შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (16 თავი)


15-11-2019, 00:57
ავტორი gabi du
ნანახია 2 809

შეშლილივით შეგლიჯა სააბაზანოს კარი. ტატოს სარკე დაემსხვრია და სისხლით შეეღება სხეული მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა და გამეტებით ურტყამდა მუშტებს ყველაფერს რასაც ხედავდა. კატო ხელში ჩააფრინდა.
- ნუ აკეთებ გეხვეწები... გეტკინება ტატო დამშვიდდი. -ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი და ცდილობდა მოხვეოდა.
- ჯერ მიშორებ. რაც გიცნობ ნერწყვის ყლაპვაში ვარ. მაგრამ არასოდეს წავსულვარ შენი ნების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ მიყვარფი და პატივს გცრემდი კატო. მითხარი დრო მჭირდებაო... სი*ივით ვიცდი და სახლში გიგა მხვდება... რომელიც უნდა დამეხმაროს თურმე. მაგის დედა მო***ან და მაგის ჯიში მოვ**ან. - უარესად აყვირდა და ახლა კარს დაუშინა წიხლები.
- აი აქ გკოცნიდა არა? აი აქ? - თმაში ჩააფრინდა გოგოს. ძლიერად მოქაჩა და მიიზიდა. ასე თრევით შეიყვანა საძინებელში, საწოლზე დააგდო და ზემოდან მოექცა.
***
როგორღაც მოახერხა წელი აეთრია... განადგურებული, გათელილი და დამცირებული გოგო ტანსაცმლის ნაგლეჯებს ზიზღით იშორებდა ტანიდან. როგორ ერთ წუთში გაცამტვერდა და დაცოტავდა საყვარელი ადამიანი. ამ წუთას არაფერს გრძნობდა გოგო. ვერც წყენას, ვერც ზიზღს... სულერთი გამხდარიყო ყოველივე. დაკაწრული, ჩალურჯებული სხეული გრძელმკლავიან შავ კაბაში დამალა. მხოლოდ ფული და პასპორტი აიღო. კიდევ ერთხელ ტკივილით გახედა ოთახს სადაც ბედნიერი იყო და ამავდროულად დიდი ტკივილის მოწმე გამხდარიყო. სირბილით ჩაირბინა სადარბაზო და წინასწარ გამოძახებულ ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა უმისამართოდ...
***
მთელი სიჩქარით მიჰქროდა ტრასაზე. მოულოდნელად ნაცნობ მერსედესს მოჰკრა თვალი ერთ-ერთ სასტუმროსთან რომ გაჩერდა. იქიდან კი გიგასთან ერთად მომღიმარი სახით გადმოვიდა ნინო. წყვილმა ხელი ჩასჭიდა ერთმანეთს და სიცილ-კისკისით შევიდნენ სასტუმროში. ტატოს ტვინში სისხლი ჩაექცა.
- ჯანდაბა... რა გავაკეთე... რა გამაკეთებინეთ... რა გავაკეთე... - ღრიალებდა და ისედაც დასერილ მტევნებს გამეტებით უშენდა "ტორპედოს". სასწრაფოდ მოატრიალა მანქანა. რამდენიმე წუთში დაფარა სახლამდე მანძილი. სადარბახოს კიბეებზე მიმავალი ღმერთს ევედრებოდა ოღონდ დახვედროდა ცოლი. ოღონდაც მიესწრო. ..მაგრამ ის არ დახვდა... არსად იყო და ამავდროულად ყველგან. მიხვდა, რომ დაკარგა. უკვე სამუდამოდ. იმ ბალიშზე რომელიც რამდენიმე საათის წინ ნაწამები გოგოს ცრემლებით იჟღინთებოდა გაკრული ხელით ნაწერი ბარათი დახვდა.
" არ მწყინს რაც ჩაიდინე. მნიშვნელობა არა აქვს როგორ და რა ვითარებაში. მიხარია, რომ მისი გავხდი ვინც მიყვარდა. გპატიობ ყველაფერს უნდობლობის გარდა.
მაინც შენი კატო ..."
მოსპო და გაანადგურა ნანახმა. როცა გაიაზრა რა ჩაიდინა. როგორ ატკინა და დასწყვიტა გული ადამიანს, რომელსაც კარგად იცნობდა. იცოდა მისი ხასიათი, ჩვევა... მაინც არ დაუჯერა და ასე უმოწყალოდ გასწირა. იმ დღეს ლანა ძლიერი დაჟეჟილობებით საავადმყოფოში მოხვდა. ტატომ კატეგორიულად აუკრძალა ლილის მისი მონახულება. სამუდამოდ მოიგლიჯა გულიდან უმცროსი დის სიყვარული. და არამარტო დის საერთოდ დაივიწყა ცნება სიყვარული, სიხარული, ღიმილი... სამსახურს თავი დაანება. წვერი და თმა მოუშვა. მხოლოდ შავ სამოსს ატარებდა. ფეხით დადიოდა და ქუჩა-ქუჩა დაეძებდა საყვარელ ქალს. ლილის აქამდე შვილის უსე*სობა აწუხებდა ახლა კი საერთოდ გამოეცალა იგი ხელიდან. ორ ცეცხლს შუა იწვოდა. ერთ მხარეს ტატო იყო. მეორე მხარეს ლანა. ორივე შვილი სიგიჟემდე უყვარდა. არცერთი ეთმობოდა დასაკარგად თუმცა კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ლანას საქციელის სიმძიმე და ამიტომაც ტატოს უჭერდა მხარს. თავადაც დამნაშავედ გრძნობდა თავს რძლის წინაშე უკვე მეხუთე წელი იწურებოდა კატოს წასვლიდან და თვალზე ცრემლშეუშრობლად ყოველ დღე ევედრებოდა უფალს მის გამოჩენას. ოღონდაც ცოცხალი და ჯანმრთელი ეპოვათ.
ლეილა ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდა. სადღაც გამქრალიყო ერთ დროს დიდებული ქსლი მედიდური მზერით. დახვეწილი მიხრა-მოხრითა და ძალიან ლამაზი პირისახით. იცოდა, რომ ლომის წილი მიუძღოდა კატოს გაუბედურებაში და რას არ მისცემდა ოღონდაც შეძლებოდა რამე შეეცვალა.
***
-ტატო! ტატო სად არის? -აღელვებული შეიჭრა სახლში იოსკა. რომელიც იქვე მჯდომ ლილის არც მისალმებია.
- რამოხდა მშვიდობაა? -ფეხზე წამოდგა ქალი.
- ტატო უნდა ვნახო სასწრაფოდ. მგონი კატო ვიპოვეთ. - ლილის ცრემლებმა დაუნამა სახე.
- მადლობა ღმერთო - დაიჩურჩულა და ორივეს მზერა კართან გახევებული მზერისკენ მიიმართა.
- სად არის? -ძლივს მოახერხა ორი სიტყვის თქმა. მთელი სხეული უკანკალებდა. საფეთქელზე ძლიერ მოჭერას გრძნობდა და ღმერთს ევედრებოდა ოღონდაც ახლა არ ემტყუნა და გული არ წასვლოდა.
- სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად დარეგისტრირდა ვინმე კატიუშა ჩხაპელია. კატოსაც ხომ ესე უწერია პირადობაში? ასაკი და ფიზიკური მონაცემები ემთხვევა. გარდა ერთისა.
- და რა არის ის ერთი?
- 4 წლის შვილი ჰყავს... -იოსკამ არ იცოდა ტატოს "ვაჟკაცობის" შესახებ და ამიტომაც ყოყმანობდა. ტატომ გონებაში გადათვალა თვეები და იქვე ჩაიკეცა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ეჰ ტატო, როგორ გამიცრუე იმედები. არ მეგონა ასეთი სუსუტი თუ იქნებოდა. ლანასნაირი დის ყოლას სულა არ გყავდეს ჯობია. არ მესმის ასეთი უგულო როგორ უნდა იყო. გამოდის შვილი ჰყავთ ტატოა და კატოს. საბოლოოდ მაინც მეცოდება ტატო და რა ვქნა

 


№2  offline წევრი ნაამა

ნაბი/ვარივით იქცევა ტატო.. ვსო შემაძულა თავი საყავრელ ქალს ეგრე როგორ მოექცა, როგორ არ ენოდ? ამდენი ხანია იცნობს და განა შეიძლება არ ენდო იმ ადამიანს ვისაც 5თითივით იცნობ? ნაგავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent