შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამომყვები ჯოჯოხეთში(4)


3-04-2021, 16:20
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 837

ლუნა:
მისი მეშინოდა,მაგრამ არ მეგონა თუ აქამდეც შეტოპავდა და ასეთ რაღაცას გააკეთებდა.
ამ წამს უბრალოდ შოკში ვიყავი და ხმას ვერ ვიღებდი ,მაგრამ შინაგანად ვტყდებოდი.
ყოველი წამი გაუსაძლისი ხდებოდა ჩემთვის...ნუთუ მართლა აპირებს ამას?!
არა,არა,არა...ასეთი ცხოველიც არ არის,მაგრამ საკუთარი თვალებით ვხედავ,რომ უკვე ნელ-ნელა მეტად შორს მიდის მისი ხელები!
ანუ ამას მართლა გააკეთებს?
ამის გააზრებაზე უკვე ცრემლებიც ვეღარ შევიკავე  და უხმოდ დავიწყე ტირილი,შემდეგ კი სააბოლოდ ვცადე და შევევედრე,რათა ასე მაინც შემეჩერებინა!
-ჯეფრი ,გთხოვ ეს არ ქნა!
არ გააკეთო ისეთი რაღაც რასაც შემდეგ ინანებ!
უკვე სასოწარკვეთილმა ვუყვირე და თან უკვე ხმამაღლა ავტირდი...ამის გაგებამ კი ჩემსდა გასაკვირად ჯეფრი მართლა გააჩერდა .
ნელ-ნელა თავი ასწია და თვალი გამისწორა ,მე კი ნათლად დავინახე მის თვალებში დანაშაულის გრძნობა.
ალბათ მომტირალი რომ დამინახა და ასეთ მდგომარეობაში რომ ჩამაგდო...მე ხომ მისი მეშინოდა.
სასწრაფოდ ფეხზე ადგა ,კიდევ ერთხელ შემომხედა და შემდეგ კარებიდან გაქრა.
მე კი მაიკა შემოხეული და ყველგან მისი ნაკბენებით აჭრელებული ვიყავი და ამ კოცნებისგან დატოვებული სიწითლე მეტყობოდა ,რომელიც სავარაუდოდ დალურჯდებოდა.
-ჯეფრი...
ჩავიბუტბუტე ჩუმად და ტირილი დავიწყე.
ის სულ სხვა იყო და რომ არ გაჩერებულიყო არ ვიცი რას იზავდა!
თუ ასე კარგავს კონტროლს რატომ არ არის გამორიცხული ,რომ ერთ დღეს გული მართლა ამომგლიჯოს.

ჯეფრი:
არ მინდოდა ასე მომხდარიყო და ისეთი რაღაც გამეკეთებინა ,რომ ლუნას ჩემს მიმართ შიში ეგრძნო,მაგრამ ესაა ერთადერთი რაც მის თვალებში ამოვიკითხე ცოტახნის უკან,ამიტომ ოთახი სასწრაფოდ დავტოვე და პირველი სართულისკენ გავემართე .
მძულდა ჩემი თავი იმისთვის რისი უფლებაც მივეცი,მაგრამ ლუნამ სხვა გზა აღარ დამიტოვა!
ჭკუიდან გადავყავარ!
ამ ფიქრებით დატვირთული პირველ სართულზე ჩავედი,სადაც ბიჭები ისხდნენ და ვიღაც გოგოს სისხლით იკვებებოდნენ.
-ვინნა ეს?
ვიკითხე ისე რომ ზედ არც შემიხედავს,არც ერთისთვის,შემდეგ კი პირდაპირ დავჯექი.
-ჩვენი ვახშამია...თავისი ფეხით მოვიდა და თავი ხაფანგში ჩაიგდო.
თქვა ალექსმა ცბიერი ღიმილით და სისხლიანი ტუჩები მოილოკა.
-კარგია...
-შენ არ გინდა ?
გავიგე აბნერის შემოთავაზება,რაზეც უარის ნიშნად თავი გავაქნიე .
იმდენად დაბნეული და გაბრაზებული ვიყავი ამ წამს,რომ აღარაფერი არ მინდოდა!
მხოლოდ ლუნაზე და ცოტახნის უკან მომხდარზე მეფიქრებოდა!
-რა მოხდა?
უეცრად ვიგრძენი რომ თენისონი გვერდით მომიჯდა,რაზეც არც დამცალდა რამის თქმა აბნერის გაბრაზებული პასუხი რომ მომესმა.
-რა თქმა უნდა ისევ იმ გოგოს ამბავი იქნება.
მეც დავეთანხმე და თავი ჩავხარე...
-ხო,გამოიცანით.
ისე დამაკარგვინა კონტროლი კინაღამ დიდი შეცდომა დავუშვი !
ახლა კი მას ჩემი ეშინია.
ვთქვი მოწყენილმა...მართლა ძაალიან ვდარდობდი.
არ მინდა ჩემი ეშინოდეს.
-იმაზე ნუ წუხარ რომ შენი ეშინია,რადგან მად ისედაც ეშინოდა შენი...
თქვა ალექსმა და მხარზე ხელი დამადო.
-არამგონია,რადგან საკმარისად  არ ეშინოდა ალბათ!
ცხრაჯერ გაიქცა სახლიდან...ეს კი მისი გაკვეთილი იქნება.
აბნერის უკმაყოფილო ხმა ჩამესმა თუ არა ,მივხვდი რომ ჩემს სიტუაციას ვერ გაიგებდა ვერცერთი.
ადამიანი ,რომელიც გიყვარს არ გსურს ,რომ შენს მიმართ შიშს გრძნობდეს!
რა თქმა უნდა ისინი ვერ მიხვდებიან ამას.
მათ ხო არასდროს ყვარებიათ ადამიანი.
-ხო,ახლა აღარ გაიქცევა,თუ ასე შეაშინე ,ანუ კარგია და სჯობს შენი ეშინოდეს...არ ინერვიულო.
თენისონმა დამშვიდების მიზნით ესღა მითხრა და შემდეგ ყველა გაჩუმდა.
-საიდან იცით რომ პირიქით გაქცევას არ სცდის?
ვერ ხვდებით ალბათ რამხელა რაღაც შეუძლია შიშს გაგაკეთებინოს.
ჩუმად ჩავილაპარაკე ბოლო სიტყვები,მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გაიგეს.

-არა,აღარ სცდის...ადამიანებს ნუ მასწავლი,თუ შენი ძაალიან ეშინია
აღარ გაიქცევა,ვერ გაბედავს.
გავიგე ალექსის ცინიკური ხმა,შემდეგ კი ჩაცინებაც.
ალბათ ამ მხრივ მართალია,მაგრამ მაინც არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
რაღას ვიზავ? ვერფერს ვერ შევცვლი,სჯობს იმაზე ვიფიქრო ამიერიდან როგორ დავიცვა სწორად,ჩემგანაც და სხვისგანაც.
-კარგით,მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს.
ასე დავასრულე საუბარი და ნელ-ნელა გოგოსკენ გავიწიე ,სისხლის სუნზე შიმშილის გრძნობამ შემიპყრო.

ლუნა:
რამდენიმე წუთის წინ მომხდარის
გამო ჯერ კიდევ შოკში ვიყავი და გაშეშებული ვიჯექი საწოლზე.
ასე ვინ იცის სადამდე ვიჯდებოდი,მანამ
ცოტახანში ცოტა გონს არ მოვედი!
ავდექი და სარკისკენ დავიძარი...შემდეგ კი ჩემს ანარეკლს დავუწყე ყურება!
ვაკვირდებოდი ანარეკლს და ჯერ კიდევ მძულდა ჩემი თავი იმის გამო რაშიც გავყავი თავი,რადგან გული მიგრძნობს ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება.
-ლუნა...ესაა ამიერიდან შენი სახლი
და შენი ბედი,რადგან სხვას ეკუთნი.
შენი სული შენ აღარ გეკუთნის და აღარც შენი ცხოვრება.
ვთქვი მე და ხელი ჩემს ანარეკლს დავადე.
-მოგიწევს ჯეფრის დაუჯერო და გააკეთო ის,რასაც გიბრძანებს.
ეს სიტყვები რომ წარმოვთქვი,მთელ ტანში მრისხანებამ დამიარა და უეცრად საშინელმა ხმამ შენახტუნა,რაზეც მე სასწრაფოდ რეფლექსურად გამოვწიე ხელი და სარკეს მივაჩერდი, რომელიც ნაბზარებით იყო სავსე...
-ეს მე გავაკეთე?
ჩავიჩურჩულე და სარკეს ფრთხილად ნელა მივადე ისევ ხელი,ამაზე სარკე საერთოდ ნაწილებად დაიფშვნა!
არ ვიცოდი ეს როგორ ხდებოდა,მაგრამ ერთი რაღაც გავიფიქრე...იქნებ მართლა არის ჩემში რაღაც ძალა ?
იქნებ მართლა იმ მთვარის პრინცესის წინაპარი ვარ?
თუ ასეა დაარწმუნებული ვარ საკმარისად ძლიერი ვიქნები,რომ განსაცდელს  თავი გაავართვა და აქაურობას თავი დაავახწიო!
თუ ამ ძალას აღვიქვამ და დავიმორჩილევ იქნებ ამან მაინც მაპოვნინოს ჩემი თავი და სიცოცხლის აზრი!?
მომხდარით დაშოკილი ისევ საწოლზე დავჯექი და დავიწყე ფიქრი,იმაზე რაც ცოტახნის უკან მოხდა...ჯეფრიმ სასწავლებელში მაინც რომ გამიშვას ,იქნებ რამე შევცვალო ?
იქ კი ჩემი ძალები აღმოვაჩინო...ამ სკოლაში სწორედ ასეთი ხალხი სწავლობს,ხალხი რომლებსაც ზებუნებრივი ძალა აქვთ!
ბევრი არ მიფიქრია და მალევე მივიღე გადაწყვეტილება,რომ ეს უნდა მეცადა!
სხვნაირად ამ სახიფათო სამყაროში,რომელშიც ცოტახნის უკან შემოვაბიჯე ვერ გადავრჩები.

ჯეფრი:
ბიჭებთან ერთად ვიჯექი და რაღაცაზე ვსაუბრობდით ვიღაცის ხმა რომ შემომესმა უკნიდან...თავიდან ყურებს ვერ ვუჯერებდი,მაგრამ ეს აშკარად ლუნა იყო და მეძახდა...იმის შემდეგ რაც მოხდა,მიკვირს რომ აქ ჩამოსვლა გაბედა.
მას ხო ჩემი ეშინია!
მის დანახვაზე ცოტა ცივად ავხედე,ძაალიან მაინტერესებდა რას მეტყოდა...ისევ წყობიდან გამომიყვანს?

-შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო?
ნერვიულობით და ხელების წვალებით მკითხა,რაზეც ეჭვის თვალით ავათვალიერ ჩაავათვალიერე...
-რაზე უნდა მელაპარაკო?
ვიკითხე ზანტად,მან კი ამაზე ღრმად ჩაისუნთქა.
-სასწავლებელზე.
ამის გაგებაზე ,არც დავფიქრდი და ვუპასუხე.
-არანაირი სასწავლებელი,შენს ოთახში დაბრუნდი და რაც გითხარი ის გააკეთე...მეორეთ აღარ გაამამეორებინო.
რამდენჯერაც მოგენდე,იმდენჯერ შექმენი პრობლემები და იმედები გამიცრუე.
უხეშად ვუთხარი,რადგან ვიცოდი ისევ გაშვებას ან რამე სისულელეს მთხოვდა,შედეგად კი უარეს საფრთხეს შეუქმნიდა სხვასაც და საკუთარ თავსაც!
-გთხოვ,მო-მისმინე.
მეტს არაფერს ვითხოვ...ერთი წუთით მინდა რომ დამელაპარაკო და მომისმინო.
ხმის კანკალით მითხრა,რაზეც თვალებზე მივაჩერდი,რადგან გულწრფელი ჩანდა,იქნებ რა უნდა მითხრას?
გავიფიქრე და პირდაპირ წამოვდექი და მასთან მივედი.
-გისმენ.
როგორც კი გვერძე გავედით ეს ვკითხე,რაზეც თავი შეიმზადა  და პირდაპირ თვალებზე მომაჩერდა.
-მოკლედ...რაღაც ძაალიან მნიშვნელივანი მინდა გთხოვო და მინდა კარგად მომისმინო ,რადგან ესა ჩემი ერთადერთი იმედი.
თქვა ნერვიულობით ,რაზეც ვანიშნე რომ გააეგრძელებინა.
-უკვე მივხვდი რომ აქედან გაქცევას აზრი არ აქვს და უნდა შევეჩვიო იმ ფაქტსაც,რომ შენ რასაც მეტყვი ის უნდა გავაკეთო და შენს გვერდით უნდა ვიყო.
ცოტა უხეშად დაიწყო ,რაზეც მე უკმაყოფილოდ ვუსმენდი მის ამ ,,წუწუნს,,და უკვე  წასვლასაც ვაპირებდი ,მაგრამ ლუნამ გამაჩერა...
-შეიძლება სასწავლებელში ვიარო?
მკითხა ისე,რომ ხელი არ გაუშვია ჩემი მკლავისთვის ,მე კი მის ხელს ვუყურებდი, რომელიც ჩემს მკლავზე  მთელი ძალით იყო მოჭერილი ,ამაზე მან უკვე უხერხულად მიშვა ხელი...
-სასწავლებელში,შენ?
სარკასტულად ჩავიცინე და მივამატე...
-და გგონია ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე ასე გავრისკავ?
იქ რომ წავიდეს ,ისევ გაამექცევა ან რაიმე აურზაურს გამოიწვევს!
მაგრამ ამ წამს ისეთი მოწყენილი სახით მიყურებს ,რომ არ ვიცი უარი როგორ ვუთხრა!
ამიტომ უეცრად გაადავწყვიტე ,რომ კიდევ ერთი შანსი მიმეცა,თუნდაც იმის ახსნის თუ რატომ უნდა სასწავლებელში წასვლა. -კარგი,კარგი...დავუშვათ დაგთანხმდი!
საიდან უნდა ვიცოდე რომ ისევ გაქცევას არ ცდი? მითხარი იმის შემდეგ რაც გააკეთე შემიძლია გენდო?
ვკითხე უემოციო ცივი მზერით,თან კი უკვე წინ მედგა ყოველი მისი გაქცევის მცდელობა,რომლებმაც ეს ბოლო დღეები რთული გახადა .
-გპირდები,არ ვცდი!
შეგიძლია თან გამომყვე ან ვინმე გამომაყოლო და ერთი წუთი არ მომშორდე!
უბრალოდ ეს ერთხელ მენდე და მომეცი უფლება ეს მაინც გავაკეთო ჩემი ნებით.
ამაზე მე უკვე წარბის აწევით ავხედე. -კარგი,ვიფიქრებ ამაზე.
ვთქვი და წასვლა ვცადე ,მაგრამ ლუნამ ისევ გამაჩერა.
-ახლა მჭირება პასუხი...ან ხო ან არა.
ამაზე მე ცოტა გამეცინა.
-ძაალიან ჯიუტი ხარ,მოთხოვნებს შენ აყენებ?
მინდოდა თან გულში ჩამეკრა და შემდეგ ვნებიანად მეკოცნა ისეთი საყვარელი და მიმზიდველი იყო ჩემთვის ამ წამს ,მაგრამ წეღანდელი შემთხვევის გამო თავი შევიკავე.
-კარგი,თანახმა ვარ...გაიმარჯვე.
სააბოლოდ დავნებდი კიდეც და დავთანხმდი,რაზეც ლუნამ ღრმად ამოიხვნეშა ,თითქოს და რაღაც დიდი სანერვიულო მოიხსნა მხრებიდანო.
-ოღონთ იცოდე გაფრთხილებ ლუნა! არაფერი არ სცადო!
გაბედე და ის გააკეთე,რაც პრობლემებს შეგვიქმნის ან ის რაზეც მე გეტყვი რომ არ გააკეთო!
იმ წამსვე დასრულდება ჩვენი შეთანხმება.
ერთი წამი არ მომშორდები და მეც შენს გვერდით ვიქნები მთელი დღე...შევთანხმდით?
ბოლოს მაცდური ღიმილით დავასრულე,რაზეც ცოტახანს გაფართოვებული თვალებით ადგილზე გაიყინა,სააბოლოდ კი თანხმობის ნიშნად თავი დაამიქნია.
-მაშინ ხვალ დილით შევხვდებით.
ესღა ვუთხარი და გავუღიმე,რაზეც მან თვალი ამარიდა და შევნიშნე როგორ გაწითლდა!
ამაზე კი მე უფრო მეტად გამეცინა,რადგან ძაალიან საყვარელია.

ლუნა:
ოთახში რომ შევედი რატომღაც გახარებული ვიყავი ამ ერთი პატარა წვრილმანით ,რომელმაც ჩემი უკვე ჯოჯოხეთური ცხოვრება გაანათა!
ძაალიან მინდოდა უფრო მეტი გამეგო ჩემს შესაძლებლობებზე და
უკეთესად შემეცნო ჩემი თავი!
ამიტომ სააკმაოდ გვიანობამდე ვკითხულობდი ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას მთვარის პრინცესაზე და მოდი ვაღიარებ,არც ისეთი კარგი რააღაცები წავიკითხე.
მთვარის პრინცესა ყოვლისშემძლე ჯადოქარია,რომელიც ძალებს მთვარისგან იღებს!
ის დაიბადა როგორც მთვარის შვილი,მაგრამ იმის შემდეგ რაც ზედმეტად ეგოისტური გადაწყვეტილება მიღოო,მას ხელი კრა საკუთარმა მშობელმა და ამრიგად გაირიყა და ჩამოსცილდა ზებუნებრივ სამყაროს!
ის გახდა რისხვა,რომელიც ყველაფერს სისხლის ფრად შეღებავდა!
ის არ იყო მთვარე,რომელიც ანათებს ბმელს,ის იყო სიბნელე,რომელიც აბნელებდა ნათელს.
ეს ყველსფერი კი მხოლოდ იმიტომ,რომ საუკუნებიის წინ მას შეუყვარდა ვამპირი,რომელმაც იგი მოატყუა და აიძულა დაეკარგა ყველაფერი!
მას გული გაუტეხა ვამპირმა,რომელიც უყვარდა!
მოატყუა და უღალატა,რის შედეგადაც ის იქცა წყევლად ,რომელიც ყოველ საუკუნეში ერთხელ იბადება და მისი სახით ევლინება ქვეყანას,შემდეგ კი წითელ მთვარეს,იწყება საშინელი ბრძოლა ზებუნებრივი არსებებს და მთვარის პრინცესას შორის!
გამარჯვებული კი ყოველთვის ისაა!
მთვარის პრინცესა.
მთვარეს სურს დაიბრუნოს საკუთარი შვილი და დაასრულოს ეს ომი,მაგრამ პრინცესა მის წინააღმდეგაც მიდის და ამით მთლიან სამყაროს ემუქრება საშინელი განაჩენით!
ამრიგად კი როგორც მივხვდი ,მე ვარ მისი წინაპარი და მისი სულის რაღაც ნაწილი ჩემშია!
აი ამიტომ უნდოდა ჯეფრის მამას ჩემი მსხვერპლშეწირვა და ამით იმ წყევლის დასრულება და იმ პრინცესას განადგურება,რომელიც ყოველ საუკუნეში ერთხელ ბოლოს უღებს მათ მოდგმას!
ჯეფრი კი ამ წყევლის მოხსნის გასაღებია...ამ შემთხვევაში ის ეგოისტია,რომელიც ამდენი არსების სიცოცხლის ფასად მიცავს!
არადა მისთვისაც კი სახიფათო ვარ.
ჯეფრის მამას და ზებუნებრივი არსებების სამეფოს კი უნდათ მთვარეს დაუბრუნონ ის ,რაც მას ეკუთნის...საკუთარი შვილი.
ეს კი მე ვარ.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ გულ დამძიმებულს დამეძინა, მაგრამ საკმაოდ ღრმად .
ისე ვგრძნობდი თავს თითქოს აღარ მენდომებოდა გააღვიძება და
სამუდამოდ ვიძინებდი!
-ტკბილო ,გაათენდაა!
უცბად ძილში ხმა ჩამესმა და საშინელი დისკომფორტი ვიგრძენი ,ამიტომ სასწრაფოთ ვაიძულე ჩემს თავი გამეღვიძა.
თვალები როგორც კი  გავახილე გვერდით მწოლიარე მომღიმარი ბიჭი შევნიშნე,მის დანახვაზე კი ძაალიან შევხტი და ისე წამოვდექი საწოლიდან ფეხზე თვითონაც გაკვირვებული დარჩა და მეც!
-ვინ ხარ? აქ რა გინდა?!
დავიწყე მე ყვირილი,რადგან პირველად ვხედავ,თან ჩემს ოთახში რა უნდა?!
-დამშვირდდი პატარა,რამ აგანერვიულა ასე?
იცის შენმა ჯეფრიმ,რომ აქ ვარ და ნება მომცა,შენს გასაღვიძებლად მოვსულიყავი აქ!
შენმა ჯეფრიმო? როდიდანაა ჩემი და ვინაა ეს პიროვნება?!
-აბა ხო გღვიძავს?
მაცდურად მკითხა ბიჭმა და ხელი მტაცა,რაზეც მეტად შევძრწუნდი!
-რა გინდა ჩემგან? უბრალოდ ოთახი დატოვე!
უკვე გაღიზიანებულმა ვუპასუხე და მისი ხელი უხეშად მოვიცილე.
-არა,მანამ არ დავრწმუნდები ,რომ ფხიზლად ხარ და მზად!
ისე კი სასიამოვნოა რომ მკითხე...მე ჰაროლდი მქვია.
მაინც იგივე ღიმილით განაგრძო საუბარი და რომ მიხვდა რომ არ ვენდობოდი,ღრმად ჩაისუნთქა.
_მისმინე პატარა ლუნა,არ ვიკბინები.
ადექი,ჩაიცვი,გაემზადე და წავიდეთ.
ერთადერთი ეს მევალება,მეც და შენც.
მობეზრებული ხმით მითხრა  და ბოლოში ისევ ღიმილით დაასრულა,რაზეც თავი დავუქნიე მხოლოდ,უეცრად კი მის ყვირილზე ისევ შევხტი!
-ადექი და ჩაიცვი ხოდა !
იცოდე არ მალოდინო,თორე შემდეგ ჩემით ჩაგაცმევ!
ეს კი არ გვინდა ხო?
კარისკენ დაიძრა და გასვლისას თვალი ჩამიკრა,რაზეც ცოტახანს შოკი სახით ვუყურებდი კარებს.
-აქ ყველა ესეთი შეშლილო რატომაა?
ჩავილაპარაკე ჩემთვის და ჩაცმას შევუდექი.

ცოტახანში კი უკვე მზად,რომ ვიყავი და გასვლას ვაპირები ,კარიდორიდან ყვირილის ხმა შემომესმა!
მე კი ამის გაგებაზე შეშინებული გავედი გარეთ,რათა მენახა რა ხდებოდა!
იქ გასულმა კი კედელზე აყუდებული გოგო დავინახე,რომელსაც თავზე ალექსი ედგა და მის კისერში ჰქონდა თავი ჩარგული...სავარაუდოდ მის სისხლს სვავდა!
გოგო კი აშკარად არ გამოიყურებოდა კარგად და განწირული ყვირილით შველას ითხოვდა !
ვიცოდი ცუდი აზრი იყო და
მითუმეტეს ეს მე არ უნდა მექნა,მაგრამ ასეთ უსამართლობას ვერ ავიტან და ვერც დავაიგნორებ,რომ მოკლას მერე?
ამიტომ ძალა მოვიკრიბე და მისკენ წავედი ,შემდეგ კი ცოტა მაღალ ხმაზე ვუთხარი!
-გოგო გაუშვი!
ამის გაგებახე ალექსი მართლაც გაჩერდა, ცოტახანში კი უკან მომიბრუნდა
და თვალი გამისწორა ,თან პირი სულ სისხლიანი ჰქონდა.
-შენ?
უბრალოდ ეს სიტყვა თქვა და სიცილი დაიწყო,რაზეც იგივე გავუმეორე.
-გაუშვი გოგო!
ამაზე უკვე აშკარად გაბრაზდა!
-რომ არა რააა? რას იზავ,როგორ შემაჩერებ!?
ჩემსკენ სახიფათო მზერით წამოვიდა,რაზეც უკან დახევა დავიწყე! -ახლოს არ მოხვიდე.
გავაფრთხილე სახიფათო ტონით,თან ისე რომ თვალი არ მომიცილებია მისთვის,შემდეგ კი გოგოს გავხედე,რომელსაც ამ წამს გაქცევის შანსი ჰქონდა!
-გაიქეცი!
ბოლო ხმაზე ვუყვირე გოგოს,რომელსაც კიდევ ვერ მოეტვინა გაგცევა,მაგრამ ჩემს ყვირილზე გამოფხიზლდა და ისე ,რომ ალექსმა ვერც მოასწრო აზრზე მოსვლა,გოგო გაიქცა !
ამის გაცნობიერება იყო და ალექსი ძაალიან გაბრაზდა,უეცრად კი მთელი ძალით მიმაჯახა კედელს!
-სხვათაშორის ძაალიან მშიერი ვიყავი!
ახლა კი შენს გამო გოგო გამექცა! ამრიგად მოგიწევს მას შენ ჩაენაცვლო სულელო გოგო!
ამის მოსმენა მოვასწარი,შემდეგ მისი წითელი თვალები თავინახე და უეცრად კისერშიც მეცა!
უკვე ვგრძნობდი,რომ ახლა მართლა ვერ გადავრჩებოდი,რადგან ნელა და მტკივნეულად შედიოდა მისი ეშვები ჩემს კანში!
მაგრამ ბოლო წამს ვიღაცის ყვირილზე გაჩერდა და მომშორდა...ეს ჯეფრი იყო. -ალექს,რას აკეთებ შენი აზრით?!
ლუნა სასწრაფოდ გაუშვი!
თქვა მკაცრად და ჩვენსკენ წამოვიდა,შემდეგ კი ხელო
მტაცა მაჯაზე და თავისკენ გამწია,რაზეც ალექსი მეტად განრისხდა!
-ანუ გავუშვა და მორჩა?!
ჩემი საკვები? მან ჩემი საჭმელი გაუშვაა!
იყვირა კიდეც წყობიდან გამოსულმა ალექსმა,რაზეც ჯეფრიმ მაინც მშვიდად უპასუხა.
-როგორც არ უნდა იყოს მას ვერ მიეკარები ალექს,გაიგე ეს ერთხელ და სამუდამოდ!
ამის შედეგად კი ალექსმა უკმაყოფილო სახით შემომხედა ჯერ მე ,შემდეგ ჯეფრის და უბრალოდ ზურგი გვაქვია.
-წავიდეთ,ზედმეტი პრობლემა აღარ გვჭირდება და არც გმირობანას თამაში.
გამომხედა უკმაყოფილო სახით ჯეფრიმ და ჩემთან ერთად დატოვა იქაურობა .

მანქანაში ჩუმად ვიჯექით და მხოლოდ მძღოლის ხველების ხმა ისმოდა მანქანაში ,ცოტახანში ჯეფრიმაც რომ ამოიღო ხმა.
-ლუნა,ახლა ერთ რაღაცას გეტყვი და მინდა რომ გაითვალისწინო.
სახლში არავის არ დაელაპარაკო და საერთოდ ოთახიდან ნუ გამოდიხარ,მითუმეტეს  ვითომ საგმირო სააქმეებისთვის!
შენც კარგად ხვდები,რომ ჩემი მეგობრები არც ისეთი კეთილები არიან და ისე გამოგცლიან სისხლისგან არც დაახამხამებენ თვალს,ამიტომ აღარ გააკეთო ასეთი სისულელე და თან მითუმეტეს ალექსისგან! 
ის იმდენად დაუნდობელია,როდესაც გააბრაზებულია,რომ დაუფიქრებლად შეუძლია ნაწილებად აგჩეხოს და სისხლის ბოლო წვეთამდე დაგცალოს.
ჯეფრი ლაპარაკს რომ მორჩა,უკმაყოფილოდ თავი დავუქნიე შემდეგ კი ფანჯრიდან დავიწყე ისევ ყურება...ამ მხრივ ალბათ მართალია,მათ უნდა მოვერიდო,მაგრამ ჩემს წინ ასეთ სიტუაციაზე თვალს ვერ დავხუჭავ!

დაახლოვებით ოც წუთში ნაცნობ ადგილს მივადექით !
უდიდესი შენობა ,რომელიც თითქოს უფრო დიდი მეჩვენებოდა შორიდან ვიდრე მახსოვდა მე კი ამ შენობის დანახვისას ყველაფერი დამავიწყდა რაც დღეს მოხდა,რადგან მიხაროდა აქ ყოფნა!
ცოტახნის უკან კი ამას ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ აქ მოსვლა ასე გამიხარდებოდა!
-დაიმახსოვრე ლუნა,ჩემს მზერას არ გასცდე.
გადასვლამდე ჯეფრის გაფრთხილება მომესმა,შემდეგ კი ხელი მჭიდროდ მომკიდა და მანქანიდან ისე გადამიყვანა,რომ გვერდიდან არ მომცილებია !
ვაღიარებ ეს ცოტა მაღიზიანებდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...მომიწევს მთელი დღე ამის ატანა,ეს ხო მე შევთავაზე.

ჯეფრი:
მთელი დღე ისე გავიდა ვერც გავიგე ,რადგან უბრალოდ თვალს არ ვაცილებდი ლუნას და ისიც რა თქმა უნდა ვატყობდი ფრთხილობდა და ზედმეტად არსად არ გადიოდა...შესვენება და ისევ კლასი ,ეს იყო და ეს!
შუა დღე იყო და ლუნა საჭმელად იყო გასული,მე კი აღარ ჩავთვალე გაყოლა საჭიროდ,რადგან ვფიქრობ მართლა ნაბიჯ ნაბიჯ ხომ არ გავყვები?
ასე მგონი მეტად ვაიძულებ ჩემს მიმართ სიძულვილი იგრძნოს,ეს კი არ მინდა.
ამაზე ვფიქრობდი, უეცრად ალექსის ხმამ რომ გამომაფხიზლა.
-ჯეფრი,ძამიკო!
გვერდით უცნაურად გამაღიზიანებელი ღიმილით მომიჯდა,რაზეც მობეზრებული სახით გავხედე.
-რა არის ალექს?
უემოციოდ ვკითხე,ის კი ეშმაკური ღიმილით მიყურებდა ისევ და არაფერს იძახდა!
მე კი უკვე ვხვდებოდი ,რომ  რაღაც ცუდი ამბავისთვის მოვიდოდა და ვიმედოვნებდი, ეს ლუნას არ ეხებოდა! -ნუთუ არ იცი? შენი საათამაშო ხომ თვათვალის ქვეშ გყავს მთელი დღე?
ეგ გამოგრჩა?! მე კი გეტყოდი ,მაგრამ დღევანდელის გამო ცოტა ნაწყენი ვარ.
დამიწყო თამაში თუ არა შევაჩერე და გაღიზიანებული წამოვდექი ფეხზე.
-ალექს არ ვარ ახლა შენი თამაშის ხასიათზე ...მითხარი რისი გინდა თქმაც გინდა თუ არადა თავი დაამანებე!
ამაზე ალექსმა ჯერ ჩაიცინა,შემდეგ კი სააბოლოდ მიპასუხა.
-ჩვენი გმირი ლუნა ვიღაც უცხო ბიჭს ეხუტება ქალების საპირპარეშოსთან,სხვას...გესმის?
სხვა ბიჭს!
მითხრა გამაღიზიანებელი ღიღინით ,მე კი
ამის გაგებაზე პირდაპირ დავტოვე ოთახი და საპირფარეშოსკენ გავემართე .
რამოდენიმე წამში უკვე იქ ვიყავი და მისულს რა დამხვდა!?
ლუნა წითელი მთვარის ერთ-ერთ
წევრს ეხუტებოდა!
პიროვნებას,რომელიც მისთვის საშიშია!
პიროვნებას,რომლისგანაც მის დაცვას ვცდილობ!
-აქ რას აკეთებ!?
ამ ბიჭს რატომ ელაპარაკები?!
მივარდი ღრიალით ლუნას,რაზეც დაბნეულმა ამომხედა.
-ჩემი ნაცნობია ჯეფრი,დაამშვიდდი!
უკვე ბიჭისკენ ვიწევდი და ამ სიტყვებით გადამიდგა წინ,მაგრამ ალბათ იმას ვერც კი წარმოიდგენდა რისთვის ვიწევდი მისკენ!
-გამეცალეე აქედან და კლასში წადი!
ბოლო ხმაზე ვუყვირე
ისე რომ ბიჭისთვის მზერა არ მომიცილებია ,შემდეგ კი მისი ხელები მოვიცილე!
ამაზე ლუნა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას ,მე კი უფრო ხმამაღლა დავუყვირე.
-ლუნა გითხარი წადითქო!
ამაზე ლუნამ გაბრაზებულმა შემომხედა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით დამტოვა.
-თქვენო აღმატებულება,პრინცო ჯეფრი ისევ შევხვდით ერთმანეთს !
უკვე ჩემს წინ მდგარმა კი მაცდური ღიმილით დამიხარა თავი და სარკასტული ტონით მომიგო...ამან განმარისხა!
-რა ჩაიფიქრე? აქ რა გინდა და რააა უთხარიი ლუნას?!
რა გინდა მისგან?
ვუყვირე ბიჭს ,რომელიც ჩემს წინ იგივე პოზაში იდგა.
-ისეთი არაფერი...უბრალოდ ის წყევლა გავაღვიძე ,რომლისაც ასე გეშინია უფლისწულო!
ამის გაგონებაზე რამის ჭკუიდან გადავედი!
შემდეგ კი ბიჭი მთელი ძალით
მივანარცხე კედელზე და  ყელზე ხელი მოვუჭირე ,სააბოლოდ კი ძალაც ვეღარ გავზომე და ბიჭს თავი მოვაწყვიტე!
-ნაბიჭვრები,როგორ მოაგნეს!?
მეგონა თუ მის სულს მივისაკუთრებდი ვეღარავინ იპოვიდა,მაგრამ ვცდებოდი!
ვცდებოდი ამისი დედაც!
ვთქვი და კედელს მთელი ძალით ვაჯახე მუშტი,ისე რომ კედლის ის ნაწილი ჩამოიშალა.
მან ის წყევლა გააღვიძა ,რომლისაც ასე მეშინოდა...ახლა რა ვქნა?
მთვარის წყევლა დადებულია.
ორ კვირაში კი წითელი სავსე მთვარე იქნება ,გადამწყვეტი ბრძოლა სადაც არ ვიცი გადარჩება თუ არა ლუნა ან ჩვენ.
მან ამის შესახებ არ უნდა გაიგოს!

ლუნა:
ნერვიულობით ერთ წამს ვერ ვისვენებდი,რადგან
გაკვეთილი თხუთმეტი წუთია დაიწყო ჯეფრი კი კიდევ არ მოსულა!
ნეტა რა ხდება? რა დაემართა ასე უცბად?! მე უბრალოდ ჩემს ძველ კლასელს ვესაუბრებოდი ,ის კი სულ გაადაირია!
ნეტა იცნობენ ერთმანეთს?
ამაზე ფიქრით უკვე თავი მისკდებოდა და ერთი სული მქონდა ჯეფრი შემოსულიყო ,მაგრამ არა!
მთელი გაკვეთილი ისე გავიდა,რომ ჯეფრი აღარ დაბრუნებულა უკან!
რაც მაკვირვებდა კიდეც და ამასთან ერთად მაშინებდა.
ზარიც რომ დაირეკა და ჯეფრი ისევ არ გამოჩნდა ,აღარ მოვიცადე მეტად,ავდექი და მის მოსაძებნათ წავედი .
რა თქმა უნდა პირველი ადგილი სადაც ვნახე ის ადგილი იყო ,სადაც ცოტახნის უკან დავტოვე.
-ჯეფრი?
მაგრამ იქ საერთოდ არავინ არ დამხვდა,მხოლოდ სახიფათო და ბნელი სიცარიელე და ამავდროულად შემაძრწუნებელი სიჩუმე!
-ჯეფ_
ვეღარ დავასრულე და შიშისგან ბოლო ხმაზე ვიყვირე,რადგან ჩემს წინ საშინელება დავინახე!
კედელს ვიყავი აკრული და ნანახით ჯერ კიდევ შოკში მყოფს ხელები მქონდა სახეზე აფარებული! 
ჩემი ძველი კლასელი , ვისაც ცოტახნის უკან ველაპარაკებოდი სისხლის გუბეში ეგდო,მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო ,რომ მისი  ტანის მხოლოდ ერთი ნაწილი ეგდო აქ!
თუ არ ჩავთვლით მის გვერდით დაგდებულ მეორე ნაწილსაც.
ის  თავ მოწყვეტილი დამხვდა !
-ეს...ეს რა არის? რატო-მ გააკ-ეთე ეს ჯეფრი?
ცრემლები მდიოდა და კედელთან ვიყავი ჩაკეცილი .
ძაალიან გავბრაზდი მის ამ სასტიკ საქციელზე და ამავდროულად გულიც მეტკინა!
რადგან არ მინდოდა ასეთად აღმექვა და დამენახა!
არ ვიცი რატომ,მაგრამ არ მინდოდა,მაგრამ ახლა ის ჩემს თვალში მონსტრია.
სააბოლოდ კი ამის გაცნობიერებაზე ცრემლები ვეღარ შევიკავე და მწარედ ავტირდი...რატომ მოკლა?
ან ასე უეცრად სად გაქრა?
დამტოვა...ეს უცნაურია.
სასწრაფოდ უნდა მოვძებნო და პასუხები გავიგო...ესღა გავიფიქრე და მის საძებნელად გავემართე.

ნახევარი საათის შემდეგ:
ყველგან ვნახე ,მაგრამ არსად არ იყო!
აორთქლდა ,გაქრა!
ასე აქ როგორ დამტოვა? თვითონ არ დამყვებოდა ყველგან?
რამე მოუვიდა? რა მოხდა?



№1 სტუმარი ))))

რატო აღარ დებბ იციი რამდენი ხანია ველოდები როდის დადეებ? :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent