შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მეფე და ერთი სპასალარი 18+


5-03-2023, 23:15
ავტორი _tsundere_
ნანახია 2 382

ირინე არ ფიქრობდა, რომ საჭირო იყო მისი დაქორწინება მეფეზე, ომითაც წაართმევდა ტახსტს გიორგის მაგრამ მამის და ბაბუას როლი დიდი იყო მის ცხოვრებაში. მართალია ბავშვობიდანვე ზედმეტად თავნებად გაზარდეს , მისთვის არ არსებობდა შეზღუდვა, მაგრამ მამის მიმართ ამ შეუზღუდაობამ რიდი და პატივისცემა ასწავლა ირინეს.
ენლილი დედის შემცვლელი გახდა მისთვის, სამი წლიდან, მაშინ როცა იძულებით დაქორწინებული ლეონი, მიხვდა, რომ ცოლს არასდროს შეუყვარდებოდა, რადგან ქალს მანამდე ყვარებია მეზობელ სოფლელი თავადი.
ლეონმა შვილის თან წაყვანა შეთავაზა ცოლს, მაგრამ ქალს იმდენად დიდი ქონდა ზიზღი და სიყვარული, რომ ვერც კანონიერი ქმრისგან გაჩენილი შვილის შეყვარება შეძლო სამი წლის მანძილზე და მაშინ მიხვდა მეფე, სიყვარული არ უნდა ჩაენერგა შვილში. თუ სიყვარულს ჩანერგავდა, მაშინ მოუწევდა ეყურებინა მისი განადგურებული სამეფოსთვის, მაგრამ თუ ქალს სიყვარულს არ ჩაუნერგავდა, შექმნიდა მემკვიდრეს, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებდა, ვერასდროს. ქალს ბუნებრივად ჰქონდა თან დაყოლილი ფლირტის ხელოვნება. იქ სადაც ძალით ვერ ახერხებდა გამარჯვებას, იყენებდა ქალურ სილამაზეს და სინაზეს. ასე შეაყვარა სვან თავადს, თორნიკე ჰადაბელს თავი და უბატონო სვანები, მალევე მოექცნენ დადიანად წოდებულ ოდიშარიების საგვარეულო გავლენებში. იმ დღეიდან, სვანები ხუთას რჩეულ ვაჟს გზავნიდნენ ყოველ ორ წელში ერთხელ, რომელსაც რომაული სიმტკიცით წვრთნიდა ლეონის ორმოცი სწავლული ჯარისკაცი .
ყოველ წელს ამ წვრთნებს გაზაფხულზე თავადაც გადიოდა ირინე. საუბრობდა იტალიურად, ჩერქეზულად, სპარსულად, არაბულად, თურქულად, ლათინურად . სამი სახის ბრძოლის ხელოვნება ისწავლა. სპარსეთში ყოფნის დროს სპარსულ ლიტერატურას აქარულებდა. იქაურ პრინცსაც კი შეაყვარა თავი, მისი სილამაზით და ჭკუა-მახვილობით. საქართველოში დაბრუნებისას პრინცმა ოქრო-ვერცხლი, სპარაული ქსოვილები და სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ათასი ნაალაფარი გამოატანა ქალს.
სწორედ ამ ოქრო-ვერცხლით იყიდა მან უახლესი საბრძოლო აღჭურვილობა ჯარისთვის. მოკლედ მეფე ზრდიდა ქალს, რომელიც მართავდა ქვეყანას და გახდიდა უძლიერესს. ოთახში შესული ლეონი ბუხართან ჩამოუჯდა ინანიელს და შვილზე ფიქრობდა. კაცის გამოყენება ზედმეტად ასწავლა ლეონმა შვილს და ახლა არ იცოდა ეს კარგს უქადდა თუ ცუდს.

-მეფე ზედმეტად სუსტია, ჩემი ქალიშვილი სპასალარმა იპოვა.
-არ უპოვნია სპასალარს - ჩაიხითხითა ინანიელმა
-როგორ თუ? - გაიკვირვა მეფემ.
-შენი ქალი სუსტი არ გაგვიზრდია. სილამაზესთან ერთად ჭკუაც და ძალაც იმიტომ არ მივეცით, რომ ვიღაც სპასალარის იმედად დარჩენილიყო პირველივე გასაჭირში - ინანიელმა ჭრილობაზე არაყი დაისხა. მეფემ მზერა აარიდა ქალის ჭრილობას და ტკივილისგან დაჭყანულ სახეს.
-რატომ არ გირჩება უკვე მეშვიდე თვეა ეს ნახმალევი?
-იმიტომ რომ მოწამლული დანითაა ეს ჭრილობა მოყენებული
-იცის ირინემ?
-არა და ლეონ ირინემ რომ გაიგოს ვკვდები, წინ გამასწრებ იცოდე ! - ლეონმა გაიცინა. ინანიელი ლაქიასავით ყავდა , მასზე 10 წლით პატარა ქალი ძაღლივით ერთგული იყო. თავზე ხელი გადაუსვა ქალს და დანანებით ჩაილაპარაკა.
-მე ხომ ჩემ შვილს ვასწავლიდი მხოლოდ უსიყვარულობას, შენ და ენლილმა რატომღა ისწავლეთ. იქნებ ჯობდა ვინმე შეგყვარებოდათ. - ინანიელმა ჩაიცინა.
-მე რომ ვინმე შემყვარებოდა, მერე ვინღა დაგიცავდათ მეფეო ?! - ლეონმა ნაღვლიანმა ჩაიღიმა.
-გტკივა ინანიელ?
-აუტანელი ტკივილი არ არის მეფეო.
-იქნებ სპარსეთში წამეყვანე, იქნებ გიშველონ ?
-შენი ქალის მეფობას მოვესწრები მეფეო, მერე სულიც გამძრობია.


***
გაბრიჩიძე მართლაც წინ დახვდათ, ოღნდ რატომღაც პრონცესას შეშინება გადაწყვიტა და ისარი ცხენს ფეხებთან დაერჭო. ქორბუდა შეხტა, ქალმა აღვირს მაგრად მოქაჩა, ცხენს დაუყვირა, მარჯვენა ბაძაყიდან დანა მოიხსნა და კაცის მიმართულებით ისროლა.
-გაბრიჩიძე სიკვდილი თუ მოგნატრებია, ჩამოდი მაგ ხიდან ციყვივით რომ ზიხარ და ყელს გამოგჭრი!
-მეფედ-მეფე მემუქრება კიდეც? - სიცილი დაიწყო კაცმა
-ჩემი ხელით გამოგღადრავ მაგ ყელს შე ლეკვის ნაშიერო, მოქცევა ისწავლე თორემ! - ენლილმა სრაფად მოკიდა ირნეს ცხენის აღვირს ხელი და ქალი მაშინვე მიწაზე დაეშვა.
-ხომ არ დაგვიწყნია გაბრიჩიძევ, რომ შენი ერთადერთი მიზეზი სიცოცხლის მამაშენისადმი ჩემი პატივისცემაა?!
-ორი წუთის უკან ძაღლის ნაშიერ ვიყავი, რა უცებ გადადი მეფეო ბაგრატიონების ყაიდაზე.
-გეფიცები გაბრიჩიძე ენას ხელში დაგაკავებინებ ერთ ხმას თუ კიდევ ამოიღებ! დავივიწყებ მამაშენს რა გაუკეებია ამ ქვეყნისთვის და კაცი ისე დაგიტირებს, შენი საფლავიც არ ექნება- აქ გაბრიჩიძეე შეტორტმანდა, უკან დაიხია და მერე მუხლი მოიყარა.
-მაპატიეთ ქალბატონო, ზედმეტი მომივიდა.
-ხალხი სად არის? - ირინემ ყური არ უგდო მის ნათქვამს.
-ხევს გადაღმა.
-მეჩქარება მათი ნახვა. - 15 წუთი იარეს, ჯერ ცხენებით მდინარეში შეცურეს, მერე ჩანჩქერს უკან გახსნილ გვირაბში შევიდნენ. ბიჭებს ზოგს ეძინათ, ზოგნიც იქაურობს ალაგებდნენ. ერთი პატარა ბიჭი იყო , ახალგაზრდა ტყეში გავარდნილს მათრახის შეკერვაში ეხარებოდა.
-ბიჭებო, როგორ ხართ? - იკითხა ირინემ და ცხენს საჭმლით სავსე ზურგჩანთა მოხსნა. ეს ცოტა რამ მოგიტანეთ, ბოდიშით. - ფეხზე ერთიანად წამოდგნენ. ზოგმა ქუდი მოიხსნა, ზოგმაც ხელი ჩამოართვა, ზოგიც იმათ შორის ვინც პირველები იწოდებოდნენ ტყეში გავარდნილებად, როცა ირინემ მათი შემოკრება გადაწყვიტა, მივდინენ და ძველ მეგობარს თბილად გადაეხვივნენ.
-საქმეს ჭირდებოდა მეგობრებო ეს ქორწილი. -წყნარად ჩაილაპარაკა ირინემ და ცეცხლზე ხელი შესათბობად გაიშვირა
-ქალბატონო, თქვენ ჩვენთვის არაფერი გაქვთ ასახსნელი. - ჩაილაპარაა იმათში ყველაზე ხნიერმა
-როგორ არა ზოსიმე ბიძია, მე თქვენ გიხსნით ახლა ამ ამბავს ისე, როგორც საკუთარ მამას ავუხსნიდი ნებისმიერ ჩემს ნაბიჯს. მე რომ ბაგრატიონს ცოლად არ გავყვე, მაშინ მამაჩემის სიკვდილამდე ამ ქვეყანას ძალით ვერ გავაერთიანებინებ და ბაგრატიონები სპარსელებს უფრო დაუთმობენ ტახტს ვიდრე ჩვენ. თუ მასზე არა, მაშინ გადამთიელზე მომიწევს ქორწინება და თქვენ შეიძლება საერთოდ დაგკარგოთ. მე სიყვარულის არაფერი გამეგება ზოსიმე ბიძია და არავის სიყვარულით მე არ გავყვები ცოლად, ამ ქვეყნისთვის. თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის მირჩევნია დავქორწინდე ამ კაცზე, ჩემი ქორწინების პირველივე წუთიდან თქვენ დაბრუნდებით თქვენ ოჯახებში და არავინ შეგეხებათ მერე, მე მაგას ვერავინ გამიბედავს ამ ქვეყნად სულიერი. - მკაცრი მზერა გაბრაზებულ გაბრიჩიძეზე გადაიტანა ირონემ, ცოტა ხანს ისაუბრეს, ჩაი დალია და მერე ბავშვს გახედა.
-პატარავ, შენები სად არიან?
-ვერ ლაპარაკობს, ბაზარში ვიპოვეთ, ნაცემი. სავარაუდოდ დედა გაუყუდეს და ქალმა ბავშვის გადამალვა მოასწრო.- ირინემ კაბის ჯიბიდან სპარსული ტკბილეული ამოიღო და ბიჭს გაუწოდა. მანაც მაშინვე გაიღიმა, ქალს ხელიდან გამოსტაცა ტკბილეული და პირისკენ გააქანა. ირინემ ერთხანს ნაევლიანად უყურა, მერე რაღაცაზე დიდხანს იფიქრაო ისე გაუშტერდა მზერა გამოქვაბულის სიღრმისკენ.
-სად რჩება?
-ჩვენთან.
-მე წავიყვან ამ ბიჭს სასახლეში. - ჩაილაპარაკა ქალმა და ფეხზე წამოდგა. მაშინვე ენლილმა ცხენი მოამზადა , ბიჭები სტუმრობით ბედნიერები იყვნენ.
-მე მაქსიმუმ ერთ თვეში ქორწილს გადავხდი, თქვენ ჩემი გამეფებისთანავე შეგეძლებათ სახლებში დაბრუნება - ყველამ ხმაური ატეხა , ზოგი სიხარულისგან ერთმანეთს ეხუტებოდა , ზოგი ტაშს უკრავდა და ფშტვენდა. ირინეს მათი გახარება მალამოსავით მოედო გულზე.
-ენლილ ბიჭი წამოიყვანე . - გასცა ბრძანება და ზურგი შეაქცია აჟიტირებულ კაცებს.

***

სასახლეში შეღამებულზე შევიდნენ, უფრო ადრეც შეეძლოთ, მაგრამ ირინეს სურდა ასე. მამა უკვე გაფრთხილებული ყავდათ, ამიტომ სიჩქარის აუცილებლობას ვერ ხედავდა. თან არ სურდა, სასახლეში ვინმეს დაენახა, როგორ მოდიოდა გადაცმული ტანსაცმელით მომავალი მეფე. კარიბჭე გააღეს, ენლილმა ბიჭი ინანიელის ოთახისკენ წაიყვანა. პრონცესას შენობაში შესვლისთანავე წინ შემოეგება ჯერ ინანიელი და მერე მამა. ინანიელმა თავი დაუკრა და გოგოს ნიშანზე სწრაფად ჩაეხუტა მას. მამა ჯერ იღიმოდა, მერე სახე შეეცვალა და ქალი მკერდზე მიიკრა.
-შეგეშინდა მამა? - იკითხა დაბალ ხმაზე ლეონმა.
-ამორძალს მხოლოდ საკუთარი თავის უნდა ეშინოდეს - გაიცინა ირინემ და მამის მხრებს უკან გაიხედა. მართა მოდიოდა, დედოფალი აქამდეც უნახავს, კონსტანტინეპოლში, შეკრებაზე. ლამაზი მაღალი, შავგვრემანი ქალი, გადაბმული წარბებით და მაღალი ყელით. ირინეს მამიდამ გააცნო და მაშინვე უთხრა, რომ მას არ უნდა მიენდოს.
-სომხეთის მეფის უფროსი შვილია, არასდროს მამამისს ჩვენი ნდობა არ გაუმართლებია, ნურაფერი შეგეშლება. - მამიდას სიტყვები ყურში ისევ ჩაესმა და მართას ღიმილით გახედა.
-დედოფალო, აგაღელვეთ. გამარჯობა - თავი დაუკრა და ნაბიჯი წინ გადადგა.
-ჩემო გოგონა - მოეხვია ირინეს, - ყველა გვანერვიულე - ირინემ თავი ვერ მოთოკა მართას პირფერობაზე, კარგად ესმოდა რაოდენ ეზიზღებოდა მას პრონცესა. სასახლიდან გამოსული სპასალარი დაინახა, რომელიც წინ გიორგის მოუძევოდა.
-განსაკუთრებით რომელი თქვეგანი ვანერვიულე ქალბატონო, სპასალარი თუ თქვენი შვილი? - ისევ ღიმილით გახედა მართას და დაწინაურებულ სპასალარს მზერა აარიდა.
-არ გვიწყინო, გიორგი შენს საძებნელად არ წამოვიდა, რადგან სპასალარი აქაურობას კარგად იცნობს და არ გვინდოდა აჟიოტაჟოს გამოწვევა. გიორგის ყველა იცნობს შვილო.
-ვხედავ სპასალარი ისე კარგად იცნობს აქაურობას, რომ თავისი მოვალეობის ნაცვლად მეფის მომავალი ცოლოს დაცვა, და მისი ტყეში ძებნა ევალება .
-დედა, ვატყობ რძალი ჯერ არ მოსულა და უკვე იგესლება. - გიორგიმ ხელი გაუწოდა ირინეს, უნდოდა ეკოცნა მაგრამ ირინემ ხელი უკან გაწია. გიორგიმ გადაიხარხარა, თავი უკან გადაადო, ყელზე გამობურცული ხორხი დაეტყო. ენა ტუჩზე გაისვა და იკბინა.
-ცოლი უკვე გავაბრაზე?
-ჯერ არ მგონია, თქვენს ცოლად ვიწოდებოდე. - სახეზე ბრაზი დაეტყო ირინეს.
-ქორწილის დღეს გაქცევას აპირებ თუ შვილის დაბადებიდან სამი წლის თავზე სვანეთს მიაშურებ ? - გესლიანად გაიცინა გიორგიმ . ირინემ ვერ მიხვდა კაცის ნათქვამს და კითხვაც დააპირა მაგრამ ინანიელმა ხელში დაქაჩა და გადაიფიქრა.
-თქვენ მიტოვებას არ ვაპირებ, თუ ძალიან შემიშლით ხელს ამ ქვეყნის აღორძინებაში, მაშინ როგორც ერთგული ცოლს შეეფერება საგვარეულო სასაფლაოზე ხშირად დაგადებთ გულზე ვარდებს.
-ჩემი აზრით, სასახლეში უნდა შევიდეთ , გარეთ კამათი არ ღირს - თქვა ლეონმა და შვილს შიგნით შესვლისკენ უბიძგა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და კაცს გაჩუმება მოსთხოვა.
-ნადიმზე გელოდებით ირინე. - ღიმილით გააცლა საცოლე გიორგიმ. მართამ ხელში დაქაჩა შვილი. გიორგისკენ არ გაუხედავს ირინეს, ჩუმად მდგომი სპასალარი შეამჩნია ნაზად რომ იღიმოდა. ირინემაც ჩატეხა ტუჩის კუთხე, ნიანიას ღიმილზე და უცებ სიბრაზე მოაწვა თავში, ვერ მიხვდა ვერც თავის და ვერც სპასალარის ღიმილის მიზეზს. უთქმელად წავიდა წინ და მოახლეს აბაზანის ავსება თხოვა.

***
მეფის ოთახიდან მოშორებით ითხოვა ირინემ ოთახი, ეს სურვილი იმით გაამართლა, რომ არ სურდა ენახა, როგორ შედიოდა მეძავი გიორგის ოთახში და იქიდან კვნესის ხმის გაგონება არ სურდა. მართამ სპასალარის გვერდით აურჩია საძინებელი. დიდი, არც ისე ნათელი , მძიმე დახუთული სუნით, მდიდრული მოწყობითა და დიდი, მაგარი საწოლით. სააბაზანოში იწვა ირინე და ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე თუ რა ხდებოდა ახლა მის მხარეში. სიცივე აქ აღარ იყო, ენატრებოდა იქაურობა, იქაური ბუნების სიცივე და ხალხის სოთბო. კაკუნის ხმა გაიგო, ერთი საათი იწვა უკვე წყალში და ამოსვლა ისევ ეზარებოდა. მიღებული გადაწყვეტილება, მოახლეების დათხოვნა, პირველად ინანა ირინემ.
-ვბანაობ - გასძახა დაუპატიჟებელ სტუმარს ქალმა მაგრამ ორ წამში კაკუნის ხმა ისევ გაისმა და მიხვდა, სააბაზანოდან ვერაფერს გააგებინებდა კარებთან მდგომს. სველ სხეულზე ვარდისფერი ჩინეთიდან ჩამოტანილი სრიალა ქსოვილი, ნაქარგებიანი კაბა გადაიცვა, თმებიდან წყალი ჩამოიწურა და ფეხშიშველი გავიდა კარებისკენ. გზად სხეულიდან ჩოსრიალებული წყლის წვეთების კვალი რჩებოდა ქალის ნაბიჯების მსგავსი. კარებთან ნიანია დახვდა. ხელები უკან შეეკრა, შავი ნაქსოვი ზედა და იგივე ფერის შარვალი ეცვა. თავი ძირს დაეხარა და ქალის დანახვაზე შეკრთა , თითქოს სხვას ელოდებოდაო. მერე მძიმედ ნერწყვი გადაყლაპა, ფეხებდიან აათვალოერა ქალო და როცა შეკრულ წარბებს შეხედა ლაპარაკი დაიწყო.
-მე , მე ვიფიქრე, სალამი. ვიფიქრე , რომ, იქნებ გარემოს როგორ შეეგუეთ? - ირინემ ჩაიცინა სპასალაროს დაბნეულობაზე.
-მშვენივრად სპასალარო, მადლობა
-ვიფიქრე თუ ჩემი დახმარება გენდომებოდათ ქალბატონო, - ხელებით საუბრობდა ნიანია - მოკლედ, თქვენს გვერდიმ მიგულეთ.
-რაში ? - ნიანია კითხვამ გააკვირვა.
-არ ვიცი, რამეში. რაშიც დაგჭირდებით.
-არა, არ მჭირდება. - სპასალარმა ირინეს მზერა აარიდა, თითქოს აქააოდა ინანა მოსვლა.
-მაშინ დაგემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე. - სპასალარი უკან გაბრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-მეფის ოთახს საიდიმლო შესასვლელი აქვს? - მოულოდნელად იკითხა ქალმა.
-რაში გაინტერესებთ?
-იმ ოთახში გადასვლა მეც მომიწევს, ვგონებ დამჭირდება.
-აქვს.
-არა, მაგ შესასვლელს არ ვგულისხმობ.- ნიანია კითხვამ გააკვირვა.
-ვერ მივხვდი ქალბატონო.
-როგორც ვიცი, გიორგის მამამ გაგზარდათ.
-ასეა
-ვგონებ გიორგის ქალებისადმი სიყვარულზე მამამასაც ეცოდინებოდა არა? სპასალარი კი ხართ მაგრამ, უფრო მეფის დაცვა გევალებათ, ვცდები? გიორგის მამა დაგავალებდათ.
-არა არ ცდებით. - ინტერესით ჩახედა ქალს შორიდან თვალებში ნიანიამ.
-გიორგის ოთახი სასახლის ცენტრშია. უფლისწულის ქალებისადმი სიყვარულს თუ გავითვალისწინებთ, მამამ ეს სპეციალურად შვილის კონტროლის გამო გააკეთა.
-ვერ ვხვდები საით მიგყავთ ქალბატონო საუბარი.
-მიხვდები. მეფე შვილს ათ ბალიანი სისტემიდან რამდენად ენდობოდა?
-ათით
-თუ სამით? - ისევ გაიცინა ირინემ
-მითხარი, გიორგის ოთახს აქვს ისეთი შესასვლელი, რომელიც თავად გიორგიმ არ იცის? არც სხვა ვინმემ, ამ ქვეყანაზე მხოლოდ თქვენ და იმ ქვეყნად ღმერთმა და გარდაცვლილმა მეფემ - ნიანიამ ჩაიღიმა
-ასეთი რამ რატომ უნდა ეთქვა მეფე ბატონს ჩემთვის და არა თავისი შვილისთვის? - დაეჭვებით გახედა სპასალარმა.
-ალბათ იმიტომ, რომ გიორგი საიდუმლოს ვერ შეინახავდა, საკუთარი თავისგან უნდოდა დაეცვა მეფეს ჩემი მომავალი ქმარი. ალბათ იმიტომ, რომ გიორგი ამ შესასვლელს ბო*ზების შესაყვანად გამოიყენებდა.
-არაფერი ვიცი მსგავსი. -ნიანიამ თავი იმართლა. ირინემ თავი ოთახიდან გაყო, უკვე ყველას ეძინა, მზერა იქაურობას გადაატარა, აქააოდა ვინმე ხომ არ გვისმენსო.
-მომიახლოვდი ნიანია - თქვა ჩუმად, გამომწვევად და ღიმილით. ნიანიამ ნაბიჯი უკან გადადგა.
-არ მსურს ასე ქალბატონო, არამგონია ვინმემ რომ დაგვინახოს, სწორად იფიქროს ჩვენზე.
-მომიახლოვდი ნიანია. - ქალი ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან. ხელი მაისურის ბოლოს ჩაჭიდა და სპასალარო ახლოს მისწია. ნელი ნაბიჯებით თავის ოთახში შეიყვანა და კაცს თვალებიდან მზერას არ აშორებდა. ოთახის კარი ფრთხილად და უხმაუროდ მიკეტა.
-ჩემი ოთახი მართას შენ აარჩევინე, ოთახს არასდროს იცვლი და გიორგის ოთახიც მკაცრად გაწერილია, რომ არასდროს არ შეიცვალოს. სამივე ოთახი ერთმანეთს უკავშირდება ნიანია? - კისერზე თითები შემოავლო ქალმა , ტუჩები ტუჩებგან ახლოს მიუტანა და ისე ესაუბრებოდა. აქააოდა უკვე ნიანიას პასუხს ელოდა როცა თავადაც ყელზე იგრძნო თითები, ირინემ. უცებ დაიბნა და უკან დაიხია. ნიანია ქალს სწრაფად მიყვა და კარებთან ააკრა. მუცელზე იგძნო პრონცესამ ხელის შეხება და მაშინვე გაისმა ნიანიას ბოხი, სხვა დროისგან განახვავებული, ჩახლეჩილი ხმა.
-ნუ გგონია, ჩემით მანიპულირებას მოახდენ პატარა ამორძალო - ტუჩები სწრაფად მიაწება ქალის ტუჩებს და ირინემ ცხელი ენა იგრძნო, რასაც მონოტომიურად საკუთარი ენაც შეაგება.



№1  offline წევრი Marselita

ვააა smiling_imp ეგ მოახლე ნახე რა მეფის საცოლესთან რამდენს ბედავს
--------------------
ლ. დ.

 


№2  offline წევრი Lizzy

როდის დადეებ ახალ თავს

5 მარტს დადე ბოლოს

 


№3  offline წევრი Lizzy

არ ვიცი კიდე დადებ თუ არა მაგრამ რომ დადო გამიხარდება❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent