შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(18)


1-04-2023, 20:00
ავტორი sati
ნანახია 1 951

-ევა, მოდი იმკურნალე რა-ალექსანდრემ ვეღარ აიტანა ევას შეურაცხყოფა,ყვირილი, მიუხედავად იმისა,რომ აცნობიერებდა მისი ქცევის მიზეზებს და დაუფიქრებლად ისეთი რამ წამოცდა, რამაც ევა ადგილზე გააქვავა-და მერე ვილაპარაკოთ-უკან გავიდა და სახლიდან წავიდა.
-რა თქმა უნდა! წადი! სხვა ხომ არაფერი არასდროს არ შეგიძლია! წაეთრიე!-ბოლო ხმაზე უღრიალებდა. ამ დროს მუცელში საშინელი ტკივილი იგრძნო, შარვალზე,რომ დაიხედა შეამჩნია,რომ სისხლიც მოსდიოდა. მისაღებში შევარდა, მანქანის გასაღები აიღო და საავადმყოფოში წავიდა, შუა ყაზბეგზე 100ით ატარებდა მანქანას, არ უნდოდა ბავშვს რამე დამართნოდა, მაგრამ უვე გივანი იყო. მუცელი მოეშალა, მაგრამ ჯერ ეს არ იცოდა. შუქნიშანზე უკვე წითელი ინთებოდა, ის იყო,უნდა გასულიყო მოსახვევში,რომ მანქანა გამოვარდა მეორე მხრიდან.ევამ ვერ მოახერხა დამუხრუჭება და საჭის მხრიდან დაეტაკა მანქანას, მანქანა გადატრიალდა და ცეცხლი წაეკიდა.რაც ამის შემდეგ მოხდა ევას აღარ ახსოვდა, უგონოდ იყო. საავადმყოფოში მიყვანისას ექიმები მის ვინაობის დადგენას ცდილობდნენ,რათა მისი ოჯახის წევრებისთვის დაერეკათ და ევას ამბავი გაეგებინათ, მაგრამ ამაოდ.ევას არც პირადობის მოწმობა ჰქონდა წაღებული და არც ტელეფონი.
***
-ქალბატონო?-ექიმი მის გამოფხიზლებას ცდილობდა ნარკოზის შემდეგ , რადგან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული-გესმით ჩემი? შეგიძლიათ თქვენი სახელი მითხრათ?
-ევა..ევა მქვია. ბავშვი როგორ არის? -ევამ უკვე იცოდა პასუხი, გრძნობდა,რომ რაღაც რიგზე არ იყო.
-ქალბატონო ევა, სამწუხაროდ ნაყოფი უკვე.. მუცელი მოგეშალათ. რამდენიმე ნეკნი გაქვთ ჩამტვრეული, ოპერაცია ჩაგიტარდათ , რადგან შინაგანი…
-ბავშვი როგორ არის?-ევა გაუჩერებლად უსვამდა ექიმს ამ კითხვას, სანამ მისგან სასურველ პასუხს არ მიიღებდა.
-ქალბატონო ევა, თქვენ მუცელი მოგეშალათ, მაგრამ ეს ავარიის შედეგად არ მომხდარა.
-ბავშვი, როგორ არის?!-დაიღრიალა-მაჩვენეთ! ჩემი შვილი! ნუ მატყუებთ!
-ქალბატონო ევა, დამშვიდდით.სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა, ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ ახლა თქვენს თავზე უნდა იფიქროთ.საკმაოდ მძიმე მოტეხილობები გქონდათ, ოპერაციაც დიდხნიანი იყო, ახლა უნდა დაისვენოთ და ძალა მოიკრიბოთ.ახალგაზრდა ხართ, მესმის თქვენი,მაგრამ შვილი კიდევ გეყოლებათ.თქვენი ორგანიზმი საკმაოდ დასუსტებულია, სავარაუდოდ მუცლის მოშლის მიზეზიც ეს იყო.
-გაეთრიეთ… გაეთრიეთ ოთახიდან!და არ დაბრუნდეთ სანამ ჩემს შვილს არ დამიბრუნებთ! გაეთრიეთ!!!
ექიმმა ექთანს დაუძახა და ევას დამამშვიდებელი გაუკეთეს.რამდენიმე საათში გაარკვიეს მისი ვინაობა და ალექსანდრეს დაუკავშირდნენ, რადგან მას ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავდა.გზაში სულ იმას ოცნებობდა,რომ ეს ევას მორიგი ტყუილი ყოფილიყო, კდიევ სადმე წასულიყო და ეს იმიტომ გაეკეთებინარომ ალექსანდრესთან დაშორება უნდოდა.ოცნებობდა,რომ ეს მისი და ნათიას მორიგი ტყუილი იყო. მეორედ ამ ტკივილის გადატანას ვეღარ გაუძლებდა.მაგრამ როდესაც ევა დაინახა, მიხვდა,რომ ყველაფერი სიმართლე იყო.პალატაში შევიდა თუ არა, კართან ჩაიკეცა და ხმადაბლა აქვითინდა.ევას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ ნაკერები არ უშვებდა და ვერ დგებოდა.ასე იყვნენ კარგახანს.
***
ნათია,ვაჟა, ვახტანგი, ბესო, ანი, დაჩი და ნინა საავადმყოფოში მოვიდნენ და გიჟივით დაეძებდნენ ევას პალატას, მაგრამ არ შეუშვეს, რადგან მხოლოდ 1 ის შესვლა შეიძლებოდა და ალექსანდრე იყო. მათთან ცოტახნით გამოვიდა, რადგან აეხსნა სიტუაცია.ანი მივარდა და გადაეხვია, თან ამშვიდებდა, მაგრამ ალექსანდრემ მოიცილა და მშობლებთან მივიდა. სანამ ალექსანდრე ოჯახის წევრებს და ევას მეგობრებს ელაპარაკებოდა, ანი შიგნით პალატაში შევიდა, მოიტყუა,რომ და იყო.
-აქ რა გინდა-ევა ოდნავ შეშინებული წამოჯდა, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა.
-ვწუხვარ ევა, მაგრამ ხო იცი როგორც ამბობენ. რაც არ გერგება, არ შეგერგება-ანი ნელ-ნელა უახლოვდებოდა საწოლს-თავიდანვე არ გეწერათ შენ და ალექსანდრეს ერთად ყოფნა.ორივემ კარგად ვიცით რატომაც მოგიყვანა ცოლად.დამიჯერე ეს იმის ნიშანია,რომ უნდა დაშორდე, არაფერი გამოგივიდოდათ და საცოდავი ბავშვი დაიტანჯებოდა.მეორეს მხრივ ეს შენი შანსია ყველაფერი ახლიდან დაიწყო, გავიგე მამამ ყველაფერი შენ დაგიტოვა.
-გადი, დატოვე პალატა ეხლავე-ევა ძლივს საუბრობდა, მაგრამ იმდენად გაღიზიანებული იყო,რომ 1 წუთიც და ანი გახდებოდა რეანიმაციაში შესაყვანი
-მე შენთვის გეუბნები ამას, შენ კიდევ არ იცნობ ალექსანდრეს.მაგრამ პრინციპში აი ახლა გაიცნობ.მზად ხარ გიყვარდეს ისეთი როგორიც არის?იმიტომ,რომ შენ ნახევარიც არ გაქვს ნანახი საყვარელო.გთავაზობ გამოსავალს ამ ყველაფრიდან. ისე სავარაუდოდ ეს ალექსას შვილიც არ იყო ხო? იყო და ალექსანდრეს რო ვიცნობ, ასეთ გასაჭირში არ დაგტოვებდა თუ მეგობრეი იყავით.ზოგჯერ ზედმეტად ქველმოქმედია.
-გაეთრიე!-ევამ მის გვერდით მაგიდიდან წამლებისთვის განკუთვნილი რკინის დაბალი ჯამი აიღო და ანის მიმართულებით ისროლა, მაგრამ იმდენად ძალაგამოცლილი იყო, ჯამმა ანიმდე ძლივს მიაღწია და მის ფეხებთან დავარდა.ანის გაეცინა.ჯამი აიღო და ისევ ევას გვერდით დადო, ევამაც დრო იხელთა და ხელი ხელში მძლავრად ჩაავლო.
-კიდევ ერთხელ მომიახლოვდები მე ან ჩემს ოჯახს და შენ დაიკავებ ზუსტად ამ პალატას.მე შენთვის გეუბნები ამას, კიდევ არ მიცნობ კარგად.აღარაფერი მაქვს დასაკარგი როგორც ხედავ.ციხეში თავისუფლად ჩავჯდები.
-ანი-ალექსანდრე შემოვიდა ოთახში, ეცადა ევას წინ არ მოეწყო სცენები და მაქსიმალრუად მშვიდად დაუძახა ანის და კარისკენ ანიშნა.
-ფსიქიატრს შეამოწმებინე შენი ცოლი, რაღაც გადაუტრიალდა მგონი-ბოლომდე გამოუშვა თავისი შხამი და ოთახი ნელი ნაბიჯებით დატოვა.ბოლოს ალექსანდრე გადაკოცნა, ევას გახედა გამომწვევად და წავიდა.
-რა გითხრა?-ალექსანდრმე კარი მოიხურა და ევასთან მივიდა.
-არაფერი, დასვენება მინდა-ევა გადატრიალდა და ალექსანდრეს ზურგი აქცია.
-ევა, რა გითხრა-არ დაანება, ამჯერად უფრო ხმამაღლა გაუმეორა შეკითხვა.
-შემეშვი.
-კარგი-ალექსანდრე გარეთ გავიდა, ანი უკვე პარკინგზე იყო გასული, დაეწია, ხელი მკლავში ჩაავლო და მისკენ შეატრიალა-რა უთხარი ჩემს ცოლს?
-შენს ცოლს-ანის გაეცინა და უხეშად გაწია ალექსანდრე მისგან, ანის თვალებში შიშს დაესადგურებინა-სასაცილოა არ ფიქრობ? სად გახსოვდა შენი ცოლი, როცა..
-კიდევ ერთხელ მიუახლვოდები ევას და იცი კარგად რაზეც ვარ წამსვლელი ანი. მემგონი ორჯერ გამეორება არ დამჭირდება, მთლად ეგეთი ქათმისტვინაც არ ხარ.სადმე გზის მეორე მხარესაც რომ შემხვდე.. გირჩევნია არ შემხვდე.ერთი შენნაირი ქალის გაქრობას არაფერი არ უნდა.არც არავის მოენატრები, პირიქით.როგორც ამოგათრიე მაგ ჭაობიდან, ისევე დაგაბრუნებ. 1 წუთს გაძლევ,რო დატოვო აქაურობა-ალექსანდრემ სიგარეტი ამოიღო , მოუკიდა და საათს დახედა-59,58-თან დათვლა დაიწყო, ანი კარგად იცნობდა ალექსანდრეს, კარგად კიდე მსუბუქი ნათქვამია და მშვენივრად იცოდა მისი შესაძლებლობების შესახებ,სიტყვას ყოვლთვის ასრულებდა-42,41-მანქანის გასაღები ძლივს იპოვა ჩანთაში , ხელები შესამჩნევად უკანკალებდა, როგორც იქნა ნახა და მალევე დატოვა საავადმყოფოს ტერიტორია.
-ალექს მიდიხარ?-ბესო გამოვიდა საავადმყოფოდან.
-ავალიანების ფირმაზე კომპრომატი ხო გვაქ?-ავალიანი ანის გვარი იყო, მამამისის ფირმაზე ჰქონდა საუბარი.
-არა?შენი ცოლი უნდა გამხდარიყო , რათ გვინდოდა?
-ხოდა ეხლა იპოვე, რაც გინდა.არავის უთხრა.
-რამე მოხდა?
-ბესო,ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ.დღესვე იპოვე და ნინა სახლში წაიყვანე, ჩემებიც.არავის დანახვა არ მინდა.ევას ოჯახის წევრები აქ არ დავინახო.დაცვას უთხარი.პოლიციასაც თქვენ დაელაპარაკებით, ევა ჩვენებას არ მისცემს.
-მაგრამ, ევამ უნდა მისცეს აბა ჩვ…
-არ მაინტერესებს, ევასთან არავინ არ შევა-ალექსანდრემ სიგარეტი ძირს დააგდო, ფეხით გასრისა და პალატაში დაბრუნდა-ხვალ გაგწერენ.
-ალექს, გეფიცები, უკვე სახლში მტკიოდა მუცელი, სისხლი დავინახე თუ არა მანქანაზე დავჯექი და საავადმყოფოში წამოვედი, გეფიცები არაფერი არ გამი…
ალექსანდრე მიუახლოვდა, საწოლზე ჩამოჯდა, ხელი მოხვია და ჩაეხუტა.
-მჯერა-შუბლზე აკოცა და დააწვინა.მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს არც ერთს.დილით სახლში ერთად წავიდნენ.ნიკა და ლია დახვდნენ მისაღებში.
-ევა, ჩემო გოგო-ლია გადაეხვია-არ დაიწყვიტო გული, ახალგაზრდა ხარ, წინ მთელი ცხოვრება გაქვს.აი ნახავ, კიდე 5 შვილი გეყოლებათ.წამოდი, ისაუზმე, ცოტა გონზე მოხვალ-ლიამ ევა სასადილო ოთახში გაიყვანა.ნიკას სახეზე ფერი არ ედო, ალესანდრეს მიუახლოვდა, მისამძიმრება უნდოდა.
-ვწუხვარ-ამოღერღა და ხელი ძლივს ჩამოართვა-ნეტა აქ ვყოფილიყავი მაგ დროს და..
-მადლობა ნიკა.მე უნდა ვყოფილიყავი აქ-ამოიოხრა, ნიკას მხარზე ხელი დაადო და მერე ევასთან გავიდა სასადილო ოთახში და გვერდით დაუჯდა.ევა გაშეშებული იჯდა და კედელს აშტერდებოდა.
-ევა, იმ ღამეს…
-არ მინდა, არ გვინდა.არ მაინტერესებს იმის გარჩევა ვისი ბრალი იყო, ვერაფერს შევცვლით.დიმიტრის გასვენება იყო უკვე ალბათ ხო?
-კი.
-მაპატიე.შენ ეს ბავშვი.. ძალიან გინდოდა.უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი.. გავფრთხილებოდი.
-გაჩერდი.არც მე არ მაინტერესებს ვისი ბრალი იყო, ან არ იყო.ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.კარგი, ჭამე და ოთახში აგიყვან.
-არ მინდა ოთახში.გთხოვ ნიკას ან ლიას დააშლევინე ბავშვის ოთახი.მე ნინასთან გავალ მანამდე.
-რა ნინასთან, გაგიჟდი? არ შეილება შენთVის სიარული.
-მიმიყვანე და დამტოვე.არ შემიძლია ამ სახლში ყოფნა.
-კარგი.ჭამე და წაგიყვან.
ალექსანდრემ ევა წაიყვანა ნინასთან და დატოვა.ევამ მთელი დღე ტირილში გაატარა, ნინა ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ.
-ჩემი ცხოვრება ხო გავაუბედურე… ალექსანდრეც ხო გავანადგურე… და ახლა ჩემი სიდებილის გამო შვილის მოვკალი…
-ევა, ნუ იძახი ასე.
-წარმოდგენაც არ გაქვს რას ვლაპარაკობ!ჩემი ბრალია.იმ დღეს მართლა რომ გადავმხტარიყავი ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.
-ევა რას ბოდავ ნუ მაშინებ-ნინა საწოლიდან წამოხტა და შეშინებულმა გახედა ევას.
-ალექსანდრემ სახურავზე მიპოვა რამდენიმე თვის წინ, თავს ვიკლავდი.
-ვერ გავიგე?-ნინამ სახეზე ფერი დაკარგა.
-გაგიკვირდა ნინა?შენთითონ რამდენჯერ გიფიქრია ამაზე?იმ ცხოვრებით რომლითაც ჩვენ ვცხოვრობდით მიკვირს 20 წლამდე როგორ მოვაღწიეთ.მერე ლაპარაკით. აფექტში… მასაც არ ვიცი იქ რა აუნდოდა,სახლში წავყევი და ცოლად გავყევი.რაში ჭირდებოდა ეგ უკვე ალექსანდრეს საქმეა და თუ მოუნდება თვითონ მოყვება, მაგრამ..ცოლად გავყევ…ეს არ უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქორწინება, მაგრამ იმ ღამეს ორივემ ბევრი დავლიეთ, თან ძალიან და მერე დავფეხმძიმდი.ამდენი ადამიანი გავამწარეთ… ოჯახი ლამის დაკარგა,მამაჩემი.. სავარაუდოდ ისევ მე შევიწირე.ჩვეულებრივი ეგოისტები ვართ, სხვა არავიზე არ ვიფქრობდით და მივიღეთ საკადრისიც. ვიმსახურებდით-ევამ თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა-ბავშვიც ბევრად უკეთ იქნება იქ სადაც არის ,ვიდრე ისეთ მშობლებთან როგორებიც ჩვენ ვიქნებოდით.
ნინა გაძეგლებული იდგა და ევას გაოგნებული მიჩერებოდა, თავი სერიალში ეგონა.ერთიანად ვერ უყრიდა მთელ ამბავს თავს და ვერც ევას ამშვიდებდა.ამდენი ხანი ყველას დააჯერეს,რომ ნამდვილი ოჯახი ჰქონდათ შექმნილი და ერთმანეთი უყვარდათ.ნინას ჩხუბი უნდოდა ევასთან,მაგრამ ამ მდგომარეობაში ვერაფერს ეუბნებოდა.როგორც იქნა საწოლზე ჩამოჯდა და თავისი თავის გაკონტროლება სცადა.
-ევა, არ მჯერა ეხლა რასაც მეუბნები.ანუ შენ ესე ნახევარი წელია ყველას გვატყუებ?
-ხო. გატყუებთ-ევამ თვალი თვალში გაუყარა,თითქოს მზად იყო ამ ჩხუბისთვის.
-ეხლა რატო მიყვები?
-არ ვიცი, ალბათ ნამუსმა შემაწუხა.როგორც ჩანს ცოტა დამრჩა კიდე.მე რაც გინდა ის მითხარი და მიქენი, მაგრამ ალექსანდრემ არ უნდა გაიგოს რო იცი.როგორც კი უკეთ იქნება ამ ამბის შემდეგ, გავშორდები.
-ევა, რეებს ბოდავ საერთოდ!რა სახურავი, რა , შენ .. შენ საერთდ სამკურნალო ხარ!
-ვარ.
-ევა ნუ მეთანხმები, თორე ეხლა მე გადავხტები-ნინამ დაიწივლა და ისევ ფეხზე წამოხტა, ევას მართლა როგორც ფსიქიურად შეშლილს ისე უყურებდა და გვერდს უვლიდა საწოლს, აქეთ-იქით დადიოდა ოთახში-როგორ… მე ხო ვხედავდი, რო გიყვარდა.ამას ვერ მოიტყუებოდი.
-მიყვარდა ხმამაღალი ნათქვამია.ნინა ადამიანმა გადამარჩინა და ისეთი ცხოვრება მაჩვენა,რაც არასდროს მქონია, რა თქმა უნდა რაღაც მადლიერებას ვიგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ სულ ესაა.
-ანუ ეხლა რას მეუბნები,რომ ფულის გამო გაყევი?! ევა.. გეხვეწები გაჩუმდი.ცუდად ხარ და ბოდავ.
-არაფერს არ ვბოდავ, ფულის გამო გავყევი.დავხამდი.ხოდა ახლა გავშორდები.
-გოგო შენ მართლა გარეკე?! როგორ შეიძლება ასე უცხო ადამიანს ცოლად გაყვე!ან… როგორ არ მითხარი ასე ცუდად თუ იყავი ევა?! შენ გირჩევნოდა ვიღაც უცხო მანიაკს გაყოლოდი სახლში ვიდრე ჩემთვის გეთქვა რო გიჭირდა?როგორ მოგაფიქრდა თავში ეს აზრად?
-ეხლა ასე ერთი და იგივე უნდა იმეორო? როგორ მოგაფიქრდა, ხო არ გარეკე, რატომ არ მითხარი?
-ეს სასაცილოა ეხლა შენთვის?ევა ძლივს ვიკავებ თავს რო ეხლა ბოლო სიტყვებით არ გაგინო, ნუ მიწვევ!
-ნუ იკავებ თავს.მეტი რა უნდა მომივიდეს, მუცელი უკვე მომეშალა.მიდი,გამოუშვი.როგორმე გავუძლებ მაგ გინებას, დედა მაინც გარდაცვლილი მყავს და მაგინე და ჰა.
-ევა-ნინას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
-აუ ოღონდ არ შეგეცოდო ეხლა, ეგღა მაკლდა რო როგორც საწყალს ისე შემომხედო.მაგისთვის არ მომიყოლია.
-აბა რისთვის მომიყევი ევა!
-არ ვიცი.კარგი წავედი, გვიანია.
-სად წახვედი?ალექსანდრე მოვიდა?ან ეხლა როგორ მიდიხარ ესეთი რაღაც რო მომიყევი და მტოვებ?
-ნინა არ მაქვს ლაპარაკის თავი, ბოდიში თუ გეწყინა,რომ ესეთი რამ დაგიმალე.წავედი-ჩანთა აიღო, ნინა გადაკოცნა ვითომც არაფერი ისე და ქვევით ჩავიდა. ცოტახანში ნინამ გადაურეკა ალექსანდრეს,რათა დარწმუნებულიყო,რომ ევა სახლში მშვიდობით მივიდა.ატყდა მთელი პანიკა,ღამის 2 საათი იყო და ევა კიდევ არავის ენახა.ყველა ალექსანდრესთან შეიკრიბა სახლში, დაიწყო რეკვები პოლიციაში , საავადმყოფოებში, მორგებში.მხხოლოდ ალექსანდრე იჯდა გაურყევლად ეზოში და სიგარას აბოლებდა.
-ალექს, ხო კარგად ხარ?-ნათია გამოვიდა სახლიდან და წყალი მოუტანა შვილს.
-რა გინდა ნათია?
-რ… რავიცი ალექს,შენი ცოლი არაა არსად, შეილება კიდე რამე დაემართა.
-ალექს ცუდად ხარ?-ახლა ბესოც გამოვიდა და ნინაც გამოყვა.
-ალექს, იქნება რამე დაუშავა უკვე თავს?-ნინა ისტერიკაში იყო, ევას მონაყოლის შემდეგ ეგონა,რომ თავი მოიკლა ისევ.
-საიდან მოიტანე?-ალექსანდრემ ეჭვის თვალით შეხედა ნინას და ეგრევე მიხვდა,რომ ევამ ყველაფერი მოუყვა.
-ალექს ქენი რამე!-ნინამ დაუღრიალა, თავს ვერ იკავებდა და წყობიდან გამოდიოდა.
-არსად არ არის, ვერ პოულობენ-ვახტანგიც გამოვიდა-წამოდი მანქანით მოვძებნოთ.ესე იგი სადღაც გარეთ არის.ნინა ხო დარეკე თქვენ მეგობრებთანაც?
-კი, არსად არ არის.ვაიმე გავრეკავ ეხლა. ალექს , რა გჭირს!როგორ არ ნერვიულობ.
-ცუდად არის მგონი-ვახტანგი მის წინ ჩაიკუზა და სახეზე მიაშტერდა.
-დამშვიდდით, საერთოდ არ იყო ამხელა ამბის აწევა საჭირო.მოვა თავისით რო დამშვიდდება.წადით სახლში და დაგვანებეთ ცოტახანი თავი.
-რა მოვა!სად მოვა! ესაა თქვენი ცოლ-ქმრობა?-ნათიაც კი წყობიდან გამოდიოდა უკვე-როგორ არ გადარდებს სად წავიდა შენი ცოლი,რომელსაც ეხლახანს მოეშალა მუცელი? მართლა თAვს არ მოუწიოს რამე.თან მამაც ახლა გარდაეცვალა.
-მეც დავკარგე შვილი ნათია, მარტო ევას არ დაუკარგავს.არ ვაპირებ მთელ თბილისში ევას ძებნას, დიდი გოგოა,მიხედავს თავის თავს, თუ არადა დავიღალე. ძალიან დავიღალე. მივყვები მეც ზემოდან და დაგვასაფლავეთ მერე ერთად.
-ალექსანდრე!-ნათიამ დაუღრიალა და სკამზე ჩამოჯდა-ვაიმე ცუდად ვარ ვახტანგ, მომიტანე.. მომიტანე წნევის აპარატი.
-კარგი რა ნათია-ალექსანდრემ წყალი მიაწოდა-დალიე ეს დამშვიდდი და წადი სახლში. მივხედავთ ერთმანეთს როგორმე ჩვენით.
-ბიჭო, იქნება სადმე ბარშია?-ბესოს უცბად დაარტყა თავში გენიალურმა იდეამ და მერე გააჟღერა კიდეც. ალექსანდრემ უყურა უყურა და ვერ მოითმინა ჩაიცინა და უთხრა:
-ნეტა შენ შიგ არ გქონდეს.წადით ეხლა სახლში.
-ალექსანდრე!-ნათიამ კიდევ დაუყვირა.
-წადით მეთქი!-ალექსანდრემ ორჯერ უფრო ხმამაღლა დაუღრიალა-მოვა სახლში და დაგირეკავთ.წადით დროზე-შიგნით შევიდა და კარი ჩაკეტა. დილის 5 საათი იქნებოდა კარის ჩხაკუნი რო გაისმა და ალექსანდრემ გააღო სანამ ევა მოასწრებდა გასაღების მორგებას საკეტზე.
-შემოდი-ევა სახსალამათი ჩანდა, არც ნასვამი იყო, შიგნით შევიდა , პალტო გაიხადა, შედეგ ფეხზე და ზევით ავიდა. საძინებელში უკარო აბაზანა რო ჰქონდათ, იქ შევიდა და შხაპი სმიღება დაიწყო. ალექსანდრეც გაყვა და კედელს მიეყუდა მეორე მხრიდან.
-მაქვს უფლება ვიკითხო სად იყავი?
-გაქვს.
-მაგრამ არ მიპასუხებ?
-შემდეგზე მოგწერ.
-რომელ შემდეგზე ევა? ყოველ ღამე ასე აპირებ?ევა მეც დავკარგე ჩვენი შვილი, გესმის?
-მესმის.
-შეგვიძლია ერთად გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, ან შეგვიძლია ცალ-ცალკე ვიაროთ ასე ბარებში ან რავიცი ვიხეტიალოთ ქუჩებში და ასე დავიტანჯოთ.
-როგროც გინდა.
-ევა-ალექსანდრე აბაზანაში შევიდა, ევას ფარდა ჰქონდა საშხაპეში გადაწეული და ამიტომ არ ჩანდა-კარგად იცი,რომ ეს უკვე ჩვეულებრივი კონტრაქტით გაფორმებული ყალბი ქორწინება დიდი ხანია რაც აღარაა.
-არ ვიცი.
-იცი.ძალიან კარგად იცი.მე არ მინდა გაშორება.
-როგორ მოხდა რო არ ამიკელი ზარებით და არ წამოხვედი ჩემს საძებნელად?
-გამოდი.
ევამ პირსახოცი შემოიხვია და საშხაპედან გამოვიდა, თამამად მიუახლოვდა ალექსანდრეს.
-საკმაოდ კარგად გიცნობ,რომ ვიცოდე,როდის რას და რატომ აკეთებ. ეხლა საერთოდ არ გჭირდებოდა რო მეპოვნე. ვიცოდი,რომ შენითაც მოხვიდოდი.
-როგორ, იქნება და ისევ სახურავზე ვიყავი.
-იცი როდის მიდიხარ მანდ? არა მარტო ფიზიკურად. იცი მხოლოდ როდის ფიქრობ მაგ ადგილზე? როცა გგონია,რომ სრულიად მარტო ხარ და არავინ გყავს ვისაც შეუძლია გაგიგოს.შენ ამდენი ხნის შემდეგ თუ მანდ ახვიდოდი, ესე იგი მე მართლა ვერ დაგეხმარე და აზრი აღარ ჰქონდა შენს პოვნას და გაჩერებას. იმიტომ,რომ ზუსტად 1 თვეში იგივეს გააკეთებდი, მარა არა-ახლოს მივიდა და სველი თმები სახიდან მოაცილა-შენ… საუკეთესო…დედა იქნებოდი.
-გამანებე-ხელები მოაცილებინა, მაგრამ ალექსანდრემ ისევ ხელებში მოიქცია მისი სახე.
-არა. მე საშუალო მამა ვიქნეობდი, მაგრამ არა ვაჟასნაირი. უსამართლობაა რაც ჩვენ დაგვემართა.
-ალექს არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-არა, უნდა ითქვას და უნდა ვილაპარაკოთ. ასე დილამდე ხეტიალით არც ერთი არ ვიქნებით უკეთ.რაც მოხდა საშინელებაა, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს, ორივეს. როგორც ოჯახს, როგორც ცოლ-ქმარს.მე არ ვაპირებ დანებებას, მაშინ არა,როდესაც ძლივს ისეთ ადამიანს შევხვდი, რომლისაც მესმის და რომელსაც ჩემი ესმის.
-მე შენი არ მესმის.
-მაშინ აქ რა გინდა? რატო გამომყევი ცოლად? იმის მერე რაც ნახე, იმის მერე რაც ჩემი ოჯახი ნახე, ანი ნახე, კიდე რა გინდა აქ? ჩვენ ორივეს არც თუ ისეთი სახარბიელო ბავშვობა გვქონდა, ფულით თუ ფულის გარეშე. შევთანხმდეთ რომ ფულს აღზრდის ხარისხზე არ აქვს გავლენა. ორივეს გვაქვს ჩვენი ნაკლი, ორივეს კარგად გვაკლია, ფსიქიკურადაც და ისეც. იმედია კარგი რაღაცეებიც გვაქვს საერთო, თორე ეხლა რასაც ვუსმენ ჩემ თავს ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა გამოგვდის-ევას გაეღიმა-როგორც იქნა.ევა, შენ ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავ, ვიდრე ყალბი ცოლი. ხო ხვდები რასაც გეუბნები.
-ვერა.
-მაშინ მე გაგაგებინებ-მისი სახე მიიზიდა და მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი ევას რეაქციას დაელოდა.



№1 სტუმარი ნანო

გამიხარდა რომ გააგრძელე.სად იყავი აქამდე????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარც მახსოვდა საერთოდ. რა აზრი აქვს ასე იშვიათად დადებას

 


№3  offline წევრი sati

სტუმარი ნანა
აღარც მახსოვდა საერთოდ. რა აზრი აქვს ასე იშვიათად დადებას

ბოდიშს გიხდით, მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრება და მე ამ ისტორიას ვწერ არა მხოლდო აუდიტორიისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი აზრი და მნიშვნელობა აქვს. თქვენთვის თუ აზრი არ აქვს შეგიძლიათ არ წაიკითხოთ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

წარმატებებს გისურვებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent