შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამო სიყვარული! (თავი1)


5-03-2023, 18:30
ავტორი ნათუშკა
ნანახია 1 344

ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო, ფეიზბუქით გავიცანით ერთმანეთი, კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ვწერდით ერთმანეთს, შეხვედრა რამდენჯერმე შემომთავაზა მაგრამ ვიცოდი რომ შევხვედროდი ურთიერთობას სახელი უნდა დარქმოდა ამიტომ ვაჭიანურებდი . ბოლო მესიჯობიდან დაახლოებით 1 თვე იყო გასული კოლეჯში შევხვდით ერთმანეთს სრულიად შემთხვევით.
-პირველი შეხვედრა.-
დილით როგორც ყოველთვის ცხრა საათზე ავდექი მიუხედავათ იმისა რო კოლეჯში მანქანით მისასვლელად 5 წუთი მჭირდებოდა, ყოველთვის ვაგვიანებდი.
ათს ოცი აკლდა მეგობრის სახლთან ვიდექი რადგან ერთად დავდივართ. მისვლის თანავე ლექციაზე შევედი რომელიც უკვე დაწყებული იყო. მერხთან დაჯდმოსთანავე პოლიციის სირენის ხმა გაისმა.
- იმედია ყველაფერი რიგზეა.- როგორც ჩვენ ისე ლექტორიც ანერვიულდა. - დამრთავრდეს ლექცია და მერე ვიკითხავ.- ლექციის დამრთავრებისთანავე როგორც მასწავლებელი ისე გოგოებიც ოთახიდან გავიდნენ, მე ტელეფონი ავიღე ხელში და თამაში ჩავრთე . შუა თამაშში საუბრის და კარის გაღების ხმაზე გავიხედე სადაც ჩვენი დირექტორის მოადგილე თაზო და პოლიციელი იდგა . ის პოლიციელი ვიცანი რადგან მამაჩემის მეგობარია. მოსალმების შემდეგ კომპიუტერთან მივიდნენ და რაღაცას ჩასცქეროდნენ . მომერიდა და ოთახიდან გავედი. გოგოებიც კალიდორში იყვნენ.
- რახდება?
- არაფერი უთქვამთ - მხრების აჩეჩვით მიპასუხა თიამ. ტელეფინს ჩავცქეროდი როდესაც თიამ ჩურჩული დაიწყო.
- მეორეც მოდის, ალბათ რაღაცაშია საქმე.- მის ნათქვამზე გვერდით გავიხედე ოდნავ გამეღიმა არადა რა მქონდა გასაცინი ზუსტად ვიცანი რომ ის იყო. პოლიციის ფორმაში უკვე მყავდა ნანახი მაგრამ ისევ იმას ვფიქრობდი როგორ უხდებოდა. შემოგვხედა და მის გამომეტყველებაზე მივხვდი რო მანაც მიცნო . ვერ მივესალმებოდი ის რომ არ მომსალმებოდა გამიტყდებოდა. ამიტომ ვარჩიე არაფერი მეთქვა.
- გამარჯობა. - ახლოს მოსვლისას ის მომესალმა. სერიოზული სახე ეჭირა.
- გამარჯობა.-
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- რავი კარგად.- ოთახში შევიდათურა კარი მიხურა. გოგოებს სიცილი აუტყდათ.
- ვინ იყო გოგო საიდან იცნობ .
-ნაცნობია.- გაკვირვება რომარ შემემჩნია ტელეფონში ყურება გავაგრძელე . მესმოდა გოგოები რაღაცაზე როგორ საუბრობდნენ . მეკი იმაზე ვფიქრობდი ამ საუბრის შემდეგ მომწერდა თუარა მაგრამ ვიცოდი რო არ მომწერდა .
ოთახში დიდი ხანი იყვნენ ჩვენც კალიდორში ველოდებოდით . ლექტორიც გასული იყო ალბათ სხვა ლეტქორებთან ერთად ჭორაობდა. კართან ველოდებოდით დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ სერიოზული სახეებით გამოვიდნენ .
- ნახვამდის- ამჯერად გამიღიმა.
- კარგად.- მის ღიმილზე მეც გამეღიმა . მათი წასვლის შემდეგ ოთახში შევედით და მთლიან კედელზე გაკრულ სარკესთან ჩამოვსხედით მაკიაჟის გასაკეთებლად . რადგან მაკიაჟს ვსწავლობთ ყველანაირი მაკიაჟისთვის საჭირო ნივთი გვქონდა . გოგოები ისევ იმ თემას განიხილავდნენ .
- ნეტა რა მოხდა არ იტყვიან?!-
- არამგონია, გოგონი იქნებ შენ გითხრას იმ ბიჭმა- სიცილით მითხრა ლიკამ .
- ეგრე ახლოს არვართ არამგონია მითხრას. - მართლაც ასე იყო ვიცოდი რომ არაფერს მეტყოდა .
- ნეტა მასწავლებელი სად არის გაკვეთილი გვიცდება და მერე ალბათ ერთ გაკვეთილს გადააბავს. - გოგოებმა წუწუნი დაიწყეს.
- მე ნამდვილად ვერ დავრჩები სამი გაკვეთილის შემდეგ თუ გადაგვიბავს დავეთხოვები . - გოგოებმა ვერც ჩვენო არამგონია რო უარი თქვასო. ტუჩსაცხის წასმის შემდეგ ტელეფონი ავიღე ხელში, გახსნისას სმს დამხვდა მესენჯერი გავხსენი და პირველი მისი სახელი ამოვიკითხე.
- იმედია ამის შემდეგ უარს არ მეტყვი შეხვედრაზე. - და ღიმილს ემოჯი. გამიკვირდა არ ველოდებოდი რო მომწერდა.
- აქ ნამდვილად არ გელოდი- როგორცკი წავიკითხე პასუხიც დავუბრუნე.
- ვიცოდი რომიქნებოდი მაგრამ მეგონა ვერ გნახავდი. ნახვაზე არაფერს მეტყვი?.-
- არვიცი ვნახოთ თუ მოვახერხე.
- ვნახოთ არა, რომელ საათზე ამთავრებ დღეს მომწერე და მანდ დაგხვდები.
- კაი ხო ორ საათზე მიმრთავრდება. მაგრამ მანქანით ვარ.
- არაუშავს სადმე გავჩერდეთ და ვისაუბროთ. ორ საათზე მანდ ვარ. ბოლოს წითელი გული დაამატა . უარს ნამდვილად ვეღარ ვეტყოდი. ლექციების დასრულების შემდეგ კარიდან გასულს ეზოში პირდაპირ კიბესთან დამხვდა მანქაზე მიყუდებული სიგარეტს ეწეოდა. იმ წამს ამომიტივტივდა გონებაში რო უნდა მოსულიყო . დამინახა თუარა ოდნავ ჩამწვარი სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხსაცმელი გაუსვა.
- აბა როგორ ხარ? - თან იცინოდა როგორც ჩანს კარგ ხასიათზე იყო .
- კარგად შენ ?! - მის შემყურეს მეც გამეღიმა .
- კარგად მაგრამ ამ წამს უფრო კარგად გავხდი.- თვალი ჩამიკრა და მანქანის კარი გამიღო.
- მეც რო მანქნით ვარ ?. -
- უი ხო რო მომწერე გადამავიწყდა, მაშინ უკან გამომყევი სადმე გააჩერე და ჩემი მანქანაში ვიყოთ . გაწყობს?- რამდენიმე წამი შევყურებდი, კარგითქო და ეზოდან გასულს უკან გავყევი. ქალაქში შესასვლელი ტრასა იყო ამიტომ უკან მომავალმა მანქანამ გადამისწრო და მის და ჩემს შუაში ჩადგა . ოდნავ გაზრდილი მანძილის გამო გადავიწყვიტე გადამესწრო და მის წინ ჩავმდაგრიყავი . გზის შემოწმების შემდეგ ონდავ გაზს მოვუმატე და მას გავუსწორდი თუარა საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანის შემჩნევისას შეშინებულმა უფრო მოვუმატე გაზს და ზოლში ჩავდექი . შეშინებულმა ღრმად ამოვისუნთქე და სიმღერას ოდნავ ავუწიე . რამდენიმე წამის შემდეგ გამახსენდა რო პოლიციელი იყო და გამეცინა ვიცოდი რამეს უეჭველი მეტყოდა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent