შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.ჩამომყვები ჯოჯოხეთში?.(5)


22-03-2023, 15:04
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 543

ყველგან ვნახე ,მაგრამ არსად არ იყო!
აორთქლდა ,გაქრა!
ასე აქ როგორ დამტოვა? თვითონ არ დამყვებოდა ყველგან?
რამე მოუვიდა? რა მოხდა?
ბოლოს სხვა გზა აღარ იყო და იმ ადამიანს მივმართე ვისაც ვიცოდი ეცოდინებოდა მისი ადგილსამყოფელი ან ის მაინც რა უნდა გეკეთებინა ასეთ სიტუაციაში...ვიცი სულელი ვარ,მის გაქრობაზე ასე არ უნდა ვღელავდე,პირიქით ეს ჩემი გაქცევის შანსიც კია მისგან,მაგრამ რაღაც მაიძულებს სხვაგვარად ვიფიქრო და მოვიქცე!
ამიტომ აი ისიც...მის წინ ვდგავარ ამ წამს.
არ ვიცი რამდენად დამეხმარება,მაგრამ ის ერთადერთი გამოსავალია ამ წამს.
"ჰეი,ჯეფრი არ გინახავს?"ძაალიან ჩვეულებრივად ვკითხე თენისონს,რომელიც მერხზე გადაწოლილი იყო და თვალები დახუჭურლი ჰქონდა...ჩემი კითხვა კი აშკარად გაიგო,მაგრამ ზედაც არ მიყურებდა ,ისევ თვალებ მოხუჭული იყო და არც პასუხი გამცა  ამ კითხვაზე.
ვიცი რომ ვძულვარ და  მეც ამ წამს ძაალიან უნდა მეშინოდეს მისი ,მაგრამ აქ მხოლოდ ისაა ჯეფრი ნაცნობი,მეტი არავინა ვისაც ჯეფრიზე ეცოდინება რამე!
"შენ გეკითხები,ჯეფრი სადაა, არ იცი?"
გავღიზიანდი პასუხს რომ არ მიბრუნებდა და ხმამაღლა ვკითხე,ამაზე კი უკვე ნელა მობეზრებულმა გაახილა ჯერ ერთი ,მერე მეორე თვალი  და ამათვარიელ ჩამათვალიერა...
"არ ვიცი...ახლა მომშორდი სანამ ეს სიტუაცია ჩემთვის სასარგებლოდ არ გამოვიყენე. "
მხოლოდ ეს მითხრა და ისევ თვალები დახუჭა,რაზეც ისევ ვაპირებდი რაღაცის თქმას,ვიღაცის ხმაზე რომ გავჩერდი.
"ლუნა,მე ვიცი საადა ჯეფრი"გავიგე თუ არა უკნიდან ხმა  გავიხედე და  წინ ისეთი ადამიანი დამხვდა,ვისაც ვერ წარმოვიდგენდი!
ესმა,ეს ესმაა!
მთელი დღეა დავეძებ და არსად არ იყო,მეგონა საერთოდ აღარ დაბრუნდებოდა სასწავლებელში მომხდარის შემდეგ,მასზე ძალიან ვღელავდი!
არ ვიცოდი როგორ იყო და ვერც ვუკავშირდებოდი,თითქოს აირთქლდა!
ახლა კი აქაა...უეცრად გამოჩნდა და ჩემს წინ დგას!
"ესმაა,შენ აქ ხარ!
ვერ ვიჯერებ,მართლა აქ ხარ...კარგად ხარ? სად იყავი? რატომ არ დამიკავშირდი?! ძაალიან ვნერვიულობდი შენზე!"
ესმასკენ აღელვებული წავედი და ჩახუტება მინდოდა,მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი,მან უკან დაიხია!
ამაზე მე გაკვირვებულმა ავხედე.
"აქედან შორს ვიყავი რომ ჩემი თავის კონტროლი მესწავლა...ჩემს მშობლებთან ერთად ვცდილობდი თავის მართვას.
არ მინდოდა ვინმესთვის და მითუმეტეს შენთვის რამე მევნო ,მაგრამ მაინც არ გირჩევ ლუნა ახლოს მოხვიდე,ჯერ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებ თავს  "
თურმე რაში ყოფილა საქმე...ის ახლა ვამპირია,თანაც სულ ახლად გარდაქმნილი.
არ არის გასაკვირი,რომ ადამიანების სიახლოვეს კონტროლი უჭირს...მოწყენილმა თავი დავუქნიე და დავეთანხმე,შემდეგ კი მისკენ ნაბიჯიც აღარ გადამიდგავს.
"ბოდიში,ყველაფერი ჩემი ბრალია."მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე თავ ჩახრილმა,რადგან მართლა ჩემს თავს ვთვლი ამაში დამნაშავედ.
"არაფერ შუაში ხარ, თავი არ დაიდანაშაულო ლუნა.
შენ მეორე შანსი მომეცი,დამეხმარე როგორც შეგეძლო?პირიქით მადლობას უნდა გიხდიდე! "
მითხრა ღიმილით ესმამ და მადლიერი თვალებით ამომხედა,რაზეც უნებურად თვალები ცრემლით ამევსო...
"მოდი დავივიწყოთ ეს,არ მინდა რაიმე ინანო.
მე მინდა დაგეხმარო ლუნა ისე როგორც შევძლებ,ასე რომ გეტყვი იმას რაც ვიცი!
ერთი საათის წინ ეზოში ვიყავი ჯეფრი რომ დავინახე.
ის წითელი ხალხის  ტყისკენ მირბოდა,რა მიზეზით ეს არ ვიცი,მაგრამ გამიკვირდა იქ რატომ მიდიოდა,თან ასეთ მდგომარეობაში,ის გაცხარებული იყო რაღაცაზე  "
სიტყვა რომ დაასრულა მართლად დაბნეულმა დავიწყე იმაზე ფიქრი იქ რატომ წავიდა...ასე არ დამტოვებდა!
რა მოხდა ჩემს არ ყოფნაში ჩემს ძველ თანაკლასელთან?!
"იქ რა უნდა?"ჩავიჩურჩულე ჩემთვის და ცოტახანს ჩავფიქრდი...ეს ჩემი შანსია რომ მისგან გავიქცე,თუნდაც იქამდე მანამ სხვა არ მიპოვის და მომკლავს!
მაგრამ ახლ რომ დავფიქრდი მივხვდი,რომ სადაც არ უნდა წავიდე ყველასთვის ჩემი სახით საფრთხე მომაქვს...უკვე იმაზე ვფიქრობ,რომ დავნებდე და მივცე მათ უფლება მომკლან.
რაც არ უნდა იყოს ახლა ვერ წავალ!
სანამ არ გავიგებ ჯეფრი რატომ წავიდა ასე და რა მოხდა,პასუხები მჭირდება რა ხდება ჩემს თავს და რამდენი დრო დამრჩა.
ამის გაფიქრებაზე ჩანთას ხელი ვტაცე და საკლასო ოთახის გასასვლელისკენ გავემართე!
მე ის უნდა ვნახო,მინდა გავიგო რა მოხდა.
მინდა დავრწმუნებულიყავი,რომ კარგად იყო!
ამასთან ერთად კი მე კითხვები მქონდა,რომელზეც პასუხები მხოლოდ მან იცოდა!
"საით ?!"უეცრად ვიღაცის ხელი ვიგრძენი და ამან ადგილზე გამაჩერა...ეს თენისონი იყო და წეღანდელი დიდი იგნორის მიუხედავად,რატომღაც ახლა გაუჩნდა კითხვები!
"როგორც გითხარი წეღან,დაიგნორენის საფუძველზე,ჯეფრი უნდა ვიპოვო..."
ვუპასუხე მე გაღიზიანებულმა და თენისონს ხელი გავაშვებინე.
"ვერ გიტან ,მაგრამ ჯეფრის ვერ ვუღალატებ,მან მითხრა რომ თვალყური მედევნებინა შენთვის,ამიტომ დადე სკამზე !
არსად არ წახვალ"
წამოდგა ფეხზე მკაცრი სახით და ადგილზე დამსვა,რაზეც რა თქმა უნდა ისევ ფეხზე წამოვდექი!
"არა,მე ის უნდა მოვძებნო და თუ ასე გადარდებს ჩემი ბედი, მაშინ შენც გამომყევი და დამეხმარე!
მე  აქ ვერ გავჩერდები!"
ვთქვი ცოტა მაღალ ხმაზე,რათა საკმარისად კარგად გაეგო,რამდენად არ ვაპირებ ამ წამს დათმობაზე წასვლას!
"რა იყო ,ჯეფრიზე ღელავ?"
ჩაიცინა თენისონმა,რაზეც  თავი ჩავხარე და ფიქრებმა მომიცვა.
"რა სულელი ხარ...კიდე ვერ გაიგე,რომ ეს შენი სიმამაცე მოგკლავს ერთ დღეს.
ან მე რატომ მენდობი ასე ვერ ვხვდები,ესეეგი დახმარება გინდა? სასაცილო ხარ."
მომკიდა ნიკაპზე ხელი და თავი ამაწევიმა,ამით ვიცი ცდილობს შემაშინოს და შიშით გამაკონტროლოს,მაგრამ ახლა არა!
"ხელი"სახიფათოდ ვუთხარი და თავი გავწიე.
მეთვითონაც მიკვირდა ჩემი სიმამაცის,მაგრამ ამაზე მან მხოლოდ ჩაიცინა.
"მოდიხარ თუ მარტო წავიდე?"
სააბოლოოდ კი პირდაპირ ვკითხე,რაზეც მან კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ხელი ხელზე მომკიდა.
"წავიდეთ."
ეს რომ მითხრა პირდაპირ შენობა დავტოვეთ და უკვე ტყისკენ მივდიოდით ,ესმას რომ მოვკარი შორიდან თვალი...ცოტა შეშინებული გვიყურებდა, ალბათ ჩემზე ნერვიულობდა,რადგან ხვდებოდა სად მივდიოდი და ვისთან ერთად.
"ესმა,არ ინერვიულო,მალე დავბრუნდები...გპირდები"
შორიდან ვუთხარი ეს ყოველივე,რაზეც ესმა მომიახლოვდა,თან ვატყობდი ეშინოდა,რომ შემხებოდა,მაგრამ მან ეს შიში დააძლია!
რადგან უეცრად მთელი ძალით ჩამეხუტა!
"ლუნა,გთხოვ ფრთხილად იყავი...ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი მნიშვნელოვნათ,არ მინდა დაგკარგო..." მიჩურჩულა და ნელა მიშვა ხელი,შემდეგ კი ისევ უკან დაიხია.
"ჩემი იმედი გქონდეს,მალე დავბრუნდები."ღიმილით ვუთხარი ,რაზეც მან თავი დამიქნია და უკან გატრიალდა, თითქოს არ უნდოდა ჩემი წასვლა დაენახა.


ჯეფრი:
"სადააა?! სადააა მამაჩემიი?!
ახლავე გამოვიდეს უთხარით !"
პირდაპირ ყვირილით შევვარდი სასახლეში
და ერთ-ერთ მსახურს დავუწყე ყვირილი,რადგან ახლავე და ამ წამსვე მინდოდა მასთან შეხვედრა!
გიჟს ვგავდი...მან მაინც მოახერხა ის,რასაც ასე ვცდილობდი მოვრეოდი!
ამისგან მინდოდა ლუნას დაცვა და მან მაინც შეძლო მისი ხელში ჩაგდება!
მაინც ახსნა წყევლა,მაინც გაიმარჯვა...ახლა რა ვქნა? ლუნა დავთმო?! არასდროს!
"უფლისწულო, გთხოვთ დამშვიდეთ..."
მეხვეწებოდა შეშინებული მსახური,მე კი ვაპირებდი ჩემი ფეხით ავსულიყავი და მომეძებნა, უცბად ხმა რომ შემომესმა უკნიდან.
"ჩემს შვილს თავისი სახლი და მამა მოენატრა?თუ რას მივაწერო ეს  უეცარი სტუმრობა?"დავინახე  კიბებზე მდგომი მომღიმარი მამაჩემი,რომელიც ნელა და მშვიდად მოაბიჯებდა ჩემსკენ.
"რა გააკეთე? წყევლა რატომ ახსენი?
ეს როგორ მოახერხე,როგორ?! "
გავემარათე მისკენ ყვირილით!
ბრაზისგან თვალები სისხლისფრად მქონდა შეღებილი და ორი ბასრი ეშვი უკვე კარგად მოჩანდა ტუჩებთან.
"აბა მშვიდად...მამის წინ თავდამსხმელის სახეს ნუ იღებ.
მე შენი ოჯახი ვარ და არა მტერი და შენ თავიდანვე იცოდი ყველაფერი!
ასე რომ თავს ნუ ისულელებ ჩემო ბიჭო.
ასე ადვილად კიარ გაგატანდი გუშინ  ეს გეგმაც,რომ არ მქონოდა!
ასეთი სულელი გგონივარ?
ასე დავნებდები შენ ფიქრობ?"
თქვა მამამ სიცილით ,რაზეც მე მუშტებ მოღერებული მივუახლოვდი,მაგრამ მან თავისი უძლეველი შესაძლებლობით ადგილზე გამაჩერა.
"ასეთი ჯიუტი დედას გავხარ.
რას შეცვლი ამით ახლა ?
უკვე წყევლა დადებულია ,ახლოს გეყოლება თუ არა ეგ შენი  ლუნა  და გენდომება თუ არა ეს ,მაინც მისი მოკვლა მოგიწევს...წყევლა ამას გაიძულებს."ამის გაგებაზე
თვალები გამიფართოვდა,რადგან მივხვდი,რომ ამ დღიდან მე ლუნასთან ვეღარ ვიქნები !
რადგან მის სიცოცხლეს შევიწირავ...მისგან შორს უნდა ვიყო!
ახლა რა ვქნა?
სად წავიდე რომ მას აღარ დავუშავო რამე!
ლუნა გთხოვ არ მოხვიდე!
არ მომძებნო!
არ მინდა რამე დავუშავო,არ მინდა მოკვდეს!
რა გავაკეთო?! რა გავაკეთო?!

ლუნა:
"რა მომაბეზრებელი ვიღაც ხარ."
გავიგე თენისონის დამცინავი პასუხი ,რადგან  ვეჩხუბე რომ თუ გზა არ იცოდა  უნდა ეთქვა !
წამომიყვანა ,შუა ტყეში ორი საათი მატარა და მერე მითხრა,რომ რეალურად გზა არ იცის თურმე!
"ახლა სად ვართ იცი?ეგ მაინც თუ იცი დიდად დამავალებ!"ამაზე ვითომ არაფერი თენისონმა თავ ქვეშ  ამოიწყო ხელები და მჯდარი ხეს მიეყუდა !
ფეხებზე ეკიდა და უკვე ჩემს ნერვებზე თამაშობდა!
"არა."
ამაზე მე გავგიჟდი კინაღამ!
მინდა ამ წამს რაღაც ჩავარტყა!
"ახლა რა უნდა ვქნათ?"
ვთქვი მე ნერვიულობით და აქეთ-იქით დავიწყე სიარული!
შუა ტყეში,მასთან ერთად,ეს საშინელებაა!
"რავი აქ ვიყოთ თუ მომშივდება მოგკლავ და იქნებ გამოკვების შემდეგ გზაც ვიპოვო."თქვა მაცდური ღიმილით თენისონმა და ერთი თვალი გაახილა...რა ამაზრზენია!
ხაფანგში მომიმწყვდია.
"რას გულისხმობ? თამაშის დროაა ახლაა?!"ვიყვირე უკვე ბოლო ხმაზე!
"უბრალოდ შენი სისხლი მომეცი.
ვერ მიხვდი შიინაარს?
ამის შემდეგ გპირდები გზასაც გავაგრძელებთ"
ამაზე მე უფრო გავბრაზდი,რადგან მის ჩანაფიქრებს მთლიანად მივხვდი!
რა თქმა უნდა მან გზა ძაალიან კარგად იცის.
"ანუ გზა იცი ,მაგრამ არ მიგყავარ?"ამაზე მან ღიმილით თავი დაქნია,მე კი ღრმად ჩავიხვნეშე თითქოს მრისხანებისგან სისხლი ამიდუღდა!
ვბრაზობდი,მაგრამ ერთადერთი რაც ამ წამს მინდოდა აქედან გასვლა და ჯეფრის მიგნება იყო,ამიტომ უბრალოდ გავიხსენი საროჩკა და თენისონს მივუახლოვდი.
"იცოდე არ შეეტოპო."
ამაზე მან თავი დამიქნია და ხელით მისკენ მიმწია ,შემდეგ კი ვიგრძენი საშინელი ტკივილი...ეშვები ისე ღრმად იყო ჩემს კანში,რომ ვგრძნობდი ეს ტკივილი ჯერ კიდევ დასაწყისი იყო,თანაც წინა ნაკბენი თითქოს ჯერ კიდევ არ მოშუშებულიყო და ეს ცალკე მეტად მაგიჟებდა,რადგან ორჯერ და ოთხჯერ უფრო მტკივნეული იყო მისი კბენა.
"გეყოფა."
სისუსტე რომ ვიგრძენი სუსტად ვუთხარი,ამაზე მანაც ხელი გამიშვა და სისხლის მიღებაც შეწყვიტა...ცოტა გამიკვირდა რომ მომისმინა.
"წავიდეთ ახლა მაინც?"
ვიკითხე მე და თან ჭრილობაზე
ნაჭერი სიმწრით დავიდე ,ამაზე მან თავი დამიქნია, ხელი ჩამავლო და მაღლა ცაშიც ავიჭერით.

"მოიცა,სად მიდიხარ?"ვიკითხე მე ცოტახანში ,რადგან თვალში დიდი სასახლე  მომხვდა!
ეს სასახლე კი ვიცი ვისაც ეკუთნის,აქ რა მინდა!
"წითელი ხალხის ტყეში თუ წამოვიდა  სხვაგან სად წამოვიდოდა თუ არა ძვირფას მამიკოსთან..."
მითხრა მან და ნელ-ნელა ქვემოთ დაიწყო ჩასვლა...ის მამამისთან მოვიდა?
მაგრამ რატომ?
თვითონ არ მითხრა,რომ მისგან თავი შორს უნდა დაგვეჭირა და ამის გამო საკუთარი სახლიდანაც კი გამოიქცა...იქ რატომ დაბრუნდა? რამე მოხდა რაც არ ვიცი?
"შენც უნდა შემომყვე?"
დავჯექით თუ არა მიწაზე,თენისონს ამ კითხვით და უკმაყოფილო სახით გავხედე ,რაზეც მან გაიცინა.
"რა თქმა უნდა...იქ ორ წამში მოგკლავენ ძვირფასო..."მითხრა და ახლოს მომიდგა უფრო,მეც მოვემზადე საფუძვლიანად და 
უდიდესი კარი შევააღე.
არ მეშინია თუნდაც აქ ყველას ჩემი მოკვლა უნდოდეს!
არის მასში რაღაც რაც მაიძულებს,რომ დავრჩე,თითქოს ყველა ჩემი პრობლემის და გაუგებრობის პასუხები მასშია.

ჯეფრი:
ჩემს ძველ ოთახში ვიჯექი
და ნერვიულობით ფეხებს ვაბაკუნებდი ,თან ვფიქრობდი გზებზე თუ კი რამე იყო რასაც ჩვენი შველა და ამ წყევლის აცილება შეეძლო.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული უცბად ვიღაცის სუნმა რომ დაამიღუტუნა ცხვირში !
ეს სისხლის სუნი იყო,უფრო სწორად კი ლუნას სისხლის სუნი!
აქ რატომ მომივიდა სუნი?! ის რა აქ არის?!
ჯანდაბა...ოღონთ ეს არა!
პირდაპირ  ფეხზე წამოვდექი,რადგან ვიგრძენი თითქოს გაჩერებული გული კიდევ ერთხელ როგორ გამიჩერდა,თვალთ დამიბნელდა და სუნთქვა გამიხშირდა!
წყევლა მოქმედებს...ჩემს სხეულს თითქოს მისთვის რაღაცის დაშავება სურს.
თითქოს მოვკვდები ,მისი გული რომ არ ვიხილო ჩემს ხელში!
მისი თითოეული გულის ფეთქვა საფეთქელში მირტყავს და მუსიკასავით ჩამესმის მის ძარღვებში მოჩხრიალე სისხლის ხმა...მგონი ჩემს წინ,რომ იდგეს მთლიანად დავლევ მის სისხლს,ჭკუიდან გადავდივარ!
ისე მწყურია,თითქოს საუკუნეა სისხლის გემო არ მიგრძვნია!
"არა,არაა...აქ მოვიდა!
ჯანდაბა ლუნაა!"დავიწყე ნერვიულობა,რადგან კიდევ ახლოს რომ მოვიდეს
შეიძლება მოვკლა ან რაიმე დავუშავო ,მე კი ეს არ მინდა!
რა თქმა უნდა არ მინდა!
"კაკ კუკ,შეეიძლებაა?"გავიგე კარის იქით თენისონის მომცინარი ხმა ,რაზეც მივხვდი ვისი დამსახურეებითაა ლუნა აქ...თენისონმაც კი არ იცის რა მოხდა.
"მეგობარო...აქ ხარ?"ხმა რომ არ გავეეცი კიდევ ერთხელ დამიძახა და ჩაკეტილი კარის ურდული რამდენჯერმე ჩამოწია,რაზეც აღარ დავფიქრდი ზედმეტად,რადგან დრო აღარ იყო და ბოლო ხმაზე ვუყვირე!
თუ თენისონს ვეტყვი ამას იქამდე მანამ ლუნა ჩემამდე მოვა,შეიძლება ასე დავიცვა!
ეს ჩემი შანსია.
"თენისონ,ლუნაა წაიყვანეე!
ახლოს არ მოიყვანო ჩემთან.
წყევლა ახსნილია,წყევლა მოქმედებს!"
წამოვიყვირე ერთი რაც მოვასწარი და გონება დაკარგული პირდაპირ ფანჯრიდან გადავხტი და ტყეში გავიჭერი!
რაც შეიძლება შორს უნდა ვყოფილიყავი ამ წამს ლუნასგან ...რომ წყევლისთვის არ მიმეცა ნება რომ ლუნა მომეკლა.
რადგან თუნდაც მისგან გავრბოდე,მისი მოკვლის სურვილი,მაინც მძაფრია და ზუსტად ვიცი ჩემს წინ,რომ ვნახო,ნამდვილად ვეღარ მოვითმენ.

ლუნა:
"რა ხდება? რას გულისხმობს ?"
ვიკითხე გაკვირვებულმა ჯეფრის გაურკვეველი დანაბარბის  მოსმენის შემდეგ ,რომელიც ოთახშიც არ დაგვხვდა!
თენისონი მივიდა კართან და მანამ მე მივუახლოვდი უკვე ცარიელი ოთახი დამხვდა წინ,მაგრამ კარგად მომესმა მანამდე ვიღაცის ხმა,ვინც თენისონს ელაპარაკებოდა და მგონია,რომ ეს სწორედ ჯეფრი იყო.
კითხვაც კი დავსვი ,მაგრამ თენისონი პასუხს არ მცემდა ამ კითხვაზე.
"წამოდი !"ბოლოს ამოიღო ხმა და მკლავზე მჭიდროდ მომკიდა ხელი ,შემდეგ კი სასახლის გარეთ გამიყვანა და აი ავიჭერით ისევ ცაში.
ძაალიან დაბნეული ვიყავი და ბევრი კითხვა მქონდა ,მაგრამ ხმას არ ვიღებდი ,იმედი მქონდა სახლში,რომ მივიდოდით თენისონი თავისი პირით მეტყვის ყველაფერს.

"თენისინ ამიხსენი ჯეფრიმ რა თქვა...რატომ არ წამოვიყვანეთ?! რა მოხდა?!"
დავჯექით თუ არა სახლში იმ წამსვე დავსვი ის კითხვები რაც ასე ძაალიან მაინტერესებდა!
"არაა საჭირო იცოდე!
უბრალოდ ოთახში იყავი ,ახლავე მოვალ."
მხოლოდ ეს მითხრა და ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა.
ეს ყველაფერი ძაალიან უცნაურია,აშკარაა რაღაცას მიმალავს...რა უთხრა ჯეფრიმ!?
"სასწავლებელი..."ვთქვი მე და ღრმად ჩავიხვნეშე, იმედგაცრუებულმა.
პირველივე დღეს ასეთი რაღაც მოხდა!
სულ ტყუილად გადავწყვიტე ნორმალურად მეცხოვრა და სულ არ ყოფილა კარგი გადაწყვეტილება სასწავლებელში სიარული,რადგან ამის გამო ახლა ჯეფრია რაღაც გაურკვევლობაში გარეული ,მეც არ ვიცი რაში .

თენისონი:
"ბიჭეებო,ყველა მოდით მისაღებში,
რაღაც უნდა გითხრათ!"ვთქვი ისე რომ ყველას გაეგო და შემდეგ კრესლოში ჩავჯექი...რთული იქნება მათვის ამის ახსნა.
"რა ხდება ?"გავიგე ალექსის ხმა,რომელიც უინტერესოდ მომიჯდა გვერდით.
"ყველა დაჯექით და გეტყვით."ვთქვი მშვიდად და პირდაპირ მოყოლა დავიწყე...
"დღეს ჯეფრი სასწავლებლიდან სადღაც გაქრა ,მე კი ლუნასთან ერთად დავიწყე მისი ძებნა და არ გამჭირვება იმის მიხვედრა,რომ მამამისთან წავიდოდა ...ალბათ გაგიკვირდებათ რატომ?
მეც მიკვირდა,არ ვიცოდი რა ხდებოდა და რა უტრიალებდა თავში იქ რომ წავიდა ,მაგრამ იქ მისულს სრულიად მოულოდნელი ამბავი დამხვდა!
მივედით და მხოლოდ ჯეფრის ყვირილის ხმა გავიგე, მან გადმომცა,რომ ლუნა წამომეყვანა და იქ აღარ მიმეყვანა,რადგან წყევლა ახსნილიაო...წყევლა,ის წყევლა,რომლისაც ასე ეშინოდა ყველას და მითუმეტეს ჯეფრის,უკვე ჩვენს სამყაროშია."ამის გაგებაზე ყველას შევატყე ნერვიულობა...რა თქმა უნდა ღელავენ.
ის საშინელი წყევლა,რომელიც ზებუნებრივ არსებებს დაატყდებათ თავს კარგად არ დასრულდება,ეს ყველამ იცის და გულის სიღრმეში ეშინიათ.
"ჯანდაბა...ახლა ჯეფრი თავს სულ დაკარგავს და ისევ ისეთი იქნება როგორიც ადრე იყო ან ჩვენ რა ბედი გვეწევა..."პირველმა ალექსიმ დაარღვია დუმილი ამ სიტყვებით...
"რამე გამოსავალი უნდა იყოს"
შემდეგ კი აბნერიც აჰყვა მას.
"კი არის...ლუნა უნდა მოკლას !
მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება იგივე სახეს და წყევლაც ვერ განხორციელდება თუ მთვარის პრინცესას საცხოვრებელი ანუ ლუნა ცოცხალი აღარ იქნება.!" პირდაპირ თქვა ჰაროლდმა ის რაც ისედაც ყველამ ვიცით,მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობთ.
"არა...ეს არ უნდა მოხდეს ,ჯეფრი გაგიჟდება...ის გოგო როგორ უყვარს ყველამ იცით მგონი..."
თქვა ალექსმა აღელვებული ხმით...
"მაშინ რა გავაკეთოთ სხვა?
სხვა გამოსაავალი არის?!"იკითხა განრისხებულმა ჰაროლდმა ყვირილით!
"კი არის რამდენიმე...უფრო სწორად ორი. "
ამაზე კი უკვე მე ამოვიღე ხმა და ყველას სათითაოდ გადავხედე.
"პირველი, ლუნამ უნდა თავისი ძალები  აღმოაჩინოს და თუ ამას შეძლებს წყევლა ისევ უნდა დავხუროთ..."დავიწყე მშვიდად და თან ჩაფიქრებული წამოვდექი ფეხზე.
"ეგ უძლიერესი წყევლაა, ასეთი ადვილი არაა!
ლუნა როგორ შეძლებს წყევლის დახურვას?"
მომესმა აღელვებული ჰაროლდის ხმა,რომელმაც მალევე მიამატა...
"მეორე რა არის?"
ამაზე  ღრმად ჩავისუნთქე,სანამ რამეს ვიტყოდი,რადგან მგონი ეს ვარიანტი უფრო უიმედო ჩანდა.
"ვამპირად უნდა იქცეს."
ამაზე კი ალექსმა მოუთმენლად წამოიძახა!
"მერე ვაქციოთ ,ეგ უფრო ადვილიაა,ვიდრე რაღაც გაურკვეველი ძალების შეძენა!"
ეს რონ თქვა თან ფეხზე წამოდგა,რაზეც მისკენ მივტრიალდი.
"გული რომ აღარ გვიფეთქავს იმას არ ნიშნავს,რომ უგულოებივით უნდა მოვიქცეთ!
მას არ უნდა ვამპირობა, ის ადამიანია და ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ მის მაგივრად!"ჩემს მაგივრად თქვა ეს ყოველივე აბნერმა,მაგრამ ვაი რომ მთავარი პრობლემა ამაში ეს არ იყო.
"თქვენ არ გესმით ბიჭებო_"მშვიდად ვთქვი ეს ყოველივე,რაზეც არც დამაცადა ბოლომდე ჰაროლდმა...
"მეც მეორე ვარიანტი უფრო მომწონს,თან უფრო რეალურად ჟღერს."მხარი აუბა და ღიმილით თქვა ეს ყოველივე.
"თქვენ რაღაც ვერ გაიგეთ...ის მთვარის პრინცესაა,რომელსაც ვამპირები სძულს იმდენად,რომ საუკუნობით დაწყევლა!
ასეთი არსება ვამპირი ვერ გახდება ან გახდება,მაგრამ სავარაუდოდ ისეთი ფორმით,რომელსაც ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.
არ ვიცით რა მოხდება ეს რომ გავაკეთოთ,მაგრამ მგონია კარგი არაფერი."ვთქვი სააბოლოოდ ანერვიულებულმა ჩემი სათქმელი და ყველას სათითაოდ შევხედე.
"მაშინ ვავარჯიშოთ და თავისი ძალები ვაპოვნინოთ,დარწმუნებული ვარ ძლიერი იქნება საკმარისად როგორც მთვარის პრინცესა...სხვა არაფერი არ ყოფილა გამოსავალი."თქვა ჰაროლდმა მობეზრებით უკმაყოფილომ,რაზეც ყველამ თავი დავუქნიეთ.
"კარგი აზრია,თანაც მგონი ერთადერთი.
ასე ვქნათ მაშინ...რამდენი დროა წითელ მთვარემდე?"იკითხა ალექსმა და ამ კითხვით მომართა.
"სამი კვირა..."ვუპასუხე უემოციოდ...სამი კვირა არაფერია!
უცბად გავა...ეს ახლა გსვაცნობიერე.
"მაშინ გამოდის ორი კვირა გვაქვს იმისთვის,რომ ეს გოგო ნამდვილ მთვარის პრინცესად ვაქციოთ."გამოაცხადა ჰაროლდმა ნერვიულობით,რაზეც ყველა დავეთანხმეთ.
"ოღონთ რა თქმა უნდა მხოლოდ  ძალებით და არაა ვამპირების მოძულე პრინცესა, რომელიც ვამპირებს თავისი წარუმატებელი სიყვარულის გამო წყევლის!"დაამატა ცოტახანში ალექსმა სიმწრის სიცილით,რაზეც ყველას უნებურად გაგვეღიმა.
"ლუნას უთხარი თენისონ ,რომ მოუწევს თავისი ზებუნებრივი ძალები აღმოაჩინოს,თან რაც შეიძლება მალე !"უკვე ამ სიტყვებით მომიდგა გვერდით ალექსი და მხარზე ხელი დამადო.
"კარგი"ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი,რომ ლუნასთვის მეთქვა ყველაფერი რაც გადაწყდა,ანუ ერთადერთი გამოსავალი.
"ძვირფასო ბრძოლა მოგიწევს..."ჩავილაპარაკე და ჩავიცინე გზაში მყოფმა,რადგან წარმოვიდგინე ეს უსუსური გოგო უძლიერეს
ზებუნებრივ არსებად ,მეც ცოტა ეჭვი მეპარება...ნუთუ შეძლებს?
წინ  მართლაც დიდი თავსატეხი გველის!
იმდია ამ გოგოს რამეს მოვუხერხებთ...თორემ ჩემი ხელით ვაქცევ ვამპირად,რა მნიშვნელობა აქვს ეს მოგვკლავს თუ ნამდვილი მთვარის პრინცესა!?
ფეხებზე მისი ადამიანური გრძნობებიც და ისიც,რომ ამას ჯეფრი არ მაპატიებს ამას,ამ წამს ჯეფრის და ჩვენი გადარჩენაა ჩემთვის მთვარი,დააგაკვირდები ლუნა .

ჯეფრი:
არ მეგონა თუ ასეთი რთული იყო აარიდო თავი იმას ვინც სიგიჟემდე გიყვარს...ეს წყევლა მაიძულებდა მეგრძნო ისეთი სიძულვილი ლუნას მიმართ,რომ მისი  მოკვლის სურვილი მქონოდა  სისტემატიურად და თან ამავდროულად ისეთი სიყვარული მეგრძნო მის მიმართ,რომ  მისთვის სიცოცხლეც კი დამეთმო.
მამაჩემი ყოველ დღე შემოდიოდა ჩემს ოთახში საიდანაც საერთოდ არ გამოვდიოდი და ყოველდღე ერთი და იგივეს მეუბნებოდა...
"სადამდე არიდებ ამას თავს? სადამდე აპირებ ასე დაიტანჯო ? სამუდამოდ დაემალები წყევლას?"
მე სხვა გზა არ მქონდა ,ლუნას ვერ მოვკლავ ,მაგრამ მამაჩემი რაღაცით მართალია...სადამდე ავარიდებ და დავემალები ამ ყველაფერს?
სამ კვირაში წითელი მთვარეა,ანუ წყევლის აღსრულების ღამე,როდესაც მთვარის პრინცესა თავისი ნამდვილი სახით გამოჩნდება ჩვენს წინაშე და ყველაფერს გაანადგურებს!
უიმედოდ ვარ,ძაალიან უიმედოდ.
წყლით სავსე ჯაკუზში ვწევარ უკვე რამდენიხანია და უბრალოდ საკუთარ სხეულს მივჩერებივარ და რაც მთავარია ხელებს...სავარაუდო მომავალ მკვლელს,რომელიც ლუნას სიცოცხლეს შეიწირავს,რამეს თუ არ მოვიმოქმედებ.
მაგრამ თუ წყევლასაც ვერ შევაჩერებ მისი მოკვლა მართლა მომიწევს,სხვაგვარად სხვებსაც გავწირავ.
ვგრძნობ როგორ ეხება ცხელი წყალი ჩემს ცივ გულ მკერდს და როგორ აღვიძებდა ჩემში ჩამარხულ ძლიერ გრძნობებს,რომ ასე უბრალოდ ვერ დავთმობ ლუნას,ზედმეტად ვარ მასზე შეყვარებული. "ლუნა...როგორ
მინდა აქ იყო,ჩემს გვერდით...როგორ მინდა მქონდეს უფლება და შესაძლებლობა,რომ თუნდაც ერთხელ შეგეხი ან ლამაზი ტუჩები დაგიკოცნო..."
ჩავიჩურჩულე ჩემთვის და გულზე მოვიკიდე ხელი, რომელიც აღარ ფეთქავდა .
ასე უბრალოდ თბილ წყალში ვტივტივებდი და ფიქრებში ვარ ჩაფლული,თითქოს უკვე ნელ-ნელა ვკვდები.
სააბაზანოში სიჩუმეა ,სასიამოვნო და თანაც საძულველი სიჩუმე!
მანამ უეცრად ამ სიჩუმეს კარის შემოღების ხმა არღვევს...
"ვინ არის?"ვიკითხე მობეზრებულმა ,ისე რომ თვალიც არ გამიხელია,მაგრამ ხმა რომ არ გამცეს უკვე კარისკენ გავიხედე...
წინ კი ისეთი ვამპირი დამხვდა,რომლის ნახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
ეს ნენსი იყო ,მამაჩემის ერთგული მარჯვენა ხელი და უძლიერესი ჯადოქარი,ასევე ჩემი ძველი შეყვარებული,რომელთანაც ცუდად დავასრულე ურთიერთობა.
"აქ რა გინდა?"ვიკითხე ცივად და პირდაპირ,რაზეც მან ცინიკურად მიპასუხა...
"ასე უნდა დამხვდე?"იკითხა ღიმილით და ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა ,შემდეგ კი ხელი წყლის ქვეშ ჩააცურა...
"თამაშისთვის არ მცალია..."დავუჭირე ხელი და იქით გადავაგდებინე.
"რა იყო ასე მოგხიბლა იმ გოგომ,რომ აღარც კი მეკარები?"ხელები მომიჭირა ნენსიმ ყელზე ,რაზეც ისევ უხეშად გავაწევინე ხელი.
"ვიცი რომ შენ ახსენი წყევლა...აქ შენ ხარ მთავარი ჯადოქარი და ერთადერთი ვინც ამხელა ძალას ფლობს.
ნუ გგონია რომ ისევ სექსით მომთაფლავ ნენსი,მარტო დამტოვე და იმაზეც მადლობაც თქვი,რომ ახლავე ჩემი ხელით არ გკლავ აქვწ."ვთქვი მე და ფეხზე წამოვდექი,აქ მის გვერდით ერთ ითახშიც კი ვერ გავჩერდები!
ვერ ვაპატიებ,რომ წყევლა ახსნა,თუნდაც ვიცოდე,რომ ეს მამაჩემის ბრძანება იყო.
"ვგიჟდები შენს სხეულზე ჯეფრი,საერთოდ შენზე ვგიჟდები...არ მინდა,რომ ხელი მკრა..."გავიგე ნენსის მშვიდი ხმა სანამ პირსახოცს შემოვიხვევდი და ოთახს დავტოვებდი...
"მამაჩემი ხო ?"ვიკითხე მშვიდად და სარკეში ჩემი შიშველი სხეულის ანარეკლს მივაჩერდი...
"რა მამაშენი?"იკითხა გაკვირვებულმა ნენსიმ,რაზეც მხოლოდ გაცინებაღა მოვახერხე.
"გეყოფა სულელის როლის თამაში...ვიცი რომ მამაჩემა გამოგზავნა აქ ..."
ვთქვი მე და უკვე მოთმინება დაკარგული მთელი სისწრაფით მისკენ გავიქეცი ,შემდეგ კი პირდაპირ ცივ კედელზე მივახეთქე!
"რისთვის ხარ აქ? მიპასუხე!"ვუყვირე ბოლო ხმაზე და ყელზე მოვუჭირე ხელები!
მართლა მოვკლავდი.
"გეფიცები...ჯეფრი...არავის არ გამოვუგზავნივარ...ჯეფრი...გთხოვ...რაღაც უნდა გითხრა..."
ძლივს სუნთქვა შეკრულმა გადააბა სიტყვები ერთმანეთს ,რაზეც უკვე ხელი ვუშვი.
"გისმენ"ვკითხე ისე რომ ხელი არ გამიშვია მისთვის...რადგან ვიცნობ და ვიცი რა ცბიერია...
თუ მისი პასუხი არ მომეწონება შეიძლება ახლავე მოვკლა,აქვე და ახლავე!
"შენი გული მომეცი და ლუნას წყევლას ავხსნი,ისე რომ უსაფრთხოთ იქნება..."მან კი ისეთი რაღაც მითხრა რასაც არ მოველოდი,თანაც ისეთი სერიოზულობით რომ მის სიტყვებში სიცრუე არ ჩანდა!
"არ მჯერა შენი...მამაჩემს არ უღალატებ."
კბილებიდან გაღიზიანებულმა გამოვცარი ეს სიტყვები და ისევ კედელზე მივაჯახე.
"გეფიცები...სიმართლეს გეუბნები!
ჯეფრი მიყვარხარ და ერთადერთი გზა,რომ ჩემი იყო თუ ესაა,მე მართლა ყველაფერს გავაკეთებ,რომ ისევ ჩემი იყოს შენი გული და სიყვარული..."
სინანულით მითხრა და ტუჩებზე ნაზად მომეფერა, თან მალევე თვალები ცრემლებით აევსო .
ზედმეტად რეალური ჩანდა მისი სიტყვები და განძრახვა და უკვე მიჭირდა იმის დაჯერება,რომ იტყუებოდა...სააბოლოოდ კი ხელიც გავუშვი და მის სიტყვებზე დავფიქრდი.
შემიძლია ჩემი თავი გავწირო ლუნას გამო ,
მეც ვერ ვცნობ ჩემს თავს ,მაგრამ ლუნა მართლა ძაალიან მიყვარს.
მე ეს უნდა გავაკეთო,ყველაფრის სანაცვლოდ,ის უნდა გადავარჩინო.
"თანახმა ვარ..."ვთქვი ჩურჩულით ისე,რომ ნენსიმ ძლივს გაიგო და გაგების თანავე სახეზე ღიმილი მოეფინა.
"ძაალიან კარგი."შემდეგ კი ყუში ნახად მიჩურჩულა და ტუჩებზე ნაზი კოცნა დამიტოვა .

ალბათ იკითხავთ რას ნიშნავს მიყიდო გული ჯადოქარს?
ეს იმას ნიშნავს,რომ ის გააკონტროლებს ჩემი გრძნობების და განცდების 100% თუ არა, 99% მაინც .
ის გაადაწყვეტს რა ვიგრძნო და ვინ შევიყვარო .
ის გაადაწყვეტს ვინ შევიძულო და ვინ დავიმეგობრო...შეიძლება  ბოლომდე არა და იმ 1%-მა რაღაცები მის საწინაღმდეგოდ იგრძნოს,მაგრამ მეტწილად ის გააკონტროლებს ამას...აი ესაა გულის მიყიდვა.
მე კი ამ ყველაფრის შესაძლებლობა მივეცი და იმ დღის შემდეგ სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა.
მას ჩემი ცივი და გაჩერებული გული აქვს ,როცა უნდა მომკლავს, რასაც უნდა იმას მიზავს ,ახლა მას  მე ვეკუთნი.
ერთადერთი ვინც მიყვარს ეს ნენსია...ყოველი გრძნობა სხვა დანარჩენის მიმართ გაქრა.
მე მარიონეტი გავხდი ,ნენსის მარიონეტი .

"ორი ჭიქაც ჩემო პრინცო..."მითხრა ნენსიმ და ჭიქა მომიჯახუნა.
ნასვამები ვიყავით და გართობის მეტს არაფერს ვაკეთებდით...მამაჩემმა ალბათ არც კი იცის,რომ წყევლა ჩემს თვალ წინ ახსნა ნენსიმ ,თორე აქამდე ყველაფერს გაადანგრევდა და ორივეს გვიპოვიდა .
"იცეკვე ჩემო ტკბილო...მმმმმ...როგორი მიმზიდველი ხარ!"მიყურებდა ნენსი და მისი შემოძახილები არ მთავრდებოდა...ის შეშლილია,ისევე როგორც მე...უკვე მეც.

ლუნა:
ერთი კვირა გავიდა რაც ჯეფრის გარეშე ვარ  ამ სასახლეში.
მის გარეშე ძაალიან მიჭირს,ყოველ წამს შიშით ვარ გაბრუებული და მეშინია,რომ ყოველ კუთხეში ჩემი სიკვდილის საშიშროება იმალება.
თენისონი როცა უნდა მაშინ იკვებება ჩემით,სხვებიც არ იკავებენ თავს და ამას იმით ამართლებენ,რომ ჩემში უსუსურიბის გრძნობით მთვარის პრინცესას ძალეები უნდა გააღვიძონ,მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს.
ამ ცუდ მხარეს ,რომ თავი დავანებოთ,რაღაც კარგიც მოხდა ამ ერთ კვირაში.
საბედნიეროდ დიდხანს თხოვნის შემდეგ დავითანხმე ბიჭები,რომ ჩემი მასწავლებელი ესმა ყოფილიყო და არა ვინმე სხვა ჯადოქარი,რადგან ყველა უკვე ისე მექცევა თითქოს ნივთვი ვიყო ან კი უფრო იარაღი,ეს კი საშინლად მარტოსულად მაგრძნობინებს თავს,თითქოს არცერთი არაა ჩემი მეგობარი,არამედ დამკვირვებლენი არიან,რომლებიც ერთ შეცდომაზე დაუფიქრებლად წამაცლიან თავს.
"ჯეფრი სად ხარ?"ამოვიოხრე და ცრემლები ვეღარ შევიკავე...ისე გამდიოდა ცრემლები თვალებიდან, მეგონა წყლის მაგივრად ჩემი ჯაკუზი ჩემი ცრემლებით იყო სავსე .
ვერ ვხვდევოდი რას განვიცდიდი...არა,ეს არ არის სიყვარული,ეს უფრო რაღაც მძაფრი გრძნობაა,ყოვლად არასასიამოვნო...მჭირდება,მინდა რომ აქ იყოს.
ამ დღეში მან ჩამაგდო,მან მომიყვანა აქამდე,ახლა კი მარტო დამტოვა,რატომ?!
რატომ არ შემიძლია ამ ყველაფერს თავი დავანებო ,უბრალოდ გავიქცე და ყველაფერი დავივიწყო!?
დიდხანს ვფიქრობდი,ამას მაგრამ შემდეგ მივხვდი,რომ საკუთარ თავს ვერ გავექცევი,რადგან საფრთხრ,რომელიც ყველას გვემუქრება ჩემშია და არა ჩემს გარშემო.
"არ მიყვარს...არაა...არაა"
ვიმეორებდი ჩემთვის და ნელ-ნელა პანიკაში ვვარდებოდი...მე ის არ მიყვარს ,მაგრამ არც მძულს!
მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ, არც კი ვიცი რას.
მის გვერდით,რომ აღარ ვარ და რომ ვეღარ ვხედავ სუნთქვა მიჭირს ,გული მიჩერდება ,ვკვდები
გვამი ვარ მის გარეშე...ეს ყოველდღე მეორდება,მე ყოველდღე ვკვდები და ვცოცხლდები.
მასზე რაღაც ძალით ვარ მიჯაჭვული,თითქოს და მთლიანად მას ვეკუთნი.
"ძვირფასო...სად ხარ აქამდე? შენთვის ცოტა ცუდი ამბავი მაქვს."
სააბაზანოდან გამოსულმა ჩემს საწოლზე უდარდელად წამოწოლილი თენისონის ხმა გავიგე და მის აქ დანახვაზე შევხტი!
"აქ რა გინდა? რა ხდება?"ვიკითხე შეშინებულმა და პირსახოცს კარგად მოვუჭირე ხელები.
"რა ვიცი...როგორ გითხრა არც კი ვიცი.
ჯეფრი ვნახეთ... "ამის გაგებაზე გაუცნობიერებლად გიჟივით მივვარდი!
"რაა? სად!? სად ნახეთ!?"
ამაზე მან მხოლოდ ჩაეცინა...
"რა იყო? ასე შეგიყვარდა ჯეფრი?"
თქვა წარბის აწევით,რაზეც მივხვდი,რომ გადავაჭარბე და უკან დავიხიე.
"მაშინ უფრო ცუდი ყოფილა ეს ამბავი...მოკლედ ძვირფასო, ჯეფრი შენი აღარაა და საერთოდ არავისი აღარაა,მხოლოდ ჩვენი ნენსის სათამაშოა."
ნენსი? ვინ ნენსი?! რა სათამაში?!
ამის გაგებაზე
გაუგნებული მივუბრუნდი თენისონს.
"ვინ ნენსი? თენისონ რა ხდება?!
გამაგებინე ნორმალურად!"ისე ავღელვდი ხმა ვეღარ მოვზომე და ბოლო ხმაზე ვუყვირე!
"დამშვიდდი ...რა გაყვირებს?
ბოლოს და ბოლოს ჯეფრი მაინც არ გიყვარდა..."თვალი გამისწორა ცბიეტი ღიმილით და ეს ყოველივე სულ სხვა განძრახვით თქვა.
"ა..რა..არ მიყვარდა..."ვთქვი ენის ბორძიკით უხერხულად და შემდეგ მივამატე...
"მაგრამ ის ჩემს გამოა ამ დღეში!
მითხარი რით შემიძლია დავეხმარო?"ვიკითხე მოუთმენლად აღელვებულმა.
"გეტყოდი მიდითქო ლასთან,მაგრამ საშიშია...ნენსი ნაკუწებად გაგცევს და შეიძლება ჯეფრიმაც გაკეთოს ეს"გამიღიმა თენისონმა...ამ წამს მეთამაშებოდა და პირდაპირ ჭრილობაზე მაჭერდა წიხლს!
"არა,უნდა ვნახო!"ვთქვი და კარადას მივარდი !
რაც ხელში მომხვდა უცბად ამოვიცვი ,ისე რომ თენისონი რომ აქ იყო არც მიფიქრია ამაზე!
"ძაალინ მომწონხარ..."
შარვლის ზმეინკას ვიკრავდი,მისი ხმა რომ გავიგე და აი მაშინ გავიაზრე რომ ისიც აქ იყო!
"არაა ამის დრო!" ხელით გავწიე და უცბად ვიკითხე სანამ კარიდან გავიდოდი.
"სადაა ჯეფრი ? სად ვნახო?"
ამაზე მას ეზოსკენ მიმითითა....
"რაა? ის აქაა?!" ამაზე მხოლოდ თავი დამიქნია...აი რატომ ვიგრძენი წეღან უეცარი გაურკვეველი ემოციები!
ის ახლოსააა...
"შეამოწმა როგორ იყავი, ალბათ ისევ აღელვებ არ ვიცი...ცოტა უცნაურია." ამის გაგებაზე გიჟივით გავიქეცი და ორ წამში ჩავირბინე კიბები!
ასევე გავუარე ბიჭებს ,რომლებიც გაკვირვებულები მიყურებდნენ
და აი გავედი ეზოშიც, იქ კი მალევე დავინახე ჯეფრი და მისკენ გავიქეცი!
"ჯეფრი!" თან დავუძახე ,რაზეც მან რაღაც აღუწერლად ცივად გამოიხედა ჩემსკენ...მის თვალებში კი სრულიან უცხო ადამიანი დავინახე,ის აღარ იყო ჯეფრი.
მაგრამ ამის მიუხედავად მე სულელი იმდენად აღელვებული ვიყავი მისი ნახვით,რომ აღარ გავჩერდი და პირდაპირ ჩავეხუტე!
მეც არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე!
ამაზე კი ჩემსდა გასაკვირად ჯეფრიმ უხეშად გამწია და თავიდან მომიშორა...ცოტა არ იყოს შოკში ვიყავი.
"აქ რატომ მოხვედი?"
შემდეგ კი ისეთი ცივად მკითხა, გული გამიტყდა. "ლაპარაკი მინდოდა..."
ვთქვი ჩუმად თავ ჩახრილმა...
"უკვე მივდივარ..."მან კი მხოლოდ ეს მითხრა და უემოციოდ ამიარა გვერდი.
"ჯეფრი,მოიცა!"გავეკიდე უკან და წინ გადავუდექი. "რატომ გააკეთე ეს? ნენსის შენი გული რატომ მიეცი?" უეცრად ისე ამევსო თვალები ცრემლებით,რომ ვერც გავიგე ეს როდის მოხდა...მე მის გამო მეტირება?
"ასეა საჭირო...გამატარე."მან კი მაინც უემოციოდ მიპასუხა და გავლა სცადა ისევ,მაგრამ ამის გაგებაზე მაინც ჯიუტად არ მოვიცვალე ფეხი.
"არაა..."ამაზე კი ჯეფრი გაბრაზდა და უხეშად მკრა ხელი ,ისე რომ კინაღამ წავიქეცი!
"გითხარი გამატარეთქო."მიყვირა გაღიზიანებულმა,ისე რომ უცბად შემეშინდა მისი...ისე მიყურებდა თითქოს რაღაცის დაშავება უნდოდა ჩემთვის.
"ესაა შენი სიყვარული?! ჯეფრი არ უნდა დანებდე! გთხოვ!"ვთქვი მე და უფრო მივუახლოვდი.
"არანაირი სიყვარული არ არსებობს და არც არსებობდა!
ეს სიცრუე იყო...რა ვეერ გაიგე?!"აუღელვებლად ,ცარიელი თვალებით მითხრა ეს ყოველივე და მის წინ მდგარს ხელი მკრა,რომ გავცლოდი გზიდან.
მაგრამ ასე როგორ გავუშვებდი?!
არა.
"რა დაგმართა იმ გოგომ?"
ყვირილით ვკითხე უკვე ზურგით მდგარს,რაზეც უეცრად მოტრიალდა და უხეშად ჩამკიდა მხრებში ხელები!
"მან ჩემი გული მიღოო!
იცი ეს რა ნიშნავს საერთოდ?"ამაზე კი მე გავშეშდი და ყველაფერი გავიაზრე...მან მას საკუთარი გული მისცა.
"ეს არ უნდა გექნა..."
დასევდიანებულმა ესღა ვთქვი და თავი ჩავხარე,რადგან
ძაალიან გავბრაზდი ჩემს თავზე!
ეს ჩემს გამო გააკეთა.
"ეს არ უნდა გექნაა!"ვიყვირე უკვე მაღალ ხმაზე და უკან მოუხედავად გავიქეცი მისგან !
მეტირებოდა...ყვირილი მონდოდა,ყველაფერი მძულდა,მათ შორის ჩემი თავიც!
წყევლა მე ავხსენი,მისთვის უნდა მონესმინა,რა სულელი ვიყავიძ
ისე შევედი სასახლეში ტირილი არ შემიწყვეტავს და შემდეგ ჩემს ოთახში ჩავიკეტე,ისე რომ უკან არც მომიხედავს.
საწოლზე ვიჯექი და სულმოუთქმელად ვტიროდი.
ამ წამს მივხვდი რომ ჯეფრი ჩემთვის რაღაცას ნიშნავს,რაღაცას არა...ალბათ ბევრს რამეს.
"მორჩი ზლუქუნს და ჯეფრის საჩუქარი ნახე..."გავიგე ალექსის უემოციოდ ხმა ,რომელიც დახურულ კარს იყო აყუდებული...როგორც წესი არც მელაპარაკება და არც ჩემთან მოდის, ამიტომ გამიკვირდა...
"რა საჩუქარი?" ვიკითხე ძლივს ქვითინის შუალედში.
"შენ მას ოცნებების ასრულების სანაცვლოდ სული მიყიდე...ეს ხომარ დაგავიწყდა?" ჩვეულებრივად მითხრა ეს ყოველივე და ჩემსკენ წამოვიდა.
"ვერ ვიტან შენნაირებს...რა არის შენში განსაკუთრებული? ჯეფრი რომ არა აქამდე ჩვენგან რომელიმრ დაუფიქრებლად მოგკლავდა.
შენს გამოა ახლა ჯეფრი ამ დღეში და ასევე ყველა საფრთხეში ჩაგვაგდე. " ზიზღიანი ტონით მითხრა,თან ისე რომ მისი შემეშინდა,მაგრამ ამავდროულად ამ მწარე სიმართლეზე ჩამეცინა.
"ვიცი...მართალი ხარ"
გავუსწორე ღიმილით მზერა, რაზეც მან გაკვირვებულმა შემომხედა...ალბათ არ ელოდა,მაგრამ სიგიჟის ზღვარს ვარ.
"ვინ ვარ? ობოლი , სულელი, სუსტი და უბრალოდ ადამიანი? ხო მართალი ხარ ,მე ადამიანი ვარ !
ადამიანი, რომელიც შეცდომებს უშვებს და არ არის უნაკლო!
შენ არ დაგიშვამს შეცდომები?
უნაკლო ხარ? მე ნუ გამნსჯი გთხოვ...ყველაზე ნაკლებად ეს მჭირდება ახლა." ვთქვი ღიმილით და ალექს ისე გავუარე გვერდით ზედაც არ შემიხედავს ,ის კი კარგად შევნიშნე გაკვირვებული იგივე პოზაში გაშეშებულიყო .

ნელა მივუყვებოდი კიბებს და დღევანდელი დღით გამოფიტული ძლივს ვიკრებდი ძალას,რომ ფეხზე ვმდგარიყავი
და აქაურობას არ მოვწყვეტილიყაი .
ბიჭი შევნიშნე ,რომელიც თავ ჩახრილი იდგა, რომ მივუახლოვდი მან თავი ამოწია ნელ-ნელა .
"შ...ე...ნ...შენ"დავიწყე ხმის კანკალით გაურკვევლად საუბარი და ბოლო ხმით ამოვუშვი ტირილი, შემდეგ კი ჩემს ძმას ჩავეხუტე!
ხო,ჩემს ძმას....ეს ჩემი ძმაა!
"ძმაო...ჩემო ძმაო...ცოცხალი ხარ?
ეს როგორ მოხდა...ვერ ვხვდები...არ მჯერა!"
მთელ სახეს ვუკოცნიდი და ცრემლებით დაბინდული თვალებიდან ძლივ აღვიქვავდი მონატრებული ძმის სახეს.
"მეც ძაალიან მომენატრე...მაგრამ გთხოვ უკან დაიხიე...ჯერ თავს ვერ ვაკონტროლებ."ყველაფერს ველოდი,მეც მომენატრეს,ახანა განმარტებას,მიხარია შენი ნახვა,მაგრამ ამას არა.
მან მხოკოდ ეს მმითხრა ანერვიულებული ხმით,რაზეც თავისთავად უკან ძლივს დავიხიე ,რადგან მისი ნახვით ფეხები მიკანკალებდა.
"ვამპირი ხარ?"გადმოვყარე ცრემლები უარესად...ყველაფერი ცხადი იყო,ის არაა ადამიანი.
"ხო,ჯეფრინ ამ სამყაროში დაგვაბრუნა...ოღონთ ვამპირებად."
მიპასუხა სუსტი და სევდიანი ღიმილით.
"ანუუ...ანუ..დედა და მამა...ისინი...ისინიც ცოცხლები არიან?"ვიკითხე ბედნიერი სახით და გული მეტად ამიჩუყდა.
"ხო,უბრალოდ ჯერ კონტროლს ვერ უწევენ თავს...ცოტა დრო სჭირდებათ,სანამ შეგხვდებიან. "
მიპასუხა ჩემმა ძმამ.
"ჯეფრინ მოგიყვანა ძმაო?"
ვიკითხე სევდიანი ხმით,რაზეც მან მხოლოდ თავი დამიქნია...მე კი უნებურად ჩამეღიმა.
ჯეფრი ჯერ არ დამიკარგავს...არის შანსი რომ ისევ დავიბრუნო.


ჯეფრი:
წითელი მთვარე...გადამწყვეტი
დღე,ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და უფრო ვამპირების ცხოვრებაში.
წითლად ანათებდა
მთელი ცა,წითელი მთვარე კი
უარესად სცემდა ზარს სამყაროს თავისი შემზარავი წითელი ნათეებით.
წყევლა ავხსენით....ლუნას არ მოვკლავ,მაგრამ დღეს ბევრი ვამპირი დაიხოცება.
არ ვიცი რას მოიმოქმედებს მამაჩემი ,ამიტომ ლუნა ჯერ კიდევ საფრთხეშია !
ხოდა სწორედ ამიტომ  გავაგზავნე მასთან მისი ძმა.
ის მას გაძლიერებს და არ მისცემს უფლებას ამ ღამეს ლუნამ თავი დაკარგოს და ყოველი ვამპირი ამოხოცოს ,როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა...მჯერა რომ ლუნა ამას შეძლებს.
თუ არადა არაუშავრს...მე თანახმა ვარ ყველაფერზე, რადგან მე მას ჯოჯოხეთშიც კი ჩავყვები.




_________________________




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent