შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი 5(თავი) დადაშ ბაბლუანი


12-04-2023, 16:27
ავტორი Sana
ნანახია 2 192

დადაშ ბაბლუანი ბიზმესმენი,კაცი რომელიც აზანზარებს ყველაფერს,პატივს სცემენ და მისი ერთი სიტყვა კანონია ყველასთვის,ყინულია რომელიც არ ლღვება....

1 წლით ადრე.....
საღამოს საინფორმაციო იუწყებოდა რომ ბიზნესმენი დადაშ ბაბლუანის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მისი მოკვლა სცადეს.....შემთხვევის ადგილას მისულ პოლიციას კი ისეთი შემზარავი სურათი დახვდათ გული შეუწუხდათ,დადაშ ბაბლუანი მძღოლის გვერდითა კარიდან გადმოყვანილი მიწაზე უსულოდ იწვა და ზემოდან გოგონა ეფარებოდა რომელიც ასევე დაჭრილი იყო,მანქანა მთლიანად ჩაცხრილული,აქ შეუძლებელი იყო ვინმე გადარჩენილიყო,ტყვიის ვაზნები აქა-იქ მიყრილი,ბევრი სისხლი და ორი უძრავად მყოფი სხეული,ეს ძალიან,ძალიან ცუდი სანახავი იყო.....
-სწრაფად, პულსი შეუმოწმეთ ორივეს სასწარფოც გზაშია...ბრძანება გასცა განყოფილების უფროსმა
-უფროსო ორივე ცოცხალია მაგრამ სუსტი პულსი აქვთ,არამგონია გადარჩნენ.....
ორივე მათგანი სასწრაფოს მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს,ორივეს ოპერაცია უკეთდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში,ანიტას ოპერაცია 4 საათის შემდგედ კარგად დასრულდა,დადაშიკი ისე მძიმედ იყო დაჭრილი ექიმები მთელი ძალით ცდილობდნენ მთელი ღამის განმავლობაში მის გადარჩენას,საბოლოოდ შეძლეს და წარმატებით დასრულდა დადაშის ოპერაციაც....კლინიკაში იყო ყველა,განადგურებულ დედას და დას ვერ აწყნარებდა ვერავინ,მამა რომელიც თითქოს რამდენიმე საათში დაბერდა იმაზე ფიქროთ რომ ვაჟს კარგავდა,დადაშის ძმაკაცები რომლებიც ჩუმად კედელს აყუდებული ერთმანეთს გადახედავდნენ და თვალებით ეუბნებოდნენ რომ ის ძლიერია და გადარჩებოდა,ლუკა რომელიც იმ წუთებში საქართველოში არ იმყოფებოდა ყოველ ათ წუთში რეკავდა ბიჭებთან რომ ძმის ამბავი გაეგო,ყველა ფიქრებში იყო წასული როდესაც განყოფილების უფროსი მივიდა მათთან და მოუყვა თუ როგორი სიტუაცია დახვდათ ადგოლზე მისულებს,ზუსტად მაშინ გაიგეს გოგოს ამბავიც რომლის არსებობის შესახებაც არავინ იცოდა,მაშინ უთხრეს ოჯახს რომ კამერებში კარგად სჩანს როგორ გადმოყავს გამვლელ გოგონას დადაში მანქანიდან და როგორ ეფარება მისთვის ნასროლ ტყვიებს ზურგით,გოგონას ვინაობა ჯერ არ იყო ცნობილი ესეც დაამატა და განერვიულებულ და გაოგნებულ ოჯახს გაეცალა....დასრულდა ოპერაციები და ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს,ექიმიც გამოვიდა და ოჯახს ახარა რომ გადარჩნენ მაგრამ მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,ამოისუნთქა ოჯახმა მაგრამ ახლა დრო იყო საჭირო რომ დადაშის ოჯახი დამშვიდებულიყო და შვილი ფეხზე დაეყენებინათ,გოგოს ვინაობაც არ იყო ცნობილი და მასზე ცალკე ნერვიულობდნენ,გადიოდა საათები მაგრამ არცერთი მათგანი გონს არ მოდიოდა,ნერვიულობა უკვე პიკს აღწევდა,სამი დღის შემდეგ ანიტამ თვალები რომ გაახილა და ექიმი დაინახა თვალწინ დაუდგა ყველაფერი,მხოლოდ ერთი კითხვა დასვა
-ცოცხალია?
-პირველ რიგში მიხარიამ რომ გონს მოხვედი და კი ცოცხალია მაგრამ გონს ჯერ არ მოსულა,შენც 3 დღე იყავი გათიშული,ახლა ანალიზებს აგიღებთ,გამოკვლევებს ჩაგიტარებთ
-კარგით
გარედ გამოსულმა ექიმმა დადაშის ოჯახს აცნობა რომ გოგონა გონს მოვიდა და ცოტახანში მის ნახვასაც შეძლებდნენ.....
ერთი საათის შემდეგ დადაშის მშობლები ბნ.ბეშქენი და ქბ.ლალი შევიდნენ ანიტას პალატაში,
-გამარჯობა შვილო,გამოჯანმრთელებას გისურვებ,მე ბეშქენი ვარ დადაშის მამა,ეს ლალია
-გამარჯობათ, გაჭირვებით მიესალმა ანიტა სტუმრებს
-რა გქვია შვილო?
-ანაბელი
-ძალიან კარგი ანაბელ,მე ვუყურე ვიდეოს სადაც ჩანს როგორ გადმოგყავს ჩემი შვილი მანქანიდან,შენ ის გადაარჩინე,შენ რომ არა ის ახლა ცოცხალი არ იქნებოდა ამიტომ შენთან ვალში ვართ,გვთხოვე რაც გინდა
ანიტას ჩაეღიმა,
-არავინაა ჩემთან ვალში,არც თქვენ და არც დადაში,
ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბეშქენს გაეღიმა და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა,იმის წარმოდგენაზე რომ გოგონა ისეთ რაღაცეებს მოითხოვდა როგორიც არის ფული და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება წინასწარ ქონდა წარმოდგენა შეცვლილი გოგოს მიმართ,მაგრამ რეალობა სხვა დახვდა,ანიტას თვალებში სულაც არ იყო ანგარება,ბეშქენი მიხვდა რომ გოგონამ რომელმაც შვილი გადაურჩინა არც დადაშის შესახებ იცოდა ვინ იყო და არც არაფრის მოთხოვნას აპირებდა მათგან....
-მადლობა ჩემო ლამაზო,
-არ არის ამდენი მადლობა საჭირო ქბ.ლალი,გამაგებინეთ როდესაც გონს მოვა
-რათქმაუნდა შვილო...
პალატიდან გამოვიდნენ,ლუკა რომ კარებთან დახვდათ და მასთან შესვლა ითხოვა
-შედი მაგრამ ძალიან არ გადაღალო,სუსტადაა
-კარგი მამა
კარები შეაღო ლუკამ და გაფითრებულ გოგონას შეხედა,
-გამარჯობა,მე ლუკა ვარ დადაშის ძმა,
-გამარჯობა,მისუსტებული ხმით უპასუხაა,
-რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა სანამ პოლიცია დაგკითხავს,შეძლებ პასუხების გაცემას?
-რათქმაუნდა,მკითხე
-რა და როგორ იყო კამერებზე ვნახე,მაგრამ ვერ ადგენენ ვინ არიან,რაიმე ისეთი ხომ არ დაგინახია რომ გავარკვიო ვინ არიან?
-მანქანას ნომრები არ ქონდა,სამნი იყვნენ აქედან ორი ისროდა,ქართულად უყვიროდნენ ერთმანეთს,ნიღბები ეკეთათ,
-სულ ეს არის?იქნებ კიდევ გაიხსენო რამე?
-მისმინე რამდენი კამერის ჩანაწერი ამოიღეს?
ამ კითხვას ლუკას გაოცებული სახე მოყვა
-სამი კამერის ჩანაწერია მხოლოდ
-სამი კიარა უფრო მეტი უნდა იყოს,იმ ადგილას ხშირად ვსერინობ და ზუსტად 7 კამერაა,წადი იმ ადგილას და ჩანაწერები იპოვე,მიმდებარე ტერიტორიის კამერებიც ამოიღე,მარტივი არაა უნომრო მანქანით იარო,როდესაც ყვლელგან საპატრულო მანქანებია.
ლუკას ანიტას პასუხზე გაეღიმა,მადლობა გადაუხადა და პალატა დატოვა,ბიჭებთან მივიდა და
-ეს გოგო ჯანდაბა ძალიან ჭკვიანია
-რა ხდება?იკითხა დუდუმ
-რა ხდება და კამერების ჩანაწერები მხოლოდ სამია,გოგოკი იძახის რომ იმ ადგილას 7 კამერა აყენია,ისიც დაამატა რომ მიმდებარედ დაყენებული კამერებიც გვენახა რადგან უნომროდ გაუჭირდებოდათ სიარულიო.
ბიჭებს ჩაეღიმათ,
-წავედით გადავქექოთ ყველაფერი,ვნახოთ რას გვიმალავს პოლიციაც,დუდუმ ლუკას ზურგზე ხელი დაკრა და ასე საუბრით გავიდნენ კლინიკიდან....
გადაქექეს ყველაფერი,ყველა კამერის ჩანაწერი ამოიღეს,შემთხვევის ადგილზე 4 ჩანაწერი წაშლილი დახვდათ,ამიტომ არ თქვა პოლიციამ არაფერი,მაგრამ ბიჭებს ანიტას ნათქვამი არ დავიწყებიათ და იმ ქუჩაზე თითქმის ყველა მაღაზიას და აფთიაქს მიაკითხეს რომ კამერები ენახათ,ანიტა მართალი აღმოჩნდა,ნომრები ქუჩის დასაწყისში მოხსნეს,მანდ მხოლოდ ერთი კამერა იყო,ისიც შეუმჩმეველი რადგან ერთ-ერთ მაცხოვრებელს დაეყენებინა,მსროლელებმა ეს ვერ გათვალეს რადგან არც უნახიათ,ჩანაწერში კარგად ჩანს მძღოლის სახეც,აქ უკვე დიდი კოზირი უკავიათ ბიჭებს და მთელი ძალებით დაიწყეს მათი ძებნა,რამდენიმე საათში ქალაქიდან მოშორებით,ერთ მიყრუებულ სოფელში მიაგნეს სამივეს,აიყვანეს და "სარდაფში" გადაიყვანეს,დაცვა მიუჩინეს და მშვიდად წავიდნენ კლინიკისკენ...
ანიტა პოლიციამ დაკითხა,დადაში ისევ არ მოდის გონს და ასე აწვალებს ყველას,გავიდა რამდენიმე დღე,ანიტამ ფეხზე შეძლო დადგომა და ერთი რაც ითხოვა დადაშის ნახვა იყო,არავის დაუშლია მასთან შესვლა პირიქით ლუკამ მოკიდა ხელი და შეიყვანა,მიუახლოვდა და გაფითრებულ ბიჭს დააკვირდა,წარბის აწევით მივიდა ახლოს,სკამზე ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო,
-ცუდად იქცევი,დროა გაიღვიძო,შენს გარეშე შენი ოჯახი დაიკარგა,დღე და ღამეს აქ ატარებენ,საკმარისია გონს უნდა მოხვიდე,
ბოლო სიტყვები მთელი გაბრაზებით უთხრა და ხელზე შეეხო,ტიროდა და ემუდარებოდა გონს მოსვლას,თავი მის ხელს დაადო და ზუსტად ამ დროს გაისმა დადაშის ხმაც
-ნუ ტირიხარ თორე მეც ვიტირებ ეხლა
-ღმერთოო,როგორც იქნააა.
გახარებულ ანიტას ტირილი სიცილში გადასდიოდა სიხარილისგან,სწრაფად გავიდა კარებში და დაიყვირა გონს მოვიდაო,ექიმებიც ისეთი სისწრაფით შევიდნენ პალატაში თვალი ძლივს მოკრეს,ყველას ბედნიერი სახე ქონდა,ბეშქენი რომ მივიდა ანიტასთან და გულში ჩაიკრა,
-შენ ხარ მისი ანგელოზი,ის ისევ შენ დააბრუნე.
ანიტა ზედმეტი ემოციებისგან გადატვირთულს თავბრუსხვევა იგრძნო და ბეშქენს ხელებში ჩაუვარდა,თვალები რომ გაახილა პალატა ვერ იცნო,ინება ქალბატონმა გვერდით გახედვა და დადაში დაინახა გვერდით საწოლზე მწოლიარე,მერე ბიჭებსაც მოკრა თვალი როგორ უღიმოდნენ.
-ოჰ გაიღვიძა პრინცესამ,როგორ ხარ?კითხა ლუკამ
-წყალი დამალევინეთ ჯერ რომელიღაცამ თორე იმის ძალაც არ მაქვს ვიფიქრო როგორ ვარ,
ლუკამ სწრაფად დაალევინა წყალი და იქვე ჩამოჯდა და ძმას მიაჩერდა,
-რას ვაპირებთ?
-რას და ისინი არ გაჩერდებიან სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ,არც ის იციან სავარაუდოდ რომ ეს სამი იდიოტი ჩვენ გვყავს,ანიტასაც დაუწყებენ ძებნას და დევნას,მე არამგონია ჯერ აქედან გამწერონ,ლუკა ამ ქალბატონს შენ და ბიჭებს გაბარებთ,ქვეყნიდან უნდა გაიყვანოთ,რაც შეიძლება მალე და მაცალოთ ფეხზე დადგომა,ანიტას მიუტრიალდა რომელსაც თვალები შუბლზე ქონდა აწებებული,
-რაო?
-რაო და ანიტა?მერე ქვეყნიდან გასვლა?კაი რააააა
-რაო არ მოგწონს სახელის სხვა ვერსია?სიცილს ვერ იკავებდა დადაში და ხო ქვეყნიდან მოგიწევს წასვლა პატარა ქალბატონო,გაპროტესტების გარეშე,შენი ოჯახი?
-ჩემი ოჯახი არ წარმოადგენს პრობლემას,ისედაც მიჩვეულები არიან ჩემს გაუჩინარებებს როდესაც დასვენება მჭირდება ვქრები ისე რო არც ტელეფონს ვიყენებ და არც კონტაქტზე გავდივარ,სავარაუდოდ ახლაც იმას ფიქრიბენ რომელიმე მთაში ვარ გახიზნული დარინდასავით ცხენზე ამხედრებული და ვნადირობ,
ანიტას სიცილზე ბიჭებიც აყვნენ და ყველა ერთად აყაყანდა შენ და ნადირობაო,ხუმრობას არ წყვეტდნენ,პალატიდან ისეთი ბედნიერი ხმები ისმოდა ბეშქენი და ლალი რო მივიდნენ ხმებში დადაშის მხიარული ხმაც რომ გაიგონეს მხოლოდ ერთი თქვეს რომ ამ გოგომ ძველი დადაში დააბრუნა,ბედნიერებმა შეაღეს კარები და ანიტას ისტორიის მოსმენაზე მათაც გულიანად იცინეს,ცოტახანში კესანეც შეუერთდა ოჯახს და ანიტაც გაიცნო,ასე მხიარულად დაემშვიდობნენ გვიან ღამით ბავშვებს და წავიდნენ,ბეშქენს მთელი სართული დაეკავებინა კლინიკაში,ყველგან დაცვის ბიჭები იყვნენ,ბუზიც ვერ შეფრინდებოდა მათ რომ არ ენახათ ისე,კლინიკა კიარა ციხე-სიმაგრე იყო.ოთხი დღის მერე ანიტა გაწერეს კლინიკიდან,ჩართო ტელეფონი და უკვე სახლიდან დაურეკა ძმას,მანაც საყვედურებით აავსო და ანიტამ გაბრაზებულ ძმას პირდაპირ უთხრა რომ ცოტახნით ქვეყნიდან მიდიოდა,ლუკამაც უღონოდ ჩამოუშვა ხელები და კარგიო უთხრა,დაემშვიდობა ყველას,შემდეგ სამსახურში გავიდა და თუ სადმე მაღაზია და ფილიალი ქონდა ყველა დახურა გაურკვეველი ვადით,ბარგი ჩაალაგა და დადაშის ბრძანებით გაკეთებული ახალი ვინაობით გაემართნენ აეროპორტისკენ,მშვიდობიანად დატოვეს საქართველო და ლონდონში გაფრინდნენ,დამღლელი აღმოჩნდა ანიტასთვის ფრენა,აეროპორტიდან გამოსულებს ორი მანქანა დახვდათ და დადაშის სახლისკენ წავიდნენ,ანიტასთან ერთად ლუკა,დუდუ და ლაზარე იყვნენ,სახლში შესულ ანიტას ისეთი სილამაზე დახვდა ეზოში რომ თვალი ვერ მოწყვიტა იქაურობას,შემდეგ სახლს შეხედა და ერთი გაიფიქრა რომ ულამაზესი იყო იქაურობა,ბიჭებმა ანიტას ოთახი აჩვენეს, და დასვენების საშუალება მისცეცს,საწოლზე დაწოლა და ანიტა ღრმა ძილს მიეცა,გათიშულს ეძინა დილამდე,დილით რომ გაიღვიძა და პირველ სართულზე ჩავიდა ბიჭებს სახლი ციხე-სიმაგრედ ექციათ,გარედ ყველაგან დაცვის ბიჭები იყვნენ,ლაზარეს მისაღები ოთახი გაემაგრებინა და რამდენიმე ლეპტოფთან მუშაობდა,დუდუ ტელეფინზე საუბრობდა, ლუკას გინებაკი სამზარეულოდან ისმოდა,აშკარა იყო საუზმეს აკეთებდა და იქაურობას წვავდა,ანიტას ჩაეღიმა,ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი ბიჭებს მიესალმა და სამზარეულოში შევიდა,იქაურობა ბრძოლის ველს გავდა,ამის შემხედვარე ანიტას ისეთი სიცილი აუტყდა დუდუ და ლაზარეც დაინტერესებული უკან მიყვნენ და უკვე ყველა ისე გულიანად იცინოდა სულს ვერ ითქვამდნენ,
-შეეშვი ლუკა ყველაფერს და დატოვე თუ შეიძლება ტერიტორია,სიცილით მივიდა ანიტა
-ჰმ ამ პატარა ქალბატონს დამიხედეთ ერთი,მე კი გავეცლები აქაურობას მაგრამ საინტერესოა შენ რას იზამ,წავედით ბიჭებო და დავუთმოთ წალბატონს სამზარეულო.
ანუტამ ერთ საათში სამზარეულოც მიალაგა და გემრიელი საუზმეც მოამზადა,შემდეგ ბიჭებს გასძახა ყველაფერი მზადაა და მოდითო,მათაც არ დააყივნეს და სიმაღლის და მიხედვით შელაგდნენ სამზარეულოში,მილაგებულ სამზარეულოს შეხედეს,შემდეგ სუფრა და ხმის ამოუღებლად მიუსხდნენ მაგიდას,ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო მუსრი გაავლეს გამგელებულმა ბიჭებმა მაგიდას და ბოლოს ერთხმად უთხრეს ანიტას რომ სანამ აქ იქნებოდნენ საჭმელს მოამზადებდა,
ანიტამაც ნერვებს თუ არ მომიშლით არ დაგტოვებთ მშივრებსო და მაგიდის ალაგებას შეუდგა...
დადაში ყოველ დღე რეკავდა,ანიტაც მოთმინებით ელოდებოდა როდის დასრულდებოდა ყველაფერი,ამასობაში ლაზარემაც გოგონას უსაქმურად ყოფნის დრო არ დაუტოვა და ასწავლა ყველაფერი რაც იცოდა,ლუკა და დუდუმ მისი ვარჯიში გადაწუვიტეს და ასე გადიდო დღეები,დადაში გამოწერეს კლინიკიდან,გააფთრებული ეძებდა დამკვეთს,მაგრამ ის ვიღაც ისე იმალებოდა მის სამალავში რომ ვერსად მიაგნეს,დღეები კვირეებმა შეცვალა და აი უკვე 1 თვეა ანიტანა ბიჭებთან ერთად ბერლინშია გახიზნული,დადაში ისევ დაეძებს მაგრამ უშედეგოდ,მსროლელებისგანაც ვერაფერი გაიგო სახარბიელო და პოლიციას ჩააბარა,ყველას მოთმინების ძაფი ქონდა გაწყვეტილი,ერთ საღამოს ლაზარემ რო დაახეთქა ცოტაც და გავგიჟდები მეტი აღარ შემიძლიაო,ყველამ ერთნაირად შეწუხებული სახით გახედა ჩვენც ეგრე ვართო,ზუსტად მაშინ მოუვიდა ანიტას იდეა შეექმნათ ისეთი პროგრამა რომელიც ადამიანს ხმის და ფოტოს საშუალებით კამერებში მიაგნებდა,ლაზარემაც რო გაიაზრა რა უხრა ჯერ დაეჭვებულმა და მერე გაოგნებულმა უთხრა,
-ვცადოთ იქნებ გამოვიდეს,მაგრამ ძალიან ფრთხილად,თორემ 1 წუთში დავიღუპებით თუ გაგვშიფრესო,
მთელი ღამის განმავლობაში ანიტა და ლაზარე მუშაობდნენ პროგრამაზე რომელსაც შეიძლებოდ მათი სიცოცხლე დაესრულებინა,ფრთხილობდნენ,ქმნიდნენ და საბოლოოდ 14 საათიანი მუშაობის შემდეგ შექმნეს პროგრამა "ქორის თვალი",გამოუვიდათ,პირველი რაც. გააკეთეს დადაშს დაურეკეს და სასწრაფოდ ჩასვლა მოსთხოვეს,ისიც პირველივე რეისით ბიჭებთან ერთად გაფრინდა ბერლინში,სახლში მისულებს კი ჯერ გემრიელად გაწყობილი სუფრა დახვდათ,ცოტა დალიეს,ეს ყველას ჭირდებოდა,ბოლოსკი უთხრეს რაც შექმნეს და ბიჭების გაოგნებული სახეების ყურებისას ბევრიც იცინეს,თუ რაიმე ხელჩასაჭიდი ქონდათ ყველაფერი გამოიყენეს და საბოლოოდ 32 საათის მერე მიაგნეს დამკვეთს,მიაგნეს და აი აქ უკვე დადაშის შეშლილ სახეს წააწყდნენ,
-ვინ არის ეს კაცი დადაშ?
-ანიტა,თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად და გოგოს ჩაეხუტა,ეს გრძელი ისტორიაა,
-ხოდა მომიყვები რადგან დრო გვაქვს,ის ვერსად გაგვექცევა აწი,
-წამოდი გარედ გავიდეთ,
ბიჭები სახლში დარჩნენ და აცალეს საუბარი,დაძაბულობა იგრძნიბოდა ყველგან,
-ჩემი ცოლის მამაა,20 წლის ვიყავი როცა შემიყვარდა და მალევე დავქორწინდით,ნატა მდიდარი მამის შვილი იყო მაგრამ ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანი იყო,მე ის მიყვარდა მთელი გულით და არც მაინტერესებდა ვისი შვილი იყო,მამამისმა ჩვენი ქორწინები შესახებ რომ გაიგო ზუსტად მაშინ დამემუქრა რომ ერთ დღეს მისი შვილის ცხოვრების დანგრევისთვის მომკლავდა,მაგრამ არ მადარდება ჩვენ ბედნიერები ვიყავით,ვცხოვრობდით ჩემთან,მაშინ არ მქონდა ეს ყველაფერი რაც ახლა მაქვს,ნატაც ბედნიერი იყო ჩემთან და მთავარი ეგ იყო ჩემთვის,ვმუშაობდი ყველგან და ყველაფერზე რომ არაფერი მოკლებოდა,ერთი წლის თავზე გავიგეთ რომ ბავშვს ველოდებოდით,ჩვემზე ბედნიერი არავინ იყო,სანამ ბავშვი დაიბადებოდა მანამ უნდა მომესწრო და რაღაც უნდა შემექმნა ცხოვრებაში,გავრისკე და ვალი ავიღე,გამიმართლა და საქმეს რომელსაც ხელი მოვკიდე წინსვლა ქონდა,თვეები გადიოდა ნატას ორსულობაც კარგად მიდიოდა,ველოდებოდით პატარა გოგონას და რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა მით უფრო ვნერვიულობდი,7 თვეში შევძელი და ერთ გახსნილ რესტორანს მეორეც მივამატე,ვალიც გადავიხადე და ახლა უკვე მშვიდად ველოდებოდი ჩემი გოგოს დაბადებას,მერვე თვეში იყო ნატა ერთ ღამეს ტკივილები რომ დაეწყო,სასწრაფოდ წავიყვანე კლინიკაში და იქიდან მხოლოდ ჩემი ანიტათი ხელში დავბრუნდი უკან,ნატა ვერ გადარჩა,მანდ მოვკვდი მაგრამ ხელში ჩემი გოგო მეჭირა და ის მაძლევდა ძალას რომ სიცოცხლე გამეგრძელებინა,ნატას დაკრძალვაზეც არ მოსულა მამამისი,დამირეკა და მეორედ მაშინ მითხრა რომ უკვე მკვდარი ვარ,ვზრდიდი ანიტას ჩემს მშობლებთან ერთად და ისე მყარად ვდგებოდი ფეხზე ანიტას გამო რომ სახლის მაგივრად ლამის კოშკი ავაგე და ყველა მანდ გამოვკეტე,აი მაშინ დაიწყო კესანემ ისტერიკა რომ ესე ცხოვრება შეუძლებელი იყო და მეტი აღარ შეეძლო,მაშინ გამოვფხიზლდი და ოჯახს რომ შევხედე მართლაც გამოკეტილი მყავდა ყველა და ესე ვერ გაგრძელდებოდა,პაატას მოულოდნელად დავადექი დავზე და იმ დამუქრებისთვის პასუხი მოვთხოვე,მაშინ მიხვდა რომ ჩემთან თამაში არ შეიძლებოდა და ჩამომშორდა,გადიოდა დრო და მართლაც აღარაფერი იყო საშიში,პაატამაც ქვეყანა დატოვა და ამოვისუნთქე,ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,მაგრამ მაინც კონტროლის ქვეშ მქონდა ყველაფერი,ასე გადიოდა წლები ჩემი ანიტა იზრებოდა და დღე ის უკვე 9 წლისაა,შენი სახელი რომ გავიგე მაშინ მითხრა მამაჩემმა რომ ჩემს ანგელოზად იქეცი,მაშინ გავიფიქრე პირველად რომ შენც ჩემი შვილის სახელი გერქვა და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი იყო ჩემთვსი,მაშინ ვთქვი რომ შენ ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩებოდი....
მოყოლა დაასრულა დადაშმა და ანიტას შეხედა ცრემლების ზღვა ქონდა თვალებზე და სახეზე,ჩაეხუტა და დაწყნარება აცალა,ანიტამაც მოულოდნელად კითხა
-ჩემი ნათლია იქნები?
დადაშმა გაკვირვებულმა შეხედა და კითხვას კითხვით უპასუხა,
-შენ რა მონათლული არ ხარ?
-კი მაგრამ ჩემმა ნათლიამ ფეხებზე ისე დამიკიდა და გაუჩინარდა ბავშვობის მერე მასზე არაფერი გამიგია,
-მოდი აქ,ჩემი სულელი გოგო,რათქმა უნდა ვიქნები,როგორცკი დავბრუნდებით მოგნათლავ.
სახლში შევიდნენ,ბიჭების სახეებზე გაეცინათ,აბა რა ხდება?
-რა ხდება და დაბრუნების შემდეგნ ანიტას ვნათლავ,
-ვა,ვა ეს რა კარგი ამბავია,კიდევ ერთი თავის ტკივილი გვემატება ძმებო სიცილით იძახის ლუკა,
-აბა შენ ეგ თქვი,კესანეს მიმატებული ეს პატარა ალქაჯი,ღმერთო რა დავაშავეთ,თქვა ბექამ
-ანიტამ ბალიში გაუქანა ბექას და აი მანდ დაიწყო ბალიშებით ომი,ბოლოს ძალა გამოცლილები დაეყარნენ დივანზე და სიცილის კიდევ ერთმა ტალღამ გადაურბინათ..
დილიდან დაიწყეს მზადება,საქმეები მოაგვარეს და საღამის გაფრინდნენ,როგორ მონატრებია ყველას საქართველო,ღრმად ჩაისუნთქეს ჰაერი და დადაშის სახლში წავიდნენ,საღამოს 11 საათი ხდებოდა მოულოდნელად სახლის კარი რომ შეაღეს და თავზე წამოადგნენ ოჯახს,მათი დანახვა სახლში ყველასთვის იმის მაუწყებელი იყო რომ ყველაფერი დასრულდა და მშვიდად შეეძლოთ ცხოვრება გაეგრძელებინათ,მეორე დღეს მოაგვარეს ბიჭებმა ყველაფერი და საღამოს პაატა უკვე დააკავეს,ანიტას ნათლობაც მოაგვარა დადაშმა და რამდენიმე დღეში მონათლა,ნათლობის შემდეგ გაიგო რომ პაატას 20 წელი მიუსაჯეს და ასე მშვიდად და წყნარად,ბედნიერებმა გააგრძელეს ანიტას ნათლობის აღნიშვნა რესტორანში,ქალბატონი დაუბრუნდა ნელნელა ყველაფერს,ფილიალები და მაღაზიები ხელახლა გახსნა და იმ დროის განმავლობაში შექმნილი ესკიზების შეკერვასაც შეუდგა,დადაში და ბიჭები გვერდით ედგნენ ყველანაირად,უბრალოდ ანიტამ არ მინდა ზედმეტად ვინმეს მოვხვდე თვალშიო და ჩრდილში ყოფნა გადაწყვიტა,დადაშმა მის გვარზე გადაიყვანა ანიტა და მისცა ყველაფერზე წვდომის საშუალება,ასე გრძელდებოდა ცხოვრება,ანიტას ყველაფერი კონტროლის ქვეშ ქონდა,ნელნელა ლაზარეს პროგრამებსაც იყენებდა და ამ დროს გაიცნო ლილე,ნიტა და მირა,ერთ დღეს მის საყვარელ კაფეში ყავას სვამდა და გოგოებს ემესიჯებოდა,
-ნეტა აქ იყოთ სამივე
-და ვინ თქვა რომ მანდ არ ვართ?მიწერა ლილემ და ამ დროს ანიტას მაგიდასთან სამი ერთმანეთზე ულამაზესი გოგო ჩამოჯდა,ისეთი ენერგიულები და საყვარლები იყვნენ,უყურებდა გოგოებს და ბედნიერი იყო,ასე დაიწყო მათი მეგობრობის ამბავი,ანიტამ გოგოები ბიჭებსაც გააცნო და ერთი დიდი სამეგობრო შეიკრა ერთ ოჯახად,საქმეში დაიხმარია ეს გადარეულო გოგოები და ისე გაფართოვდა რომ 24/7ზე მუშაობდნენ,აქედან ლაზარეს ეხმარებოდნენ როცა დასჭირდებოდათ ბიჭებს უკან კუდი და ასე გრძელდებოდა ცხოვრება....



№1 სტუმარი ნესტან

კარგი იყო საინტერესო ძალიან მომეწონა ველოდები ახალ თავსმადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent