ტაისია ამირეჯიბი ( 1 თავი)
და რა აზრი აქვს ოცნებას თუ ოდესმე მის ახდენაზე არ ვიფიქრებთ? კითხვა,რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად აწუხებდა ტაისიას ,რომელსაც ერთადერთი ოცნება ჰქონდა:თავისუფლება. ყველაფერი ჰქონდა ამისთვის,მაგრამ სულიერი თავისუფლების მოპოვება ბევრად რთული იყო ან შეიძლება იმაზე ადვილიც, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. დაბადების წამიდან აკონტროლებდნენ მის ცხოვრებას და ბოლოს თვითონაც კონტროლზე გახდა დამოკიდბეული,იმდენად,რომ თითოელი წამი გათვლილი ჰქონდა.ყოველთვის იცოდა მომავალი წუთს ან საათს,ან დღეს რას გააკეთებდა.მის ცხოვრებაში არაფერი არ ხდებოდა დაუგეგმავად. როცა ეს ყველაფერი გააცნობიერა,ეჭვიც გაუჩნდა.ეჭვი,რომ სრულიად უფერული ცხოვრება ჰქონდა.საზოგადოებისთვის ბედნიერების ზენტში მყოფი ტაისია სრულიად ‘’უბედუირი’’ იყო,ვერ იტანდა ამ სიტყვას და არც საკუთარი თავი ემეტებოდა ამ სიტყვისთვის,მაგრამ რეალობას თვალს უსწორებდა. ამ ყველაფერზე ფიქრმა ტაისიას მთავარი ოცნებაც ჩამიაყალიბა:საკუთარი თავის გათავისუფლება იმ ჩარჩოებისგან,რომელიც თვითონ შეჰქმნა ან სხვებმა,გაუცნობიერებულად თუ გაცნობიერებულად.ოცნებაც მაშინ შეარქვა,როცა მიხვდა,რომ თითქმის შეუძლებელს ითხოვდა.მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერი ჰქონდა რასაც კი მოისურვებდა,მაგრამ მთავარი რამ გამორჩა,საკუთარი თავის ჩამოყალიბება,ისეთ პიროვნებად როგორც თვითონ უნდოდა და წესით უნდა ყოფილიყო,რომ არა ის გარემო სადაც გაიზარდა. ადამინის ხასიათი ბევრ რამეზე არის დამოკიდებული,მაგრამ ასევე დიდი როლი აქვს გარემოებას.მათ შეიძლება გაიძულონ ერთი ადამიანისგან მეორეს შექმნა ან საერთოდ საკუთარი თავის წაშლა და სხვა ადამიანად გარდაქმნა. ნამდვილი ტაისია სულ სხვანაირი იყო,მაგრამ საკუთარი თავის კონტროლი ჯერ კიდევ მაშინ ასწავლეს სანამ სკოლაში წავიდოდა,მერე უნივერსიტეტი,მერე მაგისტრატურა და ბოლოს თავისი მშობლების იმპერიაში აღმოჩნდა,რომლისთვისაც ამზადებდნენ მთელი ცხოვრება.თითქოს ამის გარდა სხვა გზა ტაისიას ცხოვრებაში არ არსებობდა ან იქნებ არსებობდა,მაგრამ უპირობოდ დანებდა ყველაფერს,ყველანაირი ბრძოლის გარეშე! მრავალსართულიან სასტუმროში,ბოლო სართულზე მოთავსებული ნომერი მას ეკუთვნოდა და შავ პენუარში გამოწყობილი აივნიდან გაჰყურებდა ზღვას,რომელსაც უკვე ვერ იტანდა,არადა ერთდროს ყველაზე მეტად უყვარდა,სიმშვიდეს ჩუქნიდა,რაც საშინლად სიამოვნებდა,მაგრამ ახლა,როცა ამ ადგილმა მხოლოდ მარტოობა მოუტანა,ზღვამაც დაკარგა თავისი ფუნქცია. ზღვა,რომელიც ადამიანებს აშინებდა,ბევრს პანიკურ შეტევებსაც მართებდა,ზოგის სიცოცხლესაც იწირავდა და ბევრს უბრალოდ ბედნიერებას,რომ ჩუქნიდა,ტაისიასთვის ისეთი პატარა და უმწეო იყო,როგორც ჭიანჭველა.მისი ტალღები აღარ იწვევდნენ ფეივერკებს გოგონას გონებაში.გაჰყურებდა ჰორიზონტს და ისე ძალიან უნდოდა,რომ ერთი უმანკო ცრემლი მაინც გადმოსცვენოდა თვალებიდან,მაგრამ არა,მოლოდ ფიქრებში შეეძლო ამის წარმოდგენა. ცრემლები,რომელიც ბოლოს მხოლოდ იმიტომ გამოესარჩლენ,რომ თავისი მანქანა ცეცხლის ალში გახვეული ნახა,რომელშიც საუკეთესო მეგობარი იჯდა.თვითონ უნდა მჯდარიყო იმ მანქანაში,თვითონ უნდა წასულიყო იმ შეხვედრაზე,მაგრამ მორიგი პროტესტის გრძნობის გამო გადაწყვიტა,რომ აღარ გააკეთებდა იმას რასაც მშობლები უბრძანებდნენ,მაგრამ ეს ბოლო აღმოჩნდა,როცა რამის შეცვლა ან შეწინააღმდეგება გადაწყვიტა,რადგან ამ ამბავმა ერთი დიდი რამ ასწავლა:არავინ არ არის ვალდებული ის გააკეთოს რაც შენი გასაკეთებელია,ან იქნებ არის,მაგრამ როცა ცხოვრებაში ამის გარდა არაფერი არ გისწავლია,გამოსავალსაც ვერ ხედავ,თუნდაც ძალიან ნათელი იყოს! ტაისია ამირეჯიბი, საქართველოში ცნობილი ბიზნესმენის შოთა ჩიქოვანის ერთადერთი შვილიშვილი და ასევე ბიზნესმენის ვაკო ამირეჯიბის ქალიშვილი.ოჯახში ერთადერთი ბავშვი,რომელზეც ყველა იმედებეს ამყარებს,ყველას თავისებურად წარმოუდგენია მისი ცხოვრება და ყველა ცდილობს,რომ ისეთი იყოს,როგორც მათ და საზოგადოებას მოეწონება.არისტოკრატი დედის თვისებები,მამის უნიკალური გონება და ყველაზე მთვარი ის მატერიალური შესაძლებლობები,რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს და ამავდროულად ყველაფერს უზღუდავს,სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო,მაგრამ ის ახლა აივანზე დაცარიელებული სულით მდგარი,გაჰყურებდა ჰორიზონტს და მხოლოდ ამ ქვეყანაზე მცხოვები,ტაისია ამირეჯიბის,არ არსებობა სურდა... სიმყუდროვე კარზე კაკუნმა დაურღვია,მერე ფეხების ნაბიჯებმა და ბოლოს მის აივანზე აღმოჩენილმა გოგონამ: -კახა შენ თუ ხარ,ჯობია ახლავე წახვიდე.-გაისმა ტაისიას აკანკალებული,მაგრამ მაინც მკაცრი ხმა. -მე...მე კახა არ ვარ,-გასმა გოგონას წკრიალა ხმა. -ვინ ხართ?-შემოტრიალდა და გოგონას შესწავლას შეუდგა. -მე გასაუბრებაზე მოვედი,ანუ ბატონმა კახამ მითხრა,რომ სანამ თქვენ დასტურს ვერ მიიღებდა მანამდე ვერ ამიყვადა,მაგრამ გადმოქცათ,რომ უიმედო არ ვარ და შანსის მოცემა ღირს.-გაუჩერებლად საუბრობდა,მაგრამ ისევ ტაისიას მკაცრმა ხმამ შეაჩერა და უფრო შეაშინა გოგონა. -კარგი გასაგებია,რამდენს საუბრობ. -მე უბრალოდ....-წარმოსთქვა წყნარად და აცახცახებული ხმით. -მანახე ანკეტა!-ხელი გაუწოდა ტაისიამ,იმის ნიშნით,რომ ფურცელი მიეცა გოგონას,რომელიც ხელში ეჭირა,მაგრამ ეს უკანასკნელი თვალებს ისევ შეშინებული აცეცებდა. -კიდევ რამდენ ხანს უნდა გელოდო?-გოგონამ მაშინვე მიაწოდა და ტაისიაც კითხვას შეუდგა,-ანუკი მინაძე,21 წლის და არანაირი გამოცდილება.შენს ადგილას საერთოდ არ შევიწუხებდი თავს აქ მოსვლით.-ფურცელი დაჭმუჭნა და აივნიდან გადააგდო.გოგონას სახეზე ჯერ გაკვირვება აღიბეჭდებოდა,მერე კი იმედგაცრუება,ბოლოს ცრემლიც მოადგა თვალებზე.-ნუთუ ასეთი ადვილია?!-გოგონას უყურებდა და თვითონაც უნდოდა,რომ მთელი გულით შეეგრძნო ის რასაც ახლა მის წინაშე მდგომი განიცდიდა. -რა?-იკითხრა გოგონამ. -ცრემლები... -როცა გტკენენ, კი. -ეგ არც ისე ადვილია!და შენ ვინ გაწყენინა?არ მითხრა,რომ მე...შენ ისედაც იცოდი,რომ ამ სამსახურს ვერ მიიღებდი!-პირველად გაუღიმა გოგონას. -დიახაც თქვენ! და საერთოდ დიდი იმედი მქონდა,რომ ამიყვანდით!-უარის თქმამ უფრო მეტი გამბედაობა შეჰმატა მგონი ანუკის. -არ მეგონა ასეთი გულუბრყვილოები კიდევ თუ არსებობდნენ!-თვალები გადაატრიალა ტაისიამ და ჭიქას დაწვდა,რომელიც ვისკით იყო სავსე. -მე კი არ მეგონა ტაისია ამირეჯიბი თუ სვამდა!-გაეღიმა გოგონას და ტაისიას ისტერიკული სიცილიც გამოიწვია. -ასეთი იდეალური ვჩანვარ შორიდან? -დიახ და კიდევ კეთილიც. -ანუ ჩემი სიკეთის იმედი გქონდა,გეგონა,როცა ანკეტაში წავიკითხავდი,რომ სტუდენტი ხარ,რომელსაც მშობლები არ ჰყავს და თავის მარტო რჩენა უწევს დაუფიქრებლად მიგიღებდი?-უცებვე გაამკაცრა ხმა,მაგრამ ღიმილის კვალი მაინც ემჩნეოდა სახეზე. -ამაზე საერთოდ არ მიფიქრია,-რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და მერე გააგრძელა,-ისე კარგი იდეა მომაწოდეთ,თქვენ არა,მაგრამ სხვებს მოვთაფლავ ამით.-ისე გულწრფელად და დაუფიქრებლად წარმოთქვა ეჭვს ვერავინ შეიტანდა ამ პატარა გოგონას სიტყვებში,რომელსაც მოკლე ვარდისფერი თმები ჰქონდა და ჩაცმულობითაც ძალიან ფერადი იყო.მის თვალებში იყო რაღაც ამოუცნობი,რამაც მიაღებინა ტაისიას შემდეგი გადაწყვეტილება: -ხვალ დილის 9 საათზე აქ იყავი,უამრავი შეხვედრა მაქვს და ხო! რომ ჩახვალ კახას უთხარი,რომ ამოვიდეს,-გოგონა საერთოდ დაიბნა. -რაა?მართლა? კი მაგრამ,რომ არ აპირებდით ჩემს აყვანას?-ვერ გაეგო რა ემოცია გამოეხატა -ვაიმე რამდენს ლაპარაკობ....თუ ჩემთან მუშაობა გინდა ამდენ საუბარს უნდა გადაეჩვიო...თუ არადა რამდენიმე დღეში მართლაც მოუწევს კახას ახალი კანდიტატების მოძებნა ახლა კი ნახვამდის! ხვალ ზუსტად 9ზე აქ იყავი!-გოგონა კი გაოგნებული უსმენდა,მაგრამ ბოლოს მიირბინა და ლოყაზე აკოცა ტაისიას და მაშინვე გავარდა სასტუმროს ნომრიდან.ამ გოგონაში იყო რაღაც ისეთი,რასაც ახსნას ვერ უძებნიდა ტაისია და ეს უფრო მოსწონდა. ოთახში კახას ნაბიჯების ხმა გაისმა და მალევე აივანზეც აღმოჩნდა,იცოდა,რომ ტაისია იქ იქნებოდა და ტაისიამაც არ დააყოვნა: -რომელი საათია კახა? -აქ იმისთვის ამომიყვანე,რომ საათი გაგეგო?- საშუალო სიმაღლის,წითური თმებითა და წვერით,არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა ჩვენი კახა,რომელიც სავარძელზე მოთავსდა და მთლიანი თავისი ყურადრება ტაისიასკენ გადაიტანა. -არა იმისთვის,რომ გამეგო,რატომ მეჭრება ვიღაც გოგო ნომერში თან ასეთ დროს? -აქ იყო და ბარემ ამოვუშვი,თან ხვალ უამრავი შეხვედრა გვაქვს და ასისტენტი გჭირდება,ეს ყველას ჯობნიდა,თან მე შენი წუწუნის თავი არ მაქვს და ვინმესთან ერთადაც გავინაწილებ შენი ატანის ფუნქციას. -მე,რომ მარტო მიწევს შენი ატანა მაგას რა ეშველება იდიოტო?-ზემოდან დაჰყურებდა,ვითომ გაბრაზებული გამომეტყველებით. -ისე იმის იმედი არ მქონდა,რომ აიყვანდი,-ხელიდან ვისკის ჭიქა გამოსტაცა და თვითონ გააგრძელა დალევა. -იმდენად დამღალა საქმეებმა ,წვრილმანი დეტალების მოგვარების თავი აღარ მაქვს,იმედია თავს გაართმევს,-ჩაფიქრდა ტაისია და ისევ გოგონაზე გააგრძელა ფიქრი. -ან მეორე შემთხვევაში ხვალვე გაგექცევა. -საინტერესოა შენ რატომ არ გაიქეცი ამდენს ხანს? -აი,ამ შენი პენუარების კოლექციამ მომაჯადოვა და აღარ შემიძლია,რომ არ გიყურო.-სიცილი აუვარდა ტაისიას და კახაც აჰყვა. -რატომ არ მიკვირს!-თვალები აატრიალა და ახლა თვითონ ააცლა ჭიქა და ბოლო ყლუპიც მიირთვა. -ამ ბოლო დროს ბევრს სვამ. -მეც ასე მგონია. -მერე? -მერე...არაფერი. *** შავი რენჯ როვერი ზღვისპირა ადგილას გაჩერდა და მალევე ვარდისფერთმიანი გოგონა მოთავსდგა მასში: -მოყევი!-კაცის ბარიტონი შიშის მომასწავლებელი იყო. -მართლაც ისეთი ლამაზია,როგორც ტელეეკრანებზე. -ანუკი მთავარზე გადადი! -ამიყვანა....არ ვიცი რატო,რადგან ნადვილად არ მიმიცია იმის შესაძლებლობა,რომ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დარჩენოდა,მაგრამ ამიყვანა...ხვალ 9 საათზე ისევ სასტუმროში უნდა ვიყო. -იმედია იცი რაც უნდა ქნა? -ნუ ნერვიულობ იმას,რაც ჩემი გასაკეთებელია გავაკეთებ,მაგრამ როდემდე მომიწევს მასთან მუშაობა. -მხოლოდ ერთი თვე! -ერთი თვის შემდეგ რა მოხდება? -ეს შენ აღარ გეხება! -გაბრიელ ეს საქმე ისევე მეხება მე,როგორც შენ და არც კი გაბედო ჩემ გარეშე რაიმეს მოქმედება!-გაბრაზება შეეტყო ხმაში პატარა გოგონას. -მე,რომ არა ისიც არ გეცოდინებოდა ვისგამო გარდაიცვალა ჩვენი და,ასე რომ მორჩი ზედმეტ საუბარს და შენს საქმეს მიხედე!-წარბები შეკრა და ისედაც ცივი გამოხედვა უფრო ცივი და შემზარავი გაუხდა. -არ იდარდო ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც საჭიროა!-თავისი დის გახსენებისას სულ უჭირდა ემოციების შეკავება,ამიტომ ძმასთან ჩხუბის თავი აღარ ჰქონდა.თან ფიქრობდა როგორი იქნებოდა იმ ადამინთან ყოველდღიური ურთიერთობა,რომელსაც დის სიკვდილში ადანაშაულებდა. -არაფერი არ უნდა შეგეშალოს! -ვიცი! გავიგე! შენ ეკრანებიდან,რომ ხედავ თვალებით კლავ და აბა მე მკითხე როგორია იმ ადამინის წინ ყოფნა,რომელიც შენი დის მაგივრად უნდა მომკვდარიყო და ისე უნდა გაუღიმო თითქოს არაფერი არ მომხდარა, ხვდები მაინც? -რომ ვერ ვხვდები მაგიტომაც ასრულებ შენ გეგმის ამ ნაწილს!ახლა კი წადი და დაიძინე...და არ დააგვიანო ხვალ დილით! -ეს სხვა სახლში გადასვლა და ამდენი ისტორიების მოგონება მაინც რა სააჭირო იყო.-მობეზრებულად ჩაილაპარაკა. -თმის ძირებიდან ფეხის ბრჩხილებამდე გამოიძიებენ შენზე ინფორმაციას ნუ გავიწყდება ტაისია ამირეჯიბთან დაიწყე მუშაობა.-მობეზრებულად ჩაილაპარაკა -კარგი კარგი წავედი და ფრთხილად იყავი! -შენც!-თავზე აკოცა გოგონას და მანქანა დაქოქა.ანუკის ჩაეღიმა ძმის მოქმედებაზე და სწრაფადვე გადავიდა მანქანიდან. *** საშინელ ხასითზე გაიღვიძა,რადგან სმა არ უყვარდა,მაგრამ მაინც იბრუებდა სასმლით თავს,დილა აღარ იყო ისეთივე კარგი,როგორც ერთი წლის წინ.საშინლად სტკიოდა თავი და როცა გაახსენდა რა გრძელი დღე ელოდა წინ უფრო ასტკივდა.წამოდგომა კარზე კაკუნის ხმამ აიძულა.და,აი,ისევ ვარდისფერ თმიანი გოგონა,რომლის გამომეტყველებაზე გაეღიმა და საათს გახედა. -კარგია პირველივე დღეს რო არ დაიგვიანე,-თავის ქნევით ანიშნა შემოდიო და გოგონაც უცებვე დაემორჩილა.-აი,იმ ტუმბოზე ბლოკნოტი დევს,სადაც ჩემი დღის განრიგია,აწი შენია და შენ თვითონვე უნდა შეავსო,ინფორმაციას კახა მოგაწოდებს ხოლმე,რომელიც მთავარ ფირმასთან არის დაკავშირებული.ჩვენი მოვალეობა მხოლოდ იმ დავალების შესრულებაა,რომელიც მთავარი ფირმიდან გამომდინარეობს... -უკაცრავად თქვენ იმის თქმა გინდათ,რომ თქვენივე ფირმაში უბრალოდ დავალებებს ასრულებთ,რომელიც რიგითის მოვალეობაა?-ტაისიას მკაცრ გამომეტყველებას,რომ შეეფეთა თავი ჩახარა,-უკაცრავად,რომ შეგაწყვეტინეთ... -მოკლედ და გასაგები,რომ იყოს უბრალოდ დავალება არ არსებობს,მეორეც მთლიანი კომპანიის მოგება ჩემზეა დამოკიდებული და მესამეც ყველა მოლაპარაკებას მე ვაწარმოებ,რაც არც ისე ადვილია და შენ და შენსნაირები იმიტომ მჭირდება,რომ ოდნავ მაინც შევიმსუბუქო საქმე მე და მე შევუმსუბუქო საქმე ჩემს ახლობელ ადამიანებს!მგონი გასაგებად აგიხსენი!და კიდევ ანაზღაურებაზე და სხვა დეტალებზე იმედია კახას ესაუბრე,მხოლოდ მასთან გაქვს ინფორმაციის გაცვლის უფლება.და მხოლოდ მისგან იღებ საჭირო ინფორმაციას ეს კარგად დაიმახსოვრე. -ასე რატომ ეძახით ის ხომ თქვენი ფირმაა? -ჩემი მშობლებისაა,მეგონა ასეთი დეტალები იცოდი და ხო ზოგჯერ,რასაც წერენ ჭორი კი არა სიმართლეა!-ამით იმას მიანიშნა,რომ ჭორები იმის შესახებ,რომ ამირეჯიბების ოჯახის მთავარი საყრდნენი ტაისია იყო მართალია.ოჯახის საყრდენს კი ტაისიას ეძახდნენ,მაგრამ ეს უფრო ტაისიას მიერ გამომუშავებული ფული იყო,რაც იმდენად კარგად გამოსდიოდა,რომ ფირმაში ტაისიას გამოჩენის შემდეგ მოგება გაორმაგდა. ვაკო ამირეჯიბი ყოველთვის ცნობილი ბიზნესმენი იყო,მაგრამ ბოლო წლებში მისმა კომპანიის სახელმა უფრო დიდი მოწონება დაიამსახურა.ის სასტუმროების კომპლექსი,რომელიც თითქმის საქართველოს ყველა ქალაქში მდებარეობდა გავლენის დაკვარგვის უფლებას არ აძლევდა ტასია ამირეჯიბის ოჯახს. შოთა ჩიქოვანი კი ტაისიას ბაბუა,რომელმაც ერთადერთი ქალიშვილი,სოფო,მაშინ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენს მიათხოვა.თვითონ არამარტო ბიზნეს მართავდა,შავ-ბნელ საქმეებშიც მიუძღვოდა ხელი და რამოდენიმე წელი პოლიტიკაშიც ძალიან წარმატებულად იმშვენებდა თავს.ერთადერთი შვილიშვილის აღზრდა საკუთარ თავზე აიღო და ყველაფერს თვითონ აკონტროლებდა.შვილსაც და სიძესთან ძალიან ადვილად უცვლიდა წარმოდგენებს და საერთოდ,გარშემო ყველაფერს მართავდა.მტრებიც ჰყავდა,რომლებისათვის ყველაზე კარგი სამიზნე ტაისია იყო,შოთა ჩიქოვანის ერთადერთი და განუმეორებელი შვილიშვილი. ტაისია საქმეებს ბათუმიდან აგვარებდა და ყველაზე გასაკვრი ის იყო,რომ სახლი ბათუმში არ ჰქონდა.თავისივე დაპროქტებულ და აშენებულ სასტუმროს ბოლო სართულზე ცხოვრობდა დიდი აივნით და ზღვის ხედით.ეს ფაქტიც აკვირვებდა ანუკის,რომელიც ბლოკნოტს მისჩერებოდა და ვერ დაეჯერებინა,რომ დღეს ოთხ შეხვედრაზე მოუწევდა დასწრება,მისთვის ასეთი რაღაცეები სულ მოსაწყენი იყო. -დავიჯერო ამდენი შეხვედრის შემდეგ საღამოს წვეულებაზე წასვლის თავი გექნებათ?-სარკის წინ მდგომ ტაისიას შეეკითხა. -დავიჯერო შენ არ გინდა იმ წვეულებაზე მოხვედრა? -დიდად არ მაინტერესებს მდიდრების ფარსით მოცული შეხვედრები.-სახე დამანჭულმა ჩაილაპარაკა და ტაისიას სიცილიც გამოიწვია,-უკაცრავად,ისევ უაზროდ ვიძახი რაღაცეებს. -ძალიან საყვარელი ხარ! ერთ ადამიანს მახსენებ,რომელიც ზუსტად შენაირი ფერადი იყო!...ოყო...არა ახლაც არის...ის ძალიან ფერადია...ჩემს გონებაში სულ ცოცხლობს!-თავიდან მხიარულ ნოტაზე დაიწყო,მაგრამ მერე სევდიანად გააგრძელა საუბარი,ბოლოს საკუთარ თავზე გაბრაზდა და ისევ მკაცრი გამომეტყველება მიიღო.-ადექი! გავდივართ! *** შეხვედრა სასტუმროშივე გაიმართა და დღის 12 საათი იყო, წინ კიდევ სამი შეხვედრა დარჩენოდათ.ანუკი უკვე ვერ იტანდა იმ გარემოს სადაც კიდევ ერთი თვე მოუწევდა გატარება,მაგრამ ტაისიას დიდი მონდომებით აკვირდებოდა და ცდილობდა ამოეცნო მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი არსება. -ნუ გაქვს ეგეთი სახე თორე ვიფიქრებ,რომ ეს საქმე არ გჭირდება....15 წუთში კახა მოვა მანამდე კი ეს საუზმე თუ სადილი შეგიძლია მიირთვა.-გაკვირვებული გეხედა ოფიციანტს,რომელიც მათკენ მიემართებოდა. -კი,მაგრამ მე არ მითხოვია.. -ანუკი,საყვარელო კიდევ სამი შეხვედრაა წინ, არ მინდა,რომელიმეზე გული წაგივიდეს,მალე მიირთვი,-საათს დახედა და დაამატა-უკვე 12 წუთი გაქვს.გოგონა ჩუმად დაემორჩილა თან გემრიელად ჭამაზე უარს არასდროს არ ამბობდა.ბოლოს გარეთ გავიდნენ და ანუკის ფეხებთან სპორტული მანქანა გაჩერდა რასაც ტაისიას სიტყვებიც დაემატა: -კახას უკვე იცნობ,ისიც ჩვენთან ერთად ივლის,სულ არა მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მისი ყოფნა შეხვედრებზე,დღეს მას გამოყვები.... -ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ბნელეთის დედოფალი,როგორ არის?-კახა გადმოვიდა მანქანიდან და გოგოების მზერაც დაიმსახურა. -კახა დილიდანვე ნუ მიშლი განწყობას,-შეუბღვირა და ისევ ანუკის მიუბრუნდა,-იმედია კახას რეპლიკებს ყურადღებას არ მიაქცევ! -მეწყინა.-მოწყენილი სახე მიიღო კახამ.ტაისიამ ისევ შეუბღვირა და კართან მდგომ დაცვას მიუბრუნდა. -ჩემი მანქანის გასაღებს კიდევ რამდენიხანი უნდა ველოდოო?- -დაწყნარდი დედოფალო არ დააგვიანებ. -მე ვიცი,რომ არ დავაგვიანებ ჯობია შენ არ იწანწალო კუსავით და დროულად მოხვიდეთ!-გველივით დაისისინა და მანქანაში მოთავსდა,რომელიც იმწამსვე მოსწყვიტა ადგილს. -ეს სულ ასე სწრაფად ატარებს? -ნუ გეშინია,ლამაზო, შენ იშვიათად მოგიწევს მის გვერდით მგზავრობა.-ირონიულად გაუღიმა გოგონას და თავით ანიშნა ჩაჯექიო. -ამის ლამაზი ვინ არის ერთი!-ჩაისისინა თავისთვის და წყნარად ჩაჯდა.სხვა შემთხვევაში ცხვირ-პირს მოუნგრევდა ვინმეს, მაგრამ ახლა სიბრთხილე მართებდა,ამიტომ ზედმეტი შარის აკიდებაც არ უნდოდა, თან ტაისიას მერე კახა ითვლებოდა მის უფროსად და ეს ერთი სიტყვა გაუტარა ამჯერად.მანქანაში სიჩუმე სუფევდა.კახა გააპარებდა ხოლმე თვალს ანუკისკენ,მაგრამ გოგონა სრულებით აიგნორებდა,რაც ცოტა არ იყოს კახას თვითშეფასებაზე ცუდად მოქმედებდა.როგორც ყოველთვის მისი შარმი უყურადღებოდ არ რჩებოდა.ახლა კი ეს პატარა გოგონა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას,რომლის გონებაც ახლა სულ სხვა რამით იყო დაკავებული.ძალიან ეუცნაურა ტაისიას დამოკიდებულება ყველაფრისადმი.ზოგჯერ ისეთი მშვიდი და ლმობიერი ჩანდა, ზოგჯერ კი საერთოდ ყველასადმი გულგრილი ადამიანი იჩენდა თავს.ამ აზრებში მყოფმა სიმყუდროვე კახას ხმამ დაურღვია: -ხვდები მაინც რამდენად იღბლიანი უნდა იყო ადამიანი,ტაისია ამირეჯიბთან,რომ მოხვდე?-ვერ მიხვდა რატო დაუსვა კაცმა ეს შეკითხვა,მაგრამ იმავე ირონიით უპასუხა. -ალბათ ისეთივე იღბლიანი აღვმოჩნდი,როგორც შენ ერთდროს!-ბიჭს გოგონას ნათქვამზე გაეცინა. -ეს ტაისია აღმოჩნდა იღბლიანი,სხვა ვერავინ ვერ გაუძლებდა მას 5 წელი. -არამგონია მას,რომ ვკითხოდ ასე აღმოჩნდეს. -მას,რომ ვკითხოდ დღესვე გამაგდებს,მაგრამ იცის,რომ ჩეზე უკეთესსაც ვერ იპოვის.იმედია შენც იმათ სიაში არ აღმოჩნნდები ვინც მხოლოდ რამოდენიმე დღე გაძლო და იმაზე დიდხანს დარჩები ვიდრე წარმომიდგენია. -დარწუნებული ვარ ასეც იქნება!-ნიშნის მოგებით წარმოთქვა გოგონამ. -კარგია, შემართება მომწონს,მთავარია,დროდადრო,არ დაკარგო!-ბოლო სიტყვები უფრო ჩუმად წარმოთქვა და მანქანაც გააჩერა.ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში იმყოფებოდნენ.ტაისია უკვე მაგიდასთან იჯდა რამდენიმე პირთან ერთად.შორიდან ისეთი გრაციოზული,თავდაჯერებული და ცივი ჩანდა,ეჭვი შეგეპარებოდათ ამ ქალის სხვა უფრო მგრძნობიარე მხარეს არსებობაში,მაგრამ ანუკის კარგად ახსოვდა მათი გუშინდელი შეხვედრა.მიუხედავად მკაცრი ტონისა და საუბრისა გოგონამ მაშინვე შეამჩნია მასში არსებული სისუსტე,რომლის გამოყენებასაც ბოლომდე ეცდებოდა. როგორც კი შეხვედრა დაიწყო კახამ ისეთი სერიოზული სახე მიიღო,უკვე დაიბნა ანუკი ამდენი ფერიცვალებისგან.ვერ წარმოედგინა როგორ უნდა შესძლებოდა ადამიანს ამდენად ეკონტროლებინა ემოციები.თვითონ იმდენად ფეთქებადი და ემოციური იყო,ვერ წარმოედგინა ამ ყველაფრის კონტროლი. *** -ეს რა საშინელება იყო...ბოლოს მაინც შეძელით თქვენ აზრზე გადმოგეყვანათ,მაგრამ ამდენი წინააღმდეგობა,როგორ შეიძლება,-გაცხარებული საუბრობდა და კახას და ტაისიას მიყვებოდა უკან.უკვე საღამოს ექვსი საათი იყო და რესტორნიდან სასტუმროში მიდიოდნენ ისევ-ამდენიხანი ერთი და იმავე სივრცეში ყოფნა არ გბეზრდებათ ქალბატონო ტაისია?ის ოფიციანტი ბოლოს ისე მიშლიდა ნერვებს რამეს აუცილებლად ჩავარტყამდი თავში,არადა თავიდან რა საყვარელი ჩანდა.... -ვინმემ ეს გოგო გაუჩუმეთ რა!-კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა ანუკის,მაგრამ კახას სიტყვებმა გააწყვეტინეს მონოლოგი. -ანუკი სასტუმრომდე კახა წამოგიყვანს,მოვემზადებით და წვეულებაზე წავალთ! -კი მაგრამ მე რაში გჭირდებით? -რომ ვამბობ წამოხვალ,ესეგი შენი წამოსვლა საჭიროა!-გაუღიმა და თავისი მანქანა ისევ ადგილს მოსწყვიტა. -ჩემით წამოვალ!-კახამაც და ანუკიმაც ერთნაირად გააყოლეს თვალი მანქანას და ბოლოს სიჩუმე ანუკიმ დაარღვია. -გოგონავ გირჩევნია ჩაჯდე მანქანაში და მე გამომყვე,ნუ გააბრაზებ ტაისიას!-სახეზე დაღლა ნამდვილად ეტყობოდა კახას,მაგრამ მკაცრ ტონს არ ეშვებოდა. -ნეტავ როდის მივეჩვევი ამ ბრძანებებს!-თავისთვის ჩაილაპარკა და მობეზრებულად ჩაჯდა მანქანაში. მოგესალმებით მეგობრებო,დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია.სადღაც გამეპარა მუზა და აი ახლახან ვიპოვე ისევ.წინა ისტორიებიდან შედარებით ეს ისტორია,მგონია,რომ უფრო დახვეწილია,იმედია მოგეწონებათ და გაგიჩნდებათ შემდეგი თავის წაკითხვის სურვილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.