შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(17)


18-02-2023, 12:30
ავტორი sati
ნანახია 2 263

ცოტა რომ დავმშვიდდი, ხელები გავაშვებინე და უკან დავიხიე. ასე ადვილად არ ვაპატიებდი, არც მას და არც მამაჩემს.
-წადი სამუელ.
-მოხვალ?-მუდარით სავსე თვალბით მიყურებდა.
-არ მოვალ-ცრემლები მოვიწმინდე და ხელები გადავაჯვარედინე.
-ნინოს უნდა შენი გაცნობა.
-მამის პანაშვიდზე უკეთესი ადგილი არ არსებობს ამისთვის. არც თქვენ არსებობთ ჩემთვის
-ევა, ნუ ამბობ ეგრე. რამდენჯერ ვეცადე წლების განმავლობაში, გაიხსენე. გაიხსენე რამდენჯერ მოვსულვარ და მიცდია რომ წამომყვანე, მაგრამ არასდროს არ მომყვებოდი. სულ კიოდი, წიოდი. გახსოვს მაშინ შენს დაბადების დღეზე ღამე რომ წამოგიყვანეთ მე და ლაშამ?-ლაშა მამას ძმაა, ბიძაჩვენი-ისეთი ისტერიკა დაიმართე კინაღამ გული წაგივიდა.
-არ მაინტერესებს არაფერი, წადი ჩემი სახლიდან.
-ზეგ იქნება გასვენება-ისე მითხრა თითქოს არ ესმოდა,რომ ვეუბნბოდი რომ არ ვაპირებდი მისვლას. კარი გავუღე და დემონსტრაციულად დავდექი იქ,რომ წასულიყო. ბევრი არ მალოდინა და წავიდა, კარი გავიჯახუნე. ალექსანდრე და ნინა ჩამოვიდნენ.
-კარგად ხარ? ძლივს გავაკავე ეს შენ ყვირილზ რო არ ჩამოსულიყო... აუ ევ, ნუ ტირი რა გთხოვ-ნინა გადამეხვია, მაგრამ მალევ გავწიე, არ მინდოდა არავისთან ლაპარაკი.
-დავიღალე, მეძინება-ოთახში ავედი და აბაზანაში მინდოდა შესვლა, მაგრამ გამახსენდა,რომ კარი არ იყო. ქვევით დავაპირე შესვლა და კარი რომ გავაღე ალექსანდრეს შევეჯახე.
-სად მიდიხარ?-გაკვირვბულმა მკითხა. აღელვებული იყო ისიც.
-საბანაოდ, გამატარე.
-მოიცადე-მხრებზე მომკიდა ხელები და უკან შემაბრუნა, კარიც დახურა-დამშვიდდი. არ შეილება შენთვის ასეთი ნერვიულობა.
-აბა როგორი შეიძლება?! ჰა?! მითხარი ?! რაზ ვინრვიულო?! დილით რა შევჭამო იმაზე? თუ ლიამ დაალაგა სახლი თუ არა?! რაზე!!-ბოლო ხმაზე ვუკიოდი-იქნებ ამ სარკეზე?-სარკე ავიღე და მთლი სიმწრით დავახეთქე ძირს-ან იმაზე ვიდარდო რამდენად დალაგებულია ჩვენი კარადა? მოდი შევიხედავ-ტანსაცმელი გადმოვყარე, კომოდიდან უჯრები გამოვიღე და ფანჯარას ვესროლე. ეგრევე ხელების გაკავებას ეცადე მაგრამ დავუსხლტი-არ მომეკარო! მამა გარდამეცვალა! შენც ხომ ეს გინდოდა? რომ ემოციები გამომეხატა! ეხლა გაიწიე, არ გაბედო არ შემეხო და გამატარე, შხაპი უნდა მივიღო-ნელი მოძრაობით ვცადე გვერდი ამეარა, მაგრამ უკნიდან მომეხვია მძლავრად და აბსოლუტურად ყველა გზა დამიბლოკა.საწოლთან მიმიყვანა.
-ევა, ან ეხლა
-ალ...
-ნუ მაწყვეტინებ, ან ეხლა დამშვიდდები ან სასწრაფოს ვიძახებ და გადაგიყვანენ, გაგიკეთებენ დამამშვიდებლებს და გაგთიშავენ. არ მაინტერესებს სხვა არაფერი. წამოწვები და დამშვიდდები, ასე არ შეიძლება. ბავშვზეც უნდა იფიქრო და შენს თავზეც.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, გონებაში ათასი აზრი ტრიალებდა. დიმიტრის გამო ტყუილში ვცხოვრობდი. ახლა შემეძლო გავშორებულიყავი ალექსანდრესაც და ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა ბავშვთან ერთად. დილის 4 საათი იქნებოდა, რომ ალექსანდრეს გაეღვიძა და შეამოწმა მეძინა თუ არა.
-ევა, გამოვიძახო სასწრაფო?-ხელი შემომხვია და მისკენ მიმიზიდა-თუ რა ვქნა-თან თვალები ნახევრად ეხუჭებოდა.
-დაიძინე.
ამოიხვნეშა, საწოლიდან წამოდგა და ცოტახანში წამლით დაბრუნდა.
-დალიე ეს. დაგაძინებს.
-ეხლა რო დავლიო ეგ ხვალ შუადღემდ...
-გამომართვი-ხელის გულზე დამიდო და წყალი მომაწოდა. ნახევარ საათში ჩამეძინა და შუადღემდე არ გამღვიძებია. 2 ს ნახევარი იქნებოდა,რომ ჩავედი მისაღებში და იქაურობა სავსე იყო ხალხით. ბესო, დაჩი, ნინა, ივა, პეტრე, ლიზა, ალექნსადრე, თეკლა, ნათია, ვაჟა, ვახტანგი, სულ ყვლა იქ იყვნენ შავებში გამოწყობილი და სახეები ჩამოსტიროდათ, თითქოს მამაჩემზე აფანატებდნენ. ქვევით ჩავედი და მოვემზადე ყალბი სამძიმრებისათვის.
-ევა შვილო, ვიზიარებთ-ვაჟა და ნათია ერთად მოვიდნენ და გადაკმოცნეს-შენ გელოდებოდით, ერთად წავიდეთ ყველა პანაშვიდზე.
-მე არ მოვდივარ.
-მამა, ევა არ აპირებს წასვლას ახლა. წადით მის გარეშე.
-არც ახლა, არც მერე. ვისაც გინდათ წადით. საერთოდ.. აქ არ არის პანაშვიდი დილიდან რომ მოხვედით თან შავებში სულ ყველა. ნუ მისამძიმრებთ, ჰყავდა იმ კაცს შვილები,რომლებიც მართლა განიცდიან მის სიკვდილს. მადლობა რომ ღელავთ ჩემზე, მაგრამ არ არის საჭირო-ძლივს გავიარე იმდენი იყვნენ , სასადილო ოთახში შევედი, იქ ნიკა და ლია მაგიდას აწყობდნენ. ნიკასაც კი შავები ეცვა.
-ნიკა, გარდაცვლილი მშობლების სულს ვფიცავარ, ეხლა ვიზიარებო,რომ მითხრათ რომლიმემ, აქაურობას ნაცრად ვაქცევ-ლია და ნიკას ფარი კინაღამ დაეკარგათ, ხმა არ ამოუღიათ, თავი დამიქნის და სამზარეულოში გავიდნენ. ამასობაში ნინაც შემოვიდა.
-ევა, ნუ ნერვიულობ ასე გთხოვ. რითი დაგეხმარო?
-გაყარე სუ ყველა, უთხარი რო არ მჭირდება არავის ყალბი თანადგომა.
-ევა რას ლაპარაკობ, ჩვენი მეგობრბი არიან იქ.
-რომლებსაც მაგრა კიდიათ მამაჩემიც და მეც! რომელიმე ჩემ მეგობარს რომ ვადარდებდე..-ეს წინადადება რომ გამეგრძელებინა დღევანდელი დღე კარგად არ დასრულდებოდა-უბრალოდ .. თუ გინდა რომ დამეხმარო, ყველა სახლში გაუშვი, ალექსანდრეს კიდე უთხარი სამსახურში წავიდეს და ავადმყოფივით ნუ დამტრიალებს თავს, მაღიზიანებს.
-მე.. შეილება დავრჩე?
-როგორც გინდა. ოღონდ ეგ თავსაფარი მოიძრე და მეორედ შავებში აღარ მოხვიდე.
-კარგი, დაველაპარაკები ყველას-ნინა 15 წუთში მობრნდა, ამასობაში მე ნასაუზმებიც ვიყავი, ყავას ვსვამდი. ნინა შეშინებული მიყურებდა, ხმას ვერ იღებდა, არც იცოდა დამჯდარიყო თუ არ გარყეულიყო. ამ მომენტში ნამდვილად არ მქონდა ბოდიშების მოხდის თავი, განერვიულებული ვიყავი და ავეტანე ჩემ მეგობრებს ისეთი როგორც ვარ.
-ალე მალე დაბრუნდება სამსახურიდან, ბევრი საქმე არ გვაქვს.
-შენც წადი.
-მაგრამ ევა, ესე როგორ დაგტოვო? ფეხმძიმედ ხარ შენთვის ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება.
-ნინა, წადი-მაგიდიდან ტელეფონი და ყავა ავიღე და სახლის უკანა ეზოში გავედი. რო გეკითხათ მამის სიკვდილს არ განვიცდიდი, ამ დროს რა დღეში ვიყავი. საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მას არ დავემშვიდობებოდი, რადგან მე ის არ დამშვიდობებია. არც აუხსნია არაფერი ისე წავიდა სახლიდან. მე თუ ვალი მქონდა მის წინაშე, დიმიტრიც ვალდებული იყო კარგი მამა ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი ოჯახი მიჩვეულია იმედგაცრუებებს. როგორც მან არ ჩამთვალა თავის ნამდვილ შვილად სანამ დეენემის ტესტი არ გამაკეთებინა, ისე არ ჩავთვლი მე მას მამად, სულ რომ უტყუარი საბუთი დამიდონ წინ. არ ავუსრულბ ბოლო სურვილს, რადგან მან მე უსასყიდლოდ ერთი სურვილიც კი არ ამისრულა.დიმიტრი აღარ არის. არც დედა აღარ არის.
***
2008 წელი. ევას დედის სახლი.
-დიმიტრი არ გაბედო!-ელენე სამზარეულოდან გამოვარდა და ქმარს გაეკიდა,რომელიც ევას ოთახისკენ მიდიოდა, დიმიტრიმ კარი გააღო თუ არა ელენემ მოასწრო, დაუხურა და დააჯახუნა-ჩემ შვილს ხელს ვერ ახლებ.
-შეხედე მას! შეხედე შენ შვილს,რომელიც მე არაფრით არ მგავს!!
-ვუყურებ! და ბედნიერი ვარ,რომ შენნაი ცხოველს არაფრით არ ჰგავს. შენ გინდა იმ კახპასთან ღალატი გაამართლო იმით,რომ შენი შვილი შენ არ გგავს?!
-სიტყვები შეარჩიე როცა მასზე საუბრობ!
-წადი! აღარ გვჭირდები, ევა დიდი ხანია მიეჩვია შენ გარეშე ცხოვრებას.
-სანამ არ გავიგებ ევა ჩემი შვილია თუ არა არსადაც არ წავალ!
-არ გაგაკეთებინებ დეენემს! თუ წასვლა გინდა ასე წახვალ. ევა შენი შვილია თუ არა არაფერს ცვლის, არ ვაპირებ მთელი ცხოვრება შენი კახპების ატანას! და არც მოგცემ უფლებას ჩემს შვილს ფსიქიკა დაუმახინჯო. არაფერი შენი არ გვჭირდება, გვარსაც გადავუკეთებ, ნეტა მართლა სხვისი შვილი იყოს.
-ხმა ჩაიწყვიტე შე დედამო**ულო!-დიმიტრიმ ცოლს სახეში ისეთი სიმძლავრით გაარტყა, ელენე ძირს დავარდა. ამ ხმაურზე ევასაც გაეღვიძა და ოთახიდან,რომ გამოვიდა ძირს დაგდბეული დედა და გაცოფებული მამა დახვდა. პატარა ევა შეშინებული უყურებდა ამ ამბავს, დიმიტრი კი ეგრევე წავიდა სახლიდან. ერთდაერთი მიზეზი,რატომაც 10 წლის ასაკში გააკეთებინა ელენემ ევას ეს ტესტი იყო გაშორებისას სასამართლოს მოთხოვნა, დიმიტრის ალიმენტები დაენიშნა, რომელსაც ელენე არასდროს არ იღებდა, ევასთვის ჰქონდა ცალკე ანგარიში გახსნილი და იქ უდებდა ამ ფულს. თუმცა ამის თქმა მისთვის ვერ მოასწრო.
***
მილიონი მოგონება მახსენდებოდა წარსულიდან, როგორ გაარტყა მამამ დედას პირველად ხელი, როგორ აგინებდა, როგორ აბრალებდა ღალატს. როგორ მიყვიროდა,როდესაც ამ ჩხუბის დროს ოთახიდან ვბედავდი გამოსვლას და მათ გაშველებას. საბოლოოდ 6 წლის რომ გავხდი გადაწყვიტა დავეტოვებინეთ. სამუელმა და ბიძაჩემმა დედასგან ჩემი წამოყვანა სცადეს, ლაშა მეურვეობის აღებასაც კი აპირებდა ჩემზე. ელენეს ჩაბღაუჭებული ვყავდი მკლავებში და არ მიშვბდა, ლაშა მასთან საუბარს ცდილობდა, არწმუნებდა,რომ მისცემდნენ ჩემი ნახვის უფლებას,რომ სულ არ მაშორებდნენ მას. უბრალოდ სანამ ელენე არ გამოჯანმრთელდებოდა, იქამდე მათთან ვიქნბოდი. სამუელმა ჩემი თავი გამოსტაცა ელენეს და მანქანასთან ჩამიყვანა სანამ ლაშა დედას ამშვიდებდა. გაუთავებლად ვკიოდი, დედას ვითხოვდი. სამუელი კი არ მისმენდა, მანქანაში ვყავდი ჩაკეტილი და ჩემკენ ზურგით იდგა. ცოტახანში ლაშაც ჩამოვიდა, მანქანაში ჩაჯექიო ანიშნა ჩემ ძმას და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა. დიმიტრის სახლში არ წავსულვართ. ლაშამ წამიყვანა თავისთან. მისვლისთანავე ისტერიკა დავიმართე. სახლში სულ ძალით შემიყვანეს. საჭმელი რომ დამიდეს თეფში გადავაყირავე და ჭიქა ძირს დავაგდე. მაგრამ არც სამუელს და არც ლაშას რეაქცია არ ჰქონიათ, აქამდე მათ ადგილას დიმიტრი კედელს გამაკრავდა. ასე მშვიდად რომ იდგნენ კიდევ უფრო ვიზიანდებოდი, მინდოდა გაბრაზებულიყვნენ, გამომეწვია ისინი. ამიტომ ავდექი და ჩემი ჭკუით მაგიდის გადაყირავება ვცადე, მაგრამ არ გამომდიოდა. ბოლოს ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს, ლაშამ რაღაც წამალი გადმოიღო და დამალევინა. დამამშვიდებლი იყო. არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს არ გავჩერებულვარ. იგივენაირად ვიქცეოდი, არც საჭმელს ვჭამდი, არც წყალს ვსვამდი და ვცდილობდი არც დამეძინა. ფსიქოლოგიც კი მომიყვანეს, მაგრამ არაფრით არ ველაპარაკებოდი. ბოლოს ლაშას შეეშინდა,რომ რამეს დავიმართებდი და დედასთან დამაბრუნა. ბავშვობის უდიდესი ტრავმები მამას და მისი ოჯახის გამო მქონდა. მიუხედავად იმისა,რომ ელენე ალკოჰოლიკი და საშინელი დედა იყო, მასზე მიჩვეული ვიყავი და პატარაობაში ამდენს ვერც ვაცნობიერებდი,რომ ის კარგად ვერ მივლიდა. მეორედ რომ სცადეს ჩემი წამოყვანა სამუელმა და ლაშამ უკვე 15 წლის ვიყავი. მაშინ აჩი ახალი გაცობილი მყავდა, სამუელმა სადღაც დამინახა მასთან ერთად, ზუსტად არ მახსოვს და გადაეკეტა. სახლში მოვიდნენ ელენესთან ყველაფერი მოუყვეს მას და უთხრეს,რომ ვერ მივლიდა და ნარკომან ხალხთან რთად დავდიოდი. ისინი რომ წავიდნენ, დედამ ისე მცემა, თვითონაც კი ვერ მცნობდა. სანამ ძალა არ გამოელია და ლუდი, იქამდე არ მომეშვა. მაშინ იმდნად გაბოროტებული ვიყავი სამუელზე და ლაშაზე, მათთან წასვლას სიკვდილი მერჩივნა. დედა რომ გარდაიცვალა არავისთვის არ მითქვამს, პანაშვიდის მერე გაიგეს მხოლოდ დიმიტრიმ და მისმა ოჯახმა. მაგ დროისთვის უკვე სრულწლოვანი ვიყავი და ვერავინ ვერსად წამიყვანდა. უკვე ხელიც ჩაქნული ჰქონდათ და ვერც დავადანაშაულებ ამაში. რთული ხასიათის ბავშვი ვიყავი. საბოლოო ჯამში 3 სამსახურში დავიწყემ უშაობა, გართობისთვის დრო არ მრჩებოდა, ან თუ მრჩებოდა იმდენს ვსვამდი, რომ დედაჩემი მონაგონი იყო ხოლმე. მთელი შაბათ კვირა მე და ტეკილა ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით. მეზიზღებოდა ჩემი ცხოვრება. ბოლოს ბინის მეპატრონემ ჩემი გამოგდება გადაწყვიტა, რადგან ვეღარ ვიხდიდი ფულს და თან აწევაც უნდოდა ქირის. 1 თვე მომცა ბინის დასაცლელად. რა თქმა უნდა ვერ დავცლიდი, რადგან არ მყოფნიდა ის ფული რასაც სამსახურში მაძლევდნენ. გადაწვის პირას ვიყავი. უნივერსიტეტში 3 საგანი მეტენებოდა, რაც წლის დამატებას ნიშნავდა. ბინის , უნივერსიტეტის და ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე ვრჩებოდი. იკითხავთ სად იყვნნ მაშინ ჩემი მეგობრები? იგივენაირ დღეში რაც მე. უბრალოდ განსხვავება ის იყო,რომ პეტრეს ლიზა ჰყავდა, ნინას თავისი ძმა, მე კი ნარკომანი შეყვარებული,რომლიც ფულს მძალავდა და მატერორებდა. როგორ მივედი იქამდე,რომ სახურავზე ავედი და ვცადე? გინდათ სიმართლე? ის დღე არაფრით არ გამოირჩეოდა სხვებისგან. უბრალოდ ყელში მქონდა ამოსული ჩემი ცხოვრება. აღარ მინდოდა 3 სამსახურში მუშაობა, ამდენი ადმცირების და შეურაცხყოფის ატანა, უსახლკარობა, უმამობა და უდედობა. შეიძლბა ეგოისტი მიწოდოთ, თქვათ,რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ასე მშობლების გარეშე ჩემს ასაკში და სწავლასაც ახერხებს და მუშაობასაც, როგორც არ უნდა დამადანაშაულოთ... მე მეტი აღარ შემეძლო. არავინ მყავდა თუნდაც ვინც გადაირეოდა ჩემი სიკვდილით და 3 დღეზე მეტს მიგლოვებდა, ან ჩემს საფლავზე გამოვიდოდა შაბათობით და აღდგომაზე. ახლა მითხარით, რამე აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას? ამ ფიქრებში გართული ვიყავი,როდესაც მხარზე ხელის დადება ვიგრძენი, უკან რომ გავიხედე ალექსანდრე დავინახე. გვერდით მომიჯდა და ჩემი ყავა მოსვა.
-ბიძაშენმა დამირეკა. მოსვლისთვის ნებართვა მთხოვა. ევა , არ იღებს ყურმილსო.
-არ გააჯმევინე?-მომენტალურად ისე გამომხედა, მეგონა ლაშას სული ჩაუსახლდა და ეს ყვლაფერი გაიგოო. წარბები შეკრა, არ იყო მიჩვეული ჩემგან ასეთ საუბარს. მაგრამ მიხვდა,რომ გაღიზიანებული ვიყავი და როგორღაც მოთოკა თავისი თავი,რომ შენიშვნა არ მოეცა ან ლექციები არ ჩაეტარებინა.
-არა, ვუთხარი რომ დაგელაპარაკებოდი.
-ხოდა ასე გადაეცი სიტყვა სიტყვით, გააჯვას.
-ევა, არასდროს გიხსენებია რომ ძმაც გყავდა.
-იმიტომ,რომ არ მყავს. სამუელი ჩემთვის ძმა არ არის.
-კარგი, მაგრამ დიმიტრი ხომ არის...
-არ არის! აღარ მინდა ამაზე საუბარი.
-ევა.
-დავიღალე.
-არა!-დაიღრიალა-მომისმინე. არ ვიცი რამდენი ხანი მოვითმნ კიდე შენ სიჯიუტეს! მესმის რომ საშინელი ცხოვრება გამოიარე, მესმის. ჩემზე უკეთ შენი არავის ესმის, მაგრამ ვაჟა რომ მოკვდება, მე აუცილებლად მივალ მის პანაშვიდზე, რათა დავემშვიდობო მამას. ეს შენთვის კეთდება,თორე ის სხეული, რაც იქ არის, ის დიმიტრი აღარ არის. შენ უნდა მიხვიდე შენი პატარა დისთვის, ძმისთვის, ბიძასთვის. ისინი შენი ოჯახი არიან.
-შენ არ იცნობ მათ.
-არც შენ. არ ვიცი წარსულში რა მოხდა, მაგრამ ვიცი,რომ ახლა მათ ჭირდები.
-გინდა გითხრა მათ რა ჭირდებათ ჩემგან? დიმიტრის ანდერძი ჩემს გარეშე არ გაიხსნება, ასე დაიბარა. უნდათ რომ გაიგონ ვის რა დარჩათ.
-ნუ ამბობ ასე. შენ არ იცი მათ რა უნდათ. და სანამ არ მიხვალ ვერ გაიგებ. ევა მოიშალე ეს სიჯიუტე გეუბნები. ბევრს ვერ მიაღწევ მაგ დამოკიდებულებით და სამუდამოდ მარტო დარჩები.
-პირველ რიგში შენ არ უნდა გინდოდეს რომ მე იქ მივიდე.
-რატომ ვითომ?
-ანდერძში რომ ეწეროს,რომ ყველაფერს მე მიტოვებს.. მე დიმიტრის გამო გამოგყევი ცოლად,რადგან ის თავს არ მანებებდა, რომ გამომასახლებდნენ, მასთან მომიწვდა მათხოვრობა, ამიტომ ამას მერჩივნა სიკვდილი. მერეც რამდენი ხანი მემუქრებოდა. ახლა ის აღარ არის. შემიძლია თავისუფლად მივიღო კუთვნილი ქონება, გაგშორდე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმაც გადავიხადო.



№1 სტუმარი სტუმარი ელე

მოდი ყველამ ამ ევას „გააჯმეინოს", დავისვენებთ დდდდ

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი ელე
მოდი ყველამ ამ ევას „გააჯმეინოს", დავისვენებთ დდდდ

თუ ასე გაწუხებთ ევა, ნუ წაიკითხავთ, მთელი ისტორია ევაზეა და რავი :D

 


№3  offline წევრი lilit

ორივე თავი მიყოლებით წავიკითხე და ცრემლი არ გამჩერებია სახეზე, რომ ვკითხულობ რაღაც მომენტებში საკუთარ თავს ვამსგავსებ მგონია, რომ ჩემი ანალოგია...კარგად წერ ასე გააგრძელე <3

 


№4 სტუმარი ლოლაძე სოფიო

რატო არ დებთ ახალ თავს???გელოდებიიით

 


№5 სტუმარი ლოლაძე სოფიო

დადეე რა ახალი თავი

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

მალე დადებთ ახალ თავს ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent