შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ( სრულად )


13-03-2023, 20:23
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 9 096

- ვერსად ვერ წახვალ, ამ სახლიდან ფეხს ვერ გაადგავ, შეეთრიე ოთახში და იქიდან გამოსული არ დაგინახო, მომინდომა აქ ამერიკა, აქ დარჩები და იმას გააკეთებ რასაც გეტყვი, -სასმლის სუნი შემომაფრქვია, სახეში მთელი ძალით მოქნეული ხელი შემომცხო და ჩემს ძველისძველ გაქუცულ ერთ ბეწო ჩემოდანს რომელსაც აღარ ეტყობოდა შავი იყო თუ ლურჯი მთელი ძალით გაჰკრა ფეხი, იქვე ჩავიკეცე და გაჭირვებით გადმოვაფურთხე სისხლი, ხმა არ ამომიღია, არც მაშინ მითქამს რამე თმებში ხელჩავლებულმა რომ შემათრია საძინებელში და გვარიანად ამომცხო მუცელში წიხლი, უბრალოდ მოვიკუნტე და ვეცადე ცრემლები შემეკავებინა, ჩემი ბრალი იყო, უფრო კარგად უნდა დამეგეგმა, მანამდე უნდა წავსულიყავი სანამ სახლში დაბრუნდებოდა, კარი რომ გაიჯახუნა მაშინღა გავბედე წამოდგომა, საწოლს დავეყრდენი და გაჭირვებით წამოვიწიე, კარადაზე მიკრულ გაბზარულ სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი, ტუჩი უკვე გასიებული მქონდა, აშკარა იყო რომ მარცხენა ლოყა გვარიანად დამილურჯდებოდა, ძველისძველ, გაცრეცილ სამაჯურიან საათს დავხედე, ფრენამდე ჯერ კიდევ სამი საათი მქონდა, ის ახლა კიდევ რამდენიმე ჭიქა სასმელს დაამატებდა, მერე მინიმუმ რამდენიმე საათით გაითიშებოდა მეც მაშინ ვიხელთებდი დროს და...
კარის ხმა რომ მომესმა შევკრთი, შიშისგან თვალებგაფართოებულმა შევხედე ოთახში შემოსულ დედაჩემს, ცივად შემათვალიერა და საწოლზე ჩამოჯდა, ერთხანს დუმდა, მერე წამოდგა და მომიახლოვდა, მოვლილი ნაზი თითებით ფრთხილად შემეხო ტუჩზე.
- არაუშავს ცოტა ხანში გაგივლის, -უემოციოდ მითხრა და შებრუნდა.
- როდის მოხვედი? -მხოლოდ ეს ვკითხე.
- ცოტა ხნის წინ დავბრუნდი სალონიდან, -ახლად შეღებილი თმა გაარხია და უნაკლო ფრჩხილებზე დაიხედა.
- ის რომ მცემდა აქ იყავი?
- მის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვედი, სამზარეულოში ყავას ვსვამდი, -ისე ადვილად მითხრა თითქოს ამინდის შესახებ მეჭორავებოდა.
- აქ იყავი, გესმოდა როგორ მიყვიროდა, როგორ მცემდა, აქ იყავი და არაფერი არ გააკეთე? -გული ყელში მომებჯინა და მთელი სხეულით ავცახცახდი, -თუმცა რა მიკვირს პირველი შემთხვევა ხომ არ არის...
- არ უნდა გაგებრაზებინა, სულ ასე იქცევი, ხომ იცი როგორ არ უყვარს როცა ეწინააღმდეგები, ჯერ იყო და თხუთმეტი წლისამ აიჩემე უნდა ვიმუშაოო, სკოლის პარალელურად სად აღარ მუშაობდი მიუხედავად იმისა რომ ფული არასდროს გაკლდა, ხომ იცოდი დათო როგორ ბრაზობდა და მაინც მუშაობდი, კაცი მილიონერია, შენთვის არაფერი ენანება...
- მშვენივრად იცი რატომაც ვმუშაობდი, უნივერსიტეტისთვის ფულს ვაგროვებდი, -გაავებულმა ავუწიე ხმას, მე რომ ჩემი ფული არ მქონოდა, კარგად რომ არ მესწავლა და ასპროცენტიან დაფინანსება არ მიმეღო ახლა პირველ კურსზე არ ვიქნებოდი და შანსი არ მექნებოდა სწავლა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა, სწავლის პერიოდულად რომ არ მემუშავა იმის საშუალებაც კი არ მექნებოდა რომ ათასში ერთხელ რამე გამოსაცვლელი მეყიდა და ავტობუსით მივსულიყავი სასწავლებლამდე.
- უმადურო, -ისტერიულად იკივლა და ყელში მწვდა, -არაფერს გაკლებდა, შენ კი როგორ იქცევი, მართალია დათო, ვერსადაც ვერ წახვალ.
- ხელს ვერ შემიშლით, სრულწლოვანი ვარ, ცხრამეტი წლის ვარ და უფლება მაქვს ისე მოვიქცე როგორც მინდა.
- უმადურო არაფრის ღირსი არ ხარ, დათომ საკუთარი შვილივით გაგზარდა, ერთი წლის იყავი მამაშენი რომ დაიღუპა და დათოს გავყევი ცოლად...
- საკუთარი შვილივით? -პანიკური სიცილი ამიტყდა, ხელი ისეთი ძალით ვკარი თავი ძლივს შეიკავა რომ არ დაცემულიყო.
- მართლა ვერ ვხვდები ბრმა ხარ თუ თავს იბრმავებ დედა, შენი ქმარი არასდროს მიყურებდა ისე როგორც საკუთარ შვილს, სანამ პატარ ვიყავი ვძულდი, ვეზიზღებოდი იმის გამო რომ მისი სისხლი და ხორცი არ ვიყავი, როცა წამოვიზარდე კი...
თვალები დავხუჭე და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე რომ გაგრძელებისთვის ძალა მომეკრიბა, დედაჩემი ხმას არ იღებდა, იდგა გულზე ხელებ დაკრეფილი და უემოციო სახით შემომცქეროდა.
- თოთხმეტი წლის რომ გავხდი მას მერე ჩემი შევიწროვება დაიწყო, ყოველთვის როცა დალევდა ცდილობდა ჩემთვის ხელები ეფათურებინა, არ მჯერა რომ ამ ყველაფერს ვერ ამჩნევდი...
- რას ამბობ მირა გაგიჟდი? -გაოგნებული სახით შემომხედა.
- გიკვირს? ისე გიკვირს თითქოს არ იცოდე როგორი ცხოველია შენი ქმარი, ხელიდან შანსს არ უშვებდა რომ მარტო მოვეხელთებინე და ჩემი მოფერება ან კოცნა ეცადა, გაინტერესებს რატომ ვმუშაობდი? იმიტომ რომ საკუთარი ფული მქონოდა, იმიტომ რომ მასზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი, იმიტომ მიშლიდა მუშაობას რომ უნდოდა მის გარდა სხვა გამოსავალი არ მქონოდა ასე უფრო ადვილად დამითანხმებდა ყველაფერზე.
- გეყოფა, -იყვირა და ხელები ყურებზე აიფარა, -გეყოფა, -გაჩერებას არ ვაპირებდი, მინდოდა სანამ წავიდოდი მისთვის ყველაფერი პირში მიმეხალა, მინდოდა ბოლოს და ბოლოს მეთქვა ის რაზეც ამდენი ხანი ვდუმდი და რაც ცხოვრებას და სიცოცხლეს მიწამლავდა.
- გახსოვს მარის დაბადების დღეზე წასასვლელად ფული რომ გთხოვე? მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი, საჩუქარი უნდა მეყიდა და ახალი ტანსაცმელი, შენ ვერანდაზე შენს დაქალებთან ჭორაობით იყავი გართული, მითხარი შედი და დათოს სთხოვე ფული ის მოგცემსო, მესიკვდილებოდა მასთან შესვლა, მაგრამ წვეულებაზე წასვლაც ძალიან მინდოდა, სამუშაო ოთახში შევედი მასთან, ფული ვთხოვე... მერე... გინდა გითხრა მერე რა მოხდა? ჩაიხადა, მითხრა მის წინ დამეჩოქა და მოვფერებოდი, რა მოხდა ხმას ვერ იღებ? მეც ასე ვიყავი მაშინ, რამდენიმე წამი გაშეშებული ვუყურებდი შენს წელსქვემოდ შიშველ ქმარს და თავს ძლივს ვიკავებდი რომ გული არ ამრეოდა, მერე იქვე მდგარი ყვავილების ვაზა გავუქანე, მან შენთან დამაბეზღა მეუზრდელაო, შენ კი საძინებელში მშიერ-მწყურვალი გამომკეტე ორი დღე ისე რომ არაფრის ახსნის საშუალება არ მომეცი...
- გეყოფა მირა საკმარისია, -ხელი უაზროდ აიქნია ჰაერში და ბარბაცით წავიდა კარისკენ.
- სად მიდიხარ დედიკო ჯერ არ დამიმთავრებია, -მხარში ხელი ჩავავლე და შემოვაბრუნე, -არ გაინტერესებს მერე რა მოხდა? რომ მიხვდა ჩემთან არაფერი გაუვიდოდა აგრესიული გახდა, რამდენჯერმე მცემა, როცა თვრებოდა ჩემზე ძალადობასაც ცდილობდა, თუმცა რაღაც სასწაულით ყოველთვის მიმართლებდა და საწადელს ვერ მიაღწია, რა გგონია, რატომ მიშლიდა ყოველთვის ყველგან წასვლას, რატომ არ მოსწონდა ჩემი მეგობრები, რატომ დავკარგე მისი გამოხტომების გამო რამდენიმე სამსახური, იმიტომ ძვირფასო დედიკო რომ ჩემზე ეჭვიანობდა, შენს ქმარს ჩემზე უდგება გესმის?
არც კი ვიცვოდი რატომ ვეუბნებოდი ამ ყველაფერს, ალბათ იმიტომ რომ მისი გამწარება მინდოდა, მინდოდა ერთხელ მაინც ეგრძნო ის ტკივილი რასაც მე განვიცდიდი ამ წლების განმავლობაში, მინდოდა საკუთარ დანაშაულს მიმხვდარიყო, მინდოდა მიმხვდარიყო როგორი არასწორი იყო ფულის და მდიდრული ცხოვრების გამო საკუთარი შვილის ფეხებზე დაკიდება...
- შე პატარა , -მთელი ხმით იკივლა და სახეში გამილაწუნა, არ მტკენია მაგრამ მის თვალებში დანახულმა სიმართლემ საბოლოოდ მომშალა და გამანადგურა.
- იცოდი არა? -ხმაწასულმა ამოვიხრიალე, -ყველაფერი იცოდი, ღმერთო ჩემო, იცოდი და ამიტომ მექცეოდი ასე ცივად, იმ დროს როცა შენი ქმარი ჩემს თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობდა შენ ჩემზე ეჭვიანობდი, საკუთარ შვილზე, ერთადერთ შვილზე...
გაოგნებული გამოვედი ოთახიდან, დედაჩემი უკან არ გამომყოლია, მისაღებში გავედი, დათო დივანზე ფეხსაცმლიანი იწვა და ხვრინავდა, იქვე მიგდებულ ჩემოდანს ხელი დავავლე და დერეფანში გამოვედი, საკიდიდან ჩემი ერთადერთი გაცვეთილი ტყავის ქურთუკი ჩამოვიღე, ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი ამოვიცვი და უხმაუროდ გავიხურე კარი.

- - - - - - - - -
- უნდა გეთქვა როდის მიდიოდი, ასე არ უნდა მოგვქცეოდი მირა, გაგაცილებდით, -ნატუკას ნაწყენი ხმის გაგონებისას გამეღიმა.
- ახლავე წამოვალთ, -მომესმა ბექას ხმა, -ნატუკა უთხარი მაგ უთავბოლოს რომ ნახევარ საათში აეროპორტში ვიქნებით, იკაც მოდის.
- მისმინეთ ბავშვებო, ნუ წამოხვალთ, უკვე ჩასხდომა იწყება მოსვლას ვეღარ მოასწრებთ, თანაც ხომ იცით როგორი ვარ, დამშვიდობება არ მიყვარს, მაპატიეთ რომ ასე გამოვიდა, რომ იცოდეთ თქვენი როგორი მადლობელი ვარ, თქვენი დახმარება რომ არა წასვლას ვერ მოვახერხებდი, იცოდეთ ყველაფერს დაგიბრუნებთ როგორც კი მოვახერხებ.
- მაგაზე ლაპარაკიც კი არ გაბედო, მთავარია რომ კარგად იყო, კიდევ კარგი რომ მოახერხე და იმ ნაბიჭვარს მოშორდი, ახლა ყველაფერი კარგად იქნება, ხომ იცი როგორ გვიყვარხარ, იცოდე მე ბექა და ნატუკა ყოველთვის შენს გვერდით ვართ.
- მეც მიყვარხართ იკა, მთელი ჩემი ცხოვრება ხართ.
- გვიყვარხარ, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, -ერთად დაიყვირეს და გაითიშა კიდეც, ღიმილით დავხედე გაშავებულ ეკრანს და წამოვდექი, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებდი, არ ვიცოდი წინ რა მელოდა მაგრამ იმ ყოფას რაც აქ მქონდა ჯოჯოხეთში ყოფნა მერჩივნა, საათს დავხედე, რამდენიმე წუთი დრო მქონდა თითქმის სირბილით წავედი საპირფარეშოსკენ, ჩემოდანი იქვე კუთხეში მივაგდე, წყალი მოვუშვი, სახეზე შევისხი და ხელებით დავეყრდენი ნიჟარას, უემოციოდ შევათვალიერე ჩემი ორეული, ლოყა საშინლად მქონდა გალურჯებული, ტუჩი დასიებული, გრძელი წაბლისფერი თმა უწესრიგოდ აბურდული, ერთადერთი რაც ჩემს გარეგნობაში მომწონდა ეს დიდი ლურჯი თვალები იყო, მაგრამ უძილობისგან და მუდმივი ნერვიულობისგან ჩაშავებული უპეები თვალებსაც უკარგავდა ხიბლს, საშუალო სიმაღლის ვიყავი, როგორც ჩემი მეგობრები ამბობდნენ კატასტროფულად გამხდარი თუმცა მკერდი და უკანალი მაინც ლამაზად მქონდა გამოკვეთილი.
ჩემოდნიდან მაკიაჟის ჩანთა ამოვაცოცე მაგრამ მალევე გადავიფიქრე ამ დალურჯებებს ვერანაირი მაკიაჟი ვერ დამალავდა თანაც რაში მაინტერესებდა რას იფიქრებდნენ სრულიად უცხო ადამიანები როცა ჩემს სახეს დაინახავდნენ, ხელი ჩავიქნიე, საპირფარეშოდან გამოვედი და რეგისტრაციის გასავლელად გავეშურე.

- უკაცრავად ეს ჩემი ადგილია, -ფიქრებში გართულს დაბალი სასიამოვნო ხმა მომესმა და თავი ავწიე, თავზე მაღალი შავთმიანი სპორტული აღნაგობის საოცრად სიმპათიური ოცდახუთიოდე წლის ბიჭი მედგა და მიღიმოდა, დავინახე როგორ შეეცვალა სახე როცა შევხედე, როგორ გადაინაცვლა მისმა მზერამ ჩემს დალურჯებულ ლოყაზე, როგორ აუელვარდა დიდი შავი თვალები, როგორ მოიქცია ქვედა ტუჩი კბილებს შორის და როგორ შეეჭმუხნა წარბები, იმ წუთას მართლა ვინანე რომ მაკიაჟი არ გავიკეთე, მეცადა მაინც იქნებ დამეფარა...
- ეს ჩემი ადგილია, -გამიმეორა ახლა უკვე ღიმილის გარეშე, -თქვენი ადგილი ალბათ ეს არის ილუმინატორთან.
- მით უკეთესი, -დაბნეულმა ჩავილაპარაკე და მოუხერხებლად გადავბობღდი, რამდენადაც შესაძლებელი იყო შევბრუნდი საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა, ცხოვრებაში პირველად მომეწონა ვიღაც თანაც ძალიან და ახლა ვარ მაინცდამაინც ასეთ დღეში, სასაცილოა პირდაპირ...
- რა არის სასაცილო? -მომესმა და მისკენ შევბრუნდი.
- მე მეკითხებით? -გაოცებულმა მივიდე საჩვენებელი თითი გულზე, გაეღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა.
- შენ გეკითხები, -რატომღაც პირდაპირ შენობით მიმართვაზე გადავიდა.
- ეს ისე უბრალოდ, არაფერი მითქვამს, ხმამაღლა ვფიქრობდი და... -საცოდავად ავბლუყუნდი, -ყოველთვის ასე ვიყავი მიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, მითუმეტეს საპირისპირო სქესთან.
- ესე იგი ხმამაღლა ფიქრობდი, -სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, აშკარად ახალისებდა ჩემი დაბნეულობა და დიდი ალბათობით გვარიანად აწითლებული ლოყები, მოულოდნელად გამომიწოდა ხელი.
- გავიცნოთ ერთმანეთი, მე რატი ვარ, შენ რა გქვია?



- ეჭვიანი შეყვარებული? -მკითხა და თავისი სენდვიჩი მე გადმომიდო, უარი არ მითქვამს გემრიელად შევექეცი.
- მამინაცვალი, -ამოვილუღლუღე გამოტენილი პირით.
- ესეც ჭამე, -პუდინგი მომაწოდა და ისე საყვარლად გამიღიმა კინაღამ დამავიწყდა რომ არსებობისთვის სუნთქვა მჭირდებოდა.
- შენ არ გშია? -ძლივს მოვიფიქრე რომ მეკითხა.
- მგზავრობის დროს ვერაფერს ვერ ვჭამ აი შენ კი კარგი კვება გჭირდება საშინლად ხარ გამხდარი, ფაქტიურად ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ.
- საოცარი კომპლიმენტია, -სიცილი ვერ შევიკავე.
- კომპლიმენტის თქმა არც მიფიქრია, -მოურიდებლად მითხრა და ჩემსკენ გადმოიხარა, სახე სახესთან ახლოს მომიტანა და ცერა თითით ფრთხილად მომწმინდა ტუჩის კუთხესთან შერჩენილი შოკოლადის პუდინგი, -გემრიელია? -ხრინწგარეული ხმით მკითხა.
- ჰო ალბათ, -ისე ვუპასუხე მზერა მისი ტუჩებისთვის არ მომიშორებია, ეშმაკურად ჩაეღიმა, უკან დაიხია და საზურგეს მიეყრდნო.
- ესე იგი მამინაცვალს გამოექეცი?
- სასწავლებლად წამოვედი მამინაცვალი უბრალოდ დაემთხვა.
- დარწმუნებული ხარ?
- კარგი ვაღიარებ, -ჩემთვის მეტად მტკივნეული თემის მიუხედავად უცნაურად გახალისებულმა ვუპასუხე, -ალბათ ის რომ არა არასოდეს ვიფიქრებდი ამერიკაში სასწავლებლად წამოსვლას.
- სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?
- ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
- ხუმრობ? -აშკარად შეეტყო გაკვირვება და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სიამაყისგან გავიბერე.
- არ ვხუმრობ, ამისთვის ძალიან ბევრი ვისწავლე და ვიმუშავე.
- რამდენი წლის ხარ?
- ცხრამეტის, -დაუყოვნებლად ვუპასუხე და მერე დავფიქრდი იმაზე რომ ორიოდე საათის წინ გაცნობილ ბიჭს ვესაუბრებოდი რომელმაც ამ ორიოდე საათში მოახერხა და ამალაპარაკა, ყველაზე და ყველაფერზე, დაუფიქრებლად და მოურიდებლად...
- ვერ ვხვდები რატომ გიყვები ამ ყველაფერს, -დაბნეულმა გავიღიმე.
- იმიტომ ხომ არა რომ გგონია ამ თვითმფრინავიდან ჩავალთ თუ არა ვეღარასოდეს მნახავ.
- ალბათ მართალი ხარ, -რატომღაც ლოგიკურად მომეჩვენა მისი ნათქვამი, აეროპორტიდან გავიდოდით თუ არა ის თავის გზაზე წავიდოდა მე ჩემს გზაზე, მას ვეღარასოდეს ვნახავდი, რატომ არ უნდა მოვქცეულიყავი ცხოვრებაში თუნდაც მხოლოდ ერთხელ ისე როგორც გული მკარნახობდა, რატომ არ უნდა მესიამოვნა თუნდაც რამდენიმე სათით მასთან ურთიერთობით, სრულიად თავისუფლად შემეძლო ყველაფერი მომეყოლა ფაქტიურად უფასო ფსიქოლოგიური სეანსივით გამოდიოდა.
- ჩათვალე რომ უფასო ფსიქოლოგიურ სეანსს გიტარებ, -სიტყვა სიტყვით გააჟღერა ჩემი ფიქრები და მეც ბევრი აღარ მიყოყმანია, ვუყვებოდი ყველაფერს, თავიდან ბოლომდე, უმცირეს დეტალებამდე და ვგრძნობდი როგორ ვთავისუფლდებოდი იმ ტვირთისგან მხრებზე რომ მაწვა, ყურადღებით მისმენდა, დროდადრო იძაბებოდა, სახე ეცვლებოდა, ცდილობდა მაინცდამაინც არ შეტყობოდა განცდები როცა ვუყვებოდი როგორ მექცეოდა მამინაცვალი და როგორი გულგრილი იყო ამ ყველაფრის მიმართ დედა...
- დაგღალე არა? -ლაპარაკისგან დაქანცულმა დავიჩურჩულე და თვალები მივლულე, საშინლად მეძინებოდა.
- არ დავღლილვარ, შენ უფრო გავხარ დაღლილს, მიდი ცოტა ხანს დაისვენე, -ალერსიანი ხმით მითხრა და პლედი გადამაფარა მუხლებზე.
- არ მეძინება, -პატარა ბავშვივით გავჯიუტდი, -ჯერ შენზე მომიყევი რამე, შენ უკვე ყველაფერი იცი ჩემს შესახებ მე კი მხოლოდ შენი სახელი ვიცი.
- დაიძინე, დაიძინე და რომ გაიღვიძებ გპირდები ყველაფერს მოგიყვები, -მისი ხმა ჰიპნოზივით მოქმედებდა ჩემზე, მხარზე ხელი მომხვია, მიმიზიდა და გულზე მიმიხუტა, ვგრძნობდი როგორ დასრიალებდნენ მისი თითები ჩემს აბურდულ თმებში და სიამოვნებისგან ვთრთოდი, როდის-როდის დავხუჭე თვალები...
- თუ გგონია რომ უფლებას მოგცემ უგზო უკვლოდ დამეკარგო ცდები, -უკვე ძილბურანში მყოფს ჩამესმა და სითბოთი და სასიამოვნო სურნელით გაბრუებული უსიზმრო ძილმა წამიღო...

- - - - - - - - - - -
- გაიღვიძე მირა, გაიღვიძე, -ყვირილით დამახტნენ ზედ აფროამერიკელი ტყუპი დები რუბი და სიჯეი, უკვე თვენახევარი ხდებოდა რაც მათთან ერთად პატარა, კოხტა ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდი, ქირას ვიყოფდით, ვსწავლობდით და ვმუშაობდით, გამიმართლა რომ მათ შევხვდი, წყნარი, მშვიდი, შრომისმოყვარე და მეგობრული გოგონები იყვნენ.
- რა ხდება? რომელი საათია? -გაბრუებული წამოვჯექი და საათს შევხედე, -გაგიჟდით? ასე ადრე რატომ მაღვიძებთ ისედაც მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა, -დავიწუწუნე და ისევ ბალიშში ჩავრგე თავი.
- ბოდავდი, -რუბი ჩემს გვერდით გაიშხლართა და თავქვეშ ამოიწყო ხელები.
- იცოდე აუცილებლად ვისწავლი ქართულს და გავიგებ რას ბოდავ ხოლმე, -დამემუქრა სიჯეი.
- მაგისთვის ქართულის სწავლა რად გინდა, გადაიკისკისა რუბიმ, -მე გეტყვი რასაც ხედავს, ალბათ ის თავის რატი ესიზმრება ისევ.
- ოჰ თქვენ ხომ არ მოასვენებთ ადამიანს, -ბურტყუნ ბურტყუნით წამოვდექი და სამზარეულოში გავედი რომ ყავა დამელია, -მართალი იყო რუბი ისევ რატი მესიზმრა, თვენახევარი გავიდა მას შემდეგ რაც აეროპორტში დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მე ერთადერთი ჩემოდანი მქონდა ის კი ბარგს ელოდა, ზურგჩანთიდან მწვანე მინიატურული წებოვანი ფურცლების შეკვრა ამოიღო, ერთ ფურცელს ზედ საკუთარი ტელეფონის ნომერი წააწერა და ხელზე დამაკრა.
- იცოდე არ დაკარგო და აუცილებლად დამირეკე.
- რატომ არ მთხოვ რომ მეც მოგცე ტელეფონის ნომერი? -გაკეკლუცება გადავწყვიტე, გაეცინა და ისე გადამისვა თავზე ხელი თითქოს პატარა უჭკუო ბავშვი ვყოფილიყავი.
- იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჯერ ნომერი არ გექნება, თანაც ვიცი კიდეც რომ გქონდეს მაინც არ მომცემდი, აქ ორი თვე ვიქნები, მეგობართან ჩამოვედი, საერთო ბიზნესი გვაქვს და დახმარება დასჭირდა, შენი დაკარგვა არ მინდა მირა, დამპირდი რომ დამირეკავ, დამპირდი...

ფიქრებიდან ტყუპების სიცილმა გამომიყვანა, სამზარეულოში ვიდექი გამორთულ ჩაიდანთან და ველოდი როდის ადუღდებოდა, სამაჯურს დავხედე რომელიც მარჯვენა ხელზე მეკეთა და გამეღიმა, იმის შიშით რომ არ დამეკარგა ფურცელს რომელზეც რატის ტელეფონის ნომერი ეწერა ლამინირება გავუკეთე, მერე ფერადი ძაფებით ლამაზი სამაჯური შემოვაქსოვე და მაჯაზე შევიბი, საკმაოდ ორიგინალური და უცხო რაღაც გამოვიდა...
- როდის უნდა დარეკო? -რუბიმ ჩაიდანი ჩართო, წელზე შემომხვია ხელები და ზურგზე მომეკრო.
- არ ვიცი, -სახეზე ავიფარე ხელები და ამოვიოხრე, -ყოველდღე ვფიქრობ რომ დავრეკო მაგრამ მეშინია, თანაც არ ვიცი იქნებ საერთოდ არაფერი არ გამოგვივიდეს.
- თუ არ ცდი ვერ გაიგებ, -სიჯეიმ უკვე ადუღებული წყალი ჭიქებში გაანაწილა და კარადიდან ნამცხვარი გამოიღო, -წამოდით აივანზე დავსხდეთ, -წიწილებივით გაგვიყოლა უკან.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ ხარ ასეთი მშიშარა, -რუბი ჩემს გვერდით ჩაეშვა სავარძელში და ფეხი ფხზე გადაიდო, -შენი მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ არაჩვეულებრივი ბიჭი უნდა იყოს, სიმპათიური, ზრდილობიანი, მშვიდი, ისეთი რომელსაც შენი მოსმენა და გაგება შეუძლია, ასეთი ბიჭი ხელიდან არ უნდა გაუშვა.
- ახლა უკვე ძალიან გვიანია, თავიდან რომ დამერეკა ჰო მაგრამ უკვე თვე და ორი კვირა გგავიდა, შანსი მქონდა მაგრამ ხელიდან გავუშვი.
- მერე რა რომ ამდენი დრო გავიდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? -გაოცებულმა აიჩეჩა მხრები სიჯეიმ.
- ჩვენთან საქართველოში ერთი ასეთი გამოთქმა გვაქვს, ‘’რკინა მანამ უნდა გამოჭედო სანამ ცხელია’’
- მერე?
- მერე ის რომ არც თუ ისე კარგი მჭედელი გამოვდექი და რკინა გამიცივდა.
- ვერ ვხვდები რას ამბობ.
- გიცდია როდისმე ცივი რკინისგან რამის გამოჭედვა?
- არა და დარწმუნებული ვარ არც შენ გაქვს ნაცადი.
- ყველაფერს პირდაპირ ნუ იგებ, გადატანითი მნიშვნელობით გეუბნები.
- არ ვიცი მე ეგ შენი ქართული გამონათქვამები და გადატანითი მნიშვნელობები, -გაბრაზებულმა აიქნია ხელი, -ტყუილად ნუ აზვიადებ რაღაცეებს, აიღე ეგ ოხერი ტელეფონი და დაურეკე თორემ დავიტანჯეთ მე და რუბი შენი საცოდაობით, მთელი ღამე რატი რატის გაიძახი...
საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა, დავხედე დედაჩემი იყო, ამ თვენახევრის განმავლობაში სულ ორჯერ დამირეკა და მხოლოდ იმიტომ რომ გაველანძღე ნეტავ ახლა რაღა უნდოდა, არ ვუპასუხე, მეორედ დარეკა მერე მესამედ, ჯიუტად არ ჩერდებოდა.
- უპასუხე იქნება და რა ხდება, -სიჯეიმ თავით მანიშნა ტელეფონზე.
- ჰო უპასუხე, იქნებ ის მოკვდა და უნდა რომ შეგატყობინოს, -რუბი როგორც ყოველთვის პირდაპირი იყო, დედაჩემის და დათოს შესახებ ყველაფერი იცოდნენ და ჩემზე არანაკლებად სძულდათ ის მოძალადე, ტელეფონი ავიღე და ოთახში შევედი.
- რატომ მირეკავ? -ცივად ვკითხე დედაჩემს, არ ველოდი გავშრი და რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოვიღე სასოწარკვეთილი, გულამოსკვნილი ტირილი რომ გავიგე.
- ახლა არ მითხრა რომ დათო მოკვდა და იმიტომ ტირი, -უნებურად წამომცდა თუმცა სიმართლე რომ ვთქვა დიდად არც მინანია.
- ასეთი უგულო როგორ ხარ მირა, მე იმიტომ გირეკავ რომ დახმარება გთხოვო შენ კი...
- მე როგორ უნდა დაგეხმარო, ფული შემოგაკლდათ? დათო გაკოტრდა? არასწორ ადამიანს ურეკავ, თვიდან თვემდე ისედაც ძლივს გამაქვს თავი...
- გაჩუმდი ცოტა ხანს და მომისმინე, -ამოიხვნეშა დედაჩემმა, -ფული არაფერ შუაშია მირა, აუცილებლად უნდა დაბრუნდე საქართველოში, ძალიან მჭირდები.
- ოჰ, სხვა ხომ არაფერს მიბრძანებს თქვენი აღმატებულება, -ირონიულად გამეცინა და ის იყო უნდა გამეთიშა რომ განწირული ხმით იყვირა...
- არ გათიშო, რაღაც უნდა გითხრა, მე და დათო ვშორდებით...

აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ დედაჩემი და დათო როდისმე ერთმანეთს დაშორდებოდნენ, არა იმიტომ რომ ერთმანეთი უყვარდათ არამედ იმიტომ რომ დედაჩემი ერთი უბრალო ფულზე შეყვარებული ქალი იყო, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერს გააკეთებდა დათოს შესანარჩუნებლად, ახლა კი შორდებიან, ნეტავ რატომ? იქნებ ჩემს გამო? გულის შორეულ კუნჭულში რაღაც სითბოსმაგვარი გამიკრთა დედაჩემის მიმართ, იქნებ ბოლოს და ბოლოს გონს მოეგო, იქნებ მიხვდა რომ არ ღირს ფულის გამო შვილის ფეხებზე დაკიდება, იქნებ...
- აქ ხარ მირა, -მომესმა მისი ტირილისაგან ჩახლეჩილი ხმა.
- აქ ვარ, მითხარი რა ხდება, თუ შორდებით მე რა უნდა გავაკეთო?
- მისმინე შვილო, რაც შენ წახვედი მის მერე დათო ძალიან შეიცვალა, უფრო მეტად აგრესიული გახდა, სმას მოუმატა, ყოველ დღე მთვრალი მოდის სახლში, მერე შედის შენს საძინებელში და შენს საწოლზე იძინებს.
- გეყოფა ამ ყველაფერს რატომ მიყვები, -გამწარებულმა ვუყვირე, გული მერეოდა იმის წარმოდგენისას როგორ ეხუტებოდა ის დორბლიანი მანიაკი ჩემს ბალიშს, უკვე ვხვდებოდი საითაც მიყავდა საუბარი დედაჩემს.
- ეს შენ გეყოფა უზრდელო ლაწირაკო, -ბოლოს და ბოლოს მანაც ვეღარ შეძლო კეთილი დედიკოს როლის თამაში და მთელი ხმით იწივლა.
- შენს გამო დათოს ჩემთან განქორწინება უნდა, მე მადანაშაულებს იმაში რომ ამერიკაში წახვედი, უნდა რომ გამეყაროს და უფულოდ დამტოვოს.
- ხვდები მაინც რას მეუბნები? გინდა რომ ჩამოვიდე ისევ თქვენთან ვიცხოვრო და იმ ავადმყოფს ხელების ფათურის ნება მივცე მხოლოდ იმიტომ რომ შენ უფულოდ არ დარჩე? რომ შენ ძვირადღირებულ სალონებში იარო და ბარებში და რესტორნებში ატარო დაქალები? შენ რა სულ მთლად გაგიჟდი? გინდა რომ მისი საყვარელი გავხდე?
არაფერს ამბობდა, არადა კარგად მესმოდა მისი მძიმე სუნთქვა, ყურმილის მეორე მხარეს ჩამოწოლილი სიჩუმე საეჭვოდ რომ გაიწელა ვეღარ მოვითმინე და ტელეფონი მთელი ძალით შევახეთქე კედელზე.
- რა ხდება მირა კარგად ხარ? -რუბი და სიჯეი დაფეთებულები შემოცვივდნენ ოთახში.
- ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ, -ხელები გავშალე და ნაძალადევად გავიღიმე, როგორღაც ვახერხებდი თავის შეკავებას რომ სიმწრისგან არ მეღრიალა, აქამდე როგორ ვერ მოვახერხე რომ შევჩვეოდი როგორი დედა მყავს...
- ახლა რომ არ გვეჩქარებოდეს გაჩვენებდი როგორ უნდა ჩვენი მოტყუება მაგრამ... -თითი მუქარით დამიქნია რუბიმ და საძინებლისკენ წავიდა.
- დღეს თქვენთან ერთად მოვდივარ, -მივაძახე და მეც საძინებლისკენ წავედი რომ ტანსაცმელი გამომეცვალა.

- - - - - - - - - - -
- ესე იგი აქ დადიხართ ხოლმე? -ყურადღებით მოვათვალიერე ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე მდებარე სიმწვანეში ჩაფლული შენობა რომელსაც გარს უზარმაზარი, ბეტონის ღობით შემოსაზღვრული ეზო ჰქონდა შემორტყმული, ეზოში რამდენიმე სატვირთო მანქანა იდგა და მანქანებთან ჯგუფ-ჯგუფად ირეოდნენ ახალგაზრდები, რამდენიმე ბავშვიც შევამჩნიე.
- მე და სიჯეი მოხალისეთა ჯგუფის წევრები ვართ, ეს შენობა ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას ეკუთვნის, შეხედე, -სატვირთოებისკენ მიმითითა სიჯეიმ, -დღეს ეს მანქანები უნდა დავტვირთოთ, ამ კვირაში უმარავი ჰუმანიტარული ტვირთი მიიღეს, ახლა იმ შენობაში შევალთ, ყველაფერს დავახარისხებთ, პაკეტებში ჩავალაგებთ და მერე მანქანებს დავტვირთავთ.
- ეს ყველაფერი უკრაინაში მიდის? -ვკითხე როცა სატვირთოზე მიკრული უკრაინის დროშები შევამჩნიე.
- ჰო ამჯერად უკრაინაში აგზავნიან, იმ შეშლილის გამო ახლა იქ უამრავ ადამიანს ადამიანს უჭირს.
- იმ არანორმალურზე საუბრობთ მთელ მსოფლიოს აფეთქებას რომ უპირებს? -გვერდით მაღალი, გამხდარი ქერათმიანი ბიჭი ამოგვიდგა.
- ოჰ პატრიკს ვახლავართ, -რუბიმ ხელი ჩამოართვა და მე მომიბრუნდა.
- მირა გაიცანი, ეს პატრიკია, სხვათა შორის ბევრი რამ იცის საქართველოს შესახებ და მგონია რომ ერთმანეთს კარგად გაუგებთ, -პატრიკს შემატოვა და თვითონ შენობისკენ გაიქცა.
- საქართველოდან ხარ? -სახე გაუბრწყინდა პატრიკს, -მე რაღაც-რაღაცეები ვიცი საქართველოს შესახებ.
- მაინც რა, -გამეღიმა როცა მისი ჩემი გაცნობით გულწრფელად გახარებული სახე დავინახე.
- პირველად საქართველოს შესახებ აგვისტოს ომის დროს გავიგე, -სახე დაუსევდიანდა როცა ომი ახსენა, ჩემი მეგობარი მშობლებთან ერთად იყო რამდენიმე დღით საქართველოში, ისეთი სამსახური აქვთ დაუგეგმავად მოუწიათ წასვლა და ჯონათანიც წაიყვანეს, სამ დღეში ომიც დაიწყო...
- საშინელება იყო, -ხმაათრთოლებულმა ჩავიჩურჩულე, პატრიკმა კი გამამხნევებლად მომიჭირა ხელზე ხელი.
- პუტინი ნამდვილი შეშლილია, ღმერთმა იცის როდის წამოუვლის და როდის დააჭერს იმ ოხერ ღილაკს თითს.
- პატრიკ რას აკეთებ? მაინცდამაინც ასეთ საშინელებებზე უნდა ესაუბრო? -უზარმაზარი ყუთით ხელში ჩაგვიარა გვერდით სიჯეიმ.
- მირა მე ამ სატვირთოს მივყვები, სხვა პუნქტში ჭირდებათ დახმარება, რუბი აქ რჩება, სახლში მასთან ერთად დაბრუნდები, -მომაძახა და კაბინაში შეხტა, პატრიკთან ბევრი აღარ მისაუბრია მაშინვე რუბის მოსაძებნად წავედი, როგორც იქნა უზარმაზარი შენობის სარდაფში მივაგენი, ბეტონის კიბეზე ჩავდიოდი და გაკვირვებული ვათვალიერებდი მასიურ კედლებს, რუბი ქვემოთ მელოდა.
- შთამბეჭდავია, -აღფრთოვანებულმა მოვათვალიერე მაღალჭერიანი, ბეტონის იატაკიანი ოთახი რომელიც უამრავი შეფუთული თუ შეუფუთავი ყუთით იყო სავსე.
- რუბი არ იცი ეს შენობა რისთვის არის განკუთვნილი?
- ხომ გითხარი, საქველმოქმედო საზოგადოებას ეკუთვნის.
- ეს ახლა და მანამდე? არა მგონია ამ სისქე კედლები ჰუმანიტარული ტვირთის დასაცავად აეგოთ, ამ კარს შეხედე, ან სავენტილაციო სისტემას, კედლები, ჭერი... კიბის თავში კიდევ ერთი რკინის კარია...
- აა გასაგებია, მივხვდი რასაც გულისხმობ, -რუბიმ რამდენიმე ყუთი გაჭირვებით გადმოათრია ყუთების გროვიდან და მანიშნა კიბეებზე ამატანინეო, -ეს სარდაფი სპეციალურად ბომბებისგან თავდასაცავად არის აშენებული, მხოლოდ ეს ოთახი არ გეგონოს, აქ ამ შენობის ქვეშ, უზარმაზარი კომპლექსია, ის კარი დერეფანში გადის, იქ რამდენიმე ოთახია, შენ წარმოიდგინე და სპორტ დარბაზიც კი არის.
- ბომბებისგან დამცავ თავშესაფარში სპორტ დარბაზი?
- ნუ გიკვირს, ეს შენობა ერთმა ახირებულმა მილიონერმა ააშენა, თურმე მთელი ცხოვრება იმის ეშინოდა რომ ერთხელაც ატომური ომი დაიწყებოდა, ამიტომაც ეს თავშესაფარი ისე დააპროექტებინა რომ ომის დაწყების შემთხვევაში მინიმუმ რამდენიმე წელი მაინც არაფერი არ უნდა გასჭირვებოდა, ერთი სიტყვით კომფორტულად უნდა ეცხოვრა, იქ იმ ოთახებში უამრავი რაღაცის მარაგია, წყალი, საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი... საძინებელი, სააბაზანო და როგორც უკვე გითხარი სპორტ დარბაზიც კი არის, სავენტილაციო სისტემა, გენერატორი, მოკლედ ყველაფერია იმისთვის რომ ადამიანმა უზრუნველად იცხოვროს.
- როგორ მოხდა რომ ახლა ამ შენობას ეს ორგანიზაცია იყენებს?
- ის კაცი ორი წლის წინ გარდაიცვალა, მისმა ქალიშვილმა კი რომელიც ქველმოქმედებით არის დაკავებული ამ ორგანიზაციას ეს ადგილი უსასყიდლოდ დაუთმო, დროებით რათქმაუნდა.
- საინტერესოა, -სატვირთოს ძარაზე შემდგარ რუბის კიდევ ერთი ყუთი მივაწოდე და შუბლზე ხელით მოვიწმინდე ოფლი.
- წყალი ხომ არ გინდა? -წკრიალა ხმა მომესმა, ჩემს გვერდით თორმეტიოდე წლის ჩალისფერთმიანი მწვანეთვალება გოგონა იდგა და მიღიმოდა, ცივი წყლით სავსე ბოთლი გამომიწოდა, საპასუხოდ გავუღიმე.
- მირა ეს ელია, ელ გაიცანი ეს მირაა, ჩემი მეგობარი, -რუბიმ ერთმანეთი გაგვაცნო და მერე გოგონას ანიშნა წადი დედა გელოდებაო, ელი სირბილით გაიქცა ახალგაზრდა ქერათმიანი ქალისკენ და ჩაეხუტა.
- დედამისიც ჩვენს ჯგუფშია, ელი ყოველთვის მოყვება ხოლმე რომ დაეხმაროს, ძალიან კარგი ბავშვია, -რუბი სატვირთოდან ჩამოხტა და გაიზმორა.
- ცოტა ხომ არ შეგვესვენა?

საჭმელი ვჭამეთ და ისევ გავაგრძელეთ მუშაობა, შებინდებამდე შეუსვენებლად ვმუშაობდით, ნივთებს ვახარისხებდით, ვფუთავდით, ზემოთ აგვქონდა, ძარაზე ვაწყობდით და დატვირთულ ავტომობილებს ვუშვებდით ეზოდან, ბოლოს შენობაში მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რუბი, მე, ელი, დედამისი და სატვირთოს მძღოლი დარჩა.
- ორიოდე ყუთიღაა სარდაფიდან ამოსატანი და გავალთ, -მძღოლმა კაბინაზე მიაბრახუნა ხელი და გაგვიღიმა, -ასე ნუ მიყურებთ გოგონებო, ჩემთვის მძიმე ნივთების აწევა არ შეიძლება თორემ დაგეხმარებოდით.
- არ შეიძლება კი არა აფერისტი და ზარმაცი ხარ შენ, -ჩაიბურტყუნა რუბიმ და წამოიწია.
- მოიცადე იჯექი და დაისვენე, მე ჩავალ და ამოვიტან, -რუბი შევაჩერე და შენობისკენ წავედი, სვენებ-სვენებით ჩავედი კიბეზე, დღევანდელი დღისთვის განკუთვნილი ტვირთიდან მართლაც მხოლოდ ორი მომცრო ყუთი იყო დარჩენილი, ის იყო ორივე ავიღე და კიბეზე უნდა ამებიჯებინა რომ საშინელი ხმაური მომესმა და შენობა შეზანზარდა, მეც შევბარბაცდი, ყუთები ხელიდან გამივარდა და კარს ჩავეჭიდე, ის იყო ვიფიქრე ყველაფერი დამთავრდა მეთქი რომ შენობა კიდევ ერთხელ შეზანზარდა, საშინელმა ხმამ თითქმის დამაყრუა, ყურებზე ხელები ავიფარე და რამდენიმე წამს ვცდილობდი გონს მოვსულიყავი მერე სირბილით ავუყევი კიბეებს, მთავარ დარბაზში გავედი და შემოსასვლელი მინის კარისკენ უნდა წავსულიყავი რომ იმ საშინელებამ რაც ეზოში ხდებოდა ადგილზე გამაშეშა, ჩვენსკენ უზარმაზარი ცეცხლოვანი ტალღა მოიწევდა რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებდა, საკუთარი თვალით დავინახე როგორ შთანთქა ცეცხლმა რუბი და სატვირთოს მძღოლი...
- გაიქეცი ელ, გაიქეცი, -მომესმა განწირული კივილი, -ელის დედამ დარბაზში შემოსასვლელი კარი შემოაღო, ელი მთელი ძალით გამოიქცა ჩემსკენ, ქალმა ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა და ჩაიკეცა, ხელი გასისხლიანებულ ფერდზე ჰქონდა მიჭერილი და ძლივსღა სუნთქავდა, -გადაარჩინე, -ტუჩების მოძრაობით მანიშნა, მას უკვე ვეღარაფერს ვუშველიდი, აკივლებულ ელის ხელი დავავლე და სირბილით წავედი სარდაფისკენ, კიბეებზე ფეხი ჩავდგით თუ არა, რკინის კარი მოვხურე, სანამ ჩავკეტავდი დავინახე როგორ გადაუარა ცეცხლის ტალღამ ქალს და ფერფლად აქცია, მივხურე, მტირალი ბავშვი ძალით ჩავიყვანე კიბეებზე და ახლა მეორე კარს მივაწექი რომ როგორმე ჩამეკეტა, სანამ მივხურავდი მოვასწარი დამენახა როგორ შემოიზნიქა კიბის თავში მდებარე კარი და როგორ დასკდა ნაწილებად, მანამ სანამ ცეცხლი ჩვენამდე მოაღწევდა მოვასწარი, საიმედოდ ჩავრაზე კარი და საკეტი გადავატრიალე...



- დედა იქ დარჩა, დედააა -კივილით მივარდა ელი კარს და მუშტები დაუშინა, -გააღე, ახლავე გააღე, იქ დედა დარჩა არ გესმის? -გულამომჯდარი მიყვიროდა და საკეტს ეჯაჯგურებოდა, ვიცოდი რომ ვერ გააღებდა, ვიცოდი კიდეც რომ გაეღო კარს იქით აღარაფერი დახვდებოდა, ვიცოდი ახლა რასაც გრძნობდა, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, ბეტონის იატაკზე ვიჯექი ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვსუნთქავდი და ვცდილობდი საღი გონებით მეფიქრა იმ ყველაფერზე რაც მოხდა თუმცა სულ ცოტა მაკლდა და ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფერზე საღი გონებით ფიქრი, საკუთარი თვალით დავინახე როგორ დაიღუპა რუბი, როგორ დაიფერფლა ელის დედა, ახლა კი ვირთხასავით ვუყავი ამ ბუნკერში გამოკეტილი და კაცმა არ იცის როდის ამომხდებოდა სული...
- ვაი, ხელი დამეწვა, -საცოდავად იკივლა ელიმ და მაშინღა მივაქციე ყურადღება, მძიმედ წამოვდექი და კართან მივედი, ხელშეუხებლადაც ვიგრძენი სიმხურვალე რომელსაც გამოსცემდა, მეტალი გავარვარებული იყო და თვალსაჩინოდ ჩანდა როგორ იცვლიდა ფორმას, ნელ-ნელა იბერებოდა და შიგზით იზნიქებოდა, გამახსენდა ცოტა ხნის წინ როგორ გასკდა კიბის თავში მდებარე კარი...
- მოდი ჩემთან, -ელის ხელი დავავლე და უკან დავქაჩე.
- გამიშვი, იქ დედაა, გარეთ უნდა გავიდე, -მიყვირა და მკლავზე ისეთი ძალით ჩამაფრინდა ფრჩხილების კვალი დამიტოვა, გაუაზრებლად მოვიქნიე გაშლილი ხელი, გაოცებული შედგა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა ცრემლჩამდგარი მწვანე თვალებით, მერე აწითლებულ ლოყაზე მიიდო ხელისგული, თავი ჩაღუნა, ფეხათრევით მივიდა ერთ-ერთ კედელთან, იატაკზე ჩაჯდა და ბეჭებით მიეყრდნო კედელს, ისეთი პატარა ჩანდა, ისეთი სუსტი, ისეთი უმწეო... თავი საშინლად ვიგრძენი თუმცა სულ რაღაც რამდენიმე წამით, ახლა ვეღარაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა რომ ცოტა ხანში შესაძლებელი იყო ეს კარიც გამსკდარიყო და მაშინ... ჩვენ... მაშინ უკვე საფიქრალიც აღარაფერი იქნებოდა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე გაშეშებული, რამდენიმე წუთი? იქნებ რამდენიმე საათი? ბოლოს როცა მივხვდი რომ კარი ფორმას აღარ იცვლიდა გავბედე და მივუახლოვდი, ისევ ცხელი იყო ოღონდ არც იმდენად როგორც ცოტა ხნის წინ, რაც არ უნდა მომხდარიყო აშკარა იყო რომ დამთავრდა და ჩვენ გადავრჩით, ახლა ერთი რამღა დაგვრჩენოდა, უნდა დავლოდებოდით როდის მოვიდოდნენ ჩვენს გადასარჩენად, ანდა უბრალოდ კარს გავაღებდით როგორც კი გაცივდებოდა და ხელის შეხება შესაძლებელი იქნებოდა და გარეთ გავიდოდით, ელის მივუახლოვდი და მის გვერდით დავჯექი...
- მაპატიე რომ დაგარტყი, -ჩემი ჩახლეჩილი ხმა თვითონაც ძლივს ვიცანი, თავი ასწია და აწყლიანებული თვალებით ამომხედა, მისმა უსაყვედურო მზერამ კიდევ ერთხელ მაგრძნობინა თავი საშინელ ადამიანად.
- დედა? -მკითხა ათრთოლებული ტუჩებით.
- ვწუხვარ, -ვუპასუხე და როცა დავინახე როგორ ჩაქრა მის თვალებში ოდნავ მბჟუტავი იმედის ნაპერწკლები, გონებაში ჩემი თავი უშვერი სიტყვებით შევამკე იმის გამო რომ ასეთი დაუფიქრებელი ვიყავი.
მხრები აუცახცახდა, თავის შეკავება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, მთელი ხმით აღრიალდა, მუჭებით იწმენდდა ცრემლებს და ცხვირიდან ჩამომავალ სისველეს, არაფერი გამიკეთებია, ვაცადე რომ ემოციებისგან დაცლილიყო, ბოლოს ტირილისგან დაღლილს მოვხვიე ხელი და მივიხუტე, მუხლებზე ამომაცოცდა, ორივე ხელი კისერზე შემომხვია და ჩამეხუტა, ჩემს თმებში რომ ჩარგო ცრემლებისგან სულ მთლად სველი სახე, მეც ვეღარ შევიკავე თავი და ავტირდი, ვტიროდი უხმოდ, ცრემლები თავისთავად უკითხავად ჩამოდიოდნენ სახეზე და ყელს და გულისპირს მისველებდნენ, ასე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა.

თვალები გავახილე და ჩემს ძველისძველ საათს დავხედე, ვეცადე ხელები გამემოძრავებინა მაგრამ სულ ტყუილად, ექვსი საათი იყო გასული მას შემდეგ რაც ჩაგვეძინა, ცივ ბეტონზე გაუნძრევლად ჯდომამ თავისი ქნა და ახლა გაყინული და გაშეშებული ვიყავი, ფრთხილად შევაღვიძე ელი რომელსაც მშვიდად ეძინა ჩემს მუხლებზე მოთავსებულს, ისეთი თვალებით შემომხედა და ისე მიმოიხედა ირგვლივ მივხვდი რომ ის რაც მოხდა სიზმარი ეგონა, როგორც კი გაითავისა რომ ყველაფერო სინამდვილე იყო ისევ ასლუკუნდა.
- ნუ ტირი პატარავ, აღარ იტირო კარგი? -თმაზე მოვეფერე, წამოვაყენე და გაჭირვებით წამოვდექი მასთან ერთად, -დამშვიდდი, აღარ იტირო, ახლა ვეცდებით რომ აქედან გავიდეთ, -კართან მივედი და შევამოწმე, ცივი იყო შეგვეძლო გახსნა გვეცადა მაგრამ რა დაგვხვდებოდა გარეთ? რამდენად ჭკვიანური იქნებოდა ახლა ამ კარის გაღება? ჩემი ტვინი გამალებით მუშაობდა, ვფიქრობდი იმაზე თუ რა უნდა მომხდარიყო, ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ვერსია ატომური აფეთქება იყო, მაგრამ თუ ატომური აფეთქება მოხდა რამდენად იყო შესაძლებელი თუნდაც ის რომ ამ ბუნკერში ჯერ ისევ გვქონოდა ელექტრო ენერგია, სავენტილაციო სისტემაც მუშაობდა, იქნებ ამ ყველაფერს გენერატორი ამუშავებს? იმ მილიონერს თუ ეს ყველაფერი ატომური აფეთქებისგან თავდასაცავად ჰქონდა აშენებული ალბათ სავენტილაციო სისტემას ფილტრებიც აქვს... აქ ყველანაირად დაცულები ვართ, არ ვიცით რისგან ან როდემდე მაგრამ...
- რაზე ფიქრობ? -ელი ამომიდგა გვერდით და მაისურზე დამქაჩა, ჩაფიქრებულმა დავხედე არსებას რომელსაც ახლა მხოლოდ მე ვყავდი და მხოლოდ ჩემი იმედი ჰქონდა.
- იმაზე ვფიქრობ უნდა გავაღოთ თუ არა ეს კარი.
- რომ არ გავაღოთ ესე იგი აქ უნდა დავრჩეთ? -ისევ სატირლად მობრიცა ტუჩები, უნდა მეცადა, ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა მოვკვდებოდი თუ რამდენიმე დღის ან წლის შემდეგ, რა აზრი ჰქონდა, შეიძლება უდიდეს შეცდომას ვუშვებდი მაგრამ მაინც უნდა მეცადა, სახელურს მოვეჭიდე, გადავატრიალე და ჩამოვწიე, ძვრა ვერ ვუყავი, კიდევ ერთხელ ვცადე, მერე კიდევ ერთხელ... გამწარებულმა მივარტყი ფეხი და მთელი ხმით ვიყვირე.
- არ იღება, დეფორმირებულია, წასულია ჩვენი საქმე, -აღმომხდა და ფეხებში ძალა გამოცლილი იქვე ჩავჯექი.
- რა თქვი? ვერაფერი ვერ გავიგე, -ელი ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით მიყურებდა, დაბნეულმა შევხედე.
- რა ვერ გაიგე?
- ცოტა ხნის წინ რაღაც თქვი სხვა ენაზე.
- აა ჰო, ეტყობა ქართულად ვთქვი, ეს ჩემი მშობლიური ენაა, იმას ვამბობდი რომ კარი არ იღება, დეფორმირებულია, მოგვიწევს აქ დავრჩეთ და დაველოდოთ როდის მოვა ვინმე ჩვენს გადასარჩენად.
- მალე მოვლენ?
- მალე მოვლენ, -ნაძალადევად გავუღიმე და წამოვდექი, რაკი ლოდინი მოგვიწევდა მაშინ აქაურობა უნდა შემესწავლა, რამე უნდა გამეკეთებინა რომ იმ ყველაფერზე არ მეფიქრა რაც ვნახე თორემ შევიშლებოდი, იქნებ ამ ბუნკერის შესწავლისას გარე სამყაროსთან დაკავშირების რამე გზაც მეპოვნა.
- ტელეფონი მაინც მქონდეს, -ჩავილაპარაკე და მართლა ძალიან ვინანე რომ დედაჩემთან ჩხუბის შემდეგ კედელზე მივაფშვენი, ახლა რომ მქონოდა, იქნებ დარეკვა მეცადა.
- მე მაქვს ტელეფონი, -ელმა ჯიბიდან ვარდისფერი ბრჭყვიალა ნახატებით მორთული ტელეფონი ამოაძვრინა და გამომიწოდა.
- 911-ზე დარეკავ?
- ჰო რათქმაუნდა პირველ რიგში სწორედ მათ დავურეკავ ვეტყვი სადაც ვართ და მოვლენ, -ჩამოვართვი და ეკრანს დავხედე, გამიკვირდა როცა დავინახე რომ მიღება ჰქონდა თუმცა რა იყო გასაკვირი, მიწისქვეშ ბუნკერში ვიყავით სადაც ასეთი საშინელი აფეთქების მიუხედავად ელექტრო ენერგია გვქონდა და ვენტილაცია მუშაობდა რა იყო გასაკვირი იმაში რომ ტელეფონსაც ემუშავა, ის იყო ნომერი უნდა ამეკრიბა რომ ჩემი სამაჯური მომხვდა თვალში და ისე ავკრიბე რატის ნომერი 911-ის მაგივრად ვერც მივხვდი, რამდენიმე წამს სუნთქვაშეკრული ველოდი როდის გავიდოდა ზარი...
- გისმენთ, -ნაცნობი ხმა რომ მომესმა გავშრი და ერთი სიტყვაც ვერ ვთქვი.
- გისმენთ, -გაიმეორა და პასუხი რომ ვერ მიიღო, უშვერად შეიგინა ქართულად, -უკვე ეს ტელეფონიც აღარ მუშაობს, ამის დედაც, -გულმოსულმა ჩაიბურტყუნა.
- რატი მირა ვარ, -როგორც იქნა მოვახერხე ხმის ამოღება.
- მირა? მირა ღმერთო ჩემო, შენ ცოცხალი ხარ, კარგად ხარ...
- კარგად ვარ...
- სად ხარ? დარეკვა როგორ მოახერხე? -გაოცებული ხმა ჰქონდა, შეშფოთებული და შეიძლებოდა მე მეჩვენებოდა ასე მაგრამ გახარებულიც.
- რას ნიშნავს როგორ მოვახერხე? არ გახსოვს? თვითონ მომეცი ტელეფონის ნომერი.
- ამას არ ვგულისხმობ მირა, შენ რა არ იცი რა მოხდა? იცი რომ ახლა ეს საუბარი სასწაულს უდრის, არაფერი აღარ მუშაობს... ყველაფერს ბლოკავენ...
- არ ვიცი რა მოხდა, ქალაქგარეთ ვიყავით, მეგობრებს ვეხმარებოდი ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებაში, მერე რაღაც აფეთქდა და... ყველა დაიღუპა რატი გესმის? ჩემი თვალით ვნახე როგორ დაიფერფლენ ჩემი მეგობრები და ნაცნობები... -ძლივს შეკავებული ცრემლების და ემოციების გამო ყელში რაღაც მომაწვა და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ცოტაც და გავიგუდებოდი.
- როგორ გადარჩი? -ისეთი ხმა ჰქონდა წარმოვიდგინე როგორი მოღუშული და დაძაბული იყო, როგორ აბრიალებდა იმ ლამაზ შავ თვალებს...
- ბომბებისგან თავდასაცავ ბუნკერში ვარ პატარა გოგონასთან ერთად ჩაკეტილი, ბუნკერი იმ შენობის ქვემოთ იყო საიდანაც ჰუმანიტარული ტვირთის განაწილება ხდებოდა, ახლა კარის გაღება ვცადე მაგრამ...
- არ გაბედო და გარეთ არ გამოხვიდე, -ისეთი ხმით იყვირა ტანში გამცრა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ხდება ახლა გარეთ, მთელი მსოფლიო შეიშალა, რომ გამოხვიდე დაიღუპები, ვერ გადარჩები მირა, მანდ დარჩი, კარი არ გააღო და არც იფიქრო რომ პოლიციას ან სამაშველოს დაურეკო...
- კი მაგრამ...
- არავის ენდო მირა, არსად დარეკო, ვიცი სადაც არის ის ადგილი რომელიც შენ აღმიწერე, მე მოგაკითხავ, გპირდები აუცილებლად მოვალ, გესმის ჩემი? მირა... მირა....

ხმა გაითიშა, კავშირი გაწყდა, ერთხანს ისტერიულად ვცდილობდი დარეკვას, სხვადასხვა ნომერს ვკრებდი, ჩემს მეგობრებთან დავრეკე, დედაჩემთანაც კი, ბოლოს როგორც იქნა მივხვდი რომ ტელეფონი უბრალოდ აღარ მუშაობდა, არ მინდოდა იმაზე მეფიქრა რომ... ჯანდაბა, რატიმ თქვა რომ მთელი მსოფლიო შეიშალა, ეს იმას ნიშნავდა რომ მხოლოდ აქ არ მომხდარა ასეთი რამ, იქნებ საქართველოშიც...
- დამშვიდდი, მირა, დამშვიდდი, -საკუთარ თავს ხმამაღლა მივმართე, -რატი შეგპირდა რომ მოვიდოდა, მოვა, აუცილებლად მოვა, მოვა...
- რა ხდება? ვერ გავიგე რას ლაპარაკობდით? მოვლენ ჩვენს გადასარჩენად? -ელი იმედით სავსე თვალებით შემომცქეროდა.
- მოვლენ, რათქმაუნდა მოვლენ, -ხელები გავშალე რომ გულში ჩამეკრა და მასაც არ დაუყოვნებია, მაშინვე კისერზე ჩამომეკიდა, მაგრად შემოვხვიე ხელები გამხდარ ზურგზე და მასთან ერთად წამოვდექი, ნელ-ნელა ვიწყებდი იმის გაცნობიერებას თუ რამდენად იღბლიანი ვიყავი რომ ამ სარკოფაგში მარტო არ მომიწევდა ყოფნა, ცოტა არ იყოს ეგოისტურად ჟღერს არა? აქ მარტო ყოფნა გამაგიჟებდა ახლა კი ერთმანეთი გვყავდა, სიცოცხლისთვის და არსებობისთვის მიზეზი მქონდა, ამ პატარაზე უნდა მეზრუნა.
- ახლა რა უნდა გავაკეთოთ მირა? -ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით მკითხა და მაისურის სახელოთი მოიწმინდა აწითლებული ცხვირი.
- ახლა მე და შენ უნდა ვითამაშოთ, -მის წინ ჩავიმუხლე, მთელი ძალა მოვიკრიბე და შეძლებისდაგვარად მხიარულად ჩავუკარი თვალი.
- რა უნდა ვითამაშოთ, -იმით გაკვირვებულმა შემომხედა რომ მე ზრდასრული და ჭკუადამჯდარი ადამიანი ასეთ სიტუაციაში თამაშზე ვფიქრობდი.
- მე და შენ მკვლევარები ვიქნებით.
- ეს რას ნიშნავს?
- ეს იმას ნიშნავს რომ აქაურობა უნდა გამოვიკვლიოთ, იმ კარს ხომ ხედავ? -კედელში ჩატანებულ რკინის კარზე მივუთითე, -იმ კარის მიღმა უამრავი რაღაც არის გამოსაკვლევი.
- მაინც რა? -ცნობისმოყვარეობისგან თვალები გაუფართოვდა და ადგილზე აცმუკდა, -მაინც რა არის ბავშვობა, აღარც კი ახსოვდა რა მდგომარეობაში ვიყავით და მე ძალიან მიხაროდა რომ თუნდაც რამდენიმე წუთით მისთვის ამის დავიწყება შევძელი.
- რა არის იქ? -ვერ ისვენებდა.
- მეც არ ვიცი რა არის, ზუსტად ამიტომ მჭირდება შენი დახმარება? -ხელი ჩავჭიდე და კართან მივიყვანე, -სანამ თამაშს დავიწყებთ წესები უნდა გაგაცნო, ვინც უფრო მეტ საინტერესო რაღაცას იპოვის გამარჯვებულიც ის იქნება, შევთანხმდით? -ხელი გავუწოდე და მანაც თავისი პატარა ხელისგული დაარტყა, ღრმად ამოვისუნთქე და სახელური დაბლა ჩამოვწიე...


- დაკეტილია, -ჩავილაპარაკე და ელის გადავხედე რომელიც მოუთმენლად შემომყურებდა, -არა რა როგორ ვიფიქრე რომ ღია იქნებოდა, ამის ბედი ვინ მომცა, უიღბლობაც ასეთი უნდა, -საკეტის გვერდით კედელზე მიმაგრებულ ეკრანს ხელი გამწარებულმა დავცხე.
- შესასვლელად კოდია საჭირო, -მშვიდად ჩაილაპარაკა ელიმ.
- მართლა? შენ რომ არ გეთქვა ისე როგორ მივხვდებოდი, -გაბოროტებულმა ქართულად ჩავიბურტყუნე და მერეღა გავაცნობიერე რაც მითხრა.
- მოიცადე, შენ საიდან იცი კოდის შესახებ?
- რამდენჯერმე მინახავს დედა როგორ აღებდა ხოლმე კარს, -დედამისი ახსენა თუ არა სახე შეეცვალა, ვხედავდი ეს ერთი ციდა ბავშვი როგორ ცდილობდა თავის ხელში აყვანას და ბოლოს გამოუვიდა კიდეც, მშვიდად შემომხედა და გამიღიმა კიდეც, რატომღაც შემრცხვა იმის რომ ამ მომენტში ის ჩემზე ძლიერი იყო, არადა მე უნდა დამეცვა ის, მე უნდა გამემხნევებინა...
- გავაღო? -მკითხა და ეკრანის დამცავი მინა გადმოხსნა, უხმოდ დავუქნიე თავი, სწრაფად აკრიბა ექვსციფრიანი კომბინაცია, რაღაც გატკაცუნდა და ნათურა რომელიც აქამდე წითლად ციმციმებდა გამწვანდა.
- ყოჩაღ, კარგი მეხსიერება გქონია, -გულწრფელად შევაქე და მანაც ასეთივე გულწრფელი ღიმილი დამიბრუნა უკან, კარი გავაღე, შევედით თუ არა განათება ჩაირთო, ნაცრისფრად შეღებილი დერეფნის ორივე მხარეს ყავისფერ კარიანი ოთახები იყო ჩარიგებული, ახლა ისღა დაგვრჩენოდა რიგრიგობით ყველა მათგანში შევსულიყავით და დაგვეთვალიერებინა, დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ყველა ოთახი დათვალიერებული გვქონდა, დერეფნის ცალ მხარეს სამუშაო ოთახი რომლის ყველა კედელი წიგნებით სავსე თაროებით იყო დაფარული, საკმაოდ დიდი სპორტდარბაზი, საცურაო აუზი, აბაზანა და სამედიცინო ოთახი იყო ჩარიგებული, მეორე მხარეს კი ორი საძინებელი, სამზარეულო, საწყობი რომელიც იმდენი რამით იყო სავსე ალბათ ერთი კვირა ვერ მოვრჩებოდით დათვალიერებას და იარაღით სავსე უზარმაზარი დარბაზი იყო მოთავსებული, ყველაზე მეტად სწორედ ამ დარბაზმა დაგვაინტერესა, რომლის ერთი კედელი სხვადასხვა იარაღით სავსე თაროებით იყო დაფარული, დანარჩენი ადგილი კი სხვადასხვა სანიშნეებს და საბრძოლო მოწყობილობებს ეკავა.
- შეიძლება რომ ვისროლო? -ელი აღფრთოვანებული უსვამდა ხელს კედელზე ჩამოკიდებულ მშვილდს რომლის გვერდითაც ისრებით სავსე კაპარჭი ეკიდა.
- ხელი არაფერს ახლო, ეს იარაღია და საშენო არ არის გესმის? -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა, ტუჩებგაბუსხულმა გამომხედა და თვალები აუცრემლიანდა.
- მინდა ქეთნისივით კარგად ვიცოდე ისრის სროლა, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ გააპარა მზერა მშვილდისკენ.
- კარგი, რაკი ასეა საქმე შეგვიძლია ვცადოთ, -ვუთხარი და გამეღიმა როცა მისი გახარებული სახე დავინახე, -ქეთნისივით კარგი არ ვარ ამ საქმეში მაგრამ რაც ვიცი გასწავლი.
- იცი ვის ვგულისხმობ? შენც გიყვარს შიმშილის თამაშები?
- აბა რა, ძალიან მიყვარს.
- მაგარია, შეგვიძლია დანის სროლაშიც ვივარჯიშოთ და ჩხუბშიც, -მთელი ძალით გამოექანა და წელზე მომეხვია, როგორც კი ჩვენს შორის რაღაც საერთო იპოვა მაშინვე გამითამამდა.
- მშია, -მორცხვად ჩაილაპარაკა და მომშორდა, -შიმშილით ვკვდები.
- ახლაღა გამახსენდა რომ უკვე კარგა ხანი იყო არაფერი გვეჭამა და დაგველია, შიმშილმა მთელი ძალით შემომიტია და მუცელი უსიამოვნოდ შემეკუმშა, დაღლილობაც რატომღაც ახლა ვიგრძენი, ახლა არჩევანის გაკეთების საშუალება თუ მომეცემოდა ძილს ავირჩევდი, მაგრამ მარტო არ ვიყავი ელიზე უნდა მეფიქრა მას საჭმელი სჭირდებოდა...
- წამოდი, ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია, -ხელი ჩავკიდე და თან გავიყოლე, ცოტა ხანში სამზარეულოში ვიჯექით, წინ შვრიის ფაფა და წყალი გვედო და უგემურად ვილუკმებოდით.
- ახლა ეს ვჭამოთ და მერე სხვა რამეს გავაკეთებ, საწყობიდან კონსერვები გამოვიტანოთ, შეგვიძლია ლობიო გავაკეთოთ ან სოკო შევწვათ, ფქვილიც შევამჩნიე და შაქარიც, შეგვიძლია კრეპები...
- საჭმელზე ნუ დარდობ მირა, მე შვრიაც მიყვარს, -საუბარი შემაწყვეტინა, კიდევ ერთი კოვზი გადასანსლა და გამიღიმა, აშკარად მიხვდა როგორ ვნერვიულობდი რომ სხვა ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე, ეს პატარა გოგო ნამდვილი სასწაული იყო, უთქმელად ესმოდა ჩემი.
ჭამას როგორც კი მოვრჩი აბაზანაში შევიყვანე, კიდევ ერთხელ გამაკვირვა იმან რომ წყალი გვქონდა თანაც თბილი, უზარმაზარი აბაზანის ერთ კედელზე გაყოლებული კარადა პირსახოცებით და ხალათებით იყო სავსე, ორივემ ერთად მივიღეთ შხაპი, თავზე პირსახოც შემოხვეულები გამოვედით დერეფანში.
- შეგიძლია შენ აირჩიო რომელი საძინებელი გინდა, -ორ ერთმანეთის გვერდით მდებარე კარზე მივუთითე.
- შეიძლება რომ ერთად დავიძინოთ? -ისეთი საცოდავი ხმით მკითხა თავი ვერ შევიკავე რომ არ ჩავხუტებოდი, -რათქმაუნდა შეიძლება საყვარელო, რაკი ერთად უნდა დავიძინოთ მოდი ის საძინებელი ავარჩიოთ სადაც უფრო დიდი საწოლი დგას კარგი?
- კარგი? -გახარებულმა დამიქნია თავი.

ასე აღმოვჩნდით მე და ელი იმ მილიონერის საძინებელში რომელმაც ეს თავშესაფარი ააშენა და რომელიც შეშლილად მიმაჩნდა როცა რუბი მიყვებოდა მის შესახებ, მაგრამ იმაში რომ სულაც არ ყოფილა შეშლილი სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მშვენივრად დავრწმუნდი, მისი საძინებელი რომ იყო იმით მივხვდით რომ კარადები მამაკაცის ნივთებით, სამოსით, პიჟამოებით და საცვლებით იყო სავსე, მაშინვე მივხვდი რომ მეორე საძინებელში ვიპოვიდით იმას რაც გვჭირდებოდა და არც შევმცდარვართ, ეს საძინებელი აშკარად მისი ქალიშვილისთვის იყო განკუთვნილი, კომოდის უჯრებიდან პიჟამოები ამოვალაგეთ და გამოვიტანეთ.
- დღეისთვის ესენი გვეყოფა ხვალ კი შეგვიძლია სხვა რაღაცეებიც გადმოვიტანოთ, -ვარდისფერი პიჟამა მივაწოდე და ხალათი გავიხადე.
- ეს ძალიან დიდია, -საცოდავად დახედა რამდენიმე ზომით დიდ საღამურს.
- არა უშავს დღეს როგორმე ჩაიცვი ხვალ კი თუ გინდა გადავჭრათ და გადავაკეთოთ.
- არ გაგვიბრაზდებიან?
- ვინ უნდა გაბრაზდეს? -უცბად ვერ მივუხვდი რისი თქმა უნდოდა.
- ეს ხომ ჰელენის საღამურია, ცოტა ბრაზიანია, აქ მომუშავეებს ყოველთვის ეჩხუბებოდა ხოლმე, სულ იმას იძახდა აქაურობა ჩემია და არ გაბედოთ ჩემს ნივთებთან შეხებაო, რომ დავჭრათ და მერე გაბრაზდეს? ჯობია ასე თუ ჩავიცმევ, გავძლებ ცოტა ხანს, მაინც მალე წავალთ აქედან.
- ხომ მალე წავალთ მირა, -მკითხა როცა მიხვდა რომ ხმის გაღებას არ ვაპირებდით, თავი დავუქნიე და საბანი გადავწიე რომ ჩავწოლილიყავი...
ჩემს მკლავზე თავმიდებულს ჩაეძინა, საშინელი დაღლილობის მიუხედავად თვალი ვერ მოვხუჭე, ვცდილობდი საკუთარი თავი მომეტყუებინა რომ არაფერი უსაშველო არ ხდებოდა, ვცდილობდი გამეღიმა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, არ მეტირა არ მეყვირა და ნერვებს არ ავყოლოდი, ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე რაც მოხდა, ჩემი გონება ორად იყო გაყოფილი და ყველანაირად ვცდილობდი რომ რეალურად და საღად მოაზროვნე ნაწილი ცოტა ხნით მაინც დამეთრგუნა, ასეთი გრძნობათა ჭიდილი კი დაძინების და დასვენების საშუალებას არ მაძლევდა, თვალებს ვერ ვხუჭავდი რომ დამეძინა...
მთელი სამყაროსგან მოწყვეტილნი ბუნკერში ვიყავით გამოკეტილები, კაცმა არ იცის რა მოხდა გარეთ და აქედან გასვლის შემდეგ რათქმაუნდა თუ გასვლას მოვახერხებდით რა გველოდა, არ ვიცოდი რამდენ ხანს მოგვიწევდა აქ ყოფნა, არ ვიცოდი რამდენი ხნის სამყოფი საკვები და წყალი გვქონდა, არ ვიცოდი კიდევ ერთხელ თუ მოხდებოდა მსგავსი აფეთქება აქაურობა გაუძლებდა თუ არა, არ ვიცოდი როგორ იყვნენ ჩემი მეგობრები საქართველოში, არ ვიცოდი სად და როგორ იყო რატი... ჯანდაბა, ღმერთო ჩემო არაფერი არ ვიცოდი და ეს გაურკვევლობა მანადგურებდა...
მშვიდად მძინარეს ფრთხილად გამოვაცალე თავქვეშიდან მკლავი, წამოვდექი, ფეხი რამდენიმე ზომით დიდ ოთახის ჩუსტებში წავყავი და უხმაუროდ გამოვედი დერეფანში, ბარბაცით გავუყევი კედელს, მკერდზე ხელმიჭერილი ძლივს ვსუნთქავდი და ყელში მომდგარი სასოწარკვეთილი კივილის შეკავებას ვცდილობდი, იარაღის დარბაზის კარი გავაღე და საგულდაგულოდ მივხურე ზურგს უკან, განათებამ ახლაც ავტომატურად გაანათა იქაურობა, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, არ მაინტერესებდა ხმა გავიდოდა თუ არა გარეთ, სავარჯიშო ხალიჩაზე მუხლებით დავეცი და მთელი ხმით ვიყვირე, მერე კიდევ ერთხელ... კიდევ ერთხელ...
იქამდე ვყვიროდი ვიდრე ხმა არ ჩამეხლიჩა, იქამდე ვყვიროდი ვიდრე მთელი ძალა არ გამომეცალა და უღონოდ არ დავეცი გულაღმა, ახლა უბრალოდ ვტიროდი, უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვი რომ ვბღაოდი, გვერდზე გადავბრუნდი, ორად მოვიკეცე და ხელები მუხლებზე შემოვიჭდე, თავი ასე მარტოდ არასოდეს მიგრძვნია, ასე მიტოვებულად, ასე უიმედოდ, რატომ რისი გულისთვის ვებღაუჭებოდი ამ ყველაფერს, რატომ? ღირდა კი ასეთი ცხოვრება? თუ ღირდა რისთვის?
- კარგად ხარ მირა? -ნამძინარევი ხმა მომესმა და წამოვჯექი, მუჭით მოვიწმინდე ცრემლები და შევხედე, თავზე თმაგაჩეჩილი ელი მადგა, თვალებს სასაცილოდ ახამხამებდა და საღამურის შარვალს იჭედა ცალი ხელით რომ არ ჩაძვრომოდა.
- რატომ ტიროდი მირა?
- მე... მე არ ვტიროდი, უბრალოდ...
- მატყუებ, ტიროდი, თუ არ ტიროდი თვალები ცრემლიანი რატომ გაქვს? თანაც ხმაც გავიგონე, -ცრემლებისგან სველ ლოყაზე ჩამომისვა პატარა თითები და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა.
- შენც გენატრება დედა? -სევდიანი ხმით მკითხა.
- არა, არ მენატრება და ეს ძალიან ცუდია, -ნაძალადევი ღიმილით გავაქნიე თავი.
- რატომ არ გენატრება?
- იმიტომ რომ.. იმიტომ რომ... რა მნიშვნელობა აქვს, -ხელი ჰაერში ავიქნიე და თავი ჩავღუნე.
- მაშინ ვინ გენატრება მითხარი.
- ახლა უნდა გეძინოს, წადი დაიძინე, -შევეცადე უხეშად მეთქვა მაგრამ რატომღაც არ გამომივიდა.
- მითხარი რატომ ტიროდი და წავალ, -ისეთი სახით შემომხედა მაშინვე მივხვდი როგორ ჯიუტ არსებასთანაც მქონდა საქმე.
- ერთი ბიჭია რატი ჰქვია და ძალიან მომწონს, -თვითონაც არ ვიცი ახლა და თანაც მასთან თორმეტი წლის ბავშვთან რატომ დავიწყე რატიზე საუბარი.
- შენი შეყვარებულია? -თვალები გაუბრწყინდა.
- არა, შეყვარებული არ არის.
- მას მოსწონხარ?
- მგონი კი.
- რა კარგია, -პატარა ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და გაიცინა.
- მივხვდი, მასზე ფიქრობდი მოგენატრა და იმიტომ ტიროდი? ნუ გეშინია ცოტა ხანში აქედან გავალთ და ნახავ რატის, -საყვარლად მეტიტინებოდა და მამშვიდებდა.
- მითხრა რომ აუცილებლად მოვა ჩემთან, -ამოვიოხრე და საყვარლად გაჩეჩილ თმაზე ხელი გადავუსვი.
- ლამაზია? მუხლებზე იდაყვით დაეყრდნო, იდაყვზე ნიკაპით და ეშმაკურად აციმციმებული თვალებით შემომხედა, წამსვე თვალწინ წარმომიდგა რატის ულამაზესი შავი თვალები, სახის დახვეწილი ნაკვთები, ვნებიანი ტუჩები, ძლიერი სხეული, გრძელი, თლილი თითები... სუნთქვა შემეკრა და კინაღამ მოვკვდი ისე ძალიან მომინდა მისი ნახვა, მისი შეგრძნება, ჩახუტება...
- ძალიან ლამაზია, -ხრინწგარეული ხმით ვუპასუხე.
- მეც მყავს შეყვარებული ტედი ჰქვია და ისიც ძალიან ლამაზია, დიდი ცისფერი თვალები აქვს და სკოლაში ყოველთვის მოაქვს ხოლმე ჩემთვის შოკოლადი, -ამაყად გამომიცხადა, -იცი ერთხელ რა მითხრა ტედიმ? ძალიან ძლიერი გოგო ხარ და ამიტომ მომწონხარო, სხვა მტირალა გოგონებს არ ჰგავხარო, დედაც სულ მეუბნებოდა რომ ძლიერი ვარ.
- ამიტომ ცდილობ რომ არ იტირო?
- ძლიერი გოგონები არ ტირიან მირა, შენც ძლიერი ხარ ამიტომ აღარ იტირო კარგი? ერთად დაველოდოთ რატი როდის მოვა.
- დაველოდოთ პატარავ, დაველოდოთ, -მისი მსჯელობით და აზროვნებით გაოგნებულმა ვუპასუხე.
- წამოდი რა მეძინება, -წამოდგა და ხელი გამომიწოდა, -ადექი თორემ აქ ასე გაცივდები და ცუდად გახდები, -მუქარით დამიქნია თითი და გასასვლელისკენ წატყაპუნდა, კიდევ ერთხელ გამიელვა თავში რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი, ღიმილით, ნელი ნაბიჯით ავედევნე უკან...




-

იმ ღამით დათო მესიზმრა, მთვრალი, სასმლისგან თვალებამღვრეული და ავხორცი ჟინისგან გონებაარეული შემოვიდა ჩემს საძინებელში, ჩუმი და ავბედითი შუაღამე იდგა, ფანჯრიდან უზარმაზარი სავსე მთვარე მოჩანდა რომელიც ცივი სინათლით ავსებდა ოთახს, საწოლზე დედიშობილა ვიწექი და ვერ ვმოძრაობდი, თითის განძრევასაც კი ვერ ვახერხებდი, სიცივისგან და შიშისგან კანდახორკლილი ვუყურებდი როგორ მიახლოვდებოდა ნელ-ნელა და როგორ იხდიდა ტანსაცმელს, მინდოდა მეყვირა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული დედაჩემს ჩემი ხმა რომც გაეგო მომეშველებოდა თუ არა...
ნელ-ნელა იხდიდა ტანსაცმელს, თითქოს ჩემი ტანჯვა და აცრემლებული თვალები ართობდა და სიამოვნებას ანიჭებდა, თითქოს ჩემი უხმო გოდება ძალას მატებდა რომ ამდენი ხნის ნაფიქრი და ნანატრი საშინელება ჩაედინა, ქამარი შეიხსნა... საცვლისამარა მოექცა ჩემს ფეხებს შორის, ანთებული თვალებით დამაჩერდა ზემოდან, ტუჩები მოილოკა და საზიზღრად გაიცინა, ცერა თითი უხეშად დამაჭირა ქვედა ტუჩზე, ნიკაპზე ჩამომისვა, ყელის გავლით ქვემოთ ჩამოუყვა და მკერდზე მტკივნეულად მომიჭირა ხელი, მერე თითები ფეხებს შორის ჩააცურა და...
დავინახე როგორ გვიყურებდა ოდნავ შეღებული კარიდან დედაჩემი, იდგა და უემოციო სახით უყურებდა როგორ ძალადობდა მის ერთადერთ შვილზე მისი სათაყვანებელი მეუღლე, მერე შებრუნდა კარი გაიხურა და წავიდა, უმწეოდ ვაცეცებდი ცრემლებისგან დაბინდულ თვალებს და იძულებული ვიყავი ჩემს სხეულზე დათოს ხელების თარეში, ტუჩებზე ტუჩების უხეში შეხება, ჩემში მისი თითების აუტანელი და გულისამრევი მოძრაობა და ამაზრზენი ხვნეშა და ოხვრა ამეტანა, საცვალი რომ გაიხადა, თეძოებზე უხეშად რომ ჩამეჭიდა, მისკენ რომ დამქაჩა და ჩემს სხეულს ერთი ძლიერი უხეში ბიძგით შეუერთდა საკუთარმა განწირულმა ყვირილის ხმამ გამომაღვიძა, საწოლში აცახცახებული წამოვჯექი, რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად თუ სად ვიყავი, ერთდროულად ვიგრძენი შვება იმის გამო რომ დათო ჩემგან შორს იყო და შიში იმის გამო რომ მიწისქვეშ გაურკვეველი დროით ვიყავი გამოკეტილი.
დახშული ქვითინის ხმა რომ მომესმა მაშინღა გამახსენდა რომ მარტო არ ვიყავი, გაშლილი აბურდული თმა ზურგსულან გადავიყარე და გაოფლილი შუბლი მაისურის კალთით მოვიწმინდე, საწოლის კიდეზე საცოდავად მოკუნტულ ელის გადავხედე, მუხლებ მოკეცილს ხელები ბალიშზე ჰქონდა მოხვეული, რამდენიმე ზომით დიდ საღამურში გამოწყობილი ძალიან პატარა და გამხდარი ჩანდა, ტიროდა, მხრები უცახცახებდა, აშკარა იყო რომ კოშმარს ხედავდა, წამოვდექი საწოლს შემოვუარე და მის წინ ჩავიმუხლე, ფრთხილად გადავუსვი თავზე ხელი, ჩემი სიახლოვე რომ იგრძნო ტირილი შეწყვიტა და საცოდავად აკრუსუნდა.
- დედა, დედა სად ხარ? -მისმა საცოდავმა ლუღლუღმა გული მომიკლა.
- გაიღვიძე, კოშმარი გესიზმრება, ყველაფერი კარგადაა გესმის? თვალები გაახილე პატარავ, -შეძლებისდაგვარად თბილად ვეჩურჩულებოდი და ნაზად ვეფერებოდი სახეზე, ცრემლებისგან ამღვრეული და ჩაწითლებული თვალები რომ გაახილა და შემომხედა აშკარად მივხვდი რომ ვერ მიცნო, ერთხანს უაზროდ მიყურებდა და მერე გაეღიმა.
- მოხვედი დედა? ვიცოდი რომ არ დამტოვებდი, -ჩაილაპარაკა, წამოიწია და ყელზე შემომხვია წვრილი მკლავები, აღარაფერი მითქვამს, საწოლზე ჩამოვჯექი, საზურგეს მივეყრდენი და კალთაში ჩავისვი, დიდხანს ვეფერებოდი, მანამ სანამ ღრმად არ ჩაეძინა, ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას, ვუყურებდი სახეს რომელზეც თბილი ღიმილი ჰქონდა გადაფენილი და ჩუმად ვყლაპავდი სიმწრის ცრემლებს, როდის-როდის ჩამეძინა უამრავი ფიქრით დაღლილს და ტვინარეულს.

- - - - - - - - - - - -
ჩვენი, ჩემი და ელის ბუნკერში ცხოვრების პერიოდი ოთხ სხვადასხვა ეტაპად შემიძლია დავყო, მოლოდინის ეტაპი, იმედგაცრუების ეტაპი, სასოწარკვეთილების ეტაპი და შეგუების ეტაპი, პირველი ერთი კვირა ჩვენი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი სამყოფელის შესწავლას დავუთმეთ, ელიმ ბიბლიოთეკაში კარი აღმოაჩინა რომელიც ერთგვარ სამართავ პულტს უკავშირდებოდა, ოთახი უამრავი მონიტორით და სხვადასხვა ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი აპარატურით იყო სავსე, თუმცა არაფერი არ მუშაობდა, დიდი ალბათობით ეს ოთახი სახლის და სახლის გარშემო პერიმეტრის გასაკონტროლებლად იყო განკუთვნილი თუმცა ახლა ყველაფერი ჩამკვდარი, ჩაბნელებული და ჩაჩუმებული იყო.
ყველანაირად ვცდილობდით დრო მხიარულად გაგვეყვანა, ელის წინააღმდეგობის მიუხედავად სახლის პატრონის ქალიშვილის ტანსაცმელი ისე გადავაკეთე რომ ჩაცმა შეძლებოდა, მერე საწყობიდან უამრავი კონსერვი, ბურღულეული, კომპოტი და ხილის წვენი გამოვიტანეთ, ვცდილობდით ყოველდღე ახალ-ახალი საჭმელი მოგვემზადებინა, დილით ადრე ვდგებოდით, სავარჯიშო დარბაზში მივდიოდით და ვვარჯიშობდით, მერე ვსაუზმობდით, საძინებელში საწოლზე წამოწოლილები ვკითხულობდით სამუშაო ოთახიდან გამოტანილ წიგნებს, ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშებს, ელი ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის ფეხი აეწყო, მაკვირვებდა როგორ შეეძლო ამ ერთ ციდა ბავშვს ასე კარგად გრძნობების დამალვა მხოლოდ იმიტომ რომ არ გავეღიზიანებინე და არ შევეწუხებინე, მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მისთვის ჩემი ფიქრები და განცდები თავს არ მომეხვია და თავი კარგად მეგრძნობინებინა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი რომ არავინ გვეძებდა და საშინლად გაგვიცრუვდა იმედი, რამდენიმე დღეში იმედგაცრუება სასოწარკვეთილებამ შეცვალა, მიზნად დავისახე რომ როგორმე გარეთ უნდა გამეღწია, ყველაფერი შევამოწმეთ, თითოეული სანტიმეტრი, გასასვლელი არსად იყო, ფანჯარა არ გვქონდა, ვიწრო სავენტილაციო მილებში ელიც კი ვერ შეეტეოდა არათუ მე, გარშემო ბეტონის კედლები გვქონდა შემორტყმული, სამწუხაროდ ერთადერთი გამოსავალი კარის გაღება იყო რომელიც საშინლად იყო დეფორმირებული და არ იღებოდა, ცუდად ვიყავი, აღარ მეძინა ვეღარ ვჭამდი, კარის გამონგრევა ვცადე, მერე კედლის...
ჩაქუჩით და ძალაყინით შეიარაღებულს, ბეტონის კედლის მტვრით დაფარულს, იატაკზე უღონოდ ჩამჯდარს რომ მომიახლოვდა ელი და ჩამეხუტა, -არ ინერვიულო მირა მე კარგად ვარ, ჩემს გამო ნუ წვალობო რომ მითხრა, ჩემი გადატყავებული ხელი პატარა ხელებში რომ მოიქცია და -ახლავე ადექი და წამომყევი უნდა შეგიხვიო თორემ ინფექცია შეგეჭრებაო, სასაცილოდ გაჯგიმულმა რომ მიბრძანა, ცოტა არ იყოს შემრცხვა ჩემი სისუსტის, იქნებ ჯობდა რომ ცოტა დამესვენა და დავლოდებოდი როდის მოხდებოდა რაღაც სასიკეთო.
იმ დღის შემდეგ მე და ელი უსიტყვოდ შევთანხმდით რომ უბრალოდ დაველოდებოდით, არ ვილაპარაკებდით იმაზე რაც მოხდა და არც იმაზე რაც მოხდებოდა ჩვენთვის რომ მოეგნოთ ან რომ ვერ მოეგნოთ, ასე გადიოდა, დღეები, კვირეები, თვეები და ჩვენი ბუნკერში ყოფნის ერთი წლის თავზე საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ ჩვენს წასაყვანად არავინ მოვიდოდა...

- - - - - - - -
რა ლამაზი დღეა,
რა ნათელი მზეა,
იმიტომ რომ დღეს ჩემი,
დაბადების დღეა!
უაქცენტო ქართულით წაიმღერა ელიმ ჩემს ყურთან და მაიძულა თვალები გამეხილა, გაჭირვებით დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და ჩემს თავთან დახრილი მწვანე თვალება ლამაზმანი შევათვალიერე.
- სად ნახე ლამაზი დღე და ნათელი მზე, -უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე და მისი ნაწყენი სახის დანახვისას გამეღიმა, წამოვჯექი, ორივე ხელი მოვხვიე და ჩავიხუტე.
- გილოცავ პატარავ, მრავალს დაესწარი.
- პატარა აღარ ვარ, ჩვიდმეტი წლის გავხდი, -დაიწუწუნა და საწოლიდან წამოხტა, -რას იტყვი მიხდება? -ჩემს წინ დაბზრიალდა და მერე მომლოდინე სახით მომაჩერდა, ყურადღებით შევათვალიერე, ფეხშიშველი იყო, შავი საღამოს კაბა ეცვა, გულამოღებული და ბარძაყამდე შეხსნილი, გრძელი ჩალისფერი თმა ტალღებად ეყარა მხრებზე, ჩვენს გამუდმებულ ვარჯიშს აშკარად გამოეღო შედეგი და საოცრად მოქნილი და ლამაზი სხეული ჰქონდა, საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი თუმცა დახვეწილი ფორმების მქონე.
- ეს კაბა ჰელენის გარდერობიდან არის? -ღიმილით მივუთითე კაბაზე რომელიც მართლა ძალიან უხდებოდა.
- ჰო, წარმოიდგინე, უკვე გადაკეთებაც კი აღარ სჭირდება მის ტანსაცმელს, ნახე შენთვისაც მაქვს ზუსტად იგივენაირი კაბა, ჩაიცვი რა.
მაიძულა ზუსტად მისნაირად გამოვწყობილიყავი და ცოტა ხანში სარკეში ოცდაოთხი წლის ულამაზეს ქალს შევყურებდი რომელსაც საოცრად სევდიანი დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა.
- ძალიან გიხდება, -უკნიდან ჩამეხუტა ელი და ლოყაზე მაკოცა, -ნუ ხარ ასეთი სევდიანი, წამოდი ვისაუზმოთ და მერე შევუდგეთ შენს საყვარელ საქმიანობას.
სტვენა-სტვენით გავიდა ოთახიდან, მოღუშულმა დავიხედე გაუხეშებულ ხელებზე და უკან გავყევი, სამზარეულოში მელოდებოდა, ღიმილი ვერ შევიკავე როცა საზეიმოდ მორთული, ტკბილეულით გაწყობილი სუფრა დავინახე.
- ეს კრეპები შენ გამოაცხვე? -ალუბლის ჯემიანი კრეპი ჩავკბიჩე და ნეტარებისგან თვალები მივლულე, -მმმმ ძალიან გემრიელია.
- მართლა მოგეწონა? -სიხარულისგან თვალები აუციმციმდა.
- მართლა მომეწონა მაგრამ დღეს შენი დაბადების დღეა, ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ერთხელ ხდები ჩვიდმეტი წლის, მოდი აქ დაჯექი და მოისვენე, შენ არ უნდა აცხობდე და ამზადებდე.
- კარგი რა, -უდარდელად აიქნია ხელი და ჩაი დამისხა, -ვინ ვინ და შენ ნამდვილად იმსახურებ იმას რომ თუნდაც ყოველ დღე გამოგიცხო ასეთი კრეპები, -ჩემი აწყლიანებული თვალები არ შეიმჩნია და განაგრძო, -ტორტი რომ გვქონოდა უკეთ აღვნიშნავდით მაგრამ არა უშავს, ასეც...
- ვინ გითხრა რომ ტორტი არ გვაქვს? -ეშმაკური ღიმილით ვკითხე.
- რას გულისხმობ? -გაოცებულმა შემომხედა.
წამოვდექი, ერთ-ერთი კარადის კარი გამოვაღე და საგულდაგულოდ გადამალული ტორტი გამოვაძვრინე, ვარდისფერი ყვავილებით მორთული თეთრი კრემით დაფარული ტორტის დანახვისას სიხარულისგან იყვირა, მაშინვე მივხვდი რასაც გააკეთებდა და ტორტი სასაწრაფოდ დავდე მაგიდაზე, მთელი ძალით გამოქანებული შემახტა და ჩემთან ერთად გაიშხლართა იატაკზე.
- მადლობა, მადლობა, მადლობა, -ბუტბუტებდა და ლოყებს მიკოცნიდა.
- ადექი შე არანორმალურო, ვეღარ ვსუნთქავ, ძლივს ამოვიხრიალე, წამოხტა და მეც წამომაყენა.
- კი მაგრამ როდის მოასწარი გამოცხობა?
- სანამ შენ გეძინა სულელო, -აბურდული თმა შევუსწორე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვწმინდე, -შენ რა გეგონა რომ დაბადების დღეზე უტორტოდ დაგტოვებდი?
- მიყვარხარ მირა, -საოცრად გულწრფელი ხმა და მზერა ჰქონდა, გამეღიმა და დანა მოვიმარჯვე.
- მეც მიყვარხარ, -ვუპასუხე და უზარმაზარი ნაჭერი დავუდე თეფშზე, მართლა ასე იყო, ძალიან მიყვარდა და რომ მყოლოდა ან შვილი ალბათ ამაზე მეტად ვერ მეყვარებოდა, უცნაური ურთიერთობა გვქონდა, ახლო და ახლობლური, უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს, ერთმანეთი გვიყვარდა და ერთმანეთზე ვიყავით დამოკიდებულები, ვიცოდი რას გრძნობდა, რაზე ფიქრობდა, რაზე ოცნებობდა, რას წარმოიდგენდა ხოლმე მორიგი სევდიანი და რომანტიული ისტორიის წაკითხვისას, ვიცოდი როგორ უნდოდა გარეთ გასვლა, როგორ აკლდა მზისა და სხვა ადამიანების სითბო, ვიცოდი ამ გარეგნული სიძლიერის მიუხედავად როგორი ნაზი და სათუთი იყო, ვიცოდი როგორ ოცნებობდა რომ ერთხელაც ძლიერი სიმპათიური პრინცი მოაკითხავდა და მარტოობისგან იხსნიდა...
- რატომ არ ჭამ? ძალიან გემრიელია, -გამოტენილი პირით ჩაიბურტყუნა და ფიქრებიდან გამომარკვია.


- აბა ახლა რას ვაკეთებთ? -ჩემს გვერდით დაეშვა სავარჯიშო ხალიჩაზე და პირსახოცით მოიწმინდა ოფლი.
- ისე მეკითხები თითქოს ჩვენი პროგრამა არ იცოდე ელ.
- ერთხელ მაინც რომ გადაუხვიო არა?
- ნუ წუწუნებ, მიდი სროლაში ივარჯიშე.
- შენც არ გაწყენდა ვარჯიში, -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და წამოდგა, მეც მაშინვე ამოვუდექი გვერდით, მშვილდი გამოვართვი და რამდენიმე ისარი ერთმანეთის მიყოლებით ვისროლე.
- მიდი გაიმეორე და ვნახოთ ვის უფრო სჭირდება ვარჯიში, -ახლა მას მივაწოდე და გულზე ხელები გადავიჯვარედინე, დაახლოებით ერთი საათი ისრისა და დანის სროლაში ვვარჯიშობდით, მერე სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის დაშლა აწყობაში და მიზანში სროლაში, კარგი მოსწავლე იყო ელი, ისრისა და დანის ხმარება არ გვიჭირდა მაგრამ ბიბლიოთეკაში მოძიებული წიგნები რომ არა ცეცხლსასროლ იარაღს ალბათ ვერაფერს გავუგებდით, თავიდან მთელი დღე უზარმაზარ იარაღის ენციკლოპედიაში მქონდა ცხვირი ჩარგული, ვსწავლობდი და მასაც ვასწავლიდი, ახლა უკვე ორივე საკმაოდ ვიყავით გაწაფული იარაღის ხმარებაში, ყოველდღე ვვარჯიშობდით, ხელჩართული ბრძოლა, მერე იარაღი, ეს გვეხმარებოდა იმაში რომ მზესა და სუფთა ჰაერს მოკლებულებს ჯანმრთელობა არ დაგვეკარგა და საღი აზროვნება შეგვენარჩუნებინა თანაც ვინ იცის და სად დაგვჭირვებოდა ეს ყველაფერი...
- შხაპი მიიღე გამოიცვალე და სამუშაო ოთახში შემოდი, -დაღლილმა მივმართე ელის და ნელი ნაბიჯით წავედი გასასვლელისკენ.
- დღეს რა დღე გვაქვს?
- ქართული ენის.
- ხვალ?
- ხვალ იტალიურის.
- კარგი, გაკვეთილებზე არაფერს ვამბობ მაგრამ დღეს რომ არ ვთხაროთ არ შეიძლება? -ბოლოს და ბოლოს ჩემი დაბადების დღეა.
- ჰოდა სწორედ იმიტომ უნდა ვთხაროთ რომ მეთვრამეტე დაბადების დღის აღნიშვნამაც ამ ჯურღმულში არ მოგიწიოს, გასაგებია?
- მირა გთხოოოვ.
- არავითარ შემთხვევაში, ეს ერთადერთი რამეა რაზეც არ ვკამათობთ, ყოველ დღე მინიმუმ ორი საათი ვთხრით, "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო" -რატომღაც თავში ეს ცნობილი ფრაზა ამომიტივტივდა და გულიანად გამეცინა.
- რატომ იცინი? -მომიახლოვდა და საყვარლად გაბუშტული ტუჩებით შემომხედა.
- მიდი, მიდი გამოიცვალე და გამოდი სამუშაო ოთახში ნუ მაცდენ, -უცნაურად გახალისებულმა მივიღე აბაზანა, გამოვიცვალე და ოთახში რომ შევედი ელი უკვე იქ მელოდა, ამჯერად ქართული ენის გაკვეთილი გვქონდა, ელი ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვი იყო, ყველაფერს მალე და ადვილად ითვისებდა, უკვე თავისუფლად და უაქცენტოდ საუბრობდა ქართულად და იტალიურად, გარდა ამისა კვირის განმავლობაში რამდენიმე საათს ვუთმობდით, მათემატიკას გეოგრაფიას და ისტორიას, არ მინდოდა ჩამორჩენილიყო და უვიც უცოდინარ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო.
- დავიღალე, -ერთი საათის შემდეგ თავი მაგიდაზე ჩამოდო და ამოიოხრა.
- კარგი, მგონი საკმარისია, -წამოვდექი და ისიც წამოვაყენე, -წადი წამოწექი დაისვენე და მერე ერთად შევუდგეთ საქმეს, -ოთახიდან გამოსულები საპირირისპირო მიმართულებით წავედით, ელი საძინებლისკენ წავიდა მე კი დერეფნის ბოლოში მდებარე კარისკენ.
კარი გამოვაღე თუ არა ნესტის და მიწის სუნი მეცა, დარბაზში გავედი და მოვათვალიერე, იქაურობის უმეტესობა კარგად დატკეპნილ მიწას და ბეტონის კედლის ნამტვრევებს ეკავა, კედელში გამოჭრილ ხვრელთან მივედი და ზემოთ ავიხედე, კიბეების ნახევარზე მეტი უკვე გასუფთავებული იყო...
- სულ ცოტაც მირა, რამდენიმე დღეც და აქაურობას თავს დააღწევთ, სულ ცოტაც მოითმინე, -ჩავილაპარაკე და გულზე ხელი მივიჭირე, თითქოს ასე შევანელებდი აჩქარებულ გულისცემას...






პატარა ჩაბნელებულ უფანჯრო ოთახში ვიყავი გამოკეტილი, სუნთქვა მიჭირდა, კუთხეში ვიჯექი მოკუნტული, ვიღაც იჯდა ჩემს პირდაპირ მაგრამ მის სახეს ვერ ვარჩევდი მხოლოდ აჩქარებული სუნთქვის ხმა მესმოდა, თვალნათლივ ვხედავდი როგორ ვიწროვდებოდა ოთახი, ნელ-ნელა დაბლდებოდა ჭერი, ახლა უკვე კარგად ვგრძნობდი ნაცნობ გულისამრევ, სასმლის, ოფლის და თამბაქოს სურნელის ნაზავს, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ვიხრჩობოდი, ხელზე რომ შემეხო და თავისკენ მიმიზიდა შიშისგან ვიყვირე და თვალები დავხუჭე, არ მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა მისი საზიზღარი სახე...
- მაინც აქ ხარ ჩემთან, როგორც არ უნდა სცადო ჩემგან გაქცევა აქედან ვერ ამომშლი, -შუბლზე დამიკაკუნა თითი და ტუჩებზე შემეხო, ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა, ზურგს ნელ-ნელა აუყვა მერე მკერდზე გადაინაცვლა და უხეშად მოიქცია თითებში...
- ვგიჟდები შენზე, ისეთი კარგი ხარ... ისეთი ნაზი კანი გაქვს და კარგი სურნელი, მხოლოდ ჩემი უნდა იყო, მხოლოდ მე უნდა შემეძლოს შენი შეხება, -სხეულს მილოშნიდა და სიამოვნებისგან ოხრავდა, მაისური გადამაძრო და შარვლის სათავე ქვემოთ დაქაჩა.
- არ გინდა გთხოვ, -სასოწარკვეთილს აღმომხდა.
- მინდა და მერე როგორ, -საზარლად გადაიხარხარა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია და ძალით დამადებინა გამობერილ უბეზე, -გრძნობ როგორ მინდიხარ?
- გემუდარები...
- მიდი მთხოვე, ასე უფრო აღმაგზნებ, -ტუჩებზე ენა გადაიტარა და ხელი შარვალში ჩამიცურა...
უეცრად ოთახი სადღაც გაქრა, აღარც დათო ჩანდა სადმე, ის კი არადა აღარც მახსოვდა რომ არსებობდა, ოქროსფერი ქვიშით დაფარულ სანაპიროზე ვიდექი სრულიად შიშველი, თმაგაშლილი, მარტოდმარტო და მზის ჩასვლას ვუყურებდი, ჩემს წინ უკიდეგანო ოკეანე იყო გადაშლილი ხოლო ზურგს უკან მწვანე გაუვალი ტყე, ფეხის თითები ავათამაშე ჩამავალი მზის სხივებით გამთბარ ქვიშაში და სიამოვნებისგან ამოვიკვნესე, შემეძლო მთელი ცხოვრება ასე გამეტარებინა ამ ოქროსფერ სანაპიროზე, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, ოკეანის ტალღებითა და მზის სხივებით მოცულს...
- მირა, როგორ მიხარია რომ გიპოვე, -ზურგს უკნიდან მომესმა ხმა და შევბრუნდი, ტყიდან რატი გამოდიოდა და ნელი ნაბიჯით მიახლოვდებოდა, ისიც შიშველი იყო თუმცა რატომღაც არც მე და არც ის არანაირ უხერხულობას არ ვგრძნობდით, მიღიმოდა, მოაბიჯებდა ღმერთკაცივით დიდებული და მომხიბვლელი, დატალღული თმა სახეზე და შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი, ანთებულ შავ თვალებს არ მაშორებდა, ერთი სული მქონდა როდის მომიახლოვდებოდა, როდის ვიგრძნობდი მის სიახლოვეს, მის ხელებს ჩემს სხეულზე, როდის შეერეოდა მისი სუნთქვა ჩემსას და როდის გავხდებოდით ერთი მთლიანობა, ის იყო მომიახლოვდა რომ სახე შეეცვალა, დაიძაბა, თვალებში შიში ჩაუდგა, ნაბიჯს აუჩქარა...
- გაიქეცი მირა, -სასოწარკვეთილი ხმით იყვირა.
უკან მივიხედე და შიშისგან და გაოცებისგან სუნთქვა შემეკრა, ოკეანიდან პირდაპირ ჩვენსკენ უზარმაზარი, აქაფებული ტალღა მოემართებოდა, იზრდებოდა, ძალას იკრებდა და ყველაფერს წალეკვით ემუქრებოდა, ვერ გავიქცეოდი, ამ საშინელებას როგორ უნდა გავქცეოდი, ერთ ადგილზე მილურსმულივით ვიდექი და მონუსხული შევცქეროდი, ტალღამ და რატიმ ერთდროულად მოაღწიეს ჩემთან, თუმცა რატიმ ჩემთან შეხება ვერ მოასწრო, წყლის საცეცებმა შემბოჭეს და ისე წამიღეს ოკეანისკენ დაყვირებაც კი ვერ მოვასწარი, ტალღამ უკან დაიხია, ვხედავდი ნაპირზე უძრავად მდგარ სახეშეშლილ რატის მერე ნელ-ნელა წყალმა ყველაფერი დაფარა და მეც უჰაერო და ბნელი ფსკერისკენ წამათრია, სუნთქვა შემეკრა, მთელი ძალით ვცდილობდი ზედაპირზე ამოსვლას თუმცა არაფერი გამომდიოდა...

გულამოვარდნილმა გავახილე თვალები და კარგა ხანი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად რომ იმ საძინებელში ვიყავი სადაც უკვე ბოლო ხუთი წელი მეძინა, მძიმედ ვსუნთქავდი, თავიდან მეგონა რომ სიზმრიდან გამოყოლილი უჰაერობა მაწუხებდა, მერე მივხვდი რომ ოთახში მართლაც აღარ იყო ჰაერი, ზუსტად ამის გამო ვგრძნობდი თავს ცუდად, გონება თითქოს დაბინდული მქონდა.
- გაიღვიძე, გესმის? გაიღვიძე, -ჩემს გვერდით მწოლ ელის მხარზე მივკარი ხელი თუმცა სანამ კარგად არ შევაჯანჯღარე მანამდე გონს ვერ მოვიყვანე.
- რა ხდება? -წამოიწია და უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე, -ვერ ვსუნთქავ რა ჯანდაბაა.
- მეგონა მეჩვენებოდა, -ჩავიბურტყუნე და წამოვიზლაზნე, ვენტილაციას ავხედე იქნებ მხოლოდ ამ ოთახში იყო რაღაც პრობლემა, კარი გამოვაღე და დერეფანში გავედი, სამარისებური სიჩუმე იდგა, მეუცნაურა, სამანქანო ოთახთან მივედი რომელიც სამზარეულოს გვერდით იყო, კარი გამოვაღე და შევცბი, გენერატორი აღარ მუშაობდა, სათადარიგო გენერატორიც საცოდავად ხრიალებდა, საწვავის პრობლემა ნამდვილად არ გვქონდა სხვა მხრივ კი ამ ტექნიკის არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის ჩინური ანბანივით იყო, აქ ყოფნის პირველივე დღეებში აღმოვაჩინეთ მე და ელიმ ეს ოთახი და მას მერე რეგულარულად ვამატებდით საწვავს გენერატორებში, იქნებ ისტორიის, გეოგრაფიის და უცხო ენების შესწავლის პარალელურად ტექნიკის გაკვეთილებიც უნდა ჩაგვეტარებინა, დარწმუნებული ვარ ბიბლიოთეკაში აუცილებლად ვიპოვიდით წიგნს, რამე ჩანაწერს ან ინსტრუქციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა გვემართა აქაურობა...
- რა ხდება? -თვალების ფშვნეტით ამომიდგა ელი გვერდით.
- გენერატორები აღარ მუშაობს, ალბათ ამის გამო გამოირთო ვენტილაცია და ჰაერი აღარ მოგვეწოდება.
- რას ნიშნავს ჰაერი აღარ მოგვეწოდება, -ელის სახეზე პირველად დავინახე ასეთი შეშფოთებული გამომეტყველება, კი მაგრამ ეს რანაირი ადგილია, საერთოდ რომ გაჩერდეს ეს გენერატორი უნდა დავიხოცოთ?
- საბედნიეროდ ეს არ გვემუქრება, ტყუილად ხომ არ ვთხრიდით ეს ბოლო კვირა გადაბმულად, შეგვიძლია ახლავე გავიდეთ გარეთ.
გარეთ გასასვლელად მართლაც უკვე ყველაფერი მზად გვქონდა, გვიან ღამით მოვრჩით კიბის საბოლოოდ გაწმენდას და ჩავთვალეთ რომ უკეთესი იქნებოდა თუკი დღისით-მზისით გავიდოდით გარეთ, ბარგი და ტანსაცმელიც კი გამზადებული გვქონდა, კაცმა რომ თქვას არც თუ ისე უიღბლოები ვიყავით, სწორედ მაშინ მოიშალა სისტემა როცა გარეთ გასვლის შანსი მოგვეცა.
- გარეთ რა გველოდება მირა? -ელი კედელს მიეყრდნო და თავზე ხელები შემოიჭდო, დიდი ხანია აქედან გასასვლელად ვემზადებოდით მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ეჩვეოდა იმ აზრს რომ ამ მყუდრო და ერთი შეხედვით უსაფრთხო თავშესაფრის დატოვება მოგვიხდებოდა სადაც ყველაფრით ვიყავით უზრუნველ ყოფილები.
- გარეთ სიცოცხლე გველოდება ელ, -თავზე ხელი გადავუსვი, თავი ავაწევინე და ვაიძულე რომ ჩემთვის თვალი გაესწორებინა, -აქ ჩვენი სიცოცხლე სიცოცხლე არ არის გესმის? უბრალოდ ვარსებობთ, ფაქტიურად მკვდრები ვართ გესმის?
- რას ამბობ, -აწყლიანებული თვალებით შემომხედა.
- სიმართლეს ვამბობ ელ, სიმართლეს, გარეთ კი ახალი ცხოვრება გველოდება, სხვა ადამიანები, ახალი ურთიერთობები...
- ფიქრობ რომ გიგანტური ვირთხების გარდა გარეთ შეიძლება ადამიანებიც დაგვხვდნენ? -ისეთი სერიოზული სახით იკითხა რომ სიცილი ვერ შევიკავე.
- რომელი გიგანტური ვირთხები გაგიჟდი?
- აი ისინი ატომური აფეთქების შემდეგ რომ გიგანტურები ხდებიან ხოლმე.
- ნუ სულელობ, მგონი დიდი ხნის წინ შევთანხმდით რომ არავითარი ატომური აფეთქება არ მომხდარა, ის რაც მოხდა სხვა რაღაც იყო და ამას აუცილებლად გავარკვევთ როცა გარეთ გავალთ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება...
- თუ ასეა ის იარაღი რად გინდა ჩანთაში რომ ჩაალაგე? -ეჭვით სავსე თვალებით შემომხედა, აშკარად ფიქრობდა რომ რაღაც ვიცოდი და მას არ ვუმხელდი, მისი მესმოდა, თორმეტი წლის იყო როცა ჩემთან ერთად ამ ბუნკერში მოხვდა, ხუთი გრძელი წელი გავატარეთ მიწისქვეშ, აქაურობას მიეჩვია, შეეთვისა, გაითავისა და ახლა მისთვის გარე სამყარო უცხო და საშინელი იყო, ვიცოდი ძალიან გაუჭირდებოდა...
- იარაღი ყოველი შემთხვევისთვის გვჭირდება, რა იცი რა ხდება, იქნებ თავის დაცვა დაგვჭირდეს.
- ვისგან?
- ცხოველებისგან ან არაკეთილმოსურნე ადამიანებისგან.
- ფიქრობ რომ?
- გამორიცხული არაფერია ელ...
აციმციმებულმა ნათურებმა მოგვიყვანა გონს, დერეფანში ერთი მეორის მიყოლებით ქრებოდა განათება, ბევრი აღარ გვიფიქრია, სირბილით წავედით საძინებლისკენ, წინასწარ მომზადებული ტანსაცმელი ჩავიცვით, ერთნაირი შარვლები, მაისურები და სპორტული ფეხსაცმელი, მიუხედავად იმისა რომ წესით ახლა გარეთ ზაფხული და სითბო უნდა ყოფილიყო, ტყავის ქურთუკებიც არ დაგვვიწყებია, თმებიც ზუსტად ერთნაირად, ცხენისკუდად შევიკარით კეფაზე, ერთმანეთს რომ შევხედეთ გაგვეცინა, ტყუპებივით გამოვიყურებოდით...
- ზურგჩანთები? -ოთახს თვალი მოვავლე.
- გუშინ დერეფანში გასასვლელთან დავდე, -მიპასუხა და კარისკენ წავიდა, საძინებლის კარი გამოვიხურეთ თუ არა გატკაცუნდა და ჩაიკეტა, საკეტს ჩავეჭიდე.
- არ იღება, -შეშინებულმა შევხედე.
- მერე რა, -უდარდელად აიჩეჩა მხრები, -ხომ ყველაფერი ავიღეთ რაც გვჭირდებოდა.
- ჰო მაგრამ სისტემის გათიშვის გამო კარი თუ ავტომატურად ჩაიკეტა ეს იმას ნიშნავს რომ დერეფნიდან მთავარ დარბაზში გასასვლელი კარიც ჩაკეტილი იქნება.
ერთხანს გაშეშებული იდგა და თვალებ გაფართოებული მიყურებდა, -ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, -იყვირა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, უკან მივყევი, ღია კარი რომ დავინახეთ და ზღურბლზე ჩანთები შვებით ამოვისუნთქეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და გიჟური სიცილი აგვიტყდა.
- მაპატიე, აღარ მახსოვდა რომ კარი ღია დავტოვე, -თვალებმოჭუტულმა და მხრებაწურულმა გადმომხედა, ახლა მასთან კამათის დრო ნამდვილად არ იყო, ზურგჩანთა მივაწოდე და გასასვლელზე ვანიშნე.
- წავედით.
- ხომ არ ჯობდა რომ აერწინაღები აგვეღო, იქნებ ჰაერი მოწამლულია, -შეშინებულმა გადმომხედა.
- შეგიძლია შებრუნდე და საწყობის გაღება სცადო თუმცა არ გირჩევ დიდი შანსია იმისა რომ სამუდამოდ იქ ჩაკეტილი დარჩები, -თავით ვანიშნე და კიბეზე ავაბიჯე, -მე გარეთ გავდივარ, შენ თუ გინდა დარჩი, -წელში მოხრილი მივაბიჯებდი და ვგრძნობდი რომ მომყვებოდა, სულ ორი ნაბიჯი და ორიოდე ქვის ფილა გვაშორებდა გარე სამყაროს, ღრიჭოებიდან შემომავალი ჰაერი ჩავისუნთქე და მზის სხივებიც რომ შევამჩნიე უჩვეულოდ ავღელდი, ხელები ამითრთოლდა, ნიკაპი ამიკანკალდა და მთელს სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა, ფილას ჩავეჭიდე...
- დაგეხმარები, -ჩემთან ერთად ჩაეჭიდა ელიც, -ღიმილით გადავხედე და მეგობრულად გავკარი მხარი.
- ცოტა ხანში გარეთ ვიქნებით.
- გარე სამყაროვ ჩვენ მოვდივართ, -ნერვიულად გაიცინა, ათრთოლებული ხმით ხმამაღლა დაიყვირა და მთელი ძალით მიაწვა ფილას...

- - - - - - - - - - -
- არ მჯერა რომ როგორც იქნა გარეთ ვართ, -გარემოს თვალი მოავლო და ჩემს გვერდით ჩამოჯდა, უკვე ნახევარი საათი მაინც იყო რაც იმ ჯურღმულიდან თავი დავაღწიეთ, შორს არ წავსულვართ, იქვე რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ნანგრევებში ვიჯექით და ვცდილობდით დღის სინათლეს შევგუებოდით.
- ჰო როგორც იქნა გარეთ ვართ და ვერანაირ გიგანტურ ვირთხებს ვერ ვხედავ, -ღიმილით გადავხედე და ფეხზე წამოვდექი, ქვის უზარმაზარ ნამტვრევზე შევხტი და დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა.
- ვირთხები კი არა არანაირი სულიერი არ ჩანს, -ჩაიბურტყუნა ელიმ და ჩანთიდან წყლით სავსე ბოთლი ამოაძვრინა, -თუმცა ჰაერი სუფთა ჩანს და მზეც სასიამოვნოდ ათბობს და ანათებს, ისე რომ იცოდე ვირთხები გარეთ ღამით გამოდიან და ის ფილმი თუ გახსოვს ''მე ვარ ლეგენდა'' ...
მის ლაპარაკს აღარ ვუსმენდი, მოღუშული ვათვალიერებდი გაუკაცრიელებულ, გაუდაბურებულ გარემოს, სიმართლე რომ ვთქვა სულ სხვა რამეს ველოდი, ზუსტად არ ვიცი რას მაგრამ მზით გაჩახჩახებულ ზაფხულის ულამაზეს დღეს რომ არა ფაქტია, ძილის წინ ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ გავდიოდით გარეთ, სამყაროში სადაც მზე აღარ ანათებდა, ციდან ფერფლი ცვიოდა და სულიერის ჭაჭანებაც კი არ იყო არსად, გავდიოდით სკაფანდრებში და აირწინაღებში გამოწყობილები, ეს გარემო კი ჩემდა სასიხარულოდ ჩემს წარმოდგენებს არ შეესაბამებოდა, მართალია იქაურობა მიტოვებული იყო, ხეებით და სუროსმაგვარი მცენარეებით გადავლილი ნანგრევებით სავსე, მაგრამ ცოცხლები ვიყავით და სუნთქვა შეგვეძლო, ნეტავ სად უნდა ვიპოვოთ სხვა ადამიანები? იქნებ მართლა მხოლოდ ჩვენ გადავრჩით...
- სისულელეა, -ჩავილაპარაკე და ნერვიულად გავაქნიე თავი, -სხვაც ბევრი მოასწრებდა თავშესაფარში შესვლას, იქნებ ყველგან არც მომხდარა ეს აფეთქება, თანაც მე ხომ აფეთქების შემდეგ ვესაუბრე რატის, ცოცხალი იყო, ნამდვილად ცოცხალი იყო, შემპირდა რომ მოვიდოდა მაგრამ არ მოსულა, ნეტავ რა დაემართა? ახლა როგორ არის? სად არის? ღმერთო როგორ მომენატრა, ასე ძალიან რატომ მენატრება...
- რაზე ჩაფიქრდი? შენ რა არ მისმენდი? -ელი აშკარად მიხვდა რომ მისი ლაპარაკიდან ერთი სიტყვაც კი არ გამიგია, არაფერი მითქვამს თვალები დავხუჭე და შევეცადე გონებაში აღმედგინა ეს ტერიტორია.
- მივხვდი რაზეც ფიქრობ, იმისთვის რომ გავარკვიოთ საით უნდა წავიდეთ იქნებ უფრო მაღალი ადგილი მოვძებნოთ და იქიდან გადავიხედოთ, ან იმ ხეზე ავძვრეთ, -უზარმაზარ მწვანედ გაფოთლილ ხეზე მანიშნა, -მაღლიდან უფრო კარგად დავინახავდით სადმე ახლო მახლო დასახლებული ტერიტორია თუა დარჩენილი, -ქმემოდან შემომყურებდა და საყვარლად მიღიმოდა.
- კარგი ჭკუისკოლოფო წამოდი, -ქვიდან ჩამოვხტი, ხელი გავუწოდე და წამოვაყენე, -წავიდეთ და როგორც შენ თქვი შემაღლებული ადგილი მოვძებნოთ, ოღონდ მანამდე მთავარი წესები უნდა გადავიმეოროთ.
- ოჰ შენ და შენი წესები, -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი მაგრამ ჩემი აწეული წარბი რომ დაინახა მაშინვე გაჩუმდა და ჯარისკაცივით გაიჭიმა.
- მიდი ელი დაიწყე, პირველი წესი...
- საკუთარი თავის და ერთმანეთის გარდა არავის არ უნდა ვენდოთ რადგან ადამიანები უმეტეს შემთხვევაში, ცბიერები, მატყუარები, მოღალატეები და სასტიკები არიან.
- მეორე წესი...
- არავის იმედი არ უნდა გვქონდეს საკუთარი თავის და ერთმანეთის გარდა.
- მესამე წესი...
- ყოველთვის უნდა მახსოვდეს რომ ძალიან გიყვარვარ და არასდროს უნდა დავიჯერო საწინააღმდეგო რამ, სულ ერთია ვინც არ უნდა მითხრას.
- ყოჩაღ, ახლა ჩამეხუტე, -ხელები გავშალე და ისიც უყოყმანოდ ჩამეკრა, ხელები მაგრად მომხვია და მხარზე დამადო თავი.
- მითხარი მირა, ხომ ყოველთვის ჩემთან ერთად იქნები, შემპირდი რომ არასდროს არ მიმატოვებ, ხომ არ მიმატოვებ? -საყვარლად მეტიტინებოდა და მთელი ძალით მეკვროდა.
- შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ პატარავ, როგორ შემიძლია შენი მიტოვება, ყოველთვის ერთად ვიქნებით და ყოველთვის დაგიცავ, -შუბლზე ვაკოცე და თითქმის ძალით მოვიშორე.
- ჩახუტებას მერეც მოვასწრებთ, ახლა მეტ დროს ვეღარ დავკარგავთ, იმ ხეზე უნდა აძვრე და გარემო უნდა დაზვერო, -ხეზე ვანიშნე.
- მე უნდა ავძვრე? -გაიკვირვა.
- რათქმაუნდა შენ, ბოლოს და ბოლოს შენი იდეა იყო, თანაც ხეზე ძრომიალი ახალგაზრდების საქმეა მე ამისთვის უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ.
- აფერისტო, მხოლოდ ოცდაოთხი წლის ხარ, -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და ხისკენ წავიდა, ღიმილით გავაყოლე თვალი...
-
-
-
- აქ აღარ დავბრუნდებით? -ელი უკან მიბრუნდა და სევდიანი მზერა შეავლო ნანგრევებით სავსე ადგილს რომლის ქვეშაც ხუთი წელი გავატარეთ და რომელიც უკვე ძლივსღა ჩანდა თვალსაწიერზე.
- არა მგონია დაბრუნება მოვახერხოთ და სიმართლე რომ გითხრა სურვილიც არ მაქვს, -გულგრილად ჩავილაპარაკე, ზურგჩანთა შევისწორე და გზა განვაგრძე, ელი თავჩაქინდრული გამომყვა უკან, რამდენიმე წუთს უხმოდ ვიარეთ, მერე ვეღარ მოითმინა, წინ გამისწრო და შეჩერდა.
- არ შევისვენოთ? ცოტა არ იყოს მომშივდა, -საცოდავად დაიწუწუნა, ღიმილი ვერ შევიკავე, ძალიან საყვარელი იყო, დაღლილი სახით, ზურგჩანთით და მხარზე გადაკიდებული მშვილდ ისრით.
- მეგონა არ წამოიღებდი, -თავით ვანიშნე.
- ხომ იცი როგორ მიყვარს, თანაც ვერ დაინახე დერეფანში რომ მედო ჩანთებთან ერთად?
- ჰო მაგრამ ჩანთასთან ერთად მაგის ტარება გაგიჭირდება.
- ეგ არაფერი, ვატარებ როგორმე, -უდარდელად ჩაიქნია ხელი, შევჩერდეთ?
- ცოტაც ვიაროთ, იქნებ ისეთი ადგილი შეგვხვდეს სადმე სადაც ღამის გათევას შევძლებთ, რაღაც არა მგონია მაგრამ ვცადოთ მაინც.
- მეც არა მგონია, -ამოიოხრა ელმა, -აქაურობას რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გაანადგურა მხოლოდ შენობები და ეცადა ბუნებისთვის ნაკლები ზიანი მიეყენებინა.
ელი მართალი იყო, სწორად მსჯელობდა, ახლა უფრო უკეთ ვხვდებოდი რომ საერთოდ არაფერ შუაში არ იყო ატომური აფეთქება, ჩვენს გარშემო ყველა შენობა გადამწვარი და ფერფლად ქცეული იყო, ხოლო შენობებისგან მოშორებით მდგარი ხეები და ბაღები საერთოდ არ იყო დაზიანებული, თითქოს მართლაც შერჩევით და სათითაოდ გაანადგურეს ყველაფერი, გზა რომელსაც მივუყვებოდით მოასფალტებული იყო, თუმცა აშკარად ეტყობოდა რომ დიდი ხანია მასზე არავის გაევლო, ალაგ-ალაგ ამომტვრეული და დაზიანებული იყო, ბალახ გადავლილი, გზის განაპირას გაჩერებული ავტომობილებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა, ერთი-ორგან კურდღელმაც გადაგვირბინა წინ, ჩვენს თავზე ჩიტები დაფრინავდნენ, მწერები ბზუოდნენ, თუმცა ადამიანის ჭაჭანებაც კი არ ჩანდა...
- მირა ეს მანქანები დამწვარი არ არის, ის კი არადა საერთოდ არ არის დაზიანებული, -ელი ერთ-ერთ ვერცხლისფერ პიკაპს მიუახლოვდა და ეცადა კარი გამოეღო თუმცა ჩაკეტილი დახვდა.
- მერე? -უინტერესოდ მივუგე და გზას გავხედე რომელიც უკვე მეჩვენებოდა რომ უსასრულოდ გრძელდებოდა.
- იმას გეუბნები რომ მანქანები დამწვარი არ არის.
- რისი თქმა გინდა პირდაპირ რომ მითხრა არ შეგიძლია? -შევდექი შემობრუნდი და შევხედე, ისე იდგა და ისეთი ეშმაკური სახით მიყურებდა მივხვდი რომ ფიქრებში გართულმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი გამოვტოვე, რაღაც რასაც ერთი შეხედვით უნდა მივმხვდარიყავი, ვერ ვიგებდი რა უნდა ყოფილიყო არადა ვიცოდი ახლა თუ ელი ალაპარაკდებოდა მერე მინიმუმ ერთი კვირა ყოველ დღე იმაზე ლაპარაკით მომაბეზრებდა თავს თუ როგორი ჭკვიანი და არაჩვეულებრივი იყო, რამდენიმე წუთი ტვინის ჭ....ტვის შემდეგ ფარხმალი დავყარე...
- დავიწყო? -საყვარლად აუციმციმდა მწვანე თვალები, ღიმილით დავუქნიე თავი.
- ეს მანქანები დამწვარი არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ ხალხი რომელიც ამ მანქანებში იჯდა ცოცხალია, არ დაღუპულან, უბრალოდ რატომღაც თავიანთი ავტომობილები შუა გზაში მიატოვეს და უგზო უკვლოდ გაქრნენ, საქმე ის არის სად წავიდნენ, ან ვინ წაიყვანა ისინი...
- ამაზე მე რატომ ვერ ვიფიქრე? -შუბლზე შემოვიჭდე თითები და ამოვიოხრე, -არადა მეგონა რომ მხოლოდ მე და შენ ვიყავით გადარჩენილები.
- ბუნკერში სანამ ვიყავით მეც ასე ვფიქრობდი.
- ახლა რას ფიქრობ? რა ვერსია გაქვს? -მართალია ხანდახან თავს მაბეზრებდა და ქარაფშუტა ცელქი ბავშვივით იქცეოდა მაგრამ მართლა ძალიან ჭკვიანი და დაკვირვებული იყო და სრულიად შესაძლებელია ახლაც ჰქონოდა რამე საინტერესო ვერსია.
- უცხოპლანეტელები, ნამდვილად ისინი იქნებოდნენ, -მხიარულად წამოიძახა, ჩემთან მოირბინა და მხრებზე დამაწყო ხელები, -წარმოიდგინე მირა, რა მაგარი იქნება უცხოპლანეტელები რომ ვნახოთ, ალბათ ყველა მათ წაიყვანეს, შეიძლება ჩვენც მოგვაკითხონ, -თავი უკან გადასწია, ხელით მოიჩრდილა და ცას ახედა თვალებმოჭუტულმა.
- არა რა შენი გამოსწორება არ იქნება, -ხელი ჩავიქნიე და ისევ გზა გავაგრძელე, -ჩემი ბრალია, რატომ გელაპარაკები ისე თითქოს სერიოზული ადამიანი იყო, პატარა ბავშვი ხარ, ფანტაზიორი და ზღაპრების მოყვარული, უცხოპლანეტელები? ჰაჰ რა სასაცილოა...
- იქნებ სხვა განზომილებიდან მოვიდნენ? -ჩაფიქრებული სახე მიიღო, თავი ისე ეჭირა თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა ჩემს რეაქციას მის არაჩვეულებრივ და ფანტასტიკურ ვერსიებზე.
- იქნებ ხალხი არავის არ წაუყვანია და უბრალოდ ზომბებად გადაიქცნენ...
- ჰოდა ჩუმად იყავი თუ არ გინდა რომ გვიპოვნონ და ძვლებიანად დაგვხრნან, -შევუღრინე და ნაბიჯს ავუჩქარე.
შებინდებამდე გაუჩერებლად ვიარეთ, გზაში უამრავი ვერსია მოვისმინე, ზომბებზე, ვამპირებზე, მაქციებზე და სხვა განზომილებიდან მოსულ არსებებზე, უცხოპლანეტელებზე და სხვადასხვა სახის შეთქმულებებზე, გაუჩერებლად ლაპარაკობდა, არ იღლებოდა, მეც ვისმენდი და ყველანაირად ვცდილობდი მოთმინება არ დამეკარგა, ელს ძალიან კარგად ვიცნობდი საიმისოდ რომ გამეგო რატომ იქცეოდა ასე, შეშინებული იყო, ღელავდა და ცდილობდა შიში და მღელვარება, ყალბი ხალისით და მხიარულებით გადაეფარა, ცდილობდა თავი ძლიერად მოეჩვენებინა ჩემთვის და მეც ამის საშუალებას ვაძლევდი.
- ახლა მართლა ძალიან მომშივდა, -შედგა და საცოდავი სახით შემომხედა.
- კარგი ჰო, ასე ნუ მიყურებ, მეც მშია, შევისვენოთ, -ზურგჩანთა მოვიხსენი და გაშეშებული მხრები ავამოძრავე, გარშემო ხეების და მინდვრების მეტი არაფერი იყო, თავს ვერსად შევაფარებდით ამ ღამის ხის ქვეშ გათენება მოგვიწევდა, ელის ჩემი იდეა რომ გავანდე აღფრთოვანდა.
- კოცონს დავანთებთ?
- ვერ დავანთებთ, -მოკლედ მოვუჭერი და მის თვალებში უცბად ჩაქრა მხიარული ნაპერწკლები.
- რატომ?
- იმიტომ რომ შეიძლება არასასურველი არსებები მოვიზიდოთ.
- მტაცებელ ცხოველებს გულისხმობ? -შეშინებულმა მოათვალიერა გარემო და მხარზე ამეკრა.
- არამარტო ცხოველებს, ადამიანებსაც.
- მოიცა, შენი ვერაფერი გავიგე, ჩვენ ხომ ადამიანებს ვეძებთ.
- ვეძებთ მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ტყუილად ხომ არ გასწავლიდი რომ ყველას არ უნდა ენდო, ადამიანებთან ურთიერთობისას თუკი რათქმაუნდა მათ მივაგნებთ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ხუთი წელი გავიდა რაც მიწისქვეშ ვართ ისინი კი მიწის ზემოთ, არ ვიცით მათგან რას უნდა ველოდოთ გესმის? -უხმოდ დამიქნია თავი და ფრთხილი ნაბიჯით გადავიდა გზიდან.
- ეს ხე გამოდგება? -ხელი გაიშვირა იქვე მდგარი მაღალი ხისკენ.
- არ გამოდგება, ცოტა მოშორებით შევარჩიოთ რამე, ხშირფოთლიანი რომ თუ გაწვიმდება ცოტათი მაინც დაგვიცვას წვიმისგან და ისეთიც რომ ზედ ასვლა შევძლოთ.
- ზედ რატომ უნდა ავიდეთ?
- იმ შემთხვევაში ავალთ თუ ნადირი თავს დაგვესხა.
- ჰოო, ნადირი, მტაცებელი, სისხლიმსმელი, ესღა გვაკლდა, -თავისთვის ჩურჩულებდა და მუხლამდე ბალახს მიაღვევდა, რამდენიმე წუთში ვიპოვეთ სასურველი ხე, შვებით ამოვისუნთქე როცა ძირს პლედი გავფინე და გულაღმა წამოვწექი.
- შენ არ შეჭამ? -პირგამოტენილმა გამომიწოდა ჩემი წილი სენდვიჩი.
- არ მინდა ამადა არ მაქვს, -ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე, არ ვატყუებდი, ახლა ყელში ერთი ლუკმაც კი არ გადამივიდოდა.
- იცოდე თუ არ შეჭამ გაფუჭდება.
- ჰოდა შენ ჭამე რომ არ გაფუჭდეს.
- მართლა არ გინდა? -დაეჭვებულმა მკითხა, უარის მიღების შემდეგ მადლობაო ამოილუღლუღა და რამდენიმე წამში გადაყლაპა, ცოტა ხანში ჩემს გვერდით გაიშოტა და მუცელზე ხელები დაიტყაპუნა.
- კარგად დავნაყრდი, ახლა მეძინება.
- დაიძინე, ოღონდ ჩანთიდან შენი პლედი ამოიღე რომ დაგაფარო.
- შენ არ დაიძინებ? -იდაყვზე დაეყრდნო და ზემოდან დამაჩერდა დაღლილობისგან მიბნედილი თვალებით, მერე კი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა, წამოვდექი და პლედი გადავაფარე ხოლო თავი ჩემს მუხლებზე დავადებინე.
- ორივე ერთდროულად ვერ დავიძინებთ, ერთმანეთს უნდა ვუდარაჯოთ, ჯერ შენ გამოიძინე.
- კარგი, ცოტა ხანში გამღვიძე, -დამიბარა და თვალები დახუჭა, ორიოდე წუთში ამოუშვა ფშვინვა, ვიჯექი ხის ტანზე მიყრდნობილი და თმაზე ვეფერებოდი...
ის ღამე ჩვენდა სასიკეთოდ საოცრად მშვიდი და თბილი გამოდგა, არავის შევუწუხებივართ, გათენებამდე შევძელი ფხიზლად ყოფნა, ელის გაუნძრევლად ეძინა ჩემს მუხლებზე თავდადებულს, ცას რიჟრაჟი რომ შეეპარა მაშინ უკვე მივხვდი რომ ვეღარ გავძლებდი ასე და შევაღვიძე, გაკვირვებული წამოჯდა...
- უკვე თენდება? მთელი ღამე მეძინა შენ კი არ გამაღვიძე, კარგი რა მირა...
- არა უშავს მთავარია რომ შენ გამოიძინე კარგად, ახლა მე დავიძინებ და შენ იფხიზლე, რამე საეჭვოს თუ შეამჩნევ მაშინვე გამაღვიძე, -დავუბარე და წამოვწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა.

- - - - - - - - - - -
ხუთი დღე ვიარეთ შეუჩერებლად, დილიდან საღამომდე მივდიოდით, დღეში მხოლოდ ორჯერ ვჩერდებოდით შესასვენებლად, ღამეებს კი ჩვეულებრივად ხის ქვეშ ვათევდით, გზა არ თავდებოდა, ხანდახან იმდენად იყო დაზიანებული გვიწევდა გვერდი აგვექცია და მინდვრებში და ტყეებში გვევლო, მეექვსე დღეს დილით დანგრეულ ხიდს მივადექით, სხვა გზა არ იყო მდინარეზე უნდა გადავსულიყავით რომელიც იმდენად დამშრალი ჩანდა ალბათ კოჭებამდე თუ მოგვწვდებოდა.
- იქნებ წყალიც ავავსოთ, -ელი ხვნეშით ჩაჯდა მიწაზე და ცარიელი ჭურჭელი დამანახა, წყალი აღარ გვქონდა, საჭმელი ალბათ ორი ან სამი დღე კიდევ გვეყოფოდა მერე კი რას ვიზავდით არ ვიცოდი, ამდენი დღის განმავლობაში რაც მოვდიოდით ერთი დაუზიანებელი შენობაც კი არ გვინახავს, მხოლოდ ნანგრევები, მარკეტები, ბენზინ გასამართი სადგურები, სახლები, სავაჭრო ცენტრები, მიწასთან იყო გასწორებული.
- მომაწოდე, -ჭურჭელი გამოვართვი და მდინარისკენ წავედი, -იოდიც ამოიღე რომ წყალი გავფილტროთ, ხომ არ გვებანავა კიდეც?
- მართლა შეიძლება? -ერთი კვირის დაუბანელ თმაზე ჩამოისვა ხელი.
- რათქმაუნდა შეიძლება, შამპუნიც მაქვს შეგვიძლია ვიბანაოთ.
- ჰო მაგრამ წყალი ძალიან დაბალია, -სევდიანი სახით გახედა მდორედ მომდინარე მდინარეს? -რომ დავაგუბოთ არ შეიძლება?
- ტყუილად ხომ არ გეძახი ჭკუისკოლოფს, -სიცილით მოვხვიე მხარზე ხელი, -მიდი გაიხადე და დაგუბებაში დამეხმარე.
ქვედა საცვლების ამარა ვეზიდებოდით ლოდებს და სიცილით ვწუწავდით ერთმანეთს, ცოტა ხანში საკმაოდ კარგად ჩაღმავებულ ადგილზე მშვენიერი აუზი მოვაწყვეთ, ტანსაცმელი და საცვლები გავრეცხეთ და ცხელ ქვებზე მივფინეთ, მერე კი მთლიანად შიშვლები ჩვენივე აშენებულ აუზში ჩავწექით, წყალი ცივი თუმცა საოცრად სასიამოვნო იყო, როგორც იქნა მეღირსა და თავი დავიბანე, მერე ელის თმა გავქაფე.
- თითებს ასე ნუ ამოძრავებ თორემ ჩამეძინება, -მოთენთილმა ამოილუღლუღა.
- ამ ყინულივით წყალში როგორ უნდა დაიძინო, -გულიანად გამეცინა.

დიდხანს ვინებივრეთ, წყლიდან ამოსულები ქვიშაზე წამოვწექით და იქამდე ვეფიცხებოდით მზეს სანამ ჩვენი ტანსაცმელი არ შეშრა, ის იყო ჩავიცვით და უკვე გამშრალ თმას ვივარცხნიდი რომ ზურგს უკნიდან ნაბიჯის ხმა მომესმა, ინსტიქტურად გავიწიე ჩანთისკენ სადაც იარაღი მედო.
- არ გაინძრეთ, -ცივი უხეში ხმა მომესმა და ერთ ადგილზე გავშეშდი, ჩემზე არანაკლებ დაბნეულ და შეშინებულ ელის გადავხედე და ვანიშნე რომ არ განძრეულიყო.
- ადექით და ჩემსკენ შემობრუნდით, -კიდევ ერთი ბრძანება მოგვესმა და ჩვენც დავემორჩილეთ, ფრთხილად შევბრუნდით მისკენ, ჩვენს წინ მაღალი, შუახნის, სამხედრო შარვალსა და ტყავის ქურთუკში გამოწყობილი გრძელ წვერიანი მამაკაცი იდგა, ხელში იარაღს ათამაშებდა და ხარბ მზერას არ გვაშორებდა, უკან მიიხედა და საკმაოდ მოშორებით მდგარ ზუსტად მისნაირად ჩაცმულ ორ მამაკაცს დაუძახა.
- ბიჭებო მოდით, ნახეთ ვინ უნდა გაჩვენოთ.
- დღეს გვიმართლებს მარკ, -მოახლოებულთაგან ერთ-ერთმა მხარზე დაარტყა ხელი, -ამ ჩიტუნებში ძალიან კარგად გადაგვიხდიან...
- შეფს უნდა წაუყვანო? -მუშტრის მზერა შეგვავლო მეორემ მზერა.
- ჰო წარმოგიდგენია რამდენ გადაგვიხდის? ხომ იცი როგორ უყვარს ქერები, -ელისკენ გაიშვირა ხელი და გადაიხარხარა, -მშვენივრად გაერთობა სანამ მთავრობას გადასცემს.
- ქერა არ ვარ ჩემი თმა ჩალისფერია ცხოველო, -აქამდე ჩუმად მდგარმა ელმა მთელი ხმით უყვირა, ხელში ჩავეჭიდე და ვაიძულე გაჩუმებულიყო, ახლა მათი გაღიზიანება არ გვაწყობდა, მშვიდად უნდა ვყოფილიყავით და იმაზე უნდა გვეფიქრა ამ სიტუაციიდან თავი როგორ უნდა დაგვეღწია.
ცივი ღიმილით მოგვიახლოვდა ის ვისაც მარკი უწოდეს, ელის ნიკაპში ხელი წაავლო და თავისკენ დაქაჩა, ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- ბიჭები მართალს ამბობენ, სანამ შეფთან წაგიყვანთ ჯერ ჩვენ გავერთობით, ისეთი სასიამოვნო სურნელი გაქვს, ჯერ მე უნდა გიგემო სანამ ვინმე სხვა შეგეხება, -ლოყაზე ენა აუსვა და ცალი ხელი საჯდომზე მოუჭირა, ელის შეშინებული თვალების დანახვისას ვეღარ მოვითმინე, იმის წარმოდგენამაც კი შემზარა რომ ამ ცხოველს შეეძლო ჩემს პატარა გოგოზე ეძალადა, გააფთრებული ვეცი.
- არ გაბედო, ახლავე ხელი გაუშვი.
ცინიკური ღიმილით გადმომხედა, ელის ხელი გაუსვა და მთელი ძალით დამარტყა სახეში, ვერ ვიტყვი რომ არ ველოდი მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე, უკან გადავქანდი და ჩავჯექი, ხელის ზურგით მოვიწმინდე გახეთქილი ტუჩიდან ჩამოღვრილი სისხლი.
- ამას თქვენ გითმობთ ბიჭებო, გაერთეთ, -ჩემზე ანიშნა დამქაშებს და თვითონ აფართხალებული ელი მიიკრა სხეულზე, -მე კი ამ ქერას მივხედავ და იმაზე ვიზრუნებ რომ ვერასოდეს დამივიწყოს, -ქურთუკი ძალით გახადა, მაისურის საყელოში ხელი ჩაავლო, გახია და მისი შიშველი მკერდის დანახვისას საზიზღრად ამოიგმინა...
-
-
-
გამგელებულები მეცნენ, მათი ბინძური ხელების შეხებისას არ შემშინებია და არც არაფერი მიგრძვნია, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ელი იყო, ჩემი თავი ჯანდაბას მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ელი ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა, ვერ გადაიტანდა...
მარკი თითქოს სპეციალურად აჭიანურებდა მოქმედებას, დროს წელავდა, იმ მტაცებელივით იქცეოდა უკვე მონადირებული მსხვერპლის შიში და სასოწარკვეთა რომ ართობს და ასაზრდოებს, ელის ხელი გაუშვა, უყურებდა როგორ იხევდა უკან, როგორ თრთოდა მთელი სხეულით, დისტანციას არ ამცირებდა ნელი ნაბიჯით მიყვებოდა უკან, ვიცოდი სულ რამდენიმე წუთიც და ნადირივით დააცხრებოდა თავს, ჩუმად ყლაპავდა ელი ცრემლებს და ჩემსკენ აპარებდა თვალს, ძირს დამაგდეს, ერთ-ერთმა ხელები გამიკავა ხოლო მეორე ცდილობდა შარვალი გაეხადა ჩემთვის, ერთადერთი რასაც იმ მომენტში მივხვდი ის იყო რომ თუ მინდოდა თუნდაც ხელის განძრევის საშუალება მქონოდა მათ არ უნდა გავძალიანებოდი.
- მე თვითონ გავიხდი, გამიშვი, -ღიმილით შევხედე ჩემზე დამხობილ საზიზღარ ცხოველს, შეცბა, შეჩერდა და თანამზრახველს ახედა, თითქოს ამ ერთწამიანი მზერით შეთანხმდნენ რომ ჩემთვის თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მოეცათ, რა ედარდებოდათ მშვენივრად იცოდნენ რომ მაინც ვერსად გავექცეოდი.
- მიდი ეცადე რომ გვასიამოვნო, ერთ-ერთმა შარვლის ღილები გაიხსნა და სახეზე იმით კმაყოფილი გამომეტყველება გადაეფინა რომ ასე ადვილად დავნებდი, ქურთუკი გაიხადა და უზარმაზარი სანადირო დანა შევამჩნიე რომელიც ქამარზე ეკიდა, მივუახლოვდი, მისი სახე ხელებში მოვიქციე, მთელი ძალა და ნებისყოფა მოვიკრიბე რომ გული არ ამრეოდა და ტუჩებზე შევეხე.
- მირა რას აკეთებ? -სასოწარკვეთილი ცრემლნარევი ხმა მომესმა, მისკენ არ მიმიხედავს, ახლა გრძნობებს უფლებას ვერ მივცემდი ჩემი გეგმა ჩაეშალათ, თუ ელის გადარჩენა მინდოდა ცივსისხლიანი უნდა ვყოფილიყავი, ცივი გონებით უნდა მემოქმედა, კოცნას ვაგრძელებდი, ვიგრძენი როგორ ამეკრა ზურგიდან მეორე და როგორ შემიცურა ხელები მაისურის ქვეშ.
- შენც მას მიბაძე ქერავ თორემ ცუდად გექნება საქმე, -ჩაისისინა მარკმა და მერე ელის განწირული ყვირილი მომესმა, ბევრი აღარ მიფიქრია, ისე რომ კოცნა არ შემიწყვეტია, ქამრიდან დანა ამოვაცალე და მუცელში მთელი ძლით დავარტყი, ვიცოდი ახლა მთავარი სისწრაფე იყო, არ უნდა დავბნეულიყავი, პირიქით მათი დაბნეულობით უნდა მესარგებლა, დანა გამოვაძვრე შევბრუნდი და უკნიდან აკრულ მოძალადეს ყელში გამოვუსვი, გადახსნილი ყელიდან სისხლმა იჩქეფა და სახეზე და მკერდზე ჩამომეღვარა, ორივე მოძალადე ერთდროულად დაეცა ძირს, ის იყო ვიფიქრე ყველაფერი გამომივიდა რომ ელიზე გადამხობილმა მარკმა რომელიც უკვე შარვალს ხდიდა შეამჩნია რაც ხდებოდა, მასთან მისვლა ვეღარ მოვასწარი, ელის თავი ანება, ფეხზე წამოხტა, ქამარში გაჩრილი იარაღი ამოიღო და დამიმიზნა, შეშლილი სახე ჰქონდა, დაბნეული და მოულოდნელობისგან არეული, თვალებს უაზროდ აცეცებდა, თავისი მოკლე ჭკუით აშკარად უჭირდა მომხდარის გაანალიზება...
- გაჩერდი და დანა დააგდე თორემ შუბლს გაგიხვრეტ, -ისეთი ხმით მითხრა მივხვდი სიამოვნებით გააკეთებდა ამას უბრალოდ დაბნეული იყო, ელს გადავხედე რომელიც საცოდავად მობუზული ცდილობდა შუაზე გაგლეჯილი მაისურით როგორმე დაეფარა შიშველი მკერდი, თითები გავშალე და დანა უხმაუროდ დაეცა ქვიშაზე.
- ფუ ამის, ესღა მაკლდა, ახლა რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, -გამწარებულმა დაიღრიალა, მომაკვდავ დამქაშებს რომელთაგან ერთ-ერთს უკვე სული აღარ ედგა და მეორე შემზარავად ხროტინებდა თვალი აარიდა და ჩემსკენ წამოვიდა, ადგილიდან არ გავნძრეულვარ, ნელ-ნელა იწყებდა ადრენალინი ჩემი სხეულიდან გამოსვლას, ახლაღა ვიწყებდი იმის გაცნობიერებას რაც ჩავიდინე, ორი ადამიანი მოვკალი მართალია ნაძირლები მაგრამ მაინც ადამიანები... მოვკალი, სიცოცხლეს გამოვასალმე, აი ამ ხელებით, -სისხლიან ხელებზე დავიხედე და მთელი სხეულით ავკანკალდი.
- ოჰ შენი, -მოახლოებულმა მარკმა ხელი ასწია და ის იყო უნდა დაერტყა რომ გასროლის ხმა და მისი ყვირილი ერთდროულად გავიგონე, სიმწრისგან ღრიალებდა და ტყვიისგან გახვრეტილ ხელისგულს დაჰყურებდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და მიმოვიხედე, ხიდის ნანგრევების უკნიდან სამი მამაკაცი გამოვიდა და ჩვენსკენ წამოვიდნენ, კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ, შავ ტანსაცმელში გამოწყობილებს ცხვირი და პირი შავი ნაჭრით ჰქონდათ აკრული და მხოლოდ თვალები უჩანდათ...
- მირა, -ელი ხელებგაშლილი მომვარდა და ჩამეხუტა.
- ნუ მეხუტები დაისვრები, -გაგიკვირდებათ და მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
- შენი აზრით ეს მაინტერესებს? შენ რომ არა, შენ რომ არა... -სლუკუნებდა და მთელი ძალით მეხუტებოდა, სისხლისგან დასვრილი ხელები უმწეოდ მქონდა გაშლილი და მხოლოდ იმას ვფიქრობდი ვინ იყვნენ ისინი ახლა რომ გვიახლოვდებოდნენ, იქნებ ჩვენს გადასარჩენად მოვიდნენ, ანდა ამათზე უარესი ნაძირლები შეიძლებოდა რომ აღმოჩენილიყვნენ, ასე რომ მომხდარიყო რა უნდა მექნა?
მოგვიახლოვდნენ, ყურადღებით მოათვალიერეს სიტუაცია არამგონია დიდი ფიქრი და მსჯელობა დასჭირვებოდათ იმის გასაგებად რაც აქ მოხდა.
- მარკ, მარკ, ვერ ისვენებ არა? -სამეულიდან ერთ-ერთმა, მაღალმა ახალგაზრდა მამაკაცმა მუქი ჩალისფერი თმით და ლამაზი თაფლისფერი თვალებით, მარკს მიმართა და მერე ჩვენ გადმოგვხედა.
- შეცდომას უშვებთ, ხომ იცით რომ სტივი ამას არ გაპატიებთ, -ჩაიღრინა მარკმა და გულზე მიიკრა გახვრეტილი ხელი.
- ისედაც არ გვეხატება ჩვენ და სტივს გულზე ერთმანეთი ასე რომ ტყუილად ცდილობ...
- სამაგიეროს გადაგიხდით.
- ცადე თუ შეძლებ, მშვენივრად იცი როგორ სრულდება ხოლმე შენი სამაგიეროს გადახდები, -ჩაიცინა და მხლებლებს უხმო, -ეს წაიყვანეთ, დარწმუნებული ვარ უფროსს სურვილი ექნება რომ პირადად გაესაუბროს, -მარკზე ანიშნა თანმხლებებს, ისინიც მაშინვე დაემორჩილნენ და ხელი ჩაავლეს.
- თვითონ სად არის? ისევ ფინიები გამოუშვა სანადიროდ? -იქედნურად ჩაიცინა მაგრამ პასუხი აღარ მიუღია, -ამას არ შეგარჩენ კახპა, -გადმომძახა ჩემს გვერდით რომ ჩაატარეს, მოგვშორდა თუ არა ელმა გაბედა და თავი მაღლა ასწია, მთელი ამ უცნაური სიტუაციის მიუხედავად არ გამომპარვია მისი დანახვისას როგორ გაუბრწყინდა თვალები უცნობს, ნიღაბი მოიხსნა, გულიანად გაგვიღიმა და ხელი გამოგვიწოდა ჩამოსართმევად, რომ მიხვდა ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდით უხერხულად შეიშმუშნა.
- ჩემი არ შეგეშინდეთ, თქვენთვის რამის დაშავებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა რომ გაგეცნოთ, შეგიძლიათ იკა დამიძახოთ, თქვენ ვინ ხართ, რა გქვიათ? აქ საიდან გაჩნდით?
იქნებოდა ასე ოცდაშვიდი -ოცდარვა წლის, საკმაოდ სიმპათიური იყო, სახის დახვეწილი ნაკვთებით და თბილი გამოხედვით, მოკლედ შეჭრილი წვერით და გრძელი ჩალისფერი თმით, ელი ხელიდან რომ გამისხლტა, მასთან რომ მიიჭრა და ჩაეხუტა გაოცებისგან ხმა ვერ ამოვიღე, მასაც გაუკვირდა აშკარად არ ელოდა, ფრთხილად მოხვია ხელი გამხდარ მხრებზე, მეორე ხელი კი თავზე გადაუსვა.
- დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება, -ხრინწგარეული ხმით ჩაიჩურჩულა და ისეთი გამომეტყველებით გადმომხედა თითქოს მეუბნებოდა მე არაფერ შუაში ვარო.
- მადლობა, მადლობა რომ გადაგვარჩინეთ, -ელიმ მისი მკლავებიდან თავი დაიძვრინა, უკან დაიხია და მერეღა გაახსენდა როგორი მაისურიც ეცვა, მკერდზე აიფარა ხელები მთლად გაწითლებულმა, იკას სასახელოდ უნდა ვთქვა რომ ერთხელაც არ გაქცევია მისი მოშიშვლებული მკერდისკენ თვალი, თხელი ტყავის ქურთუკი გაიხადა, მიუახლოვდა, საკუთარი ხელით ჩააცვა და ელვა შესაკრავი ბოლომდე შეუკრა.
- მადლობა რომ გადაგვარჩინე, -ელის გვერდით ამოვუდექი და იკას ხელი გავუწოდე, მე მირა ვარ ეს კი ელია...
- მირა? მირა გქვია? -ჩაფიქრებული დაჩერებოდა ჩემს მაჯას რომელზეც ჩემი შექმნილი სამაჯური მეკეთა რომელიც ეს ბოლო ხუთი წელი იყო არ მომიხსნია და უკვე ჩემს თილისმად იყო ქცეული.
- ესე იგი მირა არა? -უცნაური ღიმილით შემომხედა და მერე ჩემს სამაჯურს გადაუსვა თითი, -ეს რა არის არ მეტყვი?
- სამაჯურია, -იმით გაოცებულმა შევხედე რომ ასეთ უაზრო და სიტუაციისთვის შეუფერებელ კითხვას მისვამდა.
- ვხედავ რომ სამაჯურია, მე ის მაინტერესებს ეს რა ციფრებია.
- ტელეფონის ნომერია, თუმცა არა მგონია ახლა რამეში გამომადგეს, -ამოვიოხრე და მაშინღა დავფიქრდი სიტუაციის კომიკურობაზე, ჩემგან ოდნავ მოშორებით ორი გვამი ეგდო რომელთა არსებობაც რატომღაც სულაც აღარ მადარდებდა, ჩემს გვერდით მხრებაწურული ელი იდგა და ცახცახებდა, მე კი თავიდან ფეხებამდე სისხლში ამოსვრილი სრულიად უცნობ ადამიანს ვეჭორავებოდი და თანაც რაზე... სამაჯურზე...
- რას ვაკეთებ? -თავზე შემოვიჭდე ხელები და ნერვიულად გავიცინე.
- ნუ ნერვიულობ, უბრალოდ ასეთი ვარ, ადამიანები უსიტყვოდ მენდობიან და ყველანაირ თემაზე საუბრობენ ჩემთან, ამის ნიჭი მაქვს, -თვალი ჩამიკრა და მერე ძლივს მოვასწარი დამენახა თუ როგორ დაიჭირა გულწასული ელი რომ არ დაცემულიყო, ელვის უსწრაფესი რეაქცია ჰქონდა, ხელში აიტაცა მოდუნებული სხეული, ძირს ჩაჯდა და კალთაში ჩაისვა.
- ელი, ელ, საყვარელო რა გჭირს? თვალები გაახილე, -მათ წინ ჩამუხლული სახეზე ხელს ვუსვამდი და ვცდილობდი როგორმე გამომეფხიზლებინა, ლოყაზე სისხლის ლაქა რომ დარჩა ცივად გამოვწიე ხელი უკან.
- ნუ გეშინია კარგად იქნება, უბრალოდ სტრესს ვერ გაუძლო და გონება გაეთიშა, საგანგაშო არაფერი სჭირს, მალე მოვა გონს, -იკამ თბილი ღიმილით დახედა მკლავებში მოქცეულ გამხდარ გაფითრებულ სხეულს და მერე მე შემომხედა.
- სანამ წავალთ ჯობია სახე დაიბანო და ცოტა მოწესრიგდე, ელი გონს რომ მოვა და ასე სისხლში ამოვლებულს დაგინახავს უფრო ცუდად გახდება.
ვუსმენდი და არ მჯეროდა, ის მასზე ზრუნავდა, მას იცავდა, ისე იქცეოდა თითქოს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყოს ვიდრე ჩემთვის... ჩაფიქრებულმა გადავაქნიე თავი.
- ნუ გეშინია, არც მას და არც შენ არაფერს დაგიშავებთ, -თითქოს ჩემს კითხვაზე გამცა პასუხი.
- გულთმისანი ხარ? -გამეღიმა.
- უბრალოდ დაკვირვებული ადამიანი ვარ, შენ კი სახეზე გაწერია რასაც ფიქრობ, მიდი დროს ნუღარ დავკარგავთ, ცოტა მოწესრიგდი, სახე და ხელები დაიბანე და წავიდეთ.
- სად მივდივართ და რატომ გგონია რომ შენ გამოგყვებით? -უეცარმა ეჭვმა და სიჯიუტემ შემიყრო რაც არ იყო გასაკვირი, მთელი ხუთი წელი ელის იმას ვასწავლიდი რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება ახლა კი ასე უბრალოდ ვიღაც უცნობს სადღაც უნდა გავყოლოდით.
- არ ვიცი სად იყავით ამდენ ხანს მაგრამ აშკარაა რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ იმაზე თუ როგორ შეიცვალა სამყარო, -ნელა დამარცვლით საუბრობდა თითქოს უნდოდა რომ მისი ყოველი სიტყვა კარგად გამეგო და გამეთავისებინა, -ვიცი რომ გიჭირს მენდო მაგრამ მერწმუნე ახლა მხოლოდ ჩემს გვერდით იქნებით უსაფრთხოდ, დაცულ ადგილზე წაგიყვანთ...
- ვერ ვხვდები რაზე საუბრობ.
- ხომ დაინახე ცოტა ხნის წინ რა მოხდა, ის ძველი სამყარო რომელიც შენ გახსოვს აღარ არსებობს, აღარ არსებობს ძველი ქვეყნები და ქალაქები, აღარანაირი სისტემა, აღარც სამართალ დამცავები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება გადაეყარო მარკისნაირ არაკაცებს რომლებიც დაუფიქრებლად გამოგჭრიან ყელს...
- კი მაგრამ ასეთი რა მოხდა? ყველაფერი ასე როგორ შეიცვალა?
- გრძელი ამბავია და ახლა ნამდვილად ვერ მოგიყვები, აბა რას იტყვი მოდიხართ?
სხვა რა გზა მქონდა, დავეთანხმე, შეძლებისდაგვარად გავიწმინდე და დავიბანე სხეული მდინარეში, მერე ჩემსა და ელის ზურგჩანთებს წამოვავლე ხელი, მისი მშვილ ისარიც არ დამვიწყებია, იკაც წამოდგა ხელში ატატებულ ელისთან ერთად და ხიდისკენ წავედით.
- შეგიძლია ეგ ნივთები დატოვო, არ დაგჭირდება.
- ვერ დავტოვებ, ელის ეს მშვილდ ისარი ძალიან უყვარს, ჩანთაც საყვარელი ნივთებით აქვს სავსე...
- შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა? -ღიმილით დახედა მკლავებში მოქცეულ გოგოს.
- მიყვარს, ხუთი წელია ერთად ვცხოვრობთ და ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს, რომ გავიცანი თორმეტი წლის იყო, პატარა, სუსტი და დაუცველი მაგრამ ძალიან ჭკვიანი და საყვარელი...
- თორმეტი წლის? ესე იგი რა გამოდის რომ ახლა ჩვიდმეტი წლისაა? -ძალიან პატარაა, სულ მთლად ბავშვია, წამსვე მოსხიპა სახიდან ღიმილი და ჩაფიქრებულმა შეჭმუხნა წარბები, ხმა აღარ ამოუღია ისე ავიარეთ პატარა აღმართი, ორი დაბურულ მინებიანი მუქმწვანე ავტომობილი გველოდა, ერთ-ერთში მისი თანმხლებები ჩასხდნენ რომლებიც არ იმჩნევდნენ მაგრამ აშკარა იყო რომ ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდნენ ისე უნდოდათ ჩვენი ვინაობის გაგება, მეორე ავტომობილის უკანა სავარძელზე დაგვსვა იკამ და თვითონ საჭეს მიუჯდა, მინები შიგნიდანაც დაბურული იყო, მძღოლსა და უკანა სავარძელს შორის ტიხარი იყო გაკეთებული ასე რომ ვერაფერს ვხედავდი და არ ვიცოდი სად მივდიოდით, ელის ჩემს მუხლებზე ეძინა და იკას ქურთუკში გამოწყობილი ძალიან პატარა და გამხდარი ჩანდა...
- დიდხანს მივდიოდით შეუსვენებლად, არ ვიცი რამდენი ხანი იყო რაც გზაში ვიყავით, ფხიზლად ყოფნა ვეღარ შევძელი და თვალები დავხუჭე, მაშინვე დამეძინა, რომ გამოვფხიზლდი ავტომობილი ისევ მოძრაობდა, უკვე გამოფხიზლებული ელი ჩემს გვერდით იჯდა და შეშინებული მიყურებდა.
- კარგად ხარ მირა? ვცდილობდი გამეღვიძებინე მაგრამ არ იღვიძებდი, -ტირილნარევი ხმით მითხრა.
- ალბათ დაღლილობის ბრალია, შენ როგორ ხარ პატარავ? -ლოყაზე ფრთხილად მოვეფერე და აბურდული თმა გავუსწორე.
- კარგად ვარ მაგრამ ცოტა მეშინია, -საყვარლად გაბუსხა ტუჩები, -სად მივდივართ?
- იკას მანქანაში ვართ, შეგვპირდა რომ დაცულ ადგილზე წაგვიყვანდა.
შევამჩნიე როგორ აუციმციმდა თვალები იკას ხსენებისას, როგორ ცდილობდა რომ ღიმილი შეეკავებინა, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა.
- რაღაც უნდა გითხრა მირა.
- კარგი მიდი მითხარი, -გამეღიმა, უკვე ვიცოდი რაც უნდა ეთქვა, ის იყო პირი დააღო რომ შევჩერდით, ავღელდი, სუნთქვა შემეკრა, ელიმ მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი.
- ყველაფერი კარგად იქნება, -საყვარლად გამიღიმა და ჩამეხუტა, საკეტი გატკაცუნდა, კიდევ ორი წამიც და კარი გაიღო...




- გადმოსვლაში დაგეხმაროთ ქალბატონებო? -იკა ოდნავ მოიხარა წელში თავი დაგვიკრა და მომხიბვლელი ღიმილი შემოგვანათა, ყურადღებით შეათვალიერა ძილისგან თვალებდასიებული მოთენთილი ელი და ხელი გაუწოდა, მასაც არ დაუყოვნებია, გამხდარი თითებით ჩაეჭიდა მის ძლიერ მკლავს, ღიმილი ძლივს შევიკავე, თამამად გადავაბიჯე ავტომობილიდან, არ ვიცი რატომ მაგრამ იკა ჩემში ნდობას იწვევდა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობდი.
გარეთ ღამე დაგვხვდა, ეტყობოდა რომ მართლაც ძალიან დიდხანს ვიარეთ, გარშემო ბევრი არაფერი ჩანდა, მკრთალი განათებების ფონზე ბევრს ვერაფერს ვარჩევდით, ირგვლივ უამრავი ხე იყო, ხეების ქვეშ პატარა ხის კოტეჯები და კარვები იდგა, აქა იქ რამდენიმე საგულდაგულოდ შენიღბულ ავტომობილსაც მოვკარი თვალი, შეიარაღებული ხალხი აქეთ იქით მიმოდიოდა და აშკარად ეტყობოდა რომ ყველას თავისი საქმე ჰქონდა, ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით გვიყურებდნენ თუმცა ახლოს არავინ მოდიოდა, არ გამომპარვია, იკამ მხოლოდ გადახედვით და თითების ოდნავშესამჩნევი მოძრაობით როგორ გასცა რამდენიმე ჩემთვის გაუგებარი ბრაძანება, აქ თუ რამე იერარქია არსებობდა ის აშკარად მაღალი რანგის უნდა ყოფილიყო, საოცარი სიწყნარე სუფევდა ირგვლივ
- სად ვართ? -მივუბრუნდი იკას.
- ეს ჩვენი საიდუმლო ბანაკია.
- თქვენი? ვინ ხართ თქვენ?
- ახლანდელი დიქტატორული მთავრობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი დაჯგუფება, მოკლედ რომ გითხრა პარტიზანები ვართ, -თვალი ჩაგვიკრა და იქვე მდგარი პატარა ხის კოტეჯისკენ გვანიშნა.
- პარტიზანები? რა ჯანდაბა მოხდა ამ ხუთ წელიწადში.
- ხუთი წელიწადი არც ისე ცოტა დროა იმისთვის რომ მთელი სამყარო ამოტრიალდეს, -წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა და სცადა რომ გაეღიმა თუმცა არ გამოუვიდა.
- წამოდი უნდა დაგაბინავოთ, ძალიან დაღლილები იქნებით.
- არ გგონია რომ უნდა ვისაუბროთ?
- ჰო მირა მართალია, ჯერ ადრეა, იქნებ ცოტა გვესაუბრა, -ჩაერთო ელი და კიბორჩხალასავით გაწითლდა როცა დაინახა როგორ ჩაეღიმა იკას.
- მე და შენ აუცილებლად ვისაუბრებთ პატარავ, -გახალისებულმა ჩაუკრა თვალი ელის და თავზე ნაზად გადაუსვა ხელი.
- ისე ნუ მესაუბრები და მექცევი თითქოს ბავშვი ვიყო, -ელიმ გაბრაზებულმა დაიხია უკან.
- არ ხარ თუ? -თითქოს მის გამოწვევას ცდილობდა, ხალისობდა და თანაც ასეთი საქციელით ცდილობდა ის ცხოველი ინტერესი დაემალა მის მიმართ რომელიც თავიდანვე შევნიშნე.
- ჩემს მოთმინებას ცდის, -ჩაიბურტყუნა ელიმ და ფეხები დააბაკუნა, -მირა უთხარი რამე, -მართლაც პატარა ბავშვივით იქცეოდა, ძალიან საყვარელი იყო თუმცა დაბნეული, შეშინებული და გონება არეული, ხუთი წელი ჩემთან ერთად მიწისქვეშ გამოკეტილმა გაატარა, მერე რამდენიმე დღე უგზო უკვლოდ ვიარეთ ისე რომ კაცისშვილი არ გვინახავს, შემდეგ მოულოდნელად თავს დაგვესხნენ, მისი გაუპატიურება სცადეს, სპეციალურად მისთვის მოვლენილი მხსნელივით გამოეცხადა იკა, გადაგვარჩინა, ალბათ ზუსტად ასეთი წარმოედგინა ზღაპრული ან მითიური გმირი, საპირისპირო სქესთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, პირველად მისი სითბო და სიახლოვე იგრძნო, მოეწონა თანაც ძალიან, მისით აღფრთოვანებული იყო და არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო...
- მოდით ასე შევთანხმდეთ, -იკამ ამჯერად სერიოზული სახე მიიღო, -ახლა წამომწევით და დაისვენეთ, კარგად გამოიძინეთ, ხვალ კი დღის სინათლეზე გაჩვენებთ ყველაფერს, ნურაფრის შეგეშინდებათ, აქ უსაფრთხოდ ხართ, ხვალ უფროსიც დაბრუნდება და...
- ახლა სად არის? -არ კი ვიცი რატომ დავინტერესდი.
- ერთ მეტად საჭირბოროტო ოპერაციას ხელმძღვანელობდა მაგრამ ოპერაციის ჩატარება საჭირო აღარ გახდა, ასე რომ დაგეგმილზე ადრე ბრუნდება ბანაკში და ხვალ შეხვდებით, წავედით, ეს იქნება თქვენი კოტეჯი, საყვარელ ხის სახლზე მიგვითითა რომელიც უფრო სათამაშოს გავდა ვიდრე საცხოვრებელს, უკან გავყევით, ელი გაკვირვებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, მე ერთი სული მქონდა სანამ დავწვებოდი და დავიძინებდი, ის იყო შესასვლელს მივუახლოვდით და იკამ კარი შეაღო რომ დაჟინებული მზერა ვიგრძენი და თავი ავწიე, თვალებს არ დავუჯერე, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით სიჯეი იდგა, მოღუშული სახით შემომცქეროდა და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩს, ზუსტად ისეთი იყო როგორიც მახსოვდა მხოლოდ გამოხედვა ჰქონდა სხვანაირი ცივი და ბრაზიანი, შავები ეცვა, დაწნული თმა მხარზე ჰქონდა გადმოგდებული...
- სიჯეი, -აღმომხდა და მისკენ ნაბიჯი გადავდგი, სახე შეეცვალა, ზურგი შემაქცია და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა იქაურობას.
- სიჯეი იყო არა? -ელის სახეზე ეტყობოდა როგორ ძაბავდა გონებას რომ ძველი ნაცნობი გაეხსენებინა.
- მას იცნობთ? -იკა აშკარად არ ელოდა რომ ამ ბანაკში ნაცნობს აღმოვაჩენდით.
- ვიცნობ ოღონდ ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა, -დაბნეულმა ვუპასუხე.
- ახლო ურთიერთობა გქონდათ?
- ვმეგობრობდით, ერთ ბინაში ვცხოვრობდით, იმ დღესაც ერთად ვიყავით როცა ეს ყველაფერი მოხდა, ის უბრალოდ ცოტა ადრე წავიდა იმ ადგილიდან სადაც ვიყავით, ვიცი რომ მიცნო, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ... დაინახეთ როგორ მიყურებდა?
- ისე გიყურებდა თითქოს რაღაც დაუშავე, -მოკლად მოჭრა ელიმ.
- ან ფიქრობს რომ დაუშავებ, -დაამატა იკამ, -მგონი მივხვდი რატომაც მოიქცა ასე, სულელი გოგო, რაზე ფიქრობდა საერთოდ.
- იქნებ მეც მითხრა, -ხმაში ბრაზი შემეპარა, ამდენმა გაურკვევლობამ საშინლად დამღალა, უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი დაკარგულივით ვგრძნობდი თავს, იმ ფოთოლივით ქარი თავის ნებაზე რომ დააფარფატებს აქეთ-იქით მას კი შეწინააღმდეგება არ შეუძლია.
- დამშვიდდი მირა, არ ვაპირებ რამე დაგიმალო, -იკამ კარი ფართოდ გააღო და შიგნით შეგვიძღვა, -პატარა ფანჯარასთან მდგარ ერთადერთ სკამზე ჩამოჯდა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, ერთხანს ასე იჯდა მერე წამოდგა უხერხულად მოგვიბრუნდა და უხერხულად გაიღიმა.
- ახლა რომ იმ ყველაფრის მოყოლა დავიწყო რაც მოხდა და ხდება ძალიან დიდ დროს წაიღებს, თანაც მე არ ვარ ის ადამიანი ვისაც ამ ყველაფერზე უდა ესაუბრო.
- შენ თუ არა სხვა ვინ?
- ცოტაც მოითმინე და ხვალ შეხვდები, -ისე სწრაფად გავიდა ოთახიდან აშკარად მიხვდა რომ დაკითხვის გაგრძელებას ვაპირებდი, რაღა უნდა მექნა, ოთახი მოვათვალიერე, ორი ერთადგილიანი საწოლი, ერთი პატარა კარადა ორი ტუმბო და ერთი სკამი გვქონდა...
- აბაზანა ვიპოვე, -გახარებულმა ელიმ ხელით მანიშნა მოდიო, ოთახში საკუთარი აბაზანა გვქონდა, მართალია ერთი ბეწო და საკმაოდ მოუხერხებელი მაგრამ მაინც აბაზანა იყო, რიგრიგობით მივიღეთ შხაპი, პირსახოც შემოხვეულები ვიჯექით საწოლზე და ვფიქრობდით რა უნდა ჩაგვეცვა, ჩვენი ყველა ტანსაცმელი რომელიც ზურგჩანთებში გვქონდა ჭუჭყიანი იყო...
- როგორ ხარ? -ელის რომელიც ჩანთაში რაღაცას ძებნიდა მხარზე ხელი დავადე და ვაიძულე ჩემთვის ყურადღება მოექცია, აციმციმებული თვალებით შემომხედა, ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მხნედ და ხალისიანად გამოიყურებოდა.
- კარგად ვარ უბრალოდ ძალიან დავიღალე,-დაამთქნარა და მხარზე მომადო თავი, თითები ნოტიო თმებში შევუცურე და მოვეფერე, კატასავით აკრუტუნდა.
- იქ მდინარის პირას ძალიან შემეშინდა მირა, -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა და მაგრად მომიჭირა ხელზე ათრთოლებული თითები, -ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო მაგრამ მაშინ მართლა ძალიან შემეშინდა, ის კაცი ისეთი საშინელი იყო, ნამდვილი ცხოველი, როგორ შეუძლიათ ადამიანებს რომ ასეთები იყვნენ?
- დამშვიდდი, ახლა უსაფრთხოდ ხარ, ყველაფერი კარგად იქნება.
- ვიცი, მშვიდად ვარ და აღარ მეშინია, -თავი ასწია და ეშმაკური ღიმილით შემომხედა, იკა რომ გამოჩნდა, მაშინვე გადამიარა შიშის გრძნობამ, მის გვერდით აღარ მეშინია, ისეთი ძლიერია და საყვარელი, ჰო და კიდე სიმპათიური, მაგრამ ძალიან მიშლის ნერვებს, მგონი ფიქრობს რომ პატარა ვარ.
- იმიტომ რომ პატარა ხარ სულელო, -გულიანად გამეცინა, საუბარი კაკუნის ხმამ შეგვაწყვეტინა, ფრთხილად მივედი კართან და გამოვაღე, ზღურბლთან სიჯეი იდგა ხელში საკმაოდ მოზრდილი პაკეტით.
- ეს იკამ გამოგიგზავნათ, იფიქრა რომ დაგჭირდებოდათ, -პაკეტი ხელში მომაჩეჩა და შებრუნდა.
- მოიცადე სიჯეი უნდა ვილაპარაკოთ, -ორი ნაბიჯი გადავდგი და ხელზე ჩავეჭიდე რომ ჩემსკენ შემომებრუნებინა.
- არ შემეხო, -ჩაიღრინა და გაბოროტებულმა დააკვესა თვალები.
- რა გჭირს? ასე მგონია რამე დაგიშავე, -უმწეოდ გავშალე ხელები, -გამიხარდა რომ დაგინახე, შენ კი როგორ იქცევი, რა ხდება?
- აქ რატომ მოხვედი მირა? რატომ იქ არ დარჩი სადაც ეს ბოლო ხუთი წელი იყავი, -კბილებში გამოსცრა და გაცოფებულმა მომუშტა თითები, გგონია ასე უბრალოდ გამოჩნდები და ყველაფერს აურევ?
- რას გულისხმობ? ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან.
- რუბი შენთან ერთად იყო, ალბათ არც კი ეცადე მისი გადარჩენა, ხომ ასეა?
- ამის გამო ხარ ჩემზე გაბრაზებული? -გამახსენდა როგორ დაიფერფლა რუბი და გულში თითქოს მტკივნეულად გამკრა რაღაცამ, -ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა მე ვერაფერს გავაკეთებდი.
- ასეა, გიყვარს არა როცა ანგელოზის როლს თამაშობ? ვირთხასავით იმალებოდი სადღაც მთელი ხუთი წელი ახლა კი მოდიხარ და ცდილობ ცხოვრება გამიმწარო, რატომ იმ ბუნკერში არ მოკვდი, რატომ...
ენაჩავარდნილი ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასე შეცვლილიყო, ასე გაბოროტებულიყო და დაბოღმილიყო, როგორ შეეძლო ჩემთან ასე ელაპარაკა...
- არც კი იფიქრო რომ მას დაგითმობ, არც ეცადო, არაფერი გამოგივა გესმის? ის ჩემია, ვერ შეძლებ წამართვა, -ცივი ხმით მითხრა, შებრუნდა და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას, ახლაღა შევამჩნიე რომ ქოხის წინ პირსახოცში გახვეული ვიდექი, შეიძლება ვინმემ ამ მდგომარეობაში შემამჩნია კიდეც, სწრაფად შევვარდი შიგნით და კარი მივკეტე.
- რა უნდოდა? -ელიმ პაკეტი ჩამომართვა და გახსნა, -ისე რომ იცოდე არ მომწონს ეგ გოგო, არც ადრე არ მომწონდა, ახლა კი მით უმეტეს აღარ მომწონს, ძალიან ცუდად გიყურებდა, -ლაპარაკობდა და თან პაკეტის შიგთავსს საწოლზე ალაგებდა, -შეხედე კბილის ჯაგრისები, საღამურები და ახალი მაისურებია, შარვლებიც არის.
- ჰოო იკა ძალიან ყურადღებიანია, -ამოვიოხრე და საწოლზე ჩამოვჯექი, ელი იკას ხსენებაზე წამოწითლდა მე კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი სიჯეი რას მერჩოდა და რა უნდოდა ჩემგან თუმცა აზრად არაფერი მომდიოდა.
დაახლოებით ნახევარ საათში ელის ტკბილად ეძინა საკუთარ საწოლში მე კი შამფურივით ვტრიალებდი და ვერაფრით ვახერხებდი თვალის მოხუჭვას, გამთენიისას ჩამეძინა, ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა ღრმად, შეიძლება არც მძინებია ან უბრალოდ ჩემმა გონებამ მასში ღრმად დამარხული და მივიწყებული სურნელი და ხმა თავისთავად ამოატივტივა ზედაპირზე, ნაზ შეხებას ვგრძნობდი სახეზე, ნაცნობ სასიამოვნო სურნელს და ხმას რომელიც თბილად ჩამჩურჩულებდა, მეუბნებოდა რომ მოვენატრე, რომ ძალიან ლამაზი ვარ, პატიებას მთხოვდა იმის გამო რომ...
ნელ-ნელა გაჭირვებით გავახილე თვალები, ნახევრად მეძინა და გამოფხიზლებას ვერ ვახერხებდი თუმცა მაინც არ გამჭირვებია ჩემსკენ დახრილ სილუეტში რატი შემეცნო, არ გამკვირვებია, ვიცოდი რომ მესიზმრებოდა, სხვანაირად შეუძლებელია, აქ ჩემს გვერდით ყოფილიყო...
- ისევ მესიზმრები არა? -ხელი ფრთხილად ავწიე და ლოყაზე შევეხე, -თვალები დახუჭა და გაიღიმა, -რატომ ხარ ასეთი რეალური? ისეთი ხარ თითქოს ნამდვილი იყო, -თვალებმინაბული ვჩურჩულებდი, არაფერი უთქვამს, მხრებქვეშ შემიცურა ხელები, წამომწია, მუხლებზე დამისვა და მკერდზე მიმიხუტა, თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი.
- ძალიან მომენატრე, რა იქნება რომ აღარ გაქრე, გთხოვ არ წახვიდე, ჩემთან დარჩი, -ვჩურჩულებდი და ჩემს თმებში მისი თითების რიტმული მოძრაობა ისევ ძილის საუფლოსკენ მიმაქანებდა.
დილით ელიმ გამაღვიძა, დაფეთებული წამოვხტი და ოთახი მოვათვალიერე, რატი არსად ჩანდა, რათქმაუნდა ისევ მესიზმრა, არადა როგორი ცხადი სიზმარი იყო... საშინლად დამწყდა გული, რას არ მივცემდი რომ ის სიზმარი სინამდვილედ ქცეულიყო.
- რა გჭირს ისევ კოშმარები დაგესიზმრა? ცუდად გამოიყურები მირა.
- არა უშავს ისეთი არაფერია, -წამოვდექი და აბაზანაში შევედი რომ პირზე წყალი შემესხა, იქნებ როგორმე გამოვფხიზლებულიყავი.
- ჩაიცვი და გავიდეთ, ცოტა ხნის წინ იკამ დაგვიძახა, საუზმის დროა, -ელი აბაზანის ღია კარში ჩამომიდგა მხიარულად გაკრეჭილი.
- ერთი სული გაქვს როდის ნახავ არა? -ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა.
- ეს რა შუაშია უბრალოდ მომშივდა, -მხრები აიჩეჩა და ზურგი შემაქცია, გამეღიმა და ისევ ჩემს აწეწილ თმაზე და ჩაშავებულ უპეებზე გადავიტანე ყურადღება.
- - - - - - - - - -
- მშვენივრად გამოიყურებით, -იკამ მის გამოგზავნილ ტანსაცმელში გამოწყობილი ელისთვის და ჩემთვის კომპლიმენტი არ დაიშურა.
- შენც კარგად გამოიყურები, -ლოყებავარდისფრებულმა ჩაილაპარაკა ელიმ და მზერა აარიდა, იკას გაეღიმა, მე კი გამაკვირვა მისმა სითამამემ თუმცა როცა მაჯაზე ათრთოლებული თითები მომიჭირა მივხვდი რომ კიდევ ერთი სიტყვაც და გული წაუვიდოდა, იკას ვანიშნე რომ წინ გაგვძღოლოდა და ნელი ნაბიჯით მივყევით უკან.
დღის შუქზე ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ‘’პარტიზანთა ბანაკი’’ იქაურობა გორაკებითა და ტყეებით შემოსაზღვრულ საკმაოდ კარგად დაცულ და შენიღბულ ადგილს წარმოადგენდა, სანამ იკა სასადილო ოთახამდე მიგვაცილებდა რომელიც ბანაკის შუაგულში მდებარე ერთ დიდ და გრძელ კოტეჯს წარმოადგენდა, გზაში კარგად მოვასწარი შემეთვალიერებინა იქაურობა, ერთი შეხედვითაც ჩანდა რომ პარტიზანთა რაზმი არც თუ ისე მცირერიცხოვანი იყო, გზაში შემხვედრი შეიარაღებული ქალები და მამაკაცები თავის დაკვრით და ღიმილით გვესალმებოდნენ.
სასადილოში მხოლოდ რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული, ოთახის განაპირას, ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ჩამოვჯექით.
- უკვე თითქმის ყველამ ისაუზმა, ერთი თქვენ გამოდექით ძილისგუდები, -ისე დააკმაყოფილა იკამ ჩემი ცნობისმოყვარეობა რომ არაფერი უკითხავს მერე კი წამოდგა.
- აქ იჯექით და არსად წახვიდეთ, - ისე გაგვაფრთხილა თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდით, -ახლავე საჭმელს მოვიტან და მოვალ, -სამზარეულოსკენ მიმავალ იკას თვალი გავაყოლე და ერთ წამს ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა როცა ოთახში შემომავალი რატი დავინახე, პირდაპირ მე მიყურებდა, საოცრად გამოიყურებოდა, აქაურების მსგავსად შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, მაღალი და ტანადი ყველასგან გამოირჩეოდა, შავი თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი ხოლო თვალები...
ინსტიქტურად წამოვდექი ფეხზე, ესე იგი არ მომჩვენებია, სიზმარი არ ყოფილა, ჩემთან იყო ოთახში, მკოცნიდა, მეფერებოდა, გულში მიხუტებდა...
- მირა რა გჭირს? -ელი გაოცებული მიყურებდა როგორ ვიდექი გაშეშებული და განძრევას ვერ ვახერხებდი, პასუხი ვერ გავეცი, ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი და ხმის გაღების საშუალებას არ მაძლევდა, თვალები მეწვოდა და თითები მისი შეხების დაუოკებელი სურვილისგან მიცახცახებდა, გამშრალი ტუჩებით ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს... ჯანდაბას ის ხუთი წელი და ისიც ჯანდაბას რომ ჩემს გადასარჩენად არ მოვიდა, ახლა რომ არ ჩავხუტებოდი ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი...
ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და ისე გამიღიმა ლამის იქვე დავდნი და დავიღვენთე, როგორც იქნა მოვახერხე და ჩემს სხეულს ამოძრავება ვაიძულე, საპასუხო ნაბიჯი გადავდგი მისკენ, სულ რამდენიმე წამიც სულ რამდენიმე ნაბიჯიც და ჩემს მარტოობას და მონატრებას ბოლო მოეღებოდა...
და მერე ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, ოთახში სიჯეი შემოვარდა, ჩვენს შორის ჩადგა, რატის კისერზე ჩამოეკიდა და მოურიდებლად დააკვდა ტუჩებზე...




ღიმილი სახეზე შემეყინა, უკან დავიხიე და მოცელილივით დავეშვი სკამზე, ვუყურებდი როგორ ეხვეოდა და კოცნიდა იმ კაცს სიჯეი რომელზეც მთელი ხუთი წელი ვოცნებობდი, მინდოდა თვალი მომეშორებინა მაგრამ ვერ ვახერხებდი, თითები მის თმებში ჰქონდა ახლართული, მკერდით მკერდზე ეკვროდა და ტუჩებს ერთი წამითაც არ აშორებდა, რატი გაშეშებული იდგა, თვალებგაფართოებული, ხელები განზე ჰქონდა გაშლილი, თვალნათლივ ეტყობოდა როგორი მოულოდნელობაც იყო მისთვის სიჯეის გამოხტომა, რამდენიმე წამში გამოერკვა და უხეშად მოიშორა კისერზე ჩამოკიდებული გოგო, მხრებში ხელი ჩაავლო და გვერდზე გასწია, მერე კი დაიხარა და მოღუშულმა უჩურჩულა რაღაც ყურში, სიჯეი გაშრა, გადმომხედა, ქვედა ტუჩი ნერვიულად უთრთოდა და ჩაწითლებულ თვალებში ისეთი ბრაზი ედგა ცოტა არ იყოს და შემეშინდა, ერთხანს ასეთი გაცოფებული მიყურებდა, მერე შებრუნდა და ამაყად თავ აწეული გავიდა დარბაზიდან.
- აქ რა ჯანდაბა ხდება, -იკამ ხმაურით დადო საჭმლით სავსე ლანგარი მაგიდაზე.
- ეგ შენს მეგობრებს კითხე, -ხრინწგარეული მოგუდული ხმით ვუპასუხე და რატის შევხედე რომელიც ჯერაც გაუნძრევლად იდგა და თვალს არ მაშორებდა, მერე პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა, ორივე ხელით მაგიდაზე დაეყრდნო, სახე ახლოს მომიტანა და ისე უბრალოდ და გულწრფელად გამიღიმა თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი არ მომხდარიყოს, სუნთქვა შემეკრა ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მისი თვალებისთვის რომ როგორმე მზერა ამერიდებინა თავი დავხარე, ახლა თითებზე გამიშტერდა მზერა, გრძელი თხელი მოქნილი თითები... ღმერთო რა აზრები მომდიოდა თავში... ახლა რომ ერთი წამით მაინც ჩემს გონებაში ჩაახედა, რას არ მივცემდი რომ ისე შემეძლოს ჩავეხუტო და ვაკოცო როგორც ამას სიჯეი აკეთებდა, სიგიჟემდე მინდოდა მისი თითები ჩემს შიშველ სხეულზე მეგრძნო, ნეტავ როდის გავხდი ასეთი უთავმოყვარეო, იქნებ ყოველთვის ასეთი ვიყავი, იქნებ უბრალოდ იმ ბუნკერში ცხოვრებამ და მასზე ფიქრმა გადამრია...
- უნდა დავილაპარაკოთ მირა, -სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა, ჩემს სხეულში თბილ ტალღებად ჩაიღვარა და სული გამითბო, უნებურად გამეღიმა მის თითებს თვალი მოვწყვიტე თავი ავწიე და მზერა გავუსწორე, გავუსწორე და მის შავ თვალებში ჩავიძირე, ისე მირევდა თავგზას ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
- მეც ვფიქრობ რომ უნდა დავილაპარაკოთ მაგრამ ჯერ ვისაუზმოთ მშია, -მინდოდა მტკიცედ მეთქვა მაგრამ ათრთოლებული ხმა ვერ დავიმორჩილე, მშვენივრად მიხვდა რაც მჭირდა, სკამი გამოწია და ჩემს გვერდით მიუჯდა მაგიდას...
- მიირთვით ჩემი ნუ გერიდებათ, -თბილი ხმით მიმართა ელის და იკას.
- თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? -რატის ცნობისმოყვარეობით სავსე მზერას არ აშორებდა ელი.
- მაპატიე რომ არ გაგეცანი, -ხელი გაუწოდა და თავი დაუკრა, მე რატი მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა ელი.
- რატი? რატი, მირა გესმის? ეს ისაა? ეს რატი ის რატია? -აღფრთოვანებული უყურებდა, მისი ხელი მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული და თვალები უციმციმებდა, რატი ძლივს იკავებდა ღიმილს.
- ჰო ისაა და ხელი გაუშვი გთხოვ, -სახე ხელებში ჩავრგე რომ აწითლებული ლოყები დამემალა, ეს სულელი ბავშვი ნამდვილად ვერ ხვდებოდა სად რა უნდა ეთქვა, ვერ იაზრებდა რომ უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა.
- შენ საიდან იცი მის შესახებ, -იკამ თეფშზე მოხარშული კვერცხი და გახუხული პური დაუდო ელის და ღიმილით შეუსწორა სახეზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა.
- მირა მიყვებოდა, ხშირად ლაპარაკობდა მასზე.
- მაინც რას გიყვებოდა? -რატის ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, ვეცადე ელისთვის მენიშნებინა რომ არაფერი ეთქვა მაგრამ საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას.
- მომიყვა როგორ გაიცანით ერთმანეთი, ამბობდა ჩემს შავბნელ ცხოვრებაში შემთხვევით გამოჩენილი ნათელი წერტილიაო, ამბობდა რომ ძალიან საყვარელია, სიმპათიური, ულამაზესი თვალები აქვს და აუცილებლად მოვა ჩვენს გადასარჩენადო...
- გეყოფა ელი საკმარისია, ვერ ხვდები რომ ზედმეტს ლაპარაკობ? -მაგიდის ქვეშ მთელი ძალით მივკარი ფეხი რომ როგორმე გამეჩუმებინა და იკამ ხმამაღლა რომ იყვირა შევკრთი.
- მე რატომ მირტყავ რა დაგიშავე? -სასაცილოდ დაიმანჭა და დაიხარა რომ კოჭი დაეზილა.
- ჯანდაბა, შენ ნამდვილად არ გიმიზნებდი, მაპატიე, -ჩავილაპარაკე და რატის შევხედე რომელიც მოღუშული იყურებოდა სადღაც შორს სივრცეში, წუთის წინ მომღიმარს და მხიარულს ახლა სახეზე, დარდი და ტკივილი ჰქონდა ასახული.
- რამე არასწორად ვთქვი? -მოიბუზა ელი.
- შენ არაფერ შუაში ხარ პატარავ, -იკამ ნაზად მოხვია მხარზე ხელი, ელიც შემცივნული ბაჭიასავით მიეკრა და აწყლიანებული თვალებით ამომხედა.
- მაპატიე მირა...
აღარაფერი მითქვამს წამოვდექი და უკან მოუხედავად გავედი ოთახიდან, ვგრძნობდი რომ მომყვებოდა, კოტეჯებს და კარვებს გავცდი, ყურადღებაც კი არ მიმიქცევია ბანაკის წევრების ცნობისმოყვარე მზერისთვის, ერთ-ერთი უზარმაზარი ხის ქვეშ ჩამოვჯექი და ზურგით მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და გავყუჩდი, რამდენიმე წამში ფეხის ხმა მომესმა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა, წელზე ხელი შემიცურა ხეს თვითონ მიეყრდნო და მე მკერდზე მიმიკრა, ღმერთო რა საოცარი სურნელი ჰქონდა...
შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა ან რატომ უნდა შევწინააღმდეგებოდი, რის ან ვის გამო? მერე რა თუ სიჯეის უყვარდა, მერე რა თუ ჩემს გადასარჩენად არ მოსულა, მე ის მინდოდა ისე როგორც არავინ და არაფერი მდომებია, ბოლოს და ბოლოს მთელი სამყარო თავზე გვექცეოდა, იმ სურვილის და ოცნების ასრულებაზე რომელიც შიგნიდან მღრღნიდა და მფიტავდა უარი რატომ უნდა მეთქვა, მითუმეტეს რომ მის გვერდით, მის მკლავებში მოქცეული თავს ასე კარგად ვგრძნობდი, მშვიდად, დაცულად, მისი სურნელი მაბრუებდა, ხელები და თბილი სუნთქვა თავგზას მირევდა...
თავი ავწიე, დაბინდული თვალებით დამცქეროდა, სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, ბაგე გაპობილი, მკერდი ძალუმად აუდ-ჩაუდიოდა, ვგრძნობდი რომ ძლივს იკავებდა თავს, ალბათ ჩემი შეშინება და შეცდომის დაშვება არ უნდოდა, ბევრი არ მიფიქრია ის გავაკეთე რაზეც მთელი ხუთი წელი ვოცნებობდი, რაზე ფიქრში და ოცნებაშიც არაერთხელ თეთრად გამითენებია ღამე, თმებში შევუცურე თითები, ჩემსკენ დავქაჩე და ტუჩებზე შევეხე, რბილი ტუჩები ჰქონდა, თბილი, არომატული თამბაქოს და ნაძვის წიწვების ეგზოტიკური გემო...
ჩემი საქციელი არ გაკვირვებია, სრულ მზადყოფნაში იყო, თითქოს დიდი ხანია ამას ელოდაო, მთელი ძალით მიმიზიდა და ვნებამორეული დამაცხრა, აი ეს იყო ნამდვილი ატომური აფეთქება, ვულკანის ამოფრქვევა და ცუნამი ერთად, გადარეული, გაგიჟებული მკოცნიდა, ერთდროულად იყო ნაზიც და უხეშიც, ისეთი გრძობა მქონდა რომ ვწყუროდი და წყურვილს ვერაფრით იკმაყოფილებდა, როდის-როდის მოვწყდით ერთმანეთს, შუბლით შუბლზე დამეყრდნო, სუნთქვას და არანორმალურად აჩქარებულ გულისცემას იწყნარებდა, მერე ოდნავ მომშორდა, ღიმილით მიყურებდა, თმებზე მეთამაშებოდა და დროდადრო სახეს მიკოცნიდა.
- ალბათ არ დამიჯერებ თუ გეტყვი რომ სიგიჟემდე მენატრებოდი, დღე არ გასულა რომ შენზე არ მეფიქრა, -ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე, ოდნავ ჩახრინწული და ისეთი ხმა ჰქონდა მის თითოეულ სიტყვაზე, მისი ბაგეებიდან გადმოღვრილ თითოეულ ბგერაზე მთელი ჩემი სხეული ჩემდა უნებურად ახდენდა რეაგირებას, ამოვიკრუტუნე და უფრო მაგრად ავეკარი მკერდზე.
- რატომ არ უნდა დაგიჯერო? -ვკითხე და ჩემი კითხვის აბსურდულობამ გულიანად გამაცინა, ერთმანეთს ფაქტიურად არ ვიცნობდით...
- რა გაცინებს? -მკითხა მაგრამ ჩემი აზრით მშვენივრად იცოდა რაც მაცინებდა.
- ის მაცინებს რომ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ, თუმცა ახლა შენს კალთაში ვზივარ და გკოცნი, იმ დღის მერე რაც თვითმფრინავში გაგიცანი აქ ხარ და აი აქ, -შუბლზე და გულზე მივიდე თითი, -არ ვიცი რატომ და როგორ მაგრამ დანახვის დღიდანვე ისე ღრმად შემოიჭერი ჩემს არსებაში, შენი დავიწყება ვერ მოვახერხე, ჰოდა მე თუ შენზე ვფიქრობდი და მენატრებოდი, შენ რატომ არ შეიძლება რომ ჩემს მიმართ იგივე გეგრძნო?
- იმიტომ რომ არ მოგაკითხე, შეგპირდი და ვერ მოვედი, ყველას არ უმართლებს ისე როგორც მე გამიმართლა იმ თვითმფრინავში რომ შეგხვდი, როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი რომ ის ერთადერთი ვიპოვე ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, ის ნახევარი რომელსაც ჩემი არსებობა უნდა შეევსო, უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი როცა ასე უბრალოდ გაგიშვი აეროპორტიდან, ვიცოდი სადაც ცხოვრობდი, ვიცოდი სადაც სწავლობდი, შენს შესახებ ყველაფერი ვიცოდი...
- თუ ასეა რატომ არ მოხვედი ჩემს სანახავად, ბევრი ვეცადე მაგრამ ვერ მოვახერხე რომ თვალები არ ამწყლიანებოდა.
- მეგობარს ვეხმარებოდი, საქმეში საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, აუცილებლად უნდა მოგვეგვარებინა, არ ვჩქარობდი, ვფიქრობდი რომ უამრავი დრო გვქონდა, -მწარედ ჩაიცინა და ხელები გაშალა, -წაროგიდგენია? ვფიქრობდი რომ ერთ თვეში ყველა პრობლემას მოვაგვარებდი და მერე მთელ ჩემ დროს შენი გულის მონადირებას დავუთმობდი, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო ისე დამემართა, დავაგვიანე, ძალიან დავაგვიანე, მერე კი როცა უკვე ყველა იმედი გადაწურული მქონდა როცა ვფიქრობდი რომ დაგკარგე შენ დარეკე, ვერ წარმოიდგენ ის ზარი ჩემთვის რას ნიშნავდა, შეგპირდი რომ მოვიდოდი, შეგპირდი მაგრამ ვერ მოვედი... -ხმა ჩაუწყდა, თვალები აემღვრა, დაიძაბა, მივხვდი შესაძლებელი რომ ყოფილიყო აუცილებლად მოვიდოდა, იქ არ დამტოვებდა, ალბათ რამე მოხდა რაღაც რაღაც ისეთი რამაც...
- როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო, ზემოდან დამყურებდა და ნაზად მეფერებოდა სახეზე, -გიყურებ და შენს თვალებში ერთ მისხალ საყვედურსაც კი ვერ ვხედავ, დარწმუნებული ვარ ახლაც ამ მომენტშიც იმაზე ფიქრობ როგორ გაამართლო ჩემი უპატიებელი საქციელი, მაშინაც ასეთი იყავი, თვითმფრინავში დედაშენზე და მამინაცვალზე რომ მიყვებოდი, ისე უბოროტოდ აღწერდი იმ ყველაფერს, იმან აღმაფრთოვანა რომ შენში ვერანაირი ბოღმა სიავე და ავგულობა ვერ დავინახე, ისეთი სუფთა თვალები გაქვს...
- გეყოფა, -გაწითლებულმა ჩავრგე თავი მის მკერდში, -ასეთ სიტყვებს ნამდვილად არ ვიმსახურებ, ანგელოზი არ ვარ, მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი ასე მომექცა, არც კი გამხსენებია, ჩემი მეგობრები კი... იმდენად ცუდი ვარ საკუთარ თავს მათზე ფიქრი ავუკრძალე, თორემ სხვანაირად გავგიჟდებოდი, უბრალოდ დავივიწყე ისინი როცა იქ ვიყავი მიწისქვეშ და არ ვიცოდი იქიდან ცოცხალი გამოვაღწევდი თუ არა, არ ვიცოდი გარეთ რა მელოდა, უბრალოდ არ შემეძლო მათზე ფიქრი, მათ მაინც ვერ ვეხმარებოდი მე კი ვგიჟდებოდი, ამიტომ უბრალოდ დავივიწყე...
- დამშვიდდი, ეს უბრალოდ ადამიანური რეაქციაა მირა.
- ჰო მაგრამ ახლა ხომ მიწისქვეშ აღარ ვარ, ძალიან მაინტერესებს რა მოხდა და როგორ არიან ისინი, შენ... შენ იცი რამე? იცი რა ხდება საქართველოში?
დაიძაბა, ხელი შემიშვა, მუხლებიდან გადამსვა და ოდნავ მომშორდა, ისეთი სახით მიყურებდა მივხვდი ყოყმანობდა ეთქვა თუ არა ის რის თქმასაც აპირებდა.
- მითხარი, ბოლოს და ბოლოს მომიყევი რა ჯანდაბა მოხდა, უნდა ვიცოდე, ნუ გეშინია უკვე ვიცი რომ კარგი არაფერი მომხდარა და ყველაფრის მოსმენისთვის მზად ვარ, უბრალოდ მომიყევი ისე რომ არაფერი გამოტოვო, გთხოვ რატი ამ გაურკვევლობამ დამღალა, ჩემს თვალწინ ჩემი ნაცნობები და მეგობრები ფერფლად იქცნენ და წარმოდგენაც არ მაქვს ეს რატომ მოხდა, ხუთი წელი სრულ ვაკუუმში გავატარე, ახლა კი ისე ვიქცევი თითქოს საზაფხულო ბანკში ვიყო დასასვენებლად, ასე გავგიჟდები...
თავზე წავლებული ხელები ჩამომაწევინა და ჩემი თითები თითებში მოიქცია, -საოცრად რბილი ხელები გაქვს, -თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა.
- ჰოო, ბუნკერში საქმე ნამდვილად არაფერი გვქონდა, თავის მოვლის საშუალებები კი ნამდვილად არ გვაკლდა, -გაღიმება ვცადე მაგრამ სახე უსიამოვნოდ დამემანჭა.
- მე კი ხელები გამიუხეშდა, -გრძელი თითები აათამაშა ჰაერში, დაჰიპნოზებულივით მივადევნე თვალი მისი ხელების მოძრაობას, ნელ-ნელა ავაყოლე თვალი ძლიერ დაძარღვულ მკლავებზე და კიდევ ერთხელ შემომიტია მის კანში შეძვრომის და მასთან ერთ მთლიანობად ქცევის დაუოკებელმა სურვილმა, შეცვლილი იყო, არა მარტო ხელები მთელი სხეული სხვაგვარი ჰქონდა, თითქოს უფრო დიდი, ძლიერი, დაკუნთული, ალბათ ამ ხელებით რამდენჯერ ჭერია იარაღი, ალბათ ადამიანიც მოუკლავს, ჯესისაც ამ ხელებით ეფერებოდა...
- გეყოფა მირა, -თვალები მაგრად დავხუჭე და თავი გადავაქნიე რომ გარს შემოხვეული სულელური აზრები როგორმე გამეფანტა.
- საკუთარ თავს ელაპარაკები? -გაეღიმა რატის.
- ჰოო, იმ ჯოჯოხეთში ცხოვრებისას ხშირად ველაპარაკებოდი ხოლმე საკუთარ თავს, ამას მივეჩვიე.
- როგორ გეტყობა რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი არ გინახავს.
- გეფიცები ერთი წამითაც კი არ მენატრება ის კომფორტი რაც იქ მქონდა, ცხელი წყალი, საჭმელი, რბილი საწოლი, სავარჯიშო დარბაზი... არაფერი გვაკლდა მაგრამ იქ შენ არ იყავი, ჩემი მეგობრები არ იყვნენ, ხუთი წელი მზე არ მინახავს და სუფთა ჰაერი არ ჩამისუნთქავს, ელი რომ არა, არც კი ვიცი როგორ გავძლებდი.
- ამას აღარ იტყოდი რომ გენახა ხალხს რისი გადატანა მოუწია ან ახლა როგორ ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეძნელება ამაზე საუბარი მაინც მოგიყვები ყველაფერს და რაკი ასე ძალიან გაინტერესებს საქართველოთი დავიწყოთ, საქართველო აღარ არსებობს მირა...
- როგორ თუ აღარ არსებობს, -ვკითხე და მერე გავიაზრე რაც მითხრა, -რას ნიშნავს აღარ არსებობს?
- დამშვიდდი, ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ძალიან გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ თორემ აზრების მოკრება მიჭირს, არც ჩემთვის არის ადვილი... მეც და იკასაც დიდი ხანი დაგვჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად და გადასატანად.
- იკა? ის არის შენი მეგობარი ვისაც ეხმარებოდი?
- ირაკლი ჩადუნელი, -მისი ხსენებისას სახე გაუბრწყინდა და ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა, -ჩემი საუკეთესო მეგობარია, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ, ჩემზე სამი წლით უცროსია მაგრამ ყოველთვის ჩემზე უფრო ჭკუადამჯდარი და სერიოზული იყო.
- შენ რამდენი წლის ხარ?
- ოცდაცხრის, ერთმანეთს რომ შევხვდით ოცდაოთხი წლის ვიყავი, მაშინ იკას ახალი დაწყებული ჰქონდა საქმე, ოცდაერთი წლის ასაკში ამერიკაში საკუთარ არც თუ ისე მცირე შემოსავლიან საქმეს უძღვებოდა რომელიც ერთად დავიწყეთ მაგრამ ფაქტობრივად ის აკეთებდა ყველაფერს, მერე ცოტა გაუჭირდა და დახმარება მთხოვა, ამის გამო ჩამოვედი ამერიკაში, ერთი თვე იმის დროც კი არ მქონია რომ ნორმალურად დავმჯდარიყავი და დამესვენა, მერე კი როცა ვიფიქრე რომ ყველაფერი მოვაგვარე და უკვე შემეძლო შენთან ერთად ყოფნით დავმტკბარიყავი მთელი სამყარო ძირფესვიანად ამოტრიალდა...

იმ დღეს როცა ეს ყველაფერი დაიწყო დილაადრიან წამოვედი შენს სანახავად, იკაც ჩემთან ერთად იყო, ერთი სული ჰქონდა როდის გაგიცნობდა, ვერაფრით მოვიშორე, ძალით ჩამიხტა მანქანაში, რომ მოვედი აღმოჩნდა რომ სახლში არ იყავი, თქვენი კარის მეზობელმა მითხრა რომ გოგონებთან ერთად წახვედი სადღაც, იმის გარკვევაზე აღარ მიფიქრია სად იყავი რადგან იკას დაურეკეს და უთხრეს რომ სასაწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო, საგადასახადოდან იყვნენ შესულები შესამოწმებლად, იმის მერე სულ იმაზე ხუმრობს ხოლმე ამ ყველაფერმა როგორ გადაარჩინა შემოწმებას და უცილობელ ჯარიმას...
უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ, იკას დანა პირს არ უხსნიდა, რატომღაც პრობლემები პრობლემებზე ემატებოდა და უკვე ვეღარ აუდიოდა, ვიცოდი მის დამშვიდებას ტყუილად ვეცდებოდი ამიტომ ასე უბრად მივდიოდით, შუა გზაში ვიყავით როცა დაიწყო... სწორედ ამ დროს გადავდიოდით ხიდზე, ეს არ ყოფილა აფეთქება ან რამე ამდაგვარი, საოცრად შემზარავი სანახაობა იყო, უზარმაზარი ცეცხლის ტალღები ყველა მხრიდან გვიახლოვდებოდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, ყველა სულიერს, მაგრამ რაც ყველაზე მეტაც უცნაურად მომეჩვენა იყო ის რომ ცეცხლი ხეებს არ ეკიდებოდა, შენობებსაც თითქოს შერჩევით უვლიდა ზედ, აი ადამიანებს კი არ ინდობდა, ვიდექით შუა ხიდზე ავტომობილებს შორის გაჭედილები, ამ სანახაობით დათრგუნულები და მონუსხულები და გარდაუვალ სიკვდილს ველოდით, ცეცხლი კი საოცარი სისწრაფით გვიახლოვდებოდა...





- იკა რომ არა, იმ დღეს ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, შოკში ვიყავი განძრევას ვერ ვახერხებდი, იკას სწრაფმა რეაქციამ გადაგვარჩინა და კიდევ იმან რომ ხიდზე ვიდექით რომლის ქვეშაც მდინარე გადიოდა, ძალით მიმათრია მოაჯირამდე, ერთი გემრიელადაც შემომცხო რომ გამოვეფხიზლებინე, სულ ორიოდე წამით გავასწარით ცეცხლს, გადავხტით და ჩავყვინთეთ თუ არა თავზე გადაგვიარა, ორივე კარგი მოცურავეები ვართ, დროის უმეტეს ნაწილს აუზზე ვატარებდით, ესეც დაგვეხმარა იმაში რომ დიდხანს შეგვეკავებინა სუნთქვა და წყლის ქვეშ მაქსიმალურად ხანგრძლივად დავრჩენილიყავით, რომ ამოვყვინთეთ ცეცხლის ტალღა გადავლილი იყო, იყვნენ გადარჩენილებიც რომლებიც ჩვენსავით წყლის ქვეშ დაემალნენ ცეცხლის ტალღას და ახლა ნაპირისკენ მიცურავდნენ...
- შეჩერდი, მოიცადე, -გავაჩერე იკა რომელიც აპირებდა ნაპირისკენ გაეცურა.
- რა ხდება? -გაკვირვებულმა შემომხედა, ნაპირისკენდამრეცი ფერდობისკენ ვანიშნე რომელზეც გადარჩენილები იყვნენ შეფენილები და თან ვაიძულე ხიდის დამჭერ ბეტონის სვეტს ამოფარებოდა რომელიც ჩემდა გასაკვირად ჯერ კიდევ ცხელი იყო.
- რა ხდება ასე რატომ ვიქცევით, ჯობია სწრაფად გავცუროთ რომ აქ არ დაგვტოვონ, ვერ ხედავ რომ სამხედროები არიან? -თვალებგაფართოებული უყურებდა, სამხედრო ფორმებში ჩაცმულ, ადამიანებს რომლებიც გულდაგულ ჩხრეკდნენ გარემოს, გადარჩენილები მიყავდათ და დაჯავშნულ ავტომობილებში ათავსებდნენ.
- ეს ყველაფერი საეჭვოდ არ გეჩვენება?
- საეჭვო რა არის? ჯარისკაცები არიან და გადარჩენილებს ეხმარებიან, ალბათ უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაიყვანონ, წამოდი ჩვენც გავცუროთ.
- მოიცადე იკა, კარგად დაფიქრდი, სულ რამდენიმე წუთია რაც ცეცხლმა გადაიარა, ასე უცბად საიდან გაჩნდნენ, ცეცხლს უკან მოყვებოდნენ? თვითონ როგორ გადაურჩნენ ამ ყველაფერს?
- ალბათ ჯავშანმანქანებმა გადაარჩინათ, -მხრები აიჩეჩა და ისეთი სახით შემომხედა აშკარა იყო თვითონაც მიხვდა რომ სისულელეს ამბობდა.
- ეს რომ ჩვეულებრივი აფეთქება არ იყო ფაქტია, ცეცხლმა უბრალოდ გადაიარა და მხოლოდ ადამიანები და შენობების მეტი წილი გაანადგურა, ის ფაქტი არ გაკვირვებს რომ ბუნება არ დაზიანებულა? კვამლიც კი არსად არ ჩანს, ესენიც ხომ ხედავ რა ორგანიზებულად მოძრაობენ, წინასწარ აქვთ გათვლილი ყველაფერი, ღმერთმა იცის სად მიყავთ ეს ხალხი...
- ალბათ საკონცენტრაციო ბანაკებში, -ჩაიფხუკუნა და კიდევ ერთხელ გახედა სვეტს უკნიდან ნაპირზე მოძრავ ჯარისკაცებს, მის რეაქციაზე არ გავბრაზებულვარ, ვიცოდი ახლა უბრალოდ მისი გონება ამ ყველაფრის გაანალიზებას და გააზრებას ეწინააღმდეგებოდა, ცდილობდა შეძლებისდაგვარად მსუბუქად შეეხედა ამ საშინელი სიტუაციისთვის, ასე უფრო ადვილად გადაიტანდა, იკას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი როგორი მგრძნობიარეც არის, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა მაშინ რას განიცდიდა.
- შენ იცინე და სასაცილოდ გვაქვს საქმე? იქნებ მხოლოდ აქ არ მომხდარა ეს ყველაფერი, ჯერ არც კი ვიცით რა მასშტაბის კატასტროფასთან გვაქვს საქმე, -ჩავილაპარაკე და მერეღა დავფიქრდი იმაზე რომ შეიძლება მართლაც ასე იყო, ორივეს გვყავდა ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები... ნეტავ ახლა სად იყვნენ, როგორ იყვნენ საერთოდ იყვნენ კი?
ჯარისკაცებმა საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს იქაურობა, როცა დარწმუნდნენ რომ ცოცხლად გადარჩენილი ყველა მათთან ერთად იყო იქაურობას მოშორდნენ, რამდენიმე წუთი კიდევ შევიცადეთ და მერე მდინარიდან ამოვედით, ირგვლივ აღარავინ იყო, უცნაური სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა, არანაირი ხმაური, აღარც მანქანების ხმა, მხოლოდ წყლის ჩუხჩუხი და ჩიტების ჭიკჭიკი, თითქოს სამყაროს ერთ დღესაც ყელში ამოუვიდა ყველაფერი და ადამიანთა მოდგმისგან და მათი ხმაურიანი ქმნილებებისგან დასვენება გადაწყვიტა, დიდხანს ვფიქრობდით რა უნდა გაგვეკეთებინა, ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე რომ ზედმეტი მომივიდა და უბრალოდ არასწორად დავუკავშირე მოვლენები ერთმანეთს, იქნებ ის ჯარისკაცები სულაც არ აპირებდნენ ჩვენთვის რამის დაშავებას და მართლაც გადარჩენილების დახმარება უნდოდათ, იქნებ იკა მართალი იყო, თუ ასეა არც ეს უნდა ყოფილიყო პრობლემა, თავისუფლად შევძლებდით გადარჩენილ დასახლებულ პუნქტამდე მიგვეღწია, თუკი რათქმაუნდა ჯერ კიდევ არსებობდა სადმე ასეთი პუნქტი...
-
გასუსული ვუსმენდი რატის, სადღაც შორს იყურებოდა სივრცეში და ისე აგრძელებდა თხრობას, უამრავი კითხვა მქონდა მაგრამ არ მინდოდა შემეწყვეტინებინა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე...
- ისე ვატყობ მაინც მართალი აღმოჩნდი...
- ჰო ასე მოხდა, -გადმომხედა და ცალყბად გაიღიმა, -მართალი აღმოვჩნდი როცა ვიფიქრე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა ვისურვებდი რომ ეს ასე არ ყოფილიყო, მე და იკამ ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ სანამ იმ ჯოჯოხეთს რა ჯოჯოხეთშიც მოვხვდით თავს დავაღწევდით.
- იქნებ არ ღირს რომ ყველაფერი ახლა მომიყვე, თუ გინდა მერე გავაგრძელოთ... -ვხედავდი როგორი დაძაბული იყო, ყბები დაჭიმული ჰქონდა, ხელები მომუშტული, მის ხმაშიც თანდათან უფრო და უფრო მეტი ბრაზი ისმოდა, მის ტკივილს ვგრძნობდი და მასზე ვღელავდი, შემომხედა, ერთხანს გამომცდელად მიყურებდა, ვერ მივხვდი რის ამოკითხვას ცდილობდა ჩემს სახეზე მაგრამ დავინახე როგორ გაუბრწყინდა თვალები, ამჯერად გულწრფელად და გულიანად გამიღიმა, ნაზად ჩამომისვა თითები ლოყაზე...
- მე კარგად ვარ მირა, ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა და ახლა კარგად ვარ, შენ კი ძალიან დიდხანს იყავი ვაკუუმში და ყველაფერი უნდა გაიგო რომ ახალი სამყაროსთვის ფეხის აწყობა შეძლო, გაგიჭირდება მაგრამ მე დაგეხმარები, სულ შენს გვერდით ვიქნები, ახლა როცა ასეთი სასწაული მოხდა და ჩემთან ერთად ხარ, ვეღარავინ და ვეღარაფერი მაიძულებს შენგან შორს ყოფნას.
ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და ღიმილით დახედა სამაჯურს, ფრთხილად გადაუსვა თითები, ჩაფიქრდა თითქოს რაღაცას იხსენებსო, -ძალიან ორიგინალურია, -სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა.
- არ მინდოდა რომ შენი ნომერი დამეკარგა და სამაჯურად ვაქციე, მერე კი ყოველ დღე ვუყურებდი და ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა რომ შენთან დამერეკა, -სევდიანად გამეღიმა.
- რატომ არ დამირეკე?
- გამბედაობა არ მეყო, -ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა ვაღიარე და შვებით ამოვისუნთქე, -ვერ გავბედე იმიტომ რომ... იმიტომ რომ...
- იმიტომ რომ რა მირა? -ჩემსკენ გადმოიხარა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მსუბუქად შემახო ტუჩები ცხვირის წვერზე, პირი გამიშრა, ბაგეები ერთმანეთს დავაშორე, გონება და სხეული მეტს მთხოვდა ვიდრე ეს ერთი უბრალო უმანკო კოცნა იყო, გულისპირში ჩავავლე ხელი და ჩემსკენ მოვიზიდე, ის იყო უნდა მეკოცნა რომ უკან დაიხია და უფლება არ მომცა რომ შევხებოდი.
- რას აკეთებ? -ჩემი ვნებისგან და სურვილისგან შეცვლილი ხმა ძლივს ვიცანი.
- ჯერ მიპასუხე, მაშინ რატომ არ დამირეკე? -ეშმაკურად მიღიმოდა ჩემი მდგომარეობით გახალისებული და საყვარლად უციმციმებდა დიდი შავი თვალები, სახეზე ხელები ავიფარე, თავს ვაიძულე რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი და ასეთი საქციელის გამო მისი მოკვლა არ მეცადა.
- ვერ შევძელი იმიტომ რომ მე და შენ ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, საერთოდაც არ მჯეროდა რომ შენნაირ ბიჭს შეიძლებოდა ჩემნაირ გოგოსთან ეცადა ურთიერთობა, ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა ჩემთვის სხვა თვალით შემოგეხედა, შენ ნამდვილი სრულყოფილება ხარ მე კი... მე... უბრალოდ შემომხედე რატი, კარგად შემომხედე, -ხელები გავშალე და სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე.
- გიყურებ, -მოკეცილ მუხლებზე დაეყრდნო იდაყვებით და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებზე ჩამოდო ნიკაპი, -გიყურებ მირა.
- და რას ხედავ?
- ულამაზეს გოგოს რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე თუ როგორი ლამაზი და სასურველია.
- კარგი რა...
- არ ვიცი ვინ გაგინადგურა თვითშეფასება მაგრამ, არასწორად ფიქრობ მირა, ნამდვილი საოცრება ხარ, ულამაზესი და ისეთი სასურველი, დიდი ძალისხმევა მჭირდება შენს გვერდით ყოფნისას რომ თავი შევიკავო, ახლა ისე მინდა ჩაგეხუტო, გაკოცო, მთელი შენი სხეული ვიგრძნო, ჩემად დაგიგულო...
- გეყოფა...
- რატომ? ვხედავ შენც იმავეს გრძნობ, ახლა ბევრად უფრო თამამი ხარ ვიდრე მაშინ იყავი აეროპორტში, არ გინდა რომ მითხრა რა შეიცვალა ამ ხუთი წლის განმავლობაში...
- უბრალოდ მივხვდი რომ სულელურად მოვიქეცი როცა არ ვცადე, მეგონა ბევრი დრო მქონდა, მეგონა დღეს თუ არა ხვალ დაგირეკავდი და შეგხვდებოდი, მეგონა ერთ დღესაც გავბედავდი, არადა ვინ წარმოიდგენდა იმ ყველაფერს რაც მოხდა, შეიძლებოდა ორივე დავღუპულიყავით, შეიძლებოდა იმ მიწისქვეშეთიდან ვერც გამომეღწია, მთელი ერთი თვე დავკარგე გესმის? ერთი თვე რომელიც შეიძლებოდა შენთან ერთად გამეტარებინა, მთელი ხუთი წელი იმაზე ფიქრში გავლიე თუ რა მოხდებოდა მაშინ შენთვის რომ დამერეკა...
- და გადაწყვიტყე რომ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ისე იცხოვრო როგორც გული გიკარნახებს? -ისეთი სახით მიყურებდა აშკარად უფრო მეტი გაიგო ჩემი სიტყვებიდან ვიდრე მისთვის მინდოდა მეთქვა, -გული ჩემთან ერთად ყოფნას გკარნახობს? ამას შენს თვალებშიც ვხედავ მირა მაგრამ როცა ასე პირდაპირ მეუბნები სულ სხვა ეფექტი აქვს...
ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ სისულელე იყო შეწინააღმდეგება, ასე თუ ისე მის ყოველ სიტყვას ვეთანხმებოდი, სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი ახლა, თუნდაც აქ, ამ წუთას მისი გავმხდარიყავი, სამუდამოდ მისი, ის კი ჩემი იქნებოდა, და ახლა? ახლა ვისია? სიჯეი...
- სიჯეი? ვინ არის სიჯეი შენთვის? -არ მინდოდა მეკითხა მაგრამ რატომღაც ხმამაღლა წამომცდა.
- ჩემი გუნდის წევრი და თანამებრძოლი, -სრულიად მშვიდად მიპასუხა.
- მეტი არავინ?
- არავინ.
- დარწმუნებული ხარ?
ღიმილით დამიქნია თავი, ისეთი გულწრფელი მზერა ჰქონდა მივხვდი რომ დილანდელ კოცნაზე ყურადღების გამახვილება აღარ ღირდა, თუ რატი ამბობდა რომ სიჯეისთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა ესე იგი ასეც იყო, თანაც ჯერ კიდევ არდაწყებულ, უფრო სწორად ძლივსდაწყებულ და ამდენი ხნის ნანატრ ურთიერთობას უაზრო ეჭვიანობით საფრთხეს ნამდვილად არ შევუქმნიდი...
- მართლა ლამაზია, -რატის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, ჩემი ხელი ეჭირა ხელში და სამაჯურზე დაატარებდა თითებს.
- ჩემი თილისმა გახდა, ეს სამაჯური რომ არა იმ ბუნკერიდან შენთან დარეკვას ვერ მოვახერხებდი, -უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა როცა ის დღე გამახსენდა, რატისაც წამში შეეცვალა მზერა.
- გინდა გავაგრძელო? -მკითხა და შუბლზე ჩამოყრილი თმა თითების მსუბუქი მოძრაობით გადამიწია ყურსუკან, უხმოდ დავუქნიე თავი.
-
- შენ რომ დარეკე მაშინ მე და იკა სხვა ადამიანებთან ერთად ვიყავით შეფარებული ერთ-ერთ გადარჩენილ შენობაში, ქალაქისკენ მიმავალ გზაზე გადავეყარეთ რამდენიმე ადამიანს რომელიც რაღაც სასწაულებრივად იყვნენ გადარჩენილები ცეცხლს და ჯარისკაცებს, დაახლოებით ათამდე ვიყავით, ჩვენთან ერთად იყო მოხუცი მღვდელი, დედა ორ პატარა ბავშვთან ერთად და შუახნის ყოფილი სამხედრო რომელსაც ცალი ფეხი არ ჰქონდა, უამრავი სხვადასხვა ვერსია ჟღერდებოდა იმ პატარა ოთახში სადაც შეფარებულები ვიყავით, ელექტრო ენერგია არ გვქონდა, ტელეფონები არ მუშაობდა, წამდაუწუმ წყდებოდა კავშირი, მოხუცმა მღვდელმა ერთ-ერთ კარადაში ძველისძველი რადიო იპოვა და რომელიღაც არხის დაჭერა მოახერხა სადაც გადმოცემდნენ რომ მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანაში ხდებოდა მსგავსი კატასტროფები, ადამიანების ნახევარზე მეტი დაღუპული იყო, გადაჩენილებს კი წამყვანი გვაფრთხილებდა რომ საკუთარი თავის გარდა არავის ნდობა არ უნდა გვქონოდა, ლაპარაკობდა მსოფლიო შეთქმულებაზე, ერთპიროვნულ ბატონობაზე, დამონებული ხალხის კოლონიებზე...
- მაშინ ნახევარზე მეტიც კი არ გამიგია, გამწარებული ვცდილობდი რომ ჩემი ტელეფონი ჩამერთო რომელიც მდინარეში ყოფნისას დამისველდა, ის იყო ჩართვა მოვახერხე და შენც დარეკე...
- შენ თვითონ რა დღეში ყოფილხარ, მე კი ვბრაზობდი რომ არ მოხვედი...
- შენი მესმის მირა, კარგად ვიცი რა შეიძლებოდა გეგრძნო მაშინ, გეფიცები დავაპირე კიდეც შენს მოსაძებნად წამოსვლა, ისედაც დიდხანს ვერ დავრჩებოდით იმ თავშესაფარში, ის ღამე იქ გავატარეთ, დილით ის იყო მე და იკამ გარეთ გასვლა მოვახერხეთ რომ ჯარისკაცები მოვიდნენ.
- მაპატიეთ, გუშინ სანამ ტელეფონები ჯერ კიდევ მუშაობდა მე დავრეკე და ვუთხარი სად ვიყავით, ქალმა რომელიც ორ პატარა ბავშვთან ერთად იყო აცრემლებული თვალებით შემოგვხედა, -პატარები მყავს, გოგო სულ ექვსი წლისაა, ავად არის შეხედეთ, -ყელზე შარფი მოხსნა და დავინახეთ როგორ ჰქონდა ჩაყენებული მილი, ვენაზეც ეტყობოდა გადასხმების კვალი...
- სულელო ქალო, გაფრთხილებდი მაგრამ არ დამიჯერე, ახლა ღმერთიც კი ვეღარ გადაგარჩენს, -მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა და დანანებით გაიქნია თავი, შთაბეჭდილება დამრჩა რომ რაღაც იცოდა რასაც არ ამბობდა...
- ოთახში შემოვიდნენ, ნიღბებით, იარაღით, გამოგვიცხადეს რომ ჩვენს გადასარჩენად იყვნენ მოსულები და უსიტყვოდ უნდა გავყოლოდით, წინასწარვე გაგვაფრთხილეს იმის შესახებ რომ თუ შევეწინააღმდეგებოდით ჩვენს წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებდნენ, თავს ზევით ძალა არ იყო უნდა დავმორჩილებოდით, გარეთ გაგვიყვანეს, სანამ ჩვენთვის განკუთვნილ ტრანსპორტში ჩაგვსხავდნენ გაგვანაწილეს, მოხუცი მღვდელი, ცალფეხა ჯარისკაცი და ერთ-ერთი ბავშვი სწორედ ის რომელიც ცუდად იყო ცალკე ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, დედას შვილი ხელებიდან გამოგლიჯეს ისე რომ არაფერი აუხსნიათ, ყვიროდა, ტიროდა, კიოდა მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, ისე ჩანდა თითქოს ავადმყოფებს და უძლურებს ჯანმრთელებისგან აცალკევებდნენ... არაფერს გვეუბნებოდნენ, არაფერს გვიხსნიდნენ, კითხვებზე პასუხს არ გვცემდნენ, კარგა ხანს ვიყავით გზაში, დაბურული მინებიდან ვერაფერს ვხედავდით, არ ვიცოდით სად მივდიოდით, ბოლოს როგორც იქნა გავჩერდით და კარი გააღეს, გვიბრძანეს რომ ჩამოვსულიყავით, გაოცებულები ვათვალიერებდით მაღალი გალავნით გარშემორტყმულ უზარმაზარ ტერიტორიას რომელზეც უამრავი სახელდახელოდ აშენებული შენობა იყო განთავსებული, ყველგან ჯარისკაცები იყვნენ, განუწყვეტლივ იღებოდა უზარმაზარი ჭიშკარი და ახალ-ახალი ტრანსპორტი შემოდიოდა გადარჩენილებით სავსე, ორ მწკრივად დაგვაყენეს რიგში და ორსართულიანი თეთრად შეღებილი შენობისკენ წასვლა გვიბრძანეს...
- რა ჯანდაბა ხდება ბოლოს და ბოლოს არ გვეტყვით? -შუახნის ჭაღარათმიანმა მამაკაცმა ვეღარ მოითმინა, რიგიდან გამოვიდა და აყვირდა.
- რას აკეთებ ბილ, -დამტვერილი პერანგის კალთაში ჩაეჭიდა, გამხდარი ქერათმიანი ქალი, -გაჩუმდი და რიგში დაბრუნდი, რას აკეთებ?
- მე რას ვაკეთებ? ესენი რას აკეთებენ, ან თქვენ რატომ არ იღებთ ხმას? -ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა ყვირილით, სიბრაზისგან მთლად გაწითლებული იყო და თავის შეკავებას ვერ ახერხებდა, -კინაღამ დავიღუპეთ ახლა კი მოგვათრევენ აქ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ და კითხვებზე პასუხს არ გვცემენ არაფრად გვაგდებენ, კაცმა არ იცის რას გვიპირებენ...
- ენაჩავარდნილები ვუყურებდით, ვერავინ გაბედა გვერდში ამოდგომოდა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას რომ როცა იკამ მისკენ ნაბიჯი გადადგა უფლება არ მივეცი რიგიდან გასულიყო...

რატი გაჩუმდა, მზერა გაუშტერდა, თითქოს მოგონებებში ჩაიძირა და ახლა იქ იყო, იმ ბანაკში, იმ რიგში, თავიდან ხედავდა და განიცდიდა ყველაფერს, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, თვალები მაგრად დახუჭა და ყბები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს...
- ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე სამარცხვინო მომენტი იყო, -ჩავარდნილი ხმით ჩაილაპარაკა.
- ვფიქრობ არასწორად არ მოქცეულხარ, -ეს მხოლოდ მის დასამშვიდებლად არ მითქვამს, მართლა ასე ვფიქრობდი, მხარი კიდეც რომ დაეჭირა იმ კაცისთვის მათ წინააღმდეგ რას გააწყობდა.
- ცდილობ რომ დამამშვიდო? -ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
- მართლა ასე ვფიქრობ რატი, შენ მაშინ ვერაფერს გააკეთებდი.
- სამაგიეროდ ჩემს თავთან მართალი ვიქნებოდი და თუ ცოცხალი გადავრჩებოდი სინდისიც სუფთა მექნებოდა, -ამოიოხრა და თავი დახარა, -გავაგრძელო? გინდა გაიგო რა მოხდა მერე? როგორც კი ყვირილი მოესმათ რაზმის მეთაური მოგვიახლოვდა.
- რიგში დაბრუნდი, ახლავე, -მკაცრი ხმით გამოუცხადა ბილს.
- არ დავბრუნდები სანამ არ გვეტყვით აქ რა ხდება, რატომ მოგვიყვანეთ? ვინ ხართ რომ ასე მონებივით გვექცევით და იმის გაკეთებას გვაიძულებთ რისი გაკეთებაც არ გვინდა.
- რიგში დაბრუნდი ეს ბოლო გაფრთხილებაა, -წარბი არ შეუხრია მეთაურს.
- რომ არ დავბრუნდე? რომ არ დაგემორჩილოთ რას გააკეთებთ მომკლავთ? ასე უბრალოდ ადგებით და მომკლავთ? -ბილს უკონტროლო სიცილი აუტყდა, მეთაურმა სრულიად მშვიდი და უემოციო სახით ამოიღო ქამარზე დაკიდებული ბუდიდან იარაღი, ხელი ასწია და პირდაპირ შუბლში დააჭედა ტყვია, სახეზე ღიმილშეყინული დაეცა მტვრიან მიწაზე ერთადერთი მეამბოხე.
- ბიიილ, ბიიიილ, -კივილით მივარდა ქერათმიანი ქალი და ზედ გადაემხო, ხალხი და მათ შორის ჩვენც გაოგნებულები და დაზაფრულები ვუყურებდით ჩვენს თვალწინ გათამაშებულ, ჩვენს დასაშინებლად განკუთვნილ სპექტაკლს, ვერავინ ვერ იღებდა ხმას, მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ვერ შეკავებული ტირილი და გმინვა...
- რიგში დაბრუნდით, ახლავე, -ახლა ქერათმიანს მიმართა მეთაურმა, მას მისი სიტყვები არ გაუგონია, ისევ უსულო ცხედარზე იყო გადამხობილი რომელსაც ბილი ერქვა და რომელიც ცოტა ხნის წინ სუნთქავდა, იღიმოდა, ლაპარაკობდა...
- რიგში დაბრუნდი, ეს ბოლო გაფრთხილებაა, -მეთაურმა დაზეპირებულივით გაიმეორა სიტყვები და იარაღიანი ხელი ასწია, ვეღარ მოვითმინე, რიგიდან გამოვედი, ქალს რომელიც გონზე არ იყო მხრებში ხელი ჩავავლე, ფეხზე წამოდგომა ვაიძულე და ძალით ჩავაყენე ჩემს წინ, იძულებული ვიყავი ხელით მჭეროდა რომ არ წაქცეულიყო ისე იყო ძალაგამოცლილი, მეთაურმა იარაღი შეინახა, ერთი გადმოგვხედა, მერე ხელქვეითებს ანიშნა გვამი მოაშორეთო და თვითონაც მოცილდა იქაურობას...
- ახლა რა იქნება? -იკას ხმა მომესმა და თვალი გავუსწორე, დაძაბული იყო, ნერვიულობდა თუმცა როგორც ყოველთვის ცდილობდა რომ არ შეემჩნია, -ახლა რა უნდა ვქნათ რატი?
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ როგორმე აქედან გავაღწიოთ.
- არა მგონია ეს შესაძლებელი იყოს, -ჩაილაპარაკა და სამხედრო ტექნიკით და ჯარისკაცებით სავსე ეზოს მოავლო თვალი, -ყველგან არიან, ძალიანაც რომ მოვინდომოთ გაქცევა არა მგონია რომ გამოგვივიდეს, თანაც შეხედე როგორი სახეებით მოძრაობენ, უცნაურად არ გეჩვენება?
- ეს მეც ვიფიქრე, თითქოს უსულგულო რობოტები არიან და ადამიანობის არაფერი სცხიათ, დაპროგრამებულებივით ასრულებენ სამუშაოს, ნეტავ რა სჭირთ?
- ნეტავ რა ჯანდაბა ხდება აქ?
- არ ვიცი იკა და რატომღაც არანაირი სურვილი არ მაქვს რომ გავიგო, იმედია ჩვენზე რაღაც უაზრო ცდებს არ ჩაატარებენ, -ტანში უსიამოვნოდ გამცრა როცა წარმოვიდგინე თუ რა შეიძლებოდა დაგვხვედროდა იმ შენობაში.
- ცდებს? რას გულისხმობ? ხუმრობ არა?
- სულაც არ ვხუმრობ, უამრავი გასაიდუმლოებული პროგრამა არსებობს.
- საქმეში ფანტაზია ჩართე? -გაეცინა იკას, ყოველთვის მაკვირვებდა მისი ხასიათი, ასეთ სიტუაციებშიც კი ახერხებდა ხუმრობას.
- დაიძარით, -გაისმა ბრძანება და ჩვენი რიგიც ნელ-ნელა ტაატით დაიძრა შენობისკენ...




- შენობაში შეგვიყვანეს და სხვადასხვა ოთახებში გაგვანაწილეს, მე და იკა ერთ ოთახში მოვხვდით ორმოცდაექვსი წლის ფრანგ ჟურნალისტ ქალბატონთან ჯანეტთან და ცხრამეტი წლის უნივერსიტეტის მოსწავლე კორეელ გოგონასთან იონასთან ერთად, არ ვიცი როგორ და რის მიხედვით დაგვაწყვილეს ასე მაგრამ არც უფიქრიათ იმაზე რომ ქალბატონებისთვის ცალკე გამოეყოთ ადგილი, ალბათ ესეც მათი ექსპერიმენტის ნაწილი იყო, ოციოდე კვადრატულ მეტრ ოთახში, ოთხი ვიწრო საწოლი იდგა და ერთ კედელთან კუთხეში საშხაპე იყო მოწყობილი რომელსაც ალბათ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ გამჭვირვალე კედლები ჰქონდა, გვქონდა ერთი კარადა რომელიც თეთრეულით პირსახოცებით და სამუშაო ფორმის მაგვარი კომბინიზონებით იყო სავსე, ოთახებში გაგვანაწილეს თუ არა გვიბრძანეს გაგვეხადა და ტანსაცმელი მათთვის გადაგვეცა, რამდენიმემ წინააღმდეგობა გაუწიათ და უსიტყვოდ გამოასალმეს სიცოცხლეს, დერეფანში კედელთან მიახვრიტეს და ფეხებში ხელჩავლებული გაათრიეს გარეთ უსულო სხეულები, ამ ყველაფრის შემდეგ გასაკვირი არც იყო რომ მათთვის სიტყვის შებრუნების სურვილი აღარავის გასჩენია, გვიბრძანეს შხაპი მიგვეღო და ფორმა ჩაგვეცვა, პირველები იონა და ჟანეტი შევიდნენ წყლის გადასავლებად, მე და იკა საშხაპესთან ზურგშექცევით ვიდექით, ველოდით როდის მიიღებდნენ შხაპს და ვფიქრობდით როგორ უნდა დაგვეღწია თავი აქაურობისთვის.
- ხვდები აქ რა ხდება? -მომუშტულ ხელს ნერვიულად კბენდა და მარჯვენა ფეხს იატაკზე აბაკუნებდა იკა, -ხვდები რომ დამონებას და დაზომბებას გვიპირებენ?
- დაზომბებას? კარგი რა, -იმ ყველაფრის მიუხედავად რაც ხდებოდა მაინც მოახერხა ჩემი გამხიარულება, -შენ ყველგან ზომბები და ვამპირები როგორ უნდა გელანდებოდეს?
- ცოტა ლოგიკურად და რეალურად იაზროვნე, ათობით ფილმი გვაქვს ამ თემაზე ნანახი, იწყებენ ასე გადატრიალებას, გადარჩენილებს იმონებენ, აღარ არსებობს თავისუფლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, უბრალოდ რჩება მონების ურდო და...
- ჰო, ჰო, ვიცი, წიგნებს წვავენ, ხალხს რაღაც ინექციების გაკეთებას აიძულებენ რომ მათი ადვილად გაკონტროლება შეძლონ, დღე და ღამე ვირებივით ამუშავებენ, ტვინს ურეცხავენ, აღარ არსებობს სიყვარული, ოჯახი, მეგობრობა და ნათესაობა.
- იცინე იცინე და აი ნახავ თუ ასე არ იქნება, -ჯიუტი ბავშვივით გადაიჯვარედინა გულზე ხელები და წარბები შეკრა, ნამდვილად სჯეროდა რასაც ამბობდა, ისე კაცმა რომ თქვას იყო მის აზრებში რაღაც ლოგიკური, ვუსმენდი მის თეორიებს და მაშინ ვერ წარმომედგინა რომ მისთვის როდისმე ბოდიშის მოხდა და იმის თქმა მომიწევდა რომ მართალი იყო, მაში მეძნელებოდა ამ ყველაფრის წარმოდგენა, ანდა როგორ უნდა წარმომედგინა რომ მსოფლიო ორიოდე შეშლილი მანიაკის ხელში იყო დარჩენილი...

- ანუ იკა მართალი აღმოჩნდა? -სუნთქვაშეკრული ვუსმენდი და ერთი სული მქონდა გამეგო როგორ განვითარდა ყველაფერი ისე რომ აქამდე მოვიდნენ.
- ნაწილობრივ მართალი აღმოჩნდა სინამდვილეში ყველაფერი უფრო სერიოზულად და ცუდად იყო ვიდრე იკას ამის წარმოდგენა შეეძლო.
- მე კი მშვიდად და კომფორტულად ვცხოვრობდი იმ წყეულ ბუნკერში, ყველაფერი თავზესაყრელად მქონდა, მუსიკას ვუსმედი, ტორტებს ვაცხობდი და ფუმფულა საწოლში მეძინა, -უსიამოვნოდ შევჭმუხნე წარბები და თავი ჩავღუნე, დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებდა, ნიკაპში ნაზად ჩამავლო თითები რატიმ და თავი ამაწევინა, ღიმილით ჩამხედა თვალებში
- დაივიწყე ბოლოს და ბოლოს, ასე მოხდა და ახლა ვერაფერს შევცვლით, შენ არაფერში ხარ დამნაშავე, არაფერი შეიცვლება იმით თუ თავს დაიდანაშაულებ და დაიტანჯავ.
- ჰო მაგრამ შეიძლებოდა უფრო ადრე მომეძებნა იქაურობის დატოვების გზა, უბრალოდ მშიშარა ვარ, ვერ გავბედე სანამ...
- მოდი ჩემთან, -ახლოს მიმიზიდა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, მერე კი თბილი ხმით გააგრძელა საუბარი, -შენ ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი გოგო ხარ მათ შორის ვისაც ვიცნობ, მიუხედავად იმისა რომ მიწისქვეშ არაფერი გაკლდა დარწმუნებული ვარ იქ ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა.
- ადვილი არც ყოფილა, ელი რომ არა ალბათ შევიშლებოდი, მარტოობისგან, უიმედობისგან, მონატრებისგან...
- გენატრებოდი? -თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუკიაფდა.
- შენ რა შუაში ხარ? -წარბი მაღლა ავწიე და რაც შემეძლო სერიოზული სახე მივიღე, გულში რაღაც ჩამწყდა როცა დავინახე როგორ ჩაუქრა თვალები და როგორ მოიღუშა.
- გეხუმრე რა გჭირს? -მისი სახე ხელებში მოვიქციე და თბილად გავუღიმე, -ბუტია ბავშვივით იქცევი, უბრალოდ ვიხუმრე, რათქმაუნდა მენატრებოდი სულელო თანაც ძალიან.
- მეც ვიხუმრე, -გულიანად გაიცინა და ძლიერი მკლავებით შემბოჭა.

- პრობლემა გვაქვს რატი, -თავზე გაუფრთხილებლად და უბოდიშოდ წამომდგარმა სიჯეიმ შეგვაწყვეტინა სიცილი, მოღუშული გვიყურებდა, სიბრაზისგან თვალები უელავდა და მაგრად მომუშტულ ხელებს ზურგს უკან მალავდა, სიტყვის უთქმელად წამოდგა რატი ფეხზე, მეც წამომაყენა და ხელი წელზე დემონსტრაციულად მომხვია, დავინახე როგორ გააყოლა მის ხელს მზერა სიჯეიმ...
- რა ხდება, რა პრობლემაა ასეთი რომ ცოტა ხანს ვერ მოიცდიდა? -ცივად ჟღერდა რატის ხმა, საქმიანად, სიჯეიმ მე გადმომხედა, მერე ისევ რატის გაუსწორა მზერა.
- ფიქრობ რომ...
- მირა ჩვენიანია და მასთან დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ თქვი რა ხდება.
- დარწმუნებული ხარ რომ მისი ნდობა შეიძლება? -კიდევ ერთხელ დამგესლა მაგრამ რატის გამომეტყველებას რომ შეხედა აშკარა გახდა რომ დანებება არჩია, მხრები აიჩეჩა და ცხვირი აიბზუა.
- სამხრეთით მდებარე ბანაკს რომელსაც ლესი ხელმძღვანელობდა მომთაბარეები დაესხნენ თავს, ქალები გაიტაცეს, ზარალი დიდია...
ვიგრძენი როგორ დაიძაბა რატი, სუნთქვა აუჩქარდა, სხეული დაეჭიმა, ერთხანს ჩუმად იდგა თითქოს რაღაცის გააზრებას და მოფიქრებას ცდილობდა.
- რაზმი შეკრიბე, ჩვენთან ერთად კრისი, თეო და პონიო წამოვლენ, ლაილას უთხარი უსაფრთხო მარშრუტი მოგვიძებნოს, წადი რამდენიმე წუთში შემოგიერთდებით, -ბრძანება გასცა და სიჯეისაც ერთი წამითაც არ უფიქრია შეწინააღმდეგება, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ბანაკისკენ, მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე და წინ დავუდექი.
- მიდიხარ? -საკუთარი შეცვლილი ხმის ცნობა თვითონაც კი გამიჭირდა.
- ორიოდე დღით წასვლა მომიწევს, თუმცა შენ არ შეგეშინდეს უსაფრთხოდ იქნები.
- გგონია ძალიან მადარდებს როგორ ვიქნები? -გაბრაზებულმა შევაქციე ზურგი, -შენ როგორ იქნები, რამე რომ დაგემართოს? სად მიდიხარ?
ზურგიდან ჩამეხუტა, მკლავები მაგრად მომხვია და მხარზე დამეყრდნო ნიკაპით, ამოიოხრა და მერე ღიმილნარევი ხმით მითხრა.
- ეგოისტურად მსიამოვნებს რომ ჩემზე ნერვიულობ, არ შეგეშინდეს, ეს სახიფათო ოპერაცია არ იქნება, უბრალოდ ტყვეებს გავათავისუფლებთ და...
- ტყვეებს?
- ჰო, იმ ქალებს რომლებიც მომთაბარეებმა გაიტაცეს.
- რატომ იტაცებენ?
- ახლა ამის დრო არ არის მირა, იკა აქ რჩება, შეგიძლია კითხო და ყველაფერს მოგიყვება.
- არ შეიძლება რომ მეც წამოვიდე შენთან ერთად?
- ახლა არა, მაგრამ გპირდები როცა დავბრუნდები პირადად ვიზრუნებ შენს წვრთნაზე რომ შემდეგში ოპერაციებში მონაწილეობის მიღება შეძლო, -გამომშვიდობებისას მხურვალე კოცნა დამიტოვა, ვიდექი გაუნძრევლად, გავყურებდი ბანაკიდან გამავალ შეჯავშნულ ავტომობილებს და უსიამოვნო წინათგრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი.


- არ მეგონა ამ ასაკში და ასეთ სიტუაციაში ძიძად მუშაობა თუ მომიწევდა, -საწოლზე ჩამომჯდარი იკა ღიმილით დაჰყურებდა მის მუხლებზე მიძინებულ ელის და ნაზად ეფერებოდა თმებზე.
- ისე წუწუნებ თითქოს არ გსიამოვნებდეს შენთან ჩახუტებულს რომ სძინავს, -გამეცინა და საშინლად მესიამოვნა როცა დავინახე ამხელა კაცს როგორ აუწითლდა პატარა ბავშვივით ლოყები.
- ცუდად არ გაიგო, უბრალოდ ეზოში ჩაეძინა და იძულებული გავხდი ასე მძინარე შემომეყვანა კოტეჯში, -დამნაშავესავით იმართლებდა თავს და საცოდავად ლუღლუღებდა.
- შენი აზრით ვგავარ ისეთ ადამიანს ვინც რამეს ასე უბრალოდ ცუდად გაიგებს? როგორ ფიქრობ ასეთი დაუკვირვებელი ვარ? -ღიმილით ვუთხარი, ელის პლედი მივაფარე, საწოლის წინ სავარძელში ჩავეშვი და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე რომ როგორმე მთელი დღის ამბები გონებაში ასე თუ ისე დამელაგებინა.
- ნუ ნერვიულობ არაფერი მოუვა, მალე დაგიბრუნდება, -ჩემს ფიქრებს ხმამაღლა უპასუხა, ჭკვიანი იყო ად მშვენივრად ხვდებოდა რა დღეშიც ვიყავი.
- შენ რატომ არ წახვედი მასთან ერთად? -თაფლისფერ თვალებში შევხედე რომლებიც სევდით და უზომო დაღლილობით ჰქონდა სავსე.
- საჭირო არ ვიყავი, რატი ყველაფერს მოაგვარებს და დაბრუნდება, -ისეთმა დარწმუნებულმა მითხრა მაშინვე მომეხსნა დაძაბულობა.
- რაღაც მინდა გკითხო.
- მიდი დაიწყე, -ღიმილით შემაგულიანა.
- რატიმ მომთაბარეები ახსენა...
- ის ნაბიჭვრები? -იკას ზიზღით დაემანჭა ტუჩები, -ისინიც მათი ერთ-ერთი დაჯგუფებიდან იყვნენ, ვინც შენ და ელის თავს დაგესხნენ მდინარის პირას.
- ვინ არიან და რას აკეთებენ?
- ახალი ხელისუფლების ფინიები არიან, მათ ბინძურ საქმეებს ასრულებენ, არსებობს ისეთი საქმეები რასაც მთავრობის ჯარისკაცები ვერ უმკლავდებიან, ამისთვის კი მომთაბარეებს ხმარობენ, ერთგვარი დაქირავებულთა ბანდებია რომელთაც იყენებენ და მერე თავიდან იშორებენ.
- ისეთი რა საქმეებია რასაც შეიარაღებული ჯარისკაცები ვერ უმკლავდებიან და სხვებს ავალებენ?
- ბევრი რამ არ იცი მირა, ეტყობა შენ და რატიმ საუბარი ვერ დაასრულეთ.
- ჰო მაგრამ მითხრა რომ შენ მომიყვებოდი ყველაფერს.
- მართლა? -გაკვირვებულმა აზიდა წარბი.
- გეფიცები, -გულზე ხელი მივიდე, გაეღიმა, ელის დახედა, ფრთხილად მოეფერა ლოყაზე, საუბრის დაწყებას წელავდა, თითქოს უჭირდა იმ ყველაფრის გახსენება რაც თავს გადახდათ.
- თუ არ გინდა...
- არა, მოგიყვები, რათქმაუნდა ყველაფერს მოგიყვები, არც თუ ისე სასიამოვნო ისტორიაა მაგრამ ვერაფერს ვიზავთ, თუმცა ვისურვებდი შემეძლოს იმ საშინელი დროის ამოჭრა ჩემი მეხსიერებიდან... საიდან გავაგრძელო?
- ბანაკში რომ მოხვდით იქიდან.
- ჰოო, დაახლოებით ერთი თვე ოთხმა ადამიანმა ერთ ოთახში პატიმრებივით ვიცხოვრეთ, დღისით მხოლოდ ერთი საათი გავყავდით ეზოში ჰაერზე და სხვა ადამიანებთან კონტაქტი გვეკრძალებოდა, საკანშიც კი ვერიდებოდით ერთმანეთთან საუბარს, თითოეულს სპეციალურად ჩვენთვის შედგენილი პროგრამით გვაძლევდნენ საკვებს, გვაიძულებდნენ რაღაც გაუგებარ და აბსურდულ ლექციებს დავსწრებოდით, გვიყვებოდნენ იმაზე თუ როგორ განაგდურდა მთელი სამყარო რომ ჩვენ გადარჩენილთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ვიყავით, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ასეთი ჯგუფი იყო დარჩენილი, ცდილობდნენ ჩვენთვის დაეჯერებინათ რომ ჩვენივე სიკეთისთვის ვყავდით გამოკეტილები, თუმცა არავინ გვიხსნიდა რატომ რისთვის და ვის ან რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, გვაჩვენებდნენ განადგურებულ ქვეყნებს, მიწასთან გასწორებულ ქალაქებს...
- საქართველო? -ხმის კანკალით შევეკითხე და პასუხის მოლოდინში ნერვიულად დამებრიცა ტუჩები.
- საქართველოც ისეთ დღეშია როგორშიც ამერიკა, ქვა ქვაზე აღარ არის დარჩენილი, თუმცა როგორც ამბობენ საკმაოდ ბევრი გადარჩენილი ჰყავთ.
- თქვენები? ოჯახის წევრები, მეგობრები...
- არ ვიცი მირა, წარმოდგენა არ მაქვს, -სხეული დაეჭიმა, ნათლად ვხედავდი როგორ უფეთქავდა ყელზე არტერია, ალბათ მისთვისაც როგორი ძნელი იყო, რათქმაუნდა ძნელი იქნებოდა, მეც ხომ მაინტერესებდა როგორ იყვნენ ჩემი მეგობრები, უბრალოდ იმდენად მეშინოდა ცუდი ამბის, კითხვას კი არადა ფიქრსაც კი ვერიდებოდი მათზე, ნეტავ როგორ არიან?
- საქართველოსთან კონტაქტი არ გვაქვს, -თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა იკამ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩვენამდე ამბავმა მოაღწია რომ ხელისუფლებას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ, მრავალრიცხოვანი პარტიზანული დაჯგუფებები ჰყავთ და მუდმივი თავის ტკივილი აქვთ ახალი თაობის დიქტატორებს მათ გამო.
- რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ არა? -გამეცინა და რაღაცნაირად სადღაც შიგნით სიამაყე ვიგრძენი მათ გამო, სხვანაირად ვერც იქნებოდა.
- ჰო, ქართველებს გვიყვარს თავისუფლება, წესები და კანონები ჩვენთვის ნამდვილად არ არის მოგონილი, ოღონდ გასაპროტესტებელი რამე ვნახოთ და... -ირონიამ გაიჟღერა იკას ხმაში თუმცა ჩემს აწეულ წარბს რომ მოჰკრა თვალი გაეცინა.
- კარგი, კარგი ვხუმრობ, ნუ ბრაზობ, ახლა ზუსტადაც რომ გამოგვადგა ქართველების ასეთი ხასიათი, რაც უფრო მეტნი ვიქნებით ნორმალურად და ადამიანურად მოაზროვნე მოწინააღმდეგები მით მეტია შანსი რომ ხელისუფლება დავამხოთ, ყველაფერს დრო სჭირდება და მოთმინება, ამ დღეებში იმედია მოვახერხებთ მათთან კონტაქტის დამყარებას და ყველაფერი უფრო დაწვრილებით გვეცოდინება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქმნება მოწინააღმდეგეთა ქსელები, ერთმანეთს ვუკავშირდებით, ინფორმაციას გადავცემთ...
- ალბათ ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ.
- მეც ასე ვფიქრობ.
- იმ ბანაკიდან როგორ გამოაღწიეთ? -ისევ შეწყვეტილ თემას დავუბრუნდი.
- გაქცევაზე ვფიქრობდით მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, თუ საკნის გარეთ ვიყავით შეიარაღებული დაცვა მუდამ თან გვახლდა, არ გვქონდა არანაირი ტექნიკა, კომპიუტერი, ტელეფონი, ტელევიზორი, გარესამყაროსგან მთლიანად მოწყვეტილი ვიყავით, იმ ერთი თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ შევესწარით როგორ გაუხვრიტეს შუბლი ვიღაცას მხოლოდ იმიტომ რომ უმნიშვნელო რამ გააპროტესტა, ახლა რომ ვუფიქრდები ვხვდები რომ ის ყველაფერი რასაც იმ ერთი თვის განმავლობაში აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი იყო...
- მოსამზადებელი რისთვის? რისთვის გამზადებდნენ?
- მონობისთვის, -მწარედ ჩაიცინა თავი უკან გადახარა და თვალები დახუჭა, -მორჩილებას გვაჩვევდნენ, აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ, გეგმავდნენ... ერთი თვის შემდეგ ჩვენზე ცდების ჩატარება დაიწყეს თუმცა ვფიქრობ რომ სხვა ადამიანებზე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ჩატარებული ეს ცდები.
- რას გულისხმობ?
- იმას ვგულისხმობ რომ ის ათეულობით ჯარისკაცი ვინც ჩვენ გვმეთვალყურეობდა ნამდვილი რობოტები იყვნენ, უსულგულოები, გრძნობებისა და განცდებისგან დაცლილები, გამორეცხილი თვალებით და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით, არ ფიქრობდნენ, ვერ აზროვნებდნენ, მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდნენ...
- უბრალოდ წარმოუდგენელია რასაც ყვები, ძნელია დაიჯერო...
- მე და რატისაც დიდხანს გვიჭირდა დაჯერება, თუმცა იმ ერთი თვის შემდეგ ყველაფერი ისე სწრაფად შეიცვალა მოგვიწია ვარდისფერი სათვალე მოგვეხსნა და სიტუაციის სიმახინჯე მთელი სიგრძე სიგანით გაგვეთავისებინა, ჩვენზე რაღაც წამალს ცდიდნენ, ყოველ დღე სათითაოდ გავყავდით საკნიდან, პირველ დღეებში უამრავი გამოკვლევა ჩაგვიტარეს, მერე კი რეგულარულად დღეში ორჯერ გვიკეთებდნენ ინექციას, ეს ინექცია ყველაზე სხვადასახვაგვარად მოქმედებდა, ზოგის სხეულს უჭირდა შეგუება, ერთი თვის თავზე ჟანეტი გაგიჟდა, ჯერ მოჩვენებები დაეწყო, მერე თავს დაგვესხა...
- მერე რა მოხდა? -ხმაგაპარულმა ვკითხე როცა შევატყვე რომ საუბრის გაგრძელება უჭირდა.
- უბრალოდ გაიყვანეს ეზოში და მოკლეს, ორი კვირის თავზე კი იონა ჩამაკვდა ხელებში, სუნთქვა შეეკრა, სასუნთქი გზები ჩაეკეტა... ჯანდაბა მირა, ისეთი სუსტი და უმწეო იყო, -თმებში შეიცურა ხელები იკამ ღრმად ამოისუნთქა და შეეცადა დამშვიდებულიყო, -ეზოში ვიყავით რომ დაეცა, ცდილობდა ჩემთვის რაღაც ეთქვა, თავის ენაზე მელაპარაკებოდა, არ მახსოვს რა თქვა, ვერ გავიგე... ჯარისკაცებმა ხელებიდან ამაცალეს მისი უსულო სხეული, დავინახე როგორ შეაგდეს მავთულხლართს იქით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე სხვა ცხედრებთან ერთად...
- ღმერთო ჩემო, -სახეზე ხელები ავიფარე.
- მე იქ ღმერთი არ მინახავს მირა, -უემოციოდ, უგემურად ჩაილაპარაკა იკამ და შეეცადა გაეღიმა თუმცა ვერ მოახერხა, სახე უსიამოვნოდ დაემანჭა, -გავაგრძელო? გინდა მოსმენა? -თავი დავუქნიე.
- ვგრძნობდი როგორ ვიცვლებოდი და როგორ ხდებოდა ყველაფერი სულ ერთი, ასე მოქმედებდა ინექცია, არანაირი სურვილი არ მქონდა რომ მათთვის წინააღმდეგობა გამეწია, ვერ ვხვდებოდი ეს რატომ უნდა გამეკეთებინა, იქ ყოფნიდან სამი თვის თავზე უსულგულო რობოტად ვიქეცი, იმდენად უსულგულოდ რომ რატი მათთან დავაბეზღე.
- ეგ როგორ? -გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.
- აი ასე უბრალოდ მივედი მათთან და ვუთხარი რომ მისი ქცევები მათ დაწესებულ ნორმებს არ შეესაბამებოდა, ცუდი ის არის რომ ის ყველაფერი რაც იქ ხდებოდა და რაც გავაკეთე დეტალურად მახსოვს, მახსოვს როგორი თვალებით მიყურებდა რატი როცა საკანში მის წასაყვანად შემოვიდნენ, მახსოვს, თუმცა ისიც მახსოვს რომ მაშინ საერთოდ ვერაფერი ვერ ვიგრძენი რადგან მიმაჩნდა რომ ყველაფერი ზუსტად ისე უნდა ყოფილიყო როგორც იყო...
- ვერ ვხვდები, შენ თუ ასე იქცეოდი რატის რა სჭირდა?
- ხომ გითხარი ინექცია ყველაზე სხვადასახვანაირად მოქმედებდა, გაგვიმართლა რომ რატის იმუნიტეტი აღმოაჩნდა, მასზე საერთოდ არ უმოქმედია, იმ უიშვიათეს ადამიანთა შორის მოხვდა რომელთა დამორჩილებაც ვერანაირად ვერ მოახერხეს, მისი იმუნიტეტის შესახებ რომ გაარკვიეს შესთავაზეს მათთვის ემუშავა და მომთაბარეთა ერთ-ერთ რაზმს ჩასდგომოდა სათავეში.
- მე მეგონა მომთაბარეებიც რაღაც მხრივ მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ.
- სულაც არა, ისინი თვითონ შექმნეს, ეს ყველაფერი რაც ხდება ერთბაშად არ დაწყებულა მირა, ათეულობით წლის განმავლობაში იგეგმებოდა და მიუხედავად თითქმის სრულყოფილი გეგმისა თავიდანვე იცოდნენ რომ ყველა გადარჩენილს ერთბაშად ვერ მიაკვლევდნენ, იცოდნენ რომ ეყოლებოდათ მოწინააღმდეგეები, მათზე სანადიროდ და მათ მოსაძებნად კი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ საჭირო და არა უტვინო რობოტები რომელთაც მხოლოდ ბრძანებების შესრულება შეეძლოთ, ამიტომაც შექმნეს მომთაბარეთა რაზმები, ბანდიტებით და დამნაშავეებით დააკომპლექტეს, ისეთი ადამიანებით რომლებიც ფულის და მცირეოდენი ძალაუფლების გულისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები.
- და ახლა ისინი პარტიზანებზე ნადირობენ?
- ჰო ასეა, მოწინააღმდეგეებზე ჯილდოა დაწესებული.
- გავიგე რომ ერთ-ერთი ბანაკიდან მხოლოდ ქალები გაუტაცებიათ, რატომ მხოლოდ ქალები?
- ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, კარგად მოემზადე მირა, ჯერ მთავარი რამ არ მოგისმენია...




თვალის დაუხამხამებლად, დაზაფრული და პირგამშრალი ვუსმენდი იკას, მეგონა ძლიერი ვიყავი მაგრამ მისმა მონაყოლმა არარეალურად სასტიკმა და შემზარავმა ისტორიამ თავიდან ბოლომდე გამანადგურა...
- ვგრძნობ რომ არ გჯერა რასაც გიყვები? -თვალები დააწვრილა და ღიმილით შემომხედა, ამ ყველაფრის მიუხედავად შეეძლო გაღიმება იმიტომ რომ შეეჩვია, იმიტომ რომ ასეთია ადამიანის ბუნება ყველაფრის ატანა და შეთვისება შეუძლია...
- შენც შეეჩვევი, ახლა გიჭირს თორემ მალე მიეჩვევი ყველაფერს, -თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდაო ისე გამცა პასუხი.
- რა ადვილად ამბობ, -მწარედ გამეცინა და პირზე ხელი ავიფარე როცა დავინახე როგორ შეიშმუშნა ელი, თავზე ხელი გადაუსვა, ერთხანს სითბოთი და სინაზით სავსე მზერით დასცქეროდა და მერე ისევ მე მომიბრუნდა.
- იმ ყველაფრის მერე რაც ნახე და გადაიტანე იმის დაჯერება გიჭირს რაც მოგიყევი?
- კარგი რა იკა, ყველაფრის დაჯერება შემიძლია იმის გარდა რომ ის ტექნოლოგია რითაც ნახევარ მსოფლიოზე მეტი გაანადგურეს უცხოპლანეტური იყო.
- შეიძლება არც იყო, უბრალოდ ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ჭკვიანური ვერსიაა, თუმცა დღესდღეისობით არაფერია დაზუსტებული ამ საკითზე.
- როგორ თუ დაზუსტებული არ არის? შენ ხომ თქვი რომ ყველაფერი გაიგეთ.
- ყველაფერი მათ გეგმებთან დაკავშირებით თუმცა იარაღის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დაზუსტებით არ ვიცით რა არის, საიდან მოიტანეს და როგორ მუშაობს, თუმცა ვიცით რომ ამ ეტაპზე რესურსები ბოლომდე ამოწურეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ სანამ ისევ მოძლიერდებიან მანამდე შევძლოთ მათი განეიტრალება.
- ანუ ახლა რომ მოინდომონ აქაურობას ვეღარ გადაწვავენ?
- როგორც უკვე გითხარი საამისო რესურსი აღარ გააჩნიათ, ახლა მოპოვებულის შენარჩუნებით არიან დაკავებულები.
- ანუ?
- ანუ ის რომ მთელი მსოფლიო სავსეა მონათა კოლონიებით რომელთაც ტვინს ურეცხავენ რათა თავიანთი სურვილისამებრ შეძლონ მათი გამოყენება, თუმცა არსებობენ მოწინააღმდეგეთა პარტიზანული დაჯგუფებები რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ამ დიქტატორულ და ერთპიროვნულ მთავრობას ხელი შეუშალონ.
- თავიდან ვერა მაგრამ ახლა უკვე სეროზულ წინააღმდეგობას აწყდება მთავრობა, მოწინააღმდეგეები სიტუაციას მოერგნენ, მთავრობის სუსტი წერტილები მშვენივრად იციან და იქ ურტყავენ სადაც საჭიროა, ამ ეტაპზე ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიდის, მიუხედავად იმისა რომ მომთაბარეები დღენიადაგ ეძებენ აქა იქ შემორჩენილ თავისუფლად მცხოვრებ ხალხთა ჯგუფებს, ატყვევებენ და ბანაკებში მიყავთ, გაუფრთხილებლად ხოცავენ ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის მქონეებს და ხანში შესულებს...
- ხანში შესულებს? როგორ თუ ხოცავენ? რას ჰქვია ხოცავენ? -ენა ძლივს მოვატრიალე პირში რომ მეკითხა.
- ასეა მირა, ნებისმიერ ადამიანს ვინც ორმოცდათხუთმეტ წელს გადაცილდება უბრალოდ და გაუფრთხილებლად მიაბჯენენ შუბლზე იარაღს და კლავენ, მერე კი სადღაც შუაგულ მინდორში ამოთხრილ საერთო საფლავში აგდებენ და მიწას აყრიან...
- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, რა უბედურებაა, ასე როგორ შეიძლება...
- თუ გინდა მერე გავაგრძელოთ, -გამომცდელად შემომხედა და თბილად გამიღიმა, უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- განაგრძე გისმენ.
- სად გავჩერდით?
- რატი რომ მათთან მუშაობას დასთანხმდა იქ.
- ჰო მათთან მუშაობას დასთანხმდა თუმცა ეს რათქმაუნდა მათი ყურადღების მოსადუნებლად გააკეთა, სულ რაღაც ორ თვეში მოახერხა მათი ნდობის მოპოვება...
- კი მაგრამ როგორ?
- რათქმაუნდა ამისთვის რაღაც-რაღაცების გაკეთება მოუწია, -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი და ამოიოხრა.
- მაინც რის გაკეთებამ მოუწია, -ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხმა, იმის წარმოდგენაც კი მზარავდა რისი გაკეთებაც დასჭირდებოდა მათი ნდობის მოსაპოვებლად.
- თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ მოგიყვება, მე კი მოკლედ მოგითხრობ იმას რაც თავს გადაგვხდა, იმ ბანაკში სადაც ვიყავით მხოლოდ სამი თვე დავყავით, იქაურობა უბრალო შემაგროვებელი და მოსამზადებელი პუნქტი აღმოჩნდა...
- რისთვის გამზადებდნენ?
- ახალ სამყაროში ცხოვრებისთვის.
- როგორ?
- აღარსად არის ქვეყნები და ის ქალაქები შენ რომ გახსოვს, ყველაფერი განადგურდა, შენობები, გზები, ინფრასრუქტურა მიწასთან არის გასწორებული, ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ასობით მცირე შემგროვებელი პუნქტი და რამდენიმე ათეული უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი რომელთაც ახალი სამყაროს ქალაქებს ეძახიან...
- გინდა თქვა რომ პარიზი აღარ არსებობს?
- მაინცდამაინც პარიზი რატომ გაგახსენდა?
- არ ვიცი, ალბათ ნერვების ბრალია, თავში ყველაფერი რიგზე ვერ მაქვს, -მხრები უხერხულად ავიჩეჩე და თვალები დავხუჭე.
- იცოდე არ დამცინო მაგრამ როცა გავიგე რომ მთელი მსოფლიო განადგურდა პირველი მეც პარიზი გამახსენდა, -იკას მხიარული ხმა რომ მომესმა ისევ გავახილე თვალები.
- მონა ლიზას ნახვა ოცნებად მქონდა გადაქცეული, რატი სულ დამცინოდა და მეხუმრებოდა ხოლმე პლატონურად ხარ მონა ლიზაზე შეყვარებულიო.
- ერთნაირი ოცნება გვქონია, მეც ძალიან მინდოდა რომ მენახა, ანუ აღარ არსებობს? -გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა როცა მიწასთან გასწორებული ლუვრი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი წარმოვიდგინე.
- მასზე გული ნუ დაგწყდება არაორიგინალი ყოფილა, -ზიზღის გამომხატავად დაებრიცა ქვედა ტუჩი.
- მოიცა შენ საიდან იცი რა იყო?
- ჩვენი ბანაკის ხელმძღვანელს ეკიდა კაბინეტში, მის საქმროს უჩუქებია რომელიც ერთ-ერთ სამხედრო რაზმს ხელმძღვანელობდა, მანამ წამოუღია ლუვრიდან სანამ გაანადგურებდნენ, ერთხელ ჩემი ყურით მოვისმინე როგორ ეუბნებოდა მატილდა რატის, ჩემი საქმრო ისეთი ბედოვლათია ორიგინალი ასლისგან ვერ გაურჩევიაო.
- ბანაკის უფროსი ქალი იყო?
- ჰო ახალგაზრდა, ქერა ფრანგი ქალი, ცივსისხლიანი მონსტრი თუმცა ულამაზესი.
- ის და რატი...
- ხომ გითხარი ასეთ თემებზე თუ გინდა მას ჰკითხე და მოგიყვება, -ისე ცივად მომიჭრა მაშინვე მივხვდი ყველაფერს საკითხავი აღარაფერი იყო...
- მიდი გააგრძელე, -ჩაწყვეტილი ხმით ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე, თავი გადააქნია იკამ ამოიოხრა და სევდიანად გაეღიმა.
- ჰოდა როგორც გითხარი მთელ მსოფლიოშია შემგროვებელი პუნქტები, შემგროვებელი პუნქტების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება რადგან მომთაბარეები კარგად მუშაობენ და თავისუფალ ადამიანთა რაოდენობა იკლებს, როგორც გეგმავენ როცა მთლიანად მოსპობენ მათ მოწინააღმდეგეებს, ქალაქებს იმ უზარმაზარ კედლებს მოხსნიან რითიც ახლა გარშემორტყმულია და ცხოვრებას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.
- ჰო მაგრამ თუ კედლებს მოხსნიან ამით ადამიანებს საშუალებას მისცემენ რომ გაიქცნენ.
- საქმე ისაა რომ არავის ენდომება გაქცევა, ქალაქები ყველაფრით არის აღჭურვილი რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს, თანაც ისინი ყოველდღიურად იღებენ ინექციის საკმარის დოზას იმისთვის რომ წინააღმდეგობის სურვილი არ გაუჩნდეთ.
- შენც ასე იყავი?
- ასე ვიყავი და ეს საშინელება იყო, მახსოვს რასაც ვაკეთებდი ოღონდ ახლა რომ ვუფიქრდები ვერ ვხვდები როგორ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემში ორი არსება ცხოვრობდა და ერთი რომელსაც მონური უნარჩვევები ჰქონდა ყოველთვის ჯაბნიდა მეორეს, თითქოს სადღაც წყვდიადში ვიყავი გამოკეტილი, ვერ ვსაუბრობდი, ვერ ვმოძრაობდი, შორიდან ვუყურებდი როგორ მართავდა ჩემს სხეულს ინექციისგან ტვინგამორეცხილი ჩემი ორეული...
- ახლა აღარ მიკვირს რატომ გაგიჟდა ჟანეტი, -ხმაათრთოლებულმა ჩავილაპარაკე.
- ჰო, ყველა ვერ უძლებდა, ერთი სიტყვით სამი თვის თავზე როცა ბანაკის დაშლა დაიწყეს უკვე ნამდვილი ზომბი ვიყავი რატი კი ხელმძღვანელის მარჯვენა ხელი გახდა, მატილდა თვალდახუჭული ენდობოდა...
- მართლა ძალიან ლამაზი იყო? -ვერ მოვითმინე და ვკითხე, გაეღიმა, ძლივს შეიკავა სიცილი.
- გეყოფა რა ნუ მაწყვეტინებ.
- უბრალოდ მაინტერესებს.
- ბავშვივით იქცევი, მშვენივრად იცი რომ რატი შენს გარდა ვერავის ამჩნევს ასე რომ დამაცადე მოვყვე, იცოდე კიდევ ერთხელ თუ შემაწყვეტინებ აღარ გავაგრძელებ...
- ერთი სიტყვით, რატიმ და მე ბანაკიდან ქალაქამდე გზაში მოვახერხეთ გაქცევა, უფრო სწორად რატი გაიქცა და მე ფაქტურად გამიტაცა.
- ეგ როგორ?
- ჩემი გათიშვა მოუხდა იმიტომ რომ ფხიზელი არავითარ შემთხვევაში არ წავყვებოდი, ნაბრძანები მქონდა ქალაქამდე მევლო ასე რომ ბრძანება უნდა შემესრულებინა, მანქანა გაიტაცა...
- წინააღმდეგობა არ გაუწიეს?
- ტყვედ მატილდა აიყვანა.
- ოჰო.
- ჰო ასეა, მატილდა მოიტაცა, მას კი საკუთარი თავი ძალიან უყვარს და ჯარისკაცებს უბრძანა არ დაგვდევნებოდნენ, სამშვიდობოს რომ გავედით ჩამოსვა და შუა გზაში დატოვა რასაც დღემდე ნანობს.
- რატომ ნანობს? -სიბრაზემ შემიპყრო და მოვიღუშე.
- იმიტომ რომ შემდეგ ამის გამო ბევრი პრობლემა შეექმნა, ჯობდა მოეკლა ან თან წამოეყვანა.
- რა ადვილად ლაპარაკობ სიკვდილზე.
- დრო შეიცვალა მირა, შენ თუ არ მოკლავ ისინი მოგკლავენ, ამიტომაც ვამბობ რომ უნდა მოეკლა, მან კი უბრალოდ გაუშვა, კარგა ხანს ვიარეთ ავტომობილით, მე და სიჯეის უკანა სავარძელზე გვეძინა გათიშულებს და საიმედოდ დაბმულებს...
- სიჯეი? სიჯეი რა შუაშია?
- გამომრჩა რომ მეთქვა, სიჯეი ბანაკში გავიცანით, მატილდას თავის პირად მოსამსახურედ ჰყავდა აყვანილი, მასაც ჩვეულებრივად უკეთებდა ინექციას, ცხოველივით ექცეოდა, ყელზე საბელ გამობმული დაყავდა.
- გადატანითი მნიშვნელობით?
- არავითარი გადატანითი მნიშვნელობა მირა, სიჯეის ყელზე ტყავის თასმა გამობმული ძაღლის ჯაჭვი ეკეთა, მატილდას ყოველ ბრძანებას მისი ერთგული ქოფაკივით ასრულებდა, როცა რატიმ ავტომობილი გაიტაცა ისიც მატილდასთან ერთად იყო, რათქმაუნდა რატი ვერ დატოვებდა ისიც გათიშა და წამოიყვანა, მატილდას თან ძალიან მნიშვნელოვანი საბუთები ჰქონდა რომელიც ჩვენ დაგვრჩა.
- და რა ეწერა იმ საბუთებში?
- ის მთელი ამ აურზაურის სულის ჩამდგმელებიდან ერთ-ერთის ქალიშვილია, სწორედ მამიკომ ჩააბარა იმ ბანაკის ხელმძღვანელის პოსტი სადაც ჩვენ ვიყავით, ამიტომაც ანდობდნენ მნიშვნელოვან საქმეებს, ყველაფერი გავიგეთ, როგორ იგეგმებოდა ათეულობით წლის განმავლობაში ეს გადატრიალება, როგორ იგეგმებოდა ადამიანთა რაოდენობის შემცირება და კონტროლქვეშ აყვანა, ახალი სამყაროს შექმნა სადაც აღარ იარსებებდა რელიგია, რასობრივი და კლასობრივი განსხვავება, სადაც აღარ იარსებებდა ხელოვნება, ლიტერატურა, სპორტი, უამრავ საფეხურიანი გეგმა...
- არ გითქვამს იმ დღეს რატომ გაიტაცეს მხოლოდ ქალები.
- ეს ცოტა არ იყოს უსიამოვნო მოსაყოლია, როგორც გითხარი სამი მთავარი მმართველი არსებობს, მთელ სამყაროს ისინი მართავენ, ერთ-ერთი საკმარისზე მეტად შეშლილია, საკუთარი ჰარამხანა აქვს მოწყობილი, ერთი სიტყვით მათთვის ყველაფერი ნებადართულია, ახალგაზრდა ლამაზ გოგონებს იტაცებენ და მასთან მიყავთ, მომთაბარეებს კარგად უხდის.
- ჩვენც იქ გვიპირებდნენ წაყვანას? -ყელზე შემოვიჭდე თითები, უკვე ისე ცუდად ვიყავი თავისუფლად ამოსუნთქვა მიჭირდა.
- ალბათ იქ წაგიყვანდნენ, -კბილები გააღრჭიალა იკამ და ნერვიულად შეკრა მუშტები, -ამის წარმოდგენაც კი არ მინდა მირა.
- საწყალი გოგოები.
- ნუ ნერვიულობ, ბანაკიდან გატაცებულებს რატი უკან დააბრუნებს.
- და დანარჩენები?
- ის დროც მოვა როცა ყველას გავათავისუფლებთ, უკვე ვემზადებით ამისთვის, რატის გეგმა აქვს, იმედია ყველაფერი კარგად წავა, -ხმა იმედით ჰქონდა სავსე და მეც ასე თუ ისე დავმშვიდდი.
- იმ ბუნკერში ყოფნისას რა მეგონა რომ თქვენ ასეთ დღეში იქნებოდით, ყველაზე უცნაურ ფანტაზიაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.
- წარმოუდგენელია და იმიტომ, -ამოიოხრა იკამ, -რას ვიფიქრებდი რომ მე და რატი ასეთ დღეში ჩავცვივდებოდით, რატიმ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვისაც და ბევრი სხვისთვისაც, ბანაკიდან წამოსვლიდან რამდენიმე საათში გამოვფხიზლდით მე და სიჯეი, რატიზე თავდასხმას ვცდილობდით.
- თავდასხმას? რატომ?
- იმიტომ რომ ქალაქში წასვლა გვქონდა ნაბრძანები, რატის კი აშკარად საწინააღმდეგო მიმართულებით მივყავდით, პარტიზანებს რომ არ გადავყროდით არ ვიცი რა მოხდებოდა, თავიანთ ბანაკში წაგვიყვანეს.
- როგორ მოხდა რომ ისევ ასეთი ხარ?
- როგორი ასეთი?
- ჩვეულებრივი, შენ ხომ ინექციას გიკეთებდნენ.
- ინექცია სამუდამოდ არ მოქმედებს ამიტომ არის საჭირო დოზის ყოველდღიურად მიღება, ზუსტად ერთი თვე დამჭირდა რომ წამალი მთლიანად გამოსულიყო ორგანიზმიდან, ეს ერთი თვე რატი პატარა ბავშვივით თავზე მადგა და მივლიდა, რამდენჯერმე მისი მოკვლაც კი ვცადე, ისე ცუდად მიყავი არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, თუმცა რატის ერთი წამითაც კი არ დაუკარგავს იმედი, მისი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ...
- სიჯეიც ასე ცუდად იყო?
- ბევრად უფრო ცუდად, მაგრამ მოახერხა და გამოძვრა, თუმცა ვფიქრობ რომ წამალმა მაინც დაუტოვა რაღაც, ხანდახან ძალიან ნერვიული და აგრესიულია, მაგრამ რაც მთავარია რატის ერთგულია და კარგი მეომარი, ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავ.
- ესე იგი მთელი ეს წლები სიჯეი რატისთან ერთად იყო? -ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე.
- მათ შორის არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში რატის მისთვის როგორც ქალისთვის არასდროს შეუხედავს.
- ეს არ მიკითხავს იკა, -ხმას ავუწიე და ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები.
- აღიარე რომ ეჭვიანობ.
- არ ვეჭვიანობ.
- ეჭვიანობ.
- არა.
- კი.
- რა გჭირთ? რატომ ჩხუბობთ? -თვალების ფშვნეტით წამოიწია ელიმ.
- მაპატიე ციცქნა გაგაღვიძეთ, -იკამ ფრთხილად აკოცა შუბლზე, ელიმ თვალები მილულა და პატარა საყვარელი ფისოსავით ამოიკრუტუნა, მივხვდი რომ აქ აშკარად ზედმეტი ვიყავი.
- საშინლად მეძინება, -ჩაიბუზღუნა, იკას მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და ბალიშებზე მიწვა.
- ამაღამ ჩემთან დარჩი რა, -საყვარლად აუფახუნა თვალები, იკამ მხრებაწურულმა გადმომხედა.
- მირა გთხოვ მიეცი უფლება ამაღამ ჩემთან დარჩეს, მარტო დაძინება არ მინდა, -ისე საყვარლად მთხოვდა თავი ვერ შევიკავე საწოლზე ჩამოვუჯექი და ჩავეხუტე.
- ხომ იცი ასე რომ მეწუწუნები უარს ვერ გეუბნები პატარა მანიპულატორო.
- ანუ თანახმა ხარ?
- მხოლოდ ერთი ღამე.
- მე აღარაფერს მეკითხებით? -მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული იკა ღიმილით გვიყურებდა.
- რა საჭიროა ვიცი რომ გინდა ჩემთან დარჩენა, -პირდაპირ მიახალა ელიმ, იკას აღარაფერი უთქვამს წამოდგა და მეც წამომაყენა.
- მიდი აიღე რაც გჭირდება, იმ კოტეჯამდე მიგაცილებ სადაც მე და რატის გვძინავს, -მსუბუქად მიბიძგა და მერე ელის მუქარით დაუქნია თითი, -იცოდე სანამ არ მოვალ დაძინება არ გაბედო.
- მიყვარხარ მირა, -პიჟამო ახუტებულს მომაძახა ელიმ, გაღიმებულმა გავიხურე კარი, ცოტა ხანში იქვე ახლოს მდებარე კოტეჯში ვიდექი და ყურადღებით ვათვალიერებდი პატარა, ასკეტურად მოწყობილ ოთახს.
- რატის საწოლი ეს არის, შეგიძლია აქ დაიძინო, -საწოლზე მიმითითა, -თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს, იცი სადაც უნდა მიპოვო.
- მოიცადე, -კართან მისული შევაჩერე, -ელიზე უნდა გელაპარაკო.
- ვიცი რაც უნდა მითხრა და შეგიძლია მშვიდად იყო, მას საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გავუფრთხილდები, ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც გულს ატკენს, გპირდები.
- ვიცი რომ არაფერ ცუდს და არასწორს არ გააკეთებ, უბრალოდ ელი ჯერ პატარაა, ბევრი არაფერი უნახავს ამ ცხოვრებაში, ყველაფერს ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებს, იმ ყველაფრის მიუხედავად რაც გადაგვხდა...
- ყველაფერი მესმის, -მომიახლოვდა, მხრებზე ხელი მომხვია და ნაზად ჩამეხუტა, -შეგიძლია მშვიდად იყო მირა, ელი ჩემს გვერდით კარგად იქნება, სიტყვას გაძლევ.
- - - - - - - - - -
დამშვიდებული და სრულიად მოდუნებული ვიწექი, თავი რატის სურნელით გაჟღენთილ ბალიშზე მედო და რომ არა რატის ასე შორს ყოფნა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებდა დედამიწის ზურგზე, ნეტავ ახლა როგორ არის? რას აკეთებს? როდის დაბრუნდება...
ვერ მივხვდი როდის ჩამეძინა, კარის ჭრიალმა და ფრთხილი ნაბიჯების ხმამ მომიყვანა გონს, თვალები გავახილე, საწოლთან შავ ტანსაცმელში ჩაცმული, შავი ნიღბით პირაკრული უცნობი იდგა, ერთხანს სულთამხუთავივით დამყურებდა, მერე ხელი ასწია და ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქზე დანის ბასრი პირი აელვარდა...




მიუხედავად იმისა რომ ახალი გაღვიძებული და ნახევრად გაბრუებული ვიყავი მაინც უსწრაფესი რეაქცია მქონდა, ხელი მომიქნია თუ არა მაჯაში ვტაცე და შევეცადე შემეჩერებინა, ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი, თუმცა არც მე ვიყავი სუსტი, საწოლზე წამაქცია, ზემოდან დამაწვა, ყველანაირად ცდილობდა დანა ჩემს ყელამდე მოეწვდინა, ღრმად სუნთქავდა და თვალები არაბუნებრივად უელავდა, მთელი ძალა მოვიკრიბე, ხელი ვკარი, საწოლიდან გადავაგდე და მეც გადავყევი, ახლა მე მოვექეცი ზემოდან, სხეულზე სხეულით ვაწექი, ვხვდებოდი რომ ქალი იყო, ცალი ხელით დანიანი ხელი დავუჭირე, მეორე ხელით კი ნიღაბი ჩამოვგლიჯე...
- სიჯეი? -აღმომხდა გაოგნებულს, ხელი ვუშვი და წამოვიწიე, ბოროტი ღიმილი აუელვარდა სიბრაზისგან მობრეცილ ტუჩებზე, ჩემი დაბნეულობით ისარგებლა და დანა მთელი ძალით გამიყარა ფერდში, უმწეოდ ვახამხამებდი თვალებს, საშინელი ტკივილისგან მოგვრილი ყვირილი ყელში მქონდა გაჩხერილი და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი...
- კი მაგრამ რატომ? -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
- გაინტერესებს რატომ? ყველაფერს მოგახსენებ პრინცესა, -ირონიულად ჩაიცინა და დანა ჭრილობიდან გამომაძრო, -ჭრილობაზე ხელი მიიჭირე, არ მინდა მანამ მოკვდე სანამ არ გეტყვი ასე ძალიან რატომ მეზიზღები, -ღვარძლიანი ხმით ჩაილაპარაკა, უხეშად მომეჭიდა მხრებში, სავარძლამდე მიმათრია და შიგ ჩამსვა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა, მოჭუტული თვალებით მიყურებდა და სისხლიან დანას ატრიალებდა ხელში, ცუდად ვიყავი, ჭრილობა საშინლად მტკიოდა, ბევრ სისხლს ვკარგავდი...
- არ დაიჯერებ და ხანდახან მენატრებოდი ხოლმე, -მშვიდი ხმით მითხრა, წამოწვა და თავქვეშ ბალიში ამოიდო, ახლა იღიმოდა, ისე იქცეოდა თითქოს ცოტა ხნის წინ სასიკვდილოდ არ გავემეტებინე, აშკარად ვერ იყო კარგად.
- ხმას რატომ არ იღებ მირა? ჩემი გეშინია?
- ასე ნუ მომექცევი სიჯეი, მე თუ მომკლავ გგონია რომ ეს შეგრჩება? გგონია რატი გაპატიებს ჩემს სიკვდილს?
- რატიმ არ იცის რომ აქ ვარ, ბანაკიდან ერთად წავედით მაგრამ გზაში რაღაც პატარა პრობლემა შეიქმნა სხვა ადგილზე და მის მოსაგვარებლად გამიშვა, ყველაფერი სწრაფად მოვაგვარე და ახლა აქ ვარ, -ღიმილით გაშალა ხელები და გადმომხედა, -მალე სისხლისგან დაიცლები, ბანაკიდან ისე გავალ ვერავინ მიხვდება რომ აქ ვიყავი, ვერავინ გაიგებს ვინ არის შენს სიკვდილში დამნაშავე, ან მოიცა, ერთი ძალიან კარგი იდეა მომივიდა, -ისევ წამოჯდა საწოლზე და ჩაფიქრებული სახე მიიღო, -ეს სისხლიანი დანა იკას ნივთებში ხომ არ დავმალო? იქნებ რატის ანონიმური შეტყობინებაც გავუგზავნო?
- ნამდვილი ავადმყოფი ხარ, -ვეღარ მოვითმინე, -გგონია ამ ყველაფერს დაიჯერებენ?
- რატი ძალიან მენდობა, თუ მოვინდომებ ყველაფერს ისე დავანახებ როგორც საჭიროა, დავანახებ როგორ უღაკლატა საუკეთესო მეგობარმა.
- ირაკლის რაღას ერჩი?
- იკას არასდროს მოვწონდი, ყოველთვის ეჭვით მიყურებდა...
- მე? ვერ ვხვდები მე რა დაგიშავე, -სასოწარვეთილს აღმომხდა.
- ვერ ხვდები არა? -გველივით ჩაისისინა და ჩემსკენ გადმოიხარა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა გადავიტანე სანამ შენ მიწისქვეშ კომფორტულად ცხოვრობდი, მაშინ როცა ჩემი და შენს თვალწინ დაიფერფლა.
- მე რატომ მადანაშაულებ? რა შუაში ვარ? რუბის ვერ გადავარჩენდი, ძალიანაც რომ მომენდომებინა მის გადარჩენას მაინც ვერ შევძლებდი.
- ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული ძუკნა ხარ და მეტი არაფერი, -დამარცვლით ცრიდა პირიდან ღვარძლით და ბრაზით სავსე ტყვიებს, -ასე უცბად გამოგვეცხადე სადღაც ჯანდაბიდან და გინდა რომ რატი წამართვა? ასე უბრძოლველად გინდა იმის მიღება რისთვისაც უამრავი რამ გადავიტანე?
- რატის არ უყვარხარ სიჯეი, რატომ არ გინდა რომ გაიგო?
- ვუყვარვარ უბრალოდ შენ მიშლი ხელს იმაში რომ მიხვდეს მხოლოდ მე შემიძლია მისი გაბედნიერება, ვერ წამართმევ გესმის? -ავისმომასწავებლად აათამაშა ხელში დანა.
- როგორ უნდა წაგართვა როცა შენი არ არის? -ვკითხე და მაშინვე ვინანე, გამწარებული წამოხტა, ჩემთან მოიჭრა, ცალი ხელი ყელზე მომიჭირა და ცალით სისხლმდინარე ჭრილობაზე დამაწვა, სიმწრისგან ამოვიღმუვლე და თვალზე ცრემლი მომადგა, ერთხანს გაცოფებული დამყურებდა ზემოდან მერე უკან დაიხია და ისევ საწოლზე ჩამოჯდა...
- არ იცი რა გადავიტანე სანამ აქამდე მოვაღწევდი, სასწაულით გადავრჩი როცა ეს ყველაფერი დაიწყო და ცეცხლმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა, -ისეთი ღიმილით და მშვიდი ხმით დაიწყო თხრობა თითქოს რაღაც სასიამოვნო ამბავს მიყვებოდა, -სხვა გადარჩენილებთან ერთად ვიმალებოდი, უამრავი ხმა დადიოდა, უამრავი ვერსია, უამრავი ლეგენდა და გამოგონილი ისტორია, ხალხს ეშინოდა, ვირთხებივით ვიმალებოდით, სამი კვირის შემდეგ მიპოვეს ჯარისკაცებმა, თავიდან როგორც ყველას მეც მეგონა რომ ჩემი დახმარება უნდოდათ, მაგრამ არ ვიცოდი რა მელოდა, ან საიდან უნდა მცოდნოდა... სადღაც მიგვიყვანეს, ბნელი უსახური შენობა იყო, უზარმაზარ დარბაზში შეგვყარეს ცხვრებივით, ჩემს გარდა სხვაც ბევრი იყო, ქალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები... ჯარისკაცები ჩვენს შორის დადიოდნენ და ადამიანებს ჯგუგებად ანაწილებდნენ, არავის უსმენდნენ, კითხვებს პასუხს არ სცემდნენ, ოჯახის წევრებს, ნაცნობებს, მეგობრებს, სხვადასხვა ჯგუფებში ანაწილებდნენ, იმათ კი ვინც შეწინააღმდეგებას ბედავდა სასტიკად უსწორდებოდნენ, მე სხვა რამდენიმე დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონასთან ერთად გარეთ გამიყვანეს, მათთან ერთად ავტომობილში ჩამსვეს, რამდენიმე საათი ვიყავით გზაში, ქალაქში მიგვიყვანეს, არ ვიცი რა ადგილია, რა ჰქვია, როდის მოასწრეს მისი აშენება ან რა მიზნით, საოცარი ადგილია, შთამბეჭდავი შენობებით და ინფრასტრუქტურით, დაბურული მინებიდან ვათვალიერებდით ქალაქის ქუჩებს სადაც ზომბებივით მოძრაობდნენ ერთნაირ უნიფორმაში ჩაცმული სახეზე ემოცია შეყინული ადამიანები, ქალაქის ცენტრში მდებარე უზარმაზარი შენობაში შეგვიყვანეს, თავად შენობა აშკარა იყო რომ გასართობ დაწესებულებას წამოადგენდა, ერთგვარ სამორინეს თუ რაღაც მაგდაგვარს, მესამე სართული მთლიანად იყო იზოლირებული და იქ ჩვენ ვცხოვრობდით...
- თქვენ? ანუ?
- ძნელი მისახვედრია? ჩვენ ანუ მეძავები, -სიმწრის სიცილი აუტყდა და ერთხანს ვეღარც კი ლაპარაკობდა, თავჩაღუნულს მხრები უცახცახებდა, -ჰო მირა სანამ შენ იმ მიწისქვეშეთში ისვენებდი მე უმაღლეს მთავრობას საკუთარი სხეულით ვუწევდი მომსახურებას.
- ღმერთო ჩემო, -სისხლით დასვრილი ხელი ავიფარე პირზე.
- მე იქ ღმერთი არ მინახავს, -ზუსტად გაიმეორა იკას სიტყვები, -მსოფლიო შეშლილების ხელშია მირა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, მატილდას მამაა, იმ ბანაკის ხელმძღვანელის სადაც რატი გავიცანი, სწორედ მატილდას მამას ვემსახურებოდი, მისი პირადი მეძავი ვიყავი, ნამდვილი ჰარამ ხანა აქვს მოწყობილი, თვითონ და მისი დამქაშები რათქმაუნდა ინექციას არ იღებდნენ და არც ჩვენ გვიკეთებდნენ, რომ გაეკეთებინათ იქნებ უფრო გაადვილებულიყო ყველაფერი მაგრამ არა, მოსწონდათ როცა წინააღმდეგობას ვუწევდით, ჩვენი ტკივილით და ტანჯვით იკვებებოდნენ...
- ძალიან ვწუხვარ, მართლა...
- გაჩუმდი და ხმა არ ამოიღო, -გაცოფებული ძაღლივით დამიღრინა და შეშლილივით აატრიალა თვალები, -ის ბებერი ყოველ დღე ძალადობდა ჩემზე, მაბავდა, მცემდა, მაუპატიურებდა, როცა ვეწინააღმდეგებოდი მაიძულებდა ორგიებში მიმეღო მონაწილეობა, ხელიდან ხელში გადავდიოდი, ერთი თვე გავატარე იმ ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთური ერთი თვე, ეს შეშლილი მთელ მსოფლიოს რომ წესრიგისკენ მოუწოდებს და მორჩილებას რომ ქადაგებს ორგიებში მონაწილეობისგან გადაღლილი გადიოდა ხოლმე ხალხთან სალაპარაკოდ, წმინდანის ნიღაბს აიკრავდა ვითომ აქაც არაფერიო და მოყვებოდა ხოლმე შეგონებებს, აი ზუსტად ასეთი რამდენიმე მანიაკის ხელშია მთელი მსოფლიო, დაუჩემებიათ დედამიწა უნდა გადავარჩინოთო...
- სიჯეი გთხოვ, შენს გამო ძალიან ვწუხვარ მაგრამ ახლა თუ ვინმეს არ დაუძახებ მართლა მოვკვდები, -უკვე ლაპარაკიც მიჭირდა, თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი, ვგრძნობდი როგორ იჟღინთებოდა სავარძელი ჩემი სისხლით.
- სწორედ ეგ მინდა რომ მოკვდე, რომ სამუდამოდ გაქრე და აღარასოდეს ჩადგე ჩემსა და რატის შორის, თავიდან სხვა გეგმა მქონდა, მინდოდა შენი თავი მათთვის გადამეცა რომ შენც იგევე წამება გამოგეარა რაც მე გამოვიარე, რომ იცოდე როგორ დაამშვენებდი მმართველის ჰარამხანას, შენით კარგად გაერთობოდა, გიჟდება შენნაირ ძუკნებზე, მართლა მინდოდა ამის გაკეთება თუმცა მერე გადავიფიქრე, თუ მეცოდინება რომ სადღაც, სადაც არ უნდა იყოს ცოცხალი ხარ და სუნთქავ, მშვიდად ვერ ვიქნები, ასე რომ უნდა მოკვდე, გესმის? უნდა მოკვდე, -ჯიუტი ბავშვივით წამოიყვირა.
- რა გინდა? გინდა შეგპირდე რომ რატისა და შენს შორის არ ჩავდგები? გინდა რომ თქვენი ცხოვრებიდან გავქრე? ამის გაკეთება შემიძლია, -უნდა მეცადა, როგორმე უნდა დამერწმუნებინა რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი.
- ტყუილად ნუ დაიღლი ენას, ვიცი რომ რატის არ დაშორდები, მითუმეტეს ჩემს გამო, -გაეღიმა და თავი გადააქნია, -გინდა მოყოლა გავაგრძელო?
- სხვა რა გზა მქონდა, თავი დავუქნიე, ჩემი ასეთი მდგომარეობა რომ არა ისტორიის სიმძიმის მიუხედავად მართლაც ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო უნდა მომესმინა და თან მელოცა რომ ვინმე გამოჩენილიყო და დამხმარებოდა, დრო შეძლებისდაგავარად უნდა გამეწელა, იმედია სისხლისგან სანამ დავიცლებოდი მანამ მოახერხებდა ვინმე ჩემს დახმარებას.
- იქ ყოფნის ერთი თვის თავზე როგორც იქნა შანსი გამომიჩნდა და გაქცევა ვცადე, არ გამიმართლა, დამიჭირეს, მატილდას მამამ საშინლად მცემა, ჩემი თავი თავის ჯარისკაცებს მიუგდო და უბრძანა ჩემზე ძალა ეხმარათ... სამნი იყვნენ, რიგრიგობით მაუპატიურებდნენ ის კი იჯდა და ღიმილით უყურებდა ამ ყველაფერს, მეორე დღეს კი მატილდას მოსამსახურედ გამამწესა იმ ბანაკში სადაც პირველად ვნახე რატი... თავიდანვე მომეწონა დავინახე თუ არა მაშინვე, მატილდამ ჩემზეც დაიწყო ინექციის გამოცდა თუმცა სანამ ინექცია ისე იმოქმედებდა რომ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი გახდებოდა მისი შეყვარება მოვასწარი, შეუძლებელია რატის იცნობდე და არ გიყვარდეს, უბრალოდ შეუძლებელია, -გამოხედვა შეურბილდა და ხმა დაუთბა, სადღაც ჩემს მიღმა გაუშტერდა მზერა, აშკარა იყო რომ რატიზე ფიქრობდა...
იქ ყოფნისას რამდენჯერმე მოახერხა ჩემი დახმარება, მატილდა საშინლად მექცეოდა, ისე როგორც ცხოველსაც კი არ მოექცევიან, რატი კი ყოველთვის ახერხებდა მისი ჩემდამი რისხვის შერბილებას და მატილდას გამოგონილი ჩემი არარსებული დანაშაულების საკუთარ თავზე აღებას, შემიყვარდა, ისე შემიყვარდა როგორც არასდროს არავინ მყვარებია, მაგრამ მერე როცა არ მიმატოვა და ბანაკიდან მეც წამომიყვანა, როცა გადამარჩინა, პატარა ბავშვივით რომ მივლიდა სანამ ინექციის მოქმედება გაივლიდა სამუდამოდ მივეჯაჭვე, ის მე მეკუთვნის და მე მას ვეკუთვნი გესმის? დიდი ხანია ერთად ვართ, დიდი ხანია მისით ვსაზრდოოდ და ვცოცხლობ და არ ვაპირებ მის დათმობას შენს გამო, უკვალოდ გაგაქრობ და დაგივიწყებს, რომ აღარ იარსებებ, მისი ცხოვრებიდან რომ გაქრები აუცილებლად დაგივიწყებს, -შეშლილივით უელავდა თვალები, დანა მოიმარჯვა, ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა თუ არა, ვიღაცამ ხმაურით შემოგლიჯა კარი...
-
- გაიღვიძე მირა გთხოვ, არ მიმატოვო, გემუდარები თვალები გაახილე, გთხოვ მირა, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, -ტირილნარევი ხმა ჩამესმოდა და ყველანაირად ვცდილობდი თვალი გამეხილა, ელის ვერ დავაღალატებდი, მარტო ვერ დავტოვებდი ამ ულმობელ სამყაროში.
- თავზე ისე ნუ დამტირი თითქოს მკვდარი ვიყო, -ვეცადე ღიმილით მეთქვა მაგრამ ტკივილმა სახე დამიმანჭა და ამოვიკვნესე.
- არ გაინძრე შენთვის მოძრაობა არ შეიძლება, -გახარებული მეცა და ჩამეხუტა, -როგორ მიხარია რომ კარგად ხარ, როგორ მიხარია... -იმეორებდა და სახეს მიკოცნიდა.
- ასე თუ გააგრძელებ გამგუდავ, -ძლივს მოვიშორე და ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებში ჩავხედე, -მოდი დამეხმარე რომ წამოვჯდე.
წამოჯდომაში დამეხმარა და ზურგს უკან ბალიშები ჩამიწყო, ოთახი მოვათვალიერე, ფანჯრიდან მზის შუქი შემოდიოდა, ისევ იკას და რატის კოტეჯში ვიყავი, რატის საწოლში ვიწექი, ჩემი პატარა გოგო კი ჩემს წინ იჯდა და ცრემლიანი თვალებით და ბედნიერი ღიმილით მიყურებდა, მაისური ავიწიე, ჭრილობა გადახვეული მქონდა...
- იკა სად არის? რა მოხდა წუხელ? -სიჯეი გამახსენდა და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, არაფერი არ მახსოვდა, როგორც კი კოტეჯში ვიღაც შემოვარდა მაშინვე გავითიშე.
- მე უკვე მეძინა, იკა გარეთ იყო გასული, ბანაკის შემოსავლელად და მცველების სანახავად, კოტეჯიდან ხმაური მოესმა თურმე, დაეჭვებულა, მარტო იყავი და ვერავის დაელაპარაკებოდი, არადა აშკარად ორი ადამიანის ხმა მომესმაო...
- ესე იგი იკამ გადამარჩინა?
- ჰო ასეა, -ელის სახეზე ისეთი ამაყი გამომეტყველება გადაეფინა ღიმილი ვერ შევიკავე.
- სად არის იკა?
- სიჯეის აცილებს.
- სად აცილებს? როგორ თუ აცილებს?
- სხვა ბანაკში გაუშვა, აქედან საკმაოდ მოშორებით, დღეიდან აღარ შეგაწუხებს, უნდოდა რატის მოსვლამდე მოეცადა და მანამდე აქ დაეკავებინა მაგრამ სიჯეი ისე ემუდარებოდა გამიშვიო...
- მოიცა ეს როგორ? ასე უბრალოდ გაუშვა სხვა ბანაკში? ეს... ეს...
- ყველაფერს მე აგიხსნი, -ოთახში უხმაუროდ შემოსული იკა დაგვადგა თავს, -ელი შეგიძლია ცოტა ხნით მარტო დაგვტოვო? -ღიმილით გადახედა და ისიც სიტყვისუთქმელად ადგა და გარეთ გავიდა, საწოლზე ჩამოჯდა იკა და ჩემი ხელი ხელში მოიქცია, ვიცოდი ხვდებოდა როგორი გაცოფებულიც ვიყავი მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ჩემი გაბრაზების ნამდვილ მიზეზზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
- როგორ ხარ მირა?
- კარგად ვარ მაგრამ სიჯეი ასე უბრალოდ არ უნდა გაგეშვა.
- შენი მესმის მირა, ვიცი რომ სიჯეი საშინლად მოიქცა, შენი მოკვლა სცდა მაგრამ...
- არაფერიც არ გესმის, -სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე, -გგონია იმიტომ ვბრაზობ რომ ჩემი მოკვლა სცადა და შენ უბრალოდ გაუშვი? გგონია მასზე შურისძიება მინდა? სიჯეი ავად არის იკა, თავში ყველაფერი რიგზე ვერ აქვს, რატი ისე ჰყავს აკვიატებული მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს, ჩემს გამოჩენამდე ეგონა რომ მასთან შანსი ჰქონდა ახლა კი ფიქრობს რომ შეიძლება რატი დაკარგოს, კარგად დაფიქრდი, ისეა შეშლილი ამ უპასუხო გრძნობისგან რომ თავს დამესხა და ჩემი მოკვლა სცადა, ვერც შენ გიტანს და მგონი რატის მეტს ვერც ვერავის იტანს ამ სამყაროში...
- რის თქმას ცდილობ ვერ ვხვდები, -დაძაბული მიყურებდა და ცდილობდა ჩემი აბდაუბდა სიტყვებიდან აზრი გამოეტანა, ვხედავდი როგორ ეღუშებოდა თანდათანობით სახე...
- არ უნდა გამეშვა, -ცივად გამოსცრა კბილებში.
- არ უნდა გაგეშვა, ჩემს გასანადგურებლად და იმისთვის რომ ისევ რატისთან ახლოს იყოს მტრებთან გარიგებაზეც კი წავა, ამაზე მიმანიშნა კიდეც, მითხრა საშუალება რომ მქონოდა მათ გადავცემდი შენს თავს რომ შენც იგივე გადაგეტანა რაც მე გადავიტანეო, ყველაფერს გავანადგურებ და გავწირავ იმისთვის რომ რატის გვერდით ვიყოვო...
- ჯანდაბა, ამის დედაც, საშინელი შეცდომა დავუშვი, -წამოხტა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, ის იყო უნდა გასულიყო რომ კარი დაუკაკუნებლად შემოაღო, შავ უნიფორმაში ჩაცმულმა კბილებამდე შეიარაღებულმა ახალგაზრდა ბიჭმა.
- მაპატიე იკა მაგრამ სასწრაფო საქმეა.
- რა ხდება?
- სიჯეი ბანაკამდე ვერ მიიყვანეს, შუა გზიდან გაიქცა.
- რა თქვი?
- თანმხლები მცველები დახოცა და ავტომობილი გაიტაცა, ვეძებთ მაგრამ კვალი დაგვეკარგა თუმცა ვვარაუდობთ რომ...
- დედაქალაქისკენ მიდის, -უემოციოდ ჩაილაპარაკა იკამ.
- როგორ მიხვდი? -გაკვირვებისგან ლამის პირი დააღო ბიჭმა, მძიმედ შემობრუნდა იკა და ისეთი სახით შემომხედა თითქოს პატიებას მთხოვსო, მერე კი ისევ მას მიუბრუნდა.
- სასწრაფოდ ევაკუაცია გამოაცხადეთ და რატის შეატყობინეთ ამის შესახებ რომ დანარჩენი პუნქტებიც გააფრთხილოს, სათადარიგო დაცულ ადგილზე გადავდივართ...


-

- გამოდის რომ რატი არცთუ ისე ძალიან ენდობოდა სიჯეის, დარწმუნებული ხარ რომ სიჯეიმ მართლა არ იცის ამ თავშესაფრის შესახებ? -ქვაში გამოკვეთილ მომცრო ოთახს თვალი მოვავლე და მერე ნივთების ამოლაგებაში გართული იკას გვერდით ჩავიმუხლე, -გინდა დაგეხმარო?
- ჯობია შენს ოთახს მიხედო და ჰო სიჯეიმ აქაურობის შესახებ არაფერი იცის, -მატრასზე ჩამოჯდა რომელიც პირდაპირ ქვის იატაკზე იდო და შუბლზე მომდგარი ოფლი ხელის ზურგით მოიწმინდა.
- საოცარი ადგილია.
- შენ ჯერ კიდევ არ გინახავს ყველაფერი, აქ უამრავი ოთახი გვირაბი და დარბაზია, ნამდვილი ლაბირინთია, მთების ქვეშ კილომეტრების სიგრძეზე ვრცელდება.
- ეს ყველაფერი ვინ გააკეთა, აქაურობას ნამდვილად ეტყობა ადამიანის ხელი, შეუძლებელია ასეთი სრულყოფილი საცხოვრებელი ბუნებრივი იყოს.
- რაღაც ნაწილი ბუნებრივია, მოდი ასე ვთქვათ, ბუნებამ დაიწყო და ადამიანებმა დაასრულეს.
- დაუჯერებელია, ამ რამდენიმე წელიწადში თანაც ასეთ პირობებში ასეთი საოცრების შექმნა როგორ შეძლეს?
- არასწორად გაიგე, აქ რომ მოვიდნენ ფაქტიურად ყველაფერი ასე დახვდათ, უბრალოდ მერე ნელ-ნელა სრულყვეს, ჯერ ვერ გავარკვიეთ ვინ როდის და რა მიზნით შექმნა ეს საცხოვრებელი ლაბირინთები მთების ქვეშ, ფაქტია რომ უხსოვარი დროიდან ასეა, ჩვენ უბრალოდ ვსარგებლობთ იმით რაც ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს, აქაურობა რომ არა ძალიან გაგვიჭირდებოდა.
- პირველები სტუმრები აშკარად არ ვყოფილვართ, ადგილობრივების გარდა სხვა ჩვენნაირად დაბნეული ხალხიც შევამჩნიე, სხვა ბანაკებიდანაც აქ გადმოვიდნენ?
- ჰო, ოთხი ბანაკი მთლიანად დაიცალა, ზუსტად ის ადგილები რომელთა შესახებაც სიჯეიმ იცოდა, გარდა ამისა ათობით ადამიანი, იმ ავადსახსენებელი მოვლენის პირველივე დღიდანვე აფარებდა თავს აქაურობას, თავიდან ეგონათ რომ მხოლოდ რამდენიმე პატარა გამოქვაბული იყო სადაც თხის მწყემსები თავიანთ საქონელთან ერთად ღამეს ათევდნენ ხოლმე, მერე და მერე აღმოაჩინეს გვირაბების და ოთახების სისტემა, აქაურობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული, ასე ვთქვათ ერთგვარი აუღებელი ციხესიმაგრეა.
- კი მაგრამ როგორ გადარჩნენ?
- თავიდან რათქმაუნდა უჭირდათ, მერე პარტიზანთა ერთ-ერთ ჯგუფთან მოახერხეს დაკავშირება, მათი ხელმძღვანელი საიმონი ახლა ცოცხალი აღარ არის მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო, მაშინვე მიხვდა აქაურობას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა, თავიდანვე გაასაიდუმლოეს, სანამ აქაურები ამ ყველაფერს მოერგებოდნენ საიმონი ახალმოსახლეებს ისედაც ძნელად მოპოვებული საკვებით, წამლებით და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებდა, ახლა კი პირიქით...
- რას გულისხმობ? -პირდაღებული გაფართოებული თვალებით ვუსმენდი, ეს ყველაფერი იმის შემდეგ რაც ვნახე და გამოვიარე მაინც საოცრებად მეჩვენებოდა.
- იმას ვგულისხმობ რომ აქ რამდენიმე მიწისქვეშა წყაროა, ასე რომ არასდროს აქვთ წყლის პრობლემა, მთელი ამ საცხოვრებელი კომპლექსის შუაგულში ხეობააა რომელშიც პატარა მდინარე მიედინება და მდინარის ორივე ნაპირზე საკმაოდ ნაყოფიერი მიწებია იმისთვის რომ სხვადასხვა მწვანილი და ბოსტნეული მოიყვანონ, ცხვრები ჰყავთ და პატარა ქათმების ფერმაც კი აქვთ, ალაგ-ალაგ გვირაბებსა და საცხოვრებელ ადგილებს შორის უზარმაზარი ღია თავისუფალი სივრცეებია სადაც სხვადასხვა გასართობი თუ სამრეწველო ცენტრებია მოწყობილი.
- დაუჯერებელია...
- სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე მეც ვერ დავიჯერე, -საუბრით დაღლილმა იკამ ამოიხვნეშა და გულაღმა დაეცა მატრასზე, -მოდი წამოწექი, ცოტა დაისვენე, -ხელით მანიშნა და მეც თავპატიჟი არ გამომიდვია, მის გვერდით წამოვწექი და უსწორმასწოროდ გამოჩორკნილ ჭერს ავხედე.
- პირველად როდის ნახე აქაურობა?
- როცა საიმონი დაიღუპა და რატი მეთაური გახდა მან უკვე იცოდა ამ ადგილის შესახებ.
- აკი გასაიდუმლოებული იყო?
- აქ მცხოვრებთა გარდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის ამ ადგილის შესახებ და მერწმუნე მათ შორის სიჯეი ნამდვილად არ არის, რატის კი საიმონი საკუთარი თავივით ენდობოდა, სხვათაშორის სიჯეი არ მოსწონდა, რამდენჯერმე სიტყვაც კი გადაუკრა მასთან ფრთხილად იყავიო, როცა დაიღუპა რატიმ გააგრძელა მისი საქმე და მაშინ პირველად ვესტუმრეთ აქაურობას, სხათაშორის აქაურები გიჟდებიან რატიზე...
- რატიზე ყველა გიჟდება, -რატომღაც დაბოღმილმა ჩავიბურტყუნე, იკამ სიცილი ვერ შეიკავა.
- ნუ ეჭვიანობ, სიჯეისთვის სხვანაირად არასდროს შეუხედავს, აქაურებს რაც შეეხება მას პატივს სცემენ და აფასებენ, რომ ნახო როგორი სამედიცინო პუნქტი მოაწყო...
- სამედიცინო პუნქტი? აქ?
- ჰო რა გიკვირს, მოიცა ცოტა დავლაგდეთ, რატიც მოვა და ყველაფერს დაგათვალიერებინებს, მერწმუნე აღფრთოვანებული დარჩები.
- როდის დაბრუნდება?
- მალე, მალე დაბრუნდება მირა, მანამდე კი შენთან სერიოზული საქმე მაქვს, -იკა წამოჯდა ხელები მუხლებზე დაიწყო და რმად ჩაისუნთქა, მივხვდი რომ მართლაც რაღაც სერიოზულის სათქმელად ემზადებოდა, მეც წამოვწექი და ცივ კედელს ზურგით მივეყრდენი.
- რა გჭირს არ მეტყვი? ისეთი სახე გაქვს თითქოს სიკვდილ მისჯილი იყო, -დაკვირვებით შევხედე თვალებში, არეული მზერა ჰქონდა, რაღაცნაირად მიყურებდა თითქოს ჩემი რცხვენოდა და ერიდებოდა.
- ელიზე უნდა გითხრა რაღაც, -როგორც იქნა ამოღერღა და სახეზე ხელები აიფარა.
- ხელები ჩამოწიე და ადამიანურად მითხარი რა გჭირს, -ღიმილი ვერ შევიკავე.
- არ მჯერა რომ ამაზე უნდა გელაპარაკო მირა მაგრამ სადაცაა ჭკუიდან გადამიყვანს, აღარ ვიცი რა მოვუხერხო, იცი რომ არ მელაპარაკება?
- ვიცი, მითხრა რომ გაბრაზებულია ოღონდ არ უთქვამს რატომ.
- გამომიცხადა გაგებუტე და არ გელაპარაკებიო, წარმოგიდგენია? ნამდვილი ბავშვია.
- სწორად თქვი იკა, ხომ არ დაგავიწყდა რომ ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა.
- სწორედ ამის თქმა მინდა, მისმინე, ჯერ კიდევ ვერ შევეგუე მის მიმართ ჩემს გრძნობებს, ჩემს თავს ვერ ვიტან იმის გამო რასაც მის მიმართ ვგრძნობ და განვიცდი...
- ვხვდები რასაც გრძნობ და განიცდი, -ხელზე ხელი დავადე და გამამხნევებლად შევხედე თვალებში, არ ვატყუებდი, მართლა მესმოდა მისი, სიყვარულს ვერ უბრძანებ, არც მოსვლას გვეკითხება და არც წასვლას, არც ასაკს და არც მგომარეობას, თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის ელი იყო პრიორიტეტული, მისი გრძნობები, განცდები, ჯერ პატარა, იყო, ძალიან პატარა ამ დამანგრეველი გრძნობისთვის რომელიც ბუკერიდან გამოსვლისთანავე დაატყდა თავს, ვხვდებოდი რომ იკა მოსწონდა თუმცა მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ არ ცდებოდა, შეიძლება რაღაც არსწორად გაიგო რადგან ყველაზე რთულ მომენტში იკა მხსნელად მოევლინა, გმირად დამცველად...
- ფიქრობ რომ შეიძლება ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდეს? -საცოდავი სახით მკითხა.
- შენ და რატის აშკარად ფიქრების კითხვა შეგიძლიათ და მალავთ, -უნიჭოდ ვიხუმრე თუმცა იკას თვალებში მაინც გაიელვა რაღაც ღიმილისმაგვარმა.
- არ გაინტერესებს რის გამო ვიჩხუბეთ?
- შენი აზრით რატომ გისმენ? რათქმაუნდა მაინტერესებს.
- აიჩემა გინდა თუ არა ერთ ოთახში ვიცხოვროთო, -როგორც იქნა ამოთქვა და პატარა დარცხვენილი ბავშვივით აუწითლდა ლოყები, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ძლივს ვიკავებდი სიცილს.
- მერე? შენ რა უთხარი, -როგორღაც მოვახერხე სერიოზული სახის შენარჩუნება.
- ვუთხარი რომ ჩემს ოთახში ვერ იცხოვრებს და შეგიძლია გაიცინო, თავს ნუ იკავებ, -წარბაწეულმა შემომხედა და მეც მხრებ აცახცახებული ჩავემხე ბალიშში, რამდენიმე წამი შეუსვენებლად ვიცინოდი.
- მაპატიე, არც კი ვიცი რა მაცინებს, -დარცხვენილმა შევხედე როგორც კი სული მოვითქვი.
- სასაცილოა აბა რა არის, -თვითონაც გაეღიმა, -ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, გოგო რომელზეც ვგიჟდები მთხოვს რომ ერთად ვიცხოვროთ, მე კი შეშინებული ვეუბნები უარს.
- უარი რატომ უთხარი? -ვკითხე და უკვე ვიცოდი რასაც მიპასუხებდა.
- იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბავშვია და არც კი იცის რას მთხოვს, ისეთი უმანკო, მიამიტი და გულუბრყვილოა... უბრალოდ ჩემთან ყოფნა სიამოვნებს, ჩემს გვერდით თავს დაცულად გრძნობს, ჩემთან ჩახუტებულს უკეთ სძინავს, მე კი... -ხელები გაშალა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა...
- შენ კი თავის შეკავება გიჭირს, -დავაბოლოვე.
- ასეა მირა, როცა ვხედავ, როცა ვეხები და მის სურნელს ვგრძნობ, როცა პატარა ფუმფულა კნუტივით მეკვრის მკერდზე, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა არასოდეს მიჭირდა, მოკლეხნიანი კავშირებიც მქონია ხანგრძლივიც, საკმაოდ სერიოზულიც, თუმცა ელი არავის ჰგავს, მის მიმართ დაუძლეველ მიზიდულობას ვგრძნობ მაგრამ მისი ასაკი და ის რომ ჩემგან ყოველღამე უბრალოდ მეგობრულად ჩახუტებას ელოდება და მეტს არაფერს, მტკივნეულ დაბრკოლებად მეღობება გზაზე, შეგიძლია რაც გინდა ის მითხრა, თუ გინდა მიყვირე და გამლანძღე, თუ გინდა მითხარი რომ ამხელა კაცი ვარ და თავში ჭკუის ნატამალი არ მაქვს, გეფიცები სიტყვას არ შემოგიბრუნებ, არაფერს გეტყვი იმიტომ რომ ვიცი ყველაფერს ვიმსახურებ, ყველაფრის ღირსი ვარ... -საცოდავად ჩაქინდრა თავი, მხრებში მოიხარა, მუხლებზე დაწყობილი ხელები უთრთოდა...
მასთან მივჩოჩდი, მკლავები შემოვხვიე და ჩავეხუტე, შეცბა, გაშეშდა, არ ვიცი რას ელოდა ჩემგან მაგრამ აშკარა იყო რომ არა ასეთ რეაქციას, ერთხანს გაშეშებული იჯდა, მერე მოდუნდა და ვიგრძენი როგორ აუთრთოლდა სხეული, ფრთხილად ავწიე თავი და ქვემოდან ავხედე, რატომღაც არ გამკვირვებია როცა დავინახე როგორ ჩამოეღვარა ლოყებზე ცრემლები, დამხედა, გამიღიმა და ისე ძლიერად მომხვია მკლავები რომ ნათლად ჩამესმა საკუთარი ძვლების ტკაცუნი.
- გეყოფა ასე რაღაცას დამმართებ, -მთელი ძალით გავიბრძოლე და ძლივს დავიხსენი მისი მკლავებისგან თავი.
- მართლა არ ბრაზობ ჩემზე? -მკითხა და მუჭით მოიწმინდა ცრემლი, ახლა ისეთი საყვარელი იყო, ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, დაბნეულ სკოლის მოსწავლეს ჰგავდა პირველად რომ ეზიარა მტანჯველი სიყვარულის სიტკბოებას.
- როგორ შემიძლია შენზე გაბრაზებული ვიყო, -თბილი ხმით ვუთხარი და დავინახე როგორ გაუბრწყინდა სიხარულისგან თვალები, -ვერც კი წამოიდგენ რა ბედნიერი ვარ რომ ელის შენ ჰყავხარ გვერდით, წარმოდგენაც კი არ მინდა რა შეიძლებოდა შენს ადგილზე სხვას გაეკეთებინა, შეიძლებოდა მისი გულუბრყვილობით და გამოუცდელობით ესარგებლა, ელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე შენ გენდობი იკა, ვიცი არასდროს გააკეთებ რამე ისეთს რაც მას გულს ატკენს.
- მოვკვდები ერთხელაც რომ შემომხედოს და მის თვალებში იმედგაცრუება დავინახო, -ჩაილაპარაკა და მივხვდი რომ უკვე აღარაფერი იყო სათქმელი.
- ელის მე დაველაპარაკები და გპირდები რომ დღესვე შეგირიგდება, -ვუთხარი და წამოვდექი, მშვენივრად ვხვდებოდი რატომ იქცეოდა ელი ასე და რა სჭირდა.
- მართლა დაელაპარაკები? -გულწრფელი სიხარული გადაეფინა სახეზე.
- ღმერთო ჩემო როგორ ასულელებს სიყვარული ადამიანებს, -თეატრალურად გადავატრიალე თვალები.
- შენი თავი რომ დაგანახა რატის როგორ უყურებ ხოლმე ამას აღარ იტყოდი, -ეშმაკურად ჩაეცინა, გახალისებული მივედი კართან, ის იყო უნდა გავსულიყავი რომ რაღაცამ გამიელვა გონებაში და ისევ მისკენ შევბრუნდი.
- იკა საიმონი როგორ დაიღუპა?
- ერთ-ერთი ოპერაციის დროს სროლაში მოყვა, ხიდიდან გადავარდა, მდინარემ წაიღო, რატომ მეკითხები?
- თქვენც მასთან ერთად იყავით?
- მე და რატი იმ ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებდით, მხოლოდ საიმონი, მისი ორი თანაშემწე და სიჯეი... მოიცა რის თქმას ცდილობ, -იკას თითქოს მხოლოდ ახლა გაუნათდა გონება, წამოდგა და დაძაბულმა მომაპყრო ბრაზისგან და გაოცებისგან გაფართოებული თვალები.
- საიმონის თანაშემწეები სად არიან? -აუღელვებლად განვაგრძობდი დაკითხვას.
- არავინ გადარჩენილა, მხოლოდ სიჯეი, დაჭრილი დაბრუნდა ბანაკში, მარჯვენა მხარში და ბარძაყში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი.
- ზუსტად იმ ადგილებში სადაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნებოდა, -ჩაფიქრებულმა ჩავილაპარაკე.
- გინდა თქვა რომ საიმონი და მისი თანაშემწეები სიჯეიმ დახოცა?
- ასე პირდაპირ ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ საეჭვოდ არ გეჩვენება?
- რა მოტივი უნდა ჰქონოდა? -მუშტები შეკრა და ბრაზისგან კბილები ააღრჭიალა იკამ.
- შენი აზრით? -მხრები ავიჩეჩე და უგემურად გამეღიმა, -ერთადერთი მოტივი რაც შეიძლებოდა ჰქონოდა რატია, ასე ნუ მიყურებ, სიჯეი რატიზე მანიაკალურად არის შეყვარებული, მისით არის შეპყრობილი, ალბათ რატის სიკეთე გაუკეთა, რატი ხომ საიმონის სიკვდილის შემდეგ გახდა მეთაური.
- ჯანდაბა, ამის დედაც, მგონი მართალი ხარ, -აღმოხდა იკას და ხელები კეფაზე შემოიწყო, -ამაზე აქამდე როგორ არ დავფიქრდით, არც მე და არც რატის აზრადაც კი არ გაგვივლია, მაგრამ ახლა როცა ამაზე ლაპარაკი დაიწყე ყველაფერს სხვა თვალით შევხედე, წინა დღეს სანამ საიმონი ოპერაციაზე წავიდოდა მან და რატიმ იკამათეს, ისეთი არაფერი უბრალოდ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, საიმონმა რატის უყვირა, უთხრა რომ ხელს უშლიდა და სხვა ბანაკში გაამწესებდა.
- ამას მართლა გააკეთებდა?
- რათქმაუნდა არა, ხომ გითხარი რატის ენდობოდა, საკუთარი შვილივით უყვარდა, უბრალოდ ძალიან ფიცხი კაცი იყო, ორიოდე საათში დაწყნარდა და ბოდიშიც მოუხადა.
- აქ სიჯეი რა შუაშია.
- მათ ჩხუბს შეესწრო, გაიგონა რაც უთხრა საიმონმა რატის, თუმცა არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მერე საღამო ხანს როცა ოპერაციას გეგმავდნენ, თვითონ მოითხოვა ჯგუფში გაწევრიანება და მათთან ერთად წასვლა, არადა ძალიან სახიფათო იყო, ესე იგი როცა მათ ჩხუბს შეესწრო მაშინვე დაგეგმა ყველაფერი, თავის ჭკუით ალბათ რატის იცავდა საიმონისგან, სიჯეი მართლა ძალიან საშიშია, წარმოდგენაც არ მინდა ახლა როცა ფიქრობს რომ რატიმ უღალატა და გაწირა რას ჩაიდენს.
- რატის არაფერს დაუშავებს, აი მე კი...
- ნუ გეშინია, ჩვენს გვერდით არაფერი გემუქრება, -ღიმილით მითხრა მაგრამ არ გამჭირვებია ამ ღიმილით შენიღბული შიშის დანახვა...
-
ვუყურებდი როგორ იჯდა კლდეში გამოკვეთილ უსწორმასწორო კიბეზე და როგორ გადაჰყურებდა ხეობაში ჩამომავალი მზის შუქით განათებულ მწვანედ აბიბინებულ მიწებს, მუხლებზე ეყრდნობოდა ხელებით, მსუბუქი ნიავი გრძელ ჩალისფერ თმას უფრიალებდა, მოღუშული იყო, ჩაფიქრებული, ფეხაკრეფით მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი, შეკრთა მაგრამ რომ მიხვდა მე ვიყავი დამშვიდდა.
- ნამდვილი საოცრებაა, კლდეებს შორის ყანები, მზე, წყალი, იცი რომ ბოსტნებიც აქვთ და კიდევ ხეხილის პატარ-პატარა ხეებიც, წარმოუდგენელია, -სევდიანი ხმით ლაპარაკობდა, მოწყენილი იყო.
- აქაურობა მართლაც რომ საოცრებაა, -დავეთანხმე და ქვემოთ გადაშლილი ხედი შევათვალიერე, ჩვენს წინ საკმაოდ ღრმა და ფართო ხეობა იყო გადაშლილი, ხეობის შუაგულში მდინარე მშვიდად და მდორედ მიედინებოდა, მდინარის ორივე ნაპირზე განთავსებულ დამუშავებულ მიწებზე ადამიანები ფუსფუსებდნენ, ორივე მხარეს კლდეებში, კიბეები, დერეფნები და ოთახები იყო გამოკვეთილი.
- იცი რომ საქათმეც აქვთ? -დავამატე და დავინახე როგორ გაუბრწყინდა სახე.
- წიწილებიც ეყოლებათ? -ისეთმა აღფრთოვანებულმა შემომხედა უცბად გამომიკეთა სიჯეიზე ფიქრით გაფუჭებული და მოჟამული ხასიათი, -წავიდეთ რა ვნახოთ წიწილები, -მუდარით სავსე მზერით შემომხედა.
- აუცილებლად წავალთ და ვნახავთ, -მხარზე მოვხვიე ხელი ჩემსკენ მოვიზიდე და შუბლზე ვაკოცე, -შენ ის მითხარი რა გჭირს, რატომ ხარ მოწყენილი?
- იკაზე ვარ გაბრაზებული, -მომახალა და სასაცილოდ გაბუშტა ტუჩები.
- რატომ რამე დააშავა? -უარის ნიშნად გააქნია თავი და ისე შემომხედა მივხვდი ყოყმანობდა ეთქვა თუ არა ჩემთვის რაც აწუხებდა, ვიცოდი ბოლოს მაინც მეტყოდა, ასე რომ მოთმინებით ველოდი, გული მტკიოდა როცა ასეთს ვუყურებდი, ახლა როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედის და მამის გვერდში დგომა მხოლოდ მე ვყავდი, მე ვეიმედებოდი...
- მიყვარს, -მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ჩაილაპარაკა ძლივსგასაგონად, სიმართლე რომ ვთქვა არ ველოდი თუ ასე პირდაპირ მეტყოდა, ვიცოდი რომ იკა მოსწონდა მაგრამ სიყვარული? იქნებ მადლიერების გრძნობა სიყვარულში ერეოდა, არ მინდოდა რომ შეცდომა დაეშვა.
- არ გჯერა არა? შენც ისეთი პატარა გგონივარ სიყვარულის მნიშვნელობაც რომ არ იციან? გგონია არ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ? იკაც სულ პატარას მეძახის, სულ იმაზე მიმანიშნებს რომ ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, საზიზღარი, როგორ ვერ ვიტან, -ამოისლუკუნა და ცრემლები მოიწმინდა.
- ვერ იტან? ორი წუთის წინ არ მითხარი რომ გიყვარს? -გულიანად გამეცინა.
- დამცინი? -გაბრაზებულმა შემომხედა, თავი ვერ შევიკავე რომ მისი აწითლებული და ცრემლებისგან სველი ლოყები არ დამეკოცნა.
- არ დაგცინი, რათქმაუნდა არ დაგცინი, ვიცი რასაც გრძნობ იკას მიმართ.
- წინააღმდეგი ხარ? ხომ იცი თუ შენ მეტყვი რომ წინააღმდეგი ხარ...
- წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო, მინდა კარგად იყო, ეს არის და ეს, მთავარია შენ იგრძნო თავი კარგად, მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?
- არ ვიცი უბრალოდ ვიფიქრე რომ... ვიფიქრე რომ... იკა ჩემზე დიდია თანაც საერთოდ არ მოვწონვარ, -საცოდავად დაიწუწუნა და აწყლიანებული თვალებით შემომხედა.
- საიდან მოიტანე რომ არ მოსწონხარ? ასე რატომ ფიქრობ?
- ხომ გითხარი, ისე მექცევა როგორც პატარა ბავშვს, მე თუ არ ჩავეხუტე თვითონ ახლოსაც კი არ მეკარება, იმაზეც უარი მითხრა რომ მის ოთახში დავიძინო ხოლმე...

დიდხანს ველაპარაკებოდი, ვუყვავებდი, ვუხსნიდი, ისიც მისმენდა, მშვიდად, მორჩილად გულისყურით და ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე, როგორ უმშვიდდებოდა, ვგრძნობდი როგორ უდუნდებოდა დაჭიმული, დაძაბული სხეული.
- მგონი მისთვის ბოდიში მაქვს მოსახდელი არა? -პატარა გულუბრყვილო კრავივით შემომხედა.
- ბოდიში აუცილებელი არ არის, უბრალოდ შეურიგდი და ამის შემდეგ კარგად დაფიქრდი ხოლმე სანამ რამეს გააკეთებ, -გამეღიმა და სახეზე ჩამოყრილი თმა გავუსწორე, -იკას შენთვის ცუდი არ უნდა და შენც ნუ იქნები სულსწრაფი, უბრალოდ ენდე და მისი გჯეროდეს კარგი?
- კარგი, -დამეთანხმა, ხელები წელზე შემომხვია და მკერდზე მომეკრო ლოყით, ნიკაპით თავზე დავეყრდენი და მისი სურნელი შევისუნთქე, -ჩემი პატარა გოგო, -ჩავილაპარაკე გულაჩუყებულმა.
- მგონი რაღაც ხდება, -ელიმ თავი წამოწია და ხეობისკენ მიმითითა, მდინარეზე გადებულ ვიწრო უმოაჯირო ხიდზე შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი გადმოდიოდა, მხედველობა დავძაბე, თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა როცა მათ წინ მომავალ მოკლე შავ ტყავის ქურთუკში და სამხედრო შარვალში გამოწყობილ მაღალ მამაკაცში რატი შევიცანი მაგრამ როცა ხიდს გადმოსცდა შედგა, თავი ასწია და ულამაზესი შავი თვალებით შემომხედა, ჩემმა გულმა არანორმალური სისწრაფით დაიწყო ძგერა...



ელის თხოვნას აქ მოიცადეო ყური არ ვათხოვე და სირბილით დავეშვი კიბეზე, ჩემი შემხედვარე რატი ერთ ადგილზე გაშეშდა, მზერა შეეცვალა, თვალები გაუბრწყინდა და ბაგეები ღიმილმა გაუპო, მკლავები გაშალა და გულში ჩამიკრა სუნთქვა აჩქარებული და ათრთოლებული...
- მომენატრე მირა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე, -ღიმილით მითხრა, ჩემი სახე ფრთხილად მოიქცია ხელებში, დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, თვალები მივლულე და ამოვიოხრე.
- მიხარია რომ გხედავ, -ერთადერთი ამის თქმა მოვახერხე.
დიდხანს არ მქონია მასთან ერთად ყოფნის საშუალება, მალევე გამომტაცეს ხელებიდან, უხერხულად აიჩეჩა მხრები, გამიღიმა და მზერით მომიხადა ბოდიში როცა ერთ-ერთი რაზმის მეთაურმა სთხოვა გაყოლოდა რაღაცის მოსაგვარებლად, გვიანობამდე ვერ მოიცალა ჩემთვის, არ გავბრაზებულვარ, არ მწყენია რადგან ეს მისი უყურადღებობით კი არა იმით იყო განპირობებული რომ რატი ფაქტიურად აქაურობის სულსა და გულს, აქაურობის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, ეტყობოდათ რომ ენდობოდნენ, რომ უყვარდათ, რომ მისი იმედი ჰქონდათ...
უკვე კარგად იყო დაღამებული როცა საკუთარი ოთახის დალაგებას მოვრჩი რომელიც სხვა ოთახებივით კლდეში გამოკვეთილ, პატარა ოთხკუთხედი ფორმის სამყოფელს წარმოადგენდა, ქვაში გამოჭრილ თაროებზე ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები განვალაგე და საკმაოდ ფართო და რბილ საწოლს სუფთა თეთრეული გადავაკარი, ოთახის ერთ კუთხეში ძველისძველი საწერი მაგიდა და სკამი იდგა, საწოლთან ტუმბო და უზარმაზარი ვარდისფერი პუფიც მქონდა ერთი სიტყვით ასეთ პირობებში ეს ისეთი კომფორტი იყო რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა, ამ ოთახში როგორც იკამ მითხრა მარტო უნდა მეცხოვრა, ელის ოთახი იკას საძინებლის გვერდით იყო, ჩემი კი მათგან მოშორებით დერეფნის ბოლოში, ნეტავ რატის სად უნდა დაეძინა...
მასზე ფიქრებში გართულმა ვერ გავიგე როგორ გაიღო კარი, ზურგს უკან ნაცნობი სხეულის სიმხურვალე და ყურთან მისი სუნთქვა რომ ვიგრძენი მაშინღა გავიაზრე რომ მარტო არ ვიყავი, შევბრუნდი და თავი მის მკლავებში ამოვყავი, წელზე მომიჭირა თითები და დაბნეულს და მისი სიახლოვით აღელვებულს ზემოდან დამხედა ღიმილით, დაღლილი ჩანდა თუმცა ისეთ სითბოს ასხივებდა...
- აქ რას აკეთებ? -სრულიად არალოგიკური კითხვა დავუსვი.
- აბა სად უნდა ვიყო? -გაიკვირვა.
- მე უბრალოდ... მე მეგონა... ვიფიქრე რომ უკვე გეძინებოდა და... -საერთოდ ავირიე და უკვე ვეღარ ვხვდებოდი რას ვამბობდი.
- სწორედ რომ დასაძინებლად მოვედი, -ჩაილაპარაკა, ხელი გამიშვა, მომშორდა და უზარმაზარი ზურგჩანთა რომელიც აქამდე ფეხებთან ედო კედელთან კუთხეში მიაყუდა.
- ძალიან დავიღალე, ბარგს ხვალ ამოვალაგებ, -ისე უდარდელად შემომცინა თითქოს რაღაც ძალიან ჩვეულებრივი რამ ეთქვას, მერე ფეხზე გაიხადა და მოწყვეტით დაეცა საწოლზე.
- შენ რა აქ აპირებ ცხოვრებას? ეს ჩემი ოთახია.
- შენი არა ჩვენია, იკამ არ გითხრა რომ ერთ საძინებელში მოგვიწევდა დარჩენა? წინააღმდეგი ხარ? -წამოჯდა და გამომცდელი მზერა მომაპყრო, ვხედავდი რომ ძლივს იკავებდა სიცილს, საძაგელი, მშვენივრად ხვდებოდა რომ წინააღმდეგობა კი არა სიხარულისგან სადაცაა ხტუნვას დავიწყებდი, რა აზრი ჰქონდა უარყოფას როცა მონატრებისგან სული მეწვოდა და მისი შეხების დაუოკებელი სურვილისგან სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, საწოლთან მივედი, თამამად მოვკალათდი მის მუხლებზე და კისერზე მოვხვიე მკლავები, დაიძაბა, სუნთქვა გაუხშირდა და თვალები აემღვრა, კეფაზე შემიცურა თითები, თავი დამახრევინა და მხურვალე ტუჩებით დამეწაფა ტუჩებზე, წამის მეასედში ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია, საწოლზე გადამაწვინა და მთელი სხეულით დამაწვა ზემოდან, კვნესა ვერ შევიკავე როცა მაისურის შიგნით შეაცურა ხელები, მისი შარვლის სათავეს წავეტანე ათრთოლებული თითებით...
- რას აკეთებ? -აღმომხდა როცა მომშორდა და ფეხზე წამოდგა, წამოვჯექი, ეშმაკურად მომღიმარს სუნთქვააჩქარებული და ვნება აშლილი შევყურებდი ქვემოდან.
- წამომყევი რაღაც უნდა გაჩვენო, -მშვიდად გამომიწოდა ხელი და თითები აათამაშა მოუთმენლობის ნიშნად.
- სერიოზულად? არ ხუმრობ? ახლა მართლა გინდა რომ რაღაცის სანახავად გამოგყვე? -სიმწრის სიცილი ვერ შევიკავე, ახლა ისეთი გაცოფებული ვიყავი რომ შემძლებოდა სიამოვნებით მივახრჩობდი, რას აკეთებდა, მეთამაშებოდა? ასეთ მდგომარეობაში აპირებდა ჩემს დატოვებას?
- გთხოვ წამომყევი, ის რაც უნდა გაჩვენო მერწმუნე ძალიან მოგეწონება, ნუ ბრაზობ უბრალოდ ადექი და წამომყევი, -თბილი შემპარავი ხმით და მაცდური ღიმილით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მთელი მოთმინების მოკრება დამჭირდა რომ არ ავფეთქებულიყავი, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, შევკრთი როცა ნაზად შემეხო სახეზე და მერე ჩემი ხელი მოიქცია ხელში, მის ნებას დავყევი როცა წამომაყენა, ორი ფუმფულა პლედი აიღო საწოლიდან და მხარზე გადაიკიდა.
- ესენი რაში გჭირდება? ამ შუაღამისას პიკნიკზე მივდივართ? შენ სადმე საჭმლით სავსე მოწნული კალათაც გექნება დამალული, -ირონია არ დავიშურე თუმცა ჩემს ირონიას ღიმილით შეხვდა, ერთად გავედით ოთახიდან, დერეფანს მხოლოდ რამდენიმე მკრთალად მბჟუტავი ჩირაღდნის შუქი ანათებდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული.
- უკვე გვიანია და ამ დროს ყველას ძინავს ხოლმე, -ჩემი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და თან ტუჩებზე თითის მიდებით მანიშნა ჩუმად იყავი და ხმა არ ამოიღოო, კარგა ხანს მივყადი მიხვეულ მოხვეული დერეფნებით, აქაურობა ლაბირინთს გავდა სადაც უიმისოდ გზის გაკვლევა ალბათ გამიჭირდებოდა.
- ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი სად მივდივართ? -ვეღარ მოვითმინე როცა კიდევ ერთ ვიწრო, ჩაბნელებულ ტალანში შევუხვიეთ, მომიბრუნდა და ფართოდ გამიღიმა, მკრთალ სინათლეში აელვარდა მისი თეთრი კბილები, ხელზე მაგრად მომიჭირა ხელი.
- ფრთხილად აქ კიბეა, -მანიშნა და ფრთხილად დაიწყო სვლა ქვემოთ, ცოტა ხანში პატარა მოედანზე აღმოვჩნდით, კიდევ ერთი დერეფანი გავიარეთ და გზა ხისგან გამოთლილმა კარმა გადაგვიღობა.
- მოვედით ოღონდ სანამ შევალთ თვალები უნდა დახუჭო, გთხოვ, -დაამატა როცა დაინახა რომ შეკამათებას ვაპირებდი, -გთხოვ დახუჭე თვალები, სიურპრიზსს ნუ გამიფუჭებ, -სხვა რა გზა მქონდა თვალები მაგრად დავხუჭე და მთელი არსებით მივენდე მის ხელებს, კარი ჭიალით გაიღო და ასევე ჭრიალით დაიხურა ჩვენს ზურგ უკან, რამდენიმე ნაბიჯი გავიარეთ, მერე კიბეზე ჩავედით...
- ჯერ არ გაახილო კარგი? -ჩამჩურჩულა.
- ნუ ბავშვობ, -შევუღრინე გაურკვევლობისგან და მოუთმენლობისგან გაღიზიანებულმა, პასუხად კი მხურვალე კოცნა მივიღე მხარზე, მერე კისერში... -რას აკეთებ? -დავიწუწუნე და მოლიპულ ნიადაგზე ფეხი დამისხლტა, მისი ძლიერი მკლავები რომ არა ალბათ გოგრასავით დავასკდებოდი ძირს.
- ფრთხილად, აქაურობა სველი და მოლიპულია, -გამაფრთხილა სიცილით.
- უღრმესი მადლობა რომ წინასწარ გამაფრთხილე, -ჩავიბურტყუნე და მეუცნაურა როცა შედგა, ერთხანს ადგილიდან არ ვიძროდით, ზურგიდან ამეკრო, წელზე მომხვია მკლავები.
- მოვედით, შეგიძლია თვალები გაახილო, -ხრინწგარეული ხმით მითხრა, ფრთხილად დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და აღფღოვანებისგან გაურკვეველი ბგერები აღმომხდა, ერთხანს სუნთქვაშეკრული ვუცქერდი ჩემს თვალწინ გადაშლილ საოცარ სანახაობას და ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი
პატარა, ოვალური ფორმის მქონე ტბის წინ ვიდექით, ტბა კლდეებს შორის იყო მოქცეული, ზემოდან ჩამომავალი მთვარის შუქი მოსარკულ წყალში ირეკლებოდა და წარმოუდგენლად ლამაზ სანახაობას ჰქმნიდა, წყლიდან ამომავალი ორთქლი ჰაერში ადიოდა, ბღუჯა-ბღუჯა პატარა ფუმფულა ღრუბლებივით მიიწევდა მაღლა და ჯადოსნურ, მისტიურ გარემოს ჰქმნიდა.
- ეს... ეს უბრალოდ სასწაულია, საოცარი სილამაზეა, -ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
- მოგწონს? ვიცოდი რომ მოგეწონებოდა, -ხმაზე ეტყობოდა რომ უხაროდა ჩემი გაკვირვება რომ მოახერხა.
- მართლაც ძალიან ლამაზია მაგრამ შენ ჯერ მთავარი არ იცი, წყალი თბილია.
- თბილი? ვინ ათბობს? -ვიკითხე და ჩემმა სულელურმა კითხვამ თავად მე მომგვარა ღიმილი.
- რა სასაცილო ხარ, -თავზე მაკოცა, რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა, პლედები იქვე ძირს გაშალა და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური, მერე კი შარვლის ღილები შეიხსნა.
- რას აკეთებ? -პირდაღებული მივშტერებოდი მის უნაკლო სხეულს, არაფერი მიპასუხა, შარვალი გაიხადა და საცვლისკენ რომ წაიღო თითები თვალები დავხუჭე, მანამდე არ გამიხელია სანამ წყლის დგაფუნი არ მომესმა, სევხედე, უკვე შუაგულ ტბაში იყო და სიცილით მიქნევდა ხელს.
- გაიხადე და ჩამოდი, ნუ გეშინია არავინ შეგვაწუხებს, აქაურობა ამაღამ მხოლოდ ჩვენია.
ამ საოცრებაზე, შანსზე რომ ამ ჯადოსნურ ტბაში მებანავა უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, თანაც როცა ვიცოდი რომ იქ სიღრმეში ის მელოდა, ხელით ვანიშნე შებრუნდითქო, ჩაიცინა და ზურგი მაქცია, მის ტანსაცმელს გადავხედე, ის თუ შიშველი ბანაობდა იქნებ მეც გამებედა გახდა, აცახცახებულმა გავიხადე ტანზე, გავშიშვლდი და ფრთხილად, თითისწვერებზე დამდგარი მივედი ტბასთან, შევამოწმე, წყალი მართლა თბილი იყო, გაბედულად შევაბიჯე...
- ულამაზესი ხარ, -მომესმა ზურგს უკნიდან, ვერ მივხვდი როდის აღმოჩნდა ჩემს უკან, წელამდე წყალში ვიდექი, დაფეთებულმა ავიფარე მკერდზე ხელები.
- გინდა ცურვაში შევეჯიბროთ? -მხიარულად გამიცინა და თავით გადაეშვა წყალში, თუ ცურვაზე მიდგებოდა საქმე ნამდვილად არათანაბარ სიტუაციაში ვიყავით, ალბათ დაავიწყდა რომ თვითონვე მომიყვა თუ რა არაჩვეულებრივი მოცურავე იყო, თუმცა ახლა ეს ვის ადარდებდა, მისმა უშუალო საქციელმა წამებში მომიხსნა დაძაბულობა და ავედევნე.
ალბათ რამდენი დროც არ უნდა გასულიყო ყოველთვის შევძლებდი მეთქვა რომ ის ღამე საუკეთესო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში, სიმშვიდე, სიწყნარე, თბილი წყლით სავსე მთვარის შუქით განათებული ტბა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და რატი ჩემს გვერდით, დიდხანს ვცურავდით, ერთმანეთს დავდევდით და პატარა ბავშვებივით ვთამაშობდით, საერთოდ აღარ მაინტერესებდა სიშიშვლე, არანაირ უხერხულობას აღარ ვგრძნობდი და ყოველი გასული წუთი უფრო და უფრო მიმატებდა მის მიმართ ვნებას და სურვილს, ხელში აყვანილი გამომიყვანა ნაპირზე და იქვე გაშლილ პლედზე დამაწვინა, ერთხანს გაუნძრევლად დამყურებდა ზემოდან, მითიურ არსებას ჰგავდა მთვარის შუქზე, ახოვანი, ფართო მხარბეჭით, სახეზე ჩამოშლილი სველი თმით და ანთებული თვალებით, ხელი ავწიე და ათრთოლებული თითები ნაზად ჩამოვუსვი სახეზე, მერე ყელზე, მკერდზე, თვალები დახუჭა, გაიღიმა და გამშრალ ტუჩებზე ენა გადაიტარა, ვხედავდი როგორ ებრძოდა საკუთარ თავს თუმცა ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი, მე მას ვეკუთვნოდი, მთელი არსებით სულით და სხეულით, წამოვიწიე, ორივე ხელით მოვეხვიე კისერზე და მის ტუჩებს მივწვდი...

მშვიდად იწვა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ცალი მკლავი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული ცალით კი მე მეხვეოდა, მის მკერდზე მედო თავი და მის გულისცემას ვუსმენდი.
- როგორ ხარ? -მკითხა და აბურდულ თმაში შემიცურა თითები, გულიანად გამეცინა.
- ახლა ის სტანდარტული ბანალური დიალოგი უნდა გვქონდეს?
- არა, მე მართლა მაინტერესებს როგორ ხარ.
- ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, -უყოყმანოდ ვუპასუხე და არ მომიტყუებია, მართლა ასე იყო, თავი ასე საოცრად არასოდეს მიგრძვნია.
- დროა წავიდეთ, რას იტყვი? -ასადგომად წამოიწია, წამოჯდა და მეც წამომაყენა.
- სერიოზულად? მეგონა ამაღამ აქ დავრჩებოდით, -უკმაყოფილოდ ავბუზღუნდი.
- აქ თუ დავრჩით ვერ გამოვიძინებთ.
- რატომ? მე მშვენივრად ვგრძნობ თავს შენს მკლავებში, -მკერდზე გავუხახუნე ცხვირი და ქვემოდან ავხედე, შევცბი როცა მისი მზერას შევეჩეხე, გავოცდი იმდენი სითბო, სინაზე და სიყვარული იკითხებოდა მის თვალებში, აღარაფერი მითქვამს უხმოდ ჩავიცვი და ხელჩაკიდებულები გავუყევით გზას საძინებლისკენ.
დილით რომ გავიღვიძე საწოლში არ დამხვდა თუმცა არ გამკვირვებია, ალბათ ისევ რაღაც საქმის გამო დაუძახეს დარწმუნებული ვიყავი ეს ხშირად მოხდებოდა, ამას უნდა შევგუებოდი, წამოვჯექი აბურდული თმა შეძლებისდაგვარად ჩამოვისწორე და იქვე მიგდებული მაისური გადავიცვი, ტუჩები სიამოვნების ღიმილმა გამიპო წუხანდელი ღამე რომ გამახსენდა, მისი შიშველი სხეულის სხეულზე შეხება, ტუჩები ჩემს ტუჩებზე, თითები...
- რაზე ფიქრობ? -მომესმა და თვალები ვჭყიტე, ისე იღიმოდა აშკარად მიხვდა რაზეც ვფიქრობდი, სირცხვილისგან სახე გამიხურდა და ლოყებზე ხელები ავიფარე.
- იმედია ამასაც ბანალურობად არ ჩამითვლი, -წინ საუზმით სავსე ლანგარი დამიდო, ცხელი ყავით სავსე ორი ფინჯანი, ტოსტები და ულამაზესი ყვითელი ყვავილების პატარა თაიგული, გულაჩუყებულმა შევხედე, სახეგაბრწყინებული მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა.
- მადლობა, -მხოლოდ ამ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე, კიდევ რამე რომ მეთქვა ალბათ პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი, თვითონაც არაფერი უთქვამს, ახლაც როგორც ყოველთვის უსიტყვოდ გაიგო ჩემი სათქმელი, ჩუმად მივირთმევდით ყავას და ტოსტებს ვაყოლებდით, ყვავილების თაიგულიდან ერთი ყვავილი აიღო და ყურთან თმაში ჩამიმაგრა.
- გიხდება.
- ლამაზია, სად იპოვე?
- მდინარის ნაპირზე იზრდება, დავინახე თუ არა შენ გამახსენდი, შენსავით უცხოა, ლამაზი, სურნელოვანი, ნაზი და ამავდროულად ძალიან ძლიერი, ყველა სეზონზე ყვავილობს.
- კომლიმენტები გეხერხება ვერაფერს ვიტყვი, -გამეღიმა და საწოლიდან გადმოვალაგე ფეხები, -მგონი დროა რომ ჩავიცვა და საქმეს მივხედოთ.
- საქმეს? რას გულისხმობ? -წამოწვა და თავქვეშ ამოიწყო მკლავები.
- რას და იმას რომ ასე უსაქმოდ ყოფნას აღარ ვაპირებ, მეც მინდა რომ რაღაცით დაგეხმაროთ, მინდა რომ ყველაფერი მასწავლო რასაც აკეთებ, მინდა რომ თავი უსარგებლო არ ვიგრძნო.
- მოდი ჩემთან, -ბალიშზე გაშლილ მკლავზე მიმითითა, ლანგარი იატაკზე გადავდე და პატარა კნუტივით მოვიბუზე მის მკლავებში.
- სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ მირა, ოღონდ არ ვიცი საიდან დავიწყო, მინდა რომ კარგად მომისმინო და შეეცადო რომ გამიგო.
- ისე დაიწყე აშკარად რაღაც ძალიან ცუდი უნდა მითხრა, -ნაძალადევად გავიცინე.
- სიმართლე რომ გითხრა შენთვის ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი და მეორე შედარებით უსიამოვნო, რა გირჩევნია რომლით დავიწყო?
- ცუდით, -დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- დარწმუნებული ხარ?
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი თეორია მაქვს, ჯერ რომ კარგი მითხრა და მერე ცუდი ცუდი კარგს გადაფარავს ასე რომ ჯერ ცუდი მითხარი და მერე კარგი რომ კარგმა ცუდი გაანეიტრალოს.
- ყოველთვის ახერხებ ჩემს გამხიარულებას, -გაეცინა, ფრთხილად წამოჯდა და ჩემს წინ მოთავსდა საწოლზე ფეხმორთხმით, -მისმინე მირა, არ მინდა რომ გაბრაზდე უბრალოდ იცოდე რომ სხვა გზა არ მქონდა, როცა სიჯეის შესახებ შემატყობინეს, მისი შეპყრობა გადავწყვიტეთ, სამწუხაროდ სანამ მის პოვნას შევძლებდი მანამდე მოასწრო ჩვენს მოწინააღმდეგებთან კონტაქტზე გასვლა და ისინიც ჩვენს ბანაკებს დაესხნენ თავს მაგრამ იკას სწრაფი რეაგირების წყალობით ზარალის მინიმუმამდე დაყვანა შევძელით, იკამ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ყველას გახიზვნა.
- სიჯეი რომ გამწარებული გაიქცა ბანაკიდან ისედაც ვიცოდით რომ ასე მოხდებოდა, აქ გასაკვირი არაფერია, ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ?
- ახლა აქ არის?
- რაა? -მეგონა მომესმა ან იხუმრა მაგრამ რატი ისე სერიოზულად მიყურებდა ხუმრობის არაფერი ეტყობოდა.
- სიჯეის შეპყრობა მოვახერხეთ და იძულებული გავხდი აქ წამომეყვანა.
- ანუ ახლა აქ არის? შეიძლება რომ ვნახო და დაველაპარაკო?
- სერიოზულად? დარწმუნებული ხარ რომ მისი ნახვა გინდა? -დაეჭვებულმა შემომხედა.
- კარგი რა რატი, მართლა გეგონა რომ ამის გამო გავბრაზდებოდი? სანამ შენ გაიცნობდი მანამდე ჩემი მეგობარი იყო და ნამდვილად არ იყო ცუდი ადამიანი, უბრალოდ იმ სასტიკ გამოცდას ვერ გაუძლო ცხოვრებამ რომ მოუწყო, ახლა მას ახლა მას სითბო, სიყვარული და ჩვენი გვერდში დგომა ჭირდება რომ მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლოს.
- არამგონია მოახერხოს, -სინანულით გადააქნია თავი.
- არაფერს ვკარგავთ რომ ვცადოთ ხომ ასეა?
- ნამდვილი სასწაული ხარ მირა? იღბლიანი ვარ, ძალიან იღბლიანი, გამიმართლა რომ ჩემს გვერდით ხარ და ჩემი ხარ, -ფრთხილად მიმიზიდა და გულში მთელი ძალით ჩამიკრა.
- კარგი ამბავი? -ძლივს ამოვილუღლუღე მისი სურნელით გაბრუებულმა.
- რომელი ამბავი? -აშკარად აღარ ახსოვდა.
- ხომ თქვი რომ ორი ამბავი გქონდა ჩემთვის კარგი და ცუდი.
- აჰ ეგ? ახლა მოემზადე, ვერ წარმოიდგენ ისეთი რაღაც უნდა გითხრა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძლიერდება წინააღმდეგობა და ყველაზე ძლიერი მუხტი თუ გამოიცნობ საიდან მოდის?
- ახლა არ მითხრა რომ...
- ჰო, სწორად მიხვდი, ამ ეტაპზე საქართველოა წინააღმდეგობის ეპიცენტრი, ყველაზე ცხელი და დაუმორჩილებელი წერტილი, საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენი რაზმი რომელსაც სათავეში მე და იკა ვუდგავართ საქართველოში მიდის რათა იქაურ მოწინააღმდეგეებს დაეხმაროს, სათავეში ჩაუდგეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
- ანუ?
- ანუ მოემზადე, ორ კვირაში საქართველოში ვბრუნდებით...





- მომწონს საქართველო, -ელიმ აღფრთოვანებულმა მოავლო თვალი აბიბინებულ მინდორს, ბალახებში გულაღმა გადაწვა, თვალები დახუჭა და მცხუნვარე მზეს მიუშვირა სახე.
- ნეტავ მოგესწრო და მაშინ გენახა სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, -გულდაწყვეტილმა ჩავილაპარაკე და გვერდით მივუწექი, უკვე სამი კვირა იყო რაც საქართველოში დავბრუნდით და ჯერ კიდევ არ შემეძლო უემოციოდ შემეხედა მიწასთან გასწორებული და განადგურებული ქალაქებისთვის, მტვრად ქცეული სახლებისთვის, უგზო უკვლოდ გამქრალი ისტორიული ძეგლებისთვის...
თბილისში და მთელ მის შემოგარენში მთავრობას მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული და როგორც იტყვიან ჩიტსაც კი უჭირდა ქალაქში გადაფრენა, არამხოლოდ თბილისში, გახშირებული და გაძლიერებული წინააღმდეგობრივი მოძრაობების გამო ახლა ყველგან შეიძლებოდა გადავყროდით ჯარისკაცთა რაზმებს ამიტომ ზედმეტად ვფრთხილობდით, იშვიათად ვახერხებდით თავშესაფრიდან გამოსვლას და თავისუფლად სეირნობას და ეს დღე სწორედ იმ იშვიათ დღეთაგან ერთ-ერთი იყო.
- მხოლოდ ეს ბუნება, წყალი, ცა და ჰაერიც კმარა საიმისოდ რომ სამუდამოდ შეყვარებული დავრჩე აქაურობაზე, ნახე რა სილამაზეა, ჯერ ირგვლივ მიმოიხედე, მერე თვალები დახუჭე და მოუსმინე... -საჩვენებელი თითი ასწია ელიმ ჰაერში და მანიშნა რომ გავჩუმებულიყავი, -გესმის? უსმინე როგორ მოჩუხჩუხებს.
ერთხანს გასუსულები ვუსმენდით მდინარის ხმას რომელიც მშვიდად მიიკვლევდა გზას ახლომდებარე ხევში, რატომღაც გულს მიჩუყებდა და თან სიამაყით მავსებდა ის ფაქტი რომ ელის ასე ძალიან მოსწონდა საქართველო, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა რაც დაგვხვდა...
- იკას შეურიგდი? -ვკითხე და დავინახე როგორ აიბზუა ცხვირი უკმაყოფილოდ.
- არ შევურიგდები, -გულზე გადაიჯვარედინა მკლავები და მოღუშულმა გადმომხედა, -ისე რომ იცოდე შენზეც გაბრაზებული ვარ და ნუ დაიწყებ ახლა იკას გამართლებას თუ არ გინდა რომ შენც გაგებუტო.
უკვე სამი კვირა გავიდა, ჩემი აზრით სამი კვირა საკმაოდ დიდი დროა იმისთვის რომ მისი პატიება შეძლო, მიუხედავად იმისა რომ არაფერი დაუშავებია.
- ხომ გითხარი ნუ ამართლებ მეთქი.
- ჩემზე რაღატომ ბრაზობ? -სიცილი ვერ შევიკავე ისეთი საყვარელი იყო ასეთი მოღუშული და გაბუსხული.
- იმიტომ ვბრაზობ რომ ყოველთვის მის მხარეს ხარ, ყოველთვის ყველაფერში ეთანხმები და არ გინდა ახლა არ დაიწყო რომ ჩემთვის კარგი უნდა და იმიტომ, კარგს ეძახი იმას რომ ჩემი წამოყვანა არ უნდოდა? -თვალები ცრემლებით აევსო და ეს ერთგვარი სისუსტის გამოვლინება რომ დაემალა წამოჯდა და ზურგი შემაქცია, გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე, ერთხანს დაძაბული იჯდა მერე თვითონაც მომეკრო, მხარზე დამადო თავი და საცოდავად ასლუკუნდა.
- ჩემს იქ დატოვებას აპირებდა გესმის?
- მხოლოდ იმიტომ რომ ეშინოდა, რატომ არ გინდა გაიგო? იკა მხოლოდ შენს დაცვაზე ფიქრობს, იქ ყველანაირად უსაფრთხოდ იყავი, ხომ ნახე რამდენი ვიწვალეთ აქამდე რომ ჩამოგვეღწია, შეეშინდა რომ შეიძლება გზაში რამე ხიფათი შეგვემთხვეოდა ან აქ...
- ან აქ ვინმე ქართველ გოგოს იპოვიდა და მე დამივიწყებდა.
- რას ამბობ ელ, როგორ შეგიძლია იკაზე ასე იფიქრო, -თავი ავაწევინე და აწყლიანებულ თვალებში ჩავხედე, -ასე რატომ ფიქრობ? არა მგონია იკას ამის საბაბი მოეცა.
- პატარა აღარ ვარ მირა და არც სულელი არ ვარ რომ ვერ მივხვდე რა ხდება, თქვენ ახლა აქ ხართ საკუთარ სამშობლოში, თქვენს ქვეყანაში, თქვენს ხალხთან ერთად, კი მართალია რომ ბევრი უცხოელია ჩვენს გარშემო, ამ ბანაკში ხალხის ნახევარზე მეტი უცხოელია, რუსები, უკრაინელები, თურქები, სომხები, იტალიელი და ფრანგი თანამებრძოლებიც კი გვყავს, ჩვენთან ერთადაც ხომ ჩამოვიდნენ ნიგერიელი ძმები და ინგლისელები...
- ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ.
- იმის თქმას ვცდილობ რომ ქართველებს ერთმანეთთან სხვანაირი კავშირი აქვთ, ვხედავ როგორ უყურებთ შენ და რატი ერთმანეთს, ვხედავ როგორ უყურებენ იკას აქაური გოგონები, ასე მგონია რომ ვერასდროს გავიგებ როგორ ახერხებთ ამას, არანორმალურად იზიდავთ ერთმანეთს, არ ვიცი როგორ ავხსნა, ალბათ ეს გენებში გაქვთ, თქვენს დეენემშია რომ სადაც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა იყოთ ერთმანეთს პოულობთ და თავისთავად იბმება თქვენს შორის უხილავი კავშირი...
- ასეც რომ იყოს შენ რისი გეშინია ელ? -თავი ავაწევინე და ხელი ცრემლებმა რომ დამისველა საშინლად მეტკინა გული, ჩემს პატარა გოგოს თავი ათასგვარი უაზრობით ჰქონდა სავსე და მე ვერაფრით ვეხმარებოდი.
- იკამ რომ მიმატოვოს? -სლუკუნს ამოაყოლა და საცოდავი სახით შემომხედა, -ვინმე ქართველი გოგო რომ შეუყვარდეს და მიმატოვოს? ან როგორ უნდა მიმატოვოს, ფაქტიურად ერთადაც კი არ ვართ, რომ მობეზრდეს ჩემთან ლოლიავი და სხვასთან წავიდეს მერე რა უნდა ვქნა მირა, მერე რა უნდა გავაკეთო?
- ყველაფერს ძალიან რომ აზვიადებ ხვდები? შემომხედე და კარგად მომისმინე, არავის არც მე, არც იკას და არც რატის არაფერი გაგვიკეთებია საიმისო რომ თავი უცხოდ და არასასურველად გეგრძნო, იკას უყვარხარ, შენზე გიჟდება სულელო...
- ჰო მაგრამ თუ ასეა მარტო რატომ ვარ მირა? თავს მარტო ვგრძნობ, არავინ მყავს, იკა რომ დავკარგო, მერე შენც რომ მიმატოვო სულ მარტო დავრჩები და...
სიტყვა აღარ დავასრულებინე ხელი მოვხვიე და მაგრად ჩავიკარი მკერდში, ჩემი ბრალი იყო რომ თავს ასე გრძნობდა, ამ ბოლო დროს სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი, ეგოისტივით მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით გართულს დამავიწყდა რომ მას ჩემს გარდა არავინ ჰყავდა.
- ხომ არ მიმატოვებ? ხომ სულ ჩემთან იქნები? -ჩურჩულებდა და მაგრად მხვევდა წელზე გამხდარ მკლავებს, პატარა იყო, ძალიან პატარა, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად სულაც არ ჰგავდა პატარა ბავშვს მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და გაფრთხილება სჭირდებოდა.
- მე შენ არასდროს მიგატოვებ გესმის? -ხმამაღლა ვუთხარი და ფრთხილად მოვწმინდე ცრემლები, -ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები იმიტომ რომ ერთი ოჯახი ვართ...
- მე და შენ? -იმედით სავსე თვალებით ამომხედა ქვემოდან.
- მე შენ და ახლა უკვე რატი და იკა, ჩვენ შენი ოჯახი ვართ ელ, შენ ჩემი პატარა გოგო ხარ, თავში აზრად როგორ გაივლე რომ როდისმე შენს მარტო დატოვებას შევძლებდი.
- მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ მირა, შენზე ვგიჟდები, -ათრთოლებული ხმით შესძახა და ისე ჩამეხუტა ლამის სუნთქვა შემიკრა.
- ხელს ხომ არ გიშლით? -იკამ გადამარჩინა უცილობელი გაგუდვისგან, ელიმ მკლავები მომაშორა და დაბღვერილმა შეხედა.
- აქ რას აკეთებ?
- შენს წასაყვანად მოვედი პატარავ წამოდი, -ღიმილით გაუწოდა ხელი.
- პატარა არ ვარ და შენთან ერთად არსად არ წამოვალ, -გულზე დაიკრიფა ხელები და წარბი შეკრა.
- კარგი რა როდემდე უნდა იყო გაბუტული, მირა უთხარი რამე, -ახლა მე გადმომხედა იკამ და თან თვალით მანიშნა დამეხმარეო.
- სულაც არ ვარ გაბუტული უბრალოდ ნაწყენი ვარ შენზე, -ელის ხმაში აშკარად ეტობოდა მოლბობა და იკამაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, მშვენივრად იცოდა მისი სუსტი წერტილები.
- არც კი იცი სად მიმყავხარ და უარს მეუბნები? წამოდი სროლა უნდა გასწავლო, მხრიდან სნაიპერული შაშხანა მოიხსნა და რომ დაინახა ელის როგორ გაუბრწყინდა სახე, შეუმჩნევლად ჩამიკრა თვალი და გამიღიმა.
- მართლა მასწავლი? -ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ იკამ ასეთი რამ შესთავაზა, ელისთვის იარაღი ნამდვილად არ იყო უცხო, თუმცა ყოველთვის ოცნებობდა სნაიპერული შაშხანიდან სროლაზე.
- რათქმაუნდა მართლა გასწავლი, დღეს მთლიანად შენი ვარ, -იკამ ხელები გაშალა თითქოს იცოდა რომ ელი ცდუნებას ვერ გაუძლებდა და არც შემცდარა, ელვისუსსწრაფესად წამოფრინდა და კისერზე ჩამოეკიდა, გახარებულმა დაუკოცნა ლოყები...
გაუნძრევლად ვიჯექი ბალახებში და გაღიმებული ვუყურებდი როგორ მიდიოდნენ ჩახუტებულები, ბედნიერები იყვნენ, ელის გამო მართლა ძალიან მიხაროდა.
- მირა, -იკა შედგა, მობრუნდა და დამიძახა რომ ყურადღება მიმექცია, -დამავიწყდა რომ მეთქვა, რატი თავშესაფარში გელოდება, უნდა რომ მასთან ერთად დაესწრო კრებას.
-
მას მერე რაც რატიმ გამომიცხადა რომ საქართველოში ვბრუნდებოდით, ჩემი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს წვრთნას ვუთმობდი, თვითონ მავარჯიშებდა იარაღის და დანის სროლაში, ხელჩართულ ბრძოლაში, რაციის და სხვა საკონტაქტო ტექნიკის გამოყენებაში, საღამოობით ვარჯიშისგან დაღლილი სიჯეისთან მივდიოდი, ვესაუბრებოდი, ვცდილობდი მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ვერაფერი გავაწყვე, ჩემმა არანაირმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, პირველი რამდენიმე დღე საშინლად აგრესიული იყო, არავის იკარებდა, ხანდახან საათობით ვიჯექი დერეფანში მისი ოთახის კართან და გარედან ვესაუბრებოდი, მერე დამშვიდდა, დაწყნარდა, საშუალებას მაძლევდა ოთახში შევსულიყავი თუმცა მთლად შეიცვალა, ყველასთან შეწყვიტა კონტაქტი და საკუთარ თავში ჩაიკეტა, მთელი დღე ოთახის კუთხეში იჯდა უხმოდ და ერთ წერტილს უყურებდა, მხოლოდ რატიზე ჰქონდა რეაქცია, მისი ხმა რომ ესმოდა თვალები უნათდებოდა, გამოცოცხლდებოდა და იღიმოდა ხოლმე, გამიჭირდა როცა წამოვედით და მისი დატოვება მომიწია...
ახლა კი უკვე საქართველოში ვიყავით, ერთ-ერთ საიდუმლო და საუკეთესოდ დაცულ თავშესაფარში, მაგიდასთან ვიჯექი ჩვენ ინტერნაციონალურ რაზმთან ერთად და ყურადღებით ვუსმენდი როგორ აწყობდნენ გეგმებს თბილისში შესასვლელად და ერთ-ერთი მთვრობის წევრის შესაპყრობად რომელსაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდა, თბილისი ამჟამად აუღებელ ციხესიმაგრედ იყო ქცეული, მთავრობა ქალაქის შუაგულში იყო გამაგრებული, მთელ ქალაქს გაძლიერებული დაცვა იცავდა, მართალია მათ წრეებშიც გვყავდა მომხრეები მაგრამ რატი მაინც ფრთხილობდა და ცდილობდა მინიმუმადე დაეყვანა რისკები და მოსალოდნელი მსხვერპლი, ვუყურებდი მაგიდის თავში მჯდარს, წარბშეკრულს, მოღუშულს, ჩვეულებრივზე უფრო მეტად სერიოზულს, ვუყურებდი როგორ ასხივებდა სიმტკიცეს და სიძლიერეს და ვფიქრობდი რაოდენ იღბლიანი ვიყავი რომ მე მეკუთვნოდა, წამით ჩემი მზერა დაიჭირა, შეუმჩნევლად ჩაეღიმა, კიდევ ერთხელ მოავლო მაგიდას თვალი რომლის გარშემოც თორმეტი ამბოხებული ვისხედით და მერე ისევ მე მომაპყრო ყურადღება.
- შენ რას იტყვი მირა? შენი აზრი მაინტერესებს.
- ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე კარენის და დანილოს გეგმა საუკეთესოა, ყველაზე ნაკლებ რისკს შეიცავს და დიდი შანსი გვაქვს რომ უჩუმრად და დანაკარგის გარეშე შევასრულოთ ეს ოპერაცია, -არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, ასეც იყო, ჩვენი სომეხი და უკრაინელი თანამებრძოლების იდეა საუკეთესო იყო, ამჯერად ქართველი მებრძოლების თავზეხელაღებული და შიგადაშიგ ზედმეტად თეატრალიზებული სცენარები არ გამოგვადგებოდა, უშიშრები იყვნენ და უსიტყვოდ, ღიმილით მიდიოდნენ სარისკო ოპერაციებზე მაგრამ თავის გამოჩენაც უყვარდათ, რაც შეიძლება მეტი ხმაური და ადრენალინი, ამას დამატებული დისციპლინის უგულვებელყოფა, საკუთარი ინიციატივით ცვლილება გეგმაში და ქაოსი გარანტირებული გვქონდა...
- გეთანხმები, -თავი დამიკრა რატიმ და დანარჩენებს გადაავლო თვალი, მათგანაც უსიტყვო თანხმობა რომ მიიღო განკარგულებები გასცა და წამოვდექით, რაზმს რატი და დანილო უხელმძღვანელებდნენ, მე, ორი ქართველი და ერთი ინგლისელი მებრძოლიც ამ რაზმში შევდიოდით.
- აბა მივდივართ რომ დედა მოვუ***ათ ამ ზომბებს? -მომესმა და გაოცებულმა მივიხედე, ჩემს უკან საშუალო სიმაღლის გამხდარი შავთმიანი ოცდახუთიოდე წლის ბიჭი იდგა და უხერხულად მხრებაწურული მიყურებდა, ის ბიჭი იყო რომელიც რატიმ ცოტა ხნის წინ ჩვენი რაზმის წევრად დაასახელა.
- ბოდიში დაია, წამომცდა, -სახეაწითლებულმა მომიბოდიშა.
- სადაური ხარ? -ღიმილით ვკითხე.
- საჩხერელი ვარ, სარეკიდან.
- გამარჯობა მეზობელო, -ღიმილით გავუწოდე ხელი და მაშინვე დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა, -წარმოშობით ჭიათურელი ვარ.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, -თბილად მითხრა და ხელი შემაგება, უნებურად შეხვდა ჩემი მზერა რატისას, კედელზე ეყრდნობოდა მხრით, მიღიმოდა და თვალები უზღვავი სითბოთი ჰქონდა სავსე...





თავშესაფრიდან გასვლამდე რატიმ კიდევ ერთხელ გადაამოწმა რაზმი და კიდევ ერთხელ ჩაატარა მოკლე ინსტრუქცია იმის შესახებ ვის რა მოვალეობები გვქონდა და რა უნდა გაგვეკეთებინა, თავიდანვე არ წასულა წინააღმდეგი როცა ოპერაციაში ჩართვა მოვისურვე მაგრამ ვხედავდი როგორი დაძაბული იყო, ვგრძნობდი რომ ეშინოდა ჩემს გამო.
- ფიქრობ რომ ყველაფერი გამოგვივა? -მხოლოდ იმიტომ ვკითხე რომ ჩვენს შორის ჩამოვარდნილმა უხერხულმა სიჩუმემ შემაწუხა.
- უნდა გამოგვივიდეს, ის კაცი აუცილებლად გვჭირდება, არ ვიცი რატომ და როგორ მაგრამ ახლანდელი მსოფლიო ლიდერები საკუთარი თავივით ენდობიან, მისგან უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, ამ ინფორმაციამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და ბედის ბორბალი ჩვენს მხარეს შემოატრიალოს.
- გგონია ქალაქის მმართველამდე ასე ადვილად მიგვიშვებენ? მითუმეტეს თუ ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნებაა ალბათ სერიოზული დაცვა ეყოლება.
- შენი აზრით აქაურები ამდენ ხანს რას აკეთებდნენ, მთელი ეს წლები იმას მოანდომეს რომ მის გარემოცვაში შეეღწიათ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ წინ, ახლა უკვე მის პირად დაცვაშიც კი გვყავს საკუთარი კაცი ქალაქის დაცვაზე რომ აღარაფერი ვთქვა.
- ცოტა არ იყოს ვღელავ.
- იქნებ გირჩევნია რომ დარჩე, -შემპარავი ხმით მითხრა თუმცა რატომღაც ვერ ვიგრძენი რომ არ უნდოდა მათთან ერთად წავსულიყავი.
- გგონია თუ წამოვალ ყველაფერს ჩაგიშლი? -მხარი გავკარი და მხიარულად შევცინე.
- გგონია ამის გამო ვღელავ? -უმალვე დამიბრუნა პასუხი და მზრუნველობით და სითბოთი სავსე მზერით ჩამხედა თვალებში.
- უბრალოდ ვიხუმრე, ვიცი რის გამოც ღელავ მაგრამ ნუ გეშინია არაფერი მომივა, კარგად ვიქნები, ხომ იცი იქ წამოსასვლელად საკუთარი მიზეზები მაქვს.
- შენი მეგობრები?
- იმედია მათ შესახებ რამის გაგებას შევძლებ.
- დედაშენზე რას იტყვი ან...
- მე დედა არ მყავს, -ცივად შევაწყვეტინე და მზერა ავარიდე, საპასუხოდ არაფერი უთქვამს რამდენიმე წამს უხმოდ იდგა ჩემს გვერდით.
- მისმინე მირა, მინდა ერთ რამეს შემპირდე, რაც არ უნდა მოხდეს მინდა იცოდე რომ ყველაფერს მხოლოდ შენს სასიკეთოდ ვაკეთებ.
- რამეს მიმალავ?
- შეიძლება ასეც ითქვას მაგრამ...
- ჯობია ახლავე მითხრა რაც ხდება, სიურპრიზებს ვერ ვიტან, -გამომცდელად შევხედე სახეში და დავინახე როგორ ყოყმანობდა, მერე გაეღიმა თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, თავი გადააქნია და ისევ ბიჭებს მიუბრუნდა, აღარაფერი მითქვამს, ახლა მასთან კამათი ართ თუ ისე ჭკვიანური იქნებოდა, აი ოპერაციიდან რომ დავბრუნდებოდით მერე აუცილებლად განვიხილავდით იმას თუ რას მიმალავდა.


- კობა მქვია, -გადმომილაპარაკა ჩემმა საჩხერელმა ‘’მეზობელმა’’ როცა შესასვენებლად შევჩერდით, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და სიგარეტი ამოიღო, არ მოუკიდებია, უბრალოდ ხელში ათამაშებდა და მერე ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.
- მე მირა ვარ, -ღიმილი და კეთილგანწყობა არ დამიშურებია საპასუხოდ.
- ვიცი შენი სახელი, აქ ყველამ იცის ვინც ხარ.
- იმიტომ რომ რატისთან ერთად ვარ?
- იმიტომ რომ მირა ხარ, ამ უმოკლეს ხანში მოახერხე რომ ყველათვის შეგეყვარებინა თავი, არ გინდა შენზე მომიყვე რამე?
- მოგიყვე? რატომ უნდა მოგიყვე? -გაკვირვებულმა შევხედე, ღიმილით აიჩეჩა მხრები.
- იმიტომ რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, მინდა ვიმეგობროთ მირა, ბოლოსდა ბოლოს თანამებრძოლები ვართ, ერთ რაზმში ვართ და მინად მათ ვინც ჩემს მხარდამხარ იბრძვიან უკეთ ვიცნობდე.
გულწრფელი ჩანდა, უბრალო და ლაპარაკის მოყვარული, რატის გადავხედე რომელიც დანილოსთან ერთად რაღაცას განიხილავდა და ისე იქცეოდა თითქოს საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას.
- მოდი ჯერ შენ მომიყევი შენზე და მერე მე მოგიყვები, -ცოტა არ იყოს ბავშვურად გამომივიდა, გაეცინა და ხელი გამომიწოდა.
- ვერაფერს ვიტყვი, სამართლიანი შეთანხმებაა, -ხელი ჩამომართვა და ღრმად ამოისუნთქა, მხრები შეათამაშა, თითქოს ემზადებოდა, თითქოს ეძნელებოდა დაწყება.
- სრულიად ჩვეულებრივი ისტორია მაქვს, ისეთი როგორიც ჩვენების უმრავლესობას, ამ ყველაფრის დაწყებამდე ოჯახი მქონდა, მშობლები მყავდა, ცხრა წლის პატარა დაიკო თათა ულამაზესი ბავშვი დიდი შავი თვალებით და გრძელი შავი თმით, მყავდა შეყვარებული, მე და ნინო ერთად ვსწავლობდით სამედიცინოზე...
- არ გინდა ნუღარ გააგრძელებ, -ვუთხარი როცა მივხვდი როგორ უჭირდა იმის მოყოლა რაც თავს გადახდა, ხელი გააქნია უარის ნიშნად და არაფერი მიჭირსო ჩაილაპარაკა.
- ერთ დღეში გამომეცალა ხელიდან ყველაფერი, მე და ნინო თბილისში ვიყავით როცა დაიწყო... მე გადავრჩი, ის ვერა, გამიჭირდა ქალაქიდან გაღწევა მაგრამ უნდა გავსულიყავი, საჩხერეში ჩემი მშობლები და და მეგულებოდნენ, იმედი მქონდა რომ ცოცხლები დამხვდებოდნენ, სახლის მაგივრად ცარიელი ადგილი დამხვდა, შოკიდან გამოვედი თუ არა რატომღაც სარდაფის შემოწმებაც გადავწყვიტე რომელიც მამას მიწისქვეშ საკმაოდ ღრმად ჰქონდა გაკეთებული და შიგ თავის გაკეთებულ ღვინოს ინახავდა ხოლმე, სარდაფში ცოცხალ მკვდარი თათა ვიპოვე რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩენილა რომ მამას სულ რამდენიმე წუთით ადრე ღვინის ამოსატანად გაუგზავნია, სარდაფს საკმაოდ სქელი ბეტონის კედლები ჰქონდა და ასე თუ ისე გაუძლო...
- თათა წამოვიყვანე და წამოვედი, იქაურობას ვერ ვცნობდი იმდენად იყო გაუკაცურებული, ერთი თვე მოვახერხე ყველასგან და ყველაფრისგან დამალვა, თათას გამო მეშინოდა, არ მინდოდა მისთვის ვინმეს რამე დაეშავებინა, ვიმალებოდით და როგორღაც ვახერხებდით თავის გატანას, ერთი თვის მერე მოგვაგნეს და შეგვიპყრეს ჯარისკაცებმა, ჩვენს თავშესაფარში რომ შემოცვივდნენ თათას მათი დანახვისას ისე შეეშინდა შუბლთან ერთი ბღუჯა თმა გაუთეთრდა წამში, ისედაც ნერვიული გახდა მას შემდეგ რაც სარდაფში მოუწია იმდენი ხნის გატარებამ და ამათმა საერთოდ მოუღეს ბოლო, სხვადასხვა მანქანებში ჩაგვსვეს, თბილისისკენ მივყავდით როცა ამბოხებულთა დაჯგუფება დაესხათ თავს წინა მანქანამ რომელშიც თათა იჯდა გაასწრო...
- ანუ არ იცი ახლა სად არის შენი და?
- ვიცი რომ ცოცხალია და თბილისშია, ჩვენმა ინფორმატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია რომ ქალაქის მმართველის მეუღლეს ჰყავს თავისთან, არ ვიცი, როგორც გავიგე ცუდად არ უნდა ექცეოდეს, -თავი ჩაღუნა და მუხლზე მთელი ძალით დაირტყა მუშტი, -აქამდე ვერაფრით მოვახერხეთ ქალაქში შესვლა რომ მისი წამოყვანა შემძლებოდა, ახლა შანსი მაქვს გესმის? -აწყლიანებული თვალებით შემომხედა და რომ დაინახა ცოტაც და ტირილს დავიწყებდი უცბად შეცვალა თემა.
- როგორც შევთანხმდით ახლა შენზე უნდა მომიყვე.
- ისეთი არაფერი მაქვს მოსაყოლი, -ჩავახველე რომ ხმა ჩამეწმინდა და მხრები ავიჩეჩე.
- ნუ თაღლითობ, ასე არ შევთანხმებულვართ.
- მართლა არაფერი მაქვს მოსაყოლი, უინტერესო ცხოვრება მქონდა, ამერიკაში ვსწავლობდი ვაშინგტონის უნივერსიტეტში, საქველმოქმედო ორგანიზაციას ვეხმარებოდით ერთხელ ტვირთის განაწილებაში და მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი, ელისთან ერთად ბუნკერში აღმოვჩნდი ჩაკეტილი და ხუთი წელი იქ გავატარე.
- ოჰო, შენ კი ამბობ რომ საინტერესო არაფერი გადაგხდენია.
- ეს შენ გეჩვენება საინტერესოდ თორემ აბა მე მკითხე, მე და ელის საკმაოდ დიდხანს მოგვიწია მიწის თხრამ რომ იქიდან ამოვსულიყავით, ამოვედით და ზედაპირზე განადგურებული სამყარო დაგვხვდა.
- ძნელია შეჩვევა არა?
- მეგონა მივეჩვიე მაგრამ როცა ასეთი საქართველო დავინახე მივხვდი რომ ვერასოდეს შევეჩვევი.
- აქ არავინ გყავდა? შენი ახლობლები გადარჩნენ?
- მეგობრები მყავს, იმედია ცოცხლები არიან, -ნაძალადევი ღიმილით ჩავილაპარაკე.
-
შუაღამისას შევედით თბილისში, მცველებისგან არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია აშკარა იყო რომ ამ წლების განმავლობაში მართლაც კარგად ემუშავათ ჩვენებს და უკვე ბევრი ჰყავდათ გადმობირებული, ვიცოდი რომ მცველების უმეტესობა სავალდებულო ინექციის გაკეთებას როგორღაც თავს არიდებდა ამიტომაც იყვნენ ჩვენსკენ, შესასვლელთან დაგვხვდა ერთ-ერთი და როგორც კი მან და რატიმ ერთმანეთში რაღაც ინფორმაცია გაცვალეს წინ გაგვიძღვა, გაფაციცებული ვათვალიერებდი გარემოს, რატომღაც მეგონა რომ თბილისიც სხვა ქალაქებივით განადგურებული და მიწასთან გასწორებული იქნებოდა მაგრამ შევცდი, იმაზე უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე აქედან წასვლისას დავტოვე, გზები, შენობები, ყველაფერი თავის ადგილზე იყო, აშკარად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აქაურობას რაკი ყველაფერი ასე შეინარჩუნეს, ერთი ეგ იყო რომ ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, არა ადამიანი არა ცხოველი, წესით ასეც უნდა ყოფილიყო, ასეთ ქალაქებში რომლებსაც ახალი ხელისუფლება მართავდა, მკაცრად კონტროლდებოდა რომ საღამოს ათი საათიდან დილის შვიდ საათამდე ქუჩაში არავინ გამოსულიყო...
- მოვედით, -რატი ფრთხილად შემეხო მხარზე და პატარა ნაცრისფრად შეღებილი შენობისკენ მიმითითა, -აქ გამოვიცვლით და შევინიღბებით რომ რაც შეიძლება ნაკლებად მივიქციოთ ყურადღება, წამომყევი, მე დაგეხმარები.
უხმოდ გავყევი უკან, შენობაში შევედით, იქ უკვე გველოდა მცველების ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე მამაკაცი, ნიღბით სახე დაფარულები და კბილებამდე შეიარაღებულები, დაგვინახეს თუ არა ერთ-ერთი მაშინვე გამოეყო ჯგუფს და ჩვენსკენ წამოვიდა, რატის ხელი ჩამოართვა, ერთმანეთში ორიოდე სიტყვა გაცვალეს და მერეღა მომაქცია ყურადღება, შემომხედა თუ არა ერთ ადგილზე გაშეშდა რამოდენიმე წამს დაჟინებით მიყურებდა და მერე ნელა, ძალიან ნელა მოიხსნა ნიღაბი სახიდან...
- ბექა, ბექა, ღმერთო ჩემო ნამდვილად შენ ხარ, -აღმომხდა და ისე რომ არავისზე და არაფერზე არ მიფიქრია გულაჩუყებული ჩამოვეკიდე კისერზე, მაგრად მომხვია მკლავები და გულში ჩამიკრა.
- ჩემო პატარა გოგო, როგორ მიხარია რომ გადარჩი, გადარჩი და აქ ხარ ჩვენთან, ამის მერე შემიძლია ვიწამო რომ სასწაულებიც ხდება, -აღელვებული, ათრთოლებული ხმით მეჩურჩულებოდა, როგორც იქნა მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე, ცრემლებით დასველებული სახე მოვიწმინდე და რატი ვიხმე ხელით, აქამდე მოშორებით მდგარი მაშინვე მომიახლოვდა და გვერდით ამომიდგა.
- გაიცანი ეს ბექაა ჩემი მეგობარი, -სიამაყით წარვუდგინე.
- შენი მეგობარი და ჩვენი მთავარი დასაყრდენი ამ ქალაქში, მიხარია რომ ერთმანეთი იპოვეთ, -გაღიმებულმა ჩამოართვა ხელი და მერე მე მომიბრუნდა, -ბევრი დრო არ გვაქვს, იმ ოთახში შედი და გამოიცვალე, -ოთახზე მიმითითა და სხვა მებრძოლებისკენ წავიდა.
- შენი ბიჭია? -ბექამ თვალი გააყოლა და რომ დავუდასტურე კითქო ცერი ასწია მოწონების ნიშნად.
- დანარჩენები? ნატუკა და ირაკლი სად არიან? -როგორც იქნა დავუსვი ის კითხვა რაზეც პასუხის მიღების ძალიან მეშინოდა, სახე რომ შეეცვალა მოიღუშა და თვალები დაუსევდიანდა მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე.
- სამწუხაროდ იკა ვერ გადარჩა, -დახშული ხმით მითხრა და თვალები დახარა, მე და ნატუკა მხოლოდ იმიტომ დავრჩით ცოცხლები რომ როცა ის ყველაფერი დაიწყო მაშინ თეაკოს დაბადების დღეზე ვიყავით, ხომ იცი მამამისს კლუბი სადაც ჰქონდა.
- ჰო მახსოვს, სადღაც საშინელ სარდაფში.
- ეგ სარდაფი სინამდვილეში ძველი თავშესაფარი იყო, რომელიც ბომბებისგან თავდასაცავად ააშენეს თავის დროზე, ზუსტად მაგ თავშესაფარმა გადაგვარჩინა, მთელი ღამე გართობის მერე იქვე დავრჩით რომ გამოგვეძინა, იკა კი ბიძამისს ეხმარებოდა რაღაც საქმეში და მერე დაღლილმა ვეღარ შეძლო იმ ღამით კლუბში მოსვლა მირჩევნია გამოვიძინოო, მისი სახლისგან მტვერიც აღარ დარჩენილა...
- და ნატუკა? ნატუკა სად არის?
თავი ასწია და თვალი გამისწორა, თითქოს მიმიხვდა რატომაც აღარ გავაგრძელე საუბარი იკაზე, თანაგრძნობის გამომხატველი ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე.
- ნატუკა კარგად არის, ბავშვს ველოდებით.
- როგორ? ესე იგი ერთად ხართ? მეგონა აკრძალული იყო.
- ასეცაა, აკრძალულია, ოჯახის შექმნა და მითუმეტეს ბავშვის ყოლა თუკი ეს ხელისუფლებას არ სჭირდება აკრძალულია, სწორედ ამიტომაც ნატუკა უკვე გაყავთ ქალაქიდან და დღეს ჩვენც დავტოვებთ აქაურობას, მინდოდა კიდევ ცოტახანს მაინც დავრჩენილიყავით აქ და ამბოხებულებს დავხმარებოდით თუმცა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნიდით, თანაც დათოს რომ ავიყვანთ...
- ვის აიყვანთ?
- დათოს, შენს მამინაცვალს, ახლა არ მითხრა რომ არ იცოდი ვინ იყო ქალაქის მმართველი, ის უდგას ყველაფერს სათავეში, თურმე სულაც არ ყოფილა ისეთი როგორადაც თავს გვაჩვენებდა, ძალიან დიდი ხნის წინ დაიგეგმა ეს ყველაფერი და დათო იმთავითვე იყო საქმის კურსში, დედაშენიც მასთან ერთად არის, დარწმუნებული ხარ რომ მართლა იცოდი ამის შესახებ? -გამომცდელად შემომხედა დაეჭვებულმა.
- ვიცოდი, რათქმაუნდა ვიცოდი, -რატის გადავხედე რომელიც თვალს არ გვაშორებდა და არ ვიცი ჩემში საიდან ვიპოვე იმდენი ძალა რომ უდარდელად გამეღიმა.
-
შეუფერხებლად მივაღწიეთ დათოს საცხოვრებელი სახლის გალავანთან, ვხვდებოდი რატი გრძნობდა ბექასთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ხასიათის ცვლილებას მაგრამ არაფერს ამბობდა, ნეტავ რა მიზანი ჰქონდა როცა ამას მიმალავდა? უზარმაზარ სახლს უკანა მხრიდან მოვუარეთ და ცოტა ხნით შევჩერდით რომ მებრძოლებს უკანასკნელი მითითებები მიეღოთ.
- მისმინე მინდა რაღაც გითხრა სანამ შიგნით შევალთ, -რატი მომიახლოვდა, ორივე ხელით დამეყრდნო მხრებზე და თვალებში ჩამხედა.
- თუ დედაჩემს და დათოს გულისხმობ უკვე ყველაფერი ვიცი, -პირდაპირ მივახალე, არ ვიცი რატომ დამიმალე მაგრამ სიბრაზე მახრჩობს როცა წარმოვიდგენ რა უდარდელად ატარებდა დროს ეს არაკაცი როცა მე და ელი ბუნკერში ვიყავით გამოკეტილები და გარეთ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი რაღაც ავადმყოფურ იდეას შესწირეს მსხვერპლად, გეფიცები ჩემი ხელით დავახრჩობ.
- სიმართლე რომ გითხრა მეგონა სხვანაირი რეაქცია გექნებოდა და ამიტომაც დაგიმალე, -მივხვდი მშვენივრად ახსოვდა რაც თვითმფრინავში ვილაპარაკეთ როცა პირველად შევხვდით, მაშინ ხომ ყველაფერი მოვუყევი დათოსა და დედაჩემის შესახებ.
- კარგი რა რატი, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე და შევიცვალე, დიდი ხანია რაც მისნაირი არაკაცების და არაადამიანების აღარ მეშინია, დროს ნუღარ დავკარგავთ, შევიდეთ და წამოვიყვანოთ.
- კარგი, -უცბად დამთანხმდა და ბიჭებს მიუბრუნდა, -მოემზადეთ, შევდივართ.

ეზოს შიდა პერიმეტრზე მყოფი მცველების უმეტესობა ჩვენიანი იყო, მოწინააღმდეგეები თვითონვე გაანეიტრალეს ასე რომ უპრობლემოდ შევედით ეზოში, რატიმ ბიჭები ეზოში გაანაწილა და მე და ის უხმაუროდ შევედით სახლში, პირველი სართული ჩაბნელებული იყო ასე რომ მეორე სართულზე ამავალ მარმარილოს ფართო კიბეს ავუყევით, გრძელ ფართო დერეფანს მკრთალი ყვითელი შუქი ანათებდა, ერთ-ერთ საძინებლის ოდნავ შეღებული კარიდან საუბრის ხმა გამოდიოდა, ფეხაკრეფით მივუახლოვდით, ზურგსუკან რატი მედგა და თავს დაცულად ვგრძნობდი თორემ დაძაბულობისგან შეიძლებოდა გული წამსვლოდა...
გარკვევით ვხედავდი საძინებელში მუქ იისფერ პერანგში გამოწყობილ დეადაჩემს რომელსაც შავთმიანი, შავგვრემანი თხუთმეტიოდე წლის გოგონა თმას ვარცხნიდა, ვუყურებდი და მიკვირდა რომ მის მიმართ საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.
- შეხედე მოახლე ყოლია, რატომ არ მიკვირს, -ჩავილაპარაკე და ის იყო კარისკენ წავიღე თითები რომ რატიმ პირზე ამაფარა ხელი და მაიძულა უკან დამეხია.
- ჩუმად იყავი და მოიცადე, ჯერ უნდა გავარკვიოთ დათო სად არის.
სხვა რა გზა მქონდა, კართან გავშეშდი და ყურადღება მოვიკრიბე, დაძაბული ვიყავი, ვღელავდი, მართლა არ ვიცოდი რას გავაკეთებდი როცა პირისპირ შევხვდებოდი იმ მოძალადეს.
- მე შენს გვერდით ვარ, -ჩამჩურჩულა რატიმ და თითქოს მხოლოდ ეს სიტყვები მჭირდებოდა იმისთვის რომ მოვდუნებულიყავი, რამდენიმე წუთიც არ იყო გასული როცა ოთახიდან დათოს ხმა მოგვესმა, კარს ოდნავ მივაწექი და შევაღე რომ უკეთ დაგვენახა რა ხდებოდა, საძინებელში შიშველ სხეულზე წელსქვემოთ პირსახოც შემოხვეული აშკარად სააბაზანოდან ახალი გამოსული დათო იდგა, დედაჩემი ყურადღებას არ აქცევდა და მშვიდად ინაწილებდა სახეზე კრემს.
- გადი საძინებლიდან და თათასთან მარტო დამტოვე, -დათოს ხმა რომ მომესმა უსიამოვნოდ გამცრა ტანში, ფეხზე წამოდგა დედაჩემი და წარბაწეულმა შეხედა.
- თათა ჩემი მსახურია და ჯერ...
- არ დამიწყო ახლა ლექციის ჩატარება იმის შესახებ რომ პატარაა, მშვენიერი ასაკი აქვს საიმისოდ რომ მასიამოვნოს.
ვუსმენდი და თან გულისრევის შეგრძნებას ვებრძოდი, ვუსმენდი და გულში ღმერთს ვთხოვდი დედაჩემს ამ ერთხელ მაინც გამოეჩინა ადამიანობა და საცოდავად თავჩახრილი, ცრემლებით ლოყებდასველებული გოგო დაეცვა მაგრამ ასეთი არაფერი გაუკეთებია, ერთი კი შეავლო მზერა თათას და თავაწეული წამოვიდა კარისკენ, უკან დავიხიეთ, გამოვიდა და კარი გამოიხურა თუ არა რატიმ შებოჭა და პირზე ხელი ააფარა, თავიდან შეშინებული აფართხალდა მერე კი მე მომკრა თვალი და გაშეშდა, მზერაში სიხარულის და მონატრების მაგივრად შიში და გაურკვევლობა ჩაუდგა.
- უფლება მომეცი დათოს მე მივხედო, -მივმართე რატის ისე რომ დედაჩემის უტყვი თხოვნისთვის ლაპარაკის საშუალება მიგვეცა ყურადღება არ მიმიქცევია, მიდიო თავით მანიშნა რატიმ ისე რომ ერთი წამითაც არ უყოყმანია, საძინებლის კარი გავაღე, შიგნით შევედი და ზუგსუკან მივხურე.
- ხომ გითხარი რომ მარტო დაგეტოვებინეთ, რა ვერ გაიგე? -დაიღრიალა საწოლზე საცოდავად მოკუნტულ გოგონაზე გადამხობილმა დათომ რომელიც მისთვის შარვლის გახდას ცდილობდა, შევედი თუ არა, გოგონამ მაშინვე საწყალობელი თვალებით შემომხედა და როცა მის შუბლზე ჩამოვარდნილი შავ თმაში გარეული ერთადერთი თეთრი კულული დავინახე მაშინვე მივხვდი ვინც იყო, მანამ მივუახლოვდი დათოს სანამ შემობრუნდებოდა და კეფაზე იარაღი მივაბჯინე.
-
ბიჭებმა ხელებშეკრული გამოიყვანეს სახლიდან დედაჩემი და სახეშეშლილი დათო, ერთხანს მისი გაცოფებული სახის ცქერით ვერთობოდი და რატომღაც საერთოდ არ მადარდებდა მისი მუქარა, ის კი არადა საკუთარ თავზე ვბრაზობდი რომ წლების განმავლობაში საშიშ კოშმარად მყავდა გადაქცეული, არადა ნამდვილად არ ღირდა ამად, ღრმად ამოვისუნთქე, თათას ხელი ჩავკიდე და იქვე მდგარი კობასკენ წავიყვანე რომელიც თვალებგაფართოებული უცქერდა გოგონას და მასში თავისი ცხრა წლის დაიკოს ამოცნობას ცდილობდა, ის იყო მივუახლოვდით და მკლავები ფართოდ გაშალა რომ გულში ჩაეკრა, თუმცა სახეზე ისე სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, თათა უხეშად გასწია გვერდზე, ელვისსისწრაფით მტაცა მკლავში ხელი, თავისკენ მიმიზიდა, დამატრიალა და მთელი სხეულით გადამეფარა სხეულზე, იმავდროულად გასროლის ხმამ გაჰკვეთა ჰაერი და კობას კვნესა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას მაშინღა მივხვდი რაც მოხდა, მაშინღა გავიაზრე რომ ჩემი სიცოცხლე იხსნა...
წამში აირია ყველაფერი, ვუყურებდი რაღაც სასწაულით ხელებგახსნილ დათოს რატიმ იარაღი როგორ აართვა და მთელი ძალით შემოსცხო სახეში, ვუყურებდი მუხლებზე დაჩოქილ თათას რომელიც ძმის სახელს ლუღლუღებდა.
- დამეხმარეთ, -განწირული ხმით ვიყვირე როცა მივხვდი რომ კობას მომჩვარული სხეულის დაჭერა აღარ შემეძლო, -დამეხმარეთ.
ძირს დააწვინეს ბიჭებმა, გაფითრებული იყო, ძლივს ახელდა თვალებს, მის თავთან ჩამუხლულმა რატიმ თვალებით მანიშნა რომ იმედი არ უნდა მქონოდა, მზერა მოატარა ყველას კობამ და მერე მე შემომხედა, ძლივსშესამჩნევად აათამაშა თითები, მივუხვდი, მისი ხელი ხელში მოვიქციე და მოვუჭირე.
- დამპირდი რომ მიხედავ, -მთელი დარჩენილი ძალა ამოაყოლა ამ ორადორ სიტყვას, თავი დავუქნიე, თათა მოძებნა თვალებით, მანამ უყურებდა მტირალს სანამ ძალა საბოლოოდ არ გამოეცალა, მერე გაიღიმა, ბედნიერი და უდარდელი გამომეტყველება გადაეფინა სახეზე ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მისმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა.

სამი წლის შემდეგ

- რისი თქმა გინდა? თბილისი რომ არ გაგვეთავისუფლებინა დაქორწინებას არ აპირებდით? -რატიმ სიცილით გადახვია მხარზე ხელი იკას რომელიც სადღესასწაულოდ მორთული მოედნის შუაგულში მოცეკვავე, თეთრ კაბაში გამოწყობილ, თმაში გვირილებჩაწნულ ელის აღფრთოვანებულ მზერას ვერ აშორებდა.
- ეს ჩემი და ელის შეთანხმება იყო, მას შემდეგ რაც დათოსგან ისეთი ღირებული ინფორმაცია მივიღეთ რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემოტრიალდა შევთანხმდით რომ ქორწილს აუცილებლად თბილისში გადავიხდიდით.
- ამიტომ იყავი ასეთი მონდომებული ქალაქის აღებისას? -მხიარულად მოსაუბრე მეგობრებს შუაში ჩავუდექი და მომაბეზრებლად მჩხავანი ბავშვი როგორმე რომ გამეჩუმებინა პირში საწოვარა ჩავუდე.
- ბექამ და ნატუკამ ისევ შენ შეგატოვეს ეს პატარა ურჩხული? -რატიმ ფუმფულა წითელ ლოყებში ჩაავლო თითები და სასაცილოდ გაუწელა.
- ჰო სადღაც გაძვრნენ და მე დამიტოვეს, ისინი აჩენენ და მე ვზრდი, მეორე ბავშვი თათას ჰყავს, -მოედანზე მოცეკვავე თათასკენ მივუთითე რომელსაც ორიოდე წლის ქერათმიანი გოგონა ჰყავდა ახუტებული გულზე და სასიამოვნო მუსიკას აყოლებდა სხეულს.
- წავედი ჩემს მეუღლეს უნდა ვეცეკვო, -ხმამაღლა ომახიანად გამოაცხადა იკამ და მოედნისკენ დაიძრა, ელს მიუახლოვდა, ნაზად მოხვია წელზე ხელები, დაიხარა და მის ტუჩებს დაეწაფა.
- შენ როგორ ხარ? -თბილი ხმით მკითხა და ყურადღებით შემათვალიერა, -ვხედავ რომ რაღაც გაწუხებს, მითხარი რა ხდება.
- როგორ ფიქრობ ყველაფერი დასრულდა?
- გინდა გითხრა რომ დასრულდა? რისი მოსმენა გინდა მირა?
- მხოლოდ სიმართლის, ვხედავ რომ მთელ მსოფლიოში ვიმარჯვებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ თუმცა ჯერ ისევ უამრავი რამ არის გაურკვეველი თუნდაც იარაღის წარმოშობა, მართალია იარაღი მთლიანად გავანადგურეთ მაგრამ...
- გეშინია რომ ისევ შეიძლება ვინმემ სცადოს მისი შექმნა და გამოყენება, -ჩემი სიტყვა დაასრულა და გაღიმებულმა გამომართვა ბავშვი, მაღლა ასწია და ქვემოდან შესცინა მხიარულად აჭყლოპინებულს.
- ხედავ მირა დეიდას როგორ ეშინია, -ენისმოჩლექით მიმართა და პატარამაც წამში მიიღო სერიოზული სახე თითქოს ესმოდა რას ეუბნებოდა რატი, -იცოდე მირასგან მაგალითი არ აიღო და ასეთი მშიშარა არ გამოხვიდე.
- თქვენ რა დამცინით? -გაბრაზებულმა ავწიე წარბი.
- შეიძლება ასეც ითქვას, -მხიარულად გაიცინა რატიმ და მოხერხებულად დაიხია უკან რომ მუჯლუგუნი აეცილებინა, -დამშვიდდი მირა, ხომ იცი რომ არ დავუშვებთ ამოდენა მსხვერპლმა რაც ყველამ სათითაოდ გავიღეთ ამ მშვიდობისთვის ტყუილად ჩაიაროს, ბევრი რამ დავკარგეთ მაგრამ ბევრიც შევიძინეთ, ახლა ყველამ უკეთ ვიცით თავისუფლების ფასი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ.
მართალი იყო, მუდმივად შიშში ცხოვრებით ვერაფერს შევცვლიდი, უბრალოდ უნდა მეცადა რომ ახალი ცხოვრებისთვის ფეხი ამეწყო, მივუახლოვდი, წელზე მოვეხვიე, მხარზე დავადე თავი და ერთად ავაყოლეთ სხეულები მუსიკის ჰანგებს...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი One

Chveni super lilagogo khar❤️
Male dagvibrundi raa ))
Dzalian kargi iyo , miyvars sheni happyend-ebi❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

One
Chveni super lilagogo khar❤️
Male dagvibrundi raa ))
Dzalian kargi iyo , miyvars sheni happyend-ebi❤️


მადლობა heart_eyes
უკვე დავიწყე ახლის წერა რამდენიმე თავს დავწერ და აქაც დავიწყებ ატვირთვას

 


№3 სტუმარი აბბბ

საოცრება ხარ

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️
შესანიშნავად წერ, ველი ახალ მოთხრობას

მოთხრობა ჩემი აზრაელი ვერ ვპოულობ
წაშალეთ?

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

აბბბ
საოცრება ხარ


მადლობა heart_eyes relaxed

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ელენე
ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️
შესანიშნავად წერ, ველი ახალ მოთხრობას

მოთხრობა ჩემი აზრაელი ვერ ვპოულობ
წაშალეთ?


ჩემი აზრაელი ავიღე, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ დასრულებას, საკმაოდ დიდია, ვწერ ნელ-ნელა, ვნახოთ როგორ წავა საქმე, ალბათ რამდენიმე თვეში დავამთავრებ blush

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

ლილა ნესი
სტუმარი ელენე
ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️
შესანიშნავად წერ, ველი ახალ მოთხრობას

მოთხრობა ჩემი აზრაელი ვერ ვპოულობ
წაშალეთ?


ჩემი აზრაელი ავიღე, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ დასრულებას, საკმაოდ დიდია, ვწერ ნელ-ნელა, ვნახოთ როგორ წავა საქმე, ალბათ რამდენიმე თვეში დავამთავრებ blush

ჩემი ერთერთი საყვარელი მოთხრობა???? არასდროს მომბეზრდება მისი კითხვა
ველი სიხარულით

 


№8  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ელენე
ლილა ნესი
სტუმარი ელენე
ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️
შესანიშნავად წერ, ველი ახალ მოთხრობას

მოთხრობა ჩემი აზრაელი ვერ ვპოულობ
წაშალეთ?


ჩემი აზრაელი ავიღე, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ დასრულებას, საკმაოდ დიდია, ვწერ ნელ-ნელა, ვნახოთ როგორ წავა საქმე, ალბათ რამდენიმე თვეში დავამთავრებ blush

ჩემი ერთერთი საყვარელი მოთხრობა???? არასდროს მომბეზრდება მისი კითხვა
ველი სიხარულით


heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№9 სტუმარი ქეთინო ჭ.

კარგად წერ ზოგადად, მაგრამ გაქვს პატარ - პატარა ხარვეზები სასვენ ნიშნებში.უაზროდ ხმარობ კითხვის ნიშანს.მიაქციე ყურადღება, რადგან შინაარსი იცვლება.

 


№10  offline წევრი TamoTi

ვაა ძალიან კარგი იყო,იცი ალბათ ისედაც...დამათენდა და ვერაფრით მოვწყდი❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent