.ხვალამდე.(5)
წარსულის მოგონება. 08.06.20** 13:28 წინ ნელი ნაბიჯით წავედი და ასევე ყველა კუთხის დათვალიერება დავიწყე,მაგრამ შემაძრწუნებელი იყო ამ სისხლიანი ადგილების უფრო კარგად დათვალიერება და იმის წარმოდგენაზეც კი თუ რა შეიძლებოდა აქ მომხდარიყო,სულ ვკანკალებდი ! ყველაფრის მიუხედავად დაკვირვება ერთ წამსაც არ შემიწყვიტავს და მაშინ,როდესაც ბოლო კუთხეს ვათვალიერებდი,ერთმა პატარა დეტალმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ეს პეიჯი იყო,მამაკაცის ფოტოსურათით,მაგრამ აქ რა უნდოდა? -ვინ არის ეს კაცი? სასწრაფოდ ავიღე ხელში და მეტად დავაკვირდი დეტალებს. მამაკაცის სახელი და გვარი ამოვიკითხე და მის ქვეშ მდებარე წარწერაც...გასაუდუმლოებული დაჯგუფება პაიბრი. რას ნიშნავს ეს ყოველივე? რა უნდოდა გასაუდუმლოებული დაჯგუფების წევრს აქ ?! რას ეძებდა ან ახლა სადაა?! ნანახის შემდეგ მეც არ ვიცოდი რა მეგრძნო ან რა მეფიქრა,რადგან სიტუაცია მეტად და მეტად ამოუხსნელი და უცნაური ხდებოდა,ხოლო კითხვები,რომელიც საკმაოდ დაგროვებულიყო,პასუხი არ უჩანდა. აქაურობა ისეთ მდგომრეობაშია ,თითქოს ბომბმა შემოაგდეს და აფეთქების შედეგად ადამიანები შუაზე გაიხლიჩნენ და ყველაფერი ამ მიზეზითაა სისხლით მოსვრილი,მაგრამ საქმეც იმაშია,რომ არანაირი აფეთქება არ ყოფილა აქ! რა ჯანდაბა ხდება?! რა ხდება?! რა?! -სად ხარ სალი? რა გიქნეს? ესღა ჩავილაპარაკე სევდით სავსემ და ცრემლები ჩამომიგორდა ცხელ ლოყებზე...იქნებ ეს სისხლი სალის ეკუთნის?! არა,არა...ასე არ უნდა ვიფიქრო,ამის გააზრებაც კი არ მინდა,შეუძლებელია მომკვდარიყო,თან ისეთი რაღაცისგან,რაც არ ვიცი საერთოდ რა არის! ბევრი დროც აღარ მქონდა დარჩენილი,თორემ მზად ვიყავი კვალს მეტად გავყოლოდი და თუნდაც იმ კონკრეტულ საფრთხემდეც მიმეღწია! უბრალოდ უკან უნდა დავბრუნდე და ამის დრო მართლა არ მაქვს. ამაზე ვფიქრობდი და ჯერ კიდევ პეიჯს დავყურებდი,სადაც უცხო მამაკაცის სახე იყო გამოსახული...მანამ...მანამ უეცარ ხმაურზე არ შევხტი! ამ წამს კი ისეთი დაბნეული და შეშინებული ვიყავი ნახულით,მილიონი რამ წარმოვიდგინე და ვაღიარებ ძაალიან შემეშინდა ამ მომენტში. სწრაფად წამოვდექი და პირდაპირ გასასვლელისკენ გავიქეცი! რაც არ უნდა იყოს ფაქტია აქ ყოფნა არაა უსაფრთხო და ვაღიარებ ეს ისედაც ვიცოდი,მაგრამ მაინც წამოვედი რა თქმა უნდა. გული ამოვარდნამდე მქონდა,სუნთქვა გაძნელებული,ფეხები კი თითქოს დამძიმებული,ამხელა შიშისგან,მაგრამ მაინც ისეთი სწრაფად გავრბოდი,მალე დავახწიე შენობას თავი და პირდაპირ ტროტუარისკენ გავიქეცი,რათა ტრანსპორტს დავლოდებოდი და აქედან რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავი...მე ასე მეგონა,მაგრამ ტროტუარზე გასულმა რაც დავინახე,ნამდვილად შოკში ჩამაგდო. გარშემო მანქანები საშინელ მდგომარეობაში იყო,ამით კი იმას ვგულისხმობ,რომ აქა-იქ ეყარა, დამტვრეული და ცეცხლ წაკიდებული. ზოგი ხეს იყო შემსკდარი,ზოგი ერთმანეთს,ზოგი კი უბრალოდ გაჩერებული და ცეცხლის ალში...ვერ მივხვდი რა მოხდა,რადგან ერთი საათის წინ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო ,ახლა კი ეს უცნაური და ამოუხსნელი სიტუაცია მხვდება! ხალხი სადაა? სადაა სასწრაფოები და პოლიცია?! ასეთ დროს აქაურობა წესით მათით უნდა იყოს სავსე,მაგრამ არც დაშავებულები ჩანან და არც სხვა დანარჩენი! -ჯანდაბა,აქ რა მოხდა... შიშით ჩავილაპარაკე და აკანკალებული სხეულით ნელ-ნელა გავუყევი გზას,მაგრამ ამ სიტუაციაში ნამდვილად ეჭვი მეპარებოდა რაიმე ტრანსპორტი მოსულიყო აქ! -აქედან როგორ გავიდე? მხოლოდ ეს კითხვა მქონდა ჩემს თავთან და ვაღიარებ ცოტა ვნანობდი კიდეც აქ მარტო წამოსვლას,ვინმესთვის მაინც უნდა მეთქვა! ტელეფონიც კი არ იჭერს...ასე უცბად რა მოხდა მაინც ვერ ვხვდები. ამ ფიქრებში ვიყავი და თან როგორი სწრაფადაც შემეძლო წინ მივდიოდი ,თან კი ვცდილობდი რამე უფრო უკეთესი ვერსია მომეფიქრებინა აქედან წასასვლელად. არც ისეთი შორს ვარ სკოლიდან,მაგრამ ფეხით უფრო დიდი დრო სჭირდება და ჩემი ძმა და მშობლები გააგიჟდებიან! ვინმე მაინც იყოს ,ვინმე ვინც აქედან გამიყვანს,თან თავს აქ უსაფრთხოდ საერთოდ არ ვგრძნობ,თუნდაც ქუჩაში ვიყო,ნახულის შემდეგ ვერ ვიქნები დარწმუნებული ვერაფერში. -ეს ადამიანია... უეცრად შორიდან ვიღაც შევამჩნიე! ეს მამაკაცი იყო,რომელიც საჭესთან იჯდა მანქანაში! ეს სწორედ ჩემი შანსია,რომ აქედან გავახწიო,თან თუ ვთხოვ არამგონია იქამდე წაყვანაზე უარი მითხრას. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი მანქანას და თან აქეთ-იქით ვიყურებოდი,რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო! სააბოლოოდ კი მივახწიე კიდეც მანქანამდე და მამაკაცს ,რომელიც რაღაცას მისჩერებოდა თითქოს ,მინაზე მივუკაკუნე ხელი,რათა მისი ყურადღება მიმექცია და მივიქციე კიდევ. -უკაცრავად,სერ- ვერც დავასრულე სიტყვა და დავინახე ის რაც ყურადღების მიქცევაზე მეტი იყო! რადგან მამაკაცი ღრიალით მომიბრუნდა და ისე დაიწყო მოძრაობა ,თითქოს ყველანაირად ცდილობდა ჩემამდე მოსვლას,მაგრამ კარის გაღება რატომღაც არ მოსდიოდა აზრად! ეს ყოველივე ძაალიან უცნაური იყო და მის დანახვაზე ვაღიარებ მეტად შევშინდი,თან ზედმეტად ცუდად გამოიყურებოდა. თვალები ჩაშავებული ჰქონდა,თოთქოს თვეებია არ უძინიაო,ასევე წითელი ბზარები ჰქონდა გაჩენილი და ისე იყურებოდა,არ ჩანდა ნორმალური! თან ღრიალს არადა არ წყვეტდა და ამ ღრიალის დროს ნერწყვს ყრიდა პირიდან! ფაქტი იყო ,აშკარად არ იყო ნორმალური,ამიტომ გაცლა სჯობდა,თან რაც შეიძლება სწრაფად! მთელი სისწრაფით გავეცალე იმ მანქანას და იმ კაცსაც,თან ისე რომ უკანაც არ მომიხედავს! ჯანდაბა,ჯანდაბა! უბრალოდ ფეხით მივალ,როგორც ჩანს დღეს ყველაფერი ჩემს სააწინაღმდეგოდაა და ყველა ერთად გაგიჟდა! -გოგონა! გოგონა აქეთ! უეცარ ყვირილზე დავატორმუზე და რამოდენიმე მანქანის იქეთ მდგარ ქალს გავხედე,რომელიც ძირს ეგდო დაშაავებული და მე მეძახდა...რა ხდება აქ?! რა სჭირს ამ ხალხს!? რამე საერთო ავტოკატასტროფა მოხდა?! მიწისძვრა იყო ან რაიმე მსგავსი ,მანამ მე შენობაში ვიყავი თუ რა ხდება! რა ხდება,რა! მეშინია და თან სწრაფად მინდა აქაურობას გავეცალო,მაგრამ ადამიანი,რომელიც დახმარებისთვის მეძახის ვერ დავაიგნორებ! ესღა გავიფიქრე და მისკენ სირბილით წავედი! ქალი კი საშინელ მდგომარეობაში დამხვდა...სისხლდენა ჰქონდა ჭრილობიდან,რომელიც გაურკვეველი მიზეზით მუცელზე ჰქონდა. -დამეხმარე,გთხოვ დამეხმარე! ფეხებზე მომხვია ხელები და ბოლო ხმაზე ტირილი და ყვირილი დაიწყო! შევკრთი,გავფითრდი ,ძაალიან შევშინდი და დავიბენი,არ ვიცოდი რა მექნა პირველი,ძაალიან ავღელვდი! ასეთ სიტუაციაში პირველ რიგში რას აკეთებენ?! რას?! რას?! პოლიცია...პოლიცია და სასწრაფო! -ერთ...ერთ წამს,ახლავე...ახლავე დავრეკავ! ვთქვი აღელვებულმა და გვერდით გავედი. ტელეფონი ჰაერში მქონდა და აქეთ-იქით დავდიოდი,რათა სიგნალი დაეჭირა,მაგრამ ვერა და ვერ იჭერდა. რა მოხდა...რატომ არ იჭერს?! ვერ ვხვდები,ვერ ვხვდები რა ჯანდაბა ხდება! -არა...არა...არ მინდა...არ მინდა! ქალის ყვირილზე შევხტი და მისკენ რომ გავიხედე სისხლში იყო ამოსვრილი! სასწრაფოდ მისკენ გავიხედე ,კითხვას ვაპირებდი რა მოხდა და საიდან გაჩნდა ამდენი სისხლი,მანამ ეს არ დავინახე...მან უეცრად სისხლი აღებინა,თანაც ძაალიან ბევრი! არა...ეს კარგის ნიშანი ნამდვილად არაა. აღარ ვიცოდი რა მექნაა ან როგორ დავხმარებოდი! ქალი მეტ და მეტ სისხლს აღებინებდა და არა და არ ჩერდებოდა...რა მექნა?! რა სჭირდა?! როგორ დავეხმარო?! ჭკუიდან ვიშლებოდი უკვე და პანიკა მიტევდა... კიდევ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა ასე და სააბოლოდ ქალი გაჩერდა,მაგრამ თავს არ სწევდა და იგივე მდგომარეობაში იყო...მოკვდა!? -რა...რა მოხდა?! კარგად ხართ?! ხმის კანკალით ვიკითხე და ხელი მხარზე დავადე,რაზეც ქალი უეცრად ამ სიახლშივე წაიქცა,ისე რომ უკვე მისი სახე დავინახე და გეფიცებით,ასეთი არაფერი არ მინახავს. მთელი კანი დახეთქილი ჰქონდა,ისე თითქოს შუშა იყო ,რომელსაც ბზარები გაუჩნდა და წუთი წუთზე გატყდება! ყველაზე საშინელება კი ის იყო,რომ ყოველი გაბზარული ადგილი,ჭრილობასავით იყო,საიდანაც რატომღაც თეთრი ქაფი გადმოსდიოდა! -ჯანდაბა,ვინმე დამეხმარეთ! ვინმე დამეხმარეთ! უკვე ბოლომდე პანიკაში ჩავარდნილმა ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი,მაგრამ არავინ არ ჩანდა,ვინც დამეხმარებოდა! არ ვიცი რა სჭირდა,მაგრამ ამ დგომარეობაში ხილვის შემდეგ არ მგონია ,რომ უბრალოდ კარგად იყოს. არც შევმცდარვარ და ქალმა უეცრად მოძრაობა ისე დაიწყო ,თითქოს კრუნჩხვებში იყო და შიგნიდან ყველა ძვალი უტყდებოდა,თან ბოლო ხმაზე ყვიროდა,მე კი ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვქცეულიყავი. სააბოლოოდ კი...სააბოლოოდ ის გაჩერდა. გაჩერდა,თვალები დახუჭა,მოძრაობაც შეეწყვიტა და ყველაფერი სხვაც. მოკვდა...მოკვდა. ძირს დავიჩოქე და უკვე ბოლომდე ემოციებით შეპყრობილმა ტირილით შევარხიე ქალის სხეული. -ქალბატონო?! ქალბატონო! გთხოვთ,გაიღვიძეთ,არ მოკვდეთ,არ მოკვდეთ გთხოვთ! უკვე ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა! აბა რა იქნებოდა? ჯერ ასეთ საშინელებას ვუყურე,შემდეგ კი ჩემს თვალწინ ისე მოკვდა,რომ ვერაფრით ვერ დავეხმარე! უძლური ვიყავი იმ სიტუაციაში და სწორედ ეს მაგიჟებდა! უკვე მის წინ ჩაჩოქილი თამამად ვტიროდი და ამ რატომღაც დადუმებულ ადგილასაც მხოლოდ ჩემი ტირილის ხმა ისმოდა...მანამ კიდევ ერთი ხმა არ გაისმა. ეს ტელეფონი იყო და მომივიდა შეტყობინება გამოტოვებული ზარების და შეტყობინებების! რაც იმას ნიშნავდა,რომ ჩემები უკვე მეძებენ და ჩემზე ნერვიულობენ,ხოლო ამ დააწყევლილმა ტელეფონმა ახლა დაიჭირა სიგნალი! -ახლა?! ახლა რატომ?! ბოლო ხმაზე ვიყვირე განრისხებულმა და ცრემლების წმენდით ფეხზე წამოვდექი. რაც არ უნდა ყოფილიყო ,დროის დაკარგვა აღარ ღირდა და აქ ერთი წამითაც არ შემეძლო გაჩერება. აქედან სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი! აქედან გამომდინარე ჩემი ძმის ნომრის აკრეფვა დავიწყე ტელეფონზე და მხოლოდ გამაღიზიანებელი პნობკენის ხმა მესმოდა ამ დაწყევლილ და დამუნჯებულ ადგილას,სანამ ღრიალიც არ დაემატა ამას! ღრიალი ჩემს უკნიდან მოდიოდა და ვისი იყო ეს ხმა ,ამას კითხვა არც სჭირდებოდა. ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და უკან გავიხედე,წინ კი ის ქალო დამხვდა. უბრალოდ ის ძაალიან უცნაურად გამოიყურებოდა! რატომღაც თვალები სულ გათეთრებოდა,ხოლო დამსკდარი კანიდან უკვე სისხლი სდიოდა. -ეს...ეს როგორ?! ცოცხალ- ვაპირებდი ეს მეკითხა პირველ რიგში,მაგრამ არ დამცალდა,რადგან ის უეცრად თავს დამესხა! ეს ყოველივე ძაალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის,მაგრამ ამ მომენტში ის მაინც გავაცნობიერე,რომ ყველა სახის თავდაცვით მომეშორებინა თავიდან და გავქეცეულიყავი აქედან! ხელი მთელი ძალით ვკარი და შემდეგ როგორი სწრაფადაც შემეძლო გავიქეცი,მაგრამ ქალი უკან გამომედევნა! თან ამჯერად უფრო შემზარავად ღრიალებდა და პირიდან დორბლი სდიოდა! რა სჭირს ამ ხალხს?! რა?! რა ხდება?! არ ვიცოდი ასე სადამდე შევძლებდი კიდევ სირბილს და მისგან გაქცევას,რადგან ის დანებებას აშკარად არ აპირებდა,ხოლო მე უკვე ვხვდებოდი,რომ მეტად სირბილს ვეღარ გავნაგრძობდი,რადგან ათი წუთია ასე მივრბივარ და ის თავს მაინც არ მანებებს! არ ვიცი კიდევ სადამდე შევძლებ ასეთი სიჩქარით სირბილს...არ ვიცი. *მანქანის სიგნალი* უეცრად არსაიდან მანქანის სიგნალის ხმა გაისმა ექოდ ჰაერში და ცოტა მოშორებით მალევე ჩემი ძმის მანქანაც დავინახე,რომელიც მთელი სიჩქარით მოდიოდა ჩემსკენ და სიგნალით ცდილობდა ჩემი ყურადღება მიექცია. კიდევ კარგი მიპოვა...არ ვიცი როგორ,მაგრამ სწორ დროს გამოჩნდა! მეც მისკენ გავიქეცი და მალევე მივუახლოვდით ერთმანეთს,მაგრამ ყველაზე საშინელი რაღაც მოხდა ამ მომენტში! არსაიდან ყველა მხრიდან მსგავსი ღრიალის ხმა მომესმა,რომელიც ცოტახნის წინ გავიგონე და მხოლოდ ერთხელ მოვასწარი უკან მიხედვა,ისინი რომ ვიხილე. შეშლილი ხროვა,რომლებიც ჩემსკენ მორბოდნენ,თვალები გათეთრებული ჰქონდათ,სხეული დამსკდარი და სისხლიანი ,პირიდან კი დორბლი სდიოდათ,როგორც იმ ქალს! ამის დანახვის შემდეგ მეტი აღარ მიფიქრია და პირდაპირ ჩავჯექი ამ წამს ჩემთან მოჩერებულ მანქანაში! საბამ პედალს ბოლომდე მიადგა და მთელი სიჩქარით წავედით წინ! უბრალოდ უცნაური რაც იყო,ისაა რომ წინსვლასთან ერთად მათი რაოდენობა უფრო იმატებდა და უკვე ყოველი მხრიდან მოდიოდნენ! არ ვიცი ვინ არიან ან რეები,მაგრამ ის კი ვიცი,რომ ამ წამს მათი სახით დიდი საფრთხე გველოდება! -რამ წამოგიყვანა აქ ?! რატომ არასდროს არ უსმენ უფროსებს?! მოსალოდნელად ამ მძაფრ სუტუაციაშიც კი საბას განრისხებული ღრიალი მომესმა,რომელიც ჯერ კიდევ გზას უყურებდა,სადაც ნელ-ნელა მათი რაოდენობაც მცირდებოდა. -მაპატიე...რაღაც უნდა გამერკვია. ვუპასუხე ხმის კანკალით,რადგან ამ სიტუაციაში მეტი გასამართლებელი საბუთი მართლა არ მქონდა და თან აშკარად მართალიც იყო,რომ ჩემს საქციელზე ბრაზობდა. -როდესმე ფიქრობ იმაზე თუ სხვა რას განიცდის,როდესაც შენ მხოლოდ შენს ინტერესებს ითვალისწინებ! მომხედა უკვე განრისხებულმა და წამის მეასედში ისევ გზას მიუბრუნდა დაძაბული,რაზეც მხოლოდ თავი ჩავხარე და აღარაფერი აღარ ვუთხარი. რა უნდა მეთქვა?! ჩემი და მისი სიცოცხლეც საფრთხეში ჩავაგდე. ეს არსებები კი ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რეები არიან,რადგან ადამიანები აშკარად აღარ,მაგრამ ვაარაუდობ სწორედ ის საფრთხეა,რომელზეც ბოლო დროს ყველა ლაპარაკობდა და ყველა გვირჩევდა,რომ მოვრიდებოდით! მაგრამ საქმე იმაშია,რომ მათზე კონტროლი აშკარად აღარ გვაქვს და უკვე ისე გამრავლდნენ,რომ მათგან თავის არიდება ძაალიან გაგვიჭირდება,აქედან გამომდინარე კი უკვე ყველანი დიდ საფრთხეში ვართ. როგორ ? რანაირად ან რატომ?! ამ კითხვებზე კი პასუხი კიდევ არ მაქვს. საიდან მოვიდნენ ისინი ან როგორ იქცნენ ამად?! რადგან ცოტახნის წინ ჩემი თვალით ვიხილე რა დაემართა იმ ქალს,რომელიც ადამიანი იყო და უეცრად მათნაირი გახდა! ვირუსია?! რაიმე დაავადება?! ყველა ერთად ჭკუდან იშლება თუ რა ხდება ,არ ვიცი,მაგრამ დიდი იმედი მაქვს,რომ გადავრჩებით. დაახლოვებით თხუთმეტი წუთის შემდეგ საბა ცოტა დამშვიდდა ,იქიდან გამომდინარე,რომ გარშემო მათი კვალი აღარ იყო...თავიდან გამიხარდა ,რადგან ვიფიქრე,რომ არც ისეთი გამრავლებულები იყვნენ,მანამ არ მივხვდი მიზეზს. საბამ ტყეში შეუხვია,რომელიც ხეებით იყო გადაჭედილი და ამდენი ხეებისგან სინათლეც ძლივს ახწევდა. -საბა, აქ რა გვინდა? თავისთავად ამ სიტუაციდან გამომდინარე გაჩენილი კითხვა დავსვი,რაზეც საბამ უეცრად დაატორმუზა და მანქანა იქვე მიაჩერა,შემდეგ კი საჭეს მოსცილდა და მე მომიტრიალდა...სახეზე ეტყობოდა როგორი ანერვიულებული და შეშინებული იყო. -აჰ...მინდა ჩადენილის გამო ძაალიან გეჩხუბო,მაგრამ მთავარი ისაა,რომ გადარჩი,თან ამის დრო არც გვაქვს. ნენე ახლა კარგად მომისმინე რას გეტყვი. ყველაფრის მიუხედავად მშვიდად დაიწყო საუბარი,რაზეც ყურადღებით ვუსმენდი. -ახლა ვერ აგიხსნი რა ხდება,მაგრამ ერთადერთი რაც მინდა შენი და ჩვენი ოჯახის გაადარჩენაა,ყველაფრის ფასად,ამიტომ ჩემს გეგმას გაგაცნობ. იგივე ტონით განაგრძო,რაზეც მხოლოდ თავს ვუქნევდი,რათა გაეგრძელებინა. -შენი წამოსვლის შემდეგ ოც წუთში სკოლაში საშინელება დაიწყო. განგაშის ხმა ჩაირთო,რათა ხალხს სასწრაფოდ დაეტოვებინა შენობა. თავიდან გაუგებარი იყო რის გამო,მანამ ის საშინელი არსებები არ ვიხილეთ. არსაიდან ხალხის რაღაც ნაწილს ,რაღაც დაემართა,არ ვიცი...არ ვიცი როგორ ავხსნა რა დაემართა,მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა,რომ საშიშები გახდნენ იქ მყოფებისთვის. ყველას თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ ცოცხლად ჭამდნენ,შემდეგ რამდენიმე წუთში მათაც იგივე ემართებოდათ,ზოგს რამდენიმე წამშიც კი ! ერთადერთი იმ მომენტში რაც მოვახერხე შენი მოძებნა იყო იქ სადაც ბოლოს ლუკამ დაგტოვა,მაგრამ იქ არ დამხვდი,არსად არ იყავი,იმის მიხვედრა კი სად იყავი რთული არ იყო,რადგან ჩემზე უკეთ არავინ არ გიცნობს,მე კი რაღაც მომენტში მიხარია კიდეც ,რომ იმ მომენტში იქ არ იყავი და ახლა ცოცხალს გხედავ. დაბნეული ვიყავი...დაბნეული და მეტად შეძრწუნებული ვიდრე აქამდე,რადგან იმედები გამიცრუვდა და როგორც ჩანს ყველგან არიან ის საშინელი არსებები და ყველას უმოწყალოდ ხოცავენ! რა გველის!? -ხო კარგად ხარ ნენე? სევდიანი საბას ხმა მომესმა,რომელმაც რატომღაც ამღვრეული თვალებით შემომხედა და თმა ყურს უკან გადამიწია,თან ყველანაირად ცდილობდა ეს ცრემლები არ გამოეშვა! -კი...კი საბა,კარგად ვარ. ხმის კანკალით ვუპასუხე და უხმოდ ცრემლები წამომივიდა თვალებიდან,რაზეც საბამ ცოტახანს თავი ჩახარა,რათა ძალები მოეკრიბა და ამ სევდას მორეოდა,შემდეგ კი ისევ მე ამომხედა,ამჯერად დამშვიდებული და ძლიერი მზერით. -ნენე,ახლა კარგად მომისმინე...გეგმა მაქვს. მინდა რომ სახლში დავბრუნდეთ და დედა და მამა წამოვიყვანოთ,შემდეგ კი აქაურობას გავცილდეთ! რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ. სერიოზული ტონით მითხრა ეს ყოველივე,მაგრამ მე ჯერ კიდევ იმაზე მეფიქრებოდა,რომ სალის აქ ვტოვებდი,მაგრამ სამწუხაროდ ამაზე ხმას ვერ ამოვიღებდი ამ სიტუაციაში,როდესაც ჩვენი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშაა და დედა და მამა გადასარჩენი გვყავს...რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ცოცხლები თუ არიან. ამ ყოველივეს გააზრებაზე უკვე ხმამაღლა ავტირდი არსაიდან,რაზეც საბაც უფრო მეტად ანერვიულდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -არა ნენე,დაწყნარდი...ვიცი როგორ ხარ ამ წამს,მაგრამ უნდა გაძლიერდე. გპირდები ისევ ერთად ვიქნებით და აქაურობას თავს დავახწევთ! ეს ყოველივე საერთოდ არ ჩანდა იოლი და იმასაც ვხვდებოდი,რომ ამ წამს ამ სიტყვებით უფრო ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. -რა უნდა ვქნათ? ვიკითხე ხმის კანკალით და ვეცადე ტირილი შემეწყვიტა,რაზეც საბამ უეცრად ხელი მიშვა,თვალი ამარიდა და ჩვენს წინ გადაშლილ დაბურულ ტყეს მიაჩერდა... -შენ აქ უნდა დარჩე უსაფრთხოდ,რადგან აქ ხალხი არაა,რაც იმას ნიშნავს,რომ არც ის არსებები იქნებიან,მე კი სახლში დავბრუნდები და დედა და მამას წამოვიყვან. ეს ყოველივე ისე მითხრა,რომ ერთხელ არ შემოუხედავს,რადგან ალბათ ხვდებოდა,რომ არ დავთანხმდებოდი და ამ წამს ჩემი შეშინებული და სასოწარკვეთილი მზერის ყურება არ უნდოდა. -რა?! რას ქვია აქ დავრჩე საბა! მეც მინდა წამოსვლა! მეც შენთან ერთად მინდა მათი გადარჩენა! რა გგონია რომ მე აქ დაგელოდები ,სანამ შენ იქ სიკვდილ სიცოცხლის შუაში იდგები!? ვუყვირე უკვე წყობიდან გამოსულმა და ამით ის ვიგულისხმე,რომ თუ მოკვდებოდა მაშინ მეც მასთან ერთად ვაპირებდი სიკვდილს და აქ არ დაველოდებოდი! -ნენე,გთხოვ...კამათს აზრი აღარ აქვს,უკვე გადაწყვეტილია. აქ მეტყევის სახლია,რომელიც როგორც ვიცი დიდიხანია ცარიელია. შენ აქ უსაფრთხოდ იქნები ,ჩვენ კი მალევე მოგაკითხავთ გპირდები. გასაგებია რომ ამით ჩემი დაცვა უნდა,მაგრამ არ შემიძლია! როგორ?! როგორ გავუშვა მარტო!? რომ არ დაბრუნდეს რა ვქნა?! რა ვქნა?! -საბა გთხოვ,მე- ვეცადე მაინც,მაგრამ იმ წამსვე შემაწყვეტინა. -მოვრჩეთ ამაზე კამათს. ახლა ყოველი წამი მნიშვნელოვანია. მითხრა თუ არა ეს სიტყვები მივხვდი რასაც გულისხმობდა და ცოტახანს ჩავფიქრდი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების მიღება,დათმობაზე მომიწევს წასვლა,რადგან კამათის დრო მართლა არაა. -კარგი. ასე იყოს,მაგრამ შეთანხმება დავდოთ, რომ ერთ დღეში თუ არ დაბრუნდები მე თქვენს მოსაძებნად წამოვალ! შევთახმდით?! ვთქვი თამამად და შეკრული შუბლით გავუწოდე ხელი,რაზეც ცოტახანს იგივე გამომეტყველებით მიყურებდა და ყოყმანობდა,მაგრამ სააბოლოოდ დამთანხმდა და ხელი ჩამომართვა. აქედან გამომდინარე შევთახმდით,რომ თუ ერთი დღის შემდეგაც არ დაბრუნდებოდა უკან,მე მათ საძებნელად ჩვენს სახლში დავბრუნდებოდი. მახსოვს ბოლო წამამდე არ მინდოდა მისი მარტო გაშვება და ბოლო წამამდე მინდოდა უბრალოდ გამომეღო კარი და გავყოლოდი ,მაგრამ სააბოლოოდ შეთანხმების თანახმად თავი შევიკავე და დავრჩი. შემდეგ მალევე დაბნელდა და ის ღამე არც მძინებია და თეთრად გავათენე...გათენდა მეორე დღე და მათ მთელი დღე ველოდი ,იმ იმედით რომ ნებისმიერ დროს მოვიდოდნენ,მაგრამ შემზარავ ტყეში ხეებზე მეტი არაფერი არ ჩანდა...გათენდა მეორე დღეც და მივხვდი,რომ აღარც დაბრუნდებოდნენ! რა უნდა მექნა?! ჩვენ შეთანხმება დავდეთ ,აქედან გამომდინარე ჩემს სახლში დავბრუნდი...სახლში,საყვარელ ტკბილ სახლში. ზუსტად ნახევარი დღე ვცდილობდი იქამდე მისვლას და ბევრ სახიფათო სუტუაციასაც გადავეყარე,მაგრამ სააბოლოოდ მივედი სახლამდე. მაგრამ...მაგრამ...იქ არც ჩემი ძმა დამხვდა,არც მამა და არც დედა. სახლის კარები შემტვრეული იყო ,ფანჯრები კი ჩალეწილი...გარშემო მხოლოდ საშინელი არსეებების ღრიალი ისმოდა. მეშინოდა,თავიდან ვერ ვბედავდი,მაგრამ სააბოლოოდ მოვიკრიბე ძალა და სახლში შევედი. იქ ვერც ერთი ვერ ვნახე საბედნიეროდ! ხო,სწორედ რომ საბედნიეროდ! მათი გვამები არ დამხვდა...ეგ კი არა იმასაც კი მივხვდი,რომ გადარჩებოდნენ,რადგან მათი ტანსაცმლის კარადა ცარიელი დამხვდა,ხოლო ჩემოდნებიც ადგილზე არ იყო. ანუ გადარჩნენ...გადარჩნენ. არ ვიცი სად არიან,მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ,მთავარი ისაა ,რომ ცოცხლები იყვნენ! მიზეზი ჯერ კიდევ არ ვიცი,ჩემთვის რატომ არ დაბრუნდნენ,მაგრამ ეს უკვე სულ ერთია! რადგან ამ წამიდან რადაც არ უნდა დამიჯდეს მათ ვიპოვი,აუცილებლად ვიპოვი! აწმყო. 04.09.20** |13:19| ნენე: ცოტახნის წინ ალბათ ამის შესახებ ,რომ ვინმეს ეთქვა არც დავიჯერებდი,მაგრამ ახლა ამ ადგილას ვარ და მჯერა...ერთადერთ ადგილას,სადაც უსაფრთხოდ შეგიძლია იყო და რაც ყველაზე მთავარია მშვენიერ ცას რამდენხანსაც გინდა იმდენხანს უყურო,მწვანე ბალახზე წამოწვე,წვიმაში იცეკვო ან კი ადამიანებს ელაპარაკო. ალბათ მართლაც ყველაზე დიდი დახმარება გამიწია ლუკამ ჩემი აქ მოყვანით და მართლა გადამარჩინა...არამარტო სიკვდილისგან,არამედ საკუთარი სევდისგან და სასოწარკვეთისგან. ცოტახნის წინ ამ ყოველივეს გააზრებაზე,თავი დამნაშავედაც ვიგრძენი,რადგან მივხვდი,რომ ასეთ აგრესიულ მოპყრობას სულ არ იმსახურებდა ლუკა ჩემგან და სულ ტყუილად მეგონა მაშინ ცუდი პიროვნება იყო,თან ბოლოს ცოტა ისე მოვიქეცი,რაც ორმაგად ზრდის სინანულის გრძნობას,მაგრამ ლუკამ მითხრა,რომ ამაზე დარდით თავი არ შევიწუხო,რადგან მასზე ამას დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია,მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება მის სიტყვებში...რაც არ უნდა იყოს,წინ მართლაც ბევრი საქმე მაქვს და ამაზე აღარ უნდა ვიფიქრო,რადგან რაც წარსულში მოხდა,წარსულშივე უნდა დარჩეს,ეს კი ამ აპოკალიფსის შემდეგ ყველაზე კარგად ავითვისე. ჩემი ეგრედწოდებული საცხოვრებელი კარვის წინ ხის სკამზე ვზივარ და ცას მივრჩერებივარ ვინ იცის რამდენიხანია...დრო აქ ძაალიან სწრაფად გადის,მაგრამ ამაზეც არ მაქვს პრობლემა,რადგან ისეთი გრძნობა მაქვს ამდენიხსნის შემდეგ თითქოს სუნთქვა შევძელი,იმისგან რაც ამ დროის მანძილზე მახრჩობდა! ახლა კი ვსუნთქავ...მართლა ვსუნთქავ. ჩემს წინ პატარა ბავშვები დარბიან და ერთმანეთან თამაშობენ,თან მათი სიცილიც მელოდიაასავით ჩამესმის და გულზე ყვავილებივით მეფინება. გარშემო თითქოს ყველაფერი განაგრძობს სიცოცხლეს,თუნდაც ამ კედლის იქით ყველაფერი ინგრეოდეს,ადამიანების ჩათვლით. ლუკამ მართლაც ბევრი გააკეთა ჩემთვის,წინასწარაც კი მომიწყო ეს საცხოვრებელი,რომელიც ძაალიან მომწონს და ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ აქ,თან მინდა დაძინებამდე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურო,მანამ თვალები არ დამეღლება და თვითონ არ დამეხუჭება...ამ დროში ხო მე მწყურვალს ვგავარ,ვისაც სამყაროში გამქრალი სიცოცხლე სწყურია. -შენ რა გქვია? უეცრად პატარა საყვარელმა ხმამ მიქციაა ჩემი ყურადღება და მერეღა მოვარიდე ცოსფერ ცას თვალი და ჩემს წინ გადავიტანე მზერა,სადაც პატარა გოგონა იდგა და ლამაზი თვალებით მომჩერებოდა...მთელ სახეზე ღიმილი მომეფინა და ნაზად ვუპასუხე. -ნენე,შენ რა გქვია? ვიკითხე თბილად და თან მისკენ მთელი ტანით გადავიხარე,რაზეც მორცხვად ჩახარა თავი და ღიმილით მიპასუხა. -ალექსა. ამაზე მე იგივე ღიმილით გავუწოდე ხელი. -სასიამოვნოა ალექსა,შენაირი საყვარელი გოგო დიდიხანია არ მინახავს. ეს რომ ვუთხარი უფრო მეტად შერცხვა აშკარად,მაგრამ მაინც ჩამომართვა ხელი,მაგრამ მარცხენა ხელი,მარჯვენა კი რატომღაც ზურგს უკან ჰქონდა წაღებული...მეცინებოდა მის საყვარელ გულუბრყვილობაზე და მსიამოვნებდა თუნდაც ეს პატარა დეტალი ამ წამს. -რას მალავ მანდ? ვიკითხე სააბოლოოდ პატარა სიცილით,რადგან ვხვდებოდი დაახლოვებით რასაც მალავდა და გულიც მეტად და მეტად მითბებოდა. -ეს შენთვის მოვკრიფე. მორცხვი ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა,რომელშიც ნაირ ნაირი ფერის ფოთლები ეჭირა...ჩემი ბავშვობის შემოდგომა გამახსენდა ამის დანახვაზე და ისიც თუ როგორ ვაგროვებდი მეც ასეთ ფოთლებს. -უღრმესი მადლობა ალექსა,ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს...ძაალიან ლამაზი ფოთლები აგიგროვებია. რატომღაც უეცრად ამღვრეული თვალებით ვუთხარი...რა თქმა უნდა მის წინ არ ვიტირებდი,მაგრამ ამ პატარა დეტალმა ძაალიან ამიჩუყა გული. -გაზაფხულზე ყვავილებსაც მოგიკრეფ. მიპასუხა მხიარულად ბედნიერი სახით,რაზეც მეც ბედნიერების ნაპერწკლებით ამევსო თვალები და თავი დავუქნიე მხოლოდ ამაზე. -ალექსაა! მანამ ეს ხმა არ მოესმა შორიდან და ხელის დაქნევით არ გამომემშვიდობა,შემდეგ კი თავის მეგობრებისაკენ გაიქცა ისევ...ძაალიან საყვარელი ბავშვია,თანაც ბავშვი ...ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია თუ რატომ ამიჩუყდა ასე გული. -მათ მოეწონე. უეცარ ხმაზე ფიქრებს მოვწყდი და ჩემს გვერდით მდგარ არსაიდან მოსულ ლუკას გავხედე,რომელიც პატარა ღიმილით მიცქერდა. -მე კი ისინი მომწონს. ვუპასუხე მშვიდად და ფეხზე წამოვდექი. მგონი დრო იყო ეს თემა წამომეჭრა მასთან,რადგან გაღვიძების პირველი წამიდან ამის განხილვა მინდა. -ლუკა...რაღააც ძაალიან მნიშვნელოვანზე მინდა შენთან საუბარი. ამ ყოველივეთი დავიწყე მხოლოდ და მას რატომღაც უკვე სახის გამომეტყველება შეეცვალა,თითქოს იცოდა უკვე რაზე მინდოდა საუბარი და ეს არ მოსწონდა. -კარგი ნენე ვილაპარაკოთ,უბრალოდ ჯერ შეკრებაა ცოტახანში და იმას უნდა გავუძღვე,შენც დასწრება მოგიწევს და შემდეგ ვისაუბროთ ,კარგი? წამის მეასედში შეეცვალა გამომეტყველება და მეგობრული ღიმილით მითხრა ეს ყოველივე,რაზეც უხმოდ მხოლოდ ღიმილით დავეთანხმე და თავი დავუქნიე,შემდეგ კი მასთან ერთად შენობისკენ დავიძარი,სადაც შეკრება გაიმართებოდა. -წინა დღეს ნანახი თეთრი გრძელი დერეფანი ,რომელიც ცარიელი იყო,ახლა უკვე სკამებითაა გადაჭედილი,სადაც ხალხი ზის,ხოლო დერეფნის განცალკევებულ ადგილას მდებარე სკამზე ლუკა ზის და უკვე გადავსებულ სკამებზე მჯომ ხალხს აკვირდება შორიდან. ხალხი ნელ-ნელა უფრო და უფრო მატულობს და სააბოლოოდ აღარც ერთი სკამი არ რჩება ცარიელი,ხოლო ცოტახნის წინ ახმაურებულ დერეფანში სიჩუმე ისადგურებს. -მეგობრებო,ჩემო ძვირფასო ხალხო. ძაალიან ბევრი გამოვიარეთ ერთად და იქამდე მოვახწიეთ,რომ ახლა ერთმანეთის გვერდი გვერდ ვართ და ყველაფერს ისე ვაკეთებთ,რომ ამ საშინელ დროში ერთმანეთს დარდი შევამსუბუქოთ და დავეხმაროთ ისე როგორც შეგვიძლია. მე კი როგორც თქვენი ლიდერო,შემდეგ კვირას დაგეგმილ საკვებით მომარაგების შესახებ მინდა დაგელაპარაკოთ. როგორც იცით ზამთარი გვიახლოვდება და უკვე სამი წელია ვცდილობთ ეს რთული დრო ერთად გავიაროთ,რადგან ამ დროში როგორც არ უნდა ვცდილობდეთ,მაინც რთულია საკმარისი ბოსტნეულის მოყვანა,რომ ყველას გვეყოს...აქედან გამომდინარე წლის ყველაზე დიდი მომარაგების დღე მინდა დავგეგმო. მშვიდად გამოაცხადა ეს ყოველივე და მალევე აივსო ხალხის თვალები შიშით...თუნდაც ცოდნოდათ,რომ სიკვდილიანობის შანსი პატარა იყო,მაინც ძაალიან სახიფათო იყო ეს ყოველივე,რადგან ასეთი გასვლა სულ ორჯერ განახორციელეს და ოროვეჯერ რამდენიმე ადამიანი დაკარგეს...ეშინიათ ,რადგან არ იციან შემდეგი ვინ იქნება! მათი შვილი? მამა? ძმა? დაა? ქმარი თუ მეგობარი!? ყველაფრის მიუხედავად ლიდერის გადაწყვეტილებას ემხრობიან და იმასაც ხვდებიან რამდენად საჭიროა ეს ყოველივე,რათა ცივი ზამთარი გადალახონ და არ იშიმშილონ. -დღეიდან ნელ-ნელა დავიწყებ ხალხის შეგროვებას და ზუსტად ერთ კვირაში ,იგივე დღეს,დილით დავიძრებით ქალაქის სავაჭრო ცენტრში,სადაც საკმარიზე მეტი მარაგია,მაგრამ ამ ყოველივესთან ერთად საკმაოდ სახიფათოც. მჭირდება ძლიერი,სწრაფი და მამაცი ხალხი! სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს! ადამიანი,რომელიც იქ წამოვა,უკან ვეღარ დაიხევს...ის უნდა იყოს ფიზიკურად სწრაფი და ამავდროულად ასევე სწრაფად იღებდეს გადაწყვეტილებებს. სულ მჭირდება ოცდაათი პიროვნება,არც მეტი არც ნაკლები! რათა გამკლავება შევძლოთ და ზედმეტი რაოდენობითაც ცუდ შედეგებამდეც არ მივიდეთ. გთხოვთ ვინც თვლით შესაფერის კანდიდატად თავს,ამ ყუთში თქვენი სახელი და გვარი ჩააგდეთ. მე თქვენი მჯერა,მჯერა რომ ამ ზამთარსაც მოვერევით და წარმატებით მოვუტანთ ჩვენს ხალხს საკვებს. დაასრულა სათქმელი და ხალხის ტაშის ხმით აივსო ვიწრო დერეფანი. აქ მყოფი ხალხი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებოდნენ...როგორც ფიზიკურად,ისე ფსიქოლოგიურად,მაგრამ მათ ერთი რაღაც ჰქონდათ საერთო! იმედი...იმედი აერთიანებდა ამ ხალხს...ისინი ისეთი ადამიანების კატეგორიას მიეკუთნენოდნენ,რომლებიც ყველაზე საშინელ დროშიც კი არ კარგავენ იმედს და ალბათ ამის საშუალებით მოვიდნენ აქამდე და გადარჩენილებიც არიან. ნენე: გაოცებული ვიყავი ლუკას შემყურე...კი ვიცოდი ,რომ მათი ლიდერი იყო და პატივსაც სცემდნენ,მაგრამ არ მეგონა თუ მათვის ასეთი სათაყვანო ადამიანი იყო. ისე უყურებენ როგორც მშობელს,გმირს და უსიტყვოდ ენდობიან მის ყოველ სიტყვას,თითქოს საკუთარი სიცოცხლეს მას უფრო ანდობენ ვიდრე საკუთარ თავს. ლუკას ამ ამპულაში დანახვა უფრო და უფრო მეტად მაოცებდა და კიდევ მეცინებოდა ჩემს თავზე თუ როგორი პიროვნება მეგონა ადრე და თურმე მასზე წარმოდგენაც არ მქონია. მართალები არიან ალბათ,როდესაც იძახიან,რომ იმას რაც ბრწყინავს სწორედ მაშინ დაინახავ,როდესაც სინათლე გაქრება და გარშემო სიბნელე დაისადგურებს. ლუკას ყოველი მათგანი ისე უყურებს,როგორც იმ იმედს,რომელიც შემორჩენიათ და ვფიქრობ ამას იმსახურებს კიდეც,რადგან ძაალიან ბევრი გააკეთა მათვის და ბევრი მის ადგილას ასე არ მოიქცეოდა. იმასაც ვხვდები თითოეული მათგანი როგორი მნიშვნელოვანია მისთვის,რადგან თითოეულს დაუთმო თავის მთელი დრო და ენერგია და იმისთვისაც კი მზად იყო ,რომ მათვის თავი გაეწირა,ამიტომ ვიცი მათ როგორ უფრთხილდება და აქედან გამომდინარე იმასაც ვაცნობიერებ ჩემი უსაფრთხოდ ყოფნა მისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ალბათ იმდენად მნიშვნელოვანი ,რომ ჩემი გეგმის შესახებ როცა ვეტყვი,ზუსტად ვიცი დიდად არ მოეწონება ეს აზრი,მაგრამ როგორღაც მაინც უნდა დავითანხმო! იმის შემდეგ რაც ხალხი დაიშალა,მე და რამოდენიმე ადამიანმა სკამების თავის ადგილზე დაბრუნდება დავიწყეთ...თან შიგადაში ლუკას ვადევნებდი შორიდან თვალს,რათა როგორც კი მოვრჩებოდი მასთან წავსულიყავი და ეს საკითხი განმეხილა,რადგან საკმაოდ დაკავებულია,როგორც ლიდერი. -შევამჩნიე,რომ წარსული ურთიერთობის მიუხედავად შენ და ლუკა საკმაოდ ახლოს ხართ. ერთ-ერთი გოგონას ხმა მომესმა,რომელიც ჩემთან ერთად ალაგებდა სკამებს...შევხედე თუ არა ვიცანი ვინც იყო. ეს ის გოგოა დღეს დილით ,რომ ვნახე და როგორც გავიგე ლუკასგან ,ბევრი იცის რაც მოხდა და რა ურთიერთობაც გვქონდა. -აჰ...ხო,ასე ითქმის მგონი. ვუპასუხე უხერხულად ,რადგან მისი კითხვა საკმაოდ მოულოდნელი იყო,მაგრამ ის ამ პასუხის შემდეგ მეტად მომიახლოვდა და უეცრად მისი ხელიც ვიგრძენი მხარზე. -იცი,მგონი ძაალიან მოსწონხარ. ჩუმად მიჩურჩულა ყურში,თან ამ წამს აშკარად იღიმოდა,რაზეც თვალები გამიფართოვდა და შერცხვენილი გამოვიწიე. -აჰ...არამგონია. ვუპასუხე აწითლებული ლოყებით და ვეცადე აქაურობას სასწრაფოდ გავცლილიყავი! თან საქმეც უკვე თითქმის დასრულებული იყო და მგონი არაფერი არ დაშავდება! ლუკაც თავისუფალია ამ წამს და ეს ჩემი შანსია. -ლუკა! დავუძახე შორიდანვე,რაზეც მზერა ჩემკენ გადმოიტანა და მკრთალად გამიღიმა. -ხო ნენე,რა ხდება? რამე ხომარ გჭირდება? მკითხა თბილი გამოხედვით,რაზეც ცოტახნის წინ გაგებული გოგოს სიტყვები გამახსენდა რატომღაც და ისევ გადაწითლებულმა ჩავხარე თავი,მანამ არ მოვტვინე აქ რისთვის ვიყავი. -არაფერი არ ხდება. უბრალოდ რაღაცაზე მინდოდა შენთან საუბარი,როგორც ციტახნის წინ გითხარი...დაგავიწყდა? ეს რომ ვთქვი მოულოდნელად ისევ საოცრად შეეცვალა გამომეტყველება...აშკარად ხვდება რაზე მინდა საუბარი,უკვე მართლა ზუსტად ვიცი და მას ეს არ მოსწონს. -აჰ,კარგი...მომყევი. მითხრა ჩახვნეშით და წინ გამიძღვა,რაზეც მეც უკან ავედევნე და მალევე მის ოთახამდეც მივედით. პირველი რაც გავაკეთე ის იყო,რომ იქვე მდგარი სკამი გამოვწიე და დავჯექი,შემდეგ კი ლუკასაც ვანიშნე თვალებით,რომ ჩემს წინ დამჯდარიყო. ახლა კი დრო იყო...დროა ვუთხრა რომ ჩემი ძმის მოძებნა მინდა. -ლუკა...რაც აქ მოვედი ,იმ წამიდან მოყოლებული მინდა ამაზე საუბარი შენთან,რადგან ამ წლების მანძილზე,მანამ სულ მარტო ვცდილობდი გადარჩენას,ერთადერთი მიზეზის წყალობით ვიბრძოდი... ამ ყოველივეთი დავიწყე,იმის მიუხედავს,რომ მისთვის ისედაც ცხადი იყო რას ვგულისხმობდი ამით და ვისი წყალობით მოვედი აქამდეც. -საბა და ჩემი ოჯახი ბოლოს ოთხი წლის წინ ვნახე,მაგრამ ის ბოლო დღე ჩემი გონებიდან არ იშლება ლუკა! რადგან ვიცი ,ვიცი და ვგრძნობ,რომ გადარჩნენ! მე კი მათი მოძებნა მინდა...მთელი გულით და სულით. ამიტომ გთხოვ ,ნება მომეცი საკვების მოსამარაგებლად მეც წამოგყვეთ,მაგრამ ამის სანაცვლოდ ერთი რაღაც უნდა დამპირდე. ჩემი ოჯახი მაპოვნინე ლუკა,გევედრები მაპოვნინე ისინი. ვედრებით დავასრულე და სააბოლოოდ მოსალოდნელადაც,ცრემლებით ამევსო თვალები...ამ წამს ალბათ ძაალიან სასოწარკვეთილი ვიყავი,რადგან მის წინაც კი ავტირდი,მაგრამ ის იგივე გამომეტყველებით მიყურებდა,საკმაოდ ცივად და მის ბნელ და მკაცრს გამოხედვაში რა იყო,ვერ ვკითხულობდი,მანამ სააბოლოოდ ხმა არ ამოიღო. -ნენე,იმის მიუხედავად,რომ მეც ძაალიან მინდა შენი სურვილის შესრულება,მინდა ერთ დეტალზე გაამახვილო ამ წამს ყურადღება. ეს აპოკალიფსია და ყოველმა ჩვენგანმა დავკარგეთ ვიღაც,მაგრამ ასეთ დროში ჩვენს მოთხოვნილებებზე ვერ ვფიქრობთ და მთავარი ჩვენთვის ისაა,რომ გადავრჩეთ რათა სამყარო სააბოლოოდ არ განადგურდეს და არ გადავშენდეთ. მინდა ამაზე კარგად დაფიქრდე რა მითხრა,რას თვლი ამ შემთხვევაში სწორად,რადგან შენი გადაწყვეტილება არც ისეთი სწორია ჩემს თვალში,როდესაც რამდენიმე დღის წინ სიკვდილს ებრძოდი ჩემს თვალწინ. ვიცოდი რომ ჩემზე ღელავდა და მისი აზრით დაახლოებით ცნობილი იყო ჩემთვის,მაგრამ ახლა ამის მოსმენამ მაინც გამაბრაზა და დამასევდიანა,რადგან ყველაფრის მიუხედავად მაინც მეგონა,რომ ამაზე უარს არ მეტყოდა. -მესმის შენი,მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ისე გავაგრძელოთ ცხოვრება თითქოს აქამდეც მარტოები ვიყავით და არავინ არ გვყოლია,ისინი ხომ შეიძლება ცოცხლები იყვნენ,სადმე ახლოშიც კი ! ნუთუ ამაზე ერთხელ მაინც არ გიფიქრია?! ფეხზე წამოვდექი და მეტად სასოწარკვეთილმა უკვე საკმაოდ ხმამაღლა ვუთხარი ეს ყოველივე,მაგრამ ჩემი მრისხანების მიუხედავად,ჯერ ჩემს ტონში ეს ბრაზი არ ჩამდა,რადგან ვთოკავდი...ყველაფრის მიუხედავსდ,ხომ ისიც მართალი რაღაც მხრივ. -ნენე,ნენე გთხოვ...ის სამყარო ,რომელშიც ვცხოვრობდით,ამისგან რადიკალურად განსხვავდება,ისე როგორც ჩვენ განვხვადებით იმათგან ვინც ადრე ვიყავით. ვაღიარებ ,ამის მოსმენის დროს,სხეული მთლიანად მომიდუნდა,დაძაბული ხელები დავუშვი და თვალებიც უნებურად გამიფართოვდა...ის მართალია,მართალია ისე როგორც მე ამ წამს! ეს იმას ნიშნავს,რომ უნდა დავივიწყოთ ადრე ვინც ვიყავით ან ვინ იყო ჩვენს გვერდით?! საბა მისი ბავშვობის მეგობარი,ასევე მას მშობლები და ორი დაა ჰყავს! ნუთუ ისინი ასე უბრალოდ დაავიწყდა და არ ცდილობს მათ გადარჩენას,ისე როგორც მე! -შენ...შენ რა უბრალოდ დანებდი? ვიკითხე ხმის კანკალით,რაზეც ჩაიხვნეშა და თავი ჩახარა. -არა,მე არ_ რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ჩემი მრისხანება უკვე პიკს იყო და ვეღარ ვთოკავდი,ამიტომ უკვე გაცეცხლებულმა ვუყვირე! -კი,დანებდი! ნამდვილად დანებდი! თავიდან მეგონა,რომ გმირი იყავი,რომელმაც ამდენი ადამიანი იხსნა,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ შენ მხოლოდ მათვის ხარ გმირი,ხოლო შენი თავი გაწირე. გაწირე შენი ბედნიერება და იმ იმედის მიუხედავად,რომელიც ჩვენი ცივილიზავიის გადარჩენისთვის გაქვს,შენი ოჯახის და შენი თავის ბედნიერებისთვის არ გაქვს! ვუყვირე ისე,რომ ერთ წამსაც არ შემიწყვეტავს სიტყვა და უკვე სუნთქვაც კი ძლივს გავნაგრძე როდესაც ამის ყვირილს მოვრჩი და მგონი ცოტახანს სულს ვითქვამდი კიდეც,მანამ ლუკა ისევ ამოუცნობი მზერით მიყურებდა...არაფრის მთქმელი თვალებით და უიმედო გამომეტყველებით. -რაღაც ვერ გაიგე შენ ნენე. ახლა მნიშვნელობა არ აქვს იმას მე რა მინდა ,ამ მომენტისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია თუ რა არის უფრო სწორი და უსაფრთხი ჩვენთვის . თითქოს როგორი მშვიდადაც არ უნდა ეპასუხა და როგორი სწორიც არ უნდა ყოფილიყო მისი სიტყვები,მაინც მეტად ზრდიდა ჩემში ბრაზს,რომელსაც ვეღარ ვაკავებდი უკვე და როგორც ადამიანებს შეეფერებათ,მინდოდა ამდენიხნის ნაკავები მრისხანება სულ მასზე გადმომენთხია,თუნდაც ის დამნაშავე არ ყოფილიყო ყველაფერში. საბედნიეროდ ეს ყოველივე მალევე გაავაცნობიერე და თავი მოვთხოკე. -ანუ ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ და მათი მიტოვება უფრო სწორი იქნება? ვიკითხე ხმის კანკალით ,ბრაზს უკვე სევდა ენაცვლებოდა და აქედან გამომდინარე,ცრემლი ისევ ადგებოდა თვალებს. -გთხოვ,მოვრჩეთ ამაზე საუბარს ნენე. არ მინდოდა ამაზე გამეკეთებინა აქცენტი,მაგრამ მე გადაგარჩინე რამდენიმე დღის წინ და არ მოგცემ უფლებას მათ გადასარჩენად წახვიდე და რამე დაგემართოს. იქ დაბრუნება საშიშია! ბოლო წუთები მაინც არ გახსოვს რა მოხდა ჩვენს ქალაქში? სავარაუდოდ ყველა მკვდარია. მანამ ეს ბოლო სიტყვები არ გავიგე...ყველა მკვდარია! ყველა მკვდარია,ყველა მკვდარია...ყველა მკვდარია?! არა,არა...არ არიან მკვდრები! არა,ჩემი ოჯახი ცოცხალია! -როგორ შეგიძლია ამის თქმა?! როგორ ბედავ?! ისინი არ მომკვდარან,ცოცხლები არიან! გესმის?! ციცხლები არიან! სააბოლოოდ ამოვხეთქე კიდეც და მთელი მრისხანებით ვუღრიალე,ისე რომ თან თვალებიდან ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები! ლუკა კი ისევ მშვიდად მიყურებდა ყველაფრის მიუხედავად,ცოტახანში კი უკვე რომ მხოლოდ ტირილით დავდუმდი,ჩემსკენ წამოვიდა და ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია. -ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქიდან დაიწყო და ახლა იქ ყველაზე საშინელი მდგომარეობაა და შენ მაინც გინდა,რომ იქ დავბრუნდეთ? რაზე ფიქრობ საერთოდ ნენე? ეს არასწორია. მითხრა მშვიდად და თან ეცადა თვალებში შემოეხედა,მაგრამ ამ წამს ისეთი უსუსურად ვგრძნობდი თავს ყველაფრიდან გამომდინარე,რომ თვალს ვერ ვუსწორებდი და თავი ჩახრილი მქონდა. დაახლოვებით ოცი წუთი ასეთ მდგომარეობაში ვიყავი და გაუჩერებლად ვტიროდი...მგონია რომ რაც აქამდე არ მიტირია ახლა ვიტირე. არადა მეგონა,რომ ცრემლები აღარ მქონდა ამდენი ტირილისგან,მაგრამ ასე ერთროულად დიდიხანია არ მიტირია,თან ოცი წუთის მანძილზე. ლუკაც უბრალოდ იჯდა ჩემს გვერდით და მისმენდა,თან ისე რომ ერთ წამს არ გაუშვია იმ ხელისთვის,რომელიც თავისაში ჰქონდა მოქცეული. -ისედაც მინდოდა ამაზე საუბარი შენთან,მაგრამ ეს დღე ასეთი მალე თუ დადგებოდა არ ვიცოდი. მინდა ახლა გამომყვე და ერთი რაღაც განახო,რადგან შენ არ იცი რა ხდება იმ კედლის იქით,რომელიც ჩვენს გარშემოა და არც ის იცი,რა ხდება შენობის წინ სადაც ვართ. მინდა ამით გააცნობიერო,სინამდვილეში რომელ რეალობაში ვიმყოფებით ახლა და რა არის ჩვენთვის მომაკვდინებელი. ბოლო სიტყვა ისე თქვა,რომ ჩემთვის თვალი არ მოუცოლებია,თუნდაც მე თვალის არიდებას ვცდილობდი...ისე მიყურებდა,თითქოს ჩემს სულში ცდილობსო ჩახედვას და კითხვებზე პასუხის მოძებნას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.