მატილდა (სრულად)
თავი 1 12 დეკემბერს ჯაფარიძეების ოჯახში დილიდანვე მზადება მიმდინარეობდა, რადგან ოჯახში ყველაზე პატარა წევრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მატილდა ჯაფარიძე, ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი გახლდათ, რომელიც თავისი სილამაზითა და სისპეტაკით ყველას ყურადღებას იპყრობდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო ეს გოგონა ერთხელ მაინც გენეხათ და მისით არ მოხიბლულიყავით. გრძელი შავი ტალღოვანი თმა, რომელიც თითქმის წელამდე სცემდა, ლამაზი მოყვანილობის თვალ-წარბი, თხელი ტუჩები და პატარა კურნოსა ცხვირი. სიცილისას ლოყებზე პატარა საყვარელი ფოსოები უჩნდებოდა, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებდა მის ისედაც ლამაზ სახეს. განსაკუთრებით გიჟდებოდა ცხოველებზე და ბავშვებზე, რომლებიც მის სუსტ წერტილს წარმოადგენდა, თუმცა უდიდესი სისუსტე მაინც მისი ოჯახი იყო, რომლისთვისაც არაფერს დაიშურებდა. ყავდა მამა, რომელიც მის მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენდა, ბატონი - კონსტანტინე ჯაფარიძე, იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი იყო მთელს თბილისში, ხოლო დედა, ქალბატონი - სალომე გიორგობიანი კი ცნობილი მხატვარი გახლდათ, რომლის ნამუშევრების ხილვაც ერთ დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა. რაც შეეხება ძმებ ჯაფარიძეებს, სულ ოთხნი იყვნენ. მიშო, დემეტრე, თომა და ნიკოლა, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. მათი რესტორნების ქსელი ერთ-ერთი წამყავნი იყო საქართველოში. მატილდა კი სტუდენტი გახლდათ, რომელიც სულ მალე დიპლომს აიღებდა და თავისი პროფესიითაც დაიწყებდა მუშაობას. ასევე განსაკუთრებით უყვარდა ცეკვა და ბილიარდის თამაში. ეს უკანასკნელი კი მისმა ძმამ, ნიკოლამ ასწავლა. მისი დაბადების დღე ყველაზე მეტად უყვარდა გოგონას, რომელსაც მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან - ოჯახთან და სამ უახლოეს მეგობართან ერთად აღნიშნავდა. ეს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა მისთვის, რადგან მატილდას არ უყვარდა დიდი წვეულებები და ფარისეველი ხალხის ყურება, რომლებისთვისაც მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობებია პრიორიტეტული. თუმცა, როგორც ჩანს დღევანდელი დღე სულ სხვანაირად იყო განგების მიერ გადაწყვეტილი. მას შემდეგ, რაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის - ლევან გერლიანის შვილი, თორნიკე გერლიანი დაბრუნდა. სწორედ მისი დაბრუნების შემდეგ დაიწყო ჯაფარიძეების ბიზნესმა კრახისკენ სვლა და არამარტო ჯაფარიძეების. გერლიანები ძირითადად საზღვარგარეთ მოღვაწობდნენ, კერძოდ გერმანიაში და დიდი ხნის შემდეგ ლევანმა გადაწყვიტა, რომ სიბერეში სამშობლოში დაბრუნებულიყო მის მეუღლესთან - ანა გელოვანთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ამით კმაყოფილი არ დარჩენილა, მშობლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან მშობლებს უდიდეს პატივს სცემდა. ხოლო მისი და ნენე და ბიძაშვილი მართა კი დროებით გერმანიაში დარჩებოდნენ, რათა სწავლა დაესრულებინათ. თუმცა მართასთვის, რომ გეკითხათ საქართველოში არც არასდროს დაბრუნდებოდა, რადგან სამშობლოსთან ცუდი მოგონებები აკავშირებდა. სწორედ საქართველოში დაკარგა მშობლები და მკვლელიც დღემდე დაუსჯელი დარჩა, რადგან ვერავინ დაუმტკიცა ბრალდება, რაშიც უდიდესი წვლილი მის ადვოკატსაც მიუძღვის, რომელიც თვით კონსტანტინე ჯაფარიძე გახლდათ. თორნიკეს საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ შურისძიება გახლდათ, როგორც ბიძამისის მკვლელის ოჯახზე, ასევე ჯაფარიძეების ოჯახზეც, რომელსაც ნელ-ნელა განახორციელებდა. გერლიანმა კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელოვანი დღე იყო ჯაფარიძეების ქალიშვილის დაბადების დღე და სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა შეტევის განხორციელება მათზე. უნდოდა ისინიც ისე დატანჯულიყვნენ, როგორც გერლიანების ოჯახი იტანჯებოდა. თავი 2 ყველა სუფრასთან იყო მოკალათებული ჯაფარიძეების ოჯახში და იუბილარს ადღეგრძელებდნენ. უეცრად მიშოს ტელეფონზე ნათიას ნომერი დაფიქსირდა, გაუკვირდა, რადგან მან კარგად იცოდა ეს დღე რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახისთვის და როგორ არ უყვარს მიშოს, როდესაც ასეთ დროს აწუხებენ, თუმცა ეს მეტად გადაუდებელი საკითხი იყო და შესაბამისად, ხვალამდე ვერ მოიცდიდა. კაბინეტისკენ წავიდა და ზარს მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა. - გისმენ, ნათია - ოთახში საკმაოდ მკაცრი ბარიტონის ხმა გაისმა. - მოგესალმებით, ბატონო მიხეილ. ბოდიშს გიხდით, რომ ამ დროს გაწუხებთ, თუმცა ეს საქმე ხვალამდე ვერ მოიცდიდა. ბათუმში, რომ აპირებდით მიწის შესყიდვას და ყველაფერი უკვე თითქმის მოგვარებული იყო, ამწამს დამირეკა მეპატრონემ და მითხრა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს და დაუფიქრებლად გაყიდა. - გასაგებია, დანარჩენს მე მივხედავ - მოკლედ მოუჭრა და ყურმილი დაკიდა. მიშო ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული, უკვე მერამდენე შემთხვევაა, რასაც ხელი მოკიდა მათმა კომპანიამ ყველაფერი კრახით სრულდება. აშკარაა, რომ ვიღაცას მათი განადგურება სურს, მაგრამ ვის? ან რატომ? თავში აზრად არავინ მოსდის, დღემდე ყველაფერს ისე აკეთებენ ის და მისის ძმები, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტერი ჰყავდეთ. არა, ეს ყველაფერი აშკარად ძალიან საეჭვოა, აუცილებლად უნდა გამოიძიოს რა ხდება. არადა როგორ უნდოდა ამ მიწის შესყიდვა, აქედანვე საკმაოდ დიდ გეგმებს სახავდა, თუ როგორ ლამაზ და მყუდო რესტორანს ააშენებდა ზღვის პირას, თუმცა რა გაეწყობა, ამით არაფერი დასრულებულა. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. შემდეგ კი ოჯახს დაუბრუნდა, არ უნდოდა ძმებს რამე ეეჭვათ და მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ დალაპარაკეობდა. თორნიკეს შავი მეტად მოელვარე თვალები სივრცისთვის გაეშტერებინა და ქალაქის ხედით ტკბებოდა, ახლა, რომ გეკითხათ რაზე ფიქრობდა, პასუხს დაუყოვნებლივ გაგცემდათ - შურისძიება, ეს იყო მისი მთავარი მიზანიცა და საფიქრალიც. ყველაფერზე იყო წამსვლელი ოღონდ ბიძამისის მკვლელი და მისი ადვოკატი დაესაჯა. ისინი იმდენად უნდა დაეტანჯა, რომ სიკვდილი სანატრელი გახდომოდათ. ჯაფარიძეებს მარტივად მიხედავდა, რასაც ვერ ვიტყვით ჯანაშიების ოჯახზე, რომლებსაც თავიანთი ერთადერთი ვაჟი დღემდე კარგად ყავდათ დამალული საზღვარგარეთ და არავინ იცოდა მისი ასავალ დასავალი. თუმცა გერლიანისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამიკოს ბიჭუნა ერთ დღეს კვლავ ესტუმრებოდა საქართველოს, რაც მისთვის სავალალო შედეგბით დასრულდებოდა. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოაფხიზლა, მისი ბავშვობის მეგობარი, ალექსი ურეკავდა. -გისმენ, ალექს. -მადლობა ღმერთს, რომ მიპასუხე. რაღაც ეს დღეები უცნაურად იქცევი, ზედმეტად მშვიდად ხარ, რაც კარგს არაფერს მოასწავებს. ხომ იცი კარგად გიცნობ მე ვერაფერს გამომაპარებ. აუცილებლად ვისაუბრებთ მე და შენ ამ საკითხზე, ოღონდ ტელეფონით არა. ჩვენს ბარში ვარ, არ აპირებ მოსვლას? ნინამაც ტვინი მომი**ნა სად დაიკარგა თორნიკე, რაც ჩამოვიდა ერთხელაც ვერ მოიცალა ჩემთვისო! -დღეს ვერანაირად ვერ მოვახერხებ მოსვლას, ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დანიშნული. მოგვიანებით შეგეხმიანები და ნინას გადაეცი ტრ**ი დააყენოს - გამოსცრა გაცოფებულმა. -კარგი, როგორც შენ იტყვი, ბატონო უჟმურობავ - და ყურმილი დაკიდა. გათენდა. ყველა თავის საქმეზე მიიჩქაროდა. მატილდასაც მალე გამოცდები ეწყებოდა, ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევით მუშაობდა, რათა მშობლებისთვის იმედები არ გაეცრუებინა. მამამ უკვე ბევრჯერ შესთავაზა, რომ თავის საადვოკატო ბიუროში დააწყებინებდა მუშაობას, როგორც კი დიპლომს აიღებდა, თუმცა გოგონამ ამაზე მტკიცე უარი განაცხადა, რადგან სურდა ყველაფრისთვის თავად მიეღწია. ასეთი იყო ჩვენი მატილდა - ნიჭიერი, მიზანსწრაფული, დამოუკიდებელი და რაც ყველაზე მთავარია, დიდი გულის პატრონი. ყველა ადამიანში ცდილობდა დადებითის პოვნას, რათა უარყოფითი გადაეფარა, რაც სიმართლე, რომ ვთქვათ ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. ერთ პატარა კომპანიაში მუშაობდა მდივნად. მისი უფროსი საკმაოდ კეთილი პიროვენება გახლდათ, ბატონი - თეიმურაზ ანჯაფარიძე. მასთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნება იყო ყველა თანამშრომლისათვის, რადგან ზემოდან არასდროს არავის უყურებდა. გაწეული სამუშაოსთვის პრემიებსაც არ იშურებდა და მოკლედ, რომ ვთქვათ საკამოდ კარგი უფროსი იყო, რომლეიც შრომას აუცილებად გიფასებდათ. დღეს, ბატონ თეიმურაზს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა სწვევოდა, რომელიც არამარტო პარტნიორი, არამედ საუკეთესო მეგობრის შვილიც გახლდათ. ამიტომ კომპანიაში დილიდანვე მზადება მიმდინარეობდა. ტაქსი კომპანიის წინ გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა გოგონამ მოხდენილი ნაბიჯებით დაიწყო კარებისკენ სვლა, რა თქმა უნდა, არც მისალმება დავიწყნია დაცვისთვის. როგორც კი თავის კაბინეტში შევიდა, თეკლაც ეგრევე შეყვა და აცნობა, რომ სტუმარი უკვე მოსულიყო და როგორც კი მატილდა მოვიდოდა ორი უშაქრო ყავა შეეტანა უფროსისთვის. მატილდამაც 2 წუთში ყველაფერი მოამზადა და კაბინეტისაკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და მხოლოდ ნებართვის შემდეგ შევიდა. -დილა მშვიდობისა, ბატონო თეიმურაზ - მხიარულად მიესალმა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანა ყურადღება სტუმარზე. როგორც კი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, გოგონა ადგილზე გააქვავა მისმა შავმა მოელვარე სფერობმა. უცნობსაც სწორედ მატილდასნაირი თვალის ფერი ჰქონდა, მაგრამ მეტად უფრო მუქი, თვალს ვერ სწყვეტდა მის იდეალურ ფორმას, მოკლე შავ თმას, რომ დაეფარა, ლამაზი თვალის ჭრილი ჰქონდა უცნობს და ასევე ლამაზი მოყვანილობის გრძელი წარბები, ცხვირი ოდნავ კეხიანი, თუმცა მის სახეს ესეც კი იდეალურს ხდიდა, ბოლოს კი მზერა ტუჩებზე გაუჩერდა და როდესაც მიხვდა რა ჩაიდიან სასწრაფოდ მზერა აარიდა. უცნობმა კი შეუმჩნევლად ტუჩის კუთხე ჩატეხა. -გამარჯობა, ჩემო გოგო. გაიცანი ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ბატონი - თორნიკე გერლიანი, შეიძლება გსმენია კიდევაც მის შესახებ, ეს კი მატილდაა, ჩემი მდივანი. გერლიანმა მხოლოდ თავი დაუკრა მისალმების ნიშნად და კვლავ ურცხვად დაიწყო გოგოს თვალიერება თავიდან ფეხის ფჩხილამდე. უნდა აღიაროს, რომ მართლაც შესაშური სილამაზის აღმოჩნდა ჯაფარიძეების ქალბატონი. აქამდე მხოლოდ ერთხელ მოკრა თვალი მის ფოტოს, თუმცა რეალობაში ბევრად უფრო ლამაზი აღმოჩნდა. თორნიკესთან შედარებით გოგონას მართლაც, რომ დაბალი ეთქმოდა, მიუხედავად იმისა, რომ მატილდა სიმაღლეს არ უჩიოდა. განსაკუთრებით მისმა საყვარელმა ღიმილმა მოხიბლა მამაკაცი, რომლის დროსაც პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. ხმაც ძალიან ნაზად და სასიამოვნოდ მოელამუნა ყურებს. თუმცა ბოლოს მწარე რეალობაშიც მოუწია დაბრუნება და იმის გააზრება, რომ ის მტრის შვილი იყო, რომელიც მხოლოდ შურისძიებისთვის სჭირდებოდა. კარგად იცოდა სვანმა, ეს ერთი ციდა გოგო ოჯახისთვის რა მნიშვნელოვანიც იყო და მისი გამოყენებით, რამხელა ტკივილსა და ტანჯვას მიაყენებდა კონსტანტინე ჯაფარიძეს. მის გეგმაზე კიდევ ერთხელ შეუმჩნევლად ტუჩის კუთხე ჩატეყა და ამჯერად, გიშრისფერი თვალები მატილდას მოაშორა. -ბევრი რომ აღარ გაგვიგრძელდეს ბატონო თეიმურაზ, ჯობს მე წავიდე. თქვენ კი, იფიქრეთ ჩემს წინადადებაზე და პასუხი უახლოეს დღეებში მაცნობეთ - გაისმა გერლიანის ბოხი ბარიტონი და მატილდას ამ დროს ტანში ისეთმა შიშმა და ჟრუანტელმა დაუარა, რომ ეგონა მთელმა ზოოპარკმა ერთად გადაუარა. თორნიკემ თავი კიდევ ერთხელ დაუკრა ანჯაფარიძეს და შემდეგ ისე, რომ გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს, ოთახი დინჯი და მოზომილი ნაბიჯებით დატოვა. მისმა სურნელმა კი მატილდას სასიამოვნოდ შეუღიტინა ნესტოებში და კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა. არასდროს აღმოჩენილა მსგავს მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, თითქოს ამ მამაკაცმა მასში სრულიად სხვა შეგრძნებები გააღვივა. შემდეგ თვითონაც რეალობას დაუბრუნდა და უფროსის კაბინეტი ჩვეული სილაღით დატოვა. თავი 3 ოთხაში გამაყრუებელმა სიჩუმემ დაისადგურა, მას შემდეგ, რაც მიშომ ძმებს ყველაფერი უამბო, თითოეული იმაზე ფიქრობდა თუ ვინ ემტერებოდათ მათ ოჯახს. -ჩემი აზრით, ეს ამბავი მამასაც უნდა ვუამბოთ, იქნებ წარსულში რაიმე ისეთი მოხდა, რაზედაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს? - ჯერ კიდევ განრისხებული საუბრობდა ნიკოლა. -გეთანხმები ძმაო, ეს უკვე სახუმარო თემა არ არის. ბოლოს და ბოლოს ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, რომ ვინმე უსამართლოდ გაგვენაწყენებინა, ესე იგი საქმე ჩვენში კი არა, ჩვენს წარსულშია - თქვა დემეტრემ. -კარგით, რადგან ყველას ასე გსურთ, მაშინ მამაც საქმის კურსში ჩავაყენოთ, მაგრამ ჯობს დედას და მატილდას ჯერ არ ვუთხრათ, არ მინდა ტყუილად ვანერვიულოთ ორივე - მშვიდი ბარიტონით წარმოთქვა მიშომ და კვლავ ფიქრს მიეცა. * * * უკვე საკმაოდ მოსაღამოვებულიყო, თუმცა მარიტა წასვლას ჯერ კიდევ არ ჩქარობდა, იმდნეად ჩაითრია საქმემ რომ არა ტელეფონის ზარი, ალბათ ღამესაც ოფისში გაათევდა. ტელეფონს დახედა და გაეღიმა, როდესაც მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ურეკავდა. -გისმენ, თამთა. -გოგო სად ხარ აქამდე? რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ და ძლივს დაგიკავშირდი. ნორმალური თუ ხარ საერთოდ? ტელეფონის დანიშნულება არ იცი? როცა ასე გაგვიანდება ხომ უნდა დაგვიკავშირდე რომელიმეს? რა აღარ ვიფიქრე - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა გაცხარებულმა თამთამ. მატილდა კი მთელი ამ დროის განმავლობაში იღიმოდა. ბედნიერი იყო, რადგან იცოდა, რომ მის გვერდით ასეთი ერთგული მეგობრები ჰყავდა, რომლებსაც ოჯახისგან არაფრით განასხვავებდა. ბაღიდან ერთად მოდიოდნენ ის, თამთა, ჯინა, საბა და გიგი. ოთხივე განუყრელები იყვნენ და კვირა არ გავიდოდა ისე, რომ ერთად არ წასულიყვნენ სადმე. განსაკუთრებით კლუბებში უყვარდათ სიარული და გართობა, თუმცა სახლში დარჩენასა და ერთად ფილმის ყურებაზეც არასდროს ამბობდნენ უარს. განა დასაფასებელი არ იყო ასეთი ოჯახი და მეგობრები, რომელიც ღმერთმა გოგონას არგუნა? რა თქმა უნდა, იყო და ეს მატილდამაც ძალიან კარგად იცოდა. ფიქრებიდან კვლავ თამთას ხმამ გამოაფხიზლა. -ჯაფარიძე! ხმა ამოიღე თორემ ვერ გადამირჩები, როდესაც გნახავ. -კარგი დამშვიდდი თამ. ხომ იცი არა რამდენი საქმეა ოფისში, პირველად ხომ არ ვმუშაობ ამ დრომდე არა? - ტკბილი ხმით დაუყვავა მატილდამ, ყოველთვის იცოდა, რომ თამთასთან ასეთი მიდგომა ჭრიდა და ახლაც სრულებით დარწმუნებული იყო ამაში. არც შემცდარა გოგონა მაშინვე მოლბა. -კარგი მთავარია შენი ხმა გავიგე, ახლა კი გეტყვი რისთვისაც ვრეკავდი ასე გამწარებული, მოკლედ დღეს ჩვენი კურსელის დაბადების დღეა იმედია გახსოვს და კაბაც არჩეული გაქვს რის ჩაცმასაც აპირებ. -ეგ როგორ დამავიწყდება, დღეს იმდენჯერ გამაფრთხილა ნიამ. -მოკლედ, მალე მორჩი საქმეებს და მოემზადე, იცოდე ორ საათში გამოგივლი და მზად დამხვდი - გააფრთხილა თამთამ და ყურმილი დაკიდა. ჯაფარიძის ქალბატონმაც მალევე დაამთავრა თავისი საქმეები და სახლისკაენ გზას გაუყვა, რომელიც არც ისე შორს იყო, ამიტომაც ფეხით წასვლა გადაწყვიტა. რატომღაც მთელი გზა ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, მაგრამ ეს ოდნავადაც არ უფორიაქებდა მის გულს, პირიქით, თავს უფრო დაცულად გრძნობდა. როგორც კი თავი საკუთარ ოთახში დაიგულა ეგრევე სააბანოს მიაშურა. ზუსტად 10 წთ-ში დაბრუნდა და მომზადებას შეუდგა. არ უყვარდა გამომწვევად ჩაცმა თუმცა დღეს რატომღაც მოკლე წითელ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. მაკიაჟს საერთოდ არ ატარებდა მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი გადაისვა და დაბლა ჩავიდა, სადაც უკვე მეგობარი უცდიდა. თამთამ როგორც კი მატილდა დაინახა ერთი კარგად დაუსტვინა და თავისი თეთრი რაში ადგილს მოწყვიტა. კლუბში როგორც ყოველთვის იგივე სიტუაცია დახვდათ: ხმამაღალი მუსიკა, ერთმანეთში ახლართული სხეულები, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი. მართალია, ეს ყველაფერი დიდად მატილდას არ ხიბლავდა, თუმცა მისთვის მთავარი მეგობრებთან ერთად გართობა იყო. -გამარჯობათ გოგონებო, უკვე იმედიც კი გადაგვეწურა, რომ მოხვიდოდით - თქვა საბამ. -საბა, ხომ იცი მატილდას ამბავი, სანამ თავის საქმეს არ მორჩება არაფერი ახსოვს. -კარგი გვეყო ყოველთვის ერთი და იგივე თემაზე საუბარი, აქ გასართობად მოვედით - თქვა ჯინამ. -მართალია, ყველანი გადღლილები ვართ სამსახურის საქმეებით, გართობისთვის დრო თითქმის აღარ გვრჩება. დღეს ბოლომდე ვსვამთ იცოდეთ, უარი არ მიიღება - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ყველას გიგიმ. -კარგით, ამჯერად იყოს ისე, როგორც გინდათ ბოლომდე დავლიოთ და ცოტა ხნით გამოვეთიშოთ ამ სამყაროს - კვერი დაუკრა მატილდამ. * * * სანამ მეგობრები ერთმანეთში საუბრობდნენ, მანამდე შორიდან ათვალიერებდათ ორი შავებში ჩაცმული მამაკაცი მათ მაგიდას, თითქოს არ სურდათ რაიმე გამორჩენოდათ. -თორნიკე, იმედია კარგად დაფიქრდი შენს გეგმაზე, რადგან ეს გოგო მართლაც მეცოდება შენს ხელში. შენც მშვენივრად ხვდები იმას, რომ ის ამ ყველაფერში არაა დამნაშავე. -ალექს! ერთი და იგივეს თქმით უკვე დავიღალე, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის დამნაშავე არის თუ არა, მაინც დაისჯება, რადგან მასში იმ ნაბი***რი მამამისის სისხლი ჩქეფს. ასე, რომ ჩემს გეგმას არ შევცვლი. ყველა ისე უნდა დავტანჯო და ვატკინო, როგორც თვითონ მოექცნენ ჩემს ოჯახს. -მე ამ გოგოს ცოდვაში ფეხის ჩადგმას არ ვაპირებ იცოდე - კიდევ ერთხელ გააფრთხილა ალექსმა. -ძალიან კარგი, მარტოც მშვენივრად მოვაგვარებ ყველაფერს - კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და კვლავ გოგონას სხეულს დაუწყო ურცხვად თვალიერება. -მოკლედ, მე წავედი. საქმეები მაქვს მოსაგვარებელი - თქვა ალექსმა და შენობა მალევე დატოვა. დარჩა მხოლოდ თორნიკე და მისი ფიქრები, რომელიც მხოლოდ მატილდას გარშემო ტრიალებდა. იმდენად ლამაზი იყო გოგონა ნებისმიერ ფორმაში, რომ სურვილს ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კარგად იცოდა, რომ აჩქარება მის საქმეს წარმატებას არ მოუტანდა. თავი 4 მატილდა სრულებით მოწყდა სამყაროს, როდესაც ცეკვის დროს უცნობის დაძარღვული ხელების შემოხვევა იგრძნო, თუმცა კი იყო რომ იგი უცნობი? რატომღაც გოგონა ასე არ თვლიდა და სწორედ ეს უფორიაქებდა მთლიან ორგანიზმს. ეცნობოდა მისი სურნელი, ლამაზი თავის ფორმა და სახის ნაკვთები. როგორ შეიძლებიოდა დავიწყნოდა ასეთი მზერის პატრონი? მისი ერთი შემოხედვაც კი ადგილზე აქვავებდა ჯაფარიძეების ქალბატონს, ნებისმიერ რამეზე იყო თანახმა ოღონდ ამ თვალებისთვის ეცქირა. ხვდებოდა, რომ ამ მამაკაცმა სულ რამდენიმე ნახვით შეძლო მისი გულის პირველად დაპყრობა და იცოდა, რომ ის უკანასკნელიც იყო. ფიქრებიდან მისმა ბოხმა ბარიტონმა გამოიყვანა. -არ მეგონა ჯაფარიძეების პატარა ქალბატონს ასეთ ადგილებში თუ უყვარდა სიარული. -და რატომ მიგაჩნიათ ასე ბატონო თორნიკე? - მამაკაცი ვერც კი წარმოიდგენდა რა ძალისხმევის ფასად დაუჯდა გოგონას თავისი მშვიდი ტემბრით მისთვის კითხვის დასმა. -რადგან არ მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც კლუბებში სიარული და გართობა უყვარს, მართალი არ ვარ?! -ასე კატეგორიულადაც ვერ ვიტყოდი, რადგან სადაც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, იქ არასდროს მწყინდება. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მათთან ერთად სად წავალ გასართობად - აღელვება შეეპარა ხმაში გოგონას, რადგან ვერ უძლებდა მამაკაცის მწველ მზერას, ერთი სული ჰქონდა მისი დაძარღვული ხელი თავისი წვრილი წელისგან მოეშორებინა და შორს გაქცეულიყო, რადგან ასე თუ არ მოიქცეოდა იცოდა, რომ ეს მისთვის კარგად არ დასრულდებოდა, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რაც ელოდებოდა მის ხელში. -კარგია თუ გვერდით ასეთი მეგობრები გყავთ -თორნიკე კი ამ დროს რას გრძნობდა? თვითონაც არ იცოდა რას მართებდა ეს გოგო თავისი დიდრონი ბრიალა თვალებითა და გამაბრუებელი სურნელით. რა მოხდებოდა, რომ მაინცდამაინც ის არ ყოფილიყო ჯაფარიძეების ნებიერა გოგონა? რა მოხდებოდა, რომ სურლიად სხვა ვითარებაში გაეცნოთ ერთმანეთი და წარსულის გამო მათ არ ეგოთ პასუხი? ალბათ ბედნიერი ოჯახი ექნებოდათ თუმცა სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენს ფანტაზიებშია და რეალობა, რაც არ უნდა მწარე იყოს, მას თვალი აუცილებლად უნდა გავუსწოროთ. სწორედ ასე ფიქრობდა გერლიანი და არ აპირებდა თავისი გეგმიდან გადახვევას. -ნამდვილად, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის გამო, ყველაფრის დათმობა შემიძლია -ღიმილით მიუგო მატილდამ და თავი ჩახარა, ისეთი საყვარელი ეჩვენა ამ დროს გერლიანს გოგონა, რომ სულ დაავიწყდა ჯაფარიძეებიცა და მისი გეგმაც, რადგან თავი ძლივს შეიკავა იქვე არ დაწაფვოდა მის მარწყვივით გემრიელ ტუჩებს. -კარგია თუ ასეთი დიდი სიყვარულით გიყვარს შენი ოჯახი და ახლობლები, ალბათ შენი ცხოვრების მეგზურიც უბედნიერესი იქნება -ბოლო სიტყვები თითქოსად უფრო თავისთვის ჩაილაპარაკო სვანმა, თუმცა მატილდას სმენას არც ერთი სიტყვა არ გამოპარვია და უმალვე თვალები დაჭყიტა, ესიამოვნა მამაკაცისგან ეს სიტყვები და თანაც როგორ. მყუდროება წყვილს კვლავ გიჟმა თამთამ დაურღვია. -გრცხვენოდეს ქალბატონო, მე მგონია რომ ჩემი გოგონა ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩება და არავის გაიკარებს ახლოში და თურმე ყველაფერი პირიქითაა, ვინ არის ეს ბატონი? არ უნდა გაგეცნო და გეთქვა ჩემთვის, შეყვარებული თუ გყავდა? -თვალების ბრიალით ჰკითხა ჟვანიამ. -თამთა კარგი რაა, საიდან მოგაქვს ხოლმე ასეთები, სულაც არ არის ბატონი თორნიკე ჩემი შეყვარებული და დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი -გაბრაზდა მატილდა მეგობრის ნათქვამზე და თან ლოყები აუწითლდა, როდესაც თორნიკე თავისი შეყვარებულის ამპულაში წარმოიდგინა. -უი ბოდიში, როცა ერთად დაგინახეთ ვიფიქრე, რომ შეყვარებულები იყავით, ისე უმზერდით ერთმანეთს -კვლავ ენას არ აჩერებდა ჟვანიების ასული და მეგობარს თავისი სიტყვებით კიდევ უფრო მეტად აწითლებდა, რაც თორნიკესაც არ გამორჩენია თვალთახედვის არიდან და სულ ცოტა აკლდა, რომ ბოლო ხმაზე არ ახარხარებულიყო. -არაუშავს, ქალბატონო თამთა, ჯობს მე დაგტოვოთ, ხელს აღარ შეგიშლით გართობაში -ორივეს მომაკვდინებლად გაუღიმა და თავის მაგიდას დაუბრუნდა, საიდანაც მთელი დარბაზი ხელის გულივით ჩანდა. -აბა დროზე მოყევი ყველაფერი, ვინ არის ეს კაცი? რამდენი წლისაა? დაოჯახებულია? რას საქმიანობს? -ერთი ამოსუნთქვით მიაყარა თამთამ. -დამშვიდდი და ამოისუნთქე -მიუგო მატილდამ, ჯერ კიდევ თორნიკეს ღიმილით გაბრუებულმა. -მე კი დავმშვიდდები, მაგრამ შენს გულს როგორ დაიმშვიდებ? ისეთი სიხშირით გიცემს, როდესაც მას უყურებ რომ მეც კი შევამჩნიე ამ მცირე დროში. -რა სისულელა? უბრალოდ, იმდენად სიმპატიურია, რომ გულგრილს ვერავის დატოვებს და მათ შორის ვერც მე -მიხვდა მატილდა, რომ უარყოფას აზრი არ ქონდა. -კარგი იყოს ისე, როგორც შენ გინდა, მაგრამ დაიმახსოვრე ბოლოს თქვენს წყვილს ერთად ვიხილავ სულ ცოტა 4 ან 5 ბავშვით -გადაიკისკისა თამთამ და თეძოს რხევით დაიძრა ბარისკენ. მატილდას კი ამ დროს გულში ისეთი სითბო ჩაეღვარა, რომ ეშინოდა სიხარულისგან არ გასკდომოდა. თუმცა სანამ დრო იყო ჯობდა თავი მაქსიმალურად შორს დაეჭირა გერლიანისგან, რადგან არ სურდა იმედგაცრუებული დარჩენილიოყო. ამ ფიქრებში მაგიდამდეც მიაღწია, ჩანთასა და მობილურს დასწვდა და ბარი უკან მოუხედავად დატოვა, ხშირად მოქცეულა ასე, ამიტომ მეგობრებს მისი ეს ქცევა სულაც არ გაკვირვებიათ. თავი 5 მატილდა მეორე დღეს ჩვეულებრივ სამსახურში გამოცხადდა და თავის საქმეს შეუდგა. ბატონ თეიმურაზს მასში სწორედ მისი ასეთი შრომისუნარიანობა მოსწონდა და ბუნებრივია, არ ეთმობოდა ასეთი კადრი გასაშვებად. თუმცა რა ექნა, საუკეთესო მეგობრის შვილს ამ მცირედ თხოვნას თუ არ შეუსრულებდა. არ ახსოვს თორნიკესგან ამ ხნის განმავლობაში რაიმე მცირედი თხოვნაც კი. ასე, რომ რა თქმა უნდა, დათანხმდა მის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ასეთი კარგი კადრი გერლიანების კომპანიაში გადასულიყო, მაგრამ მთავარი მაინც მატილდას აზრი იყო, რადგან მისი თანხმობის გარეშე არ აპირებდა გადაწყვეტილების მიღებას. ასე, რომ როგორც კი გოგონა კომპანიაში დაიგულა მალევე მასთან დაიბარა და საქმის ვითარებაც გააცნო. თავიდან ჯაფარიძე მშვიდად და აუღელვებლად უსმენდა უფროსის წინადადებას თუმცა, როგორც კი სახელი და გვარი გაიგო, აშკარად ვერ დამალა გაოცება, რაც არც თეიმურაზს გამორჩენია თვალთახედვის არიდან. -არ ვიცი, ბატონო თემურ. ძალიან კარგად ვგრძნობ აქ თავს, ხელფასიც სრულებით მაკმაყოფილებს და რაც მთავარია, თქვენზე კარგ უფროსს, ვერც კი ვინატრებდი. - კვლავ ორჭოფობდა მატილდა. -ვიცი ჩემო კარგო, რომ რთულია ახალ გარემოსთან შეჩვევა და აქ თავს კარგად გრძნობ, მაგრამ ჯობია კარგად დაფიქრდე და გადაწყვეტილება ისე მიიღო. მშვენივრად იცი, რომ ჩემისთანა პატარა კომპანია წარმატებაში ვერ დაგეხმარება. გერლიანებთან მუშაობა კი ბევრისთვის ოცნებაა. იქ კადრებს დიდი გულმოდგინებით არჩევენ, გასაუბრებას პირადად გენერალურ დირექტორთან გადის თითოეული თანამშრომელი. ასე, რომ გირჩევ კიდევ ერთხელ დაფიქრდე, თან ხელფასიც ბევრად უფრო მაღალი გექნება. -კარგით ბატონო თემურ, თანახმა ვარ. -დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილებას არ ინანებ ჩემო ლამაზო. - გახარებული ეუბნებოდა თემური. -თუ სხვა საქმე არ გაქვთ, მაშინ მე დაგტოვებთ. - თავი ღიმილით დაუკრა და კაბინეტიდან აღელვებული გამოვიდა. ჯერ კიდევ არ იცოდა რატომ გადაწყვიტა თორნიკემ მისი პირად მდივნად აყვანა, ის ხომ სულ რაღაც 2 დღეა, რაც გოგონას იცნობდა. თან ეს ცუდი წინათგრძნობაც თავს არ ანებებდა მატილდას და სულ ცუდის მოლოდინში იყო. * * * გერლიანმა, როგორც კი სასურველი პასუხი მოისმინა, განწყობა ეგრევე გამოუკეთდა და ერთი სული ჰქონდა მისი სათამაშო, რაც შეიძლება მალე ჩაეგდო ხელში, რათა მისთვის სიცოცხლე გაემწარებინა. თუმცა, როდესაც ეს გაიფიქრა, განწყობა კვლავ გაუფუჭდა, არადა წესით პირიქით უნდა ყოფილიყო და ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად უნდა გახარებოდა. ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა. -მობრძანდით. - გაისმა, თორნიკეს ბოხი ბარიტონი. -უკაცრავად, ბატონო თორნიკე. მიხეილ ჯაფარიძეს სურს თქვენთან შეხვედრა და შემოვუშვა თუ არა? -შემოუშვი ნანო და თან ორი ყავაც გამოიყოლიე. -კარგით. -მიბრძანდით, ბატონო მიხეილ. -აღელვებულმა და მიშოთი მოხიბლულმა გასცა პასუხი ნანომ, რაც რა თქმა უნდა, ბიჭს არ გამორჩენია და ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა. შემდეგ კი თორნიკეს კაბინეტისკენ დაიძრა და დაუკაკუნებლად კაბინეტში შეაჭრა. -რამ შეაწუხა თვით ბატონი მიშო ჯაფარიძე, რომ გადაწყვიტა გერლიანების კოპანიას სტუმრებოდა. -ცინიზმით იყო თორნიკეს სიტყვები გაჯერებული. -არ ვიცი, აქ სწორედ მეც იმიტომ ვარ, რომ რაც მაწუხებს იმ კითხვებზე პასუხები მივიღო, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს არც მე და არც ჩემს კომპანიას. -ცინიზმში არ ჩამორჩა მიშოც და ჯიქურ მიაშტერდა მის წინ მჯდომს თვალებში. -წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობ. -აუღელვებლად გასცა პასუხი თორნიკემ. -აი მე კი ვფიქრობ, რომ მშვენივრად იცი და ეს ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ბოლო პერიოდია ხდება, მასშიც შენ მიგიძღვის ბრალი. - შეტევაზე გადავიდა ჯაფარიძე. -ჯობს ტონი აკონტროლო მიშო. - ხმას ოდნავ აუწია გერლიანმა ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ იკავებდა თავს, მაგრამ როგორღაც მოახერხა. -რადგან არაფრის თქმა არ გსურს მაშინ, ყველაფერს ჩემით გავარკვევ და ილოცე, რომ არაფერში იყო გარეული. -გააფრთხილა მიშომ და კაბინეტი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა. გამოსულს არ გამორჩენია თანამშრომლების დაჟინებული მზერა, თუმცა იმ ერთადერთის მზერას ვერსად გადააწყდა, რაც დასანანი იყო თუმცა იმაში ნამდვილად იყო დარწმუნებული, რომ ამ გოგონასთან კიდევ ბევრჯერ მოუწევდა შეხვედრა და თავის ფიქრებზე კვლავ შეუმჩნევლად ჩაეღიმა. თორნიკე კი მთელი ამ დროის განმავლობაშ უზომოდ კმაყოფილი გასცქეროდა თბილისის ხედს, რადგან ყოველთვის აფასებდა ღირსეულ მოწინააღმდეგეს და მათ რიგებში მიშო ჯაფარიძეც მოხვდა. ალბათ, რომ არა ეს შურისძიება, ისინი ერთმაეთისთვის განუყრელი ძმებივით იქნებოდნენ, რადგან ხასითებით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ორივე ძალიან ჯიუტი და ამაყი იყო, თუმცა მათი ოჯახისა და ახლობლების გამო ამ სიჯიუტესაც და სიამაყესაც დაივიწყებდნენ. თან კიდევ ერთი ბედნიერების მიზეზიც ჰქონდა, რომელსაც მატილდა ჯაფარიძე წარმოადგენდა, ხვალიდან ხომ ყოველდღე მოუწევდა მისი ამ კომპანიაში ხილვა და წამება. შემდეგ მოზომილი ნაბიჯებით გავიდა კომპანიიდან და მანქანაც ადგილს დიდი სისწრაფით მოწყვიტა. * * * მატილდას კი იმ ღამეს მოსვენება დაეკარგა. ვერაფრით შეძლო აღელვებული გულის დამშვიდება, როდესაც მოსალოდნელი შეხვედრა ახსენდებოდა. ეგონა, რომ მის ფიქრებს თორნიკე გადაშლილი წიგნივით კითხულობდა. რა არ სცადა, ხან მუსიკას უსმინა, ხან წიგნის წაკითხვას შეეცადა, თუმცა არაფერმა გაჭრა და მთელი ღამე მთვარეულივით დადიოდა ოთახში, თან ფრთხილობდა, არ უნდოდა ოჯახის წევრების გაღვიძება და ანერვიულება, არც ახალი სამსახურის თაობაზე უსაუბრია მათთან, ის ხომ არასდროს არაფერს უმალავდა, არც მშობლებს და არც ძმებს, ამიტომ ამის გამოც წუხდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მას შემდეგ ეტყოდა, რაც თვითონც სრულებით დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ გადაწყვეტილებაში. დილით, როდესაც სარკეში ჩაიხედა და ჩაშავებული თვალის უპეები ნახა არ გაჰკვირვებია, ამიტომ შხაპის მიღების შემდეგ, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და შემდეგ ტანსაცმლის კარადასაც მიაკითხა. აქ კი ცოტა შეყოვნდა არ იცოდა რა ჩაეცვა, ბოლოს კი არჩევანი ტყავის კაბასა და თეთრ ტოპზე შეაჩერა, რაც საოცრად უხდებოდა მის გარუჯულ კანს, გარედან თხელი პიჯაკი მოიცვა, ფეხზე შავი მაღლები მოირგო და ზუსტად 10სთ-ზე უკვე გერლიანების კომპანიასთან იდგა. თავი 6 როგორც კი კომპანიაში შეაბიჯა, ეგრევე იგრძნო ირგვლივ მყოფთა დაჟინებული მზერა, რაც ბუნებრივია, არ გაკვირვებია, რადგან მიჩვეული იყო საზოგადოების მხრიდან მსგავს საქციელს, თუმცა რა დროც არ უნდა გასულიყო, ალბათ ყოველთვის დისკომფორტი ექნებოდა, რადგან თავის თავს არაფრით გამორჩეულად თვლიდა. -უკაცრავად, ბატონ თორნიკესთან ვარ დაბარებული. - მიმართა მიმღებში მყოფ გოგონას ჯაფარიძემ. -ქალბატონი მატილდა ბრძანდებით ხომ? - მხიარულად დასვა კითხვა სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ, იმდენად საყვარელი და სათნო იყო, რომ მატილდამ თავი ვერ შეიკავა და ღიმილით დაეთანხმა. -მართლაც ისეთი ლამაზი ყოფილხართ, როგორც ამბობდნენ, ფოტოებშიც ძალიან ლამაზი ხართ თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველა მოლოდინს გადააჭარბეთ. - კვლავ აღფრთოვანებით საუბრობდა გოგონა და მიმღებში ყველას ყურადღება მათკენ იყო მოპყრობილი. მატილდას კი ლოყები აუწითლდა ამდენი კომპლიმენტისაგან და არ იცოდა სად დამალულიყო. -სულ ბოლო სართულზე უნდა აბრძანდეთ და დიდ შავ კარებს დაინახავთ. ჰო მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა, მე ანი ვარ. -სასიამოვნო ანი შენი გაცნობა, იმედია დავმეგობრდებით. - ღიმილით ჩაილაპარაკა მატილდამ და შემდეგ ლიფტისკენ დაიძრა. როგორც კი ბოლოს სართულზე გაჩერდა ლიფტი და დიდი შავი კარების წინ აღმოჩნდა, კვლავ კანკალმა აიტანა და ვერაფრით შეძლო დაწყნარება. ადვილი ხომ არ იყო ისეთი მზერის პატრონისთვის თვალებში გეყურებინა, როგორიც თორნიკე გერლიანია. შემდეგ როგორღაც გონება მოიკრიბა და კარებზე დააკაკუნა. -მობრძანდით. - გაისმა გერლიანის ბოხი ბარიტონი და როგორც ყოვეთვის ტანში გასცრა ჯაფარიძეს. -გამარჯობა, ბატონო თორნიკე. - გაბედული ნაბიჯებით შეაჭრა კაბინეტში ჯაფარიძემ და თორნიკეს შავ ირისებს გაუსწორა საკუთარი. -პირდაპირ საქმეზე გადავალ, არ მინდა დროის ტყუილად ხარჯვა. ვიცი, რომ საკმაოდ კარგი კადრი ხარ, ამიტომაც მინდა, რომ ჯერ ჩემს პირად მდივნად დაგნიშნო, რაც სიმართლე გითხრა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ბოლომდე ვერავინ მიძლებს და მაქსიმუმ ერთ კვირაში გარბიან. იმედია, შენც მათ რიგებში არ აღმოჩნდები. 3 თვის განმავლობაში დავაკვირდები შენს მუშაობას და თუ კმაყოფილი დავრჩები, მაშინ რა თქმა უნდა, დაგაწინაურებ. აბა რას ფიქრობ? კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, მზად ხარ ამ ყველაფრისთვის? - უტეხად გაუსწორა მზერა გოგონას. -მზად ვარ, ბატონო თორნიკე და ვიმედოვენებ, რომ უმოკლეს დროში დაგიმტკიცებთ ჩემს პროფესიონალიზმს საქმისადმი. - ძლივს მოაბა თავი სათქმელს, ჯერ კიდევ თორნიკეს ყურებით გართულმა. -ძალიან კარგი. -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გერლიანმა და შემდეგ ტელეფონს დასწვდა. -აქსანა, სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში გამოცხადდი. - მკაცრად გასცა ბრძანება მამაკაცმა. 2წთ არ იყო გასული, რომ კარები აქოშინებულმა, ქერა თმიანმა და საკმაოდ მოკლე და გამომწვევ კაბაში გამოწყობილმა აქსანამ შემოაღო. მატილდამ, როგორც კი შეათვალიერა მაშინვე სახე უკმაყოფილოდ დამანჭა ისე, რომ იქ მყოფებს არ დაენახათ, თუმცა თორნიკეს მახვილ თვალს მისი არც ერთი მიმიკა არ გამოპარვია და საკმაოდ ესიამოვნა, თუმცა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია. -გისმენთ, ბატონო თორნიკე. რა სასწრაფო საქმე გქონდათ? - იკითხა კეკლუცურად ქერათმიანმა. -აქსანა მინდა, რომ ქალბატონ მატილდას თავისი საქმის შესახებ ყველაფერი გასაგებად აუხსნა და შემდეგ უშაქრო ყავა შემომიტანე. - ბრძანა თორნიკემ. -როგორც იტყვით უფროსო. -შემდეგ მატილდაც ფეხზე წამოდგა და უკან აედევნა წინ წასულ აქსანას, რომელიც უკვე საოცრად აღიზიანებდა. -მატილდა ეს შენი ოთახი იქნება, როგორც ხედავ უფროსის გვერდით იქნები. ამ სართულზე მარტო თქვენ ორის კაბინეტია და სხვა არავინ არ არის. ასე, რომ მშვიდად შეძლებ შენი სამუშაოს შესრულებას. განსაკუთრებულად არაფრის გაკეთება არ გევალება, უბრალოდ დღის განრიგის შედეგენა მოგიწევს და წინა დღეს გაცნობა, ასვე შეიძლება ზოგჯერ ძალიან ბევრი დოკუმენტის თარგმანაც მოგიწიოს, არ ვიცი რა წამოუვლის თორნიკეს ასე, რომ მზად იყავი ამისთვისაც და ხო რაც მთავარია, უშაქრო ყავა ძალიან უყვარს, რომელსაც დღეში 3-ჯერ მიირთმევს და არ დაგავიწყდეს. ჯერ-ჯერობით სულ ეს არის, თუ რაიმე კითხვა გექნება შეგიძლია მომმართო ძვირფასო, ნაძალადევად გაუღიმა და შემდეგ სასწრაფო წესით დატოვა კაბინეტი. ჯაფარიძემ ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და კმაყოფილიც დარჩა, რადგან წინასთან შედარებით ეს ოთახი ბევრად უფრო დიდი და ნათელი იყო, თუმცა ყველაზე მთავარი აკლდა-მცენარეები, რაც მატილდას სუსტ წერტილს წარმოადგენდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ხვალიდან აუცილებლად გაალამაზებდა აქაურობას ლამაზი და სხვადსხვა სახის მცენარეებით. შემდეგ სავარძელზე დაეშვა და თორნიკეს დღის განრიგს გაეცნო. *** თორნიკე კი მთელი ამ დროის განმავლობაში კმაყოფილი გასცქეროდა ჯერ კიდევ წუთის წინ გასული მატილდას სილუეტს და ერთი სული ჰქონდა, თავისი გეგმის განხორციელება დაეწყო. შემდეგ ტელეფონი მოიმარჯვა და ალექსი თავისთან იხმო. -რა ხდება შე*ემა? - მაშინათვე ინტერესიანი თვალებით შეხედა ძმაკაცს ალექსმა. -დაჯექი და ყველაფერს მოგიყვები. მოკლედ, როგორც ვგეგმავდი მატილდამ ჩემს კომპანიაში დაიწყო მუშაოაბა, დღეს პირველი დღე აქვს და ვნახოთ როგორ გაართმევს თავს. -ანუ როგორ? რანაირად? ასე მალე? შენ აღარ ხუმრობ გერლიანო. ძალიან მაინტერესებს რითი აიძულე ის საცოდავი გოგო, რომ თავისი ნებით ჩავარდნილიყო შენს კლანჭებში. - ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში იყო ალექსი. -სისულელეების ლაპარაკს შეეშვი თუ ძმა ხარ. არაფერი არ დამიძლაებია, უბრალოდ თეიმურაზს ავუხსენი, რომ მატილდას კარიერისათვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა და მანაც, როგორც ჩანს უპრობლემოდ დაითანხმა. - კვლავ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა თორნიკემ. -როგორც ჩანს შენი მატილდა ძალიან მიმნდობი ადამიანია, რადგან ასე მალე დათანხმდა ამ წინადადებას. ისე საინტერესოა ოჯახს თუ უთხრა ამ გადაწყვეტილების შესახებ? - ჩაფიქრდა ალექსი. -არა მგონია. გუშინ მისი უფროსი ძმა გამომეცხადა აქ და რაღაცას ეჭვობს. საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა თორნიკემ. -გული უგრძნობს ალბათ, თავისი და როგორი ურჩხულის ხელშიც ვარდება. - ჩაიცინა გადრანმა. -ალექს, ძალიან გთხოვ, ისევ თავიდან არ დავიწყით კამათი. თუ საქმიდან გასვლა გსურს, გადი მე არაფერს გაძალებ. -ძმას გასაჭირში ვერ მივატოვებ სამწუხაროდ. ასე, რომ სადაც შენ იქაც მე. ხო მართლა სულ დამავიწყდა მეკითხა, ვინ არის ის ლამაზი და ეშხიანი გოგო, რომელიც სულ მატილდასთან ერთად ჩანს? ინსტაგრამზეც დავათვალიერე და როგორც ჩანს სკამოდ ახლო მეგობრები არიან. -აღფრთოვანებული საუბრობდა გადრანი. -ალბათ თამთა ჟვანიაზე საუბრობ. საუკეთესო მეგობრები არიან, ბავშვობიდან ერთად მოდიან როგორც ვიცი, მაგრამ შენ რატომ დაინტერესდი ასე ძალიან? იმ ტიპის გოგოებს არ გავს, ვინც გაცნობის პირველივე დღეს ფეხებს გაუშლის ნებისმიერს. ასე, რომ წესიერად მოიქეცი და პრობლემები არ შემიქმნა. თავიდან ამოიგდე მაგ გოგოზე ფიქრები. -თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდაო გერლიანი და ეგრევე გააფრთხილებაზე გადავიდა. -მოდი ეს უკვე შენ არ გეხება. მაგ საქმეს მე მივხდევავ და გადავწყვეტ რა და როგორ გავაკეთო. შენ შენს მატილდას მიხედე. - თვალი ჩაუკრა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. *** -კოტე ამ ბოლო დროს ძალიან ვღელავ ბავშვების გამო. - იცოდა სალომემ, რომ მეუღლეს მის აღელვების მიზეზს ვერ გამოაპარებდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -რატომ ძვირფასო? რამე ისეთი ხდება, რაც უნდა ვიცოდე და არ ვიცი? - ეჭვის თვალით გადახედა ცოლს უფროსმა ჯაფარიძემ. -არა, უბრალოდ არ ვიცი როგორ ვთქვა, ცუდი წინათგრძნობა მაქვს და მეშინია, რომ რამე არ დაემართოთ. განსაკუთრებით ჩვენი მატილდას გამო. ხომ იცი როგორი კეთილი გული აქვს და როგორი მიმნდობია, თუ ადამიანი შეიყვარა მას მაშინათვე ეკედლება და ვერაფრის დიდებით გადაიყვარებს. არ მინდა ვინმე ნაძირალა შეხვდეს ცხოვრების მეგზურად. - ქმარს ეხუტებოდა სალომე და ქვითინებდა. -აბა ახლა დამშიდდი სალომე და მეორედ მსგავსი რამ არ გავიგო ჩვენს გოგონაზე. მე მას ვენდობი და ვიცი, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს, როდესაც ამის დრო მოვა. თუმცა, რაც არ უნდა გადაწყვიტოს და ვინც არ უნდა შეიყვაროს, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები და დავიცავ, ისე როგორც აქამდე ვიცავდი. ასე, რომ შეეშვი ამ სისულელეებზე ფიქრს. - მოჩვენებითად გაუწყრა ძვირფას მეუღლეს და შემდეგ აცრემლებული თვალები დაუკოცნა. თავი 7 პირველი სამუშაო დღე ისე დამთავრდა მატილდასთვის, რომ ფურცლებიდან თავი არ აუწევია, რაც სასწრაფოდ გადასათარგმნი იყო გადათარგმნა და თორნიკესთვის ხვალინდელი დღის განრიგიც შეადგინა. ისე ნერვიულობდა, რათა შეცდომა არსად დაეშვა, რომ სულ დაავიწყდა შესვენებაზე გასვლაცა და ყავის დალევაც. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. -გისმენთ, ბატონო თორნიკე. -მატილდა 2წთ-ში ჩემთან იყავი და ხვალინდელი დღის განრიგი გამაცანი, ყავაც არ დაგავიწყდეს. - ბოლოს ნაჩქარევად ჩაილაპარაკა და წამსვე გაუთიშა. მატილდამ, როგორც კი გაიაზრა, რომ დრო სულ რაღაც 2 წთ ჰქონდა, ეგრევე ყავის აპარატთან მიირბინა, შემდეგ საბუთებს და პლანშეტს ხელი დაავლო და უფროსის კაბინეტისკენ დაიძრა. შესვლამდე ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ ფრთხილად დააკაკუნა. -მობრძანდით. - მოისმა კარს იქით ბოხი ბარიტონი. -თქვენი ყავა მოგიტანეთ და დღის განრიგსაც გაგაცნობთ. - ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა გერლიანისკენ და მის თვალებს ერთი წამითაც კი არ აცილბდა მზერას. როგორც კი ცხვირის ნესტოებმა მამაკაცის სურნელი შეიგრძნო, ორგანიზმმა საპასუხო რეაგირებაც არ დააგვიანა და მატილდას ტანში სასიამოვნოდ გასცრა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო სვანიც, თუმცა რა თქმა უნდა, ამას საკუთარ თავთან არასდროს არ აღიარებდა და ეს ფიქრები მაშინათვე უკუაგდო. -იმედია, ყავა ზუსტად ისეთია, როგორც მიყვარს და აქსანამ ყველაფერი კარგად აგიხსნა. -კვლავ გაისმა გერლიანის ბოხი ბარიტონი. -დიახ, ყველაფერი გასაგებად ახსნა და ნელ-ნელა ავითვისებ კიდევაც. -ამჯერად მატილდამაც მკაცრად ჩაილაპარაკა და მზერა უტეხად გაუსწორა მისთვის საყვარელ თვალებს. თორნიკეს კი მის ამ საქციელზე ცინიკურად ჩაეცინა, ამ დროსაც იმდენად სიმპატიური იყო, რომ ჯაფარიძეს სულ ცოტა აკლდა არ მისულიყო და დიდი ხნის ნანატრი ბაგეების გემო არ შეეგრძნო. -მეც ეს მინდა მატილდა, არაპროფესიონალების ადგილი ჩემს კოპმპანიაში არ არის. ახლა კი ხვალინდელი დღის განრიგი გამაცანი. მატილდამ დეტალურად გააცნო ყველაფერი და ბოლოს ისიც დასძინა, რომ რა დოკუმენტებიც გადასათარგმნი იყო, უკვე მზად ჰქონდა. თორნიკეს კი მისგან მსგავსი საქციელი არც კი გაკვირვებია, პირიქით, ივარაუდა კიდეც, რომ ჯაფარიძე ასე მოიქცეოდა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მასთან არ შეიმჩნია და მკაცრად გააფრთხილა, რომ რასაც თვითონ დაავალებდა იმ საქმისათვის დაეთმო დრო. -კარგით, ბატონო თორნიკე. დაუკითხავად აწი არაფერს გავაკეთებ. - ცოტა არ იყოს ნაწყენმა ჩაილაპარაკა და ტუჩები პატარა ბავშვით გაბუსხა. გერლიანს კი მისი ნახვისას ტვინში სისხლი მოაწვა, წამის მეასედში მატილდას წინ აესვეტა და სახე იმდენად ახლოს მიუახლოვა, რომ სულ ცოტაც და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა. -მეორედ ასე აღარ გააკეთო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და კიდევ თმა მუდამ გაიშალე და აქ მოსვლისას შეკრული არ დავინახო. - მის ყურთან დაიჩურჩულა და ერთ ადგილას გაქვავებული დატოვა. ჯაფარიძე, როგორც კი გონს მოვიდა, კაბინეტში უკვე მარტო იყო, შემდეგ კარისკენ მიტრიალდა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. გაბრუებულმა აიღო თავისი ჩანთა და ოფისი ისე დატოვა, რომ ირგვლივ მყოფთა გაკვირვებული მზერები არც შეუმჩნევია. შემხვედრ ტაქსს ხელი დაუქნია და თამთას მისამართი უკარნახა. ამდენი ფიქრისგან იცოდა, რომ თავი გაუსკდებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა საუკეთესო მეგობრისთვის ყველა დეტალი მოეყოლა და ამ ემოციებისგან დაცლილიყო. -მოვედით ქალბატონო. - ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა. მძღოლს ფული გადაუხადა და თამთას ბინისკენ დაიძრა. ახლაც გრძნობს, რომ ვიღაც დაჟინებით უყურებს მის თითოეულ მოქმედებას, თუმცა წარმოდგენაც კი არ აქვს ვინ შეიძლება იყოს, არადა კვდება ინტერესით ვინაა, რატომ არასდროს აწუხებს მისი მზერა და რატომ არის ასე მშვიდად, როდესაც ყველაფერი პირიქით, უნდა იყოს. ამ ფიქრებში თამთას ბინის კარსაც მიუახლოვდა და ზარიც დარეკა. მალევე თამთას ნაბიჯების ხმაც მოესმა და წინასწარ გაეღიმა, რადგან ზუსტად იცოდა როგორ გამოიყურებოდა ქალბატონი და არც შემცდარა, როგორც კი კარები გაიღო, ბაჭიის ფეხსაცმლებსა და ხალათში გამოწყობილი, წითური ლამაზმანი შერჩა. ყოველთვის უყვარდა მატილდას მასში მისი ფერის თმა და ოცნებობდა მასაც ასეთივე ფერის ჰქონოდა, ჟვანია კი ამ დროს სულ აბრაზებდა და ეუბნებოდა, რომ მასზე მეტად ეს ფერი არავის უხდებოდა. -ოჰ, ეს ვინ მოსულა, როგორ მოხდა, რომ გაგახსენდა მეგობარი? - მაშინათვე ქოთქოთს მოჰყვა თამთა და თავისი ბრიალა ცისფერი თვალები შეანათა. -მომენატრე და მოვედი. -საყვარლად ჩაილაპარა მატილდამ და შემდეგ მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა. -ყავას დალევ იმედია. -რა თქმა უნდა, დავლევ. მოფხიზლება არც ერთს გვაწყენდა. - ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ. -სანამ მომზადდება დაიწყე, ვიცი რაღაც გაწუხებს, ხომ იცი მოხარშულს გიცნობ - მატილდამაც დაიწყო ყველაფრის დეტალურად მოყოლა და ბოლოს პირღია დაქალს შეხედა. -არ არსებობს, ანუ რა გინდა, რომ თქვა ეს ყველაფერი სამსახურის პირველსავე დღეს შეგემთხვა? წარმომიდგენია სიძე შემდეგში რა სიგიჟეებს ჩაიდენს. უკვე ძალიან მომწონს ეგ ბიჭი, ზუსტად შენი შესაფერისია და გემოვნებაში მართალია, არ ჯდება, თუმცა შენი გული ხომ ხედავ როგორ დაიპყრო პირველივე ნახვაზე? - გახარებული საუბრობდა ჟვანია. -აუ კარგი რა თამთა, სიძეს ნუ ეძახი რა იცი რა ხდება. იქნებ ყავს შეყვარებული ან რა ვიცი ვინმე მაინც ეყოლება დარწმუნებული ვარ. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მატილდამ. -მე მგონია, რომ არავინ არ ყავს და შენ ძალიან მოსწონხარ, აბა ამხელა ინტერესს რატომ გამოიჩენდა შენს მიმართ და თავის კოპანიაში გადმოგიყვანდა, სადაც ხალხი მოხვედრაზე ოცნებობს? ასეთებს რატომ არ უფიქრდები? -ეს არაფერ შუაშია მოწონებასთან, უბრალოდ იცოდა, რომ კარგი კადრი ვარ და იმიტომაც გადმომიყვანა, ასე შეიძლება ნებისმიერი გადმოეყვანა. - თავისას არ იშლიდა ჯაფარიძე. -კარგი, როგორც შენ გინდა ისე იყოს, მაგრამ არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ. - თვალები დაუბრიალა თამთამ და შემდეგ ყავის სმა გააგრძელა. მატილდა კი კვლავ იმაზე ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა თამთა მართალი აღმოჩენილიყო, რას არ მისცემდა, რომ თორნიკეს გრძნობების შესახებ ცოდნოდა, თუმცა მის მიმართ უძლური იყო. ალბათ ვერასდროს შეძლებდა მამაკაცის ფიქრების წაკითხვას, რადგან თორნიკე ემოციებს არასდროს გამოხატავდა ან თუ გამოხატავდა ისიც იშვიათ შემთხვევაში და მხოლოდ ახლობლების წრეში. თუმცა ჯაფარიძეების ქალბატონს ეს საიდან უნდა სცოდნოდა, ის ხომ ისედაც მწირ ინფორმაციას ფლობდა მის უფროსზე, არც ის იცოდა ოჯახი ჰყავდა თუ არა ან და-ძმა. პირველ დღეს მხოლოდ ის გაიგო, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ალექს გადრანია, რაც ძალიან გაუკვირდა, რადგან გერლიანი ზოგადად ძალიან ჯმუხი ადამიანია, ხოლო ალექსი კი მისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა, თითქოს რაღაცით თამთასაც ჰგავს, ალბათ ერთმანეთს, რომ იცნობდნენ მათზე საყვარელი წყვილი არ ეგულებოდა მატილდას. მაშინათვე გაეღიმა თავის ფიქრებზე და მზერა ჟვანიადან ყავის ფინჯანზე გადაიტანა. თავი 8 თორნიკემ როგორც ყოველთვის 6სთ-ზე გაიღვიძა, სპორტულად გამოეწყო და სავარჯიშოდ წავიდა. ეს ყოველივე მის ერთგვარ რუტინას წარმოადგენდა, არ უყვარდა ზარმაცი ადამიანები, რომლებიც დროს ტყუილად კარგავენ და დიდხანს გაგუდულს სძინავთ, ეს მისთვის ყოვლად მიუღებელია, ამიტომ ასეთი კატეგორიის ხალხის არასდროს არ ესმის. როდესაც ვარჯიშს მორჩა და სახლში დაბრუნდა, ვერც კი შეამჩნია ალექსი, რომელიც ტელეფონზე გაცხარებული საუბრობდა, სანამ ფიქრებიდან კვლავ გადრანმა არ გამოარკვია. -ძალიან მაინტერესებს რა გიტრიალებს მაგ თავში ასეთი, რომ მეც კი ვერ შემამჩნიე, იქნებადა ვინ შემოგივარდა სახლში? - გაბრაზდა მის უყურადღებობზაე სვანი. -ძალიან გთხოვ არ დაიწყო ეს უაზრო საუბრები წყალს გადავივლებ და შენ მანამდე ყავა გაამზადე. - გვერდი აუარა და საძინებლისკენ გაემართა. თორნიკეს ფიქრები რა თქმა უნდა, კვლავ მატილდას გარშემო ტრიალებდა, რაც არ იყო ძნელი მისახვედრი ალექსისთვის, როგორ არ ეცადა მეგობრის გადარწმუნებას, თუმცა ამაოდ. თუ გასვანდება მაშინ ვერავინ ვერაფერს გადააფიქრებინებს, ვერც მეგობრები და ვერც ოჯახის წევრები. მიუხედავად ამისა, ალექსი იმედოვნებდა, რომ მატილდას შესწავდა ამ ყველაფრის ძალა და დარწმუნებული იყო, მეგობარი ხელს აიღებდა შურისძიებაზე, თუმცა როგორც კი სატელეფონო საუბარი გაახსენდა და ის ამბავი, რაც გერლიანისთვის უნდა ეთქვა, ეს მცირედი იმედიც, მაშინათვე გაუქრა. -აბა რა ხდება ამ დილაუთენია თავზე, რომ დამადექი? რამე ახალია? ის ს*რი ხომ არ დაბრუნებულა? - შეეცადა მეგობრის აღელვება გამოეცნა და მგონი გამოუვიდა კიდეც. -შენ ადამიანის ფიქრებს კითხულობ თუ რა დედის ტ**ნაა? - მერამდენედ რჩებოდა გაოცებული გადრანი აღარ იცოდა. -ბავშვობიდან გიცნობ ალექს, ხომ იცი ვერაფერს გამომაპარაებ , ისევე როგორც მე შენ, ასე რომ თქვი, რისთისაც მოხვედი. -მართალი ხარ, ის ა*ვარი დაბრუნდა საქართველოში, ისე თითქოს არაფერი ჩაუდენია, უკვე 2 დღეა, რაც სახლიდან გასვლებიც დაიწყო და სხვადასხვა ბარში დაეთრევა, ბოლომდე ილეშება და შემდეგ დაცვას მიყავს სახლშიც. მოკლედ, დაცვის გარეშე არსად მოძრაობს. -მაგ კრეტინს ჰგონია, რომ მისი დაცვა დამაკავებს? - ბოროტულად ჩაიცინა თორნიკემ, მისი ასეთად ხილვა კი გადრანს არ ესიამოვნა. -თოკო იმედია, მაგ ნაბი**რის გამო ხელებს არ გაისვრი და ამ ცოდვას არ აიკიდებ. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეგ დამპალი ციხეში ამოლპებოდა. –კიდევ ერთხელ გააფრთხილა ალექსმა. -ვიცი, არ დამვიწყნია არაფერი. თავიდანვე როგორც მოვილაპარაკეთ ახლაც ისე იქნება. მინდა, რომ, რაც შეიძლება მალე ვერ იხილოს მისმა თვალებმა მზის სინათლე და ოთხ კედელს შორის ამოლპეს. - ზიზღით ჩაილაპარაკა გერლიანმა. -ასეც იქნება, რა თქმა უნდა. ჰო სულ დამავიწყდა, რომ მეთქვა, ერთი დეტალი მაეჭვებს, მატილდას ჩვენი კაცი, რომ უთვალთვალებს დღეს შემატყობინა კიდევ ერთი მანქანა დაყვებაო. - ფრთხილად წარმოთქვა წინადადება გადრანმა და ძმაკაცის აფეთქებას დაელოდა. -ვინ ჯანდაბაა და რატომ უთვალთვალებს ჩემს საკუთრებას? - დაიღრიალა გერლიანმა. -არ ვიცი და აუცილებლად გავარკვევ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ნაბი**რის ხალხია. -თუ მართლაც შენგელიას ხალხია, ჩემი ხელით გავუთხრი საფლავს. მატილდას სიახლოვეს ეგ არსება, რომ დავინახო, კონტროლს დავკარგავ. -კარგი დამშვიდდი თოკო და ჩემს ზარს დაელოდე, ყველაფერს მოვაგვარებ. - ნაჩქარევად დაემშვიდობა გადრანი და ბინაც მალევე დატოვა, დიდი ხანია ასეთი თორნიკე მას არ უნახავს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მატილდა მისთვის სულერთი არ არის, პირიქით, ძალიან ძვირფასია და სწორედ, ამიტომაც ჰქონდა ასეთი რეაქცია. * * * მატილდა დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარის ხმამ გააღვიძა. მაშინათვე დაფეთებული წამოხტა და სააბაზანოს მიაშურა, წყალი გადაივლო და შემდეგ გარდერობის წინ დადგა, დიდხანს ფიქრობდა რა ჩაეცვა, ბოლოს კი არჩევანი შავ ტყავის კომბინიზონზე შეაჩერა, გარედან ასევე ტყავის მოსაცმელი ჩაიცვა და ფეხზე რა თქმა უნდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო. მაკიაჟზე დრო არ დაუხარჯავს, მხოლოდ დამატენიანებელი წაისვა და პირველ სართულზე ნაჩქარევად დაეშვა. ღიმილით მიესალმა ოჯახის წევრებს და მისი კუთვნილი ადგილიც დაიკავა. -აბა რა ხდება ჩემო პრინცესა სამსახურში? დიდი ხანია მე და შენ ნორმალურად არ გვისაუბრია.-სიყვარულით უცქერდა მის პატარა ქალბატონს, უფროსი ჯაფარიძე. -მამა იცით თქვენთვის არ მითქვამს, მაგრამ ჯობს ახლავე გითხრათ, მე ბატონ თეიმურაზთან აღარ ვმუშაობ, რადგან გერლიანების კომპანიაში გადამიყვანეს. მოვეწონე, როგორც კარგი კადრი და გასაუბრების გარეშე ამიყვანეს. -სიხარულით ჩაილაპარკა მატილდამ, მაგრამ როგორც კი ოჯახის წევრების მზერა დაინახა, სახეზე მაშინათვე გაკვირვება გამოესახა. -შვილო რა თქვი? ალბათ მომესმა გვარი. თავიდან გაიმეორე, ვისთან დაიწყე მუშაობა? - ჯერ კიდევ შოკში იყო კიტა. -მამა გერლიანების კომპანიაში დავიწყე, არაფერი არ მოგესმა, თორნიკე გერლიანის პირადი მდივანი ვარ და იქით-იქით შეიძლება დამაწინაურონ კიდევაც. რატომ გაგიკვირდათ ასე ძალიან, რამე ხდება? -ჩემო გოგო, რატომ თავიდანვე არ მითხარი, ძალიან გთხოვ წამოდი მაგ კომპანიიდან და სხვა სამსახურს მოგიძებნი. -არა მამა, ვერ ვხვდები რატომ უნდა წამოვიდე. მე მომწონს იქ მუშაობა ძალიან კარგი გარემოა და კვალიფიციური კადრებიც მუშაობენ, მათგან ბევრ რამეს ვისწავლი და გამომადგება კიდეც. -შვილო ძალიან გთხოვ კარგად დაფიქრდი და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ, უკეთეს სამსახურს გიშოვი გპირდები, არ მინდა გერლიანებთან რაიმე გაკავშირებდეს. -მაპატიე მამა, მაგრამ ამჯერად ვერ დაგეთანხმები, მე ბატონ თორნიკესთან უკვე კონტრაქტს მოვაწერე ხელი და 3 წლის განმავლობაში მაგ სამსახურს ვერ მივატოვებ, სანამ თვითონ არ მოისურვებს ჩემს გაშვებას, ასე რომ ეს საკითხი აღარ განიხილება და მეტჯერ ამაზე არ დამელაპარაკოთ არც ერთი. - გაბრაზდა მატილდა და სუფრიდანაც წამოდგა, შემდეგ ჩანთას ხელი დაავლო და კარებისკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა, როგორც კი სახლის ჭიშკარს გასცდა მიშოს ძახილმა შეაჩერა. -მატილდა, წამოდი მე გაგიყვან სამსახურში, თან გზაში ცოტას ვილაპარაკებთ. -ძმაო შენც თუ მამასავით უნდა დამიწყო საუბარი, აქედანვე გაფრთხილებ, რომ აზრი არ აქვს, კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე და ვერსად წავალ. -ვიცი და გავიგე, უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში და მე გაგიყვან, მაინც გავდიოდი. -კარგი, თუ გზას არ იმრუდებ მაშინ წამიყვანე. - საყვარლად გაეკრიჭა უფროს ძმას და მის გვერდით ადგილი დაიკავა. -მართვის მოწმობა რისთვის აიღე თუ მანქანით არ აპირებ სიარულს? - ეგრევე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მიშომ. -როდესაც ჩემი ფულით მანქანას ვიყიდი მაშინ ვივლი მიშო, უკვე არაერთხელ ვთქვი მემგონი.-მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა მატილდამ და შენობების თვალიერება დაიწყო. -ხო მაგრამ შენ სანამ შენი ფულით მანქანს იყიდი, მანამდე ასე უნდა იარო? რატომ არ გინდა ჩვენი ფულის გამოყენება? ის ხომ შენიც არის ჩემო პატარა? ვის გავხარ ასეთი ჯიუტი ზოგჯერ ვერ ვხვდები. - გაეღიმა მიშოს. -ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, უფროს ძმას. - გადაიკისკისა მატილდამ. -ანუ როცა გაწყობს მე მგავხარ და როცა არ გაწყობს ნიკოლას. - მოჩვენებითად გაუწყრა მიშო. -ასე გამოდის, კარგი მოვედით უკვე. მადლობა, რომ მომიყვანე. - ძმას ჩაეხუტა და შემდეგ მანქანიდან სწრაფადვე გადმოვიდა, არ უნდოდა მეორე დღეს დაეგვიანა და თორნიკესთვის მიზეზი მიეცა საყვედურის სათქმელად. როგორც კი შენობას მიუახლოვდა დაცვასა და თანამშრომლებს მისალმა, შემდეგ კი ლიფტისკენ დაიძრა, როგორც კი შევიდა მაშინათვე ბოლო სართულის ღილაკს მიაჭირა თითი და კარების დახურვას დაელოდა, თუმცა მოულოდნელად ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, რომელმაც მის გვერდით მალევე დაიკავა ადგილი და მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა. მთელი ამ დროის მანძილზე გრძნობდა საყვარელი მამაკცის სურნელს და გული სიხარულით ევსებოდა, ფიქრებიდან კი კვლავ მისმა ხმამ გამოაფხიზლა. -მატილდა დღეს მნიშვნელოვან შეხვედრაზე გვიწევს წასვლა, ვახშამი საღამოს 8სთ-ზეა, ჩემი მანქანა მოგაკითხავს და დანიშნულების ადგილას მიგიყვანს. ცოტა ადრე გაგათავისუფლებ, რომ მომზადება შეძლო. - ურცხვად აათვალიერეა მატილდას უზადო სხეული გერლიანმა და ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა, როდესაც მის გაკვირვებულ შავ ირისებს წააწყდა. -კარგით ბატონო თორნიკე, როგორც იტყვით, მაგრამ მე რატომ ვიგებ ამ ყველაფერს ასე გვიან, თქვენ განრიგს ხომ მე ვადგენ? - ცოტა ნაწყენმა ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ. -რა თქმა უნდა, შენ ადგენ თუმცა დღეს ასე იყო საჭირო და ამ შეხვედრამაც გადმოიწია, არც მე არ მიყვარს, როდესაც განრიგის მიხედვით არ მიწევს მოქმედება და მეორედ აღარ დამჭირდეს ამდენი ახსნა-განმარტების თქმა შენთვის, გაითვალისწინე. - მკაცრად ჩაილაპარაკა თორნიკემ და თავისი კაბინეტისკენ დაიძრა. თავი 9 6 სთ ისე მოვიდა, რომ მატილდას სამუშაო მაგიდიდან თავი არ აუწევია, მხოლოდ შემდეგ გაახსენდა, რომ 8 სთ-ზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყო წასავლელი და სასწრაფოდ წამოდგა, რათა სახლში გასვლა და მომზადება მოესწრო. სანამ თავის ნივთებს მოაგროვებდა, პარალელურად ტაქსის ნომერს კრეფდა. შენობიდან გამოსულმა კი მალევე მოკრა თვალი მანქანს და 10 წთ-ში უკვე თავის სახლთან იყო. ელვის სისწრაფით აიარა კიბეები ისე, რომ არავის მისალმებია და პირადპირ სააბაზანოს მიაშურა. რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად სწრაფად იბანავა და სააბაზანოდან გამოსულს ახალი თავსატეხი გაუჩნდა, ჯერ კიდევ არ იცოდა რა ჯანდაბა უნდა ჩაეცვა. აშკარა იყო, რომ გარდერობი გასანახლებელი ჰქონდა და კიდევ ერთხელ გალანძღა საკუთარი თავი სიზარმაცის გამო. ბოლოს არჩევანი გრძელ, მწვანე ფერის, ბარხატის კაბაზე შეაჩერა, რომელიც მარჯვენა ფეხთან საკმაოდ იყო ჩახსნილი და მის გრძელ ფეხებს საოცრად უხდებოდა. თმები დაისწორა და ზურგზე გადაიყარა, შემდეგ სახეზე საღამოს მაკიაჟი გაიკეთა და როგორც კი საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში თავიდან ბოლომდე გაოცდა, არ ელოდა თუ ასე ლამაზად მოიხდენდა კაბასა და მაკიაჟს, რადგან არ გიჟდებოდა ზედემტ მაკიაჟს და გამომწვევად ჩაცმაზე. საბოლოოდ, ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, სადაც ატყობინებდნენ, რომ მანქანა უკვე მოსულიყო და მას ელოდებოდა. ჩანთას ხელი დაავლო და პირველ სართულზე დაეშვა, მშობლების გაოცებული მზერა და კითხვები დააიგნორა და ნაჩქარევად დაემშვიდობა. 15 წთ-ში კი უკვე პრესტიჟული რესტორნის წინ იდგა. გაოცებული იყო მისი ინტერიერით და ამავდროულად, საკმაოდ გაკვირვებულიც, რადგან დღემდე არ იცოდა ამ ადგილის შესახებ. შემდეგ უეცრად მის წელზე შეხება იგრძნო და მოულოდნელობისგან ადგილზევე შეხტა, მიუხედავად იმისა, რომ სურნელით იგრძნო საყვარელი მამაკაცის სიახლოვე. -მატილდა წამოდი ყველა ჩვენ გველოდება. არ მიყვარს, როდესაც სხვებს ვალოდინებ. - გაისმა თორნიკეს მკაცრი, მაგრამ ამავდროულად, ცოტა აღელვებული ბარიტონი, რომლის მიზეზეიც თვით მის წინ არსებული ადამიანი იყო. თვალს ვერ სწყვეტდა მის შავ ირისებს ასე მომნუსხველად, რომ უმზერდნენ. -ბოდიშს გიხდით უფროსო, არ მინდოდა, რომ დამეგვიანა. - მორცხვად ჩაილაპარაკა მატილდამ და თავი დახარა, რადგან ვეღარ უძლებდა მის მზერას, რომელიც მთლიანი სხეულის შესწავლით იყო დაკავებული. -კარგი არ არის საჭირო ამდენი ბოდიშის მოხდა, წავიდეთ გველოდებიან. - კვლავ მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და შემდეგ პარტნიორებისკენ დაიძრა. მთელი საღამო მოსაწყენი აღმოჩნდა მატილდასთვის, თან ისიც არ გამოპარვია, როგორ ურცხვად ათვალიერებდნენ სხვა მაგიდებიდან საპირისპირო სქესის ადამიანები და თვალებით ჭამდნენ, რაც ცოტა არ იყოს დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ გვერდით მისი საყვარელი მამაკაცი იყო და ყველას კლანჭებისგან დაიხსნიდა, თუმცა რა იცოდა, რომ ყველაზე დიდი უსიამოვნება მისგან მოელოდა. იჯდა თავისთვის წყანარად და ხმასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდა თუ პირადად მიმართავდნენ. როგორც კი ვახშამი დასასრულს მიუახლოვდა, შვებით ამოისუნთქა. ახლა ყველაზე მეტად, რასაც ნატრობდა ეს მისი საწოლი იყო, თან სამმა ჭიქა წითელმა ღვინომ თავისი ქნა და საღად აზროვენის უნარიც დაუქვეითა. ლოყები აუვარდისფრდა და ამ დროს ისეთი საყვარელი იყო, რომ თორნიკე ძლივს იკავებდა თავს აქვე არ დაეკოცნა. -ბატონო თორნიკე, არ შეიძელბა, რომ ახლა წავიდე? - შეუმჩნევლად გადაულაპარა მატილდამ გერლიანს და კიდევ ერთხელ შეიგრძნო საყვარელი მამაკაცის სურნელი. -არა, აქედან ერთად წავალთ, მარტო არსად გაგიშვებ, წასვლას ისედაც ვაპირებდით უკვე ყველაფერი განხილულია. - მკაცრად ჩაილაპარაკა სვანმა. -ბატონებო, მომიტევეთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ თუ რაიმე კითხვა შეგაწუხებთ ჩემს მდივანს დაუკავშირდით და აუცილებლად გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. - თავაზიანად დაემშვიდობა ირგვლივ მყოფთ და შემდეგ დარბაზი მატილდასთან ერთად დატოვა. როგორც კი მის გვერდით დაიგულა მძინარე მატილდა, თავს იმის უფლება მისაც, რომ მისი სახის ლამაზ ნაკვთებს შეხებოდა და თმების სურნელი შეეგრძნო ასე, რომ აბრუებდა. ბევრი აღარ უფიქრია და პირადპირ თავისი სახლის მისამართზე წაიყვანა. მატილდას უკვე ღრმა ძილით ეძინა და რის გამოც, ხელში აყვანა მოუწია გერლიანს, რათა საძინებლამდე მიეყვანა. ბუმბულივით მსუბუქი იყო მის მკლავებში ეს ერთი ციდა გოგონა. შემდეგ ძიძას დაუძახა და სთხოვა მატილდასთვის მაისური ჩაეცვა, საკუთარ თავს მაინც ვერ აკადრა მისი შეხება და ოთახი ნაჩქარევი ნაბიჯებით დატოვა. ვერანდაზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა, ახლა ყველაზე მეტად ეს თუ დაამშვიდებდა და ფიქრის საშუალებას მისცემდა. მაინც ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა ეს გოგო ასეთს, ის ხომ დამნაშავის ქალიშვილი იყო, მასაც წვლილი მიუძღოდა ბიძამისის სიკვდილში, რადგან მასშიც ჯაფარიძეების ბინძური სისხლი სჩქეფდა, რაც სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ისიც ისევე დაეტანჯა, როგორც ერთ დროს თავისი ოჯახი იტანჯებოდა. შემდეგ ოთახში დაბრუნდა და მძინარე მატილდას გვერდით მიუწვა. * * * -მატილდა სად არის? ოთახში მივაკითხე, მაგრამ არ დამხვდა. - გაუკვირდა დის არყოფნა, მიშოს. -ცოტა ხნის წინ მომწერა, რომ თამთასთან ერთად რჩება და მეც მეტი აღარ ჩავძიებულვარ, ხომ იცი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ შვილო. - მაშინათვე უპასუხა დედამ. -მაგათი ამბავი, რომ ვიცი ჩართავენ მელოდრამებს და ტირილით გასკდებიან ამაღამ. - გაეციან ნიკოლას მათ წარმოდგენაზე და შემდეგ ინსტაგრამის სქროლვა გააგრძელა. -თუ თამთასთანაა, მაშინ მე წავალ დავიძინებ, დღეს ძალიან გადავიღალე სამსახურში. ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და კარგად უნდა გამოვიძინო. - თქვა მიშომ. -კარგი დედი, შენ არაფერზე ინერვიულო წადი და დაისვენე. შენს ჯანმრთელობას გაუფთხილდი პირველ რიგში ეს სამსახური არსად გაგექცევათ ძმებს. -აუ დედა ძალიან გთხოვ არ დაიწყო ახლა რაა, მეც წავედი მეძინება. - ნიკოლაც თავისი საძინებლისკენ დაიძრა და გადაწყვიტა თვითონაც რაიმესთვის ეყურებინა. * * * დილით, როდესაც მატილდამ თვალები გაახილა და გარემო ვერ იცნო, ეგრევე დენდარტყმულივით წამოხტა და ბოლოს ისიც გაიაზრა, რომ წინა ღამით მიღებული ალკოჰოლის გამო, საშინელი ნაბახუსევი გარანტირებული ჰქონდა. შემდეგ კარების ჩხაკუნის ხმაც მოესმა და მისი მიმართულებით გაიხედა, საიდანაც არც მეტი და არც ნაკლები თვით თორნიკე გერლიანი შემოვიდა. -მძინარე მზეთუნახავს როგორც იქნა გაუღვიძა. - ცინიკურად ჩაილაპარაკა თორნიკემ და გოგოს გრძელ ფეხებს ურცხვად მიაშტერდა ბოლოს კი მზერა თვალებზე გადაიტანა, სადაც მხოლოდ შიშისა და ამავდროულად, გაკვირვებას ხედავდა. -უკაცრავად, მაგრამ აქ რას ვაკეთებ? ჩემს სახლში რატომ არ ვარ? ან აქ როგორ მოვხვდი? - შემდეგ ტანზე დაიხედა და შეშფოთებულმა კვლავ უფროსს შეხედა. -ან ეს ტანსაცმელი ვინ გამომიცვალა? - გაბრაზდა ჯაფარიძეების ქალბატონი და ასეთი მატილდა იმდენად მოეწონა გერლიანს, რომ კიდევ არაერთხელ გააბრაზებდა, რათა კვლავ ეხილა მისი ირისები, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდა. -ბედავ და კიდევ პრეტენიზებს გამოთქვამ? შეგახსენებ, რომ შენთვის არავის დაუძალებია გონის დაკარგავმდე დალევა თუ სასმელს ვერ იტან მაშინ, არც უნდა დალიო. გაგიმართლა, რომ შენს გვერდით მე ვიყავი და ყურადღება მოგაქციე თურმე მადლიერებას ასე გამოხატავ. - გაბრაზდა სვანი მის კითხვებზე. -ბოდიშით, არ მინდოდა ასე გამოსულიყო. - მაშინათვე მოლბა მატილდა, რადგან მიხვდა, რომ ზედემტი მოუვიდა. -უკვე მერამდენედ გიწევს ჩემს წინაშე ბოდიშის მოხდა. ისე უნდა მოიქცე, რომ არავის წინაშე იყო ვალდებული საბოდიშოდ გაგიხდეს საქციელი. ეს რჩევა გაითვალისწინე, აუცილებლად გამოგადგება. ახლა კი სწრაფად მოწესრიგდი და დაბლა ჩამოდი, ვისაუზმოთ. -კარგით ახლავე ჩამოვალ. -ნაწყენმა ჩაილაპარაკა მატილდამ და შემდეგ საკუთარი თავის მოწესრიგებას შეუდგა. სააბაზანოში შევიდა, ხელ-პირი დაიბანა, თმაც როგორც შეძლო ისე დაივარცხნა და ბოლოს საკუთარი კაბაც გადიცვა. დაბლა ჩასულს კი საოცარი სურნელი დახვდა, ისე შიოდა, რომ თვალებიდან ძლივს იხედებოდა. დამხამრე ქალს ღიმილით მიესალმა და მადლობა გადაუხადა ასეთი საუზმისათვის. თორნიკეს კი ამ დროის განმავლობაში მისი ლაღი და ბავშვური ღიმილისთვის თვალი ერთხელაც კი არ მოუშორებია. -თუ დაამთავრე, მაშინ სახლში დაგტოვებ და დაისვენე. დღეს გათავისუფლებ შეგიძლია არ მოხვიდე კომპანიაში და ხო მართლა შენებს მივწერე, რომ თამთასთან დარჩი, ის ხომ შენი საუკეთესო მეგობარია? -დიახ, მაგრამ არ იყო ამდენად შეწუხება ჩემს გამო საჭირო. - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა მატილდამ. -არ შევწუხებულვარ, მაგრამ კარგი იქნება თუ შემდეგში მსგავს საქციელს შენგან აღარ ვიხილავ. - კიდევ ერთხელ გააფრთხილა გერლიანმა და შემდეგ სახლი ორივემ ნაჩქარევად დატოვა. თავი 10 სახლში მისულმა მატილდამ მაშინათვე სააბაზანოს მიაშურა, თითქმის 1 სთ ინებივრა და ბოლოს, როდესაც თითები სულ დაუნაოჭდა, იძულებული გახდა გამოსულიყო. შემდეგ კვლავ გარდერობის წინ დადგა და როგორც ყოველთვის კლასიკურად გამოეწყო. თმები დაისწორა და ბოლოს მოულოდნელად ისიც გაახსენდა თუ როგორ უთხრა თორნიკემ, მის სიახლოვეს თმა მუდამ გაშლილი ჰქონოდა. ეშმაკურად ჩაიცინა და თმა მაღლა ლამაზად აიწია, რითაც მისი ისედაც ულამაზესი სახე კიდევ უფრო თვალშისაცემი ხვდებოდა ადამიანს. ბოლოს ჩანთას ხელი დაავლო და სასწრაფოდ სამსახურისკენ გასწია. კომპანიაში მისულს, სრული ქაოსი დახვდა. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში უამრავი საქმე დაუგროვდა, თან პარალელურად უფროსის განრიგიც ჰქონდა შესადგენი. შუადღის 3სთ ისე მოვიდა, რომ მაგიდიდან თავი არ აუწევია. შემდეგ, როდესაც სხვა გზა არ ჰქონდა, უფროსის კაბინეტისკენ გასწია, რათა მნივნელობან საბუთებზე ხელმოწერა მიეღო. კარებზე ფრთხილად დააკაკუნდა და თანხმობას დაელოდა. -მობრძანდით. - გაისმა თორნიკეს ბოხი ბარიტონი. -ბატონო თორნიკე შეიძლება? მნიშვნელოვან საბუთებზე გაქვთ ხელი მოსაწერი. -თუ არ მომიახლოვდები, ვერც საბუთებს ვნახავ და ვერც ხელს მოვაწერ. - ცინიკურად ჩაილაპარაკა გერლიანმა და მატილდას დამფრთხალ თვალებს მიაჩერდა. ბოლოს მისი ვარცხნილობაც მოხვდა თვალში და გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწორო, ისე მოულოდნელად გაჩნდა მის წინ. -მემგონი ადრე გასაგებად ავხსენი, რომ როდესაც ჩემთან ერთად იქნებოდი თმები ყოველთვის გაშლილი გქონოდა. - ხმის ტემბრი საშინლად დაუბოხდა თორნიკეს, შემდეგ მატილდას თმებიც გაუშალა და ხელი ნაზად ჩამოუსვა. კიდევ ერთხელ შეიგრძნო მისი საყვარელი ქოქოსის სურნელი, ასე რომ აგიჟებდა და ჭკუას აკარგვინებდა. გოგონა კი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ ბედავდა, იმდენად იყო შოკირებულ. ყველფერს მოელოდა, მაგრამ მის ასეთ რექციას ნამდვილად ვერასდროს წარმოიდგენდა, თუმცა გულის სიღრმეში გაუხარდა კიდევაც. ესე იგი, მისი საყვარელი მამაკაცი მის მიმართ გულგრილი არ არის და საწყის ეტაპზე, მატილდა ამითაც ძალიან კმაყოფილია. -შემდეგში თუ ჩემი ნების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ წახვალ, გაფრთხილებ აუცილებლად დაისჯები. - ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა და კვლავ საკუთარ მაგიდას დაუბრუნდა. ჯაფარიძემ კი ნაჩქარევად დაუდო საბუთები და შემდეგ ისე, რომ უკან არც კი მოუხედავს, კაბინეტი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. * * * თამთამ, როგორც ყოველთვის სამსახურის შემდეგ მაღაზიებში გაიარა და ტკბილეულობის დალაშქვრა დაიწყო. მთავარია, ყოველდღე ტკბილი ეჭამა და საჭმელი არც არასდროს გაახსენდებოდა. ბოლოს, როდესაც სალაროსთან თავის რიგს ელოდებოდა, დაინახა როგორ ურცხვად ათვალიერებდა ვიღაც საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი, თუმცა მსაზე ყურადღების გამახვილება არც უფიქრია, რადგან დღემდე ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ მის მოხიბვლას, თუმცა ნურას უკაცრავად, თამთა მხოლოდ იმ ერთადერთის გამოჩენას ელოდება და თუ საჭირო გახდა ცხოვრების ბოლომდეც დაელოდება, რადგან არასერიოზული ურთიერთობების მომხრე არასდროს ყოფილა. საბოლოოდ, შენობიდანაც გამოვიდა და საკუთარი ავტომობილისკენ დაიძრა, რათა პროდუქტები საბარგულში ჩაელაგებინა და სახლში დროულად მისულიყო, თუმცა მოულოდნელად ურიკა გაექცა და მის მოპირდაპირედ მდგარ მანქანას დაეჯახა. შემდეგ ისიც გაიაზრა, რომ ეს მანქანა სროედ იმ მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელიც მასზე იყო მიშტერებული სულ რამდენიმე წუთის წინ და სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა. -ბოდიშს გიხდით საკუთრების დაზიანებისთვის, თქვენი ნომერი ჩამაწერინეთ და აუცილებლად შევაკეთებ მანქანას. - მაშინათვე პრობლემის მოგვარებაზე გადავიდა ჟვანია. ალექსი კი მთელი ამ დროის განმავლობაში იდგა და თვალს ვერ სწყვეტდა ამ ულამაზეს წითურ არსებას, როგორ უნდოდა, რომ სულ მის მკლავებში ყოლოდა მოქცეული და ყველსგან დაეცვა, თუმცა პირველ რიგში, მისი გული უნდა მოეგო. გარეგნულად არაფერი შეიმჩნია და თავისი ბოხი ბარიტონიც უმალვე გააჟღერა, რის გამოც თამთას მთელ ტანზე ბუსუსებმა დააყარა. -მანქანას დიდად არც ემჩნევა ნაკაწრი პატარა ქალბატონო. თუმცა თუ გინდა, რომ დანაშაული გამოისყიდო, მაშინ ჩემთან ერთად წამოდი ვახშამზე და ასე გავსწორდებით, იმედია უარს არ მეტყვი და კარგად დაფიქრდები. - ბოლოს ხელში მისი სავიზიტო ბარათი დაუტოვა და მანქანა ადგილს დიდი სიჩქარით მოწყვიტა. თამთა კი მთელი ამ დროის განმავლობაში პირღია იდგა და გონს ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ბოლოს სავიზიტო ბარათსაც დახედა და როდესაც, სახელი და გვარი წაიკითხა, თვალები ორმაგად გაუფართოვდა. კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ახლახანს თვით ალექს გადრანმა სავახშმოდ დაპატიჟა. ბოლოს რეალობასაც დაუბრუნდა და გეზი საკუთარი ბინისკენ აიღო. სასწრაფოდ მატილდასთვის უნდა მოეყოლა ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა, წავიდოდა თუ არა ვახშამზე. * * * -ძმაო, ვერც კი წარმოიდგენ რამდენიმე წუთის წინ, რამხელა ტუზი დამეცა. - დაუკაკუნებლად შეაბიჯა თორნიკეს კაბინეტში ალექსმა და ბოლოს მის შეჭმუხნილ სახესაც გადააწყდა. -გამაგებინე ამხელა ბიზნესმენ კაცს თავში ჭკუა სულ არ გაქვს? რა ხდება ასეთი აჟიტირებული ვის გამო ხარ? - ბოლოს ხმა მაინც მოულბა ძმაკაცის გაცისკროვნებულ სახეზე გერლიანს და შეუმჩნევლად ჩაიღიმა. -აბა თუ გამოიცნობ, გამოავლინე შენი წინასწარმეტყველური ნიჭი. - კვლავ აჟიტირებული განაგრძობდა საუბარს გადრანი. -ახლა ყველაფერი გასაგებია, ალბათ თამთა ჟვანიას დაკერვა მოახერხე და იმიტომაც ზიხარ ახლა აქ გამოდებილებული. - ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა თორნიკემ და თავის საბუთებს მიუბრუნდა. -სერიზულად ჯობს დაფიქრდე იმაზე, რომ ბიზნეს შეეშვა და მკითხაობას მიჰყო ხელი. დიდი ნიჭი იკარგება შენი სახით ამ ქვეყანაში. - ცინიკოსობდა ალექსი და ძმაკაცის ნერვებზე დაკვრას განაგრძობდა. -ალექს ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა და შენი მასხრობის თავი ნამდვილად არ მაქვს, საღამოს კლუბში წავიდეთ და იქ ვისაუბროთ უკეთ. -კარგი ჰოო წავიდეთ, მაგრამ გადაგდება არც კი იფიქრო იცოდე. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და შემდეგ კაბინეტი დინჯი ნაბიჯებით დატოვა. * * * სახლში ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც მეგობრების საერთო ჩატი ახმაურდა და ყველას კლუბში წასვლა გადაეწყვიტა, მხოლოდ მატილდას ელოდებოდნენ და სანამ პასუხი არ გასცა, მანამდე მობილური ლამის აუფეთქეს. დიდად გულზე არ ეხატება კლუბებში სიარული, თუმცა მეგობრებთან ერთად გართობაზე არასდროს იტყვის უარს. გარდერობის წინ დადგა და არჩევანი ვერცხლისფერ ტოპსა და მოკლე კაბაზე შეაჩერა, რომელიც საოცრად გამოკვეთდა მატილდას წვრილე წელსა და სიმრგვალეებს. ფეხზეც წითელი ფერის სანდლები მოირგო, შემდეგ კი ჩანთასა და მობილურს ხელი დასტაცა და გამოძახებულ ტაქსში ჩაჯდა. კლუბში მისულმა მაშინათვე მისი მეგობრების მაგიდისკენ გასწია და ყველას სათითაოდ მიესალმა, შემდეგ როგორც ყოველთვის ერთმანეთი მოიკითხეს და მთელი კვირის ამბები განიხილეს, თან ნელ-ნელა ვისკს წრუპავდნენ. ბოლოს ყველამ ერთად გასწია საცეკვაო მოედნისკენ და მუსიკის რიტმსაც ტანი ააყოლეს. ისე სექსუალურად ცეკვავდა მატილდა და თამთა, რომ თორნიკე და ალექსი ვერ ითმენდნენ, როდესაც ამდენ მიშტერებულ თვალს ხედავდნენ მათზე, ერთი სული ჰქონდათ ხელი დაევლოთ და ამ ადგილისთვის მოეშორებინათ, არადა ორივე გასართობად იყო მოსული, თუმცა მათი გართობის გეგმები ამ ორმა უმშვენიერესმა ქალბატონმა ჩაშალა. -თორნიკე რატომ მიწვევს? რა უნდა? არ მინდა მასთან ჩემი ნამდვილი სახის გამოვლენა, თუმცა იძულებულს მხდის. - ერთ ადგილას ვერ ისვენებდა გადრანი და ჟვანიას თვალებით ჭამდა. -დამშვიდდი ალექს, მეც არანაკლებ დღეში ვარ როგორც ხედავ, მაგრამ ახლა აჩქარება არ ივარგებს. ამით ყველაფერს გავაფუჭებთ და გეგმებიც წყალში ჩაგვეყრება. - მეგობრის დაწყანრებას ცდილობდა გერლიანი და თან მატილდას არ აშორებდა თვალს. -კარგი მშვიდად ვარ, არაფერს მოვიმოქმედებ თან თავისი მეგობრებიც აქ არიან და ისინი მიხედავენ, მაგრამ ვინმესგან ერთ არასწორ საქციელს ვიხილავდა, ეგრევე თითებს დავამტვრევ. - გაცხარებული საუბრობდა ალექსი. -ძმაო ერთი ნახვით შეყვარება როდის მოსწარი? - გაეღიმა ძმაკაცის შემხედვარე თორნიკეს. -მეც არ ვიცი ეს სიყვარულია თუ არა, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრა, თამთას ჩემს იქით გზა არ აქვს და ამას თვითონაც მალე გაათვითცნობიერებს. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გადრანმა და შემდეგ ოფიციანტს უხმო მაგიდასთან. თავი 11 -მორჩა, ჩემი მოთმინების ფიალა უკვე აივსო. - მაშინათვე განრისხდა ალექსი, როდესაც თამთასთან მისული უცხო მამაკაცი დალანდა. -ამჯერად, აღარ დაგაკავებ. შეგიძლია შენს გოგოს ხელი დაავლო და ამ ადგილს მოაშორო. მე კი ჩემსას მივხედავ. - ცინიკურად ჩაიღიმა თორნიკემ და ძმაკაცის მოქმედებას დაელოდა. გადრანმა ისე, რომ ბევრი არც უფიქრია, თამთასკენ დაიძრა და როგორც კი მიუახლოვდა ზურგიდან აეკრო და ხელი ნაზად მოხვია, რის გამოც თამთას სხეულმაც რეაგიერაბა არ დააყოვნა და ჟრუანტელმა დაუარა. რა თქმა უნდა, მიხვდა ვინც იყო მის სხეულზე შემოხვეული და ცეკვა ისე გააგრძელა, რომ მილიმეტრითაც კი არ მოსცილებია მამაკაცის სხეულს, რომელიც ასე საშინლად იზიდავდა. შემდეგ მოულოდნელად გადრანმა მისკენ შემოაბრუნდა და ერთხანს თვალებში დაჟინებით უცქერდა. ბოლოს კი ნანატრი სურვილიც აისრულა და ყოყმანის გარეშე ეამბორა მისთვის საყვარელ ბაგეებს. ისე ნაზად ჰკოცნიდა, რომ თამთა ლამის დადნა, თუმცა სვანის ნებისყოფა დიდხანს აღარ გაგრძელებულა და კოცნა უფრო ვნებიანი და მომთხოვნი გახადა. საბოლოოდ, მოსწყდა მის უფრო მეტად გავარდისფრებულ და ოდნავ შესიებულ ბაგეებს და თითის ბალიშები ნაზად გადაატარა. ჟვანიამ კი სირცხვილისგან არ იცოდა, სად წასულიყო. მის გონებაში სრული ქაოსი მიმდინარეობდა, რომლის მიზეზიც ალექს გადრანი გახლდათ. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 2 დღის გაცნობილი მამაკაცი, მასში ამხელა გარდატეხას მოახდენდა და რაღაც მხრივ ბრაზობდა კიდეც საკუთარ თავზე, რომ მარტივად დანებდა და მისი პირველი კოცნაც მოპარა. შემდეგ კვლავ იგრძნო ალექსის გრძელი და თლილი თითების შეხება, საკუთარ თითებზე და მზერა კვლავ გადრანის სახეზე გადაიტანა. ალკოჰოლი, იმდენად ჭარბად იყო ამწამს მის ორგანიზმში, რომ ვერანირ ემოციას ვერ კითხულობდა ბიჭის სახეზე. ბოლოს, რაც დაამახსოვრდა, არის ის თუ როგორ განარიდა ალექსმა ამ ხმაურსა და როგორ ფრთხილად მოათავსა მის გვერდით მანქანაში. ქუთუთოები იმდენად დაუმძიმდა, რომ მორფეოსის სამყაროშიც მალევე გადეშვა, თუმცა მანამდე კარგად გრძნობდა, როგორ ნაზად ეალერსებოდა გადრანის ხელების მის ხელებს. დილით, როგორც კი თვალები გაახილა და უცხო გარემო მოათვალიერეა, დაფეთებული წამოხტა და ტკივილისგან ისე ხმამაღლა დაიკვნესა, რომ წამებში ოთახის კარები გაიღო და მის წინ აღელვებული ალექსი დაინახა. ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში იყო მარტო იმის გამო, რომ სრულიად უცხო გარემოში გაიღვიძა და ბოლოს ამას მის წინა წელს ზემოთ შიშველი გადრანიც დაემატა, რომელიც თვალებით ბურღავდა. -იმედია, ამიხსნი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ! - მაშინათვე შეტევაზე გადავიდა ჟვანიების ქალბატონი. ისე საყვარლად უბრიალებდა მის წყლისფერ თვალებს სვანს, რომ სულ ცოტა აკლდა ალექსს და მეორე კოცნასაც მოპარავდა, მაგრამ ამჯერად ჯობდა დაემშვიდებინა და მისთვის ყველაფერი აეხსნა. -შენს ადგილას, ჯერ მადლობას გადავუხდიდი ადამიანს, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდა და ვიღაც ნაბი***ისგან დაგიცვა. - არანაკლებ განრისხდა სვანიც. -რაა? ვისზე საუბრობ, არაფერი მახოვს. - ცდილობდა გონება დაეძაბა და ისე მაინც გაეხსენებინა, გუშინდელი ამბები, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიხსენა. მხოლოდ, რაღაც ფრაგმენტები გაახსენდა და როდესაც გაიაზრა თუ როგორ მოპარეს პირველი კოცნა მაშინათვე აუწითლდა ლოყები სირცხვილისგან და სულ პომიდორს დაემსგავსა. ახლა უკვე მართლა აღარ იცოდა თვალებში როგორ ჩაეხედა გადრანისთვის. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად უნდოდა ის იყო, რომ რაც შეძლება სწრაფად დაეტოვებინა აქაურობა და თავის საწოლში ჩამალულიყო, მისი კურდღლებიანი ხალათითურთ. -სამწუხაროა, თურმე მეხსიერების პრობლემებიც გქონია. - ცინიკურად ჩაილაპარაკა ალექსმა, თუმცა როგორც კი გოგონას აწითლებული ლოყები დაინახა, მიხვდა, რომ თამთას ნელ-ნელა ახსენდებოდა ყველაფერი და სირცხვილისგან თვალებს ვეღარ უსწორებდა. გადრანმა ამის გაფიქრებაზე ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა და ჟვანისაკენ დინჯი, მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა. ნათლად დაინახა თუ როგორ გააჟრჟოლა მისი სიახლოვის გამო თამთას და ამით კიდევ უფრო მეტი კმაყოფილება იგრძნო. -ჯობს მოწესრიგდე და ვისაუზმოთ, შემდეგ სახლში წაგიყვან. არ დაგავიწყდეს, რომ ჩემთან ვახშამი გმართებს, თან უკვე არა ერთი, არამედ ორი. - ბოხი ბარიტონით ჩაილაპარაკა სვანმა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. თამთა კი მთელი ამ დროის განმავლობაში მგონი არც სუნთქავდა, ბოლოს საკუთარ თავს მობილიზებისკენ მოუწოდა და სააბაზანოსკენ დაიძრა. ალექსი კი მთელი ამ დროის განმავლობაში დებილივით იღიმოდა, რადგან იცოდა, რომ მის საყვარელ ქალზე უკე გავლენა ჰქონდა, ნელ-ნელა კი მთლიანად შეძლებდა მის მისაკუთრებას და სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ეყოლებოდა. ფიქრებიდან თამთას ნაბიჯების ხმამ მოაფხიზლა და მალე წითურმა ლამაზმანამა სამზარეულოშიც შემოაბიჯა. გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც სუფრას გადახედა და ბოლოს მისი მზერის ობიქეტი კვლავ გადრანი გახდა. -საუზმისთვის დიდი მადლობა, მაგრამ იმედია, ასე წელს ზემოთ შიშველი არ აპირებ აქ ჯდომას და ჭამას. - ენა მაინც ვერ გააჩერა და თავისი აზრი ხმა მაღლა გააჟღერა. ალექსმა კი მართლა ვეღარ შეიკავა სიცილი და გულიანად გაეცინა მის მიამიტობაზე, შემდეგ მისი ქალბატონის ნებას დაყვა და მაისურიც გადაიცვა. -არ მეგონა მზარეულობა თუ გეხერხებოდა. - უხერხულობის გასაფანტად გოგონამ კვლავ დიალოგის წამოწყება არჩია. -შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემს შესახებ პატარა ქალბატონო, მაგრამ თუკი სურვილი გექნება ყველაფერს ნელ-ნელა შეიტყობ. - ორაზროვნად ჩაილაპარა ალექსმა და ჭამა გააგრძელა. მშვიდად ისაუზმეს და ბოლოს სახლიდან ერთადაც გავიდნენ. სვანმა თავისი პირობა შესარულა და თამთა სადარბაზოს კარებთან დატოვა, შემდეგ კი უკან მოუხედავად გაეცლა. * * * მატილდა ჯერ კიდევ თავის სტიქიაში იყო, როდესაც თვალები გაახილა და მისი მზერა, საყვარელ გიშრებს გაუსწორა. ისეთი ანთებული თვალებით უყურებდა გერლიანი, რომ შეუძლებელი იყო ეს ყოველივე ჯაფარიძეს გამორჩენოდა. გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა თორნიკე და მისი გულისცემაც საგრძნობლად მატულობდა. ბოლოს საყვარელი მამაკაცის მკლავების შემოხვევაც იგრძნო და გაიტრუნა. ცხოვრებაში პირველად მისცა თავს უფლება, სხვის მკლავებში მოდუნებულიყო და ეს იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ დიდი სიამოვნებით დარჩებოდა მუდმივად ასეთ მდგომარეობაში. -მატილდა, მუდმივად რატომ მხვდები იმ გარემოცვაში, სადაც მე ვარ?! - ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ ხვდა წილად გერლიანის ბოხი ბარიტონის მოსმენა და სიამოვნებისგან გააკანკალა, რაც თორნიკეს თვალთახედვიდან რა თქმა უნდა, არ გამორჩენია. კარგად ხვდებოდა, რამხელა გავლენას ახდენდა გოგონაზე, თუმცა ამის სათავისოდ გამოყენება დიდად არც უცდია, მაგრამ არ იცოდა კიდევ რამდენ ხანს შეძლებდა თავის შეკავებას, რადგან მატილდა ყოველთვის მის გარშემო იყო, ფიქრებშიც კი არ ასვენებდა. -ჯობს შენი ნივთები ავიღოთ და აქაურობას გავეცალოთ. ასეთი ადგილები არ გიხდება პატარა ქალბატონო. - ცინიკურად ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ დაიძრა. 2 წთ-ში კი მატილდაც გამოჩნდა, ისე საყვარლად მობარბაცებდა, რომ თორნიკემ თავი ვერ შეიკავა და შეუჩნევლად ჩაეღიმა. ბოლოს მძღოლის გვერდით კარი გამოუღო და ღვედიც თვითონვე გაუკეთა. შემდეგ თავისი ადგილიც დაიკავა და მანქანა დიდი სისწრაფით ადგილს მოწყვიტა. მშვიდად მგზავრობდნენ, არც ერთს სურდა დუმილის დარღვევა, თუმცა მაინც ახერხებდნენ ერთმანეთისთვის მალულად გადახედვას და თვალებით ეალერსებოდნენ. -მაინტერესებს კიდევ რამდენ ხანს აპირებ დუმილს და ჩემთვის მალულად ყურებას? - სვანმა ვეღარ მოითმინა მატილდას სიჩუმე და ხმაში გაბრაზება შეეპარა. -მაინც რისი მოსმენა გსურთ ბატონო თორნიკე? უკვე არაერთხელ მოვისმინე თქვენგან, რომ ასეთი ადგილები საჩემო არ არის! მაშინ სად არის ჩემი ადგილი ამ სამყაროში? ან ვისთან არის?- ბოლოს მატილდასაც ნერვებმა უმტყუნა და თავისი გულისნადები ბოლომდე ამოთქვა, თითქოს ცოტათი დაიცალა კიდეც. შემდეგ ცრემლებსაც გასაქანი მისცა და გულამოსკვნილი ატირდა. ისეთი უსუსური და პატარა ჩანდა ამ დროს, რომ თორნიკეს გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და მანქანა სწრაფად გადააყენა. მატილდას ხელი დაავლო, კალთაში ჩაისვა და ძლიერად ჩაიხუტა. თან თავზე მონოტონურად ეფერებოდა და ცრემლებს კოცნით უშრობდა. ბოლოს კი მეტს თვითონაც ვეღარ გაუძლო და გოგონას მარწყვისფერ ბაგეებს ძალიან ფრთხილად შეეხო. ისეთი საოცარი მუხტი იგრძნო, რომ სიამოვნებისგან გააჟრჟოლა და კოცნა უფრო მეტად გააღრმავა, რადგან გოგონასგანაც არ უგვრძნია მცირედი წინააღმდეგობაც კი. ბოლოს, როდესაც მიხვდა მდგომარეობის საშიშ ფაზაში გადასვლას, გაჩერდა და თავი საყვარელი ქალის კისერში ჩარგო. თავი 12 მთელი ეს დრო ისეთი სიჩუმე იყო გამეფებებული, რომ მატილდას ლამის მოთმინების ფიალა აევსო. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა იმას, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ეგონა სიზამრში იყო და სადაცაა გაეღვიძებოდა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ამ უხერხულ სიტუაციას ვერსად ვერ გაექცეოდა და ადრე თუ გვიან მოუწევდა, მისი საყვარელი მამაკაცის ირისებისთვის თვალი გაესწორებინა. ფიქრებიდან კვლავ თორნიკეს ხმამ გამოაფხიზლა. -ამდენი ფიქრით თავს ნუ დაიღლი პატარა ქალბატონო. - ცდილობდა ცოტათი მაინც გაემხნევებინა გოგონა, რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო მის წინაშე. -არ გინდა, რომ დამელაპარაკო? - მატილდა კვლავ დუმდა და სახეში შეხედვასაც კი ვერ ბედავდა. -კარგი თუ ასე გინდა, მაშინ ჩემთან წავიდეთ. ჯობს დაისვენო, დღეს რთული დღე იყო ორივესთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეს ამაზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ. - მკაცრად ჩაილაპარა გერლიანმა და შემდეგ სახლისაკენ დაიძრა. *** -ჯაფარიძე! სად ჯანდაბაში გაქვს ეს ტელეფონი, რომ გირეკვა? ისეთი ამბები გადამხდა გუშინ კლუბში, ვერც კი წარმოიდგენ. - დილიდანვე აჟიტირება ვერ დამალა თამთამ და გადაწყვიტა ემოციები დაქალთან ჭორაობით დაეცალა. -ძალიან გთხოვ ნუ ჩამყვირი ამ ტელეფონში, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? ისედაც თავი მისკდება. ჯობს საღამოს შევხვდეთ და მაშინ ვისაუბროთ ყველაფერზე, მეც ბევრი მაქვს მოსაყოლი. -კარგი იყოს საღამოს და არ დაიგვიანო იცოდე, ჩვენს საყვარელ კაფეში შევხვდეთ. -ოქეი. - მოკლედ მოუჭრა მატილდამ და შემდეგ ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა. ბოლოს თვალი ოთახსაც მოავლო და მაინც ვერ გაიხსენა აქამდე როგორ მოაღწია, სავარუდოდ კვლავ თორნიკემ ამოიყვანა. ახლა მით უმეტეს როგორ უნდა ჩახედოს თვალებში მაგ კოცნის შემდეგ? აშკარაა, რომ გერლიანისთვის ეს კოცნა დიდად არაფერს წარმოადგენდა, რასაც მატილდაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. კონტრაქტი, რომ საშუალებას აძლევდეს უკან მოუხედავად დატოვებდა სამსახურსაც და არც თავის უფროს გადააწყდებოდა სადმე, მაგრამ ვაი, რომ კიდევ 3 წელი მოუწევს მასთან ერთად მუშაობა. ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა. -მობრძანდით. -გამარჯობათ, ქალბატონო მატილდა. ბატონმა თორნიკემ გამომგზავნა, საუზმეზე გელოდებათ, მალე მოემზადოს და ჩამოვიდესო. -კარგით, მადლობა ახლავე გავემზადები და ჩამოვალ. - გაუღიმა მატილდამ და შემდეგ სააბზანოსკენ დაიძრა თავის მოსაწესრიგებლად. თმა შეძლებისდაგვარდა დაივარცხნა და ცხენის კუდად შეიკრა, შემდეგ სახეზე ცივი წყალიც შეისხა, რომ ადამიანს ცოტათი მაინც დამსგავსებოდა და ბოლოს აბაზანიდანაც გამოაღწია. დაბლაც მალვე ჩავიდა და სამზარეულოში შევიდა, სადაც თორნიკე როგორც ყოველთვის უტყვი გამომეტყველებით იჯდა და ჯაფარიძეს ელოდებოდა. -როგორც იქნა გვაღირსე შენი ხილვა ჯაფარიძის ქალბატონო. ყავა თავიდან დაუსხი ძიძა, უკვე გაუცივდებოდა. - მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და შემდეგ თავის საუზმეს მიუბრუნდა. -იცით ყავა არ მინდა, უბრალოდ თავის ტკივილის წამალს დავლევ. - ვედრებით შეხედა ქალს მატილდამ და თავი კვლავ ჩახარა. -ჯერ ისაუზმებ და შემდეგ დალევ წამალს. მგონი გასაგებად ვთქვი, ორჯერ არ მიყვარს გამეორება კარგად იცი. - ხმას ოდნავ აუწია თორნიკემ და გოგონა ლამის მზერით გაბურღა. -იცოდე სანამ კაბინეტში ვიქნები ყველაფერი ნაჭამი იყოს თორემ აქედან ფეხს ვერ გაადგამ. - პატარა ბავშვივით დატუქსა ჯაფარიძე და შემდეგ დინჯი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო. -აპატიე ჩემო გოგო ცოტა სიუხეშე. ზოგადად, ასეთი არ არის, მაგრამ თუ გაღიზიანებულია ჯობს უფრო მეტად არ გააღიზიანო. - თანაგრძნობით შეხედა ძიძამ და შემდეგ თავის საქმეს მიუბრუნდა. მატილდამ კი მთელი თეფში ძალით მოასუფთავა და ბოლოს წამალიც დააყოლა. დღეს კვირა დღე იყო, შესაბამისად არც სამსახურში იყო წასასვლელი და არც არსად. ჯობდა ჯერ სახლში გაევლო, ცოტა დაესვენა და შემდეგ შეხვედროდა თამთასაც. მაგრამ სანამ წავიდოდა აუცილებლად თორნიკე უნდა ენახა და ყველაფრისთვის მადლობა გადაეხადა. ამიტომ კაბინეტისკენ დაიძრა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. -მობრძანდით. -ბატონო თორნიკე ბოდიში, რომ გაწუხებთ, უბრალოდ მადლობის სათქმელად მოვედი და ახლა წავალ. არ მინდა მეტად შეგაწუხოთ. - თვალს ჯერაც ვერ უსწორებდა უფროსს და ისე საუბრობდა. -როდის აპირებ სახეში შემოხედვას? თუ რამდენჯერაც დამინახავ, იმდენჯერ ასე თავჩაღუნული იდგები? - საბუთებისთვის მზერა არ მოუშორებია ისე ჩაილაპარაკა გერლიანმა. -არა, უბრალოდ ძაან გადაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. - ჯიუტად განაგრძობდა გოგონა ტყუილების მომიზეზებას. -მატილდა! კარგად ვხვდები როდის მატყუებენ და როდის არა. ასე გუშინდელის გამო იქცევი არა? - სავარძლიდან წამოდგა გერლიანი და მატილდასკენ ზუსტად ისე დაიძრა, თითქოს მისი მსვერპლი ყოფილიყოს. -ვერ ვხვდები რაზე საუბრობთ, გუშინ რამე მოხდა და არ ვიცი? - თავის გასულელებას განაგრძობდა ჯაფარიძე და უკან-უკან იხევდა, ბოლოს კი კედელსაც მიუახლოვდა და გასაქცევი ადგილიც აღარსად დარჩა. -მ ა ტ ი ლ დ ა გეყოს სანამ მშვიდად გესაუბრები, ძალიან კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ თუ მაინცდამაინც უნდა გაჩვენო, რომ უკეთ გაგახსენდეს. - ტუჩის კუთხე შეუმჩნელვად ჩატეხა და ჯაფარიძის ულამაზეს ბრილა თვალებს უტყვად მიაშტერდა. -რა გინდათ, რომ გითხრათ? ეს ყველაფერი უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო და ჯობს ამ თემას მეტად აღარ შევეხოთ. საჭირო არ არის ყოველ წამს ამის შეხსენბა. ეს ხომ უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი კოცნა იყო, რომელიც არაფერს ცვლის ჩვენთვის! - გაბრაზდა მატილდაც და ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა. რა იცოდა, როგორ გაამწარა მისმა სიტყვებმა გერლიანი, იმდენად მხოვდა გოგოს სიტყვები გულზე, რომ მზად იყო ირგვლივ ყველაფერი დაელეწა, რათა ბრაზისგან დაცლილიყო. ბოლოს საკუთარ თავს კვლავ დამშვიდებისკენ მოუწოდა და მატილდას ოდნავ მოშორდა. -კარგია თუ ასე ფიქრობ, ჩვენი აზრები ორმხრივი ყოფილა, რადგან ყველაფერი გავარკვიეთ, შეგიძლია წახვიდე. მძღოლს ვეტყვი და სახლთან დაგტოვებს, ტაქსით წასვლა არც კი იფიქრო. -მაგრამ არ ღირს შეწუხება, ტაქსითაც მშვენივრად მივალ. - პატარა ბავშივით გადააჯვარედინა ხელები და ტუჩები გაბუშტა. ისეთი საყვარელი იყო, რომ ვერც კი იფიქრებდით თქვენს წინაშე, 20 წლის გოგოს ყოფნას. -როგორც ვთქვი ყველაფერი ისე იქნება, ამდენჯერ ნუ მამეორებინებ, მძღოლი უკვე გელოდება. ხვალ 9სთ-ზე სამსახურში იყავი და დაგვიანება არ გამაგონო. -კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ. - კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ჯაფარიძე და შემდეგ კაბინეტი უკანმოუხედავად დატოვა. მატილდა 13 -ამდენი რამ გადაგხდენია თავს და მე კიდე ვფიქრობდი, რომ ეს შენი სვანი ბოლოს და ბოლოს სიყვარულში გამოგიტყდა. - შოკში მყოფმა თამთამ ერთი ამოსუნთქვით მიაყარა სათქმელი ჯაფარიძეს. -ვერ ვხვდები საიდან მოგაქვს ის, რომ სიყვარულში უნდა გამომიტყდეს?! არასდროს შემიმჩნევია ჩემდამი მისი სიმპატია. - თვალები აატრიალა მატილდამ. -თვალები გოგო! სულ თუ ეგრე აკეთებ, არც არავის მოეწონები. შენ ის მითხარი ბინაზე რას შვრები? ადრე ხომ ამბობდი, რომ ცალკე გადასვლა გინდოდა? - ინტერესით მიაჩერდა ჟვანია დაქალს. -მამაჩემს ჩემს სახელზე ბინა შეუძენია 2 წლის წინ, ახლახანს მითხრა ეს ამბავი. თავიდან ძალიან გავბრაზდი, რომ აზრი არც კი მკითხა და დაუკითხავად მიყიდა. ხომ იცი როგორი დამოკიდებულებაც მაქვს მსაგვსი საკითხების მიმართ. მინდა, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიო და არა მშობლების ხარჯზე. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მატილდამ და ხალხის თვალიერება დაიწყო. -ეგ კი გასაგებია, მაგრამ რატომ არ გინდა მშობლებსაც გაუგო? იმისთვის შრომობენ და წვალობენ ამდენს, რომ მათი შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველანაირად. შენც მათ ადგილას ასე მოიქცეოდი, ყოველთვის შვილის კეთილდღეობას დააყენებდი მთავარ პრიორიტეტად, ასე არაა? -არ ვიცი თამთა, მსგავს საკითხზე არასდროს დავფიქრებულვარ. შვილზე საუბარი ჯერ ძალიან ადრე ხომ არ არის? - გაეღიმა ჯაფარიძეს. -პოტენციური სასიძო თუ მალე საშველს დააყენებს მაშინ ნამდვილად არ არის ადრე. - გადაიკისკისა ჟვანიამ. -კარგი რაა თამთა, შენსას მაინც არ იშლი რაც არ უნდა გელაპარაკო, არ მინდა მასზე საუბარი.- ისევ დასევდიანდა მატილდა უფროსის გახსენებისას, მაგრამ ცდილობდა გარეგნულად არაფერი დატყობოდა. -ოქეი, რადგან ასე გსურს მეტად ეს თემა აღარ განვიხილოთ და შენც მაქსიმალურად შორს დაიჭირე მაგ ვაჟბატონისგან თავი გაფრთხილებ. არ მინდა ამ ლამაზ გიშრებში ცრემლები დავინახო. - ჩაეხუტა დაქალს თამთა. -გპირდები, ასეთი რამ მეტად აღარ განმეორდება. - გაუცინა ჯაფარიძემ და შემდეგ კაფე ორივემ ერთად დატოვა. *** -მოიცა ვერ ვიჯერებ, ანუ რძალმა ასე მწარედ დაგადო? - ამდენი სიცილისგან უკვე სულს ვეღარ ითქვამდა გადრანი. -შენი აზრით, ეს სასაცილოა? მას უბრალოდ აღიარების ეშინია, მაგრამ ამასაც გამოვასწორებ. -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა თორნიკემ. -არასდროს შენ არ იცინი, უბრალო გაღიმებაზე, რომ არაფერი ვთქვათ და აბა სხვას რას მოელი მაგ საწყალი გოგოსგან? - თავისას არ იშლიდა ალექსი. -კარგი რა თუ ძმა ხარ, შენსავით ყველაფერზე უაზროდ სიცილს ხომ არ დავიწყებ არა? რა ვქნათ ასეთი ხასიათი მაქვს, რომელსაც დღემდე არაფერში არ შეუშლია ხელი. - გაღიზიანდა გერლიანი. -მაგაში ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგბი, მაგრამ ამ წარბებს ერთამეთს ოდნავ მაინც, რომ დააშორებდე კარგი იქნებოდა. -ალექს! რჩევის მოსაცემად ხარ აქ მოსული თუ რა ჯანდაბაა? -ამაზე მეტი რაღა გირჩიო, გითხარი ცოტა ხასიათი გამოასწორე, გოგო ფრთხის შენი ჯმუხი სახის დანახვისას. - სარკაზმს არ იშორებდა გადრანი და მეგობარს უფრო მეტად აღიზიანებდა. -მოკლედ შენგან ნორმალურს ვერაფერს მოისმენს ადამიანი. წადი მიხედე შენს საქმეს, მეც ბევრი საქმე მაქვს, დღესვე უნდა დავასრულო ყველაფერი. -კარგი წავედი, მაგრამ შენ მაინც დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე. - კიდევ ერთხელ გააფრთხილა ძმაკაცი და შემდეგ სახლი დინჯი ნაბიჯებით დატოვა. *** მატილდა სახლში გვიან დაბრუნდა, იმდენად დაღლილი იყო, რომ ახლა ცხელი შხაპის მიღებისა და ძილის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. თუმცა, როგორც კი სახლის კარები შეაღო და ოჯახის წევრებთან ერთად მისთვის უცხო სახეებიც შეამჩნია, ცოტა დაიძაბა, რადგან მამამისისა და ძმების ყველა ახლობელსა თუ მეგობარს იცნობდა, ამ ადამიანებს კი ცხოვრებაში პირველად ხედავდა და მათგან საკმაოდ ცუდი აურაც მოდიოდა. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ ძალიან ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ ბედი კარგს არაფერს უმზადებდა. -მოდი შვილო, ჩვენს სტუმრებს ძალიან უნდოდათ შენი გაცნობა. ეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილია - მატილდა, ესენი კი ბატონი რამაზ და დუდა შენგელიები არიან. - გოგონა კარგად ამჩნევდა მამის დაძაბულ ხმას და ერთი სული ჰქონდა ამ ოთახს, რაც შეიძლება მალე გასცლოდა. -სასიამოვნოა თქვენი ხილვა მატილდა. მართლაც, რომ ულამაზესი ქალიშვილი ბრძანდებით.-ეშმაკურად უღიმოდა დუდა და მისი სხეულის შესწავლას განაგრძობდა. -ჩემთვისაც სასიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ. დღეს რთული დღე მქონდა დასვენება მჭირდება. კიდევ ერთხელ მომიტევეთ. - მთელი თავისი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა ჯაფარიძემ და საძინებლისკენ სიხარულით დაიძრა. -მეც ბოდიშს გიხდით ბატონებო. ზოგადად, ჩემი გოგონა ასეთი არ არის, როგორც ჩანს მართლა ძალიან დაღლილია. - სიტუაციის განმუხტვას შეეცადა უფროსი ჯაფარიძე. -ამჯერად არაუშავს, მაგრამ ჩვენს წინადადებაზე ჯობს კარგად დაფიქრდეთ და პასუხი 2 დღის ვადაში გვაცნობოთ. იმედია, ხვდებით წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კომპანიას კარგი დღე არ დაადგება. -ვიცი და ჩემი პასუხიც გასაგებად გითხარით. არც 2 დღის შემდეგ და არც სხვა დროს არ შევიცვლი აზრს. - მკაცრად ჩაილაპარაკა კოტემ. -ნება თქვენია, ჩვენ 2 დღეში მაინც დაგიკავშირდებთ იქნებ აზრი შეგეცვალოთ. არაფერი არაა გამორიცხული. - ბოროტულად გაიღიმა რამაზმა და სახლი ვაჟთან ერთად უკანმოუხედავად დატოვა. -ღმერთო ეს რა იყო? ხვდები რა გვაკადრეს? არავითარ შემთხვევაში ჩემს არც ერთ შვილს არ გავწირავ. ფეხებზე ფულიც და ყველაფერიც. მთავარია, ჩემი თვალის ჩინები მყავდნენ ბედნიერები. - ქვითინი აუვარდა სალომეს და მეუღლეს ძლიერად ჩაეხუტა. -რა თქმა უნდა, ძვირფასო ჩვენი შვილების ბედნიერებაა პირველ რიგში ყველაზე მთავარი. ფულს ყოველთვის ვიშოვით. რაც უნდათ ის უქნიათ, მაინც ვერაფერს დაგვაკლებენ. ჯერ კიდევ ვერ მომინელებია წლების წინ მომხდარი შემთხვევეა, როდესაც ეს ნაგავი მე ვიხსენი ციხისგან. ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფერს არ ვნანობ. ალბათ, ღმერთიც ამიტომ მსჯის ასე.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კოტემ. -არავითარ შემთხვევაში შენი თავი არ დაადანაშაულო. ასე, რომ არ მოქცეულიყავი შენც კარგად იცი რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა ჩვენს ოჯახში. - მეუღლის გამხნევებას ცდილობდა სალომე და რა თქმა უნდა, გამოსდიოდა კიდეც. მისი სიტყვები იმხელა ძალას მატებდა კოტეს, რომ არც ერთ დაბრკოლებას არ შეუშინდებოდა. ამიტომაც უყვარდა ეს ქალი ასე გაგიჟებით ამდენი წლის შემდეგაც. *** -ძმაო სად ხარ? სასწრაფოდ უნდა გესაუბრო, საქმე მატილდას ეხება. -სახლში ვარ, რა ხდება ალექს? ასეთი ხმა რატომ გაქვს? მატილდას რამე ხომ არ დაემართა? - აღელვება დაეტყო ხმაში გერლიანს. -ყველაფერს რომ მოვალ მაშინ მოგიყვები, დამელოდე. - ნაჩქარევად გაუთიშა და გაზის პედალს ფეხი უფრო მეტად მიაჭირა. 5 წთ-ში უკვე თორნიკეს სახლის კარებთან იდგა და ზარს რეკავდა. გერლიანიც თითქოს ამას ელოდეაო მაშნვე კარებისკენ გავრდა და მეგობარს სახლშ შემოსვლა არც კი აცადა ისე მიაყარა კითხვების კორეანტელი. -ხვდები ახლა რას მეუბნები? რა უნდოდა იმ ს*რს ჯაფარიძეების სახლში! აშკარად რაღაც აქვს ჩაფიქრებული მამა-შვილს. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ რა ხდება. მატილდას ერთი თმის ღერიც, რომ ჩამუვარდეს, ჩათვალე ცოცხალს არც ერთს არ დავტოვებ. - გაცოფებული იყო თორნიკე და ერთი სული ჰქონდა ირგვლივ ყველაფერი დაელეწა. -კარგი დამშვიდდი. ახლა გრძნობებს არ უნდა აყვე, შენი ცივი გონების ჩართვაა საჭირო. ხომ იცი არ გაგვიჭირდება იმის გაგება თუ რა უნდათ შენგელიებს. - არანაკლები ზიზღით წარმოთქვამდა მათ გვარს გადრანიც. -როგორ უნდა დავმშვიდდე, როდესაც ვიცი, რომ ეგ ნაბ***არი ჩემს საკუთრებასთან ასე ახლოს იყო. არ ვაპირებდი ასე სწრაფად გეგმის განხორციელბას თუმცა, როგორც ჩანს მომიწევს. მატილდას ჩემს იქით გზა არ აქვს, ეს კარგად უნდა გაიგოს თვითონაც და სხვებმაც, განსაკუთრებით კი შენგელიებმა. -ამჯერად იყოს ისე, როგორც ამბობ. მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, გოგოს არაფერი არ აიძულო და რაც მთავარია, არ მოატყუო. არ მინდა შენს გამო ცხოვრებაში ამხელა იმედგაცურება იწვნიოს. მე მაგალითად, ჩემს თამთას ასეთ რაღაცას ვერასდროს გავუკეთებ. ამიტომაც კარგად დაფიქრდი. თავი 14 -მატილდა, დღეს ჩემთან გელოდები სახლში, აქედან ვიმუშავებთ. მძღოლი 20 წთ-ში გამოგივლის და მზად იყავი. - გააზრებაც ვერ მოასწრო ჯაფარიძემ, ისე სწრაფად დაუკიდეს ტელეფონი. შემდეგ გაახსენდა, რომ მომზადებისთვის მხოლოდ 20 წთ ჰქონდა და სასწრაფოდ სააბაზანოს მიაშურა. დილის პროცედურები სასწრაფო წესით ჩაიტარა და შემდეგ არჩევანი სპორტულ სტილზე შეაჩერა. მზადებას, როგორც კი მორჩა, სახლიდან ნაჩქარევად გამოვიდა და ადგილი მძღოლის გვერდით დაიკავა. -გამარჯობა, ბიძია თომა. როგორ ბრძანდებით? -არამიშავს შვილო, თავად როგორ გიკითხო? ამ ბოლო დროს ხშირად არ ჩანხარ, რაშია საქმე? -უბრალოდ, ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა და თან უნივერსიტეტში, რომ გაცდენები არ დამიგროვდეს, მანდაც უნდა ვიარო. ბოლო წელია და არ მინდა საქმის გაფუჭება. - გაუღიმა გოგონამ და შემდეგ შენობების თვალიერება განაგრძო. -მართალი ხარ შვილო, ჯერ სწავლაა მთავარი, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. - დაეთანხმა ბიძია თომაც და ამასობაში, სახლის ჭიშკარსაც მიადგნენ. მატილდამ მშვიდობიანი დღე უსურვა ყველას და შემდეგ სასწრაფოდ გაეშურა კარებისკენ, არ უნდოდა დაგვიანების მიზეზი გამხდარიყო. სახლში შესულიც კიარ იყო, როდესაც თორნიკეს ხმა მოესმა. -მთელი 2 წთ-ით დაიგვიანე, მაგრამ არაუშავს, ამჯერად გპატიობ. საბუთები წამოიღე და ჩემს კაბინეტში წამოდი. - როგორც ყოველთვის მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და გზა დინჯი ნაბიჯებით განაგრძო. -უფროსო, დღეს სახლიდან რატომ ვმუშაობთ თუ საიდუმლი არ არის? - ვერ დამალა თავისი ინტერესი ჯაფარიძემ. -იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ახლა კი ჩვენ საქმეს მივუბრუნდეთ, დრო არ იცდის. -ბატონო, თორნიკე ერთ საკითხზე მინდოდა თქვენთან საუბარი. - მორცვად ჩაილაპარაკა გოგონამ. -თუ სასწრაფოა გისმენ და თუ არ არის, საქმის დასრულების შემდეგ მითხარი. -არა სასწრაფო არ არის. -მაშინ ნომრებს მოგცემ, ვისთანც უნდა გადარეკო და თათბირის შესახებ შეატყობინო. ხვალ აუცილებლად მიწევს ჩატარება. - შუბლი შეჭმუხნა სვანმა და მზერა ფურცლებიდან, ჯაფარიძეზე გადაიტანა. -კარგით, ყველაფერს ახლავე მივხედავ. მთელი დღე ისე დაუღალავად მუშაობდნენ, რომ საჭმელი არც კი გახსენებიათ, სანამ ძიძამ კაბინეტის კარზე არ დააკაკუნა და სავახშმოდ არ უხმო. -წამოდი ვჭამოთ, თორემ ისეთი სიფრიფანა ხარ მეშინია რამე არ დაგემართოს. - ირონიულად ჩაილაპარაკა თორნიკემ. -რაც მთავარია, მე მომწონს ჩემი სხეული, ასე, რომ სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს. - არც მატილდამ დააკლო ირონია და კაბინეტი პირველმა დატოვა. გერლიანს კი გაეღიმა მის ასეთ საქციელზე და შემდგომ თვითონაც სამზარეულოს მიაშურა. ვახშამი ისე მიირთვეს, რომ ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ უთქვამთ, თუმცა თორნიკე გოგონას თვალებით ჭამას არ წყვეტდა და სიამოვნებდა, რომ მისი სულის ფორიაქის მიზეზი იყო. -თუ დაასრულე, მაშინ შენთან ერთ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე მსურს საუბარი. წამოდი კაბინეტში ვილაპარაკოთ. -როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია სვანმა და მაგიდაც პირველმა დატოვა. მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, უფროსის ნებას დაყვა და უკან ფრთხილი ნაბიჯებით აედევნა. ოთახში შესული კი სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და გერლიანს თავისი დიდი და ბრიალა შავი თვალებით მიაშტერდა. -მოკლედ, გავიგე, რომ გუშინ სახლში სტუმრები გყოლიათ. მაინტერესებს იცი თუ არა რამე მათ შესახებ? - პირდაპირ სათქმელზე გადავიდა თორნიკე. -წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან. ეს რა შუაშია ჩვენთან ბატონო, თორნიკე?-დაიბნა ჯაფარიძე. -დარწმუნებული ხარ, რომ მათ აქამდე არ შეხვედრილხარ? -რა თქმა უნდა, გუშინ პირველად ვნახე და დანახვისთანავე არ მომეწონა. - ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა მატილდამ და თორნიკედან მზერა წიგნების თაროსკენ მიმართა. -კარგი თუ ასე მაშინ პირდაპირ გეტყვი, დიდ საფრთხეში ხართ მატილდა, შენც და შენი ოჯახიც.-ცდილობდა ნელ-ნელა შეეპარებინა სათქმელი, თუმცა მცდელობა ამაო აღმოჩნდა და კარგად დაინახა თუ როგორ აუჩქარდა გოგონას გულისცემა და თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა. -რას ამბობთ უფროსო? როგორ თუ საფრთხეში ვართ, წესიერად ამიხსენით რა ხდება და რა უნდათ შენგელიებს ჩემი ოჯახისგან. - მუდარის თვალებით მიმართა გერლიანს მატილდამ. -რა უნდათ ჯერ მეც არ ვიცი, მაგრამ ამას მალე გავიგებთ, თუმცა ამიერიდან ასე თავისუფლად ვეღარ ივლი მატილდა. მუდმივად დაცვასთან ერთად მოგიწევს სიარული შენივე უსაფრთოებისთვის, იმედია წინააღმდეგი არ ხარ, თუმცა რომც იყო, სხვა ვარიანტი, არც განიხილებოდა. - სარკასტულად ჩაილაპარაკა სვანმა. -დაცვა, რომ საჭირო ყოფილიყო მამაჩემს ვერც ვერავინ დაასწრებდა, მაგრამ თქვენ ასე ძალიან რატომ გაღელვებთ ჩემი მდგომარეობა? - ინტერესით ჩაეკითხა გოგონა და პასუხის მოლოდინში გაირინდა. -იმიტომ, რომ შენ ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელი ხარ, რომელიც თავისი პროფესიონალიზმის გამო, უმოკლეს ვადაში დაწინაურდება. ასე, რომ განსაკუთრებით უნდა მოგიფრთხილდე. - ოსტატურად დაიძვრინა თავი გერლიანმა და როგორც კი გოგონას მოღუშულ სახეს შეხედა, ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა. -გასაგებია უფროსო, მაგრამ არანაირი დაცვა არ მჭირდება, ჩემს გამო შეწუხება, ნამდვილად არ ღირს, ჯობს სხვა თქვენთვის უფრო ღირებულ თანამშრომლებს მიხედოთ, ჩემს თავს კი მე თვითონაც მშვენივრად მივხედავ. ახლა კი დაგტოვებთ სხვა საქმე თუ არაფერი გაქვთ. - გაბრაზება ვერ დამალა ჯაფარიძის ქალბატონმა და ისე, რომ თორნიკეს პასუხს არ დალოდებია, სწრაფი ნაბიჯებით გასასვლელისკენ დაიძრა. ის იყო სახელური უნდა ჩამოეწია, რომ მაჯაში ჩავლებულმა ხელმა, მსწრაფლ შემოაბრუნა და კარებს მსუბუქად მიანარცხა. -შენთვის არავის უსწავლებია, რომ როდესაც უფროსი გელაპარაკება, სიტყვა ბოლომდე უნდა დაასრულებინო? - გაცოფებული იყო გერლიანი და ხელებს ძლიერად უჭერდა გოგონას, რომელმაც მეტს ვეღარ გაუძლო და ტკივილისგან სახე დაემანჭა. -რა გჭირს ენა გადაყლაპე? - კიდევ ერთხელ დაუყვირა თორნიკემ, მაგრამ როგორც კი საყვარელ სახეზე ცრემლები შენიშნა, ჯაფარიძეს დენდარტმულივით მოშორდა და მზერა მის მაჯებზე გაუშეშდა, სადაც კარგად ეტყობოდა მისი ხელების კვალი. -ბოდიში, მეგონა, რომ საუბარი დასრულებული გქონდათ. - თავი დახრა მატილდამ და ტუჩი მოიკვნიტა, რათა უფრო მეტად არ ეტირა. თორნიკემ კი მეტს ვეღარ გაუძლო და უკვე მეორედ დაეწაფა საყვარელი ქალის ბაგეებს, კოცნიდან მომთხოვნად და ღიმილი ვერ შეიკავა, როდესაც ჯაფარიძის გამხდარი ხელების შემოხვევა იგრძნო კისერზე. -ბოდიშს შენ კიარა მე უნდა გიხდიდე, არ მქონდა უფელბა შენთვის დამეყვირა და მეტკინა. გპირდები, მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. - ტუჩები ხანგრძლივად მიაკრო შუბლზე გოგონას და შემდეგ მის მკლავებში მოაქცია. მატილდას კი სრულებით დაავიწყდა ფიზიკური ტკივილს არსებობა და ახლა იმდენად ბედნიერი იყო, რომ სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. -არაფერს მეტყვი? თუ ასე დიდხანს აპირებ ჩემთან ჩახუტებულს დგომას? მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს. - გაეღიმა თორნიკეს. -უბრალოდ, მრცხვენია. - თავი ჩახარა მატილდამ -სასირცხვილი არაფერი ჩაგიდენია მატილდა, ოდესმე ხომ უნდა მოიშორო ეს სიმორცხვე? -თითებით ნიკაპზე შეეხო გერლიანი და თავი მაღლა ააწევინა. თავი 15 -თუ რაიმეს გაიგებ შენგელიების შესახებ, აუცილებლად მითხარი. იცოდე, ჩემს გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო. - თავი მაღლა ააწევინა და დიდიხანს შესცქეროდა მის ულამაზეს გიშრებს, შემდეგ ფრთხილად დაიხარა და ორივე თვალზე ნაზად აკოცა. -ვიცი, მაგრამ არამგონია რაიმე ცუდი მოხდეს. მამაჩემი არასდროს დაუშვებს, რომ საკუთარი ოჯახი საფრთხეში ჩააგდოს. - დარწმუნებით ჩაილაპარა მატილდამ და გერლიანის გულისცემას მშვიდად უსმენდა. -დღეს ვერაფერში ვერ იქნება ადამიანი დარწმუნებული. არავის არ უნდა ენდო საკუთარი თავის გარდა, ეს ყოველთვის გახსოვდეს. - გააფრთხილა თორნიკემ. -რატომ მეუბნები ამას? ასე, რომ საუბრობ მაშინებ. რაიმეს მიმალავ? - თვალები აემღვრა ჯაფარიძეს. -მატილდა, როდესაც დრო მოვა ყველაფერს გაიგებ, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. - ბარიტონი გაიმკაცრა გერლიანმა და ჯაფარიძეს მზერა მოაშორა. -გასაგებია, ანუ ისეთ რაღაცას გავიგებ, რაც გულს ძალიან მატკენს. გადასარევია ვერაფერს იტყვი. - ბოლო სიტყვები სარკაზმით წარმოთქვა და გასასვლელისკენ დაიძრა. თუმცა სანამ სახლიდან გავიდოდა, გარკვევით მოესმა თორნიკეს სიტყვები, რომ ხვალ სამსახურში დროულად მოსულიყო და არ დაეგვიანა. *** სამსახურიდან გამოსულ თამთას, ღიმილი სახეზე შეეყინა, როდესაც მონატრებული ადამიანის მზერა იგრძნო. იმდენად სიმპატიური იყო ალექსი, რომ ლამის სუნთქვა შეეკრა გოგონას. ერთი სული ჰქონდა მივარდნონდა და სახე მთილანად დაეკოცნა, თუმცა ოცნება ოცნებადვე დარჩა და მისკენ ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა. -აქ რა დაგრჩენიათ, ბატონო ალექს? -მაშინათვე სარკაზმს მოუხმო ჟვანიამ. -პატარავ, რა არა და ვინ! მეგონა მოგენატრე, შენ კი თურმე ჩემს გარეშე ბევრად უკეთ ხარ. -გაბრაზდა გადრანი. -უკაცრავად, ზოგიერთებივით, რომ მთელი კვირა არ ვიკარგები და შემდეგ მოულოდნელად არ ვჩნდები სხვების ცხოვრებაში. -გაბრაზდა თამთაც, მის უხეშ ტონზე. -საქმეები მქონდა, მივლინებით მომიწია საზღვარგარეთ წასვლა და რა გამეკეთებინა? რატომ ხარ ასეთი ფიცხი? აშკარად, მორჯულება გჭირდება, ხომ ხედავ? - გადრანმაც სარკაზმს უხმო და თავი ძლივს შეიკავა ჟვანიას გაფართოებულ თვალებზე, საყვარლად, რომ აკვესებდა. შემდეგ კი ყოყმანის გარეშე მიუახლოვდა, მის მკლავებში მოიქცია და რამდენჯერმე ნაზად აკოცა, რითაც სრულიად, გამოეთიშა ამ სამყაროს გოგონა და რომ არა გადრანის მკლავები, მაშინათვე ძირს გაერთხმებოდა. -მომენატრე, შენ კი იმის ნაცვალდ, რომ ბედნიერი იყო ჩემი დანახვით, პირიქით, მეჩხუბები. მითხარი რა გიყო ყოველივე ამის შემდეგ? რით დაგსაჯო? -არავითარ სასჯელს არ მივიღებ ეს ერთი და მერე მეორეც, აქ თუ ვინმე უნდა დაისაჯოს ეს შენ ხარ და არა მე. მთელი კვირით შენ დაიკარგე ისე, რომ არც კი გაგიფრთხილებივარ. ასე, რომ მე ბრალი არაფერში მიმიძღვის. -კარგი, ამჯერად ასე იყოს. ახლა კი წამოდი, ერთ ძალიან მაგარ ადგილას უნდა წაგიყვანო. -კიდევ ერთხელ აკოცა ჟვანიას და მანქანის კარიც გამოუღო, ღვედიც თავადვე შეუკრა და ბოლოს მძღოლის ადგილც დაიკავა. -სად მივდივართ რატომ არ მეუბნები? -პატარავ, სიურპრიზის გაფუჭების უფლებას არ მოგცემ. ასე, რომ შეგიძლია ცოტა დაიძინო, წინ დიდი გზა გველის. ქალის მტევანს ეამბორა და შემდეგ კვლავ გზაზე მოახდინა კონცენტრაცია. -კარგი ხმასაც არ ამოვიღებ, სანამ არ მივალთ. მანამდე ცოტას დავიძინებ, დღეს ძალიან დამღლელი დღე იყო სამსახურში. - ჩაილაპარაკა ჟვანიამ და სულ მალე, მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. შუა ღამეს საკმაოდ გადასცდენოდა, როდესაც მანქანა ჭიშკართან გაჩერდა. გადრანმა იგი ეზოში ფრთხილად შეაყენა, რათა მის გულისწორს არ გაღვიძებოდა. შემდეგ კარები გამოაღო და გოგონა ხელში მსუბუქად აიტაცა. როგორც კი სახლში შევიდნენ, ალექსმა გეზი პირდაპირი მისი საძინებლისკენ აიღო და თამთა ფრთხილად დააწვინა საწოლზე, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებოდაო. დილით, ჟვანიას ცხვირში სასიამოვნო და ამავდროულად, ნაცნობმა სურნელმა შეუღიტინა, რითაც იძულებული გახდა თავისი წყლისფერი თვალები გაეხილა და მზერის ობიქტი როგორც კი დაინახა მაშინათვე გაეღიმა. ალექსს სახე თამთასთან მილიმეტრებით მიეახლოვებინა და ისე მშვიდად ეძინა, რომ ჟვანიამ ვერ მოითმინა და ფრთხილად აკოცა. თუმცა სვანს ეს არ გამოპარვია და თვალები ეგრევე გაახილა. -ვინ გაბედა და ჩემს უკითხავად კოცნა მომპარა? შემთხვევით ამ პატარა ქალბატონმა ხომ არა?-ზევიდან მოექცა თამთას და ლამის კოცნით დაახრჩო. -აბა რა მექნა ისეთი საყვარელი იყავი, რომ არ მეკოცნა უდიდესი ცოდვა იქნებოდა. -გადაიკისკისა ჟვანიების ასულმა. -ასე არა? მაშინ მე, რომ ყოველ წამს შენი კოცნა მინდა და შენს გარეშე უკვე ვეღარ ვძლებ, რა გავაკეთო? -ეგ შენი პრობლემაა ძვირფასო და არა ჩემი. - გაეღიმა თამთას და როგორც კი მოდუნებული გადრანი დაინახა, მაშინათვე ამით ისარგებლა და ოთახიდან სწრაფად გაიქცა. თუმცა გზაში გაახსენდა, რომ ამ სახლში პირველად იყო და რა სად მდებარეობდა წარმოდგენა არ ჰქონდა, ამიტომ კვლავ უკან მოუწია დაბრუნება. -სააბაზანო საით არის ალექს? -როგორც კი გადიხარ, ხელმარჯვნივ ბოლო კარია, მაგრამ ცნობისთვის, თუ ხედავ ჩემს საძინებელს საკუთარი სააბაზანოც აქვს, შეგიძლია ამით ისარგებლო. მე მანამდე დაბლა ჩავალ და საუზმეს მოვამზადებ. -კარგი, მეც მალე მოვალ და მოგეხმარები. - კიდევ ერთხელ აკოცა საყავარელ მამაკაცას და შემდეგ აბაზანაში ქარბორბალასავით შევარდა. *** გამარჯობა, ბატონო კონსტანტინე. მაინტერესებს რა გადაწყვიტეთ ჩემს შემოთავაზებასთან დაკავშირებით. - საოცრად თვითკმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული იჯდა, რამაზ შენეგელია მაგიდასთან და ერთი სული ჰქონდა, რომ სასურველი პასუხი მოესმინა. -ბოდიში, ბატონო რამაზ, მაგრამ ამჯერად, ისე აღარ იქნება ყველაფერი, როგორც თვქენ გინდათ. ჩემი შვილების ბედნიერება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც ცივი უარით უნდა გაგისტუმროთ. ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი და შესაბამისად, აზრი არც ახლა შემიცვლია. -სამწუხაროა, ბატონო კონსტანტინე. არადა არ მსურდა ყველაფერი ასე გამოსულიყო, თუმცა რას ვიზამთ, ნება თქვენია და შედეგბზეც თქვენვე იმკით პასუხს. ახლა კი დაგემშვიდობებით და კარგად მოემზადეთ, რადგან ამიერიდან, ჯაფარიძეების თითოეულ წევრს წინ მხოლოდ ჯოჯოხეთი გელოდებათ. - გესლიანად ჩაილაპარაკა რამაზმა და რესტორანი გაცეცხლებულმა დატოვა. კოტე კი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩაფიქრებული იჯდა და ერთ წერტილს გასცქეროდა. ფიქრებიდან კი მხოლოდ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. -გისმენ. დიახ, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც დავგეგმეთ. რა თქმა უნდა, მაშინათვე გაცოფდა, როგორც კი უარი განვუცხადე. ძალიან საშიში პიროვნებაა ეს არ დაგავიწყდეს. არავის დაინდობს, ვინც კი გზაზე გადაეღობება. ასე, რომ დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ ჩვენს დახმარებას? კარგი, გასაგებია. ნახვამდის. - საუბარი, როგორც კი დაასრულა, გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა და ბოლოს გეზი საკუთარი კომპანიისკენ აიღო. *** -უკან როდის ვაპირებთ დაბრუნებას ალექს? -რა ხდება პატარავ, უკვე მოგბეზრდა ჩემთან ერთად ყოფნა? -წყენა ვერ დამალა გადრანმა. -არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ისე ვიკითხე. არ გამიბრაზდე რაა. - თავისი ბრილა თვალები საყვარლად აუფახულა სვანს და ბიჭის გულიც სწრაფადვე მოალბო. -ჩემი სუსტი წერტილი კარგად დაგიმახსოვრებია, პატარა ეშმაკო. - თითი ცხვირზე დაჰკრა და შემდეგ გულზე მიიხუტა საყვარელი სხეული. -რა ვქნა თუ ასეთი ლამაზი თვალები მაქვს და მის წინაშე უძლური ხარ? - შეიფერა ჟვანიამ. -შვილები, როდესაც გვეყოლება, მინდა, რომ ზუსტად შენნაირი ლამაზი თვალები ჰქონდეთ. -კიდევ უფრო დაუთბა ხმა სვანს და შემდეგ ნაზად აკოცა ორივე თვალზე. არ ყოფნიდა მასთან გატარებული დრო და უნდოდა მუდამ მის მკლავებში მოექცია. -კარგი, გამიშვი ახლა თორმე გავიჭყლიტე. - გადაიკისკისა თამთამ. -მოდი გიდობას ჩემს თავზე ავიღებ და რადგანაც სვანეთში პირველად ხარ, ყველა ჩემს საყვარელ ადგილს დაგათვალიერებინებ, რასაც მოვასწრებთ. -ჰოდა, მაშინ დრო არ დავკარგოთ. არ მინდა აქედან ისე წავიდე, რომ სვანეთის სილამაზე ნაწილობრივ მაინც არ დავათვალიერო. ვგიჟდები ამ მხარეზე და სულ მინდოდა აქ მოსვლა, თუმცა რატომღაც ყოველთვის იწელებოდა ვიზიტი. ხან ვის არ ეცალა, ხან ვის. მარტო წამოსვლა კიდევ არ მინდოდა. -ჰოდა ახლა შეძლებ შენი ოცნების ახდენას, მაგრამ ჯერ სახლში შედი და რამე მოიცვი, აქ საღამოობით ცივა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ზაფხულია. -კარგი, 2 წთ-ში მზად ვარ. თავი 16 -შვილო, გავიგე, რომ ცალკე გადადიხარ. ძალიან მეწყინება თუ ჩემს საჩუქარს არ მიიღებ ხომ იცი არა? ამდენს იმისათვის ვშრომობდი, რომ ოჯახი ყველანაირად უზრუნველყოფილი ყოფილიყო, მაგრამ შენ რატომღაც უარს ამბობ ჩემს ყველანაირ საჩუქარზე. -ნაწყენმა ჩაილაპარაკა კოტემ, რის ყურებასაც მატილდამ, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლო, რადგან არავის აპატიებდა მამამისის განაწყენებას, საკუთარ თავსაც კი. ამიტომ მაშინვე მისკენ წავიდა და ძლიერად ჩაეხუტა. -მამა, შენთვის თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, მივიღებ შენს საჩუქარს, მაგრამ დამპირდი, რომ ეს ბოლო იქნება. - გაუღიმა მატილდამ. -კარგი შვილო, ამჯერად, როგორც შენ გინდა ისე იყოს ყველაფერი. - ბოლოს, მაინც დანებდა ქალიშვილის ნება-სურვილს უფროსი ჯაფარიძე და გაზეთის კითხვა უფრო დამშვიდებულმა გააგრძელა. მატილდამ, როგორც კი საძინებელს მიაშურა, გადაწყვიტა ჩემოდნები ჩაელაგებინა, რათა რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადასულიყო საკუთარ ბინაში. საკმაო დრო გავიდა, ტანსაცმლებისა და სხვა საჭირო ნივთების ჩალაგებაში, თუმცა ამით საქმის ძირითადი ნაწილი გაკეთებული ჰქონდა, რითაც კმაყოფილი იყო. შემდეგ კი სააბაზანოსკენ დაიძრა და სასწრაფო წესით შხაპი მიიღო, რადგან კარგად ახსოვდა უფროსის გაფრთხილება, რომ ხვალ სამსახურში არ უნდა დაეგვიანა. დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარის ხმამ გააღვიძა და უკმაყოფილოებისგან წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა, ბოლოს უფროსის სიტყვებიც ჩაესმა და ფეხზე იმდენად სწრაფად წამოიჭრა, რომ იატაკთან მოუწია ჩახუტება. მალევე მოწესრიგდა, ყავაც დალია და სამსახურისკენ გზას გაუყვა. ადგილზე მისულს კი სანატრელი ხმის გაგონებისას შეაჟრჟოლა და უმალვე მზერა საყვარელ გიშრებს გაუსწორა. -2წთ დაიგვიანე მატილდა. მემგონი გუშინ კარგად ვერ გაგაფრთხილე დაგვიანებასთან დაკავშირებით. - თორნიკე ნელი ნაბიჯებით დაიძრა გოგონასკენ და იმდენად ახლოს იყო მათი სახეები, რომ თითქმის ტუჩებით ეხებოდნენ ერთმანეთს. -საცობები იყო, ჩემი ბრალი არ არის. - სარკაზმით ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ და მისი მარწუხებისგან თავი ძლივს დაიხსნა. დააიგნორა მისი ასეთი საქციელი სვანმა და საუბრი მისთვის მნიშვნელოვან თემაზე გადატანა. -მამაშენს ხომ არ უსაუბრია შენგელიებთან? -არა და რომც ესაუბრა, თქვენი ჩარევის საჭიროებას ვერ ვხედავ. - თორნიკეს მისი ასეთი უხეშობა უკვე ყელში ამოუვიდა და გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა, თუმცა გეგმის განხორციელება მოულოდნელი სტუმრის შემოჭრამ გადააფიქრებინა. -შე გორილა, როგორ მომენატრე, რომ იცოდე. - კარების გაღებისთანავე დაიწყო ყვირილი ნენემ და მაშინვე ძმისკენ გაიქცა. დიდიხანს ეხუტებოდა მონატრებულ ძმას და ბოლოს მატილდაც შეამჩნია. -უი ბოდიში, მეგონა მარტო იყავი. გამარჯობა, მე ნენე გერლიანი ვარ, თორნიკეს და. - გოგონამ თბილად გაუღიმა ჯაფარიძეს. -სასიამოვნო, მატილდა ჯაფარიძე, ბატონი თორნიკეს პირადი მდივანი. - მატილდამაც ღიმილითვე უპასუხო, არ იცოდა რატომ, მაგრამ საოცრად მოეწონა ეს გოგონა პირველივე შეხვედრისას, თითქოს სადაც კი წავიდოდა, ირგვლივ ყველაფერს აფერადებდა. გარეგნობაც საოცრად შესაშური ჰქონდა. გრძელი შავი ხვეული თმებითა და ასევე შავი თვალებით, რითაც საოცარი მსგავსება იკვეთებოდა და-ძმას შორის. ფაქტობრივად, მოდელის პარამეტრები ჰქონდა და ჯაფარიძემაც დაასკვნა, რომ იგი ალბათ, სამოდელო სფეროში მოღვაწეობდა. -თოკო, მართაც ჩამოვიდა, მაგრამ ვერ მოახერხა წამოსვლა, ძალიან დაღალა მგზავრობამ, ხომ იცი როგორია. -ძალიან კარგი, მაშინ საღამოს კლუბში წავიდეთ და თქვენი დაბრუნება ავღნიშნოთ, რას იტყვი? -აუ კიი წავიდეთ. მაშინ მე ახლა დაგტოვებთ, არ მინდა ჩემს გამო საქმეს მოგაცდინოთ. მაღაზიებშიც გავივლი საღამოსთვის რაიმე კაბას ვნახავ და მატილდა შენც დაპატაიჟებული ხარ. უარი არ მიიღება იცოდე. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ჯაფარიძეს და შემდეგ კაბინეტიც უკანმოუხედავად დატოვა. -არ ვიცოდი და თუ გყავდათ. - ცოტა არ იყოს ნაწყენი იყო გოგონა, რაც თორნიკეს თვალთახედვას არ გამოპარვია. -შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა გერლიანმა და საქმეს მიუბრუნდა. *** -როგორ მოგეწონა სვანეთი? გაგიმართალა იმედები? -იმედები კიარ გამიმართლა, არამედ გადააჭარბა. - ძალიან ბედნიერი იყო თამთა და ვერ ხვდებოდა ასეთი მამაკაცი რით დაიმსახურა. -ძალიან მიყვარხარ ალექს, ეს არასდროს დაივიწყო ძალიან გთხოვ. - კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაეხუტა გადრანს და მის მკლავებში გაიტრუნა. -მეც ძალიან მიყვარხარ პატარავ. ახლა კი წამოდი წავიდეთ, მეშინია არ გამიცივდე. თან რაიმე ერთად მოვამზადოთ და ფილმს ვუყუროთ, რას იტყვი? -არ მეგონა ასეთი რომანტიკული შეყვარებული თუ მყავდა. - გადაიკისკისა ჟვანიამ. -რას ვიზამთ, სიყვარული ბრა ყოფილაო, როგორც ჩანს მართალია. -ნამდვილად. იმდენად ძვირფასი გახდი ჩემთვის ამ მოკლე დროში, რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, არაფერზე დავიხევ უკან, ოღონდ შენ იყო ბედნიერი. - საყვარლად ტიტინებდა თამთა და სვანს ერთი სანტიმეტრითაც კი არ შორდებოდა. ალექსს კი ეგონა, რომ გული გაუსკდებოდა, როდესაც მისი ერთადერთ სიყვარულს ასეთ ბედნიერსა და მხიარულს ხედავდა. *** -ახალი ამბავი გაიგე შვილო? -რა ამბავი მამა? რაც საქართველოში დავბრუნდი ყოველდღე რაღაც ახალს ვგებულობ. - მობეზრებულად აატრიალა თვალები მოსალოდნელი საუბრის გამო დუდამ და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა. -შვილო, იმიტომ მყავს ინფორმატორები ყველგან, რომ ასი თვალი და ასი ყურია საჭირო, როდესაც გარშემო ამდენი მტერი გვახვევია. შენც კარგად იცი, როგორ ცდილობენ ჩვენს ჩაძირვას, მაგრამ საწადელს ვერავითარ შემთხვევაში, რომ ვერ მიაღწევენ მაგას ვერ ხვდებიან. -როდესაც ისეთი დიქტატორის ხელშია ყველაფერი, როგორიც თქვენ ბრძანდებით ძვირფასო მამიკო, სხვანაირად არც წარმომიდგენია. -დუდა! გეყოფა ეს სარკაზმი. რაც დედაშენმა დაგვტოვა, ვეღარ გცნობ. რა უქენი ჩემს შვილს? აშკარად არ მოგიხდა ოჯახისგან შორს ყოფნა. თან დღემდე ვერაფერი გათქმევინე იმ დღეს მომხდარი ამბის შესახებ. გაიძახი, რომ შენ მოკალი ჯაფარიძეების ოჯახი, მაგრამ დარწმუებული ვარ, რომ რაღაცას მიმალავ. ამ ქვეყნიდან ისე არ წავალ, რომ არ გავიგო ზუსტად რა შეგემთხვა იმ დღეს. ეს კარგად დაიმახსოვრე. - განრისხდა უფროსი შენგელია და თავისი კაბინეტისკენ დაიძრა. -ეჰ მამა, ნეტავ ასეთი მარტივი იყოს. - ნაღვლიანად გასცქეროდა გარემოს დუდა და ვინ იცის თუ გულში რამხელა დარდს იკლავდა. შემდეგ კი ტელეფონი აიღო და ნაცნობ ნომერზე დარეკა. -რა ახალ ამბავზე საუბრობდა მამაჩემი? ან რატომ ვიგებ ყველაფერს მასზე გვიან, უკვე მერამდენე შემთხვევაა დამიანე? -ბოდიში, უფროსო. გპირდებით ეს ბოლოა და მეტად აღარ განმეორდება. -საქმეზე გადადი, უაზრო დაპირებების მოსმენის დრო არ მაქვს. -მართა და ნენე გერლიანები ჩამოვიდნენ დღეს და ალბათ ამ ამბავს გულისხმობდა, ბატონი რამაზი. -გასაგებია და კარგად დაიმახსოვრე, მსგავსი შემთხვევა თუ კიდევ ერთხელ განმეორდა, სამსახურიდან მიდიხარ. -კარგით უფროსო. *** -ბატონო თორნიკე, შეძლება დღეს ცოტა ადრე გამათავისუფლოთ? -ჯერ მიზეზი მითხარი და დავფიქრდები. - უტეხად გაუშტერა მზერა მის თვალებს და პასუხს დაელოდა. -პირადი მიზეზების გამო მინდა გათავისუფლება. -და რა არის ეს პირადი მიზეზი? - მის წვალებას განაგრძობდა თორნიკე. -ცალკე გადავდივარ საცხოვრებლად დღესვე და უნდა მოვემზადო. -რას ნიშნავს ცალკე გადადიხარ საცხოვრებლად? ან მე რატომ ვიგებ ამ ყველაფერს ახლა?- მაშინათვე ფეხზე წამოიჭრა გერლიანი და გოგონას მიუახლოვდა. -უკაცრავად, მაგრამ ეს უკვე თქვენ აღარ გეხებათ. მათავისუფლებთ თუ არა? - ცდილობდა უფროსისთვის თვალებში არ ჩაეხედა, თორმე დარწმუნებული იყო, რომ მის მზერას ვერ გაუძლებდა და იმ მცირედ გამბედაობასაც დაკარგავდა, რაც გააჩნდა. -ყველაფერი, რაც შენ გეხება და გიკავშირდება, ის ავტომატურად მეც მეხება. ახლა კი შეგიძლია წახვიდე და არ დაგავიწყდეს, რომ დღეს კლუბში ჩემთან ერთად მოდიხარ. იმედია, ჩემს დას არ აწყენინებ. საღამოს გამოგივლი და მზად დამხვდი, არ მალოდინო. -კარგით. თავი 17 საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც ბინის დალაგება-დასუფთავებას მორჩა. ასეთ დაღლილს კი ძილის გარდა არაფერი არ უნდოდა, ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მოახერხებდა კლუბში წასვლასა და გართობას. ბოლოს, როდესაც წასვლამდე 1სთ ჰქონდა დარჩენილი, სასწრაფო წესით მიიღო აბაზანა და შემდეგ მაკიაჟისა და თმის გაკეთებას შეუდგა. როგორც ყოველთვის მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლა და მისი საყვარელი წითელი ტუჩსაცხის წასმაც არ დავიწყნია, თმები ლამაზად დაისწორა და უკან ზურგზე გადაიყარა, საწოლზე ლამაზად მიფენილ შავ საკმაოდ სექსუალურ კაბასაც დაავლო ხელი და ტანზე მორგებას შეუდგა. სამზადის როგორც კი მორჩა, საკუთარი ანარეკლი კიდევ ერთხელ შეათვალიერე სარკეში და თორნიკეს რეაქციის წარმოდგენისას ბოროტულად გაეღიმა. გერლიანი კი მთელი ამ დროის განმავლობაში საჭესთან მჯდომი მშვიდად და აუღელვებლად ეწეოდა სიგარეტს და საყვარელი ქალის გამოჩენას ელოდა. საბოოლოდ, კი როდესაც მოთმინება ამოეწურა და ბინისკენ დააპირა წასვლა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა მისი გულისწორი და სვანის გულმაც თითქოს რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. იმდენად ლამაზი და ამავდროულად, სექსუალური იყო ამ კაბაში, რომ ერთი სული ჰქონდა ზედვე შემოეხია და მის მკლავებში მოექცია. შემდეგ, როგორც იქნა რეალობას დაუბრუნდა და ჩვეული სახის გამომეტყველებაც მიიღო. -დააგვიანე. - იმის ნაცვლად, რომ კომპლიმენტი ეთქვა გოგონასთვის, პირდაპირ საყვედურზე გადავიდა და მატილდაცამაც აშკარა გულისწყენა ვერ დამალა. -არაუშავს, როგორმე 2წთ-ს მაპატიებენ, ზოგიერთებისგან განსხვავებით. - წაკბინა ჯაფარიძემ და შენობების თვალიერება დაიწყო. თორნიკეს კი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა გაბუტული გოგონას ნახვაზე და დიდი მოთმინების ფასად დაუჯდა, რომ არ გაღიმებოდა. -სხვათაშორის შენი დაქალი თამთაც არის დაპატიჟებული. -ვიცი, ბატონო თორნიკე. - კვლავ არ უყურებდა თვალებში და ფანჯრიდან მონაბერ ჰაერს ისუნთქავდა. ამ წამს ისე უნდოდა საკუთარი მანქანა ჰქონოდა და მისით მისულიყო კლუბში, როგორც არასოდეს, ოღონდ გერლიანთან ასე ახლოს არ აღმოჩენილიყო. ბოლოს, როგორც იქნა კლუბამდეც მიაღწიეს და ისე, რომ მატილდას უკან არც კი მოუხედავს, მაშინათვე შენობისკენ დაიძრა და მისთვის ნაცნობი სახეების ძებნას შეუდგა. ყველას მიესალმა, ცოტაოდენი ალკოჰოლიც მიიღო და ბოლოს მოცეკვავე ხალხის ბრბოსაც შეუერთდა. მშვიდად აიგნორებდა, მასზე მოშტერებული კაცების ხარბ მზერას და ცდილობდა, რომ არც თორნიკეს მზერას გადაყორდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამდენს ვეღარ გაუძლებდა და ცრემლებად დაიღვრებოდა, ამდენი ადამიანის წინაშე. გერლიანი კი ამ დროს ძარღვებდაჭიმული იჯდა და ყველა, ვინც მის საკუთრებას ასეთი ხარბი მზერით ათვალიერებდა, უნდოდა შუაზე გაეგლიჯა. ბოლოს თვითონაც ვეღარ გაუძლო და ჯაფარიძისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. უპრობლემოდ მოიკიდა გოგონა ზურგზე, მის ყვირილსაც ყურადღება არ მიაქცია და გასასვლელისკენ დაიძრა. მანქანაშიც სულ ძალით ჩასვა და ღვედიც გაუკეთა. -შენი ხმა არ გავიგო იცოდე, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. - დაუღრიალა სვანმა, როდესაც გოგონამ ვერაფრით მოისვენა. -ვერ გავიგე, რა უფლებით იქცევი ასე? ვინ ჯანდაბა ხარ, რომ ზურგზე ტომარასავით მიკიდებ და ჩემის სურვილის საწინააღმდეგოდ მიგყავარ სადღაც?! - არც მატილდამ დააკლო ყვირილი. -აქ წესებს მე ვადგენ პატარავ. ასე, რომ უაზრო საუბარს ჯობს შეეშვა და სანამ დანიშნულების ადგილამდე მივალთ დაისვენო. -იცოდე ამას არ შეგარჩენ! შენზე საჩივარს დავწერ. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია გოგონამ, თორნიკეს კი მის ამ საქციელზე მთელი ხმით გაეცინა. იმდენად უხდებოდა სიცილი, რომ ჯაფარიძეს გონზე მოსვლა გაუჭირდა. -პატარავ, შენ მაინც თუ გჯერა იმის, რასაც ლაპარაკობ? შენი ლამაზი პირი ასეთი სისულელეების ლაპარაკით ჯობს არ დაღალო. ახლა კი მაცადე მანქანის მშვიდად მართვა. - ისევ მკაცრი სახის გამომეტყველება დაიბრუნდა გერლიანმა და საჭეზე კონცენტრირება მოახდინა. ღამის 3სთ იყო, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. მატილდა იმდენად დაღლილი იყო, რომ სულ არ მიუქცევია გარემოსთვის ყურადღება, თან გარეთაც საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ როგორც კი სახლში შეაბიჯეს, საკმაოდ მოხიბლული დარჩა მისი ინტერიერით. -ვიცი, რომ აქაურობა მოგწონს, მაგრამ ახლა ჯობია შხაპი მიიღო და დაისვენო. -არ მინდა დასვენება, დალევა მინდა. რაიმე სასმელი არ მოგეპოვება ამ უზარმაზარ სახლში? -მერე არ მითხრა, რომ არ გამიფრთხილებიხარ. - სასმლების თაროს მიუახლოვდა თორნიკე და იქიდან წითელი ღვინითან და ორი ბოკალით დაბრუნდა. რამდენიმე ჭიქა ღვინომ, იმდენად გაათამამა მატილდა, რომ ფხიზელი თავით საკუთარი მეს ნახვისას, ალბათ ცხოვრებაში ასე არასდროს დათვრებოდა. სრულიად გამოეთიშა სამყაროს, როდესაც თორნიკეს კალთაში მოთავსდა და მის აჩქარებულ გულისცემას დაუგდო ყური. -პატარავ, ჯობს წახვიდე და დაიძინო, თორემ შენ ვერც კი წარმოიდგენ ახლა როგორ მიჭირს თავის შეკავება. - აღელვება შეჰპაროვდა გერლიანის ხმას და გოგონას ერთი წამითაც კი არ აშორებდა თვალებს. -საიდან მოიტანე, რომ მინდა თავი შეიკავო? ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს სასმელი მაკეთებინებს? - ცოტაც და ატირდებოდა ჯაფარიძე, რადგან აღარ შეეძლო საყვარელი მამაკაცისგან ასეთი ქცევების ატანა. -მენდობი? - ისეთი სითბოთი ამოიჩურჩულა გერლიანმა, რომ ჯაფარიძეს სულ გადაავიწყდა მისდამი არსებული წყენა და მოსალოდნელი სიგიჟის გამო გააჟრჟოლა კიდევაც. შემდეგ კი ღიმილით დახარა თვალები და ნება მისცა მისი სხეულის მფლობელი გამხდარიყო. ზედმეტად ფრთხილი იყო იმ ღამით თორნიკე. ისეთი სინაზით ეხებოდა ჯაფარიძის სხეულის თითოეულ მონაკვეთს და ისეთი სიფრთხილით უკოცნიდა გამკვრივებულ მკერდს, რომ სულაც არ ჩქარობდა მისთვის თავს დაეტეხა სიყვარულის შესანიშნავი შერწყმა, თითქოს უცხო ხილის დაგემოვნებას აჩვევდა და ულუფებს ფრთხილად უყოფდა, რათა მასში შიში არ გამოეწვია. მშვენივრად იცოდა, რომ პირველი და ამავდროულად, უკანასკნელიც იქნებოდა, ამიტომ ცდილობდა მისთვის ეს დღე ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო დღედ დამახსოვრებოდა. გერლიანის სხეულს სრულად მინდობილი ჯაფარიძის სხეული ნელ-ნელა მოდუნდა, აღარც დაძაბულობას გრძნობდა და აღარც შიშს, პირიქით, ცდილობდა საყვარელი მამაკაცის ალერსითა და სითბოთი დამტკბარიყო. სწორედ ამას ელოდა თორნიკე, მისი ასეთი სახის ხილვას, ამ მუხტის ხილვით შეეძლო უფრო მეტი მიეცა საყვარელი ქალისათვის, უფრო მეტად სიღრმისეულად შეესაწავლა მისი სხეულის თითოეული სანტიმეტრი. საცვალი, როგორც კი მოაშორა, გაეღიმა მატილდას აწითლებულ ლოყებზე, თვალებიდან ხელები ფრთხილად მოაშორებინა და სიყვარულით აღსავსე თბილი გიშრებით დაიწყო მისი სხეულის ათვისება. -მეშინია თორნიკე. - ამოიჩურჩულა მატილდამ, მაგრამ გერლიანმა გოგონას ათრთოლებული ტუჩები კოცნითვე დაადუმა. სიგიჟემდე მოსწონდა მისთვის სიამოვნების მინიჭება და სიყვარულის გაზიარება. შედარებით დამშვიდებულმა ჯაფარიძემ კი ღიმილით შეხედა მამაკაცს და აკოცა. -მიდი. - ამჯერად უფრო მტკიცე იყო მატილდას ხმა და მამაკაცის ქმედებასაც არ დაუგვიანია. სწორედ ეს იყო ის ღამე, როდესაც ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანის ბედი გადაწყდა, ეს ის ღამე იყო, მათი მომავალი მათგან უკითხავად, რომ გადაწყდა. ეს ის ღამე იყო, რომელიც საუკეთესო მოგონებად დარჩებოდა მათ გონებაში. დილით დაჟინებულ მზერას გრძნობდა, თუმცა ჯიუტად ცდილობდა მის დაიგნორებას და თავის მომძინარებას განგრძობდა. -შე პატარა ცუღლუტო, ვიცი, რომ გღვიძავს. - ფრთხილად ამოიჩურჩულა მის ყურებთან და ქალის რეაქციამაც არ დააყოვნა, მაშინათვე თვალები ჭყიტა და საბანი ბოლომდე აიწია, რათა მისი სირცხვილისგან აწითლებული სახე თორნიკეს არ დაენახა, თუმცა მცდელობა როგორც ყოველთვის წყალში ჩაეყარა და მის ზემოდან მოქცეულ მამაკაცს ახედა. იმხელა სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა გერლიანის გიშრები, რომ თავი ვეღარ შეიკავა და საკუთარი ინიციატივით დაეწაფა საყვარელ ბაგეებს და მანამდე არ მოშორებია, სანამ ჟანგბადის უკმარისობამ საგრძნობლად არ შეაწუხა. -თავს როგორ გრძნობ, რამე ხომ არ გაწუხებს? -კარგად ვარ და ისე ნუ მექცევი თითქოს ავად ვიყო. - გადაიკისკისა მატილდამ. -არ მაინტერსებს, დღეს მთელი დღე აქ ვიქნებით და ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენებთ, თუ გინდა შენს მიერ არჩეულ ნებისმიერ ფილმსაც ვუყუროთ. ახლა კი შხაპის მიღების დროა, იმედია უარს არ იტყვი ჩემთან ერთად შხაპის მიღებაზე. - ფრთხილად ააფრიალა საყავრელი სხეული და აბაზანისკენ გაღიმებული დაიძრა. თავი 18 -მატილდა, მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად. - მოულოდნელად წარმოთქვა გერლიანმა და საყვარელი ქალის რეაქციას დააკვირდა. ჯაფარიძეს კი ლამის ჩაი გადასცდა და მოსმენილს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა. -არ ფიქრობ, რომ ჯობს ცოტა ხანს მოვიცადოთ? ხომ ხვდები ანუ ჯერ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა. - დაბნეულობამ თავისი ქნა და აღარ იცოდა სათქმელისთვის თავი როგორ მოება. -მე არაფერს გაძალებ პატარავ, როდესაც საკუთარ თავში სრულებით დარწმუნებული იქნები, შეგიძლია მაშინ გადმოხვიდე. - აღელვებული გოგონა ძლიერად ჩაიკრა გულში და ღრმად შეისუნთქა მისი თმების სურნელი. -თორნიკე, ხშირად ვეკითხები უფალს თუ რით დავიმსახურე შენი თავი ჩემს გვერდით. იმდენად მიყვარხარ, რომ ზოგჯერ მგონია გული შენდამი ამდენ სიყვარულს ვეღარ დაიტევს და გასკდება. - საყვარლად ტიტინს არ წყვეტდა მატილდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ჭკუიდან გადაყავდა მისი ასეთი საუბრის მანერითა და ქცევებით სვანი. -მეც ძალიან მიყვარხარ პატარვ. შენს გარდა, ვერც ვერავის ვამჩნევ, ყველგან შენს ულამაზეს თვალებს ვხედავ და გავგიჟდები ერთ დღესაც, რომ ვერ შევძლო ამ გიშრებში ჩახედვა და ჩემი სიყვარულის არდანახვა. -ხომ იცი, რომ ეგ შეუძლებელია. შენ სამუდამოდ ჩემი ხარ, ისევე როგორც მე შენი. - გაუღიმა მატილდამ და მოულოდნელად დაეწაფა საყვარელი მამაკაცის ბაგეებს. *** ჟვანიების ასული მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებდა და ცდილობდა საყვარელი მამაკაცისათვის გემრიელი საჭმლები დაეხვედრებინა. იმდენად იყო აზარტში შესული, რომ სულ ვერ გაიგო კარებზე ზარის ხმა და ვერც გადრანის შემოსვლა, სანამ ბიჭი უკნიდან არ მიეხუტა და ცხვირი მის ყელს არ გაუხახუნა. -ძალიან მაბრაზებ თამთა, როდესაც ასე უყურადღებოდ იქცევი და კარებს ღიას ტოვებ. - თბილი ხმით ამოიჩურჩულა ალექსმა და საყავრელი ქალის ბაგეებს ველურივით დაეწაფა. -მეც ძალიან მაბრაზებ ძვირფასო, როდესაც ვიცი, რომ კომპანიაში ასე ზესექსუალური დადიხარ და ყველა თანამშრომელი შენს ნახვაზე სველდება. - უთხრა ნაზი ხმით. სვანს კი მის ნათქვამზე ხმით გაეცინა და მთელი სხეულით. ეშმაკური ხერხებით შეუცურა ენა და ისედაც გონებაგაფანტული გოგონა უფრო მეტად დააბნია. ბარძაყებს ჩააფრიდნა დიდი ტორებით და მწარედ მოუჭირა. ბოლოს ტუჩებს არ დასჯერდა და თამთას სათუთ ყელზე გადავიდა. ჯერ ნაზად დაიწყო მისი ალერსი და შემდეგ კი კბილები მწარედ ჩაასო. -ალექს. - დაიჩურჩულა თამთამ. მამაკაცი ოდნავ მოშორდა და დაჟინებით დაუწყო ყურება საყვარელი ქალის წყლიან თვალებს, ჟვანიამ კი ამდენს ვეღარ გაუძლო და ამჟამად, თვითონ მისწვდა სვანის ბაგეებს. -თამთა, მე... - დაიწყო. -ჯობს დაუჩქარო, თორემ ჩემი ცვალებადი ხასიათის ამბავი კარგად მოგეხსენება. - ეშმაკურად ჩაიცინა თამთამ. გადრანს ამაზე გაეღიმა, ხელები ზევით ააცურა და ტუჩებით ყელს ჩაუყვა, თან ღილების გახსნაც დაიწყო. -შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენ ხანს ველოდი ამ მომენტს. - ჩაილაპარაკა ალექსმა და ღილების გახსნაც დაამთავრა. ხელებით მხრებს აუყვა და კაბა ერთი ხელის მოსმისთ დაეშვა იატაკზე. ახლა მხოლოდ საცვლების ამარა იდგა ჟვანია მის წინაშე და ლოყები ოდნავ შეფაკვლოდა, თუმცა ბოლოს სიმორცხვე ჯანდაბაში მოისროლა და ჰალსტუხი ძლიერად მოქაჩა. ალექსი კი მისი სხეულის ფერებას არ წყვეტდა. თვითონაც გათავისუფლდა ზედმეტი მატერიისგან და ხელები ზურგისკენ ააცურა, ლიფი მარტივი მოძრაობით გაუხსნა და გოგონას სიმორცხვემაც უფრო მაღლა აიწია. -არ ვიცი აქამდე თავის მოთოკვა როგორ შევძელი. - ქალი საწოლზე დაანარცხა და კარგად შეათვალიერა. - ჩემს გარყვნილ გონებაში იმდენჯერ წარმოგიდგინე... - თვალს არც ერთი წამით არ აშორებდა თამთას და მისი სიტყვებით კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა. მზრუნველი თვალებით უმზერდნენ ერთმანეთის ნაკვთებს. ჟვანიამ, როგორც კი იგრძნო მისი შეხება დაიძაბა. -ალექს... -ამოიჩურჩულა მან და თავი საყვარელი მამაკაცის თმაში ჩარგო. -ჩშშ...პატარავ, უბრალოდ მომენდე, მაგრამ თუ საკუთარ თავში ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, მითხარი და გავჩერდები. - თამთას მის ასეთ მზრუნველობაზე ტირილი მოუნდა, თუმცა ბოლოს შიშის დაძლევა მოახერხა და ტუჩებზე დააკვდა. რამდენიმე წამში ტკივილი იგრძნო და ტუჩზე მწარედ იკბინა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და გადრანის მხრებს ჩაეჭიდა. სვანი ეფერებოდა და ცრემლიან თვალებს უკოცნიდა, თან ტკბილ სიტყვებს ეჩურჩულებოდა, რითაც გოგონა უფრო მეტად მოდუნდა და მის მკლავებში გაინაბა. ტკივილის გაქრობისთანავე თვითონაც გათამამდა და მის თეძოებს ფეხები შემოხვია. ალექსს კი მის ასეთ საქციელზე გაეღიმა და თამამად დაიწყო გოგონას მკერდით ტკბობა. მკერდი და ყელი სულ დაუკბინა, რითაც თამთა მიხვდა, რომ მამაკაცს კბენა ძალიან უყვარდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ჟვანიას ცხოვრებაში ასეთი სასიამოვნო არაფერი განეცადა, მის ოფლით დაცვარულ შუბლს მოეფერა და აკოცა. -პატარავ, შენ ისეთი...ისეთი კარგი ხარ, რომ ვერც კი წარმოგიდგენია. - მის ხმაზე ლამის დაიღვინთა თამთა, იმდენად ხრიწიანი ჰქონდა. ღრმად შევიდა მასში და გოგონაც ტკიპასავით მიეკრო. ფრჩხილები მტკივნეულად ჩაასო კანში და ხმამაღლა დაიკვნესა, სხეულის თითოეული ნაწილი დუღდა. ბოლოს სვანი მის სხეულს ნელ-ნელა მოშორდა და შუბლით შუბლზე მიეყრდნო. მალე კი ორივე მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. *** დილით სანამ თამთა ბოლომდე გამოფხიზლდებოდა დიდხანს გრძნობდა სხეულზე შეხებას, ხან ტუჩებით, ხან თითებით, მაგრამ გაღვიძება არ უნდოდა, რადგან საშინლად ეძინობდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მის დაიგნორებას. რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც ჟვანიამ არაფრით გამოიღვიძა, გადრანი კიდევ უფრო ახლოს მიიწია. -დილამშვიდობისა ჩემო პატარავ - სახეზე თითებით მიეფერა გოგონას. ჟვანისაც სხვა გზა არ დარჩენოდა და თვალები ნელ-ნელა გაახილა. -რატომ გამაღვიძე ალექსს. - დაიწუწუნა თამთამ და მის მკერდზე თავი კომფორტულად დადო. -იმიტომ, რომ უკვე საღამოს 5სთ-ია ძვირფასო. -ცოტახანი კიდევ ვიყოთ ასე რააა. - კნუტის თვალებით ახედა გოგონამ. -კარგი ვიყოთ, მაგრამ მომწყინდა მარტოს. -მაშინ თუ კეთილს ინებებ და ხელებს გამიშვებ, ავდგები. -და სად გინდა, რომ გაგიშვა? -აბაზანაში ალექს! -არა, არ გაგიშვებ. -ხელები უფრო მეტად მოხვია ქალს და გატოკების საშუალებაც კი არ მისცა. -ალექს! ჯობს არ გამაბრაზო, თორემ აქვე დაგალურჯებ. - ეშმაკურად ჩაიცინა ჟვანიამ, გადრანმა კი ერთი ამოიოხრა და ბოლოს ხელებიც შეუშვა. -სხვათაშორის გუშინ შენთვის ვახშამი მოვამზადე, რომელისთვისაც პირი არ დაგიკარებია და დღეს ჯობია სხვაგან ვივახშმოთ. -სხვაგან ვახშმობას ჯობია, მთელი დღე სახლში გავატაროთ და უფრო უკეთესი რამით დავკავდეთ. -შე გარყვნილო და დაუკმაყოფილებელო, ფეხზე ძლივს ვდგავარ თუ ხედავ, მაგრამ თუ ასე გეზარება, მაშინ დავრჩეთ და ფილმებს ვუყუროთ. -კარგი ვუყუროთ, მაგრამ არანაირი დრამები. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და თვითონაც სააბაზანოს მიაშურა. თავი 19 -რა ხდება, ბატონო ალექსანდრე? - აგრძელებდა მეგობრის გამასხარავებას თორნიკე და მისი მდგომარეობით თვითონაც ბედნიერი იყო. -თამთას სიმართლე უკვე ვუთხარი და დროც მივეცი მოსაფიქრებლად, შენ კი ჯობს საშუელი დააყენო და ცოლობა სთხოვო მაგ გოგოს, ნუთუ ვერ ხედავ როგორ უყვარხარ? შენს იქით ვერავის ამჩნევს, შენ კი როგორ ექცევი. -ვიცი ალექს, განა ვერ ვხვდები? მეც ძალიან მიყვარს, იმდენად მიყვარს, რომ ზოგჯერ ჩემი თავი მეზიზეღება მისი გულისტკივილის მიზეზი მე რომ ვარ. მაგრამ სანამ სიმართლეს არ ვეტყვი, მანამდე ვერ დავმშვიდდები, შემდეგ თუ კვლავ ჩემთან ერთად ყოფნას მოინდომებს, ხელს ჩავკიდებ და აღარასდროს გავუშვებ. -დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გაპატიებს. ასე, რომ რაც მალე ეტყვი სიმართელს მით უკეთესი. -ხვალ დაბადების დღე აქვს და ამ დღეს ვერ ჩავაშხამებ ძმაო. მინდა, რომ ეს დღე სამუდამოდ დაამახსოვრდეს და არასდროს დაივიწყოს. -იდეები გაქვს? თუ მოიფიქრე უკვე სად წაიყვან? -არ ვიცი, ახლა ვერაფერზე ვფიქრობ. სავარაუდოდ, ნენეს ვთხოვ დახმარებას, ის რომ არ მაყვდეს არ ვიცი რა მეშველებოდა. - გაეღიმა გერლიანის პატარა დის გახსენებაზე. -რაც მთავარია, ის ნაბი***რი ჩვენს ხელშია და სულ მალე ოთხ კედელს შუა ამოლპება იმისათვის, რაც ჩაიდინა. -ეგ სი*რი დღეს აუცილებლად უნდა ვნახო. -არ გინდა თორნიკე, ხომ ხედავ მთელი ეს დრო ხმას არ იღებს, აშკარად ეტყობა, რომ თვითონაც ნანობს თავის შეცდომებს, რასაც მამამისზე ვერ ვიტყვით. -ფეხებზე ეგ რას ნანობს და რას არა, მისი სინანული მართას ოჯახს ვეღარ დაუბრუნებს. - მკაცრად ჩაილაპარაკა სვანმა და შემდეგ სარდაფის კარისკენ დაიძრა. ოთხაში შესულმა კარგად დაინახა კუთხეში მჯდომი დუდა, რომელიც იმდენად საშინლად გამოიყურებოდა, რომ ახლობლებიც კი ძლივს იცნობდნენ. თითქოს ამხელა კაცი ამ რამდენიმე დღეში დაპატარავებულიყო და მის განაჩენს სრუილად მშვიდად ელოდა. თუმცა ეს ყოველივე თორნიკეზე საერთოდ არ მოქმედებდა, გაყინული გამომეტყველებით დაიძრა მისკენ და ძირს გართხმულს წარბშეუხრელად დააჭირა ფეხი ჭრილობაზე. -შენისთანა ნაბო**ებს თუ იცი როგორ ექცევიან ბატონო დუდა? -არ ვიცი და არც მაინტერესებს, თუ აქ ჩემს მოსაკლავად მოხვედი ჯობს შენი საქმე შეასრულო. შენც დაისვენებ და მეც. -ცდები, შენისთანა ნაბი***ების სისხლში ხელს არ გავისვრი. მართას თავს უმადლოდე, რომ აქედან ცოცხალს გიშვებ. თუ კიდევ ერთხელ ჩემი ან ჩემი ოჯახის სიახლოვეს დაგინახავთ შენგელიების რომელიმე წევრს, იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ახლა კი შეგიძლია აქედან მიბრძანდე. -ესე იგი ქალბატონ მართას მადლობა უნდა გადავუხადო იმისათვის, რომ სიცოცხლე არ წამართვით არა? - ირონიას უხმო დუდამ და თვალები ამყად გაუსწორა თორნიკეს მზერას. -მე გაგაფრთხილე, იცოდე მეტად თვალში აღარ გამეჩხიროთ არც ერთი. - ეს თქვა და ადგილი უკან მოუხედავად დატოვა. *** -მეშინია ალექს. მატილდა, როდესაც სიმართელს გაიგებს დარწმუნებული ვარ საშინელ დღეში ჩავარდება. ჯობდა თავიდანვე ეთქვა თორნიკეს ყველაფერი. - ატირდა თამთა და საყვარელი მამაკაცის მკლავებში ჩაიკარგა. -თამთა, ხომ იცი, რომ შენი ცრემლების დანახვა მანადგურებს, გთხოვ არ იტირო. მატილდა ძლიერი გოგოა, ვიცი, რომ ამასაც გაუძლებს და თორნიკესთან ერთად ბედნიერ ოჯახს შექმნის. -ვიცი, მაგრამ მეტირება და რა გავაკეთო. -ამის დედაც, მოდი აქ! -შემეშვი. ჩემი საუკეთესო დაქალი ასეთ დღეშია და ეს ყველაფერი მხოლოდამხოლოდ შენი ძმაკაცის გამო ხდება - ხელი ბრაზით გამოგლიჯა გაგულისებულმა და შეამჩნია, როგორ შეეცვალა მამაკაცას მზერა წამებში. -ახლა კარგად მომისმინე თამთა! შენი უაზრო დრამები და ისტერიკები მიატოვე! მშვენივრად იცი, რომ ვერ ვიტან და თუ ფიქრობ, რომ მსგავსი ისტერიკებით გახვალ ჩემთან ფონს, ძალიან ცდები! რა გინდა ბოლოსდაბოლოს, მიპასუხე რას გაჩუმებულხარ! წასვლა გინდა? კი ბატონო წაბრძანდი, რაც გინდა ის გააკეთე! - ბოლო ხმაზე უღრიალა გადრანმა და ვისკის ჭიქა ერთი მოყუდებით დაცალა. -არ მინდა წასვლა. - დაიჩურჩულა თამთამ და ცრემელების შეკავებაც ვერ შეძლო. -აბა რა გინდა თამთა? თქვი, თორემ ეს შენი უაზრო ისტერიკები უკვე ყელშია. - ღრიალებდა სვანი. -შენთან მინდა! - არც თამთა ჩამორჩა ყვირილში და წამის მეასედში აღმოჩნდა მამაკაცის მუხლებზე მოთავსებული, მწყურვალივით უკოცნიდა საყვარელ მამაკაცს ბაგეებს, თუმცა მისგან სრული იგნორი მიიღო, რამაც ვენებში სისხლი გაუყინა და გადრანის გაყინულ სახეს კიდევ ერთხელ შეხედა. -შენი დედაც! - კბილებში გამოსცრა ალექსმა და მონატრებულ ბაგეებს მწყურვალივით დააცხრა. სიგიჟის ზღვარს გადაცდენილები, ერთმანეთს თითქმის ახევდნენ ტანსაცმელს და ისე ეალერსებოდნენ, თითქოს ერთ სხეულში ჩასახლება და ერთ ხორცად ქცევა სურდათ. -მაგიჟებ თამთა და ამის გამო მინდა, რომ დაგახრჩო! - კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ და რამდენიმე ბიძგის შემდეგ, ფეხდაფეხ მიყვა სულ სხვა სამყაროში გადანაცვლებულს, სადაც მათ გარდა არავინ იყო. *** ღამის 4სთ იყო, როდესაც თორნიკე კარზე ძლიერმა ბრახუნმა გამოაღვიძა. იარაღს ხელი სწრაფად დაავლო და კარებს ფრთხილად მიუახლოვდა, თუმცა ზღურბლზე, როგორც კი მატილდა შენიშნა დამშვიდდა და მისი ისტერიკისთვის მოემზადა. -მართალია, რაც გავიგე? მართლა ასეთი გარეწარი აღმოჩნდი ბატონო თორნიკე? მიპასუხე! - ბოლო ხმაზე ყვიროდა ჯაფარიძე და ირგვლივ, რაც ხელში ხვდებოდა ყველაფერს ამსხვრევდა. -მაინც რაზე საუბრობ მატილდა? იქნებ გარკვევით ამიხსნა და მორჩე ამ შენს უაზრო ისტერიკას. -თავს ნუ იკატუნებ ადამიანო! მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ. ანუ რა გამოდის მთელი ეს დრო, რაც ერთად გავატარეთ ტყუილი იყო არა? უბრალოდ, ერთი სული გქონდა ყველაზე შური გეძია და ვითომც არაფერი ისე წასულიყავი, ხომ ასეა? - ბოლო ხმაზე ქვითინებდა მატილდა და სიკვდილს ნატრობდა. -მართალია, რისთვისაც აქ ჩამოვედი შურისძიება იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ შეგეპაროს ეჭვი ჩემს შენდამი გრძნობებში, ეგ აზრდაც კი არ გაივლო, თორემ ამით ყველაფერს გაანადაგურებ! -შენისთანა კაცის არაფერი დაიჯერება, ბატონო თორნიკე. მამაჩემიც კი გარიე საკუთარ საქმეებში და საბოლოოდ, საწადელს მაინც მიაღწიე არა? ახლა, ალბათ უბედნიერესი კაცი ხარ, რადგან შენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. - ირონიულად ჩაილაპარკა მატილდამ და ცრემელები მოიწმინდა. -ცდები, ძალიან ცდები თუ ასე ფქირობ! ჩემი ბედნიერება შენ ხარ, შენ თუ ჩემს გვერდით არ იქნები მე უბედური ვიქნები, ეს ყოველთვის გახსოვდეს! -შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ჯობდა სიმართლე თავიდანვე გეთქვა, იქნებ ასე არ მტკენოდა გული, როგორც ახლა მტკივა. მთელი არსებით მძულხარ თორნიკე გერლიანო, ეს არასდროს დაივიწყო, ვერ გიტან! - ისტერიკულად ყვიროდა გოგონა და ბოლოს იატაკზე უგონოდ დაეცა. *** გონს წამლების სუნმა მოიყვანა. თვალები ნელ-ნელა გაახილა და სავარძელში მშვიდად მჯდომ თორნიკეს გახედა. როგორ უნდოდა ძლიერად მოხვეოდა და მისი სახის სათითაო ნაკვთი დაეკოცნა, მაგრამ ვერაფრით ივიწყებდა იმ მწარე სიმართლეს, რითაც მამაკაცი მას დაუახლოვდა. ცრემლები კიდევ ერთხელ მუჭით მოიწმინდა და ადგომას შეეცადა, თუმცა შედეგად მხოლოდ ის მიიღო, რომ გერლიანმა გამოიღვიძა და თავისი გიშრისფერი თვალები უმალ მატილდასას გაუსწორა. -სად მიიპარები ქალბატონო? სანამ ექიმი არ მოვა, აქედან ფეხს ვერ გაადგამ! - მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და ექიმის დასაძახებლად წავიდა. -შენ არანაირი უფელება არ გაქვს რამე მიბრძანო! -კარში გასულს მიაძახა და თავი ფანჯრისაკენ მიაბრუნა. რამდენიმე წუთში თორნიკეც ექიმთან ერთად დაბრუნდა. -აბა როგორ გრძნობთ თავს, ქალბატონო მატილდა? თქვენი მეუღლე ძალიან ანერვიულეთ, არადა თქვენს მდგომარეობაში ზედმეტი სტრესი არ შეიძლება. -ვერ გავიგე რას გულისხმობთ ექიმო. -ალბათ არ იცით, მაგრამ უკვე 8 კვირის ორსული ხართ. გირჩევთ, რომ ვინმე კარგი გინეკოლოგი მოძებნოთ, თქვენი მდგომარეობა პირდაპირ ბავშვზე ახდენს გავლენას. სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, შეგიძლიათ თქვენს მეუღლესთან ერთად დღესვე დაბრუნდეთ სახლში. - წყვილს კიდევ ერთხელ გაუღიმა ექიმმა და პალატაში მარტო დატოვა. -ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ბავშვს მოგაშორებინებ! ჩემს სისხლსა და ხორცს არაფრის გამო არ დავთმობ, ეს კარგად გახსოვდეს. ახლა კი წამოდი, სახლში წავიდეთ. ხვალ გინეკოლოგთან მივალთ და ბავშვის მდგომარეობასაც გავიგებთ, ილოცე, რომ შენი ასეთი ისტერიკების გამო მას არაფერი დაემართოს, თორემ ჩემგან ვერავინ დაგიხსნის. -შენ ნორმალური ხარ? ჯერესერთი ბავშვის მოშორება თავში აზრადაც არ გამივლია, მერე მეორეც მე შენთან ერთად წამოსვლას არსად არ ვაპირებ და მესამე თუ თვალით არასდროს დამენახები, მე და ჩემი შვილი მთელი 9 თვე სიმშვიდეში გავატარებთ დროს! - თორნიკეს მის ნათქვამზე ხმამაღლა გაეცინა. -ცდები თუ გგონია, რომ საკუთარი შვილი ჩემგან შორს გაიზრდება. თუ საჭირო გახდება ცოლადაც მოგიყვან და სახლშიც გამოგეტავ. ასე, რომ ჯობს არ გამაბრაზო! -ოცნებას კაცი არ მოუკლავს ძვირფასო! - ყურებთან ახლოს ვნებიანად დაუჩურჩულა და პალატა პირველმა დატოვა. თავი 20 საავადმყოფოდან გამოსულნი, უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში და სახლში მისვლამდე ერთხელაც არ უცდით დიალოგის წამოწყება, თუმცა ბოლოს მატილდამ მეტი ვეღარ მოითმინა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. -ხომ იცი, რომ შენთან ძალით ვერ გამაჩერებ. აქედან აუცილებლად წავალ! -ვერსადაც ვერ წახვალ! ხვალ ხელს მოვაწერთ და ოფიციალურად ჩემი ცოლი გახდები! ჩვენი შვილი კი თავის მშობლებთან ერთად გაიზრდება, მშვიდ და ოჯახურ გარემოში. არც კი იფიქრო, რომ მას ჩემგან შორს გაგაზრდევინებ მატილდა, თორემ კაცობას გეფიცები ბავშვს წაგართმევ. - ჭკუიდან გადავიდა გერლიანი, როდესაც წარმოიდგინა, რომ მისი შვილი შეიძლება მისგან შორს გაზრდილიყო. -შენ, ალბათ სულ გაგიჟდი არა? ჩემს შვილს ვერავინ ვერ წამართმევს და მათ შორის ვერც შენ! -მეც ეს მინდა ქალბატონო, ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ერთად გავზრდით და შემდეგ მომდევნო ბავშვებზეც ვიფიქრებთ. - წამებში მიუახლოვდა თორნიკე გოგონას და მისი გამაბრუებელი სურნელი მიაფრქვია, რომელზეც მატილდა ჭკუას კარგავდა. -დისტანცია დაიცავი თუ შეიძლება და ოცნების კოშკებს ნუ აგებ, უკვე გაგაფრთხილე. - ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა ჯაფარიძემ და მათ შორის მანძილი მეტად გაზარდა. -მაგასაც ვნახათ, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ ამ სიტყვებს სულ ცოტა ხანში უკან წაიღებ. - კმაყოფილმა ჩალიაპარაკა სვანმა და შემდეგ სამზარეულოს მიაშურა. -ხო მართლა, სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა, 2 დღეში ბერლინში მივფრინავ. კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამიტომ ვერანაირად ვერ გამოვტოვებ და ჩემს ნაცვლად, სხვას ვერ გავუშვებ. შენთან კი ჩემი არ ყოფნის პერიოდში ნენე დარჩება, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს თავს არ შეაწყენთ. - სარკასტულად ჩაილაპარაკა გერლიანმა და ვახშმის მომზადება გააგრძელა. -ვერ გავიგე, ანუ შენ მიდიხარ და მე აქ მარტო მტოვებ? რომ გავიქცე მერე? - უნებურად ხმამაღლა გააჟღერა თავისი ფიქრები გოგონამ, თუმცა უარყოფა უკვე გვიანი იყო. -არადა, ვიღაც ამბობდა, რომ ვერ მიტანს და ერთი სული აქვს ჩემგან შორს გაიქცეს. -ასეცაა, უბრალოდ, რამე რომ მოხდეს არ მინდა ნენეს შეწუხება. - თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა გოგონა, რომ სისულელეებს საუბრობდა, მაგრამ როდესაც თორნიკეს დამატყვევებელ თვალებს აწყდებოდა ნორმალურად აზროვნება შეუძლებელი იყო. -პატარავ, არ გინდა ეს უკარების როლის თამაში. საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ. მშვენივრად ხვდები, რომ ჩემს გარეშე დიდხანს ვერ გაძლებ და სწორედ ამის გეშინია. ნუ მიმალავ შენს რეალურ ფიქრებსა და განცდებს. მე შენი მტერი არ ვარ მატილდა, არასდროს მითამაშია შენი გრძნობებით, რაც დღემდე ერთად გამოვიარეთ ყველაფერი რეალური იყო, იმედია, მალე მიხვდები იმას თუ როგორ ძლიერად მიყვარხარ. სიტყვებიც კი ვერ აღწერს ჩემს გრძნობას შენდამი. ახლა კი მოდი ვივახშმოთ, დღეს წესიერად არაფერი გიჭამია. არ მინდა ჩვენს გოგონას საფრთხე შეექმნას. - ბოლო სიტყვები გაუაზრებლად ჩაილაპარაკა და მატილდას რეაქციას დააკვირდა. -შენ რა იცი, რომ გოგო გვეყოლება? იქნებ ბიჭია? -ვიცი და ახლა ამაზეც არ ვიკამათოთ ძალიან გთხოვ, დღეს ორივესთვის რთული დღე იყო. მშვიდად ვივახშმოთ და დავისვენოთ. ვახშმობის დასრულებისთანავე თორნიკე კაბინეტში შეიკეტა და იქიდან აგვარდება ქორწილის საქმეებს. მატილდა კი მთელი ამ ხნის მანძილზე მოწყენილობისგან კვდებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის გადააწყდებოდა საყვარელი მამაკაცის მზერას, რომ შემდეგ მშვიდად დაეძინა. უკვე თვითონაც ხვდებოდა, რომ მისდამი ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდა, რადგან სიგიჟემდე უყვარდა ეს ადამიანი და შესაბამისად, რაც არ უნდა ჩაედინა მისთვის ყველაფრის პატიებას შეძლებდა. ფიქრებიდან, ნაცნობი ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა, რომელსაც მალე დაემატა ის სურნელი, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა და სულ ცოტა დააკლდა, რომ არ ჩახუტებოდა. თუმცა ბოლოს თავი ხელში აიყვანა და სტუმრების საძინებლისკენ დაიძრა. ის იყო კარის სახელურს ხელი მოკიდა, მკლავში ძლიერად, რომ ჩააფრინდნენ და მთელი სხეულით ცინიკურად მომღიმარი თორნიკეს ძლიერ სხეულს აეკრო. -საით გაგიწევია ძვირფასო? -მშვენივრად ხედავ საითაც, მორჩი ამ თამაშებს და თავი დამანებე, დასვენება მჭირდება, ერთი დღისთვის ზედმეტი სტრესი მაქვს მიღებული, ვიღაცის დამსახურებით. - ირონიაში არ ჩამორჩა მატილდაც და გერლიანისგან წამოსულ სიმხურვალეს დიდი ძალისხმევის შედეგად აიგნორებდა. -შენ ჩემთან ერთად, ჩვენს საძინებელში დაიძინებ და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. - მშვიდი ბარიტონით წარმოსთქვა ქალის ბაგეებთან და სულ რომ არ მოელოდა ისე აიტაცა ხელში. ჯაფარიძე გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ზურგზე რბილი ზედაპირის შეხება იგრძნო. თუმცა შეწინააღმდეგების თავი აღარ ჰქონდა ამიტომ ბალიშს ხელები კარგად მოხვია და სულ მალე მისი მშვიდი სუნთქვის ხმაც გაისმა საძინებელში. თორნიკე კი უყურებდა მის სიახლოვეს მყოფ ნათელ წერტილს და სიტყვებითაც კი ვერ აღწერდა იმას, თუ რას გრძნობდა მისი გული ამ დროს. *** დილით, როგორც ყოველთვის სანამ მატილდა გაიღვიძებდა, საქმეებზე წავიდა და ყველაფერი მოაგვარა, ჯვრისწერით დაწყებული, რესტორნით დამთავრებული. ბევრი სტუმარი, არც არავინ იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე მათი ძალიან ახლო მეგობარი და ნათესავი. ჯაფარიძესთან გასვლა და მისი მომზადება კი რა თქმა უნდა, თამთას დაევალა და ქალბატონსაც მეტი რა უნდოდა, მაშინათვე მასთან გაჩნდა და მისი მომზადებას თავად შეუდგა. -მატილდა, იჩქარე სააბაზანოდან გამოსვლა, ჯვრისწერაზე დავაგვიანებთ იცოდე! -მოვდივარ თამ. მგონი შენ ჩემზე მეტად ღელავ. - გაეღიმა ჯაფარიძეს აჟიტირებული დაქალის ყურებისას. -რა თქმა უნდა, მეც ვღელავ ჩემს ერთადერთ საუკეთესო დაქალს ვათხოვებ და არ უნდა ვღელავდე? დღეს უნდა ბრწყინავდე ძვირფასო ისე, რომ ბატონი სიძე კარგად მიხვდეს თუ რა გოგოს ვატან. - გადაიკისკისა თამთამ და მაკიაჟის კეთება გააგრძელა. 2სთ-ში ყველაფერს მორჩნენ და როდესაც დაბლა კიბეებზე იწყეს ჩასვლა, მათი მზერებიც ერთმანეთს გადააწყდა და რამდენიმე წამი ერთმანეთს უწყევტად არ აშორებდნენ თვალებს. -ულამაზესი ხარ მატილდა, იმდენად ლამაზი, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ასეთი საოცრება, რომ მალე ჩემი ცოლი გახდება ღვთის წინაშე. -მადლობა. - მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ და აწითლებული ლოყების დასამალად არ იცოდა სად წასულიყო. სვანი კი ამაზე უფრო მეტად ხალისობდა და ერთი სული ჰქონდა მისი სახე მთლიანად დაეკოცნა. ქორწილმა საკმაოდ მხიარულად და კარგად ჩაიარა. მაგრამ, როდესაც მატილდას ახსენდებოდა, რომ ხვალ გერლიანი ბერლინში მიფრინავდა გაურკევევლი ვადით, ამაზე ლამის გიჟდებოდა და უნდოდა ბოლო ხმაზე ეტირა, თუმცა არაფრის დიდებით დაანახებდა მის გამო დაღვრილ ცრემლებს და ისე მოიქცეოდა, როგორც აქამდე. -თორნიკე, სახლში წავიდეთ რაა გადავიღალე და დასვენება მინდა. -კარგი, ძვირფასო ახლავე დავბრუნდები. შენ კი მანამდე მანქანაში დამელოდე. -შუბლზე აკოცა ქალს და გასასვლელისკენ უბიძგა. ის ის იყო თორნიკეც შენობიდან გამოვიდა და მანქანისკენ მიდიოდა, რომ გამაყრუებელი გასროლის ხმაც გაისმა და გერლიანის ბრგე სხეულიც უსულოდ დაეცა მიწაზე. მატილდას კი ლამის გული გაუსკდა სანამ საყვარელ სხეულამდე სირბილით მიაღწევდა, მთელი ეს დრო დაპროგრამებულივით მოძრაობდა და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როდესაც საავადმყოფოში შესვლისას მამაკაცის სხეულს მოაშორეს. თამთა და ალექსი კი ერთი წამითაც არ სცილდებოდნენ გვერდიდან და მის დამშვიდებას ცდილობდნენ. -არ მჭირდება ეს დამშვიდება. რამე, რომ დაემართოს გეფიცებით თავს არ ვიცოცხლებ! რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას მის გარეშე? არანაირი! არ ვაპატიებ თუ გაბედავს და მარტოს დამტოვებს! იქაც მივწვდები და ჩემი ხელებით მივახრჩობ! - ერთიდაიგივეს იმეორებდა და შეშლილივით წინ და უკან დადიოდა. -მატილდა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. რა თქმა უნდა, არ დაგტოვებთ, არც შენ და არც პატარას. ახლა კი დამშვიდდი ძალიან გთხოვ, ბავშვს ვნებს შენი ასეთი ნერვიულობა. ექიმი მალე გამოვა და კარგ ამბავსაც გვეტყვის ჩემო საყვარელო გესმის? - ამშვიდებდა თამთა და გული უკვდებოდა მისი შემხედვარე. -არ ვნერვიულობ. ვიცი, რომ მარტოობისთვის არ გამიმეტებს. აი ექიმიც მოდის. - მაშინათვე ფეხზე წამოდგა ჯაფარიძე და ექიმს არც კი აცადა საუბრის დაწყება. -ექიმო, როგორ არის ჩემი ქმარი? -ქალბატონო, თქვენი მეუღლე ახლა კარგადაა, ძალიან გაგვიმართლა, რადგან ტყვია გულს მილიმეტრებით ასცდა, სულ მალე პალატაშიც გადავიყვანთ და შეძლებთ მის ნახვას, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წუთით. ახლა კი დაგტოვებთ, ღმერთი თქვენკენ. -მადლობა, ექიმო. - სიხარულისგან არ იცოდა სად წასულიყო და თამთას და ალექსს ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა. -ხომ გეუბნებოდით არა? ვიცოდი, რომ მარტო არ დამტოვებდა. - თან იცინოდა და თან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, თითქოს ამ ამბის გაგების შემდეგ თავიდან დაიბადა. ახლა დანამდვილებით იცოდა, რომ მისი ცხოვრების აზრს ერთი წუთითაც არ მოშორდებოდა და არ გაუშვებდა. რას არ დათმობდა, რომ ახლავე შესძლებოდა ნახვა და მთელი ღამე მასთან ჩახუტებულს დაძინება. -მატილდა, ჯობს სახლში წავიდეთ და გამოვიცვალოთ, დღეს ძალიან რთული დღე იყო აქ კი ალექსი დარჩება და მაშინათვე დაგვირეკავს, როგორც კი თორნიკეს პალატაში გადაიყვანენ. -არა, ჩემს ქმარს მარტო ვერ დავტოვებ. მეც აქ დავრჩები და მის გაღვიძებას დაველოდები. - გაჯიუტდა გერლიანის ქალი. -რძალო, თამთა მართალია, დღეს ზედმეტად გადაიღალე და ინერვიულე, რაც ბავშვისთვის არ შეიძლება. ცოტა ხნით წადი და დაისვენე. როგორც კი გაიღვიძებს, გპირდები ეგრევე წამოვალ და წამოგიყვან. - მის დარწმუნებას ამჯერად გადრანი შეეცადა და გამოუვიდა კიდეც. -იცოდე ყოველ საათში დამირეკავ და ამბავს გამაგებინებ. - გააფრთხილა მატილდამ და შემდეგ თამთასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. მათი წასვლიდან რამდენიმე საათში გერლიანმაც გაიღვიძა და პირველი რა თქმა უნდა, მისი აწ უკვე მეუღლე იკითხა. -თქვენთვის ზედემეტი საუბარი და გადაღლა ჯერ არ შეიძლება, ბატონო თორნიკე. ექიმი, როგორც კი ნებას დაგვრთავს, ეგრევე პალატაში გადაგიყვანთ და მეუღლის ნახვასაც შეძლებთ, ოღონდ მხოლოდ 5 წთ-ით. - შეეცადა მედდას მშვიდად აეხსნა არსებული სიტუაცია გაჯიუტებული სვანისთვის, თუმცა როდესაც ვერაფერი გააწყო იძულებული გახდა ექიმისთვის დაეძახა. გერლიანი კი რისი გერლიანი იყო, რომ თავისი არ გაეტანა? სულ მალე პალატაშიც გადაიყვანეს და სულმოუთქმელად ელოდა იმ ერთადერთის შემოსვლას, ვის გამოც შეძლო და სიკვდილს არ დანებდა. ფიქრებმა ისე წაიღო, ვერც კი მიხვდა, როდის შეუძვრა ნაცნობი არომატი და როგორც კი თვალები გაახილა, საყვარელ წყლიან გიშრებსაც გადააწყდა. -არ იტირო ძვირფასო, ხომ იცი შენს ცრემელებს ვერ ვიტან, მით უმეტეს კი მაშინ, როდესაც მისი მიზეზი მე ვარ. - ხელი ფრთხილად წაიღო ქალის სახისკენ და ნაზად მიეფერა. ჯაფარიძემ კი ამდენს ვეღარ გაუძლო და თორნიკეს ბაგეებს სუნთქვის შეკვრამდე დააკვდა. -იცოდე არასდროს გაპატიებ ჩემს მარტო დატოვებას! აზრადაც კი არ გაივლო მსგავსი რამ! უშენოდ არაფერს არ აქვს აზრი. -ვინც მესროლა, მას პირადად უნდა გადავუხადო მადლობა, რადგან ალბათ ამ აღიარებას დიდხანს კიდევ ვერ მოვისმენდი. - გაეღიმა გერლიანს ქალის აღიარების მოსმენისას. -ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! - თვალები დაუბრიალა ჯაფარიძემ. - კარგი, ჩუმად ვარ. 7 თვის შემდეგ -მატილდა ცოტა სწრაფად ვაგვიანებთ. -თორნიკე, ვცდილობ ვიჩქარო, მაგრამ მგონი, არ მერგება ეს ფეხსაცმელი. - ტირილის ნოტები შეერია ხმაში ქალს. -ჩემო ძვირფასო, მოდი ჩემთან მოგორდი და მე თვითონ ჩაგაცმევ. - ღიმილს ვერ იკავებდა მისი შემყურე გერლიანი და უნდოდა ყოველ წამს კოცნით დაეხრჩო მისი საყვარელი ქალი. -რას ქვია მოვგორდე, ანუ მსუქანი ვარ? ამის თქმას ცდილობ? ჯობს პირდაპირ მითხრა, რომ ასეთი ფორმებით აღარ მოგწონვარ. - და გაბუტული დაიძრა ქმრისკენ. -გეხვეწები საიდან იგონებ ასეთ სისულელეებს? ახლა ხარ ყველაზე ლამაზი და უფრო მეტად ვგიჟდები შენზე. -ნუ მატყუებ. -არ გატყუებ გერლიანის ქალო. - და ძლივს ამოაცვა ფეხსაცმელი, რომელიც ქალბატონმა დაიჟინა. -ნუ მაშტერებ თორნიკე და მომეხმარე ახლა, რომ ავდგე. მერე დედაჩვენებს (:d) უნდა დავურეკო და ვკითხო თვითონაც ამდენს ჭამდნენ თუ არა ფეხმძიმობისას. -კარგი, ჰკითხე ეს თუ ასე დაგამშვიდებს. -ვიცი, რომ ისევ დამცინი, მაგრამ ახლა ისე გვშია, გაბრაზების დრო არ გვაქვს მე და ჩემს შვილს. -მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ! ეს არასდროს დაგავიწყდეს. - და კიდევ ერთხელ გაეღიმა მის შემხედვარე თორნიკეს. დასასრული ავტორი სავერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.