ტაისია ამირეჯიბი ( 5 თავი)
ცისფერი კაბა ეცვა, ტანზე მომდგარი,ძალიან ღრმა დეკოლტეთ და ამოღებული ზურგით,თმები გვერდზე ჰქონდა გადმოყრილი და ძალიან მსუბუქი მაკიაჟი ამშვენებდა ტაისიას,გვერდზე კახა ამოუდგა და ხელკავი გამოსდო.დედოფალივით თავაწეული მიაბიჯებდა, ყველას მზერას იჭერდა,როგორც სჩვეოდა ისე.მისთვის მნიშვნელოვანი საღამო იყო,რადგან სრულებით დარწმუნებული იყო,რომ ტენდერს მოიგებდა და კიდევ ერთ ძველ შენობას შემატებდა სიცოხხლის ხალისს.არასდროს არ იბრძოდა იქ სადაც მოგება გარანტირებული არ იყო,თუმცა საკუთარ თავთან ბრძოლის დროს მარცხი ყოველთვის გარანტირებული ჰქონდა. -ნუთუ ჩემი თვალები ტაისია ამირეჯიბს ხედავენ???-მაშინვე ამოიცნო კატერინას ხმა და კახასთან ერთად შემობრუნდა,რომ ყოფილ ბიზნეს პარტნიორს ღიმილით შეხვედროდა. -კატერინა ყიფშიძე ისევ ჩვეულ ფორმაშია,როგორც ყოველთვის!-მოეხვია ქალს და მაშინვე იგრძნო ის ენერგია,რომელიც ამ გიჟს ქალს სულ თან დასდევდა. -გამიკვირდებოდა აქ რომ არ მენახე,დარწმუნებული ვარ ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა.-თვალი ჩაუკრა და კახას გახედა,რომელსაც უბრალოდ ხელი ჩამოართვა და თავი დაუკრა. -როგორ ხარ?სად დაიკარგე,ეს ქალაქი შენს გაუჩინარებას სულ განიცდის ხომ იცი? -კარგად ვარ ტაისია,უბრალოდ ცოტახნით დასვენება მჭირდებოდა,ახლა კი ახალი ძალებით ვაპირებ ისევ ამ ადგილის დაბყრობას. -შენც ტენდერში მონაწილეობ? -არა მე იმ შენობის მფლობელი ვარ,რომელიც შენმა ფანტაზიამ უნდა გაალამაზოს,მართალია მხოლოდ 25%-ის,მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისია. -საინტერესოა.-ჩაილაპარაკა კახამ და ტაისიას გახედა. -მხოლოდ 25%-ის,მე რომ ვიცნობ ის კატერინა ასე ცოტას არ დასჯერდებოდა. -მართალი ხარ,მაგრამ როცა საქმე მეგობრს ეხება ხომ იცი ყველაფერზე ვარ წამსვლელი. - და სად არის შენი პარტნიორი,რომელიც დანარჩენს ფლობს?-ჩაეკითხა კახა. -სასწრაფო საქმე გამოუჩნდა ამიტომ ცოტა მოგვიანებით მოვა. -ალბათ სიანტერესო იქნება იმ ადმიანთან მუშაობა ვინც ასეთ მნიშვნელოვან დღეს იგვიანებს.-დაისისინა ტაისიას ინორიულმა ხმამ. -რა ვქნათ ყველა შენსავით ვერ იქნება სამუშაოზე დახამებული!-უკნიდან მოესმა გაბრიელის ხმა და მაშინვე დაუარა ჟრუანტელმა,რომელიც არ შეიმჩნია . -აი,გაბრიელიც მოვიდა,გაიცანი ჩემი ბიზნეს პარტნიორი და უახლოესი მეგობარი გაბრიელ მაღლაფერიძე. -საინტერესოა გაბრიელ შენმა უახლოესმა მეგობარმა რატომ არ იცის,რომ ერთმანეთს ვიცნობთ.-ტაისიას ირონიით გაჟღენთილი წინადადება არ შეიმჩნია გაბრიელმა და მშვიდად უპასუხა. -ალბათ იმიტომ,რომ ჩემთვის ზედმეტად უმნიშვნელოა ჩემი მეგობრებისთვის იმის ცოდა, რომ ტაისია ამირეჯიბს ვიცნობ! -გაბრიელ....-კატერინა გაკვირვებული უყურებდა წყვილს,რომლებიც თვალებით ჭამდა ერთმანეთს. -როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ გაბრიელ,ოხონდაც ერთი რამ გავიწყდება.შენს წინაშე მე ვდგავარ და არა ვინმე სხვა. -და შენ ვინ ხარ,რომ საკუთარ თავს ამდენად მნიშვნელოვნად თვლი?-საინტერესოა რას უნდა გრძნობდე,როცა ასეთ სიტყვებს ეუბნები ადამიანს,რომლის მიმართ სრულიად საპირისპიროს განიცდი. -მართალია,შენთვის არავინ!-გაბრიელის სიტყვებმა იმაზე მეტედ იმოქმედა ტაისიაზე ვიდრე შეიძლებოდა.მხოლოდ წამით გაუსწორა თავისი კუპრიფით თვალები გაბრიელის ცისფერებს და უცებვე მოშორდა მათ,რომ კიდევ უფრო მეტად არ დაბნეულიყო. -რა ჯანდაბა იყო ეს მეტყვი?-კატერინა მეგობარს მიეჩერდა პასუხის მოლოდინში. -არაფერი,უბრალოდ ზოგიერთებს თავისი ადგილის მიჩენა სჭირდება.-თავისი ბოხი ბარიტონით ჩაილაპარაკა და საზოგადოეაბას შეერია. *** -ეს როგორ ვერ გავითვალისწინმეთ.-ხმა დაბლა ამბობდა კახა,მაგრამ სახეზე მაინც ეტყობოდა უკმაყოფილება.ტაისია კი ღიმილნარევი სახით შესციცინებდა.-ჯანდაბა შენ იცოდი ვინც იყო შენობის პატრონი.ასეა ხომ,იცოდი? -რა თქმა უნდა,ვიცოდი!როდის იყო იმ ადამინის ვინაობა არ ვიცოდი ვისთან ერთადაც მუშაობას ვაპირებ. -ძალიან ცუდ თამაშს თამაშობ ჩემო ბნელეთის დედოფალო.- -ისე ნუ ამბობ თითქოს არ მოგწონდეს ეს სიტუაცია. -სიტუაცია მომწონს,მაგრამ ამ ყველაფრის ბოლო ჩვენს სასარგებლოდ არ დასრულდება ხომ იცი? -ცხოვრებაში პირველად მზად ვარ მარცხოსთვის და შემარგე. -ნამდვილად გიჟი ხარ!-გაიცინა კახამ და თვალი ჩაუკრა. გამარჯვებული გამოაცხადეს და ვინ იქნებოდა თუ არა ტაისია.ტაისია და გაბრიელმა კარგად იცოდნენ როგორც დასრულდებოდა ეს საღამო და ორივე კმაყოფილი იყო,ამიტომ ფორმალური საკითხები მალევე მოაგვარეს.მიუხედავად იმისა,რომ მათი მიზნები სხვადასხვა იყო,მათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ,რასაც არაფრის დიდებით არ აღირებდნენ. ცხოვრების მართვა არც თუ ისე ადვილია,მით უმეტეს როცა გარშემო ზედმეტად ბევრი ადამიანია ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.ტაისია და გაბრიელს კი ეგონათ,რომ ყველაფრის მართვას შეძლებდნენ,მაგრამ ერთი რამ ავიწყდებოდათ:შეუძლებელია საკუთარი გრძნობების კონტროლი,იმდენად რომ საკუთარ თავს გადააბიჯო და ის ადამიანი დაივიწყო,რომელმაც სამუდამოთ ამოძერწა თავისი სახელი გულში,რომელიც ისედაც მას ეკუთვნოდა. *** შენობა ზღვასთან ახლოს არ იყო,მაგრამ კარგად მოჩანდა ჰორიზონტი.ის იმდენად ახლოს და ამავ დროულად მიუწდომელი იყო,როგორც გაბრიელი და ტაისია ერთმანეთისგან.გაბრიელი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შორიდან აკვირდებოდა ტაისიას,ვერ ხვდებოდა,რომ მისგან თავის დაღწევა შუძლებელი იყო.დანახვისთანავე მოიხიბლა შავი თვალებით.პატარა და შეშენებული გოგოს თვალები ზედმეტად ამოუცნობი იყო.ამან აიძულა შორიდან დაკვირვება,ყოველთვის როდესაც თავისი და ტაისიას სანახავად მიემართებოდა გაბრიელიც თან ახლდა.ბევრჯერ უნახავს ცრემლებით სავსე თვალებით როგორ ეხუტებოდა თავის დას ან უბრალოდ საათობით რომ შეეძლოთ საუბარი ან უბრალოდ როგორ აიძულებდნენ ერთმანეთის რაღაც სიგიჟის გაკეთებას.ამ თვალთვალში კი ვერ იგრძნო როგორ გახდა ეს შავ თვალება გოგონა მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი,რომ გონებიდან ვერ ამოიგდო.მათ ხომ საუბრითაც არ უსაბრიათ ერთმანეთთან.მერე წასვლა აიძულეს.არ უნდოდა,ვერ ხვდებოდა და ბევრი წინააღმდეგობაც გაუწია მშობლებს,მაგრამ დედის ცრემლებს ვერ გადააბიჯა,დედასთვის მიცემული პირობა უპირველესი იყო ყოველთვის.ამიტომ დატოვა მეგობრებიც,უნივერსტეტიც და გაუგებარი მიზეზების გამო გაჰყვა ოჯახს იქ სადაც არაფერი არ იყო მშობლიური და ნაცნობი. შენობის ინტერიერი მზად ჰქონდა და გაბრიელისთვის უნდა წარედგინა თუ მასაც მოეწონებოდა სარემონტო სამუშაოები დაიწყებოდა.ცარიელ და ცივ შენობაში პირველი მივიდა,ყველაფერი თავიდან დაათვალიერა და კიდევ ერთხელ წარმოიდგინა თუ რამდენად ლამაზი იქნებოდა ყველაფერი ბოლოს.დიზაინის შექმნის დროს ყველა დეტალს აკვირდებოდა და წარმოიდგენდა მოეწონებოდა თუ არა ეს ნანუკას,რადგან ყველაფერი ისედაც მისი ხსოვნისთვის კეთდებოდა.მალევე გაიგო გაბრიელის მანქანის ხმა და რამდენიმე წამში ისიც გამოჩნდა.ტაისიას თავი დაუკრა და მაშინვე ინტერიერის დათვალიერებას შეუდგა.როგორც კი დაასრულა დათვალიერება,ტაისიას ამოუდგა გვერდით,რომელიც ფანჯრიდან,როგორც ყოველთვის ზღვას გაჰყურებდა: -მოგეწონა?-სიჩუმე ტაისიამ დაარღვია. -მე არა,მაგრამ ნანუკას მოეწონებოდა. -ანუ არაფრის შეცლა მომიწევს? -არა იყოს ყველაფერი ისე როგორც არის! -ზედმეტად ხომ არ მენდობი? -შენ არა,მაგრამ შენში არსებულ ადამიანს,რომელსაც ნანუკა აღმერთებდა კი. -გგონია ნანუკასთვის ამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი? -მიუხედავად იმის,რომ ამის აღიარება არ მინდა ასე გამოდის.-ჩაიღიმა და თავი გააქნია გაბრიელმა. -ვერ ვხვდები! -რას? -ერთ დღეს ისე მიყურებ თითქოს მზად ხარ მაშივე მომკლა,მეორე დღეს კი სულ სხვანაირი გაბრიელი ხდები. -სხვანაირი როგორი ტაისია?-მხოლოდ ახლა გაუსწორა მზერა. -ადამიანი,რომელსაც ჩვეულებრივი ემოციებიც ახასიათებს გარდა სიძულვილისა. -შენი აზრით მძულხარ? -არ ვივი,ყოველი შემთხვევისთვის არ მიდნა,რომ ასე იყოს. -მეც არ მინდა,მაგრამ გარემოება ამის უფლებას არ მაძლევს.-გაბრიელის ბოხი ბარიტონი თავბრუს ახვევდა ტაისიას,ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და შუბლი გაბრიელის შუბლს მიაბჯინა. -რა იქნებოდა აქ,ახლა ან სხვაგან....უბრალოდ გაბრიელი და ტაისია,რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს,ამ ყველაფრის გარეშე!უბრალოდ მე და შენ! -მაგრამ იმ ყველაფრის გაქრობა,რაც მოხდა შეუძლებელია.ვერც უბალოდ გაბრიელი და ტაისია იარსებებენ!არ უხდება ტაისია ამირეჯიბს ოცნებებში გადავარდნა.-ირონიულად ჩაიცინა და თავი უკან გასწია.ტაისია თითქოს გონს მოეგო და ახლა მიხვდა რაც გააკეთა. -პროექტი მზად არის,როგორც ამბობ არაფრის შეცვლას არ აპირებ და შეგიძლია ხვალვე დაურეკო მუშებს.თუ მეტი არაფერი გაინტერესებს მე წავალ. -ნუთუ ჩემმა სიტყვებმა გული გატკინა? -შენი სიტყვები ჩემზე ვერასდროს ვერ იმოქმედებ ისე ძალიან ,რომ გული მეტკინოს! -შენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. -თავდაჯერებული იდიოტი.- შებრუნდა,ხმამაღლა ჩაილაპარაკა და სწარაფად დატოვა შენობა.გაბრიელს გაეღიმა ქალის საქციელზე და უკვე ფანჯრიდან უყურებდა მიმავალს. *** რამდენიმე დღე ისე გავიდა,რომ გაბრიელს არსად არ შეხვედრია,როგორც კატერინასგან გაიგო მუშებმა მუშაობა უკვე დაიწყეს,თვითონ მთლიანად თავის სამუშაოს დაუბრუნდა,ისევ მოსაწყენი შეხვედრები კახასთან ერთად და მთლიანად რეალობისგან გაქცევა.გარშემო ყველაფერი ზედმეტად მშვიდი ეჩვენებოდა და ეს ძალიან აბნევდა.თითოეულ წამს ელოდა გაბრიელიგან ნაბიჯს,მაგრამ თითქოს ხელსაყრელ დროს ელოდებოდა,რომელიც ვერ დადგა და ვერ დადგა.ვერასდროს ვერ იტანდა ლოდინის რეჟიმს, მითუმეტეს მაშინ,როცა თავდასხმას თვითონ არ ახორცილებდა. ტაისიას თავის კაბინეტში იყო სასტუმროში,როცა კარი უეცრად ვატომ შეაღო.მამის ნახვა გაუკვირდა,თან ბოლო საუბრის შემდეგ: -მამა აქ რა გინდა? -ჩემო პრინცესა როგორ ხარ?-გაკვირვებულ შვილს მოეხვია და მისი სურნელი ჩაისუნთქა,როგორც ყოველთვის აკეთებდა ისე. -კარგად მამა,შენ როგორ ხარ? -კარგად შვილო,დედაშენის და შოთას ხელში როგორ ვიქნები. -შენი არჩევანია,ვერაფერს ვიტყვი სხვას.-მიუთითა, რომ თავის მოპირდაპირე სავარძელში დამჯდარიყო და თვითონ ისევ მაგიდას მიუჯდა. -რას ვიზამთ,ალბათ ასე იყო საჭირო.-ამოიხვნეშა და ისე უპასუხა. -რა ხდება მამა?არ მეტყვი რატომ ჩამოხვედი? -ისე უბრალოდ არ შეიძლება,რომ შენს სანახავად ჩამოვსულიყავი? -მამაა ხომ იცი, რომ ამას არ დავიჯერებ. -გვითვალთვალებენ! -და რა არის აქ ისეთი, რომ შენ ასე ძალიან ხარ შეწუხებული?პირველად ხდება თუ მეორედ.შოთას მორიგი ფინიები იქნებიან,მოვიშორებ როგორმე. -ტაისია შენი აზრით აქ იმიტომ მოვიდოდი, რომ ვიღაც იდიოტები გვითვალთვალებენ?ისევ გამოჩდნენ!წინაზე ნანუკა შეიწირეს.ახლა კი ღმერთმა იცის რა ჯანდაბა მოხდება.- -ნანუკას მკვლელი გამოჩდა?-მაშინვე დაიძაბა როგორც კი ნანუკას საახელი გაიგო.-ანუ მათი დაჭერა შესაძლებელი ხდება? -ტაისია რა დაჭერა?ქვეყნიდან უნდა წახვიდე! -გგონია გავიქცევი?-ჩაიცინა ტაისიამ. -არა არ გაიქცევი უბრალოდ ქვეყნიდან წახვალ და მანამ არ ჩამოხვალ სანამ შოთა ყველაფერს არ მოაგვარებს! -რას მოაგვარებს შოთა?რამის მოგვარება, რომ შეეძლოს არავინ არ ემსხვერპლებოდა მის ბუნძურ ცხოვრებას!-ხმა აწეული საუბრობდა. -ტაისია ჩვენ ვეღარეფერს ვეღარ შევცლით!ცხოვრება გრძელდება და დროა შენც გააგრძელო. -რომელ ცხოვრებაზე მესაუბრები მამა?შენი აზრით ჩემს არსებობას ცხოვრება ჰქვია? -ჩემო პრინცესა გთხოვ დამშვიდდი და დამიჯერე.აქედან უნდა წახვიდე თან სასწრაფოდ. -მამა ხომ იცი,რომ არ წავალ. -შოთა მაინც გაიძულებს ხომ იცი? -ისევ დამაშანტაჟებს?მაგრამ გავიწყდებათ,რომ დასაკარგი აღარეფერი მაქვს. -გთხოვ თბილისში მაინც წამომყევი.ყველაფერი კარგად განვიხილოთ და მოვიფიქროთ როგორ ვიმოქმედებთ.ტაისია,გთხოვ,ჩემი ხათრით მაინც.-ისეთი თვალებით უყურებდა უარი ვერ უთხრა მამას.სადღაც გულის სიღრმეში ეგოისტურად მოსწონდა კიდეც,რომ მამა მასზე ასე ძალიან ღელავდა,რადგან დედის მხირდან არასდროს უგრძვნია იმავე. -კარგი მამა.ჩემს ნივთებს ავიღებ და გავიდეთ.-გაუღიმა და წამოდგა. -მე ქვემოთ მანქანასთან დაგელოდები.-მიაძახა მიმავალ შვილს და ქვემოთ ჩავიდა.დაცვას უბრძანა მანქანა მოეყვანათ.ტაისიამ უბრალოდ ჩანთა აიღო,თბილისში ისედაც ყველაფერი ჰქონდა რაც დასჭირდებოდა და მალევე ჩავიდა.ვატომ მომავალი შვილი,რომ შეამჩნია მანქანაში დალოდება გადაწვიტა და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი.ტაისია უკვე კარიდან გადიოდა,როცა ზარის ხმა გაიგო.უცხო ნომრიდან ურეკავდნენ,მაგრამ მაინც გადაწყვიტა ყურმილი აეღო და იმის ხმა გაიგო,ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. -ტაისია... -გაბრიელ? -ტაისია მანქანაში არ ჩაჯდე და მამაშენს უთხარი გადმოვიდეს....ტაისია სწრაფად!-ღრიალებდა მაღლაფერიძე,მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.მანქანა ჰაიერში აღმოჩნდა და ისევ ცეცხლის ალი უწვავდა ტაისიას ყველაფერს.ისევ იგივე სცენა,ისევ იგივე განცდა,უკვე მშობელის დაკარგვის,ისევ ბურუსმა მოიცვა ყველაფერი.... *** გონს იყო,მაგრამ თვალებს ვერ აშორებდა ერთმანეთს.თითქოს ყველაფერი სიზმარი იყო და გამოღვიძებას ცდილობდა.თავი საშინლად სტკიოდა და კანკალებდა.ხელზე ვიღაცის შეხება იგრძნო და ისევ ეცადა გამოფხიზლებას,მაგრამ ამაოდ.კადრების გახსენება დაიწყო,მაგრამ ვერაფრით ვერ გაარჩია,ცხადი იყო თუ სიზმარი,უფრო აუკანკალდა სხეული.რაღაც თბილი მოაფარეს და ოდნავი შვება იგრძნო.გონება უფრო და უფრო უნათდებოდა,ახლა ყველაფერს უფრო ცხადად ხედავდა.შეუძლებელი იყო ეს სიმართლეე ყოფილიყო.ბოლოს ძალები მოიკრიბა და ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა.აშკარად მისთვის უცხო გარემოში იყო.ხელის მოჭერა იგრძნო და ბოლოს მისი ხმა: -ტაისია... -გაბრიელ?-ზედმეტად დასუსტებული ხმით ამოთქვა მაღლაფერიძეს სახელი. -როგორხ ხარ?-მამაკაცის ხმაში სიფრთხილის ნოტები ჩანდა. -მე,მგონი რაღაც ისე არ არის....მე...მანქანა...აფეთქება,-სწრაფად აბრიალებდა თვალებს და კადრების აღდგენას ცდილობდა,ბოლოს თვალები აემღვრა.-მამაჩემი გაბრიელ....ის მანქანაში იყო...-ამოიტირა და წამოდგომა სცადა-მამაჩემთან მინდა,მასთან უნდა წავიდე,-წამოდგა და თავბრუც დაეხვა,იატაკზე აღმოჩნდებოდა,რომ არა გაბრიელი და ისევ საწოლში დააბრუნა. -ტაისია გთხოვ დამშვიდდი... -რატომ ვერ ვდგები?რა ხდება?მე უნდა წავიდე,მამასთან უნდა წავიდე.სად ვარ?გაბრიელ თქვი რამე,რა ჯანდაბა ხდება?-არაფრის ძალა არ ჰქონდა მაგრამ ტვინი განგაშის სიგნალს გადმოსცემდა და იცოდა,რომ უნდა ამდგარიყო,რომ რაღაც ისე არ იყო,რომ მის თავს დიდი უბედურება ხდებოდა. -ჩემთან ხარ სახლში.გული წაგივიდა.-სრულიად დაბნეული იყო,არ იცოდა რა უნდა ეთქვა ან როგორ ეთქვა,რომ მამა აღარ ჰყავდა.გაბრილის სიტყვები შორიდან ჩაესმა და ისევ კადრებს დაუბრუნდა,ბოლოს ყველაფერი გააცნობიერა და ისევ წამოდგა,გაბრიელმა რეაგირება ვერ მოასწრო. და ტაისია მუხლებზე დამხობილი აღმოჩდა,მაგრამ სწრაფად წამოდგა და კარისკენ დაიძრა -ტაისია შენთვის მოძრაობა არ შეიძლება,გთხოვ დამშვიდდი და უკან დაბრუნდი.-ტაისიას ნაბიჯებს მიჰყვებოდა და რაც შეიძლება მშიდად ესაუბრებოდა.ტაისია კი ყურადღებას არ აქცევდა,მისახებ ოთახში რომ გავიდა,ისევ კარის ძებნა დაიწყო.გარეთაც გაახწია არემარეს გახედა,ვერ იცნო ადგილი,მაგრამ ინსტიქტურად მოაძრაობდა.ჭიშკარი იპოვა და ქუჩაში გავიდა.გაბრილი კი არაფერს არ აკეთებდა უბრალოდ მიჰყვებოდა.ტაისია უცებ შეჩერდა და უკან შემოტრიალდა -შენ?რატომ დამირეკე?შენ რომ არ დაგერეკა მეც იქ ვიჯდებოდი,აფეთქდა....ისევ აფეთქდა...მამა ცოცოხალი აღარ არის ხომ?მამა დავკარგე?მე მამასთან მინდა....სად ვარ...აქ რატომ ვარ?-ბოლოს დაიყვირა და ისევ მუხლებზე აღმჩნდა.ტვინმა ვეღარ გაუძლო და ისევ გაითიშა.გაბრიელმა,მშვიდად დაიხარა,ხელში აიყვანა და ისევ ოთახში დააბრუნა. *** მთელი ღამე გათიშული იყო,ერთხელაც არ განძრეულა,გაბრიელი კი სავარძელში მოკალათებული მის ძილს დარაჯობდა,ერთი წუთითაც არ მოუხუჭავს თვალი.ფიქრობდა რა უნდა ეთქვა,როცა გაიღვიძებდა ან როგორ მოქცეულიყო,საერთოდ ეთქვა თუ არა რამე.მას არც ნუგეში გამოსდიოდა და არც ისეთი სიტყვების თქმა, რაც ტაისიას დაამშვიდებდა და საერთოდ არსებობდა ისეთი რამ,რაც ადამიანის დაამშვიდებს ასეთ სიტუაციაში?რამდენიმე წლის წინ თვითონ იმავე სიტუაციაში იყო,რომელშიც ახლა ტაისიაა და კარგად ესმოდა თუ რამდენად განადგურებული შეიძლება ყოფილიყო.ტაისიას ტკივილი სტკიოდა და ეს უფრო აღიაზიანებდა.საერთოდ რატო დაურეკა?შეიძლება პირადად ვატოსთან არ ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ის მთლიანად ტაისიას ოჯახს ერჩოდა და თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფრისთვის შორიდან ეყურებინა და დამტკბარიყო იმით რაც ისედაც სურდა,მაგრამ არანაირ ემოციას არ გინიცდიდია გარდა თანაგრძობისა.რა თქმა უნდა,ტაისიას თანაუგრძნობდა,რისი დამალვაც ძალიან უჭირდა და საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. სრულიად უემოციოდ გაახილა თვალები,არც არაფრის გახსენება დასჭირვებია და არც კადრების აღდგენა,გონებამ უკვე კარგად დაიმახსოვრა,რომ მამა აღარ ჰყავდა.იყო თუ არა ეს დადასრული?ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ,მაგრამ ტაისიასთვის რაღაც მართლა დასრულდა.ვერც გონებამ და ვერც სულმა ვერ აღიქვა ტკივილი ან უბრალოდ ყველაფერი დაბლოკა,რომ უბრალოდ წამომდგარიყო.ასეც მოიქცა და კარგად დაინახა გაბრიელის სილუეტი.საერთოდ ვერ წარმოედგინა რა უნდა ეთქვა ან რა უნდა ეფიქრა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ არაფერი არ უნდოდა გარდა იმისა,რომ გამქრალიყო,მაგრამ ესეც არ შეეძლო ამიტომ უბრალოდ გაბრიელთან მივიდა,რომელიც საერთოდ არ იძვროდა და უბრალოდ ქალის მოქმედებებს აკვირდებოდა.ტაისია მუხლებზე დაეშვა.აი,ასე გაბრილის წინაშე მუხლებზე იდგა და თავი ჰქონდა ჩამოწეული,რამდენიმე წამში კი თვალი გაუსწორა.გაბრიელი იმდენ რამეს ამჩნევდა მის თავლებში შეეშინდა კიდეც დიდხანს მათი ყურება.ტაისიას მორიგ მოქმედებას ელოდა და გული გამალებით უცემდა: -მამასთან მინდა,ბოლოჯერ!წამიყვან?-ისეთი ხმით უთხრა გაბრიელს ყველაფერი ერჩივნა ოხონდაც ახლა იქ არ ყოფილიყო და ეს ყველაფერი არ მოესმინა.რატომ?საყვრელი ადამიანის ტკივილი იმაზე მეტად გტკივა ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია,მითუმეტეს მაშინ როცა დახმარება არ შეგიძლია და უძლური ხარ. -წაგიყვან.- წამოდგა,ხელი გაუწოდა, რომ ტაისიაც წამოეყენებინა და მალევე იგრძნო ტაისიას აკანკალებული ხელების შეხება.ისე ძლიერ ებღაუჭებოდა თითქოს რაღაცას ართმევდნენ და ის ბოლომდე ცდილობდა შენარჩუნებას.თვითონაც ძლიერ მოუჭირა და უკან გაიყოლა გოგონა.მანქანის კარი გამოუღო და ღვედიც თვითონ შეუკრა,ბოლოს მის გვერდით მოთავსდა და მანქანაც დაძრა. *** შავი რენჯ როვერი ცოტა მოშორებით გაჩერდა,ყველგან ხალხი ირეოდა და ბევრი მანქანაც იყო.ტაისიას საშინლად აღიზიანებდა,რომ გარშემო ამდენი ხალხი იყო,შორიდან სოფოს ხმაც მოესმა და უფრო მოაწვა სისხლი ტვინში,რადგან ყველა მომენტმა გადაურბინა როცა უმიზეზოდ მართავდა ისტერიკებს და ვატოს მშვიდად ცხოვრებას არ აცდიდა,ახლა კი მისი ქვითინი,რომ ესმოდა უნდოდა,რომ უბრალოდ გაჩერებული .ძლივს მოთოკა თავი, რომ არ გადაუსილიყო და ყველასთვის არ ეღრიალა წასულიყვნენ და მარტო დარჩენის უფლება მიეცათ მამასთან.მანქანიდან უყურებდა,როგორ მიჰქონდათ კუბო,ბოლოს მხოლოდ კუბოს გარშემო შემოკრებილ ხალხს ხედავდა,მაშინაც უნდოდა,რომ ყველა გაეყარა იქედან,მაგრამ ისევ უყურებდა და უყურებდა დაკრძალვის პროცეს და ერთი ცრემლიც კი არ გადმოუგორებია თვალებიდან.გაბრიელიც უყურებდა ამ ყველაფერს და ტაისიასაც აკვირდებოდა,ცდილობდა მისი განცდების ამოცნობას,ვერ წამროედგინა რა უნდა ეფიქრა იმის შემდეგ,რაც ტაისიას უბრალოდ იჯდა და მამის დაკრძალვას მანქანიდან აკვირდებოდა,ერთი წარბიც კი არ შეურხევია,მაგრამ თვალები იმაზე მეტს ამბობდნენ ვიდრე ტაისია დამალვას ცდილობდა.ყველა უკან ჩაგორებული ცრემლიც ანადგურებდა და ყველაფერი ის რისი გადატანაც უწევდა.გაბრიელს არაფერი არ უთქვამს უბრალოდ იჯდა და თვითონაც ელოდა. როგორც იქნა მორჩა ყველაფერი და გარშემო ყველაფერი დაცარიელდა.მანქანიდან გადავიდა.ნელა მიიწევდა სასაფლაოებს შორის და ბოლოს დანიშულების ადგილსაც მიაღწია.გარშემო ბევრი ყვავილი ელაგა,ვერ იტანდა ყვავილებს სასაფლაოზე,თითქოს სიტუაციის ტრაგიზმს შეგნებულად აქრობდა.დიდხანს უყურა საფლავს ან იქნებ სულ რამდენიმე წამი,მაგრამ დროის აღქმა ნამდვილად დაკარგა.იდგა და ერთ წერტილს უყურებდა,არ იცოდა რა უნდა ექნა,უბრალოდ ეყვირა და ტირილი დაეწყო თუ როგორც ტაისია ამირეჯიბს შეეფერებოდა თავისი ემოციები გაეკონტროლებინა.ყველაფერს აკეთებდა ოღონდაც გარდაცვლილ მამაზე არ ეფიქრა,რომლის საფლავის წინაშეც იდგა. -და ახლა რა ვქნათ მე და შენ მამა?-როგორც იქნა ამოთქვა და რამდენიმე ცრემლი ერთად გადმოაგორა.-ჯანდაბა რა უნდა ვქნა?შენც წახვედი.....საერთოდ არ გადაგრდებთ ხომ მე აქ მარტო რომ მტოვებთ? მე ხომ საერთოდ არ ვატარებდი შენთან დროს,რატომ ვიყავი შენგან სულ ამდენად შორს?რატომ არ გეუბნებოდი რომ მიყვარხარ?!ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ ხომ იცი?-წინადადება დაასრულა და ისტერიკილი სიცილი აუვარდა,ისევ მუხლებზე დაეცა და ახლოს მდგომი გაბრიელი წამებში მასთან გაჩნდა-გესმის გაბრიელ?გესმის არა რასაც ვამბობ?მითხარი ვის ვესაუბრები?ვინ გასცემს ჩემს კითხვებს პასუხს?გაბრიელ ეს როგორ დავუშვი როგორ არ ვუთხარი,რომ მიყვარდა,ყველაზე მეტად ის,რომ მიყვარდა როგორ არ ვუთხარი.-მხარზე ჩამოადო თავი და უფრო უმატა ტირილს.გაბრიელმა ხელები შემოხვია,რამდენიმე წუთში ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა. ტაისიას წინააღმდეგობა არ გაუწევია ისედაც არ ჰქონდა ძალა.გზას გაჰყურებდა და ძალიან ბევრს ფიქრობდა,მაგრამ ვერანაირ დასკვნამდე ვერ მიდიოდა.ვერ ერთი წამით ვერ იაზრებდა,რომ მამა აღარ ჰყავდა,უბრალოდ არ უნდოდოა ამის დაჯერება.როცა რეალობის აღქმა დაიწყო და მიხვდა რომ გაბრიელს სასტუმროში მიჰყავდა უცებ წამოიწია. -იქ არ მინდა!-ზედმეტად ცივი გაუხდა ხმა.გაბრილი კი საკუთარ თავზე გაბრაზდა,ხომ იცოდა,რომ იმ ადგილის დანახვა კიდევ უფორე მეტად ატკენდა.უცებვე შემოატრიალა მანქანა და სხვა მიმართილებით განაგრძო სვლა.-შეგიძლია აგარაკზე, სადაც ნანუკას ნახატებს ვინახავდი იქ მიმიყვანო. -მარტო ვერ დაგტოვებ. -შენ ისედაც იმაზე მეტი გააკეთე ვიდრე....-წინადადება შუაში გაუწყდა როცა მიხდა, რომ ამ დროის მანძილზე გაბრიელი ერთი წამითაც არ მოშორებია.-საერთოდ რატომ გააკეთე? -ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. სახლში რატომ არ მიდიხარ? -რომელ სახლში?-გაიკვირვა ტაისიამ. -შოთასთან და დედაშენთან ახლა მათ სჭიირდები შენ კი მანქანიდანაც არ გადასულხარ სანამ ისინი იქ იყვნენ. -უბრალოდ იქ მიმიყვანე სადაც გითხარი.-ისევ ეს შეუვალი ტონი და გაბრიელსაც ხმა აღარ ამოუღია,მაგრამ არც ტაისიას მოთხოვნა შეასრულა და ისევ თავის სახლში მიიყვანა.-აქ რა მინდა გაბრიელ? -ერთხელ უკვე ვთქი და მეორეჯერ აღარ გავიმეორებ.-კარი თვითონ გაუღო და ანიშნა გადასულიყო.რობოტივით გადავიდა და სახლში შეჰყვა გაბრიელს.-ორი დღეა არაფერი გიჭამია,შენ აქ დაჯექი და რამეს მოგიტან.-მდივანზე მიუთითა. -გაბრიელ არ მინდა არაფერი. -იჯექი მანდ და მალე მოვალ.-არც კი დაუგდო ყური,მაგრამ რამდენიმე წუთში გოგონა დივანზე წამოწოლილი და ჩაძინებული დახვდა.ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,მაგრამ იმ წამსვე გააქნია თავი და ტაისია ისევ ხელში აიყვანა,რომ საძინებელში შეეყვანა,საბანი გადააფა შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა. ორი დღეა მხოლოდ ტაისიაზე ზრუნავს და მას დაჰყვება და ამ ყველაფერ სრულიად გაუცნობირებულად აკეთებს.გონება კი განგაშის სიგნალს გადმოსცემს,რომლის ჩახშობასაც გაბრიელი მთელი ძალებით ცდილობს.რას აკეთებს მართლაც რომ?რატომ აკეთებს?განა არ იცის რომ ამ ქალზე 10 წელია შეყვარებული არის მაგრამ ამავე 10 წელია ვერ იტანს,ან უბრალოდ თავს იტყუებს.სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ისევე როგორც სიძულვილიდან სიყვარულამდე.რამდენჯერ გადადგა გაბრიელმა ეს ნაბიჯები ვინ იცი?! ტაისიაზე ფიქრს ისევ სხვა რამეზე ფიქრი ამჯობინა ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა და მალევე გაისმა ხმაც. -როგორ ხარ? -შემ საერთოდ ნორმალური ხარ?სად ჯანდაბაში გაქვს ეგ ტელეფონი ან შენ სად ხარ.იცი მაინც რა ჯაბდაბა ხდება? -რა ხდება ანუკი? -ტაისიას მამა გარდაიცვალა. -ვიცი ანუკი,მეც იქ ვიყავი. -რაა?იქ რა გინდოდა? -ანუკი როდის მერე გაბარებ ანგარიშს? -ხვდები მაინც რას ჩადიხარ?ან ტაისიას სად არის?მოიცა, რომ ამბობდნენ ვიღაც უცნობმა ხელში აიტაცა და წაიყვანაო შენ იყავი?-როცა ტელეფონის მეორე მხრდიან დუმილის მეტი არაფერი იყო ისევ თვითონ გააგრძელა-არა მართლაც რომ გაგიჟდი!სად ჯანდაბაში გყავს ადამიანი?შოთა გაგიჟებული დაეძებს.შოთა კი არა მგონი მთელი ქვეყანა იმაზე საუბრობს რატო არ იყო ტაისია ამირეჯიბი მამის პანაშვიდზე. -ერთი წუთით მაინც თუ გაჩერდები გეტყვი. -გისმენ. -დიახ ტაისია ჩემთან არის და მამის დაკრძალვაზეც იყო უბრალოდ არ გამოჩენილა.ალბათ მალე დაბრუნდება... -მოიცა შენთან თავისი ნებით არის? -ანუკი რა გჭირს?განა ძალით გავაჩერებდი იმ ადამიანს ჩემთან,რომელმაც მამა ორი დღის წინ დაკარგა? -ხვალ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები! -კიდევ რამე ხომ არ გნებავს ქალბატონო? -გაბრიელ!-გაბრაზებულმა წარმოთქვა. -წავედი.არ მცალია. -გაბრიელ იცოდე ისევ თუ გადაიკარგები... -ანუკი ხვალ დაგირეკავ.-საუბარი გააწყვეტინა და გაუთიშა.სუფთა ჰაერზე გავიდა,რომ გონება დაეძაბა და იმაზე ეფიქრა თუ რას გააკეთებდა მომავავალში.ახლა არ იყო ის დრო,რომ გრძნობებს მისცემოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.