დრო! თავი 21
..... ტაქსის მძღოლმა სახლის წინ გააჩერა თუ არა თანხა მიაწოდა ანანომ მამაკაცს და მანქანიდან გადავიდა, სამუშაო ფორმის გარეშე სხეულის ლამაზი ფორმა ზედმეტად გამოკვეთოდა ტანზე მომჯდარი სამოსით, თეთრი დაშლილი მაღალწელიანი კაბა წვივებამდე და სხეულზე მომჯდარი ტოპი ეცვა, ლამაზად მიაქნევდა თეძოებს და დაღლილი ხელში აქანავებდა შავ პატარა ჩანთას, "ჭიშკარი" შეაღო თუ არა სახლის კიბეებზე ჩამომჯდარი ვაჟა რომ შეამჩნია უცებ შეკრთა მისი ამოცნობისას კი ჩაეცინა და თავი გადააქნია - შემაშინე, დაბალხმაზე ამოთქვა და მისკენ ისევ ნელი ნაბიჯებით წავიდა, ხარბად ათვალიერებდა ვაჟა ქალს და ის ფაქტი რომ ახლა ანანოს მისი ერქვა საოცრად აკმაყოფილებდა, - ვიღაცა ზედმეტად დაიღალაა, სიტყვა გაწელა მამაკაცმა და ნელა წამოდგა, - საშინელებაა იყოო ამაზე დიდი ქორწილი ბოლოს მაშოსთან იყო დაა მაგას პლიუსს აქ ზედმეტად დამღლელი იყოო, უბრალოდ უნდა სდიო ტორტებს აჰჰჰჰჰ, საუბარშივე ახლოს მიდიოდა და მისი სმენით გართულმა ვაჟამ წელზე ნაზად მოხვია ხელები და ანანომაც სიტყვის დასასრულს ამოკვნესით გადაწვა ვაჟას მკლავზე ცალი ფეხიც ჰაერში აწია და ჩანთა ხელიდან გააგდო, ძლიერი დაღლა გამოხატა ამ საქციელით და ვაჟამაც მკლავზე გადაწვენილს დახედა ნელა გადაიწია მისკენ და გამოჩენილ ლავიწზე ნაზად აკოცა, - ანუ ვერსადაც ვერ გავალთ, ამოილაპარაკა ვაჟამ ისევ ანანოს ყურებაში გართულმა და მის სიტყვებზე ანანოც უცებ გასწორდა, - ხო არ მიწყენ არა? - დებილო, გაიცინა ვაჟამ გასწორებულ ანანოს შეხედა რომელმაც ჩანთა აიღო, უცებ დაიხარა და პატარა ბავშვივით ცალი ხელით მაღლა აწია, - რაშვებიი ერთი ამოილაპარაკა ხელში გასაღებ მომარჯვებულმა და მამაკაცის მხარს ჩაავლო ხელი, რომ არ გადავარდნილიყო, - გასაღები, ბრძანა ვაჟამ თან ცალი ხელით გამოართვა გასაღები და სახლის კარები გააღო, - ნელაა თავს ნუ წამაძრობ, გაიცინა ანანომ როცა ვაჟა დაიწია რომ ანანოს კარებისთვის თავი არ მიერტყა და ვაჟა რომ უცებ გასწირდა შიშით რომ თავს აარტყავდა ანანომ უცებ იკივლა, - ვაიიჰ, ამოიგმინა ვაჟამ და ჰაერში მყოფს მოემსახურა სავარძელში ჩასვა, მაღალქუსლიანები მოაშორა, ჩანთაც გამოართვა და თმა სრულად გაუშალა, ღიმილით აკვირდებოდა ანანო და როცა ეგონა რომ მორჩა ვაჟამ ახლა სარკესთან გადასვა სადაც შეძლებდა მაკიაჟის მოშორებას, - რომელით აბა? იკითხა თუ რომელი ხსნარით უნდა მოეშორებინა ანანოს მაკიაჟი და ანანომაც ბოთლი და გამოყვანილი 'ბამბა' მიაწოდა, წყნარად და უხმოდ აშორებდა სახიდან მაკიაჟს მართალია უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი ემჩნეოდა, თუმცა ნელ-ნელა ხვეწავდა კიდეც, - ახლა? - შეგიძლია წყლიანი სალფეთქი მომაწოდო, თითის გაშვერითვე ანიშნა და ვაჟამაც უცებ მიაწოდა, თავად მოისვა ანანომ სახეზე სალფეთქი და ბოლოს ვაჟას შეხედა - ვსიო? იკითხა თუ არა უხმოდ დაუკრა ანანომ თავი და ვაჟაც უცებ წვდა ნაკვთებზე, მთელი სახე დაუკოცნა არხერთი ადგილის გამოტოვებით და ანანოც ცდილობდა როხ-როხი არ დაეწყო ყოველ კოცნაზე თვალებს ხუჭავდა და ვაჟას თავის სახეზე წავლებულ ხელებს ეჭიდებოდა..... ...... სახლში შევიდა თუ არა სავარძელში ჩაეშვა და ტელეფონს დაავლო ხელი მესიჯი გახსნა მაშინვე და ბარბარეს ჩატში შევიდა თავისიდან გაგზავნილი ფოტოები რომ ნახა გაახსენდა მაშო და მაშინვე პროფილზე გადავიდა თითქმის ყველა მისი ფოტო დაათვალიერა და ღიმილით დაუბრუნდა ჩათს პასუხი გასცა და ამავდროულად ისეთი რომ ბარბარესგან პასუხი აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, ტელეფონი კმაყოფილმა გადადო და საათს ახედა პირველი საათი იყო დაწყებული თვალები გაუფართოვდა და ისევ ტელეფონს დაწვდა, ' ვაფშე ამ დროს საიტზე რატო ხარ? ოთხი ხოა დაწყებული?' კიდევ ერთი კითხვაც და ბარბარემაც მაშინვე ნახა მესიჯი გაეღიმა დემეტრეს და ისევ ჩაეშვა დივანში ' აა გასაგებია' ჯერ დემეტრეს პირველ მესიჯს გაცა პასუხი რაც დემეტრეს საერთოდ არ ესიამოვნა და მოუთმენლად დაელოდა მეორეს ' კიი მარა არ მეძინება რავიცი, ალბათ გარკად ვერ დავიღალე დღეს' მესიჯს სიცილის ემოჯები მოაყოლა და დემეტრემაც მესიჯის წერაშივე გადაიძრო მაიკა, ' რას ჩალიჩობ? ' მესიჯი გაგზავნა და პასუხამდე მოასწრო გამზადება და ბარემ თბილ დიდ საწოლში ჩაწვა, ოთახში ისე სასიამოვნოდ გრილოდა გარეთ გასვლა მთელი ზაფხულის მანძილზე არ მოგინდებოდათ, ' არაფერს ვწევარ მოწყენილობაა არადა ვერ ვიძინებ' ერთი ჩაფიქრება და ' ვრეკავ! თავი უნდა გაგაცნო ' დააყოლა და როცა მესიჯი წაიკითხა ბარბარემ და როცა არაფრის მოწერას აპირებდა დემეტრემაც თავისუფლად დარეკა კამერის გარეშე...... ...... უკვე რამდენი ხნის ასული იყო ოთახში რატის ბრძანებით და 'ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან' თეოდორეს ემესიჯებოდა თუმცა ამავდროულად ვიდეოებით ირთობდა თავს ხან თვითონ აჯავრებდა მოცეკვავეებს და იცინოდა, ვინაიდან არანაირი საქმე ჰქონდა ხატვა მოინდომა თუმცა არანაირი ნივთები არ ჰქონდა, ჩანთა გადმოატრიალა ოთახშიც ეძება რამე ფურცელი თუმცა ვერაფერი ნახა რვეულში დაიწყო კალმით ახალი კაბის შექმნა და ეს კაბა ქორწილისთვის მალე მზად იქნებოდა, მართალია ამ კაბის ხატვას ორ საათზე დიდხანს მოუნდა თუმცა იმაზე მეტად კმაყოფილი იყო ვიდრე ოდესმე თავის გამოგონილი ნაშრომით, მოსაცმელს იქვე მიუწერა ზომა, დანომრა და გაფორმებისთვის აბრეშუმის სქელსა და გრძელ მოსაცმელს გვერდზე ლურჯი ვარდებით გაფორმება გაუკეთა ნახატშიც საოცრება იყო, არც ზედმეტად ფუშფუშა ტანი ზედმეტად ლამაზად უნდა გამოეკვეთა, ნახატი ორად გაკეცა და ტუმბოზე დადო მუსიკები გამორთო და შემდეგ ახედა საათს, უცებ შემოირტყა ხელი შუბლზე, - ვაიი შე გაჭირვებულოოო სიტყვის გაწელვით ამოთქვა და სწრაფად დაფაცურდა, საწოლში ვერ დაწვებოდა რადგან მისი თითები გაფერადებული იყო, სწრაფად გამოვიდა ოთახიდან თავის საყვარელ მოკლე შორტ-პიჟამოში და ბრეტელებიან შორტსავე მაიკაში რომელიც შავი ფერის იყო და თეთრი მრგვალი კოპლები ჰქონდა, რატის კარებს გვერდი ჩაუარა ნელა და იქიდან შრიალის ხმა რომ გამოდიოდა უცებ გაკვირვებისგან შეკრა კოპები თუმცა არ შეიმჩნია გვერდი აუარა და შემდეგ სირბილით ჩავიდა კიბეებზე სწრაფად გადაიბანა ხელები და უკან დაბრუნებისას რატის კარებთან შეჩერდა სიჩუმე იყო არანაირი ხმა აღარ გამოდიოდა ყური მიადო მაშომ კარებს და ისევ სიჩუმე იყო, " მაშა" ერთ რატის ამოგმინებაზე უცებ გასწორდა მაშო იფიქრა მასაც არ ეძინა და გაიგო რომ მაშო მას უსმენდა უცებ უნდა მოშორებულიყო კარებს მაგარამ ეს დაძახება თითქოს ნატანჯი ხმით ნათქვამი იყო, სწრაფად აუძგერდა გული აღარც დაფიქრებულა უკან დაბრუნდა და სწრაფად შეაღო კარი, იქით-აქეთ ტრიალებდა რატი თითქოს გაღვიძება უნდოდა და არ გამოსდიოდა თითქოს აწამებდნენო, მთლიანად სველი იყო თითქოს კანკალებდა კიდეც დაჭიმული ტრიალებდა კისერზე ძარღვები დასკდომამდე საბრვოდა, - ჯანდაბა ამოიგმინა მაშომ დანახვისთანავე კარები არც მიუკეტავს უცებ ეცა რატის და მისი ფრთხილად შეღვიძება დაიწყო, - რატიი, გაიღვიძეე, კოშმარია ფრთხილად ეხებოდა და ცდილობდა გაეღვიძებინა მთლიანად სველ რატის - რა ჯანდაბა გიჭერს ასე, ხმამაღლა ამოთქვა და საწოლს მოუარა ზედ აბობღდა და რატის კისერში შეუცურა ხელი, - გაიღვიძეეე გეყოფაა! შენთან ვარ! ხმამაღლა თქვა და ერთხელ კიდევ 'შეანჯღრია' მაშინვე უცებ გაახილა თვალები და შეშინებული იქით-აქეთ იყურებოდა, ძებნის შემდეგ მაშო რომ იპოვა უცებ წამოვარდა და მხრებში ჩაავლო ხელები, იქით-აქეთ ატრიალებდა თითქოს მის სხეულზე დაზიანებებს ეძებდა, უხმოდ გაკვირვებული უყურებდა მაშო და რატის სწრაფ ქცევაზე შეშინებულს გული სწრაფად უცემდა, ზეწარი გადაიძრო წამომჯდარმა მაშოს ხელი უშვა და ხელებში ჩარგო თავი, როგორ ძალიან სტკიოდა თითქოს მალე გასკდომას აპირებდა, უხმოდ წამოდგა წელს ზემოთ შიშველი ნაცნობი შორტით რომელიც ერთხელ მაშოსაც ეცვა და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, მაშო რომ დარწმუნებული იყო რომ უკვე საღ გონებაზე იყო რატი უკან აღარ გაყოლია, ბალიშზე დადო თავი და გულზე მიიჭირა ხელი - დედაა ლამის გული გამისკდაა, ამოიწუწუნა და რატის მხარეს გახედა მუხლებით იჯდა საწოლზე და თან გადაწოლილი იყო, უცნაურ პოზაში ელოდებოდა რატის რომელიც მოწესრიგებული ისევ უხმოდ დაბრუნდა ოთახში შანსი არ იყო მისი სხეული არ აეთვალიერებინა მაშოს რომელიც საოცრად მოსწონდა თუმცა არ შეიმჩნია ეს საქმე გვერდზე გადადო და სწრაფად წამოიწია, რატი რომ ჩამოჯდა, ისევ უხმოდ უყურა მაშომ და როცა ბალიში წამოწია წამომჯდარი დაწვა რატი, მაშოც საწოლიდან გადაიწია - უკეთ ხარ? დუმილი დაარღვია მაშომ და რატიმაც უხმოდ შეხედა უზომოდ დაღლილი მზერით თითქოს ბრძოლაში ნამდვილად მონაწილეობდა, წყნარად სხვა ფიქრებით გართულმა შეხედა მაშოს და ფიქრებშივე დაბლა დახარა თვალები თუმცა მაშოს კუთხიდან ისე ჩანდა თითქოს დეკოლტიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა რატიმ, წამით უხერხულად შეიშმუშნა მაშო და რატიმ ახლა სხვა ნივთს რომ გაუშტერა თვალი მიხვდა რომ რეალურად ის სხვა სამყაროს ფიქრებში იყო, - ჰეი, კარგად ხარ? ისევ გაუმეორა და ხელი წინ აუფრიალა, უცებ დაიჭირა რატიმ მისი ხელი და მოულოდნელ ქცევაზე ისევ შეხტა მაშო, - არ ვარ ძილისგან დაბოხებული ხმით თქვა და მაშოს ხელი მისკენ რომ მიქაჩა იძულებული გახდა მაშო საწოლზე დაბრუნებულიყო რატიმ ხელი უშვა და მას შეხედა ახლა ზედმეტად დაკვირვებულმაც კი გახედა მაშოს თუმცა უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაეგდო თვალები გააკავა, - დაიძინე და უკეთ იქნები, - არა რა დავიძინო, - აბა ასე ხომ არ იჯდები? კოშმარი იყო ხომ იცი, - ზედმეტად რეალურს გავდა სიტყვებითვე შეხედა მაშოს და ისეთი მზერით რომ მაშო წამით დადუმდა, - მსგავსი არაფერი მოხდება დაიძინე, ერთხელ უთხრა და საწოლიდან უნდა გადასულიყო, - არ წახვიდე სიტყვებზე უცებ შეკრთა და მძიმე ნერწყვი გადაყლაპა მაშომ, წამით ჩაფიქრდა და ზედნეტი ყოყმანის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ზეწარი გადაწია, - მაშ დაიძინე ახლა, უთხრა და ბალიში შეისწორა, გაეღიმა რატის და ნორმალურად დაწვა მაშო თავის პოზაში დაწვა მუცელზე, ცალი ფეხი გაშლილი, მარცხენა ფეხი კი მოეხარა მარცხნივ ედო თავი ბალშზე რატის მიმართულებით და მკლავებიც ბალიშზე შემოედო ზურგზე დაწვა რატი და მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოიდო, ისევ არ აპირებდა დაძინებას ზედმეტად ცუდად იმოქმედა მისმა კოშმარმა, თვალები გაახილა მაშომ და ისევ რომ თვალებგახელილი ჭერს მიშტერებოდა რატი, კოპები შეკრა - ეე აქ იმიტომ ვიძინებ რომ დაიძინო თუ არ დაიძინებ გადავალ ჩემ საწოლში, გაუნძრევლად თქვა რატის მარჯვენა ხელს წვდა მის თითებში თითები გახლართა უფრო კომფორტულად მოეწყო და თვალები ისევ დახუჭა, ისევ გაეღიმა რატის მის ჩხუბზეც და ქცევაზეც, მისკენ გადატრიალდა წამით უყურა, შემდეგ მათ ერთმანეთში ახლართულ თეთიებს გაუშტერა თვალი და კმაყოფილმა მინაბა თვალები...... ...... დილას ადრე ამდგარმა იქით-აქეთ იბოდიალა დაა ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა მაშო, უკვე თხუტმეტი წუთი იყო მისკენ წავიდოდა გასაღვიძებლად ქვედა ტუჩზე იკბენდა და უკან ტრიალდებოდა, წასასვლელები იყვნენ მაშო ახალ სამსახურში მიდიოდა რატი თავისებურ შეხვედრაზე სადაც დაძაბული სიტუაცია აუცილებლად იქნებოდა, მაშოს კი ისე ტკბილად ეძინა გაღვიძება ზედმეტად უჭირდა რატის - დაავაგავიანეებბთ, ჯანდაბა, ამოიგმინა დაბალხმაზე და მაშოსთან ახლოს მივიდა, საწოლთან ჩაიმუხლა და მაშოს ჩუმად დაუძახა, მაშოს რეაქცია რატისკენ გადმოტრიალება იყო თუმცა ისევ მინაბა თვალები, - ფუ დედაშევე*ი სხვა თუ არაფერი მარტო ამისგამო მოვხვდები ჯოჯოხეთში ისევ თავისთვის ამოიგმინა დაბალხმაზე და ადგილზე შესწორდა (შეიშმუნა) ნელა აწია ხელი და ნაზად შეახო მაშოს ლოყაზე - მაშაა გვაგვიანდება, დაბალხმაზე თქვა და მაშომაც თვალები მძიმედ გაახილა, რამდენიმეჯელ ააფახურა წამწამები და მის წინ ჩაცუცქულ რატის შეანათა მზერა, - გამალჯობაა, ზედმეტად თბილი და ბავშვური ნაზი ხმით ამოილაპარაკა რატიმ და თავი გვერდზე ღიმილით გადახარა გაუხარდა მაშომ მარტივად რომ შეძლო გაღვიძება და ზედმეტად წამებით გაღვიძება აღარ დასჭირდა, პლედში გახვეულმაც საყვარლად გაუღიმა რატის რამაც ზედმეტად სასიამოვნოდ იმოქმედა რატიზე, - ჯანდაბა ჩაიცინა და თავი ჩახარა, სახის დასალაგებლად გააქნია თავი და უცებ წამოდგა, - მე დაბლა ჩავალ ზედმეტად დავაგვიანეთ, ათი საათი გახდა მოემზადე და დაგელოდები, - აუუ არა რა, - რა მშიშარა ხარ მიდი გელოდები, სიტყვის თქმა აღარ აცადა მაშოს ოთახი დატოვა. ზედმეტად ნერვიულობდა მაშო ახალ გარემოზე და მითუმეტეს ახალ თანამდებობაზე, ზლაზვნით წამოდგა და სულ ორ წუთში აალაგა საწოლი, ოთახი დატოვა და გიჟივით დაიწყო მზადება, " რა ჩავიცვა?" ეს ნაცნობი კითხვა დროს ზედმეტად წელავდა მიუხედავად იმისა რომ კარადა სავსე იყო, საბოლოოდ საყოველდღიუროდ გამოსადეგი ლურჯი ზედმეტად მომხიბვლელი კომბინიზონიი აარჩია თითქოს სპორტულ სტილში გამოყვანილი წელით საშუალო დეკოლტით და ფეხზე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მაღალ წვრილ ქუსლიან შავ ბასანოჩკებს ჩაიცვამდა, უკვე მზად მყოფმა თმის დიდი წკაპით მოიხვია თმა წინ რამდენიმე ლოკონი დაუშვა ოდნავ ჩამოიშალა და ზედმეტად მომხიბვლელიც იყო, სწრაფად დაეშვა კიბეებზე 'უჩინარ კარადას მივარდა გასასვლელში ღილაკს თითი დააჭირა გონებაში არჩეული ფეხსაცმელები ჩაიცვა და თეთრი ფრჩხილის ლაკით ზედმეტად საყვარელ შეხედულებას ტოვებდა, გრძელ თლილ თითებზე ოქროსფერი წვრილი უბრალო ბეჭდები ჩამოიცვა თითები აათამაშა და კმაყოფილმა დაიწყო რატის ძებნა, სათვალე თავზე აიწია და მანამ ძებნას დაიწყებდა თავად გამოვიდა სამზარეულოდან ლოყებ დაბერი რატი, სიარულშიცე კმაყოფილი შემამჩნევლად ათვალიერებდა მაშოს, სხვა რომ ყოფილიყო ნაგლად დატრიალდებოდა მაშო თუმცა რატის მზერაზე ისედაც მჩხვლეტავი არსებები უვლიდა მის სხეულს, - მზად ვარ რას სვამ? უხერხულობის ჩასახშობად ლამაზად წავიდა წინ და რატიც აღარ გაჩერებულა, ზედმეტად შეამცირა მანძილი და ჯერ დეკოლტეს დახედა შემდეგ მაშოს, - თვალები აკონტროლე თუ შეიძლება თვალებ დახრილმა თქვა და შემდეგ ახედა რატის რომელმაც განზრახ დახედა ბაგეებზე და ტუჩებზე ენა მოისვა, - რა საზიზღარი ხარ, დაიჭყანა მაშო და უკან გადადგმული ნაბიჯებით მანძილი გაზარდა, თავით ანიშნა რატიმ წავედითო და წასულს უკან მიყვა, ბაღში გასულმა გასაღები ბაღში მდგარ მამაკაცს გადაუგდო მანაც თავი დაუკრა და მშვიდობიანი დღე უსურვა, მაშო არსად გაყოლია რატის, მანქანა გამოიყვანა თუ არა მაშოს გაუჩერა ისიც უხმოდ მოთავსდა და რატიმაც მანქანა ადგილს მოაშორა..... ..... - გადავიფიქრე არ მინდა, უკან უნდა გაბრუნებულიყო კომპანიაში შესვლისთანავე მაშო, რატიმ რომ დაიჭირა, - ნორმალური ხარ? დაბალხმაზე დაუსვა კითხვა და მაშომ პასუხად დაჭიმულმა მოათვალიერა ირგვლივ უზარმაზარი სივტცე ზედმეტად გამოპრანჭული ხალხი და ზედმეტად ბევრი ფორმაში გამოწყობილი მკერავი - რატი არა გემუდარები, მის ხელს ჩაავლო ორივე ხელი და ადგილიდან არ იძვროდა რატის შემჩნევაზე უკვე ძალიან ბევრი მსურველი თვალი უყურებდა რატის - იცოდე მხარზე მოგიგდებ და ისე აგიყვან, ერთხელ გახედა მაშომ გაბრაზების ნიშანდ უშვა უხეშად ხელები და წინ წასულს დააკვირდა, ზედმეტად უხერხულად იყო და ამავდროულად ძალიან უცხოდ, არაკომფორტული იყო იქ უკან რატის გარეშე დგომაც კი, წინ წასულმა რატიმ ხელი გაშალა თუ არა სწრაფი ნაბიჯებით დაეწია მაშო და მის ხელში ახლართა თითები, კმაყოფილმა დახედა რატიმ და შემდეგ მოავლო თვალი ბევრ ბოღმისგან დაგრუზულ ხალხს თვალი, ძალიან კარგად გამოსდიოდა მაშოს უდარდელი გოგონას როლი, ლიფტში შესულმა კარები დაიკეტა თუ არა უცებ უშვა მამაკაცს ხელი და ხელებ გადახლართული დადგა, შემდეგ მიხვდა რომ ზედმეტად ცუდად იქცეოდა რადგან რატიმ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშოსთვის გააკეთა, ხელები ჩამოუშვა და მალე სიმშვიდეც შეეტყო, - ნუ ნერვიულობ, შევალთ დირექციას გაიცნობ შემდეგ დაიშლებიან შენ თავს წარმოუდგენენ თანამშრომლებს და დარჩები შენს კაბინეტში მარტო, გადახედა მაშოს თან ლიფტს მიეყრდნო, - სწორედ ეგაა ჯერ როგორ მიმიღებენნ და შემდეგ რა რთულიაა რო იცოდე, ხომ შეიძლებოდა მეც ერთ-ერთი თანამშრომელი ვყოფილიყავიი, რატომ გადაწყვიტე ჩემი წამება, სახეზე ხელები აიფარა შემდეგ უცებ მოიშორა და რატისკენ ბუზღუნით შეტრიალდა, - მინდა გაგიცნონ, არა როგორც ჩემი ცოლი, არამედ როგორც საუკეთესო დიზაინერი, მაშო ვიცი რომ უკვე გეტყოდნენ შენი კაბა რომ ყველგან იყიდება, შენზე მე შემომდის თხოვნები და არ გყიდი ( ჩაიცინა და თან წამოიწია) შენი ძალებით მოაღწიე აქამდე უბრალოდ მე გაგიმარტივე რაა, მე აქ წამოგიყვანე და ის რაც გავართულე იმას ვასწორებ, შენი ძალებით მხოლოდ და მხოლოდ წყნარი ტონით ესაუბრებოდა თან სახეზე ჩამოშლილი თმა გვერდზე გადაუწია და მაშომაც მისი ხელი უხეშად მოიშორა, - მატყუარა რატი, შენი ბრძანებით რომ არ შეეკერათ ჩემი დახატული კაბებიდან ის ერთი ამორჩეული და მოდელები რომ არ შეგემოსა, ვერაფერსაც ვერ ვიზამდი, მკლავები ერთმანეთში გადახლართა, ცხვირი აიბზუა და რატიმაც ვერ შეკავებული ღიმილით გადაიწია მისკენ და ცხვირის წვერზე ნაზად აკოცა, თვალები უცებ გაახილა მაშომ ხელები ჩამოუშვა და გადიდებული თვალებით ახედა რატის, ლიფტი გაჩერდა თუ არა მაშოს დაძაბულობა შეეტყო, - აა კიდევ ერთი შენ იტალიური არ იცი, დააყოლა რატიმ და წინ წავიდაა, - ოხხ შე დამპალო, ჩაიცინა მაშომ მის სიტყვებს მიმხვდარმა და სწრაფად დაეწია... მართალია დაგვიანებით მივიდნენ თუმცა ყველა ფეხზე წამოდგომით მიესალმა შესულებს და მალევე მათი ადგილი აჩვენეს, ამაყად ჩამოჯდა რატი მაშოს გვერდით და ჩვეულად შემოიდო ცალ მუხლზე მეორე ფეხი ასევე ჩვეულად მოიქცია აუნთებელი სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის და მაშოც მის საქციელებს აკვირდებოდა, ჯერ ყველას გააცნო მაშო რატიმ და თქვა რომ მაშოზე თავად ისაუბრებდა მიზეზის გამო, ვინაიდან ინგლისური არ იცოდნენ მაშოც ჩუმად იყო მხოლოდ რატის თარგმანზე გასცემდა ხოლმე პასუხს და იშვიათად ამოღებულ ხმაზე ყველა იხიბლებოდა, მზერაც არ აკლდა მაშოს, გატრუნული შეწუხებული იჯდა და რატიც ხშირად ცდილობდა მისი აზრი გამოეთქვა რადგან ეს ყველაფერი მაშოზე იყო, კრების დასასრულს რატის სიტყვებს მიყოლილი დირექცია წამოდგა მაშოს ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა ზოგი ხელზე ეამბორა კიდეც, რატის თვალებიც მხოლოდ მაშოს თითებზე იყო მიშტერებული რომელზეც შეეხნენ ოთახიდან მაშო გაყვა მამაკაცებს და წასულებს თვალი გააყოლა ჩუმად გაისვა ხელი ტანსაცმელზე და მოაჯირიდან გადაიხედა სადაც თითქმის ყველა თანამშრომელი ჩანდა ზოგი როგორ დადიოდა ზოგი როგორ კერავდა როგორ ზომავდენენ, საქართველოში მუშაობა გაახსენა მსგავსმა შეხედულებამ როგორ ემაიმუნებოდა ხოლმე დირექტორს და როგორ მარტივად უშლიდა ნერვებს, მაჯაზე რომ უხეში შეხება იგრძნო უცებ გახედა ხელის პატრონს რომელიც წინ გაურკვევლად იყურებოდა, მაშოს ხელი აიღო და დასველებული სალფეთქი ხელის მტევანზე დაადო, ჯერ გაკვირვებულმა შეხედა მაშომ რატის და რატიმაც სალფეთქი რომ ხელზე მოუსვა სიცილი ვერ შეიკავა, - რას აკეთებ რატი?... მეორე ხელის მტევანი გაკვირვების ნიშნად ამოატრიალა და სერიოზულ რატის შეხედა, რატიც უხმოდ მორჩა საქმეს და შუშიან კაბინეტში შევიდა სიცილით გააყოლა მაშომ თვალი და თავი გააქნია, გახალისებულმა გადახედა ჩასულ მამაკაცებს რომლებმაც იტალიურად დაიწყეს ხმამაღლა დინამიკებით მოხსენება და შემთხვევით ამოხედეს მოაჯირს სადაც მაშო იდგა, ფართოდ გაუღიმა მაშომ და ცოტახანში თითქმის ყველას თვალი მაშოზე იყო მიმართული რომელიც მეფესავით გადმოჰყურებდა ყველას, მადლობის ნიშნად დაუკრა მაშომ თვალი და კაბინეტიდან ტაშის ხმაზე გაიხედა უკან, მაგიდას მიყრდნობილი უკრავდა ტაშს რატი მობეზრებული სახით და მაშოსაც ისევ გაეცინა, - რა გნებავთ თქვენო უდიდებულესობავ? ახალი მიმართვით ფეხების წინ ჩადგმით ნელა წავიდა რატისკენ და კმაყოფილებას ვერ მალავდა, ახლოს მივიდა მასთან და მის ხელებს დაავლო ხელი, - არ მჯერა რომ გამოვიდა გაეკრიჭა კისერზე ხელები მოხვია და ბედნიერებისგან მოეხვია, უცებ მოშორდა შეხედა მადლობა გადაუხადა ლოყაზე აკოცა და სრულად მოშორდა, - აუ 'ქმარი' ვარ თუ პრობკა, რა ლოყაზე მკოცნი თქვა თუ არა მაშოს თვალები გაუფართოვდა გული უცებ აუჩქარდა და უკან დაიწია, - ნეტა არ გაკლდეს, ასეთები როდის მერე დაიწყე?! ძველი რატი მირჩევნია, არ შეიმჩნია სიტყვებზე ზედმეტად ღელვა და რატისაც რომ გაეცინა და თან წამოიწია უცებ დაიძაბა, - წასვლას ვაპირებ დაწყნარდი, გვერდი უნდა ჩაევლო მისკენ გადაიწია და მაშოც უკან რომ გადაიწია ხმამაღალი სიცილით დინჯი ნაბიჯებით დატოვა ადგილი, უცებ მივარდა მაშო მაგიდას ნივთის ასაღებად რამე რომ ესროლა მისთვის თუმცა ყველაფერი ახალი იყო და ყველაფერი დაენანა, ამავდროულად ძებნაში გაწელილი დროის გამო რატი უკვე ლიფტიდან უქნევდა ხელს, კარის დაკეტვის პროცესში კი ზურგზე შემოიწყო ხელები, სკამზე ჩამოჯდა მაშო და ღრმად ამოისუნთქა, - რა მჭირრს? ზედმეტად მიტევს აღელვება ამ ბოლოდროს ჰო, საკუთარ თავს დაუსვა კითხვა და რატის სიტყვების გახსენებაზე 'პირი მომუწა' ღიმილის დასამალად, ისევ მოაჯირისკენ წავიდა და უკვე გასულ რატის ბოლოჯერ მოავლო თვალი..... ყველაფერი თავის ჭკუაზე მოიწყო მანიკენებს ადგილები შეუცვალა და ისე უცებ ეტკინა ფეხები რომ არ ელოდა უცებ გაიძრო ფეხზე და უფრო კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებდა ყველაფერს, ბოლოს კმაყოფილი ჩამოჯდა მაგიდასთან და ჩანთა მოქექა ბედნიერი სახით ამოიღო ნახატი რომლის გამოც ღამე გაათენა და უძილობა ჯერ შემოტევისგან თავს იკავებდა და მაგიდაზე გაშალა ზედ შუშა დაადო ფეხზე ჩაიცვა ფანჯარა გამოაღო და დაბლა ჩავიდა, ისე მოულოდბელად დაადგებოდა ხოლმე მკერავებს თავზე უცებ იბნეოდნენ, სამაგიეროდ მაშო თავისებურად თბილად მიეხმარებოდა ხოლმე და რულონებიც მას გამოჰქონდა, მარტივად და კარგად მიიღო უმრავლესობამ ვინც კი ნახა ისიც ცდილობდა ყველა გაეცნო ყველას შესაძლებლობა ენახა და თითქმის მთელი დღე ამას დაუთმო ყველას ჩამოუარა და მისი სუსტი თოჯინას ფეხებიც ამდენს ვეღარ უძლებდა, აქაც იყო კლიენტებთან პრობლემები ვინაიდან გაზომვას უბეშიც ითხოვდნენ მიზეზად მხოლო ერთი იყო, "შემდეგ არასწორად მაჯდება" - ბარძაყზე გაზომე? კითხა მკერავს და იქვე მაგიდას მიეყრდნო - დიახ - მაშინ თავისუფალი ხართ ბატონო, თუ ყველაფერი კარგად იცით და მკერავს ასწავლით გვაქვს ადგილები და გამოგინახავთ, არასწორად თუ აჯდება ეს უბის არ გაზომვის არა, არასწორად შეკერვის ბრალია, შეგიძლიათ დაეკითხოთ რამდენ ხანში იქნება მზად და ზედმეტი საუბარის გარეშე მიბრძანდეთ, წყნარი ტონით საუბრის შემდეგ მოშორდა მაგიდას და ჩვეულად განაგრძო სიარული საღამოს ზედმეტად სისუსტე იგრძნო თავის საშველად გავარდა ლიფტში ოთახში შესვლისთანავე ჩამომჯდარმა მაგიდაზე დადო თავი კარგად მოეწყო რადგან უკვე თავადაც ელოდებოდა როდის დაკარგავდა გონებას, მზადება ცრუ აღმოჩნდა ფეხზე გაიძრო და ისევ წამოდგა გადაწყვეტილი ჰქონდა რომ თავის კაბას შეკერავდა და ნაჭერისთვის შევიდა უზარმაზარ საწყობში, თუმცა იქიდან გამოსვლაც საკმაოდ დააგვიანდა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.