შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(4)


23-02-2023, 19:43
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 573

თავი 4

აღმოჩნდე იმ ბრძოლაში რომელსაც გამუდმებით თავს არიდებდი საკმაოდ მარტივია. კირა ერთხელაც არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა და ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იმ სამყაროს მორევი ითრევდა რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა. სძულდა ის ვის გამოც უწევდა ამ საშინელების გამოვლა, თუმცა ყოველ წამს სწორედ მას ელოდებოდა, უნდოდა იმ დაწყევლილ კარში შემოსულიყო და ამ ჯოჯოხეთიდან წაეყვანა. გული ამოუცნობი რამ არის შეუძლია ერთდროულად სძულდეს და მასზე ოცნებობდეს. სიბნელეში იჯდა ყველა კუნთი სტკიოდა და გაურკვევლობის ბურუსი თანდათან შთანთქავდა.
-უჩემოდ ხომ არ მოიწყინე თოჯინა-ოთახში ონიანი შემოვიდა მისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობით
-უშენოდ მთელი სამყარო უკეთესად იქნებოდა-კირამ წამოდგომა სცადა თუმცა ამის ძალა არ შესწევდა
-აჯობებს ერთ ადგილას გაჩერდე, როგორი სახალისოც არ უნდა იყოს შენი ტანჯვა ცოცხალი მჭირდები
-ამას ტანჯვას ეძახი, ტანჯვა მაშინ დაიწყება როცა ის გაიგებს რა გამიკეთე
-თუ დევდარიანს გულისხმობ ეს შოუ სწორედ მისთვის არის
-დევდარიანზე უფრო ძლევამოსილი და მომაკვდინებელი ვინმე მოდის ონიანო და მას შენი სისხლი სწყურია
-დავინტრიგდი იქნებ უფრო დაკონკრეტდე
-ლაშას შენგან განსხვავებით ჭკუა ეყო სწორად შევეფასებინე, შენც იგივეს გირჩევ აჯობებს იცოდე ვინ ვარ და წინ რა გელოდება, შენ ...
-ბატონო დემეტრე სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ-საუბარი ონიანის ერთ-ერთმა ძაღლმა შეაწყვეტინათ
-რა ხდება?
-არ ვიცი რატომ მაგრამ მთელს ქვეყანაში ლევან დოლიძის ხალხი გეძებთ
-ლევანი მას რაღა უნდა
-აჯობებს თქვენს უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, ისინი ახლოს არიან
-მე გაგაფრთხილე ონიანო
-რას არ მეუბნები ბოლომდე თოჯინა
-გაიქეცი ონიანო გაიქეცი და სირბილი არ შეწყვიტო რადგან როგორც კი თავს სამშვიდობოს იგრძნობ სწორედ მაშინ მოკვდები.
ლაშა დევდარიანს მოთმინება ეწურებოდა 24 საათი გავიდა გოგოს დაკარგვიდან და ახალი არაფერი იყო. მისი მრისხანება კედლებს აზანზარებდა, თუმცა ეს მრისხანებაზე მეტი იყო ეს შიში იყო რომელიც დევდარიანს დიდი ხანი არ განუცდია.
-ლაშა მისამართი გვაქ-ოთახში დაჩი შემოვიდა
-შესანიშნავია ჩვენებს დაუძახე და იარაღი მოამზადე
-შენი აზრით საქმე აქამდე მივა
-არ მაინტერესებს ყველა გააფრთხილე ონიანი ჩემია ის ნელი და მტანჯველი სიკვდილით მოკვდება
-კარგი რა ძმაო ამ გოგოს გამო ციხეში ხომ არ მოხვდები
-ვერავინ შეეხება იმას რაც ჩემია ეს ხომ კარგად იცი დაჩი
-შენი ის ლევანის ძმიშვილია და მან მიხედოს
-საუბარი შეწყვიტე წასვლის დროა
დევდარიან გადაჭარბებული სისწრაფით მიჰქროდა გზაზე, ისე სწრაფად თითქოს დროს ეჯიბრებოდა, მან იცოდა როგორ საფრთხეშიც იყო კირა და არ სურდა მეტი დროის დაკარგვა. მანქანა შორიახლოს გააჩერა და გზა ფეხით განაგრძო, რამდენიმე წუთში სახლის წინ იდგა. მთელი სახლი ჩაბნელებული იყო და მიტოვებულს გავდა.
-ყველა კუთხე შეამოწმეთ და ყურადღებით იყავით სიურპრიზები არ მჭირდება
ლაშა სახლში შევიდა და გეზი მეორე სართულისკენ აიღო, დერეფნის ბოლოს მდებარე ოთახიდან რაღაც ხმა გაიგონა და იქეთ გაემართა, თუმცა კართან შეჩერდა, ეშინოდა იმის რაც კარის უკან ელოდა, ყველაზე უარსესს წარმოიდგენდა და ამას ჭკუიდან გადაყავდა. როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და კარი გააღო, ბნელი ოთახი მოათვალიერა და შუქი ჩართო
-დაგაგვიანდა დევდარიანო ის უკვე ძალიან შორსაა-კირა საწოლის კუთხეზე იჯდა და ბიჭს არც კი უყურებდა
-კარგად ხარ?-სწრაფად მივიდა გოგოსთან, შეათვალიერა და გულში ჩაიკრა, კირა ამას არ ელოდა ერთი წამით გაოცებისგან ენა ჩაუვარდა
-ნუ მეხები და არა კარგად ყოფნისგან ძალიან შორს ვარ-ხელის კვრით მოიშორა ბიჭი
-მაპატიე რომ ეს დავუშვი, ეს ჩემი ბრალია-დევდარიანი გოგოს წინ ჩაიმუხლა და თვალებში ჩახედა
-კი რაც დამემართა შენი ბრალია
-კარგად ხართ? ქვევით ლევანია
-შენ საერთოდ როგორ მიბედავ სახეში შემოხედვას-გოგო ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და ბიჭებს გვერდი აუარა, ისინიც უსიტყვოდ გაყვნენ უკან.
-ძვირფასო კარგად ხარ?-ლევანი აღელვებული შეეგება ეზოში მიმავალ გოგოს
-აქედან წამიყვანე ახლავე.
-კარგი ძვირფასო-კირას მოეხვია და თავზე აკოცა-შენ ხვალ მოგხედავ ლაწირაკო ხომ გახსოვს შეთანხმება
-მახსოვს ბატონო ლევან. კირა თუ რაიმე გჭირდება უბრალოდ მითხარი.
-მხოლოდ ერთი რამ მინდა რომ გაუჩინარდე, აღარასდროს გესმის აღარასდროს დაგინახო ჩემს სიახლოვეს.
კირა მანქანაში ჩაჯდა და სიბნელლეში გაუჩინარდა, დაჩი ფრთხილლად მიუახლოვდა მეგობარს რომელიც ერთადგილას გაშეშებული იდგა
-შენი აზრით ლევანი რას გვიზამს?
-მას ჩვენი სიკვდილი უნდა
-არა მგონია რომ მოგვკლას ეს ზედმეტი იქნება არმეთანხმები
-არ მაინტერესებს ლევანი რას იზამს მე მას უნდა დაველაპარაკო
-ვის?-დაჩი დაბნეული უყურებდა ლაშას
-ახლავე გამირკვიე კირა სად წავიდა, ლევანს მანამ არ შევხვდები სანამ მას არ დაველაპარაკები
-არ ვიცი რა გჭირს მაგრამ იმაში კი ვარ დარწმუნებული რომ ეს გოგო დაგღუპავს
-მაგას მალე გავიგებთ მისამართი გამირკვიე.
კირა მთელი გზა ჩუმად იჯდა ერთი სიტყვა არ უთქვამს ლევანისთვის, როგორც კი მანქანა გაჩერდა სწრაფად გადმოვიდა და სადარბაზოში შეირბინა, ახლა ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ცხელი შხაპი იყო. სახლში შევიდა კარი გასაღებით ჩაკეტა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქა ღრმად, საკუთარ სახლში ყოფნამ სიმშვიდე მოჰგვარა. მისაღებ ოთახში მუსიკა ხმამაღლა ჩართო და სააბაზანოს მიაშურა, დიდხანს იდგა ცხელი შხაპის ქვეშ თითქოს ეს მომხდარს დაავიწყებდა, თუმცა მისი გონება გამუდმებით ონიანის სახლში აბრუნებდა რაც აუტანელ ტკივილს აყენებდა. წყალი გამორთო ტანზე პირსახოცი მოიხვია და მისაღებში შევიდა რათა მუსიკა შეეცვალა
-უკეთ ხარ?
-აქ როგორ მოხვდი-სავარძელში ლაშა იჯდა და თვალს არ აშორებდა მის წინ მდგომ ნახევრად შიშველ გოგოს
-კარიდან შემოვედი აბა სხვანაირად როგორ
-ხო მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო
-ვერც ერთი კარი შემაჩერებდა აუცილებლად უნდა მენახე
-უკვე მნახე ასე რომ გაეთრიე
-იქნებ გვესაუბრა-ლაშას ხმა შეეცვალა
-კარგი მხოლოდ ამ ერთხელ, გამოვიცვლი და მოვალ
-ასეც კარგად გამოიყურები-ბიჭს სახეზე ეშმაკური ღიმილი შეეპარა
-საშინელი ადამიანი ხარ
-ვიცი უკვე ბევრჯერ მითხარი-კირა რამდენიმე წუთში დაბრუნდა, მოკლე შორტებში და ტოპში გამოწყობილი. ბიჭის პირდაპირ დაჯდა და ფეხები სავარძელზე კომფორტულად მოიკეცა
-გისმენ რისი თქმა გინდა
-უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ
-კარგად ვარ, ეს სილურჯეებიც მალე გამივლის-დევდარიანის გვერდით ყოფნა კირას თავს დაცულად აგრძნობინებდა და ამის გამო საკუთარ თავზე ბრაზობდა
-ვწუხვარ რომ ეს შეგემთხვა და ვერ დაგიცავი
-ყველაფერი წარსულშია ასე რომ დაივიწყე და ცხოვრება განაგრძე ისე როგორც ჩემთან შეხვედრამდე ცხოვრობდი
-არა მგონია დიდხანს ვიცოცხლო ასე რომ ახლა რაღაცას გთხოვ და სიკვდილ მისჯილის ბოლო სურვილად ჩათვალე
-რეებს ბოდავ თავი ხომ არ მიარტყი
-შემისრულებ თუ არა ბოლო თხოვნას?
-კარგი თუ ამის შემდეგ თავს დამანებებ
-ამაღამ აქ დავრჩები-ლაშას კვლავ ეშმაკურად გაეღიმა
-შენ სულ გაგიჟებულხარ, გითხარი არ მინდა შენი დანახვა თქო და შენი აქ გინდა დარჩენა?
-მინდა ბოლო წუთები შენთან გავატარო
-მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგთანხმდები თუ მეტყვი რატომ უნდა მოკვდე
-ლევანი განრისხებულია ყველაფერში მე მადანაშაულებს და დიდი ალბათობით მომკლავს კიდეც
-არავინ არავის მოკლავს ნუ ღელავ
-შენ იცნობ ბიძაშენს ის სიტყვის კაცია
-დაწყნარდი ლევანთან მე მოვაგვარებ, რაც შეეხება შენს სურვილს შეგიძლია ჩემთან ერთად ივახშმო შემდეგ წახვალ
-კარგი
კირას უნდოდა საჭმელი თავად მოემზადებინა მადლობის ნიშნად, თუმცა ჯერ კიდევ სუსტად იყო ამიტომ ჩინური საჭმელი გამოიძახა. ისე ივახშმეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ, ლაშა ტკბებოდა მის წინ მჯდომი გოგოთი და სიტყვები ზედმეტი იყო. ვახშმობის შემდეგ მისაღებში გადაინაცვლეს და კირას ტელევიზორთან ჩაეძინა, დევდარიანმა ერთხანს უყურა მძინარე გოგონას, შემდეგ თავზე ნაზად აკოცა და გაუჩინარდა. კირას რომ გაეღვიძა შუა ღამე იყო ლაშა კი არსად ჩანდა. ძილისგან საბოლოოდ გამოღვიძების შემდეგ მიხვდა რომ ლაშამ ხვალინდელ შეხვედრაზე მოატყუა და ის სწორედ ახლა იყო საფრთხეში. გულში საშინელი ჩხვლეტა იგრძნო კირამ სწრაფად წამოდგა და ლევანთან წავიდა. ზუსტად იცოდა მზგავს საქმეებს სადაც ატრიალებდა ლევანი და პირდაპირ იქ წავიდა. საწყობის კარი ფრთხილად გააღო და შიგნით შევიდა, ნანახმა გული ძალიან ატკინა, ლევანი ლაშას იარაღს უმიზნებდა. სახეზე მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და სიმკაცრე დასთამაშებდა
-მამა გაჩერდი-ექოდ გაისმა კირას ხმა, ლევანი ერთი წამით შეცბა
-რა დამიძახე?
-მამა არ გინდა, არაფერი დაუშავო
-მამა? ის რა მამშენია?-ლაშა დაბნეული უყურებდა მის წინ მდგომთ
-დიახ ბიჭუნა ის ჩემი ქალიშვილია, ახლა უკეთ გაიგებ ამას რატომაც ვაკეთებ
-მამა გთხოვ ამას ნუ იზამ-კირას თვალებზე ცრემლები მოადგა
-მთხოვ?! მე შენთვის ეს არ მისწავლებია-ლევანს ხმა გაუმკაცრდა
-მართალია შენ ხომ მხოლოდ მოლაპარაკებას აღიარებ
-ჭკვიანი გოგო ხარ, რას შემომთავაზებ ამ ბიჭის სიცოცხლის სანაცვლოდ
-თუ გაუშვებ იმას გავაკეთებ რასაც მეტყვი
-შესანიშნავია. ის იცოცხლებს შენ კი ხვალ ღამით გერმანიაში გაფრინდები, ამ ყველაფრისგან შორს და უკან არასდროს დაბრუნდები
-შესანიშნავია მე შენი ერთადერთი შვილი ვარ შენ კი ჩემი მოშორება გინდა
-მე შენი დაცვა მინდა კირა შევთანხმდით თუ არა?
-შევთანხმდით -კირა ლაშას მიუახლოვდა-ახლა ჩემი ჯერია დაგემშვიდობო
-ეს არასწორია პრრინცესა, ასე ვერ წახვალ
-შეთანხმება შეთანხმებაა, მე წავალ შენ კი იცოცხლებ. გამგზავრება არც ისე დიდი საფასურია
-სამუდამოდ ვერ წახვალ მე ...
-ძველ ცხოვრებას დაუბრუნდები, ისე თითქოს მე არც ვყოფილვარ ორივესთვის ასე აჯობებს-კირა ნელა მიუახლოვდა ბიჭს და ლოყაზე აკოცა. ეს დამშვიდობება იყო. ლევანმა კირა წაიყვანა ლაშა კი იდგა ერთ ადგილას გაშეშებული, იმ მომავალზე ფიქრობდა რომლეშიც გოგო არ იქნებოდა და ამან გული ძალიან ატკინა.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

მომეწონა ეს ისტორია

 


№2 სტუმარი Qeti

Ar gagrdzelebt??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent