შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორი ვიქნები 10 წლის შემდეგ?(თავი 2)


20-04-2023, 00:08
ავტორი Emka
ნანახია 1 139

- მიდი დე დაიწყე. რაც გაგახსენდება ყველაფერი მითხარი.
- ლანა, მე რა უნდა დავიწყო?! შენ მკითხე ნებისმიერი რამ და გიპასუხებ..
- რამდენი წლისაა ტატო?
- 29ის.
- დაბადების დღე როდის აქვს?
- 4 ნოემბერს.
- პროფესია?
- საკუთარი ქმრის პროფესიაც არ ახსოვს. ბიზნესმენია.
- არც ქმრის გვარი ვიცი დე.
- ტატო შენგელია. - უთხრა თუ არა დედამ მაშინვე ფეისბუქში დასერჩა. ცოტა ხნით გაოგნებული უყურებდა მის ფოტოებს. თითქოს სულ სხვანაირი პიროვნება უყურებდა ფოტოებიდან. საქმიანი იმიჯი, ტანსაცმლის მიუხედავად ლანას თვალი მაინც აღიქვამდა მის დაკუნთულ სხეულს. პირველად შეამჩნია, რომ ტატოს სწორი წარბები ჰქონდა, რაც მის სახეს უფრო მკაცრ იერს ჰმატებდა. ლამაზი, ვარდისფერი და სქელი ტუჩები ჰქონდა. ისე ახლა, რომ უფიქრდება წინა დღეებშიც ამ კაცის გარეგნობის მხოლოდ უარყოფით მხარეებს აღიქვამდა. მხოლოდ ახლა დაფიქრდა რა ძალიან სიმპატიურ ქმნილებასთან ჰქონდა საქმე. ფოტოებში ტატო არსად იღიმოდა, ცოტა საშიშ იერსაც ტოვებდა. აი ლანა კი ნერწყვს ვეღარ იკავებდა უკვე. თავადაც უკვირდა აქამდე წამითაც რატომ არ უფიქრია იმაზე, რომ ტატო გარეგნულად ზუსტადაც, რომ ჯდებოდა მის გემოვნებაში. ალბათ იმიტომ, რომ თავად ლანას უნდოდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ეს ყველაფერი აბსურდი იყო. შეჩვევის პროცესი უძნელდებოდა.
     აი ახლა კი უყურებდა თავისი ქმრის საქმიან იერს და... ჯანდაბა! მართლა ძალიან, ძალიან მოსწონდა. წამით ისიც კი გაუხარდა, რომ თავად იყო ტატოს ცოლი, ერთადერთი და განუმეორებელი ქალი მის ცხოვრებაში, ერთადერთი ვინც ტატოს მართლა უყვარდა და ადარდებდა. იმხელა კმაყოფილება იგრძნო, რომ მთელი კვირა თან გაჰყვებოდა.
     მერე გადაწყვიტა მისი, როგორც ბიზნესმენის შეფასება. ამაშიც ბადალი არ ჰყავდა ტატოს. საკმაოდ დიდი ბიზნესი საკუთარი შრომით შექმნა და ერთერთ წარმატებულ ახალგაზრდა ბიზნესმენად დასახელდა. როგორც ჩანს ტატო ქალებშიც პოპულარული იყო, თუმცა თავად არავის იკარებდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ლანა, მისი ცოლი იყო გამონაკლისი. ფოტოებს კარგა ხანი უყურებდა და ათავალიერებდა. რაც უფრო მეტ ფოტოსა და ინფორმაციას ნახულობდა ტატოზე მით უფრო მეტად მოსწონდა მისი პიროვნება. ნინაც ხელს არ უშლიდა, თავის საქმეს აკეთებდა და შიგადაშიგ გადახედავდა შვილს ღიმილით.
      - დედა ტატოს ოჯახზე ვერაფერი ვიპოვე აქ..
     - ვერც იპოვი საყვარელო. ტატოს არასდროს უყვარდა თავისი პირადი ცხოვრების სახალხოდ ჩვენება. ტატო ობოლია, 5წლის ასაკში მამამისმა მოკლა დედამისი და მერე თავიც მოიკლა. ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ეს მითხარი თავის დროზე შენ და მეტი არც ვიცი არაფერი. - ახლა ყველაფერი ცხადი გახდა. ამიტომ იყო ყველასთან ასე კარგად ტატო. თვითონ არ ყავს ოჯახი და ახლადშეძენილ ოჯახის წევრებს კი მუდამ სათანადოდ უფრთხილდება. ტატოს ერთადერთი ოჯახი სწორედ, რომ ლანას ოჯახია. უცბად ძალიან ეწყინა გაგონილი. არ უნდოდა ტატოს ასეთი ტრამვული წარსული ჰქონოდა და ახლა ამ ყველაფერს ლანას პრობლემური მეხსიერებაც დაემატა.
      ცოტა ხნით ლანა ოთახში შევიდა. ყველაფერზე დაფიქრება სჭირდებოდა. ცუდ გუნებაზე დადგა. უნდოდა რამით გამოესწორებინა, მაგრამ ასე მარტივიც არ იყო. იქამდე ათვალიერებდა ინფორმაციას ტატოს შესახებ სანამ არ გაახსენდა, რომ ხვალ ქეთოს დაბადების დღე იყო. მერე დაფიქრდა და ცოტა ეწყინა აქამდე მისი არცერთი მეგობარი, რომ არ სტუმრებია. მერე დედამისმა დაამშვიდა ' მე ვთხოვე ასე, რომ ცოტა ხნით მარტო დარჩენილიყავი და გარკვეულიყავი. რომ მიგეღო შენი ახლანდელი ცხოვრება და ზედმეტი ტრამვა არ მიგეღო ამდენი სიახლით. შეიძლება უარესი იყოს ასე ერთნაშად ყველა სიახლის გაგება, რაც ბოლო 7 წელში მოხდა. შენ თუ მოგინდება შენ ესტუმრე დე მეგობრებს რა პრობლემაა.'

       
      მერე იმაზე დაიწყო ნერვიულობა, რომ საჩუქარი უნდა ეყიდა. ასე სწრაფად სად რას აარჩევდა? პანიკაში ჩავარდა და სანამ არ აღმოაჩინა, რომ საჩუქარი უკვე ნაყიდი ჰქონდა იქამდე ვერ დამშვიდდა.

*****
       ქეთოს და გიორგის სახლი სრულიად უცხო იყო მისთვის. ვერც გიორგის ცნობდა, ვერც ბავშვებს. მაგრამ წამითაც არ უგრძვნია თავი გარიყულად ან ზედმეტად. ქეთოს რამდენიმე მეგობარი და ნათესავი ჰყავდა დაპატიჟებული. საბედნიეროდ მათგან ყველას იცნობდა და პრობლემაც არ იყო.
       - ალა კალგათაა უკვე. მაგალია. ახლა ნაკინებზე წაგვიკანს ხოლმე ანო. - პატარა ანდრია დას ღიმილით აცნობდა სიახლეს. ლანას კალთაში იყო მოკალათებული და სახიდან ღიმილს არ იშორებდა. ალა, რომ დაუძახა ბავშვმა ცოტა ეუცნაურა და მაშინვე ტატო გაახსენდა. მხოლოდ მისგან ჰქონდა აქამდე გაგებული 'ალა'.
      - რა იყო შენ მარტო ნაყინები მოგენატრა? ადექი ახლა და მე დამსვი ლანასთან. - ანა ძმას გაუბრაზდა და ცდილობდა ანდრია ლანას სიახლოვეს მოეშორებინა.
      - ანა დე, არ დამეხმარები ტკბილეულის გამოტანაში? ტყუილად ხომ არ გავუკეთეთ ლანას ბლინები? - და-ძმის ჩხუბის განეიტრალება სცადა ქეთომ და გამოუვიდა კიდეც. ანა მაშინვე წამოხტა და სამზარეულოში გაიქცა გახარებული.
       ლანა ჯერ გიორგის აკვირდებოდა, მერე ქეთოს და თავიდან იაზრებდა ამ ორს როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მერე მოულოდნელად ის კადრები ამოუტივტივდა ქეთოს ჰარი სტაილსის კონცერტის ორი ბილეთი, რომ მიუტანა და დაქალმა სიხარულისგან კივილი დაიწყო. ერთ კვირაში გიორგი და ქეთო ძალიან მაგარ დროს გაატარებენ კონცერტზე! ბავშვები სად უნდა წაიყვანონ ეგ არ იცის, მაგრამ მაგაზე წყვილმა იდარდოს.
       ანა გაუჩერებლად უყვებოდა ლანას თავის ამბებს. ქეთო და მისი მეგობრები კი ცეკვავდნენ. გიორგი შიგადაშიგ მოდიოდა და ჩაუკოცნიდა ბავშვებს ლოყებს, მერე კი ცოლთან ერთად ცეკვას უბრუნდებოდა. გოგოებმა ლანას აცეკვება მოინდომეს, ლანა კი ბავშვებს იმიზეზებდა. საბოლოოდ, ანაც აიყოლიეს ცეკვაში , აი აი ანდრიას კი ლანას კალთაში ჩაეძინა.
     - მომიყვანე წავიყვან საწოლში. - უთხრა ცეკვისგან აწითლებულმა ქეთომ.
     - მოიცადე, ეგრე გაეღვიძება. მე წამოვიყვან. - ლანა ფეხზე წამოდგა და ქეთოს გაჰყვა. პატარა ანდრიას ხელებს არ აშორებდა. ისე საყვარლად ეძინა, რომ ფუმფულა ლოყების დაკოცვნა მოუნდა, მაგრამ ბავშვის გაღვიძება არ უნდოდა და თავს იკავებდა.
      ანდრია ფრთხილად დააწვინა საწოლზე და მის გაბერილ ლოყებს სიცილით დახედა.
      - მეც მინდა ასეთი საყვარელი ბავშვი. არ გინდა მაჩუქო ცოტა ხნით? - ხუმრობით უთხრა დაქალს და ნელა აკოცა ანდრიას ლოყაზე. ისე რომ არ გაეღვიძებინა.
      - რად გინდა ანდრიას ჩუქება. ქმარი კი გყავს უთხარი და ეგაა. ყველა სურვილს შეგისრულებს. ბავშვის გაკეთება კიდევ ნამდვილად არ გაუჭირდება. - სიცილით უთხრა ქეთომ.
      - აუ ქეთო ნუ დამცინი! ვითომ არ იცოდე, რომ ტატო საერთოდ არ მახსოვს.
      - მომიყევი საერთოდ არაფერი გახსოვს?
      - ბოლო 7წლის განმავლობაში რაც მოხდა არაფერი. გახსოვს 21წლის ასაკში, რომ მოვყევი ავარიაში ბიძაშვილთან, ნიკასთან, ერთად? ტვინი აშკარად იმ მომენტს აპროვოცირებს, როგორც ჩემი ახლანდელი დაშავების მიზეზს. ავარია ხომ 3-4 თვის წინ მოხდა, როცა უკვე 27ის ვიყავი, ჩემს მეხსიერებას კი ჰგონია, რომ ჯერ ისევ 21ს ვარ და სულ რაღაც 1 კვირის წინ მოვყევით ავარიაში მე და ნიკა. მოკლედ, რომ ვთქვა ბოლო 7 წელი გამქრალია ჩემი ტვინიდან. მხოლოდ პირველ ავარიამდე არსებული მომენტებია, ასე რომ ჩემთვის მხოლოდ 21 წელია გასული. 28წლის დაბადების დღეს ყველაზე მაგრად შევხვდი. კომაში! - სიმწრით ჩაილაპარაკა ლანამ.
      - ნუ ბოდავ. სამაგიეროდ 29 წლის იუბილე იქნება დაუვიწყარი. სხვათაშორის ჩვენი წერილები გვაქვს წასაკითხი. ხომ გახსოვს 18წლისები, რომ ვიყავით მაშინ ვივარაუდეთ როგორი ცხოვრება გვექნებოდა 10 წლის შემდეგ. ახლა უკვე ორივე 28ის ვართ. შესაბამისად, ახლა ვნახავთ რამდენად კარგად ვიწინასწარმეტყველეთ მაშინ ჩვენი ახლანდელი ცხოვრება. მოიცა ვნახავ. - ქეთომ სულ რაღაც ორ წუთში ნახა წერილები და ორივე კითხვას შეუდგა.
       - მოდი ჯერ ჩემსას წავიკითხავ ქეთო. ჩემს მეხსიერებაში ხო სულ 3 წელია გასული ჯერ, მაგრამ კარგად არც მახსოვს რა ვიწინასწარმეტყველე.- თქვა ლანამ ღიმილით. 
      - მიდი აბა მითხარი რას ფიქრობდი მაშინ. როგორი გეგონე, რომ ვიქნებოდი 10წლის შემდეგ?
      - 'ესიგი, მე მგონია რომ 10წლის მერე უკვე გეყოლება ქმარი და ერთი შვილი და მე უკვე ნათლია ვიქნები. ასე მგონია, რომ  მაგარი ჯიგარი ქმარი გეყოლება, იდეალური ხასიათით.  ჟურნალისტი იქნები, უმაგრესი და ბევრ მაგარ ტიპთან ჩაწერ ინტერვიუს და მერე მე მომიყვები ხოლმე;დდდ  გოგო გეყოლება. და მაგრად გეცოდინება საჭმელების კეთება. გესტუმრები ხოლმე ხშირად რო მეორე შვილი ვიყო შენი და შიმშილით არ მოვკვდე(ნუ აქ ვაზვიადებ ცოტა. იმ დროს თუ საჭმლის კეთება არ მეცოდინება დაღუპული ვარ)'  - დაამთავრა ლანამ კითხვა. ეს ლანას ვარაუდი იყო, რომელიც ქეთოს მიმართ გამოთქვა ზუსტად 10წლის წინ.
      - ნახე ლანა, ქმარი, რომ კარგი მეყოლებოდა მაშინაც კი ხვდებოდი. იმაში შეცდი, რომ ერთი კი არა, ორი შვილი მყავს უკვე. ეგ მაინც როგორ ვერ გამოიცანი, შე ბანძო.
      - ახლა ის ვნახოთ შენ რამდენად გამოიცანი ჩემი მომავალი.
     - კარგი, მოიცა. წავიკითხავ ახლა. 'მოკლედ ლანა 10 წელში შენ იმუშავებ რაღაც კომპანიაში და იქნები უმაგრესი დიზაინერი, შეყვარებული გეყოლება , სახლი გექნება და იცხოვრებ მარტო ან შეიძლება ვინმესთან ერთად. გვექნება კარგი ურთიერთობა,წარმატებული იქნები შენ სამსახურში.'
     - აი შენც ვერ გამოიცანი. - ენა გამოუყო ლანამ დაქალს. - შეყვარებული კიარა ქმარი მყავს უკვე გენაცვალე. ვის ახსოვს თორე..
      ეს, რომ თქვა ლანამ ცოტა დაიძაბა აურა. საკუთარი ქმარი არ ახსოვს, რა საშინელებაა.
      - ისე მაგარი იყო, მაშინ როგორ გვაინტერესებდა როგორი მომავალი გვექნებოდა. რას გავაკეთებდით 10 წლის შემდეგ. რა სულელები ვიყავით მაშინ. ახლა კი იმდენი დრო გავიდა. იმდენი რამ შეიცვალა. ჩვენც შევიცვალეთ... - ქეთო საუბარს განაგრძობდა ბედნიერი, ბავშვური, მოცინარი სახით ლანა კი უკვე ვეღარ უსმენდა. მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა. ერთადერთი კითხვა ჰქონდა იმ წამს.
     - ქეთო რაღაცას გკითხავ რა.. შენ არაფერს დაგიმალავდი. მომიყევი ტატო მართლა ასე ძალიან შემიყვარდა, რომ მერე ცოლადაც გავყევი?
     - შეგიყვარდა კიდევ მარტივადაა ნათქვამი. ვიცი შენ არ გახსოვს და ალბათ დაუჯერებელიცაა შენთვის, რომ ასე ძალიან შეიყვარე ვინმე. ტატოს მერე ძალიან შეიცვალე. ისე შეგიყვარდა ვერც მიხვდი და საკუთარ თავთანაც ვერ აღიარებდი. სულ აჭიანურებდი ურთიერთობის გასერიოზულებას. ტატო ყოველთვის კარგად გიგებდა და მეც მიკვირს ასე მარტივად როგორ დაგარწმუნა ცოლად გაყოლაში. 1 თვე იყავით მხოლოდ შეყვარებულები. გემახსოვრება სულ ამბობდი შეყვარებული 3-4 წელი მაინც უნდა მყავდეს და მხოლოდ ამის მერე გავყვები ცოლადო. რამ შეგაცვლევინა აზრი ალბათ შენც ხვდები.
      - გამოდის, რომ მართლა მიყვარდა.
      - გიყვარდა კი არა გიყვარს ლანა, უბრალოდ არ გახსოვს.
      - და ვერც ვიხსენებ, შეიძლება არც არასდროს გამახსენდეს ქეთო!- ლამის ცრემლები წამოუვიდა ლანას ამის თქმისას.
     - და რა საჭიროა? ნურც გაგახსენდება. შეგიძლია თავიდან გაიცნო, დაუახლოვდე და დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ შენთვის თავის შეყვარება არ გაუჭირდება. უბრალოდ შანსი უნდა მისცე.
      - ძალიან რთულია გესმის? მის სიყვარულით სავსე თვალებს, რომ ვხედავ, ვხვდები, რომ ბევრი გვაკავშირებდა, მაგრამ ჩემს ტვინში სრული სიცარიელეა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ.  თითქოს ტატოს ვართმევ თავის სიყვარულს. საშინლად ვგრძნობ თავს.
      - სწორედ ეგ არის შენი შეცდომა, ჩემო ლამაზო. დანაშაულის გრძნობით არ უნდა უყურებდე ტატოს. ისიც ჩვეულებრივი ადამიანი, მასაც აქვს პრობლემები, რომლებსაც გადალახავს. არ არის შესაცოდი. ისეთები აქვს მაგ ბიჭს გამოვლილი ეს კიდევ არაფერია. ისედაც რთული ცხოვრება გამოიარა და მიჩვეულია ცხოვრებისგან ასეთი მტკივნეული დარტყმების მიღებას. აი შენ კი მგონი პრობლემაც არ იცი რას ნიშნავს! ისე ზრუნავდნენ შენზე მშობლები მუდამ. ახლა შენ ხარ დიდ თავსატეხში. შენთან ერთად თუ შენს გარეშე ის ცხოვრებას მაინც გააგრძელებს. სხვათაშორის აქეთ შენ გაქვს სანერვიულო, ასეთი კარგი ბიჭი ხელიდან გასაშვები არაა. თუ გაუშვებ იმ წამსვე წაგართმევს ვინმე. არ ვიცი როგორ არ გახსოვს ეგ ყველაფერი რა! ლამის ტირილამდე მიხვედი თავიდან მისი დაინტერესება, რომ ვერ მოახერხე. რომ გაიაზრე მისთვის ჩვეულებრივი რიგითი ქალი იყავი ლამის ჭკუიდან გადახვედი. რას არ აკეთებდი თვალში, რომ მოხვედროდი და თანაც ეგ ყველაფერი ბუნებრივად გაგეკეთებინა რამე, რომ არ ეეჭვა. გაგიჟებული იყავი უკან დასდევდი და იმას არკვევდი როდის სად იყო. უკვე ჩემს ლანას აღარ გავდი. რა შეშლილივით იქცეოდი მაშინ- სიცილით დაამატა ბოლოს ქეთომ.
      - არც ახლა მაკლია ბევრი შეშლილობამდე.
      - ერთხელ მახსოვს ძლივს მოახერხე მისი კომპანიის მენეჯერის დაინტერესება და...
      - მოიცადე ჯერ ის მითხარი სად შევხვდი პირველად, ასე ძალიან რატომ ავიკვიატე? - ლანა თითქოს ნაწყენი იყო იმით, რომ ასე ძალიან ცდილობდა თურმე წარსულში მამაკაცისთვის თავის მოწონებას და საკუთარ თავს აღარ გავდა ოღონდაც მისი ყურადღება მიეპყრო.
       - აუ ეგეც მაგარი ისტორიაა. საზღვარგარეთ იყავი გამოფენაზე და ზუსტად იქ იყო ფოტო, რომელზეც თავად ტატო შენგელია იყო გამოსახული. ვიღაც ახალბედა ფოტოგრაფს დაუკითხავად გამოუტანია საჯაროდ, თავისი გადაღებული კი იყო, მაგრამ ვიღაცის ფოტო ასე უთქმელად არ უნდა გამოფინო ამდენი ხალხის წინ. თუ ცნობადი სახეა ხომ საერთოდ.   გარეგნულად ისე ჯდება ტატო შენს გემოვნებაში, რომ იმ წამშივე გადაწყვიტე ყიდვა. მერე კი ნანობდი, მაგრამ რას იზამდი. ტატო ხომ იცი ცნობილი ბიზნესმენია და უამრავი ქალი ეხვია გარშემო. იმ ფოტოფრაფსაც ამოკვიატებული ჰყოლია. რომ გაიგო თავის ფოტოებს ყიდდა გამოფენაზე მაშინვე იქ გაჩნდა შენგელია.  მერე შენ მიყვებოდი დეტალურად ასე და ისე გამოიყურებოდა, რომ დავინახე ლამის მუხლები მომეკეცაო. შავი პალტო ეცვა და ისე ქარიზმატულად მოდიოდა ჩემკენ, თან ისე მიყურებდა თვალმოუშორებლად სულ ჭკუიდან გადავედიო. უკვე ფოტოს შეფუთვას აპირებდნენ, რომ მოსულა და უთქვამს ეს ფოტო არ იყიდებაო. შენ უთხარი უკვე ფული გადავიხადე ასე, რომ ვერაფერს შეცვლიო. მან კი ცინიზმით მოგიგო ასე ძალიან თუ გინდა ჩემი ფოტო შემიძლია შენთან ერთადაც გადავიღო და ის დაბეჭდე დიდადო. შენ კი გაბრაზებულმა იქვე რაღაცას დაწვდი და ფოტო შუაზე გაჭერი. მერე მიუბრუნდი  'აი ასე უფრო კარგად გამოიყურებითო'. მანაც ' რა სითავხედეა, ცოტა დაიწყნარე ნერვები თორემ შენნარი ვის უნდა მოეწონოსო'. მაშინ კი ვისკი გადაავლე ლამაზ სამოსზე და უკანმოუხედავად გამობრუნდი თითქოს არც გადარდებდა. მაგრამ ისე გაბრაზდი, რომ იმ წამსვე დაისახე მიზნად ამ კაცს თავს შევაყვარებ და მერე გავქრები მისი ცხოვრებიდანო. მთელ ცხოვრებას გავუმწარებო. ბოლოს შენც შეგიყვარდა, მაგრამ ცხოვრებას კი მაინც უმწარებ შენც ხედავ..
     - ნუ იცი ხოლმე ეს პერიოდული გველური გამოხტომები. გააგრძელე მიდი, ძალიან მაინტერესებს რა ვქენი მერე.
      - ხო იმის მერე კარგად გამოიძიე რას, როდის აკეთებდა და ძლივს დაგეგმე იდეალური გამოსავალი, რომ ხშირად მოხვედროდი თვალში და თან მისთვის ისიც არ გეგრძნობინებინა, რომ მისით დაინტერესებული იყავი. მოგწონდა კიდეც, მაგრამ არ აღიარებდი. ხოდა ამას გიყვებოდი ზუსტად. მის კომპანიასთან გააფორმე ხელშეკრულება და კომპანიის გრაფიკული დიზაინერი გახდი დროებით. თავი დაიფასე ვითომ შენი გაჩალიჩებული არ ყოფილიყო და ცოტა ხნით აწვალე კომპანიის მენეჯერი შენს დათანხმებაზე. მერე კი შეხვდი ძლივს. მახსოვს პირველად გიწევდა კომპანიაში მისვლა და ისე გამოიპრანჭე მეც ვეღარ გიცანი. ლამის გააფრინე და ყველაფერი დამილეწე საღამოს სახლში, რომ მომადექი 'დღეს კომპანიაში არ იყოო.' ძლივს დაგამშვიდე. მეორე დღესაც იდეალურად გამოეწყვე, აი ყველას რომ ჭკუიდან გადაიყვანდი. ყველაფერი იდეალურად გქონდა, მაგრამ რად გინდა. ტატოს კაბინეტში, რომ შედიოდი ზუსტად მაგ დროს გადაგიბრუნდა ფეხი და შენი შავი ქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლი წამში გადატეხე.  არა 'ბენეფიტიც' კი გქონდა, შენგელიას მკლავებში აღმოჩნდი, რომ არ დაეჭირე ალბათ კარგ დაჟეჟილობას მაშინაც აირტყავდი. მესამედ, რომ ნახე უკვე კორპორატიული იყო და ძალიან ლამაზი შავი კაბა გეცვა. ლამაზი მაკიაჟი გეკეთა და აქ მე ვყრიდი დორბლებს, იმას რა დაემართებოდა მე არ ვიცი. თურმე გოგონებთან ერთად საუბრობდი რაღაცას უცბად, რომ გამოჩნდა დარბაზში. ისე სიმპატიური იყო თვალი ვერ მოწყვიტე. ისიც დაჟინებით გიყურებდა თურმე. შენ ამბობდი ისეთი ვნებიანი თვალებით მიყურებდა, რომ მაშინვე მივხვდი ჭკუიდან გადავიყვანე ჩემი გარეგნობითო. ხოდა თურმე მაშინვე შენკენ წამოვიდა, თვალს არ გაშორებდა, გაგიჟებდა იქედან, შენც აღფრთოვანებული უყურებდი უკვე შენი ტვინი იძახდა 'აი მაინც გაგაბი მახეშიო.' გადამწყვეტი მომენტი ის იყო უცბად თვალი, რომ მოგაცილა და შენკენ მომავალი გზიდან გადაუხვია. მერე მოხდენილად გადაკოცნა შენთვის უცნობი, საკმაოდ ლამაზი ქალი. წელზე, რომ შეუცურა ხელი და გაუღიმა აი მანდ სულ მთლად გადახვედი ჭკუიდან.  საპირფარეშოსკენ აიღე გეზი და ნაბიჯი, რომ გადადგი ზუსტად იმ წამს შეეჯახე ოფიციანტს. კიდევ კარგი გადარჩი, ერთი ჭიკა გადმოუვარდა მხოლოდ და შენი კაბის უკიდურესი ქვედა ნაწილი დაასველა სასმელმა მხოლოდ. მაშინვე მოხვდი ყურადღების ცენტრში და იმ წამს მიხვდი, რომ ტატოც გიყურებდა. ისე გაბრაზდი საკუთარ მოუხერხებლობაზე და ტატოზეც, რომ იქვე მოსულ მეორე ოფიციანტს ჯერ ერთი ჭიქა ტონიკი ააცალა და მერე მეორე, ორივე დალიე და დაუბრუნე ცარიელი ჭიქები. მერე კი საპირფარეშოსკენ დაიძარი. უჰჰ ცოფებს ყრიდი... ისე მოგეშალა ნერვები, რომ კაბის დასველებული ნაწილი კაბას შემოახიე. აზრზე, რომ მოხვედი ვიღაცას რაღაც ბასრი გამოართვი, კაბას რაღაცები ააჭერი და გადააკეთე. დიზაინერის თვალი მაინც სულ სხვაა. ძალიან ლამაზი გამოგივიდა. ნუ თავდაპირველი მაინც ჯობდა, მაგრამ მაგასაც არაუშავდა. მერე მაკიაჟი შეიცვალე. წითელი პომადა წაისვი ღია ფერის ნაცვლად და თვალის ჩრდილებიც უფრო მკვეთრი გახადე. მკაცრ იმიჯს გაძლევდა ცვლილება. მერე კიდევ ცოტახნით გაერთე, დალიე. ისე მოგეშალა ნერვები ტატო, რომ არ გაქცევდა ყურადღებას, მალევე გადაწყვიტე წამოსვლა. ჰოპ... სად იყო და სად არა, ზუსტად მაშინ გამოჩნდა ვაჟბატონი წელზე ხელი მოგხვია და საცეკვაოდ წაგიყვანა. არც უკითხვას, მაგრამ შენც არ იყავი წინააღმდეგი. თან ნასვამი, რომ ხარ უფრო თამამი ხდები, შესაბამისად წინააღმდეგობაც არ გაგიწევია. ცეკვა, რომ დაასრულეთ 'გასაოცარი გარდასახვა იყოო' ჩაგრჩურჩულა. მადლობაო უთხარი უჟმურად და მაშინვე გამობრუნდი. გარეთ, რომ გახვედი და შენი მანქანისკენ დაიძარი ზუსტად იმ წამს გამოვიდა ტატოც და წაყვანა შემოგთავაზა. თავიდან უარზე იყავი, მაგრამ სხვა გზა არ დაგიტოვა ბოლოს მაინც დათანხმდი. მოსვლისას კი წაგკბინა 'შენ ჩემთან ერთად წამოსვლა, რომ არ გდომოდა ვერცერთი სულიერი დაგძრავდა ადგილიდან და მით უმეტეს ჩემს მანქანაში ვერ ჩაგსვამდაო', შენც რომ ჩემი ენამოსწრებული ხარ ' მთვრალი ვიყავი და ტაქსის გამოძახებას ისევ შენთან ერთად წამოსვლა ვარჩიე, როგორც ჩანს შეცდომა დავუშვიო' მიაძახე და მაშინვე გადმოხვედი მანქანიდან. მერე ერთხელ მოგიწია მის სახლში მისვლა და თავად ტატო არ დაგხვდა. მოსამსახურემ შეგიშვა და სანამ ტატო არ იყო ისარგებლე და იქაურობის თვალიერება დაიწყე. იქ ნახე რაც ნახე! ეგ იყო ნამდვილი შოკი, მთელი ღამე განვიხილავდით რისი ნიშანი იყო.
      - რა ვნახე ასეთი?
      - რა ნახე და...
      - ნუ მაწვალებ ქეთო დროზე... მითხარიი!!!
      - რა და...
      - ტატო მოვიდა. იუბილარი სტუმარს არ უნდა შეეგებო? რისთვის დაპატიჟე აბა? - ოთახში გიორგიმ შემოიჭყიტა და ღიმილიანი სახით გადახედა გაღიმებულ დაქალებს. ხო, არ გაგიკვირდეთ, ამ ამბების მოყოლამ ორივე ძალიან გაახალისა. 
       - ტატო აქ არის? შენგელია ტატო? - გაკვირვებული უყურებდა ლანა ჯერ ქეთოს, მერე გიორგის.
      - რა გიკვირს ლანა? ტატო მარტო შენი ქმარი კი არაა, ჩვენი მეგობარიცაა. - უპასუხა გიორგიმ და ქეთომაც დაუდასტურა.
       - მიდი, ადექი და გავიდეთ. - უთხრა ქეთომ ლანას, ფეხზე წამოაყენა და თმა გაუსწორა. ამასობაში გიორგიც გავიდა.
      - აუ ქეთო...
      - რა იყო ლანა?
      - რა და... ჯანდაბა! ძალიან აღელვებული ვარ... რა უნდა ვუთხრა საერთოდ?
     - ნუ ბოდიალობ, წამოდი!
     - კარგი მიდი, შენ წინ წადი და მე უკან გამოგყვები. - მართლაც ასე მოხდა. ქეთო წინ წავიდა. ლანა უკან მიყვებოდა, ქეთოს ზურგს ეფარებოდა ისე, რომ ტატოს თვალებს არ გადაწყდომოდა. რომ მიუახლოვდნენ მხოლოდ მაშინ ინება და ქეთოს ზურგს მოშორდა, გვერდით დაუდგა დაქალს. ტატომ ქეთოს მიულოცა, საჩუქარი გადასცა და გადაკოცნა. ქეთოს ძალიან გაუხარდა და მაშინვე ხტუნვა დაიწყო, მერე კი სიხარულისგან ტატოსაც ჩაეხუტა. მხოლოდ ახლა ინება ტატომ და თავისი თაფლისფერი თვალები მიანათა ცოლს. ლანამ გაუღიმა და იფიქრა, რომ ახლა სიმორცხვის დრო არ იყო.
      ქეთო, რომ მოშორდა ტატოს მერე გიორგის ჩაეხუტა. ლანა კი ქმარს ღიმილიანი სახით მიუახლოვდა და ლოყაზე ნაზად აკოცა. კაცმაც წამიერად წელზე შეუცურა ხელი და გაუღიმა. ორ წამში დაუსხლტა ხელებიდან მამაკაცს და მანძილი გაზარდა, თუმცა არც მზერა მოუშორებია მისთვის და არც ღიმილი სახეზე. საოცრად ახურდა სახეზე და უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მერე კი გოგონებთან ერთად ცეკვავდა. ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ზურგით იდგა იქვე მსხდომი გიორგისკენ და ტატოსკენ, რომლებიც რაღაცაზე სიცილით საუბრობდნენ. ლანა ამას ვერ ამჩნევდა, ვერც მათ სახეებს ხედავდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ტატო უყურებდა და ეს ახალისებდა. გოგონებმა ერთად აარჩიეს სიმღერები, ბევრი იცეკვეს და ცოტაც დალიეს. ამასობაში ანასაც ჩაეძინა. ლანა რომ მიხვდა მეტი ცეკვა აღარ შეეძლო, უკვე სუნთქვაც უჭირდა, მხოლოდ მაშინ მიტრიალდა და დასაჯდომად გაემართა. ტატო უკვე იქ აღარ იყო, არც გიორგი. ცოტა ხნით ჩამოჯდა და სუნთქვა დაირეგულირა. პარალელურად იქაურობას მოავლო თვალი. ბავშვებს ეძინათ, გიორგი და ტატო არ ჩანდნენ, დანარჩენები კი ისევ ცეკვავდნენ. მერე მოულოდნელად შენიშნა აივანზე მდგომი მამაკაცები. ერთმანეთს სერიოზული სახეებით ესაუბრებოდნენ. 'ნეტა რამე ხომ არ ხდება?' მაშინვე გაუელვა თავში. ბოლოს შენიშნა, რომ გიორგიმ მხარზე დაკრა ხელი, ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და ოთახში შემობრუნდა. ლანა მაშინვე ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა. ცივი ჰაერი ესიამოვნა და ღრმად ამოისუნთქა. ტატომ, რომ გაიაზრა ლანაც იქ იყო მისკენ მიტრიალდა. გოგონა ამას არ დაუბნევია, პირიქით, მზერის მოუშორებლად დაუდგა წინ. გაუკვირდა, გაუკვირდა ის, რომ ტატოს თვალებში ემოციას საერთოდ ვერ კითხულობდა. არც ლანას გაუაზრებელი ქცევები იყო მამამაცისთვის დამაბნეველი, ტატო ისე უყურებდა მალე ალბათ ლანა დაიბნეოდა. მამაკაცის თვალები უძირო, ღრმა, მაგრამ უფერული იყო, უემოციო, დამაინტრიგებელი, საიდუმლოებით მოცული...
      სიმპატიური იყო. აი ზუსტად იმ წამს. საშინლად სიმპატიური ეჩვენა. წვერი აღარ ჰქონდა, თმაც გადაეპარსა, სწორი წარბები მის სახეს და მის გამოხედვას საოცრად აკვდებოდა. ლამაზი ფუმფულა, ვარდისფერი ტუჩები ისე გამოიყურებოდა, რომ... რომ მოულოდნელად დაარტყა თავში იდეამ და მაშინვე შესრულებაზე გადავიდა. მისი ტუჩებიდან მზერა ტატოს თვალებზე გადაიტანა და ემოცია კვლავ ვერ ამოიკითხა.
      - არ გინდა, ლანა, არა!- სანამ გაიაზრებდა, რომ ტატო ჩანაფიქრს მიუხვდა ან რომ ალათი კი არა ლანათი მიმართა, მანამ აიწია ფეხის წვერებზე და მამაკაცის ტუჩებს შეეხო თავისი ბაგეებით. ტატო, რომ არ აჰყვა კოცნაში ძალიან გაუკვირდა. სამაგიეროდ თავად შეახო ხელი მამაკაცის ყბის ძვალს და უფრო მეტად მიეტმასნა სხეულზე კოცნა რომ გაადვილებოდა. ჯერ ზედა ტუჩი მოიქცია თავის ტუჩებს შორის, მერე კი, მერე უცბად მოშორდა და უკან დაიხია. ვერაფერი იგრძნო, არც ჟრუანტელი, არც პეპლები, საერთოდ არაფერი და გულში რაღაც საშინლად ჩაწყდა. უკვე იწყებდა მის მოწონებას, მაგრამ... უკვე ისიც აღარ აფიქრებდა, რომ თავად მამაკაცი არ აყოლია კოცნაში. ტატოს, რომ გახედა ის უკვე იქ აღარ იდგა. ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ლანა ვერ მიხვდა როგორი ღიმილი იყო ეს დამცინავი, ჩვეულებრივი, ბუნებრივი თუ როგორი და ნერვები მოეშალა, რომ ვერ ამოიცნო ... მერე დაინახა, რომ ტატომ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ერთი ღერი მომაკვდინებლად მოიქცია ტუჩებს შორის და მერე მოუკიდა, საშინლად ესიმპატიურა იმ მომენტში, იმ ღამეს, ქეთოს აივანზე... მის ტუჩებზე რომ გადაიტანა მზერა მერე კიდევ ერთხელ გაუელვა თავში წინა მომენტმა და თავიდან ჩავარდა შოკში კოცნისას ვერაფერი, რომ ვერ იგრძნო.
     - შენ რა ეწევი?
     - რამე პრობლემაა?- უხეშად მოხვდა ტატოს სიტყვები ლანას ყურს. ცოტა კი ეუცნაურა, მაგრამ დიდად ყურადღება აღარ გაამახვილა.
       უცბად ისეთი შეგრძნება დაეუფლა ლანას, თითქოს თავბრუ უნდა დაეხვასო. თვალები დახუჭა და მოაჯირს ჩააფრინდა ორივე ხელით, მაგრამ ნაზად, ფრთხილად და აუღელვებლად ტატოს რომ არაფერი ეეჭვა.
      უცბად რაღაც მოგონება დაუდგა თვალწინ და საიდანღაც ხმაც ჩაესმოდა.

     
     - ვიცი გამიბრაზდი, მაგრამ ნუთუ შენი საყვარელი შოკოლადების ხარჯზე მაინც არ შემირიგდები? - ტატო იყო, გაღიმებული სახით ესაუბრებოდა ლანას.
     - რანაიარი ხარ რა ტატო, გაბრაზებასაც არ მაცდი... - უთხრა და შოკოლადი ხელიდან ააცალა.
      - იცოდე მაინც გაბრაზებული ვარ! - ლანას კატეგორიულ ხმას მისი მოცინარე სახე თითქოს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ეტყობოდა უკვე ნაპატიებიც კი ჰქონდა.
      - ნუ მატყუებ მაინც, ხომ იცი ვხვდები. - უთხრა ტატომ და ლოყაზე ნაზად აკოცა. უცნაური შეგრძნება იყო, თითქოს მართლა იგრძნო მამაკაცის ტუჩები ლოყაზე და იმ წამსვე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მისი ქოქოსის სუნიც იგრძნო. პირველად გაანალიზა, რომ ტატოს მუდამ სასიამოვნო ქოქოსის სუნი ასდიოდა. ქოქოსი კი ამ ბოლოს ძალიან შეუყვარდა ლანას და არა მარტო ქოქოსი, როგორც ჩანს.
      
     
   უცბად აივნის კარი გაიღო და ამ ხმამ გააქრო მოგონება, უკან მიიხედა, მაგრამ ვერავინ შეამჩნია. როგორც ჩანს წყვილი მარტო, რომ დაინახა უკან გაბრუნდა ვიღაც. ამაზე დიდხანს არც უფიქრია, რადგანაც ახლა თვალწინ მეორე მოგონება დაუდგა.

   

       - ტატო, ტატო, არ გამიშვა ხელი.. გთხოვ... გთხოვ... - ლანა, როგორც ჩანს როლიკებზე იდგა და წონასწორობის დაცვა უჭირდა.
       - აქ ვარ ალა.. ხელს როგორ გაგიშვებ ხომ კარგად ვარ? - გაიცინა ტატომ. ლანასთან ახლოს მივიდა, გოგონაც მაშინვე ჩაეხუტა.
       - უბრალოდ ეცადე წონასწორობა არ დაგერღვეს, დანარჩენი უკვე მარტივია. - უხსნიდა მშვიდად ტატო, ის კი არ იცოდა ლანამ უკვე მშვენივრად, რომ იცოდა სრიალი და ბიჭს აწვალებდა. ან შეიძლება იცოდა და არ იმჩნევდა? ლანა იაზრებდა, რომ იმ მომენტში ყველაფერი სხვანაირად იყო. გრძნობდა, რომ მაშინდელი ლანა ყველაზე დაცულად, ბედნიერად და სრულყოფილად თავს ტატოს გვერდით გრძნობდა.

       - დროა რაღაც გითხრა... - ჩაესმა ტატოს ხმა და გაუკვირდა. მისი სიტყვები თითქოს კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. მერე წამიერად გაიაზრა, რომ რეალობაში მყოფი მამაკაცი ესაუბრებოდა და მთელი სხეულით მიტრიალდა მისკენ.
        - კი, დროა მითხრა! - უთხრა უხეშად და გაირინდა.
        - ვფიქრობ გაგეხარდება. - აქ ტატომ იმხელა პაუზა გააკეთა, რომ გოგო ლამის ჭკუიდან გადავიდა. კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა და კვამლი ფილტვებიდან მშვიდად ამოუშვა.
      - გისმენ! - უთხრა კატეგორიული ტონით. ტატომ ზუსტად ახლა ჩახედა თვალებში ლანას, თვალები ოდნავ ამღვრეული ჰქონდა თითქოს.
       - განქორწინების საბუთები მზადაა, შემიძლია დღესვე გამოგიგზავნო. - იმდენად მოულოდნელი იყო ლანასთვის ეს სიტყვები, რომ თავიდან ვერ გაიაზრა. გაკვირვებული სახით უყურებდა, ტატო აშკარად პასუხს მოელოდა, ლანა კი ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, ჯერ ვერც იაზრებდა, ამიტომაც მხოლოდ თავი დაუქნია ოდნავ. იმის ნიშნად გავიგე, რასაც მეუბნებიო.
       - ხელს, რომ მოაწერ გამომიგზავნე - თქვა ბოლოს ტატომ და იქიდან გაუჩინარდა. ლანა წამით გაჰყურებდა ჩაბნელებულ სივრცეს და მერე მოულოდნელად ხმამაღლა დაიწყო საუბარი.
      ' განქორწინება? საბუთები? კი, მაგრამ რატომ? ასე მარტივად მთმობს? მაგრამ ის ხომ მომლოდინე თვალებით მიყურებდა. ალბათ ელოდა, რომ უარს ვეტყოდი, მე კი სულელივით დავუქნიე თავი. რა სულელი ვარ.'
     ' რა სულელი ვარ! სულელი! რატომ დავუქნიე თავი? აი რატომ? '
      უცბად მოტრიალდა და სირბილით შევიდა ოთახში.
      - ტატო სად არის? - იკითხა თუ არა მაშინვე კარებისკენ მიუთითეს.
       გარეთ გაიქცა და ლიფტთან მივიდა. თითი მიაჭირა, მაგრამ, რომ მიხვდა დიდი დრო დასჭირდებოდა ლიფტს მოსასვლელად, მაშინვე ფეხით ჩაუყვა კიბეებს. ქუსლიანი ფეხსაცმელი ხელს უშლიდა, ამიტომაც წამში გაიხადა და იქვე მიყარა. ძალიან, ძალიან სწრაფად ჩარბოდა. გარეთ, რომ გავიდა ტატოს თვალი ვერ მოკრა. ალბათ მანქანაში ჩაჯდა. მაგრამ ლანას ისიც არ ახსოვდა როგორი მანქანა ყავდა თავის ქმარს. მერე მანქანის სწრაფად დაძვრის ხმა გაიგო და მიხვდა, რომ უკვე წავიდა..
      გაუაზრებლად ქვითინი აუტყდა. არ უნდოდა განქორწინება. უბრალოდ დრო სჭირდებოდა...
      თავადაც ვერ იაზრებდა რას აკეთებდა. ახლა ქეთოსთან ვერ აბრუნდებოდა, ამიტომაც სახლისკენ აიღო გეზი. ერთი ის ახარებდა, რომ ახლოს ცხოვრობდნენ. 10წუთის სავალი იყო ალბათ. მირბოდა, თან ცრემელბს იწმენდდა და თავს იმშვიდებდა.
      ' კარგად ხარ! ლანა, კარგად ხარ! დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება...  ... უჰჰჰ მოგვარდება?' ისევ თავიდან გადმოსცვივდა ცრემლები. იმასაც ვერ მიხვდა ასე ძალიან რატომ განიცდიდა. უბრალოდ საბუთებია, თუ არ უნდა არც მოაწერდა ხელს და მორჩა.
      და ზუსტად იმ წამს გააცნობიერა, რომ ახლა ის საბუთები კი არ ატირებდა, არამედ თავისი საქციელი აბრაზებდა. ასე როგორ დაუქნია თავი, არადა დარწმუნებული იყო ტატო უარს მოელოდა ლანასგან, მან კი საბოლოოდ ატკინა ტატოს.
      ადრე ტატოს გრძნობები, იმიტომ ადარდებდა, რომ თავს დამნაშავედ აგრძნობინებდა. ახლა კი სხვაგვარად იყო... ახლა ტატოს ტკვილის გრძნობდა და მის იმედგაცრუებას განიცდიდა.
       სახლის კარზე, რომ დააკაკუნა იმ წამს მოიწმინდა ცრემლებიც და თავი საბოლოოდ დაიიმედა ' ყველაფერი კარგად იქნებაო'. კარი, რომ დედამ გაუღო და მის თვალებს, გადააწყდა თავი ვერ შეიკავა და ისევ ატირდა.
      - დე, დედა, განქორწინების საბუთები... საბუთები უნდა... გამოგიგზავნოო. - ძლივს ამოთქვა სიტყვები და დედამისს ძლიერად ჩაეხუტა.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა კარგი ნაწარმოებია საინტერესო იმედია ყველაფერი გაახსენდება ლანას ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№2  offline წევრი Emka

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა კარგი ნაწარმოებია საინტერესო იმედია ყველაფერი გაახსენდება ლანას ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები


მადლობაა <3 მიხარია თუ მოგწონსს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Eka

მეც მინდა ჰარის კონცერტზე. იმედია მალე დადებ????

 


№4  offline წევრი Emka

სტუმარი Eka
მეც მინდა ჰარის კონცერტზე. იმედია მალე დადებ????

იმედია მალე დავდეებ ;დდდდ
მეც მინდა კონცერტზე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent