შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(15)


8-02-2023, 19:21
ავტორი sati
ნანახია 2 303

-არ აქვს მნიშვნელობა ახლა მაგას. გვიანია, ჯობს დავიძინოთ-ამჯერად მე გავურბოდი მასთან საუბარს, მაგრამ თავი არ დამანება.
-როგორ თუ არ აქვს? არ ფიქრობ,ორმ ვინმე შეიძლება შეგიყვარდეს? ოდესმე?
-ჩემნაირ ადამიანებს სიყვარული არ შეუძლიათ. მე ეგოისტი ვარ, მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ. ალბათ თვითგადარჩენის ინსტინქტი დამიბრუნდა-გაეცინა, მერე ხარხარიც დაიწყო.
-შენ და თვითგადარჩენის ინსტინქტი? ევა, შეიძლება წლებია არ გიცნობ,როგორც ნინა ან პეტრე, მაგრამ იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე სხვები. არავინ არ იცის რა ვითარებაში გიპოვე. ერთხელ კი არა თან ორჯერ. შენ თვითგადარჩენის ინსტინქტის გარდა ყველაფერი გაქვს. ამიტო ნუ მატყუებ. არც ეგოისტი ხარ, იცი საიდან ვიცი ეგ? იქიდან,რო დიმიტრი საკმაოდ საშიშ საქმეებშია გარეული,რომლებზეც შენ არაფერი გითქვამს. გეშინოდა,რომ დიმიტრის რომ შევჭიდებოდი, რამე დამიშავდებოდა. გინდა თუ არ გინდა, შენ ჩემზე ღელავ, მე კი შენზე. ეს ხომ ნიშნავს რაიმეს?-თვალებში ვეღარ ვუყურებდი, თითქოს ჩემს პირად სივრცეს არღვევდა, არღვევდა კი არა ფარ-ხმლით იჭრებოდა. შემოანგრია, უფრო სწორად.
-კი, ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ და.. მივეჩვიეთ ერთმანეთს.
-ევა, 4 თვეა რაც ერთად ვცხოვრობთ. საერთოდ არ არის დიდიხანი. გამართლებებს ნუ ეძებ.
-მემგონი მირჩევნოდა,როცა გაბრაზებული იყავი. უკვე ბევრს ლაპარაკობ.
-დღეს... საოცრად ლამაზად გამოიყურები.
-ალექს, გეყოფა-ლოყები ამიწითლდა. ახლა თვალებში კი არა, ზედაც ვერ ვუყურებდი.
-ხომ მთხოვე აღარაფერი დამიმალოო. ხოდა არ გიმალავ. იმასაც ვფიქრობ,რომ ზოგჯერ სპეციალურად იცვამ ასე.
-რატომ სპეციალურად?
-რომ მაეჭვიანო-ჩემს თმას თამაში დაუწყო,ხან ყურზე გადამიწევდა, ხან თითზე იხვევდა-კარგი, მე შენი ნების საწინააღმდეგოდ არაფერს გავაკეთებ. მაგრამ დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები-სახე ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა-მალე შენით მოხვალ ჩემთან. ღამე მშვიდობის-ოდნავ დაიხარა და მუცლის სიმაღლეზე გაჩერდა-ძილინებისა პატარა. ოთახში გელოდები-საძინებელში ავიდა. ღმერთო გული ისეთი აჩქარებული მქონდა, ალბათ ინფაქტიც დამარტყამდა. ვერაფრით ავდიოდი ზევით, ბოლთას ვცემდი ოთახში. მთელი მაცივარი გამოვალაგე და ყველაფერი შევჭამე, ისე ვნერვიულობდი. ასეთ ქცევას ისევ ის მირჩევნოდა ზედ არ შემოეხედა. რის გაკეთებას ცდილობდა? საერთოდ დავიბენი. 2 საათი იქნებოდა,რომ ჩავთვალე,რო ეძინა და ოთახში ავედი. აბაზანიდან გამოვიდა ნახევრად შიშველი, პირსახოცი ჰქონდა ქვევით შემოფარებული მხოლოდ. არ ვიცი ეს ჩემი ჰორმონები თამაშობდა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ეგრევე ზურგი ვაქციე.
-ამ დედა აფეთქებულ აბაზანას კარს როდის დაუმაგრებ!
-იცი მე მომწონს ასე. ალბათ არც გავუკეთებ-გახედვის გარეშეც ვიცოდი,რომ სახეზე ის სარკასტული ღიმილი ჰქონდა,ეგრე რო იღიმოდა, დარწმუნებული ვარ თავი ყველაზე სექსუალურ კაცად მიაჩნდა. ევა, აზრზე მოდი-არ დაწვები დღეს საერთოდ?
-კი, რომ ჩაიცმევ მერე.
-ჩავიცვი , შეგიძლია შემობრუნდე-ახლა მხოლოდ ტრუსში იყო და წვებოდა.
-აბა ჩავიცვიო?-ისევ გავტრიალდი.
-ევა, რა გინდა რომ შარვლით დავიძინო? 4 თვეა ერთად გვძინავს.
-დროა ისევ ბალიშების სისტემა დავაბრუნოთ-ბალიშები ავიღე სავარძლიდანდ ა საწოლში ვისროლე, ყველა ალექსანდრეს მოხვდა. ბოლოს ბალიშებიდან ამოყო თავი და გაბრაზებულმა შემომხედა.
-ჩემი დახრჩობა გინდა ასე?
-აი ეს აქ-ბალიშები დავალაგე შუაში, მერე გამოვიცვალე და დავწექი-იცოდე, ამ ბალიშებს არ გადმოსცდე.
-ფეხმძიმობას ახასიათებს ასეთი ცვალებადი ხასიათი? ჰორმონალურია? თუ რა ხდება?
-კიდევ ერთხელ გაიხუმრებ ჩემს ჰორმონებზე და დილას ვეღარ გაიღვიძებ. ტყუილად არ მიდევს აქ ამდენი ბალიში.
-კარგი, კარგი-ხელები აწია ჰაერში-გნებდები. ძილინებისა.
-ბალიშებს ხელი არ ახლო.
***
მეორე დილით ალექსანდრეს ბაკუნზე გამეღვიძა , აქეთ-იქით დადიოდა ოთახში, ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად. რო დაინახა რომ გამეღვიძა, ფარდები გადაწია და საჭმლით სავსე ფოდნოსი დამიდო გვერდით.
-დილა მშვიდობის.
-ეს რა არი?-გაკვირვებულმა გავხედე.
-საუზმე. მთელი ღამე წრიალებდი, ეტყობა ცუდად გეძინა, ვიფიქრე დილით ესიამოვნება თქო საუზმე საწოლში.
-ხო, მუცელი მტკიოდა ცოტა.
-ექიმთან წავიდეთ მაშინ დღესვე.
-არა, დავურეკავ და ვკითხავ, მგონი ნორმალურია. აუ ხვალ არ წავიდეთ ბაკურიანში?
-მაცადე ევა, სამსახურში იმდენი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი.
-მაშინ მარტო გამიშვი.
-ევა-ღრმად ამოისუნთქა-ჯერ ეს ერთი გზა მოყინულია და ვერ ვენდობი ვერც ერთ მძღოლს ეხლა, მერე იქ რო რამე გაგიჭირდეს და ექიმი დაგჭირდეს სად ჯანდაბაში უნდა წახვიდე. იქ შენ თხილამურებზე ვერ დადგები არ შეილება, ვერც ყინულზე და თოვლის სანახავად თუ გინდა, დამელოდე ცოტახანი და ყაზბეგში აგიყვან რამდენიმე დღით.
-აუუ! მე ნინასთან ერთად მინდა ბაკურიანში. ყოველ წელს ავდივართ და მაგრა ვერთობით-საწოლთან მოვიდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
-ვნახოთ, რომ მოვალ გეტყვი შევძლებთ თუ არა. ჭამე ეხლა და მუცელი თუ აგტკივდება დამირეკე-შუბლზე მაკოცა და გავიდა. რა იყო ეხლა ეს? როდიდან მექცეოდა ასე თბილად? მერე ცოტახანში ამობრუნდა ზევით ტელეფონი დარჩა-გინდა დავრჩე დღეს?
-აბა სამსახური?
-დისტანციურად მივხედავ. მუცელი რო გტკიოდა მაგ პონტში გეუბნები, რამე რო მოხდეს და არ ვიყო აქ არ მინდა.
-კაი რას ბოდავ, წადი სამსახურში.
-მიხედავენ ერთი დღე ჩემ გარეშე. შენი ამბავი რო ვიცი გაბოდიალდები დღეს სადმე და დაიღლები.
-1 კვირაში გვიწევს ეხო სქესის გასაგებად და მაშინ ვკითხავ ექიმს ტკივილებზე.
-რა მაშინ, დღესვე ვკითხავთ. მოიცა, 1 კვირაში გავიგებთ?
-ხო.
-არ მინდა ერთი კვირა, მე უკვე ვიცი.
-რა იცი?
-რო გოგოა.
-საიდან მოიტანე?
-ვიცი-ეღიმებოდა-მე გოგო მინდა.
-მოიცადე, როგორ, ბიჭი არ გინდა? როგორ მოხდა რომ მამას ბიჭი არ უნდა.
-არა, როგორ არ მინდა რო იყოს, მაგრამ მე გოგო მინდა. პრინცესასავით უნდა გავზარდო. ოღონდ ჩემ ახტაჯანა დას არ დაემსგავსოს.
-ისე შენები რატო აღარ მოდიან?
-იმიტო რო მე ავუკრძალე.
-ისე რო იცოდე ნათია არაფერ შუაშია, ეს იდეა ჩემი იყო.
-არ მაინტერესებს ეხლა ეგ ამბები. თეკლას და ვახტანგს შეუძლიათ მოსვლა თუ გინდა. მაგრამ თეკლას არ ცალია დიდად მაინც ეხლა გამოცდები აქვს.კაი ნახე რა გემრიელობები გაგიკეთა ნიკამ-საწოლზე ჩამოჯდა და ფოდნოსი მუხლებზე დამიდო. ბოსტნეულის სალათი, მოხარშული კვერცხი, ფორთოხლის წვენი და ყველის ასორტი-აბა პირი გააღე-კოვზით ამოიღო სალათი.
-რას აკეთებ, ხო არ გაგიჟდი-გამეცინა, მგონი ვარჯიშობდა სანამ ბავშვი დაიბადებოდა.
-რას ვაკეთებ და ჩემს შვილს ვაჭმევ, აბაა პირი გააღე, მატარებელი მოდიის-სახეში მატაკა კოვზი, პირი რო არ გამეღო სულ საწოლში მოიფანტებოდა საჭმელი-ყოჩაღ, ცოტა ფეთხუმი ხარ ოღონდ.
-რა ფეთხუმი კბილები კინაღამ ჩამიმტვრიე-ორივეს ძაან გვეცინებოდა ერთმანეთზე. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა-შემოდი-ვახტანგი იყო, ალექსანდრე არ ელოდებოდა , რადგან გამომეტყველება შეეცვალა.
-ცუდად ხო არ ხარ?-საწოლში რომ დამინახა ცოტა გაუკვირდა.
-არა, შენმა ძმამ გადაწყვიტა ხელით მაჭამოს. არ გამოსდის.
-რა ხდება?-ფოდნოსი გვერდით მაგიდაზე გადადო და წამოდგა, მკაცრად ელაპარაკებოდა.
-რძალს შემოვუარე, მინდოდა მომეკითხა. შეილება დავილპარაკოთ?
-არა, არ მცალია.
-ალექს-ახლა მე დავუძახე, მუდარით სავსე თვალებით გავხედე, ვიცოდი,რომ ჩემს გამო არ ელაპარაკებოდა. აჩის ამბავი რომ დაუმალა ვერ აპატია ეს.
-მალე მოვალ-ოთახიდან გავიდა და ვახტანგიც გაყვა. ეზოში ჩავიდნენ ალბათ ხმა რომ არ გამეგო, მაგრამ ფანჯარასთან ვიდექი. ცოტახანში ლია ამოვიდა, ჩვენი მოსამსახურე და კარი რადგან ღია იყო შიგნით შემოვიდა.
-ევა, ხომ კარგად ხარ? ალექსანდრემ საუზმე აქ რო ამოგიტანა ვინერვიულე, ვიფიქრე ბავშვს ხო არ დაემართა რამე ღამით თქო?
-ა, არა ლია. არაფერი.
-ვახტანს და ალექსანდრეს უყურებ?
-კი. ლია, შენ რამდენი წელია აქ მუშაობ?
-ამ ოჯახში, 15. ალექსანდრესთან სადღაც 3.
-ძმას რაღას ერჩის? არ უყვარს ამაზე საუბარი.
-მუდმივი შეჯიბრი ჰქონდათ ბავშვობიდან. რადგან ალექსანდრე უფროსია, ვახტანგი თავს დაჩაგრულა გრძნობდა ხოლმე, სულ იმაზე ლაპარაკობდნენ ალექსი როგორ იქნებოდა ფირმის სათავეში, ოჯახის ბიზნესს მემკვიდრეობით ის მიიღებდა. მერე... ალბათ ანის შესახებ გსმენია. თავიდანვე ვახტანგს უყვარდა, მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა ანი და ალექსანდრე დაქორწინებულიყვნენ, ანის ოჯახში სხვა მემკვიდრე არ ყავს. ვახტანგმა ძალიან განიცადა, ალექსანდრესთვის პრობლემა არ იყო რომ ცოლი მოეყვანა, უსიყვარულოდაც კი, მაგრამ ძმას ვერ გაუკეთა ეს. გაუფუჭდათ ურთიერთობა ძალიან. მერე შენ გამოჩნდი და თითქოს შერიგდნენ. მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ისევ რაღაცაზე კამათობენ. ძმები არიან ევა, იჩხუბებენ და შერიგდებიან. მაგრამ ვახტანგი თავს ყოველთვის მეორე ადგილზე გრნობდა და ალექსანდრე კი სულ ცდილობდა რომ ეს ასე არ ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, ჩვენში რომ დარჩეს ვაჟამ მოანადგურა ორივე, ალექსანდრეც, ვახტანგიც და ალეს ნამდვილი დედაც.
-ლია, დედამისს რა დაემართა? თავი რატომ მოიკლა?
-ევა-ამასობაში ალექსანდრეც ამოვიდა-რატომ ადექი?
-ცუდად ხარ?-ლიამ დაფეთებულმა მკითხა.
-არა. მუცელი მტკიოდა უბრალოდ ღამე.
-თუ რამე მოგინდება ნიკას ვეტყვი და გავაკეთებინებ. არ მოგერიდოს მეც დამიძახე დახმარება თუ დაგჭირდება ან ადგომაში , ან ბანაობაში. თავბრუ არ დაგეხვეს აბაზანაში მარტოს.
-სუ რო დამეხვეს, ლია, გაიხედე კარი არ აქვს ჩვენ აბაზანას უკვე 4 თვეა.
-კარგი, ლია ცოტახანს მარტო დაგვტოვე რა. ნიკას უთხარი სადილისთვის რამე ბოსტნეულით გააკეთოს წვნიანი.
ლია ქვევით ჩავიდა და მარტო დაგვტოვა. ალექსანდრემ ლეპტოპი აიღო, საწოლზე დაჯდა, უკან კედელს მიეყუდა და ლეპტოპის ჩართვას ელოდებოდა.
-მართლა სახლიდან უნდა იმუშაო დღეს?
-ველაპარაკე შენს ექიმს, მითხრა,რომ თუ სისხლი ან რამე გამონადენი არ გაქვს და ტკივილიც აღარ არის, არაფერი საგანგაშოა ტკივილი იცის ხოლმეო, 1 კვირაში მოდით როგორც გვქონდა დაგეგმილიო და მოერიდოს ზედმეტ აქტივობებსო. ანუ არანაირი ბაკურიანი.
-ბაკურიანი აქტივობა არაა! ალე, მანქანაში უნდა ვიჯდე უბრალოდ და მერე სახლში ვიყო კარგი რა. ეხა მე დავურეკავ და მე ვკითხავ ბაკურიანზე იცოდე.
-რატო იბრძვი რო მუცელი მოგეშალოს? დაამთავრე ჭამა.
-არ ვიბრძვი, აუ ძაან მაბრაზებ ეხლა-მართლა ვღიზიანდებოდი, ძალიან მინდოდა ბაკურიანში წასვლა.
-ცუდად ხარ ატეხილი შენ ამ ბაკურიანზე-ეჭვის თვალით გადმომხედა.
-არ ვარ.
-ხარ-მკაცრად გამიმეორა-მითხარი რატო გინდა ესე ძაან წასვლა და დავფიქრდები-ლეპტოპი გვერდით გადადო და რაღაცნაირად ბოროტულად გაიღიმა, იცოდა რატომაც მინდოდა.
-ნინას უნდა ბესოსთან მარტო დარჩენა.
-თქვე დალოცვილებო-სიცილი დაიწყო-აგერ მოვიდნენ აქ და დავტოვებ მარტოს.
-აუუ იქ უნდა ნინას. თან სულ დავდივართ ხოლმე.
-ევა, საყვარელო, ბესოს შეყვარბეული ჰყავს.
-აუ გეგონება ოდესმე შეუშლია ხელი თქვენთვის ან ცოლს ან შეყვარებულს.
-ევა, გინდ დამიჯერე, გინდ არა. მე შენთვის არ მიღალატია, მიუხედავად იმისა,რომ რეალურად არ ვართ ერთად.
-ხო, მაგრმა კარგად მახსოვს ბესოს სახე როცა დამინახა. და რაც თქვა ეგეც მახსოვს, ძმაო რა დროს ცოლი იყოო. გულაობა და ნაშები მოგაკლდა ეხლა ალბათ და წუწუნებ მაგასთან.
-ევა,ცოტა შარზე ხარ დღეს დილით. მაგრამ გიხდება.
-გ... მიხდება.. კი არა. ბაკურიანში მინდა.
-ესე იგი შენ ბავშვს ელოდები თუ შენთითონ ბავშვად იქეცი ვეღარ გავარკვიე.
-ნუ დამცინი! წამიყვანე ბაკურიანში.
-კარგი, ასე მოვიქცეთ. მე ვერანაირად გამოგყვები ხვალ, მაგრამ ვახტანგი აგიყვანს და გვიან ღამე ჩამოვალ მე. ოღონდ, სანამ მე ჩამოვალ იცოდე, ვახტანგს ხელს არ გაუშვებ. თოვლზე რო გადახვალ ხელს მოკიდებ რო ფეხი არ დაგისრიალდეს, ოთახამდეც ეგ მიგაცილებს, ერთ ადგილას დაჯდები, იჯდები იქ სანამ მე არ ჩამოვალ.
-ვაიმეე ძლიივსს! ნინას დავურეკავ.
-ჯერ მოიცადე, გაქვს ყველაფერი საბაკურიანოდ?
-აუ... ეხლა ფეხები ისე დამისივდა ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი კი მჭირდება. არც არაფერი ჩამეტევა წინა წლის. ნუ შარვალი ოდნავ მომიჭერს.
-რას ქვია მოგიჭერს, ვიყიდოთ ახალი, ბავშვს ნუ დამიხრჩობ ერთი. ვაფშე ორსულის ტანსაცმელს რატო არ ყიდულობ?
-იმიტომ,რომ ჯერ არ მჭირდება.
-ღმერთო გაძლება მომეცი. ზომები დამიწერე რა რამდენი გაცვია და გავუშვებ ვინმეს და გიყიდის ყველაფერს.
-და ჩემით რო ვიყიდო არა?
-არა. იწვები დღეს.
-შენი მონა ხო არ გგონივარ?
-მომისმინე, მე მინდა დღეს ჩემს შვილთან ყოფნა. მეც მაქვს უფლებები.
-აუ რა მაგარი ისწავლე ეს, ჩემს შვილთან ჩემს შვილთან, რა გეშველება რო გაჩნდება და მერე ასე ვეღარ გამაკონტროლებ.
-მერეც მოვიფიქრებ რამეს, შენ ნუ დარდობ.
მთელი დღე ერთად გავატარეთ და სულ ასე ვკინკლაობდით, მაგრამ მომენტებში ორივე კარგად ვფლირტაობდით, რაც უცნაურია,გამომდინარე იქიდან,რომ უკვე ცოლ-ქმარი ვართ და რაღა დროს ჩვენი ფლირტია. საღამოს ვახტანგი და თეკლა მოვიდნენ, საძინებელში ამოვიდნენ, რადგან ალექსანდრე ადგომის საშუალებას არ მაძლევდა. ჩვენი საწოლი იმდენი იყო 4 კაცს კი იტევდა. ვახტანგი და თეკლა წამოწოლილები იყვნენ და ალექსანდრე ჩემს გვერდით იჯდა.
-აუ ვახო თუ მოდის მეც მინდა რა წამოსვლა-თეკლა მუდარით სავსე თვალებით უყრებდა ალექსანდრეს.
-რა უნდა აკეთო იქ? არავის არ იცნობ.
-ვახოს ვიცნობ, ჩემ რძალს ვიცნობ, შენ იქ იქნები, დაჩი იქნება, ბესო იქნება და რავი დანარჩენს გავიცნობ რა. ფლიზ.
-არა, ბევრი უცხო იქნება და ვერ გსდევ იქ.
-აუუ, აღარ ვარ პატარა გთხოოვ.
-ვახო მიხედე შენ დას-ალექსანდრემ გადააბარა ეგრევე ვახტანგს.
-წამოვიდეს. მე მივხედავ.
-აი ხედავ ევა, საკუთარი დის გარემოცვაში ყოფნა როგორ ეზარება.
-თეკლა ნერვებს ნუ მიშლი, არ ვიქნები მეთქი იქ ხვალ მთელი დღე და ვერ მოგხედავდი. ბესო და დაჩი უნდა მოვიდნენ და ჩავალ ეხლა ქვევით დავხვდები, მოვწევ თან.
-წამოვალ მეც-ვახო და ალექსი ქვევით ჩავიდნენ.
-მომიყევი აბა,როგორი ქმარია ჩემი ძმა?
-ნერვების მომშლელი. დღეს მთელი დღეა მომეწეპა და ვერ მოვიშორე ვერაფრით.
-უყვარხარ. ევა. ჩემი ძმა, ასე არასდროს არ მინახავს.
-როგორ ასე?
-ალექსანდრე კარიერისტია, ცხოვრებაში ოჯახზე არ უფიქრია. რამდენიმე წელი ამერიკაში იყო სასწავლებლად, ჩვენ თუ არ დავურეკავდით თვითონ არც გვკითხულობდა. დღე და ღამე სწავლობდა, თავისი ფირმა სულ თვითონდ ააყენა ფეხზე რგორც არუნდა იძახდეს ვაჟა რომ დაეხმარა. მე არ მახსოვს ალექსანდრეს ცხოვრებაში სამსახური გაეცდინა, მაგრამ რაც შენ გაგიცნო, სრულიად სხვანაირი გახდა. თავიდან მეგონა ანისთან იჩხუბა თქო და რო ეეჭვიანებინა მაგიტომ მოგიყვანა ცოლად, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, როგორ გადგას თავზე, როგორ დარდობს შენზე, გვერდიდან არ გშორდება, საჭმელიც თვითონ ამოაქვს ოთახში. მამას პირველად გაუწია წინააღმდეგობა ცხოვრებაში. ხმას არ ცემს. ნათიაზე კიდე ლაპარაკიც არ მაქვს. შენ... ეხლა ალექსანდრეს სამყაროს ცენტრი ხარ.



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ყველა თავისებურად რომ ავრცელებს ალექსანდრეს შესახებ რაღაცებს :D დაუტოვონ პირადი სივრცე,იქნებ, რაიმეს თქმა თვითონ უნდა ცოლისთვის :D საყვარლად კამათობენ ისე.

 


№2  offline წევრი sati

მე♥უცნაურე
ყველა თავისებურად რომ ავრცელებს ალექსანდრეს შესახებ რაღაცებს :D დაუტოვონ პირადი სივრცე,იქნებ, რაიმეს თქმა თვითონ უნდა ცოლისთვის :D საყვარლად კამათობენ ისე.


საქართველოში ვის უკვირს ეგ?????აბა თვითონ არაფერს ყვება და რა ქნას ცოლმაც. იმათაც გონიათ რო იცის ევამ ყველაფერი, ცოლია და აბა როგორ. მაგათი კამათით მეც მაგრა ვერთობი წერის პროცესში

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დაიდება?! (((

 


№4  offline წევრი Jejcbxbxbdb

როდის დადებ?

 


№5  offline წევრი sati

Jejcbxbxbdb
როდის დადებ?

დევს უკვეე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent