ცარიელ საქანელას. სიბნელემ არა, წყვდიადმა მოიცვა უტას გული და უზარმაზარმა ზიზღმა მამის და მთელი მისი მემკვიდრეობის მიმართ. ყველაზე მეტად საკუთარი არსება შეზიზღდა უტას, რადგან თავის თავს აბრალებდა თაიას სიკვდილს. იმ ღამეს საქანელასთან ეძინა უტას. ხის ძირში მოკუნტულს თავადაც სიკვდილი სურდა, მაგრამ სიკვდილს ხომ იცნობთ? მაშინ არასდროს მოდის, როცა გჭირდება და მოუხმობ. სიზმრად თაია ნახა. საქანელაზე იჯდა სევდიანი , ხელში ღია გალია ეკავა. -ახლა თავისუფალი ხარ უტა!-უთხრა უფლისწულს. -დღეიდან შენ ხარ შენი ბედის მწერალი!- სევდიანად შეხედა და გაუღიმა. -მეძებე უტა!ჩემს სინათლეს გამოჰყევი! ერთ დღესაც მიპოვნი და ჩვენ ერთად ყველაფერს შევცვლით! როდესაც უტამ გაიღვიძა დიდხანს იფიქრა და მიხვდა სინათლეს მხოლოდ მზისქვეშეთში თუ იპოვიდა. ამიტომ წყვდიადის სამეფოში აღარაფერი ესაქმებოდა. ადგა, ხალხს შეერია და დაკარგული მეგობრის ძებნა დაიწყო. ეძებდა ყველგან, ყოველთვის, შეუჩერებლად. და ასე გავიდა ძალიან ბევრი წელი... ყორანი 10 დროის გასვლასთან ერთად ავის ნება- სურვილზე ათამაშებულ ქვეყანას მრავალი ცოდვა დააწვა კისერზე. თაიას ოჯახისა და სოფლის განადგურება ზღვაში წვეთი იყო , იმ სიავეებთან შედარებიც რაც ავმა მეფის ხელით მოიმიქმედა. თან და თან მოსახლეობამ სხეულიც სულის შესაფერისი მიიღო. ზოგს თავი ჰქონდა ყვავის , ზოგს ფრთები, ზოგი სულაც ყვავად იქცა. მხოლოდ რამდენიმემ შესძლო წყევლას გაქცეოდა. ისიც სხვა და სხვა ჯადოს თუ შელოცვის დახმარებით. იმისათვის რომ საკუთარი სახე დაებრუნებინათ, ღმერთმა ყვავებს ხალხის მსახურება დაავალა. უნდა დაეცვათ სინათლის შვილები ავის სიბოროტისგან. გაეფრთხილებინათ მოსალიდნელი გასაჭირის დროს და ასე გამოესყიდათ ჩადენილი დანაშაული. თუმცა ავმა ამჯერადაც შესძლო და თავგზა აურია ,უამისოდაც თავგზაარეულ ყვავებს. თუმც დიდი დრო დასჭირდა მაინც მოახერხა და ერთმანეთს სამტროდ წაჰკიდა ადამიანები და ყვავები. ის ვინც ცოტა გონიერი იყო ხვდებოდა, რომ გადარჩენის და ხსნის უკანასკნელი შანსი იკარგებოდა. ავი სასახლის ჯურღმულებს მკაცრად იცავდა. არცერთ სულიერს არ ჰქონდა უფლება მის უკითხავად შეეღო მიწისქვეშეთის კარები. ეს აოცებდა შიოს, ყვავად ქცევამდე უტას აღმზრდელსა და უფლისწულის ძუძუმტის მამას. ერთ დღესაც გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა , გაერკვია რა სიავეს ხლართავდა ავი. ჩუმად გაჰყვა უკან და ავისგან ფარულად შესძლო ჯურღმულში შეღწევა. ფარულად სდია ბნელ და ნესტიან ლაბირინთებში მას და ბოლოს ერთ საკანსს მიადგა. კედელში გაჩენილი ბზარების ჭუქრუტანებში შეიხედა და ნანახმა თავზარი დასცა. დარბაზი მიწისქვეშა სხვა საკნებისგან განსხვავებით მდიდრულად მოეწყოთ. ყველაფერი იყო , ლამაზი ნოხები, ძვირფასი ტახტები, ოქროს ძაფოთ მოქარგული ბალიშები და ამ ყველაფერთან კონტრასტს ქმნიდა სქელი ჭაჭვით დაბმული ,შავებში ჩაცმული , გამხდარი ქალი. კუთხეში რომ იჯდა მოკუნტული და კედელს უაზროდ მისჩერებოდა. მიუხედავად ყველაფრისა შეუძლებელი იყო შიოს მაშინვე არ ეცნო ავის ტყვე. წლებს და დარდს ვერაფერი დეკლო დედოფალი სულისას მშვენიერებისთვის. მისი დანახვისას შიომ აღელვებისგან კინაღამ დაიყრანტალა. დროზე მოუხმო საღ აზრსს. ახლა მთავარი იყო აქედან გაეღწია და ყვავთა ბატონისთვის ყველაფერი მოეყოლა. თუმცა რამდენიმე წამით მაინც შეიცადა. ვერაფრით ხვდებოდა რატომ დასჭირდა ავს მთელი ეს წლები დედოფლის დატყვევება და მალე კიდევ უფრო უარესი სიმართლე შეიტყო. -აბა დეფოფალო როგორ ბრძანდები?-დაცინვით მიუახლოვდა ავი სულისას. მისი ხმის გაგონებაზე სულისა დაიძაბა. კუთხიდან მახინჯი კუზიანი არსება გამოძვრა , ავს პატარა თასი მიაწოდა. -რაო? სულ ესაა? -იღრიალა ავმა და სულმოუთქმელად დასცალა თასი. -ბატონო -უთხრა შიშით კიდევ უფრო მოხრილმა კუზიანმა.-ამ ბოლოს თითქმის აღარ ტირის. ზის ასე გაშტერებული და საათობით მისჩერებია კედლებს. -სულისა-მიუახლოვდა ავი დედოფალს-მე არ მინდომე , არც დიდება გსურდა და არც სიმდიდრე, ამიტომ რაც გჭირს მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე!წლების ტყვეობამაც ვერ გაგტეხა. შენს ცრემლს კი იმხელა ძალა აქვს, მთელ ქვეყანას ვიმორჩილებ მისი დახმარებით. ახლა კი დასასრული ახლოა სულისა. თითქმის აღარც მჭირდები. იქნებ დროც კია თავიდან მოგიშორო?-ავი დედოფლისკენ დაიხარა და ყელში მოუჭირა ხელი. დედოფალს წვეთი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე. უცბად დაეწაფა ავი თავისი მახინჯი პირით სულისას ლოყაზე გაქცეულ ცრემლს. ქალს ზიზღით გააცახცახა, დაიკივლა და აფართხალდა ავის კლანჭებში გამომწყვდეული. ავმა გაიქნია დედოფალი და კედელს მიანარცხა. -ოდეაღაც იქნებ კიდევაც მსურდი, მაგრამ ახლა არაფრად მჭირდები დედოფალო!-ბოლო სიტყვა განსაკუთრებული გესლით წარმოთქვა ავმა, გადაიხარხარა და მისი ხარხარი უკან გაეკიდა ჯურღმულიდან გიჟივით გაფრენილ შიოს. ყორანი 11 სასახლეში შესულმა უფლისწულმა შეამჩნია ყველა შიშით რომ არიდებდა თვალს. გაუკვირდა , მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. სწრაფად შეღო სამეფო დარბაზის კარი და უკითხავად შეაბიჯა. მრუმე და შავფარდებიანი დარბაზის ბოლოში დიდი მაღალსაზურგიანი სამეფო ტახტი იდგა. ნახვისთანავე შიშის გრძნობებს რომ აღძრავდა მნახველში. უტას უსიამოდ ჩაეცინა თავისი თავი ამ ტახტზე დამჯდარი რომ წარმოიდგინა. ბატონი ტახტისკენ ამავალ საფეხურზე იჯდა. უტა გაოცდა ასეთი დაბნეული და სევდიანი მამა მხოლოდ ერთხელ ნახა , მაშინ , როცა დედა დაიკარგა.მიუახლოვდა თუმცა კითხვით არაფერი უკითხავს. -მოხვედი შვილო?-შვილოს გაგონებამ მამის პირიდან კიდევ უფრო გააოცა უტა. -არ მეგონა თუ მოხვიდოდი. - დაბნეულად ჩაილაპარაკა ერთდროს მრისხანე ბატონმა. სევდიანად ამოხედა შვილს და ხელი თავის გვერდით კიბეზე დაატყაპუნა. დაჯექიო ანიშნა. უტა მძიმედ დაეშვა კიბის საფეხურზე სხვა დროს, არვიცი, ალბათ ზედაც არ შეხედავდა მამას, მაგრამ მისმა უმწეო გამომეტყველებამ გული მოუკლა უტას. ერჩივნა ისევ ძველებურად გოროზი და მრისხანე ენახა, ვიდრე ასეთი გასაცოდავებული. მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო მაგრამ რას წარმოიდგენდა თუ ასეთი ამბის მოსმენა მოუწევდა. -ეს რა ჩავიდინე უტა!-ჩიოდა ყვავთა ბატონი.- მას როგორ ვენდე? როგორ დავიჯერე , რომ სულისა დამტოვებდა? არა შენ რომ დაგტოვებდა ეს როგორ დავუჯერე? დედის სახელის ხსენებამ უფრო გააკვირვა უტა. მისი სახელი უკვე ბევრი წელი იყო, რაც მამას პირიდან აღარ მოესმინა. -რა ხდება?-ვეღარ მოითმინა უტამ. ბატონმა შვილს შეხედა. ცოტა ხანს დააკვირდა და უთხრა: -გამაგრდი შვილო!ამის მოსმენა არც ისე ადვილი იქნება. -შემდეგ წამოდგა წელში გაიმართა და მრისხანედ გასძახა: -შიო მოვიდეს! შიოს ხსენებამ უტა გაახარა . ენატრებოდა კეთილი მამობილი ობოლ უფლისწულს. ის იყო უტას ნუგეში მარტოსულობის ჟამს. არც საკუთარი შვილს, შოთოს მოუფრთხილდა შიო და დაუფიქრებლად გააყოლა უტას. თან დააბარა უფლისწულს გაუფრთხილდი , ერთი ძუძუ გიწოვიათ, მას შენზე ახლობელი დღეს არავინ ჰყავსო. ზუსტად ყვავად ქცეულ ერთგულ შოთოს ჩააბარა უტამ თავისი მზის სხივი . მიუხედავად იმისა , რომ ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა შოთოზე ერთგული უტას არავინ ჰყავდა და თავისი მთავარი განძი სწორედ ამიტომ ანდო მას. შიო დარბაზში შემოფრინდა. მბრძანებლის წინ დაჯდა და თავი დაუკრა. -მოყევი რაც მე მითხარი!-უბრძანა ყვავთა ბატონმა. შიომაც ყველაფერი დაწვრილევით მოყვა. როგორ დაებადა ეჭვი, გაჰყვა ჩუმად ავს და როგორ მიაგნო ჯურღმულებში გადამალულ, დატყვევებულ დედოფალს. უტამ უცებ ვერც გაიაზრა შიოს მონაყოლი.მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ აღიქვა ბოლომდე მისი ნათქვამი. -რაო? დედა? დედა ცოცხალია?-შესძახა გაოგნებულმა.- სადაა? მიმიყვანეთ სააწრაფოდ! -ყველაზე მთავარი ახლა უნდა გითხრა შვილო.-თვალებშიც ვეღარ უყურებდა შვილს უბედური მეფე. -როგორც კი შიომ ამბავი მამცნო მაშინვე ჯურღმულები გადავკეტე. წამის დაუკარგავად გადავჩხრიკეთ იქაურობა მაგრამ ვერ მივუსწარით გესმის??კიდევ დაგვასწრო და გვაჯობა ავმა. სიკვდილი მინდა როცა ვფიქრობ რაც ჩავიდინე. არ ვიცი ოდესმე თუ შეძლებ ჩემს პატიებას. -განა ახლა ამის დროა ბატონო? -ისევ ზიზღით უპასუხა უტამ.-კიდევ რა შეგიძლიათ მითხრათ? რამე ხელჩასაჭიდი არაფერია? -ავის ერთგული მსახური ვიპოვეთ , თუ რამე ვინმეს ეცოდინება მხოლოდ ისაა.-იმედს ებღაუჭებოდა მბრაძანებელი. -ამის წარმოდგენა მკლავს. ამდენი წელი აქვე ჩემს გვერდით იყო და მე ... მე... -ვეღარ დაასრულა ბატონმა თავისი ფიქრი. გულზე ხელი მიიჭირა. -ცოცხალი , ცოცხალი მიპოვეთ ავი. მე ჩემი ხელით უნდა ამოვაცალო გული მკერდიდან!-დაიღრიალა ბოლოს ბრაზით და ტკივილით მართლაც გაავებულმა. უტას დრო არ დაუკარგავს სწრაფად დაეშვა საპყრობილის დაკლაკნილ კიბეებზე. შიო უკან მოსდევდა ფრთხიალით. საკნის კარი სწრაფად შეაღო და კუთხეში ატუზული კუზიანი არსება გრძელი ჭაღარა ქოჩრით გამოათრია სინათლეზე. -ან მოყვები ყველაფერს რაც მაინტერესებს , ან არ მჭირდები და წამით არ გაცოცხლებ სულს წამებით ამოგხდი!-ისეთი ხმით უთხრა უტამ კუზიანს ეჭვიც არ შეპარვია მის სიტყვებში. უტამ ხელი დაავლო მეტი დამაჯერებლობისთვის მდუღარე კუპრის ქვაბის თავზე დაჰკიდა. კუზიანს ეტყობა სმენოდა უტას შეუბრალებელ ხასიათზე და შიშით აფართხალდა. აკივლდა და რომ მიხვდა ვერას გახდებოდა საძაგლად ასლუკუნდა. -გეტყვი უფლისწულო ყველაფერს გეტყვი. დედოფალი ავმა .ზისქვეშეთში წაიყვანა. როგორღაც გაიგო , რომ თქვენ ახალი სინათლის შვილი იპოვეთ და მის დასაკუთრებას აპირებს. დედოფალი კი მანამდე სჭირდება სანამ ახალ საკბილოს იშოვნის. -ახალი ? რა საკბილო რაებს მიჰქარავ წესივრად ამიხსენი!-უბრძანა უტამ შიშით განახევრებულ კუზიანს. -რაში სჭირდება ავს სინათლის შვილი? -აბა შენ რა გგონია უფლისწულო რით იხანგრძლივებს ეგ წყეული სიცოცხლეს?იმდენი წლისაა წესით მისი ხსოვნაც კი უნდა წაშლილიყო აქამდე, მაგრამ სინათლით იკვებება, მათი ცრემლი ძალას აძლევს.-წკმუტუნებდა კუზიანი. -ახლა როცა ახალ სასიცოცხლო ძალას იპოვის დედოფალს ალბათ მოკლავს , ის აღარაფრად სჭირდება, მაგრამ ისე სძულს ცოცხალს არ გაუშვებს. მე ყველაფერი გითხარი უფლისწულო გამოიჩინე გულმოწყალება და მაჩუქე სიცოცხლე !-შეევედრა ერთ მუჭად ქცეული სიმახინჯე უტას. უტამ შეხედა და შეებრალა. ვინ იცის ერთ დროს ვინ იყო? ოცნებები და იმედები ჰქონდა. მერე კი ავის მახეში გაება და ... ნელა დაუშვა ძირს და ზურგი შეაქცია. უსიტყვოდ გავიდა საკნიდან. უნდა ეჩქარა უტას. ანანოსთან მისვლა უნდა დაესწრო ავისთვის. შიოც სასწრაფოდ გამოყვა შვილობილს. კუზიანი ცოტახანს ისე იყო გაშეშებული , როგორც უტამ დასვა. მერე თავი ასწია . თვალებში გაოცება ემჩნეოდა , თითქოს არ სჯეროდა უფლისწულის გამოჩენილი სიკეთის. გაჰყურებდა იმ კარს უფლისწული რომ გავიდა და დიდი ხნის დამშრალი თვალებიდან ცრემლებმა უწყო დენა. გაახსენდა ვინ იყო და რა იყო უწინ .როგორ შემოუძვრა ერთ დღეს გულში ავის ეჭვის მახრა და როგორ დასცა და გაანადგურა მთელი მისი არსება. ბოლოს საკუთარ მახინჯ ხელებს დახედა. მუჭები შეკრა და თვალებიდან ცრემლები ამოიწმინდა. -ამას არასდროს დაგივიწყებ უფლისწულო!-ჩაიჩურჩულა თავისთვის.-დღეიდან შენი მოკეთე ჩემი მოკეთეა და შენი მტერი ჩემი მტერია! შენ კი დამაცა ავო არც ისე წავმხდარვარ შენ რომ გგონია! - სიამოვნებით ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა. გაუკვირდა როცა კუზის სიმძიმე ვეღარ იგრძნო. -მართალი ყოფილა ლეგენდა !-თქვა გაოცებულმა.- მადლობა ღმერთო მეორე შანსისთვის მე ახლა აღარ დაგაღალატებ!!!-თქვა მტკიცედ და საპყრობილე თამამად დატოვა. ყორანი 12 ანანომ ყველაფერი მოაწესრიგა. ყვავილები კარგად მორწყო , რომ რამდენიმე ხანს მორწყვა არ დასჭირვებოდათ. ნემუსი სამგზავროდ გაამზადა. თავადაც გაემზადა. კიდევ ერთხელ გადაამოწმა, რამე ხომ არ მრჩებაო. გვიან საღამოს პიტნის ჩაი მოიმზადა და აივანზე დაჯდა. ყვანჩალაც აივანზე იჯდა და ეზოს გადაჰყურებდა. -რა უცნაური ვინმე ხარ?-დაელაპარაკა ანანო ფრინველს. -ასე მგონია გესმის კიდევაც ჩემი. -ყვაა...-დაიჩხავლა ყვანჩალამ. -აჰა გესმის არა?-თითქმის არ გაკვირვებია ანანოს. -ნეტავ შეგეძლოს, რამე მომიყვე,ძალიან დაბნეული ვარ!-ყვანჩალამ ანანოს შეხედა. მერე ჩხავილით სახლში შეფრინდა და წიგნების თაროზე დასკუპდა. -ყვაა..-ახლა იქ აჩხავლდა. -რა იყო ჩიტუნა?-ისე მიეფერა ანანო თითქოს მის წინ ყვავი კი არა ბეღურა იჯდა. ყვანჩალამ ერთ- ერთ წიგნს ნისკარტი მიუკაკუნა. -ეს წიგნი გინდა?კარგი აბა ვნახოთ.-ანანომ წიგნი გამოიღო. ხალხური ლექსების კრებული იყო. ისევ აივანზე დაბრუნდა. საქანელაში ჩაჯდა და წიგნი გადაფურცლა. თუმცა ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ მიაგნო . ვერ მიხვდა, რად უნდოდა ყვავს ლექსების წიგნი. ყვანჩალა მაგიდაზე იჯდა. ანანომ წიგნი მის წინ დადო. -მიდი ვიცი, რომ არც ის და არ შენ არ ხართ ჩვეულებრივები.-შეაგულიანა ჩიტი ანანომ. ყვავმა ნისკარტით წიგნი საჭირო ლექსზე გადაშალა და დაიჩხავლა. ანანომ წიგნი აიღო და ხმამაღლა წაიკითხა: "და მაშინ , როცა წყვდიადმა დღეც უკუნ ღამედ აქცია. მზემ მისი შვილი სხივები ცხრა სვეტად ჩამოაქცია. ყველა იპოვნა ბოროტმა, თითქმის ყოველი ჩააქრო. მხოლოდ ერთიღა გადურჩა. მზე დედის გულის საამოდ. დრო მოვა ,სხივი იმძლავრებს. წყვდიადს გაფანტავს ნათელით. ანბანის პირველი ასო იქნება მისი სახელი." ( ლექსი არაა ხალხური მოვიგონე)???????? -ანბანის პირველი ასო?- იკითხა ანანომ.-ანუ ა? არა მოიცა . ანბანის პირველ ასოს ხომ "ან" ჰქვია? ან.. ან..ო? -დამარცვლა თავისი სახელი ანანომ. -სულ დავიბენი ყვანჩალა! რისი თქმა გსურს ჰა? ანუ შემთხვევით არაა, რომ აქ ხარ?-ფეხები საქანელაზე აიკეცა გოგონამ. დაფიქრდა. მზის შვილები? სინათლის ცხრა სხივი? ანუ სიბნელის დასამარცხებლად დედამიწაზე გამოგზავნილი მზის შვილები? ფიქრობდა და ვერაფერს ხვდებოდა. -არა , ეს ხომ უბრალოდ ლექსია არა!-დაიმშვიდა თავი ბოლოს. ადგა და დასაძინებლად დაწვა. აფორიაქებულ გონებას კი ვერაფერი მოუხერხა. -ნემუსა მოდი რაა! მარტო არ დამტოვო ამაღამ!-შეეხვეწა ფისოს. თითქოს შეშფოთებას შეეპყრო მისი გული. თითქოს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. უცნაური სიზმარი ესიზმრა იმ ღამითაც ანანოს. ქალი ნახა შავოსანი, გამხდარი და ძალადალეული, თუმცა მშვენიერი. თითქმის ჩამქრალი იყო მისი სინათლე. ოდნავღა უბჟუტავდა გულის სიღრმეში პატარა ნაპერწკალი. ანანო მიუახლოვდა. შეებრალა ქალი და ხელი გაუწოდა. ქალმა გაოცებით შეხედა. თითქოს იცნო. -ნუთუ შენ ხარ?-ჰკითხა სუსტი ხმით. გაკვირვებულმა ანანომ ქალს ჰკითხა: -მეე? ვინ მე?- არ ახსოვდა ანანოს თავად ვინ იყო. - მეცხრე სხივი, ბოლო იმედი.-უთხრა ქალმა. -მე უკვე ვქრები. ის კი შენთვის მოვა. თავი დაიცავი და ირწმუნე შენი სინათლის. ჩემი შვილიც დაიცავი. არის ერთი რამ რაც მან არ იცის. რომ ჩემი შვილიც სინათლის ნატეხია. სინათლე ხომ სინათლეს ბადებს არა.?-ანანო უსმედა და ვერაფერს ხვდებოდა. მხოლოდ უცნაური ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა. აი ისე როგორც ნაკვერჩხალი აანთებს მეორე ნაკვერჩხალს. უცებ მიხვდა ანანო, რომ ანათებდა . -ხელი მომეცი !-უთხრა უცნობ ქალს.-მგონი შემიძლია დაგეხმარო.! ქალმა ხელი გამოუწოდა. ანანომ მის სუსტ, გამჭვირვალე თითებს ხელი ჩასჭიდა და საკუთარი სულის ენერგია , სითბო და სინათლე გაუზიარა. ნელ-ნელა აგიზგიზდა ქალის გულში მინავლული ნაპერწკალი და ანანოსთან ერთად ძლიერად აკაშკაშდა. - მადლობა!- უთხრა შავოსანმა ქალმა, მაგრამ ის აღარ იყო სუსტი და მომაკვდავი. თითქოს თავიდან დაიბადაო, მხრებშიგამართული და თვალებმოელვარე ქალი იდგა ანანოს წინ. ორივემ თვალები დახუჭა და როცა ანანომ თვალი გაახილა საკუთარ საძინებელში იწვა. გული გამალებით უცემდა. გაფხორილი ნემუსა ოთახის კუთხეში იდგა და თვალებდაჭყეტილი მოსჩერებოდა მეგობარს. - ეს რაღა იყო? რა ცხადი სიზმარი იყო?- ყველაფერის დაწვრილებით გახსენებას ცდილობდა, რომ უეცრად ყვანჩალა შემოფრინდა ოთახში და რაღაცას დააცხრა. თითქოს ამას ელოდაო ნემუსიც ეძგერა და ორივემ გამეტებით დაუწყო ბრძოლა რაღაც მეაამეს. ანანო შიშის მიუხედავად წამოხტა სინათლე აანთო და უზარმარი შხამიანი ასპიტი დაინახა. არ დაბნეულა გოგონა. აივნიდან რკინის ჯოხი მოარბენინა კაუჭა თავით, სარეცხის გასაფენად რომ ხმარობდა და გველს გამეტებით დასცხო . სამივემ ერთად შესძლო და გველი მოკლა. მაგრამ როცა ცოტა დამშვიდდა ანანომ დაინახა , რომ მას ყვანჩალას დაგესვლა უკვე მოესწრო. საწყალი ფრინველი ნისკარტდაფჩენილი სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა. -არა ყვანჩალა არა!- თან ყვიროდა და თან ტიროდა ანანო. ერთგულმა მცველმა გოგონა უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა ან იქნებ უარესსაც. უცებ ანანოს სიზმარი გაახსენდა . უცნობი ქალის სიტყვები. "იწამე შენი სინათლისო!" დასაკარგი ხომ მაინც არა ჰქონდა რა. ყვავს მივარდა , ორივე ხელი დაადო და ძალების მოკრეფას შეეცადა. თავიდან არაფერი გამოუვიდა, მაგრამ შიშმა რომ მეგობარს ვერ გადაარჩენდა შეუძლებელი შეაძლებინა. ნელ-ნელა მისი თითები განათდა , შემდეგ სინათლე მთელ სხეულს მოედო და ანანო ვარსკვლავივით აკაშკაშდა. ბოლოს ეს სინათლე და ენერგია ყვანჩალას სხეულში გადავიდა. როცა სინათლე გაქრა და ანანომ თვალები გაახილა შიშით შეჰკივლა და ფეხზე წამოხტა. მის წინ არა ყვავი, არამედ შავთმიანი, გამხდარი და ფერმკრთალი კაცი იწვა. ანანომ ბნელი ნათლად აქცია.დაფარული გამოაჩინა. მნიშვნელობა არ ჰქონდა იცოდა თუ არა ანანომ საკუთარი ვინაობა. ის მაინც სინათლის, მზის და ადამიანის შვილი იყო! დედამიწაზე გამოგზავნილი მეცხრე სხივი! ყორანი 13 უტამ სწრაფად შემოუხვია ანანოს ეზოში. მანქანიდან გადმოვიდა და მის აივანს ახედა. ერთი კი გაჰკრა გულში შიშმა ყვავი რომ ვერ დაინახა აივანზე და კიბეებზე სწრაფად აირბინა. კარი ანანომ გაუღო. -გამარჯობა ბატონო უტა!-ისე მისალმა გოგონა თითქოს წინა საღამოს არაფერი მომხდარიყო. უტამ ანანო ყურადღებით შეათვალიერა. მაშინვე მიხვდა რაღაც მომხდარიყო . გოგოს თვალები უციმციმებდა, თითქოს ანათებდა, რაღაც უცნაური აღტყინების და სიხარულისგან. -როგორ ხარ ანანო? მზად ხარ?-მერე კუთხეში მდგარ ყვითელ ჩემოდანს და კატის სამგზავრო ჩანთას მოჰკრა თვალი და საკუთარ კითხვას თავად უპასუხა. - კიი მზად ხარ.-თითქოს გულზე მოეშვა, ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ანანო მასთან ერთად გამგზავრებას მოინდომებდა. და გზაში, სანამ მოიდოდა, მისი დათანხმების გეგმებს აწყობდა. - ყავა დავლიოთ და წავიდეთ.'- ეშმაკურად უთხრა გოგონამ. უტამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სახლი მოათვალიერა. - არც აქაა?- გაოცებით იკითხა. ვერ წარმოედგინა ერთგული ფრინველი მის ბრძანებას და თხოვნას თუ არად ჩააგდებდა და ანანოს დაუცველს დატოვებდა. - ვის ეძებ უფლისწულო?- მოესმა კითხვა . სწრაფად მიტრიალდა და აივნის ღია კარში გამხდარ მაღალ და მასავით შავებში ჩაცმულ კაცს მოჰკრა თვალი. უცებ დაიბნა, ვერც მიხვდა რა ხდებოდა. მცირე ყოყმანის შემდეგ გაოცებულმა შესძახა: - შოთო, შეენ ბიჭოო? შოთო ძმაო! როგორ ? რანაირად?- მიუახლოვდა ძუძუმტესა და ძმადნაფიცს და მხარზე ხელი დაჰკრა. მერე გულში ჩაიხუტა. - უტა ძმაო!- შოთოც არ მალავდა უტას ნახვით განცდილ სიხარულს. ანანო კი ორივეს ღიმილით შესცქეროდა. -ახლა კი დროა დასხდეთ და მიამბოთ რა ხდება!-თქვა ანანომ . ორივე მეგობარი მისკენ ერთდროულად შებრუნდა. - ჯერ ის მითხარით ეს როგორ მოხდა?უტას ძალიან აინტერესებდა თუ როგორ დაიბრუნა შოთომ ადამიანის სახე. -სინათლემ ბნელი გააანათა და დაფარულის ნამდვილი სახე გამოაჩინა!- უთხრა მეგობარს შოთომ. - არ ვიცი, რა ქენი ასეთი რომ გეპატია ცოდვა ?-ჰკითხა შოთოს უტამ. - სიკვდილს გადამარჩინა!- შოთოს მაგივრად ანანომ გასცა პასუხი. და ხელით აივნისკენ მიუთითა. უტა აივანზე გავიდა და თავგაჭეჭყილი ასპიტი დაინახა. შეშფოთდა , არ ელოდა რომ ავი ასე მალე მოაგნებდა ანანოს. -ისაა! უკვე აქაა! წუთის დაკარგვაც არ შეიძლება გავდივართ!- მკაცრად თქვა უტამ ჩემოდანს ხელი დაავლი. ანანომ ნემუსი ძალით ჩატენა ჩანთაში და ზურგზე მოიკიდა. შოთომ კი ასპიტი ჩააგდო ტომარაში. სამივემ სწრაფად დატოვა სახლი. მანქანაში ჩასხდნენ. ანანო უკან მოთავსდა. უტამ ჩვეული სიჩქარით მოსწყვიტა მანქანა ადგილს და ცოტა ხანში ქალაქი დატოვეს. -ვერა, ვერ მოვითმენ! მინდა ყველაფერი ვიცოდე!თორემ თავში ისეთი აზრები მომდის გაგიჟება შეიძლება! ვის გავურბივართ ამიხსნით ბოლო-ბოლო?-ანანოს კითხვამ უტა შეაკრთო. შოთოს გადახედა. - -ძმაო იმის მერე რაც ყვანჩალა კაცად მაქცია, მგონი არაფერი აღარ გააოცებს!- უთხრა შოთომ ხმადაბლა. - საიდან იცოდი როგორ დახმარებოდი დაგესლილს?-ჯერ კიდევ უამრავი კითხვა ჰქონდა უტას. - ერთხელ უკვე გავაკეთე ასე, თუმცა სიზმარი იყო , მაგრამ ისეთი ცხადი. ერთ მომაკვდავ ქალს დავეხმარე ჩემს სიზმარში. უბრალოდ ვიცოდი რაც უნდა მექნა და როცა შოთო ასეთ მდგომარეობაში დავინახე ვიფიქრე რომ ეს შემეძლო და შევძელი კიდეც.- ცოტა არეულად უხსნიდა ანანო უტას. - სიზმარში? დიდი ხანია სიზმრებს ხედავ?- ინტერესით ჰკითხა უტამ. - მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე.- არ სურდა ანანოს ეთქვა , რაც შენ შეგხვდიო , თუმცა ყველაფერი ისედაც ცხადი იყო. - ვინ მომაკვდავი ქალი?- მაინც ვერ დაიკმაყოფილა ინტერესი უტამ. - უცნაური სიზმარი იყო-თვალები დახუჭა და გახსენებას შეეცადა ანანო.- შავოსანი ქალი იყო. თითქოს სასიცოცხლო ენერგია ელეოდა, გულში ოდნავღა უნათებდა ნაპერწკალი. დამინახა და მიცნო, თუმცა თავად არ ვიცოდი ვინ ვიყავი. ბოლო იმედი მიწოდა და შვილის გადარჩენას შემეხვეწა. თანაც გამაფრთხილა მე ვკვდები და ახლა შენ მოგაკითხავსო. მაგრამ ვინ არ დაუზუსტებია.მე მას ჩემი სინათლე ვუწილადე და მერე გამეღვიძა.- მოჰყვა ანანომ რაც ესიზმრა. უტა დაიძაბა. - შვილის დახმარება გთხოვა?- ჩაიჩურჩულა ჩუმად. ისე მიჰქროდა უტა რამდენიმე საათის გზა საოცრად მალე გალია. დღეს ბინდი ეპარებოდა. რომელიღაც მთიან და ტყეში ჩაფლულ სოფელში რომ შევიდნენ. დიდი გალავანშემორტყმული სახლის წინ გაჩერდნენ. - მოვედით? აბა სასტუმროო?-მიამიტად იკითხა ანანომ. - წამოდი და ყველაფერს მოგიყვები!- თვალებში ჩახედა უტამ-და გადაწყვეტილებას მერე მიიღებ. ჩვენ ბედმა ისეთ თამაშში ჩაგვრთო , რომ ერთმანეთის გარეშე ვერ გადავრჩებით ! ანანომ უხმოდ აიღო ნემუსის ჩანთა და გულში ჩაიხუტა. ისეთი უმწეო ჩანდა, იფიქრებდი ქარის უბრალო წამოქროლება წაიღებს და გადაკარგავსო. მაგრამ თვალებში შიში არ ეტყობოდა. მისი სიმშვიდე უტასაც და შოთოსაც ამშვიდებდა. ჭიშკარი გააღეს და ეზოში შევიდნენ. დიდი ეზო იყო , ხეებში ჩაფლული. ერთ- ერთი ხის მსხვილ ტოტზე დიდი საქანელა ეკიდა. - ვაა რა მაგარია!- გაოცება დაეტყო ანანოს. ნემუსი ჩანთიდან ამოსვა, თავად კი გაიქცა საქანელაზე დაჯდა და ქანაობა დაიწყო. - როგორ გავს არა?- ჰკითხა შოთომ სევდიანად უტას და თვალი აარიდა მის სახეზე გამოხატულ ტკივილს. -მასაც ასეცოტა კმაროდა ბედნიერებისთვის!- უპასუხა უტამ და თვალწინ საქანელაზე მჯდომი აკისკისებული თაია წარმოუდგა. ჯურღმულიდან გამოსული ქალი რომ დაგენახათ, ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ მძიმე ცხოვრების გზა ჰქონდა გავლილი. ჭუჭყის და იარების მიუხედავად მასზე ვერავინ იტყოდა მახინჯი და საძაგელიაო. სიარულის მანერაში ეტყობოდა ოდესღაც დიდებული უნდა ყოფილიყო. თუმცა ახლა ძონძები ეცვა და თმაც საშინლად ჰქონდა გაწეწილი. ქალი სასახლის ჯურღმულებს კარგა მანძილით გასცდა და გეზი მთებისკენ აიღო. იქით სადაც მზისქვეშეთში მოსახვედრი უღელტეხილი ეგულებოდა. რაღაც მომენტში ღრუბლებიდან მთვარემ გამოანათა. ქალმა მთვარეს ახედა. გაუღიმა და მიესალმა. -გამარჯობა სეხნიავ! მთვარო ვარ! იქნებ ვეღარც მცნობ? საუკუნეა შენი სახე აღარ მინახავს. -უცებ სახე მოეღრუბლა.- და რის გამო ? რატომ? მაჯობა , დამიმონა და ფეხქვეშ გამთელა!- ბრაზით იხსენებდა ქალი წარსულს- მისმა სიყვარულმა ყველას ღალატი შემაძლებინა. სულგაყიდულ არსებად და მახინჯ კუზიანად მაქცია. ბევრი დრო დამჭირდა , რომ გზა მეპოვნა მისი წყვდიადიდან. რომ არა უფლისწული ალბათ დღესაც მისი ყურმოჭრილი მონა ვიქნებოდი. დამელოდე დედოფალო! მე შენთან მოვდივარ და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს აუცილებლად გიხსნი ავის კლანჭებისგან. ქალი შებრუნდა და მტკიცე გადაწყვეტილებით გაუყვა გზას. გზად წყლის ჩხრიალი მოესმა. ხმას გაჰყვა და პატარა ჩანჩქერს მიადგა. წყალს დიდი ხნის მწყურვალივით დაეწაფა, გული რომ იჯერა , წყალი პეშვში მოიგროვა და სახეზე შეისხა. ძალიან დიდი ხანი იყო ასეთი სუფთა და კრიალა წყალი აღარ ეგემა. თავისი ძონძები გაიხადა და ჩანჩქერის მომცრო აუზში შევიდა. ეამა ცივი წყალი. კარგა ხანს ნებივრობდა და ვერც კი ამჩნევდა რომ ვიღავ თვალს ადევნებდა დაბურული ტყიდან. წმინდა და საოცარმა წყალმა ჩამობანა ჭუჭყი და იარები , მის სულთან ერთად გარდასხვა მის სხეულსაც დაეწყო. გულიდან განდევნილ სიბნელეს სინათლით ივსებდა და როცა წყლიდან ამოვიდა მართლაც მთვარის ნატეხს ჰგავდა მთვარო. გრძელი ლამის თეთრი თმა კოჭებამდე სწვდებოდა. სწორედ ის თმა, რომლითაც რამდენიმე ხნის უკან უტამ გამოათრია ჯურღმულის ბნელი საკნიდან. წყლის სარკეში ჩაიხედა და გაოცდა. თითქმის დავიწყებოდა როგორი ლამაზი იყო. თითქოს ისიც სულისასავით ანათებდა და სწორედ ამ სინათლემ მიიზიდა თავიდან ავი. რომელიც თავის გადასარჩენად გამწარებული ეძებდა სინათლის შვილებს. რადგან სწორედ მათი ენერგიით იკვებებოდა ეს საშინელი არსება. ჩათვალა რომ სწორედ ის იყო ვისაც ნატრობდა და ათასი მახე დაუგო მის გულს. ხომ ამბობენ სიყვარული ბრმააო, ხოდა სიყვარულში გამოუცდელი ქალი ადვილად გააბა საკუთარ მახეში და მისი ნება დაიმორჩილა. თუმცა ავი მალევე მიხვდა, რომ შეცდა . მით უფრო მაშინ , როცა სულისა დაინახა. მთვარო სრულიად უსარგებლო გახდა მისთვის. მაგრამ სულისას გასატაცებლად და გადასამალად მაინც გამოიყენა. ნებაწართმეული მთვარო მის ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა და მისი აზრით მეტოქის დამცირება და ჩაგვრა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ეგონა ასე თავს მოაწონებდა ავს. თუმცა დროის გასვლასთან ერთად მასში დაბუდებულმა წყვდიადმა მთვაროს გარეგნობაც მისი სულის შესაფერისი გახადა და ერთ დროს ბადრი მთვარის სახიანი მთვარო კუზიან არსებად აქცია. მხოლოდ უტასთან შეხვედრამ , მისმა სიბრალულმა და გამოჩენილმა გულმოწყალებამ გააღვიძა ქალში თითქმის უკვე ჩამკვდარი ნამდვილი მთვარო და ამ ცხოვრებისკენ მოაბრუნა. ასეა ზოგჯერ ნებისმიერ, ერთი შეხედვით უბრალო სიკეთეს შეუძლია ნაცრად აქციოს წლებით ნაშენი ბოროტების ციხე-სიმაგრე! ყორანი 14 ცოტა წაიხემსა ანანომ, მერე საძინებელში ავიდა. ვერც იქ მოისვენა. ინტერესი კლავდა ისე უნდოდა მისთვის ყველაფერი აეხსნათ. კარადა გააღო და შავი კაბა გამოიღო. ხასიათს უხდებო გაიფიქრა და ისევ საქანელაზე დაჯდა. ცდილობდა სახლში არ შესულიყო. თითქოს უტასთვის თავის არიდებით მის კოცნას დაივიწყებდა. არც არფაერს კითხულობდა. უტა და შოთოც დუმდნენ. საღამოს რაღაც ჩუმად ითათბირეს საკმაოდ დიდხანს . შემდეგ კი შოთო ანანოს დაემშვიდობა და უთხრა: - მადლობელი ვარ შენი ანანო! შენ ის დამიბრუნე, რაც მეგონა ,რომ აღარასოდეს დამიბრუნდებოდა. გახსოვდეს სადაც არ უნდა იყო ჩემი სახით ერთგული მეგობარი გყავს.- შოთოს თითქოს დავიწყებოდა, რომ მხოლოდ ანანოს დამსახურება არ იყო მისი გარდასახვა. რომ არა მისი ერთგულება, თავგანწირვა და უანგარობა , მხოლოდ ანანო ვერ შესძლებდა მის გადარჩენას. -.-რაა? მიდიხარ?- შეცბუნდა ანანო. ამ მიყრუებულში და თან ამხელა სახლში უტასთან მარტო დარჩენის იდეა ცოტა აშინებდა. ისედაც ჯერ ბოლომდე ვერ მისჩვეოდა მის უცნაურ მბრძანებლურ ხასიათს. - რატომ მიდიხარ შოთო?- უტასგან განსხვავებით ყვანჩალადყოფილი შოთო ბევრად გულგახსნილი და მეგობრული ადამიანი იყო. ანანოს მოსწონდა მისი მშვიდი და ინტერესიანი ბუნება. რაღაცით საკუთარ თავს აგონებდა. თუ არ ჩავთვლით ბიჭების უცნაურ გარეგნულ მსგავსებას ხასიათით დღე და ღამესავით განსხვავდებოდნენ. - აუცილებელია ჩემი წასვლა ანანო, წინ რთული ამბები გველოდება. ამიტომ სამზადისს რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი!- შოთო შეეცადა ცოტათი მაინც აეხსნა მისი გამგზავრების აუცილებლობა ანანოსთვის. - მე მაინც არაფერი მესმის! როგორ შეიძლება ადამიანი ყვავი იყოს? ან სინათლე იყოს? ვცდილობ გავიგო, მაგრამ მეშინია..- ანანო ამას რომ ამბობდა თან სახლს უყურებდა სადაც უტა ეგულებოდა. - მისი გეშინია?- ჰკითხა გაოცებით შოთომ- მერწმუნე ანანო, ის უკანასკნელია ვისიც შენ უნდა გეშინოდეს! მას რომ უკეთ იცნობდე, მიხვდებოდი , მაგრამ... სჯობს ყველაფერი თავად გიამბოს, უბრალოდ ცოტა დრო მიეცი. მისი პირქუშობა მხოლოდ ნიღაბია ანანო!- შოთოს მეტი აღარაფერი უთქვამს . ანანოს მხარზე ხელი დაადო და დაემშვიდობა. შემდეგ ჭიშკარი გააღო და უკანმოუხედავად წავიდა.ანანომ ინტერესით გახედა სახლს. -ნეტა რას აკეთებს?-ჰკითხა საკუთარ თავს. არ აღიარებდა ანანო , რომ უტა უცნაურად იზიდავდა . ის ოხერი კოცნაც ყოველ წამს თავს ახსენებდა და სურვილს ძლივს ერეოდა, რომ გამეორება არ ეცადა. მაგრამ როცა იმ უცნაურ ამბებს იხსენებდა , რისი მონაწილეც ამ ბოლოს თავად გახდა ლამის კანკალი იტანდა. გაურკვევლობა და იდუმალება აშინებდა ანანოს. - შენ ხომ მშიშარა არ ხარ , არა?!-შეაგულიანა თავისი თავი.-სულ თავგადასავალზე არ ოცნებობდი? ლეგენდები, ინკები, მაჩუ-პიქჩუ! ხომ გინდოდა არა ცხელი ამბები? ხოდა აჰა! ამ ლეგენდების ეპიცენტრში ხარ და დასტკბი!- ირონიანარევი ხმით აგულიანებდა საკუთარ დამფრთხალ გულს. -ის კი ... ისეთია... წარმოუდგენელი!- იდევ უტაზე ფიქრიბდა ანანო- და მაინც ვინაა ბატონი უტა? ვამპირი? მაქცია? - სახლს თვალი მოსწყვიტა და საკუთარ ფეხებს დააშტერდა. -და არ უნდა მეშინოდეს არა? მგონი ის დროა თავქუდმოგლეჯილი გავრბოდე აქიდან!-ანანოს ახსენდებოდა საყვარელი წიგნის "ბინდის" მთავარი გმირის ვამპირი ედვარდის სიტყვები : " თქვი ბელა რით ვიკვებები მე!" -"და შეუყვარდა კრავს ლომი! სულელი კრავი!"- თქვა ჩურჩულით. თითქოს საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ეს რომ თქვა გულზე მოეშვა. -მოხდეს რაც მოსახსენია!- საქანელის განიერ ფიცარზე შიშველი ფეხებით დადგა , უკან გაიწია და გაქანდა. კიდევ და კიდევ. სანამ საქანელა ჰაერში არ გაფრინდა. მერე ხელები გაშალა და მხოლოდ ფეხების მოძრაობით სცადა წონასწორობის დაცვა. ისევ ის უსასრულო ქროლვის შეგრძნება დაეუფლა. ისევ დაიბინდა გარშემო სამყარო. საქანელას მოსწყდა ანანო და ხელებგაშლილი წინ გაფრინდა. რომ არა უტას სწრაფი რეაქცია მწარედ დაენარცხებოდა ძირს. თუმცა ანანოს არაფერი უგრძვნია თითქოს ტრანსში ჩავარდნილი შიგ მკლავებში ჩაუვარდა უტას. ხელები კისერზე მოხვია და ჰკითხა: -გავფრინდეთ?- უტამ თვალებში ჩახედა ანანოს და მხოლოდ საკუთარი თავი დაინახა. გაეღიმა . გაწეწილი თმა თითებით გადაუწია სახიდან და სურვილების ამსრულებელი, ზღაპრული ჯინივით უპასუხა: - გისმენ და გემორჩილები ჩემო ქლბატონო!- დიდი შავი ფრთები ძლიერად შემოჰკრა ერთმანეთს და ცაში აიჭრა. ანანომ თვალები დახუჭა, რომ თავბრუსხვევა შეეჩერებინა. ხელები უფრო მოხვია კისერზე. გულში ჩაეკრა. შიშს საერთოდ ვერ გრძნობდა. ყველაფერი ისე იყო ,როგორც უნდა ყოფილიყო. ანანომ თავი ასწია უტას შეხედა და ჰკითხა, ერთადერთი რამ, რაც ასე თუ ისე ლოგიკურად მოეჩვენა . - ანგელოზი ხარ? - უტამ გაოცებით შეხედა. - შენ თავიდანვე მართალი იყავი ანანო! მე ყორანი ვარ! ყორანი 15 ტრიალ -ტრიალით დაეშვა ყორანი ეზოში. ყორანი , იმიტომ რომ სწორედ ეს იყო და ამის დამალვას აღარ აპირებდა. ნელა დასვა ანანო ძირს. გოგონა ისევ ისე ეკვროდა და მისგან თავის გარიდებას სულაც არ ფიქრობდა. მის თვალებში სურვილის და ვნების გარდა უზარმაზარი ინტერესი ჩანდა. ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და უტამ თვალები დახუჭა. მსგავსად ისეთი არავინ შეხებია, ვის მიმართაც თავად ასეთ სურვილს გრძნობდა. ანანომ ხელი სახიდან ფრთებზე გადაიტანა . და როცა მიხვდა უტა მათ გაქრობას აპირებდა ჩურჩულით თქვა: -გთხოვ!-უტამ თვალები გაახილა და ანანოა შეხედა. გოგონა მის ფრთებს ინტერესით ათვალიერებდა. თითქოს მათი შესწავლა სურდა. ნელა - ნელა გარშემო უვლიდა. თან თითებით ფრთებს ეხებოდა. -საოცარია!-ჩაიჩურჩულა გოგომ. -რა ლამაზია! - აღტაცაებას არ მალავდა. უცებ წინ დაუდგა და ჰკითხა: -ასე მეც შემიძლია?-თან სასურველი პასუხის მოლოდინში ლამაზი თვალები ააფახულა. ცოტა ხანს სერიოზულად უყურა უტამ და რომ მიხვდა სერიოზულად ეკითხებოდა, უფრო მეტიც დადებით პასუხს ელოდებოდა ხმამაღლა გადაიხარხარა. - სასაცილო რა ვთქვი?-ტუჩები გაბუსხა ანანომ. - იმდენი უცნაური რამე ვნახე ამ ორი დღის მანძილზე აღარაფერი გამაოცებს. -არა ანანო ფრენა არ შეგიძლია!- უკვე სერიოზულად უთხრა უტამ და პატარა ბავშვივით გაბუტულ ტუჩებზე შეხედა. სურვილმა მოუარა ისევ ეკოცნა მისთვის . -სამაგიეროდ ჩემი გაგიჟება შეგიძლია ძალიან კარგად! -უთხრა არეული ხმით. ანანომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. უტასაც არ უცდია მისი შეჩერება. სევდიანი თვალებით შეხედა და თავადაც უკან დაიხია. -ასეც ვფიქრობდი , გაოცებამ და აღტყინებამ გაგიარა, ახლა უნდობლობის და შიშის ჯერია! - ანანო შეცბა .არ ეგონა თუ უტა მის ემოციას გადაშლილი წიგნივით წაიკითხავდა. -ჩემი ნუ გეშინია ანანო! ჩემი არ უნდა გეშინოდეს!-ნაწყენი და თითქოს გაბრაზებული ხმით უთხრა უტამ და ზურგი შეაქცია. შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სახლში. -ჰმ , რა ადვილი სათქმელია არა?-ბრაზობდა ანანო. -ჩემი არ უნდა გეშინოდეს!- თავის ქიცინით და მკაცრი ხმით ჩაიბურდღუნა. ვითომ უტას გამოაჯავრა. მერე გაახსენდა ფრთებგაშლილი ყორანი , როგორც ზღაპრული არსება ზღაპრებიდან სპეციალურად მისთვის გადმოსული, მისი ცეცხლის რკალებად ანთებული თვალები. მის მკლავებში განცდილი უსასრულო ქროლვით მოგვრილი ჟრუანტლი და გულზე ხელი მიიდო. გულს გუგუნი გაუდიოდა. -მოღალატე!-გაუბრაზდა საკუთარ გულს. და მუშტი ჩაირტყა. ეგონა ასე პულსიც ნორმაში ჩადგებოდა. ცოტახანს გარეთ იჯდა. საკუთარი გრნობების და ემოციების ხელში აყვანას ცდილობდა. შემდეგ ღამის სიცივე იგრძნო. წამოდგა და სახლში შევიდა. დიდ მისაღებში არავინ იყო. სამზარეულოში გავიდა. სენდვიჩი მოიმზადა. რძე დაისხა. როცა რძეს მაცივარში აბრუნებდა უცებ გაოცდა. მაცივარი ყველაფრით სავსე იყო , რაც შეიძლებოდა ადამიანს ენატრა. - ეს როდისღა მოასწრო?-გაიფიქრა და მაცივრის კარი დახურა. მერე ნემუსის მოუხმო და გულუხვად გაუვსო ჯამი. -ფაუნაც დავაპურეეე!-ხუმრობით ასე ეძადა ნემუსის. და უცებ ყორანი წარმოუდგა თვალწინ. -ოი, ფაუნის ერთი წარმომადგენელი გამომრჩა!-ირონიით ჩაილაპარაკა. -ნეტა რას ჭამს? რა უყვარს?- შეეცადა გაეხსენებინა თუ რას ჭამენ ყორნები. შემდეგ მაცივრიდან დიდი ნასვრეტებიანი ყველი გამოიღო, დიდი ნაჭერი ჩამოაჭრა , თეფშზე დადო და უტას საძინებლისკენ გაემართა. უცებ უკან მობრუნდა . ცოტა ხანს სამზარეულოს კარადებში რაღაცას ეძებდა. მერე სასურველის პოვნით გახარებულმა წამოიყვირა , და ცეკვა -ცეკვით გაემართა სახლის მეორე სართულზე, სადაც უტას საძინებელი ეგულებოდა. კარზე მორიდებულად დააკაკუნა. -ბატონო უტა! -რატომღაც ოფიციალური მიმართვა ამჯობინა. - შეიძლება? კარი გაიღო და გაოცებულ ანანოს კინაღამ თეფში გაუვარდა ხელიდან. უტა წელსზემოთ ლამის შიშველი იდგა კარებში. გამხდარი მაგრამ დაკუნთული და ნავარჯიშები სხეული ისე გამომწვევად გამოიყურებოდა. ანანომ თვალიც ვერ მოსწყვიტა. იდგა და გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა. -რა გნებავს ქალბატონო?-უტა აშკარად თამაშის ხასიათზე იყო. ანანოს ემოციამ კიდეც გაართო, თუმცა როცა ანანოს ხელში თეფში და მასზე ლამაზად დაწყობილი ყველის ნაჭერი და კაკლის ლებნები დაინახა სახიდან თვითკმაყოფილი ღიმილი მაშინვე ჩამოერეცხა. გაბრაზებულმა კარები ცხვირწინ მიუჯახუნა გაშტერებულ ანანოს. -ეს რა მე დამცინის?-გაბრაზებული და თან გაოცებული უტა კარს ზურგით მიეყრდნო. ცოტახანს ასე იდგა. მერე ანანოს სახე გაახსენდა ,მისი დანახვით გამოწვეული ემოცია გოგონას სახეზე და ღიმილით დაემუქრა. -მაცადე პატარა ქალბატონო!მე შენ გასწავლი ჭკუას! ანანო ნელა შებრუნდა , კიბეზე ჩავიდა. თეფში მაგიდაზე დადო.ჩამოჯდა და თავისი სენდვიჩი ჩაკბიჩა. - ეს რა იყო ჰა ნემუსა? - გაოცებით ჰკითხა ფისოს და პასუხის მოლოდინში წარბები მაღლა ასწია. ყორანი 16 შოთომ უღელტეხილი გადაიარა და ხევ- ხევ დაჰყვა გზას, რომელსაც სოფელში უნდა მიეყვანა. ყველაფერს აქვს თავისი ცუდი და კარგიო გაიფიქრა , როცა სულის მოსათქმელად ჩანჩქერის ახლოს ჩამოჯდა დაღლილი. იმ გზას, რასაც ყვავად ყოფნისას რამდენიმე საათს მოანდომებდა ახლა მთელი დღე იყო მოჰყვებოდა. უცებ ფეხის ხმა მოესმა. სიფრთხილე გამოიჩინა, რადგან არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა, ტყეში შევიდა ხეებს შეეფარა და თვალ-თვალი დაიწყო. ჩანჩქერის ტბასთან უცნაური, ძონძებში გახვეული ჭაღარა ქალი მივიდა. მწყურვალი ნადირივით დაეწაფა წყალს. ხარბად სვავდა პეშვებით. შემდეგ წამოდგა თავისი ძონძები გადაიძრო , ძირს დაყარა და წყალში შეცურდა. სავსე მთვარე დღესავით ანათებდა არე-მარეს და რაც შოთომ ნახა ,იმას ახსნა ვერაფრით მოუძებნა. ქალმა რამდენჯერმე ჩაყვინთა წყალში და ზედაპირზე ყოველი ამოსვლისას იერი ეცვლებოდა. ჯერ ჭუჭყი მოშორდა, მერე იარები, შემდეგ ასაკი და ბოლოს წყლიდან მთვარის თმათეთრა ქალღმერთმა ამოანათა. გაოცებისგან გაშეშებული შოთო თვალებგაფართოებული უყურებდა საოცარ ქმნილებას. თეთრი თმა წყალზე გაშლილიყო ქალის გარშემო. ჯადოსნური და საოცარი სურათი იყო. შიშველი ქალი ნაპირზე ამოვიდა. წყალში ჩაიხედა და ალბათ საკუთარი სილამაზით მოხიბლულმა მთვარეს შესცინა. მერე ისევ თავისი ძონძები გადაიცვა და წასასვლელად მოემზადა. სწორედ იქით აპირებდა წასვლას საიდანაც შოთო მოვიდა. როცა მას მოუახლოვდა შოთო სიბნელიდან გამოვიდა და ქალს წინ გადაუდგა. ჯერ გაოცებით შეხედა ქალმა, მერე თითქოს რაღაც იაზრაო ტბას გახედა, მიხვდა მისი სიშიშვლე რომ ნახა ვაჟმა და ბრაზით ანთებული ცისფერი თვალებით შოთოს შეაჩერდა. -ვინა ხარ?-ჰკითხა ოთომ. ქალმა დამცინავად ჩაიცინა. ცალი წარბი მაღლა ასწია და პასუხი უშიშრად მიუგდო. -თავად ვის ფიქრობ, რომ ვარ?- ხელით გძელი სველი თმა ერთად მოაგროვა და მხარზე ჩამოიყარა და გრძელ ნაწნავად დაუწყო ჩამოწვნა. -დალი ხარ?-ჰკითხა შოთომ, ალბათ ლეგენდებში მოსმენილი ნადირობის ქალღმერთის ამბავი გაახსენა ქალმა. ან რა უნდა ეფიქრა ნანახის შემდეგ. -ჰმ,-ჩაიცინა ქალმა. -ჩვეულებრივი ქალი ვარ და შენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. ჩემს გზას ვადგავარ. ნუღარ მაყოვნებ. ხმაში სიმკაცრე შეეპარა. წასვლა დააპირა და შოთოს კიდევ ერთხელ შეხედა ინტერესით. მოეწონა მაღალი შავთვალა ბიჭი. მაგრამ არც ის იცოდა ვინ იყო და არც ამის გასარკვევად ეცალა. კაცს გვერდი აუქცია და გზას გაუდგა. ცოტახანს იდგა შოთო და წასულს უყურებდა . ფიქრობდა იმაზე რაც წყევლის გამო დაჰკარგა. წლებზე, რომლებმაც არაფერი დაუტოვა. არ განცდილ ბედნიერებაზე და მიხვდა არ შეიძლებოდა ეს საოცარი ქალი ასე უბრალოდ გაეშვა. რადგან არავინ იცის რას უმზადებდა მომავალი, არ შეეძლო იღბლის იმედად დარჩენა. ხომ შეიძლებოდა ვეღარასდროს შეხვედროდა მას? არადა მისმა თვალებმა გულში უცნაური ხანძარი დაუნთო.მისი კვლავ და კვლავ ნახვის სურვილი გაუჩინა. რამდენიმე ნაბიჯში დაეწია. მკლავში ხელი მოჰკიდა და შემოაბრუნა. -არ ვიცი ვინ ხარ,არ ვიცი რა ხარ, მაგრამ გული არ გიშვებს!-უთხრა და განაჩენივით დაელოდა მის რეაქციას. ქალმა თვალებში ჩახედა, მის შავ კეთილ და ლამაზ თვალებში გრამი სიბნელე ვერ დაინახა. თუმცა წარსული შეცდომის გამეორების საშინლად ეშინოდა. მაინც საოცარ ნდობას გრძნობდა ამ უცნაური უცნობის მიმართ. მაინც გაბედა მისკენ ნაბიჯის გადადგმა. -მე მთვარო მქვია!- თქვა თამამად.-გატყობ აქაური არ უნდა იყო. ერთი ბუმბულიც კი არ გირევია ყვავის.- ხუმრობით უთხრა სიმართლე, რომელსაც ცხადად ხედავდა. -ამით ერთმანეთს ვგავართ.- მიუგო შოთომ.-მაგრამ მაინც აქაური ვარ. ცოდვაშენდობილი და სახედაბრუნებული შოთო. -გააცნო თავისი თავი. .-უცნაურია, რომ ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა.-დაფიქრებით თქვა მთვარომ. მათი გარეგნობა თავისთავად მეტყველებდა , რომ ისინი სინათლის მხარეს იდგნენ წყვდიადის სამეფოში. შემდეგ იქვე ჩამოსხდნენ და ერთმანეთს გულახდილად გაანდეს საკუთარი წარსული, მოყვნენ თუ რატომ ეპატიათ და მოეხსნათ წყევლა. გაოგნდა მოსმენილით შოთო. -დედოფალი სად გეგულება?-სწრაფად ჰკითხა მთვაროს. - არის მზისქვეშეთში ერთი ადგილი . დაწყევლილ ტყეს ეძახიან ადამიანები. რადგან თუ ვინმე წყვდიადთან მეგობრობს სწორედ ამ ტყეში იყრის თავს. ერიდებიან ადამიანები ამ ადგილს და იშვიათად თუ ვინმემ ფეხი დადგას იქ. სწორედ იმ ტყეში მეგულება ავი. -დაფიქრებით გაანდო მთვარომ შოთოს თავისი აზრი. --კარგად მომოსმინე მთვარო. მე აქ უნდა დავრჩე მამაჩემის და მბრძანებლის ნახვა დამავალა უფლისწულმა უტამ. შენ კი მასთან წახვალ და რაც მე მითხარი მასაც მოუყვები. თავად გადაწყვეტს, როგორ და რანაირად დავიხსნით დედოფალს.-უთხრა შოთომ. მთვარო დათანხმდა, რადგან მარტო მოქმედება სახიფათო იყო, არა თავის უსაფრთხოებას არ სწუხდა მთვარო, თუმცა კარგად ხვდებოდა მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა და თუ სწორად არ გამოიყენებდა სულისას უფრო უარეს საფრთხეში ჩააგდებდა. ამიტომ სწრაფად დათანხმდა შოთოს. შემდეგ კი დაემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა. თუმცა შოთომ კიდევ ერთხელ შეაჩერა და უთხრა. -ხომ ხვდები რა რთულ ბრძოლაში ვებმებით, მინდა თავს გაუფრთხილდე და გახსოვდეს თუ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება, შენ იქნები ერთადერთი ქალი ვისათან შეხვედრასაც ვინატრებ სიმშვიდის ჟამს.-უთხრა და სწრაფად დაუყვა ხევის ვიწრო ბიკიკებს. უყურებდა მიმავალ შოთოს მთვარო და ხვდებოდა, მიუხედავად მათ შორის გაზრდილი მანძილისა , როგორ უახლოვდებოდა ეს შავთვალა ვაჟი მის გულს და იქ ბინას სამუდამოდ იდებდა. -ალბათ ყველაფერი სწორედ ასეც უნდა მომხდარიყო!-უთხრა საკუთარ თავს მთვარომ და მტკიცე ნაბიჯებით საპირისპირო მიმართულებით გაუყვა გზას. ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივი ოთახში დაძვრებოდა. ყველაფერს ათვალიერებდა გულდაგულ სინჯავდა. მოიარა მთელი ოთახი და ბოლოს საწოლზე აცოცდა. ცოტა ხანს ფისოს წვალებით გაერთო , სანამ უსიამო კნავილით არ წამოაგდო ფეხზე და არ გააქცია არ მოეშვა. მერე უცებ პატარა თეთრი ტერფი შეამჩნია პლედიდან რომ მოჩანდა. ნელა მიცოცდა და შეეხო ეამა მისი ნაზი კანი და ისიც მისი სინათლე რომ აირეკლა თითქოს. ნელა აჰყვა მაღლა და გაოცდა. მშვიდად ეძინა მის დაიკოს , თმა სხივებივით გაშლილიყო ბალიშზე, ხელებიც გასაფრენად გამზადებული ფრთებივით გაეშალა. თითქოს მზად იყო სამყარო გულში ჩაეკრა. ეტყობა სიზმარს ნახულობდა საამურს, ძილში იღიმოდა ანანაო. სახესთან მიუჩოჩდა სხივი და ლოყაზე მიეფერა. ჯერ ისევ დედის კალთაზე გამობმულმა მშობლის კალთის სითბო უწილადა გოგონას. სხვა რა შეეძლო მზის პატარა სხივს? მაგრამ მან არ იცოდა რამხელა ძალა აქვს დედის კალთას , ზოგჯერ როცა ცხოვრება გამოცდას გიწყობს და ტკივილს გაყენებს, მხოლოდ ის ხდება თავშესაფარი და სიმშვიდის წყარო. მაგრამ მხოლოდ მზის სხივი არ უყურებდა მძინარე ანანოს. უტა გაღებულ კარში იდგა და მზის სხივის თამაშს ღიმილით უთვალთვალებდა. სხივმაც შეამჩნია უტა , შეცბა და სწრაფად გაიქცა ღია ფანჯრიდან. -გხედავ და მაინც მენატრები! -ჩაილაპარაკა უტამ და კარი ფრთხილად გაიხურა. საოცარ გუნებაზე გაიღვიძა ანანომ , ენერგიით სავსემ, ბედნიერმა, თავადაც გაოცდა , ვერ მიხვდა ასე რა ახარებდა. მხიარულად ჩამოირბინა კიბეები. სამზარეულოში შევიდა . მაგიდაზე დიდ გამჭვირვალე ლარნაკში მთის თეთრი და ვარდისფერი გვირილები დახვდა. გაეღიმა. ყავა მოხარშა და საქანელისკენ წაიღო. " სულ სხვანაირად თენდება მთაში, სულ სხვანაირი სიო ქრის ცელქი, სხვა რა ვინატრო სიხარულისთვის? შენი ღიმილის და კოცნის მეტი?"(ჩემვე ლექსის ნაწყვეტი) ღიღინებდა ანანო და არც თუ შორეულ მყინვარებს უყურებდა. - მასე ადვილი თუა , ახლავე შემიძლია შენი გახარება!- ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა უტა. -დილამშვიდობისა ბატონო უტა- ლოყები შეეფაკლა ანანოს. - ბატონო უტა, ბატონო უტა!- გამოაჯავრა ანანოს უტამ. - გუშინ ყვავის ვახშამი რომ მომართვი არ ვიყავი ბატონი უტა? ისეთი სხვანაირი იყო უტა იმ დილით. არაფრით აღარ ჰგავდა პირქუშ ყორანს , როგორიც ანანომ პირველად ნახა ოფისის ლიფტში. ამ მოგონენამ გაახალისა ანანო და გაეცინა. - რაღაც მხიარულზე ფიქრობ არა?- მიუხვდა უტა და ინტერესით დააკვირდა. - გეტყვით მაგრამ , არ გაბრაზდეთ! მპირდებით?- ჰკითხა ანანომ. უტამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - იცით რას ეძახიან ოფისში ლიფტს, რომლითაც მგზავრობთ?- ძლივს შეკავებული სიცილით ჰკითხა ანანომ. - პირქუშის ლიფტი!- ანანოს სიცილს ისიც აჰყვა. - ამიტომ არავინ მგზავრობდა ჩემთან ერთად?- ჰკითხა უტამ გოგონას. - ისე გამიკვირდა იმ დილით ლიფტში რომ შემხვდი . ვერც კი მოგესალმე ისე გავოცდი. მერე კი ყორანიო ჩაიბუტბუტე და გაოცებისგან გავიყინე. არასდროს მომხდარა ვინმეს ჩემი არსება ასე აშკარად ეცნო. -დრო არ მოვიდა ვილაპარაკოთ?-ჰკითხა ანანომ ბოლოს სერიოზულად. -მე კიდევ ვფოქრობდი გაგვესეირნა. არ გინდა ყვავილების ველის ნახვა?-პასუხს ისევ თავი აარიდა უტამ. ანანომ ხვდებოდა , რომ უტა მზად არ იყო მასთან სასაუბროდ , შოთოს სიტყვები გაიხსენა :"დრო მიეცი ცოტა და ენდეო." გადაწყვიტა მისი რჩევა ყურად ეღო. სახლიდან ფეხით გავიდნენ და მთებისკენ აიღეს გეზი. სასიამოვნო იყო მთის გამჭვირვალე ჰაერი. თითქოს ფილტვები სასიცოცხლო ენერგიით ივსებოდა. ფერებიც უფრო მკვეთრი და ცინცხალი იყო , ვიდრე მტვრიან ქალაქში. გზა და გზა ნაირფერი ყვავილები ხარობდა. სოფელში დაბადებული და გაზრდილი ანანოსთვის უცხო არ იყო ლამაზი პეიზაჟები, მაგრამ ასეთი სილამაზე მართლა არ ენახა. მინდორი სავსე იყო თეთრი გვირილებით, რომლებსაც შიგა და შიგ ერია უცნაური ვარდისფერიც . მინდვრის შუაგულში პირდაპირ ბალახებზე დაჯდა ანანო. მის წინ კი უტა ჩამოჯდა. უყურებდნენ ერთმანეთს , ერთმანეთის თვალებში არეკლილ საკუთარ ანარეკლს ხედავდნენ და ძალიან სურდათ საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკათ. - ანანო გინდა ზღაპარი მოგიყვე?-ჰკითხა უტამ. ანანომ თავი დაუქნია. უტამ ამოიოხრა , მინდორზე გულაღმა გადაწვა ლაჟვარდისფერ კრიალა ცას ახედა და საკუთარი ამბის მოყოლა დაიწყო. -იყო და არა იყო რა..... ყორანი 17 უტა ყვებოდა თავის ბავშვობაზე, დედაზე, მის დაკარგვაზე, მამის მრისხანებაზე. ყველაფერზე, რასაც მარტოობის წლებში გრძნობდა. თაიაზე როცა დაიწყო მოყოლა ანანომ შეამჩნია, როგორ დახუჭა უტამ თვალები, თითქოს მისი გახსენებისას თავადაც იმ დროში დაბრუნდა. მიხვდა ანანო რამხელა სევდას და ტკივილს ატარებდა უტა გულით. მართალი ყოფილა შოთოო, გაიფიქრა. პირქუშობა მხოლოდ ნიღაბი იყო. მის მიღმა გულნატკენი, ემოციური და კეთილი კაცი იდგა. მზისშვილებზეც მოუყვა უტამ ლეგენდა და უთხრა , რომ ეს სულაც არ იყო გამონაგონი ამბავი. -ანუ მე მართლა განსხვავებული ვარ?-აღარ გაკვირვებია ანანოს , მაგრამ ეს ყველაფერი დასაჯერებლადაც არ იყო მარტივი. რომ მას ერთ უბრალო გოგოს იმხელა ძალა და ენერგია ჰქონოდა, რომ სამყაროს ბედის სასწორი რომელიმე მხარეს გადაეწონა. -თაიაც ჩემსავით იყო?-ჰკითხა ინეტერესით უტას. -კიი, მთლად შენსავით ძლიერი ალბათ არა, მაგრამ ის მხოლოდ თორმეტი წლის ბავშვი იყო. -უტას ახლაც სტკიოდა გული თაიას გამო და უფრო იმიტომაც, რომ საკუთარ თავს აბრალებდა მის სიკვდილს. -და დედაჩემიც დედოფალი სულისა. ვფიქრობ სიზმარშიც სწორედ ის ნახე.-გაუმხილა თავისი ეჭვი. -ვინ ჯანდაბაა ეს ავი? რა უნდა რის მიღწევას ცდილობს?-ინტერესს ვერ იცხრობდა ანანო. -ავის თქვენთან დემონს ეძახიან. ბოროტების მსახურია. იმდენად სულწაწყმედილი , რომ ის დადებითი ძალა და ენერგია რაც სამყაროს ამოძრავებს მას აღარ ეკარება. ამიტომ სასიცოცხლოდ მზის შვილებს ჰპარავს სულს და ამით არსებობს. მათი ცრემლით იკვებება. დედაც ამიტომ მოიტაცა და წლებია მისით სულდგმულობს. ჩვენ კი გვეგონა... რა აღარ გვეგონა.. მამაჩემის გულში შეუძვრა თავისი სიბნელით გააავა და დააუძლურა. ყველაფერი რაც გვჭირს მისი ბრალია. ჭირივით მოედო ჩვენს ქვეყანას და ხომ ხედავ სადამდე მიგვიყვანა? ძმა ძმას წაჰკიდა , შვილი მამას, ყორნები ადამიანებს და მართლაც ყვავებად აქცია ჩემი ხალხი. შენ კი ანანო ჩემი უკანასკნელი იმედი ხარ. როგორც შოთოს , როგორც მე, ხსნის გზა უნდა დაგვანახო. უნდა გადაგვარჩინო და ადამიანური სახე დაგვიბრუნო.- უტა წამოჯდა და ანანოს წინ ფეხმორთხმით დაჯდა. - სულ ესაა?- ჰკითხა გოგონამ და თვალები დახარა. - არა ანანო არის კიდევ ყველაზე მთავარი და ჩემთვის სასიციცხლოდ მნიშვნელივანი რაღაც!- უტამ ნიკაპში მოჰკიდა ხელი და სახე ააწევინა. - გაცნობის წამიდან გიცანი, დანახვის წამიდან მივხვდი შენ ის ხარ, ვისაც მთელი ცხოვრებაა ველოდები. რამდენიმე საუკუნეა გეძებ. მანამდე მიყვარდი სანამ დაიბადებოდი! ჩვენი შეხვედრაც გარდაუვალი იყო. ეს ყველაფერი ასეა , მაგრამ შენ გაქვს ის, რაც ღმერთმა ხალხს უფლებად მოგანიჭათ, თავისუფალი ნება! მე რომ მიყვარხარ, მე რომ მსურხარ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენც შემიყვარებ და ჩემთან ყოფნას ისურვებ. თუმცა მიუხედავად ამისა შენს წინ ვზივარ და განაჩენს შენგან ველოდები. უტა რომ ლაპარაკობდა ანანო თვალებში უყურებდა და ხედავდა, რამდენად გულწრფელი იყო მისი ყველა სიტყვა. თავადაც ხომ იგივეს გრძნობდა ამ საოცარი კაცის მიმართ. თუმცა უცნაურ შიშს გრძნობდა. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ხედავდა ანანო უტას გულში სიბნელისა და სინათლის ჭიდილს. სულ ერთი ფეხის დაცდენა და უტა შეიძლებოდა უფსკრულში გადაჩეხილიყო და ანანოც თან გადაყოლებინა. ანანომ ამის გაფიქრებაზე ძალების მოზღვავება იგრძნო. "არასდროს გესმის? მის თავს არასდროს დაგითმობ წყვდიადო!"- გაიფიქრა გოგონამ. უყურებდა უტას და აოცებდა მისი სილამაზე, მისი შავი აჩეჩილი თმა, სწორი ლამაზი ცხვირი, მკაცრი მაგრამ სასურველი ტუჩები, საოცარი თვალების ფერი. მთელი მისი სხეული იზიდავდა გოგოს და ეგოისტურად ფიქრობდა ანანო შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ მე მეკუთვნოდესო. უცებ გაუაზრებლად მუხლებზე წამოიწია, უტას სახე ხელისგულებში მოიქცია და ტუჩებში აკოცა. მოულოდნელობისგან წამით გაოცდა უტა ,შემდეგ წელზე ხელები მოხვია და კოცნაზე კონით უპასუხა. -ისევ ზღაპრებში ნუ გამექცევი უფლისწულო!-უთხრა ჩურჩულით ანანომ. სახლში ხელი-ხელ ჩაკიდებულები დაბრუნდნენ. თავზე გვირილის მოზრდილი გვირგვინები ედგათ.ბედნიერები იყვნენ, თითქოს ყველა დარდი და საწუხარი სადღაც გადაკარგულიყო და ქვეყნად მხოლოდ სიყვარულის ქარები ქროდნენ. ბინდი წვებოდა მთებზე სახლის კარი რომ შეაღეს და ორივე ადგილზე გაშეშდა. ანანოს საქანელაზე თეთრ ნაწნავიანი ულამაზესი ქალი იჯდა. უცნაურ ძონძებში ჩაცმული.მის გვერდით ნემუსი დასკუპებულიყო და ბრიალა ოქროსფერი თვალებით შესციცინებდა. ნემუსის ნდობამ აფიქრებინა ანანოს, რომ ქალი სამტროდ არ იქნებოდა მოსული. მათ შეხედვაზე მთვაროს ღიმილი მოეფინა სახეზე, რა ძალიან არ გავდა გვირილების გვირგვინით მორთული უტა ჯურღმულებში ნანახ სასტიკ გვირგვინოსანს. " ანუ ამაშია შენი ძალა?" გაიფიქრა მან და ანანო შეათვალიერა. - გამარჯობა უფლისწულო! ალბათ ვერ მიცნი? მე მთვარო ვარ. აქ შოთოს დავალებით მოვედი. -წარუდგინა თავი უტას . უტამ ეჭვით შეხედა მთვაროს. ვერაფრით გაიხსენა საიდან იცნობდა. მაგრამ შოთოს სახელის ხსენება საკმარისი იყო ,რომ სახლში შეეპატიჟა.სკამზე ჩამოჯდა უტა და მოსასმენად მოემზადა. მთვარო კარგა ხანს ყვებოდა საკუთარ ამბავს. არაფერი დაუმალავს, და თუ პასუხისგება მოუწევდა ჩადენილ დანაშაულზე ამისთვისაც მზად იყო. -გეპატია და მე რა უფლება მაქვს ღმერთის განაჩენს შევეწინააღმდეგო. მხოლოდ ვერ ვხვდები მე რა როლი მაქვს შენს გარდასახვაში?- ვერ მიხვდა უტა მას რატომ ემადლოერებოდა მთვარო. -შენ გავიწყდება უფლისწულო ვისი შვილი ხარ.!სულისას სინათლის ნატეხი! მისი სისხლი და მზის შთამომავალი! ალბათ სწორედ ესაა მიზეზი იმის, რაც მე დამემართა შენთან შეხვედრის შემდეგ!-მისმა ახსნამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. შემდეგ იმაზე იმსჯელეს რა გეგმა დაესახათ, რომ სულისა უვნებლად გადაერჩინათ. გადაწყდა შოთოსთან ყვავი ეფრინათ, რომ მას მებრძოლთა რაზმი წამოეყვანა , ერთმანეთს დაწყევლილ ტყესთან შეხვედროდნენ. არავინ იცის რა მახეს დაუგებდა ავი თავის მტრებს. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. ჩამობნელებულ და ჩამოღამებულ ტყეში მზის ერთი სხივიც ვერ აღწევდა. ჰაერიც დაგუდული და მძიმე იყო. თითქოს სტუმრის დახჩობა ეწადა. უმზეოდ არ ხარობდა არც ყვავილები, არც ხასხასა მწვანე გვიმრები. ბალახიც კი არ იყო ჩვეულებრივი. ყველგან ეკალი და ტოტებგაფარჩხული ბუჩქნარი იყო. მათი ხიჭვები და კავები კაბაზე ეკიდებოდნენ ლასლასით მიმავალ სულისას და როცა ადგილამდე მივიდნენ კაბის ნაცვლად დაფხრეწილი ძონძებიღა ეცვა ერთდროს ამაყ დედოფალს. სულისამ შუაგულ ტყეში აღმართულ მრუმე საპყრობილეს ახედა და სიკვდილი ინატრა. აღარ უნდოდა და აღარც ძალა შესწევდა ავთან საბრძოლველად . ხვდებოდა მალე ყველაფერი დამთავრდებიდა. არ ეშინოდა , მხოლოდ არ უნდოდა უკანასკნელი რასაც ნახავდა ავის საშინელი ჯურღმულები ყოფილიყო. ცა ენატრებოდა და მზე. მისი სითბო და სინათლე აკლდა, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მეტად საკუთარი სულის ნაწილი ,შვილი ედარდებოდა. ერთ ღამეს მიხვდა სიცოცხლე ტოვებდა. თვალები დახუჭა და შვილზე დაიწყო ფიქრი. იხსენებდა პატარა გამხდარ ლამაზთვალება ბიჭუნას და ფიქრებით ემშვიდობებოდა. ინატრა, რომ კიდევ შესძლებოდა მისი ნახვა და მონატრებული სურნელის ჩასუნთქვა. სწორედ იმ წამს სიკვდილისა და სიცოცხლის გასაყარზე, სინათლე დაინახა, რომელიც თან და თან უახლოვდებოდა და გოგონას სახეს იღებდა. გულმა უგრძნო ის იყო ვისაც ავი ასე გამწარებით დაეძებდა. მისი გაფრთხილება მოინდომა, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და გაფრთხილებას ბოლო სათხოვარიც მიაყოლა. შვილი შეავედრა უბედურმა დედამ სინათლის ასულს. გოგონაც მიხვდა, რომ სულისა უკანასკნელ წამებს ებღაუჭებოდა. დაიხარა და ხელი გამოუწოდა. სულისამ ხელი ჩასჭიდა და იგრძნო საოცარი ენერგიის მოზღვავება. ასეთი მძაფრი და ძლიერი ძალა არასდროს ჰქონია მას. გოგონამ კი უწილადა სასიცოცხლო ძალა, თუმცა თავად არა დაჰკლებია რა. თვალები დახუჭა მომაკვდავმა დეოფალმა და როცა გაახილა დაინახა, რომ ანათებდა, როგორც ვარსკვლავი! ფეხზე წამოდგა , თმა უკან გადაიყარა, დაკეტილ რკინის კარებთან მივიდა და საკუთარ ხელებს დახედა. -სწორედ რომ დროა შევამოწმო ,რა შემიძლია!-ხმამაღლა და თავდაჯერებულად თქვა და ორივე გაშლილი ხელისგული კარებს მიადო. გახურდა რკინა გავარვარდა თუმცა სულისას არაფერი სტკენია. რკინამ დნობა სანამ არ დაიწყო დედოფალს ხელები არ მოუშორებია. - ესეც ასე!- სთქვა კმაყოფილმა როცა რკინის კარი სანთელივით ჩამოადნო, ზღურბლს უშიშრად გადააბიჯა და თავისი საძულველი მტრის მოსაძებნად ღიმილით გაემართა. ყორანი 18 ნესტიანი, ბნელი გვირაბი გაიარა და არავინ შეხვედრია. ან ვინ შეხვდებოდა ალბათ ავს ეგონა, სულისა თუ ჯერ არ მომკვდარა, სიკვდილამდე ბევრიც არ ექნება დარჩენილიყო. ავად გაეცინა... სძულდა და ეზიზღებოდა ნებისმიერი საპყრობილე , ყველაფერი რაც მასსა და ცას შორის ბარიერად იყო გახირული. დაბლა დაშვებული ხელის თითები გაშალა და ცეცხლის კვალი გაიყოლა უკან. აალდა საპყრობილის კედლები და ზემოთ ამოსულ სულისას თან ამოჰყვა მზესავით მხურვალე ალი . მიდიოდა და ავს ეძებდა დედოფალი. დრო იყო, რომ მას ყველა ცოდვაზე პასუხი ეგო. თუმცა მზისქვეშეთში არ არსებობდა სასჯელი ,რომელიც საკმარისი იქნებოდა ავის დასასჯელად. მხოლოდ ის იქნებოდა მისთვის ყველაზე საშინელი სულისას ხელიდან თუ ამოხდებოდა სულის ის პაწაწინა ბინძური ნარჩენი, რაც ჯერ კიდევ შერჩენოდა . კივილით და სისინით გარბოდნენ ციხის კედლებს შეფარებული ავსულები, თუმცა განრისხებული ქალის მზესავით მხურვალე ცეცხლის ალებს ვერსად ემალებოდნენ. უცნაური სტიქიაა ცეცხლი,ერთდროულად სიცოცხლის მიმნიჭებელი და სრულიად გამანადგურებელი. მას გავდა სულისაც .წარმოიდგინეთ რა ტკივილი უნდა განეცადა ერთდროს მშვიდსა და უწყინარ ქალს ისეთი ,რომ ასე გარდასახულიყო. ციხის კარიბჭეს გამოსცადა სულისა და ჩამოიქცა მისი კედლები ,ყველა ვინც გამოქცევა ვერ მოახერხა ქვეშ მოიყოლა. არსად არ სჩანდა ავი. ცას ახედა სულისამ და საერთოდ ვერ დაინახა, ბრაზმა შეიპყრო. _ თუ ტყეს სარგებლის მოტანა არ შეუძლია და მხოლოდ ბოროტების მსახურად და სამალავად ქცეულა სულაც აღიგავოს მიწისაგან პირისა! _ თქვა და ცეცხლს მისცა იქაურობა. არც მისი სულწაწყმედილი მაცხოვრებლები შებრალებია. ასეა ადრე თუ გვიან რასაც დასთესავ ,სწორედ იმას მოიმკი! დაწყევლილ ტყემდე არც თუ შორი გზა იყო დარჩენილი. უტამ ხანძარი რომ იგრძნო. იგრძნო და ტყის თავზე მათრახივით დაკლაკნილ ცეცხლის ენებსაც ჰკიდია მახვილი თვალი. გული შეეკუმშა. იფიქრა, რომ დააგვიანა. ფრთები ძლიერად დაიქნია და წამში გალია მანძილი ცეცხლწაკიდებულ ტყემდე. მაგრამ ხანძარი ისეთი ძალით გიზგიზებდა შეუძლებელი იყო სულისა ცოცხალი გადარჩენილიყო. მუხლებზე დაეცა უტა. რა საშინელებაა, როცა იმედი გემსხვრევა.რაც უფრო დიდია იმედი ,მით უფრო მტკივნეულია იმედგაცრუება. ამასობაში საომრად გამოწყობილი მოზრდილი გუნდი გამოჩნდა. მთელი სისწრაფით მოქროდნენ და კინოდან გადმოსულ რაინდებს ჰგავდნენ. წინ ყვავთა მრისხანე ბატონი მოუძღვოდათ,მის მხარდამხარ შოთო და მამამისი აწ უკვე ცოდვაშენდობილი, მეფის მრჩეველი და მთავარი სარდალი შიო. ყოველი ყორანი, რომელიც სინათლის მხარეს ირჩევდა, წყევლისგან თავისუფლებოდა და სახეს იბრუნებდა. მბრძანებელი წამში მოიჭრა . თვალებში სასოწარკვეთა ეტყობოდა. მუხლებზე დაცემულ უტასთან მივიდა და მისგან იმედის სულ პატარა სხივის მოლოდინში თვალებში ჩააცქერდა. _შვილო..._ვედრებით მიმართა. უტან თავი გადააქნია. _დავაგვიანე!_მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა . ანანო ჯერ შორიდან უყურებდა მათ. და გული ეწვოდა უტას ტკივილის დანახვაზე. შემდეგ ტყეს გახედა , გახედა და იგრძნო, რაღაც მისთვის ახლობელი და ნაცნობი იყო იქ. და მას დახმარება სჭირდებოდა. დაუფიქრებლად წავიდა ანანო ხანძრისკენ და სანამ ვინმე შეამჩნევდა ცეცხლში გაუჩინარდა. მთვარომ წამში მოისაკლისა ანანო ,მაგრამ მხოლოდ მის სილუეტსღა მიატანა თვალი. _ უფლისწულო ანანო.. ანანო.. _ხელით ტყისკენ ანიშნებდა და უძლურების ცრემლებით იხრჩობოდა მთვარო. უტა ფეხზე წამოდგა და როცა მიხვდა, რაც მოხდა თავადაც ცეცხლისკენ გაიჭრა. _ შეაჩერეთ უფლისწული!_ ბრძანა მბრძანებელმა_ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ დააკავეთ! ხვდებოდა უბედური მამა გონებაარეულ უტა საკუთარ თავს ავნებდა. გვიან მაგრამ მაინც გაიაზრა მბრძანებელმა თუ რა დიდი იყო მისი დანაშაული საკუთარი შვილის მიმართ. გვიან მიხვდა თუ რამდენად უყვარდა შვილი. და არ სურდა იმ ერთადერთს, რაც ცხოვრებისგან და სიყვარულისგან დარჩა რამე დაშავებოდა. ცეცხლი თითქოს გზას უთმობდა ანანოს. ფეხებზე ელამუნებოდა, მაგრამ არ სწვავდა. მეტიც ანანოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ეფერებოდა. ტყე იწვოდა და როგორც ცოცხალი არსება ისე წიოდა. წლებით ნაგროვები და ნაბუდარი ბოროტება ნადგურდებოდა და ცეცხლში ინაცრებოდა. ყველაფერს წმენდდა ცეცხლის ალი. და ახალი სიცოცხლისთვის ამზადებდა. ანანო გულისხმას მიჰყვებოდა . სანამ ბოლოს ცეცხლის წყარომდე არ მიაღწია. ქალს სხეულის ფორმა დაეკარგა და სტიქიად ქცეულიყო. თითქოს მზე ჩამოვარდნილიყო დედამიწაზე. ბორგავდა და ვერ მშვიდდებოდა. აალებული თვალებით რასაც შეხედავდა წვავდა და ბუგავდა. ანანო შინაგანად გრძნობდა, რომ ეს არსება მას ვერ ავნებდა. ამიტომ უყოყმანოდ უახლოვდებოდა. მის ლავად ქცეულ ხელს ხელი მოჰკიდა და საკუთარი ემოცია გაუზიარა. დაამშვიდა ,დაარწმუნა, რომ მინდოდა და ნელ_ნელა ჯერ გულში ჩაუქრო მძვინვარების ხანძარი, შემდეგ მის გარშემო გაანავლა ცეცხლის მოცეკვავე ალები და ბოლოს მთლიანად დაიმორჩილა თავსგასული სტიქია. გარშემო მიმოიხედა და მხოლოდ გაჭვარტლული ნანგრევები და გადამწვარი დაგრეხილი ხეები დაინახა. მას შეხედა და სრულიად შიშველი მშვენიერი შავთმიანი ქალი დაინახა. მისი თვალები ეცნო. ნაცრისფერი ლამაზი თვალები.ეს ფერი სხვაში ვერ აერეოდა ანანოს. მიხვდა მის წინ დედოფალი სულისა იდგა. დაღლილ სულისას საკუთარი გრძელი მოსაცმელი მოაცვა. ხელი მოხვია და მის წლების მონატრებულ ოჯახთან წამოიყვანა. უყურებდნენ და ხვდებოდნენ ტყეში რაღაც უცნაური და ამოუცნობი ხდებოდა. ცეცხლი ნელ_ნელა მშვიდდებოდა, თითქოს იძინებდა. ბოლოს სულაც ჩაქრა და ტყიდან მომავალი ორი სილუეტი გამოჩნდა. _ ანანო!_ იყვირა უტამ და მისკენ გაიჭრა. ახლოს მისულმა მის თანამგზავრში დედა რომ ამოიცნო უცებ გაშეშდა და დაიბნა. ისეთი იყო, როგორც ბავშვობაში. ვერც დროს ვერც ტკივილს და ტანჯვას მისი სილამაზისთვის ვერა დაეკლო რა. _ დედა,- ამოთქვა წლების ნანატრი სიტყვა და თავისი ორი საყვარელი ქალი ერთდროულად ჩაიკრა გულში. მბრძანებელი ჯერ შორიდან უყურებდა სულისას. თითქოს არ სჯეროდა მისი დაბრუნება. გაიხსენა ყველა ცუდი აზრი და ფიქრი , რაც მისი გაუჩინარების შემდეგ ტანჯავდა და თვალები საუკუნის დამშრალმა ცრემლმა აივსო. _ სულისა ჩემი დედოფალო!_ხელები მოხვია საყვარელ მეუღლეს. მერე ხელში აიყვანა და გულში ჩაიხუტა სწორედ იმ დროს, როცა განცდილმა ემოციებმა ყველა მოადუნა და ყურადღება გაუფანტა. გაისმა ავი ღრიალი . ანანომ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო,რომ უტამ გულში ჩაიკრა და გადაეფარა. გულამდე ჩაერჭო უტას ავისგან ანანოსთვის დარტყმული ხანჯალი.. სიმწრით იღრიალა მბრძანებელმა მიეჭრა ავს ხელი ყელში ჩაავლო და თავი წიწილასავით გააწყვიტა. ასე უბრალოდ წამში დასრულდა წყვდიადის საუკუნოვანი სიბოროტე. ანანოს კალთაში ედო თავი უტას და მთელი ძალით ცდილობდა მისთვის საკუთარი ენერგიის,სინათლისა და სულის განაწილებას დარდისგან გაგიჟებული გოგო. მაგრამ ავის საწამლავი ხანჯლიდან უტას სხეულში სწრაფად ვრცელდებოდა. ძარღვებივით მიიკლაკნებოდა შავი ბალღამი მის ფერმკრთალ სხეულში. საკუთარი უღონობა სტანჯავდა ანანოს. თუმცა ყველა მცდელობის მიუხედავად ვერაფერს შველოდა უტას. მეფის ამალამ უტა ხელში აყვანილი წაიყვანა. სულისა ცალკე გადატანილი ამიბისგან და ცალკე შვილის უბედურებისგან გონმიხდილი წაასვენეს. მხოლოდ მთვაროს გაახსენდა ანანო. რომელიც გაშეშებული იმავე პოზაში იჯდა და სისხლით მოთხვრილი ხელებს უაზროდ დასჩერებოდა. მივიდა მხარზე ხელი მოხვია წამოაყენა და უტას მთის სახლში სახლში წაიყვანა. _თუ მისთვის რამის გაკეთება შეიძლება იქ დაეხმარებიან. მაგრამ შენი წაყვანა არ შემიძლია ანანო. ახლა უნდა წავიდე და შევძლებ თუ არა დავბრუნდები!-უთხრა მთვარომ ანანოს ,როცა გოგონა ასე თუ ისე გონს მოეგო. დარწმუნდა მთავრო რომ ანანოს არა უჭირდა რა ,გამოემშვიდობა და ყორნების ქვეყანაში დაბრუნდა. და დარჩა ანანო უზარმაზარ სახლში მარტო. სახლში სადაც ყველაფერი უტას ახსენებდა. ლოდინზე მეტად გაურკვევლობა სტანჯავდა ანანოს. ხან და ხან საშინელი უიმედობა იპყრობდა . მიდიოდა გვირილების მინდორზე და უტას ხმამაღლა ეძახდა....მას ხომ ანანოს ფიქრიც კი ესმოდა. რატომ ახლა არ აგონებდა ? ეს ფიქრები გულს იკლავდა გოგონას. ნუთუ ????? ყორანი 19 დღე დღეს მიჰყვებოდა და ანანოს მოთმინება ელეოდა.ის რომ უტაზე არაფერი იცოდა გულს უკლავდა. დღის მანძილზე ფიქრობდა, უტას რა მოერევა, ყველაფერი კარგადაა და იმას რომ არ მეხმიანება თავისი მიზეზი ექნებაო. მერე კი , როცა ღამდებოდა სიბნელეს თან მოჰყვებოდა უიმედობა და ტკივილი, კარგად რომ იყოს რა გააჩერებდა ,რომ ჩემთან არ დაბრუნებულიყო. ხან ბრაზიც ერეოდა, ვაითუ უტას აღარც ახსოვდა ანანო, სად უფლისწული და სად უბრალო ოფისის გოგო? თუნდაც ოცდამეერთე საუკუნეში! კონკია მაინც კონკიას დარჩება ესაა რეალობაო. ორი კვირა იცდიდა მთის სახლში ანანო , შემდეგ კი სახლში დაბრუნება გადწყვიტა. იცოდა უტას როცა მისი ნახვა მოესურვებოდა ცხრა მთას იქითაც კი იპოვიდა საყვარელ ქალს.ერთ დილას ნემუსი ჩანთაში ჩასვა, ბარგი ჩაალაგა და სახლში დაბრუნდა. სასიამოვნო იყო სახლში დაბრუნება. თითქოს თავი უფრო მყუდროდ იგრძნო. თუმცა ეს მანამ სანამ ოფისში არ დაბრუნდა. იქ ყველაფერი ყორანს აგონებდა. მისი ლიფტის წინ მისულს გული შეეკუმშა. თვალები ცრემლებით აევსო. მოყოლაც კი არ შეეძლო იმის, რაც თავს გადახდა. ხან და ხან რომ დაფიქრდებოდა თავადაც კი არ სჯეროდა, რომ ყველაფერი ნამდვილად მოხდა. იქნებ უბრალოდ ეძინა და ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო.ამ დროს ჩარჩოში ჩასმულ გამხმარ გვირილებს უყურებდა და ხვდებოდა , რაც არ უნდა ძალიან სურვებოდა, რომ უტა მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო, ის მაინც რეალური კაცი იყო, კაცი რომელმაც მისი გული მოპარა და ამ გულთან ერთად სადღაც ღაპრებში და ლეგენდებში გაუჩინარდა. გოგოების ნახვამ ცოტა დაამშვიდა. ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ახლა ერთადერთი შვება იყო ანანოსთვის. თუმცა გაუკვირდა უტას რომ არავინ კითხულობდა. არა მათი ამბავი ეჭვითაც კი არ იცოდნენ ოფისში, მაგრამ როგორც უფროსი ხომ უნდა მოესაკლისათ? ამიტომ ისევ თავად დაინტერესდა. _ლიაკო სადაა უტა?ხომ არაფერი გაგიგიათ?_ სადღაც გულში საღ აზრს მოკლებული იმედი აუფართხალდა. _ პირქუშმა ფირმა თავის სანდო პირს გადააბარა და თავად გრძელვადიან შვებულებაში გავიდა._ლიაკოს თიაკომ დაასწრო პასუხის გაცემა. პირქუშის გაგონება ისე ეხამუშა ანანოს, თითქოს უტაზე არც საუბრობდნენ. ის სულ სხვანაირ უტას იცნობდა. თავის უტას . მაგრამ ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა. იყო კი ოდესმე ყორანი მისი საკუთარი? _ გრძელვადიანი რას ნიშნავს? მაინც რამხელა?_ ინტერესით ჰკითხა გოგოებს. _ რავი ერთი თვე, ერთი წელი, ან კაცმა არ იცის რამდენი, უფროსი ეგაა და როცა უნდა მოვა , როცა უნდა წავა!_ასე პირდაპირ მიხლილმა სიმართლემ გული მოუკლა ანანოს . _ანუ როცა უნდა წავა, როცა უნდა მოვა არა?_ ჩაილაპარაკა თავისთვის. ნელ_ნელა დეპრესიმ მოაკითხა ანანოს. და ხასიათის ცვლილება მის გარეგნობაზეც აისახა. ღია და ფერადი სამოსი შავმა ჩაანაცვლა. მისი სახის ბედნიერი და ნათელი იერიც სადღაც გაქრა. სულში სევდა ჩაუსახლდა და თვალებიდან დაუწყო წვეთა. გოგონები ამჩნევდნენ მის უხასიათობას და ცდილობდნენ დარდის მიზეზი ეპოვნათ, მაგრამ ანანომ გულის კარი დახურა და ბოქლომი დაადო. სამუშაოში თავდავიწყებით გადაეშვა. იჯდა ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან და თავაუღებლად მუშაობდა. გოგოებს ხშირად მიჰყავდათ გასართობად და ანანოც უარს არასდროს ამბობდა, მაგრამ ვერც მხიარულობდა, ვერც ერთობოდა. იჯდა და სივრცეში იყურებოდა.თითქოს სადღაც იქიდან ელოდებოდა ხსნას და შველას. თვეები გავიდა... მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა ანანო მთის სახლში და ყველაფერი ძველებურად დახვდა. უტას იქ ყოფნის ვერავითარი ნიშანი ვერ იპოვნა ანანომ. უაზროდ იბოდიალა სახლის გარშემო. გვირილების ველზე ავიდა , მაგრამ გვიან შემოდგომას გვირილების კვალი სულ წაეშალა . სეირნობდა ფიქრებში გართული ანანო უმისამართოდ სანამ ისევ უჩას სახლის ჭიშკარს არ მიადგა. შევიდა და გაოცებისგან კინაღამ იყვირა. საქანელაზე მთავარო იჯდა და ღიმილით უყურებდა. მთვარომ ხელები გაშალა , ანანოს მეტი რა უნდოდა, გაექანა და გულში ჩაეხუტა ერთადერთ არსებას დედამიწაზე ,ვისაც შეეძლო რაიმე მოეყოლა უტაზე. _ როგორ ხარ მზის სხივო?_ ჰკითხა მთვარომ და თმაზე ხელი გადაუსვა. _ ვხედავ შეცვლილხარ. აღარ გიციმციმებს თვალები. რა ხდება შენს თავს? ანანო გაოცებული უყურებდა მთვაროს. ის ისე საუბრობდა თითქოს არაფერი არ მომხდარა. თითქოს არ იცოდა რა დარდი კლავდა ანანოს. _ ის..._ კითხვა ყელში გაეჩხირა გოგოს. _ როგორ არის?_ძლივს ამოღერღა. თვალებში მოლოდინი უკრთოდა. _ ჩვენთან ყველაფერი მშვიდდება, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. თითქმის ყველას მოეხსნა წყევლა. ხალხი ბედნიერია. მეფე _დედოფალი ქვეყანას მშვიდობით და გონივრად მართავს. ავის სახსენებელიც გაქრა და ყველა სიავე წარსულს ჩაბარდა._ უტა არ უხსენებია მთვარის,ისე მოუყვა ქვეყნის ამბები. დაფიქრდა ანანო, თუ სულისა ბედნიერია ესეიგი მისი შვილი ცოცხალია. შვება იგრძნო . მიხვდა რამდენად განიცდიდა უტას ამბავს. თვალები ცრემლებით აევსო. ბედნიერი იყო იმით რომ თუნდაც შორს მისი საყვარელი ადამიანი ცოცხალი ეგულებოდა. _ მთვარო უტა სადაა?_ პირდაპირ მიახალა კითხვა ანანომ. _ ვიცოდი მისი ამბავი რომ ყველაზე მეტად გაინტერესებდა._ ყოყმანით დაიწყო მთვარომ._ უტა იმ დღის შემდეგ თითქმის არავის უნახავს. ჭრილობა გაურთულდა, დიდხანს ებრძოდნენ ავის საწამლავს მკურნალები. სიცოცხლე კი გადაურჩინეს მაგრამ სული მოეწამლა უფლისწულს. ამბობენ მთელ სხეულზე მეხნაკრავის მსგავსად ახატია საწამლავის კვალიო. სულის განუკურნებელი ტკივილი ტანჯავს უტას. მასთან შენი მიყვანა უნდოდა დეფოფალს , მაგრამ უფლისწულმა უარი განაცხადა. ვწუხვარ ანანო, უტა ის აღარაა შენ რომ შეგიყვარდა. სასახლეც დატოვა და სადღაც მთებში მარტოსულად ცხოვრობს.ახლოს არავის იკარებს. მხოლოდ ხანდახან სულისა სტუმრობს და იქიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღე აღარ გამოდის ხოლმე ოთახიდან. მე იმისთვის დავბრუნდი , რომ შენ მენახე. ცხოვრება გრძელდება ანანო. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის ახლა ,თქვენი ზღაპარი დამთავრდა!_ თვალებში არ უყურებდა მთვარო ანანოს , არ უნდოდა მისი ტკივილის და დარდის დანახვა. ისედაც ხვდებოდა ყველაფერს. ანანომ გაიცინა, ნელ_ ნელა ისტერიულმა სიცილმა მოიცვა, შემდეგ კი სიცილი ტირილში გადაიზარდა და მწარედ აქვითინდა. თავი მთვაროს კალთაში ედო და ტიროდა. მთავარო კი მოთმინებით ელოდა, რომ გოგონას ყველა დარდი, ბრაზი და ტკივილი ამოეღო გულიდან. ტირილი ზოგჯერ ყველაზე უკეთესი წამალია დარდის წინააღმდეგ. ბოლოს თანდათან დამშვიდდა ანანო. ტირილი შეწყვიტა ,მხოლოდ ხანდახან უკრთოდა ბეჭები. მერე კი გაყუჩდა, თითქოს ჩაეძინა ტირილისგან დაღალულს. _ მადლობა მთვარო!_ მოულოდნელად ჩაიჩურჩულა და შეაკრთო ქალი. _ მე ყველაფერი კარგად მექნება!_ წამოიწია და საქანელაზე მის გვერდით დაჯდა. გაიღიმა და სახე გაუნათდა. რომ არა ტირილისგან დაწითლებული თვალები ვერავინ იფიქრებდა თუ რამეს განიცდიდა. _ შოთო მომიკითხე, გული მიგრძნობს, თქვენ მაინც გაგიღიმათ ბედმა. ახლა კი უნდა წავიდე. აქ აღარაა ჩემი ადგილი. _ ორივე ფეხზე წამოდგა. ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. _ მშვიდობით მზის სხივო!_ თქვა მთვარომ. _ შეხვედრამდე მეგობარო! _ დაემშვიდობა ანანო. ყორანი 20 რაც არ უნდა იყოს ადამიანი დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში, რთულია ასევე სწამდეს სხვისი,რთულია ეჭვი არ შეიტანოს და თუ ეჭვი გულში შეუძვრა ყველაზე რთული მისი უკან გამოძევება იქნება. სწორედ ამას განიცდიდა ანანო, როცა სახლში დაბრუნდა. რომ ყვარებოდა უტას განა რა იყო შეუძლებელი? მართლა რომ ყვარებოდა... ლიფტში შევიდა, სახლში წასვლის დრო იყო. არ უნდოდა გოგოებს ისევ ბარში წასვლა დაეძალებინათ.მარტოობა ერჩივნა და ეს ვერაგი ფიქრი. ხომ სულ გული სტკიოდა , როცა მასზე ფიქრობდა, მაგრამ სწორედ ეს ფიქრი იყო შვება მისი მტკივანი გულისთვის. თითქმის წელიწადი გავიდა. ცხოვრება მიდიოდა და ანანოს დარდისთვის სულ არ ეცალა. გაზაფხული დადგა... არც გაზაფხულს ადარდებდა ანანოს სევდა... გარეთ, ტყემალი ყვაოდა, უყვარდა ანანოს ტყემლის ყვავილები . უცებ დედა მოენატრა. _ ნემუსი რა ხანია სოფელში არ ვყოფილვართ. იქნებ წავსულიყავით ჰაა?_ თავზე მოეფერა ფუმფულა მეგობარს. ტელეფონმა დაურეკა. _ გამარჯობა გიორგი,_ ოფისის მენეჯერი ურეკავდა. _კარგი ,გასაგებია. ხვალ ყველაფერი მზად მექნება._უთხრა და დაემშვიდობა. _ ეეხ ნემუსი რა ხდება ცხოვრებაში ისე, როგორც ჩვენ გვინდა?! არაუშავს ამ კვირის ბოლოს წავალთ დედასთან._ აივანზე გაიტანა სამუშაო და სახვალიოდ გასამზადებელი საბუთის თარგმნას შეუდგა. მეორე დღეს უთენია წამოდგა ,ბოლო დროს მაინც ვერ ახერხებდა ძილს და ლოგინში ტყუილად ყოფნას ყვავილების მოვლა ერჩია. დილის რიჟრაჟზე აივანზე ფუსფუსებდა სიგრილე და დილის სუფთა ჰაერი ახალისებდა . _ყვაა_ გაისმა უცებ ყრანტალი და აივნის პირდაპირ აყვავებული ტყემლის ხის ტოტზე ყვავი ჩამოჯდა. ანანო ხმის გაგონებისას მოულოდნელობისგან შეხტა და მრგვალი მოზრდილი კაკტუსის ქოთანი ხელიდან გაუვარდა. თიხის ქოთანი ხმაურით დაიმსხვრა აივნის იატაკზე. ყვავმა კი ხმაურზე ფრთები დაიქნია და გაფრინდა. ანანო ცოტა ხანს იდგა და გაფრენილ ფრინველს უყურებდა ,მერე ინსტიქტურად დაიხარა და კაკტუსს შიშველი ხელებით დასწვდა.თითები სულ დაეჩხვლიტა. გოგონამ ტკივილისგან შეჰკივლა. ცოტა ხანს ასე იდგა და დაჩხვლეტილ სისხლიან ხელებს დაჰყურებდა. მერე მუხლებზე დაეშვა და გულამოსკვნილი აქვითინდა. დიდხანს და ხმამაღლა ტიროდა ანანო, სულ არ ადარდებდა მეზობლებს თუ ესმოდათ. თვეების დაგროვილი ცრემლებისგან იცლებოდა და თავისუფლებოდა. სწორედ იმ დროს, როცა ანანო ტიროდა ტყემლის ხის ქვეშ ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი იდგა და თავზე ჩამოფხატული კაპიუშონის ქვეშიდან მოელვარე ალისფერი თვალებით ანანოს აივანს ასცქეროდა. კარგა ხანს იდგა და უსმენდა ანანოს ტირილს. მერე ტუჩის კუთხით გაეღიმა. იმ ღიმილით მწარე ღიმილს რომ ეძახიან. ქუდი უფრო ჩამოიფხატა და სწრაფად წავიდა. ანანომ თვალები ამოიწმინდა, ადგა კაკტუსი ხელთათმანით აიღო და სხვა ქოთანში ჩარგო. მერე სახლში შევიდა. თავი მოიწესრიგა, მივიდა და ტანსაცმლის კარადა გამოაღო. ფერადი კაბები შავ და ნაცრისფერ სამოსს კუთხეში მიემწყვდიათ. ამოიოხრა. საკიდები ხელით მოსწი მოსწია და წითელი თხლად ნაქსოვი ტანზე მომდგარი კაბა გამოიღო. ადრიანი გაზაფხული ხომ ისეთი გაუგებარია. ხან წვიმს ,ხან თოვს, ხან მზე ჩახჩახებს. ზუსტად ანანოს ხასიათივით. ფანჯარას გახედა . არა დღეს წვიმას არ უნდა აპირებდესო ,გაიფიქრა ანანომ და ხელში აღებული ქოლგა ისევ თაროზე შემოდო. ჩანთა აიღო და ოფისში წავიდა. სახლიდან გასულს სულ არ შეუმჩნევია, როგორ აედევნა რამდენიმე ნაბიჯში ვიღაც უცნობი. გაჩერებამდე ლამის გვერდი გვერდ იარეს. უცნობი ანანოს ფეხდაფეხ მისდევდა და თვალს არ აშორებდა. გაჩერებაზეც მის უკან აიტუზა. ავტობუსი მალე მოვიდა. კართან მდგომმა ანანომ სანამ გაიღებოდა კარის შუშაში თვალი მოჰკრა ალისფერად ელვარე თვალებს. სწრაფად მობრუნდა შეშინებული, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შეამჩნია . ალბათ მომელანდაო გაიფიქრა და ავტობუსში ავიდა. უცნობი ავტობუსის ბოლო კარიდან სწრაფად შეჰყვა ანანოს და მის უკან დაჯდა. როგორც ყოველთვის ანანომ ყურსასმენები ამოიღო და მუსიკა ჩართო. ამჯერად ალალბედზე ,tom rosenthal_ it's ok აარჩია და თავი ფანჯრის შუშას მიაყრდნო. ზუსტად ანანოს ფიქრებს და დარდს მღეროდა სევდიანი ხმა. გამქრალ სიყვარულზე მღეროდა. ისეც ცრემლები მოერია გოგოს. ტელეფონი ასწია, რომ მუსიკა შეეცვალა და ჯერ ისევ ჩამქრალმა ეკრანმა აირეკლა ალისფერი თვალები. უკან მიხედვა არც უცდია ანანოს, დარწმუნებული იყო, რომ წარმოსახვა ეთამაშებოდა. ასე ტელეფონის ეკრანში უყურებდა ცეცხლისფერ თვალებს. უკან არც მაშინ მიუხედია ავტობუსი ოფისის წინ გაჩერებაზე რომ გაჩერდა. არც მაშინ, როცა ავტობუსიდან ჩადიოდა. რა აზრი ჰქონდა უკან წარსულში ყურებას? ცხოვრება ხომ მხოლოდ ერთი მიმართულებით გრძელდება ის მხოლოდ წინ მიდის. ანანოც წინ წავიდა. ოფისის კიბეები აირბინა და ღიმილით მიესალმა ბოლო დროს მათ მუდმივ კლიენტს. _გამარჯობა ბატონო რომა! _ დღეს რაღაც სხვანაირად ბრწყინავს ანანო!_გაუღიმა რომამ და როცა ანანომ გვერდით ჩაუარა თვალი ინტერესით გააყოლა , თუმცა ინტერესის გარდა მის თვალებში აღფრთოვანების ნაპერწკლები ციმციმებდნენ. მაგრამ მხოლოდ მისი თვალები არ უყურებდნენ ანანოს უცნაური ვნებით. მოპირდაპირე მხარეს გაჩერებაზე იდგა უცნობი შავოსანი და გოგონას თვალს არ აშორებდა. _ ბატონო რომა?!_ავად ჩაიღრინა ,თავიდან კაპიუშონი გადაიძრო და სახე გრილ ნიავს მიუშვირა, რომელმაც ისედაც აჩეჩილი შავი მხრებამდე გაზრდილი თმები აუფრიალა. ყორანი 21 დილით ამინდს რომ წვიმის არაფერი ეტყობოდა ,საღამოს უცბად გაზაფხულის შხაპუნა წვიმამ დაუშვა. მსხვილ_ მსხვილი წვეთები ცვიოდა ციდან. უცებ დააყენა ქუჩაში ნიაღვარი. ანანო ოფისიდან გამოვიდა. ცას ახედა და გაეცინა. გაახსენდა დილით არწამოღებული ქოლგა. მოემზადა კიბეების უცებ ჩასარბენად, ელოდა პირდაპირ გზაზე შუქნიშნის ანთებას, სურდა გზაც სწრაფად გადაეჭრა და გაჩერებამდე მიერბინა. კიბეები რომ ჩაათავა გზის პირზე უცბად მანქანა ზედ ფეხებთან გაჩერდა. ჩაწეული ფანჯრიდან ნაცნობმა სახემ გაუღიმა. _ დროზე დაჯექი თორემ სულ გაილუმპები! ანანომ წამით იყოყმანა , მაგრამ ისეთი თავსხმა იყო გადაწყვეტილება უცბად მიიღო. _ მადლობა ბატონო რომა. სულზე მომისწარით,_ უთხრა ანანომ და გაუღიმა. რომ ცოდნოდა რომა ქუჩის კუთხიდან სწორედ მის გამოსვლას ელოდა ალბათ გადაწყვეტილებას შეუცვლიდა , მაგრამ ... მაგრამ მხოლოდ რომა არ ელოდა მის გამოჩენას. ოფისის ახლოს ხის ქვეშ იდგა დილანდელი უცნობი და მუჭებშეკრული უყურებდა მიმავალ მანქანას. ყურადღებას არ აქცევდა წვიმას,შუბლზე მიკრული სველი თმიდან წკაპაწკუპით ცვიოდა წვიმის წვეთები. _ამინდიც რომ მოღალატეა!_ჩაილაპარაკა ბრაზით ჩახლეჩილი ხმით და ნაკვერჩხალივით თვალები დააკვესა . სწრაფად ჩაჯდა იქვე გაჩერებულ შავ სპორტულ მანქანაში და წინ მიმავლებს სწრაფადვე აედევნა. _ ანანო თუ არ გეჩქარება, იქნებ სადმე ყავა დაგველია? ამ წვიმას მოუხდება ცხელი ყავა. თან დღევანდელ საბუთებზე მინდა გაგესაუბრო, შესწორებების შეტანა მინდა._ მიპატიჟებას სამუშაოს ელფერი დაამატა რომამ, ვინიცობაა ანანოს უარი რომ არ ეთქვა. _ კარგით, რატომაც არა!_მოულოდნელად დასთანხმდა გოგოც. სახლში მისულ მარტოსულ ანანოს მხოლოდ უტას მონატრება ელოდებოდა. სწორედ ამ აზრმა გაუელვა თავში, ჩუმად ამოიოხრა და ფანჯრიდან გაიხედა. სარკეში შავ სპორტულ მანქანას რომ მოკრა თვალი გული აუჩქარდა. თუმცა იმდენჯერ გაუცრუა გულში ანთებული იმედები საკუთარმა მშფოთვარე წარმოსახვამ . რომ სწრაფად მოთოკა აციმციმებული ემოცია და უფრო ყურადღებით დააკვირდა. შუქნიშანზე გაჩერდნენ და სპორტული მანქანაც გვერდით ამოუდგათ. დაძაბული უყურებდა ანანო ჩამუქებულ სარკმელს. ხელით დაორთქლილი შუშა გადაწმენდა . ის იყო, ნამდვილად ის იყო, როგორ შეიძლებოდა მისი მანქანა სხვაში არეოდა? მწვანე აინთო და სპორტული მანქანა ადგილს სწრაფად მოსწყდა. ანანოს გულში რაღაც ჩასწყდა. გულზე ხელი მოიჭირა, გულს ბაგა_ბუგი გაუდიოდა. _ რამე მოხდა ანანო? მგონი ცუდად ხარ?_ჰკითხა რომამ როცა გოგონას არეულ სახეს მოკრა თვალი. _ უკაცრავად ბატონო რომა, მაპატიეთ. დღეს ვერაფრით შევძლებ მუშაობას. თუ შეიძლება სახლში წავალ._ ანანოს ისეთი ხმა ჰქონდა , ისე დაჟინებით სთხოვა უარი ვეღარ უთხრა. თუმცა იმედგაცრუებაც არ დაუმალავს. _არაუშავს ანანო, როგორც იტყვი.სახლში წაგიყვან ახლავე,_ უნდოდა გოგო ცოტა ხნით მაინც დაეტოვებინა თავის გვერდით. _არა აი გაჩერებასთან გამიჩერეთ!_მოუჭრა ანანომ.სწრაფად ჩამოვიდა მანქანიდან.მადლობა გადაუხადა და უცბად მოსულ პირველივე ავტობუსში ავიდა. თვითონაც არ იცოდა საით მიჰყვებოდა ავტობუსს და მუსიკის ნაცვლად საკუთარ არეულ გულისცემას უსმენდა. როდის როდის მივიდა სახლში. საწოლზე ჩამოჯდა და მის თავზე დაკიდულ სიზმართმჭერს მიაჩერდა. შავი ძაფისგან ნაქსოვი მოზრდილი ბადე,სულ შავი ბუმბულებით იყო გაფორმებული. მათში იყო ერთი ყველაზე დიდი გიშერივით ბზინვარე და მოელვარე , მაშინვე რომ იქცევდა ყურადღებას, და რომ ვერაფრით გამოიცნობთ თუ ვის ეკუთვნოდა. თითი ჩამოუსვა ანანომ, თითქოს მოეფერა. გაახსენდა ის ღამე პირველად რომ იფრინა უტასთან ერთად. სწორედ იმ დღეს იპოვნა ეს ბუმბული ანანომ მთის სახლის ეზოში.ჩუმად დამალა და მის შემდეგ მუდამ თან დაქონდა. _იქნებ???_ ჩურჩულით უთხრა სიზმართმჭერს. _ ნუთუ..._ ვერ ბედავდა ხმამაღლა ეთქვა. როგორღაც დიდი წამების შემდეგ მიძინებული იმედების გამოღვიძება ძალიან საშიში იყო ახლა ანანოსთვის. რადგან არის გამძლეობის საზღვარი რომელსაც თუ გადააბიჯებ შეიძლება საგიჟეთში ამოყო თავი. მით უფრო , როცა ხმამაღლა მოყვები თუ როგორ შეგიყვარდა ყორანი! ანანომ გულში ჩაიკრა სიზმართმჭერი და დაიძინა . რამდენიმე დღის შემდეგ, როცა რომას კომპანიამ ოფისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. კორპორატიული წვეულება დაიგეგმა. და რადგან ოფისის 90% სულ ახალგაზრდები შეადგენდნენ გადაწყვიტეს უკვე კარგად ნაცნობ ღამის ბარში ემხიარულათ. მთელი დღე ემზადებოდნენ გოგოები. კარგა ხანი იყო არ დაესვენათ და იმ საღამოს გეგმავდნენ ამის ანაზღაურებას. დიდხანს არჩია ანანომ რა ჩაეცვა. უცნაური ფორიაქი გაუჯდა სხეულში.თითქოს რაღაც მოლოდინი ჰქონდა. შავი მოკლე და ტანზე მომდგარი კაბა ამოარჩია, მხრებზე გადასული და გულამოჭრილი. მაღალქუსლიანი შავი ბრჭყვიალა ფეხსაცმელი შეუხამა, თმა გაიშალა , საფეთქელთან მხოლოდ პატარა წვრილი ნაწნავი გაიკეთა და ზედ სიზმართმჭერიდან მოხსნილი ძვირფასი შავი ბუმბული დაიმაგრა . შავი ფანქრით თვალები მოიხატა და მკვეთრი წითელი ტუჩსაცხი ამოარჩია. სარკეში ჩაიხედა საკუთარი თავი შეათვალიერა, სარკიდან უცხო ქალი უმზერდა. რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ანანოს. სამაგიეროდ ძალიან მოგაგონებდათ პირქუში უფლისწულის საცოლეს. ხელში პატარა გიშრის თვლებით გაწყობილი ხელჩანთა აიღო, ფეხებში გაბლანდულ კატას თავზე ხელი გადაუსვა და წვეულებაზე წავიდა. რომამ კარებშივე დაინახა ანანო და წამით ვერც იცნო. სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა; გამომწვევად, და ცოტა საშიშადაც კი. წამოდგა და მის შესახვედრად გაემართა. ზურგსუკან გოგოები აჩურჩულდნენ. ყველამ შეამჩნია ანანოს დანახვით გამოწვეული მისი რეაქცია. მიუახლოვდა გაუღიმა და ხელი შესთავაზა. ანანომაც ხელკავი გამოსდო და გამოყვა. უცნაურად უხდებოდნენ ერთმანეთს. ლიაკომ და თიაკომ შუაში ჩაიყანეს ანანო, როგორც კი დრო იხელთეს და გამოკითხვა დაუწყეს. _ თქვენ შორის რამე ხდება?_ ინტერესს ვერ მალავდნენ. ანანომ სასმელი მოსვა და გოგოებს გაუცინა. _ ნეტა რა უნდა ხდებოდეს ჰა? იქნებ თქვენ უკეთ იცით რამე? _ რავი დაგინახა და გამოშტერდა! შენს მეტს ვერავის ამჩნევს. ვერ ხედავ როგორ გიყურებს ნინა? ლამისაა თვალებით შეჭამოს. ამბობენ რომას უჟუჟუნებს თვალებსო.... კიდევ რაღაცას საუბრობდნენ გოგოები, მაგრამ ანანოს აღარ ესმოდა. თვალგაშტერებული უყურებდა დარბაზის შუაგულში მდგარ ყორანს. მიუხედავად ხალხმრავლობისა, ჩაბნელებული დარბაზისა და კვამლისა ანანო მას გარკვევით ხედავდა. იდგა და მას უყურებდა , თვალებში ალი უელავდა, თავზე ჩამოფხატული გრძელი მოსაცმელის კაპიუშონიდან აჩეჩილი უსწორმასწორო თმა მოუჩანდა . ჯერ თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა, შეიკუმშა და დაპატარავდა. მერე უცბად სიხარულის ყოვლისმომცველმა ემოციამ ამოხეთქა ანანოს გულიდან, მთელ სხეულს მოედო, და უტასკენ უბიძგა. სწრაფად დადო ჭიქა და დარბაზისკენ გაემართა, ყურადღება არ მიუქცევია ლიაკოს ხმისთვის , რა ხდებაო, რომ ეკითხებოდა უცნაურად მომზირალ გოგოს. არც მისკენ ღიმილით მომავალი რომა შეუმჩნევია ისე აუარა გვერდი, ანანო მხოლოდ უტას ამჩნევდა ,უტას გარშემო არაფერს აღარ ჰქონდა აზრი, ყველა და ყველაფერი გაუფერულდა და გაქრა. მის წინ გაჩერდა, თითქოს კიდევ არ სჯეროდა რომ ის იქ იყო. მოელვარე თვალებში შეხედა, ხელი ასწია და ყელიდან ლოყისკენ მიმავალ დაკლაკნილ ნაიარევს თითი ააყოლა.უტამ თვალები დახუჭა. ანანოს შეხება , მისი სურნელი თავბრუს ახვევდა. _ შემომხედე!_ უთხრა ანანომ. უტამ თვალი გაუსწორა ანანოს , მათში მონატრება, ტკივილი , დარდი და სიხარული ერთად ამოიკითხა. და კიდევ ვნება, უჩვეულო და გონისამრევი სურვილი. უტამ ხელი წელზე მოხვია ანანოს და თავისკენ მიიზიდა. მეორე ხელი თმაში ჩამაგრებულ საკუთარ ბუმბულს ჩამოუსვა. უცნაურად გაეღიმა. თითქოს შვებით. _ მომენატრე!_ უთხრა ანანომ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით. თუმცა უტასთვის ანანოს მხოლოდ გაფიქრებაც საკმარისი იყო. _ მე დავბრუნდი! _ უპასუხა და ტუჩებზე დაეწაფა. ისე როგორც მხოლოდ შეყვარებული კაცი კოცნის მონატრებულ საყვარელ ქალს. გაოცებული უყურებდნენ გოგოებიც და რომაც დარბაზის შუაში ხმამაღალი მუსიკისა და მოცეკვავე ბრბოს შორის ჩახუტებულ ერთ არსებად ქცეულ წყვილს. წარმოუდგენლად უცნაური იყო მათთვის ეს ყველაფერი, უცნაური და ამაღელვებელი. ყორანი 22 ბორგავდა და მას ეძახდა,თუმცა დახეთქილი, გამშრალი ტუჩებიდან ხმა არ ამოსდიოდა. სიცხისგან იწვოდა. ტკივილი სტანჯავდა.მის ვენებს სისხლის ნაცვლად მდუღარე საწამლავი შანთავდა და მთელ სხეულზე საშინელ დაკლაკნილ ნაიარევს უხატავდა. რამდენჯერ უნატრია სიკვდილი იმ დღის შემდეგ , თაიას საქანელის ქვეშ მიწაზე მოკუნტულმა რომ გაათია ღამე. მაგრამ ის არასდროს მოდიოდა ,მაშინ როცა უხმობდა. ახლა კი, როცა ცხოვრება შეიყვარა, როცა სიცოცხლის ყოველი წამი ეძვირფასებოდა და არ ეთმობოდა, სიკვდილი დაუპატიჟებლად მოადგა.მისი წინააღმდეგობის მიუხედავად მოხვია თავისი ცივი საცეცები და წყვდიადისკენ ექაჩებოდა. რაღაც მომენტში ტკივილისგან გათანგულმა დანებება არჩია. ბრძოლა შეწყვიტა და იმ წამს ძახილი მოესმა, ანანო ეძახდა. ხმამაღლა, იმედით, ვედრებით. თვალები დახუჭა და ფიქრებით გოგონას გადასწვდა , ყვავილების ველზე იდგა ანანო, მას ეძახდა და ელოდებოდა. მისმა ხმამ ძალა მისცა, შემორჩენილი ნებისყოფის ნამცეცები მოიკრიბა, გაიბრძოლა და საზარელ საცეცებიან არსებას ხელიდან დაუსხლტა. ყველაფერს აიტანდა უტა, განა რა იყო ტკივილი? განა რა იყო სახიჩარი სხეული? ყველაფერს მოითმენდა და აიტანდა თუკი მის ნახვას ისევ შეძლებდა. მაგრამ ავის უკანასკნელი ძღვენი ძალიან ძლიერი რამ იყო. არც მხოლოდ შხამი და საწამლავი , როგორც ფიქრობდნენ მკურნალები. ავის ბინძური მომაკვდინებელი სისხლით გაჟღენთილი ხანჯალი უტას გულს შეეხო და მოწამლა ის. ამ შხამთან ერთად უტას სხეულში ავის წყვდიადმაც შეაღწია. გულში გაიდგა ფესვი , და მთელ სხეულს მოედო . ცდილობდა უტას სინათლის დაჩაგვრას, გამეტებით ებრძოდა. და რომ არა სულისას აუცილებლად დაამარცხებდა. _დედა!_ კვნესოდა უტა როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა. _შენთან ვარ შვილო!_ამშვიდებდა სულისა სიცხიანს და შუბლზე ხელისგულს ადებდა. ზუსტად ისე როგორც ანანომ ის გადაარჩინა, დედოფალიც ცდილობდა შვილისთვის საკუთარი სიცოცხლის გაზიარებას. თავიდან უჭირდა, მერე ნელ_ ნელა დანებდა წყვდიადი და დაემორჩილა. მოსაყოლად ადვილია, მაგრამ დრო გადიოდა და უტა სულ უფრო იკარგებოდა საკუთარ თავში. მთელი დღე იჯდა და სევდიანად გაჰყურებდა შორეულ მყინვარების. შემდეგ კი როცა სულისამ ანანოს მოყვანა ისურვა სულაც მთაში წავიდა. მონადირის მიტოვებულ ქოხში დაიდო ბინა. და სამყაროს გაერიყა. მთის ჩხრიალა ნაკადულის პირას იჯდა უტა, საკუთარ ანარეკლს უყურებდა წყლის კრიალა სარკეში. სულ აღარ გავდა იმ მშვენიერ ქედმაღალ უფლისწულს, ანანოს რომ შეუყვარდა. ახლა მისი თვალებიდან საშიში მხეცი იყურებოდა, ალისფერად უელავდა ერთდროს ცივი ნაცრისფერი თვალები. ყელიდან სახისკენ კი უცნაური მუქი ნაიარევები მიიკლაკნებოდნენ. ვინ იყო ახლა თვითონ? დრო სჭირდებოდა და ფიქრი რათა დარღვეული წონასწორობა აღედგინა. ანანოს ამბებს შოთოსგან იგებდა. წამით არ მიუტოვებია ერთგულ მეგობარს, მის სიახლოვეს იყო მუდამ და მის დაძახილს ელოდა,რათა საჭირო დროს დახმარების ხელი გაეწვდინა. ერთ დღეს, როცა უიმედობამ იმძლავრა, მთავაროც კი გაგზავნა ანანოსთან ,მისი პირით შეუთვალა დაივიწყე უფლისწული , თქვენი ამბები უკვე წარსულს ჩაბარდაო. თითქოს ოდნავო სიმშვიდე იგრძნო , მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ვაითუ მართლა დავიწყებოდა ანანოს? ვაითუ სხვასაც დაენახა მისი სინათლე? ვაი თუ უკვე კიდევაც დააგვიანა? გარშემო მიმოიხედა, ტყეში ტყემლის კანტი კუნტი ხეები ყვაოდნენ. გაზაფხული ისე მოვიდა არც კი გაუგია. დიდი დრო გასულა. თითქოს გამოფხიზლდა. გადაწყვეტილება თავად ჩასახლდა გულში. გული გამალებით უცემდა. _ მე ის უნდა ვნახო!_ არანაირი ყოყმანი, მხოლოდ მტკიცე სურვილი. ცხადად იგრძნო მისი სურნელი, მისი მონატრება. მობრუნდა და მთის ბილიკებს სწრაფად დაუყვა. მისი აივნის ქვეშ იდგა და ანანოს ტირილს უსმენდა. მთელი სიმამაცე რამაც აქამდე მოიყვანა წამში გაუქრა. მის გამო ტიროდა ანანო. მის გამო უბედური იყო. ამის შეგრძნებამ გული მოუკლა, მწარედ გაიღიმა. " რა მეგონა ?აქ რისთვის მოვედიო?"გაიფიქრა წასვლა დააპირა , მაგრამ გულმა აღარ გაუშვა. ცოტახანში ანანო სახლიდან გამოვიდა და ისიც უკან აედევნა. რამდენი ხანი იყო მისი სიახლოვე აღარ ეგრძნო.თავს ძლივს იკავებდა , რომ გულში არ ჩაეკრა, მაგრამ როცა საკუთარი სახიჩარი სახე ახსენდებოდა სურვილიც უკან იხევდა. ასე მიჰყვა ოფისამდე. და დაინახა როგორ შეხვდა კიბეებზე ვიღაც კაცი მის ანანოს. როგორ გაუღიმა და რამხელა სურვილი ჰქონდა თვალებში როცა გვერდზე ჩავლილს თვალი გააყოლა.ბრაზმა და ეჭვებმა გულზე მოუჭირა. პირველად ინანა მისი მიტოვება. ცა მოიქუფრა, უტამ მანქანა დაქოქა და კვლავ ოფისთან მივიდა. თუნდაც ცოტახნით მისი დანახვა სულს უმშვიდებდა. ანანომ კიბეები სწრაფად ჩამოირბინა და რომას მანქანაში ჩაჯდა. ეჭვებმა ჭკუიდან შეიშალა უტა. მიხვდა , რომ დაბრუნების დრო მოვიდა, დაე ანანოს თვითონ გადაეწყვიტა მისი ბედი და მისი სიცოცხლე. ანანო დარბაზში შემოვიდა და როგორც პირველად , ახლაც ყველას ყურადღება მიიპყრო. მიუხედავად მისი პირქუში ჩაცმულობისა, მისი შინაგანი სინათლე მაინც ყველას მისკენ იზიდავდა. უტა ფეხზე წამოდგა , მაგრამ დაინახა , როგორ სწრაფად მიუახლოვდა რომა და ხელი შესთავაზა, ანანომ კი ღიმილით გაუწოდა საკუთარი. უტამ იგრძნო როგორ შეწყვიტეს ფილტვებმა სუნთქვა. თავისდაუნებურად ანანოსკენ წავიდა და დარბაზის შუაგულამდე ისე მივიდა ვერც კი გააცნობიერა. გარშემო თითქოს დრო ასწრაფდა, გადღაბნილი სხეულები და სადღაც შორიდან ყრუ მფეთქავი მუსიკა.ხოლოდ ანანოს ხედავდა, მხოლოდ ანანო არსებობდა. დაინახა, როგორ შეამჩნია გოგონამ და როგორ წამიერად დაკარგა ფერი. ადგილზე გაიყინა. ნაბიჯი ვეღარ წადგა წინ. იდგა ასე დარბაზის შუაგულში და მის თვალებში იძირებოდა. სწრაფად წამოდგა ანანო, სწრაფად გამოემართა მისკენ. არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა გოგონას. ანანო მის წინ გაჩერდა , ცოტახანს დაკვირვებით უყურა, თითქოს არ სჯეროდა უტას დანახვა.მერე თვალი მისი ყელისკენ გაექცა, და თითი ააყოლა ნაიარევს . უტამ თვალები დახუჭა მოგვრილ ჟრუანტელს და სხეულში გამჯდარი ნეტარების შეგრძნებას დანებდა, მისი სურნელი შეისუნთქა. - შემომხედე!_ უბრძანა ანანომ. უტამ თვალები გაახილა, ანანოს თმაში საკუთარი ბუმბული იცნო და გაეღიმა. მიხვდა... წელზე ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. ამის შემდეგ არასდროს გაუშვებდა, ეს იყო რაც ზუსტად იცოდა! ტუჩებზე დახედა და უსაშველო სურვილს გასაქანი მისცა. კოცნიდა და მის სუნთქვასთან ერთად სიცოცხლეს გრძნობდა. თითქოს ერთ არსებად შეირწყა საწყისი და დასასრული, ალფა და ომეგა. სამყაროში იყო მხოლოდ ანანო და ანანო იყო მისი სამყარო! ყორანი 23 სიმშვიდე, რომელსაც მთებში გახიზნული უტა ეძებდა, თავად ანანო იყო. მისი სიყვარული კი ის სულიერი წონასწორობა , რომელიც უტას აგრერიგად სჭირდებოდა. სწორედ ის იყო წამალი მისი აბობოქრებული გონებისთვის, რასაც ასე გაურბოდა და თავს არიდებდა უტა . თუმცა შიშმა ,რომ დაკარგავდა ამდენად ძვირფასს და მნიშვნელოვანს უტას მოქმედებისკენ უბიძგა. ეჭვიანობამ კი ბურანიდან გამოიყვანა და დააბრუნა, იქ სადაც მისი ადგილი იყო. ამიტომ ნურასდროს მიიღებთ გადაწყვეტილებას სხვის ნაცვლად. მიეცით საყვარელ ადამიანს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი. სიყვარული ხომ ორის თამაშია. ამიტომ ნუ გაითამაშებთ სოლო პარტიას. მარტოობაში თამაში უბრალოდ მოსაწყენია. ყოველი დღე ,რომელსაც უტა ანანოსთან ატარებდა , საკუთარ თავთან აახლოებდა. თითქოს კოშმარული სიზმრიდან იღვიძებდა. ტკივილი ნელ_ნელა ტოვებდა მის სხეულს, და ტკივილთან ერთად ავის უკანასკნელი სიავე სადღაც იკარგებოდა, თანდათან უფერულდებოდა მუქად დაკლაკნილი ნაიარევები და ერთ დღეს, როცა უტამ გაიღვიძა და სარკეში ჩაიხედა დაინახა, რომ იქიდან ნაცრისფერთვალება , ჩვენთვის კარგად ნაცნობი კაცი უცქეროდა. ანანოს სინათლემ კიდევ ერთხელ აჯობა წყვდიადს. ასეა, სიყვარული ხომ სულს აკეთილშობილებს! ლოგინზე ჩამოჯდა უტა და მძინარე გოგონას გახედა. ფანჯრიდან პატარა მზის სხივმა შემოიჭყიტა. _ გამარჯობა პატარა!_ მიესალმა უტა. უკვე გაშინაურებული სხივი ხელზე ააცოცდა უტას და ლოყაზე გადაინაცვლა. თითქოს მოეფერა, თითქოს აკოცა . _ რამე სიურპრიზი მინდა მოვუწყო,_ თავით ანიშნა ანანოზე უტამ. _ რამე ისეთი, რომ გავაოცო! რამე ძალიან მნიშვნელოვანი!_ თან მზის სხივს და თან საკუთარ თავს ესაუბრებოდა უტა. პატარა სხივის დაფიქრდა. მიმოიხედა და სიხარულით შეხტა. სწრაფად გასხლტა და კედელზე გაკრული პოსტერი გაანათა. უტამ თვალი გააყოლა. უცებ მიხვდა თუ რას ანიშნებდა ანანოს პატარა დაიკო. _ ასეთი პატარა და ასეთი ჭკვიანი, შენს უფროს დას გავხარ!_ შეაქო სხივი უტამ. პატარა ცელქი სინათლის სხივი მხიარულად აციმციმდა და ფანჯრიდან გაუჩინარდა. მაჩუ_პიქჩუს მაღალ მწვერვალზე იდგა ანანო, ზუსტად იქ , სადაც მზის სხივმა გაანათა კედელზე გაკრული პოსტერი და მართლაც მზესავით კაშკაშებდა. სხვა თუ ვერ დაინახავდა მის სინათლეს ეს არ იყო მთავარი. მთავარი ის იყო, რომ უტა სწორედ ასე ხედავდა საყვარელ ქალს. მივიდა მხრებზე მოეხვია და გაიფიქრა ,როგორ შეიძლებოდა ქალი ერთ დროულად ასეთი სუსტი და უძლეველი ყოფილიყო. _ გავფრინდეთ?_ ჰკითხა და მისი სურნელი შეისუნთქა. _ გავფრინდეთ!_ უპასუხა ანანომ და ხელები ფრთებივით გაშალა. იმავ წამს ცაში აიჭრა უტა, გულზე მიხუტებული ყველაზე ძვირფასი არსებით ხელში. ყველაზე თამამი ფიქრებში რომ ვერ წარმოიდგენდა, ისე ახდა ანანოს ოცნება! ოცნებები , რომლებიც გვგონია არ სრულდება , ერთ დღეს რეალობად იქცევა! ყველაფერი ,რასაც გავცემთ სამყაროში ერთ დღეს ასმაგად დაგვიბრუნდება! ყველაფერი ,რისთვისაც ვიბრძვით და რისიც გვწამს შესაძლოა რეალობად იქცეს! ამიტომ ნუ გეშინიათ ბედნიერების! დაისახეთ მიზნები და რაც მთავარია არასდროს შეწყვიტოთ ოცნება! დ ა ს ა ს რ უ ლ ი ვერა გურული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.