დრო! თავი12
იმდენი რამ მოხდა, ტკივილიც, ტირილიც და ბრაზიც, ერთდროულად საშინელება იყო, როცა ჩემი ექაუნთი გაქრა და პაროლს ვერაფერი მოვუხერხე აქედან დავბრუნდო და აქ განვაგრძობ წლისტორიას, ბოდიშს ვიხდი ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისთვის, იმდენად უგულო წერა გამოვოდა რომ არ ვიცი როგორ განვაგრძობ ...... ..... ახლა მაშომ გადაწყვიტა გართობა, თითქოს გაბრაზებულს უნდოდა საკუთარი თავი დაეწყნარებინა, რაშიც სამმა ჭიქამ ხელი შეუწყო, დიჯეის შეკვეთა ჰქონდა, "Donde estàn las atrevidas(toma toma toma)" მუსიკა ნელ-ნელა იწყებოდა მაშო ერთმანეთზე მიკრულ ხალხს შორის ორი ბიჭის მხარზე მოთავსებულიყო და ჰაერში ყველასგან მაღლა მყოფი, ყველას ყურადღებას იქცევდა მუსიკას ხელს აყოლებდა და თან ხმამაღლა ყვირილზე ყველა მის ყვირილს იმეორებდა, სრული სიგიჟე იყო, ხალხის სტვენაც ისმოდა, ისიც ეკიდა მაშოს ვიღაც მის ფეხებზე რომ ხელს მუსიკის ფონზე დაასრიალებდა, მუსიკის შესავალს ხელს აყოლებდა და როცა მისახვედრი იყო რომ უკვე მთავარი უნდა დაწყებულიყო, ხმამაღალი ყვირილით შესავალი გაუკეთა, - სამი. ორი. ერთი ვუუუ! და აჩქარებულ უარესად ახმარებულ მუსიკაზე ხელი და თავი ორივე ერთდროულად ააყოლა, დამაყრუებლად დიდ ხმაზე ღრიალებდა მუსიკა, ალბათ უკვე რამდენი ხანი იყო მაშო ხელმძღვანელობდა ხალხის გართობას თავადაც გიჟი პატარძალის როლში მყოფი გაბრუებული უძღვებოდა მუსიკას, ოდესღაც შემოვიდა რატიც, მიტოვებული მაშოსთვის უკვე დიდი ხანი იყო მიტოვებული ყავდა სიფრიფანა ცოლი რომელიც ახლა წესით მოწყენილი ქმრის მოლოდინში მაგიდასთან უნდა მჯდარიყო, თუმცა ასე არ დახვდა, ბიჭების მხარზე გიჟობდა სადღაც შუაში და ხალხიც მის სიგიჟეს აყოლილნი დახტოდა... წამით ადგილზე გაქვავებულმა ახედა ყველაზე მაღლა მყოფ მაშოს და შემდეგ ყბები ძლიერად დაეჭიმა, დიდი ნაბიჯებით დაიძრა მაშოსკენ, არანორმალურად მოცეკვავე ხალხში გზა ძლივს გაკვალა და ახლოს მისულისთვის იმდენად საზიზღარი სანახაობა იყო უცხოს ხელები მაშოს ბარძაყზე რომ ნერვების დაწყნარება რომ არ შესძლებოდა და ფიქრები რომ ის მისი რეალური ცოლი არ იყო და ბევრის უფლება არ ჰქონდა, ალბათ იმ ბიჭს იქვე მიგუდავდა, უხეშად ჩაავლო მაშოს ფეხებში ხელები და ზევიდანვე გადაიკიდა მხარზე, მაშომ უცებ შეკივლა და რატის მხარზე მყოფი, რომელიც დიდი ნაბიჯებით გასასვლელისკენ გადიოდა, თვალი მოკრა თეოდორეს და წამოწეულმა შველა თხოვა, არაფერი გაუკეთებია თეოდორეს, რადგან იმაშიც დარწმუნებული იყო რომ რატი არაფერს დაუშავებდა და ამავდროულად სახლში წაყვანილს მოუწევდა დაეძინა, მართლაც მანქანაში ჩასვა რატიმ, მაშოც უკმაყოფილო რატის ქცევით, მანამ რატი მანქანას მოუვლიდა კარებს დაეტაკა გასაღებად უცებ გასაღებ მომარჯვებულმა კი პნოპკას ხელი დააჭირა მანქანამაც ერთი დაიწრიპინა და კარები ჩაკეტა მაინც უწევდა რატის გაღება თუმცა დარწმუნებული იყო მაშოს დაჭერას მოასწრებდა, კარებთან მისულმა სწრაფად გახსნა საკეტი უცებ გამოაღო კარები ჩაჯდა თუ არა მაშინვე გაააღო მაშომ კარები თუმცა რატის ფიქრები გამართლდა, უცებ გადაწეულმა მაჯაში ჩაავლო ხელი და ადგილზე დასვა ცალი ხელით მოკეტა თავისი კარები და მანქანა წასასვლელად მოამზადა, - დაკეტე კარები და გასწორდი! - ჯერ არ დასრულებულა! უცებ გაეჯგიმა და რატიმაც ბრაზი ვეღარ შეიკავა - შენთვის დასრულდა! უხეშად შემყურემ უყვირა და მის ყვირილზე მაშომაც უხეშად გაბრაზებულმა მოკეტა კარები, ღვედი არ გაუკეთებია მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ უნდა გაეკეთებინა წამით უყურა რატიმ და ელოდა როდის გაიკეთებდა თუმცა უშედეგოდ, ხელებ გადაჯვარედინებული იჯდა მაშო და გზას უყურებდა, მისი სიჯიუტის სანაცვლოდ მანქანაში შუქები აანთო რატიმ, წუთით 'ააღმუვლა' სიჩქარეში გადართო და მანქანა ადგილს დიდი სიჩქარით მოწყვიტა, არ ელოდა მაშო და რბილი ტორმუზის დროს წინ გადავარდნილმა გაოგნებულმა და შეშინებულმა შეხედა რატის, მარტივი მისახვედრი იყო რის გამოც მოიქცა რატი ასე ამიტომ სიჯიუტეს არც მაშო ჩამოუვარდა, გზაზე გავიდა და გვიანობის გამო გათავისუფლებულ ტრასაზე გაზს მკვეთრად მიადგა ფეხი, სიბნელე იყო შუქები არ იყო მანამ სანამ მთავარ გზაზე არ გავიდოდნენ, რატი კი დიდი სიჩქარით მიდიოდა იმდენად რომ მაშო სავარძლის საყრდენს ვერ შორდებოდა ზედ იყო აკრული და იმ დროს რომ რატის დაეტორმუზებინა შუშას თავით გაიტანდა, ძალიან შეეშინდა სისწრაფეს არ მიჩვეული ახლა ლამის იყო ჰაერში ასულიყო, გადაჩეხვის შიშიც ქონდა თუმცა ხმას არ იღებდა აი რატის კი უნდოდა ბოლომდე შეეშინებინა მაშო რის გამოც შუქების ციმციმი დაიწყო, მანქანა დიდი სიჩქარით მიდიოდა და შუქების გამორთვის გამო გზის ნორმალურად ნახვასაც ვერ ასწრებდა, - რატი! გეყოფა! ხმამაღლა თვალებ დახუჭულმა ამოიგმინა და გული გახეთქვაზე ჰქონდა, რატიმაც კიდევ უფრო ძლიერად მიადგა გაზს და მაშომ რომ იკივლა, შუქებს შეეშვა საბოლოოდ აანთო და გაზსაც ნელ-ნელა უკლო, უკვე მთავარი გზაც ჩანდა, მაშო ვეღარც წყნარდებოდა იმ მომენტში იმხელა შიში განიცადა, გზაზე გადახვეულს რატის სლუტუნის ხმამ რომ ზედმეტად მიიქცია ყურადღება მომენტში გახედა მაშოს და უცებ მოულოდნელი რეაქციის ხილვისას მანქანაც სწრაფად დაამუხრუჭა - რატო ტირიხარ? მაშინვე გაოგნებულმა დასვა კითხვა და მაშომაც უცებ მოიწმინდა ცრემლები ხელისგულებით - მაშო რა გატირებს? ხელახლა დაუსვა კითხვა როცა პასუხი არ გაცა მაშომ, არც კი გახედა რატის, - ვერ გიტან! სლუტუნს ამოაყოლა ისევ მოიწმინდა ხელახლა გადმოცვენილი ცრემლები, წუთით უხმოდ უყურა რატიმ არაფერი უთქვამს მისკენ გადაიწია მაშოც მოულოდნელ მის ქცევაზე შეშინებული გახტა თავისუფალ მხარეს, მცირედ დამანჭული სახითა და გაშეშებით შეეტყო გაკვირვება რატის, უკვე სწრაფად გადაწვდა ღვედს და მაშოს რომ გაუკეთა, საჭეს მიუბრუნდა და მანქანა დაძრა,თან კიდევ რამდენიმეჯელ გახედე გაკვირვებულმა.... სასტუმროში მივიდნენ ისევ უბრალოდ არა შეკვეთილში რომელიც ცოლ-ქმარისთვის შეუკვეთეს, არამედ რატის სახლში რომელიც დროებით იყო ჩამოსული, გადასვლისთანავე დაელოდა მაშო რატის ადგილიც ვერ იცნო და ამავდროულად ნასვამს და დაღლილს მაინც ახსოვდა პირობა რომ ხალხში ბედნიერი წყვილი უნდა ყოფილიყვნენ, - კარგად ხარ? მანქანის წინ მდგარ გაფითრებულ მაშოს მიუახლოვდა რატი და მაშოს სახე ხელებში მოიქცია, უხმოდ, მძიმედ ახედა მაშომ რატის და რატის თბილ ხელებზე თან სასიამოვნო შეხებაზე თვალები უფრო მინაბა, ნაზად მის ხელებშივე დააქნია თავი და თვალები მძიმედ გაახილა, რატიც მოშორდა და თავით ანიშნა შევიდეთო, წინ წასულს გაყვა მაშოც თუმცა მგზავრობამაც ისე მოთენთა დაღლილობის და ცუდად ყოფნის შეგრძნება უფრო ემატებოდა, რატიმ გოგოს ანიშნა რომ ოთახში ავიდოდა და მანაც შორიდანვე დაუქნია თავი, საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევდათ ლიფტაბდე, მაშომ ზედმეტად ცუდად რომ იგრძნო თავი რატის ოდნავ უკან მდგომმა რატის ხელს ხელი ნაზად შეუცურა, მაშინვე გახედა რატიმ და სვლაც შეაჩერა რადგან ადვილი მისახვედრი იყო რომ ცუდად იყო, - ცუდად ხარ? უცებ დაუსვა კითხვა და უკვე წინ გადმოვარდინილი სწრაფად დაიჭირა, ისევ დაიბნა მიუხედავად იმისა რომ უკვე ბევრჯელ გამოცადა - მაშო, ერთხელ დაუძახა თუმცა უშედეგოდ, მალევე მივარდნენ ფორმაში ჩაცმულებიც რატის თუმცა რატიმ უთხრა რომ უბრალოდ ერთ-ერთს ლიფტი გაეღო და მას აყოლოდა, ხელში კომფორტულად ააფარფატა და ღია ლიფტში შევიდა, ოთახში შესულმა საწოლზე ნაზად დააწვინა და ბალიშიც კომფორტულად ამოუდო, - სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო ბატონო? - არა დაიღალა, ხშირად ემართრება, პასუხი წამით ამოხედვაშივე გაცა და მაშოს მიუჯდა, - კარგი, მარტო დაგტოვებთ, მორიდებულად დააყოლა ბიჭმა და თავდახრით დატოვა ოთახი, საწოლზე ჩამომჯდარ რატის გაშლილ ფეხებზე ჩამოედო იდაყვები და ხელებში მოექცია თავი, ფიქრის შემდეგ შეუტრიალდა მაშოს და 'ქოშები' ფრთხილად გახადა, მისკენ ნელ-ნელა იწეოდა და ამ ნელ ქცევაში ასწრებდს ქალის ლამაზი წყნარი და მშვიდი სახის შესწავლას, მისკენ გადაწეულმა ხელი ნაზად ჩამოუსვა სახეზე და თითქმის ყველა ნაკვთს სწავლობდა უფრო საოცრად ლამაზი ეჩვენებოდა, ნაზად მოუსვა ისევ სახეზე თითები რომელმაც უნებურად აიღეს გეზი ერთმანეთისგან დაშორებულ ტუჩებზე, სულ ოდნავ და ნაზად გადაუსვა რატიმ მაშოს ბაგეებს თითები, იმდენად გათიშული და უნებურად იწეოდა მაშოს ბაგეებისკენ ვერც აანალიზებდა წესიერად, სურვილები პრინციპებს უგებდა, ცერა თითს ნაზად ატარებდა ტუჩებს და მალე ბაგეებითაც დააცხრებოდა, მხოლოდ ერთი გამოძრავება იყო, - ფუ გამოვ*ლევდი! სწრაფად წამოიწია და შეფურთხებაც არ დააყოვნა, - აუ! სიტყვები აღარც ყოფნიდა, იმდენად ცუდად გრძნობდა თავს და ამავდროულად იმდენად დაღლილი იყო, დაძინება არ აწყენდა, ისევ ჩამოჯდა შორს დივნიდან განაგრძო ყურება და მის საფირმო სასმლით სავსე ჭიქა მოეთავსებინა ხელში წინ მაგიდაზე დიდი ბოთლით იდო სასმელი და ნელ-ნელა ცლიდა, თვალები წამოახილა თუ არა მაშომ სააწრაფოდ დადო ჭიქა მაგიდაზე და გამოფხიზლებულ მაშოსთან მივიდა, მანამ რამეს ეტყოდა წესიერად მოფხიზლების საშუალება მისცა, როცა უკვე გაარკვია თუ სად იყო, მხოლოდ მაშინ მიეხმარა წამოწევაში რატი, - კარგად ხარ? კითხვა დაუსვა და მაშომაც თავი დაუქნია, - მოდი მანამ სანამ ისევ გაითიშები გამოიცვალე და დაწექი რჩევა მისცა და მაშომაც ისევ უხმოდ დაუქნია თავი, ცოტახნით ჯდომაშივე აღიდგინა ძალები და შემდეგ წამოდგა დ აბაზანაში შევიდა რატიც შორიდან აკონტროლებდა, სახიდან მაკიაჟი მოიშორა და თავი უფრო სასიამოვნოდ იგრძნო კიდეც მჩატედ თითქოს ნახევარი ტონა გაჯი ესვა - გამოსაცვლელი არ მაქ, გახედა აბაზანაში მის უკან ჯაკუზზე მჯდარ რატის, რომელიც მკლავებ ახლართული ელოდებოდა მაშოს როდის დაასრულებდა სახიდან მაკიაჟის მოშორებას ისე რომ არ გათიშულიყო, - ჩემებიდან აიღე რამე წამო, - თავად რომ აიღო არა? - არ მინდა გათიშული გნახო ამიტომ თუ შეიძლება... დააყოლა ცინიკურად და წამომდგარმა კარებთან მდგარმა ჯერ მაშოს ანიშნა ხელით გადიო, მაშომაც თვალებში დაჟინებული მზერა მიაკლა ისე ჩაუარა გვერდი, რატის მაშოს ქცევაზე ჩაეცინა ისე მიყვა გასულს, თავად გამოუღო, მოკლემკლავიანი შავი საროჩკა ვინაიდან ყველაზე გრძელი ექნებოდა მაშოს, - ამმ რამე შორტი არ გაქ? ერთი დღით, გაეკრიჭა ბოლოს როცა მიხვდა რომ ყველაფრის გამორთმევას აპირებდა თავის ქნევით დაიწყო მოძებნა რატიმ და მარტივად მონახა შორტი რომელიც წვივებამდე ჰქონდა ხოლმე წელზე 'თასმა' ჰქონდა რომლითაც მაშო თავისუფლად შეძლებდა მოეჭირა წვრილ წელზე ისე რომ შორტი არ 'ჩამძვრალიყო' მადლობა გადაუხადა და ისევ აბაზანისკენ წავიდა გამოსაცვლელად, - კარებს არ ვკეტავ და არ შემოხვიდე, უბრალოდ თავს ვიზღვევ და კარებსაც, დააყოლა მანამ კარებს მოხურავდა და რატიც კარებს უახლოვდებოდა, - არ შემოვდივარ უბრალოდ აქ ვდგავარ თავის გატეხვის სუნი რომ მალე მეცეს, თქვა თუ არა მაშო დაეჭყანა და კარები ძლიერად მიუკეტა, თავხედიო თან დააყოლა და გამოსაცვლელი ჯაკუზზე დადო, ეცადა ელვა გაეხსნა, იმაზე მეტი იწვალა ვიდრე ზოგადად შეკვრაზე წვალობს ალბათ გადაღლილობის ბრალიც იყო იმდენად მოთენთილი იყო რომ ხელს ვერც კი აწვდენდა, ოდნავ წავლებული ხელით კი ვერ ხსნიდარადგან კაბაც დაბლა იწეოდა, - ჯანდაბა რა დაგემართა, ჯუჯღუნით გადაწვდა ისევ და დაღლილს მალევე მოეშალა ნერვები ისე რომ უკვე ვეღარც აკავებდა ემოციებს, კარის სახელურს ხელი ძლიერად ჩაავლო და კარებიც ლამის გამოგლიჯა - გთხოვ გახსენი თორე გავხევ! დააყოლა თან თმა უცებ წინ გადაიწია და კარებშივე შეტრიალდა, ვერ გაიგო უცებ რატიმ უნდა გაეცინა თუ გაოგნებული უნდა ყოფილიყო, - მანამდე გეთქვა ხო ხედავ სუსტი ნერვები გაქ, საუბარშივე წამში ჩახსნა ელვა და იქით-აქეთ გადახსნილ ნაჭერს შორის ნაზი მოშიშვლებული ზურგის ხილვისას გულს ნემსივით მოხვდა რაღაც რაც ზედმეტად უცნაური გრძნობა იყო რატისთვის და ამავდროულად ხელი ისე უნებურად წაიღო რომ შეხებოდა ვერც გაანალიზა თუმცა მაშო რომ მიხვდა რომ უკვე ელვა გახსნა უცებ მიუტრიალდა - შენ ნუღა მიმატებ მიახალა და კარები ისევ მიუკეტა, - ვსო ეგ არი დამენძრა! ამოიგმინა თან კეფაზე ხელი მოისვა.... მალე გამოაღო მაშომ კარები და ისე გაფუთნულს გავდა რატის ტანსაცმელი კი არ ეცვა არამედ შიგნით ცხოვრობდა თუმცა იმდენად საყვარელს ხდიდა და თან ამავდროულად თმაც აჩეჩვოდა და ზედმეტად საყვარელი დაბერილი ლოყებით ხელებ ჩამოყრილი კარებში დადგა, უცებ გახედა რატიმ და ისე გახალისდა ისევდაისევ დაკარგა საკუთარი თავი, - აუ მაშა... სიცილით გადააქნია თავი უკან თან მუცელზე ხელი ედო, მაშომ ჯერ გაკვირვებული უყურა ასე გულიანად მოცინარ რატის და შემდეგ ისევ გაახსებდს რომ უხეშობდა - რას დამცინიხარ იდიოტო რომ მიხდება ეჭვი გეპარება? ფლატაფლუტით წავიდა საწოლისკენ და მართლაც ბავშვური და საყვარელი იყო მუხლებით აძვრა დიდ საწოლზე თხელი თეთრი ზეწარი გადაწია და კომფორტულად ჩაწვა, მაშინვე ეცა ბალიშიდან წამოსული რატის საუცხოო და ამავდროულად სასიამოვნო სურნელი გვერდულად დაწოლილმა ბალიშში ჩაყო პატარა ლამაზი ცხვირი ისე რომ არ იმჩნევდა მიზეზს თუ რის გამოც გააკეთა ეს, - როდის მორჩები დაცინვას? წამოიწია უცებ და ცალი წარბის აწევით შეხედა რატის - უკვე მოვრჩი, მომღიმარმა უთხრა და პლედი გაშალა დივანზე, მაშოს გადაგდებული ერთი ბალიში დაიჭირა და ისიც დივნის თავში მიაგდო - გინდა რამე თუ ჩავაქრო შუქი? მაშომ უარის ნიშნად თავი გაუქნია რატიც შუქის ჩასაქრობად წავიდა, ცოტა უხერხულად გრძნობდა მაშო თავს ამხელა საწოლში თავად ნებივრობდა რატი კი იმ პატარა დივანზე იძინებდა თუმცა ხმა არ ამოუღია, წყნარად მოეწყო ორივე და სიჩუმეც ჩამოვარდა, თითქოს ორივე ელოდებოდა რომ რომელიმე რამეს იტყოდა თუმცა არცერთის ნაბიჯი ჩანდა, თვალებიც მინაბა მაშომ უცებ ხმაზე ისევ გაახილა და გაუხარდასავით კიდეც, - ხვალ შენთან გავიდეთ ჩაალაგე ნივთები, კომპანიაშიც გავიდეთ შენი ნახატები წამოიღე და იქ უკვე მოდელებიც აღვადგინოთ, ცოტახნით ცხოვრება შეგეცვლება მაშა, ვეცდები ახალი ცხოვრება ამაზრზენად არ გიქციო როგორც პირველ დღეებში წყნარად დაიწყო ლაპარაკი რატიმ და მაშოც ჩუმად უსმენდა, - დიდი ხნით ვაპირებთ წასვლას? წყნარი ტონით დასვა კითხვა და რატიც ცოტახნით გაჩუმდა თითქოს ფიქრობსო, - არ ვიცი, პასუხად მაინც სხვა პასუხი გასცა და ოთახიც დადუმდა, თემა თუ რაზე უნდა ელაპარაკათ შუა ღამე ვეღარ ფიქრობდნენ დაღლილებსაც ძილი სწრაფად მოერიათ დაწოლილებს და ოთახმაც სიმშვიდე შეინარჩუნა........ - მაშა გავდივარ, ვაჟას ვნახავ მალე მოვალ გამოატანინე შენი ნივთები რომელიმეს რა და რო მოვალ გავიდეთ დროს არ დავკარგავთ, ნივთების აღებაშივე თქვა თითქმის ყველაფერი რომელსაც მაშო საწოლში გულაღმა დაწოლილი თავქვეშ ხელებ ამოდებული უსმენდა, - ნასვამ ჯიბოს გავხარ როცა გამოხედა თავის ტანსაცმელში ჩაცმულ თითქოს მსუქან მაშოს მაშინვე ჯიბოს შეადარა, კაცს ბავშვობაში როცა ერთად მაიმუნობდნენ რატის მაშო ჯიბო პაპასთან დაყავდა ხოლმე კარგი მასპინძლობა იცოდა მისმა ცოლმა, განა რამე, უბრალოდ პატარა მაშოს ხალხის დიდ სითბოს აჩვენებდა რომ სახლიდან გამოსულიყო და ყველასთვის მებულინგე ადამიანის სტატუსი არ მიეწერა, ჯიბოც რატისთან ერთად მიარტყავდა ჭიქას-ჭიქაზე მსუბუქად და გემრიელად გამოცლიდა ჭიქას, ბოლოს საფირმო სიტყვებსაც დააყოლებდა "ოხ, ოხ,ოხ" და ხელახლა ჩამოასხავდა ხოლმე, უკვე რომ იგრძნობდა რომ სასმელი მოეკიდა ხის დივანზე მიწვებოდა თავქვეშ ხელებს ამოიდებდა მაშოსავით ცალ ფეხს მოხრიდა და ისე უსმენდა ხოლმე ახალგაზრდებს, რატის ხშირად ეჩხუბებოდა მასზე ადრე რომ თვრებოდა, მერე აქებდა კარგი მსმელი ხარო.... მაშოც რატის სიტყვებზე სახე გაბადრული წამოჯდა, - გახსოვს? სახე უბრწყინავდა ისე თითქოს ეგონა რატის ყველაფერი მივიწყებული ჰქონდა და ახლა აღმოაჩინა რომ რაღაც ახსოვს , - მახსოვს - ისიც გახსოვს ვაშლი რო გთხოვე კენწეროში რომ ეკიდა? ჯიბომ კეტი მოქცა დაბერტყე და ჩამოუგდეო და შენ იქ მაღლა ახვედი და საკუთარი ხელით ჩამომიტანე ჯიბო პაპა რო შენ განკანგულებაში იყო მთელი დღე ამ საქციელით გაოგნებული მე არ ვუზამდი ჩემ ცოლსო, უკვე სიცილით წამოხტა საწოლიდან სასიამოვნო მოგონებით გახალისებულმა და ახტუნავებული უახლოვდებოდა რატის, - კი მახსოვს, ისევ უთხრა და თან მაშოს გამხიარულება მოსწონდა, რადგან ხვდებოდა რომ მაშოს გაბედბიერებას ამ უმცირესი დეტალით ახერხებდა, - ჰმ და ის გახსოვს, რამიზი რომ მომსდევდა ისევ ცეკვაზე ჯიბო პაპას ეზოში რომ შევვარდი შენც იქ იყავი პაპამ ძაღლი მოგსდევდაო?.... რატიც უფრო მიახლოვდა გახალისებულ მაშოს და მაშოს დაწყებული გახსენებული ისტორია განაგრძო, - კარები ჩაუკეტე და გვანიშნებდი გაჩუმდითო, რამიზიც ღობიდან გადმოხტა გაკვირვებულები შევყურებდით, რომ შემოტრიალდა დაიბნა შეტრიალებისდროს კარებს თავი მიარტყა, სიჩქარეში კარები ვეღარ გააღო და ისევ ღობიდან გადახტა.... მაშო გახსენების წარმოდგენაზე გულიანად ხარ-ხარებდა, - დიდი ხანია არ მინახავს სოფელში წავიდნენ, დაწყნარების დროს დააყოლა და რატის თბილი მზერით ახედა სასიამოვნო გრძნობამ დაუარა ძველი და ტკბილი მოგონების გახსენებაზე, - გინდა ვნახოთ ერთხელ, თუ მიცნობს კიდევ, დააიმედასავით და თან მისი სახე თბილ ხელებში მოიქცია, - ჰო მაგრამ არ ვიცი სად ცხოვრობენ, ტუჩისკუთხის ჩატეხვით თქვა და რატის მენჯებთან მაიკას ჩაავლო ხელები, როგორ საყვარელი დასანახები იყვნენ თბილი ურთიერთობით რაღაც თბილი მზერით მაყურებლები, დადებით ემოციას ატრიალებდნენ, თუმცა მაშოს ჯერ ისევ უტრიალებდა გონებაში შურისძიება, - მე ვიცი, დააყოლა და როცა მიხვდა რომ მისთვის შეუსაბამო პოზაში იყო ხელები მოაშორა, - შეგიძლია წახვიდე, მაშოც უცებ მოშორდა და ისევ საწოლზე აბობღდა, ტელეფონიც აიღო და ანანოს მესიჯი გაუგზავნა რადგან იცოდა ბარბარეს არ ეცლებოდა, ისე როგორც ანანოს, - კაროჩე მალე მოვალ რა, დააყოლა და მის ამღერებულ ტელეფონს დახედა, - ჭკვიანად დააყოლა ინსტიქტურად აჩქარებულმა და გასვლისთანავე უპასუხა ტელეფონს იტალიურად, ყურებ დაცქვეტილმა გააყოლა მაშომ თვალი დააინტერესა ვინ დაურეკა თუმცა ეს ნამდვილად არ იყო მისი საქმე, ამიტომ ისევ ტელეფონს ჩააშტერდა, ანანომ მესიჯი ნახა თუ არა მაშინვე დაურეკა და ტელეფონ ხელში მომარჯვებულმა მაშომაც უცებ გაცა პასუხი, - ჰელოუ, გოგოო გადი ჩემთაანნ გეხვეწებიი, ბებიაასს უთხარი ახალი კაბები რო მქონდა და ვერ ვიცვამდი იცის რა მოკლედ ცოტა ისეთია კლასიკური და სერიოზული და გამოგატანოს რა და რამე ჩვეულებრივიც - რა ხდება, ჯერ მითხარი, უცებ გააწყვეტინა სწრაფად მოსაუბრე მაშოს საუბარი, - რა ხდება და ქმარუკასთან რო გადმომაგდეთ და ახლა ტანსაცმელებიც მაგის მაცვია და ჯიბოს ვგავარ არუშაავს? რატის ტანსაცმელით ხო არ წავალ ამდენ ადგილასს თან დირექტორი უნდა ვნახო, უნდა ვანანო ის სიტყვები და იმ სელენუშკასაც, რატის ყოფილი ვარო წინაზე და დაგადეო! საყვარელი, მაცადოს..... უკვე ფიქრებში გადავრდნილი შურისძიებას გეგმავდა, - ოპა ოპააა, მაშო დაეშვი დედამიწაზე რა სამაგიეროები მოგინდა, მდიდარი მსოფლიოს ერთ-ერთი ახალგაზრდა კომპანიების მმართველი სიმპათიური მამაკაცის ცოლი ხარ დაა ვსო საბაბიც გაქ შურისძიებისს? არ გირჩევ ლამაზო, - ჰო ჯანდაბას მახსოვს ამოიდუდღუნა როცა გაახსენდა რომ მხოლოდ ორი თვით ხდებოდა ეს ყოველივე და საწოლზე გადაწვა, - გელოდები მოკლედდ რა და მალე გამოდი რო ჩავიცვა, - კაიი ხო გაიკეთე მაკიაჟი მანამდე გამოვალ მისამართი მომწერე, - არც მე ვიცი ჯერ რატის ვკითხავ, წავედი მიდი მოგწერ გაიცინა და შემდეგ მალევე გაუთიშა, რატისგან მისამართი რომ გაიგო ანანოს გადაუგზავნა და პასუხიც რომ მიიღო რომ ნახა ტელეფონიც გადადო, მანამდე მოწესრიგება დაიწყო ოთახის და მოშიებულმა, ლანგარზე მოთავსებული ხილის ასორტიდან რამდენიმე ნაჭერი აიღო, მუსიკები დაბალხმაზე ჩართო და მაკიაჟის კეთება დაიწყო, უკვე კარგი დროც იყო გასული რაც ანანოს დაურეკა, კუჭი წამდაუწუმ ახსენებდა თავს და ესეც ხელის მიჭერით აჩუმებდა, სწორედ მის ბედზე ესტუმრა მაშოს ვიღაც, კარების გამოღების შემდეგ, კარებთან ბიჭი ბორბლებიანი მაგიდით რომ შერჩა ალბათ რამდენი გემრიელობა იყო რკინის სახურავის ქვეშ, - დილამშვიდობისა ქალბატონო, ცოტახნის წინ ბატონმა რატიმ თქვენთვის შეკვეთა გააკეთა, ეს თქვენ, გემრიელად მიირთვით, ღიმილით დააყოლა ბიჭმა და მაშო დატოვა, ზედმეტად სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა მაშოს რატის ყურადღდებაზე და ღიმილიც არ შეუკავებია, ამ სრულიად პატარა ყურადღებამ ბაგეები ისე გაუპო და ამავდროულად ხასიათი იმდენად უკეთესობისკენ შეუცვალა უცნაურად გარდაქმნილს გავდა მიუხედავად იმისა რომ არც თავიდან იყო ცუდ ხასიათზე თითქოს სიხარულს გულშიც ვეღარ იტევდა, მანამ გემრიელად მიირთმევდა რატის მიწერა, ' დროული იყო, მალე გული წამივიდოდა მადლობა' პასუხმაც დიდი ხნით არ დააყოვნა ' ამდენი გონებისდაკარგვისგან, ტვინი ამოგივარდება მაშა, ამავდროულად ძლიერად ეცემი" იგრძბობოდა ცინიზმით ნათქვამი სიტყვები თუმცა მაშომ უბრალოდ ენა გამოყოფილი ემოჯები მიუძღვნა და ტელეფონი ისევ მიაგდო, მარტო თხუთმეთი წუთი შორიდან უვლიდა ისე უყურებდა გაშლილ მაგიდას მოსწონდა ეს მომენტი, რატის საქციელზეც ფიქრობდა შეიცვალა თუ არ შეიცვალა ვერ გადაწყვიტა რომელზე შეეჩერებინა არჩევანი, რატიზე ფიქრებში დაიწყო ჭამა, თითოეულ დეტალსა და კადრს აღვიძებდა ფიქრებში, რაღაც დროის შემდეგ აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა ლოყა გამოტენილმა და ისე გასცა ანანოს პასუხი, - რაქენი? - მწვანე კაბა როა ლამაზი თვლებით დეკოლტე აქვს მოკლეა და ქვეშ შავი დახურული მაღლებიც დევს ორივე წამოვიღო? უცებ დააყოლა ყველაფერი, - აუ მწვანეე? კაი იყოს მაშინ მაგას თავისი საყურეები აქვს მანდ პატარა ყუთშია რომელიმეში იქნება და მარცხნივ შავი პატარა ჩანთაა ეგეც გამოაყოლე და მიყვარხარ, პასუხი გაცა თან ახალი ლუკმა მოამზადა, მის გონებაში თავად იყურებოდა კარადაში ზუსტად ახსოვდა ყველაფერი თუ რა სად იდო და სწორი გადაცემით ანანომაც მალე იპოვა ყველაფერი, კაბა არც მთლად გამოსასვლელი იყო, უკვე მდიდარი ბიჭის ცოლობაზე ყოველდღიურობისთვის ნორმალური არჩევანი იყო, - ესეიგი ყველაფერი მზად არი ჩემო ლამაზოოუ, ოც წუთში მაგეთ ვარ, - კაიი გელოდებიი, ღიმილით თქვა ისე თითქოს ანანო მის ღიმილს და თბილ მზერას დაინახავდა, ძალიან გემრიელად მიირთვა, ლამის გასკდა კიდეც, მუსიკების ჩართვის შემდეგ რატის ნივთებს შორიდან ათვალიერებდა, არაფერს ეხებოდა არც უჯრებში უქექია რამე, ცდილობდა საჩუქრები დაეხარისხებინა და ისე თუ წააწყდებოდა რამეს, ჩვეულად არ დაუკეტავს კარები, ოთახში საწოლზე დადებულ პარკში საჩუქარს დებდა კარების ხმაზე წამით გაიხედა გასასვლეკისკენ თუმცა კედლის იქით მჭვრეტავი არ იყო და მხოლოდ ხმას მიენდო ის ხომ ანანოს ელოდებოდა, - ასე ჩქარა რაიყო მორბოდი? პარკში ჩადო თუ არა საჩუქარი ღიმილით მოტრიალდა და ღიმილიც სახეზე შეახმა, - შენთან მოსასვლელად არასდროს ვაგვიანებდი..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.