გაჩუქებული სიცოცხლე(თავი16)
თავი16 ... ჩემი რომანის რეცენზიაზე ვფიქრობ, ნეტავ როგორი გამოვა, ან გამოვა თუ არა საერთოდ. თამრი ფხაკაძის წიგნის შეფასებას დიდი მონდომებით ვკითხულობდი, ეს იყო მსოფლიოში ყველაზე ცუდი წიგნის საუკეთესო შეფასება, ავტორის ერთ-ერთმა სიტყვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. „ ომია მწერლობა, მწერალი კი- კაჯირსკაცი. ოღონდ ეს მოხალისეების ომია- მინდა და ვომობ!“ თავის დროზე როცა წერა დავიწყე მეც ამ ომში ჩავები, საკუთარი თავი გამოვიწვიე, იმ დღიდან ყველაფერს სხვანაირად შევხედე. ქუჩაში სიარულისას ყველა დეტალს საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი, მათში შთაგონებას ვეძებდი, ადამიანების თვალების მიღმა მათი სულის გაშიფრვას ვცდილობდი, ჩემთვის ყველაფერი სიტყვები იყო, რომლებიც ლამაზად უნდა დამეწერა, მათ შორის ჩემი ცხოვრებაც, ის ცხოვრება, რომელიც ჩემს, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ რომანთან ერთად, უკან მოვიტოვე. ჩემთვის შეთეც სიტყვები იყო, ის სიტყვები, რომლებიც სიყვარულით წარმოიშვებოდა, ნიკაც ნიკა იმედიანი სიტყვები იყო, სალი და ელი თბილი, მყუდრო, ახლო. მას შემდეგ რაც ჩემი ძველი ცხოვრება უკან მოვიტოვე სხვანაირი სიტყვების ძებნა დავიწყე, ადამიანების თვალებს მიღმა მათი სულის გაშიფრვას შევეშვი, საკუთარი სულის გაშიფრვა დავიწყე. ... პატარა რედაქციაში კუთხეში მდგარ ხის მაგიდასთან ახალგაზრდა გოგოს ეძინა. მძიმედ სუნთქავდა, გარშემო მიმოფანტული ფურცლები ეყარა, ეტყობოდა მთელი ღამე მუშაობდა, ან უბრალოდ რაღაც აწუხებდა. ეს გოგონა მე ვიყავი, ზუსტად იგივე ვიზუალით მაგრამ განსხვავებული ფიქრებით, მესამედ თავიდან დაბადებული ტესა. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა რეკვას არ წყვეტდა, ფურცლების გროვიდან თავი უკმაყოფილოდ ავწიე... -ვწუწუნებდი ამ უთენია რატომ რეკავენ მეთქი. ბუზღუნით ვუპასუხე. -გისმენთ. -ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა თვალები ხელით მოვისრისე, გვერდით მდგარ წყლის ჭიქას ხელი მოვავლე. -ტესა მევარ -ტელეფონში უკმაყოფილო სალის ხმა გაისმა. -სალი? მოხდა რამე? -მეგობრის ხმის გაგონებაზე უმალ გონს მოვედი. -შენ რა ისევ რედაქციაში ხარ? -უკმაყოფილოდ მკითხა. -ბევრი საქმე მქონდა. -მშვიდად მივუგე და მიმოფანტულ ფურცლებს დავუწყე თვალიერება. -საერთოდ სახლში მიდიხარ ხოლმე? -ფრუტუნით ოდნავ ბრაზნარევი ხმით მკითხა. -კი გამოსაცვლელად და დასაბანად. -სიცილით ვუპასუხე. -წახვედი მაგრამ შენში მაინც არაფერი შეცვლილა. -სალი ამ დილაუთენია ტვინს რატო მიჭამ? -ფრენა როდის გაქ? -სალიმ ჩემი კითხვა დააიგნორა. -ხვალ საღამოთი მოვფრინავ. -გამეღიმა. -როგორც იქნა, არც კი მჯერა ოთხი წელი როგორ მიგვატოვე. -კარგი რა სალი გთხოვ არგინდა ეს დრამები, ჩამოვალ და თუგინდა მერე ერთად ვიტიროთ ბევრი. -შენ აქ ჩამოდი და მერე მე ვიცი. -მუქარას გავდა სალის სიტყვები. -ელი რას შვრება? -საოცრად მენატრებოდნენ ყველანი. -ძინავს სხვას რას იზავს, ვერ გავაღვიძე. -მომიკითხე და უთხარი, ტესას შენთვის უმაგრესი საჩუქარი მოაქვსთქო. -როგორც მიბრძანებ ქალბატონო. -სალ უნდა წავიდე სახლში გასვლა უნდა მოვასწრო, გკოცნი და ზეგ თქვენთან ვარ. მეგობარს დავემშვიდობე, ხელში მოგროვებული თაბახის ფურცლები ჩანთაში ჩავიდე, ყავის ჭიქა ნიჟარაში დავაბრუნე. საათს დავხედე სამუშაო დღის დაწყებამდე 3 საათი იყო დარჩენილი, რედაქციიდან გამოსულმა კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე, პატარ ვიწრო ქუჩას გავუყევი. სასიამოვნოდ თბილი ამინდი იყო, ზაფხულის შესაფერისი, მზე ნელ-ნელა მიიპარებოდა ცისკენ, ულამაზესი წითელი დაჰკრავდა ჰორიზონტს, ასეთი შვეიცარია მიყვარდა, ულამაზესი ბუნებით, პატარ მყუდრო ქუჩებით, დამახასიათებელი ნოსტალგიით. ხელში დიდი მწვანე ვაშლით ცნობისმოყვარე თვალებით მემილიონედ შევცქეროდი ერთსა და იმავე სახლებს, პერიოდულად წინ გადმოყრილ მუხლამდე სიგრძის თმებს უკან ვიწევდი, მოშიშვლებულ ზურგზე სასიამოვნოდ მეფინებოდა ჩემივე შავი დალალები. ყვავილების საამო სურნელი და ცამდე ზიდული მთები სახლამდე მაცილებდნენ, ეს იყო ცხოვრება. ... ოთხი წლის წინ საქართველოს კარი საბოლოოდ გამოვხურე, იქ ჩემი ძველი ცხოვრება და საკუთარივე თავი დავტოვე, შვეიცარიაში წამოვედი. ბევრი ვეცადე და შვეიცარიის ერთ-ერთი ქალაქის ლუცერნის ინსტიტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ლუცერნი ულამაზესი ქალაქი იყო შვეიცარიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. ულამაზესი ბუნებით: ტბებით, მთებით, პატარა მყუდრო ხის კოტეჯებით, მეგობრული მოსახლეობით. ძირითადად გერმანულ ენაზე საუბრობდნენ, თუმცა ინგლისურიც კარგად იცოდნენ. პირველი ერთი წელის საშინელი აღმოჩნდა. ვსწავლობდი, პარალელურად ორ სამსახურში ვმუშაობდი, ფულს ვაგროვებდი საკუთარი სახლის საყიდლად. უნივერსიტეტში ჩემი უსაყვარლესი ლექტორის ასისტენტი ვიყავი, ამელი, ულამაზესი ქალბატონი იყო, ბევრ რამეში დამეხმარა. თავისუფალ დროს დროებით სასმსახურშიც დავდიოდი, დამლაგებლადაც კი ვმუშაობდი, საკმარისი ფულის შეგროვების შემდეგ პატარა კოტეჯის სტილის ხის სახლი შევიძინე, მართალია საცხოვრებლად თითქმის არ ვარგოდა მაგრამ მეც ზუსტად ეს მინდოდა ჩემივე ხელებით ამეშენებინა სახლი, რომელიც მთლიანად მე დამემსგავსებოდა. ამასობაში უნივერსიტეტიც დავამთავრე, ქალბატონი ამელის დახმარებით ჩემი პირველი წიგნიც გამოვეცი, ჩანახატებისგან შეკოწიწებული 70 გვერდი, საკმაოდ კარგი გამოვიდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საკუთარი რედაქციის გახსნა მოვისურვე, აქაც ქალბატონი ამელის დახმარებით გავედი ფონს, ერთმანეთის პარტიორები გავხდით, ქალაქთან ახლოს პატარა ორსართულიანი შენობა ვიქირავეთ, ადგილობრივი გაზეთი დავაარსეთ. ჩემ რედაქციაზე ვგიჟდებოდი, თითქმის სულ მანდ ვიყავი სახლში იშვიათად მივდიოდი ხოლმე. ძველ ცხოვრებასთან კავშირი საბოლოოდ გავწყვიტე, მხოლოდ სალის, ელის და მშობლებს ვეკონტაქტებოდი. როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ ფიქრობ მიეჩვევი, ისიც მოგეჩვევა, თუმცა ეს ასე არ არის, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს შენ მაინც უცხო ხარ, ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც. ბევრი მეგობრები არ მყავდა მხოლოდ ორი, ადრიანი და არია. ადრიანი ჩემი მეზობელი და საუკეთესო მეგობარი იყო, არია კი კურსელი რომელთანაც საკმაოდ ახლოს ვიყავი. ასე და ამგვარად ტესამ თავისი მესამე სიცოცხლე შვეიცარიაში დაიწყო, საკუთარი თავის პოვნა მხოლოდ აქ შევძელი, დიდად შევიცვალეთქო ვერგეტყვით, უბრალოდ სიმშვიდე ვიპოვე, ფიქრსაც გადავეჩვიე. ჩემს სახლთან პატარა კაფეა, დილით ყავას ყოველთვის იქ ვსვამ ხოლმე, ახლაც არ დავაყოვნე პატარა ხის კარები შევაღე, მაშინვე უგემრიელესი ყავის სურნელი მეცა, აი რა მჭირდებოდა გამოსაფხიზლებლად. ყავა შევუკვეტე, გარეთ გამოვედი, პატარა კუთხის მაგიდასთან დავჯექი. ცხელ ყავას ორთქლი ასდიოდა, მაგიდაზე მდგარი ყვავილების სუნს ერწყმოდა, გვერდით პატარა წიგნაკი დავიდე, ყურსასმენები გავიკეთე, ბეთხოვენის ერთ-ერთი სიმფონია ჩავრთე. ყავის ფინჯანს ორი ხელით წავწვდი, ჯერ დავყნოსე, შემდეგ ფრთხილად მოვსვი, ცოტა ხნით პირში გავიჩერე გემო უკეთესად, რომ შემეგრძნო, ყელში ნაზად ჩავასრიალე, მზად ვიყავი. ლამაზი სიტყვები თავისით მოფრინდნე ჩემთან, იდეაც გაჩნდა, წერა დავიწყე: ... სასოწარკვეთა,სასჯელი თუ ძალა,საკუთარი თავის ფეხზე დაყენების.ხშირად ვერც კი ვიაზრებ ისე მოულოდნელად ჩნდება ეს გრძნობა ჩემში,თუმცა როგორც უმეტესობისთვის, ეს გრძნობა ჩემთვის სასჯელს არ უკავშირდება.ადამიანების ორი კატეგორია არსებობს:ისინი ვასაც ამ გრძნობის დასაძლევად და გადასალახად სხვა ადამიანი სჭირდებათ,და ისინი ვისაც ეს უკანასკნელი ეხმარებათ საკუთარი თავის აღდეგანში.დღეს მეორე ტიპის ადამინებზე უნდა ვისაუბრო.ზოგადად იშვიათად თუ ნახავთ ადამიანებს,რომლებიც საკუთარ თავს თავადვე კურნავენ ჭრილობებისგან.ყოველთვის ზუსტად ვიცოდი რა მეხმარებოდა რთული პერიოდების გადატანაში,ხშირად ადამიანების უმრავლესობა ვერ იაზრებს,რომ მათ თუ სურთ დაძლიონ რაღაც გრძნობა თავიანთ თავში,გრძნობა რომელიც თრგუნავთ თუ ტკენთ,მას უფლება უნდა მისცენ ბოლომდე შეაღწიონ მათში,ბოლომდე დაეპატრონონ მათსავე გონებასა და გულს,ბოლომდე უნდა შეიგრძნონ სიმწარე,აი ამის შემდეგ კი ბევრად მარტივია ებრძოლო იმას რაც შენთვის არ არის მისაღები.ჩემთვის გამოსავალი რთული მდგომარეობიდან თუ ქაოსიდან გამოსასვლელად ადამიანი არასოდეს გამხდარა,მაქსიმალურად ვცდილობ ის რაც მაწუხებს მტკენს,დეპრესიაში მაგდებს დიდხანს გავიჩერო ჩემში,ბოლომდე შევიგრძნო ბოლოს კი გავუშვა.უფრო მეტსაც გეტყვით ჩემი ასეთი მდგომარეობა მხდის შემოქმედებითს,ზოგჯერ ცოტა მეუცნეურება კიდეც მაგარმ ასეთ პერიოდში ყველაფერს სულ სხვა თვალით ვუყურებ,მაქსიმალურად ვცდილობ პრობლემაზე კონცენტრირებას,ვტკენ ჩემს თავს ჩემივე ფიქრებით იქამდე სანამ დეპრესიის კომფორტის ზონიდან არ გამოვალ,და სანამ არ მოვისურვებ ამ ყველაფრის მოშორებას,სანამ არ მოვისურვებ მოქმედებას.რა თქმა უნდა რთულია ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა თუმცა არც საუბარია გამოსავალი,რადგან ის რაც გტკივა შენია შენი მოსაშორებელია,ეს მოდის შენი ქვეცნობიერიდან,ხშირად ამაზე ლაპარაკი სხვასთან არც მარტივია და არც საჭირო,რადგან საუბრის შემდეგ უცნაურ და კიდევ უფრო ბევრად მტკინვეულ სიცარიელეს გრძნობ,რომელიც თავის მხრივ ახალ სადარდებელსა და საფიქრალს გიჩენს.ყველაზე მძლავრი იარაღი თქვენივე ფიქრების წინააღმდეგ არის თქვენივე გული და გონება,რომელიც ზუსტად ერთი და იმავე მიზნისთვის იღწვის თავისუფლებისთვის,სიმშვიდისთვის.თუ თქვენი გონება ემორჩილება გულს და თქვენი გული გონებას მაშინ ჩათვალეთ ყველაზე ძლიერები ხართ,თუმცა ამ მდგომარეობამდე მისვლაც საკმაოდ რთულია.აქედან გამომდინარე სასოწარკვეთა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება მდგომარეობასთან,რომელიც მეხმარება საკუთარი თავის ფეხზე დაყენებაში,მიუხედავად იმისა,რომ ამ გრძნობას მარტო ვებრძვი,ხშირად ამ გრძნობას ჩემში ადამიანები აღვიძებენ. და მაინც თქვენთვის რა არის სასოწარკვეთა სასჯელი თუ ძალა საკუთარი თავის ფეხზე დაყენების? წერტილი დავსვი, კმაყოფილმა ავწიე თავი , მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ჩემს წინ მჯდარი ადრიანი. -Guten Morgen schöne Frau.1 -მაგიდაზე მდგარი ყვავილებიდან ერთ-ერთს დასწვდა, გამომიწოდა -Guten Morgen Adrian. -გერმანულად მოლაპარაკე, რომ გენახეთ აუცილებლად დამცინებდით ისეთი საშინელი აქცენტი მქონდა. -შენს ჩვევებს არ ღალატობ... -სიცილით მომიგო ადრიანმა. -ყავას დალევ? -თუ დამპატიჟებ. -ნიშნისმოგებით მიპასუხა, მიმტანს დაუძახა ცხელი ამერიკანო შეუკვეთა. -ელია სადარის? -ელია ადრიანის შეყვარებული იყო, ჩემს გვერდითა სახლში ცოვრობდნენ, აქამდეც ბევრი გეი წყვილი მინახავს, განსაკუთრებით შვეიცარიაში ჩამოსვლის შემდეგ, მაგრამ ელია და ადრიანი განსხვავებულები იყვნენ, საოცრად მგძნებარე ურთიერთობიდა და უდიდესი ქიმიით, რომელსაც გარშემო ყველა გრძნობდა. -სახლის კარის დაკეტვა დაავიწყდა და უკან მიბრუნდა. -კლასილური ელია. -სიცილით ვუპასუხე, ყავის დიდი ყლუპი მოვსვი, რომელიც თითქმის გაციებული იყო. -შენ როდის მიფრინავ? -ხვალ საღამოს. -ფრუტუნით ვუპასუხე. -არვიცი სამი თვე უშენოდ როგრო ვიქნები, Ich werde dich vermissen Tessa2. -ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. -სამუდამოდ კი არ მივდივარ, სამ თვეში უკან დავბრუნდები. -ხალისიანად ვუპასუხე, ხელი ხელზე მოვკიდე. -Guten Morgen Tessa. -ელიამ გადამკოცნა და ადრიანს მიუჯდა გვერდით. -ვგიჟდები თქვენზე. -აღფრთოვანებული თვალებით შევათვალიერე მეგობრები და დავძინე.-უნდა დაგტოვოთ სახლში შერბენა და გამოცვლა უნდა მოვასწრო. Wir sehen uns in der Redaktion, Elia.3 -მეგობრებს გადავეხვიე, ნახევრად დალეული ყავის კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, ამ კაფეში ბოლოჯერ ვიჯექი სამი თვით ვემშვიდობებოდი, მომენატრებოდა. ჩემი სახლი კაფის გვერდით იყო, ცოტა ხნით ჭიშკართან შევჩერდი, მაშინვე მეცა ჩემი პატარა ქალბატონების, ყვავილების, სურნელი. ჭიშკარი გავაღე, ჩანთა გვერდით დავდე, ყვავილებს დავუწყე მოფერება, სათლიდან პატარა თასით წყალი ამოვიღე და მორწყვა დავიწყე, მათთან დროის გატარება მიყვარდა, მიყვარდა ენა რომლითაც ისინი მესაუბრებოდნენ, მადლიერება, რომელსაც საკუთარივე ლამაზი ყვავილობითა და უტკბილესი სურნელით გამოხატავდნენ, ვგრძნობდი მათაც ვუყვარდი, არმბეზრდებოდა საათობით მათთვის ჩემი ამბების მოყოლა, პასუხს არ მცემდენ თუმცა ზუსტად ვიცოდი ესმოდათ რასაც ველაპარაკებოდი. მორწყვას როგორც კი მოვრჩი ვიწრო ბილიკს გავუყევი, რომელმაც სახლის კართან მიმიყვანა, პატარა ორსართულიან კოტეჯს, გვერდით ვერანდა ჰქონდა, როგორც კი კარებში შეხვიდოდით პატარა კოლიდორის გავლის შემდეგ, რომლის კედლებიც ჭუჭყიანი ვარდისფერი იყო, აღმოჩნდებოდით მისაღებ ოთახში, მშვიდი ცისფერი ფერის კედლები, ლურჯი დეკორაციები, ბუხართან პატარა მდივანი, ბუხრის თავზე ჩემი საყვარელი მხატვრის ვასილ კადინდკის ნახატი ეკიდა, ჩემი ხელით დახატული. მისაღების კუთხეში პატარა ბარის სტილის სამზარეულო იყო. სამზარეულოში ბევრს ვერაფერს ნახავდით, განსაკუთრებით საჭმელს. შინ იშვიათად ვამზადებდი და ჭამითაც იშვიათად მივირთმევდი, ამის გამო ადრიანი ხშირად მეჩხუბებოდა ხოლმე. სამზარეულოს უჯრები სავსე იყო ათასგვარი სასუსნავით, განსაკუთრებით ჟელიბონებით, ვგიჟდებოდი მათზე, წერის პროცესში მიყვარდა მათი ჭამა. კოლიდორის ბოლოში პატარა ხის კიბეებს დაინახავდით, რომელსაც მეორე სართულზე ჩემს საძინებელში ავყავდით. ოთახი მთლიანად ყვითლად მქონდა შეღებილი. როგორც კი შეხვიდოდით მაშინვე კუთხეში ჭერზე დაკიდებული ქოთნებით ყვავილებს დაინახავდით, იქვე პატარა ხის საწოლი იდგა ზედ უმარავი სათამაშო ელაგა. ცენტრში კი საწერი მაგიდა, ისიც ყვითელი ზედ ყვავილები ეხატა ჩემი ხელით მოვხატე. ოთახში შესვლისთანავე ყვითელი მუქი ფარდები გადავწიე, ფანჯარა გამოვაღე, ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. ტანისსამოსი გავიხადე, შიშველ სხეულზე ატლასის ხალათი შემოვიცვი აბაზანისკენ გავწიე, დრო ცოტა მქონდა ამიტომ ძალიან მალე მოვწესრიგდი, თხელი შიფონის იისფერი კაბა ჩავიცვი, წელი და გულ-მკერდი ამოღებული ქონდა გრძელი იყო, ფეხზე ყველაზე კომფორტული პატარა ქუსლზე ტაპკები, ლამაზ ასევე იისფერ ჩანთაში რედაქციიდან წამოღებული ფურცლები ჩავილაგე, ეზოდან პატარა ყვავილი მოვწყვიტე თმაში ჩავიბნიე, მზად ვიყავი ისევ ქალბატონი რედაქტორი გავმხდარიყავი. რედაქციის კართან მისულს ელია შემეგება, რომელმაც კარი გამიღო და შიგნით შემიპატიჟა. -Frau Redakteur, kommen Sie.4 -კარი გამიღო და ხელით მანიშნა შევსულიყავი. -Elijah, wie oft habe ich dir gesagt, du sollst mich nicht so nennen.5 -უკმაყოფილოდ მივუგე და რედაქციაში შევედი. შესვლისთანავე მტვრის სუნი მეცა, მაგიდებთან თანამშრომლები მოწადინებით მუშაობდნენ, მეორე სართულზე ჩემს კაბინეტში ავედი, უკან ელია მომყვა, სტატია გვქონდა დასასრულებელი. წერას მალევე მოვრჩით. წასვლისას ვუთხარი სამი თვით რედაქციას შენ გაბარებ მეთქი, დამპირდა კარგად მივხედავო. სახლში მისულმა ლეპტოპი ჩავრთე ვიფიქრე ცოტას დავწერ მეთქი, არგამოვიდა ხასიათზე არ ვიყავი. ჩემს ოთახში ავირბინე, საწერი მაგიდის უჯრა გამოვაღე, კონვერტით წერილი ამოვიღე, შეთესგან იყო ოთხი წლის წინ პირველდა გამოგზავნილი წერილი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხე. „ ტესა, ზოგჯერ მგონი აღარ მაქვს იმის უფლება სახელით მოგმართო, იქნებ საერთოდაც თქვენობით უნდა გელაპარაკო, არვიცი. წახვედი მაგრამ შენი სურნელი მაინც ჩემში დატოვე, ხშირად ვფიქრობ ახლა როგორი ხარ, ან რას აკეთებ, იქნებ ქმარიც გყავს უკვე, ეს ნამდვილად ცუდი იქნებოდა. შენს სახლში ყოველ დღე დავდივარ, ყვავილებს ვუვლი. მახსოვს ერთხელ მითხარი თუ გინდა ყვავილი გაიზარდოს და იყვავილოს ყოველ დღე ათი კეთილი სიტყვა უნდა უთხრაო, ხოდა მეც ყოველ დღე ათჯერ მათ შენს სახელს ვუმეორებ. სამზარეულოს სკამზე მონატრებით სავსე ვჯდები, მახსენდება ყოველ დილით ბუზღუნით როგორ ჩამოდიოდი ხოლმე, ადრე გაღვიძება არგიყვარდა, მით უმეტეს, რომ ღამითაც გვიან იძინებდი, მახსენდება მდივანზე ოთხად მოკუნტულს წიგნის კითხვისას როგორ გეძინებოდა , დილით ლოგინში გაღვიძებულს კი ყოველთვის გიკვირდა იქ როგორ აღოჩნდებოდი ხოლმე. ყოველთვის ამბობდი ყველაზე კარგი თერაპია დილის ყავააო. მენატრები... მე კიდევ მახსოვს შენს ვარდისფერ ტუჩებს როგორი გემო ჰქონდა, იმედია არც შენ დაგვიწყებია, ისიც მახსოვს შიშველ ზურგზე თითებით როგორ მივყვებოდი შენს ხერხემალს ზემოდან ქვემოთ და პირიქით, გეცინებოდა მეუბნებოდი ასე ნუ შვრები მეღიტინებაო. ის გრძნობაც მახსოვ შენს კალთაში თავჩარგულს თმაზე მოფერებისას როგორ მეძინებოდა ხოლმე. იმედია ახლა კარგად ხარ, იმედია ის სიმშვიდე და ბედნიერება იპოვე რომელიც ასე გჭირდებოდა. სიყვარულით შეთე. „ წერილის კითხვას მოვრცი, თვალებიდან ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვიოდა, ჩემი იისფერ კაბას ალაგ-ალაგ ეცემოდა და თავის კვალს ტოვებდა, შეთე მენატრებოდა, მიყვარდა კიდეც, ისევ ... ტელეფონის ხმამ მაიძულა ჩემი სევდა შეთეს წერილთან ერთად საწერი მაგიდის უჯრაში შემენახა. ადრიანი რეკავდა. -ტეს ხელი ხომ არ შეგიშალე? -უმალ მისი სითბოთი სავსე ხმა გავიგე. -არა სახლში ვარ, მოხდა რამე? -ინტერესით ვკითხე. - დღეს საღამოს რვაზე მე და ელია გამოგივლით, კლუბში მივდივართ, უარი არ მიიღება. -პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი მაშინვე ყურმილი გათიშა, სხვა გზა არ იყო უნდა წავსულიყავი. კარადიდან ულამაზესი შავი ატლასის კაბა გამოვიღე. წვრილ ბრეტელებზე ამოღებული ზურგით, სხეულის ყველა ნაწილს იდეალურად კვეთდა, ფეხზე ასევე ულამაზესი შავი ღია ფეხსაცმელი ჩავიცვი წვრილ ქუსლზე, წითელი ტუჩსაცხი შავს ყველაზე მეტად უხდებოდა, თითქმის მუხლამდე თმა, გავიშალე სახლიდან გავედი. -Gott, du siehst aus wie eine Fee.6 -ადრიანმა ხელი ჩამკიდა და დამაბზრიალა. -danke schön.7-რევერანსით მივუგე, გვერდით ამოვუდექი. ... ლუცერნის ერთ-ერთ პატარა ბარში ვიყავით, გარშემო მთვრალი ხალხი უწესრიგოდ მიმოდიოდა, დიდად არმიყვარდა მსგავსი ადგილები. ბართან დავჯექი ორი შოთი არაყი გადავკარი. მაშინვე მოვდუნდი აი ეს მჭირდებოდა, მუსიკას ტანი ნელი მოძრაობით ავაყოლე ბოლოს რაც მახსოვს ვიღაც ბიჭს ვეცეკვებოდი, მეორე დღეს ჩემს სახლში მდივანზე გამეღვიძა. ... თავი მისკდებოდა, საათს დავხედე ვაგვიანებდი, სამ საათში ჩემი ფრენა იყო, ნერვულად დავიწყე აქეთ იქით სირბილი ჩემოდნებიც კი არ მქონდა ჩალაგებული. საღამოს რვაზე ელიამ და ადრიანმა მომაკითხეს მათ უნდა გავეცილებინე. შვეიცარიის აეროპორტში შემოწმება გავლილი ველოდი ფრენას, მალევე ჩასხდომა გამოაცხადეს. -Tess wird dich vermissen.8 -ატირებულმა მომიგო ადრიანმა. -გთხოვ არგინდა თორემ მეც ავტირდები. -თვალთან მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და ადრიანს გადავეხვიე. -სახლის გასაღებს შენ გიტოვებ ჩემს გოგონებს მოუარე. -როგორც მიბრძანებ. -ადრიანმა სახლის გასაღები ჯიბეში ჩაიდო. -ელია რედაქცია შენზეა. -არაა პრობლემა. -ღიმილით მომიგო და გადამეხვია. -Vergiss uns nicht.9-ერთმანეთზე თავმიყრდნობილმა ელიამ და ადრიანმა ხელი დამიქნიეს, საქართველო მელოდა. სქოლიო: Guten Morgen schöne Frau1- დილა მშვიდობისა ლამაზო ქალბატონო Ich werde dich sehr vermissen Tessa2- ძალიან მომენატრები ტესა. Elia, wir treffen uns in der Redaktion3-რედაქციაში შევხვდებით ელია. -Frau Redakteur, kommen Sie.4- ქალბატონო რედაქტორო, მობრძანდით. -Elijah, wie oft habe ich dir gesagt, du sollst mich nicht so nennen.5 - ელია, ხომ გითხარი ასე ნუ მომმართავ მეთქი. -Gott, du siehst aus wie eine Fee.6 - ღმერთო ფერიასავით გამოიყურები. -danke schön.7 -გმადლოვთ. -Tess wird dich vermissen.8 - ტეს მოგვენატრები. -Vergiss uns nicht.9 - არ დაგვივიწყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.