შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 18


14-04-2023, 01:23
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 475

არის ისევ საინტერესო?

.........
შორიდან ვაჟა შეამჩნია თუ არა ანანომ ადგილზე გაჩერდა ერთი ისიც იფიქრა ხომ არ გაბრუნებულიყო თუმცა არ გამოვიდოდა ახლოს მივიდა თუ არა იქვე ქალისკენ დაიხარა,
- ქალბატონო ეს ჩემგან საჩუქრად,
ღიმილით დააყოლა და მხარზე ხელი ნაზად მოუსვა თვალებ გაბრწყინებულ ქალბატონს, რომელსაც ჯერ საოცრად გაუკვირდა ასეთი იღბალი და შემდეგ ანანოზე გაუბრწყინდა სახე
- ჩემო ანო უღრმესი მადლობა ვგიჟდები შენ საოცარ ტკბილ ხელებზე,
- დიდი მადლობა თქვენ, გემრიელად მიირთვით, ფართოდ გაუღიმა და წამოიწია ვაჟას გახედა რომელიც ყურებიდან უშვებდა კვამლს, წამოდგა თუ არა ანანოც სწრაფად გავარდა, სამზარეულოში შევიდა, რადგან იცოდა რომ იქ უცხო პირებს არ უშვებდნენ თუმცა დაავიწყდა რომ ახლა ვაჟას დიდი უფლებები ჰქონდა და მას შეუშვებდნენ, არ გაჩერებულა გაბრაზებულმა პირდაპირ შეუხვია და მაშინვე გააჩერა კაცმა
- ბატონო რა გნებავთ,
- ყველაფერი რას როგორ აკეთებთ, გოგო დამრჩა უბრალოდ,
პასუხი სწრაფად გაცა გადაწია და სამზარეულოში შეაჭრა, ახლად შესული ანანოც ხუჭუჭა თმით თავზე თავსაფარ წაკრული მიდიოდა უკვე მშვიდად რადგან იქ "უსაფრთხოდ" ეგონა თავი, უცებ ჩაავლო ვაჟამ ხელში ხელი და გასასვლელისკენ წამოვიდა,
- აა ახლავე გამიშვი,
სწრაფად მკაცრად უთხრა როცა შეხედა,
- იცოდე ვიყვირებ,
- რაც გინდა ის ქენი ხო ხვდები რომ ვერ მემუქრები,
მანაც მკაცრად გაუხედავად თქვა და კარებიდან გამოვიდა თუ არა ანანომ მცველს გახედა,
- რატომ შემოუშვი ირაკლი?
მმკაცრად შეხედა და მანაც მხრები აიჩეჩა
- უფლება ჰქონდა
დაბალხმაზე თქვა და ანანომაც ისევ უხეშად გახედა ვაჟას თან დიდი ნაბიჯებით მოსიარულეს მიყვებოდა და თან ცდილობდა მისი ხელიდან თავისი ხელის დახსნას,
- ვაჟა გამიშვი!
დაიძახა თუმცა ვაჟამ უარესად ჩაავლო ხელი რესტორანი დატოვეს და ვაჟამაც უხეშად აიყვანა კიბეებზე, ლიფტშიც ძალით შეიყვანა და კარების დაკეტვის შემდეგ ხელი უშვა,
- იდიოტი ხარ!
კოპებ შეკრულმა უთხრა და მაჯაზე ხელი მოისვა რომელიც მოჭერილი ხელის გამო გაწითლებოდა და ახლა ეწვოდა კიდეც, უცებ გაღიზიანებულზე უცებ წაიწია ანანოსკენ ვაჟა და შიშის ფონზე უცებ აეკრო ანანოც ლიფტის კედელს,
- რატო გარბიხარ?!
უხეშად დაბალ ბარიტონზე ამოილაპარაკა და ქალს სხეულით აეკრო,
- არსად არ გავრბივარ იქნებ შენი დანახვა არ მინდა, მიხვდი მაგდენს,
უხეშად ამოილაპარაკა და მკერდზე ხელები მიაჭირა
- რატო არ გინდა მივხვდე იმას რომ ზედმეტად გიზიდავ?
ტუჩებზე დახედა და საჩვენებელი თითი ნაზად დაუსვა ყელზე, უცებ დაიხორკლა ანანო, ვაჟას გცევაზე დაიძაბა თუმცა ამის შემჩბევას არ აპირებდა
- ჰა ჰა ჰა,
ძალით თუმცა ხმამაღლა გაიცინა და უცებ დასერიოზულებულმა ახედა თვალებში,
- არ მინდა იგრძნო თუ როგორ მაღიზიანებ,
მკაცრად გამოიცრა კბილებში, ნამდვილად საოცრად ირგებდა უკარება ქალის როლს, თავს იფასებდასავით წვალება უნდოდა ვაჟასი, თუმცა ვაჟა ამის საშუალებას არ აძლევდა,
- კარგი რა გული გინდა მატკინო? წუხელ შენ თანამშრომელს ვ*იმავდი ჩემს მაგიდაზე, სხვა რამეებს რატომ ფიქრობ,
სწრაფად "ჩაურტყა" და აქეთ ჩააგდო არა მხოლოდ უხერხულ მდგომარეობაში არამედ ზედმეტადაც გააღიზიანა ანანო ისე რომ ღრმად სუნთქვა გაუაზრებლად დაიწყო
- ფუ რა ამაზრზენი ხარ,
სწრაფად შეეტყო ვაჟას სიტყვების დაჯერება და აწრიალდა,
- მომშორდი,
ხელისკვრით მოიშორა და ბოლო სართულიდან მერვე სართულამდე დაიყვანა ციფრი,
ხმამაღლა ჩაეცინა ბოროტულად ვაჟას და ხელთავიდან ააკრო კედელს
- ბავშვები არცერთი აღარ ვართ, ან გინდა ჩემთან ყოფნა ან არა,
სერიოზული მზერით დახედა და იმდენად მკაცრი ნათქვამი იყო ანანოც დაიბნა არა რომ ეთქვა დარწმუნებული იყო რომ ვაჟა არც კი შეხედავდა აღარასდროს კისაც ვერ ამბობდა რადგან ესიკვდილებოდა გრძნობების აღიარების, უხმოდ უყურა ვაჟამ და გაფითრებულმა გულ აჩქარებულმა ხმა რომ ვერ ამოიღო აუჩქარებლად დაწვდა ვაჟა მის ბაგეებს,
- დუმილი თანხმობის ნიშანია,
მის ტუჩებთანვე ამოილაპარაკა და ხელები სახეზე შეუცურა უცებ ძლიერად შეხტნენ დიდი ხმაც და შემდეგ გაჩერდნენ, ლიფტში გაიჭედნენ, ხელები არ მოუშორებია ვაჟას ანანოსთვის იქით-აქეთ მიიხედა რა მოუვიდაო და შემდეგ ანანოს დახედა რომელიც ვაჟას ხელების გამო გაკავებულ თავს, მხოლოდ თვალებით ათვალიერებდა ადგილს,
- დახურული სივრცის შიში ხომ არ გაქვს?
კითხვა რომ დაუსვა ანანომაც მხრების აჩეჩვით შეიცხადა
- არა
გაკვირვებულმა დააყოლა თუ ეს კითხვა რატომ დაუსვა,
- მაშინ გავაგრძელოთ,
თქვა ღიმილით და ისევ უნდა დამწვდარიყო ბაგეებს ანანომ სიცილი ვერ შეიკავა და ხელი კრა,
- გაეთრიე,
მისი სიცილის გამოც კიდევ უფრო გახალისდა ვაჟა და ტელეფონი ამოიღო რომ შველა ეთხოვა.......
....
სახლში დაბრუნებამდე რატიმ საავადმყოფოში მიიყვანა დედა-შვილი შესამოწმებლად, ყველაფერი რიგზე იყო, ბევრი კვამლის გამო ალერგია ჯერ ისევ არ ჰქონდა გადასული ბავშვს, საშიში არცერთზე არაფერი უთქვამთ ყველაფერი წესრიგში იყო, კმაყოფილი გამოდიოდნენ, ახალგაზრდა ექთანმა შეამჩნია რატის მხარი და უბრალოდ იკითხა თუ რა სჭირდა,
- ნაფხაჭნია,
ხელის ჩაქნევით თქვა და ექთანი შეათვალიერა, თუმცა რატის ყურადღება რომ წინ ჩავლა ჩამოვლით ვერ მიიქცია გამოსაუბრებით სცადა, ახალგაზრდა ექთანმა
- როგორ? სისხლი ისევ ჩანს,
შეიცხადა და პალატაში მყოფმა თეთრ პერანგში გამოწყობილმა მამაკაცმა ულვაშებში ჩაიღიმა შემდეგ გახედა ექთანს,
ექთანის დაჟინებით დასვეს რატი და ექთანმაც მაშოს მოხვეული "ბინტის" მოხსნა დაიწყო, ექიმი შპრიცს წითელი სისხლით ავსებდა თან ღიმილით დახედავდა ხოლმე ექთანის შემართებულ საქმეს, მაშო დედა-შვილთან ერთად კარებთან იდგა და უხმოდ ელოდებოდა
- ეს გოგო არ მომწონს,
დაბალხმაზე მაშოსკენ გადაწევით ამოიჩურჩულა მადონამ, მაშოს არ შეუმჩნევია უსიამოვნება და ღიმილით გახედა ახალგაზრდა ქალს,
- ჯობია ნახოს სპეციალისტია იქნებ რამე არასწორად გავაკეთე, ღრმა ჭრილობაა და ინფექცია აღარ შეეჭრება,
ამოილაპარაკა ჩუმად და მადონამაც გაკვირვებულმა გახედა
- რატომ დაშალე ნორა? როცა თავიდანვე შეამჩნიე რომ პროფესიონალურად დამუშავებული იყო რატომ არ შეუხვიე ისევ?
მორჩა თუ არა საქმეს ინტერესით დაიწყო კითხვის დასმა ექიმმა და რატიმაც ექიმს ბავშვური თვალებით შეხედა, ამ მომენტის დაჭერა მაშომ მოასწრო და რადგან ექიმის იტალიურად წარმოთქმული სიტყვები ვერ გაიგო რატიზე ჩაეღიმა, ექთანი დაიმორცხვასავით ცოტახნით დადუმდა და შემდეგ მონახა პასუხი
- სისხლი მოსდიოდა და ამიტომ,
- ოხ ოხ,
ჩაიცინა მამაკაცმა და შეტრიალებასთან ერთად დაბალხმაზე ამოიგმინა, ცოტახნით გახედა მაშოს გაიღიმა და საქმეს მიუბრუნდა
- თავი რომ დააკლა ისე კარგად მაინც ვერ დაამუშავებდი როგორც იყო,
თავის გაქნევით ამოიბუტბუტა, რატის ცალყბად ჩაეცინა და ექთანმაც უხერხულად შეხედა, თუმცა რატი ექთანს არ დასცინოდა არამედ ექიმის მიერ მაშოს შექება ზედმეტად გაუსწორდა, ძლივს გაადაახვია ექთანმა სიცხისგან ვენებ დაბერილი მკლავი, მზადააო თან ამოაყოლა და რატიც ღიმილით წამოდგა, მაშოსკენ დაიწყო სვლა, მადონა მიხვდა რომ უნდა წასულიყვნენ და ადგილიდან დაიძრა კარებში გადიოდა თუმცა მაშო არ განძრეულა რატიც წყნარად ღიმილით მიუახლოვდა, აეკრო მაშოს თუ არა არც დახრილა მაშომ რომ თვალებში საყვარლად ახედა რატიმ ცხვირის წვერზე აკოცა და მაშინ რომ დაიძრა მაშოც, რატიც უკან კარებში უნდა გაყოლოდა,
- მან შეგიხვია ასეა?
დააწია ექიმმა კითხვა და რატიც კარებშივე გაჩერდა ისე გახედა ექიმს, რატის გაჩერებაზე მაშოც გაჩერდა და რატის გახედა უკვე გასული იყო ოთახიდან ამიტომ ექიმს ვეღარ ხედავდა,
- კი ასეა,
დაუდასტურა რატიმ და მათ საუბარზე მადონამ დაცქვიტა ყურები,
- შეყვარებულია?
ისევ დაუსვა ექიმმა კითხვა და კარებისკენ წავიდა რომ მაშოც დაენახა, რატიმ პასუხად ჯერ ხელი აჩვენა რომელზეც ბეჭედი ეკეთა და შემდეგ სიტყვიერი პასუხი დაუბრუნა
- ცოლი,
ექიმს მისი პასუხი მოეწონა და უკვე კარების გასწვრივ მდგომმა მაშოს შეხედა,
- შვილი რომ გეყოლებათ ისევ ჩემთან მოდით,
რატი მის სიტყვებს ვერ მიხვდა და გაკვირვების გამო თავი ოდნავ გვერდით გადახარა,
- მაინტერესებს, გაჯობებთ თუ არა რომელიმეს სილამაზით, ორივეს ჯილდო გაქვთ, ღმერთი მხოლოდ კეთილებს აჯილდოვებს, შენ საოცარი ჯილდო გაქვს ასეთი მოთხოვნადი ქალი რომ გაჩუქა,
რატის ხმამაღლა აუტყდა სიცილი, მაგრამ ეს გულიანი სიცილი იყო, მაშომ გაკვირვებული მზერა შეანათა რატის და ინტერესი კლავდა თუ რატომ იცინოდა რატი ასე გულიანად, რატის ღიმილს სულ ახლა და ახლა ეჩვეოდა ყველა და სიცილი ჯერ ისევ საოცრად გასაკვირი იყო,
- გვაჯობენენ, ჩემი ცხოვრებით არცერთს არ ვაცხოვრებ ჯიგარო ამიტომ უფრო ბევრად მაჯობებენ,
თავის პასუხზეც გაეცინა რატის
- რაღაც საოცარი სილამაზის თუ დაიბადებიან ისე წარმოუდგენელია
ხელები გაშალა ისევ მამაკაცმა და მაშოს შეხედა რომელსაც საბოლოოდ რატის ღიმილზე გაეღიმა ექიმსაც ჩაეღიმა ულვაშებში და მაშინ გახედა რატიმ მაშოს ექიმის მზერის გამო, მიხვდა ვის გამოც იღიმოდა ექიმი,
- ბევრი ლამაზმანი და ვაჟკაცია შენზე
მხარზე მიარტყა ექიმმა ხელი ნიშნად რომ საბოლოო სიტყვები იყო, რატის ხმა არ ამოუღია ჩაუცინა და მოტრიალებისას სახე სრულად შეეცვალა
- წატი შენი,
ამოაყოლა და მაშოს დახედა
- რაო რა მინდაო?
უცებ კითხა და რატიმ რომ წინ უბიძგა სვლაშივე უყურებდა რატის
- არაფერი ისეთი
კოპებ შეკრულმა თქვა და მაშომაც ტუჩები დაპრუწა, წინ წავიდა და მადონას უჩურჩულა რა უთხრაო,
- ბევრი შვილი გააჩინეთ, მაინტერესებს თქვენზე ლამაზი თუ ვინმე იარსებებსო, გაჯობებთ თუ არაო
მაშოს თვალები გაუფართოვდა ჯერ რატის გახედა რომელმაც თვალები აუტრიალა რადგან მიხვდა რასაც ეკითხებოდა ქალს,
- რაო რატიმ?
- მაჯობებენო, ჩემი ცხოვრებით არცერთს არ ვაცხოვრებ და უფრო მაჯობებენო,
- და რა ჯანდაბა აცინებდა?
- ღმერთი მხოლოდ კეთილებს აჯილდოვებსო და ფაქტიურად უთხრა საოცრად კეთილი ხარ ასეთი ჯილდო რომ გადმოგეცაო, ჰოდა თავისი დამპალი ცხოვრება რო იცის მიტო აუტყდა სიცილი,
თავი აიქნია მადონამ და რატიმ რომ გადაასწრო თვალი გააყოლა, მაშომ შუბლზე მიირტყა ხელი და ყველა კითხვა შეინახა მილიონობით კითხვა ჰქონდა მაგრამ აღარცერთის დასმას არ აპირებდა უბრალოდ დადუმდა .........
- ასეთი ....ობა კითხვა არც მომისმენია და არც მილაპარაკია,
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ამოილაპარაკა რატიმ, სანამ მანდილოსნებიც დაიკავებდნენ ადგილებს, და დიალოგი რომ ახსენდებოდა ჯერ ექიმზე "იქრინჯებოდა" რომელიც მაშომ გამოაშტერა და შემდეგ საკუთარ პასუხებზე,
- ააახ რა იყო ეს,
საჭეს თავი დაადო და კარები რომ გაიღო სწრაფად გასწორდა....
......
- ჰეე შემოგვიშვით,
ჩაყვირა დემეტრემ კამერას და მის უკან დარიო სალომე და ნიკოლეტა ელოდებოდა როდის გააღებდნენ კარებს, კარები მადონამ გააღო რადგან უკვე გამუდმებით მაშოს ეკავა ბავშვი ის ხომ ბავშვების "ხამი" იყო არა,
- გამარჯობა?
კითხვისნიშნებით თქვა დემეტრემ რადგან ქალი თავიდან არ ეცნოო, კარგად შეათვალიერა ქალი და ეცადა გაეხსენებინა თუ რომელი ნაცნობი მაფიოზის ცოლი იყო
- აა უკაცრავად, გამარჯობა,
დაკვირვების შემდეგ იცნო, მიხვდა კიდეც თუ რა გადაიტანა ცოტა ხნის წინ ქალბატონმა გაუღიმა და სახლში შევიდა,
რატი არსად ჩანდა ამიტომ მაშოს ბავშვით ხელში დანახვისას მას მოკითხა რატის ამბავი,
- ცოტახნის წინ გავიდა მალე მოვა შემოდით,
გაუღიმა და უცებ წამოდგა,
- რა მოწყენილობაა ამხელა სახლში,
- მხოლოდ ოთხი როცა ვართ კიბატონო და მითუმეტეს რატის მსგავსი,
თვალების ატრიალებით ამოაყოლა მაშომ და დემეტრეს ხელში მოთავსებულ უზარმაზარ პარკს დახედა,
- გამო გარეთ აგრილდა იქაც და ბაღში "დავაბირჟაოთ"
ქართულად ამოთქვა ბოლო სიტყვა და მაშოსაც გაეღიმა, პატარაობიდან მოყოლებული თითქმის ყველა საღამო გაახსენდა როცა ბავშვები იყრიდნენ თავს და მზესუმზირას დახმარებით ერთად აბირჟავებდნენ,
გასულ დემეტრეს თან გაყვა და მადონაც მიუახლოვდა თუ დაიღალე ბავშვს გამოგართმევო თუმცა უცებ იუარა მაშომ და ბავშვს დახედა რომელიც სულ ახალი გაღვიძებული იყო,
- რაოო?
საყვარლად მიეფერა დანაზებული ხმით, გზას გახედა შუქი ჩააქრო ბოლოს გასულმა სახლში და საქანელებისკენ წასულებს მიუახლოვდა, რამდენიმე ლამაზი განათება იყო ღამით და უკვე ისეც აღარ ცხელოდა როგორც დილას, დემეტრემ ამოალაგა პარკიდან მზესუმზირა, წვენები, ჩიფსები და კიდევ მსგავსი 'გემრიელობები'
- თქვენ ადგილას ჯერ ბავშვიანს დავსვამდი
გოგონებს უთხრა დემეტრემ და ნიკოლეტაც შენიშვნაზე უცებ წამოდგა სალომე იყურებოდა უბრალოდ მობეზრებული თვალებით,
- ისხედით ადგილების მეტი რა არის,
ჩაიცინა მაშომ და დარიოსაც უცებ გაუბრწყინდა სახე, ადგილები რომ დაიკავეს საუბარი დაიწყეს მაშოს ამბებზე ინტერესდებოდნენ, უფრო დემეტრე ამახვილებდა ყურადღებას მაშოზე, მათ საუბარში გამოანათა მანქანის შუქებმა და შემდეგ გამოჩნდა რატის მანქანაც, სრაფად ჩამოუხვია მოსახვევში და სახლის გვერდით სადგომშიც უცებ ჩაუხვია, მის მოსვლამდე ისევ გემრიელად და ხმაურიანად მიირთმევდნენ ჩიფსებს, მაშოს გარდა ყველა რადგან მაშო მათ ღიმილით უსმენდა და ბავშვს მკლავებში ნაზად არწევდა,
- აქ რა ბირჟა მომიწყეთ
დაბალ ხმაზე თქვა შემოსასვლელიდანვე თუმცა მისმა სასიამოვნოდ ბოხმა ბარიტონმა ყველას ყურთასმენამდე მიახწია,
მაშომ გვერდულად გახედა რადგან ბავშვიანად მარტივად ვერ შეტრიალდა, ხელში გადაწვენილს არ ასწორებდა რადგან შემდეგ დაჯდომის საშუალებას არ მისცემდა ტირილის გამო, ნელი ნაბიჯებით აუჩქარებლად მიიწევდა მათკენ რატი მაშოს სკამთან მისულმა ხელები საყრდენზე შემოაწყო და შორიდანვე დარიოს მზერის დაჭერა როცა მოასწრო მაშოს მიმართ, მის დასანახად დაიხარა და მაშოს ლოყაზე ბაგეები მიაკრო, უცებ შეკრთა მაშო თუმცა შეიფერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, მაინც ზედმეტად ესიამოვნა რატის ქცევა მიუხედავად იმისა რომ დასანახად გააკეთა,
- რაზე ჭორაობთ აბა
გასწორდა ისევ სკამს ხელებ ჩავლებული და დანარჩენებსაც მოავლო თვალი,
- დაკითხვას ვუწყობ მაშოს,
დემეტრებ გაცა პასუხი ისე რომ მისთვის არც შეუხედავს ჩიფსის ახალ პარკს იღებდა,
- რატო აქ არ ვიყავი,
ამოილაპარაკა სკამს ხელი უშვა და სრულად გასწორდა,
- ახლა სად მიდიხარ?
შეამჩნია ნიკოლეტამ რომ ისეც წასვლას აპირებდა და სწრაფად დაუსვა კითხვა,
- ხელებს დავიბან,
თავით ანიშნა ყველას მაშოს თმას თითი აკრა და ისევ აუჩქარებლად გაბრუნდა, თან გზაზე მიმავალ მანქანას გააყოლა თვალი,
- შეიცვალა თუ მე მეჩვენება?
სალომეს გადახედა ნიკოლეტამ რადგან რატის პასუხი ზედმეტად ერბილა, ზოგადად ასეთ პირდაპირ პასუხს არ უბრუნდებდა ხოლმე, სალომეს პასუხი არ გაუცია კოპებ შეკრულმა გადახედა და სწრაფად, ნერვოზულად განაგრძო მზესუმზირის კბილებით გარჩევა
- მაშო დღეს შენი და რატის პირველი დღის ფოტოები ვნახე, რატისთვის ჰქონდა სერგი როა თუ იცი ჟურნალისტი მაგას გადმოგზავნილი,
გახსენებულზე ბარემ თქვა დემეტრემ და ტელეფონი მოიმარჯვა რადგან გადმოტვირთული ფოტოები მაშოსთვის ეჩვენებინა
- აყევი და ნახავ
ტელეფონი მას მისცა და მაშომაც ცალი ხელით გამოართვა, თვალები გაუფართოვდა პირველივე ფოტოზე და დემეტრესაც გულიანად გაეცინა ეს ქორწილის დღე იყო ნასვამები გრძნობებს რომ დაემონებინათ ერთმანეთზე აკრულები ცეკვავდნენ და რატიც იმდენად მრავალი რამის მთქმელი თვალებით უყურებდა თითქოს ბგერების წარმოთქმა საერთოდ არ სჭირდებოდა, ვნებიანად დაყურებდა მაშოს ბაგეებს და ცალი ხელით კისერზე წავლებული ცალით კი წვრილ წელზე მოჭერილი ხელით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს იმ წუთში გაშმაგებული უნდა დაცხრომოდა, ფოტო არც ისე ახლო იყო მათ წინ მოცეკვავეების რაღაც ნაწილი ჩანდა და შემდეგ ეს საოცარი წყვილი, ხარისხიც იმდენად შეუდარებელი იყო მაშოს შერცხვა და დიდხნიანი დაკვირვება დაიწყო,
- შეიძლება თან ვიღაცას გადავუგზავნო?
უცებ ახედა დემეტრეს ისევ რომელსაც ფეხი მუხლზე შემოედო და ლუდს სვამდა,
- კი მაგედანვე მოძებნე და გაგზავნე,
- არ იქნება პრობლემა?
გაეკრიჭა
- არა რისი პრობლემა, აღარ დაგჭირდება წვალება,
გაუღიმა და მაშომაც ტელეფონი მაგიდაზე დადო რადგან, ცალი ხელით ასოებს ვერ კრეფდა, უცებ წამოვარდა სალომე ყველას ყურადღება მისმა უხეშმა ქცევამ მიიქცია თუმცა მაშოს როცა დახედა მაშომ უბრალოდ გაუღიმა და სალომეც ადგილს მოწყდა,
- რა ჭირს იმას?
თვალი გააყოლა დას დემეტრემ თან ნიკოლეტას კითხა რადგან სალომე მასთან ზედმეტად ახლოს იყო, პასუხად მხრები აიჩეჩა და მაშოს გვერდით მიუჯდა, მაშომაც დემეტრეს მესენჯერიდანვე მონახა ბარბარე და პირველი ფოტო გადაუგზავნა, შემდეგ კი ისევ განაგრძო ფოტოების თვალიერება....
ქვედა სართულის აბაზანიდან უნდა გამოსულიყო მოასწრო გაჩერება რომ სალომეს არ დაჯახებოდა, კოპებ შეკრული უყურებდა რატის სალომე,
- რა მოხდა?
კითხვა დაუსვა და გვერდი უნდა ჩაევლო წინ ხელახლა გადაუდგა სალომე,
- რა ცოლი, სერიოზულად?
ძალით თუმცა ეცადა გულიანი სიცილი გამოსვლოდა, რატი ვერ მიუხვდა ურეაქციოდ დაყურებდა წინ მდგომს,
- ან წესიერად თქვი რა გინდა ან გამატარე,
დაბალხმაზე უთხრა და სალომემაც კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა უხმოდ უყურა იმის ფიქრში რომ პასუხს მოიფიქრებდა თუმცა რაღაც მტკინვეულმა იმედგაცრუების გრძნობამ სრულად დაუხშო გონება, სიტყვების მარაგი წამით დაავიწყდა და რატიმ პასუხი რომ არ მიიღო გვერდი ისე ჩაუარა რომ მხარიც კი აარიდა ზედმეტად რომ არ შეხებოდა, ადგილზე გაქვავებული დარჩა სალომე თვალები უცებ ამოუწითლდა ცრემლები ძლიერად მოაწვა აბაზანაში შევიდა და ნიჟარას დაეყრდნო, სარკეში საკუთარ თავს შეხედა თუ არა უმალ გადმოყარა ცრემლებიც....
- რაზე საუბრობდით
მოსულმა იკითხა და მაშოს გვერდით მიუჯდა რომელმაც სულ იმ წუთში გადააწოდა ტელეფონი დემეტრეს,
- ყველაფერზე, სად იყავი?
- არსად
ამოილაპარაკა და ბავშვს დახედა რომ თემა გადაეტანა, როცა შეამჩნია რომ მაშო არაფერს ჭამდა ჩიფსის ფირფიტა ამოიღო და მაშოს გაუწოდა, მაშომაც უხმოდ კბილებითვე გამოართვა და ღიმილით შეხედა რატის
- რატი რეებს ხლართავ?
იტალიურად დაუსვა კითხვა დემეტრემ რადგან მიხვდა რომ მაშოს ერიდებოდა რატის
- იმ საქმეს ჩამოშორდი რატო ცდილობ ისევ გაერიო? დროს რატო არ მითმობ? რატო აღარ საუბრობ?
თანდათან ბრაზდებოდა დემეტრე, რატი უხმოდ უყურებდა პასუხი არ გაუცია კიდევ ერთხელ გაუწოდა მაშოს ფირფიტა და შემდეგ თავადაც უცებ მოიქცია ბაგეებში, შემდეგ წამოდგა უხმოდ ანიშნა დემეტრეს ადექიო, თან ჩვეულად ამოიღო სიგარეტის ღერი და ტუჩებს შორის მოიქცია
- მიდიხართ?
კითხვა დასვა ნიკოლეტამ თუმცა პასუხი არ დაუბრუნდა, დემეტრეც მაშინვე წამოუდგა და უკან გაყვა, ცოტახანში თითქმის ახალმა დაყენებულმა მანქანამ ხელახლა ჩაიქროლა გზაზე,
- ტელეფონები დაგრჩათ დებილებო
მიაყვირა ნიკოლეტამ თუმცა უკვე გვიანი იყო,
სალაპარაკო საერთოდ აღარაფერი ჰქონდათ ნიკოლეტა სალომეს გაყვა, რომელსაც საერთოდ აღარ სურდა იქ დარჩენა, მადონა ოთახში ავიდა ბავშვის დასაძინებლად, მხოლოდ დარიო და მაშო იჯდა ისევ ბაღში, საქანელაში ჩაჯდა მაშო და ფეხები აიკეცა ხელზე მოხვეული რეზინით შეიკრა დახვეული თმა და მუხლებზე ჩამოდო ნიკაპი,
- ვერაფერი გავიგე, დაბნეული ვარ ვინმე შეძლებს ჩემს შველას?!
რიტორიკული კითხვა გამოუვიდა რადგან პასუხი არსაიდან იყო,
- დავიღალე უკვე მომბეზრდა, მიიღო ის რაც სურდა?
სწრაფად დაუსვა კითხვა მაშომ დარიოს თავის აწევით,
- ხვალ,.... ხვალ მიიღებს,
სწრაფ კითხვაზე დაბნეულმა გაცა პასუხი,
მაშომ უხმოდ ჩარგო თავი მუხლებში და უცებ დედამ შეახსენა თავი,
- დედასთან მინდა,
სულ დაბალხმაზე თავის გასაგონად ამოიჩურჩულა და თვალებ დახუჭულმა წარმოიდგინა მომღიმარი ლამაზი ქალი, მაშოსავით ლამაზი ღიმილით, ელოდებოდა მაშო როდის მისცემდა რჩევას, როდის დაეხმარებოდა ისევ რთულ მდგომარეობაში მყოფს გამოსავლის პოვნას, თუმცა არ ყოფილა, ისევ მარტო მოუწევდა მაშოს გამკლავება, ყოველთვის ასუსტებდა ეს, ყველა რთული ცხოვრების მომენტი გამოიარა ისე რომ დედისგან რჩევა არ მიუღია, მაშინ როცა მოზარდი იყო როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედა მაშინ არ ედგა გვერდით? არა ეს სულელური გამონათქვამია, ყოველთვის სჭირდებოდა მაშოს დედა, ყოველთვის საჭირო იყო დედის რჩევები დედის სითბო თუმცა ეს ნამდვილად დიდი ხანია არ უგრძვნია მაშოს, ფიქრებში უყურებდა ქალს რომელიც ხელს უქნევდა და განათებულ შუქისკენ მიიწევდა თანდათან კი ქრებოდა,
უხმოდ გადმოყარა ცრემლები მაშომ და გული ეწვოდა ძლიერმა მონატრებამ დაუწყო სხეულის ჭამა და ძლიერ ტკივილს იწვევდა,
- დედას მინდა ჩავეხუტო
ამოიჩურჩულა ისევ, დარიომ მის ჩურჩულზე მას შეხედა თუმცა არაფერი უთქვამს, ჩუმად აგრძელებდა მაშო ტირილს და ცდილობდა მონატრება ჩაეხშო.....



№1 სტუმარი სტუმარი მაია

კარგია მაგრამ გვიან-გვიან დებ და ინტერესს კარგავს

 


№2  offline წევრი ანკა გგ

სტუმარი მაია
კარგია მაგრამ გვიან-გვიან დებ და ინტერესს კარგავს

ვეცდები გამოვასწორო❤️ მადლობა❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი სტუმარი

Cool❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ნესტან

კარგია მაგრამ უფრო იძაბება მდგომარეობა მეგონა იქ ჩასვლის მერე მაინც ამოისუნთქევდა მაში მაგრამ იქაც გამოჩდა სალომე და დარიო არ მომწონს ეს ორი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№5  offline წევრი ანკა გგ

ნესტან
კარგია მაგრამ უფრო იძაბება მდგომარეობა მეგონა იქ ჩასვლის მერე მაინც ამოისუნთქევდა მაში მაგრამ იქაც გამოჩდა სალომე და დარიო არ მომწონს ეს ორი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

დიაახ, ბოლო-ბოლო ჩავიდა იქ სადაც შემდეგი თავიდან გაიგებთ თუ რას მოღვაწეობდა რატიი, აი ამიტომმ პრობლემებს ნამდვილად არამგონია დააღწიონ თავი, მადლობა რომ კითხულობთ❤️❤️❤️❤️

სტუმარი სტუმარი
Cool❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი ლოლაძე სოფიო

დადე რაა ახალი თავიი,გელოდებიიით

 


№7  offline წევრი ანკა გგ

ლოლაძე სოფიო
დადე რაა ახალი თავიი,გელოდებიიით

დავდე მაგრამ დიდხანს მოუნდა ატვირთვას❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent