შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგოისტი მე კი არა, შენ აღმოჩნდი


8-12-2018, 10:07
ავტორი luana
ნანახია 2 013

ეგოისტი ვარ, ოჰ როგორი ეგოისტი ვარ.
არ მეფიქრება სად წახვედი, სადა ხარ ახლა.
სული რომ მეწვის ეგ მაწამებს ეგ მანადგურებს,
ეგოისტი ვარ, ოჰ როგორი ეგოისტი ვარ.


***
წახვედი და თან წაიღე სიყვარული,
როგორ ფიქრობ, შენ სიკვდილი გაგამართლებს?
თუ იცოდი, რომ ბოლომდე ვერ გაძლებდი,
შენი თავი ასე რატომ შემაყვარე?

ხომ დამპირდი, რომ ტკივილი გაგივლისო,
ახლა ტკივილს მონატრებაც დაემატა.
მომატყუე დრო მაგ ცრემლებს დააშრობსო,
არაფერი აღარ მშველის, შეგეშალა.

წავედი და წამოვედი აქეთ-იქით,
ვეცადე, რომ ვინმე უცხო შემეყვარა,
არ მიშველეს, მე ვერ გავთბი სხვის ხელებით,
დამეხმარე, გთხოვ დაბრუნდი შენთან მინდა.

შენ ისე ღრმად შემოიჭერ ამ ჩემ გულში,
ადგილიც კი არ დატოვე სხვა გრძნობისთვის.
აღარ ვიცი, მარტოსულმა რა უნდა ვქნა,
ეგოისტი მე კი არა, შენ აღმოჩნდი.



№1  offline წევრი luana

უცნაური მე
კარგი ლექსია :)


მადლობაა ❤️❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რას შემომჩივი, სამარეში,
აქ რაღა გინდა?
შენი ცრემლები
ჩემს საძვალეს
რაღად ასველებს?
როცა შემეძლო
შენი ვიყავ,
და ჩემი წმინდა
სალოცავი და საკმეველი
რად არ მასვენებ?!
რით ვერ შეიშრე
მაგ თვალებზე
ობოლი ცრემლი,
ან ლამაზ ტუჩებს,
რად უკარგავ ფერს,
რად აობლებ?
სუდარისფერი
ჯანღი ნისლავს
შენს სავალ ქუჩებს,
შენთვის ვლოცულობ,
შენთვის ვგალობ,
რით დაგაობლე?!
ან რომ გატანჯე
უსინდისოდ
ის სხვა ლექსებით,
ჰგონებ შენ გარდა
გულით კუბოს
არვინ ატარებს?!
ან მარტოობას
რომ ესწრაფვი მხოლოდ და მხოლოდ,
განა არ გვსურდა,
ჩავხვეოდით ერთად პატარებს..
რომ ჩემი სული,
შენი ერთი,
ნაზი ღიმისთვის
ეშმაკმა უწყის
რამდენ სხვაში
როგორ ჩასახლდა,
რომ დამეძებდე
სიყვარულში
მაგივრად ამის,
სასაფლაოზე
შენი სული
რატომ დასახლდა?!
მე გიპასუხებ
კვლავ სხვადახსხვა სულების ხელით,
შენი შვილები
მინდა ვნახო
დროა დამტოვო,
აქ რად დამტირის
სიყვარული სულელი ჩემი,
ნაცვლად იმისა
პატარაში შემომინახოს?!

 


№3  offline წევრი luana

პატარა შენგან რომ მინდოდა რატომ ივიწყებ?
რატომ არ გახსოვს, რომ სახელებს ერთად ვარჩევდით?
რატომ გიკვირს, რომ საიქიოს აღარ გასვენებ
მე ხომ მარტო ვარ, ხომ აღარ ვარ, მე ხომ გავთავდი.

პატარა როგორ გავაჩინო მე უსულგულომ?
როგორ გავზარდო ნახევარ მკვდარმა წესივრად შვილი?
როგორ ვუთხრა, რომ მისი მოსვლა ვინეტრე მინდა?
ვოცნებობ შენთან გამოვიქცე რად მინდა შვილი?

(ვაიმე ვაიმე ვაიმე, დროაა გავქრე ამ საიტიდან ძაან გავუტიე) :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent