შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაისია ამირეჯიბი (4 თავი)


21-02-2023, 18:50
ავტორი Anastacia
ნანახია 1 344

როგორც კი გაბრიელი სახლში შევიდა,ტაისია თავის სამფლობელოში დაბრუნდა.გამოფიტულმა შეაღო კარები,უცებვე ვისკის ბოთლს დაწვდა,ჭიქაში ჩამოისხა და აივნისკენ გაემართა,სადაც კახა დახვდა,გაკვირვებული შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს,შემდეგ უბრალოდ ჩაიცინა და გვერდით მიუჯდა:
-ბნელეთის დედოფალს არც ისე პროგრესული დღე ჰქონია.-სიჩუმე კახამ დაარღვია.
-როგორც სჩანს ჩემს მონა-მორჩილ კახაბერსაც არც ისე კარგი დღე ჰქონია...
-რატომ ხარ ასეთი ბოროტი.-ვისკის ჭიქა აართვა და მთლიანად ჩაცალა.
-შენ მგონი ჩემზე უარეს დღეში ხარ.-დამაინტრიგებლად გახედა ადამიანს,რომელიც ამ წლების განმავლობაში სულ მასთან იყო,რამდენად ამჩნევდა ამას ტაისია ეგ უკვე სხვა საკითხია.-ნუთუ საქმე ვარდისფერ თმიან გოგონას ეხება.-კახამ უცებ ამოხედა და აშკარა იყო გაუკვირდა ტაისიას ბოლო წინადადება.
-შენ საიდან.....
-მე უბრალოდ კარგად ვამჩნევ შეყვარებული ადამიანის თვალებს.
-არ ვარ შეყვარებული!-მაშინვე გააპროტესტა.
-მე მატყუებ თუ საკუთარ თავს?
-ის ყველას გვატყუებდა.-სიცარიელეში იყურებოდა და ისე წარმოთქვა სიტყვები,რომლებშიც დიდი დოზით ბრაზი იმალებოდა.
-და აქ ამის სათქმელად მოხვედი?
-მოიცა შენ...რა თქმა უნდა,იცოდი.იცოდი და მე არ მითხარი,რომ ის ნანუკას და იყო.- სწრაფად წამოდგა და ისტერიკული სიცილი დაიწყო.-თავიდანვე იცოდი,როგორი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ და არ მითხარი,შენ ეს როგორ დაუშვი ,ხომ იცი,რომ მე ნანუკა....
-გაჩუმდი! შენ ის არ გიყვარდა,პირველ რიგში მეც ახლახანს გავიგე,მეორეც შენ ნანუკა არ გიყვარდა! და ეს კარგად დაიმახსოვრე,ის რასაც გრძნობდი უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო,უბრალოდ სიყვრული გჭირდებოდა და იმ დროს მხოლოდ ნანუკა აღმოჩნდა ის ადამიანი,რომელიც შენს გვერდით იყო.სულ ასე ხდებოდა,ის სულ ჩვენთან იყო,ჩვენ კი ვერაფრით ვერ დავეხმარეთ-ხმაში ბზარი შეერია,-ის ჩვენი ნათელი წერტილი იყო,ჩვენ კი ჩვენი ხელით ჩავსვით იმ დაწყევლილ მანქანაში.
-მე ის მიყვარდა.
-რა თქმა უნდა გიყვარდა,მაგრამ ისე არა როგორც შენ გგონია,დროა რეალობა დაინახო,-რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ დაამატა,-შენ მას ისე არ უყურებდი როგორც ახლა ანუკის უყურებ.
-მაგრამ ის მაინც ნანუკას და არის,რომელსაც რატომღაც არ ვიცნობდით!ხვდები რომ ჩვენი მეგობრის ოჯახის წევრებს არ ვიცნობდით.
-მე მქონდა მიზეზი,მაგრამ შენ რატომ არ გაგაცნო,თქვენ ხომ ბოლო ორი წელი ერთად ისწავლეთ იტალიაში?
-მე,რომ გავიცანი მშობლები უკვე გარდაცვილი ჰყავდა,ვიცოდი,რომ და და ძმა ჰყავდა,მაგრამ მას ინიციატივა არასდროს გამოუჩენია,რომ ისინი ჩემთვის გაეცნო.დაკრძალვაზეც,რომ არ გამოჩდნენ ვიფიქრე,რომ ვერ ჩამოასწრეს.ის ხომ მეორე დღესვე დავკრძალეთ,როგორც ვიცი შენს ოჯახს უნდა შეეტყობინებინა.
-ჩემს ოჯახს?
-ჰო აბა ვინ დაურეკავდა,ყველაფერზე მამაშენმა იზრუნა იმ დღეს.
-მამაჩემა?-გაკვირვება აღებეჭდა სახეზე.
-არაფერი არ გახსოვს ხო?
-მხოლოდ მისი მომღიმარე სახე.თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი მე მამხნევებდა.ანუკი მართალია მე ნანუკასთვის კარგი არასდროს არაფერი არ მომიტანია.ნუთუ იმ ყველაფრის შემდეგ,რაც მოხდა მე ვიმსახურებ ამ ჰაერით სუნთქვას?-ღრმად ჩააისუნთქა და რამდენიმე წამში ამოისუნთქა.
-ჩვენსნაირი ადამიანები ღმერთს არ სჭირდება,ნუთუ ეს არ იცი...-
-თუ სამოთხე არსებობს,აუცილებლად,ნანუკასთვის იქნება შექმნილი.
-ახლა,რომ გვისმენდეს,დაგვცინებდა.-გაეღიმა კახას და ტაისიას გახედა,რომელიც ცაში იყურებოდა.
-იმედია გვიყურებს და მართლაც ეცინება.-ვარსკვლავებს გაუღიმა და თავი ჩამოსწია,თითქოს ისევ დაუბრუნდა იმ მწარე რეალობას,რომელიც უკვე ახრჩონდა.
-ანუკიმ იცის,რომ შენ ყველაფერი იცი?
-იცის
-ანუ აღარ იმუშავებს აქ?
-რა მუშაობა იტალიაში საკუთარი კაფე აქვს.
-20 წლის გოგოს?
-24-ის.-გაკვირვებულმა ამოხედა კახამ.
-ის ისეთი ბავშვურია.
-უბრალოდ როლს ასრულებდა.
-არა ის ისეთი ნამდვილია.
-როგორც ნანუკა ჰო?
-ჰო.-
-შენ როგორ გაიგე სიმართლე?-რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ტაისიამ დაარღვია.
-რამდენიმე დღის წინ,ხომ გახსოვს გვიან,რომ დასრულდა შეხვედრა მე რომ წავიყვანე,სახლამდე ავაცილე,ანუკიმ ყავა შემომთავაზა და მეც შევედი,სანამ ის ყავას ადუღებდა მე მისაღებში ვიყავი,დივნის გვერდით პატარა მაგიდაზე რაღაც დღიური იდო,ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი,მაგრამ ავიღე და გადავშალე,პირველივე გვერდზე ნანუკასთან ერთად გადაღებული ფოტო ედო.
-მაგიტომ არ ჩანდი ეს დღეები?
-არ ვიცოდი შენთვის როგორ მეთქვა,თან იმას ვაანალიზებდი,რომ ნანუკას და....
-შეგიყვარდა.
-ზედმეტად ხმა მაღალი განცხადებაა.-ირონიულად ჩაიღიმა კახამ და უკვე მესამე ჭიკა ვისკი ჩაცალა
-ყველაფერს დაემალება ადამიანი,მაგრამ საკუთარ თავს ვერა კახაბერ,ეს კარგად დაიმახსოვრე.
-პირადი გამოცდილებით მეუბნები ბნელეთის დედოფალო?
-დიახ კახაბერ.-გაუცინა და ჩაეხუტა.
-ამ დღეს აუცილებლად დავიმახსოვრებ ჩემო დედოფალო,ახლა კი ჩემი წასვლის დროა.-ლოყაზე აკოცა და სწრფად დატოვა ტაისია.
***
-თურმე რა ლამაზად ხატავდა...ეს როგორ არ უნდა გვცოდნოდა-ანუკი ცრემლებს იმშრალებდა.
-საიდან გვეცოდინებოდა,როცა მან თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ჩვენგარ შორს გაატარა.
-ეს არ არის გამართლება და ეს შენც კარგად იცი,-უცებ დაიყვირა ანუკიმ-ის ჩვენ არ გვთლიდა იმის ღირსად,რომ მის შესახებ ელემენტარული რამ გვცოდნოდა,ნუთუ ასეთი რთულია იმის დანახვა,რომ ის აქ ბედნიერი იყო, აქ ტაისიას გვერდით და არა ჩვენთან.
-და არასდრო არ გიფიქრია რატომ იყო ასე? რატომ ის და არა ჩვენ?რატომ ერჩივნა აქ ყოფნა ჩვენთან ყოფნას?რატომ გარბოდა ყოველ მის ზარზე და რატომ არ იყო ჩვენთან როცა ის ყველაზე მეტად გვჭირდებოდა?-გაბრიელის ყვირილი მთელს სახლში ისმოდა.
-იქნებ მას უფრო მეტად სჭირდებოდა...
-ანუკი რისი თქმა გინდა?
-არაფრის გარდა იმისა,რომ ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.ნანუკასთვის აქ ისეთი რაღაცა იყო,რასაც ვერ ტოვებდა ჩვენს გამოც კი! და დროა ეს ფაქტი მიიღო!
-ანუკი ჩვენი და მოკლეს!მოკლეს! გაიგე!-ცისფერი თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა.-და ჩვენ მის დაკრძალვაზეც არ ვიყავით!ისიც კი არ ინებეს,რომ დაერეკათ! ანუკი ჩემი დის სიკვდილის შესახებ შევთხვევით გავიგე.გესმის!შემთხვევით!გგონია ეს ნორმალურია? გგონია ამას რამე გამართლება აქვს?ამირეჯიბების ოჯახი ჩვენი მტერია! ისინი არიან ადამიანები,რომლების გამოც ჯერ მშობლები და შემდეგ და დავკარგეთ! სამწუხაროა,რომ ამ ყველაფერს ვერ იაზრებ!-როგორც კი დაასრულა,კარი გაიჯახუნა და სახლიდან წავიდა.
***
დაძინებას აპირებდა,ამიტომ თავისი შავი პენუარი გადაიცვა და კომფორტული საწოლისკენ გამერთა,მაგრამ ნომერში ტელეფონის ზარი გაისმა,ადმინისტრატორი ურეკავდა:
-ქალბატონო ტაისია აქ ერთი უცნობი კაცია,თქვენთან ითხოვს შეხვედრას,მაგრამ...
-უთხარით,რომ ამოსვლა შეუძლია-საუბარი არ დაასრულებინა,ისედაც ხვდებოდა ვინ უნდა ყოფილიყო.
-კი მაგრამ..
-ვერ გაიგეთ რა გითხარით?-თავისი მკაცრი ტონი შემოიშველა და რამდენმე წუთში ბრახუნის ხმაც გაისმა.როგორც კი კარი გააღო,მაშინვე გაბრიელის ცისფერ თვალებს შეეფეთა.
-ეს რატომ გააკეთე?-ჯერ კარგად აათვალიერა,არ ელოდა ასეთ ფორმაში თუ დახვდებოდა.
-რა გავაკათე?თუ ნახატებზე ამბობ,მგონი სრული უფლება გაქვთ შენ და ანუკის,რომ ისინი თქვენ მფლობელობაში გადავიდნენ.- გაიწია და გზა დაუთმო.გაბრიელმა ღია აივნის კარი დაინახა და მაშინვე იქეთ გაემართა.ერთ ოთახში ტაისიასთან მშვიდად ყოფნა არ შეეძლო.
-ერთი ნახატი აკლია!
-იმიტომ,რომ ის ნახატი მე მეკუთვნის.-წინ დაუდგა მამაკაცს და თვალები გაუსწორა.
-ნანუკაც შენ განკარგულებაში იყო არა?როგორც გინდოდა ისე იყენებდი,როცა ეტყოდი მოსულიყო ისიც მორბოდა,როცა არ გჭირდებოდა ჩვენთან უშვებდი.-როგორ ვერ იტანდა გაბრიელის თვალებში არსებულ ბრაზს.
-თუ ასე გეგონა რატომ არ შეაჩერე,რატომ არ უთხარი,რომ არასწორ ადამიანთან მეგობრობდა?
-მისი კონტროლი შეუძლებელი იყო!
-და თუ ასეა განა მე შემეძლო მისი კონტროლი?ის ხომ ნანუკაა,ცხოვრებაში ყველაფერს იმას აკეთებდა,რაც უნდოდა.ერთადერთხელ ვუთხარი,რომ მჭირდებოდა,ისიც მეორე დღესვე აქ გაჩნდა.გგონია საკუთარ თავს ვაპატიებ იმას,რომ ჩემგამო ჩამოვიდა და ჩემს გამო გარდაიცვალა?
-შენს გამო კი არა შენს მაგივრად მოკვდა!იმ მანქნაში შენ უნდა მჯდარიყავი!-უვებ იღრიალა და ტაისიაც გააშეშა.-იმის გამო,რომ ვიღაცას ბაბუაშენზე შურისძიება სურდა,ჩემი და დაიღუპა,სრულიად უდანაშაულო ადამიანი!
-და ჩემგან რა გინდა?დიახ მე უნდა ვიყო ახლა მიწაში და არა ის!ამის მოსმენა გინდა?ეს ხომ ისედაც ნათელია.რა გინდა ჩემგან გაბრიელ?შურისძიება?ვისზე გინდა იძიო შური? ჩემზე?და როგორ?ჩემს მოკვლას აპირებ?განა ეს არის გამოსავალი?რა უნდა გააკეთო გაბრიელ ისეთი,რომ იმაზე მეტად გამანადგურო ვიდრე ახლა ვარ?!
-შენ მე საერთოდ არ მიცნობ!-ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.-ეს კი იმას ნიშნავს,რომ აზრზე არ ხარ რა შემიძლია.
-შენი აზრით მაშინებ?-როგორც სჩვეოდა ისე ერთი ნაბიჯით მიუხლოვდა და მრავლისმეტყველად მიაჩერდა გაბრიელის ცისფერ თვალებს,რომელიც რაღაც მომენტში ლურჯიც კი ეჩვენა.
-ჩემი აზრით შენი არსება შიშმა ჯერ კიდევ მაშინ მოიცვა,როცა გაიგე ვინც ვიყავი!
- არ გეჩვენება,რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე?
-ამაზე მაშინ ვისაუბროთ ჩემს წინაშე სასოწარკვეტილი,რომ იდგები.
-რა უნდა ქნა შენ გაბრიელ ისეთი,რომ შენთან მოსვლა დამჭირდეს?-
-რეალობა ძალიან მწარე იქნება ტაისია!იმედია განაჩენისთვის მზად იქნები,რა თქმა უნდა,როცა ამის დრო მოვა!
-გინდა მითხრა რომ განაჩენს ყველას შენ გამოუტან?
-განაჩენი ყველასთვის გამოტანილია მე უბრალოდ თვალს ვადევნებ,რომ ყველამ საკიდრისი პასუხი მიიღოს!
-სიამოვნებით დაველოდები იმ დღეს,როცა შენც იმავე ცეცხლში დაიწვები,რომელიც თვითონვე გააჩაღე!-გაბრიელს ისევ ირონიულად ჩაეცინა.მინიმუმადე შეამცირა მანძილი და ტაისიას სურნელს დაეპატრონა,სულ რამდენიმე წამით,რომელიც უსასრულობაში აღიბეჭდა და გაქრა,გაქრა ისე თითქოს არც ყოფილა.
***
მეორე დღესვე გაემგზავრა თბილისში,რადგან ყველაფერი იმაზე ჩახლართული ეგონა,ვიდრე სინამდვილეში იყო,ამიტომ ჯერ ოჯახს უნდა გასაუბრებოდა.მალევე გამოჩნდა თეთრი სასახლე,რომელიც არც თუ ისე კარგ მოგონებებს ინახავდა ტაისიასთვის.მანქანის კარი დაცვის სამსახურის ერთერთმა წევრმა გაუღო და ტაისიაც გადავიდა,რამდენიმე წამი შეჩერდა კარის ზღუბლთან,მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი და კარი შეაღო:
-მარინა დიედა როგორ ხარ?-შუა ხნის დაბალი და ფუმფულა ქალი გამოვიდა სამზარეულოდან ლანგრით ხელში.
-ვაიმე ჩემი გოგო ჩამოვიდა,როგორ გამახარე ჩემო ლამაზო.-გულში ჩაიკრა და მანამ არ გაუშვა სანამ ბოლომდე არ იჯერა გული.-ლიკა მოდი აქ ეს გამომართვი-ლანგარი ახალგაზრდა გოგოს მიაჩეჩა და ტაისიას მისახებში შეუძღვა-დაჩექი ჩემო გოგო,აბა მომიყევი როგორ ხარ?
-კარგად ვარ მარინა დეიდა,შენ ის მითხარი რატომ არის სამარისებური სიჩუმე იქ სადაც ბატონი შოთა ცხოვრობს და სად არიან ჩემო მშობლები?
-ახლავე ვეტყვი და ჩამოვლენ,კაბინეტში არიან.-ქალი სწრაფად წამოდგა,მაგრამ ტაისიამ შეაჩერა.
-არა შენ იყავი,მე თვითონ ავალ და გავიგებ რას ხლართავს განუმეორებელი ტრიო.-გაკვივებულ ქალს გაუღიმა და მრავალ საფეხურიან კიბეს აუყვა.როგორც კი კაბინეტს მიუახლოვდა,მაშინვე გაიგო შოთა ჩიქოვანის განრისხებული ხმა:
-რამ გააბრაზა უძლეველი შოთა ჩიქოვანი?-კარი უეცრად შეაღო და გაკვირვებული სახეებიც ხელთ შერჩა,-რანაირად მიყურებთ,მალე ვიფიქრებ,რომ ჩემი ნახვა არ გაგიხარდათ.-სახე სასაცილოთ დაბრიცა,მაგრამ მხოლოდ ტაისიამ თუ იცოდა რამდენი ირონია იმალებოდა თავისი თითოეული სიტყვის უკან.
-როგორც იქნა პრინცესამ ინება მოხუცი ბაბუის მონახულება.-ახოვანი აღნაგობის მამაკაცი წამოდგა,რომელსაც თმა მთლიანად გასთეთროდა და გრძელ წვერსაც ატარებდა.მასაც ტაისიასავით კუპრივით შავი თვალები ჰქონდა,რომელიც გარშემო ყველაფერს აზანზარებდა.
-ასე ნუ ამბობ,მშვენიერ ფორმაში ხარ,თუ მოინდომებ ცოლსაც მოიყვან.-თვალი ჩაუკრა ბაბუას და ძლიერ მოეხვია.
-დარწმუნებული ვარ დედაჩემი საფლავში ტრიალებს.-ამოთქვა სოფომ და შვილი გადაკოცნა.
-მამას ერთადერთო.-ვატოს ჭაღარა შერეოდა,მაგრამ ჯერ კიდევ სიმპათიურ მამაკაცად ითვლებოდა.ის ერთდაერთო იყო ვისაც გულწრფელად უღიმოდა და მამაკაცი ამას სულ გრძნობდა.
-რას მივაწეროთ ასეთი სიურპრიზი,ბოლო შეხვედის დროს გამომაგდე რასაც ჰქვია.-სოფიკომ შვილს ეჭვ ნარევი მზერა მიაბყრო.
-სოფიო!-ხმა მაღლა გამოუვიდა ბატონ შოთას.
-არ გინდა ბაბუა,ხომ იცი დედები როგორი მგრძნობიარე არსებები არიან ჩვენ კი შვილები დაუნდობლები მშობლების მიმართ.ასე არ არის დედა?
-ისევ ჩემი განერვიულება გინდა ხო?
-ვატო გაიყვანე შენი ცოლი და შვილიშვილთან მარტო დამტოვეთ!-გაისმა ბრძანება და სხვა რა გზა იყო გარდა შესრულებისა.-ჩემო ტაისია ხომ იცი, რომ ასე არ შეიძლება-სულ არბილებდა ტონს,როცა ტაისიას ესაბრებოდა.
-რა არ შეიძლება ბაბუ?
-უკონტროლობა!-სიტყვა რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ტაისია.გაიღიმა.არ იცის როგორ,მაგრამ მაინც გაიღიმა.
-და როდის დავკარგე კონტროლი?
-იმ დღეს და დღემდე ვერ დაიბრუნე საკუთარი თავი!
-მე კი მგონია რომ საკუთარ თავს იმაზე მეტად ვეკუთვნი ახლა,ვიდრე მანამდე!
-ამით რისი თქმა გინდა ტაისია?
-არაფრის ბაბუა არაფრის,გარდა იმისა,რომ ნუ გეშინია ისეთ არაფერს არ გავაკეთებ რაც შენ დაგაზარალებს.
-მე არაფრის არ მეშინია!
-როგორ არა ბაბუ!ხომ იცი შენ და მე ერთმანეთს ვერ ვატყუებთ.
-რისი უნდა მეშინოდეს ტაისია?-ტასიასთვის ამაზრზენად ჩაიცინა კაცმა.
-ჩემი!მე და შენ კარგად ვიცით,რომ ყველაზე მეტად ჩემი უკონტროლობა გაშანიბეს.
-შენი უკონტროლობა ყველაზე მეტად შენ გავნებს ჩემო გო...
-არა მე არა! შენ და შენს იმპერიას!ჩემს გარეშე ყველაფერი ჩამოგენგრევათ,სამწუხაროა ამდენ წლიანი ნაშანები პირამიდა ჩემზე, რომ არის დამოკიდებული.
-ამ იმპერიის გარეშე შენ ის არ იქნებოდი ვინც დღეს ხარ! ხვდები რომ მე კი არა საკუთარ თავს ემუქრები ტაისია?
-მე არავის და არაფერს არ ვემუქრები უბრალოდ მინდა იცოდე,რომ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად!გაბრიელ მაღლაფერიზე ჩამოვიდა.-შოთას წარბიც არ შეურხევია,მაგრამ მის თვალებში დანახული უკმაყოფილება ტაისიას არ გამორჩენია.-იცი ხომ? მგონი ისიც იცი ვისთან გაქვს საქმე და რაზეც არის წამსვლელი,რომ მიზანს მიაღწიოს.
-რომელ მიზანს?გაბრიელს არაფერი არ აკავშირებს ჩვენთან გარდა გარდაცვლილი დის,რომელიც უბედურმა შემთხვევამ შეიწირა.
-ცდები ბაბუა თან განგებ ცდები!ნანუკას სიკვიდილი პირდაპირ ჩვენთან არის კავშირში და ჩვენ ვაგებთ პასუხს!
-ჩემს შვილიშვილს ვინ მოუწამლა გონება?-საერთოდ არ მოეწონა ტაისიას განწყობა.
-არც შენ და არც გაბრიელს იმის უფლებას არ მოგცემთ,რომ უდანაშაულო ადამინები ისევ დაშავდნენ,ამიტომ შენგან მაქსიმალურად სწორ გადაწყვეტილებებს ველოდები,მინდა რომ ეს გაითვალისწინო და კიდევ ერთხელ არ დადგე ჩემი დაკარგვის საშიშროების წინაშე.ხომ იცი ეს ბოლო და უკანასკნელი იქნება,ჩემს სიტყვას აღარ გადავაბიჯებ!-წამოდგა და ახლოს მივიდა,როგორც იცოდა ისე გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.კარამდე მისულს შოთას სიტყვები დაეწივნენ
-დღეს უკვე მეორეჯერ დამემუქრე!
-და ამას რამე მნისვნელობა აქვს?
-ვერც კი წარმოიდგენ როგორი!-ტაისიასთვის ყველაფერი გასაგები იყო.გაბრუნდა და წავიდა.გარეთ ვატო შეხვდა,ვერ აუარა მის თვალებს შეჩერდა და ძლიერ ჩაეხუტა:
-იმედია შოთას გამო არ გაქვს ასეთი სევდიანი თვალები.
-მამა ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ მინდა,რომ გულწრფელად მიპასუხო.
-გისმენ ტაისია.
-ნანუკას გარდაცველების შესახებ მის და და ძმას შეატყობინეთ?-მთელი გულით სჯეროდათ,რომ დადებით პასუხს მიიღებდა.
-შოთამ გადაწყვიტა,რომ აზრი არ ჰქონდა თქმას დაკრძალვას მაინც ვერ ჩამოუსწრებდნენ თან ყველა ისეთი დებნეულები ვიყავით არც გაგვგხსენებია.....
-ამის მოსმენა აღარ შემიძლია.-სახლი დატოვა სრულიად გამოფიტულმა და განადგურებულმა.არასდროს არ სჯეროდა იმის რაც მის გარშემო ხდებოდა.სულ ეგონა,რომ გაიღვიძებდა და ეს ყველაფერი ერთი დიდი სიზმარი იქნებოდა,მაგრამ ახლა მიხვდა,რომ მის გარშემო ყველაფერი სრულიად რეალური იყო,მაგრამ დაუჯერებელი.როგორ იყო ამდენად ბრმა?როგორ არ გამოთქვა პროტესტი?რატომ არ იბრძოდა?რატო გასწირა საკუთარი თავი ამდენად? რატომ იყო ამდენად სუსტი?კითხვები,რომლებიც სულ ახსენებდნენ თავს,მაგრამ პასუხი არასდროს არ ჰქონდა ან იქნებ ყველაფერი იმაზე კარგად ესმოდა და იცოდა ვიდრე ამის აღიარება შეეძლო!
თავის სამფლობელოში დაბრუნდა,იქ სადაც თავს ყველაზე ძლიერად გრძნობდა,რადგან იმ ადგილის თითოეული კუთხე-კუნჭული თვითონ შეჰქმნა.ისევ ავიანზე გავიდა,ისევ ვისკით ხელში,მაგრამ აღარაფერი იყო ისე,როგორც ადრე და არც იქნებოდა.ზღვას თავისი მომხიბვლელი ფერი დაკარგვოდა,ხედი აღარ იყო ისევ ისეთი მოკისკისე,ცაც კი რაღაც იდუმალს აუწყებდა ტაისიას,ყველაფერი იცვლებოდა გარდა ტაისიას გრძნობებისა.მხოლოდ საკუთარი თავის კრიტიკა,მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება და არაფერი სხვა,რაც იმედს გაუჩენდა ბნელეთის დედოფალს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent