კომეტები კურსს არ იცვლიან (სრულად)
„კომეტები კურსს არ იცვლიან“ დასაწყისი ზოგჯერ ძალიან ჰგავს დასასრულს. 2017 წელი. იანვარი თავი 1 "შემთხვევა” საღამო იყო, ცვლა რომ დავასრულე და შინ წასასვლელად გავემზადე. ჩანთა ცარიელ ბარზე დავაგდე და საპირფარეშოში გავედი მოსაწესრიგებლად. მთელი დღე მუშაობისას კოსად აჭერილმა თმამ თავის კანი დამიჭიმა, ხოლო როდესაც რეზინა შევიხსენი, შვებით ამოვისუნთქე. სარკეში ჩავიხედე. თვალების ქვეშ ადგილი გამმუქებოდა. სახეზე წყალი შევისხი და ოთახი დავტოვე. უკან დაბრუნებულს ბართან კაცი დამხვდა, წინ ლუდის ბოთლი დაედგა. ზუკა ჭიქებს ასუფთავებდა. არანაირ ყურადღებას გავამახვილებდი ბართან მჯომის მზერაზე, რომ არა ერთი შემთხვევა: გვერდით ახლოს რომ ჩავუარე, ვიგრძენი მის მზერასთან ერთად ხელიც როგორ გამოყვა ჩემს საშვილიშვილოდ სანაქებო უკანალს. ადგილზე გავიყინე მოულოდნელობისგან. ჩემს თავს შემოვუძახე. -არა, ნიკა! შენ ახლა უბრალოდ დაწყნარდები და მშვიდად გახვალ აქედან. გესმის? დაწყნარდები და უბრალოდ მშვიდად გახვალ.-გათეთრებამდე დამუშტული ხელები, დათხრამდე დახუჭული თვალები და ღრმა, იშვიათი, მძიმე ჩასუნთქვები ჩემს მხოლოდ ერთ მდგომარეობას აღნიშნავს, მკითხველო. მრისხანებას! ზურგს უკან ჩაცინების ხმა მომესმა და მოკრებილი ენერგიის ხარჯზე, მივხვდი, მოთმინება ჭირსაც წაეღო. უკან შევბრუნდი. Ორმოცდაათ წლამდე კაცი ბაბუაჩემის ბებერი ძაღლივით მეკრიჭებოდა, ისიც ერთი ოქროსფერი კბილის თანხლებით. -ეთიკა არ გასწავლეს ბიძაჩემო?! -ისეთი ტ*აკი გაქვს, დიდი სიამოვნებით გავივლიდი მასთან ეთიკის გაკვეთილებს-შემომჯღავლა. -ნიკა, არა!-შეჰყვირა შეჰყვირა ზუკამ, როცა ჩემი განზრახვა ამოიცნო. აფოფრებულმა გვერდით, ბარზე მდგარი, სანახევროდ ჩაცლილი ლუდის შუშის ბოთლი მოვიაზრე და ჩემმა ბოროტმა მემ მყისვე შემაგულიანა: -მიდი უჩვენე ამ ს*რს. მეც მეტი რა მინდოდა, ინსტიქტური მოქმედებით ლუდის ბოთლი ხელში მოვიქციე და დაუნანებლად მივალეწე ჩემს წინ მჯდომ მაღალ სხეულს თავზე. კაცმა მოულოდნელობისგან შეჰყვირა და თავდახრილმა საფეთქელზე ძლიერად მოიჭირა ხელი. სისხლმა გამოუჟონა. ტკივილისგან თვალები მიებლანდა. იმავე მომენტში კაფე-ბარში მსხდომი ვაჟკაცები ფეხზე წამოიჭრნენ, ხოლო მათ გვერდით ბრძანებულ, კდემით შემოსილ ქალბატონებს გაოცების ოხვრა აღმოხდათ. -შენ ნორმალური ხარ გოგო?!- გადმომყვირა რომელიღაცამ, მაგრამ თავი მქონდა გადასარჩენი, საქმეების გარჩევისთვის მეცალა ახლა მე? ისეთი მძვინვარე თვალებით ამომხედა ჩემმა მსხვერპლმა, იმავე წამს გავცვალეთ როლები. -შე ძ*კნა!-დაბმულ პიტბულს დაემსგავსა ოქროსკბილიანი კაცი. დორბლები არ მოაკლოთ წარმოსახვას. მის გასწორებულ, ზორბა სხეულს შევავლე თვალი და... დავფრთხი და რას დავფრთხი... მაგრამ: -მეტყობა რამე, იდიოტო?! რას კნავი? ღირსი ხარ!-მივახალე უკანასკნელი შემართებით, ხელში შემორჩენილი ბოთლის ყელს იატაკზე ვუჩინე ადგილი, ბარის მაგიდაზე მიგდებულ ჩემს ჩანთას ხელი დავტაცე და უკანმოუხედავად გამოვარდი შენობიდან. გასასვლელთან მდგარი შევტრიალდი. სისხლჩამომდინარე კაცი ჩემკენ მოემართებოდა. -ფუჰ შენი, ნიკა, დაგერხა!-გამოვცერი კბილებში და გავიქეცი. -გაიქეცი!-მიყვიროდა ზუკაც. ქუჩას სირბილით მივუყვებოდი, ხალხს სანტიმეტრებში ვუქცევდი გვვერდს. მოზღვავებული ადრენალინისგან გული ყელს მომბჯენოდა, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი გაყინულ ტროტუარზე არ მოვსრიალებულიყავი, მალ-მალე ვიხედებოდი უკან და განრისხებული მდევრის ხილვა ნაბიჯს მეტად მაჩქარებინებდა. ორი ქუჩა სირბილით ჩამოვიტოვე. გადარჩენის ინსტიქტით მოქმედმა უცნობი ჩიხისკენ შევუხვიე, ძირს არც დამიხედავს, მაშასადამე ვაწვები და ჰოიდა! გაყინულ გუბურაზე ფეხი ამისრიალდა, თავი ვერ შევიმაგრე და ინერციით უკან ძლიერად გადავარდი. ესეც ტკივილი. კარგის მატირებელი ტკივილი! ასე მეგონა ნეკნის ტკაცანი გავიგონე, როცა მიწას და ქვებს ძლიერად დავენარცხე. და თვალების გახელის შემდეგ ისაა მომხდარი უკან ჩამოვიტოვე, ახალი აღმოჩენა ცხვირზე შემეჯახა- ვერ ვსუნთქავდი. ჰაერი თითქოს ჩემს თვალწინ ტანგოს ცეკვავდა და გამომშვიდობების ნიშნად ხელს მიქნევდა, ამ საძაგელ ფილტვებში არ შემოდიოდა. -დედა მიშველე-ვხაოდი. -ვაის არ გაყრილხარ და ვუის შეეყარე. ახია შენზე!-ჩემი რქებიანი "მეფისტოფელი" ბრაზობდა. მართალი იყო. ესეც ჩემი მარჯვენა ფეხით დაწყებული დღე. თუმცა, ვაღიარებ ვიღაც ტვინგანგანგრეულის საკბილოდ გახდომას, ისევ ეს ინციდენტი მერჩივნა. ოღონდ მსუბუქი დაზიანებებით. დამავიწყდა, რომ ვერ ვსუნთქავდი, წარმოგიდგენიათ? ამასობაში ვიღაცის სხეული ჩემკენ ჩუმად დაიხარა. მოვარდნილი შიშისგან სხეულში სიცივე შემეპარა, მაგრამ დაბინდული თვალებით უცნობზე უცნობი სახის ნაკვთები რომ გამოვარჩიე, რაღას დავეძებდი, მთავარია ოქროსკბილიანი არ იყო, ორმაგად შეკრულმა სუნთქვამ მაიძულა მის ტანისამოსს თოთო ბავშვივით ჩავბღაუჯებოდი. დამფრთხალსახიანი ბიჭი თავისდაუნებურად ჩემკენ დაიხარა. -კარგად ხარ? ადამიანო...-უცნაურად მჟღერადი ხმა ჰქონდა ცისფერთვალებას. -ვერ ვსუნთქავ! -დავიჩურჩულე მის სახესთან. ვიგრძენი, როგორ მელეოდა ძალა. ვგრძნობდი, სიტუაცია სულაც არ იყო სასაცილო. თვალები მწარე ცრემლებით მევსებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, ვეღარ გავუძლებდი. სხეულმოთენთილი უკანასკნელად შევებრძოლე უჰაერობას. გულ- მკერდის ადგილას საშინელ სიმწარეს ვგრძნობდი, სხეულის კანკალმა მწვერვალს ააღწია და სწორედ ამ დროს უჟანგბადობისგან ამწვარი ხელები ბიჭის მოსაცმელზე ჩამომიცურდა. თვალებდაბინდულმა მოულოდნელად ცხვირზე მოჭერა გავიაზრე. ცოტა ხანში კი, სანამ გაღმა გავიდოდი, ჯერ ტუჩებზე ვირძენი რაღაც გავარვარებული, შემდეგ კი სითბოს ნაკადი სინათლის მსგავსად ჩაიღვარა ჩემს პირში, ფილტვებისკენ გავიდა და წამლად დაეფინა უჰაერობისგან ამწვარ მიდამოს. კიდევ ერთი ნაკადი... კიდევ ერთი სითბო, კიდევ ერთი სინათლე. ესეც შენი გვირაბის ბოლო, ნიკა! ბიჭის სხეული მომშორდა, რათა თავისუფლად მესუნთქა. მოწოდებულმა ჰაერმა ახალი სიცოცხლე შთამბერა და მეც შოკისგან, გადარჩენისგან და სიხარულისგან, ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად ცხარე ცრემლების ღვრასაც არ მოვერიდე, მიწაზე ზურგით დამხობილი იმ პატარა ბავშვივით ავტირდი, რომელსაც სათამაშო წაართვეს. და ამ დროს თავი შემახსენა გვერდის აუტანელმა ტკივილმა. -სუნთქავს! სუნთქავს!-ნეტა ვის მიმართავდა? შეძლებისდაგვარად გავსწორდი, რაშიც გადამრჩენელიც დამეხმარა. იმდენად გაბრუებული ვიყავი, რომ არა მისი ხელი, თავად ვერ ავეფხიკებოდი. ასფალტზე წამოვჯექი. ჩემ წინ დაჩოქილიყო. გადამრჩენელის რეალურობაში დარწმუნების სურვილისა და ალბათ ჩამტვრეული ნეკნის ბრალი იყო, ბილწსიტყვაობას რომ მოვყევი. -ამის დედაც მო***ან! -გტკივა - სიცივე ჩასდგომოდა მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებში. სიტყვაც უჩვეულოდ თხრობითი იყო. -ნეკნი.-სატირლად ამითრთოლდა ტუჩი. ტკივილი მართლაც აუტანელი იყო. - შეძლებ წამოჯდომას. -შევძლებ. -ჩახვეული კასეტასავით ვპასუხობდი უშეკითხვო კითხვებს. -შე ბო*ო!- შორიდან მოღრიალე ხმის პატრონმა მთავარი სანერვიულო შემახსენა. ჯერ ოქროსკბილება, მერე ნეკნი, შემდეგ უჰაერობა, ბოლოს ეს თვალწარმტაცი ბიჭი, მერე ისევ ადამიანისსახიანი პიტბული... მიდით ზეციური ძალებო, გააგრძელეთ ჩემს თავზე ფათერაკების უხვად დაყრა, ნუ გერიდებათ! თავსისხლიანი მდევარი ქუჩის ბოლოს, მაღაზიასთან სულს ითქვამდა, შორს იდგა, თუმცა, არც თუ ისე დიდ მანძილზე. ნეკნის ტკივილს სად დავეძებდი, ფეხზე რომ წამოვხტი, ჯერ კიდევ მიწაზე მჯდარი ბიჭი გაოცებისგან ადგილზე გაიყინა. -აქედან უნდა ავახვიო თორე სახლიდან კუბოთი გამომიტანენ! -შევჩივლე თვალებამღვრეულმა. -მოგდევს-გაიხედა უკან. -მომკლავს! -გავაჩერებ-შეემატა თავდაჯერება ფეხზე წამომართულს. უნებურად წამით დამაჰიპნოზა მისმა ცისფერებმა. -რას აპირებ? ვერ ხედავ როგორი მოდის? გავიქეცი, კარგად!- ის იყო ნაბიჯი გადავდგი, მკლავში ჩამავლო ხელი და ზურგს უკან ამომიყენა. - gye me di!-წამის მეათედში საგრძნობლად შეცვლილმა ენამ და ტონმა ცოტა არ იყოს დამაფრთხო. ნუ, მაღალი და მხარბეჭიანი იყო, იქნებ რამე ეღონა?! მაგრამ ეტყობოდა საღ ჭკუაზე არ იყო, გადამრჩენელი უცნობი ბეჭებში მოიხარა, ერთი ფეხი წინ გასწია და ოდნავ ჰაერში აღმართა, მარცხენა ფეხს დაეყრდნო მთლიანად, ორივე ხელისგულები კისრის პარალელურად გაშალა და ხელისგულები ზეცისკენ მიმართა. -ნეტავ რომელ ფილმს უყურა?- გააანალიზა სიტუაცია "მეფისტოფელმა". -მოკეტე! უკვე ნერვებს მიშლიდა მელოტი ბიჭის უაზრო ქმედება, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, უბრალოდ ცუდი ხუმრობა იყო, მაგრამ ფეხები ადგილზე მქონდა მიყინული და ნეკნის საშინელი ტკივილის გამო ისღა დამრჩენოდა, უცნობის ფართო ზურგიდან მეყურებინა მოსალოდნელი სანახაობისთვის. ოქროსკბილიანმა "პიტბულმა" დამიგულა რა ერთ ადგილზე გაშეშებული, შემფარავი, ბოროტი ღიმილი აიკრა სახეზე და ნაბიჯებს აუჩქარა. მისი მოახლოებისას სუნთქვა შემეკრა, ნაბიჯები უნებლიედ გადავდგი უკან, თვალებით თავდასაცავი ნივთის ძებნა არ დამიწყია, ქვა-ხრეშში დიდი ქვა მარტივად ვიპოვე. ცოტა კი გაყინულყო, მაგრამ გამოდგებოდა. საფრთხე მოახლოვდა, ის იყო, წინ მდგარს, მგონი საბრძოლო პოზაში გამზადებულ ბიჭს მისთვის ზედმეტად ახლოს მისვლა არ უნდა დაეცალა, და პირიდან უცნაური ხმა ამოუშვა, ოქროსკბილიანმა არც აცია, არც აცხელა, საყელოთი თავისთან სწრაფად მიქაჩა და შუბლი პირდაპირ ცხვირში უთავაზა. უცნობი გადამრჩენელი ღონემოცელილივით ჩაიკეცა პირქვე. აი რას იჩხირებოდა იმ საქმეში, რომლის უკეთყოფის საჯდომიც არ ჰქონდა? გალიაში დამწყვდეული ჩიტივით ამიფართხალდა გული, როცა მტაცებელივით მომიახლოვდა მდევარი. -ახლა კი გამოგიჭირე, შე პატარა ძ*უკ*ა! არადა შანსი გგქონდა ეს დღე მშვიდად დაგვემთავრებინა სადმე მოფარებულში, მაგრამ შენ არ...-საუბარი არ დავასრულებინე გაყინული ქვა დამიზნების გარეშე პირდაპირ შუბლში ვტკიცე. და არის! თვალები მიეკარკლა საცოდავს, სანამ ჩაიკეცებოდა. და დავრჩი მხოლოდ მე. ლამპიონებით განათებულ იმ ქუჩაზე, რომელსაც ჩამავალი მზის სხივები სუსტად ხვდებოდა. შორიახლო კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ნუ, მე ვიყავი, მაგრამ არ ვჭაჭანებდი. ჩემს მიერ ქვით "განგმირულს" შევხედე. უგონოდ ეგდო ცივ, ყინულიან ხრეშზე. ცოტა არ იყოს შემეშინდა. ვაიდა მოვკალი-მეთქი? ფრთხილად მივუახლოვდი, ფეხით ფეხზე მივკარი, არ განძრეულა. კანკალით დავიხარე და ფრთხილად გავუსინჯე ყელი. არტერია ფეთქავდა, ანუ ცოცხალი იყო. შუბლში, რომლითაც ჩემს გადამრჩენელს სტკიცა ცხვირში, და რომელშიც ქვა შესაშური სიზუსტით მოვახვედრე, დიდი წითელი კოპი ბუდეს იკეთებდა. ამის გახსენებაზე ბიჭს გავხედე. ისიც გონწასული ეგდო. შემეცოდა. მაშინვე მივარდი და სახეზე ხელი მოვუთათუნე. -ეიი, გეყურება? გამოფხიზლდი!-ალბათ ცხვირი გატეხილი ჰქონდა, სისხლიც სდიოდა. უღონოდ აახამხამა წამწამები. მეც ნეკნი საშინლად მტკიოდა, და მიუხედავად სიძულვილისა, მდევარსაც ვერ გავიმეტებდი მინუსგრადუსიანი ზამთრის ღამისთვის. ციხისთვის საშინლად ახალგაზრდა ვიყავი! თავად არა! სიცივისგან გათოშილი ხელებით თხელ ქურთუკში ტელეფონი მოვიძიე და ას თორმეტი ავკრიფე. -ალო...-ხმა მიკანკალებდა. -ას თორმეტი გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? -აუ ნეკნი მტკივა და ზურგიც, ძალიან დავეცი ყინულზე -უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი! მარცხენაზე მჯდარმა რქებიანმა ფეხი ფეხზე გადაიდო.- ხოდა ვერ ვსუნთქავდი, და ერთმა ბიჭმა მიშველა, ხოდა ამას ცხვირი აქვს გატეხილი, უგონოდაა, და კიდე ერთი კაცია, ეგეც გონწასული. -თქვენი სახელი? თქვენი ადგილმდებარეობის მისამართი მიკარნახეთ და ახლავე გამოვგზავნი სასწრაფო დახმარებას! -აუ, არვიცი... -ამოვიწუწუნე, თითქოს დედაჩემს ველაპარაკებოდი. ირგვლივ მიმოვიხედე, ქუჩის დასახელების აბრა ყრუ კედლებზე არ ეკრა. -აქ მხოლოდ წითელი საავარიო კიბეებია. -კარგი, მაშინ ადგილზე დარჩით ტელეფონის ლოკაციით გიპოვით, მოწყობილობა ხომ დამუხტულია? ტელეფონს შევხედე. -კიი, მეყოფა. -ადგილზე დარჩით. თქვენი სახელი შემახსენეთ. -ნიკა. -გვარი? -ამილახვარი. -გასაგებია... ლოკაციით გიპოვეს უკვე ნიკა, სასწრაფო გზაშია... -ამ ისა, იქნებ პოლიციაც გამოგზავნოთ? ერთი კაცი, უგონოდ როა, მე მომდევდა და ქვა ვესროლე. -რამე ხომ არ გაქვთ დაშავებული? -არა, მარტო ნეკნი მტკივა... -კარგი, პოლიციასაც გამოვგზავნი. იმედით აღვსილს ის იყო სიმშვიდე მომედო, ორ მეტრში მწოლიარე სხეული რომ შეირხა. ოქროსკბილიანმა ამოიბუბუნა. -აუ, მალე მოდით, იღვიძებს... -ვინ? -მდევარი...-ვტიროდი. -კიდევ ერთი ბიჭი რომ არის შენთან....- ქალის ლაპარაკის მოსმენა არ დამცალდა, უცებ რომ გამომტაცეს ხელიდან ტელეფონი და როცა გავაანალიზე, რა ხდებოდა, ჩემი საწყალი უკვე ძირს ეგდო, ჩემგან ორი მეტრის მანძილზე. -შენ ბიჭო ნორმალური ხარ?!-ვუღრიალე რაც ძალა და ღონე მქონდა გაღვიძებულს. -რომ გატეხილიყო? ტელეფონი გადაეგდო, თავად ცხვირსა და ტუჩს შორის სისხლი შეხმობოდა. ფერმკრთალი იყო, საშინლად ღია თვალები უემოციოობისგან გაჰყინვოდა. უნებურად უკან გავხოხდი. ვგრძნობდი, ეტყობოდა ჭკუაზე ცოტა ვერ იყო. -არავინ უნდა იცოდეს ჩემს შესახებ!-უცნაურად მჟღერადად, თითქოს ძალისძალად გამოსცა ხმა, რომელიც ასევე უცნაურ აქცენტს დავუკავშირე. ნუ, ისიც აშკარა იყო, ქართველი არ იყო. იერით რატომღაც ვერც ჩრდილოელს მივამსგავსე, და მითუმეტეს ვერც ცხელი ქვეყნების წარმომადგენელს. ლამაზად გამოყვანილი ღია ფერის წარბები ჰქონდა, თმა არა-მინუსებში დაეყვანა. ლამაზად პრიალებდა მისი მშვენიერი ფორმის თავი. იმდენად ახალგაზრულად გამოიყურებოდა ოცდაათ წელზე მეტს ძალიანაც რომ მოგენდომებინათ, ვერ მისცემდით, ხოდა სანამ მისით მონუსხული ენაჩავარდნილი მივჩერებოდი ვაჟბატონს, ჩემდაშეუმჩნევლად მარჯვენა მკლავზე ხელი შემახო, მაგრამ როცა ეს გავაანალიზე, უკვე გვიანი იყო. მკლავზე დავიხედე, გრძელი, თლილი თითები ჩემს იდაყვს შემოხვეოდა, სხეულში საოცარი მოთენთილობა შემეპარა. დაჟინებით მიმზერდა სახეში. გულისყურით აკვირდებოდა ჩემს ემოციებსა და მიმიკებს. მე მას. არა ნიკა! გამოფხიზლდი. -რა ჯანდაბაა! რას მიკეთებ!- ხმა თითქმის წამრთმეოდა. ამაო იყო ჩემი გაბრძოლებაც. უცნაურმა ბიჭმა გაიღიმა და სახე ახლოს მოსწია, მისი სუნთქვა ზედ ბაგეებზე მომელამუნა, იმავე წამს შიში ჩემი სხეულიდან აორთქლდა, ძილი მომერია, მეც თვალები მიმელულა და ჰოპ! ისღა გავიაზრე, რომ სამყარო ჩემს გარშემო დატრიალდა და უგონოდ ჩავესვენე მკლავებში. ეს ნამეტანი იყო, ზეციურო ძალებო! თავი 2 "ის” ჭერი ნაცრისფერი, ჭაღი იისფერი, კედლები თეთრი, ფერადი კოპლებით. ერთი ფანჯარა, რომელიდანაც გრძელი, მუქი ყავისფერი ფარდა სხივებს პატარა ოთახში შემოსვლას უკრძალავს. ეს ჩემი ოთახია. ოთახში სიცივე და სიცარიელე ერთდროულად არის გამეფებული. თავი საშინლად მტკივა და ერთადერთი რასაც ვახერხებ, გვერდზე გადაბრუნებაა. აღმოჩნდა რომ საწოლზე ვწევარ. გაურკვევლობით მოცული ოხვრით ვჯდები მატერიაზე. აქ რა ჯანდაბა მინდა? ზუსტად მახსოვდა ბარიდან წამოსვლის წინ ვიღაც კაცს სახეში ლუდის ბოთლი ვლეწე და გამოვიქეცი. ისიც კარგად მომეხსენებოდა, გაყინულ გუბურაზე რომ ავსრიალდი და დაცემისგან სუნთქვა შემეკვრა. მერე? მერე და ჯანდაბა! არ მახსოვდა მომხდარის გაგრძელება. ერთადერთი ლოგიკური პასუხი ის იყო, რომ მე მოვკვდი და ჩემი სული ჩემს ოთახში ტრიალებდა. არა, მადლობა ზეციურო ძალებო, თუ თავის ტკივილი ასე გაგრძელდა, სულად ყოფნა არ მივარგა. ზედმეტად რეალური იყო ჩემი სხეულიცა და გამოუცვლელი ტანსაცმელიც. ქურთუკის ჯიბეები მოვიქექე, ტელეფონი თან არ მქონდა. მცირე ქაოსში მოულოდნელად გარედან რაღაც ხმაური გავიგე. ჯერ გავშეშდი, მერე მთელი სხეულით მთრთოლვალე წამოვდექი და კარს მივუახლოვდი. ბოლომდე დახურული არ იყო. ჩემ წინ ზურგშექცევით ვიღაც ბიჭი იდგა მინუსებში დაყვანილი თმით. და აი იქ მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. კარიდან საწერ მაგიდას გადავწვდი, ხელში წყლის გამჭვირვალე, დიდი გრაფინი დავიჭირე. კიდევ კარგი წყალი არ ესხა. იატაკის მოწმენდის თავი არ მქონდა. -აუ ნიკა დღეს თავზე ლეწვების დღე გვაქვს? მიდი გეჟო, ბოლომდე შევუბეროთ!-პირადი მეფისტოფელი ნერვებს მიშლიდა. ჯანდაბა! გოეთე, ამ ჩემ*სას თავისდროზე ვერ გაა**ეინე?! ჩემი საძინებლის კარი საშინლად ჩუმად, ორას პროცენტიანი სიფრთხილით გავაღე და შუშის ჭურჭლით შეიარაღებულმა ასევე ფრთხილად გადავდგი უცნობი, მაღალი სხეულისკენ კატასავით ფრთხილი ნაბიჯები. სულ რაღაც ხუთიოდე ნაბიჯით მიახლოვებულმა ის იყო, გრაფინი ავწიე საშინლად ლამაზ თავში ჩასალეწად, უცნობის სწრაფმა რეაგირებამ ჩემში სამი დამპალი გრძნობა ერთდროულად ააღზევა. შიშისგან ვიკივლე, მოულოდნელობისგან დამფრთხალს კინაღამ გამეპარა და... ორიენტირება დარდაკარგული კინაღამ ახლად ფეხადგმული კვიცივით მივაბრტყელდი იატაკს. მაგრამ ბიჭმა მოასწრო, მოსაქნევად გამზადებული მარჯვენა მაჯა დამიჭირა, გრაფინი იატაკს მიემსხვრა და სწორედ ამ დროს მეორე ხელი მარცხენა მკლავშიც ჩამავლო. -ააააააააა!-კეთილების აწიოკებისთვის მომმართეთ მე. ოღონდ საკუთარის აწიოკებისთვის, ვინაიდან ამ ახალგაზრდა, ტარიელივით თვალწარმტაც ჭაბუკს წარბის შერხევისა არა ეტყობოდა რა.(აბა ტარიელმა რას ამოიღო სული!) ხოდა, უემოციო, საშინლად ლამაზი ცისფერებით დატყვევებული, ჩემს საკუთარ სახლში თავის ტყვედ ვექციე უცნობს. (ჯანდაბა, კარგი, მოდი ნუ გავარომანტიზირებთ) -გამიშვი!გამიშვი მეთქი შე იდიოტო, შე თავკომბალავ!-ჩემი სასოწარკვეთილი, ყელის ტკივილამდე მიყვანილი ყვირილი, თქვენც ნუ მომიკვდებით და, ყურადაც არ იღო. ასე ჰაერში მაჯებით გაკავებული უშედეგოდ ვცდილობდი მისგან დახსნას. გასაგებია, ლოგიკური იყო, მისი ძალა სანტიმეტრითაც არ მაძლევდა გატოკების საშუალებას. -gyae!-ცივი ხმით წარმოსთქვა ოდნავ შეღებილი უფერული ბაგეებიდან. -რა?! -გაჩერდი!-პირიდან უცნაურზე უცნაური ქართული ამოუშვა. თითქოს სიტყვები ძალით აღმოხდაო. დეჟა ვუ! -გამიშვი!-გამოვცერი კბილებში თვალებდაკვესებულმა. -ნიკა!-უცებ ჩემი სახელი ისე მკვეთრად, ცივად და მკაფიოდ წარმოსთქვა, გავიყინე, გაურკვევლობისა და შიშისგან პირველად ამემღვრა თვალები. -გამიშვი- უღონო, უძალო იყო ჩემი ხმა. უცნობმა, კაციშვილმა არ ვიცით რა ეცა, მართლაც გამიშვა ხელები. ერთიანად დაღლილმა უკან გადადგა ნაბიჯები, თან ცივ, უემოციო მზერას არ მაშორებდა. არ ვიცოდი ვინ იყო. თითქოს პირველად ვხედავდი, შესაბამისად არც ვენდობოდი. კარისკენ გავიხედე, მისგან თავის დასაღწევად მხოლოდ გაქცევა თუ იყო შესაძლებელი და წამითაც არ დავფიქრებულვარ, ისე მივვარდი კარებს. სახელური დიდის იმედით, დიდის ამბით ჩამოვწიე, მაგრამ არა, არ გაიღო! -გაიღე! გაიღე ჯანდაბა! -ამაოა-იმავე წამს ზურგსუკან ძალიან ახლოს ჩამესმა ცივი ხმა და შეშინებული ისე სწრაფად შემოვბრუნდი, თავბრუ დამეხვა. -ვინ ხარ!- ავჩურჩულე ჩუმად მოახლოებულს. დამპალ გრძნობას გვარიანად გაედგა ჩემში ფესვები, თუმცა ჩემს სხეულს ვთოკავდი და შეძლებისდაგვარად უფლებას არ ვაძლევდი ზემოაღნიშნული კანკალით გამოემჟღავნებინა. ათას ქათქათა ღრუბელს მის ცივ თვალებში როკვა გაემართათ. ენა გადამეყლაპა, როცა აღმართული ხელი პირდაპირ გულისკენ მომართა. გაქცევა ვცადე, მკლავზე ძლიერად მომიჭირა ხელი. -რას აკეთებ, გამიშვი!- ორივე ხელი მაჯით გამიკავა, როცა მუშტები დავუშინე, თავისი მაინც გაიტანა. მარცხენა ხელი გულზე მომაბჯინა ძლიერად. -დამშვიდდი. -თითქოს კვლავ ძალით, ტკივილით ამოგლიჯეს მქრალი ბაგეებიდან სიტყვები. მისი ხელისგულის სიმხურვალემ მაისურში გაიარა და გულის გავლით მთელ სხეულში სწრაფად გავრცელდა. -გამიშვი.. -უღონო იყო ჩემი ხმა. ვიგრძენი სასიამოვნო ტალღები როგორ გაბატონდნენ ჩემში. ეს სიმშვიდე იყო. -გაჩერდი...-დეჟა ვუ! უმოქმედობისგან ენა წამერთვა, როცა ჩემსკენ დაიხარა და მისი სახე ჩემს თმებში გაუჩინარდა. - dwodwo wo ho...-სრულიად უცხო მჟღერადობა და ენა წყალივით დაიღვარა მისი პირიდან. ყურთან ჩაჩურჩულებულმა, თითქოს ჯადოსნურმა სიტყვებმა ერთიანად მომთენთეს და უცხოს პირდაპირ ხელებში ჩავუვარდი ღონემიხდილი. გონება საბედნიეროდ არ დამიკარგავს. მის მკლავებს ჩემდაუნებურად მინდობილს, როცა არსაით არსებულ ხსნას ველოდი, ცხარე ცრემლები დამცვივდა თვალებიდან. ეს ცრემლები ჩემი უმოქმედობისა იყო. -ვინ ხარ...-სუსტად ამოვთქვი. უცნობმა მუხლებქვეშ ხელი შემიცურა და ხელში ამიტაცა. ზანტად გააბიჯა მისაღებში და დივანზე ჩამომსვა. უღონოდ მივეყრდენი საზურგეს. მთელი სხეული საშინლად დამბუჟებოდა, მეგონა ჭიანჭველები დამდიოდნენ, თითის გატოკებასაც ვერ ვახერხებდი. მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ შიშს ვერ ვგრძნობდი. ასე მეგონა ჰაერში დავლივლივებდი, რაღაც გრძნობა ჩემს ცნობიერს რეალობის სრულად აღქმის საშუალებას არ აძლევდა. -რას მიკეთებ... -მე არაფერს-ჩემს წინ მაგიდაზე ჩამოჯდა. ცხვირისმიერი ხმა გამქრალიყო და ნორმალურად მეტყველებდა. -ვინ ხარ... -არავინ...-სერიოზული უემოციოობა არ შორდებოდა მის ღია სახეს. წყალწყალა ცისფერები უღრუბლო ცას მიუგავდა.-და ყველა... -რა ჯანდაბას აკეთებ აქ?-გაკვირვების მწვერვალზე ავყავდი ჩემს სიმშვიდეს. -რა წამალი გამიკეთე?! -არაფერი...-ორივე კითხვას უპასუხა ერთდროულად. პირით ვსუნთქავდი სრულიად მოდუნებული. აწყლიანებული თვალები უღონოდ მოვატარე ოთახს. -გამათავისუფლე... -არ მინდა შეგეშინდეს. -ასე უფრო მეშინია. -ცდები...-მისი თვალები ჩემს სახეს არ შორდებოდა. -რა წამალი გამიკეთე?! მან უბრალოდ ხელისგულები გამომიშალა. -ეს წამალი არაა, ეს აურაა. -რას მეკაიფები?!- მგონი ძალ-ღონე მემატებოდა, შეძლებისდაგვარად წამოვიწიე. უფერული წარბი არც კი შეუხრია. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე მოსაძლიერებლად. პირდაპირ მჯდომს გამჭოლი მზერა მივაპყარი. -ვინ ჯანდაბა ხარ!-ეს კითხვა არ იყო. მზერა კედლებიდან ჭერზე აიტანა, მერე მე მომაპყრო არაამქვეყნიურად მოელვარე ცისფერები. მეგონა ბატარეები ეყენა თვალებში. მხრები აიჩეჩა ჩემი კითხვის პასუხად. -ღმერთო, არ გამაგიჟო...-უმოქმედობისგან ცრემლები მცვიოდა. -თქვენიანი არ ვარ.-ხმა ამოიღო. -რაო? გეტყობა! აფრენ!-შევკარი კოპები. სახეც ამხურებოდა. სხეულში არსებული სასიამოვნო სიმშვიდე მძულდა-აშკარად გეტყობა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნები, ან შეშლილი ხარ ფსიქიატრიულიდან გამოქცეული ან შემოგზავნილი ჯაშუში! გამშიშვი შე იდიოტო!- ისე წყნარად ვუთხარი, თითქოს ტკბილი სიტყვებით ვებაასებოდი ლანძღვის მაგივრად. რეაქცია ნული. უემოციოდ შემომყურებდა თვალებში. -მისმინე ადამიანის უფლებების დარღვევაა, როცა მისი ნებართვის გარეშე რამეს უკეთებ, ამიტომ თუ არ გინდა რომ გიჩივლო, აქედან დაიკარგე!-გადავედი უძალო მუქარაზე. შედეგი არც ამ მცდელობამ გამოიღო. -ჩემგან რა გინდა?- დავნებდი, როცა მივხვდი ჩიხში ვიყავი. -სახლი. -სახლი ჩემია! -შემიფარებ გარკვეული დროით. -ზედმეტად თხრობითი ხომ არაა შენი წინადადება?-დავუკვესე თვალები. ძალა აშკარად მემატებოდა, უკვე მტევნის მომუშტვა-გაშლაც შემეძლო. შეძლებისდაგვარად წამოვიწიე. -მე მჭირდება სახლი, მინდა რომ ცოტა ხნით აქ ვიცხოვრო. -ჩემთან ერთად? -შენთან ერთად. -არ გიცნობ, უცხოს ვერ შემოვუშვებ ჩემს ბინაში! -ჩემთან ვალში ხარ. -არ გიცნობ მეთქი, და გაიგე! მაშინ კი წამოდგა ფეხზე. ვინაიდან ჩემი სხეული საწყის, ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა, ცოტა არ იყოს, დავფრთხი. ბიჭმა ხელი სახესთან მომიტანა და რაღაც ჩაიბუტბუტა, და სწორედ მაშინ ცხადად ვიხილე მისი ხელისგულიდან გამოსული მქრალი მარჯნისფერი ნათება, რომელიც სახეზე ნიავივით შემომეხვია და რამდენიმე წამში გაქრა. გაოცებისგან და მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. ბიჭი ისევ ჩემ წინ დაჯდა და ვიგრძენი, როგორ შეივსო ჩემში სიცარიელე. გამახსენდა, როგორ გადავრჩი. რამოდენიმე საათის წინ, საღამოჟამს მდევარისგან გამოქცეულს, როცა ყინულზე ფეხი ამისრიალდა, სწორედ ეს ყმაწვილი დამეხმარა. მერე თითქოს ჩემ დაცვას ცდილობდა, სანამ ოქროსკბილიანი კაცი ცხვირში შუბლს უთავაზებდა. გამახსენდა მდევარს როგორ მოვარტყი ქვა და უგონოდ როგორ დაეცა ცივ მიწაზე ბიჭის გვერდით. მერე სასწრაფოს გამოძახებას ვცდილობდი, რის შედეგადაც გონზე მოსულმა უცნობმა ტელეფონი სადღაც გადამიგდო და მკლავზე ხელი შემომხვია. მივხვდი, მაშინაც რაღაც დამმართა. -რა ჯანდაბაა!- ფეხზე გაუაზრებლად წამოვხტი, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და უკან, დივანზე დავვარდი. -ვინ ხარ?!- შიშჩამდგარმა ავიკეცე სავარძელზე ფეხები და საზურგეს შევეზარდე.-ეს რა იყო?! -ის, რამაც გაგახსენა უახლოესი წარსული. -ეს... ეს..შენ რა.. მოიცა. მოიცა!-თვალები მოვიფშვნიტე. -ვიცი გაურკვევლობაში ხარ, მაგრამ შემიძლია აგიხსნა. -ვინ ხარ? -ამედოსი. ჯერ სიმწრისგან ჩამეცინა. -ეს რა სპექტაკლია, ამედოს? -რეალობაა, ნიკა. -ჩემი სახელი საიდან იცი. -წავიკითხე. -შენ, რა ჩემს პირად ნივთებსა და საფულეში იქექებოდი? -იძულებული ვიყავი, რათა დამედგინა შენი ვინაობა. -და იქნებ მე შენი ვინაობა გამიმხილო? -ამედოსი.-მორჩილად მპასუხობდა და ზემოდან ამჯერად უწყინარი თვალებით დამყურებდა. -ღმერთო ეს რაა... შენი გვარი მითხარი. -ღმერთი არ ვარ, არც გვარი მაქვს. -გეყოფა ეს სულელური გამოსვლები ყველა ადამიანს აქვს გვარი. -მე ადამიანი არ ვარ. კვლავ სიმწრის სიცილი. -გთხოვ, უბრალოდ შეწყვიტე და გამიშვი. -არაფერი დამიწყია, შეგიძლია თავისუფლად იყო. -მეღადავები? -ბოდიში? „ნიკა, ან შენ ურევ, ან ის“-მახარა მეფისტოფელმა. ფეხზე წამოვდექი. -გარეთ მინდა გავიდე. -ჯერ ვერ შეძლებ გასვლას, ასე უსაფრთხოდ აღარ ვიქნები.-დაიხია უკან. სიმწრისგან ამჯერად თავი მოვიქექე-რაღაც უნდა მომეფიქრებინა, მისგან თავი უნდა დამეღწია. Ჩემი სხეული თრთოლვას მოეცვა, მას კი აღელვების ნატამალიც არ ეტყობოდა. - არაფერს გავნებ. -ამოიჩურჩულა დასჯილი ბავშივით. -შეგიძლია თავი დამანებო?-სატირლად დავბრიცე ტუჩები, თვალებით გასაქცევს ვეძებდი ამაოდ. ბიჭმა ჩემკენ ფრთხილად გადმოდგა ნაბიჯი. მისგან თავდასაცავად ხელები აღვმართე. -არც გაბედო და მომიახლოვდე. -ვიცი დაუჯერებელია რაც ახლა ხდება შენს თავს, მაგრამ ნიკა, სამყაროში ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. -მითხრა და ხელები გამომიწოდა. ხელისგულებიდან იმთავითვე წარმოქმნილმა მქრალმა მარჯნისფერმა ნათებამ ნელ-ნელა ოთახი მოიცვა, ირგვლივ ყველაფერი დაბურა და ვხედავდი მხოლოდ მას-ამედოსს. შიშისგან ხმა ვერ გავიღე, გავშეშდი. მისმა ცისფერმა თვალებმა ტონს მოუმატეს, გამუქდნენ, გამუქდნენ, ნაცრიან ლურჯებში გადაიზარდნენ. სუნთქვა შემეკრა. ვიყავით ორნი უცხო ფერის ნისლით სავსე ოთახში, თითქოს გარშემო სამყაროც გამქრალიყო, თითქოს ამ სამყაროდან მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩენილიყავით. გაოცებისგან, აღტაცებისგა და ჩუმი შიშისგან ენა ჩამვარდნოდა. დამფრთხალი ვუყურებდი თვალწარმტაც სანახაობას, ნისლში ერთმანეთის მიყოლებით იბადებოდნენ პაწაწინა წერტილები, პატარა ვარსკვლავები. მერე ამ ვარსკვლავებმა ერთმანეთში როკვა გამართეს. მარჯნისფერი ნისლი ათასმა მბრწყინავმა, საუცხოო ფერმა შეცვალა. ოთახი აჭრელდა იისფერით, ლურჯით, წითელით, ყვითელით... და დამავიწყეს ყველაფერი. საკუთარი თავიც კი. მომნუსხეს და თავი ნირვანაში მაგრძნობინეს. -ეს შენი გალაქტიკის ანარეკლია.-მითხრა მან, და მე გაუცნობიერებლად, უცაბედად დატეხილი ამოუცნობი ძრწოლისგან, უმწეობის შეგრძნებისგან მის ხელისგულებს ჩემი ხელები დავაფარე. მინდოდა ეს ყოველივე გამქრალიყო. ასეც მოხდა. წამში სანახაობა გაქარ*წ*ყლდა და ისევ ჩემს სახლში, მისაღებ ოთახში დავბრუნდი. უფროსწორად, ის დაბრუნდა ჩემთან. ბიჭმა თავის ხელისგულებზე დაყრდნობილ ჩემს ხელებს თბილი მტევნები მოუჭირა. -ნუ გეშინია. საპასუხოდ ხელები გამოვგლიჯე და გვერდი ავუარე. სამზარეულოში მოკანკალე ფეხებით გასულმა ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დავლიე და უკან გამოყოლილს შევუტრიალდი. -ჯერ კიდევ ვერ აანალიზებ, არა?-კვლავინდებურად წყნარი იყო. მისი თვალები სიმშვიდეს მოეცვა, მისი სხეული უხილავ, სასიამოვნო აურას ასხივებდა. -ყველაზე მეტად ახლა შენ მაინტერესებ. ვინ ხარ? აქ რა გინდა? მაინცდამაინც მე რატომ? -მე დედამიწელი არ ვარ. არც ჩემი ნებით ვარ აქ. ეს მე არ ამირჩევიხარ შენ, არამედ შენ ამირჩიე მე. -რაებს როშავ! ღმერთო, რა გაუგონარი აფერისტობაა! არაფერია ახლა რეალური! ხო, ასეა! ახლა დავმშვიდდები და ცივი გონებით ვიფიქრებ- მივეყრდენი სამზარეულოს დახლს და თვალები დავხუჭე-არაფერი არაა ცხადი. ის რაც ვნახე მხოლოდდამხოლოდ ჩემი წარმოსახვაა. ხომ ვიცი, მაგარი ფანტაზია მაქვს, მონაგონია სტოკერი და ტოლკინი. ეს შეშლილი ბიჭიც უბრალოდ ცირკის მასხარაა და მეტი არაფერი, ალბათ გასართობი ვერაფერი ნახა და მე მომადგა. ასე უფრო ადვილია ყველაფერი. მორჩა ნიკა, თავი აღარ აიტკიო. -ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. უსიამოვნოდ შემომიღიტინა ცხვირში ჯერ კიდევ ახალმა და შეუჩვეველმა სურნელმა, რომელიც ამჯერად უფრო მძაფრად აღვიქვი. ეს სიცივის სუნი იყო, ზაფხულის საღამოს სიგრილისა. ჯერ ცალი თვალი გავახილე. ბიჭს წარბი გაოცების ნიშნად აეწია, ხელები გადაეჯვარედინებინა და მომთმენად მიმზერდა. -რაც ვთქვი სიმართლეა ხო?-დადებითი პასუხის მოლოდინში ჩემდაუნებურად სატირლად ამიკანკალდა ტუჩი. -თავად თუ გჯერა შენი სიტყვების?-იყო რიტორიკული კითხვა და მეც ვეღარ მოვერიე ყელში გაჩრილ ცრემლების დიდ გორგალს- სახეზე ხელები ავიფარე და ცხარე ცრემლებით ავტირდი. -ნუ გეშინია იმის, რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდა, ვინ იცის რამდენ მოულოდნელობას გიმზადებს ეს უკიდეგანო სამყარო. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა. -რამდენად სახიფათოა ეს მოულოდნელობები?-ამოვთქვი სუნთქვებს შორის. -გააჩნია შენ რის იწამებ. წუთით ხელები სახეზე მქონდა აფარებული, ყველაფრის რაციონალურად გააზრებას ვცდილობდი, მაგრამ მიჭირდა. -იცი, მე მარტივად ვთანხმდები სიგიჟეებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად? გარისკვად მიღირს კი? -განა რა გაქვს გასარისკი?- ბიჭის შორს მდგომი სხეული კვლავ სიმშვიდეს გამოსცემდა. ეს სიმშვიდე ჩემზეც მოქმედებდა მაგრამ ამის აღიარება იმ მომენტში არ მინდოდა. ხელები სახიდან ჩამოვიღ. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მას დავაკვირდი. მისი მშრალი, მოცისფრო თვალები... როგორ დაწყნარებულიყვნენ... ყველაფერი მათი ბრალი იყო! -რა გინდა. -მხოლოდ შენთან სიახლოვე. ნება მომეცი აქ დავრჩე. -და როცა გინდა მეხსიერებას მაშინ წამიშლი? -მაპატიე, ადამიანის გონებისთვის ჯერაც რთული აღსაქმელია მისი თვალისგან ყოველივე დამალული. -ანუ მე. მე რატომ?-შევკარი კოპები. -თუ დავრჩები გაიგებ. -მაგრამ არ შეგიძლია. -რატომ? -ადამიანის გონებისთვის რთული აღსაქმელია სრულიად უცხოსთან ერთად ცხოვრება, რომელსაც აშკარად აქვს პოტენციალი, რაიმე დაუშავოს თანაცხოვრებისას მას. -რა გაეწყობა.-ისე თქვა, წარბიც არ შეუხრია. წუთით მდუმარება ჩამოწვა. მე მას ვაკვირდებოდი ჯერ ისევ დამფრთხალი, ის მე-მშვიდი. როგორი ირეალური იყო ის სიტუაცია, რომელიც სრულიად მოულოდნელად დამატყდა. თავი ზღაპარში მეგონა, ბოლომდე გაცნობიერება ჩემ წინ მდგარი ადამიანისა, ზედმეტად მიჭირდა. საკითხავი იყო, საერთოდ ადამიანი იყო კი? -მგონი რომ შენი წასვლის დროა.-ვეღარ ვუძლებდი ვერაფერს. მან გაიღიმა. ორიოდე ნაბიჯი ჩემკენ ფრთხილად გადმოდგა. -მანამდე, კიდევ ხომ არ ისურვებდი შენი გალაქტიკის ხილვას? -რა სიგიჟეა... -გამეცინა სიმწრით, მან თანხმობად მიიღო, ისევ მსუბუქად, თბილად გაიღიმა. ხელისგულები გამოშალა. -იცი? დაკვირვებული ვარ, ადამიანებს ყოველთვის ეშინიათ იმის, რაც მათთვის უცხოა-თქვა და მისი ხელებიდან ისევ მარჯნისფერი ნათება წარმოიშვა.-რაც უცხოა, ყოველთვის სახიფათოდ მიაჩნიათ...-მარჯნისფერი ნისლი ნელ-ნელა სამზარეულოს მოედო. ამჯერად ნისლი იმდენად ჩამოწვა, ჩემ წინ მდგომიც კი დაფარა. მაგრამ არ შემშინებია, სანახაობის მოლოდინში გავირინდე. მართლაც, რატომ უნდა შემშინებოდა იმის, რაც ჯერაც უცნობი იყო? იქნებ ცუდის მაგივრად მართლა რაიმე დადებითი მოეტანა ჩემთვის. მარჯნისფერში კვლავ გაბრწყინდნენ ასთვალა ვარსკვლავები, კვლავ დაიბადნენ უჩვეულო ცისარტყელები. ფერები ერთმანეთს შეერ*წ*ყნენ და სანახაობით დამტკბარს მეგონა კოსმოსის უკიდეგანო სივრცის მიღმა ვიდექი და გალაქტიკებთა ჰორიზონტებს ვადევნებდი დაბურულ მზერას. -თუკი ჩემი ნახვა მოგესურვება, ვარსკვლავები მოგასწავლიან ჩემკენ მოსასვლელ გზას.-კისერთან ცხელი სუნთქვა მომელამუნა. ამჯერად არ შემშინებია. უფრო იმან დამაფრთხო, რომ ამ სიტყვების მერე უჩვეულო სიცარიელე ვიგრძენი. ნისლი ოთახის კედლებში გაქრა და აღმოვაჩინე -მარტო დავრჩენილიყავი. ამედოსი წასულიყო. თავი 3 „ბოშებმა იციან“ -მეკაიფებით? აი ეს იყო ჩემი პირველი სიტყვა, მას შემდეგ წარმოთქმული, რაც კაფე-ბარში დილაადრიან(ნუ 10საათზე) როგორც ყოველთვის გამოწკეპილ-მოწესრიგებული გამოვცხადდი და მენეჯერმა ახალი ამბავი, ჩემი გათავისუფლება მაცნობა. ბართან მდგარ ზუკას გაოცებულმა შევხედე. მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა. -რაც გაიგე, ქალბატონო. ჯერ კლიენტს ეჩხუბე თავი და შუბლი აქვს გატეხილი, თითები სიცივისგან გაყინული, საავადმყოფოში წევს და ხარჯების ანაზღაურებაც ჩვენ გვიწევს, მეორეც, არ გეკაიფები, რა გეგონა გუშინდელი აჟიოტაჟი შეგრჩებოდა? -მაგრამ ის თუ იცი რა გააკეთა შენმა სათაყვანებელმა კლიენტმა? Ზუკაც ხო აქ იყო, მიდი ზუკა, უთხარი... -მითხრა უკვე-შემაწყვეტინა ნინამ-კამერების ჩანაწერებიც ვნახე, მაგრამ არ ყოფილა ისეთი ფაქტი, რითაც შენ გამართლდები. -მეკაიფები?-არა, აშკარად ასე იყო.-ტ*აკზე მომკიდა ხელი, აბა ფინიასავით დავმდგარიყავი და ეთათუნა იმ ჩემის*ას? -ნიკა, შენ ხარ ზედმეტად დრამატისტი!-დამიქნია წითელფრჩხილიანი თითი. გაოცებისგან პირი ღია დამრჩა. ზუკაც იგივე გამომეტყველებით იდგა. -გეუბნები, ნინა, ადამიანმა ვერბალურად შემავი*წ*როვა, არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტი, და ამბობ რომ მე ვარ დრამატისტი? ღმერთებო, რა გაუგონარი სიბრმავეა!-სიმწრისგან ისე ხმამაღლა გადავიხარხარე, კლიენტებმა შემომხედეს. მენეჯერმა შავად შეღებილი თვალები დამიბრიალა. -რას ნიშნავს სიბრმავე?!-აიღრინა. -შენ უკეთ მოგეხსენება! ქალი არ იყო მაინც, სოლიდარობა სად ჯანდაბაში დაკარგე? -წყობიდან არ გამომიყვანო ნიკა ამაღლობელო! გოგოს სახელი მაინც გერქვას!-უძალოდ მიდგებოდა ჯიბრში. ზოგადად, სახელზე გართულება არ მქონდა, მაგრამ ალბათ გუშინდელი ქაოსისა და დღევანდელი მოულოდნელობის ბრალი იყო, ყველაფერი ერთიანად რომ ამოვიდა ყელში: -ნიკა გოგოებსაც ჰქვია შე ბო*ო ! ამ საქმეს არ დავტოვებ ასე, სასამართლოში შევხვდებით!-მივახალე პირში ნაგროვები ზიზღი და სანამ თვალებგადმოკარკლული რაიმეს მოიმოქმედებდა, დახლზე მის მიერ დადებულ ანაზღაურების კონვერტს ხელი დავავლე და კარში სწრაფი ნაბიჯებით გავედი. -ამ გომბიოს დამიხედეთ!-გაისმა წიკვინი. -რატის ეტყვი?-გამომძახა ზუკამ. რატი ჩემი ძმაა. -მეკაიფები? ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, აღმართს ავუყევი. რაც უფრო ვცდილობდი თავს დატეხილი გუშინდელი ამბავი დამევიწყებინა, იმდენჯერ მიმძაფრდებოდნენ უნებური ფიქრები უცნაურ ბიჭსა და ჩემს სახლში დანახულ კოსმოსზე. ის ყველაფერი... უბრალოდ Პარადოქსი იყო, ირეალობა, ფანტასტიკა, ზღაპარი. ველაფერი, გარდა სინამდვილისა. Მაგრამ საკუთარი თვალებით დანახული და საკუთარი სხეულით შეგრძნობილი რამდენჯერაც არ უნდა უარმეყო, იმდენჯერ მახსენებდა ჯერ საკუთარი თავის სიცხადეს, შემდეგ კი მომხდარის. უცებ მისი ნახვაც მომინდა. გაფიქრებული სურვილის გაანალიზებისას შევდექი. ტროტუარზე მოსიარულე რამდენიმე ადამიანმა უხეშად გამკრა მხარი და მაშინღა მოვეგე გონს. -ნიკა, მოეშვი სისულელეზე ფიქრს, რაც გუშინ ნახე, ისიც გეყოფა. -ეს ალბათ თავის მართლება უფრო იყო, ვიდრე საფუძვლიანი აზრი, რადგან, ვაღიარებ, ცოტა არ იყოს ამედოსის უცხოობა მაფრთხობდა. Ყოველთვის მჯეროდა, რომ სამყაროში მარტოები არ ვიყავით, მაგრამ უცნობი ფაქტის წინაშე დადგომა, მაინც ყოველთვის შემაძრწუნებელია, რამდენადაც მიმზიდველად არ უნდა ჩანდეს იგი შორიდან. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ცარიელ სახლში მისვლას ყოველთვის ვაჭიანურებდი, ახლა გული რატომღაც მისკენ მიმიწევდა. საცხოვრებელი ბინების ქუჩასთან, ქვეითთაა გადასასვლელზე მწვანე აინთო და აღარ დავაყოვნე, გადავირბინე. ბორდიულთან მიახლოებულს საპირისპირო მხრიდან სწრაფად მომავალმა, ბეჭებში ოდნავ მოხრილმა ქალმა მხარზე მხარი გამკრა. შევყოვნდი. -უკაცრავად!-გამოკვეთილი მკაცრი ტონით მომიბოდიშა ჭრელკაბიანმა. ბოშა იყო. -არაფერია.-მეჩქარებოდა, შავთმიანს გავუღიმე და გზა გავნაგრძე. ტროტუარზე ასულს მკლავში მტკივნეულად ჩამავლეს ხელი. -მოიცა!-გამაჩერა ქალმა.-სად მიდიხარ? -რაო? რა შენი საქმეა!-კოპებშეკრულმა მეც უხეში ტონით მივმართე და მკლავის გათავისუფლებას შევეცადე. ამაოდ, ხელი მჭიდროდ მოეჭირა ჩემთვის. -ნურაფერს შეეჭიდები, ტკივილი თავად მოემართება შენკენ!-დამიკვესა შავად შეღებილი თვალები. ასაკოვანი იყო, სახე დაღარვოდა. -რა ხდება... გამიშვით, მტკივა!-როგორც იქნა მისი ხელი ჩემი მკლავიდან ჩამოვიშორე და გვერდის ავლა დავაპირე. -ნიკა!-შიშის ჟრუანტელმა დამიარა მისი საზარლად დაბალი ხმის გაგონებისას. -ჩემი სახელი საიდან იცით?-დისტანცია დავიცავი. სიტუაცია არ მომწონდა -დამიჯერე, ახლა უბრალოდ სახლში სწრაფად დაბრუნდი. გთხოვ.-როცა მისმა ხმა მავედრებელი გახდა, გამიკვირდა.-შენ ირგვლივ დიდი ქაოსია, ჩაგითრევს, თავს ვერ დააღწევ!-ფრთხილად მომიახლოვდა და დაკოჟრილი ხელები შეატყუპა. -ვერ ვხვდები...-გავაქნიე თავი. - ის ჩაგითრევს... -ვინ ის?-კიდევ უფრო მოვიბუზე. ეს არც სიცივე იყო, არც შიში... ქალმა პირი გააღო პასუხისთვის, მაგრამ სიტყვა ვერ ამოთქვა. ამის მაგივრად, ზურგს უკან შეტრიალდა და მეც პირდაპირ გავიხედე. ზებრის წინ, საიდანაც წეღან მე გადმოვედი, საპირისპირო მხარეს ბიჭი იდგა. ვიცანი და უცბად ცივმა ოფლმა დამასხა. ხელები მწვანე მანტოს ჯიბეებში ჩაეწყო. ჩვენკენ იყურებოდა, თუმცა ძნელი გასარჩევი იყო, ვის აკვირდებოდა, მე, მოხუც ბოშას თუ ამ უკანასკნელის შეტყუპებულ ხელებს. -იცნობთ?-შევბრუნდი ქალისკენ. საპასუხოდ თვალებში მომაშტერდა. წამით მეგონა, თვალები აემღვრა. -სახლში დაბრუნდი. წადი!-ბოლო სიტყვა გამოკვეთილად წარმოსთქვა და გზა გააგრძელა. .ზებრა გადაკვეთა და ამედოსს ისე აუარა გვერდი, ზედაც არ შეუხედია მისთვის. გაურკვევლობაში ვიყავი, რაც ძალიან,ძალიან არ მომწონდა. მუცელში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ყველაზე მეტად შემაშფოთა-„ის ჩაგითრევს!“ -ვნახოთ ვინ ვის ჩაითრევს!-ჩავიბურტყუნე და ამედოსს ზურგი შევაქციე, სახლისკენ გავემართე. -შენ აქ რაგინდა?-როცა მეოთხე სარათულზე ასულს, ჩემი სახლის კარის წინ მდგარი შავი ფიგურა შემომიტრიალდა, გაოცების ოხვრა აღმომხდა. -საკუთარ ძმას ასე უნდა დახვდე გოგო?-ხელები გაშალა რატიმ. ჩავეხუტე ისე ძლიერ და თავგამეტებით, კიდურები მეტკინა. -ნუ მახრჩობ!-ამოიბუტბუტა და ხელი შევუვშვი. -როგორ მომენატრე, შე მელაკუდა!-ისევ გადამეხვია და ამჯერად თავად დამახრჩო ლამის. -როგორ მოგეწონა სიუპრიზი? -გამეკრიჭა. -საუკეთესო საახალწლო საჩუქარია! მართლა!-ამოვიწიკვინე და გასაღები კარის საკეტს მოვარგე. ძმა სახლში შევუშვი. -სოროდან კიდე ვერ გამოძვერი? რა სიბნელეა! -უკაცრავად?! Რომ შემოგიშვი მადლობა თქვი საერთოდ! -პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, საღამოს მაინც მივდივარ. -შანსი არაა!-გავაპროტესტე-რჩები! -ვნახოთ ვინ მოიგებს-შუქი აანთო და თვალი ჩამიკრა. -წამო, გეშიება შენ, მეც არაფერი მიჭამია დილიდან. -გავუძეხი სამზარეულოში.-მომიყევი სამსახურის ამბები, მივლინებამ როგორ ჩაიარა? -რავი, როგორც ყოველთვის, გადამღალეს რა, წავალ ხელებს დავიბან. -საპირფარეშოში შევიდა. ზარის ხმაზე პურის დაჭრას თავი დავანებე და კარის გასაღებად გავემართე. ჭუჭრუტანაში გაუხედავად გამოვაღე. თავში სისხლი მომაწვა. -შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ!-ამოვიღრინე მწვანე მანტოიანის მისამართით. თავი სახლის განათების ფონზე ულაპლაპებდა. ამედოსის დანახვაზე ბოშა გამახსენდა, მერე ის სიტყვები და გულის*რევა ვიგრძენი, თავბრუ დამეხვა, კარს ჩამოვეყრდენი. -კარგად არ ხარ.-ბიჭმა წელზე ხელი წამში შემომავლო და მეორე ხელით ხელზე მომიჭირა. ვიგრძენი მაშინვე როგორ გავიდა ჩემი სხეულიდან სიმძიმე და თავი უწინდებურად მსუბუქად ვიგრძენი. ისევ ის მაგია თუ რაღაც... ღმერთებო! -გამარჯობა, შენი მეგობარია?-უკან რატი მოგვიახლოვდა. -ოხ, შენი-გამოვგლიჯე ამედოსს ხელები და მისგან გავიწიე. მაღალი სხეული უხერხულად შეიშმუშნა. -მე რატი ვარ, ნიკას ძმა. -ამედოსი. მეგობარი.-ამედოსმა ეჭვის თვალით დახედა რატის გამოწვდილ ხელს, მერე მორიდებით ჩამოართვა. -ამედოსი მიდიოდა. -შევუშალე ხელი მათ. არ მინდოდა ამ უცნაურ ბიჭს ჩემს ძმასთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა. -სიმართლე გითხრა, აღარ მეჩქარება, ნიკა, თუკი შენი ძმა უარზე არ იქნება, საუზმეზე დაგეწვეოდით.-გამჭოლი მზერა მომაპყრო. მის ღია, მშრალ თვალებს თავი ვერ ავარიდე. გაკვირვებულმა შევხედე ბიჭს. -შენთვისაც უთქვამს კიდეც, არ მაქვს პრობლემა, შემოდი. -გაუღიმა რატიმ დაუპატიჟებელ სტუმარს და კვლავ სამზარეულოში გავიდა. -აქ რა კარგის... ჯანდაბა გინდა?! -მაიძულებ შენთან დასაახლოვებლად შენი ოჯახის წევრები გამოვიყენო.-პატივისცემით დამიკრა თავი. -what? საიდან იცოდი, რომ ჩემი ძმა აქ იყო? ან რომ უნდა გვესაუზმა? საერთოდ, რა გინდა?-ხმადაბლა ვეკამათებოდი. ღელვამ ამიტანა. -შენ მოგყვებოდი და ასე გავიგე რატის შესახებ, ერთმანეთს სადარბაზოში შეხვდით, სამზარეულოდან წვნიანის სუნი გამოდის. -მორჩილად მპასუხობდა. -ნიკა, ნერვები, ნიკა!-ღრმად ამოვისუნთქე. -აქ იმიტომ ვარ, რომ რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია. ფული არ მაქვს, ადამიანები კი ყველაფერს ფასს ადებთ. ბიჭს ყურადღებით დავაკვირდი. -რა ვიცი რომ არ მატყუებ? -ვერ ვიტყუები. ისევ ეჭვი, ეს საშინელი ეჭვი. მისკენ გავიწიე, ტანსაცმელზე დავსუნე, მტვრის სუნი ასდიოდა, თანაც, საშინელი. -შენ რა, არც გიბანავია? -ხელ-პირს საზოგადოებრივ საპირფარეშოში ვიბანდი. -როგორც ჩანს თავსაც. -გავუღიმე მთელი სიყალბით. ამედოსმა თავზე ხელი უხერხულად გადაისვა, ჩაეღიმა. სანამ მზერა მის ლამაზ თითებსა კიდურზე გამიშეშდებოდა, გამოვფხიზლდი. -შემოდი! Მაგრამ შეჭამ და წახვალ!-დავნებდი საბოლოოდ. Შეიძლებოდა უცნობი მატყუებდა, მაგრამ ჩემ სინდისს არაფრის გაგონება სურდა. -შენი მეგობარი რომ ვარ ეგ კარგად მოიტყუე!-გამახსენდა და კარის დახურვის შემდეგ ხელახლა შევუტიე. -არ მოვიტყუე, ხარ! -ვითომ რატომ? -მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან. -გამიღიმა ალალი ბავშვის ღიმილით. იმ წამს მართლა პატარა ბიჭუნას ჰგავდა, რომ არა მისი ახოვანი სხეული და სერიოზული გამოხედვა. სამზარეულოში გავიყვანე. რატის სუფრა გაეშალა, წვნიანი უკვე გაენაწილებინა ჯამებში, სალათა და პურიც დაეჭრა და არხეინად მოკალათებულიყო. -ისევ ისე იკენკები, ნიკა! -გუშინ გამომელია ხაჭაპური. ამედოს, კვერცხები უნდა შევწვა, ხო შეჭამ? ათქვეფილი გირჩევნია თუ ეგრევე დავასხა? თუ მოვხარშო?-მაცივარი გამოვაღე და კვერცხის კოლოფი გამოვიღე. Პასუხი რომ არ დამიბრუნა, უკან მივიხედე. Რატის ფეხებ*ზე ვეკი*დეთ, მადიანად მიირთმევდა სუპს, ამედოსი კარში იდგა, სახე გაფითრებოდა, ხელები ფეხებშორის აეფარებინა. -ნიკა...-ამოიხავლა. -არასწორად გაიგე!- დავამშვიდე. იმ წუთას მართლა შემეცოდა. იმდენად, რომ სიცილი შევიკავე და თვალები ამიწყლიანდა.- საპირფარეშო პირდაპირაა, ხელები დაიბანე, ამასობაში მზადებას დავასრულებ. ბიჭმა მორჩილად შეასრულა თხოვნა. სადილი მადიანად ვერ გეახელით. დროდადრო სიცილი მიტყდებოდა, მერე ბრაზი მიპყრობდა ამ უთვისტომოზე და უფრო მეტად კი, დაკარგულ სამსახურზე. რატიზე განაწყენებაც არ მანებებდა თავს. ჩემი ცხოვრება უკიდურესი თავდაყირის პოზაში დგებოდა. კოვზი ხმაურით ჩავახეთქე ჯამში. ორი წყვილი თვალი ჩემკენ შემობრუნდა. -სამსახურიდან დამითხოვეს!-ამოვთქვი. -ისევ? -გაიკვირვა რატიმ. -რატომ? -მნიშვნელობა აღარ აქვს. -რა პრობლემა იყო? Მითხარი, ნიკ. -პრობლემა დედამიწის მოსახლეობის ის ნაწილია, რომელმაც ადამიანთა ურთიერთობებს შორის საზღვარი არ იცის. -ჩამშვები ბავშვივით ჩამოარაკრაკა ამედოსმა და წვნიანის ბოლო ულუფაც მიირთვა. Წყრომით შევხედე, მან არ შემიმჩნია. -ნიკა?-რატიმ წარბი აწია. -ვინ შეგაწუხა? -შეგიძლია დამშვიდდე, ეგ საქმე უკვე მოგვარებულია. -ამედოსი წამოდგა-ამ ჯამს რა ვუყო?-შემომხედა მე. -რას ქვია საქმე მოგვარებულია?-ბოლო კითხვა ბანზე ავუგდე ბიჭს. ამედოსმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, მიმიკაც არ შესცვლია. ჩემი ძმა მომლოდინედ მიყურებდა. -დაიკიდე რა! Შევწუხდი!-შევუღრინე და დაუპატიჟებელ სტუმარს ჯამი ხელებიდან ავაცალე. რატი მალევე დაგვემშვიდობა, უახლოეს დღეებში ისევ საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. ამედოსიც მას გაჰყვა. როცა სახლში მარტო დავრჩი, მივხვდი, ხალხთან ასეთი უშუალო კონტაქტი მომნატრებოდა. იმ საღამოს ძალიან ბევრი ვიტირე. მეორე დილით კი ახალ რუტინას დავუდე სათავე: დეპრესიას. საბედნიეროდ საკმაო დანაზოგი მქონდა წინა სამსახურიდან, რის გამოც შემეძლო რამდენიმე თვე უზრუნველად და უსაქმურად გამეყვანა დრო, მაგრამ ვერ ვისვენებდი, სახლში ვერ ვჩერდებოდი, სულ გარეთ მიმიწევდა გული. მოძრაობა მინდოდა, მაგრამ ვარჯიშიც და სეირნობაც არასაკმარისად მიმაჩნდა. საკუთარი ინტროვერტობის გამო მეგობრები არ მყავდა. Ზუკასთან, ყოფილ თანამშრომელთანაც არ მქონდა გახსნილი ურთიერთობა. ალბათ, სწორედ მუდმივი მარტოობისკენ სწრაფვა იყო იმის მიზეზი, რომ მოულოდნელად გამოჩენილმა ამედოსმა დამაინტერესა, მაგრამ უცხო იყო, თავს უფლებას ვერ მივცემდი ინტერესის დასაკმაყოფილებლად საფრთხეში აღმოვჩენილიყავი. უცნაურ გრძნობას აღძრავდა ჩემში სხეული, რომელიც კორპუსის მოფარულ კუთხეში მიცდიდა ხოლმე. ბინიდან ჩამოსული ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. მაგრამ მისი სიჯიუტე რამდენიმე დღე რომ გაგრძელდა, მოთმინების ფიალა ამევსო. -გისმენ!-მივახალე ბიჭთან მისულმა. ზამთრის ცივი ქარი ქროდა, მას კი თავის შიშველ, მელოტ და ლამაზ თავზე ქუდიც კი არ ეფარა. -სახლში ადი, ნიკა. -მომიგო წყნარად. თვალები უელავდა. სახე გაყინვოდა. მე უცებ მასთან სიახლოვის გამო სიმშვიდემ მომიცვა. -არა. არა! Ნუ აკეთებ ამას!-მივხვდი თავის იმ აურას თუ რაღაც ჯანდაბას იყენებდა. მისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ამედოსმა თვალები აატრიალა, გვერდი ამიარა და გზას გაუყვა. -სად მიდიხარ? შენ გეკითხები, ჩემთან რატომ ტრიალებ! ბიჭმა ხმა არ გამცა. უკან მივყვებოდი. -შენ რა, ჩემს სახლში ადიხარ? -კი. -მომიგო მშვიდი ტონით ისე, რომ არც კი შემობრუნებულა. -მომისმინე, ბიჭო, შენი საქციელი ყოველგვარ კულტურულ ზღვარს სცდება! -ნიკა, რამდენიმე დღეა გარეთ ვათევ, ძალა აღარ მაქვს, შეგიძლია ცოტა ხნით შემიფარო?-მაშინღა შევამჩნიე მისი აწითლებული ყურები და სახე, ჩაშავებული თვალები, მწვანე, შესამჩნევად მტვრიანი მანტო. გახუნებული კეტები და შავი ჯინსი ეცვა. ცელოფნის პარკს, რომელშიც პროდუქტები მელაგა ხელი მჭიდროდ მოვუჭირე. უნდა გადამეწყვიტა, ავღელდი, დავფიქრდი, ბიჭმა მაცალა. -ამოდი. -ჩავიჩურჩულე მის გასაგონად და გვერდი ავუარე. სახლში მიპატიჟების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მისი ვინაობის დადგენის სურვილი იყო. Რატის იმედი მქონდა, სანამ საქართველოდან წავიდოდა, რაღაცაში დახმარება უნდა მეთხოვა. სახლში ასვლისთანავე ამედოსს რატის სამოსი მივეცი და სააბაზანო ვაჩვენე. ამასობაში მეორე ოთახი მოვუმზადე დასარჩენად, საჭმელიც გავუცხელე და საგანგებოდ ჩამოსხმული წვენით სავსე ჭიქა დავუდგი თეფშთან. ჩუმად ვივახშმეთ. მას ვაკვირდებოდი: ნელა, აუჩქარებლად ღეჭავდა პატარა ლუკმებს, ჭამის დროს ერთხელაც არ დაყოვნებულა, თვალებიც კი არ მოუშორებია თეფშისთვის. მერე მივხვდი, ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა უხერხულად აგრძნობინებდა თავს და შევეშვი. ღრმა, ხმაურიანი ამოსუნთქვა შევიკავე, როცა მინის ჭიქას ხელი მოკიდა და ფორთოხლის წვენი ერთი მოყუდებით გამოცალა. მადლობა გადამიხადა. ჭურჭლის დარეცხვას აპირებდა, რომ შევაჩერე. -დაღლილი იქნები, მაგას მე მივხედავ, შეეშვი, წადი დაისვენე. - ეძინებოდა, თვალები ელულებოდა, კითხვებით აღარ დამიტანჯავს , თავისი საძინებელი ოთახი ვუჩვენე და სამზარეულოში გამოვბრუნდი. ამედოსის ჭიქა ფრთხილად, მოვათავსე პარკში, ისე რომ ჩემი ხელის ანაბეჭდები არ დასდებოდა და რატის მოსვლას დავუცადე. ესემესის შემდეგ სახლის კარი ფრთხილად გამოვიხურე და დაბლა ჩავედი. -შენგან რაიმეს თხოვნა გამიკვირდა, ცხოვრებაში პირველად მთხოვე რაღაც.-გაიცინა ჩემმა ძმამ, როცა მივუახლოდვი-რამე მოგეხურა, გაიყინები. -მინდა რომ ამაზე არსებული ანაბეჭდები გადაამოწმო -გავუწოდე პარკში გახვეული ჭიქა. -ესე მარტივად რომ იყოს საქმე... მოქალაქეების დაუცველ უფლებებზე რას იტყვი? -ახლა შენი დის უსაფრთხოებაზე უფრო უნდა ზრუნავდე-შევხედე ეჭვისთვალით-გთხოვ რატი, ეს იქნება ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი რამ, რის გაკეთებასაც შენგან ველი. -ნიკა, შენს თავს რამე ხდება? -გამომცდელად ჩამაშტერდა თვალებში. -არა, უბრალოდ მისი ვინაობა გამირკვიე-მივუთითე ჭიქაზე. ბიჭმა მზერა ჯერ რუხ, ბნელ ცას მიაპყრო, მერე ღრმად ამოისუნთქა, რა გაეწყობაო, და ჭიქა გამომართვა. ღიმილი გამეპარა. -დაგეხმარები, მაგრამ საყვარელო, მოდი, ეს უკანასკნელი არ იყოს, კარგი?-ჩამეხუტა. მეც ძლიერად შემოვხვიე ხელები. რატი ერთადერთი იყო, ვინც ამ სამყაროში გამაჩნდა. ოჯახი, ძმა, მეგობარი. Ჩემი ცხოვრების გაგრძელების მიზანი სწორედ მასში იყო. დამემშვიდობა და წავიდა. როცა ბინისკენ ამავალ კიბეებს ავუყევი, დავფიქრდი. შევძლებდი კი იმ შედეგებთან გამკლავებას, რასაც ანაბეჭდების პასუხები მომცემდა? არ ვიცოდი ვინ იყო ამედოსი, შეიძლება მატყუებდა კიდეც, იქნებ უსახლკაროობის გათამაშება ჩემთან დასაახლოვლებლად დასჭირდა. მერე მახსენდებოდა, მისი შესაძლებლობები. ეს ხომ მთელი კაცობრიობისთვის შოკისმომგვრელი სენსაცია იქნებოდა. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ალბათ ლაბორატორიების უწყვეტ ლაბირინთში ჩაკეტავდნენ კიდეც. რამდენად არარეალურადაც არ უნდა მომჩვენებოდა ჩემს ცხოვრებაში დატრიალებული ქაოსი, ამედოსთან შეხვედრისთანავე ვრწმუნდებოდი მის ჭეშმარიტებაში. იმ ღამით ათასჯერ მაინც შევამოწმე ჩემი საძინებლის კარი დაკეტილი იყო თუ არა. მერე შფოთვისა და ბევრი ფიქრის შემდეგ ძლივს ჩამეძინა. დილით სტუმარი მისაღებში დამხვდა. გულში აღვნიშნე, თავისუფალი სტილი უხდებოდა, სიმპატიური იყო, მაგრამ მისი ღია ფერის თვალები მაინც უნდობლობას იწვევდნენ. -მოწყენილი ჩანხარ. -დავუჯექი წინ. ბიჭი დამაკვირდა. -მითხარი, ცხოვრება შენთვის მოსაწყენია? -ხანდახან ძალიან. -რას აკეთებენ ადამიანები, როცა არ იციან როგორ იცხოვრონ? -თავს იკლავენ. -წამომცდა და მაშინვე ენაზე ვიკბინე. ვინმეს სიკვდილის საბაბად გახდომაღა მაკლდა. ამედოსმა ჩაიცინა, თავი გააქნია და სავარძელში უფრო კომფორტულად მოკალათდა. -სიკვდილი ზედმეტად რადიკალურია. ვგულისხმობ, დროებით ამქვეყნიურობისგან გაქცევის გზას. -შეუძლებელია, ცხოვრება ასეთია, ან ყველაფერი, ან არაფერი, ტაიმაუტის აღების უფლებას არ იძლევა. -სამწუხაროა, არადა ჩვენთან ყველაფერი მარტივადაა. -სად თქვენთან?-დავინტერესდი. -ჩემს სამყაროში. იქ ჩემიანები შედარებით მარტივად ცხოვრობენ, არ ვიტყუებით, არ ვქურდობთ, ერთმანეთს ზიანს არ ვაყენებთ, რადგან ერთმანეთის განცდების აღქმა შეგვიძლია. -ჩემს ემოციებსაც გრძნობ? შენიანების ემოციების შეცვლა შეგიძლია? -მას ვუყურებდი, მის ნაკვთებს და ტუჩებს თვალს ვერ ვაშორებდი. -შენს ემოციებს ვგრძნობ, მუდმივად აღელვებული ხარ, როცა მხედავ, ცდილობ არ მოდუნდე. საკუთარ თას ეწინააღმდეგები და არასდროს ხარ მშვიდად. -ეგ თავისთავად-ავწითლდი, როცა გამომიჭირეს, მაგრამ მან არ შეიმჩნია და განაგრძო. -ჩემიანების ემოციების შეცვლა არ შემიძლია. რაც შეგეხება შენ... როგორც ჩანს ჩვენი აურა ერთმანეთს კარგად ეწყობა. როცა ერთმანეთთან ახლოს ვდგავართ, ვსტაბილურდებით, ვმშვიდდებით, ერთმანეთის გვესმის, ერთმანეთთან თავს უსაფრთოდ ვგრძნობთ. მე უბრალოდ ამ პროცესს ვაჩქარებ ხოლმე, რადგან ძალიან ხმაურიანი ხარ. -შენც განიცდი ამას? ალბათ ამიტომ ამეკიდე პარაზიტივით. -ვერ მივხვდი- შეკრა შუბლი. -ვიგულისხმე, პარაზიტივით მომეწებე -მეთქი, არ მშორდები, სულ ჩემს ირგვლი ტრიალებ. -დედამიწაზე ყოფნისას პირველად ვიგრძენი თავი სახლში, ვერ დავუშვებდი რომ საკუთარი თავი ტკივილისთვის გამეწირა. -შენ ახლა საკუთარი ადამიანის პოვნისას არრსებულ გაასმაგებულ ემოციებზე მიყვები. ხომ ვერ მეტყვი, მე რატომ ვერ აღგიქვამ შენ ჩემს სახლად? -იმიტომ რომ მე ადამიანიც კი არვარ-გაუტყდა ხმა. სახეზე მიმიკა კი არც შესცვლია.-შენთვის სახლი ჩემსავით უცხო ალბათ ვერ იქნება. -რათქმაუნდა. -ამოვიფრუტუნე. მან შემომხედა, მიხვდა, მისი არცერთი სიტყვის რომ არ მჯეროდა, წუთით ჩაფიქრდა და შემდეგ დაიყწო: -პლანეტა ომეროდზე დავიბადე და გავიზარდე. ომეროდი სომბრეროს გალაქტიკის განაპირას მდებარეობს, შენგან ოცდარვა მილიონი სინათლის წლით დაშორებით. -მოდი არ გინდა. -ჩვენ შედარებით განვითარებულები ვართ, ვიდრე თქვენ , ადამიანები. გაგვაჩნია გადაადგილების ისეთი საშუალება, როგორიც „ნაბიჯის კარიბჭეა“, თქვენებურად-პორტალი. მე მისი საშუალებით ვარ აქ. -ასე მგონია ზღაპარს მიყვები. -ხმა სადღაც დამკარგვოდა, ცივმა ოფლმა დამასხა. ბიჭმა უარის ნიშნად გააქნია თავი. -არაა ასე. -შენს ფერზე მითხარი, ის მარჯნისფერი... -ჩემი აურაა. თავად თქვი, გაასმაგებული ემოციებიო, ისიც გაასმაგებულია, მისი დანახვა შეიძლება. -ჩემი აურის ხილვა შეგიძლია?-ჩამითრია მისტიკამ. -არა, რადგან ადამიანი ხარ, მაგრამ შენი აურა უსათუოდ შავი იქნება. -რატომ? -წითელი და შავი ერთმანეთს იზიდავენ. -მის ნათქვამზე უცებ სტენდალი გამახსენდა, თავი გავაქნიე. -ამიხსენი. -შავი სიკვდილთან ასოცირდება. შენი აურა ბნელი და მძიმეა, მუდამ რაღაცას გაურბიხარ, ყოველთვის ჩაკეტილი ხარ, ამიტომაც არ მოგწონს და არ მოსწონხარ ადამიანებს. წითელი კი ომისა და სისხლის სიმბოლოა, ომი კი სიკვდილის გარეშე არ არსებობს. -ანუ ჩვენი ერთად ყოფნა კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგის მომტანია.-შევეცადე ხუმრობაში გამეტარა. -გამოიცანი. სანამ ყველაფრის გადახარშვის პროცესში ვიყავი, იმ მომენტში, მშველელად თუ დამღუპველად ესემესი მომივიდა. ტელეფონი გავხსენი. რატიმ ფოტო ჩამიგდო. -აღელდი. -მშვიდად მომიგო ამედოსმა. ჯერ მას შევხედე, თვალები ამცრემლიანებოდა, მზერა გადამედღაბნა, წამოვხტი და მაშინვე სააბაზანოში შევიკეტე. ონკანი მოვუშვი და რატის დავურეკე. ხელები მიკანკალებდა. -ნიკა... -ეს რა ჯანდაბას ნიშნავს რატი? ესაა ანალიზის პასუხები? -ვიფიქრე, შეიძლება სხვადასხვა ობიექტმა შეახო ჭიქას ხელი მეთქი, მაგრამ ნიკა, ანაბეჭდები სრულიად სუფთაა. -იქნებ ბაზები ცდებიან? -შეუძლებელია. მგონია რომ ხელოვნური ანაბეჭდია. -კარგი რა რატი.-ამოვიტირე. -ეს ყველაფერი საეჭვოა ნიკა, მითხარი ვის ეკუთვნის და შევეცდები ყველაფერი გავარკვიო. -ნუ სულელობ. -შემთხვევით... იმ შენი მეგობრის ხომ არაა... მეც არ ვთქვი, რატომ გამიკვირდა... -მეღადავები, რატი?-ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე უცხო ადამიანის ჩემი ძმისგან კბილებით დაცვა მომიწევდა. -აბა სხვა რა ვიფიქრო? -მისმინე, დაიკიდე...-შევეცადე რამე გასამართლებელი მიზეზი მომეგონა-ალბათ რაღაცა ხარვეზი იქნება. -სამჯერ გადავამოწმე, გოგო! -ტონს დაუწიე!-ამოვიყვირე. -რას აპირებ? -როდის მიფრინავ? -ხვალ, მალე ჩამოვალ. და თემის გადატანას ნუ ცდილობ!-მოწვა! -რატი...-ცრემლები ყელში მაწვებოდა, ხმა მიწყდებოდა-როცა რაღაც ირეალური ხდება, ის როგორ უნდა დაიჯერო? მსოფლიო მას როგორ მიიღებს?-ჩემი ძმის სუნთქვას ვუყურადებდი, სანამ ფიქრობდა. -საკუთარ თავს ენდე. ის არ მოგატყუებს, მსოფლიო კი უბრალოდ დაიკიდე, ნიკა, შენ ეს ყველაზე კარგად გამოგდის. ვხედავ, ჩემთვის რაღაცის თქმა არ გინდა, მაგრამ იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი და ყველაფერს გაუმკლავდები, საყვარელო. როცა სარკეში ჩავიხედე, ჩემს თავს არ ვგავდი. ვერ ამოვიტირე, ვერც დავწყნარდი. ონკანიდან თქრიალით წამოსულ ცივ წყალს ხელები შევუშვირე, მერე ხელისგულებში დავიგუბე და სახეზე შევისხი. ონკანი დავკეტე. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ხელ-პირი შევიმშრალე და ოთახიდან გავედი. ამედოსი ისევ ისე იჯდა სავარძელში, როგორც დავტოვე. დაკვირვებით შემათვალიერა. -სულ კანკალებ. -მითხარი, ჩვენ ახლა რა უნდა გავაკეთოთ?-სასოწარკვეთილი ვიყავი. -მე იმედი მქონდა, რომ შენთან სიახლოვის უფლებას მომცემდი, მაგრამ როგორც ვხედავ... სხვებს ვერ ენდობი. -მაპატიე. -არ ვიცი რატომ ვუხდიდი ბოდიშს, მაგრამ ამედოსთან თავი დამნაშავედ ვიგრძენი. როცა სახლის კარი გაიხურა და წავიდა, მაშინღა შევძელი თავისუფლად ამოსუნთქვა. როგორ შეიძლებოდა? Რატის გამოგზავნილი სურათი ხელახლა გავხსენი. კომპიუტერის ეკრანისთვის ჰქონდა ფოტო გადაღებული. ჩემი ძმა თავისი სამსახურის მეშვეობით ცდილობდა ამედოსის რეალური ვინაობის დადგენას, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ პასუხების ფაზაში სამად სამი სიტყვა ეწერა: „მონაცემები არ მოიძებნა“. ამედოსი დედამიწაზე არც კი არსებობდა. თავი 4 “ამქვეყნად მხოლოდ ერთმანეთს ვენდოთ“ ჩემი ბნელი მხარე მირჩევდა, რომ ამედოსი უბრალოდ დამეკიდა, ყურადღება არ მიმექცია, არ შემცოდებოდა, მისდამი ინტერესიც გამექრო. მეორე, შედარებით კეთილი მხარე კი არაფრის აზრზე იყო, საბოლოო გადაწყვეტილება ვერ გამოეტანა. მთელი კვირა იყო, არ გამოჩენილიყო და მიუხედავად საკუთარი თავისადმი დიდი წინააღმდეგობისა, ღელვა მიპყრობდა: სად იყო? სად ათევდა ზამთრის ცივ ღამეებს? იქნებ შიოდა? ბოლო სამი დღე იყო, თავად ნორმალურად არ მძინებოდა. ვშფოთავდი და ვნერვიულობდი. დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებდა. ის ხომ უცხო იყო ამ მიწისთვის, მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და ვიფიქრე, რომ მე აქამდეც ვერ გადავრჩებოდი. Როცა რომელიმე ქუჩის კუთხეში მიწოლილ, მის გაყინულ სხეულზე დავფიქრდებოდი, გარეთ გასვლისა და მისი მოძებნის სურვილი მჭამდა. მეფისტოფელი ჩამჩიჩინებდა-”პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოება, ნიკა, მას არ იცნობ!“ გავცივდი. ქვემოთ ხშირად ჩასვლამ და კორპუსთან, სიცივეში საათობით დგომამ თავისი ქნა. მის გამოჩენას ველოდი, მაგრამ ამავედროულად მერჩივნა აღარ მენახა, ვუფრთხოდი. გაორება მჭირდა. მისი მწვანე მანტოც და წითელი, გრძელმკლავიანი მაისურიც კი გავრეცხე, დავკეცე და მზრუნველი ოჯახის წევრივით მისი საძნებლის კარადაში დავდე. თითქოს, გულის სიღრმეში ველოდი, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა. ასეც მოხდა. ჩვიდმეტი იანვარი ღამდებოდა. ჩემი ბინის სიახლოვეს აფთიაქი არ იყო, ამიტომ სამი ქუჩით მოშორებით წასვლა მომიწია. უკანა გზაზე კანკალს ვეღარ ვიკავებდი, ვგრძნობდი, მაღალი სიცხე მქონდა. მაცემინებდა და თვალებშიც სისველე ჩამდგომოდა. კანტიკუნტად შემორჩენოდნენ მანქანები ვიწრო ქუჩებს. გარემოს მისი დანახვის იმედით ვათვალიერებდი. მაგრამ როცა ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გავიგე, შემეშინდა. Შევტრიალდი: -ვინ ხარ?-მივმართე ლანდს. მიუხედავად ლამპიონებისა და მწირი საახალწლო განათებებისა, მხოლოდ მაღალი სხეული ჩანდა. სხეული ჩემკენ ნელი ნაბიჯით გამოემართა. სამი მეტრის დისტანიაზე გაჩერდა. მისი დანახვისას ემოციები მომაწვა ყელში, მაგრამ არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა. -ისევ გამოჩნდი. -შენ ხომ მელოდი. -დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში. შუბლი შევკარი. - არ იყო საჭირო ჩემს გამო გარეთ ლოდინი. -შენ რა, მითვალთვალებდი? -პარკს მთელი ძალით მოვუჭირე ხელი. გავბრაზდი. ამედოსმა ხმა აღარ გამცა. საპასუხოდ ნაწყენი შევბრუნდი და გზა გავაგრძელე. ჩემი ფეხის ხმას მისი ნაბიჯები აჰყვნენ. -ნუ მომყვები. -მივაძახე. ის კი გაჯიუტდა. -ამედოს, უბრალოდ შემეშვი!-გამოვცერი კბილებიდან, შევბრუნდი და თავით მის ნიკაპს დავეჯახე, მაშინვე უკან დავიხიე-რა არ გასვენებს? -მივხვდი, შენთან სიახლოვე არ მახსოვს ვინმეს დაეშალოს ჩემთვის. -დამცინავი ტონი ჰქონდა. -არ გიცნობ, არ ვიცი შენგან რას უნდა ველოდო და ამაში ახლახანს დავრწმუნდი. ჩემი ემოციების მართვა შეგიძლია, ვერ გენდობი!-ხმა გამიტყდა. -ნუ ტირი, ნიკა. -ხმა შეუწუხდა. -აქ დარჩი. აღარ გამომყვე. -შევიმშრალე უნებლიედ გამოპარული ცრემლი და ზურგი ვაქციე. იანვრის ცივი ქარი ძვლებში ატანდა. უკან მივიხედე. მისი სხეული უძრავად იდგა. არ ირხეოდა, არც უკან მიდიოდა. იდგა და მიყურებდა. ნაბიჯს ავუჩქარე. მომინდა მისი თვალთახედვის არედან გავმქრალიყავი, არ დავენახე, არ შემხებოდა. არ დამლაპარაკებოდა. საერთოდაც, ნუ გამიცნობდა, ნურც შემთხვევით გადამეყრებოდა სადმე. მისი ამ ნახვით მივხვდი, რომ დავიდარაბა და გაურკვევლობა ისედაც თავზე მეყარა, ციდან ჩამოვარდნილი ანომალიური ქმნილება კი უკვე მეტისმეტი იყო. სახლისკენ მიმავალ მთავარ გზაზე შევუხვიე, რამდენიმე ქუჩაც და მაღალ, გახუნებულკედლიან შენობებს მივადგებოდი. ბნელი ღამის მდუმარებას აქაც ლამპიონთა მჭახე განათება არღვევდა. ჩემკენ მომავალ ორ მობარბაცე, რუხ სხეულს გვერდი ავუქციე, მაგრამ მაჯაზე ხელის მტკივნეულმა მოჭერამ შემაჩერა. -საით გოგონა? -მეღადავებით? -გამოვგლიჯე ხელი-სასმლის სუნად ყარხართ, დამეკარგეთ!-ამედოსზე ჯავრს სხვებზე ვიყრიდი, თუმცა არც თუ ისე ურიგოდ. -ეე, ეს ნახე რა!-მხარი გაჰკრა შედარებით დაბალმა მეორეს. მათ სახეებს ვერ ვხედავდი, ლამპიონის წინ იდგნენ და სინათლე ზურგიდან ურტყამდათ. -დაახვიეთ!-ავიქნიე ხელი და ის იყო, გზა გავაგრძელე, მუცელზე მკლავი შემომიცურეს და წამში ამწიეს ზემოთ. მთელი ძალით ვიკივლე. Შეშინებულმა ბიჭმა ხელი გამიშა და ჩემგან გაიწია. -რა იყო, კი არ გიტაცებთ! ქუჩაში არავინ იყო, ტრანსპორტიც კი, მხოლოდ კორპუსების ფანჯრებიდან გამომკრთალი შორეული განათებები, ლამპიონები და მქრალი მთვარე. -თითს დამაკარებთ და ორივეს დედას მოგი**ნავთ!-გამოვცერი კბილებში გამძვინვარებულმა. წეღანდელი სისუსტე და სიცხისგან კანკალი სადღაც გამქრალიყო. ადრენალინის გამო შიშსაც ვერ ვგრძნობდი. გაქცევა მინდოდა, თუმცა ფეხები ვერ მემორჩილებოდნენ. ამ დროს ქუჩის ბოლოდან ჩვენკენ სწრაფად მომავალი სილუეტი დავლანდე. ბიჭების ხორხოცი ნაცნობმა ხმამ გაარღვია: -ნიკა, შებრუნდი და წადი. - უცნობებმა მისი გამოჩენისას ქუჩა გადაკვეთეს, მე კი ხმას დავუჯერე. გამოფიტული ვიყავი, ფიზიკურადაც და სულიერადაც. ააშინლად მეძინებოდა. შევბრუნდი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ყელი გამიშრა, თავბრუსხვევა იმატებდა. ფეხის ხმა მოახლოვდა. -კარგად არ ხარ!-ხელზე მომეჭიდა ამედოსი, მაგრამ სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა, თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი და თავს უფლება მივეცი, დაესვენა. გონება დავკარგე. *** საავადმყოფოში გავიღვიძე. წამლების სუნით გაჟღენთილიყო იქაურობა, საშინელი ხმაური სუფევდა და ამას დამატებული თავის ტკივილი. სრული გაგიჟების პირას ვიყავი თითქმის ათი წუთი, სანამ ნაცნობმა სხეულმა არ გადაწია ფარდა. -სახლში მინდა!-ლამის ამოვიტირე. ბიჭი ჩემკენ დაიხარა, თვალებში ჩამხედა და მითხრა: -დაღლილი ხარ, ნიკა, ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელდე. -აქ ვერ მოვისვენებ, ყველაფერი ამტკივდება, ექიმი სადაა...-ვცდილობდი მის მზერას გავქცეოდი, ძალიან ახლოს იყო. -ყველაფერი რიგზეა, დაწყნარდი, მაღალი სიცხე გაქვს, გადასხმას გიკეთებენ. -ღმერთო...-ამოვიბუტბუტე. -გინდა ცოტა ხნით დაძინების საშუალება მოგცე?-მკლავზე ხელი შემახო. ავღელდი.-თუ არ გინდა, ამას არ ვიზამ, როგორც იტყვი ისე მოვიქცევი. -დამარწმუნა მან. ბიჭის ღია ცისფერებს მზერა გავუსწორე, ამედოსი არც მიღიმოდა, არც მკაცრი გამომეტყველება ეკრა სახეზე, თითქოს მისთვის სულერთი იყო. -გაღელვებ? -რა?-შეკრა შუბლი. -შენთვის მნიშვნელოვანი ვარ? -ჯერ ჩემს კითხვაზე მიპასუხე. -დამაძინე.-ჩავიჩურჩულე მის გასაგონად და თვალები დავხუჭე. Ბიჭმა რამოდენიმე წამით არაფერი მოიმოქმედა, მერე მკლავზე ხელი ნაზად ამისვა, და ბოლოს რაც მახსოვს, ის იყო, რომ შუბლზე მეამბორა. დილით ექიმმა გამწერა და ერთი სული მქონდა შინ როდის დავბრუნდებოდი. -მე გაგიყვან გარეთ, ტაქსი გველოდება. -ფეხსაცმლის ჩაცმაში დამეხმარა ამედოსი. -საავადმყოფოს ხარჯები დასაფარი მაქვს. -აღარაა საჭირო. -როგორ? -გადახდილია. -ამომხედა და მოკლედ მომიჭრა. დავიბენი. ხელში ამიყვანა და საავადმყოფოდან გამომიყვანა. ტაქსის კარიც თავადვე გააღო და უკანა სავარძელზე მომათავსა, მერე თავადაც გვერდით მომიჯდა. მძღოლს სახლის მისამართი უკარნახა. მანქანიდან გადმოსვლისას კი მსხვილი კუპიურა გადააწოდა და ხურდასაც არ დალოდებია, ისე გაისტუმრა. -ფული საიდან გაქვს?-შევეკითხე წყნარად, როცა კიბეებზე ავყავდი. -ჩემს შესაძლებლობებს სათანადოდ ვიყენებ. -ქურდობ?-წამოვიძახე. მის მკლავებში შევხტი. -კი, რამოდენიმე ასეული ლარის მოპარვა მომიწია. დამივარდები. -აბა რატომღა მატყუებდი რომ თავშესაფარი არ გქონდა? -არც მაქვს, დიდი თანხის გაქრობა ხმაურს გამოიწვევს, მე კი არ მინდა ჩემი აქ ყოფნის მცირე ნიშანმაც კი იარსებოს. -მიპასუხა. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. აუღელვებელი და მშვიდი იყო, არც ზედმეტ ყურადღებას იქცევდა სხვების თვალში. თავზე დავხედე. -თმა გაგზრდია. -ეკლებად დაყრილს ხელი გადავუსვი, არ მესიამოვნა. ბინაში შესვლისთანავე ჩემი საძინებლისკენ გაეშურა, საწოლზე დამსვა და კარადიდან სამოსიც კი გადმომილაგა, რომ გამომეცვალა. გამოფიტული ვიყავი, სულერთი იყო უკვე, დარჩებოდა თუ არა ჩემთან. -ზედმეტი და მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო, თუ რამე დაგჭირდა, დამიძახე, შევეცდები რამე საჭმელი მოვამზადო. -გაიხურა ოთახის კარი. საღამოს სიცხემ ისევ ამიწია, არც დამწევმა მიშველა. უხმოდღა ვტიროდი. ის ჩემი ოთახის კარებთან იდგა და მიყურებდა. -არ შეგიძლია რაიმე გააკეთო?-უღონოდ მივწოლილიყავი. ამედოსი მომიახლოვდა, ჩემ გვერდით დაწვა, თავქვეშ მკლავი შემომიცურა და მეორე ხელით ხელი დამიჭირა. მისმა სურნელმა ოდნავ მომადუნა, ზაფხულის საღამოს ნიავის სურნელი ასდიოდა, გრილი და სასიამოვნო. თითით ხელის ზურგზე მეფერებოდა. -ბოდიში, რომ ასე შეგაშინე. -შენი ბრალი არაა, უბრალოდ არ ვარ მიჩვეული ყოველდღე უცხო პლანეტის წარმომადგენლის ხილვას. -ნელ-ნელა ტკივილი მიცხრებოდა, თუმცა არ მეძინებოდა, პირიქით, ვფხიზლდებოდი. -რა გადაწყვიტე ჩემთან მიმართებაში? წუთით ჩავფიქრდი, რათა სათქმელი დამელაგებინა. -ბედისწერის არ მჯერა, მაგრამ ვხედავ ყველა გზას შენთან მოვყავარ, არ შეგეწინააღმდეგები, იყავი ჩემს გვერდით. სხვა გზა არ დამრჩენია. -ჩემთან ყოფნის გარდა კიდევ არსებობს სხვა გამოსავალი, უბრალოდ შენ იმის აღიარება არ გსურს, რომ მოგხიბლე. -ნუ სულელობ!-ავწითლდი. ამედოსს კარგად გამოსდიოდა ჩემი გამოჭერა. -თითქმის სამი წელია, აქ ვარ, დღემდე ვერავისთან დავამყარე ისეთი ურთიერთობა, რომელიც ენერგიით ამავსებდა, დამანაყრებდა. -შენთვის საჭმელი ვარ? ენერგო ვამპირი ხარ? -ვიგულისხმე, რომ Შენთან კომფორტულად ვარ-ჩაიცინა. -აქ რატომ ან როგორ მოხვედი?-გადავწყვიტე ჩემს კითხვებზე მიმეღო პასუხი. -ომეროდი ფართობით ძალიან პატარაა, თქვენთან შედარებით ერთი სახელმწიფო გვაქვს. მე ერთ-ერთი ქალაქის სამხედროში ვმსახურობდი... ჩვენი საბრძოლო ტექნიკა თქვენისგან ძალიან განსხვავდება. მუდმივი ფიზიკური ვარჯიშითა და მედიტაციით ენერგიას ვიკრებთ, ამ ენერგიას შემდეგ მატერიად გარდავქმნით. ერთ -ერთი ასეთი სწავლების დროს, ადგილობრივ მხარეებში პორტალის გახსნას ვცდილობდი. არ ვიცი, რა შეცდომა დავუშვი, მაგრამ ნაბიჯის კარიბჭე აქ გაიხსნა. დედამიწა ძალიან განსხვავდება ჩემი პლანეტისგან, ამიტომ დავინტერესდი, უცხო სამყაროს აურა ვიგრძენი და არც მიყოყმანია, ისე შემოვედი. მსგავსი პორტალის გახსნამ მთელი ენერგია გამომაცალა და უკან დაბრუნება ვეღარ შევძელი. -გაუტყდა ბოლოს ხმა. -ალბათ როგორი მარტოსული იქნებოდი. -გული მწუხარებით ამევსო. -იმაზე დამფრთხალი ვიყავი, ვიდრე შენ ჩემთან შეხვედრისას. არ ვიცოდი, თუ რა ადგილზე აღმოვჩნდი. ახლა ვიცი, რომ თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი ყოფილა. მარტივად ავითვისე აქაურობა, ადამიანის ცხოვრების წესს ალღო ავუღე. მუდმივად ერთ გარემოცვაში ყოფნით ენაც ადვილად შევისწავლე, მაგრამ... ენერგიას ვერაფრით ვიკრებდი. აქ მედიტაცია არ მშველოდა. -მე როგორ მიპოვე? -შემთხვევით გადაგეყარე. გვერდის ავლას ვაპირებდი, მაგრამ შენი ენერგეტიკის ველმა მომიზიდა. პირველად მაშინ ვიგრძენი ძალის მოზღვავება. ვფიქრობდი, იმ კაცისგანაც დაგიცავდი, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ ვიყავი. -ჩემი წყალობით ენერგია მიიღე? მან პასუხი არ გამცა. მაშინვე მისგან გავიწიე. -მუდმივად ვდუნდები, როცა შენს გვერდით ვარ, შენ რა, ენერგიას სერიოზულად მპარავ?!- ბრაზი მომაწვა. -ენერგიას არ გპარავ, თავადაც ენერგიით ივსები, ამას ვერ ატყობ?-თავადაც წამოიწია. -ტკივილის დაამებაში, ემოციების კონტროლსა და სიმშვიდის მოპოვებაში გეხმარები. -რატომ? -რადგან თავადაც იგივეს ვგრძნობ. ნიკა, ვისწავლე, რომ ზოგი ადამიანი მუდმივი, პირადი ენერგიით იბადება, ზოგიერთს კი გვერდში უსათუოდ ვინმე უნდა ჰყავდეს, რათა ძლიერი იყოს, ჩვენ უკანასკნელი მათგანნი ვართ. მისი სიტყვები მეწყინა. ყოველთვის მეგონა, რომ მარტოობაშიც ვპოვებდი სიმშვიდეს. -ასე არაა. -სიმართლეს ნუ უარყოფ, მაგაში სამარცხვინო არაფერია. -ისევ დაწვა, მკლავი გამომიწია და მანიშნა გვერდით მივწოლილიყავი. ასეც მოვიქეცი. თავი გულ-მკერდზე დავადე. შებინდებამდე მის გულისძგერას ვუყურადებდი. ძალიან ნელი ტემპი ჰქონდა, ყურადღება რომ მოგედუნებინათ, გეგონებოდათ გული საერთოდ არ უცემსო. მშვიდად და თითქმის შეუმჩნევლად სუნთქავდა. მკლავი ჩემს მხრებზე შემოეხვია და მათბობდა. სასიამოვნო იყო მასთან ასე წოლა და არაფერზე ფიქრი. წამით ავხედე, მისი სახის დანახვა მომინდა. მაშინვე გაახილა თვალები. -ენერგიის მოკრების შემდეგ უკან დაბრუნდები? -კი. -სახლში ვინმე გელოდება? არაფერი მიპასუხა. Მე მეტი არაფერი მიკითხავს. ეჭვი მჭამდა, მაგრამ თავი შევიკავე. -ყველა პლანეტისთვის უმთავრესი თავისი მაცხოვრებელია. ადამიანებმა ეს ჯერ არ იცით.-თქვა მერე.- ჩემიანები ჩემს მოსაძებნად გალაქტიკებს დაივლიან, შეიძლება ამან პლანეტათშორისი კონფლიქტიც კი გამოიწვიოს. არ მინდა, აქაც მოვიდნენ. -რატომ? -დედამიწაზე ჩემთვის ძვირფასი რაღაც არსებობს. არ მინდა, მას რამე ევნოს. -მკლავზე ხელი მომიჭირა. გული შემიტოკდა, ავღელდი, ყელში ცრემლი მომაწვა, მაგრამ რატომ, ამის აღიარება საკუთარ თავთან მაშინ ვერ გავბედე. ორი დღის თავზე საწოლიდან წამოდგომა შევძელი. ერთი კვირის შემდეგ კი გარეთაც გავდიოდი, თუმცა ჩემს სახლში შემოჭრილი სტუმარი არაფრის გაკეთებას მანებებდა. -ნიკა, ნუ დადიხარ, მოდი და ჭამე. -ფეხები დასიებული მაქვს, ვერ ხედავ? -ავიწიე პიჟამის ტოტები. ის კი, ღმერთო, თვალსაც არ შემავლებდა, უხმოდ მიმითითებდა სამზარეულოს მაგიდისკენ. რესტორანში ვახშმობა დავიჟინე ერთ საღამოს. უფრო კი ის მსურდა, ხალხმრავალ ადგილას ამედოსისთვის ჩემი კითხვებისგან გაქცევის საშუალება მომესპო. ჩუმად დაჰყურებდა თავის თეფშს. ჩანგალს ხელში ათამაშებდა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე კაბინა ავირჩიეთ, მაინც ხმაური შემოდიოდა და უსიამოვნო იყო სიტუაცია, მე კი, მუდამ სიმშვიდის მოყვარულს, წამოსვლა სანანებელი გამხდომოდა. მშიოდა, მალევე მოვათავე საჭმელი და ამედოსს დაველოდე. -არ შეჭამ? ბიჭმა მოუთმენლად ამომხედა. ჩანგალი მაგიდაზე დადო და მზერაში ჟინი ჩააქსოვა. -რა? -ეს დღეებია მოუსვენრად ხარ. გინდა რომ წავიდე? -არ ველოდი საუბრის ასე დაწყებას, მეგონა სადავეები თავიდანვე ჩემს ხელში იქნებოდა. -სახლიდან?-ვითომ ვერ მივხვდი. -კი. -გაეღიმა. -თუ შეძლებ-მოვუგე ნიშანი და კმაყოფილი სკამის საზურგეს მივეყრდენი. ხელები გადავიჯვარედინე. ბიჭს ხმამაღლა გაეცინა. -თუკი ჩემს გამო თავს უსაფრთხოდ და მშვიდად არ იგრძნობ, ნებისმიერ დროს მითხარი. -და რას გააკეთებ? -თავს დაგანებებ. -მიუხედავად იმისა, თუ რად დაგიჯდება ის? -დიახ. Ჩემი მიზანი სხვისთვის ზიანის მიყენება არაა. გამეღიმა. Ჩემ წინ იდეალური ურთიერთგაგების მქონე არსება იჯდა. -თქვენთან ყველა შენნაირია? შენსავით გამგები. მას ისევ გაეცინა. დღეს უჩეულოდ ბევრს იცინოდა. -არა. არ ვიცი. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს არ ვავნოთ. არ ვიცი როგორები იქნებიან ისინი სხვა არსებების მიმართ. და ეს მაშინებს. -მითხარი, აქ თავს როგორ გრძნობ? -არასდროს მოვდუნებულვარ რაც თავი მახსოვს-ჩაფიქრდა-აქაც, თავიდანვე ისეთი დაძაბული ვიყავი, ხშირად მთელი სხეული მტკიოდა, განსაკუთრებით შენთან შეხვედრის პირველ პერიოდში. ვიცოდი, რომ საზღვრები არ უნდა დამერღვია, ამავედროს შენთან სიახლოვის სურვილი მწვავდა. აუტანელი იყო. -ისევ ასე ხარ?-ვწუხდი. -აღარ, შედარებით მსუბუქად ვგრძნობ თავს. Როცა შენს გვერდით ვარ... -ყველაფერი გავიწყდება და გკიდია. -ჰო.-გაგვეღიმა. *** ჯანდაბა. Მომწონდა. ეს ბიჭი ძალიან მომწონდა, მსიამოვნებდა ჩემზე როგორ ზრუნავდა, გარეგნობაზე ხომ ლაპარაკიც არ მქონდა. მის დაძახებაზე, ერთ შემოხედვაზეც კი გული მიფრიალებდა, თავბრუ მეხვეოდა, ვღელავდი, მაგრამ მიახლოვდებოდა თუ არა, ჩვენს შორის ერთი ნაბიჯის დისტანციაც კი საკმარისი იყო, რომ ვმშვიდდებოდი, თავს თავისუფლად და ლაღად ვგრძნობდი. ადრე, როცა მუდამ შინ ჩაკეტვასა და სხვებისგან დამალვას ვარჩევდი, ახლა მსურდა ხალხით სავსე მატარებლის ვაგონი ჩემი სიცილით ამეკლო; ქუჩაში ვინმე შემხვედრისთვის გამეღიმა; პატარა ბავშვისთვის ენა აღარ გამომეყო და ღიმილზე ღიმილით მეპასუხა; მინდოდა რატისთვის დამერეკა და ცხოვრებაში პირველად მეთქვა თუ როგორ მიყვარს. და ასეც მოვიქეცი. ჩემი ცხოვრების რადიკალურმა ცვლილებამ დამაბნია, მაგრამ მომწონდა ამედოსთან ყოფნა, მასთან ერთად გატარებული, ჩვეულებრივ, მოსაწყენი საღამოებიც კი ყველაზე საინტერესო ხდებოდა, ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, აღარ დამიმალვს უწინდელივით ჩემი გრძნობები და ემოციები: -მომწონხარ. ამ დროს იგი სამზარეულოში კერძს ამზადებდა. მაკარონის მორევას თავი დაანება და შემომხედა. მე მაგიდასთან, სკამზე ვიჯექი. ვთრთოდი მისი პასუხის მომლოდინე. ამედოსი ყოველთვის მოულოდნელად იქცეოდა, ახლაც იგივე გააკეთა: ვითომ არაფერიო, შეტრიალდა და კერძის მორევა მშვიდად განაგრძო, მერე ქვაბს თავსაფარი დააფარა, ჩემკენ შემობრუნდა და მომიახლოვდა. -არაფერს მეტყვი?-მისი ურეაქციობა მაგიჟებდა. -გეწყინა?-მომიჯდა გვერდით. იმდენად აშკარა იყო ჩემი ეს განცდა, უარყოფას აზრი არ ჰქონდა. -შენ შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ ეს დიდებული აღმაფრენაა, მაგრამ...არ მინდა მომავალში უჩემობამ გული გატკინოს. ვდუმდი. -არ მინდა ჩემს მიმართ გრძნობების გაზრდაში დაგეხმარო. არ მინდა, დამიახლოვდე, არ მინდა გული გეტკინოს. -ერთ წინადადებაში ერთდროულად უარყოფაც და სიმართლეც ასე თქვან, პირველად მოვისმინე, შენ არ ხარ ჩამოყალიბებული. -მადლობა. -ეს კონპლიმენტი არ იყო! -დაწყანდი, ვიცი. -გაეღიმა თბილად. იშვიათად, ასე რომ გაღიმებოდა. როგორც წესი, თავის განცდებს მიმიკებით არასდროს ამჟღავნებდა. -უფლებას გაძლევ შენი მოწონებისკენ მიბიძგო, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ. -მერე მომავალი? -მომავლით არა, მე აწმყოთი ვცხოვრობ. არ მინდა რაღაცის შიშმა მიზნის განხორციელებაში ხელი შემიშალოს. -მიყვარხარ. -ამდენსაც არ ველოდი!-გავუცინე, რათა ჩემში აფეთქებული ათასი ფოევერკი დამეფარა. მან მკლავზე ხელი შემახო. -როგორ ღელავ. -მძულს, როცა ჩემი ემოციები ასე ზუსტად იცი, უსამართლობაა, მეც მინდა შენს განცდებს ვგრძნობდე. -ახლა მართლა განაწყენებული ვიყავი, ხელიდან მკლავი გამოვტაცე და სამზარეულო დავტოვე. -მიყვარხარ მეთქი!-დამიყვირა როცა თითქმის საძინებლამდე მივედი. ხმა გასტყდომოდა. კარის ჩარჩოს მივეყრდენი. უცებ დავფიქრდი, რა იქნებოდა ის რომ ადამიანი ყოფილიყო? უფრო მარტივად იქნებოდა ყველაფერი თუ პირიქით-რთულად? ადამიანებს ხომ უჭირთ სხვების რეალური ემოციების დანახვა? მაგრამ ამედოსს შეეძლო სათავისოდ გამოეყენებინა ჩემი გრძნობები. აი ეჭვი, რომელმაც სული შემიხუთა. Მაგრამ, მაინც უკან მივბრუნდი. -რა იგრძენი, როცა ახლახან გრძნობები გაგიმხილე?-მისგან განზრახ დავდექი შორს. -შენ თავიდანვე მოგწონდი, ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მოსმენა მაინც ეგოისტურად გამიხარდა. -მიპასუხა მყისვე. მწველი, აქამდე ნანატრი სურვილი ავიხდინე და ამედოსს სწრაფად მივუახლოვდი. მისი სახე ხელებში მოვიქციე, დავიხარე და ვაკოცე. ამყვა. ენა პირში შევუსრიალე, ვეამბორე ღრმად და მჭიდროდ, მთელი ვნებითა და სურვილით, კისერზე მკლავები შემოვხვიე, მის კალთაში მოვთავსდი, მან ხელები წელზე მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და სხეულზე ძლიერად მიმიტმასნა. სასიამოვნო Ჟროლამ დამიარა. თავი 5 „შიში“ ჩვენი თანაცხოვრების თითქმის სამკვირიანი რუტინა მაშინ შეწყდა, როცა ამედოსი გაქრა. მარტი ფეხს იკიდებდა. ამედოსი ბოლო ორი დღე იყო, არ გამოჩენილიყო. ვნერვიულობდი. ასე არც მაშინ ავღელვებულვარ, როცა რატისთან თვეობით ვწყვეტდი კავშირს. არც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ვიყავი ასეთ სტრესში. ეს რაღაც უცხო და სხვა იყო, გაუზომავისა და ძვირფასის დაკარგვის შიშით გამოწვეული. ტელეფონიც კი არ ჰქონდა, როგორ დავკავშირებოდი? საგონებელში ვიყავი- პოლიციაშიც კი ვერ განვაცხადებდი დაკარგვის შესახებ-როგორ უნდა მოეძებნათ კაცი, რომელიც არც კი არსებობდა. ეჭვი მღრნიდა, რომ რაღაც ცუდი შეემთხვეოდა. ვერც მესამე დღეს გავჩერდი შინ. დილაადრიან გავედი სახლიდან. კორპუსების ირგვლივ წრეებს ვურტყამდი, იქნებ ახლოს ყოფილიყო და თვალი მომეკრა. იმ დღისით წვიმდა. სისველისა და სიცივის შეგრძნება წამებასავით იყო. სიარულის შემდეგ, ბოლოს ბორდიულზე ჩამოვჯექი. კაი ხანს დავყავი იქ. ფლეილისტში მოცარტის ლაკრიმოსას უწყვეტი მოსმენის რეჟიმი მქონდა ჩართული. თავი ტკივილისგან ლამის იყო, გამსკდომოდა. ერთ ადგილას მილურსმულს მიწაზე ქვა ამომეჩემა და მზერას არ ვაშორებდი. ბოლოს, როცა მომწყინდა და მოლოდინის უაზრო რეჟიმი ყელში ამომივიდა, გვერდით გახედვა ვიკადრე. შევიკურთხე. ისიც იქ იჯდა. -სად ჯანდაბაში იყავი?!-შევუყვირე ამედოსს. ყურსასმენები გამოვიგლიჯე ყურებიდან და სამი მეტრით დაშორებულთან მივიწიე. მხარზე ხელი ვკარი, ჩემკენ შემოვაბრუნე. მანტოს ქუდი არ ეფარა, წამოზრდილი თმიდან წურწურით ჩამოსდიოდა წყალი, სრულიად სველი იყო. ასფალტს უყურებდა. თვალებში უემოციოობა ჰქონდა ჩამდგარი. -ხომ იცოდი, როგორ განვიცდიდი, სად იყავი? -არ დამენანა, მწარედ დავარტყი მუშტი მხარზე. -გაჩერდი!-შემომიბრუნდა, მაჯა გამიკავა. ხმა ნაწყენს მიუგავდა. -ამედოს!-ამოვიღრინე. -ყველაფერი მალე მორჩება, ნიკა. -ამომხედა იმხელა მწუხარებით, გული შემეკუმშა. -რა... არ თქვა. -ვიცოდი, რაღაც უსიამოვნო უნდა ეუწყებინა ჩემთვის. მან გამიღიმა, ჩემკენ მოიწია, სახე თავისუფალი ხელით გამიკავა და მაკოცა. ისეთი თრთოლვით, ვნებითა და ჟინით... გამომშვიდობებას ჰგავდა. -ამედოს! -პორტალის გახსნა შევძელი. -ხმა ჩაუწყდა. მე გავიყინე. მხარი ავუქციე და გზისკენ მივტრიალდი. მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. შემემჩნია, ჩვენ გარშემო ბევრი ხალხი არასდროს იყო. ამედოსს ჯერაც ჩემი მაჯა ეკავა ხელში. -რატომ არ წახვედი? შეგეძლო... -ვერ გაგიმეტებდი. დაუმშვიდობებლად წასვლა არ დაგიმსახურებია. წიმის ხმა ტვინში მირტყამდა. -ხომ იცი, რომ ახლა წასვლა უფრო გართულდება? -სამაგიეროდ შენ გეცოდინება. გაურკვევლობაში აღარ იქნები. ტუჩს კბილები ძლიერად დავაჭირე, ტირილი მინდოდა შემეკავებინა. -ცივა, სულ დავსველდით, დავბრუნდეთ. -არ წახვიდე. -აღმომხდა ის ორი სიტყვა, რომელსაც ყოველთვის ენის წვერზე ვიკავებდი. ბიჭმა საპასუხოდ უფრო ძლიერად მომიჭირა მაჯაზე ხელი. -გთხოვ, შენ ხომ ეს შეგიძლია... -საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. -საფრთხე მაგ პლანეტათშორისი ომების გარეშეც ყოველდღე თავზე საყრელად მაქვს!-გაბრაზებული შევუტრიალდი. -შეიძლება ახლა მანქანამ დამარტყას და მოვკვდე! კიბო აღმომაჩნდეს, ან გულის შეტევა დამემართოს, ვინმე გადარეულმა ქუჩაში დამჭრას, შენ კი გვერდით აღარ მეყოლო და მე... მე...-ავტირდი. ამედოსმა გულში ჩამიკრა. -თუ აქ დავრჩი, ქაოსი დაიწყება, ნიკა. -დაიწყოს... ომიც კი ბედნიერებაა, თუკი ჩემთან იქნები. ცოტა ტირილის შემდეგ, დავწყნარდი. მისგან გავიწიე. ისევ წვიმდა, სრულიად ვკანკალებდი. -წამოდი, ცივა. -როდის აპირებ წასვლას? -მოდი ჯერ არ გვინდა ამაზე საუბარი. -მარტო დამტოვე. -ავუქნიე ხელი ჯერ კიდევ გამწყრალმა. ბიჭმა ხელი გამიშვა, თავად ადგა და ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. დავაცემინე. -გაუშვი-წუთიერი დუმილის შემდეგ მეფისტოფელი გამომეხმაურა. -არ შემიძლია. -თავიდანვე იცოდი, თქვენი მომავალი არ არსებობს, ნუ ჯიუტობ, ამით მხოლოდ ავნებ საკუთარ თავს. -არასოდეს ვყოფილვარ ეგოისტი, მინდა ახლა მაინც ვიფიქრო პირად სურვილებზე. -ზოგჯერ საჭიროა, რომ ოცნებები არ ახდნენ. სევდამ მომიცვა. წ*ყ*რომა არ მიცხრებოდა. თავადაც არ ვიცი, ვისზე ან რატომ ვბრაზობდი. არეული ვიყავი. გზას გავხედე, სადაც ამედოსმა გაიარა, წეღანდელი კოცნა გამახსენდა და შემეშინდა, ვაითუ სახლში არ მიდიოდა? ფეხზე წამოვდექი და გავიქეცი. ქუჩები სირბილით გადავკვეთე, ერთგან კინაღამ მანქანამ დამარტყა, კიბეებზე ავირბინე და კარზე ბრახუნი ავტეხე. სახლიდან რაღაც ფხაკუნის ხმა მოისმა. შვებით ამოვისუნთქე. -კარი გააღე! გესმის? შე ნეარდერტალელო! საკუთარი სახლის კარებს როგორ მიკეტავ?! ნაბიჯების ხმა გავიგე-მშვიდისა და აუღელვებლის. კარი გააღო. -რატომ დამტოვე იქ? - ტანსზემოთ შიშველი იყო. ნერწყვი გადავყლაპე. -თავად მთხოვე. -უემოციო სახე ჰქონდა. როგორ ვერ ვიტანდი მის არაფრისმთქმელ გამომეტყველებას, ღმერთო! -არ შემომიშვებ? -საპასუხოდ გვერდით გაიწია. შევედი, კარი დავხურე. გაბრაზებულმა იმის ნაცვლად, რომ მისაღები ოთახისკენ წავსულიყავი, ბიჭის წინ გავჩერდი. ჯიუტად ჩავაშტერდი თვალებში. -ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა? -შენ რისი გაგონება გსურს? -ამედოს!-მუშტი მივარტყი ოდნავ გამოკვეთილ პრესზე მაღალ სხეულს. -რა გინდა ჩემგან, ნიკა? რას ელი? დარჩენას არასდროს დაგპირებივარ.-აწია წარბი. თვალი ამარიდა. ღელავდა. შეიძლება მასსავით ვერ ვგრძნობდი სხვის ემოციებს, მაგრამ სამაგიეროდ ვხედავდი, და ვერ გამომაპარებდა. -წასვლა გინდა? -არ მიპასუხა. -ამედოსს, წასვლა გინდა? -არა-მითხრა და უფრო ახლოს მოიწია. თვალები დახუჭა. -შემომხედე! შემომხედა. მზერა ამღვრეოდა. მეც დამსველებოდა თვალები. -ხომ შეიძლება, ყველაფერს მარტივად უყურებდე?-ხმა გამიტყდა. თავი უნებურად მისკენ მივწიე. მომინდა მეკოცნა, მომინდა ჩვენი ტუჩები არასოდეს მოშორებულიყვნენ ერთმანეთს. უცნაურმა მღელვარებამ ამიტანა, მომინდა ამედოსში ჩავკარგულიყავი, თავი ერთმანეთისგან არასოდეს დაგვეხსნა. მან ხელი თმაში შემიცურა, ფრთხილად შემახო სველი ბაგეები ლოყაზე, ნაზად მეამბორა. მერე ჩუმი, ფაქიზი კოცნებით ყბის ძვლამდე ჩავიდა. თვალებდახრილმა თითები მის შიშველ მუცლის კანზე ავატარე. -შემომხედე. -დამჩურჩულა. ახლა მე არ მინდოდა შემეხედა. არ მინდოდა მის თვალებში გაურკვევლობა დამენახა. -ნუ ტირი-გამიწყრა და თითებით ნიკაპი ამაწევინა. -არ შეგეფერება სხვის გამო ტირილი. -საკუთარი თავის გამო ვტირი. თუ წახვალ, მეტკინება. -ვუთხარი და პასუხს არ დაველოდე, მისკენ მივიწიე, მის ბაგეებს მივწვდი და ვაკოცე. საპასუხოდ ტუჩებშორის ენა შემომისრიალა, წელზე ხელი მჭიდროდ შემომხვია და ხელში ამიტაცა. მის მუცელზე დამჯდარმა წელზე ფეხები შემოვაჭდე, ხელები-კისერზე, უფრო ახლოს მოვწიე და კოცნა გავაღრმავე. -მინდიხარ!-ამოვიტირე. მისმა საპასუხო ჟინმა კატეგორიული თანხმობა გამომიცხადა. იმდენად მტკიცე, სულ რომ ცა რომ დაქცეულიყო, ერთმანეთს ვერ მოვშორდებოდით. მიზანმიმართულად საძინებლისკენ დაიძრა ჩემიანად, კარი უდიერად შეაღო და საწოლზე დამაწვინა. მოუთმენლად შემოვიძარცვე ტანისამოსი, სრულიად გავშიშვლდი, პრელუდიას არც კი დავლოდებივარ, ჩემკენ მოვიზიდე და ვაკოცე. სიცივე სითბომ ჩაანაცვლა. -ნელა, დამაცადე, -ამოიოხრა და საწოლზე გადამაწვინა-დამაცადე.-დამიღრინა ხელების ფათურს რომ არ მოვეშვი. წელზე ხელები შემომაჭდო და ზემოდან დამხედა. -ამედოსს...მინდიხარ!-ამოვიტირე. მინდოდა ჩემში მეგრძნო, მისი სხეული მილიმეტრებითაც არ მომშორებოდა, ყოველი უჯრედით შემრწ*ყმოდა. -ვიცი ნიკა... მეც... მეც... გრძნობ?...- მთელი ტანით დამეკრო, მისი ერე*გირებული ას*ო ვიგრძენი მუცელზე, ბიჭმა ხელები თავსზემოთ გამიკავა და ყელში მწველი, სველი კოცნა დამიტოვა. მუცლის ქვემოთ ყრუდ მიფეთქავდა რაღაც, გამოღწევას ლამობდა. სველი კოცნებით მკერდამდე ჩავიდა, ნეტარებისგან თვალები მიმელულა, ძ*უძუს თავებზე ენით მომელამუნა, და ის იყო სიამოვნების ოხვრა დამცდა, მოულოდნელად რომ შემოვიდა ჩემში. მხარზე ვუკბინე. ამოიღრინა. ვიგრძენი, როგორ შევივსე. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ სექ*სისგან გამოწვეული სიამოვნების დიდებულება და კმაყოფილება, არამედ თითქოს ჩემში რაღაც ცარიელი ისევ ჩაკვდა, მაგრამ ამჯერად, ვიცოდი, რომ ჩემს დანაყრებული ხორცსა და სხეულს მალე შიმშილობა ისევ ელოდათ. იმ ღამით კომეტებმა ცა დააქციეს. ყოველი ახალი ბიძგი მზის ამოფრქვევას ჰგავდა, ყოველი ამბორი ახალ სამყაროს ბადებდა ჩემს სხეულზე და სადღაც შორს, კოსმოსის სიღრმეში. ყოველი დაცდენილი ამოკვნესა მეტეორების შეჯახების ტალღის ტოლფასი იყო. პლანეტებს ორბიტები აერიათ, ვარსკვლავები აფეთქდნენ; გალაქტიკები ერთმანეთს შეერწყნენ; სამყარო დიდებულმა ქაოსმა შთანთქა. ისევ და ისევ ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი და საშინელი მწუხარება მიპყრობდა- არ მინდოდა ის წასულიყო. ამედოსი ძალით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თუკი განშორება გვეწერა, ჩემი ნებით არასოდეს დავთმობდი. თბილ სხეულს მჭიდროდ შემოვხვიე მკლავები. Ჩემი საძინებელი ოთახი ნაზმა, მქრალმა მარჯნისფერმა ნისლმა, ვინ მოსთვლის, კიდევ მერამდენედ მოიცვა. თავი 6 „ძაღლი ყეფს-ქარავანი მიდის“ ბედისწერის არასდროს მჯეროდა, მაგრამ მწამდა იმის, რომ სამყაროში დამთხვევების გარკვეული კანონზომიერება არსებობს, რომელსაც ჩვენ, ადამიანები (თუ სხვა გონიერი არსებები) ძალაუნებურად განვსაზღვრავთ. მე და ამედოსმა ეს ჩვენეული კანონზომიერება უნებლიედ შევქმენით, მაგრამ იგი აპირებდა სამუდამოდ დაესრულებინა ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული პერიოდი. -შენ არ შეგიძლია, ასე უბრალოდ წახვიდე. -ვუთხარი მას. დივანზე ვიჯექით, ერთმანეთის პირისპირ. ცხელი ჩაით სავსე ფინჯნები გველაგა წინ. მან გაიღიმა. -მერამდენედ მეუბნები ამას, ვეღარც კი ვითვლი. -იმდენჯერ გაგიმეორებ, სანამ არ გადაიფიქრებ. -შენ კარგად იცი, რომ ეს თავიდანვე დაგეგმილი იყო. ნუ ცდილობ იმ გადაწყვეტილების შეცვლას, რაც თავადაც კი არ გეკუთვნის. -ნერვიულად შეუტოკდა წარბი.-ნიკა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიმძიმს შენი დატოვება, მაგრამ სამყაროში პირად ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. -მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, შენს თავს ათასჯერ ვარჩევდი სამყაროს, და არც ერთხელ ვინანებდი ამას. -მეც შენ გირჩევ. Შეიძლება ასე არ ჩანს, მაგრამ შენ გირჩევ. -იმაზე არ გიფიქრია, როგორ უნდა გავუმკლავდე უშენობას? -ვკითხე. -შენ ძლიერი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება, მარტივად გადამიტან, დარწმუნებული ვარ. თქვა მან. მაშინ ვერ მივხვდი მისი ამ სიტყვების მნიშვნელობას, მარამ შემდეგ, როცა გავარკვიე, უკვე მეტისმეტად გვიანი იყო. ავდექი, ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ შევრჩერდი. -ამედოს. შემომხედა. -ჩვენ ორნი დროსა და სივრცეში ავცდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზა მაინც მოვძებნეთ, არ შეიძლება ყველაფერი ასე მარტივად დასრულდეს. ბიჭმა თვალი ამარიდა. მზერა გაუშეშდა. დიდხანს იყო ასე, გაუნძრევლად, სანამ ვახშმისთვის არ დავუძახე. მთელი საღამო ხმა არ ამოუღია. ბევრს ფიქრობდა, ძალიან ბევრს. მხოლოდღა ძილის წინ, როცა ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიწექით, მითხრა: -დედამიწაზე გატარებული მთელი პერიოდი ბუტაფორა რომ არ აღმოჩნდა, შენი დამსახურებაა. მადლობა. მივხვდი, რომ განშორების დრო ახლოვდებოდა, შემეშინდა და კიდევ უფრო ძლიერად მოვხვიე მკლავები შიშველ სხეულზე. თავი მის კისერში ჩავრგე. არ მინდოდა მეტირა. *** წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ მასთან დისტანცია დამეცვა, დავშორებოდი და საკუთარი თავი ტკივილისთვის არ გამეწირა, ამედოსს უფრო მეტად ვეტმასნებოდი, ვეჯაჭვებოდი და ამაზე ვბრაზობდი. როცა ქუჩაში რომელიმე მაღალ, მუქმანტოიან სხეულს მას მივამსგავსებდი, გულისძგერა მიჩქარდებოდა. მისი ჩახუტების სურვილი იზრდებოდა და ერთი სული მქონდა, მენახა; მომესმინა მისი წყნარი, მელოდიური ბარიტონისთვის; მის გულზე თავი დამედო და სიმშვიდის ფრთის ქვეშ ტკბილად დამეძინა. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ადამიანებს აქვთ უნარი დაშორებას გაუმკლავდნენ, მაგრამ მაშინებდა ის მოსალოდნელი მარტოობის პერიოდი, როცა ღამეები ცრემლში თეთრად უნდა გამეტარებინა. არ ვიყავი ამისთვის მზად. *** ღრმად ამოვისუნთქე, როცა ამედოსი დაბრუნდა. ხელში ჯოხიანი კანფეტებით სავსე პარკი ეკავა. -ყველა ფორთოხლისაა. -გამომიწოდა. გამეღიმა, გამოვართვი და ერთი ამოვიღე. გავხსენი. ნარინჯისფერი სფერო ჩამავალი მზისკენ მივმართე. -როგორი ლამაზები არიან, არა? ბიჭი ჩემკენ გადმოიწია, კანფეტსა და მის უკანა ფონს დააკვირდა. დაფიქრდა. -ჩვენთან „მზის“ ჩასვლა წუთიერია. Შეხედავ, სფერო ჰორიზონტზე დგას, ცოტახანში კი ის უბრალოდ ქრება. ბედნიერები ხართ ადამიანები. კანფეტი პირში ჩავიდე. -კიდევ რა განასხვავებს ჩვენს პლანეტებს ერთმანეთისგან? -ჩვენ...ძალიან ცივები ვართ. იქ არავინ დაჯდება საათობით ბუნების სურათის საყურებლად. -შემომხედა თბილი ღიმილით. -მაგრამ შენ ახლა ჩემ გვერდით ხარ. -მომწონს იმის კეთება, რაც შენ გსიამოვნებს. როცა დავბრუნდები, ჩემ ირგვლივ მხოლოდ უემოციოობა დამხვდება, ვისურვებ, რომ გვერდით მეყოლო. -შეგეძლო წასვლა არ გეხსენებინა!-გავნაწყენდი. -მაპატიე-დახარა თავი. ისევ მზეს ვუყურებდით. ციოდა. თავში უცებ ერთმა აზრმა გამიელვა. -შენთან წამოვალ. -რა?-შემომხედა გაკვირვებით. -ამედოს, თან წამიყვანე! ბიჭს გაეცინა. სიმწრით. -შეუძლებელია-გააქნია თავი. -რატომ? შენ ხომ აქ ხარ, კარგად ხარ, მეც შემიძლია იქაურობას შევეგუო. -არ შეგიძლია ეს ასე დაუფიქრებლად გადაწყვიტო. -რატომ? სახლის დატოვებად მიღირხარ! -აღარ გაიმეორო!-გაწყრა-იქაურობას ვერ შეეგუები. შენ ადამიანი ხარ! გრძნობები გაქვს, ემოციები, იქ ვერ გაძლებ. -ამედოს... -იქ, იმ უგრძნობ ბრბოში შეუძლებელია შენი არსებობა. მათ შენი ყოველი ემოცია ეცოდინებათ, გრძნობების დამალვა მოგიწევს, საკუთარი თავის მოტყუებას დაიწყებ და საბოლოოდ მათსავით ცივ, უემოციო სუბიექტად ჩამოყალიბდები. ნიკა, დამიჯერე.-დაუთბა ბოლოს ხმა. -მირჩევნია იმად დაგიმახსოვრო, ვინც ახლა ხარ. ჩემზე შეყვარებულ ადამიანად, რომელმაც უანგაროდ მომიძღვნა თავისი ცხოვრების მცირე პერიოდი. -ლოყაზე მომეალერსა. -შენ იცი რა ტკივილის გადატანა მომიწევს როცა წახვალ? -არ გეტკინება, გპირდები. -რას გულისხმობ? -მენდე. -ასე რომ საუბრობ, მაშინებ.-გავწიე თავი მისი ხელისგან. -ჩვენ ორს შორის ერთადერთი ვინც უნდა დაიტანჯოს, ეს მე ვარ. არაფერი ვუპასუხე, აზრი მაინც არ ჰქონდა. -წუხელ „თოვლსა და ჩემს აღიარებას“ ვუსმენდი და დავფიქრდი, ერთადერთი ხარ, ვინც ამ უკიდეგანო სამყაროში გამიგო. -მარტოსულების ისევ მარტოსულებს თუ ესმით. ბიჭი სკამზე გაწვა, თავი კალთაში ჩამიდო და თვალები დახუჭა. მანტოს ქვეშ ხელი შევუცურე, ხელისგული გულზე დავადე. -რა ჩუმად გიცემს. თანაც ძალიან ნელა, წუთში ორმოცამდე ძლივს ადის. -შენი კი საშინლად ჩქარია. მეშინია უცებ არ ამოხტეს. -ჰა ჰა.-დავეჯღანე. -შემცივდა. სახლში მინდა, მინდა რომ გაგხადო და მთელი ტანი აგილოკო. ამედოსმა ხმამაღლა გადაიხარხარა. მერე წამოიწია, ყურთან სახე მომიტანა და ჩამჩურჩულა. -შენში ღ*მად შემოვალ, კე*რ*ტებს აგილოკავ-ჩემს არეულ სახეს დააკვირდა და განაგრძო.-ნელ-ნელა მოძრაობას დავიწყებ, ზემოდან მთელი ტანით დაგაწვები... -გეყოფა! უბრალოდ ადექი და წავიდეთ! აღ*ვი*გზენი!-გამოვცერი კბილებიდან. სიცილით წამოდგა. დიდხანს ვერ იშორებდა სახიდან ღიმილს ჩემი შემხედვარე. გზაში კითხვა დამებადა. -რაღაცნაირი კითხვა კია, მაგრამ მაინტერესებს, თქვენთანაც ასეთი დიდი ლტოლვა აქვთ სე*ქ*სისადმი თუ უბრალოდ აქ გაგეხსნა? -შთამომავლობის დატოვების ინსტიქტი ერთადერთია, რაც სამყაროს მაცხოვრებლებს აერთიანებთ. -თქვა ცოტაოდენი მოწყენით. -ეს ცუდია? -ცუდი ისაა რომ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება მხოლოდ მომავალს ეძღვნება. -ჩვენ შვილები არასოდეს გვეყოლება, ხომ? -მე მხოლოდ გარეგნობით ვგავარ ადამიანს, შინაგანი ბიოლოგიური აგებულებით რადიკალურად განვსხვავდებით. -ამჯერად უფრო დამწუხრებით მიპასუხა და ხელი ხელზე კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა. სვლა შევანელეთ. გვინდოდა ერთად ყოფნა გაგვეხანგრძლივებინა. *** -საქართველოში გადმოვდივარ. -მახარა რატიმ. ჩაის სმა შევწყვიტე. -სერიოზულად? -ოფისს აქ გავხსნი, შენც მოგიწვევ.-ჩამიკრა თვალი. -სასიხარულოა, გილოცავ.-უთხრა ამედოსმა. -ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე!-ხელი ჩავკიდე ძმას. არ ვიცი რამ უფრო გამაბედნიერა, რატი მშობლიურ ფესვებს რომ დაუბრუნდა თუ იმან, მძიმე დღეებში გვერდში მდგომი რომ მეყოლებოდა. -აქ დავრჩები და... თანაც თვალს მივადევნებ შენი და შენი მიჯნურის მომავალ ცხოვრებას.-მრავალმნიშვნელოვნად გადახედა კარაქიანი პურის ჭამით გართულ ამედოსს. -მე და ამედოსი მომავალზე არ ვსაუბრობთ. -რატომ? -ორივემ კარგად ვიცით რომ ის არ იარსებებს. -თვალებს უფლება არ მივეცი აწყლიანებულიყვნენ. რატი დაიბნა, ამედოსმა ჭამა შეწყვიტა. -არ ვიცი რა ხდება, და ეს ჩემი საქმეც არაა, მაგრამ თუ შემიძლია დაგეხმაროთ... -მადლობა, რატი, საკმარისია იმის ცოდნაც, რომ ნიკა მარტო არ იქნება. -თქვენი საუბარი არ მომწონს!-შეკრა წარბები. -უბრალოდ ჭამე!-ხელებში შევაჩეჩე ორცხობილა და ცხელი ჩაი მოვსვი. ამედოსს შევხედე. სკამს მიყრდნობოდა, ჩაფიქრებულს მზერა მაგიდისთვის მიეპყრო. როცა რატი წავიდა, მე და იგი კვლავ მაგიდასთან ვისხედით, გვერდიგვერდ. -რატის შენს გაუჩინარებას როგორ ავუხსნი? -საჭირო არაა რაიმე იცოდეს. Მთავარი ჩემთვის შენ ხარ. -ნუ მეუბნები ამას, როცა ჯოჯოხეთისთვის მწირავ!-სიტყვებში ზიზღი ჩავაქსოვე. -ნუ განსჯი ჩემს შენდამი სიყვარულს. ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სამყაროს იტევ ჩემს არსებაში. მე ასე მიყვარხარ, უნდა იცოცხლო, უნდა იცხოვრო თუნდაც ჩემ გარეშე. მირჩევნია უჩემოდ იყო ბედნიერი, ვიდრე ჩემთან უბედური. -მე თუ არა, საკუთარი თავი მაინც შეიბრალე. -შენ უფრო ღირებული ხარ. -ფუჭი... ფუჭი სიტყვები.-წამოვდექი, სუფრის ალაგება დავიწყე. -წასვლის თარიღი გადავწყვიტე. გავშეშდი. -არ მითხრა!-ცრემლები მომაწვა. Ჰაერი ძლივს ჩავისუნთქე. ბიჭი წამოდგა, წინ დამიდგა, წელზე ხელები შემიცურა და სხეულზე მიმიკრა. -ნიკა, რაც არ უნდა მოხდეს, ამ სამყაროში ყოველთვის შენთან ვიქნებით მე, ცის კაბადონზე მოციაგე შორეული ვარსკვლავები და ის მზეები, რომლებმაც ამოსვლა დაიგვიანეს.-მაკოცა. ხელები მოუთმენლად შემოვხვიე კისერზე და ამბორში ავყევი. თავი 7 „სიჩუმე დადგა, ისეთი დადგა, დამფრთხალი ირმის გულისფანცქალს იგრძნობდა კაცი“ თემურ ელიავა. 5 მარტს, დილის 5 საათზე, როცა სიცივისგან და სიბნელისგან გათოშილ, ნაცრისფერ თბილისს მზის პირველი სხივი შემოეპარა, ძილი საბოლოოდ გამიტყდა. მშვიდად მძინარე ამედოსს დავხედე. შემემჩნია, ზურგზე წოლა არ უყვარდა. ძირითადად გულდაღმა იწვა და უშფოთველ სუნთქვებს აყოლებდა ღამის საათებს. სახლიდან ჩუმად გავიპარე. ბოლო დროს ხშირად ვიქცეოდი ასე. დავდიოდი გარიჟრაჟის თბილისის ვიწრო ქუჩებში, კორპუსებსა და ხეებს შორის, რათა მარტო მყოფს უფრო რაციონალურად მეაზროვნა. ერთი კვირის წინ იმ ქალსაც გადავეყარე. არ ვიცი, მე მელოდა თუ შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ ქუჩაზე. ხელში დიდი, წითელი ჩანთა ეკავა. ისევ იგივე, ჭრელი კაბა ეცვა. ყელი გულსაკიდებით დაეხუნძლა, მაგრამ სამოსისგან შეუფერებელი მიმიკა აეკრა სახეზე-წარბები კუშტად შეეკრა და მიყურებდა. მივუახლოვდი. -ისევ შევხვდით. საპასუხოდ მას ტუჩის კუთხე აეწია. -შეგიძლია გამომყვე? -უცნობებს არ ვენდობი. ბოშამ გაოცებით შემომხედა. ხმამაღლა გადაიხარხარა, მე კი მის სიცილზე დავფრთხი. -ამბობ, არ ვენდობიო, და საძინებელში რომ ბიჭი გიწევს, რა, ასე ნაცნობია შენთვის? -თქვენ საიდან... -ნიკა, გაფრთხილებდი! ხომ გეუბნებოდი ჩაგითრევს მეთქი. -დამიქნია თითი. -ისევ იგივე... მოდით იცით რა, მთელი თვის მანძილზე ერთხელაც არ გამხსენებიხართ. -ძალიან ცუდი-აზიდა ტუჩები-არადა, ამ ტკივილისთვის როგორ მენანებოდი. -მაქცია ზურგი, წასვლა დააპირა. -იცით არა?-შეჩერდა. Მობრუნდა. -იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია. -მითხარით. -გამომყევი მაშინ. ვყოყმანობდი. -ცოტა დრო გაქვს ნიკა, სანამ ის გაიღვიძებს. მეტჯერ კაი ხანს ვეღარ შეგხვდები. გავყევი. დიდხანს არ გვივლია, ორიოდე ქუჩის დაშორებით ცარიელ კორპუსთან მიმიყვანა. ნანგრევები უფრო ეთქმოდა, ვიდრე მაღალი, საცხოვრებელი შენობა. ბლოკების ერთ-ერთ რიგთან შეჩერდა, კიბეები დავინახე. ქალი ამ კიბეებზე ჩავიდა, მეც ჩავყევი. სარდაფის იმიტაციას ჰგავდა. პატარა, რკინის დაჟანგული კარი გასაღებით გახსნა, შეაღო და მიწისქვეშა ოთახში აღმოვჩნდით. საშინელი მტვრის სუნი იდგა, რამდენჯერმე ჩავახველე კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ გამათბობელი ვერსად დავინახე, ოთახში საოცრად თბილოდა. ცენტრში მაგიდა გაეშალა, წითელი გადასაფარებლით და ორად ორი უზურგო სკამით. ერთ კუთხეში ლეიბების გროვა მიეწყო, მეორეგან მუყაოს ყუთები ელაგა ერთმანეთზე. სულაც არ ჰგავდა ნათელმხილველის ისეთ სახლს, მე რომ წარმომედგინა. -სკამზე დაჯექი. -შემაწყვეტინა თვალიერება. დავჯექი და თავადაც წინ დამიჯდა. არც ყავა შემომთავაზა, არც კარტი ან ტარო გაშალა. მხოლოდღა წყლის ბოთლი ამოიღო წითელი ჩანთიდან, ბოთლს თავსაფარი მოხსნა, წყალი მოსვა და ისევ უკან ჩააბრუნა. -შენი ხელისგული გამომიშალე. -მომიგო წყნარად და საქმიანად. ცოტა დაზაფრული ვიყავი, ლამის სულერთი გამხდარიყო ყველაფერი. ხელისგული გავუშალე. ქალმა ერთხელ დახედა, არც შემხებია, ბეჭებში გასწორდა და შემომხედა. -რას მეტყვი თქვენ ორის ურთიერთობაზე? -ხანდახან მგონია, მიჯაჭვული უფრო ვარ, ვიდრე მიყვარს. -გინდა გაიგო რომელია მართალი? -აზრი? ის მალე წავა. -გადავყლაპე ნერწყვი. -დარჩენის იმედი არც უნდა გქონდეს. საქმე სხვა რამეშია. -ვერ მივხვდი. მე მეშინოდა არა ორი განსხვავებული რასის წარმომადგენლის დაკაშირებისა-დაუწია ხმას და ჩემკენ მოიწია-არამედ მისი ძალებისა. მას შეუძლია მართოს შენი გონება. დავმუნჯდი. იცოდა. -მისი გონება შენსაზე გაცილებით განვითარებულია. შესაბამისად გონებრივი განსხვავება იწვევს რადიკალურ მიზიდულობას თქვენ ორს შორის. ერთი მინუსი ხარ, მეორე პლიუსი. აიტომაც ხართ ერთმანეთის სიახლოვეზე ასე დამოკიდებულნი. -გონების მართვაზე ლაპარაკობდით. -გავაწყვეტინე მოუთმენლად. -გულის დამშვიდება და ყურადღების გადატანა თუ გინდა, იფიქრე იმაზე, რომ მან დაგიმალა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. კი, ენდობი, მაგრამ ადამიანი ბოლომდე საკუთარ თავსაც ვერ ენდობა. -მითხარით, რა დაინახეთ ხელისგულზე? ქალი დამაკვირდა, დიდხანს მიყურა. -მას ჰგონია, რომ ასე დაგიცავს და ნაკლებად დაიტაჯები. კარგად ჯერ კიდევ ვერ სცნობს ადამიანურ ემოციებსა და განცდებს, არამიწიერია, თავისებურად უყვარხარ. -ხომ შეგიძლიათ უბრალოდ მითხრათ რა დაინახეთ?-ჩამიწყდა ხმა. გავბრაზდი, Ემოციები მომაწვა. რატომ მიმალავდა რაღაც მნიშვნელოვანს? -შენი წასვლის დროა. რომც გითხრა, მაინც ვერ შეცვლი, უფრო დაიტანჯები, ის შენზე ჯიუტია, თავისას გაიტანს. -თავი გააქნია, წამოდგა. მივბაძე. -მითხარით-ჩევეჭიდე მკლავზე. -წადი, ნიკა, ამედოსი მალე გაიღვიძებს!-ამჯერად თავად ჩამეჭიდა კიდურზე და გააზრებაც ვერ მოვასწარი, უკვე კარის ზღურბლს ვიყავი გადაცილებული. -ისევ შევხვდებით!-ჩამიკრა თვალი და კარი მოაჯახუნა. -ჯანდაბა!-ვიყვირე, კარზე ბრახუნი ავტეხე-კარი გააღეთ, გესმით ჩემი?! ხუთი წუთი მაინც ვუცადე, შემცივდა. საათს რომ დავხედე, უკვე შვიდი ხდებოდა. არ მინდოდა ამედოსს ჩემი არყოფნა შეემჩნია, ამიტომ იძულებული გავხდი ბოშასთვის ამჯერად თავი დამენებებინა და შინ დავბრუნებულიყავი. რამდენჯერ მივსულვარ ამ ერთი კვირის მანძილზე მის სახლთან, რამდენი ხანი ვუცადე, მაგრამ არ გამოჩნდა. ბოლოს შევეშვი. მისი სიტყვები კი ნამდვილად ჩარჩნენ ჩემს გონებაში. რამდენჯერ ამედოსს დავკვირვებივარ. რამდენჯერ მიფიქრია, შეეძლო კი მას ჩემთვის რაიმე ცუდი დაეშავებინა? რომ სდომოდა ამას აქამდეც ხომ იზავდა? გაურვევლობა... ისევ ეს საშინელი ქაოსი. *** ბოლო დროს ამედოსს ხშირად ეფანტებოდა გონება. ისიც კი ავიწყდებოდა, რისთვის შედიოდა ოთახში. მერე, ამ ყველაფრით დაღლილი გარეთ, აივანზე ჯდებოდა და ზამთრის ცივ საღამოებს უყურადებდა. სხვათაშორის, ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდა. -გაცივდები. -გავყავი თავი კარში. -თავად გაცივდები, დაწექი, მალე მოვალ. ის რომ ადამიანი ყოფილიყო, ალბათ ამ მომენტში სიგარეტსაც გააბოლებდა, მაგრამ მას ჭირის დღესავთ სძ*ულდა ნიკოტინი. *** -ისევ ვერ დალაგდი?-ვკითხე ერთ ღამეს, როცა შუაღამისას მხარი იცვალა საწოლში და გამეღვიძა. თავადაც ფხიზლად იყო, ამას იმით მივხვდი, რომ ოთახში აურის ცოტაოდენი სიმძიმე ვიგრძენი. -სამწუხაროა, რომ ჩემს ემოციებს ბოლომდე ვერასოდეს შეიგრძნობ. მე ხომ არ მაქვს განცდების ისეთივე გამოხატვის უნარი, როგორიც შენ. -უბრალოდ მითხარი-გავუცინე სიბნელეს. -არ ვიცი მათი სახელები. -ამოიხვნეშა უღონოდ. დავფიქრდი. მერე მისკენ მივიწიე. -ხელი ჩემკიდე-ჩემს ზურგს უკან მწოლარეს ხელი გავუწოდე. ჩამკიდა.-ახლა შენი ენერგიით შენი ემოცია გადმომეცი. -ნუ სულელობ.-ამართვა ხელი. -არა, ამედოს, მომეცი, მარტო იმიტომ კი არა, რომ საშინლად მაინტერესებს, უბრალოდ შენ გჭირდება, რომ მე ვიცოდე, მესმის შენი, დამიჯერე. ყოყმანის შემდეგ მართლაც ჩამკიდა ხელი კვლავ. მოვუჭირე. -მჭირდება, რათა გაგიგო. ცოტა ხანი ვიწექი ასე, სიბნელეში თვალგახელილი, სანამ ნაცნობი, ამავედროს საშინლაც უცხო, განსხვავებული და ტკივილიანი რაღაც არ შემოვიდა ჩემში. თითქოს მწველმა ძალამ ჩემი ხელისგულიდან მაჯამდე, იდაყვიდან მხარამდე და ბოლოს, გულიდან მთელ სხეულში არ გაიარა. სუნთქვა შემეკრა, და მივხვდი, რატომ არ იცნობდა ამ განცდებს ამედოსი. ეს იყო შიში, მაგრამ ყველაზე საზარელი-მომავლის შიში; რაღაცის წინასწარი სინანული; ღელვა; ფორიაქი... ბოშას ნათქვამი მომაგონდა. -შენ მე რაღაცას მიპირებ!-ამოვთქვი. და გამოვიცანი კიდეც. უნდა გადავტრიალებულიყავი, მაგრამ ნება არ მომცა, ბიჭი ახლოს სწრაფად მომიწვა, სხეულზე მჭიდროდ ამიკრა და თავისი სახის დანახვის უფლება არ მომცა. -გამიშვი ამედოს!-მის მკლავს დავეჯაჯგურე ჩემს წელზე. -დაიძინე! სანამ მისდამი წყენა და ბრაზი ბოლომდე მომიცვავდა, სიმშვიდე ვიგრძენი და გავითიშე. *** არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, გაღვიძებისთანავე ფეხზე წამოვხტი, ოთახი მოვათვალიერე. არსად იყო. სამზარეულო, საპირფარეშო, მისაღები და აივანიც შევამოწმე, ვერ ვიპოვე. მერე მეორე ოთახი გამახსენდა, სადაც ამედოსი დარჩა პირველ დღეებში და მისკენ გავიქეცი. არც აქ იყო. მისი მწვანე მანტოც არ იყო საკიდზე. ისღა დამრჩენოდა, დავლოდებოდი. შიში, რომ წავიდოდა, მოსვენებას არ მაძლევდა. ერთ ადგილზე წუთით ვერ ვრჩერდებოდი. საღამო ჟამი იყო სახლის კარი რომ შემოაღო. მისაღებში, დივანზე ჩამძინებოდა მის ლოდინში. -სად იყავი? -შევეგებე გულამოვარდნილი. -დღეს ჭამე რამე? -რა დროს ჭამაა, ამედოსს, მეგონა წახვედი! ბიჭმა ჩემი ცრემლები არ შეიმჩნია. -დღეს მზე იყო, სუფთა ჰაერზე უნდა ყოფილიყავი გასული, მე რატომ მელოდებოდი?-სამზარეულოში შევიდა. უკან გავყევი. კარადა შეამოწმა, მერე მაცივარი გააღო, იქიდან რაღაც შეკვრა გამოიღო, გახსნა და თეფშზე ჩირეული დაყარა. -ჭამე. -დადო სამზარეულოს მაგიდაზე, თავად ქურთუკი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა. -რას აკეთებ, შეგიძლია ამიხსნა? -ცოტა შეჭამე, ნიკა!-ბრაზობდა. როგორც წესი, ემოციების შეკავება მისთვის სუნთქვასავით მარტივი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, უცხოპლანეტელებსაც გააჩნიათ მოთმინების ლიმიტი. ლეღვის ჩირი ჩავკბიჩე და უგემურად დავიწყე ღეჭვა. -კმაყოფილი ხარ?-შევუბღვირე. მაშინღა გავაანალიზე, მომშიებოდა. -დანაყრდი!-იგივე ტონით მიპასუხა და ჩვენს საძინებელში შევიდა. გაბრაზებულმა თეფში მაგიდაზე დავაგდე. კარს გავხედე, რომელშიც წამების წინ ბიჭი გაუჩინარდა. -მისი საქციელები არ მომწონს. რაღაც ხდება.-დავასკვენი. საძინებელში შევიჭერი. ადგილზე გავშეშდი. გული კინაღამ ამომივარდა. საწოლის წინ კარზე ოდნავ მაღალი და განიერი, მარჯნისფერი კედელი დამხვდა აზიდული. -ეს... ეს...-შევხედე ბიჭს. ოთახის კუთხეში იდგა. მომიახლოვდა. -გითხარი, ჭამე მეთქი, ენერგია გჭირდება. -ამედოს?! -წასვლის დროა, ძვირფასო. -წელზე ხელები შემომხვია. -უნდა გაგეფრთხილებინე წინასწარ!- არ ველოდი, გულწრფელად. მზად არ ვიყავი. მზად ჯერ კიდევ არ ვიყავი. ტირილი მომინდა. უცებ გავიაზრე, რომ სამუდამოდ მტოვებდა ის, ვინც სიცარიელე შემივსო სულში. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენ ხანს ვიცნობდი ამედოსს, ან ვიცნობდი თუ არა საერთოდ, მთავარი ის იყო, რომ მე პირველად სიმშვიდე ვიგრძენი და ახლა ეს სიმშვიდე უჩინარდებოდა. მისი მკლავების მოცილებას ვცდილობდი. -ახლა ნუ იზამ ამას. -წუხელ მართლა დიდხანს ვიფიქრე ნიკა, რაც უფრო დიდი ხნით დავრჩები, მით მეტად რთული იქნება.-მაკოცა თავზე. -ჩემზე სულ არ ფიქრობ, მარტო რაღაც სულელური კონფლიქტები გადარდებს. - იმედგაცრუება. -არ გეტკინება, გპირდები. Ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ წავიდოდი. გახსოვს, გითხარი, ჩვენ შორის ვინც უნდა დაიტანჯოს, მე ვარ მეთქი. -რაებს ბოდავ?-გაოცებულმა შევხედე. მერე გონება გამინათდა. წუთით თავი ჩავქინდრე, მინდოდა ეს რეალობა არ ყოფილიყო. სინამდვილისგან გაქცევა მინდოდა. -არც კი გაბედო!-ხელი ვკარი ბიჭს და მისგან გავიწიე-არც კი გაბედო ამის გაკეთება!-ბრაზი, საშინელი ბრაზი დამეუფლა. ზურგი ვაქციე, რაღაც უნდა მეღონა. იფიქრე! იფიქრე! -წადი!-შევბრუნდი მისკენ.-უბრალოდ წადი. -ხომ იცი რომ ასე არ გამოვა. -შენ ნორმალური ხარ? მანიაკი ხარ? რა უფლება გაქვს ჩემს მოგონებებს შეეხო?-ყვირილით მივუახლოვდი გამძვინვარებული. -წადი და აქ დავასრულოთ, თითქოს ვერც კი მივხვდი შენს ჩანაფიქრს! -დაიტანჯები... -რა გგონია, რაღაცის დავიწყება არ შემშლის?-ვკარი მკე*რდზე ხელი და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, მაჯა სწრაფად გამიკავა. -გამიშვი...-ამოვიტირე-გთხოვ, არ ქნა...-მისგან გაწევა შეუძლებელი იყო. -მაპატიე ნიკა... -ტუჩის კუთხე სიმწრისგან აუთრთოლდა. ალბათ ჩემი ტირილით ისარგებლა: ცივი თითებით ცრემლები ღაწვებიდან რომ მომაშორა-უჩუმრად მომეალერსა. მერე ეს თითები ყელში შესრიალდნენ და მათი პატრონიც შესაშური სინელით დაიხარა ჩემკენ. ცალი ხელით წელით ვყავდი გაკავებული. ვერ გავექცეოდი. მისი მათრობელი სუნთქვა ბაგეზე მეფრქვეოდა და უკვე ვიცოდი რასაც აპირებდა, მზერა ტუჩებზე რომ დამასო. -ამედოს... -დამცდა ჩურჩულად-არ გინდა...-კანკალატანილი ხმა მისი დაკარგვისა და დავიწყების შიშით იყო მოცული. მაგრამ უცხოპლანეტელს გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული ჰქონდა. ჯიუტად მიმზერდა ტუჩებზე. მის მკერდზე მიბჯენილი ხელებით გაწევა ვცადე, ამაოდ. კლდესავით შემართულიყო ჩემ წინ. უცებ თვალებში ჩამხედა და გააზრება ვერ მოვასწარი მისი ბაგეები ტუჩებზე რომ მომეკრა. დაზაფრულმა თვალები ვერ დავხუჭე. ამოხეთქილი, ტკივილნარევი კვნესა მისმა ძლიერმა, გაშეშებულმა ცივმა ტუჩებმა ჩამიხშეს. მონუსხულივით მივჩერებოდი კამკამა, ღია ირისებს, რომლებსაც ჩემგან ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი მოგონებები დაუკითხავად მიჰქონდათ. გადმოღვრილი ცრემლები ვერ შევაკავე. როცა ამედოსიც ატირდა, მაშინღა დავინახე ჩვენი ყოფით მინიჭებული გამოუთქმელი მისი ტკივილი, რომელიც გულის სიღრმეში დაელუქა. დროის შეგრძნებადაკარგულმა ვიგრძენი, როგორ გაივსო ჩემი შინაგანი რაობა სიცივით. გაპობილი ბაგეებიდან მოპარულმა მოგონებებმა და ემოციებმა სუსხი შემოიტანეს ჩემში. თითქოს ჩემი მაცოცხლებელი მზე ქრებოდა, წყვდიადის უსაზღვრო ჰორიზონტზე სამუდამოდ ესვენებოდა. ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ გამითავისუფლა კისერი და წელი მარწუხებისგან. ფაქიზად მეამბორა, სანამ ტუჩებს მომაშორებდა. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. დაელოდა. მე კი ვიგრძენი, როგორ გავიდა ჩემი სხეულიდან ძალ-ღონე. მერე უცებ საოცრად მოვითენთე. მუხლებმა მიმტყუნეს, ფეხზე დგომის ძალა არ მეყო. ჩაკეცილი ამედოსმა დამიჭირა. ფრთხილად დამაწვინა სრულიად უძლური საწოლზე. მოკრებილი ენერგიით თავი მისკენ შევაბრუნე. თვალებზე ჩამოფარებული თმა ფრთხილად გადამიწია. -არ გინდა...-ამაო იყო ჩემი ჩურჩული, თვალები ამმღვრეოდა. იგი მხოლოდ მიღიმოდა და ამ ღიმილით მემშვიდობებოდა. - Din fɛfɛ bɛn ara na wowɔ Nika.-ნანასავით ჩამესმა მისი სიტყვები. -გპირდები, ოდესმე თუ გაგიხსენე, ვერავინ შეგიძულებს ამ სამყაროში ჩემზე მეტად. -მოდი, ნურასოდეს გამიხსენებ. -შემევედრა. შუბლზე მაკოცა და უკან დაიხია. როცა ამედოსი შებრუნდა, ჩემმა უმოქმედობამ ჭკუიდან შემშალა. იგი პორტალისკენ დაიძრა. უძლურებისგან, რომ არ შემეძლო წამომდგარიყავი, მივსულიყავი მასთან და გამეჩერებინა, სუნთქვაც კი მტკივნეული გახდა. მიყინული ვიყავი ერთ ადგილზე ისე, თითქოს უჩინარი ძალები მაკავებდნენ. -ამედოს! -ერთი ნაბიჯი აშორებდა უცხო სამყაროსკენ, რომ მოტრიალდა-რა მითხარი? უცხო სამყაროს "კარიბჭის" უხილავი სივრციდან გამოტყორცნილი მქრალი მარჯნისფერი, ბაცი ნათება მის სხეულს სალტებად ეხვეოდა და თავისკენ იზიდავდა. უცხოპლანეტელმა უსაშველოდ სევდიანი ღიმილით გამიღიმა. -რა ლამაზი სახელი გაქვს, ნიკა.-არ დამტოვა გაურკვევლობაში. მერე სახე მოეღრუბლა, მზერა ამარიდა და შებრუნდა. თვალებში ნისლი ჩამიდგა. მხოლოდ ის დავინახე, სილუეტმა როგორ შეაბიჯა საბოლოოდ გაღმა პლანეტაზე. მისი სხეული ჩემთვის უკვე საძულველმა მარჯნისფერმა შთანთქა. და პორტალიც, ერთ წამში, თითქოს სიზმარი ყოფილიყოს, ჩემი ოთახის სევდისფერ სივრცეში არარსებობას მიეცა. -ამედოს...- უმისოდ ამაოების გამოძახილად იქცა მისი სახელი და უცებ კანკალმა ამიტანა. მარტოობის შფოთვა მთელ სხეულში გაბატონდა. ენერგიაგამოცლილს ყოფის ბოლომდე გააზრება მიჭირდა. უღონოს წამოდგომა არ შემეძლო. უნებურად მოპარულმა ძილმა გული ამიჩქარა. არ მინდოდა დაძინება. თვალებიდან ხელახლა გამოპარულმა ცრემლებმა განვლილი გზა დამიშანთეს. ვიცოდი თუ გავიღვიძებდი, იგი უკვე დავიწყებული მეყოლებოდა. არც ეს მინდოდა. -რა ლამაზი სახელი მაქვს, ამედოს... -ამოვიჩურჩულე უღონოდ. თვალები უკვე ნისლს დაებურა; გაღიმება ვცადე-არც ეს გამომივიდა. *** სომბრეროს გალაქტიკა-სპირალური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედში. მდებარეობს დედამიწიდან ოცდარვა მილიონი სინათლის წლის მანძილზე. სომბრერო გვერდხედითაა ჩვენკენ მობრუნებული და გარე დისკოს თხელი კიდეებისა და ელვარე ცენტრალური ბალჯის დანახვაა შესაძლებელი. მისთვის დამახასიათებელია კაშკაშა სინათლე. ძლიერი რენტგენული გამოსხივება გამოწვეულია გალაქტიკის ცენტრში მილიარდი მზის მასის შავი ხვრელის არსებობით. *** -ვინ ხარ? -ყველა და არავინ. *** „უცბად რომ გაქრე, ნეტავ თუ არის ისეთი ვინმე ვინც საკუთარ გულში დაგძებნის“ ლაშა მარგიანი. თავი 8 ჭერი ნაცრისფერი, ჭაღი იისფერი, კედლები თეთრი, ფერადი კოპლებით. ერთი ფანჯარა, რომელიდანაც გრძელი, მუქი ყავისფერი ფარდა სხივებს პატარა ოთახში შემოსვლას უკრძალავს. ეს ჩემი ოთახია. ოთახში სიცივე და სიცარიელე ერთდროულად არის გამეფებული. თავი საშინად მტკივა და რასაც ვახერხებ, ერთადერთი, გვერდზე გადაბრუნებაა. აღმოჩნდა რომ საწოლზე ვწევარ. და რატომ? იყო კითხვა და... არ იყო პასუხი. ჩემი გონება დუმდა. სუნთქვა მიჭირდა. შეძლებისდაგვარად წამოვიწიე. გამოსაფხიზლებლად თვალები მოვისრისე და დავიწყე ჩემი ყოფის გამამართლებელი ვარაუდების ჩამოთვლა. ვერ დავთვრებოდი, მაშინ ჩემი ოთახი საშინლად არეული უნდა ყოფილიყო. ტანსაცმელიც მეცვა. არც კი მახსოვდა როდის ჩავიცვი კრემისფერი ზედა და ლურჯი საღამური. ბუნდოვნად მახსოვდა მხოლოდ ის რომ, ვიღაც თავგატეხილ, ოქროსკბილიან კაცს გავურბოდი, შემდეგ ყინულზე ფეხი ამისრიალდა, დავეცი, მაგრამ მერე რა მოხდა? მერე? არ ვიცოდი. ფეხზე ვაი ვაგლახით წამოვდექი. ხერხემალში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. როცა ოთახის კარებთან მივედი, რაღაცის მძაფრმა მოლოდინმა შემიპყრო. დეჟა-ვუ დამეუფლა, მეგონა, როცა კარს გავაღებდი, გარეთ ვიღაც დამხვდებოდა. მაგრამ შევცდი, სახლში არავინ იყო ჩემ გარდა. მისაღებში გავედი, გული დავიმშვიდე. მერე სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩახედვისას გულმა რეჩხი მიყო. თვალები დასიებული, ჩაწითლებული მქონდა ტირილისგან. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, რა ჯანდაბა დამემართა? თითქოს სიცივე გამეფებულიყო ჩემში. და ვიგრძენი რომ არ ვიყავი ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი. არც იქ ვიყავი, სადაც საჭირო იყო. რაღაც მაკლდა... არ ვიცოდი რატომ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, ან რატომ ვერ ვიხსენებდი წაქცევის შემდეგ მომხდარს, ერთადერთი რაც ვიცოდი, კედელზე დაკიდებული საათიდან, ცხრა ხდებოდა და ათზე მე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი სამსახურში. ინსტიქტურად ვმოქმედებდი: წყალი სწრაფად გადავივლე, პირსახოცშემოხვეულს, როცა ოთახში დავბრუნდი, თვალი ფარდაჩამოფარებულ ფანჯარაზე გამიშტერდა. ეჭვი მღრნიდა, რაღაც რიგზე ვერ იყო. ფარდა გადავწიე. მზის თბილმა სხივებმა ოთახი გაანათეს. წამიერად თვალებში სიბნელე ჩამიდგა. მერე ფანჯრიდან გადავიხედე. ცივმა ოფლმა დამასხა. ხელები ამიკანკალდა. ახლაღა გავაანალიზე შეგრძნება, თითქოს დიდხნიანი ძილიდან გამოვიღვიძე. ჩემი ოთახის ხედში უშნო, ცივი პეიზაჟის მაგივრად თბილი ცა შემომხვდა. საახალწლო განათებებიც არსად იწონებდნ თავს. ფანჯარა გამოვაღე. ცივი ჰაერი, რომელიც შემომეგება, არ გავდა ზამთრის სუსხს. ტელეფონი მოვძებნე, თარიღს დავხედე. ორი ათას ჩვიდმეტი წლის ოცდასამი მარტი იდგა. იქვე, მაგიდასთან ჩავიკეცე. მარტი. იანვარი... მარტი. იანვარი... მარტი. გაურკვლობამ ამაკანკალა. რა ჯანდაბა მოხდა?! რატი... რატი! ტელეფონში ჩემი ძმის ნომრის მოსაძებნად შევედი. ჩამონათვალში უამრავი შემოსული და გასული ზარი დამხვდა. ოცდაორი მარტი... ოცდაერთი მარტი... ოცი... ცხრამეტი თვრამეტი... ჯანდაბა! Მთელი გასული თვეების! სანამ შევიშლებოდი, რატისთან დავრეკე. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მიპასუხა! -ალო... -მიშველე, რატი! -კარგად ხარ? Რა გაყვირებს? -არაფერი მახსოვს. გავგიჟდები... -თმა მოვიქაჩე, ტკივილმა არ გამომაფხიზლა-მისმინე, შენ სად ხარ? საზღვარგარეთ არ ხარ ხომ? მითხარი რომ ასეა... -საყვარელო, რა მოგივიდა, დაწყნარდი, მალე შენთან ვარ. -ყველაფერი დამავიწყდა... -თავი ხელში აიყვანე. არ იტირო! გასაგებია? არ იტირო! საღ გონებაზე დარჩი! ტელეფონის მეორე მხრიდან ხმაური ისმოდა. მერე ზარიც გაწყდა. მეგონა დავიძინე და სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი უბრალოდ. აბა კოსმოსის გარდა რა ხელი უნდა გარეულიყო ამ დიდ ქაოსში, რომელმაც სუნთქვა შემიკრა და ნელ-ნელა ჩემს განადგურებას იწყებდა. წარმოიდგინეთ, უბრალოდ გაიღვიძეთ, თან სავადმყოფოს პალატაში კი არა, ამ კეთილნატ**ირებ სახლში, საკუთარ საძინებელში... გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ რომ მთელი სამი თვე! სამი დაწყევლილი თვე გამოგრჩათ თქვენი ცხოვრებისა. ცივ იატაკზე დავწექი. უემოციო მზერა ჭერს გავუსწორე. ვეღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ მაშინ შევკრთი, როცა კარის საკეტი გაჩხაკუნდა, სახლში რატი შემოვარდა. იერშეცვლილი მეჩვენა, და კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი სამყაროს ჩემდამი გაუცხოვება. -რა ჯანდაბა დაგემართა?-მომიახლოვდა. გაოფლიანებულიყო, ალბათ ერბინა. -საწოლზე გავიღვიძე, ისე, თითქოს ერთი ჩვეულებრივი, რუტინული დღე იყო, სანამ არ აღმოვაჩინე რომ მარტია. რატი, გესმის? მართლა გაზაფხულია? გაოცებული ბიჭი ჩემ წინ დაჯდა. -მე ხომ მცნობ? Ჩემს შესახებ რამე გახსოვს. ნიკა, წარსულიდან... -ყველაფერი მახსოვს რატი. ვიცი ვინ ხარ, ვიცი მე ვინ ვარ, მაგრამ არ მახსოვს სამი თვე-ყელში ცრემლების გორგალი გამეჩ*ხირა.-მახსოვს რომ იანვარი იყო, სამსახურიდან გამოვიქეცი, ვიღაც მომდევდა და ყინულზე ავსრიალდი... მეტი არაფერი მახსოვს. -ამოისუნთქე! -რა ხდება ჩემს თავს?-მოკანკალე ხელებით ბიჭს მკლავზე მოვეჭიდე. მთელი სხეულით ვთრთოდი. -არაუშავს საყვარელო...ყველაფერი რიგზეა, ნიკა, დაწყნარდი, გთხოვ.-ჩამეხუტა. მაგრამ ნამდვილად არაფერი იყო რიგზე, ყველაზე მნიშვნელოვანი-საკუთარი თავი დამეკარგა. სანამ ჩემი ძმის მკლავებში ცრემლად ვიღვრებოდი, ბიჭი ძლიერად მხვევდა ხელებს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. სიცარიელის საშინელი შეგრძნება თავბრუს მახვევდა. -ამედოსი სადაა? -მკითხა როცა ცოტა დავწყნარდი. -ეგ ვინ ჯანდაბაა? -სერიოზულად, ნიკა? -არ ვიცნობ არავის მსგავსი სახელით. -კი მაგრამ თქვენ ხომ... თქვენ ერთად არ იყავით? -რატი, ნუ მაშინებ რა-ხელახლა დავბრიცე ტუჩები. -შენ მაშინებ! მისმინე, თავი ხომ არ დაარტყი რამეს, ალბათ გონება დაკარგე, შეიძლება ტვინის შერყევა გქონდეს-ჩემს თმაში ქექვას მოჰყვა, კოპი რომ ეპოვა. -გამიშვი, კარგად ვარ! -საავადმყოფოში უნდა წამოხვიდე. ადექი. ფეხზე ჩაიცვი. -ნერვიულად მოისრისა შუბლი და ფეხზე წამოდგა. ტელეფონი ამოიღო. -ვის ურეკავ? -ამედოსს! საკუთარი შეყვარებული ასე ჰაერზე როგორ უნდა დაგავიწყდეთ ადამიანებო? მე კი სანამ საბოლოოდ შევიშლებოდი, კარადა გამოვაღე ფეხსაცმელების მოლოდინში. კიდევ კარგი ისინი მაინც იყვნენ თავიანთ ადგილზე! 2017 წელი. მაისი. ფსიქოლოგთან ვიზიტებმა ცოტა დამამშვიდა აფორიაქებული. შევძელი ცხოვრების რიტმს ისე ავყოლოდი, რომ ტრაგედიას დავიწყებული წარსულისა, დიდი ზეგავლენა აღარ მოეხდინა ჩემზე. შევძელი და სახლიდან გამოვედი. საკუთარი თავის ძიებამ აგონიასა და დეპრესიაში ჩამაგდო-ეს ვერაფრით გადავლახე. ერთადერთი, რასაც შეეძლო ჩემი სრული გაფრენა და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, სახლში აღმოჩენილი ახალი ნივთები იყო: ერთი პოლარიოდის ფოტო, სადაც მე და ვიღაც ბიჭი ხელიხელგადახვეულები კამერას ვუღიმით(საინტერესო ისაა, რომ ბიჭის სხეული სრულიად გადღაბნილია, ალბათ გადაღების მომენტში რაიმე მოძრაობა გააკეთა) სახლში ასევე ვიპოვე ჩემთვის ერთი ზომით დიდი მწვანე მანტო და უბრალო, თხელი, წითელი, მკლავებიანი მაისური. კიდევ ის ფაქტი მხიდად ცუდად, რომ სახლში ყოველ კუთხე კუნჭულს რაღაც სიგრილის არომატი დასდევდა. ზაფხულში, საღამო ჟამს მობერილ ნიავს რომ მოაქვს ხოლმე. ამის გამო ვანიავებდი და ვანიავებდი სახლს, რა აღარ გამოვიყენე, სუნამო, აეროზოლი, მაგრამ ამაოდ. სურნელი არ გადიოდა. ზოგჯერ კი ღამღამობით ტირილის დროს ისე მძაფრად ვგრძნობდი, სიგიჟის პირას მივდიოდი. 2017 წელი. აგვისტო. რატიმ თავის სამსახურში დამასაქმა. ახლა ერთმანეთთან იმაზე ახლოს ვიყავით, როგორც არასდროს. ვინმე მჭირდებოდა გვერდში, ვინც მაიძულებდა საკუთარი თავიც არ დამევიწყა. სუბარი ავუკრძალე ამედოსსზე. მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ჩემთვის უცნობ ადამიანზე უცნობი ისტორიები უნდა მოეყოლა. რატი ცალკე ნერვიულობდა, ამედოსს ვერსად პოულობდა, პოლიციაც კი ჩართო, მაგრამ ამაოდ. ერთ მხრივ, ვისურვებდი ის უცნობი ბიჭი მართლაც ეპოვა, იქნებ მისი დანახვა დამხმარებოდა წარსულის გახსენებაში, მაგრამ ჩემს მეორე მხარეს მისი გამოჩენის და ძლივს მოპოვებული მცირედი სიმშვიდის გაქრობისაც ეშინოდა. ფსიქოლოგთან მანამ დავდიოდი სეანსებზე, სანამ დავიწყებული დღეების გამო პანიკა არ მოვიშალე. თორემ სხვა მხრივ საშინლად დამღლელი იყო ორი საათი უცნობთან იმის მოყოლა, თუ როგორი ცარიელი ვიყავი. ის მაინც არ მშველოდა ამ სიცარიელის ამოვსებაში. 2017 წელი. სექტემბერი.Რ როცა გჯერა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაგავიწყდა და ვერ იხსენებ, უსუსურობა გიპყრობს. საკუთარ თავს ეჭიდები, ცდილობ გაიხსენო, გაიხსენო და დაისვენო ფორიაქისგან. საოცარი რამაა ქვეცნობიერი, ჩვენია, მაგრამ არ გვემორჩილება; ჩვენია, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას მარტოდმარტო განაგებს. ალბათ მან უკეთ იცის, თუ რაა ჩვენთვის სასარგებლო; ალბათ მეც მატკენდა დავიწყებული, სწორედ ამიტომაც ვერ ვისხენებდი მას. თითქმის ყოველი მეორე ღამე კოშმარად მქცეოდა. მთელი ეს დრო, როცა საკუთარი თავის ხელში აყვანას ვსწავლობდი, მხოლოდ ერთ სიზმარს შეეძლო მთელი ჩემი შრომა წყლისთვის გაეტანებინა. ვიღაცასთან ჩახუტების სცენას საკუთარი სიკვდილი ცვლიდა. საკუთარ საწოლზე უმოძრაოდ მწოლს სუნთქვაც კი არ შემეძლო. ვერც ვერც ახალ ადამიანებთან ურთიერთობამ მიშველა. მერჩივნა ისევ მარტო ვყოფილიყავი, საათობით მეცქირა პოლაროიდის ფოტოსა ან კარადაში ჩემოკიდებული სამოსისთვის; მეფიქრა არაფერზე, მეკეთებინა არაფერი და ბოლოს ბევრი, ძალიან ბევრი მეტირა. მერე რატისთვის დამერეკა, ან არა და საძილე აბები მიმეღო. დამეძინა იმის იმედით, რომ გაღვიძებულს თავში ყველაფერი წესრიგში მექნებოდა. ოცნება ოცნებად რჩებოდა. *** ყველაფერი საწყის წერტილს მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ დაუბრუნდა. მორიგი რუტინული დღისთვის ელფერის მისაცემად რატიმ სამსახურის შესვენებასე კაფე-ბარში ძალით ჩამიყვანა. ვერ დავნაყრდი, თავს უცნაურად ვგრძნობდი. ვღელავდი, მაგრამ არ ვიცი რატომ. დიდი ფანჯრების დახმარებით ურცხვად იჭრებოდნენ მზის ბრჭყვიალა სხივები შენობაში. მზერა ცისკენ მივმართე და სინათლემ თვალი მომჭრა კიდეც. თავი დაბლა ჩამოვწიე, სანამ დახუჭული თვალებიდან ბნელის განკაფვას ველოდებოდი. დამშვიდებას ვცდილობდი. მერე გავახილე და... დავინახე ის. თავიდან მოჩვენებას ჰგავდა. მუქ წითელ კაბას ნიავი ნაზად ურხევდა. სიცხის მიუხედავად თავზე ჭრელი, თვლებით მორთული თავსაფარი წაეკრა. იდგა გზის მეორე მხრეს მხრებში მოხრილი და მე მიყურებდა. პირდაპირ თვალებში. მეცნო. Საშინლად მეცნო. შუბლი შევკარი, მან-გამიღიმა. გონებაში ბუნდოვანმა კადრებმა გამიელვეს. ვიღაცის მაღალი სხეული... ვინ არის? ღიმილი... ბუნდოვანი პროფილი... თავბრუ დამეხვა! სწორედ ამ დროს, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, ქალმა გამიღიმა, ხელი დამიქნია, მერე ავტობუსმა ჩამოიარა ჩემსა და მას შორის. Ტრანსპორტის გავლასთან ერთად ბოშას სხეულიც უკვალოდ გაუჩინარდა. გონებაში თვალებმა გამიელვეს. მოცისფრო-მონაცრისფრო, მშრალი ირისები. -ჯანდაბა!-შეშინებული წამოვხტი ფეხზე. -მშვიდობა გაქვს?-ამომხედა გაოცებულმა რატიმ. -უნდა წავიდე!-ჩანთას ხელი დავავლე და უკანმოუხედავად გავარდი შენობიდან. ზებრა გადასასვლელი გადავკვეთე, გადავედი ტროტუარზე, სადაც წეღან ქალი იდგა, თუმცა ვერ ვიპოვე. არსად იყო. ვკანკალებდი, მთელი სხეული მითრთოდა. გული ყელში მომბჯენოდა ნერვიულობისგან. მისი ნახვის სურვილი მგუდავდა. -სად წახვედი?-გული მიგრძნობდა, ის ქალი ჩემი სიმშვიდის გასაღები იყო. -მოდი რა!-ამოვიტირე. ცრემლები მოვიწმინდე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ტროტუარს გავუყევი. უკან ვერ დავბრუნდებოდი, მუშაობისგასაგრძელებლად ზედმეტად დათრგუნული ვიყავი. შემოდგომამ მაინც თავისი ქნა-შემცივდა. თხელი ჟაკეტი მჭიდროდ მოვიხვიე სხეულზე. პარკისკენ შევუხვიე. მინდოდა რომელიმე განმარტოებულ სკამზე ჩამოვმჯდარიყავი და ამ მოულოდნელი შეტევისგან დამესვენა. ხის გვერდით დავჯექი, ფეხები სკამზე დავალაგე, ხეს ზურგით მივეყრდენი. ჩანთიდან ის ფოტო ამოვიღე. დიდხანს ვუყურებდი. მერე ხეს თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ჩამთვლიმა. როცა გამოვფხიზლდი, ბინდდებოდა. ჩემ წინ გვერდხედით მჯდარმა ქალმა შემაკრთო. ის ბოშა იყო. -თქვენ! თქვენ ხართ?-მისკენ მივიწიე, ჩემკენ შემოვაბრუნე რომ კარგად დამენახა. ქალს დაღარული სახე და გიშერივით შავი თმა ჰქონდა. მისმა სანდომიანმა ღიმილმა დამამშვიდა. -მე ოდესღაც გაგაფრთხილე, ის გულს გატკენს მეთქი. შუბლი შევკარი, მერე უცებ ფოტოზე გადღაბნილი სხეული გამახსენდა. -ფოტო...-მეგონა დავკარგე და შემეშინდა. თურმე ქალს ეჭირა ხელებში, უხეშად გამოვტაცე. -ვინ ხართ? -ლამაზო, თავს როგორ გრძნობ? -რას გულისხმობთ?-გამეცინა. -ვხედავ, რომ დაკარგული ხარ. სახეზე გაწერია, რაღაცაზე ღელავ. -და თქვენ რა?-მისგან გავიწიე, ისევ ხეს მივეყრდენი. -ჩათვალე, როგორც ქალი ქალს, შენს დახმარებას ვცდილობ. -ვერ მივხვდი. -ნიკა, გაუკვევლობა უფრო მოგსპობს, ვიდრე რეალობისგან გამოწვეული ტკივილი. იმ სულელმა ეს არ იცოდა.-მიმანიშნა ფოტოზე. ფეხზე წამოდგა. -ვისზე საუბრობთ? ამ ადამიანს იცნობთ? ამედოსი ჰქვია, არა? ქალი ხელზე შემეხო. თბილი ხელი ქონდა. -დარწმუნებული ხარ რომ იგი ადამიანია? -რას გულისხმობთ? -სიტყვებს ნუ უღრმავდები, მეტაფორებს მოეშვი, პირდაპირი მნიშვნელობთ გაიგე.-ღიმილით დაამატა და გამეცალა. -მოიცადეთ!-კიდევ ბევრი კითხვა მქონდა, ასე მარტივად ვერ გავუშვებდი. ფეხზე წამოვხტი, ბოშას უნდა დავწეოდი, მაგრამ თავის ძლიერმა ტკივილმა შემაჩერა, თვალებში დამიბნელდა. ხეს მივეყრდენი. როცა მზერა გადამეწმინდა, ქალი აღარსად იყო. სამაგიეროდ, ჩემი მოგონებები იყვნენ ჩემთან. ღია თვალები გამახსენდნენ. გამახსენდა, რომ თუ დიდხანს ვუყურებდი, ვარსკვლავებს აღმოვაჩენდი ხოლმე მათში. გამახსენდა მისი ძლიერი მტევანი, ჩემს წელზე შემოჭდობილი. მისი სურნელი... ზაფხულის საღამოს ნიავისებრი და მზერა... -ამედოსს...-დამცდა ჩურჩულად. იმავე წამს ყელში მოწოლილ ცრემლების გორგალს ვეღარ მოვერიე და ცხარე ცრემლებით ავტირდი. ტკივილმა მოიცვა მუცელი, გული, მკლავები. ძალა აღარ შემრჩენოდა ფეხზე დგომისა-ჩავიკეცე. უჰაერობამ შემახსენა თავი და როცა წამით რეალობას დავუბრუნდი, ვიგრძენი, როგორ შემომეხვია უხილავი სიცივე მკლავებზე, უჩვეულო მარტოობა ისე მძაფრად აღვიქვი, როგორც არასდროს. მეტკინა, გული ძალიან მეტკინა. -ამედოს... თურმე... აი თურმე რა ხდებოდა...მენატრები...-ჩემი სიტყვები ნიავმა გაიყოლა თან-მენატრები... ძალიან... “-ნიკა, რაც არ უნდა მოხდეს, ამ სამყაროში ყოველთვის შენთან ვიქნებით მე, ცის კაბადონზე მოციაგე შორეული ვარსკვლავები და ის მზეები, რომლებმაც ამოსვლა დაიგვიანეს.” -მაგრამ ახლა ხომ ჩემს სამყაროში არ ხარ... არც ჩემთან ხარ. მაღლა ავიხედე. ცას თითქოს ჩემი ვერნათქვამი სურვილი გაეგო, ღრუბლები გადაეყარა და თავის სარკეში ირეკლავდა სამყაროთა უკიდეგანობას. ბრილიანტებად დაყრილი ვარსვლავები თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდნენ. ან იქნებ მე მეგონა ასე? ციმციმებდნენ და თავიანთ ჯერარგაუმხელ საიდუმლოებებს მიზიარებდნენ. -სად ხარ, ამედოს? -ჯერარგანუცდელ სევდას მოეცვა მთელი ჩემი სხეული. -მენატრები. ხელში მოქცეულ პოლაროიდის ფოტოს კვლავ დავხედე. ბიჭის გადღაბნილი სახე ჩემმა მოგონებებმა გაასწორეს და რამდენიმე წამით ცხადად აღვიქვი სანატრელი. კანკალმა ამიტანა. ვინ იცის, Როგორ მინდოდა მისი ჩახუტება, მისი სითბოს შეგრძნება ჩემს მკლავებზე, მისი ამბორი ჩემს ღაწვებზე... მისი ღიმილი და აურა, რომელიც მუდამ დაცულობის შეგრძნებას მგვრიდა. და როცა უმისობით გამოწვეულ საშინელ შეგრძნებებს ვეგებებოდი, მოულოდნელად ბრაზი დამეუფლა. სიმწრის სიცილი წამსკდა, ხეს მხარით მივეყრდენი. ფოტოს კიდევ ერთხელ დავხედე. -როგორ შეგეძლო ჩემი დატოვება!? რა უფლებით შეეხე ჩემს მოგონებებს?!-ფოტო ხელში მოვჭმუჭნე. მეგონა, ასე უფრო მარტივი იყო ყოფის ატანა. შევცდი. თუმცა მისი დაშვებული შეცდომის გამო უმისობა რამენაირად უნდა გადამეტენა. -დარწმუნებული ხარ?-მეფისტოფელი იყო. -ნაბი*ვრების გამო ცხოვრებას არ გავინადგურებ. -ზედმეტად ხომ არ ბრაზობ?” -შემეშვი! თავს ვინუგეშებდი. არ მინდოდა საკუთარი თავი აგონიაში გამომეჭირა. სუნთქვა მიჭირდა. და მაინც, რატომ ღირს სევდა რაღაც ძალიან ძვირფასის დაკარგვის გამო? -შენ... არ გყვარებივარ, ამედოს. ვინც უყვართ, მათ სიცარიელისთვის არ იმეტებენ. თავი ხელებში ჩავრგე და Ხელახლა ავტირდი. ოღონდ ამჯერად დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტიროდი. ეპილოგი „იმ ღამეებში, რომლებიც მე უშენოდ გავატარე, ნეტა შენ უჩემობას თუ გრძნობდი“ ლაშა მარგიანი როცა კარის საკეტი გაჩხაკუნდა, მაშინღა ვინებე თვალების გახელა და დივანზე წამოჯდომა. მისაღებში რატი შემოვიდა. -ისევ დეპრესია?-უკმაყოფილოდ დაიწუწუნა და სამზარეულოს მაგიდაზე პარკები დაალაგა. -კიდევ კარგი შაბათია... სამსახურში სულ იმაზე აქვთ პრეტენზია, უფროსი საკუთარ დას ხშირად აძლევს დასვენების დღეებსო... ეს ჯანდაბას, კიდევ კარგი გყავარ, ჩიტივით როდემდე უნდა იკენკებოდე? -გამახსენდა, რატი. ბიჭმა კარადების თვალიერებას თავი ანება და შემომიბრუნდა. -გაიმეორე...-მომიახლოვდა. -გამახსენდა-კიდევ უფრო ხმამაღლა წარმოვთქვი. ჩემი ძმა უსიტყვოდ მომიჯდა გვერდით და ძლიერად ჩამეხუტა. წუთით ასე დავყავით. -ნიკა... რა მოხდა მაშინ? -მითხრა სადაც მიდიოდა-ობოლი ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე-დამშორდა. -მე ის უფრო მაფიქრებს, რატომ დაგავიწყდა. -თავი დავარტყი, მახსოვს... -ნიკა, ექიმმა თქვა დარტყმის კვალი არ აქვსო!-შემომიბღვირა. დამნაშავესავით ჩავხარე თავი. -ამაშიც მისი ხელი ურევია? -ნეტავ საერთოდ არ გამხსენებოდა...-ხმა გამიწყდა. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, რომ არ მეტირა. -თავს ნუ იკავებ, იტირე. -მეყოფა რაც მის გამო ცრემლი ვღვარე!-გაბრაზებულმა რატიზე ვიყარე ჯავრი. მუშტი ძლიერად დავარტყი მკლავზე. -მეტკინა! -ბოდიში!-მივიკუნტე დივნის კუთხეში. რატი ჩემს გვერდით მოკალათდა კომფორტულად. დივნის საზურგეზე თავი დადო და შემომხედა. -გენატრება. ეს კითხვა არ იყო. იმ მომენტში მეგონა ჩემმა ძმამ ჩემს გულში შემოიხედა. საპასუხოდ ღრმად ამოვისუნთქე. -ახლა ფიქრობ, ეს რამდენხანს გაგრძელდებაო, არა? ასეთს როცა გიყურებ, მინდა ის ბიჭი დავიჭირო და სადმე მაგრად მივჟეჟო! -ვერ მოერევი.-ჩამეცინა სევდიანად. -მნიშვნელობა არ აქვს. Საერთოდ, რა ჯანდაბაზე ფიქრობდა? -ზოგადად, ადამიანი სხვას იმიტომ შორდება ხოლმე, რომ ბეზრდება. ამედოს კი არ ვყოფნიდი. არც მე მყოფნიდა. -შეგეშინდათ რომ ერთმანეთს ვერ დაანაყრებდით თუ რა, ჭამის კონკურსი გქონდათ? კიდევ გამაცინა. -ის სხვებისავით არ ფიქრობდა, რატი. მხოლოდ ამით შემიძლია მისი გამართლება, და მაინც, მან ზუსტად იცოდა ჩემი ყოველი ემოცია, ფიქრით თავს ვიკლავ, თუკი ვუყვარდი, ასე რატომ გამწირა მეთქი? მერე ახალი ეჭვი მეპარება, იქნებ საერთოდაც არ ვუყვარდი? -აბა რატომ იყო შენ გვერდით? -სჭირდებოდა. -რომელი მილიონერი შენ გნახა! -ფულით არა, განცდებით მდიდარი დამინახა. წავიდა, მიიღო რაც სურდა, დამაშრო და წავიდა. -გამაგიჟებთ თქვენ მე! ის რა, ენერგოვამპირი იყო? უემოციოდ შევხედე. -ფსიქოლოგთან სეანსები დაიწყე ხელახლა!-წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. -არ შემიძლია. Რომ ვუთხრა ამედოსი წარმომავლობით საიდანაა, ფსიქიატრიულში მიკრავს თავს. -გავძახე. -და საიდანაა?-შემოიხედა ოთახში. უხმოდ მივანიშნე თითით ჭერისკენ. რეაქციას დაველოდე. -ვერ მივხვდი. -წადი, რამე მოამზადე, მშია. ვუთხარი და დივანზე დავწექი. მანამდე ვთვლემდი, სანამ მისაღებში მადისაღმძვრელმა სურნელმა არ შემოაღწია და არ მაიძულა წამოვმდგარიყავი. დეპრესიის გადასატანად ენერგია მჭირდებოდა. *** ახალი გადმოსახედიდან რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, ჩემი და ამედოსის თანაცხოვრების ეტაპმა წამებში ჩაიარა. ვერც მაშინ, და მითუმეტეს ვერც ახლა, ვერ ვიხსენებდი, როდის დავუახლოვდით ერთმანეთს ისე, რომ მასთან ერთად ერთჭერქვეშ ძილი შიშს კი არა, კომფორტს მგვრიდა. იქნებ, ეს თავიდანვე ასე იყო, უბრალოდ ადამიანური ინსტიქტები მაიძულებდნენ მუდმივ დაძაბულობაში ყოფნას? Პასუხი არ მქონდა. 2017 წელი. ნოემბერი. მიტოვებული შენობა, რომელსაც სარდაფში ჩასასვლელი კიბეები და შემდეგ ხის კარი უნდა ჰქონოდა, თავის ადგილზე აღარ იდგა. -სად შეიძლება წასულიყო? -მე მეძებ? შევტრიალდი. ბოშას დანახვა ძველ მეგობართან შეხვედრას ჰგავდა. გამიხარდა. -არც კი შეცვლილხართ. -მივუახლოვდი. ხელში კვლავ ის დიდი, წითელი ჩანთა ეჭირა. -ბოლოს მხოლოდ ორი თვის წინ შევხვდით ერთმანეთს. -ასე მგონია, საუკუნე გავიდა... -გამომყევი, გავისეირნოთ. -ხელკავი გამიყარა ჩემზე ერთი თავით დაბალმა ჭრელკაბიანმა და გვერდში ამომიყენა. ტროტუარზე გადამიყვანა და ნელი ნაბიჯებით შევუყევით აღმართს. -იცი, ამედოსს ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე, Შენზე, სამყაროზე... დუმილი. -ის რას გეუბნებოდათ? -ძირითადად არაფერს, მაგრამ ერთხელ წამოსცდა, როგორი საოცარიაო. შეჩერდა, პაუზა გააკეთა და განაგრძო, აქაურობაო, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ მასში შენ გიგულისხმა. ყელში ცრემლების გორგალი მომაწვა. -მიფიქრია, რას იგრძნობდი ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, და ალბათ, ერთ-ერთი საშინელი განცდა იმედგაცრუებაა. -ჰო... -ნუ გეშინია... არ მოუტყუებიხარ, მისი შენდამი ყოველი გრძნობის თავდები ვარ. მისი დაუმორჩილებელი ბუნება, უცხო, ქაოსური, მუდმივად ამბოხისკენ მიდრეკილი, ცვლილებების ქარცეცხლში მოექცა და... -და მან მშვიდობა აირჩია. ყოველ შემთხვევაში, მისი მონაყოლიდან და ქმედებიდან ასე ჩანს. -ისინი ადამიანებისგან განსხვავდებიან, ნიკა, განვითარების სხვა საფეხურზე დგანან, უფრო მაღალზე... ამის მიუხედავად იმის გაგება უნდა შეგვეძლოს, რომ პლანეტისთვის მისი მაცხოვრებელი უმთავრესია. ისინი აქ მოვიდოდნენ თუკი ამედოსი უკან არ დაბრუნდებოდა. ვნახე... ეს ცხადად ვნახე... დამიჯერე, აქ საშინელება დატრიალდებოდა. და მან მშვიდობა კი არა, შენ აგირჩია. შენთვის წავიდა, შენი უსაფრთხოებისთვის. მართალია, მშვიდობას სიყვარული ავიწყდება, ომს კი სამარადისოდ ახსოვს. ომიც კი რაღაცის სიყვარულის გამო იწყება. ამიტომ, დამიჯერე, მის გულში ვერასოდეს განელდება ტანჯვისა და მონატრების ქარიშხალი.... მის ადგილზე განა შენც ასე არ მოიქცეოდი? -ძვირფასს არ გავწირავდი ტკივილისთვის. მის თავს ვარჩევდი მთელ საყმაროს. როგორი ეგოისტურია, არა? -გარკვეულწილად კი, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, რადგან ამედოსისგან განსხვავებით ასეთი არჩევანის წინაშე შენ არასოდეს დაგდები. -არ ვიცი სად ვარ, რა მინდა. ასე მგონია, მასთან გამომშვიდობება არასაკმარისი იყო და არ მინდა რეალობა მივიღო. ნორმალურად არც კი დავმშვიდობებივართ. იცით? დავპირდი, რომ შევიძულებდი, როცა გავიხსენებდი. ვცდილობ კიდეც, მინდა შევიზიზღო, ცხოვრება მშვიდად რომ გავაგრძელო, მაგრამ არ გამოდის. -მარტივი გზისკენ სწრაფვა შენი მხარე არასდროს ყოფილა, ნუთუ ამდენად გიჭირს? -მუდმივ სიმშვიდეში არასოდეს ვყოფილვარ; ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ ამოყირავდა, როცა გავიხსენე, როცა მისი სახელი წარმოვთქვი... ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე. არც ამინდი შეცვლილა. რაც ის მახსოვს, სულ უჩვეულოდ ცივა, მაგრამ ახლა მე ვეღარ ვთბები. ხშირად წვიმს. მეც ხშირად ვტირი. მაგრამ როგორც ცას, მეც არავინ მამშვიდებს. მისმა კომეტებმაც კურსი შეიცვალეს- Ჩემკენ აღარ მოდიან. შევჩერდით. ქალი ჩანთაში ქექვას მოჰყვა. შემდეგ რამდენჯერმე გადაკეცილი მოყვითალო ფერის ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა. -მადლობა რომ მომაცილე, სახლში წადი. -მითხრა და აღმართზე სვლა მარტომ განაგრძო. -კიდევ გნახავთ? -ეგ შენზეა დამოკიდებული.-მიპასუხა შემოუბრუნებლად. ხელში ის დაკეცილი ფურცელი მეკავა. არც მახსოვდა, როდის გამოვართვი. დამაინტერესა რა ეწერა, სახლამდე ვეღარ მოვითმინე, ლამპიონის ქვეშ დავდექი და წერილი გავხსენი. -ნიკა! -გისმენთ-შევბრუნდი. -თუ ყველაფერი გაგახსენდა, ისიც უნდა იცოდე, რომ ამედოსს არასდროს უთქვამს რომ არ დაბრუნდებოდა. ხომ ასეა?-მომაძახა ბოშამ. სანამ მე პასუხს მოვიაზრებდი გაკვირვებული, ის უკვე წასულიყო, გაუჩინარებულიყო. წერილი სასწრაფოდ გავხსენი: “ეს გალაქტიკების ოკეანეები და ვარსკვლავთა ქვიშა...მიუწვდომელნი და უკიდეგანონი დროის, სივრცისა და არსებობის მიღმა ბუდობენ. მე მის წიაღში ვიშვი. შენი გადარჩენით საკუთარ თავს ვუშველე. და მივხვდი, რომ ყველაზე ძვირფასი ის კი არაა, რასაც სჭირდები, არამედ ის, რაც გჭირდება. მითხარი, წასვლა მარტივიაო. დამიჯერე, მარტივი არაფერი ყოფილა. რაც აქ ჩამოვედი, ყველაფერი მძიმე და უჩვეულო იყო, შენ გარდა. ოდესმე თუ გამიხსენებ, ვისურვებდი, რომ ისევ ისე გიყვარდე, როგორც უწინ. მაშინ, Როცა დროისა და სივრცის მიღმა გამომწყვდეულმა ჩვენმა სულებმა ერთმანეთი მაინც იპოვეს.“ -ამედოს, ნეტავ კიდევ მომძებნო. 2023 წელი. მარტი. გზაში გაწვიმდა, მაგრამ სახლისგან უკვე შორს ვიყავი და ქოლგის გამო უკან დაბრუნება სამსახურში დაგვიანებას ნიშნავდა. გზა სირბილით გავაგრძელე მეტროსადგურამდე. თავდახრილი მივრბოდი, ქუდიც არ მქონდა თან, გავილუმპე და ჩემთვის ჩუმად ვიკურთხებოდი. ირგვლივ გამვლელები მაღაზიებს აფარებდნენ თავს. ყურადღებით არ ვიყავი, სიჩქარეში შუა ტროტუარზე გაჩერებულ მაღალ სხეულს მხარი გავკარი, ინერციით წინ გადავარდი და ის იყო, სველი მიწისკენ ვვარდებოდი, მკლავში ხელი ჩამავლეს და დამიჭირეს. -ღმერთო, ბოდიში! მადლობა... ავიხედე და გავშრი. აჩქარებული გული ყელში მომებჯინა, მუცელი ამტკივდა, თავბრუ დამეხვა. ის იყო. ჩემ წინ. -უკაცრავად-ინსტიქტურად, თავადაც არ ვიცი როგორ, თავი ხელში ავიყვანე და სახეზე მიმიკაც არ შემცვლია. ამედოსს ჩემს მკლავზე მოჭერილი ხელისკენ მივუთითე. -ბოდიშით.-ეს ხმა... ეს გამოხედვა... ხელი გამიშვა. -არაფერია.-როცა ვიგრძენი რომ თვალები მემღვრეოდა, შევბრუნდი, რათა გზა გამეგრძელებინა. -უკაცრავად. გავჩერდი. ახლა ამის დრო არ იყო, გულო, დამშვიდდი. შევბრუნდი. -ოდესღაც ერთმანეთს ხომ არ შევხვედრივართ?-იმ მომენტში ორივე ჩვენგანი შემეცოდა. წამებში უნდა გადამეწყვიტა პასუხი, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. -არა მგონია-ავიჩეჩე მხრები. გულო დაწყნარდი, არ უნდა მიხვდეს, რომ ვიცანი! ცრემლებო, არ გათავისუფლდეთ; სხეულო, კანკალი შეიკავე. -დარწმუნებული ხართ?- იმედით ჩამაშტერდა ბიჭი თვალებში. საყვარელო, ოდესმე მაპატიე. -დიახ!-მივუგე მტკიცედ. მისმა მონატტრებულმა თვალებმა კი დამცინეს, მისმა სევდიანმა ჩაღიმებამ მიმახვედრა, რომ სულელური ხრიკებით ამედოსის მოტყუებას ვერასდოს შევძლებდი, რადგან ჩემი სხეული ყოველთვის გამცემდა. ამედოსმა ღრმად ჩაისუნთქა, შემევედრა. მისმა თვალებმა დამოჩოქეს, მთხოვეს, ასე ნუ მოგვექცევიო. მე კი... სანატრელს ზურგი ვაქციე და გზა გავაგრძელე. არც ახლა იყო ხალხი ჩვენ გარშემო. ისევ გადაუღებლად წვიმდა. აი, ის დაუგეგმავი შურისძიება, რომელიც აღსრულდა. უარყოფა, რომელიც სიამაყემ გამაბედინა. ტკივილი, რომელმაც სამუდამოდ დაიდო ბინა ჩემში. ავტირდი. პირზე ხელი ავიფარე, რათა ხმა ჩამეხშო. მოცახცახე მხრები შევიკავე. -შებრუნდი, ნიკა-მთხოვა გულმა. მეფისტოფელი დუმდა. -ხანდახან ის არ უნდა გავაკეთოთ, რაც გვსურს. -ჯანდაბა, უბრალოდ შებრუნდი, როცა გიყვარს სიამაყე უნდა დათმო. -ტკივილი ტკივილის წილ, ცრემლი ცრემლის წილ. -დავასრულე ჭიდილი. სამსახურში მისული საშინლად ვკანკალებდი, გაბრუებული ვიყავი, კაბინეტში შევიკეტე, ცოტა ხნით გამათბობელთან ვიდექი, რათა გავმშრალიყავი, მერე ჩემს სამუშაო მაგიდასთან დავჯექი და კომპიუტერი ჩავრთე. საქმეს გული ვერ დავუდე. ჯერ ნახევარი საათიც არ იყო, რაც მოსული ვიყავი. რატიმ მომწერა, ჩემთან შემოდიო. დანახვისთანავე შეშფოთებით მომაძახა: -წვიმაში მოყევი? -თმა გამიშრა უკვე. -სამაგიეროდ შენი თვალებია ჩაწითლებული. გაციებაღა გაკლდა! -არ გავცივდები, ნუ გეშინია-დავჯექი დივანზე და საზურგეს მიყრდნობილმა სახეზე ხელები ავიფარე. -რა მოხდა?-მომიახლოვდა ჩემი ძმა. თან ხელში ცხელი ჩაით სავსე ერთჯერადი ჭიქა ეჭირა. -დალიე! -შენი ნაპირალი?-ავიბზუე ტუჩი. -გამომართვი. არ გამოვართვი. -ამედოსი შემხვდა აქეთობისას. -რა? -ამედოსი შემხვდა... დაბრუნდა. -ახლაღა გავაანალიზე მომხდარი სწორად. -ის აქაა, მე კი მას შევხვდი, ის აქაა, რატი!-წამოვხტი ფეხზე ნერვიულად გავიცინე. -მაგრამ, ჯანდაბა! -რა უთხარი რომ შეხვდი?-გამომიჭირა ჩემმა ძმამ. -ვუარყავი... რატი შებრუნდა . -თუ შენ გარდა დასაბრუნებელი მიზეზი არ ჰქონდა, ესეიგი, ასეთი პასუხის შემდეგ იქ გაბრუნდება, საიდანაც მოვიდა და მეც ვეღარ ვცემ... სად მირბიხარ! ნიკა! ოთახიდან გავვარდი. გავიქეცი. კიბეები კისრისტეხით ჩავირბინე. ქუჩა, რომელზეც წეღან ამედოსს გადავეყარე, ცარიელი იყო. საგონებელში ჩავვარდი, გული ყელში მომებჯინა. -სად უნდა იყოს? იქნებ ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილი? არა, ძალიან შორი იყო. სადმე ახლო, საიდანაც მალევე წავიდოდა, ისე, რომ ვერავინ დაინახავდა. -ჩემი სახლის გასაღები ჯერ კიდევ აქვს!-გამახსენდა. გავიქეცი. ასეთი მოუთმენელი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. იმაზე ფიქრმა კი არ შემშალა, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, ან იმან, რომ თუ ვერ მივუსწრებდი, სინანული დამტანჯავდა. არა, მხოლოდ იმან გამაგიჟა, რომ თუ ვერ მივუსწრებდი, უსასრულოდ გაგრძელდებოდა ის ღამეები, როცა მარტოობის ტკივილი დამტანჯავდა, ვიტირებდი და ვეღარასოდეს ამოვისუნთქებდი თავისუფლად. კორპუსის კიბეები ავირბინე. სახლის კარი ოდნავ შეღებული დამხვდა. გული კიდევ უფრო მეტად ამიჩქარდა. როცა ჩემს საძინებელთან შევდექი, აი სწორედ მაშინ ამოიდგა ენა მეფისტოფელმა. -ნუ გეშინია, ის იქაა. და მართალი იყო. მარჯნისფერი პორტალიდან გამომავალი ნისლი შემოხვეოდა წელსქვემოთ. -ამედოსს... შემობრუნდა. დაღლილს ჰგავდა. ძალიან დაღლილს. ჩემს დანახვაზე გაეღიმა, ნაცნობმა კომეტებმა გაიელვეს მის მქრალ ირისებში. -ამედოსს...-ხმა ამიკანკალდა. მივუსწარი! ჯანდაბა, მივუსწარი! მის ზურგს უკან ნაბიჯის კარიბჭე უძრავად იდგა. კაცს მუხლები მოეკვეთა, ძირს დაეცა. მივვარდი, დავიჩოქე და მონატრებულს მკლავები შემოხვიე. მან ღრმად ამოისუნთქა. რამდენჯერ მიოცნებია ამაზე; ვერ დავითვლი, ძილის წინ რამდენჯერ წარმომედგინა მისი სხეულის ჩემს სხეულთან ჩახუტება. ახლა კი შვება ვიგრძენი. მერე ვაკოცე, ისე ჟინითა და ძლიერ, როგორც არასდროს. ცრემლიან სახეზე მომეალერსა გაოცებული. როგორ მომნატრებოდა მისი ეს შეხება... -ამედოსს... -შენთან დავრჩები. მხოლოდ შენთან დავრჩები, მე მხოლოდ შენ გირჩევ... ნიკა... -არ წყვეტდა ფერებას. -შე სულელო!-მეც მასთან ერთად ვტიროდი.-ჩამოუყალიბებელო იდიოტო! -ასე მეგებები?-ჩურჩულებდა. -მე ხომ შევძელი შენი დავიწყება, რაღატომ დაბრუნდი? -ვტიროდი. -ნიკა, შეიძლება შენი რასის წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ მეც განვიცდი ტკივილს. მეგონა... მეგონა მოვკვდებოდი. უშენოდ... მეგონა უშენობას გავუძლებდი... მაპატიე. გთხოვ... მარტოობამ, გეფიცები, სული შემიხუთა. -ნეტავ იცოდე, რა ჯანდაბა ჩაიდინე! -ვიცი... ვიცი! -შენ წამართვი ის, რასაც არ უნდა შეხებოდი... -არ ვიცოდი, მოგონებები ადამიანისთვის თუ ასე ძვირფასი იყვნენ. ამას გვიანღა მივხვდი, მაპატიე გთხოვ. მეგონა უერთმანეთობას გავუძლებდით -ხმა ჩაუწყდა. -ასე რატომ იტანჯები? შენ მაინც რატომ? -გთხოვ, ნება მომეცი შენთან ვიყო, მჭირდება რომ მშვიდად იყო, თუ გინდა შემიძულე, მატკინე, უარმყავი, მაგრამ გთხოვ, ცოტა ხნით მაინც... ჩამეხუტა, მოვეხვიე, მხარზე თავი დამადო. ისევ ნაცნობი სიმშვიდე დამეუფლა და მივხვდი რომ აურა, რომელსაც ამედოსი ასხივებდა, ჯადოქრობა არ იყო. ეს რეალურად ჩემი განცდა იყო, საყვარელთან ყოფნით გამოწვეული. -არ მინდა უშენოდ. -მერე შენიანები? შენი მიწა? შენი სახლი? მან ღრმად ამოისუნთქა. მართლა ძალიან დაღლილი იყო. -ჩემი სახლი შენ ხარ...-ჩაიჩურჩულა და მოდუნდა. მქრალი მარჯნისფერი ნისლი ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა. ამედოსის ზურგს უკან პორტალიც სამუდამოდ გაუჩინარდა. შვებით ამოვისუნთქე და ძვირფას სხეულს მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოვხვიე. დასასრული. კატერინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.