შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი 2 (თავი)


29-03-2023, 13:32
ავტორი Sana
ნანახია 1 935

მთელი გზა მშვიდად იმგზავრა,მაგრამ როდესაც სოფლის ასახვევს დაადგა ზუსტად მაშინ მაღალი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ ისე ცუდად ჩაუქროლა რომ ანაბელმა შიშისგან ძლივს შეძლო რულის დამორჩილება და მერე დამუხრუჭება.
-რა ჯანდაბააა,გამაგლეჯინა შუაზე მეტი არაფერი მინდა.
ცოფებს ყრიდა მანქანიდან გადმოსული და ცდილობდა სუფთა ჰაერი ღრმად ჩაესუნთქა და დაწყნარებულიყო,5 წუთის შემდეგ შეძლო დამშვიდება და მანქანის მართვაც,მალევე მივიდა სახლთან და უყურებდა ეზოში შეკრებილ ხალხს,უყურებდა სტუმრებს რომლებსაც არ იცნობდა,იქვე თვალი მოკრა ძმას რომელიც ბიძას ესაუბრებოდა რაღაცაზე,ბიძა რომელიც 20 წელი არ ყავდა ნანახი.
-ჩამოვიდა,სახლშია,ახლა რა იქნება...
თავის თავს დაუსვა კითხვები,შემდეგ დედას და რძალს მოკრა თვალი მეზობლის ქალებთან ერთად სუფრას რომ შლიდნენ,კიდევ გააგრძელა ყურება და სტოპ!!!!
-ეს მანქანააა,ეს ის იდიოტი არაა?კინაღამ რომ ამლეწა?აქ რა ჯანდაბას აკეთებს?
ისევ მის თავს უსვამდა კითხვებს და უკვე ბრაზი ახრჩობდა,რა ჯანდაბისთვის დაიბარეს ასე სასწრაფოდ და თხოვეს ჩამოსვლა.
მანქანა ჭიშკართან გააჩერა,ყველას მზერა უცხო მანქანისკენ იყო მომართული,ძმა წამოიჭრა ფეხზე და მისკენ დაიწყო სვლა,ანიტას ჩაეღიმა უყურევლბდა მის ძმაა როგორ მოდიოდა მაღალი,მხარ-ბეჭიანი ბიჭი მისკენ,უყურებდა და თურმე როგორ მონატრებია.
ჭიშკრდე მისულმა ბიჭმა მისი და რომ ამოიცნო ჩაეღიმა,კარები გახსნა და გზა დაუთმო რომ მანქანა ეზოში შემოეყვანა.
მანქანის კარი გახსნა და გადავიდა,პირველი ძმას ჩაეხუტა,მერე დედას რომელსაც ჩხუბი დაეწყო და შვილის მონატრებისგან ცრემლები სდიოდა თვალზე,შემდეგი რძალი და ძმიშვილები იყვნენ,აი მერე იყო მეზობლის ქალების წიკვინა ხმამ რო დააბრუბა რეალობას,აქ უკვე ანიტას ისე ეცინებოდა ყველას რეაქციებზე და საუბრებზე,თვალებზე ეტყობოდა რომ მართლა ძალიან მონატრებია ყველა და ყველაფერი...
ბოლოს როგორც იქნა მიაღწია ბიძამდე რომელსაც მხოლოდ ვიდეოზარებიდან იცნობდა,ანიტა 7 წლის იყო ბნ.ზურა რომ ქვეყნიდან წავიდა და 20 წლის შემდეგ შეძლო დაბრუნება,მორიდებულად ჩაეხუტა და ასე შედგა მათი პირველი შეხვედრა...ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო ანიტამ და ოჯახს მიმართა
-ყველანი ძალიან მომენატრეთ,მიხარია რომ ყველა ერთად სახლში ხართ
ლუკა(ძმა) გადაეხვია დას და ყურში უჩურჩულა
-ესეც ჩვენი დიდი ოცნება,ყველა ერთად
ძმას ახედა ბედნიერი თვალებით და თავი დაუქნია,შემდეგ ანიტამ თვალი მოავლო სტუმრებს და მოულოდნელად დასვა კითხვა
-აი ის პრადოს ჯიპი ვისია?
ყველამ ერთ-ერთი ბიჭისკენ მიიხედა
-ჩემია მერე?
ანიტას სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლევი სცვიოდა რაც ლუკას არ გამოპარვია და დაელოდა როდის აფეთქდებოდა მისი ალქაჯი დაიკო და ამ მთასავის მამაკაცს თავზე ჩამოამხობდა ცას
-აჰ მერე?მერე ის რომ შენთვის არავის უსწავლებია რომ მოსახვევში გასწრება აკრძალულია?ის რომ მაღალი სიჩქარით არ უნდა იარო?მერე ის რომ შეიძლება შენ შენი თავი არ გიყვარს მაგრამ მე ძალიან მიყვარს და სოფლის ამოსახვევში ლამის რო დამამტვრიე აი ეგ ზუსტად,ახლა გაიგე?
ყველა ანიტას და დიმიტრის უყურებდა და არავინ იცოდა ეს კამათი რით დასრულდებოდა
-უი ეგ შენ იყავი?ქალი ამხელა ჯიპს მართავ და კუცკი გაგასწრებდა ისე მოძრაობდი,ჩემი რა ბრალია?
მხრები აიჩეჩა და ირონიული ღიმილით ჩახედა ანიტას თვალებში
-ჰმ,ანუ ჩემი დაბალი სიჩქარის გამო ამაყირავე კინაღამ ხო?კარგი.
აქ უკვე ანიტას ჩაეცინა გველურად და ძმას გახედა რომელსაც უკვე არა ეწერა თვალებში...სანამ ანიტას და დიმიტრის კამათი სამამულო ომში გადაიზრდებოდა ბნ.ზურამ იმარჯვა და ანიტასთვის სტუმრების გაცნობა დაიწყო,ეცნობოდა ყველას მაგრამ სულ ტყუილად,არ უსმენდა ბიძას და არც სტუმრების მისალმებას,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ეს იდიოტი როგორ გაემწარებინა,ბოლოს როგორც იქნა როდესაც მორჩა გაცნობის ცერემონია უკვე გადაღლილი გაეცალა ხალხს და მოფუსფუსე დედისკენ და რძლისკენ გაეშურა
-ქრისტო(რძალი) გეხვეწები ყავა რაა თორე შემერყა ნერვული სისტემა
-ეგ ნერვული სისტემა ისედაც დაწყვეტილი გქონდა და ახლა სულ დაგწყვეტია
სიცილს არ წყვეტდა რძალუკა და მეზობლებიც და დედაც აიყოლია სიცილში,
-კაი ახლა დაწყნარდი და მოგიდუღებ შენს მწარე ყავას,უუფ რა გასმევს ქალო ამას,რა არის ეს კოვზის წვერით შაქარი
-რა და ადვილი მოსავლელი ვარ ოჯახში(აქ გულიანად იცინის)სტუმარიც კარგი ვარ(აქ უკვე დედის და მეზობლების სახეზე ისე გულიანად იცინის ნახევარ სოფელს ესმის ანიტას კაკანი).




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent