შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაისია ამირეჯიბი (7 თავი)


27-02-2023, 20:36
ავტორი Anastacia
ნანახია 1 474

ისევ მის ძილს დარაჯობდა თითქოს ეს რამეს შეცვლიდა და თავის დანაშაულს ამით გამოისყიდდა.ძილშიც კი წაშლილი სახე ჰქონდა ტაისიას.საერთოდ არ გავდა იმ ქალას 10 წლის შემდეგ ზღვის პირას,რომ დაინახა:ძლიერს და თავდაჯერებულს .
იმდენად აირია აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.მათი შემთხვევა არც ერთ სხვას არ გავდა,არც ყველაფრის დაკიდება და ტაისიასთან ერთად გაქცევა შეეძლო არც იმ პრობლემების გადაწყვეტა,რაც მათ აწუხებდათ,არც იმის დავიწყება,რაც მას და თავის ოჯახს გადახდა,არც საკუთარი პრინციპები აძლევდა იმის უფლებას,რომ უბრალოდ ყველაფერს დანებებოდა და ბედნიერად ეცხოვრა.არც ის იცოდა რა იყო ბედნიერება.საქართველოდან,რომ წავიდა საკმაოდ დიდი იყო,ყველაფრის მიტოვება და მერე ახალ გარემოსთან შეგუება ძალიან გაუჭირდა,ყველაფრის გადატანა მარტო მოუხდა და ამან მასში უემოციო გაბრიელი გააჩინა,გაბრიელი,რომელიც ყველაფერს ცივი გონებით უყურებდა და არასდროს ფიქორბდა თავის გრძნობებზე.დიდად არც გარშემო მყოფების გრძონები ადარდება,მაგრამ ტაისიას ტკივილი მის დანახვის პირველი წამიდან შეიგრძო,ჯერ კიდევ მაშინ,როცა ბაღში შემოპარული გოგონას კუპრივით შავმა თვალებმა დაატყვევეს.
-ყველაფერი შენი თვალების ბრალია!-ისე უთხრა თითქოს ტაისია უპასუხებდა და აუცილებლად თავს გაიმართლებდა,მაგრამ ტაისიას ეძინა,ეძინა რომ რეალობას გაქცეოდა,რეალობას რომელიც სულს უხუთავდა.
***
რა თქმა უნდა,მარტო ვერ გაუშვებდა ამიტომ ჯაჭვლიანის სახლს უთვალთვალებდა,ისიც კარგად დაინახა,როგორ შევიდა ტაისია და დიდი ხანი ელოდა ტაისიას გამოსვლას ან შოთას გამოჩენას,მაგრამ ბოლოს მხოლოდ მაღლაფერიძე დაინახა,რომელიც სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სახლში,უცებვე დაურეკა ანუკის:
-კახა,-მაშინვე იცნო გოგონას აღელვებული ხმა,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.
-რა ესაქმება შენს ძმას თენგიზ ჟაჭვლიანის სახლში?
-და შენ ვინ გეკითხება მაგას?
-ანუკი მიპასუხე,რომ გეკითხები!
-რას ღრიალებ,არაფერსაც არ გეტყვი!ჩემი ძმა იქ არის სადაც საჭიროა.-გაუთიშა,მაგრამ ანუკისთვის უარესი, კახა სახლში დაადგა.კარის ბრახუნის ხმა, რომ გაიგო მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა.-სანამ ამ კარს არ ჩამოიღებ მანამ არ მოისვენებ?-უკვე კარს მიღმა მდგომ კახას უყურებდა.
-შენ კი ჩემი ნერვების მოშლის გარეშე ვერ ისვენებ ხო?-გოგონა გვერდით გასწია და დაუპატიჟებლად შეაბიჯა სახლში.
-რა გინდა კახა?- უკვე დივანზე მოკალათებულ ბიჭს ზემოდან დაჰყურებდა.
-ახლა ამოიღებ ტელეფონს,შენი ლამაზი თითებით შენი ძმის ნომერს აკრიფავ და დაურეკავ.
-კიდევ რა გნებავთ ბატონო კახა?-ირონიულად გაუღიმა.
-რაც შეიძლება მალე დააბრუნოს ტაისია სასტუმროში თორემ დამიჯერე საერთოდ არ მოგეწონება ის რის გაკეთებასაც დავაპირებ.
-და ვინ გითხრა,რომ ტაისიას მანდ ძალით აჩერებენ?
-არ მაინტერესებს! თქვენ საერთოდ რა გგონიათ?ან რაიცით ტაისიასა და ნანუკაზე.უცებ გამოჩნდით და-ძმა და შურისძება გადაწყვიტეთ არა?და რას იტყოდა ნანუკა,როცა ნახვადა თავის საუკეთესო მეგობარს როგორ აწამებთ?ის მთელი ცხოვრება მის დაცვას ცდილობდა თქვენ კი მთლიანად გაანადგურეთ.მისგან აღარაფერი აღარ დარჩა!ანდა რატო შედის შენი ძმა ასე მშვიდად თავისი დის მკველელის სახლში?-საშინლად გაცოფებული იყო კახა ბატონი.
-ვის სახლში?-სიცილი აუვარდა ანუკის.-ეს თქვენ არ იცით არაფერი!თენგიზი გაბრიელის ნათლიაა და ჩვენი ოჯახის ახლობელი.და საერთდ რა საინტერსოა ასეთ ზღაპრებს როგორ იჯერებთ ხოლმე.ალბათ შოთას კარგად გათვლილი გეგმა იყო.ჩვენი ბიძია თენგო არასდროს არ შეეხება უდანაშაულო ადამიანს.-გამარჯვებული გამომეტყველებით მოთავსდა კახას წინ სვარძელში.
-ანუ თენგო ბიძია?-ჩაიცინა კახამ და თავი ხელებში მოიქცია,უცებ მუშტი დაარტყა მათ შორის მოთავსებულ მაგიდას და ანუკიც წამოხტა მოულოდნელობისგან.-მე თქვენ გაამაგიჟებთ!რა თამაშს ხლართავთ?არა,მოიცა არ მაინტერესებს.ტაისია უახლოეს ერთ საათში თუ არ დამირეკავს და არ მეტყვის,რომ კარგად არის დამიჯერე შენს საყვარელ ძამიკოს კარგი დღე არ გაუთენდება!-წამოდგა და წასვლა დააპირა,მაგრამ ანუკის სიტყვებმა შეაჩერეს.
-შენც იცი არა?
- და რა ვიცი მე?
-რომ ჩემს იდიოტ ძმას ტაისია უყვარს და აუცილებლად დაიცავს,რადაც არ უნდა დაუჯდეს,იცი, თორემ ასე მშვიდად არ წახვიდოდი აქედან.
-დიახ ვიცი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაისიას იქ დავტოვებ.-წავიდა და თან გაიყოლა ანუკის ფიქრები,რომელიც მხოლოდ კახათი იყო გაჟხენთილი.
***
თვალები გაახილა და უბრალოდ ჭერს უყურებდა:
-როდის მიხვდები,რომ რეალობას ვერ გაექცევი?-რამდენიმე წუთში გაბრიელის ხმა,რომ ჩაესმა მაშინვე მისკენ მიატრიალა თავი.არაფერი არ უთქვამს,მშვიდად წამოდგა და პირდაპირ გაბრიელის თვალებს გაუსწორა თავისი:
-კმაყოფილი ხარ?
-რითი უნდა ვიყო კმაყოფილი ტაისია?იმით რომ ბაბუაშენი მკვლელია და მალე ამის დამტკიცებას შევძლებ.დიახ ამით კმაყოფილი ვარ!
-ეგ ვიცი გაბრიელ.იმით თუ ხარ კმაყოფილი,რომ ასეთს მხედავ?შენ ხომ სულ ეს გინდოდა,თავიდანვე ეს გინდოდა....
-რატომ ხარ დარწმუნებული,რომ მაინც და მაინც განადგურებული ტაისიას ხილვა მინდოდა?
-იმიტომ,რომ ყველაფერი წაგართვი,ყველაფერი, რაც შენი იყო.-აქამდე თუ გაბრიელი მშვიდად იჯდა ახლა ნამდვილად შეეცვალა გამომეტყველება,-ჯერ ნანუკა მერე სახლი,მერე უნივერსიტეტი და მეგობრები,მერე სამშობლოც,ყველაფერი,რაც აქაურობასთან გაკავშირებდა.დიახ ეს ყველაფერი შოთამ გააკეთა,შოთამ აიძულა შენს მშობლებს აქედან წასვლა,რადგან იცოდა,რომ თქვენი სიახლოვე მე ხელს შემიშლიდა.ასეც მოხდა,იქ იმ სახლში,იმ ბაღში იდეალური ოჯახის დანახვამ მთლიანად დაანგრია ჩემი წარმოდგენა ოჯახზე.პირველი რასაც მივხვდი ის იყო,რომ ოჯახი საერთოდ არ მყავდა,მაშინ პირველად შემშურდა ადამიანის და ალბათ უკანასკნელადაც.შოთამ მალევე შეამჩნია ჩემი ცვლილებები ხასიათში და მიზეზიც მალევე აღმოაჩინა,-ჩაიცინა და თვალებ ჩაწითლებულ გაბრიელს ისევ გაუსწორა მზერა.-ახლაც ყურში ჩამესმის დედაშენის მუდარა,მას საშინლად არ უნდოდოა აქედან წასვლა,არ ვიცი შოთამ რა უთხრა,მაგრამ მაშინვე გაჩუდა და დანებდა.და ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა,ახლაც ჩემს გამო ხდება ყველაფერი,რა ბედის ირონიაა,რომ ერთმა ჩვეულებრივმა მეგობრობამ ყველას ცხოვრება ამოატრიალა.ნეტავ იმ დღეს არ მივსულიყავი სკოლის ეზოში მარტო მჯდარ გოგონასან და არ მიმეცა ჩემი შოკოლადი,დღეს ის ცოცხალი იქნებოდა,შეიძლება შენც ბედნიერი ყოფილიყავი და სეართოდ მთელი მაღლეფერიძეების ოჯახი მშვიდად იცხოვრებდით.პატარა ტაისიას გაუაზრებელმა ნაბიჯმა ცხოვრება დაგინგრია გაბრიელ და რა იქნება თუ მე შემდეგ ნაბიჯებს სრულიად გააზრებულად გადავდგამ?-ტაისიას თვალებში აღმოჩენილმა სიძულვილის ტალღამ მიახვედრა გაბრიელი,რომ ტაისია ამით მხოლოდ და მხოლოდ თავს იცავდა.
-რა სამწუხაროა,რომ შენში მკვლელი შოთა უფრო ბუდობს ვიდრე მამაშენი!ჩემზე ხარ გაბრეზებული?ახლა შენი გონება ცდილობს,რომ შენი უბედურება ვინმე სხვას გადააბრალოს?გინდა თავი დამნაშავეთ ვიგრძნო იმის გამო,რომ ბაბუაშენი მამაშენის მკვლელი აღმოჩნდა....
-ნუ ეძახი მაგ არაკაცს ბაბუაჩემს!-პირველივე რაც მოხვდა ხელში და რომელიც ნათურა აღმოჩნდა,ძლივს აიცილა გაბრიელმა.-ყველაფერი შენი ბრალია! ჩამოხვედი და ყველაფერი აურიე.ახლა მე როგორ გავაგრძელო ცხოვრება?მითხარი რა უნდა გავაკეთო?-მთელი ძალით დაუშინა მუშტები გებრიელის გულ-მკერდს.-საერთოდ არავინ არ მყავს!მე სულ მარტო ვარ ამ დაწყევლილ დედამიწაზე და შენ მაინც არ გყოფნის ეს!რა გინდა კიდევ გაბრიელ?ალბათ,რომ მოვკვედი დაისვენებ! შოთა ჩათვალე ისედაც მკვდარია!მაგრამ ეს არ გყოფნის.მოხვედი აქ და გამომიცახდე,რომ მამაჩემი იმ ადამიანმა მოკლა ვინც ფაქტობრივად გამზარდა,ვისაც ბაბუას ვეძახდი მთელი ცხოვრება და ვინც მიყვარდა!მოხვედი მშვიდად დადეგი ჩემს წინაშე და ყველაფერი გააკეთე,რომ ჩემი ისედაც განადგურებული სამყარო კიდევ უფრო გაგენადგურებინა!კიდევ რა გინდა გაბრიელ?
-როგორ ვერ ხვდები!-ბოლოხმაზე დაიყვირა გაბრიელმა.
-რას უნდა ვხვდებოდე?-არც ტაისიამ დააკლო.
-მე უბრალოდ მინდა,რომ ეს ნიღაბი მოიშორო და უბრალოდ ტაისია იყო....ტაისია და არა ტაისია ამირეჯიბი!მინდა რომ უბრალოდ ნანუკას მეგობარი იყო და არა ის ვინც მის სიკვდილშია დამნაშავე!მინდა,რომ რეალობას შეეგუო და სიმართლე აღიარო და მოშორდე ყველაფერს,ყველაფერს რაც აქაურობასთან გაკავშირებს.მინდა იმ სასტუმროსაც მოშორდე სადაც სუნთქვაც კი არ შეგიძლია,მთელი ღამეები აივანზე,რომ ზიხარ სიცივეში.მინდა შენთვის იცხოვრო და არა სხვისთვის,იმას აკეებდე რაც შენ გინდა და არა იმას რაც იმ მკვლელს სურს!-გაუზრებლად ამბობდა ყველა სიტყვას,რომელიც მხოლოდ ერთადერთ რამეს იუწყებოდა:გაბრიელი ერთდადერთი იყო ვინც ტაისიასვის კონტროლს არ ექვემდებარებოდა!ერთადერთი ვინც მართლა იცოდა რა სურდა ტაისიას არსებას.ხელები მოხვია აცრემლებულ ტაისიას და ძლიერ ჩაიკრა გულში.-მინდა რომ უბრალოდ ტაისია იყო,უბრალოდ ჩემი ტაისია...
-შენი ტაისია...-ჩუმად წარმოთქვა გააბრიელის მკლავებში არსებულმა.
იქნებ ეს იყო დასასრული ან იქნებ ახლა იწყებოდა ყველაფერი,მაგრამ ახლა ტაისია მართლა არსებობდა,მართლა სუნთქავდა.ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში,მაშინ როცა ტაისიასთვის დასრულდა ყველაფერი რაც სიტყვა ოჯახს ეხებოდა, მაშინ როცა მამის მკვლელი ყველაზე ახლო ადამიანი აღმოჩდა,ტაისია სუნთქავდა,შეიძლება ყველაზე სუსტი სუნთქვით,მაგრამ ეს უკვე რაღაც ახალი იყო,რაღაც ახლის დასაწყისი,რომლის მიზეზიც გაბრიელი იყო.
***
1 თვის შემდეგ...
-ტასია რატომ ხარ ჩუმად?-ისევ იმ აივანზე იდგა კახასთან ერთად,მაგრამ მხოლოდ უკანასკნელად.
-არვიცი შევძლებ თუ არა.-ზღვაც სხავანაირი ეჩვენა,ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის უყარდა.უყვარდა ზღვა,რომელმაც ყველაფერი იცოდა ტაისიას შესახებ.
-ის არ მოგცემს დაცემის საშუალებას.-კახა კი სიგარეტით ხელში იდგა და იმაზე სევდიანი ეჩვენა ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
-ვიცი,მაგრამ არ მინდა რომ საკუთარი თავი დაივიწყოს.
-მორჩა ტაისია,ნუ ფიქრობ.ახლა შენს ცხოვრებაში ის ადამიანია ვინც გჭირდება,მიეცი საკუთარ თავს იმის უფლება,რომ სხვამ იზრუნოს შენზე.
-იცი,დღეს დილით,როცა ნივთებს ვალაგებდი ფოტო ვნახე,შენ ნანუკა და მე.ხომ გახსოვს ის დღე მთელი რომი,რომ მოვიარეთ?
-და ბოლოს ნანუკამ ერთი ფოტოს გადაღება ძლივს გვაიძულა.....
-რაც ნანუკამ გაგვაცნო ერთმანეთი,მას შემდეგ სულ ჩემს გვერდით ხარ.იცი რას მივხვდი?ნანუკას მარტო არ დავუტოვებივართ.მან ერთმანეთი დაგვიტოვა.ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი ამას და საკუთარ თავზეც გავბრაზდი,მაგრამ შენ ის ადამიანი ხარ ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მიტანდი ასეთ აუტანელს.
-ტაისია ამ ბოლო დროს ზედმეტად მგრძნობიარე გახდი ხვდები? ჩემი ბნელეთის დედოფალი მომენტრა,რომელსაც მხოლოდ ბრძანებების გაცემა შეეძლო.
-არა ეს სიმართელეა,მინდა რომ ბედნიერი იყო,ამაში მე კი ვიცი ვინ დაგეხმარება,მაგრამ მე უძლური ვარ.ბევრი ვიფიქრე ვის ხელში უნდა აღმოჩენილიყო ეს სასტუმრო და ყველაზე მეტად მას შენ იმსახურებ.
-არა ტაისია,არც კი იფიქრო.
-გთხოვ მომისმინე,ამ კედლებში მოგონებები იმალება,რომელიც მხოლოდ მე,შენ და ნანუკას გვეკუთვნის,რომლის განადგურებასაც ვერ დავუშვებ. გთხოვ მიიღე ეს სასტუმრო ჩემგან.ეს ერთადერთი ადგილია,რომელიც მიყვარს,მაგრამ ის მე არ მეკუთვნის ის ტაისია ამირეჯიბს ეკუთვნის მე კი არ მინდა მასთან რამე მაკავშირებდეს,მაგრამ მაინც მინდა,რომ ის შენ გეკუთვნოდეს. და ხო ბნელეთის დედოფალი ბოლოჯერ გასცემს ბრძანებას და გიბრძანებს,რომ არანაირი წინააღმდეგომა არ მიიღება!-გაუღიმა და მოეხვია კახას,რომელიც არც თუ ისე კმაყოფილი იყო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.-მადლობა,რომ სულ ჩემს გვერდით ხარ.
-არა აშკარად უკეთესი იყო,როცა ჩემს ბოსად მოგქონდა თავი.
-არა რა კიდევ მიკვირს რამ მოაწონა მაგ თოჯინასავით გოგოს შენში.
-მაგ შენს გაბრიელს გადაეცი ნუ მიბღვერს ყოველ შეხვედრაზე,ჩემი ბრალი არ არის თავისი და თუ ვერ ხვდება რა სურს.
-ასე უნდა იჯიუტოდ ორივემ?
-მიყვარს, როცა ბრაზობს.-გაეღიმა,რა ქნას ვერასდროს ვერ იკავებს თავს,როცა საქმე ანუკის გაბუშტულ ლოყეს ეხება.
-ჰო და მერე ჯავრს გაბრიელზე იყრის ხოლმე,რომელსაც ერთი სული აქვს შეცდომა დაუშვა და ხელში ჩაგიგდოს,რომ კარგად გაგიგდოს.
-რა სიტყვებია ტაისია.დააბრუნეთ ინტელიგენტი ტაისია!
-ცანცარა...-ორივე იცინოდა და ორივესთვის ეს რაღაც ახალი იყო.
-გასაგებია,რომ სასტუმროს მე მაძლევ...დანარჩენი?-
- ეს ერთადერთი ადგილია,რომელთანაც მას კავშირი არ აქვს ამიტომ გიტოვებ შენ.ხვალ ყველაფერი დასრულდება...მას დაიჭერენ და რაც მისგან დარჩება იმას გავყიდი და ალბათ იმას მივცემ ვისაც მართლა სჭირდება.
-ანუ ასე დასრულდება შოთა ჩიქოვანის ეპოქა.
-ჰო მეც მგონია,რომ უარესს იმსახურებს.-აღარ გავდა იმ ტაისიას საუბრის დასაწყისში,რომ იყო და ეს საერთოდ არ მოეწონა კახას.
ამ ნოტაზე დაასრულეს,რადგან ტაისიამ საუბრის გაგრძელება აღარ მოინდომა.კიდევ ერთხელ მოათვალიერა სასტუმრო და იქ დაბრუნდა სადაც მთელი გულით ელოდნენ.
***
-გაბრიეეელ....-მისაღებში და საძინებელში,რომ არ დახვადა ხმა აუკანკალდა.
-კაბინეტში ვარ ტაისია.-თვითონაც არ იცის რამ ააფორიაქა ან რატომ ვერ მიხვდა,რომ კაბინეტში იქნებოდა ასეთ დროს ხომ სულ მუშაობს,მაგრამ მისი ხმის გაგონებისას ამოისუნთქა და კაბინეტისკენ დაიძრა.არაფერი არ უთქვამს,პირდაპირ გაბრიელის მუხლებზე მოთავსდა და გულზე მიეკრა.-ასე ნუ იქცევი თორე ვიფიქრებ,რომ ამ რამდენიმე საათში მოგენატრე,-ეგოისტურად მოსწონდა როდესაც ტაისია თავის გრძნობებს ამჟღავნებდა.
-მგონი მართლა მომენატრე...-ამჯერად თავი ასწია და ლოყაზე მიაწება ტუჩები.
-მგონი?
-ჰო მგონი...-ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია.
-ტასია რატომ ხარ დაძაბული?-პირველი გაბრიელი მოშორდა და წარბებ შეკრულ ტაისიას მზერა გაუსწორა.
-ვინ გითხრა?
-ვგრძნობ, არ არის საკმარისი?
-ისევ თავიდან ვიწყებთ ხომ?როდის მოიშორებ ჩემი ფსიქოლოგის როლს?-გაბრელის მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და მაგიდას მეორე მხრიდან მიუჯდა.
-ტაისია!-ტონი გაამკაცრა გაბრიელმა.
-გაბრიელ როგორ უნდა ვიყო მშვიდად,როცა ხვალ იცი რაც უნდა მოხდეს....
-ხვალ მამაშენის მკვლელი კანონის შესაბამისად დაისჯება და ეს ოდნავ მაინც უნდა გამშვიდებდებს.
-ალბათ კი,მაგრამ...
-არავითარი მაგრამ ტაისია...-წამოდგა და ხელი გაუწოდა,ტაისიამ დაუყონებლივ მიაგება თავისი და ერთად გავიდნენ კაბინეტიდან.-ახლა შენ დამშვიდდები,საერთოდ არ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე და ჩემთან ერთად დაიძინებ.-არაფერი არ უთქვამს ტაისიას,მაგრამ ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ.
***
მხოლოდ ერთ კადრს ატრიალბდა თუ როგორ გამოჰყავდათ შოთა ჩიქოვანი ხელბორკილებით თავისი სახლიდან,მაგრამ არ ჰყოფნიდა,არ ჰყოფნიდა იმ ტკივილის გასაქრობათ რაც მიაყენა.
ისევ შეშინებული გამოეღვიძა,მაგრამ როგორც კი გაბრიელის მკლავები იგრძნო სუნთქვა დაარეგულირა.ცოტახნით გათიშა ფიქრის ფუნქცია და მთლიანად გაბრიელზე კონცენტრირდა.
-გაბრიელ,გაიღვიძე გაბრიელ.
-საერთოდ ვერ ისვენებ,საერთოდ.-კიდევ უფრო ძლიერ მოხვია მკლავები და სახე დაუკოცნა.
-აბა შენს გვერდით მშვიდად როგორ უნდა მეძინოს.
-მაგიჟებ...-მაინც ვერ გაძლო ტაისიას ტუჩების გარეშე,რომლებიც ასე გამომწვევად უმზერდნენ.
-ვიცი.
-არ იცი!
-პატარა ბავშვს ემსგავსები.
-არ მოგწონს?
-არა.
-იტყუები.- ტაისიას გაბრიელის გულ-მკერდზე ედო თავი და შინაგანი ფორიაქის იგნორირებას ცდილობდა.-ადექი მოვემზადოთ და ვჭამოთ.-წამოიწია გაბრიელი მაგრამ,ტაისიამ ისევ უკან დააბრუნა
-არა,გთხოვ,ვიყოთ ასე კიდევ ცოტახანი.-დაემორჩილა და ისევ უკან დაბრუნდა.
-გეშინია!-უეცრად წარმოთქვა გაბრიელმა.
-რა იქნება შემდეგ?
-შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო.
-შენთან ერთად?
-თავისუფლებისთვის მე არ გჭირდები.შენით უნდა გაინთავისუფლო თავი იმ კლანჭებიდან,რომელიც შენდა საწინააღმდეგოდ შემოგხვიეს.
-ანუ მარტომ?-პასუხი არ მიუღია გაბრიელისგან.წამოდგა და მომზადებას შეუდგა.
***
ყველაფერი მზად იყო,უბრალოდ ტაისიას უნდა გამოეწვია საუბარში და ყველაფერი უნდა ეღიარებინა შოთას.მტკიცებულება ისედაც ბევრი ჰქონდა,მაგრამ უნდოდა,რომ ის ვატოს მკვლელობისთვის დასჯილიყო პირველ რიგში. გაბრიელთან ერთად იმ კარების წინ იდგა, რომელსაც საშინლად ვერ იტანდა,კახაც იქ იყო მოშორებით ანუკისთან ერთად.
-ტაისია ხომ იცი რაც უნდა გააკეთო?
-ვიცი.
-ხომ იცი რამე ისე თუ არ წავიდა,როგორც საჭიროა,ერთი წამითაც არ დავიცდი!
-უბრალოდ აქ იყავკი,აქ იყავი და დაელოდე,დაელოდე შენს ტაისიას.-მთელი გრძნობით აკოცა,გიჟდებოდა გაბრიელის სურნელზე და მის გარეშე ერთი წამითაც აღარ წარმეოდგინა საკუთარი თავი.
კარი როგორც ყოველთვის მარინამ გაუღო:
-შვილო,ტაისია?-მარინას შეშფოთებულმა სახემ ცოტა გააკვირვა.
-მარინა დეიდა არ შემომიშვებ?
-შვილო ჯობია წახვიდე აქ....
-ტაისია,ბაბუას ერთადერთო...-და აი შოთას ხმაც,გაქვავდა,ერთი წამით საერთოდ დაივიწყა ყველაფერი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ ახლა მკვლელის წინ იდგა და სულ ერთი წამი დასჭირდა,რომ ისევ გონს მოსულიყო,მხოლოდ და მხოლოდ,გაბრიელის ტაისიას გამო.
-როდის მერე მხვდები კარებთან შოთა?-ბაბაუს ვერ დაუძახებდა,უბრალოდ არ შეეძლო თუნდაც ამას ყველა გეგმა ჩაეშალა,მაგრამ შოთას ეს საერთოდ არ გაჰკვირვებია.ტასიამ ისევ მარინას შეხედა რომელიც აწურული იდგა თითქოს რაღაცას ელოდებოდა,მერე ისევ შოთას მომღიმარ სახეს შეხედა და ეს საკმარისი იყო იმის გასააზრებლად,რომ კარს მიღმა კიდევ ერთი ქარიშხალი ელოდა,რომელსაც გადაიტანდა თუ არა არ იცოდა!
რამდენიმე ნაბიჯი და მისაღებ ოთახში მაგიდასთან იჯდნენ.შოთა მაგიდის თავში,სოფო მარჯვენა მხარეს უმშვენებდა მამას,ტაისია კი მარცხენა მხარეს.ნეტავ გვესმოდეს თუ რამდენად სძულდა იმ მომეტში ტაისიას საკუთარი თავი,რომ ასე მშვიდად შეეძლო მამის მკვლელის გვერდით ჯდომა.არსებობს ისეთი რამ რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს?ალბათ არა! განა ეშმაკი ადამიანი არ არის?განა ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად სიყვარულიც და სიძულვილიც.ამ ფიქრებთან ერთად ტაისიას გონება თავის წარსულს ატრიალებდა,მიძინებულ მომენტებს იხსენებდა და უნდოდა ის მომენტი აღმოაეჩინა,როცა მართლა ბედნიერი იყო,მაგრამ იცოდა თუ არა ტაისიამ რა იყო ბედნიერება?ნუთუ დასასრულის შემდეგ ცხოვრების მშვიდად გაგრძელოება შეიძლება?ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა.განა ცუდი მოგონებები მაშინ არ გვახსენებს თავს როცა ყველაზე ბედნიერები ვართ?განა თითოეული ბედნიერი დღის შემდეგ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები იმისთვის არ ვიბრძვით,რომ საკუთარი ბედნიერება გავამართლოდ?განა გვაქს ბედნიერების უფლება? რატომ ფიქრობდა ახლა ტაისია ამაზე?ალბათ იმიტომ,რომ დასასრულის და მერე ბედნიერი დასაწყისის არ სჯეროდა.
-რამ მოიყვანა ჩემი შვილიშვილი ჩემთან?
-ისედაც ხომ იცი.-თავისი ხმა ვერ იცნო ტაისიამ.
-ის მაინც არ უნდა გეთქვა,რომ ნანუკას ძმასთან ერთად ცხოვრობ?რა გესაქმება იმ ადამიანთან ვერ ვხვდები!-ეს პირველი იყო რაც ამდენი ხნის შემდეგ დედამ შვილს უთხრა.-ტაისია კი შოთას არ აცილებდა მზერას,რადგან ორივეს კარგად ესმოდა რა ხდებოდა იმ მომენტში.
-იცი დედა?ბევრი ვიფიქრე პირდაპირ მეთქვა თუ არა,მაგრამ არ იმსახურებ,არ იმსახურებ იმის ცოდნას,რომ ერთი თვე ქმრის,მკვლელის გვერდით გაატარე!-შოთას არანაირი რეაქცია არ ჰქონია შვილიშვილის განცხადებაზე,აი,სოფოს კი ჩანგალი გაუვარდა ხელიდან,რომელსაც ნერვიულად ათამაშებდა.-რატომ ხარ დედა ჩუმად?
-ტაისია შვილო,რას იძახიი?-ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა სოფომ.
-რატომ ხარ ჩუმად შოთა?მიდი აღიარე,რომ შენ უბრძანე იმ მანქანის აფეთქება მხოლოდ იმიტომ,რომ მამაჩემმა შენი ბინძური საქმეები გამოამჟღავნა.-მზერა სოფოდან ისევ შოთაზე გადაიტანა,რომელიც ერთხელაც არ შეტოკებულა და საერთოდ არ ცდილობდა მზერის არიდებას თითქოს მაგიდასთან მჯდომთაგან ყველაზე წმინდა ყოფილიყოს.-ხომ იცი,რომ ამ სახლიდან ვერ გახვალ?
-რა სამწუხაროა მდაბიო მამაშენს,რომ დაემსგავსე,ყველაფერი მოგეცი რაც კი შეიძლებოდა,შენთვის შეუძლებელსაც კი ვაკეთებდი შენ კი ასე მიხდი მადლობას?
-იცი რა მიკვირს? როგორ შეიძლება ადამიანი ამდენად ამაზრზენი იყოს!ნუთუ საერთოდ არავინ არ გყვარებია? ნუთუ მეც არ გყვარებივარ?მახსოვს როგორ მიყვარდა შენს კალთაზე მოკალათებულს საინტერესო ამბების მოსმენა...ეს მახსენდება და მერე საკუთარ თავს ვეკითხები: ნუთუ ამ ადამიანს შეეძლო მამაშენის მოკვლა ტაისია? ამ კითხვით ვიძინებ და ვიღვიძებ ერთი თვეა და ვერ ვხვდები,როგორ შეიძლება,რომ ბაბუაჩემი ასეთი ცუდი ადამიანი იყოს.მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შენ ქმედებებს ვამართლებდი,რომ ისევ ისე მყვარებოდი როგორც ბავშვობაში,ამას კი ვერანაირი გამართლება ვერ მოვუძებნე ბაბუა!-ერთი ეულად ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა და აკანკალებულ დედას მიაჩერდა.-ახლაც გვიანია დედა? ახლაც გაჩუმდები?
-შეუძლებელია ეს ვერ იქნება სიმართლე? მამა რატომ ხარ ჩუმად,თქვი,რომ ცილს გწამებს,თქვი რომ შენ არ ჩაგიდენია,-სოფოს სასოწარკვეთილი ხმის მოსმენან ბოლომდე დაამძაფრა სიტუაცია.
-შენს ქმარს ჩემი თავიდან მოშორება სურდა.შენი აზრით მე ამას დავუშვებდი?-საერთოდ არ აიტერესებდა შვილის რას ფიქრობდა იმ მომენტში.
-რატომ ჩემს თვალ წინ?-უცებ დაიყირა ტაისიამ.
-იმიტომ,რომ ბოლო დროს ძალიან გაჯიუტდი,მეგონა ჭკუას ისწავლიდი,მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი,იმ გაბრიელმა საეთოდ გადაგიტრიალა ტვინი,ეგეც უნდა მომეშორებინა.ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა,სათანადოთ ვერ დავაფასე და აი შედეგიც!-ისე საუბრობდა თითქოს ძმაკაცს უყვებოდა თავისი მზაკრული გეგმების შესახებ და არაფერი იყო აქ განსხვავებული.
-ავადმყოფი ხარ!-ვერაფერი ვერ თქვა,უბრალოდ აღარ უნდოდა იქ ყოფნა. გაბრიელს კარგად ესმოდა თითოეული სიტყვა ყურასმენების მეშვეობით, ამიტომ ვეღარ გაუძლო ტაისიას ტანჯვას და სახლში შეიჭრა,პოლიცია უკან მიჰყვებოდა,მაგრამ იმ სურათის ნახვას ნამდვილად არ ელოდა რაც დახვდა.
***
სწრაფად წამოდგა მაგიდიდან და გასასვლელისკენ გაემართა,მაგრამ ხმაურის ხმამ შემოტრიალა.ხელში სისხლიანი დანით დანახული დედა და ძირს მოფართხალე შოთას დანახვამ ვერაფერი ვერ აგრძნობინა გარდა აუტანელი სიცივისა,რომელიც მის სულს მთლიანად მოედო.ამ მომენტს შეესწრო გაბრიელიც,რომელმაც სწრაფად აიძულა ტაისიას თავისკენ შემოტრიალება და მკლავები მოხვია,რომ არ შეეხედა იმ საზარელი სურათის,რასაც თვითონ აკვირდებოდა.
ისევ სიბნელემ მოიცვა ყველაფერი,ისევ სასოწარკვეთა.რა ხდება მაშინ,როცა უბედურება ადამიანის ცხოვრებაში დაუღალავი ციკლით ტრიალებს?ან მაშინ რა ხდება როცა ყველა უბედურების მიზეზი შენი უძლურებაა?
სამწუხაროდ შოთას ჭრილობა სერიოზული არ აღმოჩნდა,ამიტომ საავადმყოფოდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს რამდენიმე დღეში კი სასამართლო პროცესი გაიმართებოდა.
სოფოს გონებამ კი ვერ გაუძლო მომხდარს და გაგებულს,ამიტომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.ტაისიამ თვითონ დატოვა დედა ფსიქიატრიულის კარებთან,როგორ უნდოდა,რომ რამე სანუგეშებელი ეთქვა დედასთვის,რომელსაც არასდროს არ გაუწევია სათანადო დედობა.მაგრამ განა შეეძლო,რომ მის მიმართ უგულობა გამოეჩინა?განა თვითონ აირჩია თავისი ცხოვრება და ტაისია ამირეჯიბის ტყავში ყოფნა.ისევ იქ დაბრუნდა სადაც ყველაზე მეტად ელოდნენ.სახლში შესვლისას ნერვიულ გაბრიელს წააწყდა,როგორც კი გამოფიტულ ტასიას შეხედა მაშინვე შეკრა წარბები და ხმა გაუმკაცრდა
-რატომ არ დამირეკე?
-მეც არ ვიცოდი ამის გაკეთება თუ მომიწევდა.-მზერა გაუსწორა გაბრიელს ბრაზმორეულ თვალებს და ხელები მოხვია, ისე ძალიან სჭირდებოდა მისი ჩახუტება.
-სულ მარტო იყავი,ჩემმთვის უნდა დაგერეკა.-თავისი ძლიერი მკლავები მოხვია დასუსტებულ ტაისიას.
-შეიძლება წავიდეთ,იქ სადაც მშვიდად საუბარს შევძლებთ?
-წავიდეთ ტაისია,ნიბისმიერ ადგილას,სადაც თავს მშვიდად იგრძნობ.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ოი ოი ოი ეს რა იყო ესეთ მომენტებს არ ველოდი საოცარი კი იყო მაგრამ შემევოდა ტაისია????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent