ერთმანეთის პირისპირ(2)
თავი 2 ლაშა დევდარიანი ის კაცი იყო რომელსაც რეპუტაცია წინ უსწრებდა, ახლა კი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კაცის ღირსებას შეეხო და იცოდა მშვიდად არ ჩაივლიდა ყველაფერი. ომი რომელსაც ონიანი დაჰპირდა იმასთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო რასაც დოლიძე მოიმოქმედებდა როცა გაიგებდა რა დაემართა მის ძმიშვილს. -რა უნდა გავაკეთოთ ლაშა?-დაჩი ნერვიული ნაბიჯებით დადიოდა ოთახში -არ ვიცი, როგორმე ეს საქმე უნდა მოვაგვარო ისე რომ ომი არ დავიწყო -ბოდიში ძმაო ჩემს გამო ხარ ამ საქმეში -ზუსტად შენ რომ ტვინისთვის ძალა დაგეტანებინა ეს არ მოხდებოდა -გოგოს მე დაველაპარაკები -მასთან ახლოსაც კი არ მიგიშვებ არ მინდა კიდევ რამე აურიო, ამ საქმეს მე მივიყვან ბოლომდე შენ კი უნდა გაქრე -რას ამბობ ორ ცეცხლსშუა ხარ და მარტო როგორ დაგტოვო -უნდა გაქრე არ მინდა ონიანი აგეკიდოს და იმ ქვეყნად გაგისტუმროს-დაჩის არ მოსწონდა ლაშას დატოვების აზრი მაგრამ დევდარიანის გადარწმუნება შეუძლებელი იყო, ამიტომ ის გააკეთა რაც უთხრა. კირა ხვდებოდა რაც გააკეთა, მისი საქციელით დევდარიანი გამოიწვია, თუმცა ეს არ ადარდებდა. იმის მიუხედავად რომ ბიძასთან პრობლემები ჰქონდა იცოდა რომ აქედან მხოლოდ მისი დახმარებით გააღწევდა. ფანჯარასთან იდგა და ეზოს გასცქეროდა, რას არ მისცემდა რომ აქედან გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა შეძლებოდა -გავარკვიე-ფიქრებიდან ლაშას ხმამ გამოფხიზლა -ახლა რა მოხდება?-შეკითხვა ისე დასვა რომ ბიჭისთვის არ შეუხედავს -შენი აზრით? -ვიცი რომ პრობლემები შეგექმნება ლევანი ის კაცი არ არის ვინც ადვილად პატიობს -ალბათ ახლა ბედნიერი ხარ-ლაშა საწოლზე ჩამოჯდა და ფანჯარასთან მდგომ გოგოს თვალს არ აცილებდა -არ ვიცი დევდარიანო ჩემზე რას ფიქრობ მაგრამ საერთოდ არ მინდა შენთვის პრობლემების შექმნა, აჯობებს მე და შენ მივაღწიოთ შეთანხმებას სანამ ლევანი ჩაერევა -ჭკვიანი ხარ, ზედმეტად ჭკვიანი, იცი როგორ უნდა გამოიყენო სიტუაცია შენს სასარგებლოდ -ღმერთო როგორი ცინიკოსი ხარ, ჩემს გაშვებას ომის დაწყება გირჩევნია? -ზოგი ქალი ნამდვილად ღირს ომის დაწყებად მაგრამ ... -მე არ ვარ ის ქალი ვის გამოც ომს დაიწყებდი-წინადადების დასრულება არ დააცადა ბიჭს -რაზეც არ უნდა მოვილაპარაკოთ პირდაპირ გაფრთხილებ, თუ ჩემს მეგობარს ჩაუშვებ ყველაფერი ძალას დაკარგავს -ვიცი და ვაფასებ რომ მეგობრისთვის ყველაფერს რისკავ. შენ ახლავე გამიშვებ და მე ჩუმად ვიქნები, მაგრამ შენ ან შენს ხალხს ჩემს სიახლოვეს თუ დაგინახავთ მაშინვე ლევანს მოვუყვები ყველაფერს -ნუ თუ ასეთი აუტანელია ჩემს გვერდით ყოფნა-ბიჭი სწრაფადდ მიუახლოვდა და თვალებში დაჟინებით ჩააცქერდა -იმაზე უფრო რთულია ვიდრე შენ წარმოიდგენ, შენ ყველაზე ძვირფასი წამართვი თავისუფლება -მშვიდად იყავი ახლა ჩემი ბიჭები წაგიყვანენ იქ სადაც ეტყვი და კვლავ თავისუფალი იქნები -არა მე თავად წავალ, ჩემი ნივთები დამიბრუნე -კარგი როგორც გინდა -მშვიდობით დევდარიანო-გოგომ სწრაფად დატოვა სახლი დ მანამ არ შეუნელა ნაბიჯს სანამ თავი სამშვიდობოს არ იგრძნო. ასე გაიყარა ამ ორი ადამიანის გზები, ისინი არასოდეს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ეს იყო შეთანხმება. ორივე დაუბრუნდა ძველს ცხოვრებას. ლაშას ხანდახან ახსენდებოდა დაუმორჩილებელი გოგონა რომელსაც მისთვის თავის ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია და სახეზე ერთი წამით ღიმილი გაუკრთებოდა. კირამ საცხოვრებელი და სამსახური შეიცვალა თუმცა იყო მომენტები რომ უცხო ხალხის გარემოცვაში დევდარიანის სახეს ეძებდა. -ანა სად ხარ ამდენი ხანი-საყვედურით სავსე თვალებით უყურებდა საუკეთესო მებობარს -კარგი რა კირა საცობი იყო -შენი აზრით ჩვენი უფროსი მაგ პასუხს მიიღებს -ხო კარგი წავალ გამოვიცვლი. -კირა 8 მაგიდის შეკვეთა აიღე-ბარმენმა მაგიდისკენ მიუთითა -საღამო მშვიდობის რას ინებებთ- ერთი წამით შეათვალიერა მის წინ მჯდომი სტუმარი და იფიქრა რომ მოეჩვენა -ვისკი ყინულის გარეშე-მაგრამ მისი ხმა შეუძლებელი იყო მოსჩვენებოდა -ახლავე მოგიტანთ-არაფერი შეიმჩნია, თუმცა მაინც ააფორიაქა იმ ფაქტმა რომ შეიძლებოდა ეს დევდარიანი ყოფილიყო.ბარმენს შეკვეთა გამოართვა მაგიდასთან დაბრუნდა, ჭიქა დადგა და წასვლა დააპირა -ეს შეთანხმებას არ არღვევს ალბათ-ამ სიტყვების გაგონებაზე კარგად დააკვირდა სტუმარს და ის მისი ჩვეული ცივი და ამაყი მზერით უმზერდა და დიახ ეს ლაშა დევდარიანი იყო -თუ რამე დაგჭირდებათ დამიძახეთ აქვე ვიქნები-ეს თქვა და ხალხში გაუჩინარდა -ეს ის იყო ლაშა?-დაჩი თვალებით ეძებდა გოგოს -ხო ეს ჩემი თავისტკივილი იყო-ლაშას უნებლიეთ გაეღიმა -ეს სახე არ მომწონს არაფერი გააკეთო ძმაო ძვლივს სიტუაცია დაწყნარდა -დამშვიდდი. კირას ჰაერი არ ყოფნიდა, ვერ მიხვდა რა დაემართა მაგრამ დევდარიანის დანახვამ მასზე ძალიან იმოქმედა, მასთან კიდევ საუბარი ნამდვილად არ სურდა -კირა რა დაგემართა? -ანა შეგიძლია მერვე მაგიდას მიხედო, მე უნდა გავიდე -კარგად ხარ?-ანა აფორიაქდა საკუთესო მეგობრის ასეთ მდგომარეობაში დანახვით -უბრალოდ აქ უჰაერობაა ცოტა ხნით გავალ-სწრაფად დატოვა ბარი -კიდევ რაიმეს შეუკვეთავთ-ანა თავაზიანი რმილით იდგა მაგიდასთან -ის სად არის?-დევდარიანის სახეზე აშკარა უკმაყოფილება იკითხებოდა -შესვენებაზე გავიდა თუ რაიმე გნებავთ მე მოგართმევთ -სად გავიდა? -უკაცრავად ვერ მივხვდი-გოგო დაიბნა სტუმრის ასეთი დაჟინებული კითხვებით -შენი მეგობარი კირა სად წავიდა -მაპატიეთ მაგრამ ... -თავად ვიპოვი-სიტყვა გააწყვეტინა გოგოს და დარბაზში ხალხს შეერია სუფთა ჰაერმა თითქოს უშველა კირას, აჩქარებული გული ოდნავ დაუმშვიდა. იქვე სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა -არ ვიცოდი თუ ეწეოდი -აქ რას აკეთებ?-ძვლივს წარმოთქვა სიტყვები -ახალი მიმტანით უკმაყოფილო ვარ -მენეჯერთან იწუწუნე -არ ვიცოდი აქ თუ მუშაობდი-გვერდით მიუჯდა კირას -არ ვიცოდი აქ თუ დადიოდი -პირველად ვარ, მაგრამ ისეთი გარემოა მუდმივი მომხმარებელი გავხდები -ჩემგან რა გინდა დევდარიანო?-კირა ფეხზე წამოდგა -არ ვიცი როცა გავარკვევ გაგაგებინებ-გოგოს ცხვირზე თითი დაჰკრა და შენობაში დაბრუნდა. კირა დაბნეული იდგა ვერ ხვდებოდა დევდარიანს რა მიზნები ამოძრავებდა. მთელი საღამო ლაშა მაგიდასთან იჯდა და გოგოს თვალს არ აშორებდა, კირას არ დალაპარაკებია თუმცა თვალს არ აშორებდა. გოგოს ერთი სული ჰქონდა როდის დაასრულებდა მუშაობას, კონცენტრირება უჭირდა სამეზე. ბარი თანდათან დაცარიელდა, კირას სამუშაო დროც დასრულდა, სულ რამდენიმე სტუმარიღა იყო დარჩენილი. უნიფორმა გამოიცვალა და წასავლელად მოემზადა, დარბაზი მოათვალიერა ლაშა უკვე წასული იყო. შვებით ამოისუნთქა თანამშრომლებს დაემშვიდობა და შენობა დატოვა. -სახლში წაგიყვან-მოესმა სიბნელიდან ხმა -ჩემითაც მოვახერხებ -კარგი რა პრინცესა, ამ დროს ღამე სიარული საშიშია რომ მოგიტაცონ-ლაშას გულიანად გაეცინა საკუთარ სიტყვებზე -თავის მიხედვა შემიძლია, ასე რომ აქედან დაიკარგე -ხომ იცი მაინც გავიგებ სად ცხოვრობ თუ მოვინდომე, ასე რომ ტყილად მეუბნები უარს -რაც გინდა ის ქენი ჩემთვის სულერთია-გოგო შეტრიალდა და ფეხით გაუყვა გზას, ლაშა ცოტახნით იდგა და მიმავალს თვალს არ აშორებდა. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. იმ დღიდან დევდარიანი ყოველ საღამოს ბარში მერვე მაგიდასთან იჯდა და კირას ელოდებოდა თუმცა ის გამუდმებით პოულობდა გზას რომ მის მაგიდას არ მომსახურებოდა. ეს აბრაზებდა ლაშას, ლაშას სიბრაზე კი კირას ძალიან ახარებდა. ერთ საღამოს კირა ჩვეულ დროს მივიდა სამსახურში თანამშრომლებს მიესალმა და უნიფორმა ჩაიცვა, გასახდელში მისი მეგობარი ანა შემოვიდა -კირა თათბირია ზევით უნდა ავიდეთ -ამჯერად რა ხდება ნეტავ? -გავიგე ახალი უფროსი გვყავს -მეღადავები ან, ახლა არ მოიყვანეს მენეჯერი -მენეჯერი არა გენიოსო, ბარს ახალი მეპატრონე ყავს, ბიჭები ლაპარაკობდნენ -კარგი წამოდი და ვნახოთ ვინ არის ახალი ტიპი -წავედით-გოგოები სიცილით ავიდნენ კიბეებზე და როგორც დაგვიანებული ბავშვები ისე შეიპარნენ კაბინეტში, ახლი უფროსი აინტერესებდათ თუმცა ის ზურგით იჯდა და მენეჯერს დავალებებს აძლევდა. თათბირი ნახევა საათს გაგრძელდა და მხოლოდ მენეჯერთან საუბრით შემოიფარგლა. მენეჯერი წამოდგა ახალ უფროსს დაემშვიდობა და თანამშრომლებს ანიშნა დაშლილიყვნენ -დოლიძე შენ დარჩი-მოულოდნელად გაისმა მკაცრი ხმა ოთახში, ანამ ერთხელ შეხედა მეგობარს მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო რადგან მენეჯერი ღია კარში ელოდებოდა. კარი გაიხურეს და ყველანი წავიდნენ -გისმენთ-სიჩუმე კირამ დაარღვია -ახლა მისმენ არა-სავარძლის საზურგე შეტრიალდა და კირას წინ ლაშა იჯდა, ის გამარჯვებული სახით იღიმოდა -შენ აქ რა გინდა? -ასე უნდა ესაუბრო ახალ უფროსს? -შენი აზრით ასე მაიძულებ შენთან საუბარს დევდარიანო, არ გამოგივა სამსახურიდან მივდივარ -არა პრინცესა ვერსადაც ვერ წახვალ ხელშეკრულებაზე გაქ ხელი მოწერილი -რა გინდა ჩემგან თავს რატომ არ მანებებ? -სახალისოა შენი წვალების ყურება -შენი მეგობარიც კარგად იხალისებს ციხეში -როგორ ბედავ-ლაშას ღიმილი გაუქრა სახიდან-არასდროს გესმის, არასდროს დაემუქრო ჩემთვის ძვირფას ხალხს-ისე აუწია ტონს ვერც კი შეამჩნია, მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ყვიროდა როცა კირას შეშინებული სახე დაინახა -მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე-ძვლივს ამოილაპარაკა გოგომ -შენ მე ვერ მიმითითებ რა გავაკეთო, ეს სასჯელია პრინცესა -რისთვის? -აგარაკზე მომხდარისთვის -შენ მომიტაცე და კიდევ მე უნდა დავისაჯო -შენ მე მემუქრებოდი გახსოვს ძვირფასი ბიძია ლევანის ძალაუფლებით-ლაშა ისევ ყვირილზე გადავიდა -მე თავს ვიცავდი ისე როგორც შემეძლო-კირას ხმა გაუტყდა და თვალებზე მომდგარი ცრემლები ძვლივს შეიკავა, პირველად აშინებდა დევდარიანის გამოხედვა -შენ რა ტირი?-ლაშა ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა -არ მომიახლოვდე, შეხება არ გაბედო -იმას ვიზამ რაც მომინდება, ახლა კი წადი-კირამ სწრაფად დატოვა ოთახი და სუფთა ჰაერზე გავიდა. ლაშა იჯდა ჩუმად კაბინეტში და ერთ წერტილს მისჩერებოდა საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ გოგო შეაშინა. თათბირის შემდეგ თითქოს არაფერი შეცვლილა, დევდარიანი კვლავ მერვე მაგიდასთან იჯდა და შორიდან უყურებდა გოგოს. კირას მისთვის სასმელი მიჰქონდა მაგიდაზე ხმაურით დებდა და უსიტყვოდ მიდიოდა. ყველ დღე ერთი და იგივე, ერთმანეთს არც კი ესაუბრებოდნენ, მხოლოდ ლაშას დაჟინებული მზერა იყო რომელიც გამუდმებით უკან დაყვებოდა გოგოს. ერთ საღამოს კი რაღაც შეიცვალა, კირა ახალ მოსულ სტუმრებს მიესალმა და შეკვეთა ჩაიწერა, სტუმართაგან ერთ ერთის მზერა კი დევდარიანისაზე არანაკლებ დაჟინებული იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.