შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(3)


17-02-2023, 14:31
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 539

თავი 3


-წინ რომ იყურო შეგიძლი-რას ინებებთ?-კაირამ ჩვეული მშვიდი ტონით დასვა შეკითხვა და ყურადღება არ მიუქცევია სტუმრის დაჟინებული მზერისთვის
-დასაწყისისთვის შენი სახელი რომ გვითხრა
-ეს ბარია ბატონო და არა გაცნობის სააგენტო, თუ შეკვეთას არ აპირებთ დაგემშვიდობებით
-მომწონს შენი უხეშობა. ვისკი მოგვიტანე ყველაზე ძვირიანი
-ახლავე-კირა ბართან მივიდა ბოთლი და ჭიქები აიღო და მაგიდასთან დაბრუნდა-ინებეთ-სტუმარი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა კირა სწრაფად გაეცალა იქაურობას, დაბნეული და გაღიზიანებული იყო. გონება ერთი წამით გაეფანტა და მოულოდნელად ვიღაცას დაეჯახაა
-მე ... ბოდიში-ძვლივს მოუყარა სათქმელს თავი
-კარგად ხარ კირა?
-კი. სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე. ლაშა შეგიძლია მეექვსე მაგიდას სხვა მიმტანი გაუგზავნო
-კარგი-ბიჭი შეშფოთებული უყურებდა მის წინ მდგომ გოგოს, გაცნობის წამიდან არც ერთხელ ყოფილა მათი საუბარი ასეთი ნორმალური.-კირა დამელოდე-სწრაფი ნაბიჯით დაედევნა უკან
-რა გინდა დევდარიანო?
-რა დაგემართა?
-არაფერი წადი ცოტა ხნით სხვა შეავიწროვე
-კირა შეგიძლია ერთხელ მაინც წესიერად დამელაპარაკო
-შენთან საუბარი არ მინდა
-კირა ...-ლაშას საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა, ზარი რამდენიმე წამით გაგრძელდა და სასიამოვნო საუბარს ნამდვილად არ გავდა-ახლა შიგნით უნდა დავბრუნდე მაგრამ საუბარი არ დაგვიმთავრებია
-როგორც იტყვი უფროსო-კირამ ზურგი აქცია და სიგარეტს მოუკიდა.
-აი თურმე სად გამოიპარე-კირა შემობუნდა და მის წინ მდგომ სტუმარს თვალი შეავლო
-ძალიან გთხოვთ გზა გააგრძელეთ, შესვენება მავს და განმარტოებას ვამჯობინებ
-რატომ ასე ცივად, მხოლოდ შენ გაცნობა მინდა
-მე კი არ ვარ დაინტერესებული
-ასეთი საუბრის უფლებას იმიტომ აძლევ თავს რომ ახალი უფროსის საყვარელი სათამაშო ხარ-უცხოს გულიანად გაეცინა
-როგორ ბედავ- კირამ ერთი წამით მოთმინება დაკარგა- არ ვიცი თავი ვინ ჯანდაბა გგონია მაგრამ, ძალიან ცუდი დრო შეარჩე ჩემს გასაბრაზებლად
-მართლა თოჯინა?! მე აქ შენი კია არა შენი ძვირფასი უფროსის გასაბრაზებლად ვარ
-მაშინ მისამართი შეგეშალა, უფროსის კაბინეტი მეორე სართულზეა
-გინდა საიდუმლო გაგიმხილო-ბიჭი კირას მიუახლოვდა და თითქმის ჩურჩულით უთხრა-დევდარიანის ნაირები მხოლოდ მაშინ ბრაზდებიან როცა მათ საყვარელ სათამაშოს ართმევ
-ჩემგან რა გნებავთ მე ...-კირამ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო უეცრად თვალს დაუბნელდა, ყველაფერი სიბნელეში გაუჩინარდა.
ისევ იგივე შეგრძნება, თვალები გაახილა, უცხო ადგილი, უცხო ხალხი. რამდენიმე წამში ყველაფერი გახსენდა, საუბარი უცნობთან, შემდეგ მძაფრი სუნის შეგრძნება და დანარჩენი ბურუსში იყო.
-კარგია რომ გაიღვიძე მოვკვდი მოწყენილობით
-სად ვარ და შენ ვინ ჯანდაბა ხარ?
-როგორი უტაქტო ვარ, მე დემეტრე ონიანი ვარ
-შენ ის ხარ ... -კირას უცებ გაახსენდა დევდარიანის აგარაკი, მოულოდნელი სტუმარი და ლაშას დაუფარავი ზიზღი- არ ვიცი რის მიღწევა გინდა მაგრამ გაფრთხილებ ყველაფერი ცუდად დამთავრდება
-მე ბევრი ვეცადე ის გამემწარებინა, ძალები არ დამიშურებია, თუმცა რეალურად მხოლოდ მაშინ გაცობდა როცა აგარაკზე შენს წასაყვანად მოვედი
-არ ვიცი შენს ავადმყოფ გონებაში რა ხდება მაგრამ მოდი გაგარკვევ დევდარიანს მე სულ არ ვაინტერესებ, დარწმუნებული ვარ ჩემი გაქრობაც არ შეუნიშნავს
-შენ რა მართლა ასეთი მიმაიტი ხარ- ონიანის ხმამამაღალმა სიცილმა მოიცვა მთელი ოთახი
-იცი რა მეყო ეს თამაშები-კირა წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა, თუმცა თმაში მტკივნეულად ჩავლებულმა ხელმა გააჩერა
-შენ რაღაც ვერ გაიგე თოჯინა აქ ბრძანებებს მე გავცემ
-წადი შენი მანიაკო, შეხებას როგორ მიბედავ-კირამ მთელი ძალით გაარტყა სახეში ონიანს, ის ერთი წამით შეცბა და უყოყმანოდ უთავაზა გაშლილი ხელი გოგოს სახეში. კირა ძირს დაეცა, იმდენად ძლიერი იყო დარტყმა ტუციდან სისხლი წამოუვიდა
-შენ მე დევდარიანი გგონივარ, გაინძრევი ან ხმას ამოიღებ და ცემით სულს ამოგხდი-საშინელი გამყინავი მზერით დასცქეროდა მის ფეხებთან დაცემულ გოგოს
-ამის გამო მოკვდები ონიანო, სიტყვას გაძლევ-ძვლივს ამოილაპარაკა გოგომ
-მოკეტე უნდა დავრეკო და შენს პრინცს შენი გაუჩინარების ამბავი შევატყობინო.
ონიანი ერთი წამით შეყოვნდა შემდეგ მობილური ამოიღო ჯიბიდან და ოთახი დატოვა. კირა იწვა იატაკზე მოკუნტული სიბნელეში და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
დევდარიანს გოგოს გაუჩინარება არ გამოჰპარვია, თუმცა იფიქრა რომ მის გასაბრაზებლად მოიქცა ასე. კაბინეტში იჯდა და მობილურს მისჩერებოდა ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა კირასთვის, მოულოდნელად ოთახში დაჩი შემოვიდა
-ძმაო იცი დღეს აქ ვინ იყო?
-აზრებს ვერ ვკითხულობ დაჩი და იქნებ მითხრა
- ონიანი თავის მეგობრებთან ერთად
-მეღადავები?
-არა, ნახევარი საათი იჯდა მეექვსე მაგიდასთან და მერე წავიდა
-ეგ ნაგავი -ლაშა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა როცა კირას ნათქვამი გაახსენდა -კირა როდის წავიდა? ჩვენებმა დაინახა?
-რა დროს ეგ გოგოა, ტიპი მოვიდა შენს ბარში ისე თითქოს არაფერი, ამისთვის პასუხი უნდა მოვთხოვოთ
-გავარტყი ონიანს გამირკვიე კირა სადაა
-შენ რა ეგ გოგო შეგიყვარდა? სულ მის სახელს გაიძახი
-სისულელებს ნუ ბოდავ და მიპოვე სასწრაფოდ
-კაი ხო -დაჩი დაბლა ჩავიდა და რამდენიმე წუთში უკმაყოფილო სახით დაბრუნდა უკან-შენი გოგო არავის უნახავს, ბოლოს მოსააწევად რომ მიდიოდა მაშინ ნახეს-ლაშამ სწრაფად დატოვა ოთახი და დაბლა ჩავიდა
-შენ ანა გქვია ხომ?
-დიახ
-შენ კირას მეგობარი ხარ არა?
-კი მისი მეგობარი მოხდა რამე?
-იცი სად არის შენი დაქალი?
-არა მეგონა ადრე წავიდა, შესვენებაზე რომ გადიოდა მაშინ ვნახე
-ჯანდაბა, ახლავე შეამოწმე მისი კარადა
-კარგით მაგრამ რა ხდება ბატონო ლაშა-ანა დაბნეული მისჩერებოდა მის წინ მდგარ აფორიაქებულ დევდარიან
-გააკეთე რაც გითხარი-ანა ხუთ წუთში დაბრუნდა ხელში კირას ჩანთა და ქურთუკი ეჭირა-დაჩი ჩვენებს დაურეკე ახლავე იპოვნონ, მთელი ქალაქის შემოწმებაც რომ დასჭირდეთ არ მაინტერესებს-ანასთვის არაფერი აუხსნია, კირას ნივთები აიღო და დაჩისთან ერთად ბარი დატოვა
-ლაშა ეს პანიკა რა საჭიროა ალბათ შენს გაბრაზებას ცდილობს
-მანქანაში ჩაჯექი დაჩი-ლაშას სიბრაზისგან ჰაერი არ ყოფნიდა, ის იყო მანქანა უნდა დაეძრა რომ ტელეფონზე ვიდეო ზარი შემოვიდა
-ცუდ დროს ხომ არ გირეკავ ძვირფასო-ეკრანზე ონიანის ცინიზმით სავსე სახე გამოჩნდა
-შენთვის არ მცალია ერთუჯრედიანო ასე რომ დაახვიე
-არა და ჩემი ზარი უნდა გაგხარებოდა
-რა ჯანდაბა გინდა?-საუბარში დაჩი ჩაერთო
-ლაშას დასამშვიდებლად ვრეკავ, ალბათ ისე ღელავს მისი საყვარელი სათამაშოს დაკარგვის გამო
-რას ბოდავ ნაგავო-დევდარიანს მოთმინება ეწურებოდა
-შენი თოჯინა ჩემი სტუმარია, არ ინერვიულო კარგად მოვუვლი
-შენი დედაც ონიანო-ლაშას ღრიალმა შეძრა მთელი პარკინგი
-აჯობებს თბილად მესაუბრო ხომ არ გინდა რომ რაიმე დააემართოს ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი რაც უკვე დაემართა-ონიანმა კამერა კირასკენ შეატრიალა-მიდი ლამაზო შენს უფროს მიესალმე-ლაშა კირას დანახვამ საბოლოოდ შეშალა ჭკუიდან, გოგო იატაკზე იწვა ჩალურჯებული თვალით, გახეთქილი ტუჩითა და ტირილისგან შეშუპებული სახით
-მოგკლავ შე არაკაცო, მასზე ხელი როგორ აწიე, იმ ხელს მოგამტვრევ რომლითაც დაარტყი-ლაშა ბოლო ხმაზე ღრიალებდა.გოგოს ასეთ მდგომარეობაში დანახვამ თითქოს მისი გული გააჩერა-ონიანო რაც შეიძლება ღრმა ორმო მოძებნე და იქ ჩაძვერი, თუ სადმე გიპოვნი ნაწილებად დაგგლიჯავ
-ნერვებს მოუფრთხილდი დევდარიანო, ჩემი ან ჩემი ოჯახის სიახლოვეს თუ დაგიანახავ პრინცესას ნაწილებს გამოგიგზავნი
-გიპოვნი დემეტრე და გპირდები ჩემი ხელით მოგკლავ
-მუქარას აჯობებს შენ თოჯინას დაელაპარაკო-ონიანმა ტელეფონი კირას მიუტანა სახესთან
-კირა -მისი სახელი დიდი გაჭირვებით წარმოთქვა ლაშამ
-დევდარიანო ეს ყველაფერი შენი ბრალია, ბიძაჩემს დაურეკე
-საკმარისია სხვა დროისთვისაც დაიტოვე სათქმელი-ონიანმა ტელეფონი გათიშა

ლაშა დევდარიან ნამდვილ მხეცს ჰგავდა, მზად იყო მთელი ქალაქი გადაეწვა იმ გოგოს საპოვნელად რომელიც ვერ იტანდა, ვინმეს რომ ეკითხა ამას რატომ აკეთებდა ვერ უპასუხებდა,მთელი სხეული ეწვოდა, გოგოს გახსენება აუტანელ ტკივილს აყენებდა, ყოველი გაფიქრებისას გული უჩერდებოდა, შინაგანი ხმა კარნახობდა რომ კირა უნდა გადაერჩინა. მის სიტყვებზე ბევრი იფიქრა და ძალიან არ სურდა ლევან დოლიძესთვის იმის თქმა რომ მის ძმისშვილი გაიტაცეს მაგრამ ეს ყველაზე სწრაფი გზა იყო კირას გადასარჩენად და ონიანის მოსაკლავად. ლაშამ ტელეფონი აიღო ნომერი მოძებნა და ლევანს დაურეკა, ტელეფონში ვერ აუხსნიდა დეტალებს ამიტომ შეხვედრაზე შეუთანხმდა. ლევანი ქალაქის მეორე ბოლოში იყო ამიტომ მასთან მისვლას დრო დასჭირდა, ლაშა მთელი გზა ფიქრობდა როგორ უნდა ეთქვა მისთვის სიმართლე. შეხვედრა ერთ-ერთ საწყობში დანიშნეს. ლაშა პირველი მივიდა ადგილზე და ლევანს ელოდებოდა, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ისიც გამოჩნდა მაღალი, კარგად ჩაცმული ჭაღარ შერეული თმით და დინჯი ნაბიჯებით
-ასეთი სასწრაფო რა მოხდა ბიჭუნა?-ექოდ გაისმა ცარიელ საწყობში მისი მკაცრი ხმა
-საქმე თქვენს ძმისშვილს ეხება
-საიდან იცნობ ჩემს ძმისშვილს და რა შეემთხვა მას?-ლევანს კიარს ხსენებაზე კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა თუმცა სახეზე ერთი ნერვიც კი არ შეტოკებია
-ის გაიტაცეს -ლაშამ დაწვრილებით უამბო ყველაფერი კირას გაცნობის დღიდან დღემდე რაც მოხდა
-შენ ლაწირაკო შენ ჩაითრიე ჩემი გოგონა ამ სიბინძურეში, ჯერ მას იპოვნი შემდეგ კი მე და შენ ძალიან რთული საუბარი გვექნება
-როცა მას დავაბრუნებთ მზად ვარ თქვენგან ნებისმიერი სასჯელის მისაღებად
-ჩემი ხალხი შენს განკარგულებაშია ყველა ქვა გადაატრიალე და იპოვე ჩემი ძმიშვილი.
დევდარიანი ახალი ამბების მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა, იმის წაარმოდგენას თუ რას უკეთებდა ონიანი კირას ჭკუიდან გადაყავდა. არც კირა იყო უკეთეს მდგომარეობაში მარტოობა და ტკივილი ეხვია გარს. საშინლად შეშინებული იყო და ყოველ წამს სიკვდილს ელოდა.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოო საინტერესო ისტორია ჩანსს.გელოდებით როგორ განვითარდრბა მოვლენები....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent