შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი 3 (თავი)


30-03-2023, 00:44
ავტორი Sana
ნანახია 1 923

ანიტას და ქალების სიცილზე ყველამ მათკენ გაიხედა,ლუკას არ გამოპარვია დიმიტრის მზერა ანიტას რომ უყურებდა.
-ქრისტო ყავას მიდუღებ თუ რას აკეთებ ამდენ ხანს?
-მაცლი ახლა თუ შეგატოვო ეს ჭიქა ხელში?
-გაცლი ხო გაცლი,ხომ იცი როგორ მიყვარს შენი მოდუღებული ყავა?
-ახლა აფერისტობას შეეშვი თორე ჩაგიყარე შაქრის მაგივრად მარილი
-აპ,აპ ეგ არ ქნა თუ ღმერთი გწამს,ისედაც მომიწამლა იმ იდიოტმა ნერვები და ხასიათი,
ყველამ ანიტას შეხედა,ანიტას დედამ ქბ.თამარამკი წარბ აწევით დაუცაცხანა შვილს
-შვილო გეყოფა თორემ ვინმე გაიგონებს და არ მოხდება კაი არაფერი
-დედა კარგად იცი როგორი ხასიათი მაქვს,მითუმეტეს რომ ზუსტად მაგ იდიოტს ჩემზე ბოდიში აქვს მოსახდელი
-გაჩუმდი გოგო არ გაგიგოს
-გაიგოს მეც ეგ მინდა
თამარამ ხელი ჩაიქნია და მიაძახა
დაგიხოციათ ერთმანეთიო,ამასობაში ქრისტომ ყავის ჭიქა მიაჩეჩა ხელში და კარებში გააგდო
-წამოდი თორე გააგიჟებ დედაშენს
-ვაიმე რა გემრიელია,ჩემი გოგო ხარ,ზუსტად ისეთი ყავაა მე რომ მიყვარს,
-ისეთივე მწარეა როგორი ენაც გაქვს
აქ უკვე ორივე გულიანად იცინის და უყურებენ ცხელ ხაჭაპურს რომელიც ქრისტომ ღუმელიდან გამოიტანა,
-აუ რა გემრიელად გამოიყურება
-ხოდა სუფრასთან მიირთმევ მანამდე თითი არ დაედოს
-მანამდე ამის ჭამის სურვილით თუ ამომხდა სული რაღად მინდა მერე
-შენ ეგ ენა რომ არ გქონდეს წაგიღებს ყვავი
-ჩემო საყვარელო რძალო ყვავსაც არ ვუნდევარ ხო ხედავ
-ქალო ნუ ხარ მასხარა,გამეცალე ეხლა და მაცალე საქმის კეთება,შენკიდევ დალიე ეგ ყავა და მიყუჩდი
სიცილით წავიდა ანიტა ჰამაკისკენ და იქედან უყურებდა ყველას,გრძნობდა მზერას,გრძნობდა როგორ ეწვოდა მთელი სხეული მაგრამ ჯიუტად არ ბრუნდებოდა იმ მხარეს საიდანაც უყურებდნენ...
ნელნელა სუფრაც გაიშალა ბოლომდე და მიუსხდნენ მაგიდას,ზურამ თამადობა ითავა და აი აქ დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოების სმა,ამ ყველაფერს ისტორიების და ტკბილი მოგონებებია გახსენება მოყვა,ამასობაში მოსაღამოვდა,სტუმრებიც ნელნელა დაიშალნენ და წავიდნენ,მხოლოდ დიმიტრი და მისი მამა ბნ.თენგო დარჩნენ სახლში,თამარამ სტუმრების ოთახის მომზადებაში ანიტას დახმარება რომ სთხოვა აი მანდ საერთოდ წაეშალა ხასიათი მაგრამ არაფერი შეიმჩნია,ოთახები მოაწესრიგეს,სუფრაც აალაგეს და ეზოში მოსაუბრე სტუმრებს თამარამ რომ გამოუცხადა მზადაა ოთახები და შეგილიათ ყველას დაისვენოთო,მაშინვე მიაშურეს საწოლებს,ეზოში მხოლოდ ლუკა და დიმიტრი დარჩნენ და საუბრობდნენ,ანიტა თამარას ეწუწუნებოდა რაღაცაზე,ისიც მთელი მოთმინებით უსმენდა შვილს და ისეთი სახე ქონდა ახლა თუ არ გააასწრებდა ალბათ მაგრამ მოხვდებოდა,ანიტაც თამარას რეაქციებით ხალისობდა და უფრო და უფრო უმატებდა წუწუნს...
-ან შენი ტელეფონი რეკავს
-აუ ქრისტო მომაწოდე გთხო
ტელეფონს დახედა და გაეცალა ყველას რომ მშვიდად ესაუბრა ზარის ავტორთან რომელიც მირა იყო
-აბა რა ხდება სოფელში ალქაჯო?
-რა ხდება?ბიძაჩემი ჩამოვიდა,ახლა დაიშალა ყველა,სტუმრები იყვნენ და ყველაზე უარესი ვიღაცამ სანამ სახლამდე მოვიდოდი ისეთი სიჩქარუთ ჩამიარა ლამის ხევში გადამაგდო,ყველაზე უარესი აი ეგ იდიოტი სახლში დამხვდა სტუმრად და ახლაც აქაა,აი რა ხდება აქ
-კაი რას იძახი..
,მირას ანიტას ერთი ამოსუნთქვით მოყოლილ ამბავზე რომელსაც მთელი სიბრაზით ყვებოდა ეცინებოდა მარა ამას როგორ შეიტყობდა ანიტა ტელეფონში გაუძვრებოდა
-ხო მირა,რასაც ვიძახი ეგრეა და აწი რა იქნება არ ვიცი
-მთავარია ახლა დაწყნარდე და დაისვენო
-ხო აბა დამასვენებს მე დიმიტრი აქ,როგორ არა
-დიმიტრი ვინაა?
-ის ვაჟბატონი
-რაო ანიტ ნერვებზე ფეხი დაგაბიჯეს?
ამაზე მირა გულიანად იცინის უკვე
ანიტას ისეთი სახე ქონდა მირა ახლოს რო ყოლოდა ალბად კარგად გაჩეჩავდა,დიმიტრის ანიტას ზარი და შემდეგ მისი რეაციები არ გამოპარვია,ლუკამაც მის მზერას გააყოლა თვალი და ჩაილაპარაკა
-იმედი მაქვს მშვიდობა აქვს
-ყოველთვის ასეთი მწარე და ცივია?
-კი
-გასაგებია
ანიტა მორჩა საუბარს და ისევ ჰამაკს მიაშურა,როდესაც ლუკამ დაუძახა
-მშვიდობა გაქ?
-კი ძმაო
-ეგ სახეზე არ გეტობოდა 2 წუთის წინ
-აი ეგ სახე უნდა ენახა იმას ვისაც ვესაუბრებოდი და ნახავდა მერე,
ლუკამ ღიმილით გააქნია თავი და მიაძახა
-ყველა მეცოდება ვინც შენს ხელში მოხვდება
ანიტას წარბ აწეულ სახეზეკი ყველა ერთად იცინოდა,გრილი ჰაერი,ჰამაკი,მალევე ჩაეძინა ალქაჯების დედოფალს,ლუკამ ხელში აიყვანა და მის ოთახში დააწვინა,იმ ღამით ანიტას მშვიდად ეძინა......
12 საათი ხდებოდა როდესაც გამოეღვიძა,იქვე დადებული ყვავილებიანი თეთრი სარაფანი გადაიცვა და სააბაზანოსკენ წავიდა,უკვე მოწესრიგებული ეზოში გავიდა სადაც ყველა შეკრებილიყო,მიესალმა ოჯახს და სამზარეულოში შევიდა რომ ყავა მოედუღებინ,ამასობაში თამარა წამიადგა თავზე
-ოჰ გაუღვიძია დედოფალს,ღიმილით ჩაკოცნა შვილი
-ხო დედა გავიღვიძე და ყავა მინდა გულის წასვლამდე
-გადი მოგიმზადებ მე
-ჩემი სიგარეტი სადაა?
-ლუკას კითხე
-ლუკი მოდი ერთი წუთი
-რა ხდება რა სახე გაქ?
-ჩემი სიგარეტი სადაა?
-სორი დაიკო ბოლო ღერი მოვწიე ეხლა
-ახლა გამასწარი სანამ ცოცხალი ხარ
ანიტას დილა ყავით და სიგარეტით იწყება,სანამ ყავას ბოლომდე არ დალევს მანამ მოსიარულე დინოზავრია,ხოდა ამჯერად ნაღმად გადაქცეულ ანიტას გაასწრო ძმამ კარებში თან უკან იყურებოდა ხო არ მომსდევსო,ამასობაში ყავაც მოდუღდა ერთი ყლუპი მოსვა და მანქანის გასაღებს წაავლო ხელი და თამარას მიუტრიალდა რამე ხომ არ გინდა ქალაქშიო,თამარამაც დრო იხელთა და მთელი სია ჩამოუწერა პროდუქტების,სიის დანახვაზე ანიტას თვალები ისე გაუფართოვდა ლამის გულმა დაარტყა და ამოიწუწუნა
-კარგი რა დედა ეს ყველაფერი რომ ვიყიდო მარტომ როგორ მივიტანო მანქანამდე უუფ
-როგორმე მიიტანე დედი გთხოვ,
-კარგი ხო კარგი
ისედაც ნახევრად მძინარემ ვერც ყავა დალია წესიერად,ეზოში გავიდა წუწუნით და ლუკას მიაძახა აწიე ეგ ერთი ადგილი და გამიღე ჭიშკარი რო მიყურებ მანდედან სოფლის თავკაცივით,გვირგვინი გაკლია მარტო და ეგააა
-გოგო ამოგაძრობ მაგ ენას ახლა თუ დაგეწიე
-მიდი ლუკაჩო თორე დაგტოვებ მასე გაღიმებულს
ამათი კინკლავის ყურებით გართული დემეტრე თამარას მიუტრიალდა
-გუშინ მე გავაბრაზე და მაგიტო იყო ცუდ ხასიათზე მაგრამ დილიდან უარესი ხასიათი?
თამარას ჩაეცინა და უთხრა
-ის ესეთია,24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს მწარე ენა აქვს
დიმიტრიმ ისევ ანიტას გახედა რომელიც მანქანიდანაც ნერვებს უშლიდა ლუკას,ესეც მძღოლის მხარეს მისული უყვიროდა გამიღე კარი სანამ არ გაგჩეჩავ მანამ ვერ წახვალო...ამათი შემყურე ყველას გულიანად ეცინებოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent