შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგოისტი გოგო ვარ!


18-03-2017, 21:33
ავტორი bla.ell
ნანახია 2 376

ეგოისტი გოგო ვარ,

დამიბრუნე გრძნობები!
თავს მოვიკლავ იცოდე,
აღარ დაგელოდები!
გული ცივი გამიხდა,
ამაცალე ლოდები!
თორემ ფეთქვაც შეწყდება,
თვალს დავხუჭავ გოდებით...
მეც არ ვიცი როგორ
და ასე რატომ ვშორდებით,
ეჭვიანი ფიქრებით
ნუთუ ამ განშორებით...
სიყვარული დაკარგე?!
აღარ მოგაგონდები?
რომ მოვკვდები
ლამაზო,
აღარ განვმეორდები.

ეგოისტი გოგო ვარ

მიყვარს ეს მომენტები
ბოროტი ვარ ძალიან,
სხვისთვის არ მემეტები,
დაბრუნდი და სიტყვას ვდებ
აღარ წამოვენთები,
ემოცია მოგორავს,
მე კი მის წინ ვჩერდები,
იქნებ გადამიაროს...
თუ არ მოხვალ მე მაინც
შენს გარეშეც ვბერდები...
უშენოდ კი უბრალოდ სიკვდილს
მალე ვნებდები,
მე მიყვარხარ მაინც და
უფრო გადამეტებით...
და თუ მოვკვდი უშენოდ,
დაბრუნებას ვეცდები...

ეგოისტი გოგო ვარ!



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა კარგია, მომეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent