სულის"ეული"
- ისუნთქე! - ყურებში გულის გაბმული გუგუნი და დამაყრუებელი შხუილი მესმის. - ისუნთქე! - ფილტვები ისე მტკივდება, თითქოს ათასობით ძვალი გამჩროდა შიგ. - ისუნთქე! - გავრბივარ, რაც ძალა და ღონე შემომრჩა. ხელ-ფეხი ძლივს მემორჩილება. რამდენჯერმე წავიფორხილე, გადაგლეჯილი ხელის გულებიდან და მუხლებიდან სისხლი თქრიალით იწყებს დენას. ისევ ვდგები და ხელებგაწვდილი წინ გავრბივარ. მკერდსა და მუცელში ისეთ ტკივილს ვგრძნობ, რომელიც აქამდე არასდროს გამომიცდია. თითქოს შიგ გავარვარებული კუპრი ჩაესხათ. მტკიოდა და მეწვოდა ყველაფერი. მაგრამ მაინც - ისუნთქე! - ვყვირი განწირული გონებაში. - არ გაქვს უფლება დანებდე, ისუნთქე! ჩემს გარშემო უკუნი სიბნელეა, თუმცა წინ, ჩემგან ძალიან შორს ალისფერ შუქზე ორი სილუეტი ჩანს. მათკენ გავრბივარ, მისთვის. ორი რამ დანამდვილებით ვიცი, ის ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია და მე ის უნდა გადავრაჩინო, სიკვდილისგან უნდა ვიხსნა. - მოშორდი მას! - ვყვირი, თუმცა ჰაერი არ მყოფნის, ხმას ვერ ვაწვდენ. უნდა ვისუნთქო, უნდა მივასწრო. სულ ცოტაც, სულ ცოტაც დარჩა, სილუეტები უფრო იზრდება და გრძელდება. უეცრად მონსტრის თვალები ცეცხლისფრად აენთო, მესმის გამაყრუებელი გრგვინვა და გუგუნი, ექო კი ამეორებს და ამეორებს. - არა! - ის ადგილიდან მოსწყდა და დაბლა დაშვება დაიწყო. - არა! - ფეხები ერთმანეთში მერევა და ძირს ვეცემი. ვეღარაფერს ვგრძნობ, გარდა ჯოჯოხეთური ტკივილისა. ფორთხვით ვაგრძელებ გზას, მიწიდან ამოჩრილი ბასრი წაწვეტებული ქვები მონაცვლეობით მისერავს ჯერ ერთ ხელს, შემდეგ მეორეს. სულ ცოტაც და მის სხეულთან ვიქნებოდი, რომელიც უფსკრულის პირას გადაკიდებულიყო, უფსკრული კი პირდაფჩენილი, წითელი ხახით ელოდა მსხვერპლს როდის შთანთქავდა. - აქ ვარ, აქ ვარ - ხელებით ჩავებღაუჭე მის მაისურს, თითებსა და ხელის გულზე წამში ვიგრძენი თბილი, ბლანტი სისხლი - ისუნთქე, უნდა ისუნთქო! - მინდოდა მისი სახის დანახვა მაგრამ ახლა ცეცხლისფერი უფსკრული ჩანდა მხოლოდ. ხელების ცეცებით ვპოულობ მის მკლავს. მთელი ძალით ვეჭიდები მის ძლიერ, დაძარღვულ მტევანს, რომელიც ახლა უსიცოცხლო და დაუძლურებული გამხდარიყო. - არ გაგიშვებ - საპასუხოდ მკერდიდან გმინვა აღმოხდა - მაპატიე - გაიშრიალა მისმა ძლივს გასაგონმა ხმამ. უეცრად მის ქვეშ მიწა გაქრა და ისიც უფსკრულიში გადაეშვა. - არა - ვხრიალებ და მის ხელის მტევანს ვებღაუჭები. ხახადაფჩენილი უფსკრული მონსტრად გადაქცეულიყო და ავისმომასწავლებლად ბორგავდა. წამით ვგრძნობ როგორ მეჭიდება თითებით და ისევ უსიცოცხლო ხდება. სისხლით დასვრილი ხელები სრიალს იწყებდა. ხელიდან მეცლებოდა მისი მკლავიც და თავად ისიც. გული ყელში მომბჯენოდა, სხეულის თითოეული ნაწილს ვგრძნობდი როგორ მაგლეჯდა ვიღაც. - არ წახვიდე - ტკივილმა თვალებამდე მიაღწიეს და გავარვარებული ცრემლებმა დაიწყეს გზის გაკვლევა. - არ მიმატოვო... ნუ მიმატოვებ... გთხოვ! - ვევედრებოდი მთელი ჩემი არსებით, ენით გამოუთქმელი სურვილი სისხლსა და ხორცში ტკივილით მიფეთქავდა, მიმდოდა ჩემი გაეგო, მოესმინა, დაეჯერებინა. ვებღაუჭებოდი უკანასკნელ იმედს, მის ხელს. - გთხოვ... ნუ მიმატოვებ... დარჩი- ხმამაღლა ქვითინსა და გოდებაში, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაურკვევლად ვჩურჩულებდი. - წამიყვანე! სული მეწვოდა. დაკარგვის შიში და ის, რომ ვერაფერს შევცვლიდი, პანიკაში მაგდებდა. - ის არა, მე! გთხოვ - აკანკალებული და ჩახრეწილი ხმით შევევედრე. - ცეცხლის ენები მეტად აენთნენ მონსტრის ხახიდან, თვალები წითლად აუგიზგიზდა. კიდევ ერთხელ შეზანზარდა ყოველივე, მონსტრის გრგვინვამ შეძრა უკუნი. - არა! - განწირულმა ვიღრიალე - არა! მისი მკლავი გამისხლტდა და ახლა მხოლოდ თითებს ვეჭიდებოდი. მონსტრმა კმაყოფილმა და გამარჯვებულმა ამომხედა. ეს დასასრული იყო, ქვეყნიერების აღსასრული. უსასრულო უფსკრულის თავზე ეკიდა მისი სხეული, ძალაგამოცლილი, უღონო. - გთხოვ! - შევევედრე ქვითინით - არ წამართვა! საზარლად გადაიხარხარა, შემდეგ აბობოქრდა და აზვირთდა. წითელი ენები სულ უფრო და უფრო დაგრძელდნენ და მის სხეულს შემოერტყნენ გარშემო. უკანასკნელად გავიგონე მისი მკერდიდან ამომავალი გმინვა, თითქოს სურდა რაღაც ეთქვა. - არ წახვიდე - შევევედრე ისე, თითქოს ღმერთი ყოფილიყო, რომელსაც მარადიული მტანჯველი ჯოჯოხეთიდან შეეძლო ჩემი დახსნა. მთელი ძალით ჩავეჭიდე მის თითებს. - მეც წამოვალ! - უფსკრულიდან ჯერ ღმუილის, შემდეგ გრგვინვის ხმა გაისმა. ცხელი და მყრალი ჰაერის ნაკადი ამოიჭრა და თან მოჰყვა აზვირთებული ცეცხლი, რომელიც თვალუწვდომელ სვეტად აღიმრთა. ტირილის, სიმხურვალისა და მყრალი ჰაერის გამო თვალები ამეწვა და სუნთქვა უფრო გამიჭირდა. მკლავებში შერჩენილი ძალაც მეცლებოდა და მიკანკალებდა. მისი სხეული, რომლის შთანთქმასაც ცეცხლი ცდილობდა, უფრო და უფრო მძიმდებოდა და მიექანებოდა უძირო უფსკრულისკენ. - შენს გარეშე ვერ ვიარსებებ, მეც მოვკვდები - ტირილით ვიყვირე. თავში დატრიალდა უამრავი ხმა, ის ჩემს გვერდით აღარ იქნება, ვერ შევეხები, ვერ ვნახავ, ვერ გავიგონებ მის ხმას, რომელიც ერთდროულად შემოდგომის ფოთლებივით შრიალებს და ხავერდოვნად ქუხს. ვეღარ ჩამკიდებს ძლიერ, დაძარღვულ ხელებს, გულის ძგერას ვერ მოვისმენ, ვერ... ვერ ... ვერ...- სანახევროდ გადაკიდებული მთელი ძალით ჩავეჭიდე მის თითებს. ძგერაშეწყვეტილი გული ყელში მომებჯინა და ტკივილისგან ვეღარ ამოვისუნთქე. თვალები დავხუჭე. მზად ვიყავი მასთან ერთად მოვმკვდარიყავი, ეს ის იყო რაც მსურდა. - "მიყვარხარ"- იგრიალა მისმა ხმამ, დატრიალდა ექოდ ყოველი მხრიდან. აზრიალდა მიწა, შეზანზარდა და იქუხა. ცეცხლი უფრო გაიშალა, აენთო, გამომგლიჯა ხელიდან და წამში უფსკრულში გაუჩინარდა მასთან ერთად. ირგვლივ უკუნეთი სინელე გამეფდა. - არა, არა, არა - ვკიოდი სასოწარკვეთილი. დაცარიელებულ ხელებს უსასრულო სიცარიელეში დავაცეცებდი. გონებაში ჯერ კიდევ მიტრიალებდა მისი ხმა, ერთი სიტყვა. "მიყვარხარ" ... - დაბრუნდი - ვკიოდი, ტკივილისგან ვყმუოდი, ცხადად ვგრძნობდი, როგორ მემტვრეოდა სათითაოდ თითოეული ძვალი. მტკიოდა, მტკიოდა სხეული, მეწვოდა სული, ნაკუწ-ნაკუწ მაგლეჯდა ვიღაც გულს, კიდურებს, სხეულის თითოეულ ნაწილს. -დაბრუნდი!-ვიღრიალე სიგიჟის ზღვარს მისულმა,ხმაც ჩამიწყდა. - დაბრუნდი!-კიდევ ერთხელ შევყვირე და შეძრულმა თვალები დავქაჩე. უკუნი სადღაც გამქრალიყო,არანაირი უფსკრული,არც მონსტრი თავისი ენებით, აღარც"ის". ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე, "რათქმაუნდა,ისევ დამესიზმრა!"- ჩემს საწოლში ვიწექი, მზის სხივებით განათებულ და გამთბარ ოთახში. ამოვიგმინე და მაშინღა მივხვდი, რომ ჯერ კიდევ გულამომჯდარი ვტიროდი. გული კი ისევ ისე მტკიოდა. ყოველ ღამით ჩემი ტანჯვა უფრო და უფრო მძიმდება და გაუსაძლისი ხდება. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არარსებული ადამიანი გესიზმრებოდეს, მთელი არსებით გრძნობდე მისდამი სიყვარულს, მისი ტკივილი საკუთარზე მეტად გტკიოდეს და მისი დაკარგვის სიკვდილზე მეტად გეშინოდეს?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.