შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაისია ამირეჯიბი (8 თავი)


2-03-2023, 23:24
ავტორი Anastacia
ნანახია 1 653

აგარაკზე,ნანუკას ნახატს მისჩერებოდნენ გაბრიელი და ტაისია.ტაისიას ამშვიდებდა დაქალზე მოგონებები,აი,გაბრიელი კი საერთოდ არ გამოიყურებოდა მშვიდად.მიუხედაად იმისა,რომ არ იმჩნევდა:
-მართლა ფიქრობ,რომ ყველაფერი ასე დასრულდება?-მაშინვე იგრძნო როგორ დაიძაბა მაღლაფერიძე.
-შენც ხომ ასე ფიქრობ?!
-გაბრიელ შენ ჩემთან ხარ,ყველაფერს აკეთებ,რომ ეს დაწყვევლილი ცხოვრება გამილამაზო,რომ ბევრი არ ვიფიქრო მომხდარზე,რომ უბრალოდ ცხოვრება გავაგრძელო,მაგრამ...
-მაგრამ მომხდარი არ იცვლება,ჩვენ ვალდებულები ვართ იმ შედეგით ვიცხოვროთ,რასაც მომხდარი ტოვებს.
-შევძლებთ მშვიდად ცხოვრებას შენ და მე გაბრიელ?
-ჩვენ ორივეს გვინდა ეს.
-გგონია ვერ ვხვდები,რომ დანაშაულის გრძნობა გტანჯავს.არ გასვენებს იმაზე ფიქრი,რომ ჩემთან ყოფნით იმ ადამიანებს ღალატობ ვინც ჩემს გამო დაკარგე.ზედმეტად ბევრი ჭრილობა გაქვს,რომლის მიზეზიც მე ვარ და მე ვერ ვიქნები ის ვინც ამ ჭროლობებს მოგიშუშებს.
-რა გინდა ტაისია?რატომ მესაუბრები ახლა ამაზე?თუ ფიქრობ,რომ ამ საუბრით რამეს შეცვლი ძალიან ცდები!
-შენი მართლა არ მესმის!ნეტავ შენ ხომ არ ხარ ის ადამიანი,რომელსაც საკუთარ თავზე ბრაზი ახრჩობს.რა მინდა?რა და შენს სათქმელს მე ვაჟღერებ!უკვე დამღალა იმაზე ფიქრმა,რომ ჩემთან მხოლოდ სიბრალული გაჩერებს!
-აი,თურმე რა.-ზედმეტად მწარედ ჩაიცინა,-გგონია მებრალები და იმის შემდეგ,რაც გადაიტანე მარტო ვერ გტოვებ?
-არ მითხრა,რომ ასე არ არის.
- ზოგჯერ მართლა მთელი გულით მინდა,რომ მძულდე,რომ შენი დანახვისას უაზროდ არ ვფორიაქობდე,რომ არ ვფიქრობდე შენზე მაშინ,როცა ჩემს გვერდით არ ხარ და მაშინაც როცა ჩემს მკლავებში ხარ მოკალათებული.დიახ,მთელი გულით მინდა,რომ ჩემი მშობლების საფლავზე ისე მივდიოდე,რომ დანაშაულის გრძნობა არ მტანჯავდეს,რომ ნანუკას საფლავზე დადებულ ფიცს პირნათლად ვასრულებდე,მაგრამ ამ ყველაფრის მაგივრად შენთან ვარ!და ეს გგონია მხოლოდ იმიტომ,რომ მებრალები?მართლა გგონია,რომ სიბრალულის გამო შევძლებდი შენთან ყოფნას?
-მე შენს სიყვარულს არ ვიმსახურებ.-გაბრიელის შუბლს თავისი მიაბჯინა და თვალები დახუჭა,რომ ცრემლებისთვის გასაქანი არ მიეცა.
-ეს შენი გადასაწყვეტი არ არის!
-ძალიან ბვერი რამ მოხდა.
-წასვლა გინდა ტაისია?-კუპრივით შავ თვალებს უყურებდა და დასმულ შეკითხვაზეც პასუხი ჰქონდა.
-მთელი არსებით!-არც კი განძრეულა,უბრალოდ ტაისიას ცივი ხელები საკუთარში მოიქცია.-მიყვარხარ გაბრიელ.-ფრთხილად შეახო თავისი ტუჩები გაბრიელის ტუჩებს.ამ კოცნაში ყველა თქმული და ვერ თქმული გრძნობა იყო ჩატეული.ის რაც მხოლოდ მათ ესმოდათ.მათ და სხვა არავის!
როგორც კი მოშორდა წამოდგა ისე,რომ არც კი შეუხედავს.შეეშინდა,რომ ვერ დატოვებდა,რომ ისევ დაამძიმებდა ყველაფერს,ამიტომ ამის უფლებაც წაართვა საკუთარ თავს.როგორც კი გასასვლელ კართან მივიდა გაბრიელის ბოხი ბარიტონი გაისმა.
-როდის დაბრუნდები ტაისია?
-მაშინ,როცა საკუთარ თავს,ჩემს შეყვარებას აპატიებ...-რამდენიმე წამი შეჩერდა,იმის იმედით,რომ კიდევ ერთხელ გაიგებდა გაბრიელის ხმას,მაგრამ ამაოდ.
***
წავიდა.წავიდა საერთოდ ქვეყნიდანაც,საკუთარი თავისგანაც და იმ ადამიანისგანაც,რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.რატომ გაუშვა გაბრიელმა?ალბათ იმიტომ,რომ თვითონ ვერ ტოვებდა,თვითონ არ ჰქონდა იმის ძალა,რომ კიდევ ერთხელ გაენადგურებინა ტაისია.თავიდანვე იცოდა,რომ ასე მოხდება,იქნებ ამიტომაც მისცა სკუთარ თავს ტაისიასთან ყოფნის შანსი.იცოდა,რომ ტაისიამ ზედმეტად ბევრი დარტყმა მიიღო იმისთვის,რომ ისე გაეგრძელებინა ცხოვრება თითქოს არაფერი არ მომხდარა.
ზოგჯერ არის მომენტი,როცა რაღაცეები იცვლება,მაგრამ ზოგჯერ რაღაცეები ვერ ხდება,ვერ იქცევა სინამდვილედ.ადაიანების ზედმეტად ბევრს ფიქრობენ იმაზე,რაც მნიშვნელოვანია და იმაზე,რაც უმნიშვნელოა.განა შეიძლება წარსულით ცხოვრება?განა ყველა ჭკვიანი თუ არა გონიერი იმას არ გვასწავლის,რომ ადამიანი წარსულით არ უნდა ცხოვრობდეს.მაშინ სად ჯანდაბაში უნდა ჩავტიოთ მოგონებები ისე,რომ არასდროს არ ამოტივტივდეს?
ბევრი კითხვა ჰქონდა ტასიას საკუთარ თავთან,მაგრამ კითხვების გასაცემად მზად არ იყო,ამიტომ უბრალოდ დანებდა,აღარ ებრძოდა საკუთარ თავს და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში.
***
ისევ თეთრი კარების წინ იდგა და დიდხანს ფიქრობდა,ნაბიჯიც კი გადადგა უკან,მაგრამ როგორც ყოველთვის მალევე გადაწყვიტა ტვინში რაღაც და სახელური ჩამოწია:
-როგორ ხარ ლამაზო?
-კარგად ანდრეა,შენ როგორ ხარ?-თეთრხალათიანის წინ იჯდა უკვე.
-კარგად ყოფნის გამო მოხვედი ჩემთან?
-საინტერესო დახვედრაა ადრიან.
-ანდრეა აღარ?
-არა!
-კარგი მაშინ რამ მოგიყვანა ჩემთან?-როგორც ყოველთვის ვერ მოისვენა სავარძელზე ამიტომ დივნისკენ დაიძრა და ისე დაწვა, რომ ჭერს მისშტერებოდა,-ისევ ტაისია?
-ეგრე ნუ მეძახი!
-სახელის შეცვლით არაფერი არ იცვლება.
-მე შევცვალე.
-რა შეცვალე?
-საკუთარი თავი.
-შენი აზრით სხვა ქვეყანაში გადასვლა,სამსახურის შეცვლა და ყველაფრის მიტოვებაა საკუთარი თავის შეცვლაა?
-მე მისატოვებელი არაფერი არ მქონდა,-ისევ ჭერს უყურებდა,თითქოს უბრალო თეთრ ჭერს კი არა რაღაც ბევრად მნიშვნელოვანს ხედავდა.
-მაგრამ საკუთარი თავი მიატოვე.
-არა,ასე არ არის.
-აბა როგორ არის ტაისია?
-ისევ ნერვებს მიშლი!როგორი ფსიქოლოგი ხარ დახმარების ნაცვლად ცუდად მხდი!
-მაშინ რატომ მოხვედი?
-ვეღარ ვსუნთქავ....
-ანუ მოგბეზრდა სხვა ადამიანად ყოფნა?
-ასეა საჭირო.
-ვისთვის?
-ყველასთვის.
-ყველასთვის თუ შენთვის? ტყუილი და მერე ამ ტყუილის დაჯერება საუკეთესო გამოსავალია,რომ საკუთარ თავს გაექცე.შენ გჯერა,რომ სხვებისთვის ზიანი მოგაქვს,მაგრამ არასდროს დაფიქრებულხარ შენთვის ვის მოაქვს ზიანი?
-საკუთარ თავს.
მძიმედ ამოიხვნეშა თეთრ ხალათიანმა და გააგრძელა:
-ვის მოაქვს ზიანი შენთვის საკუთარი თავის გარდა ტაისია?
-უკვე აღარავის!
-ეგ იმიტომ,რომ შენს გვერდით აღარავინ აღარ არის.ისინიც კი ვისაც უყვარხარ.
-ისევ არ გესმის!
-მე შენი დაქალი არ ვარ.მე მინდა,რომ რეალობა დაინახო.
-რომელი რელობა.ის ხომ არა ჩემი დაბადება ერთი დიდი შეცდომა,რომ არის?
-მაგრამ სიკვდილზე არასდროს არ გიფიქრია.-პირველად გაუსწორა მზერა,მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ჭერს მიუბრუნდა.
-სიკვდილი გამოსავალი არ არის.
-დიახ არ არის,მაგრამ შენს ადგილას ბევრს ენდომებოდა.
-რა იცი,რომ არ მდომებია,იქნებ გამბედაობა არ მეყო.
-გიფიქრია,მაგრამ არ გდომებია.რომ გდომებოდა აქ არ იქნებოდი.
ძალიან დიდხანს ფიქრობდა ანდრეას სიტყვებზე,ისიც ფიქრის საშუალებას აძლევდა.
-მას ვერ ვატკინე.კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადაიტანდა.
-ანუ ვიღაცისთვის ძვირფასი ყოფილხარ?
-არ ვიცი,უფრო სწორედ აღარ ვიცი.იქნებ მე მგონია უბრალოდ ასე.-შიში გაუჩნდა თვალებში.
-ასეც,რომ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის?
-რა?
-შენ გიყვარს ვიღაც ისე ძალიან,რომ მზად ხარ ეს აუტანელი არსებობა აიტანო.
-მიყვარს.-სულ ოდნავ გაეპო ბაგეები.
-მეჩვენება თუ მოგწონს ეს აზრი?
-ისედაც,ხომ იცი,რომ მიყვარს.
-მე ვიცი,მაგრამ შენ გჭირდება ამის შეცნობა,როგორც მშვენიერი და ბედნიერების მომტანი გრძნობის და არა გრძნობის,რომელსაც ზიანი მოაქვს ვინმესთვის.ერთადერთი რამ რაც გაიძულებს,რომ ყოველ დილით გაიღვიძნო გაბრიელის სიყვარულია,რომ ერდ დღეს აუცილებლად შეძლებ მასთან დაბრუნებას.
-სამი წელი გავიდა,ის კი საერთოდ არ გამოჩენილა.
-იქნებ შენ გელოდება?
-მან იცოდა,რომ დასაბრუნებლად მისი ერთი სიტყვა იყო საჭირო,მე კი დღეს ისიც არ ვიცი სად არის ან რას აკეთებს,იქნებ სხვასთან არის ბედნიერი,-ისევ შიში დაიბუდა ტაისიას თვალებში-ან იქნებ ვერ აპატია საკუთარ თავს?
-სიყვარული საპატიებელი რამ არ არის,ტაისია!
-ის ვერ პატიობდა.
-და იქნებ შენ ვერ პატიობ საკუთარ თავს იმ სისუსტეს,რომელიც გამოიჩინე.დატოვე ადამიანი,რომელსაც ყველაფრის მიუხედავად უყვარდი.გეგონა ამით შოთას ცოდვებს გამოისყიდდი?იქნებ ეს შენ ვერ პატიობ საკუთარ თავს...
-რომ გაბრიელს ვუყვარვარ,-თვითონ დაასრულა წინადადება და წამოდგა,მეორეჯერ გაუსწორა მზერა თეთრ ხალათიანს.
-იქნებ შენ ვერ პატიობ საკუთარ თავს,რომ შოთას შვილიშვილი ხარ,ადამიანის,რომელმაც შენი საყვარელი ადამიები წაგართვა,მაგრამ მათ მაინც უყვარხარ?გაბრიელს მაშინაც კი გადაწყვეტილი ჰქონდა შენთან ყოფნა,როცა გიშვებდა,მაგრამ შენ გჭირდებოდა წასვლა და ეს მან კარგად იცოდა.მან დრო მოგცა,რომ გაგეაზრებინა ყველა ნაბიჯი,რომელიც მასთან დაბრუნებას გაიძულებდა.
-დამესიზმრა,სამი შლის განმავლობაში პირველად,სიზმარშიც კი ვიგრძენი მისი სურნელი...დილიდან ვეღარ ვსუნთქვავ,ყველა სხვა სურნელი მაღიზიანებს.მხოლოდ გაბრიელის შეხება მჭირდება.
-იქნებ დაბრუნების დროა?
-ჩემი არა,ტაისიას დაბრუნების დროა!
***
-ასე ლამაზია?-ხელში ნახატით მოტანტალდა პატარა გოგონა.
-შენი ხელით დახატული ყველაფერი ლამაზია.-ლოყაზე აკოცა ბუნჩულა ნატალიას.
-ყავას დალევ?-გამობერილი მუცლით და ლამაზი ხუჭუჭებით მარიტა გამოვიდა.
-ხო დალევ ყავას ტასო?-დედას კითხვა გაიმეორა ნატალიამ.
-რამდენჯერ გითხრი ნატალია,რომ ტასოს ნუ ეძახი....
-ჩემს ლამაზ გოგონას შეუძლია ყველფერი დამიძახოს რაც გაუხარდება.-ვინ აცადა მარიტას ბავშვის დატუქსვა.
-გიჟები.
-შენ შეგიძლია შენ ბიჭს მიხედო მუცელში.-დაიჯღანა პატარა ნატალიკო.
-ტაისია არ მითხრა,რომ შენი სკოლაა?
-იცის რა უნდა ისწავლოს ნათლიასგან.-გადაიკისკისა და ბავშვი დასვა.
-თქვენ ორნი მარტო აღარსად აღარ მიდიხართ!-ვითომ გაბრაზებულმა ჩილაპარაკა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო.პატარა გოგონამ დედას აღარ დაუგდო ყური და ოთახში გაიქცა
-ხატვას,რომ მორჩები ხომ მანახებ?-მიაძახა ტაისიამ.
-კი ტასიკო.-გაისმა ნატალიას წკრიალა ხმა.
-შემი ქმარი როდის ბრუნდება?-მიუბრუნდა მარიტას
- დღეს გვიან.-წვენით ხელში მიუჯდა მეგობარს.
-მაშინ დავრჩები,რომ მარტო არ იყო.
-კიდევ ერთი თვე დარჩა თქვენ კი ყოველ დღე სამშობიაროში წარმომიდგენთ,დავიღალე..
-ანდრეას მართლა პანიკა ეწყება,-ჩაიცინა ტაისიამ,-ნატალიკოზეც ასე იყო?
-უარესი.კიდევ კარგი მაშინ,რომ არ იცნობდი.-გაეცინა ქმრის გახსენებაზე.-შენ რას შვებოდი დღეს.ისევ ნერვები მოგიშალეს?
-რა თქმა უნდა,მაგრამ ბოლოს მაინც მე გავიმარჯვე.
-როდის მორჩება შენი და მოსწავლეების ომი?
-როდესაც აქედან წავალ.
-ეგრე იძახდი სამი წლის წინაც,მაგრამ ჯერ აქ არ.
-დღეს ანდრეასთან ვიყავი,-ფრთხილად წარმოსთქვა ტაისიამ,თითქოს რაღაც საშიშს ამბობდა.
-მაგან გითხრა არა,რომ დარჩენილიყავი-უცებ წამოენთო,მაგრამ უცებვე შეჩერდა-მოიცა რა?ანდრეასთან იყავი,როგორც ფსიქოლოგთან?ისევ?
-ისევ.
-ნახევარი წელია არ მისულხარ.
-ისევ მომინდა.
-რამე მოხდა?
-ვბრუნდები.
***
ერთი დღით ადრე
და როცა დღე ჩვეულებრივად უნდა დაეწყო,როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში:ახლოს მდებარე პარკში სირბილით და შემდეგ საუზმით,რაც არც ისე ძალიან ახალისებდა,რადგან ტაისიას დილა ადრე ყოველთვის სულ სხვანაირად იწყებოდა,ახლა კი სულ სხვანაირად.ამ ყველაფრით დიდად კმაყოფილი არ იყო,მაგრამ რუტინას ყოველთვის ეჩვევა ადამიანი.
სამსახურის შოვნა არ გაუძნელდა,იქედან გამომდინარე,რომ თვითონ ნიუ-ორკში სწავლობდა.თავის ლექტორმა რეკომენდაციაა გაუწია ამიტომ ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტებს ხაზვას ასწავლიდა. ბრუკლინის აურზაურს ერეოდა ყოველ დღე,როგორც სხვა დარჩანები.ჩვეულებრივი ადამიანი იყო,ისეთი როგორიც ყოველთვის უნდოდა,რომ ყოფილიყო,წვრილმანი პრობლემებით და ბევრი მუშაობით.ვერ გეტყვით,რომ ეს არ მოსწონდა, მაგრამ მისი სული ზედმეტად დამძიმებული იყო მონატრებით,რომელიც მოსმენებას არ აძლევდა.ის რამდენიმე თქვე,რომელიც გაბრიელთან ერთად გაატარა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ტაისიას ახალი ცხოვრება ვერ დაეწყო,მაგრამ როგორც ვხედავთ სიყვარული მაინც ისეთი მამოძრავებელი ძალაა,რომელიც გაიძულებს ადამიანი მაშინაც კი მიატოვო,როცა წასვლა საერთოდ არ გინდა.
და ახლა როცა თვალები გაახილა და ჩვეულებრივი რუტინის გამეორებას აპირებდა კადრები ამოუტივტივდა,ყველგან გაბრიელი იყო.ეძახდა,ძალიან ბევრჯერ დაუძახა:ტაისია....ტაისია...ტაისია...თითქოს თავის სახელს ახსენებდა,რომლის დავიწყებას ტაისია ასე დიდხანს ცდილობდა.გააცნობიერა,რომ დაბრუნების ჟამი მოვიდა,მაგრამ გონებაში არსებული მეორე მე ერჩოდა.’’მე’’,რომელიც ყველა უბედურების და შეცდომის მთავარი მიზეზი იყო. ზუსტად ამ მეს დასამარცხებლად 2 წელი პერიოდულად დადიოდა ანდრეასთან,რომელთანაც მარიტას მეშვეობით მოხვდა.მარიტა სრუალიად უეცრეად ბრუკლინის ერთ-ერთ კაფეში გაიცნო.როცა ქართული საუბარი გაიგო გიჟმა მარიტამ იმდენი გააკეთა,რომ ტაისიას კეთილგანწყობაც მოიპოვა,მარიტაც გაბედნიერებული სახით შესციცინებდა ძლივს ვიღაც ქართველს გადავეყარეო,ასე დაიწყო სრულიად მოულოდნელი მეგობრობა.არ სჯეროდა,რომ ფსიქოლოგს დახმარება შეეძლო,მაგრამ მარიტას დაჟინებული თხოვნით ანდრეასთან მივიდა და ყველაზე ფარული ემოციების გამოხატვა და მერე კონტროლი ისწავლა.იმის კონტროლი ისწავლა,რაც სიამოვნებას ანიჭებდა და არა იმის რასაც იძულებით აკეთებდა ხოლმე.
თითქოს არაფერი არ შეცვლილა ისევ ის ტაისია იყო,მაგრამ ამვდროულად იმდენი რამ შეცვალა საკუთარ თავში,რომ ზოგჯერ ვერ ცნობდა ახალ ტაისიას.ტაისიას,რომელსაც არავინ და არაფერი არ აწუხებდა გარდა წარსულისა,რომელიც გამალებით ახსენედა თავს.ყველაფერი გააცნობიერა და ახალი გზაც იპოვა,ახლა მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება უნდა ესწავლა, ნაკლებად წარსულზე ფიქრით და ბევრი ფიქრით მომავალზე.
***
-არ მჯერა,რომ ამდენი ხნის შემდეგ უნდა დავბრუნდე.-ისევ ანდრეას კაბინეტში იყო და ჭერს მისჩერებოდა.
-რატომ?
-მგონია რომ ყველაფერი სხვანაირი დამხვდება,რომ გაბრიელიც სხვანაირი იქნება და კიდევ ბევრი დეტალი.
-და ეს ყველაფერი გაშინებს?
-არ ვიცი...ალბათ კი,მაგრამ არ დავნებდები,იქ ვბრუნდები სადაც ჩემი ადგილია.
-შენი აზრით გაბრიელი როგორ დაგხვდება?
-ბრძოლა მომიწევს,რომ მისი ნდობა დავიმსახურო,ის ვერ მოიქცევა ისე თითქოს სამი წლის წინ მე არ ვაქციე ზურგი,როცა თვითონ უნდა ამდგარიყო და წასულიყო.
-როგორ ფიქრობ ისევ უყვარხარ?
-რატომ კლავ ჩემში ოპტიმისტურად განწყობილ ტაისიას?
-კითხვას ნუ გაურბიხარ ტაისია.
-აი,ისევ ნერვებს მიშლი,მიკვირს როგორ გიძლებს მარიტა,-რამდენიმე წუთი ისევ ჩუმად იყო,მაგრამ ბოლოს დაამატა,-პირველი შეხვედრიდან მხოლოდ მისი თვალები მახსოვს,თვალები,რომელიც დღემდე მაგიჟებს,არ ვიცი როდის და რატომ შემიყვარდა,თითქოს დაბადების წამიდანვე მაქვს ეს გრძნობა გაბრიელის მიმართ,ჰო უცნაურია,მაგრამ დღეს ასე ვგრძნობ და მინდა მჯეროდეს რომ თვითონაც იმავეს გრძნობს.
-და სხვებზე რას მეტყვი,იმ ადამიანებზე ვინც მანდ დატოვე და ახლა ისევ უნდა შეხვდე?
-კახაზე მეკითხები?
-თუნდაც.
-კახა იმაზე ჯიუტია,ვიდრე შორიდან ჩანს.
-მასთან ურიერთობა არ უნდა გაგეწყვიტა.
-ახლა ამას როგორც ჩემი ფსიქოლოგი თუ როგორც ანდრეა,გიჟი მარიტას ქმარი ისე მეუბნები?
-არა,ამას ისე გეუბნები,როგორც ქუჩაში გამლელი გირჩევდა შენი ისტორიის მოსმენის შემდეგ.
-ასე იყო საჭირო.
-ან უბრალოდ შენ თვლი ასე.
-ჰო შეიძლება.
-ნანუკა საერთოდ არ გიხსენებია,არადა ყველა სეანსზე იხსენებდი მას.
-ის გაბრაზებულია ჩემზე.
-ტაისია ჩვენ ახლა გარდაცვლილზე ვსაუბრობთ.
-აღარ მოდის ჩემს სიზმრებში.გაბრაზებულია,ჩემს გამო ხომ ისევ გაბრიელს სტკივა.
-მართლა გჯერა იმის რასაც ამბობ?
-ეს სიმართლეა!
-კარგი ნუ ბრაზდები ტაისია.
-დღეს ბოლოჯერ ვარ ამ კაბინეტში.იმედია აქ დაბრუნება არ მომიწევს.ვეღარ აგიტან!მირჩევნია
მეგობრის სტატუსით მესუაბრო ხოლმე და არა უჟმური ფსიქოლოგის.
-ანუ როგორც სპეციალისტს მიწუნებ?-მოჩვენებითი გაკვირვება აესახა სახეზე ანდრეას.
-ადრიან შენ და მარიტა,რომ არა არ ვიცი როგორ გადავიტანდი აქ ყოფნას,თქვენი წყალობით მარტო არ ვყოფილვარ და რაც მთავარია სასწაული ნათლული მყავს,ისე დღემდე მიკვირს როგორ გაიმეტეთ ნატალია,მაგრამ გპირდები ცუდ რაღაცეებს არ ვასწავლი,არც ჩემს ცუდ თვისებებს დავანახებ,ნუ იცინი მართლა გპირდები.-უკვე ანდრეას წინ იჯდა და სიცილნარევი ტონით ესაუბრებოდა.-ახლა ჯობია წავიდეთ თორემ შენ ცოლს ამ ბოლო დროს გაორმაგებულად აქვს ისტერიკის შემოტევები.
-ეგ იმიტომ,რომ შენ მიდიხარ და ჰქონია,რომ მარტო რჩება.
-ეს თვითონ გითხრა თუ ცოლთანაც ჩართე ფსიქოლოგი ადრიანი?
-ამის მიხვედრას არ სჭირდება ფსქოლოგობა ტაისია.-
-არა,შენ ყველაფერს სულ სხვანაირად ხედავ,მადლობა ანდრეა ყველაფრისთვის,რაც ჩემთვის გააკეთე.
-სულ გახსოვდეს,რომ ცხოვრებაში ბევრი,რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და სხვების შეცდომებს საკუთარ თავზე ნუ იღებ.ხომ იცი ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და ვისაუბროთ.-გაუღიმა ტაისიას,წამოდგა და მოეხვია.ბოლოს ერთად გავიდნენ და ყველაფერი დაივიწყეს რაც კი კაბინეტში თქმულა.სულ ასე ხდებოდა ანდრეა და ტაისია არსდროს არ საუბრობდნენ კაბინეტის მიღმა.იქ მყოფი ტაისია სხვა იყო,მარიტასთან და ნატალიასთან არასდროს იჩენდა იმ დოზით სევდას და ტკივილს რა დოზითაც იქ,როცა თეთრ ჭერს მისჩერებოდა და თავის აზრებს აჟღერებდა.
***
აეროპორტში იყვნენ,მარიტა დიდი მუცლით და მის გვერდით მდგომი ანდრეა,რომელსაც ნატალია ხელში ჰყავდა აყვანილი,შეუდარებელ გრძნობებთან იყო დაკავშირებული ამ ოჯახის ხილვა.მათთან გატარებულმა სამმა წელმა დაანახა თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი,როგორ უნდა უყვარდეს დედას საკუთარი შვილი,როგორ პატივს სცემენ მეუღლეები ერთმანეთს ან უბრალოდ როგორი უნდა იყოს ერთი ჩვეულბრივი ოჯახი,რომელიც ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი იყო.
-ჩემო პატარა დედას დაუჯერე და პატარა ანდრეას შენ გაბარებ,რომელიც ჯერ კიდევ მუცელშია.
-მართლაა?-თვალები გაუფართოვდა ნატალიკოს.
-ჰო ჩემო ლამაზო,შენზე უკეთ ვინ მოუვლის აბა შენს ძამიკოს.
-მაგრამ ამდენიხანი,რომ არ გამოდის?-ყველას გაეცინა ნატალიას გამომეტყველებაზე,რომელიც აშკარად წუხდა.
-მამას პრინცესავ ჯერ კიდევ ერთი თვე ვერ ვნახავთ პატარას.
-მე მინდა,რომ ახლა ვნახო!-გაბუსხა ტუჩები და წარბებიც შეჭმუხნა პატარა გოგონამ.
-ეს ბავშვი სულ დედამის როგორ დაემსგავსა.-ამოილაპარაკა ანდრეამ.
-რამე არ მოგწონს საყვარელო?
-როგორ გეკადრებათ ქალბატონო მარიტა.-გიჟდებოდა ანდრეა მგელაძე თავის ცოლზე და ეს ყოველ მის გამოხედვაში იგრძნობოდა.
-ჩასხდომის დრო მოვიდა.-სევდიანად ჩაილაპარაკა მარიტამ და რაც შეიძლება ძლიერ მოეხვია ტაისიას,რადგან მუცელი ხელს უშლიდა.ძალიან დიდხანს იყო ჩახუტებული ნატალიაზე,რომლის დატოვება ყველაზე მეტად უჭირდა
-როდის ჩამოხვალ ტასიკო?-
-ჩემო ლამაზო გპირდეპი როგორც კი შევძლებ შენთან გავჩნდები,ძალიან უყვარხარ შენს ნათლიას.
ბოლოს ანდრესთანაც მივიდა,რომელმაც ჩახუტების დროს უბრალოდ ჩასჩურჩულა:
-თავს გაუფრთხილდი ტაისია,გახსოვდეს,რომ გელოდებით.

***
სამი წლის შემდეგ პირველად იყო საქართველოში.აი,თურმე რა აკლდა მთელი ამ დროის განმავლობაში,ჰაერი,რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოში შეუიძლია ადამიანს შეისუნთქოს.როგორც იქნა ნამდვილად შეიგრძნო მზის სხივები.ასე,მზე,არსად არ ანათებს!
ბათუმისკენ გაემართა,იქ სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობდა.ზღვაც მოენატრა,ზღვა რომელიც ყველაფერს იტევს,ზღვა,რომელსაც თავიდან ბოლომდე შესწავლილი ჰყავს ტაისია ამირეჯიბის არსება,ზღვა,რომელიც უბრალოდ ტაისიას ეკუთვნის და ზღვა,რომელსაც უბრალოდ ტაისია ეკუთვნის.
სანაპიროზე ფეხშიშველი სეირნობდა და უბრალოდ იღიმოდა.იღიმოდა იმიტომ, რომ იქ ყოფნა აბედნიერებდა.ადრე ეგონა,რომ ასეთ ბედნიერებას ვერასდროს ვერ შეიგრძნობდა,მაგრამ ზოგჯერ ყველაზე რთული რამ, ყველაზე ადვილად შესაძლებელი ხდება.ბოლოს სასტუმროს წინ აღმოჩნდა,საერთოდ არაფერი არ შეუცვლია ბატონ კახაბერს,დაცვაც კი ისევ ისინი იყვნენ,ვინც ტაისიამ აიყვანა დიდი ხნის წინ.რა თქმა უნდა დაცვამაც იცნო და ყველა გაკვირვებული უყურებდა.მათ სახეებს ყურადღება რა მიაქცია,უბრალოდ თავი დაუქნია გაუღიმა და სასტუმროში შევიდა.ადმინისტრატორების გაკვირვებული სახეებიც არ მოაკლდა.
-გამარჯობა თიკა
-ქქ....ქალბატონო ტაისია თქვენ ხართ?
-მიდი აბა შენი მომნუსხველი ღიმილით გამიღიმე და მითხარი,რომ ჩემი ნომერი თავისუფალია.
-თქვენი ნომერი?-ისე კითხა გოგონამ თითქოს ტაისიას არასდროს არ უცხოვრია იმ სასტუმროში.
-თიკა ჩემი ნომერი ბოლო სართულზე თავისუფალია?-ხმა გაუმკაცრდა,რა ქნას ტაისია მაინც ტაისიად რჩება.
-აა დიახ დიახ,ახლა მანდ არავინ არ არის.
-და ვინ იყო ხოლმე?
-ბატონი კახა,ზოგჯერ ბატონო გაბრიელიც მოდის,-რაც შეიძლება მშვიდად შეაპარა ეს ინფორმაცია ტაისიას,რომელსაც გული აუჩქარდა.
-გასახებია, მომეცი.
-დიახ,ახლავე.-გოგონამ ხელების კანკალით მიაწოდა გასაღები,მგონი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს ტაისიას ხილვას.
-მადლობა თიკა და ჰო,ახალი ვარცხნილობა გიხდება.-გაუღიმა და ლიფტისკენ გაემართა.
უსასრულოდ გაიწელა დრო სანამ ბოლო სართულზე აღმოჩნდებოდა,ყველაფერი ნაცნობი იყო.ნაცნობი და მშობლიური,თითქოს მართლა სახლში დაბრუნდა.გასაღებიც გადაატრიალა და აი ის ადგილი,რომელიც დიდ როლს იკავებდა ტაისიას ცხოვრებაში.მაშინვე იგრძნო საყვარელი მამაკაცის სურნელი,როგორც ჩანს აქაურობას ზოგჯერ კი არა ხშირად სტუმრობდა გაბრიელი.რამდენიმე გაბრიელის ნივთიც აღმოაჩინა,რომელსაც ისევ ისეთი სურნელი ჰქონდა,როგორიც სამი წლის წინ.კიდევ უფრო გაუმძაფრდა მასთან შეხვედრის სურვილი.
ბოლოს აივანზე აღმოჩნდა,იმ აივანზე,რომელიც ტაისიას ყველა საიდუმლოს ინახავს.როგორც კი ზღვის ხედს თვალი მოსწყვიტა მაგიდაზე ვისკიც აღმოაჩინა,გაეღიმა,რადგან იცოდა ვისი დატოვებულიც იქნებოდა.ნომრის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა,ახარებდა,რომ კახას არაფერი არ შეუცვლია.რამდენიმე ხნის შემდეგ კი ჩაეძინა და ასე კარგად სამი წელია არ უძინია,რადგან გაბრიელის სიახლოევს გრძნობდა,იცოდა რომ ისიც იქ იძინებდა.იმაზე ფიქრი,რომ მალე მასთან ერთადათ შეძლებდა ძილს საუკეთესო გრძნობა იყო.
***
ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა.სანამ კარს გააღებდა იცოდა ვინც იქნებოდა და ცოტა აშინებდა კიდეც მომავალი შეხვედრა.როგორ მიიღებდნენ მის უეცარ დაბრუნებას?
-არ არსებობს!-კახაბერის თვალებში იმდენ რამეს ხედავდა:გაკვირვებას,სიბრაზეს,იმედგაცრუებას და მაინც მეგობრის მონატებას ყველაზე მეტად.
-ან არსებობს!-გაუღიმა ტაისიამ,რომელიც ბოლოს ნივთისავით გვერდით გაწეული აღმოჩნდა,კახა კი ნომერში შევარდნილი.
-ანუ ინება შეერთებული შტატების დედოფალმა დაბრუნება?-თითქოს კბილებში გამოსცრცა,მაგრამ ირონიული ღიმილი უფრო დასთამეშებდა სახეზე.
-ბნელეთის დედოფალი აღარ ვარ?
-კი როგორ არა,გატეხილი გულების დედოფალიც ხარ!მიტოვებული ადამიანების დედოფალიც ხარ!ეგოისტების დედოფალიც ხარ!მხოლოდ საკუთარ თავზე,რომ ფიქრობენ იმ ადამიენების დედოფალიც ხარ!კიდევ გავაგრძელო?
-მგონი არა,დიდ დროს მოანდომებ მე კი ერთი სული მაქვს როდის ჩავეხუტები ჩემს მეგობარს.-ცრემლებით აევსო თვალები.
-ჯანდაბა ტაისია!
დიდხანს ეხუტებოდა,თითქოს ვერ რწმუნდებოდა,რომ შეიძლება მართლა ტაისია ყოფილიყო.
***
-საერთოდ არფერი არ შეგიცვლია.-აივანზე კახასთან ერთად საუბარი ერთდგვარი ტრადიცია იყო,რომელიც ძალიან მოენატრა და ეს საუბარი ორივეს სჭირდებოდა.
-ეს სასტუმრო შენ გეკუთვნის.
-ამაზე ხომ ვისაუბრეთ ჯერ კიდევ სამი წლის წინ.
-ჰო სამი წლის წინ წახვედი და აღარ დაბრუნდი.
-მაგრამ ახლა აქ ვარ...
-რთული იყო შენს გარეშე.-მზერა გაუსწორა,თითქოს უნდოდა,რომ ტაისიას დამნაშავედ ეგრძნო თავი.
-კახა მე ეს მჭირდებოდა.მეც და ყველას ჩემს გარშემო.
-მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ოცდამეერთე საუკენეა და ტელეფონები არსებობს.
- მე არ მაქვს შენს კითხვებზე პასუხი.
-კარგი,მაშინ ამაზე მიპასუხე.როგორ ხარ?
-იცი აღარ მიწევს ადამიანების მოტყუეაბა იმიტომ,რომ მართლა კარგად ვარ.
-მიხარია თუ ასეა.
-მოდი ჩემზე საუბარს თავი დავანებოთ,შენ როგორ ხარ? რა ხდება შენს თავს კახაბერ?
-ჩვეილებრივად,ისე როგორც ყოველთვის.
-რაღაც არამგონია,როგორც იქნა სიჯიუტე გვერდზე გადადეთ და ახლა ერთად ხართ ანუკი და შენ,ეს უნდა გაბედნიერებდეს.
-ასეც არის,უბრალოდ ბევრი რამ შეიცვალა, შენც არ იყავი და აღარაფერი აღარ არის ისე როგორც ადრე.-ისევ ეს მზერა, რომელსაც ვერ დაემალა ბრაზი.
-ყველაფერი კარგად იქნება კახაბერ.-ვერაფერი ვეღარ უთხრა რადგან იცოდა,რომ აზრი არ ჰქონდა.კახა მართალი იყო და ამას ვერაფერი ვერ შეცვლიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც აუტანელი იყო ორივესთვის,თითქოს სასაუბრო გამოელიათ,არადა იმდენი სათქმელი ჰქონდათ ერთმანეთისთვის.რაღაც მომენტში ტაისიას მართლა მოაწვა დანაშაულის გრძნობა რადგან იცოდა,რომ ეს გაუცხოება თავისი წასვლით იყო გამოწვეული.
-რატომ არ მეკითხები?-კახამ დაარღვია სიჩუმე.
-რას?
-მასზე?მაგრამ შენ,როგორც ჩემზე გაქვს ინფორმაცია ისე გექნება გაბრიელზეც.
-არა მასზე საერთოდ არაფერი არ ვიცი გარდა იმისა,რომ თურმე აქ რჩებოდა ხოლმე.
-არ მითხრა,რომ მასზე ინფორმაციის მოპოვება გაგიჭირდა.-და ისევ დამცინავი ტონი.
-რა თქმა უნდა არა,მაგრამ მასზე უმნიშვნელო რამეც,რომ გამეგო დიდი ხნის დაბრუნებული ვიქნებოდი.
-გიყვარდეს ადამიანი,ყოველდღე გქონდეს მასთან დაბრუნების შანსი და მაინც არ აძლევდე საკუთარ თავს და მას ამის უფლებას,არ ვიცი ამას გაბრიელს როგორ აუხსი ,მაგრამ წარმატებებს გისურვებ.-წამოდგა და გასავლელისკენ გამერთა
-კახაბერ,არ დაგავიწყდეს ჩემი მეგობარი,რომ ხარ!-თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
-მაგის შეხსენება მე კი არა შენ გჭირდება.-აი,ასე წავიდა,გაბრაზებული და გახარებული.



№1 სტუმარი Nia

შემდეგ თავს როდის დადებთ? ♥️

 


№2  offline წევრი Anastacia

Nia
შემდეგ თავს როდის დადებთ? ♥️

ბოდიში ყველას❤️გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ვერ მოვახერხე მალე დადება.ცოტა დარჩა ისტორიის დასრულებამდე და ვფიქრობ ბოლოს სრულად ავტვირთავ.დაუსრულებლად ნამდვილად არ დავტოვებ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი სტუმარი

როდის დადებთ?♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი Dream

ძალიან მინდა,რომ ამ ისტორიას დასასრული ჰქონდეს და შუა გზაში არ გაჩერდეს ❤️ იმედია დაამთავრებთ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent