შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება


15-03-2023, 13:37
ავტორი khatuna kakachia
ნანახია 778

თავი 2


« როდესაც ბედნიერების კარი იკეტება,
მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ
ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ
კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს
რომელიც გაიღო ჩვენთვის. »


ადამი

რისთვის მოვედით ამ ქვეყნად. რა მისია გვაკისრია თითოეულ ადამიანს. არასოდეს დაგისვამთ ეს კითხვა საკუთარი თავისთის?
მე კი, ყოველი თვალის დახუჭვაზე ეს კითხვა მახჩობს და მანადგურებს. სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
იმედგაცრუება
იმედგაცრუება შენი ცხოვრებისგან, რომელიც სიცოცხლის საშუალებას არ გაძლევს. რა მოაქვს ადამიანისთვის ამ მოვლენას ? ანდაც იქნებ ადამიანებს იმიტომ ერჩით ცხოვრება, რომ უფრო ძლიერები იყვნენ და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედონ ? არ ვიცი. თითქოს ყოველ გათენებულ დღეს ზავს ვდებ ჩემს ცხოვრებასთან, რომ მეტად აღარ მეტკინებოდა, უკეთ ვიქნებოდი მაგრამ არ გამომდის. ყოველ დღე უფრო და უფრო უარესად ვგრძნობ თავს. უფრო და უფრო მტკივა გული. ვინ იცის რამდენი დრო დამრჩა ან კიდევ რას მიმზადებს ბედისწერა მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ დავრჩე ადამინი. არ გავიმეორე წარსულის შეცდომები და მასზე ვისწავლო.


მოდი სულ თავიდან დავიწყოთ
1990 წლის 17 ივლისს საქართველოში დავიბადე. დედა ქართველი, მამა კი თურქი მყავდა. ჩემს დაბადებამდე დედის სახლში ვცხოვრობდით. დედა როდესაც ჩემზე მეცხრე თვეში იყო ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და მშობიარობაც ძალიან გაუჭირდა. ნუ ასე მეუბნებოდნენ. ჩემთან ერთად თურმე ერთი გოგონა დაბადებულა. დედას რძე გაუშრა ამიტომ მისი დედის რძე დამალევინეს. ჩვენი მშობლები დაახლოვდნენ ამიტომ ჩენც კარგი მეგობრები გავხდით. ერთად ვთამაშობდით და ასე ვთქვათ ერთად ავიდგით ფეხი. მამა ფოტოგრაფი იყო და ყოველ დღე ახალ სახეებს იღებდა. ერთ დღეს ეს გოგონა მამამისმა ჩვენს სახელოსნოში მოიყვანა. ისეთი ლამაზი და მხიარული იყო, მისი თვალები ღმერთო... მისი თვალების ფერი გონებიდან არ ამომდის. შეხედავდი და იქვე დადნებოდი. რომ იტყვიან თვალები ყველაფერს ამბობენო მართალია. ფოტო გადაიღო და წავიდა. იმ დღეს მამის სახელოსნოში ხანძარი გაჩნა. ყველა და ყველაფერი დაიწვა. ფერფლად იქცა მამის საუკეთესო ნამუშევრები. რამოდენიმე ახალი ფოტო გადავარჩინეთ და შევინახეთ. მას შემდეგ ჩემი მეგობარი არ მინახავს. ჩემი ერთადერთი და ნამდვილი მეგობარი, რომელიც ოდესმე მყოლია. მაგრამ ასე მგონია რომ ის სულ ჩემს გვერდითაა, ასე მგონია რომ ისევ შევხვდები. რადგან აქამდე მისი დავიწყება ვერ შევძელი, ეს რაღაცას ნიშნავს.

ცხოვრება ახალი ფურცლიდან თურქეთში დავიწყეთ. მამამ 15 წლის დაბადებისდღეზე ველოსიპედი მიყიდა. საკატაოდ წავედი, ცოტა დროის შემდეგ თავბრუ დამეხვა და გული წამივიდა. და იმ დღეს გავიგეთ რომ გულზე თანდაყოლილი დაავადება მაქვს, რომელიც უფრო და უფრო გაუარესდება. სიცოცხლის მაქსიმუმად 25 წელი მომცეს. ჩემს მშობლებს თავზარი დაეცათ. არ მაჩვენებდნენ ცრემლებს მაგრამ ვგრძნობდი. ვგრძნობდი მათ ტკივილს.
სკოლაში დამამთავრებელ კლასში მე და ჩემმა მეგობრებმა სიმღერის ჯგუფი შევქმენით. მე გიტარაზე ვუკრავდი და იმიჯიც შესაბამისი მქონდა. გრძელი თმა, ბენდენა, ჩაშავებული თვალები და ტყავის ტანისამოსი. ისეთი ცნობილები გავხდით თურქეთში, რომ მსოფლიო ტურნირს გვთავაზობდნენ. რათქმაუნდა ეს ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ და უარს მეუბნებოდნენ, მაგრამ ეს ჩემთვის კარიერის დასაწყისი იყო. უარს არასოდეს ვიტყოდი. არასოდეს.

-მე მივდივარ. პირველი კონცერტი სტამბოლში გვაქვს.

ვუთხარი, ისე რომ ხელში უკვე ჩემოდანი მეჭირა. დედა ტიროდა. მამა კი დივანზე იჯდა და არც კი მიყურებდა.

-მე მივდივარ მეთქი არ გესმით ?

-სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ ? შენს ავადმყოფ მეგობრებთან ერთად მიდიხარ და შენს სიცოცხლეზე უარს ამბობ ?

მითხრა დედამ

-იცი რა, დავიღალე. დავიღალე თქვენი ყოველწუთას უკან დევნით. სუნთქვის საშუალებას რატომ არ მაძლევთ ? მომეცით საშუალება რომ ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა ამ დაწყევლილ სამყაროში იმდენიხანი რანდენიც მიწერია. თავი დამანებეთ არ გესმით ? თავი დამანებეთ ! ყელშია თქვენი ყოველწუთას « წამალი დალიე » ყელშია გასაგებია ? ყელშიააა!!!

ვღრიალებდი, ისე რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი.

-შენ ამ სახლიდან გახვალ და შენი მშობლების მისამართს დაივიწყებ.

მითხრა მამამ. და მე წამოვედი. დედა გამომედევნა, ტიროდა. მაგრამ უკან არც მიმიხედავს ისე წამოვედი.
ერთი თვე ჩემი მშობლები არ მინახავს და 1 თვის შემდეგ, დედა მირეკავს და მეუბნება

-მამა… შენი მამა შვილო გარდაიცვალაა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტირის. ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ჩავიკეცე.

ჩემს გამო მოხდა. ეს ჩემს გამო დაემართა. არ უნდა წამოვსულიყავი, ის ხომ ჩემზე დარდობდა ღმერთო ჩემზე დარდობდა. არ უნდა მეყვირა და არ უნდა წამოვსულიყავი იმ დაწყევლილი სახლიდან. უნდა დავრჩენილიყავი.
მამა დავკარგე და ჩემს კარიერასაც ხაზი იმ დღესვე გადავუსვი. ან რა სინდისით უნდა გამეგრძელებინა არც დასაწყები საქმე ?
იმ დღეს თავი დავანებე ჩემს სამუსიკო კარიერას, რომელიც არც არასდროს უნდა დამეწყო და დავბრუნდი დედასთან. მამის სახელობის სახელოსნო გავხსენი და ფოტოაპარატი პირველად დავიჭირე ხელში. საქმე სრულიად ნულიდან დავიწყე და ნელნელა ჩემი ნამუშევრები საზღვრებს გასცდა და სამსახურს სხვადასხვა ქვეყნებში მთავაზობდნენ. ცხოვრებაში პირველად თავს კარგად ვგრძნობდი. პირველად როდესაც გავხსენი ყოველდღიურად ათი კაცი დადიოდა სტუდიაში. ან კვირაში სამოცდაათი. ეს თვეში 300 სახეს, წელიდაწში კი 30650 ნიშნავს. დროსთან ერთად მარტოობის შეგრძნება მიქრებოდა რადგან თანდათან ყველა სახე ნაცნობი ხდებოდა. დროდადრო ხალხიც იზრდებოდა.მე საფრანგეთი ავირჩიე. სილამაზის ქვეყანა და პარიზი სიყვარულის ქალაქი. იმაში კი ნამდვილად გამიმართლა, რომ დედა ფრანგულის პედაგოგი იყო და მეც ვიცოდი ენა. რათქმაუნდა დედა არ დავტოვე და უკვე მასთან ერთად დავიწყე ცხოვრება. რაც უფრო და უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო და უფრო მაწუხებდა და იჩენდა ჩემი დაავადება თავს. დედა კი ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც ჩემს მდგომარეობას აკონტროლებდა.
ჩემი გამოფენისთვის გასაუბრება 2018 წლის 26 მარტს მქონდა საფრანგეთში. რათქმაუნდა როგორც ყველას მეც ცოტა მეშინოდა რომ კითხვებისთვის სწორად და კონკრეტულად გამეცა პასუხი. ერთ ერთი ცნობილ ფირმასთან მქონდა გასაუბრება რომლებიც კარგ ფოტოგრაფს ეძებდნენ.
შეხვედრის დღეს ადრე ავდექი გავემზადე, და უეცრად გული შემეკუმშა. სანამ ჩემი წამალი მოვძებნე და დავლიე ნერვიულობა დავიწყე, რომ ვეღარ მივიდოდი. მაინც წავედი. უკვე მაგვიანდებოდა, თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო. სიჩქარისგანაც გზაში გოგონას დავეჯახე. მობოდიშებაც ვერ შევძელი. გავრბოდი ისე რომ მხოლოდ ჩემი გამოფენისთვის ვფიქრობდი. მინდოდა ჩემი პირველი გამოფენა ჩატარებულიყო წარმატებით.
მისვლისას კომპანიის მენეჯერი შემხვდა და ყავა შემომთავაზა შემდეგ კი ოთახში მიმაცილა სადაც უკვე გასაუბრება უნდა ჩატარებულიყო. იქ კი უფროსი, ქალბატონი ლუსი დამხვდა რამდენიმე კოლეგასთან ერთად. დავჯექი, უფრო დავიძაბე და დაიწყო ლაპარაკი.

- გამარჯობა ბატონო ადამ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძალიან მინდოდა თქვენი პირადად გაცნობა.
- მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა.
ვუთხარი მორიდებულად.

- წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.

- საქართველოში 1990 წელს დავიბადე. იქ 2000 წლამდე ვცხოვრობდი. ფოტოგრაფიასთან შეხება კი დაბადებიდან მაქვს. 2014 წელს, სრულიად დამოუკიდებლად გავხენი სტუდია და ჟურნალის გარეკნებზე ვმუშაობდი.

საუბარი დავიწყე და თითქოს ყველანაირი შიში და დაძაბულობა გაქრა. მთავარი ახლა იწყებოდა...

- შენ საკმაოდ დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწიე, მაგრამ ჟურნალის ყდებს აკეთებ. რომელი უფრო მოგწონს, ადამიანების გადაღება თუ უფრო ყდებზე მუშაობა ?

- სიმართლე რომ გითხრათ რაც ჩემს საქმიანობას უკავშირდება ყველაფერი მომწონს.

- გასაგებია. შენამდე ბევრი სხვადასხვა ფოტოგრაფის ნამუშევრებს გავეცანი, მაგრამ შენი ყველაზე განსხვავებული იყო, ძალიან მაინტერესებს რაშია თქვენი საიდუმლო ?


- იცით, ვერ ვიტყვი რომ ჩემს ნამუშევრებში რაიმე საიდუმლო იმალება. მე უბრალოდ გამიმართლა რომ მამაც ფოტოგრაფი იყო და ბავშვობიდან ამ საქმისადმი სიყვარული მასწავლა.

და აქ დაასრულა შეკითხვების დასმა. მითხრეს, რომ დიდი წარმატება მელოდა ამ გამოფენის შემდეგ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მივხვდი, რომ ახლა იწყებოდა ჩემი ახალი თავგადასავალი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent