შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრიზი თუ განაჩენი?! -6-


9-06-2016, 09:54
ავტორი sopiko
ნანახია 1 949

[თავი 6]
-გაიღვიძე, ნოე... ნოე-ე, ასე ღრმად რატომ გძინავს?-მსუბუქად ანჯღრევდა მამაკაცს ტაისია და თან ჩურჩულებდა. ეშინოდა, ვინმეს არ დაენახა ნოე მის აივანზე. ვინ იცის, რას არ იფიქრებდნენ, არადა წუხელ მთელი არსებით დარწმუნდა, რომ ნოეს რაღაც მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ ამ მიზნისთვის მისაღწევად მზად არ იყო. ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა ორივე, მაგრამ ტაისია დიდი ხანია ამ მდგომარეობას ებრძოდა და გარკვეულიც იყო თავის გრძნობებში.
დიახ, გრძნობებში... ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ამქვეყნიურებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომელშიც შეგეძლო კოდი ჩაგეწერა და მერე იმ ადამიანის თითოეული ნაბიჯი გცოდნოდა, რომელიც ამ კოდით იყო რეგისტრირებული.
ერთხელ ტაისიასაც ჩაუვარდა ხელში ეს მოწყობილობა. მოწყენილი იყო და გასართობად ალალბედზე ჩაწერა საძებნ ველში კოდი. ეკრანზე ოთახი გამოჩნდა. საძინებელი იყო. ფანჯრებზე ლურჯი ფარდები იყო ჩამოფარებული. საწოლზე ვიღაც იწვა, მაგრამ არ ჩანდა, ვინ. ტაისიამ კადრი დაახლოვა, სხვა კუთხით შეაბრუნა და დაინახა... ნოე.
ნოე! მისი სახელიც სულ შემთხვევით გაიგო ჯანოსგან. სწორედ მან თქვა, რომ ნახევარ წელიწადში იმ ქვეყნიდან სტუმარი ეყოლებოდათ, ნოე ჯაყელი და ამას მისი კოდიც მიაყოლა. ტაისია ბედნიერებისგან დაფრინავდა, რადგან გრძნობდა, რომ ნოეს ჩამოსვლა თუნდაც დროებით ყველაფერს სასიკეთოდ შეცვლიდა და მასაც აღარ დასჭირდებოდა გამხიარულებისთვის კოდების მოფიქრება, მაგრამ... მაგრამ ერთ ღამით ნოემ სახლში გოგონა მოიყვანა. გრძელფეხება, შავთმიანი გოგონა, რომელიც ძალიან გამოცდილი და ყოჩაღი ჩანდა მამაკაცებთან ურთიერთობაში. ერთი წამითაც აღარ დაფიქრებულა, ისე გამორთო მოწყობილობა და მთელი ღამე ტირილში გაატარა. მეორე დღეს აღარ იცოდა დასიებული თვალების მიზეზად რა მოეგონებინა. ჯანომ მაზოლზე ფეხი დაადგა. ერთ თვეში ის ახალი ჩამოვა და შენც მუდამ ერთი და იგივეს კეთება აღარ მოგიწევსო. კეთილად უღიმოდა კაცი, მაგრამ ტაისიას იმ დღეს ყველაფერი სძულდა ნოეს გარდა. ძალიან უნდოდა ნოეც სძულებოდა, მაგრამ რა მიზეზით? მან ხომ საერთოდ არ იცოდა ამ ქვეყნის და საერთოდ, ტაისიას არსებობის შესახებ. ეს აწუხებდა სწორედ და იმედს ებღაუჭებოდა. იმედს, რომ ნოე ჩამოვიდოდა და ტაისიას თვალებში წრფელ გრძნობებს ამოიკითხავდა.
უყვარდა ტაისიას ნოე! ძალიან უყვარდა! შეპყრობილი იყო მისით... მისი ნაბიჯების დათვლით... მისი პერანგების დათვალიერებით... მისი ბალიშის ერთსაათიანი ცქერით და უკვე იმის ეშინოდა, რომ გაგიჟდებოდა!
მერე კი ყველაფერი უფრო ჩაიხლართა! ტაისიამ დაშას კოდი გაიგო და ამავე დროს ისიც, რომ ნოეს ღალატობდა. გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა... თან ისე ძალიან, რომ ტიტანის ოთახში შეიპარა და მის დავთარში თარიღები არია. იმის ნაცვლად, რომ ნოე ორ კვირაში ჩამოსულიყო, ხვალვე ჩამოვიდოდა.
საღამოს ნოე დაშას ოჯახთან ერთად ვახშმობდა. საშინელი რამ მოხდა. დაშას მშობლებმა ნოეში ნოე კი არა, უბრალო მშენებელი დაინახეს. ჯაყელმა ბოდიშის მოუხდელად დატოვა მათი სახლი.
ტაისიამ ვეღარ მოითმინა და ნოესთან დარეკა. საყვარელი ადამიანის ხმა რომ გაიგონა, დაფრთხა, მაგრამ მაინც უდარდელად ახარა მამაკაცს ბედის ლატარიაში გამარჯვება და იმ ღილაკს თითი დააჭირა, რომლის ძალითაც მოსახვევიდან მანქანა გამოვარდა და ნოეს დაეჯახა.
ის მოხდა, რაც ორ კვირაში მაინც მოხდებოდა!
ნოე ტაისიასთან გაჩნდა!

-ცივ იატაკზე წოლა სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ შენი თმები საბნად მეფარა, ნაზი ლოყა ბალიში იყო, მე კი საწოლი ვიყავი... მხოლოდ შენთვის.-ჯერ მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა გახელილი, ცბიერად რომ გაუღიმა ქალს.
-ისევ იგივე დაიწყე? ჩემს შებმას ცდილობ? მგონი ზედმეტად დიდი ვარ, არა?-სარკასტულად ჰკითხა ტაისიამ და შეეცადა სახეზე ის ემოციები არ დატყობოდა, რაც მის შინაგან სამეფოში ნოეს სიტყვებმა აღძრა.
-მე ეგ ცანცარობაზე გითხარი.-შესწორება შეიტანა ჯაყელმა და წამოჯდა.-პირველად ვარ კმაყოფილი ქალთან ძილით! ძილით, გესმის?
-მიხარია.-გრძელი თმა უკან გადაიყარა ტაისიამ და აკანკალებული ხელის მტევნები ზურგსუკან დამალა.
-შენგან ბევრი რამ გადმომედო! ხელებს ზურგსუკან მალავ, ფეხმორთხმით ზიხარ, თვალებს არ მისწორებ, თავს მაღლა არ წევ... ეს იმიტომ, რომ მთელი სხეულით კანკალებ, თვალებში შენი გრძნობებია აღბეჭდილი, ის ცრემლები, რომელთა დამალვასაც გუშინ ჩემგან ცდილობდი... ახლა მეც შენნაირი ვარ, ტაისია! ამქვეყნიური და ვერაფერს დამიმალავ!-მტკიცედ მიუგო ქალს და ფეხზე წამოდგა.-მე წავალ. დღეს შევხვდებით.
-ამას უკვე შენ საზღვრავ?-კვლავ ჯიუტობამ დარია ხელი ტაისიას.
-შენ გსაზღვრავ, ტაისია! შენ!-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა მამაკაცს. აივნიდან გადაძვრა და ქალს ხელი დაუქნია.

-ამდენი არასდროს მიცინია, ნოე...-სიცილს ვერ წყვეტდა ბაღიდან გამოსული ტაისია.-მგონია, რომ სიცილისგან გავიგუდები...
-პირიქით, მე სიცოცხლეს გიხანგრძლივებ!-გზა მოუღობა ჯაყელმა და კედელთან მიიმწყვდია.
საღამო იყო. გარემო ჩაბუნტებულიყო. იქაურობა ვისაც არ უნდა დაენახა, აქაურობა ეგონებოდა, რადგან განსხვავებულს ვერაფერს იპოვიდით. ცას ვარსკვლავები გაპარვოდნენ. ალბათ ის უნდოდათ, რომ სიყვარულისთვის დაეთმოთ ერთი ღამით ადგილი. მისთვის რომანტიკული გარემო შეექმნათ.
ნოემ იგრძნო, რომ ეს შანსი იყო!
ახლა ტაისიასკენ რომ არ დახრილიყო და თავხედი ბაგეები მისი შუბლისთვის არ შეეხო, თვითონ გაიგუდებოდა...
სიცილისგან კი არა, ტაისიასგან!
-რატომ?-ჰკითხა ქალს.
-მართლა არ ვიცი.-გაცისკროვნებულმა ახედა ტაისიამ.
-შენი შუბლი ცხელია.
ქალმა შუბლზე მიადო ხელი. ისე, როგორც პატარა ბავშვს, სიცხეს რომ მზრუნველი ხელის გულით უზომავენ ხოლმე.
-შენიც.

მეექვსე დღე!
რა მალე გარბოდა დღეები... ერთ კვირაზე ცოტა მეტიც და ნოე თავის ქვეყანაში დაბრუნდებოდა!
კარი რომ გააღო, დაბლა რაღაც ჩავარდა. ფურცელი იყო. დაიხარა და ბარათი ხელში აიღო.
''ძვირფასო ნოე!
მაპატიე, რომ ამ ყველაფრის წაკითხვა გიწევს და არა მოსმენა!...''
წერილი ასე იწყებოდა. მაშინვე ბოლოს დახედა და ტაისიას სახელი რომ ამოკითხა, კითხვა ამოფიაქებულმა განაგრძო.
''მინდოდა ყველაფერი პირისპირ მეთქვა, მაგრამ დრო არ მქონდა. გუშინ ათჯერ მაინც დავიწყე ამაზე საუბარი, მაგრამ რაღაც მბოჭავდა. ვფიქრობდი, რომ გეწყინებოდა, მე კი ის არ მომასვენებდა, რომ შენ ჩემზე ნაწყენი იყავი. საქმე იმაშია, რომ მაქსზე ტიტანის ბრძანებით ახალი ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. სამწუხაროდ, ეს აქ შეუძლებელია. შორს მივდივარ, ბუშნელის მთასთან. იქ, სადაც შარშან შროშანის ციხესიმაგრე ააშენეს. ის ცდა, რაც მაქსზე უნდა ჩავატაროთ, მხოლოდ იქ განთავსებული აპარატების გამოყენებითაა შესაძლებელი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მობარებული შენ მყავდი, ტიტანი მაქსთან ერთად ბუშნელის მთასთან მე მგზავნის. ჩემს ჩამოსვლამდე ჯანო მოგხედავს. დღევანდელი დღე მე დავგეგმე, სხვებზე კი არ ვიცი, ვინ იზრუნებს. აქ ყოფნა სამი დღე მომიწევს.
გთხოვ, არ გამიბრაზდე...
დროებით...''
-ჯანდაბა!-მუშტი კედელს მიარტყა ნოემ და მერეღა დაფიქრდა, თუ რამ გამოიწვია მასში ასეთი რეაქცია.
ტაისია სამ დღეში ჩამოვიდოდა და რა ადგილი ჰქონდა ისეთი ნოეს ცხოვრებაში დაკავებული, რომ მის გარეშე ეს საცოდავი 66 საათი ვერ გაეძლო?
ხოდა ჯაყელიც ნაძალადევად დამშვიდდა და ჯანოს საძებნელად გაემართა. ჯერ მარტო ამაზე იყო იმედგაცრუებული. რატომ მაინც და მაინც ჯანო? ტაისია ხომ კარგად ხვდებოდა, რომ ნოე მას ვერ იტანდა? მართალია ამ აუტანლობას მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ თურმე უმიზეზოდ ყველაფერი უფრო მძიმე და გამოუსწორებელია. ტაისიას რომ ნდომებოდა, ტიტანს ეტყოდა, ნოესთან საქმე ჯერ არ დამიმთავრებია და მაქსს სხვა გააყოლეთო, მაგრამ ასე არ მოიქცა. მას სხვა რამე ამოძრავებდა, მაგრამ რაც მთავარია ჯანო არა. ის ხომ აქ დარჩა.
-ნოე, რა კარგია, რომ შენი მოძებნა მე არ დამჭირდა.-ბაღში მოეგება ჯანო. ზოლიანი მაისური ეცვა. ისეთი, როგორც მეზღვაურებს.-აი, დღევანდელი განრიგი. ტაისიამ შეადგინა.
-ვიცი. უკვე მითხრა.-იცრუა მამაკაცმა.
-ა, მე მეგონა შენთან დალაპარაკებას ვერ მოასწრებდა.
-თუ შენთან დალაპარაკება მოასწრო, ჩემთან რატომ ვერ მოასწრებდა?-გაღიზიანდა ნოე.
-მე ეს არ მიგულისხმია. დღეს ეტყობა ცუდ ხასიათზე ხარ.-მხარზე ხელი ძმაკაცურად დაჰკრა კაცმა.
ტაისიას იმ დროის განმავლობაში, რაც აქ იყო, არასდროს უთქვამს ნოესთვის, ცუდ ხასიათზე ხარო. არც მისი განწყობის დაწუნება უცდია არასდროს. უბრალოდ ყოველთვის ისე იქცეოდა, რომ ჯაყელი გახალისებულიყო. მის ცისფერ ზღვაში გაჩენილი მკრთალი, ნათელი წერტილები ნოეს აოკებდა და საუბარში აყოლა და ამ ქვეყნის სულელურ თამაშებში ჩართვას კი უცებ მოჰქონდა პოზიტივი.
-და რა გვაქვს გეგმაში?
-ორი რამ. ექსპერიმენტი, რომლითაც მე შენს გულში ვიძრომიალებ და მეორე! ინტუიციის ტესტი, რომლის მიხედვითაც შემდგომში ახალ აღმოჩენებს გავაკეთებთ.-ფურცელს ჩახედა ჯანომ და ისე უპასუხა.
-ჩემს გულში ძრომიალის უფლებას შენ არ მოგცემ!-მოულოდნელად აფეთქდა მამაკაცი.
-რა?-გაოცდა ჯანო.
-ტაისიას მივცემდი, მაგრამ შენ_არა! სანამ ის არ ჩამოვა, არაფერს გავაკეთებ! არც დაგიჯერებთ! თქვენ არ გენდობით!-თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლები გადმოყარა ნოემ და ქვიშიან ბილიკს გაშმაგებული გაუყვა.
-მოიცა, სად მიდიხარ?-უკან ძუნძულით გაეკიდა კაცი.
-არ მაინტერესებს თქვენი ექსპერიმენტები! ყველა სათავისოდ მიყენებთ! ვიდრე ტაისია არ დაბრუნდება, აღარ დამენახოთ!-მიაძახა და ხეებს შეერია.

^^^
დილა მშვიდობისა!
ბედნიერ დღეს გისურვებთ, თუმცა იმას ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ეს თავი პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით...
ტაისიას პირველი საიდუმლო ამოხსნილია, მაგრამ მეორეს დასასრულში შეიტყობთ... დასასრულში, ანუ შემდეგ თავში!
ველი თქვენს შეფასებებს!
იმედია პროტოტიპები მოგეწონათ...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი cisa

როგორიდაძაბულობა იყო ♥ დაუბრუნე ტაიისიიაა ♥ დაძაბული მაგრამ ძალიან კარგი თავი იყო ♥ველოდები შემდეგს ♥ ხოდა კიდეევ მიყვარხარ მე შენ ♥♡ და საერთოდაც მეც მიდა იმ ქვეყანაშიი ♥♥:დდ

 


№2 სტუმარი ani

კაი გააგრძEლე მალე

 


№3 სტუმარი Black

Oh noe ra kacia? :D :D sagol dzaaalian magaria sopachka ..;) love

 


№4  offline მოდერი sopiko

cisa
როგორიდაძაბულობა იყო ♥ დაუბრუნე ტაიისიიაა ♥ დაძაბული მაგრამ ძალიან კარგი თავი იყო ♥ველოდები შემდეგს ♥ ხოდა კიდეევ მიყვარხარ მე შენ ♥♡ და საერთოდაც მეც მიდა იმ ქვეყანაშიი ♥♥:დდ

რა გინდა, გოგო, იქ? lol
ხოდა კიდევ მეც მიყვარხარ შენ! love
ani
კაი გააგრძEლე მალე

გმადლობ love
Black
Oh noe ra kacia? :D :D sagol dzaaalian magaria sopachka ..;) love

გაგვიბრაზდა ნოე am
დიდი მადლობა request
okay
ძალიან მომწონს.
ვფიქრობ, რომ არ ექნება ისეთი დასასრული როგორსაც მე ვფიქრობ :დ
წერ ძალიან მიმზიდველად და საინტერესოდ. ისე, რომ მთელი თავი წამებში მთავრდება.
ყოჩაღ.

მახარებ, ელე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent