შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი 4 (თავი)


11-04-2023, 16:47
ავტორი Sana
ნანახია 1 986

როგორც იქნა მიაღწია ანიტამ ქალაქამდე,იყიდა ყველაფერი რაც სიაში ეწერა დედას,გაჭირვებით მაგრამ მაინც მიიტანა მანქანამდე პროდუქტები და სახლის გზას დაადგა...სახლში მისულს კი ეზოში არავინ რომ არ დახვდა ძალიან გაუკვირდა,არც დიმიტრის მანქანა იდგა ეზოში,მანქანა შეიყვანა და პირდაპირ მისაღებ ოთახში შევიდა სადაც მხოლოდ დედა და რძალი დახვდნენ,ორივე ისეთი სახით იჯდა აშკარა იყო კარგი არაფერი ხდებოდა.
-იტყვით ახლა რა ხდება?
თამარამ ერთი ქრისტის გადახედა და მერე შვილს შეხედა აცრემლებული თვალებით,
-ზურას რაღაც პრობლემა აქვს და იქ არიან წასულები შვილო,
მოკლედ უთხრა სათქმელი რომ მეტი კითხვა არ დაესვა ანიტას,მაგრამ თამარას სახეზე ეწერა რომ კიდევ რაღაც ხდებოდა და არ ამბობდა,
-დედა სიმართლე თქვი
-არ ვიცი შვილო არაფერი,ისე გავარდნენ სახლიდან უკან არცერთს მოუხედია
-გასაგებია...
ანიტა ტელეფონს ეცა და ლუკას დაუწყო რეკვა მაგრამ უშედეგოდ ტელეფონი გამორთულია...
-ოხ ლუკა ვერ გადამირჩები,ჩემს ხელში გიწერია სიკვდილი...
ცეცხლს აფრქვევდა ანიტა,დრო გადიოდა ძალიან ნელა,ვერც უკავშირდებოდნენ და არც მათგან ისმოდა არაფერი.....
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭია არცერთს,თამარას დამაძინებელი მისცეს რომ ცოტა დაესვენა,იჯდნენ ეზოში ქრისტი და ანიტა....გამთენიის 5 საათი დაწყებული იყო ჭიშკარს 3 მანქანა რომ მოადგა,გოგოები მაშინვე ფეხზე ადგნენ და უყურებდნენ როგორ შემოდიოდა სამი ერთნაირი მანქანა,ერთმანეთის მიყოლებით ეზოში,უყურებდნენ როგორ წაშლილი სახეებით იყურებოდა ყველა,და შიში რომელსაც მთელი სხეული მოეცვა უფრო უმძაფრდებოდათ,როგორც იქნა გადმოვდნენ მანქანებიდან მძიმე ნაბიჯებით, დიმიტრის თვალები ანუტას უყურებდა,ლუკა ცოლს მოეხვია და აწყნარებდა,ზურამ თამარა მოიკითხა და ცოტა დამშვიდდა რომ გაიგო გოგოებმა მოტყუებით ძილის წამალი რომ მისცეს და დააძინეს....ანიტამ ხალხს გადახედა მერე ლუკას შეხედა მისგან რო პასუხი ვერ მიიღო მერე ზურას მაგრამ ისიც ჩუმად იდგა,საბოლოოდ დიმიტრის შეხედა მანაც პასუხი არ გასცა,მხოლოდ სტუმრების გაცნობა დაიწყო
-ესენი ჩემი ძმაკაცები არიან თორნიკე,უტა.დუდუ,ლაზარე და ბექა..
სათითაოდ მიესალმა ანიტა ბიჭებს,შემდეგ მისაღებ ოთახში შეიპატიჟა ყველა,
-ისეთი სახეებით ხართ ახლა ყავა რომ შემოგთავაზოთ რომელიღაცა მომკლავთ ამიტომ რას დალევთ?
სიტუაციის განმუხტვა სცადა ანიტამ და გამოუვიდა კიდეც ყველას გადაურბინა სახეზე ღიმილმა.
-დაო სადმე სასმელებს მალავ და არ ვიცი?
-კი ლუკა ვმალავ...აქ უკვე ანიტას გულიანად ეცინება რადგან ლუკას ისეთი სახე აქ ლამისაა მიახრჩობს
--ახლა ჯანდაბის გზას გაგიყენებ,ლუკასაც ეცინება
-მოდი მომეხმარე თორემ ცეცხლზე შემომდგარი ქვაბი უკვე გელოდება მიქელასთან ერთად
-არა ამას დამიხედეთ ერთი,გოგო ამოგაძრობ მაგ ენას,
-მოდი,მოდი
და-ძმის შემხედვარე ყველას გაეცინა,მაგრამ ვაი ამ გაცინებას,მართლაც გამოაჩინა ანიტამ მის ოთახში გადამალული სასმელების კოლექცია რომელიც 30 ბოთლს ითვლიდა,ვისკის ჭიქები ლანგარზე დააწყო და მისაღებში გავიდა,სათითაოდ ჩამოურიგა ყველას და ისიც დივანზე ჩამოჯდა,თვალი გადაავლო ყველას და ბოლოს ზურას მიუბრუნდა
-აბა ზურა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ თავს მარიდებ?
ზურას სახეზე ფერებმა იწყეს ცვლა,ანერვიულებულმა სულმოუთქმელად დალია ვისკი და ანიტას მიუტრიალდა
-ახლა რასაც გეტყვი დედაშენმა არ უნდა გაიგოს,
-კარგი
ზურამ მძიმედ დაიწყო მოყოლა ამბის,
-რამდენიმე წლის უკან ერთ საქმეს მოვკიდე ხელი რუსეთში,საქმე ჩავარდა და დიდი ვალი დამედო,ვერ გადავიხადე რადგან გავკოტრდი ამისთვის ვისთანაც საქმე დავიჭირე იმათმა ციხეში მიკრეს თავი,გამოვედი გარედ და სახლში ჩამოვედი,ჩემი გამოსვლის ამბავი რომ გაიგეს ძებნა დამიწყეს და მომაგნეს,ახლა ოჯახით მემუქრებიან თუ ფულს არ გადავუხდი....მოყოლა დაასრულა ზურამ და ანიტას შეხედა რომელსაც სახეზე რეაქცია არ ქონდა
-რამდენს ითხოვენ?
-მილიონს
ანიტას ბოროტულ ჩაღიმებაზე ლუკას ქონდა მხოლოდ რეაქცია და შიშით კითხა
-შენი ჩაღიმება რას ნიშნავს?
-იმას ლუკა რომ ვიღაცამ ძალიან ცუდი მტერი გაიჩინა,
უდარდელად და ძალიან მშვიდი ხმით გასცა პასუხი,შემდეგ ზურას მიუტრილდა რომელიც სხვებთან ერთად გაკვირვებული უყურებდნენ
-სახელი და გვარი მჭირდება მხოლოდ,ჩემს ოჯახს შენი მევალე კიარა დედამიწის ზურგზე ვერავინ შეეხება,ვერც შენ შეგეხებიან და სანამ დაგემუქრებოდნენ კარგად გაერკვიათ ვინ გყავს ოჯახში,იქნებ რომელიმე მათგანი თავს აწყვიტავს წიწილასავით....ბოლო სიტყვები ისეთი ზიზღით თქვა ისედაც გაკვირვებულ და გაოგნებულ ხალხს მთელს ტანში გასცრა,
-მამუკა კობახიძე
-მომესმა?
-არა
-კარგი
მამუკა კობახიძე ერთ-ერთი ბიზმესმენია,რომელი მართლაც ხელშეუხებელია,მაგრამ როგორც ყველას მასაც ააქვს ცოდვები და შეცდომები,რომელიც ერთმა ადამიანმა ძალიან კარგად იცოდა,ამიტომ არც დაფიქრებულა ისე აკრიფა ნომერი და დაელოდა როდის ინებებდა პრინცესა გაღვიძებას...
-მითხარი რომ რაღაც გიჭირს თორემ საჭორაოდ თუ გამაღვიძე ვერ გადამირჩები
-ნიტა მორჩი ჩხუბს,5 საათი გაქვთ რომ ჩემთან ჩამოხვიდეთ სამივე,
-რა ხდება?
-"ქორის თვალი" მჭირდება
-გასაგებია,მოვდივართ...
ნიტამ ლილე ქმარს გამოსტაცა ლოგინიდან,ირაკლიმაც მთელი წუწუნით იკითხა რა ჭირს იმ ალქაჯს ისეთი რომ ახლა გარბიხათო,ნიტამაც სიძე ბატონი მზადყოფნაში დატოვა,ანიტას შენც დაჭირდები და მზად იყავიო,მირა თბილისის გასასვლელში ელოდებოდათ უკვე,ორივე მანქანა ისეთი სისწრაფით დაადგა გზას ჯარიმების მთელი დასტა მიყვებოდათ მთელი გზა....სახლში გაურკვეველი სიტუაცია იყო,თენდებოდა და ვერვაინ ხვდებოდა რას აკეთებდა ანიტა,რადგან ქალბატონი ჰამაკში ყავის ჭიქით ხელში იჯდა,ეწეოდა და გოგოებს ელოდებოდა,5 არა მაგრამ 4 საათში ჩავიდნენ გოგოები და ჭიშკართან ისეთი სისწარფით დაამუხრუჭეს მანქანა ყველა გარედ გამოვარდა შიშით,ანიტა ძალიან მშვიდი და დინჯი ნაბიჯებით მივიდა და გაუღო კარები რომ ეზოში შემოსულიყვნენ,გადმოლაგდნენ ქალბატონები მანქანიდან მონატრებულ დაქალს ჩაეხუტნენ და ირაკლის გაბრაზებული მოკითხვაც გადასცეს რომ ცოლი საწოლიდან წაართვეს,ამაზე კარგად იცინეს ქალბატონებმა....
-კარგი აბა რა საქმე გაქვს?იკითხა მირამ
-მოდი ჯერ სახლში შევიდეთ გაგაცნობთ ხალხს და მერე გეტყვით....გაცნობა რომ მორჩა მხოლოდ ერთი თქვა ანიტან
-ხელი არ შეგვიშალოთ დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ,ყველაფერი მზად რომ იქნება დაგიძახებთო...გამოვიდნენ გოგოები და საგულდაგულოდ გაშლილ კარავში შევიდნენ სადაც ანიტას მაგიდაზე დაედგა რამდენიმე ლეპტოპი,მირამ თავისიც მიამატა და ანიტას მიუტრიალდა რომ გაეგო ვის ეძებდნენ
-მამუკა კობახიძე,ყველაფერი დეტალურად მოუყვა რაც ხდებოდა და მირას დააკვირსა რომელსაც სახეზე ისეთი რეაქცია ქონდა მამუკას რომ ცოდნონდა რა შარში გაყო თავი დასამალი ადგილის ძებნა უნდა ქონოდა უკვე დაწყებული,მაგრამ საბედნიეროდ გარტყმაშიც არ იყო ბატონი რა უნდა მოსვლოდა,გოგოებმაც მშვიდად დაიწყეს საქმის კეთება,ამასობაში ისე გათენდა ვერც შეამჩნიეს,ყავის ჭიქებს ისე ცლიდნენ სათვალავი აერიათ მერამდენე დალიეს,მამაკაცების ნერვიულობაკი პოკს იყო მიღწეული,ვერავის გაერკვია რას წარმოადგენდა ანიტა და მისი მეგობრები,დიმიტრიმ ლუკას და ზურას რომ კითხა პასუხი ვერ გასცეს რადგან არც მათ იცოდნენ არაფერი,ასე შოკირებული და განერვიულებული უცდიდნენ გოგოების გამოსვლას კარვიდან,თამარასაც გაეღვიძა,მისი ისტერიკიტ შეწუხებულმა ზურამ ყველაფერი უამბო რადგან სხვა გზა არ დაუტოვა დამ,მერე გოგოების ამბავიც მოახსენეს და ვერ გაეგო რა ჯანდაბა ხდებოდა საერთოდ,შუა დღის 2 საათი იყო როგორც იქნა მორჩნენ ყველაფერს,მამუკაზე ისეთი ფაქტები ქონდათ ვალს აქეთ გადაუხდიდა ზურას,გადაღლილები გამოვიდნენ გარედ და ეზოში მყოფებისკენ წავიდნენ,
-ყველაფერი მზად არის,მე ტყუილად არ მითქვამს რომ არ უნდა შეგხებოდა და ოჯახს არ უნდა დამუქრებოდა,საქმის ჩავარდნის ამბავიც გავარკვიეთ,და მაგ მილიონს აქეთ მოიტანს,
მისაღებში შევიდნენ გოგოები და დატოვეს ეზოში გაოგნებული ხალხი,ცოტახანში უკან მიყვნენ,
-დასხედით და მოუსმინეთ
-ანიტამ ტელეფონი ხელში შეატრიალა და მამუკას ნომერზე ზარის გასვლას დაელოდა,
-გისმენთ
-გამარჯობა ბნ.მამუკა მე ანაბელი ბაბლუანი ვარ
-ანაბელ....შეწუხებული და ხმაში შიშ გარეული მიმართა ანიტას
-რამ შეგაწუხათ ქბ.ანაბელ?
-შენ შემაწუხე
-მე?კიმაგრამ როგორ?
-ჩემს ოჯახს არ უნდა შეხებოდი
-თქვენს ოჯახს?კიმაგრამ
-შენ შეეხე ზურას გვარამიას და მის ოჯახს გუშინ,მოითხოვე ვალის დაბრუნება,რომელიც საერთოდ არ გეკუთვნის და ......
საუბრის გაგრძელება არ აცალა მამუკამ პირდაპირ კითხა თუ რას ითხოვდა მისგან
-ამ მილიონს რომელიც ბიძაჩემმა შენი შეთითხნილი საქმის გამო დაკარგა,აქეთ მოიტან,წლებს რომელიც ციხეში გაატარა ვერ გადაიხდი მაგრამ კიდევ ერთ მილიონს დაამატებ ამისთვის და თუ რაიმე სისულელე მოგივა მაგ თავში აზრად და არ გაჩერდები ასე მშვიდად აღარ ვისაუბრებ,მაგ შენი ვილიდან სადაც ახლა ხარ და შენი 20 კაციანი დაცვით რომელიც გიცავს ჰაერში ისე აგწევ თვალს არ დავახამხამებ გასაგებია ხო?დრო საღამოს 6 საათამდე გაქვს,ახლა ვიდეო გახსენი რომელიც გამოგივზავნე და პასუხი გამეცი...
ანიტას ირონიულ ღიმილს უყურებდა ყველა და საერთოდ შოკირებული უსმენდნენ მის საუბარს,ამ ყველაფერს მამუკას სიმწრის ოხვრის ხმა ერთვოდა და ბოლოს პასუხიც გაისმა
-კარგი
-ძალიან კარგი,6 საათი,1 წუთიც რომ გადასცდეს იცი რაც მოხდება,ანგარიში ნომერი გამოგზავნილია....
თვქა თუ არა გაუთიშა,ერთ ერთი ტელეფონი რომელიც ლილემ იმ წამს მიაწონდა ლეპტობს დაუერთეს და ძალიან მშვიდად და წყნარად თამარას თხოვეს კიდევ ერთი ჭიქა ყავის მოდუღება,ამასობაში ყველას ერთი კითვა აწუხებდა და ვერცერთი ბედავდა კისთვის დასმას,მხოლოდ დიმიტრიმ ითავა ეს კითხვა მის თავზე და გოგოებს მიუტრიალდა
-ანაბელ ბაბლუანი?შენ ?
-კი დიმიტრი მე დადაშ ბაბლუანის ნათლული ვარ,და ოფიციალურად მის გვარს ვატარებ,მე ვარ ის ანაბელი რომელმაც ჩაცხრილული მანქანიდან გადმოვათრიე დადაში და მისთვის განკუთვნილ ტყვიას გადავეფარე,იმ ადგილას აღმოვჩნდი და იმის მაგივრად სადმე დავმალულიყავი მის გადასარჩენად წავედი,დადაშისთვის ნასროლი ტყვიებიდან 2 მე მომხვდა,მეტი ვერ მოასწრეს რადგან სროლის ხმაზე ახლოს მყოფი პოლიციის სირენის ხმა რომ გაიგეს გაიქცნენ,ორივე გადავრჩით და დღეს მე მისი ნათლული ვარ,ისიც გავარკვიე რომ დადაში შენი ძალიან ახლო მეგობარია...
-კი ჩემი მეგობარია,მაგრამ იმას ვერ ვხვდები რატომ არსად ჩანდი შენ?და მხოლოდ შენი სახელი რატომ ისმოდა ყველგან?
-იმიტომ რომ ასე გადავწყვიტე,იმიტომ რომ კლინიკიდან ჯერ მე გამომწერეს და მერე დადაში,მხოლოდ ლუკას ქონდა ჩემთან კონტაქტი,სანამ დადაში კლინიკიდან გამოვიდოდა მე უნდა გავმქრალიყავი,რადგან ჩვენი გადარჩენის ამბავი მალევე გავრცელდა და ისინი ვინც დადაშის მოკვლა ცადა არ გაჩერდებოდნენ სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდნენ,დადაშის მდგომარეობა მძიმე იყო ძალიან ერთი თვე დასჭირდა რომ ფეხზე დამდგარიყო,მანამდე ლუკამ მე გადამმალა,მისი დავალებით ქვეყნიდან გამიყვანა ლუკამ და იქ ველოდებოდი როდის დასრულდებოდა ყველაფერი რომ მშვიდად დავბრუნებულიყავი სახლში.....



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

საინტერესოა... ახალ თავს ველი მოუთმენლად. ძალიან დამაინტერესა.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესოა. როდის დადებთ ახალ თავს

აქამდე სად იყავიით,რატომ აგვიანებთ ასე

 


№3  offline წევრი Sana

სტუმარი ხატია
საინტერესოა... ახალ თავს ველი მოუთმენლად. ძალიან დამაინტერესა.

ძალიან მალე დავდებ❤️❤️❤️

სტუმარი ნანა
ძალიან საინტერესოა. როდის დადებთ ახალ თავს

აქამდე სად იყავიით,რატომ აგვიანებთ ასე

აღარ დავაგვიანებ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent