ორი მეფე და ერთი სპასალარი
*** თავი მეორე სვანეთიდან ჩამოსვლა გაჭირდა, თქეში იყო . თავიდან ირინე არაფრით შევიდა მეფის კარავში, მამა უჯავრდებოდა, მაგრამ უყვარდა წვიმაში ჯირითი. თან მეფის ამალას ეხმარებოდა გადაადგილებაში. გაჭირდა სიარული, გზას ვეღარ ხედავდნენ, ცხენებამდე ვერ ჩავიდნენ, გზა აერიათ, უღელტეხილი მეტად ნალექიანი იყო იმ საღამოს. ირინემ ქარავანის გაჩერება ბრძანა და მამის კარავს მიუახლოვდა. -ლეონ ივანეც კი ვერ წავა დღეს აფხაზეთს ამ გზით, უარს ვერ გეუბნება თორემ. ელნინი იყინება, გამიცივდება . ერთმა ხარმა ფეხი მოიტეხა და მოკვლა მოგვიწია. ვერ ჩავალთ ასე , წინ ყაბარდოელების დახვედრაც მეტად სავარაუდოა, 50 მებრძოლი გვყავს სულ. მე, შენ, ინანიელი და ენლილი კიდევ ოთხი , 54 კაცით ვერ ვიბრძოლებთ ხევში, უპირატესობა ექნებათ. -რას მთავაზობ? დავაგვიანებთ ბაგრატიონებთან ჩასვლას და ორ ქართველს შორის ომი, შენც იცი მე ჭირივით მეზიზღება. - მეფემ ქალს გაკვირვებით გახედა, თითქოს გოგოს არ ცოდნოდა მამის ხასიათი. -ლებურცხილაში ჰადაბელთან გავჩერდეთ დღეს ღამე. ჩემი გამოთვლებით თუ გზას გადავუხვევთ ერთ საათში სოფელში ვიქნებით, ხვალ როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ბარგს იქ დავტოვებთ და გადაცმულები წავალთ დასავლეთს. საშიშია მამა, ყაბარდოელებმა რაც გაიგეს, რომ ჩემ მითხოვებაზე უარს ამბობ, ხომ ხედავ, მოსაკლავად დაგვსდევენ. -შენი უბატონო სვანი მიგვიღებს? -სვანები ჩვენ მეფობას სულ აღიარებენ , ბაგრატიონებს ეზიზღებათ შავი ჭირივით. -რაც ხმა გავარდა, რომ ბაგრატიონს ცოლად მიყვები? -ბიზანტიელებს ურჩევნიათ და ასე ამბობენ , ჩვენი კოლხი ამორძალი, მაგათაც მოარჯულებსო. - სიცილით უთხრა მამას და წინ, ივანესთან გააჭენ ცხენი ამბის მისატანად. **** სპასალარი ჩუმად იყო, მართა ღელავდა. -როგორ ბედავენ და ფიქრობენ, რომ გოგონას მეფედ ვაღიარებთ! - მაგიდაზე დაარტყა ხელი მართამ. კათალიკოსი ჩაფიქრებული იჯდა. -ნიანია შენ რას იტყვი? - გიორგიმ სპასალარს გახედა. -თანხმობას არ გეტყვით არც ლეონი და არც მისი ქალიშვილი ტახტის დათმობაზე. საქართველოს გამთლიანება სურთ, მაგრამ არა საკუთარი ტახტის დათმობის სანაცვლოდ. -ეგ არ მიკითხავს, მე მაინტერესებს რამდენად ლამაზია ნიანია ირინე? - მეფემ მაცდურად იკითხა და ტუჩზე ენა გადაისვა. სპასალარმა თავი ჩახარა. -ჩემგან ამის შეფასება დასწუნია მეფევ ბატონო. -როგორი სხეული აქვს ნიანია? - მეფემ ცბიერად ჩაიცინა. -ჭკუა აქვს კარგი, მეფევ ბატონო - თავი ჩახარა უფრო ნიანიამ, თითქოს ტანითაც მოიხარაო. - იმდენად, რომ მამამისს დაარწმუნებს და ომს გამოგვიცხადებს. სვანის თავადი ყვარობს დიდი ხანია, თითზე დაიხვევს რომ დაჭირდეს და მთელ სვანეთს ფეხზე დააყენებს. ყაბარდოელი დედობილი ყავდა, იქაურებს რძლად უნდოდათ, მაშინვე ცოლად გაყვება ყიზილალიევს. მითუმეტეს მამასთან ერთად ჯარს სულ წვრთნის. ბიზანტიელი მამიდაშვილი ყავს , ერთი კათალიკოსი, მეორეს დღე-დღეზე **** გახდება, მამიდაშვილებს დიდად არ უყვართ მაგრამ, მამიდა დიდ როლს თამაშობს. მოკლედ, წასასვლელი არსად გვაქვს, თუ არ დანათესავდებით, მაშინ აუცილებლად გადაგვაგდებს ტახტიდან. ჩვენ თურქებს ვერ ვიგერიებთ ერთი მხრივ, მეორე მხრივ ჩრდილოელები ჩვენკენ მოიწევენ, მოსვენება დაგვიკარგეს. ბიზანტიელებს ტერიტორიულად დასავლეთი აწყობს, ირანს ჩვენ თავს აუცილებლად დაუთმობს თუ დასავლელებს არ შეუწყობენ ხელს. -ირინეს გარდა სხვა გზა არ გვქონია. - გაიცინა ქართველთა მეფემ და თრიაქი ღრმად ჩაისუნთქა. მართამ შვილს მზერა უხეშად აარიდა. **** ირინემ მუშტი სწრაფად მოიქნია და კაცს ცხვირიდან სისხლი წასკდა. ნიანია მიგრიგაული შეტორტმანდა, ცხვირზე ხელი მოისვა და ქალის მომდევნო მუშტის ასაცილებლად უკან გახტა. -გიორგი მეფის სპასალარი გახლვარ ქალბატონო, ნუ შეგეშინდება. სასახლეში უნდა დაგაბრუნოთ. - ირინე შოკიდან ვერ გამოდიოდა, გადაცმული იცნეს, ან გაყიდეს. ნებისმიერ შემთხბებაში ისევ მოიტაცეს. არ იცოდა ვინ, ან რატომ, ხვდებოდა რომ მესამედ უკვე თავი ვერ დაიცვა. -ძალიან დაცული ტერიტორია გაქვთ, ვამაყობ. კახეთამდე ჩამოვედი და ზედ მეფის სასახლესთან მომიტაცეს. - ბრაზის სპასალარზე გადატანას ეცადა - თვითონ მეფე სადაა, თავისი მომავალი ცოლი, ვიღაც სპასალარის იმედად რომ დამტოვა. ნიანიამ გაიღიმა. -მეფე ბატონი მამათქვენს ამშვიდებს , სასახლეში არიან. -ამჯერად რომელმა ჭკვიანმა მომიტაცა? - კაბის ბოლო მოხია ირინემ და ნაკაწრის ოდნავ ზევით გადაუჭირა ბიჭს, რომელიც აშკარად დანით იყო მიყენებული და არა ნახმალევი. -მაგაზე ნუღა იღელვებთ, ქალბატონო -ნახმალევი არ არის , დანის ჭრილობაა. ბიზანტიელები ასე ახლოს არ მოდიან, არც ყარაჩაი-ჩერქეზები, სპარსელები იყვნენ? - ნიანიამ ისევ ჩაიცინა. -მეფე გელოდებათ ქალბატონო. - ქალმა სპასალარს ტუჩზე ხელი ააფარა და მთელი სხეულით უბიძგა ფარდულის უკან დამალვა. ნიანია უცებ დაყვა ქალის ძალას და კარების უკან გაეკრა. სპარსული ლაპარაკი მოესმათ ნიანია მხოლოდ ქართულად საუბრობდა, იმათი ვერაფერი გაიგო. პრინცესა ზურგით მთლიანად აეკრო ნიანიას, კაცმა მოშორება ცადა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. უკან დახევის ნაცვლად მხოლოდ თავი კედელს გაარტყა და პრინცესას მუჯლუგუნი მიიღო ფერდში. ისევ სპარსული საუბარი და ფეხის ნაბიჯების მოახლოვების ხმა გაისმა. ნიანიას ახლა მთლიანად აეკრო გოგონა. ზედ საზარდულზე საჯდომი იგრძნო კაცმა, ფილტვებიდან ჰაერი ნერვიულად გამოუშვა, ქალს ხელები თეძოზე მაგრად მოუჭირა, წინ გასწია. -ნუ მიახლოვდები, ადგილი გაქვს. - დაბოხებული ხმით ჩაჩურჩულ კაცმა და წინ უბიძგა. ირინემ ყბაზე ხელები მოკიდა და სახე ახლოს , ყურთან მიუტანა. - დანა გაქვს ? - თან აბჯარს ქვევით ხელით დანის ჩასადებს ეძებდა. ნიანიამ ყურთან ქალის ცხელის სუნთქვა და ღიმილი იგრძნი, მალევე დანა ამოაცალა ქალმა და გაშორდა. -ყურადღება მოიკრიბე სპასალარო, წავიდნენ. - კაბა მკერდთან დანით ჩახია მუხლამდე და ნაჭერი ძირს დაეცა. -საბედნიეროდ არ იცოდნენ ვინ ვიყავი, უბრალოდ შაჰინსაჰისთვის მისართმევი ლამაზი ბო*ზი ვარ მათთვის . ენლილი მეძებს? -გეძებს - ზურგი შეაქცია ქალს. -ტყუილად შეტრიალდი, ასე ვაპირებ გარეთ გამოსვლას. შენც გაიხადო გირჩევნია. - დანა ისროლა და ფეხებთან დაერჭო სპასალართან. -მე არა, მაგრამ შენ ადვილად გიცნობენ აქ, არ მინდა გადაპრანჭული სპასალარის გამო რომელიმე შაჰის , იმპერატორის ან თქვენი გავარდნილი ყაჩაღის პირადი ძუ*კნა აღმოვჩნდე. აქიდან ას მეტრში ბაზარია, ენლილი იქ იქნება. ვინმე თქვენგან თუ მეძებს სწრაფად გააფრთხილე , რომ ძებნა შეწყვიტონ და არ თქვან ვის ეძებდნენ.- სპასალარი პირღია უყურებდა. -ბაზარზე საიდან იცი? -თვალები მქონდა ახელილი, თორემ ყნოსვა და სმენა ადგილზე მაქვს. ცხენი მომიყვანე, და ენლილი , მერე ჩემით დავბრუნდები კახეთში. - ქალი მზის შუქზე სწრაფად გავიდა, სხივებმა თვალი მოჭრა და სახეზე ხელი აიფარა. მოკლე , ბრტელებით , თხელი კაბის სარჩული ეცვა, თეთრი , გამჭირვალე. ლამის თეთრეული მოუჩანდა. სპასალარმა ზედა გადაიძრო და ქალს უკან მიყვა. ბაზარში ხალხი ირეოდა, რამოდენიმე ენაზე საუბრობდნენ, ყაყანებდნენ. არც ერთს ეცალა, ერთმანეთისთვის. მზე იყო და თბილოდა, ირინეს უკვირდა, ასეთი სითბო ამ დროს, თუ სვანეთის სიცივეს შეჩვეული უკვე აღარაფრად აგდებდა სიცივეს ვერ გეტყვით. რამოდენიმე ადამიანის მზერა მიიპყრო მაღალმა, წვრილ წელიანმა ქალი, ნახევრად შიშველი, რომ იდგა მათ წინ . ფეხსაცმელები არ ეცვა, და სიარული მაინც არ უჭირდა. შორიდან ენლილის ყვირილი მოესმა, და სწორედ იმ მხარეს გაიხედა საიდანაც დაცვა მოდიოდა. -როგორ ხარ? -კარგად. -ცხენი იქით მყავს. წავიდეთ. -სპასალარი მარტო წავა, ჩვენ ტყით ვივლით, გავარდნილებს უნდა შევხვდეთ. -ასე შიშველმა? - გაიკვირვა სპასალარმა. -არა სპასალარო, აქ მე ჩემი ხალხი მყავს და ჩამაცმევს. თქვენ ეს არ იცით. ეს სიშიშვლე არ არის, შემიძლია სიშიშვლე განახოთ, სადმე ცალკე. - გაუცინა ირინემ და იქაურობას მოშორდა. -მამამსს შეატყობინეთ, რომ ხვალ საღამოს იქნება სასახლეში. წადით. - სპასალარი ყბა ჩამოვარდნილი მოშორდა პრინცესას და მის მცველს. -ენლილ ვაშლი მიყიდე - გაიცინა ქალმა და ქორბუდასკენ წავიდა. **** სიჩუმეში მჯდარი ლეონი მართას უყურებდა, ქალს რომელიც ერთ დროს თავისი ცოლი უნდა გამხდარიყო, რომ არა ირინეს დედა. -მიგრიგაული მალე დაგიბრუნებთ შვილს, არ ინერვიულოთ. - ლეონი მართლაც ღელავდა, მაგრამ ენლილი უკვე ყველა მხრივ ეძებდა ქალს და იცოდნენ იპოვიდნენ. -არ ვნერვიულობ - მოჩვენებით მაგრამ დამაჯერებლად გაიღიმა მეფემ - ირინე ისეთი ქალი არ გაგვიზრდია, პირველივე საფრთხემ რომ შეაშინოს და დანარჩენს ეშველება. - ლეონს უნდოდა დაჯერება, რომ თავის შვილს გიორგიც ეძებდა, მაგრამ ამაოდ. გიორგი ალბათ სადმე რომელიმე ხარჭასთან სე*ქსით იყო დაკავებული. მეფემ ყავა მოსვა და დედოფალს გახედა. -როგორ მოგწონთ სასმელი? -პირველად გავსინჯე, რა არის? -თურქული ყავაა, ჩვენში ტალახსაც ხშირად ეძახიან, რამდენიმე სახის ჩამოგიტანეთ, ირინეს ძალიან უყვარს. - სიჩუმე ჩამოვარდა, როცა გიორგიმ კარები შემოაღო. -ნინიამ იპოვა ირინე - ახარა სიმამრს. -ვინ მოიტაცა? -არ ვიცი, თქვენ ქალიშვილს ტყეში გავარდნილების ნახვა მოუნდომებია, ხვალ საღამოს ჩამვა და თავად გვეტყვის. - ლეონმა გაიღიმა, იცოდა გოგოს ბაგრატიონების გასაკონტროლებლად ტყეში გავარდნილები ყავდა , მათ საჭმელს ჩაუტანდა. -მეფეო, თქვენ ქალიშვილს ტყეში გავარდნილებთან სრა საქმე აქვს? ნუთუ ჩვენს უკან ამბებს ხლართავს? - მაგიდაზე ორივე ხელით დაეყრდნო გიორგი და თვალებში ჩახედა ლეონს. -თუ სამეფო კარგად გინდა მართო პატარა ბატონო, შენი მოყვარეს მტრებთანაც კარგად უნდა იყო, ჩვენში წესი ასეა. არც ცეცხლი ჩააქრო და არც ისე ააგიზგიზო, რომ დაგწვას. დაიმახსოვრე. ან ჩემი ქალიშვილი გასწავლით. თქვენის ნებართვით , დასაძინებლად მოვემზადები და ინანიელსაც დავამშვიდებ. - მეფე ოთახიდან გავიდა და თან ორი მცველი გაყვა. *** ენლილი გოგოს უკან მიყვებოდა. -იქ გახდა უსაფრთხო არ იყო, არც საჭირო. რატომ გაიხადე? - რამოდენიმე საათიანი სიჩუმის მერე იკითხა მცველმა. -მაინტერესებდა სპასალარი რამდენი ხანი შეიკავებდა თავს. - ირინემ გაიცინა და ცხენი წინ გააჭენა. -გაბრიჩიძე დაგხვდება წინ, ცხენს შეანელებინე სვლა. -შენი აზრით გიორგი მეძებდა თუ ისევ იმ მეძ*ავს ჟიმ*ავდა? -გიორგის ყურადღებას ეგრე მარტივად ვერ მიიღებ. -იქნებ არც დამჭირდეს? - მხრები აიჩეჩა გოგომ და მშვილდი ზურგზე გაისწორა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.